შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კამელიები (თავი 15)


7-01-2018, 17:35
ავტორი An_Gel
ნანახია 2 341

კამელიები (თავი 15)

იაგოს მიერ შერჩეული ადგილი მართლაც ულამაზესი იყო. საღამო ხანს მიაღწიეს დანიშნულების ადგილს. მაშინ, როცა წითლად იჭრებოდა ცა და შემოდგომისფერ ბუნებასთან საოცრად ჰარმონიულ კონტრასტს ქმნიდა.
ნისლში გახვეულიყო ლოპოტის ტბა. მისი დანახვისთანავე იგრძნო ანამ, რომ მართლაც ჭირდებოდა განტვირთვა დაძაბული და დამთრგუნველი თვეების შემდეგ. თითქოს დაჭიმული სხეული მოუშვა და თავს უფლება მისცა, გარშემო სილამაზე აღექვა.

მათი კოტეჯი მთავარი სასტუმროებისგან მოშორებით, ტყესთან ყველაზე ახლოს იდგა. ერთსართულიანი, უბრალო, მაგრამ მყუდრო სახლი შეერჩია გურიანს. ისეთი, როგორშიც სრულ კომფორტს იგრძნობდა ყიფშიძე. ცოტნე კი ჭკუაზე არ იყო, ისე უხაროდა, რომ მათ სახლს ერთი მხრიდან ტყე, მეორე მხრიდან კი ტბა საზღვრავდა. ერთგვარ აღტაცებას აღძრავდა ამგვარი სურათი მის წარმოსახვაში; ინტერესიანი თვალებით ათვალიერებდა გარემოს.
იაგოს ყველაფერი გაეთვალისწინებინა, რაც ერთად ყოფნის განმავლობაში დაჭირდებოდათ და როგორც კი აცივდა, ორივეს ჟაკეტები გაუწოდა.
საოცრად მზრუნველი იყო იმ საღამოს. ისეთი, როგორიც დიდი ხნის განმავლობაში აღარ ენახა ანას. მისი ასეთი ცვლილება კი გაორებას იწვევდა ქალში. გული ტკიოდა, ამდენი ტკივილის შემდეგ ისევ ძველ, მოსიყვარულე იაგოს რომ ხედავდა და თან ნოსტალგიისა და მონატრების შეგრძნება ახრჩობდა. ის, რასაც თვეების განმავლობაში დაუღალავად ეძებდა მასში, რომ ჩაჭიდებოდა, ახლა აშკარად და დაუფარავად გამოსჭვიოდა მამაკაცის თვალებიდან. საკითხავი მხოლოდ ის იყო, კიდევ უნდოდა თუ არა ანას მათთვის ხელის ჩაკიდება.

ძალიან დიდხანს ისეირნეს ცოტნესთან ერთად. ზუსტად ისე, როგორც მრავალჯერ ბავშვის გონებაში. პატარა ყიფშიძეს ორივესთვის მაგრად ჩაებღუჯა ხელი, რომ არცერთს გაეშვა და ორივეს ეგრძო ძლიერი, განუწყვეტელი ჯაჭვი მისი სახით. ნავითა და ველოსიპედით სეირნობა დილისთვის გადადეს, რადგან საღამოხანს ამის გაკეთებას ვერ შეძლებდნენ. სამაგიეროდ ბუხარი დაანთეს მისაღებ ოთახში და მყუდრო, ოჯახისეული გარემო შექმნეს ცოტნესთვის.
იმ საღამოს იაგომ გადაწყვიტა, რომ ბავშვისთვის მათი ახალგაზრდობის ამბები მოეყოლათ; ისტორიები, სადაც მუდმივად ფიგურირებდა სამი განუყრელი ფიგურა: ანა, დამიანე და იაგო. მოგონებები ბევრი ხალისით, სილაღითა და სიყვარულით სავსე. იმ ადამიანებზე, რომელთაც არავინ ჰყავდათ ერთმანეთზე ძვირფასი; რომელთაც უყვარდათ გამეტებით და ერთგულად.

-იაგო, დედა როგორ გაიცანი? - გამხიარულებულმა ცოტნემ ერთ-ერთი სასაცილო ისტორიის გახსენების შემდეგ ჰკითხა გურიანს.
უცნაური იყო, რომ იქამდე არავის გასჩენია მსგავსი კითხვა და არცერთ მათგანს მოუგონებია მათი პირველი შეხვედრა. ახლა კი, წლების შემდეგ, განსაკუთრებული გრძნობების გამღვიძებელი გახდა ცოტნე ყიფშიძის ინტერესგაჯერებული კითხვა.
იაგოს გაეღიმა, მაშინვე მოძებნეს მისმა თვალებმა ანას უკვე მოგონებებში ჩაძირული თვალები და ის სხივი გადასცეს, რასაც ღრმა გულით ატარებდა ორივე.
-მე და მამაშენმა ერთად გავიცანით მეორე კლასში. რამდენი წლისანი ვიყავით, შვიდის? - ისე უპასუხა მომღიმარმა, თვალები არ მოუშორებია ცოლისთვის.
-მე ჯერ ექვსის ვიყავი. - ღიმილითვე გამოეპასუხა ყიფშიძე.
-ხო და ყველა დაგცინოდა შენი თავზე დაკოსებული ბაფთის გამო.
-იმიტომ, რომ ხშირად მძვრებოდა და მერე მთელი კლასი ეძებდა.
-არა, იმიტომ, რომ იმ თეთრი ბაფთით პატარა, კოპწია გოგოს ჰგავდი, რომელიც პრინცესობაზე ოცნებობდა. - ჩაეცინა მამაკაცს.
-არადა არასდროს მდომებია პრინცესობა.
-ე, დედიკო, რატომ არ გინდოდა პრინცესობა? - გაკვირვებულმა ცოტნემ ჰკითხა დედას.
-იმიტომ, რომ ბავშვობიდან ყველა პრინცესას ხედავდა დედაშენში, ცოტნე. ადამიანს კი ყველაზე ნაკლებად ყოველთვის ის გინდა, რითაც თავს გაბეზრებენ წამდაუწუმ, დაიმახსოვრე. - თავზე გადაუსვა ხელი იაგომ ბიჭს.
-პრინცესობა ყველა გოგოს ოცნებაა, დე. მე კი რაღაც განსხვავებული მინდოდა, როგორც სულელსა და თავკერძას, მაგრამ, საბედნიეროდ, პრინცი მაინც მარგუნა ბედმა.
-ჩემი მამიკო?! - გაეღიმა პატარა ყიფშიძეს.
-ხო, შენი მამიკო. - ლოყაზე მიეფერა ანა შვილს ღიმილით.
-და მაინც აქცია პრინცესად. - დაამატა იაგომ. - თუმცა კი ანას სულაც არ სურდა ეგ... - ჩაილაპარა ჩუმად, თავისთვის.
-და იაგო როგორი იყო, დე? - დედას მიეხუტა ცოტნე.
-ხომ მაქვს მოყოლილი, როგორიც ვიყავი? - გაეცინა იაგოს.
-ოოო, შენ არა, მინდა დედამ მითხრას! - გაეცინა ბავშვსაც.
ანამ ამოიოხრა და წამით ჩაფიქრდა.
-იაგოს ძალიან, ძალიან ქერა თმა ჰქონდა. - გაეღიმა ქალს. - ისეთი, რომ ათასში გამოარჩევდი. მასწავლებელს კითხვა არც ჭირდებოდა, იყო თუ არა კლასში, ოც შავ თავში მისი ქერა თმა მზესავით მოსჩანდა.
-ეე, შენ ეგრე არ გითქვამს. - სიცილით მიუბრუნდა ცოტნე მამინაცვალს. - კიდე, დე?
-ძალიან ბევრი გოგო ეპრანჭებოდა. - გაეცინა ყიფშიძეს. - და მისი გამორჩეული გარეგნობის გამო, ყველაზე კარგი ლექსებიც მას ხვდებოდა სკოლის ზეიმებზე.
-ზეიმები სკოლაშიც გქონდათ?
-კი, დაწყებით კლასებში.
-ყველაზე კარგი ლექსები იმიტომ მხვდებოდა, რომ კარგი გამოთქმა და მაღალი ხმა მქონდა! - გააპროტესტა გურიანმა.
-ჰო, როგორ არა. - ირონიულად ჩაეცინა ანას.
-და ჩემი მამიკო?! - წამოიძახა გახარებულმა ცოტნემ. - ჩემი მამიკო როგორი იყო?

ორივეს მოეშალა სახიდან ღიმილი. თვალწინ წარმოუდგათ სკოლის დერეფნებში მორბენალი ბიჭი, რომლის ასლიც ახლა შუაში ეჯდათ და კითხვებს უსვამდათ.
ორივემ ინსტიქტურად წაიღო ხელი ცოტნესკენ და თმაზე გადაუსვა.
-შენი მამიკო ნამდვილი ვარსკვლავთბიჭუნა იყო. - ჩაიცინა იაგომ.
-მაგრამ არასდროს ყოფილა თავხედი ან ქედმაღალი. - დაამატა ანამ.
-ყოველთვის ჩემ გამო ეხვეოდა შარში. თუ დირექტორთან უწევდა ჯდომა, მხოლოდ ჩემ გამო; თუ საყვედურებს იღებდა მასწავლებლისგან, მხოლოდ ჩემ გამო. მე მაინც არასდროს ვანებებდი თავს და სხვადასხვა შარში ვხვევდი...
-მამაშენი და იაგო განუყრელი მეგობრები იყვნენ, ცოტნე. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ოდესმე გაიყრებოდა მათი გზები. ალბათ მხოლოდ რაიმე ძალიან ბოროტი თუ მოერეოდა მათ მეგობრობას. - თვალები სევდით აევსო ანას და ხმა გაუწყდა.
-მაგრამ, საბედნიეროდ, ასეთი არაფერი ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში. - მხიარული ხმით დაამატა გურიანმა. - და მე და მამაშენიც ბოლომდე დავრჩით განუყრელ მეგობრებად.
-მაგარია... - ამოიოხრა ცოტნემ.
-მგონი, შენი ძილის დრო მოვიდა, დე. თვალები გეხუჭება, ხომ ხედავ? - ხმა გამოიკეთა ქალმა და ბავშვს გაუცინა.
-ხო... - თვალები მილულა ბიჭმა. - ჩემი ძილის დროა, იაგო. ხომ არ გეწყინება, ხვალ რომ გავაგრძელოთ ლაპარაკი?
-არა, არ მეწყინება. - გაეცინა მამაკაცს. - მოდი გაკოცო და გაიქეცი საწოლში.
-ხვალ ველოებით ვიკატავებთ, ხო?
-აუცილებლად!
-ნავით?
-ნავითაც.
-აუ, და იქით რო პატარა ბურთით თამაშობდნენ, ეგეც მათამაშე, კაი?
-კარგი, ჩოგბურთსაც გათამაშებ. - სიცილით დაპირდა გურიანი ბიჭს, მერე შუბლზე აკოცა და ზურგზე მიუსვა ხელი ბიძგის მისაცემად.
-ყველაზე მაგარი იაგო ხარ! - ბედნიერებით მეცხრე ცაზე მყოფმა ბიჭმა ესღა უთხრა მამინაცვალს და დედასთან ერთად გაემართა საძინებლისკენ.

*_*_*_*

ოთახში მომწყვდეულ სიმყუდროვეს ბუხარში ჩამწვარი შეშის ტკაცუნი შიგადაშიგ გასერავდა. ფანჯრებზე მომდგარი დეკემბრისეული სუსხი სახლში შეღწევას და ძვალ-რბილში გაჯდომას ლამობდა, მაგრამ კოტეჯში ჯერ კიდევ ტრიალებდა სასიამოვნო სითბო, რომლის გამაგრებაზეც მონდომებით ზრუნავდა ბუხართან შეშამომარჯვებული იაგო.
როგორც კი ბოლო ნაჭერიც შეუკეთა ცეცხლს, წამოდგა და მხოლოდ მაშინღა შეამჩნია მოშორებით მდგომი ქალი, რომელიც მონუსხულ მზერას ადევნებდა მის მოძრაობებს.

-დაიძინა? - ჩუმი, ხავერდოვანი ხმით ჰკითხა მამაკაცმა და მისკენ შებრუნდა.
-როგორც კი დაწვა. - გაეღიმა ყიფშიძეს. - ემოციურადაც და ფიზიკურადაც ძალიან დამღლელი დღე გამოდგა მისთვის. - დივანს მიუახლოვდა, მასზე გადაფენილი პლედი აიღო და მხრებზე მოისხა.
-შეგცივდა?
-ცოტა... - მხრებისჩეჩვით მიუგო ანამ და ფეხმორთხმით დაჯდა, რომ მთელი სხეული დაეფარა თბილ ნაჭერს.
-ასეთ სიცივესაც არ ველოდი, თორემ უფრო გავფრთხილდებოდი. - დამნაშავესავით იმართლა თავი გურიანმა და ხელისგულები გაუხახუნა ერთმანეთს.

ანას უნებურად გაეღიმა, თუმცა ეს სულაც არ იყო სიამოვნებისგან გამოწვეული ღიმილი; უფრო ირონიის გამომხატველი.

-იცი, რაში გამოვიჭირე საკუთარი თავი? - ასეთივე ტონით მიმართა ქმარს. - ყოველთვის, როცა ასე იქცევი, ასეთი მზრუნველი და თბილი ხარ, ერთიანად მეჭიმება სხეული იმის მოლოდინში, რომ გულში დანას გამიყრი...

იაგოს მომღიმარი თვალები ჩაუქვრა და სითბოთი სავსე მზერაც მაშინვე აეშალა. რუხი ფერი გადაეკრო სახეზე, რომელიც ცეცხლისფერი ალების ფონზე კიდევ უფრო მკვეთრად მოჩანდა.

-ის საღამო აღარასდროს განმეორდება, ანა... - დაბალი, ბოხი ხმით დაილაპარაკა, რომელმაც ცივად მოიარა ოთახის კედლები. - ეს ერთადერთია, რაც შემიძლია დაგპირდე.
-რატომ? რატომ აღარ განმეორდება? რას მივაწერო შენი ასეთი უეცარი ცვლილება, იაგო? ნუთუ ნანობ?!
-გახსოვს ერთხელ გითხარი, ჩემზე ყველაფერი მინდა მოგიყვე, მაგრამ არ შემიძლია-მეთქი? იმ საღამოს, როცა ეს გითხარი, ყველაფერს გულისგარეთ ვგრძნობდი და მხოლოდ იმას ვფიქრობდი, როგორ მეტკინა შენთვის. არცერთი სიტყვა მიგულისხმია, ამათ გარდა. მე მართლა მინდოდა; იმ ღამით ყველაზე მძაფრად მინდოდა, ყველაფერი მომეყოლა შენთვის. ამ სიტყვებით შველა გთხოვე, იცი? სადღაც... გულის ძალიან ღრმა კუნჭულიდან გამოგიწვდინე ხელი, რომელსაც მინდოდა ჩაჭიდებოდი, რომ გადაგერჩინე. იმიტომ, რომ ვიცოდი, ჩემს თავს შევიძულებდი, თუ ისე მოგექცეოდი, როგორც მოგექეცი.
-იმ საღამოს შენ მართლა რომ მოგეცა ჩემთვის ხელჩასაჭიდი, აუცილებლად გადაგარჩენდი, იაგო. ჩვენი ქორწინების დღიდან გაფაციცებით ვცდილობდი შენში იმედის პოვნას... - თვალები აემღვრა ქალს. მწარე შეგრძნებამ მოუჭირა ცხვირში.
-მაგრამ არა იმ ღამით, ძვირფასო. - ჩაეღიმა იაგოს. - იმ ღამით შენ ჩემი გწამდა და გეგონა, უკვე ნაპოვნი გქონდა ჩემში იმედის სხივი... მომენდე იმ ერთადერთ წამს, როცა უნდობლობა მჭირდებოდა შენგან.
-იქნებ მართალიც ხარ, მაგრამ ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს?
-ხომ მკითხე, რატომ შევიცვალე ასე უეცრად? ხოდა მინდა გიპასუხო. გახსოვს, დამიკოს წლისთავზე გულწრფელობის საღამო რომ მოვაწყვეთ? მინდა, რაღაც იმგვარი გავიმეოროთ. ამით მადლობას გადაგიხდი იმისთვის, რომ აქ წამოსვლას დათანხმდი.
-ნუთუ ყველა კითხვაზე მიპასუხებ?!
-გპირდები. - გაეღიმა მამაკაცს. მერე ღრმად შეისუნთქა ჰაერი და ანას გასწვრივ ჩამოჯდა დივანზე. - ყველაზე კარგად წლების წინ აქედან წასვლის დღე მახსოვს. თავს ისე ღარიბად, გამოცარიელებულად და შიშვლად ვგრძნობდი, როგორც არასდროს. გტოვებდით შენ, დამიკოს და ოჯახს, რაღა თქმა უნდა, თანაც წარმოდგენა არ მქონდა, სრულიად უცხო ქვეყანაში რა უნდა მეკეთებინა. პირველი პერიოდი განსაკუთრებით რთული იყო. უმწეო ბავშვივით ყველა გამვლელში შენ ან დამიანეს გეძებდით და ხანდახან, გპოულობდით კიდეც, იცი? მაგრამ არასდროს მოგსდევდით. არა იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავი, სხვაში მეშლებოდით, უბრალოდ თქვენი ნახვა აღარ მინდოდა. მაშინაც კი, როცა დედას ველაპარაკებოდი და ცდილობდა, თქვენზე ჩამოეგდო სიტყვა, ყოველთვის ვცვლიდი თემას, რომ თქვენი სახელები ერთად და უჩემოდ არ გამეგო. ძალიან რთული იყო, ანა... უღმერთოდ რთული იყო იმის გააზრება, რომ შენ და დამიკო ფურცელივით ჩამომხევდით თქვენი ცხოვრებიდან, მაგრამ მაინც მრთელები დარჩებოდით. აუტანელი იყო ის ფაქტი, რომ ყველა მენატრებოდით და მაინც იმ წყეულ ლისაბონში უნდა დავრჩენილიყავი დაუსრულებელი მიზეზების გამო. ყველა და ყველაფერი მძულდა. არაფერი ჰგავდა თბილისს და მაინც ყველაფერი მას მახსენებდა. მაგრამ მერე, ნელ-ნელა, ყველაფერმა დალაგება დაიწყო ჩემ გარშემო და ვერც გავიაზრე, ისე შევისისხლხორცე ლისაბონური რუტინა. სოფიოსა და მისი ქმრის დახმარებით იმად ვიქეცი, რაც შენი თვალით მიხილე ორი წლის წინ.
-სოფიო როგორ გაიცანი? საერთოდ, ვინ არის ეგ ქალი შენთვის?! - ინტერესს მოეცვა ქალის თვალები, რომელიც სიბრალულით აღსავსენი მიმართულიყვნენ მამაკაცისკენ.
-სოფო ძალიან ადრე, ღრმა ბავშვობაში გავიცანი. ჯერ კიდევ მანამ, სანამ შენ გაგიცნობდი. ჩემი მეზობელი იყო, უფროსი მეგობარი და მერე ქალი, ვინც პირველად მაგრძნობინა თავი მამაკაცად.
-რატომ არასდროს გიხსენებია ის ჩემთან? - შეიშმუშნა ანა.
-ვინ, ჩვენზე რამდენიმე წლით უფროსი ქალი, რომელიც ყოველგვარი საწინააღმდეგო იყო იმისა, რაც შენ მიგაჩნდა სწორად? - ჩაეცინა იაგოს. - თანაც სოფიოს არ უყვარდა, როცა მასზე ვინმესთან ვლაპარაკობდი.
-ლისაბონში როგორ მოხვდა?
-ის არ მოხვედრილა ლისაბონში, ერნესტო მოხვდა თბილისში, იმ ბარში, სადაც სოფო მუშაობდა.
-და ასე უბრალოდ შეიყვარა? - გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა ყიფშიძეს.
იაგოს გაეღიმა.
-ერნესტო ფერეირა იყო ადამიანი, რომელიც ყოველგვარ დოგმას არღვევდა. მასთან ურთიერთობის ყოველი დღე ერთი დიდი გამოცანა იყო ჩემთვის. სოფოსთან პირველი შეხვედრიდან ორ კვირაში დაბრუნდა პორტუგალიაში და სოფოც თან წაიყვანა.
-ასე უცებ და ასე მარტივად?
-რა გიკვირს?! - ჩაეცინა მამაკაცს. - სოფიო ისე იყო მისით მონუსხული, ორ კვირაში კი არა, მეორე დღესვე გაყვებოდა. საერთოდ, სულ ვფიქრობდი, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილები და ისე ავსებდნენ ერთმანეთს, როგორც არავინ. ყველაზე საოცარი ყოველთვის ეს იყო ჩემთვის.
-რაღაც ვერ გავიგე... - შუბლი შეკრა დაბნეულმა ანამ.
-ვიცი, რაც ვერ გაიგე. თუ ასეთი იდეალური წყვილი იყვნენ, მე რა მესაქმებოდა მათთან, არა?! - გაიცინა გურიანმა. - ერნესტო გეი იყო. არცერთი ღამით ყოფილა ცოლთან, თუმცა ყოველთვის ერთად ეძინათ.
-აბა... მოიცა, აბა როგორ უყვარდა?
-მერწმუნე, ამ კითხვას მეც დიდი ხნის განმავლობაში ვუსვამდი საკუთარ თავს და პასუხს ვერაფრით ვპოულობდი. ალბათ დღესაც ვერ გამიგია ბოლომდე, რას გრძნობდა ეს კაცი სოფოს მიმართ, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ უყვარდა. კი არ უყვარდა, აღმერთებდა იმ წამიდან, რაც თბილისის რომელიღაც გარეუბნის უბრალო ბარში ნახა პირველად.
-შენ რაში ჭირდებოდი?
-ჩემზე სოფომ უთხრა ყველაფერი ერნესტოს. ყველაზე უცნაური მათში სწორედ ის იყო, რომ საღამოობით საათობით შეეძლოთ ჯდომა და თავიანთ სექსუალურ პარტნიორებზე ლაპარაკი. მეც ერთ-ერთი ასეთი საუბრისას მახსენა, როგორც საუკეთესო საყვარელი. ერნესტო მაშინვე დაინტერესებულა ჩემით და რამდენიმე დღეში უკვე ლისაბონის ბილეთი მეჭირა ხელში.
-ასე ბრმად როგორ ენდე ქალს, რომელიც ორი კვირის გაცნობილს დაუფიქრებლად გაყვა უცხო ქვეყანაში?! - აღშფოთება ვერ შეაკავა ანამ.
-სოფიოს ძალიან კარგად ვიცნობდი. ჩემ გარდა სხვა კაცებიც ჰყავდა, არასდროს ყოფილა წესიერებისა და პატიოსნების ეტალონი, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ასი პროცენტით შემეძლო მისი ნდობა. იმიტომ, რომ ყოველთვის ყველაზე კარგად ვიცნობდით ერთმანეთს და ვიცოდით, რას მოველოდით ცხოვრებისგან.
-რაში ჭირდებოდი იმ კაცს?
-უნდოდა სოფო დამეორსულებინა. - გაეცინა გურიანს. - მახსოვს პირველი შეხვედრისას ზუსტად ასე მითხრა და მე იმდენად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, ხელით გავიწიე მასზე. მერე, როცა ცოლ-ქმარმა გულიანად დამცინა, საბოლოოდ მივხვდი, რომ ორივე გვარიანად აფრენდა.
-მაგრამ მაინც დარჩი...
-დავრჩი, როგორც ერნესტოს მარჯვენა ხელი და ყველაზე სანდო პირი მისი ცოლის შემდეგ.
-და იმ ცოლის საყვარელი.
-ჰო, არ უარვყოფ, ნამდვილად ასე იყო! ვიცი, რომ სიგიჟეა ამის მოსმენა, მაგრამ მე, ერნესტო და სოფიო ბედნიერად ვცხოვრობდით ერთ სახლში. ერნესტოს შეეძლო კვირეებით დაკარგულიყო. მადეირაში გეი-კლუბი ჰქონდა, სადაც საყვარლებთან ერთად ხშირად აწყობდა დაუსრულებელ ორგიებს. ასეთ დროს სოფიოს ისე ენატრებოდა, ყველაზე ვნებიანი საყვარელი ხდებოდა, რომ ერთგვარად სამაგიერო გადაეხადა ქმრისთვის. მე კი ვიცოდი, რომ ერნესტოსაც ეს მოსწონდა. განცდა, რომ კვირეები ვერ ნახულობდა და ენატრებოდა. მერე ბრუნდებოდა, გულში იკრავდა სოფოს და დღეობით აღარ შორდებოდა. მიკარების უფლებასაც არ მაძლევდა. რაიმე საქმეზე მგზავნიდა და თავიდან მიშორებდა. ასეთი იყო ერნესტო... ყველაზე შეურაცხადი და არანორმალური კაცი, ყველაზე გიჟური იდეებით. არავის უყვარდა და დიდად არც რაიმე გავლენა ჰქონდა. ყველა იცნობდა, როგორც საშუალო დონის საწარმოს მფლობელს საშინელი ხასიათებით. არც თვითონ ეხატებოდა გულზე ვინმე. მეტიც, ყველა მისი საყვარელი თუ „მეგობარი“ სძულდა. მხოლოდ ორი რამ უყვარდა: ზღვა და მისი ცოლი. და თუ ეს ორი ერთმანეთს ემთხვეოდა, მის თვალებში ყველაზე დიდი გრძნობის წაკითხვა იყო შესაძლებელი. წაკითხვა კი არა, სამყარო იღვრებოდა მისი თვალებიდან და მე აუცილებლად ახლოს უნდა ვყოფილიყავი, რომ შემესრუტა თითოეული ნაწილაკი, რათა მესწავლა...
-და... ისწავლე?! - შიშ და აღტაცებაგაჯერებული ხმით დაილაპარაკა გაბრუებულმა ყიფშიძემ.
-ყველაფერი, რაც შევძელი და მოვასწარი. - გაეღიმა იაგოს. - მან მასწავლა ერთმანეთისგან ისეთი ცნებების განსხვავება, როგორიცაა „სიყვარული“ და „საჭიროება.“ იმიტომ, რომ გრძნობდა, როგორ მიჭირდა შენ გარეშე... თქვენ გარეშე. წარმოდგენაც არ გაქვს, რა რთული იყო ჩემს თავში თქვენი დათრგუნვა, მაგრამ ყოველდღე უკეთ გამომდიოდა. და გეფიცები, შენი სიყვარული არცერთი წამით შემიწვიტავს იმ ხნის განმავლობაში, რაც შორს ვიყავი შენგან, მაგრამ ვეგუებოდი იმ ფაქტს, რომ შენ არ გიყვარდი და ყოველდღე უფრო ნაკლებად მტკივნეული იყო შენი მონატრება. მე იმ დროსაც მიყვარდი, როცა გვერდით ოთახში იყავი და მე სოფოსთან ვიყოფდი სარეცელს. ვიცი, შეიძლება გული აგერიოს, მაგრამ მიყვარდი! უბრალოდ... არ მჭირდებოდი ისე, როგორც მომაკვდავს ჰაერი.
-რასაც შენ ლაპარაკობ... რასაც შენ ამბობ ძალიან შორს არის სიყვარულის ჩემეული გაგებისგან, იაგო...
-ვიცი, ძვირფასო... შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რა კარგად მესმის შენი გაოგნება. თავის დროზე ყველაფერი საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი და თავი მეგონა ყველაზე უგულო არსება. მაგრამ მერე მივხვდი, რომ აღარ მტკიოდა, გესმის?! და ამით ჩემი შენდამი გრძნობა მხოლოდ ძლიერდებოდა.
-არ შეიძლება, ადამიანი გიყვარდეს, მაგრამ მის გარეშე დანაკლისს არ გრძნობდე, იაგო!
-არა იმხელას, რომ ცხოვრება აღარ გიღირდეს, ანა. შენ ხომ იცი? ხომ გამოგიცდია? როგორი იყო დღეები დამიანეს სიკვდილის შემდეგ? რამ გაგაძლებინა? რამ გაგაძლიერა? - ცოტნემ და კიდევ... მე! და თუ არ ვიქნებოდით? როგორ მორჩებოდა შენი სიცოცხლე? - ისე, თითქოს არც არსებულა. და ეს იქნებოდა სიყვარული? ეს იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ საბრალო ისტორია ორ სუსტ, უმწეო ადამიანზე და მხოლოდ სიბრალულს თუ გამოიწვევდით ვინმეში. სიყვარულს კი არაფერი ამცირებს და ბილწავს ისე, როგორც სიბრალული.
-მაშ გამოდის რომ ეგ შენი რწმენები შენ ღალატსაც ამართლებს, არა?!
-შენ თვლი, რომ მე გიღალატე? კარგი, მაშინ გამოდის, რომ შენც მღალატობდი ყოველი წუთით, რაც დამიანესთან გაგიტარებია.
-ეს სულ სხვაა!
-რატომ?! იმიტომ, რომ მაშინ სხვა სტატუსი გქონდა და მერე სხვა? ღალატი სტატუსებს შორის არ ხდება, ძვირფასო, ღალატობენ ადამიანებსა და გრძნობებს. ვიცი, რომ გამცირებდი და უარგყოფდი მაშინ, როცა სოფო ჩვენთან მომყავდა სახლში. ისიც ვიცი, რომ გტკიოდა ამ დროს და თან გძულდი, მაგრამ მე მჭირდებოდა, რომ შენ ეს განგეცადა, ანა... ისე მჭირდებოდა, როგორც კვირეებით დაკარგულ ერნესტოს ცოლისგან. იმიტომ, რომ შეგემჩნიე... იმიტომ, რომ გეგრძვნე, როგორც საკუთარი და არა სხვისი... ყოველი ტკივილით, ყოველი დამცირებითა და შეურაცხყოფით უფრო ღრმად ვიჭრებოდი შენს გულში და ვედებოდი ისეთ ადგილებს, რომლებზეც ადრე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო. შენთვის ღმერთი იყო დამიანე, ძვირფასო... და მე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავუთანაბრდებოდი მას, თუ თავად ვიქცეოდი ეშმაკად. იმიტომ, რომ არავინაა იმაზე უფრო საბრალო კაცი, ვიდრე ის, ვინც სხვას ბაძავს. შემეძლო კარგი ვყოფილიყავი; რა თქმა უნდა, შემეძლო, მოსიყვარულე, მზრუნველი ქმრის როლის შეთავსება, მაგრამ შენ ყოველთვის შემადარებდი დამიკოს და იტყოდი, რომ მის ფრჩხილადაც არ ვღირვარ... შეგძულდებოდი, როცა ნახავდი, რა საცოდავად ვცდილობ იდეალურ ქმრად ყოფნას და შემაფურთხებდი სახეში, რომელიც არაფრით ემგვანებოდა დამიანესას.
-მინდა, რომ გაჩუმდე! - თვალები დახუჭა ანამ და ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.
-რატომ? - ჩაეცინა ლაპარაკით დაღლილ გურიანს და წამოდგა. - იმიტომ, რომ თუ უფრო მეტად გავშიშვლდები შენ წინ, პირველს მოგინდება მითხრა, რომ მრუში ვარ? - ცოლთან ჩაიმუხლა და ავარვარებული ხელისგულები ნელა შეუცურა ლოყებიდან თმაში. - შემომხედე, ძვირფასო... - იმდენად მომაჯადოვებელი ხმით დაიჩურჩულა, ქალმა ინსტიქტურად გაახილა თვალები.
-შენ არ ხარ ის, ვისაც ვიცნობდი... - აკანკალებული, შეშინებული ხმა ჰქონდა ყიფშიძეს.
-ახლა ზუსტად ის ვარ, ვისაც მთელი ცხოვრება იცნობდი, ანა. - გაეღიმა იაგოს. - მაგრამ შენ ძალიან, ძალიან რთული და მტკივნეული გზა უნდა გაგევლო, რომ მე დაგენახე.
-სადისტი ხარ... - ცხელმა ცრემლებმა დაუნამეს ღაწვები ქალს.
-შენს თვალებში ჩემს თავს ვხედავ, ანა. მხოლოდ ჩემს თავს და აღარ მეშინია იმის, რომ ჩვენ შორის დამიკოს აჩრდილი დაძრწის.
-შენ მე დიდხანს მტანჯე, იაგო. ახლაც არ მესმის შენი და ეს მაწამებს.
-მარტივი ვერ იქნებოდა, ანა... უმტკივნეულო ვერ იქნებოდა... იცი, რა იყო მარტივი? შენი და დამიკოს სიყვარული. იმიტომ, რომ მანამდე არავის ცნობდა შენი გული. მაგრამ მე შენში იმ უზარმაზარი ხატის დათრგუნვა მომიწია, რასაც დამიანე ყიფშიძისადმი სიყვარული ერქვა. და ეს იყო უსაშველოდ რთული. იმ ღამეს კი, როცა ცხოველივით მოგექეცი, შეუძლებელს გაუტოლდა. გაინტერესებს, ახლა რატომ დავიხიე უკან? იმიტომ, რომ იმ ღამით მე ყველა შესაძლო ნიღაბი უარვყავი და ის ერთი მოვირგე, რომელიც არაფრით მეკუთვნოდა... არც მე და მითუმეტეს შენ. ჩემი ჩამოსვლის დღიდან ვიცოდი, რას გავაკეთებდი და როგორ. გააზრებული მქონდა, რომ გატკენდი, დაგამცირებდი და მოგატყუებდი ათასჯერ, რომ ჩემი ერთი თბილი მზერაც კი შეუფასებელად ძვირფასი ყოფილიყო შენთვის. მხოლოდ იმ ღამით ვუღალატე საკუთარ რწმენებს და დავკარგე მიმართულება, რომელსაც თავაწეული მივუყვებოდი იქამდე. იმიტომ, რომ შემეშინდა... შემეშინდა, რომ მე უღმერთოდ მიყვარდი, შენს სიყვარულს კი ვერასდროს გამოვგლეჯდი დამიანეს აჩრდილს. შემეშინდა, რომ ილუზიის კოშკებს ავაგებდი, მერე კი, ერთ ღამეს, აღმოვაჩენდი, რომ ბალიშის ქვეშ ისევ ინახავ შენი პირველი სიყვარულის სურათს.
-იაგო... - სასოწარკვეთილების წამოძახილი წასცდა ქალს. გაყინული თითები მოხვია მამაკაცის ხელს და თავისი თმიდან მკერდამდე ჩაასრიალა. - იაგო... - ცრემლიანი ჩურჩულით გაიმეორა და გულთან შეაჩერა მისი მხურვალე ხელისგული. - მიდი... და ამომგლიჯე ჩემი ასჯერ და ასგვარად ნაწამები გული... მიდი, გთხოვ... დაასრულე ეს გაუთავებელი ჭიდილი. შენი თვალით ნახე, რისთვის იბრძოდი მთელი ეს დრო. იქნებ... - ცრემლები ვეღარ შეაკავა ანამ. - იქნებ... არ ვღირვარ ამად?! იქნებ ჩემს დამჭკნარ გულს აღარ შეუძლია?! იქნებ ისეა დაავადებული, მხოლოდ თუ დაასნეულებს შენს სიყვარულს?!
მამაკაცს გაეღიმა. ამღვრეული თვალები ეულმა ცრემლებმა მიატოვეს და ტუჩები დაუნამეს. თავი დახარა, ქალის მკერდთან მიიტანა და ისე ნაზად შეეხო მისი ხელის ზურგს სველი ბაგეებით, თითქოს ეშინოდა, რომ ატკენდა.
-ჩვიდმეტი წლის ვიყავი, როცა პირველად გავიაზრე, ვინ იყავი ჩემთვის. იქამდე ვერაფრით ვხსნიდი, რატომ მინდოდა ყოველ წუთს შენ გვერდით ყოფნა. როცა იყავი, დაუკმაყოფილებლობის განცდა მახრჩობდა და როცა მიდიოდი, ისე მენატრებოდა შენთან უბრალო ლაპარაკიც კი, შეურაცხადს ვემგვანებოდი. გეფიცები, ყველაზე საბრალო და სასაცილო ვხდებოდი, როცა შენ გეხებოდა საქმე. ისე მჭირდებოდი, ხანდახან, ვფიქრობდი, რომ მოვიდოდი და გეტყოდი ყველაფერს. წარმოგიდგენია? შუაღამეს რომ გამოგეცხადებოდი ცაცხვების ქუჩაზე, ხალათში გამოწყობილი დედაშენი რომ გამიღებდა კარს და მე, როგორც გიჟი, გამოვუცხადებდი, თქვენი შვილი მიყვარსთქო. ათასჯერ მაინც მაქვს წარმოდგენილი ეს მომენტი, იცი? ლელა ალბათ გულის წვეთებს მოითხოვდა, დათო დააწყნარებდა, შენ კი გაფართოებულ თვალებს ვერაფრით მომაშორებდი იმიტომ, რომ ვერც იფიქრებდი, თუ მეგობარზე მეტი იქნებოდი ჩემთვის. ლისაბონში ყოფნისას ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს, როგორ ვერ შევნიშნე, რომ ჩემთვის ორ ყველაზე ახლობელ ადამიანს ერთმანეთი უყვარდა. რატომ... რატომ ვერ მივხვდი?! რატომ ვერ მოვიფიქრე?! მაგრამ ჩემი დაბრუნების დღეს, როცა ისევ გნახე ხუთი წლის შემდეგ, მივხვდი. იმიტომ ვერ გამჩნევდით, რომ ჩემი შენდამი სიყვარულით ვიყავი გატაცებული. ცხვირწინ მყავდა შეყვარებული კაცი, რომლის აზრებსაც გაფრენილს ვიჭერდი იქამდე, მაგრამ ვერ შევატყე, რომ იგივე ჭირდა, რაც მე. მაშინ კი, ყიფშიძეების სახლში ისევ რომ გნახე, წამიერად ყველაფერი დამავიწყდა, იცი? ისევ ვერ შევნიშნე დამიკო... ჩემს გარდაცვლილ მეგობარს სასახლესთან ედექი, მგლოვიარე და მე მხოლოდ შენ შეგამჩნიე, ისევდაისევ... იმიტომ, რომ არ მინდოდა... ვერ ვუტყდებოდი საკუთარ თავს, ჩემსა და შენ შორის ის ერთი, ორივესთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი რომ იდგა. ეს გრძნობა მახრჩობდა... ხანდახან, დღესაც მახსენებს თავს და ალბათ სულ შემახსენებს, მაგრამ სიმძიმეს აღარ ვგრძნობ... ჩემს მკერდში ჩაღვრილი სიყვარული ზურგზე შემოწყობილი ლოდებივით აღარ მამძიმებს. იმიტომ, რომ ის მარტო მე აღარ მეკუთვნის, ძვირფასო... და ამას ვგრძნობ. შენი გული არაფერში მჭირდება, ანა, ვიცი, რაც გაქვს შიგნით და მე მზად ვარ ყველა მისი კუნჭული მივიღო, რადგან შენ უკვე მიიტაცე ჩემგან ის, რაზე ოცნებაშიც არაერთი ღამე გამითეთრებია.

იაგოს სიტყვები თითქოს დასასრულად ჩამოწვა მათ შორის. სიმშვიდის ტალღამ გადაუარა ოთახს და ჩააცხრო ყოველგვარი ვნებათაღელვა. ისევ მყუდროებამ მოიცვა ოთახი, ისეც ცეცხლში შეკეთებული შეშის ტკაცუნი თუ გასერავდა, შიგადაშიგ, სიჩუმეს.
ცოტახანში თავი წამოსწია მამაკაცმა და სახეში შეხედა ცოლს. სახეზე გაფითრებულიყო ანა და სივრცეში დაეკარგა ცრემლჩამდგარი თვალები. იაზრებდა და ხარშავდა ყველაფერს, რაც იმ საღამოს განმავლობაში დაატყდა თავს.
გურიანს მკრთალმა ღიმილმა შეუტოკა ტუჩები. წამოდგა და ისე აქცია ზურგი ქალს, თითქოს არც ადარდებდა.
ბუხარს მიუახლოვდა, იქვე დაწყობილი შეშა წამოკრიბა და მინავლებულ ნაკვერჩხალს დააწყო. დროს აძლევდა ყიფშიძეს; ახლა მისი სვლა იყო.

ანამ ფრთხილად მოიშორა პლედი სხეულიდან. ფეხები გაასწორა და ისე დაჯდა, უკეთ რომ ეყურებინა ქმრისთვის. წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაიყარა და თვალებიდან ისე საჩქაროდ მოიწმინდა ცრემლები, თითქოს მათი სცხვენოდა.
უნდოდა ხმის ამოღება, მაგრამ ეშინოდა, რომ ყველაფრისთვის მომზადებული იაგო კიდევ მეტად გააოცებდა. ამისთვის კი სულაც არ იყო მზად. ერთი საღამოსთვის ზედმეტად ბევრი პასუხი ჰქონდა გურიანს; ანას კი ჯერაც ვერ გაეაზრებინა, რა უნდა ეკითხა.

-ერთ რამეს მივხვდი. - ბოლოს, როცა დაუსრულებელი გამოდგა ქალის დუმილი, ისევ გურიანმა ამოიღო ხმა. - რაც მეტს თამაშობ, მეტად შედიხარ იმ მომენტის ეშხში, როცა კარტებს გახსნი და სხვა ადამიანის მზერაში გაოცებას ამოიკითხავ. ალბათ ამას მართლაც სადიზმი ქვია, მაგრამ ისეთი სახით მიყურებ, ღიმილს ძლივს ვიკავებ. - გაუღიმა იაგომ ცოლს.
-როგორი სახით გიყურებ, გაოგნებული? - უშინაარსო გამომეტყველება ბუხართან ჩამომჯდარისკენ მიმართა ყიფშიძემ.
-ვიცი, რომ რთულია შენთვის ჩემი გაგება, ანა. - დასერიოზულდა გურიანი. - ალბათ ფიქრობ, რომ არავინ იქცევა ჩემსავით. არავინ აძულებს ადამიანს თავს იმიტომ, რომ მერე შეაყვაროს...
-იცი ახლა რას ვფიქრობ?! - ლაპარაკი შეაწყვეტინა ქმარს. - ვფიქრობ, რომ დღემდე შენს სიყვარულს არაფერი მოუტანია ჩემთვის ტკივილის გარდა. არ ვიცი, რა სტრატეგია შეარჩიე ასეთი, ვინ გასწავლა და ვინ დაგარიგა, მაგრამ შენეული მეთოდები საერთოდ გაუგებარია ჩემთვის, იაგო. ახლა ვფიქრობ, რატომ უნდა მინდოდეს იმ ადამიანთან ყოფნა, ვინც ასეთი გზა შეარჩია ჩემამდე მოსასვლელად?! ახლა ვფიქრობ, რატომ ხარ ასე დარწმუნებული, შენ მიერ მოყენებული ყოველი შეურაცხყოფა ღირს შენ სიყვარულად?! რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ გაპატიებ?!
-იმიტომ, რომ ეს თვისება გვაერთიანებს ადამიანებს, ძვირფასო. - წამოდგა გურიანი, ჯიბეებში ჩაიწყო ხელები, როგორც უყვარდა, და ღიმილით მიმართა ცოლს: - გვინდა თუ არა, ადრე თუ გვიან, დაშვების დონემდე დაგვყავს ყველა ტკივილი და მას შემდეგ, რაც ამას ვაკეთებთ, ვპატიობთ. ერთ დღეს გაიღვიძებ და აღმოაჩენ, რომ იმ ყველაფრის გადახარშვა შეძელი, რაც მე დაგიშავე. მერე კი მაპატიებ და ამას დიდსულოვნებას კი არა, ყოველდღიურობას მიაწერ.
-წლები შეძლებ ჩემ ლოდინს?! - ნელი მოძრაობით წამოიმართა ანა და კაცს გაუტოლა სახე. მის თვალებში ისევ გიზგიზებდა ავისმომასწავებელი ცეცხლი. - რომ გითხრა, წლები დამჭირდება ყველაფრის დასავიწყებლადთქო დამელოდები?! და თუ დამელოდები, რა სიმძაფრე ექნება ამ ყველაფერს წლების შემდეგ?! გიფიქრია ამაზე?!
-შენ წლები არ დაგჭირდება, ანა... - წამით დაკარგა ბალანსი მამაკაცმა და დაიბნა.
-შენ რა იცი?! - ირონიულად გაეღიმა ყიფშიძეს. - შენმა ერნესტომ ისიც გასწავლა, რამდენი ხანი ჭირდება ქალს საპატიებლად?! მე არ ვიცი, რა ურთიერთობა ჰქონდათ იმ შენს სოფიოსა და მის ქმარს; არ ვიცი და ღმერთმანი, არც არასდროს დამაინტერესებს! იცი, სად დაუშვი შეცდომა?! როცა შენი ნამდვილი, ჩემთვის ასე ნაცნობი და საყვარელი ტყავიდან გამოძვერი და ის შეისისხლხორცე, რომელიც სრულიად უცხო და გაუგებარი იყო ჩემთვის. იმიტომ, რომ მე შენ შენი სისასტიკის გამო არ შემიმჩნევიხარ! შენი ათას ზიზღნარევ სიტყვაში გამორეული თბილი ტონი არ შემყვარებია! ის იაგო შემიყვარდა, რომელიც ერთადერთი იყო, ვისთანაც დამიანეს ტკივილს გავიყოფდი. ის, ვინც წარსულის ყველაზე ძვირფას მოგონებად მექცა. ის, ვინც მამა გახდა ჩემი შვილისთვის. მე ასეთ მომენტებში დაგინახე, იაგო და მივხვდი, როგორ მენატრებოდი ყოველი დღით, როცა არ იყავი. შენ ერთადერთი არ ხარ, ვისაც უაზრობაზე ლაპარაკი უყვარდა დილამდე, ერთადერთი არ ხარ, ვისაც აკლდი, როცა გვერდით არ იყავი. მაგრამ, რა თქმა უნდა, შენ ხომ ვერავის ამჩნევდი გარშემო საკუთარი გრძნონებით გატაცებული... ასე არ უყვართ, იაგო! როცა გიყვარს, ღრუბლებში არ უნდა გაფანტო შენი გრძნობა, მაგრად უნდა ჩაეჭიდო და იმ ადამიანისკენ მიმართო, რომ მანაც იგრძნოს!
-ანა...
-არა, აღარ მოგისმენ! ძალიან ბევრი ილაპარაკე ამ საღამოს, იცი?! ზოგადად, ძალიან ბევრი ილაპარაკე და დააშავე! მაშინაც დააშავე, ლისაბონში რომ წახვედი და იმ კაცის მარჯვენა ხელი გახდი. დააშავე, რომ მისგან ისწავლე, რომ მას მიეცი უფლება, შენთვის ესწავლებინა ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად იცნობდი. ჰო, ყველაზე კარგად! დამიკო არასდროს მიცნობდა ისე, როგორც შენ... არასდროს იცოდა, რა მინდოდა ცხოვრებისგან ისე სრულფასოვნად, როგორც შენ! მაგრამ მას უფრო მეტად ვუყვარდი... და თუ არსებობს სწორი სიყვარული, მას უფრო სწორად ვუყვარდი. შენ... შენ ძალიან ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღე, იაგო და ახლა ზუსტად ვიცი, რა მინდა შენგან.
-რა გინდა?!
-განქორწინება... მხოლოდ განქორწინება... - მშვიდად, დარწმუნებით დაილაპარაკა ანამ და თავიც დააქნია მეტი დამაჯერებლობისთვის.

იაგოს მიერ ბოლოს შეკეთებულმა შეშამ ვერაფრით გააჩინა ცეცხლი. ნაკვერჩხალი არ გაღვივდა; ნელ-ნელა იცვალა ფერი, გაცივდა და ჩაქვრა.
ოთახი რუხმა ფერმა მოიცვა. სიცივე შეეპარა სახლს, ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა და იმ სივრცეში გაიყინა, რომელიც ანასა და იაგოს ერთმანეთს აშორებდა.

*_*_*_*

დილით ცოტნეს ბედნიერი თვალების დანახვა იმაზე რთული აღმოჩნდა ორივესთვის, ვიდრე იფიქრებდნენ ან წარმოიდგენდნენ. ცდილობდნენ, არაფერი შეემჩნიათ ბავშთან, მაგრამ ხვდებოდა პატარა ყიფშიძე, რომ რაღაცას განიცდიდნენ უფროსები.
მკვდრისფერი ედო ორივეს სახეზე და იყვნენ კიდეც შინაგანად ასე. ბიჭის სურვილებსაც ისე უგულოდ ასრულებდნენ, თითქოს მარიონეტები იყვნენ ვინმეს ხელში.

თბილისამდე უხმოდ იმგზავრეს. არცერთი მათგანი ძრავდა სიტყვას. ორივეს თითქოს უზარმაზარი ბურთი ჰქონდა გადაყლაპული, რომელიც ჯერაც ენაზე იყო ჩამოკიდული და ლაპარაკს უშლიდა.
ცოტნე შეშინებული გააპარებდა მზერას ხან დედისკენ, ხანაც მამინაცვლისკენ. იმდენად უშინაარსო მზერებს აწყდებოდა, ისიც კი ხვდებოდა, რომ არ ღირდა კითხვების დასმა.

ყიფშიძეების სახლში მისვლისთანავე უსიტყვოდ გადავიდა ანა მანქანიდან და ისე შევიდა სახლში, ერთხელაც არ მოუხედავს ქმრისკენ. პატარა ყიფშიძემ ძარბშეკრული მზერა გააყოლა დედას, მერე კი იაგოს ახედა გაკვირვებულმა.

-იაგო, დედას რამე ტკივა? - ისე დადარდიანებულმა კითხა, გურიანმა მკერდში რაღაც ძალიან მძიმის ჩაწყვეტა იგრძნო.
-კი, სტკივა, ცოტნე... - ჩამწყდარი ხმა ჰქონდა მამაკაცს.
-რა ტკივა?! - შეწუხდა ბავშვი.
იაგოს უეცრად მოუნდა, ყველაფერი მოეყოლა ხუთი წლის ცოტნესთვის. აეხსნა, რა აწუხებდა დედამისს მთელი ამ დროის განმავლობაში, ეთქვა, რამდენად არასწორი კაცი იყო და მის თვალებშიც ამოეკითხა იმედგაცრუება. იმიტომ, რომ ბავშვის სუფთა თვალები უკვე აუტანელი ხდებოდა უთავბოლო თამაშით დაღლილისთვის.
-წამოდი, ეზოში დავილაპარაკოთ მე და შენ. - ხელი მოხვია ბიჭს და სახლის უკანა მხარისკენ გაუძღვა.

ხის ლამაზად დაწნულსა და გრძელ სკამზე ჩამოსხდნენ. ცოტნე ხელისგულებს დაეყრდნო და ფეხები აათამაშა ჰაერში. მოციმციმე თვალებით მისჩერებოდა გვერდით მჯდომს და ელოდებოდა მისგან ლაპარაკის დაწყებას.

-ცოტნე, გახსოვს სულ პირველად რომ ვილაპარაკეთ, რას შეგპირდი? - სიტყვებს შორის გმინვა გამოსჭვიოდა მამაკაცის ტონში.
-სულ სულ პირველად?
-ხო, როცა ლურჯი მანქანა მოგიტანე, გახსოვს?
-კი, მახსოვს. - გაეღიმა ყიფშიძეს საყვარელი სათამაშოს გახსენებისას. - მითხარი, რომ ჩემი დედიკო უნდა მოგეყვანა ცოლად და რომ ჩვენ ერთად ვიცხოვრებდით.
-კიდევ?
-რომ ვიმეგობრებდით და მესაიდუმლეები ვიქნებოდით. ისე, ამ ბოლო დროს რატომ აღარ მეუბნები შენს საიდუმლოებს, იაგო?!
-გინდა ერთი გითხრა? - გაეღიმა გურიანს.
-მინდა! - თვალები აუბრჭყვიალდა ბავშვს.
-გეტყვი, მაგრამ მანამდე კიდევ გაიხსენე, რას შეგპირდი.
-ოო, არ მახსოვს! - ამოიოხრა უკმაყოფილომ. - მითხარი, რა, საიდუმლო.
-გახსოვს რომ შეგპირდი, ერთი ოჯახი ვიქნებით-მეთქი?
-კიი, მახსოვს. - ისე ამაყად აღნიშნა ცოტნემ, თითქოს საპირისპირო არ ეთქვა რამდენიმე წამით ადრე. - დამპირდი, რომ თუ დაგეხმარებოდი, ჩემი დედიკო და მე ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით შენთან, ხო?
-ხო. - ჩაეცინა იაგოს და თმა აუჩეჩა ბიჭს. - ხომ გინდა, რომ დანაპირები აგისრულო?
-მინდა.
-მაშ დამეხმარები?
-რაში უნდა დაგეხმარო? - გაიკვირვა ყიფშიძემ.
-რაღაც ისტორიას მოგიყვები და შენ დედიკოს მოუყვები მერე, კარგი?
-ეე, მაგარია! როგორც ზეიმზე ხო? ტექსტს მომცემ და იმას ვისწავლი. - გამხიარულდა ცოტნე.
-კი, ზუსტად ეგრე. - ფართე ღიმილმა გაუნათა ღამენათევი სახე მამაკაცს.
-რა ისტორიაა?
-ლეგენდაა. ლეგენდა იცი რა არის? ხალხის მიერ შეთხზული ამბავი, რომელიც ნახევრად სიმართლეა და ცოტა-ცოტა ზღაპრულიც, გესმის?
-დინოზავრები იქნებიან?
-არა, დინოზავრები არა. - სიცილი ვერ შეიკავა იაგომ. - სხვანაირი ლეგენდაა.
-კარგი, მომიყევი. - უდინოზავრო ისტორიამ გუნება ოდნავ წაუხდინა ბიჭს, თუმცა მაინც შემართებით მოემზადა მამინაცვლის ისტორიის მოსასმენად.
-ანუ დამეხმარები?
-აბა რა?! ჩემი მეგობარი ხარ და როგორ არ დაგეხმარები?!
-ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ შენ, ცოტნე, იცოდი? - თავზე რამდენჯერმე აკოცა იაგომ ბავშვს და გაუღიმა.
-ჩემი დედიკო რომ გამხიარულდეს და აღარ ტკიოდეს, იმიტომ უნდა მოვუყვეთ ეს ისტორია?
-ხო, რომ აღარ სტკიოდეს... ჩვენ ყველაფერი იმისთვის უნდა გავაკეთოთ, რომ დედაშენს აღარ სტკიოდეს. - სევდა შეერია გურიანის ღიმილს. მოჟუჟუნე თვალებში ჩახედა ბავშვს და თითქოს ვეღარ მოითმინა, ისე დაიჩურჩულა: - მე შენი დედიკო მიყვარს, ცოტნე, მითქვამს ოდესმე?! - დაიხარა ბავშთან იაგო და წყლიანი თვალები გაუსწორა.
-არ გითქვამს, მაგრამ ვხვდებოდი მე თვითონ. - ამაყად წაიგრძელა კისერი ბიჭმა.
-ჰოო? - ჩაეცინა მამაკაცს. - როგორ ხვდებოდი?
-ჩემმა მასწავლებელმა მითხრა. უფრო სწორად, ბავშვებს აგვიხსნა. გიოს ლილე მასწავლებელი უყვარს, ლილე მასწავლებელმა კი ყველას აგვიხსნა, რომ ჩვენ ჯერ სიყვარული არ ვიცით რა არის. - მხიარულად გაიცინა ბავშვმა. - ასე თქვა, როცა ისე შეხედავთ გოგოს, როგორც ცოტნეს მამიკო მის დედიკოს უყურებდა ზეიმზე, მაშინ იქნებით ნამდვილად შეყვარებულებიო. იაგო... ლილე მასწავლებელს მამაჩემი გონიხარ და მე არ ვუთხარი, რომ არ ხარ. ხომ არ გეწყინება? ჩემი მეგობარი ხარ, მაგრამ სხვებს მამაც გონიხარ და იყავი, რა, გთხოვ.
-შენ გინდა, რომ ვიყო? - ძლივს იპოვა საკუთარ თავში ძალა გაოგნებულმა იაგომ, რომ დაელაპარაკა. ცრემლები ახრჩობდა და უნდოდა, მთელი ხმით ეღრიალა. რომ ყველას გაეგო, რას გრძნობდა იმ წამს.
-მინდა. - სახე გაებადრა ცოტნეს.
გურიანმა იგრძნო, რომ იცხოვრა. იმ წამს, იმ კონკრეტულ მომენტში მიხვდა, რომ იცხოვრა და განიცადა რაღაც ღირებული. და რომ მოეკლათ, თუნდაც იმ დღესვე, აღარ იდარდება იმიტომ, რომ სრულყოფილი ბედნიერება აღარ იყო მისთვის უცხო ხილი.
-ძალიან მიყვარხართ, ცოტნე... - სწრაფად მოხვია ხელი ბავშვს და თავზე აკოცა რამდენჯერმე. ტიროდა უკვე, ვეღარაფრით აკავებდა გრძნობებს მის შიგნით. - უსაშველოდ მიყვარხართ შენ და დედაშენი. - ეხუტებოდა ბავშვს, კოცნიდა და ეჩურჩულებოდა.
-აუ, ისევ ტირი?! - გააოგნა ბიჭი მამინაცვლის ემოციურობამ. - მე მეუბნები, არ იტიროო და შენ ტირი?! - გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა მოტირალს.
-ჰო, ცოტნე, ხანდახან, უფროსებიც ტირიან. - სიცილ-ტირილით ამოთქვა გურიანმა. - არა, ხანდახან კი არა, სულ ტირიან, როცა იაზრებენ, რომ ცუდად მოიქცნენ. იცი რა ცუდად მოვექეცი შენს დედიკოს? ძალიან ცუდად...
-როგორ ცუდად?
-გახსოვს, რომ მიყვებოდი, ნიკუშას ლიზიკო უყვარს და თოჯინებს უფუჭებს, რომ გააბრაზოსო? მე ამაზე მეტად გავაბრაზე დედაშენი...და ამაზე მეტად ვატკინე...
-რატომ?! - არ მოეწონა ბავშვს მამაკაცის ნათქვამი.
-უფროსები ძალიან სულელები ვართ ხანდახან, ცოტნე. თქვენ გასწავლით, რომ თქვენზე მეტი ვიცით, მაგრამ სულაც არ არის ეგრე. ჩვენ ძალიან საშინლად გვეშლება ხშირად.
-დედას არ შეირიგებ? ნიკუშამ შოკოლადები მიუტანა ლიზიკოს... შენ არ მიუტან? - საგონებელში ჩავარდა ცოტნე.
იაგოს გაეღიმა. ყველაზე ცრემლიანი ღიმილით, რაც კი არსებობდა დამნაშავე ადამიანისთვის ყველაზე უმანკო არსების მიმართ.
-ყველაფერს მივუტან, გპირდები. შენთვის მოცემულ სიტყვას აუცილებლად შევასრულებ!
-როგორც დედამ შემისრულა და დამიბრუნა შენი თავი?
-ხო, ზუსტად ეგრე.
-კარგი, მაშინ მჯერა შენი. - გაუღიმა ცოტნემ მამობილს. - ახლა შენი საიდუმლო გამიმხილე და მერე ის ისტორიაც მომიყევი, კარგი?
-კარგი... - გაეღიმა იაგოსაც და ცრემლები შეიშრო.
-რაზეა შენი საიდუმლო?
-გინდა სიმართლე გითხრა? - სითბოთი გაჯერებული ტკივილი გადმოეღვარა თვალებიდან მამაკაცს. - მამაშენზეა... - იმდენად დაბალი ხმით დაიჩურჩულა, თითქოს ეშინოდა, რომ ეზოში მარტო მყოფებს ვიღაც უსმენდა.

*_*_*_*

ივლისის შუა რიცხვებში განსაკუთრებით მწველი მზე აჭერდა ლისაბონში. ქუჩაში ვერაფერს შენიშნავდით, თუ არა სიცხისგან გახვითქულ და შეწუხებულ სახეებს, რომელიც თითქოს ტლანქ მასად გადაფენოდა ქალაქს.

სახლის კარი უხეშად და სწრაფად გააღო მამაკაცმა. როგორც კი ოდნავი სიგრილე იგრძნო, ერთი ხელით საგულდაგულოდ შეკრულ ჰალსტუხს, მეორეთი კი პიჯაკს წაეტანა, რათა სასწრაფოდ გათავისუფლებულიყო ორივესგან და ოდნავი შვება ეგრძნო.
იკურთხებოდა უმისამართოდ და ბევრს; არაადამიანობად თვლიდა ისეთ ამინდში მისთვის სავალდებულო ტანისამოსით სიარულს.
მისაღებ ოთახში შესვლისთანავე მოსამსახურეს დაუძახა მისთვის გასაგებ ენაზე და ძალიან ცივი წყლის მიტანა თხოვა. თავად სავარძელს მიესვენა, პერანგის სახელურები აიკაპიწა და უზარმაზარი მინის კარიდან გაიხედა ბაღში. გაუკვირდა, როცა აღმოაჩინა, მარტო იყო. ასეთ დროს, როგორც წესი, აუზში ნებივრობდა სოფია, ამჯერად კი არსად ჩანდა.
მოსამსახურე წყლის მოტანისთვის გემრიელად დალოცა გულში ქართულად, სწრაფად დაცალა ჭიქა და მერე გასაგრილებლად მიიდო შუბლზე.
სრულ განცხრომაში იყო, სანამ ჯერ კიდევ ჯიბეში ჩატოვებული ტელეფონი აზუზუნდებოდა. ბუზღუნით ამოიღო მობილური და ეკრანზე გამოსახული გრძელი რიცხვით აღმოაჩინა, რომ საზღვარგარეთიდან ურეკავდნენ.
სანამ პასუხის ღილაკს გაუსვამდა თითს, ათასი რამ იფიქრა. ისე უნებურად აღელდა, სიცხით გახურებული სხეული სიცივემ მოიცვა მომენტალურად. გულმა უგრძნო, რომ არც დედა ურეკავდა, არც მამა ან და.
თითი სწრაფად მიადო ეკრანს და მწვანედ მანათობელ ყურმილს გაუსვა. მერე ყურთან მიიტანა და კითხვისნიშნიანი ტონით თქვა:
-გისმენთ?!
იქიდან იყო მცირედი პაუზა, ჩუმი ოხვრა და პასუხი:
-დამიკო ვარ, იაგო...
გურიანი ინსტიქტურად წამოდგა ფეხზე. გაოგნებულმა შეყარა წარბები და ერთიანად დაძაბულმა, მობილურს მაგრად მოუჭირა ხელი.
-დამიკო?! - ისე გაიმეორა, თითქოს ვერ გაეგო პირველ ჯერზე.
-ხო, შენი ბავშვობის მეგობარი, დამიანე ყიფშიძე. აღარ გახსოვარ? - ჩაეცინა მამაკაცს.
-დამიანე, შენ... რატომ მირეკავ? ან... ჩემი ნომერი საიდან იცი? - ბავშვივით დაიბნა იაგო.
-შენი ნომერი მითხრეს, რა დიდი საიდუმლო ეგ იყო?!
-როგორ ხარ? - იყო კითხვა, რომელმაც ხუთწლიანი სიცარიელე თითქოს ერთ წამში გააქრო.
-საავადმყოფოდან გირეკავ, იაგო... - მხიარული ტონი თითქოს დაუმძიმდა, დაუბოხდა და დაუსერიოზულდა ყიფშიძეს.
იაგოს ავმა შეგრძნებამ მტკივნეულად გაკრა გულზე.
-მანდ რა გინდა? - ისე ჰკითხა, თითქოს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა აწუხებდა მის მეგობარს.
-გული არ მიშვებს, მეგობარო... - ჩაცინების უშნო იმიტაცია გააკეთა დამიანემ. - არ მანებებს ცხოვრებას...
-სერიოზულია?! რამდენად სერიოზულია?! გერმანიაში იყავი უკვე?!
-იაგო... - ჩუმად დაილაპარაკა ყიფშიძემ. - იცი, რატომ გირეკავ?
-აქ გინდა ჩამოსვლა? გინდა, კარგი ექიმი მოგიძებნო? გავარკვევ... ერნესტოს ძველ ნაცნობებს მოვიკითხავ...
-იაგო, - გაეცინა მსუბუქად მამაკაცს. - საერთოდ არ შეცვლილხარ, არა?!
-მართლა გავიკითხავ!
-თურქეთშიც ვიყავი, გერმანიაშიც და ამერიკაშიც, ჩემო მეგობარო... ყველაფერი ფუჭია. „კაპუტო“ ასე მითხრა ჩემმა გერმანელმა ექიმმა. ჰანსი ხომ გახსოვს? ბავშვობაში მასთან ვიზიტისას მიღებული საწუწნი კამფეტები ჩამომქონდა ხოლმე შენთვის... - ხუმრობას ცდილობდა დამიკო.
-დამიანე! - სასოწარკვეთილების ნოტები მოზღვავდნენ გურიანის ხმაში. - რას ამბობ?! - თვალები ისე აეწვა, ცოტახნით დახუჭა და აღარ გაახილა.
-იმას ვამბობ, რომ ახლა თბილისის ერთ უბრალო, არაფრით გამორჩეულ კლინიკაში ვწევარ და ვიცი, რომ აქედან გასვლა აღარ მიწერია. ექთნები ისე მიყურებენ, ალბათ რამდენიმე დღე დამრჩა, ვინ იცის, საათიც?!
-დამიკო... მე ახლავე ვიყიდი ბილეთს და გამოვფრინდები.
-არ გაბედო! - წამოიძახა ყიფშიძემ. - არ გაბედო, იაგო. ჩემს სიკვდილამდე ფეხის ჩამოდგმა არ გაბედო თბილისში. გინდა ასეთი გამომჭკნარი მნახო უკანასკნელად და საბოლოოდ დაარწმუნო თავი, რომ ჩემზე სიმპატიური ხარ?!
-რა დროს ეგაა?! - აფეთქდა იაგო. - აქამდე როგორ არ დამირეკე?! აქამდე როგორ არ გამაგებინეთ?!
-შენ იცი რატომაც, ჩემო მეგობარო...
-ჯანდაბა შენს თავს, დამიანე ყიფშიძე, რა მიზეზი უნდა ყოფილიყო, რომ მე შენ გვერდით არ ვარ ახლა?!
-არ გვინდა გოდება, მე შენ სულ სხვა მიზეზით დაგირეკე.
-იცოდე, არ გაბედო და რამე არ დამიბარო, როგორც მომაკვდავმა, თორემ გეფიცები, ფეხით ჩამოვალ და მაგრად გცემ!
-ხო, ხო, ჩამოდი და ამოიყარე ყოველგვარი ჯავრი ჩემზე. ასეთ დაუძლურებულს და გალეულს ნამდვილად მომერევი...
-დამიკო, გეყოფა!
-მაპატიე, იაგო... არ ვიცი, მეგობრულად, ძმაკაცურად ან ძმურად, მაპატიე, რა...
-გაჩუმდი!
-ხუთი წელი ვიყავით ჩუმად, არ მოგენატრა ჩემი ლაპარაკი?
-მითხარი, რომ ბოროტად მეხუმრები...
-ბოროტად გეხუმრები. - იაგომ იგრძნო, როგორ გაეღიმა დამიანეს და მასში ჩაღვრილი სევდა თითქოს ცხადად აღიქვა საკუთარ სხეულში.
-არ შეიძლება, რომ სიმართლეს მეუბნებოდე!
-ჩვენ ყველამ ბავშვობიდან ვიცოდით, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა. რა ვქნა, რომ ჭირიანი გული მარგუნა ღმერთმა?!
-ჩამოვალ, რა, გეხვეწები... უნდა გნახო... ეს როგორ უნდა იყოს ჩვენი ბოლო?! - ამღვრეული თვალებიდან ცრემლები ჩამოსცვივდა მამაკაცს.
-ჩამოხვალ, აუცილებლად ჩამოხვალ, იაგო, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გივი შეგატყობინებს, რომ გამიჩერდა ეს ოხერი გული. მანამდე არ შეიძლება, მეგობარო... მანამდე მხოლოდ ჩემს თხოვნას მოუსმენ.
-რა თხოვნას?!
-იცი, ახლა ვაჟა მიდგას გვერდით. ვაჟა ხომ გახსოვს? ნათლიაჩემი. ხელში საბუთები უჭირავს, რომელსაც მაშინვე მოვაწერ ხელს, როგორც კი შენთან მოვრჩები ლაპარაკს.
-რა საბუთები?
-ყიფშიძეების მთელი ქონება შენი გახდება. ერთადერთ და სრულფასოვან მემკვიდრედ დაგასახელებ.
-რა?! - წამოიძახა გაკვირვებულმა იაგომ და იფიქრა, მომესმაო.
-არც ჩემს ცოლს, არც ჩემს შვილს... მხოლოდ შენ განდობ ყველაფერს. იმიტომ, რომ ჩემს ქონებას ზედმეტად ბევრი მსურველი ჰყავს და უმეტესობა მზადაა ძალიან ბინძურად ითამაშოს. ანა ვერ გაუმკლავდება, იაგო... მე ვეყოლები საგლოვი და ცოტნე მისახედი. შენ გარდა არავინ დამრჩა... შენ უნდა დამეხმარო...
-რა სისულელეებს ლაპარაკობ, დამიანე?! სულ გააფრინე, არა?
-ახლა რასაც გეტყვი, ამისთვის სულმთლად შემიძულებ, მაგრამ ჩემთვის სულერთი იქნება, სიმართლე გითხრა. როგორც არაფერში, ისე ვარ დარწმუნებული, რომ ეს უნდა გთხოვო.
-რა უნდა მთხოვო?! - მოთმინება დაელია გურიანს.
-როცა ჩამოხვალ... როცა დაბრუნდები... ანასთან დარჩი, იაგო. გთხოვ, იპოვე შენს თავში დიდსულოვნება და გვაპატიე ორივეს...
-დამიანე, გაჩუმდი.
-მე მაპატიე, რომ ამას გთხოვ, მაგრამ მჭირდება, რომ მშვიდად ვიყო, გესმის?! უნდა ვიცოდე, რომ ჩემს ცოლსა და შვილს საიმედო ხელში ვტოვებ. გთხოვ, დამპირდი, რომ მასთან იქნები და ჩემს დანაკლისს შეუვსებ. გთხოვ, არ დაანებო მთელი ცხოვრება მე შემომწიროს. გემუდარები, როგორც მომაკვდავი კაცი, ყველაზე ახლობელ მეგობარს, გიყვარდეს ანა და აიძულე, იმავე იგრძნოს მანაც შენ მიმართ.
-რას ამბობ... დამიკო, სრულ ჭკუაზე არა ხარ, არა?! გესმის, რას მეუბნები? დამი, გესმის რას მთხოვ?!
-ვიცი, რომ ყველაზე ეგოისტი და საზიზღარი კაცი გამოვდექი. სულ გიმეორებდი, ძმაკაცად არ მთვლითქო და გამოდის, რომ ყველაფერი საპირისპიროდ ყოფილა. ვიცი, რომ უფლება არ მაქვს, ჩემი ადგილი მოგაჩეჩო და მისი სრულფასოვნად დაკავება გთხოვო, მაგრამ მას მხოლოდ შენ ჭირდები, იაგო... მხოლოდ შენ გესმის მისი და მხოლოდ შენ გრძნობ მას ისე იდეალურად, როგორც მე ვისურვებდი. მე ვერ შევძელი ბოლომდე ვყოფილიყავი მასთან, მაგრამ შენ უნდა იყო... თავის დროზე წაგართვი ეს ბედნიერება და ახლა გთხოვ, რომ უკან მიიღო.
-შენ ჩემთვის არაფერი წაგირთმევია, დამიანე. მან შენ აგირჩია იმიტომ, რომ შენ შეუყვარდი და მორჩა. რასაც შენ ამბობ, სისულელეა და ეს შენც კარგად იცი. ანას შენ უყვარხარ და მუდამ ეყვარები. მე როგორ უნდა შევუცვალო შენი თავი?! როგორ შევავსო შენი დანაკლისი?! შენნაირებს ჩემნაირები ვერ ავსებენ, დამიკო. ნუ მომთხოვ შეუძლებელს.
-თქვენ ერთად რაღაც განსაკუთრებულს შექმნით, იაგო... არასდროს გჭირდებოდათ მიზეზი, დღესასწაულის შესაქმნელად, მაგრამ ახლა მე გაძლევთ ამასაც. შენ ამას მიიღებ და გამოიყენებ, გესმის?! იმიტომ, რომ ეს ჩემი, როგორც მომაკვდავი კაცის უკანასკნელი სურვილია.
-არ მინდა, დამიანე... გთხოვ, არ მინდა... - თავი გამჭირვალე მინას მიაბჯინა იაგომ და დაიგმინა.
-ვიცი, რომ ორივეს გეტკინებათ, მაგრამ ალბათ უფრო მას. ამიტომაც ყველაფერი რომ მორჩება, ჩემგან ბოდიში გადაეცი, კარგი? - ხმა ჩაუწყდა ყიფშიძეს და თითქოს ერთი-ორად დაუსუსტდა.
-არა...
-ყველაფერს, რაც გამაჩნია, შენ იმედად ვტოვებ, გურიანო. ფირმასაც, საყვარელ ქალსაც და ერთადერთ შვილსაც. ვიცი, რომ არასწორი ვარ, მაგრამ... მართალა არ მადარდებს, იაგო. მაპატიე, მაგრამ არ მადარდებს. ვკვდები და მინდა ვიცოდე, რომ ამით მხოლოდ ჩემს სიცოცხლეს ვავნებ. ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ანას ბედნიერება მინდა. ეს ქალი ორ მამაკაცს უყვარს თავგამეტებით, არ შეიძლება, რომ ბედნიერი არ იყოს.
-დამიკო...
-ვიცი, რომ ჩემზე უკეთესი ქმარი გამოდგები, იაგო. ვიცი და სულ ვიცოდი. მაპატიე, რომ ამდენად სუსტი აღმოვჩნდი. ისიც მაპატიე, რომ ახლა გირეკავ. მაგრამ გეფიცები, ამ წლებს არ ვნანობ. არ შეიძლება, მისნაირი ქალის გვერდით გატარებული დღეები ინანო. თქვენც გაგიჭირდებათ, ვიცი, მაგრამ მერწმუნე, მის გვერდით დახარჯულ არცერთ წამს ინანებ. ანა ძალიან... ძალიან საბედისწერო ქალების სახელია, მეგობარო. და თუ ჩემთვის ასე მცირე ხნით გაიმეტა ცხოვრებამ, თქვენ რაღაც უფრო დიდსა და საოცარს გიმზადებთ, ვიცი.
-დამიანე, მათქმევინე, გთხოვ.
-ახლა დროა წავიდე, ისედაც საკმაო ხანს ვილაპარაკეთ მგონი, არა? დასასრულს რაიმე ამაღელვებელის თქმას აზრი არ აქვს. ორივემ ვიცით, რაც და როგორც იყო. შენნაირი მეგობრის ყოლა ბედნიერება იყო ჩემთვის და იმედი მაქვს, მეც არამიშავდა.
-მადლობა... - ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა იაგომ. - დამიკო, მადლობა... - უფრო ხმამაღლა და მეტი სიმტკიცით გაიმეორა და იმ სივრცეს გაუღიმა, რომელშიც მისი წარმოსახვით მომღიმარი მეგობარი იდგა.

რამდენიმე წამით ისევ დუმილი გაისმა ყურმილში. ორივეს ერთდროულად დასცდა ჩუმი გმინვა, რომელმაც მათი ერთად განვლილი ცხოვრება, ყველა ჩხუბი თუ შეცდომა შეაჯამა, ერთად შეყარა და დიდი, წითელი ხაზი გადაუსვა.
დარჩნენ ცხოვრების განუყრელ მეგობრებად, რომელთაც ვერაფერი გაყრიდათ ამ ქვეყნად.
მერე კი ზარი შეწყდა...





შობას გილოცავთ... <3 скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი შამხათი

შობას გილოცავ, ანა...
სიტყვები არ მყოფნის მართლა..
რაღაც მსგავს საუბარს ველოდი დამიანესა და იაგოს შორის, მაგრამ მაინც ძალიან მძიმე იყო. იმდენად კარგად გადმოსცემ ადამიანთა გრძნობებს, ზოგჯერ მიკვირს, იცი? როგორ შეგიძლია თითქოს უბრალო სიტყვებით ისე გადმოსცე ეს ყველაფერი, რომ მერე საათობით ვიფიქრო შენს პერსონაჟებზე. ეს უდაოდ დიდი ნიჭია და მინდა, რომ სულ წერდე.
რაოდენობა არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ხარისხი, რომლითაც შენი ისტორიები ნამდვილად გამოირჩევა.
წარმატებებს გისურვებ!

 



№2  offline წევრი blondeangel631

შობას გილოცავ <3 ძალიან კარგი იყო ძალიან ემოციურად წერ თითქმის ყველა ემოციას გამოხატავ სასწაულად კარგია და როგორც ჩანს მალე დაასრულებ kissing_heart heart_eyes wink

 



№3  offline მოდერი sameone crazy girl

"ყველაზე მაგარი იაგო ხარ"
"ღალატი სტატუსებს შორის არ ხდება ძვირფასო .ღალატობენ ადამიეანებსა და გრძNობებს"
"შენთვის ღმერთი იყო დამიანე და მე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავუთანაბრდებოდი თუ თავად ვქცეოდიეშმაკად"
:შენ თვალებშ ჩემ თავს ვხედავ ანა"
-"სხვებს მამაც ჰგონიხარ და იყავი რა გთხოვ "
"ჩამოვალ რა გთხოვ"
"თქვენ ერთად რაღაც განსაკუთრებულს შექმნით"
"ანა ძალიან ძალიან საბედისწერო ქალის სახელია მეგობარო"

დამიკო კი არა მე მოვკვდი მგონი და ჩემი ცოდვა შენზეა, იქედან არ მოგასვენებ ხომ იცი რა აუტანელიც ვარ .
არ ხარ შენ ამქვეყნიური ქმნილება... როგორ შეგიძლია მთელი რომანის ყველა სიტყვა პირველიდან ბოლომდე ზუსტად ის იყოს რაც საჭიროა არც ერთი ზედმეტი სიტყვა მგონი უფლებაც არ მაქ შევაფასო რა უნდა შევაფასო საერთოდ უბრალოდ უნაკლოა ეს რომანი და საოცრება ხარ შენ

 



№4  offline ახალბედა მწერალი An_Gel

შამხათი
შობას გილოცავ, ანა...
სიტყვები არ მყოფნის მართლა..
რაღაც მსგავს საუბარს ველოდი დამიანესა და იაგოს შორის, მაგრამ მაინც ძალიან მძიმე იყო. იმდენად კარგად გადმოსცემ ადამიანთა გრძნობებს, ზოგჯერ მიკვირს, იცი? როგორ შეგიძლია თითქოს უბრალო სიტყვებით ისე გადმოსცე ეს ყველაფერი, რომ მერე საათობით ვიფიქრო შენს პერსონაჟებზე. ეს უდაოდ დიდი ნიჭია და მინდა, რომ სულ წერდე.
რაოდენობა არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ხარისხი, რომლითაც შენი ისტორიები ნამდვილად გამოირჩევა.
წარმატებებს გისურვებ!

მადლობა, ნანა, მეც გილოცავ <3 ყოველთვის მინდა ხოლმე, რომ მაქსიმალურად ორგანულად და თან ემოციურად გადმოვცე მათი განცდები. თუ გამომდის, ძალიან მიხარია. heart_eyes heart_eyes

გეგე მარიშკა
შობას გილოცავ <3 ძალიან კარგი იყო ძალიან ემოციურად წერ თითქმის ყველა ემოციას გამოხატავ სასწაულად კარგია და როგორც ჩანს მალე დაასრულებ kissing_heart heart_eyes wink

მადლობა დიდი, მეც გილოცავ <3 კიბატონო, დასასრულისკენ მივდივართ. შემდეგი თავი იქნება ფინალური <3

sameone crazy girl
"ყველაზე მაგარი იაგო ხარ"
"ღალატი სტატუსებს შორის არ ხდება ძვირფასო .ღალატობენ ადამიეანებსა და გრძNობებს"
"შენთვის ღმერთი იყო დამიანე და მე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავუთანაბრდებოდი თუ თავად ვქცეოდიეშმაკად"
:შენ თვალებშ ჩემ თავს ვხედავ ანა"
-"სხვებს მამაც ჰგონიხარ და იყავი რა გთხოვ "
"ჩამოვალ რა გთხოვ"
"თქვენ ერთად რაღაც განსაკუთრებულს შექმნით"
"ანა ძალიან ძალიან საბედისწერო ქალის სახელია მეგობარო"

დამიკო კი არა მე მოვკვდი მგონი და ჩემი ცოდვა შენზეა, იქედან არ მოგასვენებ ხომ იცი რა აუტანელიც ვარ .
არ ხარ შენ ამქვეყნიური ქმნილება... როგორ შეგიძლია მთელი რომანის ყველა სიტყვა პირველიდან ბოლომდე ზუსტად ის იყოს რაც საჭიროა არც ერთი ზედმეტი სიტყვა მგონი უფლებაც არ მაქ შევაფასო რა უნდა შევაფასო საერთოდ უბრალოდ უნაკლოა ეს რომანი და საოცრება ხარ შენ

heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes
მიყვარს ასე რომ ამჩნევ და გრძნობ იმ ფრაზებს ან უბრალო დეტალებს, რაშიც მინდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ჩავდო. უღრმესი მადლობა, მარიამ!! შენი შეფასება ყოველთვის ბევრს ნიშნავს ჩემთვის, მემგონი იცი ეს. ოღონდ გეხვეწები, შენი ცოდვა არ დამადო :დდდ თორემ ცალკე შენი სული არ მომასვენებს იქიდან და ცალკე შენი მკითხველი :დდ

 



№5  offline წევრი SillyGirl

ეს ბოლო თავებია ვკვდები გეფიცები
იმდენი ემოცია მიგაქვს ჩვენამდე რომ შეუძლებელია თვალები ცრემლებით არ აგევსოს.
იაგოს და ცოტნეს მომენტებზე უბრალიდ ვგიჟდები ანაზე მეტად თუ არა ნაკლებად არ უყვარს იაგოს ცოტნე.
დამის და იაგოს სატელეფონო საუბარი იყო უბრალოდ არანორმალურად ემოციური
ცხოვრების მიმართ გარკვეული პროტესტის გრძნობაბ ყელში მომიჭირა სერიოზულად.
ყველაზე ცუდი მომენტია ასეთ მეგობრებს შორის გარკვეული რაღაც რომ დგება.
ანას პერონაჟზე ვერაფერს ვიტყვი ჯერ არ ვიცი მომწონს თუ არა ნეიტრალურად ვარ.
იაგოზე უბრალოდ შეყვარებული ვარ.
ყველაფერი დაკარგა თავიდან
მეგობარიც
საყვარელი ადამიანი რომელიც არც არასდროს ყოფილა მისი და ახლა როცა შანსი არის იმის რომ ეს ყველაფერი ქონდეს მიხარია რადგან ნამდვილად იმსაზურებს იაგო ამ ყველაფერს. ცუდად მოექცა ანას მაგრამ მაინც მესმის მისი.
შენზე რა უმდა ვთქვა საერთოდ ყველაზე უემოციო ადამიანს ამ დღეში რო ჩამაგდებ ამით ყველაფერი ნათქვამია.
მართლა საოცრად წერ. აი ისე რომ თითეულ სიტყვას შევიგრძნობ და განვიცდი.
ერთი ვიცი რომ როგორც არ უნდა განავითარო მოვლენები იმედი არ გამიცრუვდება რადგან ეს უკვე ბევრჯერ დაადასტურე.
ძალიან მიხარია რომ ამ არაჩვეულებრივი ისტორიის კითხვა დავიწყე.
ბევრ კარგ და ცუდ რამეს ისწავლის ადამიანი ამ ისტორიიდან. გააჩნია პიროვნულობას.
წარმატებები.
და გილოცავ ყველაფერს ერთად მოგვიანებით.

 



№6 სტუმარი ბამბა

ესეიგი ვიწყებ! პირველ რიგსი საყვედურით დავიწყებ. კატერინას გადაკითხვა რო მომინდება რა წყალში გადავვარდე? იმედია ისევ დადებ. ეხლა კი რაც შეეხებათ იაგოს და ანას და არ შემიძლია ცოტნე არ გამოვყო. ამ თავში განსაკუტრებულად გამაოცა. თითონ სახელი ცოტნე, აი თითონ ცოტნე რა ანუ ცოტნე ხო ხვდები? არის ზუსტათ ჩემი აიდოლი ბიჭი. უხხხ რა იქნება რო გაიზრდება. რო გაიზრდება ეგ ცოტნე დადიანას კი დაედარება.
ეხლა იაგო. უხ ეგ მამაძაღლი, გამიწვალა გოგო. ანა ძალიან რო არ მიყვარდეს ვიტყოდი, რომ არ იმსახურებს მარა ამ გოგომ რა დააშავა? ბედნიერება ხო უნდა მოუვიდეს ბოლოს-და-ბოლოს. ხო ანაზე რო ვგიჟდები და მეკეტება უკვე გაიგებდი. ყველაფერს გავაკეთებ რო მას დავემსაგვსო.
და მიკოც კაი ჯიგარი ტიპი აღმოჩნდა მაგას ყველა ვერ შეძლებდა.
შენ რაც შეგეხება სასწაული კამფეტი ჩასაკბეჩი გოჭუნა ხარ! ამ საშობაოთ ჩემი ტკბილეული შენ ხარ! ვგიჟდები შენზე. მოუთმენლად ველოდები დასასრულს

 



№7 სტუმარი ნაინა

გილოცავ ანა შობას, შენ ხარ სასწაული გოგო,შენ მე შემიწირავ, ????????????????????ამ ისტორიით იმდენს მანერვიულებ,გმადლიბ შენ

 



№8 სტუმარი გიჟი

შე გიჟო!!!!!!!!!!

ძან მაგარი იყო! ოღონთ მართლა <3 შოკში ვარ!

 



№9  offline ახალბედა მწერალი An_Gel

SillyGirl
ეს ბოლო თავებია ვკვდები გეფიცები
იმდენი ემოცია მიგაქვს ჩვენამდე რომ შეუძლებელია თვალები ცრემლებით არ აგევსოს.
იაგოს და ცოტნეს მომენტებზე უბრალიდ ვგიჟდები ანაზე მეტად თუ არა ნაკლებად არ უყვარს იაგოს ცოტნე.
დამის და იაგოს სატელეფონო საუბარი იყო უბრალოდ არანორმალურად ემოციური
ცხოვრების მიმართ გარკვეული პროტესტის გრძნობაბ ყელში მომიჭირა სერიოზულად.
ყველაზე ცუდი მომენტია ასეთ მეგობრებს შორის გარკვეული რაღაც რომ დგება.
ანას პერონაჟზე ვერაფერს ვიტყვი ჯერ არ ვიცი მომწონს თუ არა ნეიტრალურად ვარ.
იაგოზე უბრალოდ შეყვარებული ვარ.
ყველაფერი დაკარგა თავიდან
მეგობარიც
საყვარელი ადამიანი რომელიც არც არასდროს ყოფილა მისი და ახლა როცა შანსი არის იმის რომ ეს ყველაფერი ქონდეს მიხარია რადგან ნამდვილად იმსაზურებს იაგო ამ ყველაფერს. ცუდად მოექცა ანას მაგრამ მაინც მესმის მისი.
შენზე რა უმდა ვთქვა საერთოდ ყველაზე უემოციო ადამიანს ამ დღეში რო ჩამაგდებ ამით ყველაფერი ნათქვამია.
მართლა საოცრად წერ. აი ისე რომ თითეულ სიტყვას შევიგრძნობ და განვიცდი.
ერთი ვიცი რომ როგორც არ უნდა განავითარო მოვლენები იმედი არ გამიცრუვდება რადგან ეს უკვე ბევრჯერ დაადასტურე.
ძალიან მიხარია რომ ამ არაჩვეულებრივი ისტორიის კითხვა დავიწყე.
ბევრ კარგ და ცუდ რამეს ისწავლის ადამიანი ამ ისტორიიდან. გააჩნია პიროვნულობას.
წარმატებები.
და გილოცავ ყველაფერს ერთად მოგვიანებით.

პირველ რიგში, მადლობა მოლოცვისთვის <3 ძალიან მიხარია, რომ ასე იგრძენი ყველაფერი და მოგეწონა <3 განსაკუთრებით იაგოსა და დამიანეს საუბარი. ფინალურ თავში იმედი მაქვს მართლაც არ გაგიცრუვდება იმედები და ყველაფერი ისე მორჩება, რომ არცერთ პერსონაჟს დაემდურო. უღრმესი მადლობა, ლელა heart_eyes heart_eyes

ბამბა
ესეიგი ვიწყებ! პირველ რიგსი საყვედურით დავიწყებ. კატერინას გადაკითხვა რო მომინდება რა წყალში გადავვარდე? იმედია ისევ დადებ. ეხლა კი რაც შეეხებათ იაგოს და ანას და არ შემიძლია ცოტნე არ გამოვყო. ამ თავში განსაკუტრებულად გამაოცა. თითონ სახელი ცოტნე, აი თითონ ცოტნე რა ანუ ცოტნე ხო ხვდები? არის ზუსტათ ჩემი აიდოლი ბიჭი. უხხხ რა იქნება რო გაიზრდება. რო გაიზრდება ეგ ცოტნე დადიანას კი დაედარება.
ეხლა იაგო. უხ ეგ მამაძაღლი, გამიწვალა გოგო. ანა ძალიან რო არ მიყვარდეს ვიტყოდი, რომ არ იმსახურებს მარა ამ გოგომ რა დააშავა? ბედნიერება ხო უნდა მოუვიდეს ბოლოს-და-ბოლოს. ხო ანაზე რო ვგიჟდები და მეკეტება უკვე გაიგებდი. ყველაფერს გავაკეთებ რო მას დავემსაგვსო.
და მიკოც კაი ჯიგარი ტიპი აღმოჩნდა მაგას ყველა ვერ შეძლებდა.
შენ რაც შეგეხება სასწაული კამფეტი ჩასაკბეჩი გოჭუნა ხარ! ამ საშობაოთ ჩემი ტკბილეული შენ ხარ! ვგიჟდები შენზე. მოუთმენლად ველოდები დასასრულს

ვაიმე რა საყვარელი ხარ შენ :დდ heart_eyes heart_eyes ძალიან გამახარე, დიდი მადლობა. გამაკვირვე სიმართლე გითხრა. ანაზე ამდენად შეყვარებული მკითხველი მემგონი არც მყავს. ცოტნე მეც მგონია, რომ კარგი ბიჭი გაიზრდება :დ <3
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. მიხარია, რომ მოგწონს heart_eyes heart_eyes

ნაინა
გილოცავ ანა შობას, შენ ხარ სასწაული გოგო,შენ მე შემიწირავ, ????????????????????ამ ისტორიით იმდენს მანერვიულებ,გმადლიბ შენ

მადლობა, მეც გილოცავთ heart_eyes heart_eyes მიხარია რომ მოგწონთ. მადლობა თქვენ!! kissing_heart

გიჟი
შე გიჟო!!!!!!!!!!

ძან მაგარი იყო! ოღონთ მართლა <3 შოკში ვარ!

joy joy მადლობა უღრმესი, მიხარია რომ მოგეწონა heart_eyes heart_eyes

 



№10 სტუმარი სტუმარი დი კო

სანამ კითხვას დავიწყებ მანამდე მინდა გითხრა რომ საოცარი ადამიანი ხარ,აიიი სიტყვები არ მყოფნის❤❤❤არასდროს შეწყვიტო წერა რა❤❤❤❤

 



№11 სტუმარი სტუმარი ნანა

უუფფფფ... ანა, გამისივდა გული... რთულია იაგო, ძალიან რთული. ვიცოდი რომ არ იყო მისი ცხოვრება მარტივი, ვიცოდი რომ საკუთარ თავთან ბევრი იბრძოლა, მაგრამ ამდენად?! ეხლა რომ ვფიქრობ, მიჭირს გავიხსენო ადამიანები ან პერსონაჟები ( რა თქმა უნდა არსებობენ ასეთები) რომლებიც ასეთ ქარბორბალას შეეჯახნენ და გაუძლეს, არ გაქრნენ პირისაგან მიწისა. ბავშვი, აი ბოლო იმედი, ხელჩასაჭიდი... კი, ცოტნეს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მათ ცხოვრებაში, მაგრამ მე ვფიქრობდი იაგო თავად შეძლებდა გამკლავებას, რატომღაც მეგონა მოახერხებდა, თუმცა შევცდი. შენ კი უუუუმახვილესი და უუუგამჭრიახესი ტვინი გაქვს ბეეევრი ხვეულებით და სულ მაოცებ და აღტაცებაში მოგყავარ ძვირფასო ❤️ მიუვარხარ! ❤️

 



№12  offline ახალბედა მწერალი An_Gel

სტუმარი დი კო
სანამ კითხვას დავიწყებ მანამდე მინდა გითხრა რომ საოცარი ადამიანი ხარ,აიიი სიტყვები არ მყოფნის❤❤❤არასდროს შეწყვიტო წერა რა❤❤❤❤

უდიდესი მადლობა heart_eyes heart_eyes heart_eyes

სტუმარი ნანა
უუფფფფ... ანა, გამისივდა გული... რთულია იაგო, ძალიან რთული. ვიცოდი რომ არ იყო მისი ცხოვრება მარტივი, ვიცოდი რომ საკუთარ თავთან ბევრი იბრძოლა, მაგრამ ამდენად?! ეხლა რომ ვფიქრობ, მიჭირს გავიხსენო ადამიანები ან პერსონაჟები ( რა თქმა უნდა არსებობენ ასეთები) რომლებიც ასეთ ქარბორბალას შეეჯახნენ და გაუძლეს, არ გაქრნენ პირისაგან მიწისა. ბავშვი, აი ბოლო იმედი, ხელჩასაჭიდი... კი, ცოტნეს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მათ ცხოვრებაში, მაგრამ მე ვფიქრობდი იაგო თავად შეძლებდა გამკლავებას, რატომღაც მეგონა მოახერხებდა, თუმცა შევცდი. შენ კი უუუუმახვილესი და უუუგამჭრიახესი ტვინი გაქვს ბეეევრი ხვეულებით და სულ მაოცებ და აღტაცებაში მოგყავარ ძვირფასო ❤️ მიუვარხარ! ❤️

ქალბატონო ნანა, თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რა ძვირფასი გახდით ჩემთვის დროის მოკლე პერიოდში. და თქვენი შეფასება ყოველთვის უმნიშვნელოვანესია ჩემთვის. ორმაგად მიხარია, რომ ეს თავი მოგეწონათ. იცით, როგორც ვღელავდი და მიხარია, რომ გამიმართლდა იმედები. heart_eyes ცოტნე ნამდვილად უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს, თუმცა ბოლო სიტყვა მაინც იაგომ უნდა თქვას, რაღა თქმა უნდა.
მადლობა, რომ ჩემ გვეერდით ხართ ყოველთვის. მეც მიყვარხართ heart_eyes heart_eyes

 



№13  offline წევრი Niin))

ბატონოოო?!
ანა,ეს რა იყო?!
გეფიცები, შენზე ვგიჟდები!!!!
ემოციებისგან ვერ ვარ,მართლა.
ოდესმე შენი წიგნი რომ არ წავიკითხო?!! შანსი არ არის!! სასწაულიიი, სასწაული გოგო ხარრ!!
იაგო - ამ კაცისადმი ძალიან სუბიექტურად ვარ განწყობილი. პირველივე თავიდან მიყვარს და მომდევს დღემდე. მაქსიმალურად ვცდილობ მასში შევაღწიო და ბოლომდე გავუგო. მაზოხისტურად იტანჯავს თავს და ანასაც ტანჯავს.
ანა- 360გრადუსით შემეცვალა წარმოდგენა მასზე. როგორი ძლიერი ქალი გამოიძერწა , მაოცებს. ტკივილი აძლიერებს ადამიანებს , ნათელი მაგალითია..
ცოტნე ზე საოცრება ბიჭია. იაგოსა და მის ურთიერთობაზე ვაბოდებ. მუდამ ღიმილით ვკითხულობ მათ დიალოგებს, უხხხხ ❤❤❤❤❤
ბოლო ნაწილი რა კარგი იყო , იციი?!!!!

ეს ისტორია გამაგიჟებსს , გა მა გი ჟებს !!! ❤❤❤❤❤❤❤

პ.ს შობას გილოცავ, საყვარელო ❤

 



№14  offline აქტიური მკითხველი lalita

საოცრება იყო რასაც ქვია ცოტნემ რომ სთხოვა ჩემი მამა იყავიო აი მანდ მოვკვდი ლამის .უნიჭიერესი ხარ და ვგიჟდები შენზე.

 



№15 სტუმარი ❤️

vaimeee, es raikoo❤️❤️malee dadee shemdegii taaaviraa????????????

 



№16  offline ადმინი Mariiiiami

სულ მაინტერესებს ასე მაგრად რანაირად წერთ?რამდენიმე ფრაზამ გამანადგურა.აი იმ ფრაზებმა გამანადგურა შენ ასეთ მაგარ გოგოს რომ გხდის.პირადში მერე უფრო მეტს გეტყვი.მე ველოდები გავიგო რატომ მაინცდამაინც კამელიები

 



№17  offline ახალბედა მწერალი An_Gel

Niin))
ბატონოოო?!
ანა,ეს რა იყო?!
გეფიცები, შენზე ვგიჟდები!!!!
ემოციებისგან ვერ ვარ,მართლა.
ოდესმე შენი წიგნი რომ არ წავიკითხო?!! შანსი არ არის!! სასწაულიიი, სასწაული გოგო ხარრ!!
იაგო - ამ კაცისადმი ძალიან სუბიექტურად ვარ განწყობილი. პირველივე თავიდან მიყვარს და მომდევს დღემდე. მაქსიმალურად ვცდილობ მასში შევაღწიო და ბოლომდე გავუგო. მაზოხისტურად იტანჯავს თავს და ანასაც ტანჯავს.
ანა- 360გრადუსით შემეცვალა წარმოდგენა მასზე. როგორი ძლიერი ქალი გამოიძერწა , მაოცებს. ტკივილი აძლიერებს ადამიანებს , ნათელი მაგალითია..
ცოტნე ზე საოცრება ბიჭია. იაგოსა და მის ურთიერთობაზე ვაბოდებ. მუდამ ღიმილით ვკითხულობ მათ დიალოგებს, უხხხხ ❤❤❤❤❤
ბოლო ნაწილი რა კარგი იყო , იციი?!!!!

ეს ისტორია გამაგიჟებსს , გა მა გი ჟებს !!! ❤❤❤❤❤❤❤

პ.ს შობას გილოცავ, საყვარელო ❤

უღრმესი მადლობა შენი უთბილესი კომენტარისთვის! ვერც წარმოიდგენ, როგორ გამათბე. სულ ღიმილით ჩავიკითხე ბოლომდე <3
რომ გითხრა, მიკვირს იაგო როგორ გიყვარსთქო, მოგატყუებ :დდდ ყველაში (და ჩემშიც) სიმპატიებს ალბათ სწორედ იმიტომ იწვევს რომ ბევრი რამის მიუხედავად, ასეთი კარგია ^_^ :დ
ანას რაც შეეხება, გეთანხმები. ტკივილმა გააძლიერა, როგორც ქალი.
და ბოლოს ცოტნე - ეს ბავშვი მარგალიტია ამ ისტორიის, ჩემი აზრით :დდ
ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი შეფასებისთვის heart_eyes heart_eyes

lalita
საოცრება იყო რასაც ქვია ცოტნემ რომ სთხოვა ჩემი მამა იყავიო აი მანდ მოვკვდი ლამის .უნიჭიერესი ხარ და ვგიჟდები შენზე.

ძალიან მიხარია, რომ მოგეწონათ. ზოგადად, ცოტნესა და იაგოს დიალოგები ყოველთვის ემოციური გამომდის. კარგია, რომ არც ეს იყო გამონაკლისი... მადლობა დიდი heart_eyes heart_eyes

❤️
vaimeee, es raikoo❤️❤️malee dadee shemdegii taaaviraa????????????

უღრმესი მადლობა!!! შევეცდები ყველანაირად რომ მალე იყოს heart_eyes heart_eyes

Mariiiiami
სულ მაინტერესებს ასე მაგრად რანაირად წერთ?რამდენიმე ფრაზამ გამანადგურა.აი იმ ფრაზებმა გამანადგურა შენ ასეთ მაგარ გოგოს რომ გხდის.პირადში მერე უფრო მეტს გეტყვი.მე ველოდები გავიგო რატომ მაინცდამაინც კამელიები

მარი joy joy heart_eyes heart_eyes heart_eyes
მიყვარს შენი ემოციური შეფასებები. მიხარია, რომ მოგეწონა. ძალიან მაინტერესებს, ის "რამდენიმე ფრაზა" რომლები იყო. მოკლედ, გელოდები პირადში, ჩემო საყვარელო kissing_heart kissing_heart მადლობა heart_eyes

 



№18 სტუმარი უმფროსო

ჩემი ატირება შეძელი ???????? მიხარია , რომ იაგოში არ შევცდი !

 



№19  offline ახალბედა მწერალი An_Gel

უმფროსო
ჩემი ატირება შეძელი ???????? მიხარია , რომ იაგოში არ შევცდი !

ვუიმე, რა საყვარელი ხარ ქეთი უმფროსოო joy joy heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes მიხარია, რომ ასეთი ემოციური გამოვიდა. იაგოში არ შეცდი, არა. კარგი ინტუიცია გაქვს მოკლედ joy joy

 



№20  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

ანა,
არაჩვეულებრივი ხარ!
სიგიჟემდე შემაყვარე ამ ისტორიის თითოეული პერსონაჟი!
საკუთარივით გამათავისებინე ყოველი გრძნობა ❤
აღფრთოვანებული ვარ შენით!
რაც შეეხება ამ თავს...
იაგოსი არ მესმის, იცი ?
არც სოფიოსა და ერნესტოს გრძნობებს გავუგე რამე (იმედია იმ კაცის სახელი სწორად მახსოვს)
კაცი გეი იყოს, თან თავისი ცოლი უყვარდეს და მასზე ეჭვიანობდეს ?
ნუ არ მესმის და რა ვქნა ?

სიგიჟემდე მიყვარს პატარა კაცუნა ცოტნე, ამაზე სუფთა და გულწრფელი პერსონა არ მინახავს ❤
დღეს მომიტევე დიდ კომენტარს ვერ ვწერ და ვერც ბოლომდე გამოვხატავ ჩემს გრძნობებს ❤
პირადში გაგესაუბრები შემდეგ ❤

 



№21 სტუმარი სტუმარი თამარა

მდააჰ..
მესამედ წავიკითხე და ახლა შემიძლია დაწერა, თორემ თავიდან ემოცია მახრჩობდა ...
მიყვარს ეს ისტორია ყველაზე მეტად იმიტომ რომ ერთ ადამიანს ვამსგავსებ იაგოს.

სასწაულად განვითარდა ყველაფერი. ასეთი შინაარსის დიალოგს ველოდი დამიკოს და იაგოს შორის.
ანა ბედნიერია, რომ მეორე შანსი აქვს ცხოვრებაში.

შენზე რა შემიძლია თქმა ?! ძალიან ნიჭიერი ხარ !

 



№22 სტუმარი სტუმარი Sofi

Kargia axali istoriebi magram. Exla xans vkitxulobdi kaaterinas da gametisha versad vegar vnaxe da ra xdeba shegizlia mitxra. Dzaaan mainteresebs dasasruli gansakutrebit.

 



№23  offline ახალბედა მწერალი An_Gel

TeddyBear
ანა,
არაჩვეულებრივი ხარ!
სიგიჟემდე შემაყვარე ამ ისტორიის თითოეული პერსონაჟი!
საკუთარივით გამათავისებინე ყოველი გრძნობა ❤
აღფრთოვანებული ვარ შენით!
რაც შეეხება ამ თავს...
იაგოსი არ მესმის, იცი ?
არც სოფიოსა და ერნესტოს გრძნობებს გავუგე რამე (იმედია იმ კაცის სახელი სწორად მახსოვს)
კაცი გეი იყოს, თან თავისი ცოლი უყვარდეს და მასზე ეჭვიანობდეს ?
ნუ არ მესმის და რა ვქნა ?

სიგიჟემდე მიყვარს პატარა კაცუნა ცოტნე, ამაზე სუფთა და გულწრფელი პერსონა არ მინახავს ❤
დღეს მომიტევე დიდ კომენტარს ვერ ვწერ და ვერც ბოლომდე გამოვხატავ ჩემს გრძნობებს ❤
პირადში გაგესაუბრები შემდეგ ❤

ძალიან დიდი მადლობა, მარიამ!!!
ვერ გადმოვცემ, როგორ მახარებს ხოლმე შენი შეფასებები. <3
იაგოსი რომ არ გესმის, ეს ბუნებრივია. არც ანას ესმის მისი და ხანდახან, არც თავად ესმის საკუთარი თავის. იმიტომ, რომ ერნესტო და სოფია მართლაც არაორდინალური და არანორმალური წყვილი იყო, მათი გავლენა კი ძალიან დიდია ამ პერსონაჟზე.
ცოტნე მართლა პატარა კაცივითაა :დდ ხანდახან თვითონ მკარნახობს ხოლმე პერსონაჟი, რა უნდა თქვას და მე მხოლოდ მეღიმება.
მიყვარს შენი არაჩვეულებრივი კომენტარები.
და თუ რამის თქმა მოგინდება კიდევ, რაღა თქმა უნდა მზად ვარ მოგისმინო ნებისმიერ დროს :დდ heart_eyes heart_eyes

სტუმარი თამარა
მდააჰ..
მესამედ წავიკითხე და ახლა შემიძლია დაწერა, თორემ თავიდან ემოცია მახრჩობდა ...
მიყვარს ეს ისტორია ყველაზე მეტად იმიტომ რომ ერთ ადამიანს ვამსგავსებ იაგოს.

სასწაულად განვითარდა ყველაფერი. ასეთი შინაარსის დიალოგს ველოდი დამიკოს და იაგოს შორის.
ანა ბედნიერია, რომ მეორე შანსი აქვს ცხოვრებაში.

შენზე რა შემიძლია თქმა ?! ძალიან ნიჭიერი ხარ !

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! მიხარია, რომ ასე მოგწონთ. heart_eyes heart_eyes იაგოს რეალური პროტოტიპის გაცნობა ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. ანას კი ნამდვილად გაუმართლა, რომ ორი მამაკაცისგან ერგო სიყვარული.

სტუმარი Sofi
Kargia axali istoriebi magram. Exla xans vkitxulobdi kaaterinas da gametisha versad vegar vnaxe da ra xdeba shegizlia mitxra. Dzaaan mainteresebs dasasruli gansakutrebit.

ძალიან დიდი ბოდიში. სამწუხაროდ, კატერინა დროებით ავიღე საიტიდან. ფეისბუქზე თუ შემეხმიანები, შემიძლია ვორდის ფაილით გამოგიგზავნო. blush

 



№24  offline წევრი ლილიკო

ძალიან მიყვარს ეს ისტორია. გაფაციცებით ველოდებოდი როდის დაიდება ახალი თავი. ცუდია რომ გვიან შევნიშნე მაგრამ ისეთი თავი იყო კარგა ხანს გამყვება ემოცია.

 



№25  offline ახალბედა მწერალი An_Gel

ლილიკო
ძალიან მიყვარს ეს ისტორია. გაფაციცებით ველოდებოდი როდის დაიდება ახალი თავი. ცუდია რომ გვიან შევნიშნე მაგრამ ისეთი თავი იყო კარგა ხანს გამყვება ემოცია.

ძალიან მიხარია თქვენი ასეთი დამოკიდებულება ამ ისტორიისადმი. ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის, რაღა თქმა უნდა. უღრმესი მადლობა heart_eyes heart_eyes

 



№26 სტუმარი სტუმარი Sofi

An_Gel
TeddyBear
ანა,
არაჩვეულებრივი ხარ!
სიგიჟემდე შემაყვარე ამ ისტორიის თითოეული პერსონაჟი!
საკუთარივით გამათავისებინე ყოველი გრძნობა ❤
აღფრთოვანებული ვარ შენით!
რაც შეეხება ამ თავს...
იაგოსი არ მესმის, იცი ?
არც სოფიოსა და ერნესტოს გრძნობებს გავუგე რამე (იმედია იმ კაცის სახელი სწორად მახსოვს)
კაცი გეი იყოს, თან თავისი ცოლი უყვარდეს და მასზე ეჭვიანობდეს ?
ნუ არ მესმის და რა ვქნა ?

სიგიჟემდე მიყვარს პატარა კაცუნა ცოტნე, ამაზე სუფთა და გულწრფელი პერსონა არ მინახავს ❤
დღეს მომიტევე დიდ კომენტარს ვერ ვწერ და ვერც ბოლომდე გამოვხატავ ჩემს გრძნობებს ❤
პირადში გაგესაუბრები შემდეგ ❤

ძალიან დიდი მადლობა, მარიამ!!!
ვერ გადმოვცემ, როგორ მახარებს ხოლმე შენი შეფასებები. <3
იაგოსი რომ არ გესმის, ეს ბუნებრივია. არც ანას ესმის მისი და ხანდახან, არც თავად ესმის საკუთარი თავის. იმიტომ, რომ ერნესტო და სოფია მართლაც არაორდინალური და არანორმალური წყვილი იყო, მათი გავლენა კი ძალიან დიდია ამ პერსონაჟზე.
ცოტნე მართლა პატარა კაცივითაა :დდ ხანდახან თვითონ მკარნახობს ხოლმე პერსონაჟი, რა უნდა თქვას და მე მხოლოდ მეღიმება.
მიყვარს შენი არაჩვეულებრივი კომენტარები.
და თუ რამის თქმა მოგინდება კიდევ, რაღა თქმა უნდა მზად ვარ მოგისმინო ნებისმიერ დროს :დდ heart_eyes heart_eyes

სტუმარი თამარა
მდააჰ..
მესამედ წავიკითხე და ახლა შემიძლია დაწერა, თორემ თავიდან ემოცია მახრჩობდა ...
მიყვარს ეს ისტორია ყველაზე მეტად იმიტომ რომ ერთ ადამიანს ვამსგავსებ იაგოს.

სასწაულად განვითარდა ყველაფერი. ასეთი შინაარსის დიალოგს ველოდი დამიკოს და იაგოს შორის.
ანა ბედნიერია, რომ მეორე შანსი აქვს ცხოვრებაში.

შენზე რა შემიძლია თქმა ?! ძალიან ნიჭიერი ხარ !

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! მიხარია, რომ ასე მოგწონთ. heart_eyes heart_eyes იაგოს რეალური პროტოტიპის გაცნობა ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. ანას კი ნამდვილად გაუმართლა, რომ ორი მამაკაცისგან ერგო სიყვარული.

სტუმარი Sofi
Kargia axali istoriebi magram. Exla xans vkitxulobdi kaaterinas da gametisha versad vegar vnaxe da ra xdeba shegizlia mitxra. Dzaaan mainteresebs dasasruli gansakutrebit.

ძალიან დიდი ბოდიში. სამწუხაროდ, კატერინა დროებით ავიღე საიტიდან. ფეისბუქზე თუ შემეხმიანები, შემიძლია ვორდის ფაილით გამოგიგზავნო. blush

Rogor gnaxot feisbukze

 



№27 სტუმარი სტუმარი Chikochiko

გილოცავ შობას საოცარო გოგო. აი ვხვდებოდი რაღაც მსგავსი შინაარსის საუბარი ექნებოდათ მეგობრებს, მინიშნებაც კი გქონდა ერთ-ერთ თავში. ყველაზე მეტად იაგო შემეცოდა, მასთან ერთად მეც ვტიროდი. ყველაზე ემოციური თავი იყო ჩემთვის.ალბათ საჭირო იყო იმ ყველაფრის გადატანა.
სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატავად, თუ როგორი საუკეთესო ხარ.შენს ისტორიებში წინასწარ ვერაფერს გათვლი, შედეგი ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს????

 



№28  offline ახალბედა მწერალი An_Gel

[quote=სტუმარი Sofi][quote=An_Gel]
Rogor gnaxot feisbukze[/quote]
ლათინური ასოებით ჩაწერეთ ანა გელაშვილი და წესით მარტივად უნდა მიპოვნოთ ^_^

სტუმარი Chikochiko
გილოცავ შობას საოცარო გოგო. აი ვხვდებოდი რაღაც მსგავსი შინაარსის საუბარი ექნებოდათ მეგობრებს, მინიშნებაც კი გქონდა ერთ-ერთ თავში. ყველაზე მეტად იაგო შემეცოდა, მასთან ერთად მეც ვტიროდი. ყველაზე ემოციური თავი იყო ჩემთვის.ალბათ საჭირო იყო იმ ყველაფრის გადატანა.
სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატავად, თუ როგორი საუკეთესო ხარ.შენს ისტორიებში წინასწარ ვერაფერს გათვლი, შედეგი ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს????

ძალიან დიდი მადლობა! კი, მინიშნება ნამდვილად მქონდა ადრე და მიხარია, რომ შენიშნე. მინდოდა, რომ ემოციური თავი ყოფილიყო და მახარებს, თუ გამომივიდა. heart_eyes heart_eyes

 



№29  offline წევრი Leo

პირველ რიგში ჰილოცავ შობა-ახალ წელს <3 რაც შეეხება ისტორიას ძალიან ემოციური იყო და მომეწონა არაჩვეულებრივად წერ რასაც ვაფასებ შენში! წარმატებები და ასე გააგრძელე ველოდები მომდევნო თავს <3

 



№30  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

უბრალოდ მიყვარს ეს ისტორია ♥♥♥♥ იმდენად ემოციური და შეყდარებელია ♥♥ წარმატებები და ველი ახალ თავს ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent