შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა ამბივალენტურობა [ 5 ]


7-01-2018, 21:51
ავტორი MoonLady
ნანახია 1 353

გრძნობათა ამბივალენტურობა [ 5 ]

მძიმედ მიაბიჯებდა ტროტუარზე და ცდილობდა როგორმე საღი გონება შეენარჩუნებინა. აკვირდებოდა გამვლელებს და ყურადღების გადატანა სურდა.
საშინლად ეჩვენებოდა ეს მოღუშული სახეები, სერიოზული გამომეტყველება და კაცისმკვლელი მზერა. ყველაფერი უყვარდა ახლა და ყურებამდე იღიმოდა, გაკვირვებულ სახეებს აწყდებოდა და კიდევ უფრო იღიმოდა.
არ შეიძლება გამვლელებმა ერთმანეთს უბრალოდ გაუღიმონ ? და ეს ნაცრისფერი ცხოვრება გააფერადონ ? რატომ ადრამატულებენ ისედაც დრამატულ ცხოვრებას ?!
სასაცილოა არა ? ეს ფიქრები იმ ადამიანის ტვინში ფორმირდება ახლა, რომელიც ბოლო წელიწადია თვითმკვლელობის გარდა არაფერს ნატრობდა. ახლა კი მას სურს ცხოვრება აქ და ახლა. თუმცა შიში იპყრობს, რომ წარსული გაახსენდება და გუნება მოეშხამება. თუმცა არა, ამაზე არ უნდა იფიქროს.
პირდაპირ სახლისკენ გაემართა და ესესიყო კარი უნდა გაეღო, რომ მხარზე შეხება იგრძნო.
- ჰეი. - ყინულშეპარულმა ხმამაც არ დააყოვნა.
ლინდა შებრუნდა და ნატა დაინახა.
- ოჰო, ახლა მარტო ხარ ? - გაუკვირდა ლინდას, რეალურად კი ფიქრობდა ამის თავი ახლა ნამდვილად არ მაქვსო.
- ‎შენ იცი ვინ ვარ ? - თქვა ნატამ და თვალებში ჩახედა ლინდას. ლინდა მიხვდა, რომ გოგოს ძალიან უნდოდა საშიში სახის მიღება, მაგრამ სიცილი ვერ შეიკავა და ნატა კიდევ უფრო გააბრაზა. - რა გაცინებს ? - ძარღვები დაებერა ნატას.
- ‎არაფერი, ანეკდოტი გამახსენდა. - თქვა და სიცილს აგრძელებდა. ცოცხალი ანეკდოტი ედგა თვალწინ, აბა რა იქნებოდა ?
- ‎ შენი ანეკდოტები, თუ არ იცი ვინ ვარ გაიგებ, თუ არ შეეშვები ოთოს. - უთხრა ნატამ.
- ‎მამიკოს გათამამებულები ვართო ? - საოცარი სიმამაცე იგრძნო ლინდამ და გოგოს შეუტია.
- ‎გირჩევნია არ აგერიო მამიკოს გათამამებულ გოგოში, მერწმუნე ინანებ. - გაეცინა ნატას. შებრუნდა და წავიდა.
ლინდამ იგრძნო, რომ ნატას ბოლო სიტყვები ზედმეტად რეალური იყო.
და ლინდა მართალიც იყო. ნამდვილად არ იყო ნატა უბრალოდ ფულიანი მამიკოს შვილი. განათლება არ აკლდა, არც ყურადღება, არც მამაკაცები. საინტერესო მოსაუბრე იყო და თავისუფლად შეეძლო განევრცო ფილოსოფიური თუ სხვა საკითხები. ერთადერთ მის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს მანიაკალური მიდრეკილება ოთოს მიმართ, რომელსაც ვერ ხსნიდა. სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ყველაფერზე იყო წამსვლელი ნემსაძისთვის. მაგრამ ის ფაქტი, რომ ოთოს ის როგორც პიროვნება არ აინტერესებდა, ნატას ძალიან სტანჯავდა. მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი თავის სრულყოფას, რომ ოთოს მიექცია ყურადღება არამხოლოდ მისი უკანალისა და მკერდისთვის, არამედ ე.წ. სულითაც დაინტერესებულიყო. მაგრამ ამაოდ. მის მცდელობებს ნემსაძე არაფრად აგდებდა.
უცნაურია არა ?

ლინდა სახლში შევიდა და ნანატრი აბაზანა აავსო. ცხელი წყლის შეხება საოცარ ნეტარებად ესახებოდა, მაგრამ ნატასთან საუბარმა სასიამოვნო ეიფორიისგან გამოიყვანა. ძალიან აინტერესებდა რას გულისხმობდა დადიანი თავის ბოლო რეპლიკაში.
წყალში იწვა და ფიქრობდა, წარსულზე, ოთოზე, ნატაზე.
ინტერესის ჭია იმდენად შეუჩნდა, რომ როგორც კი აბაზანიდან ამოვიდა ტელეფონს წაეტანა და ლიზის ნომერი აკრიფა.
- ლიზ ?
- ‎რა ხდება ლი ? - ჰკითხა ლიზიმ. ფაქტი იყო პირგამოტენილმა უპასუხა.
- ‎მომისმინე, ერთი თხოვნა მაქვს.
- ‎ოჰო, თვით ფხაკაძემ უნდა მთხოვოს მე ცოდვილს. - ტირილის იმიტაცია გააკეთა ლიზიმ. - ეს ერთი და სხვა მრავალი, ამინ !
- ‎ნუ ცანცარებ. - გაეცინა.
- ‎ოქეი, და რა თხოვნაა.
- ‎შეგიძლია ნატაზე რამე მომიყვე ? - უთხრა ლინდამ და ტუჩს დაუწყო კბილებით წვალება. მთელი გზა სისხლის გემოს გრძნობდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა.
- ‎როგორ არ შემიძლია. - წამოიკივლა ლიზიმ სიხარულისგან. ძალიან უყვარდა საუბარი, რა მისი ბრალი იყო ? - მოკლედ მამა, ირაკლი დადიანი, დედა რიტა მაღლაკელიძე. დიდად არ უყვარდათ ერთმანეთი და გაშორდნენ, ირაკლის რომანის გამო. - დაიწყო ნატროშვილმა, მაგრამ ოდნავ შეყოვნდა. - მოიცა და, შენ რაში გაინტერესებს ?
- ‎შარში ვარ მგონი. - ჩუმად უპასუხა ლინდამ.
- ‎იდექი მანდ, მოვქრივარ ! - გაისმა ლიზის სერიოზული ხმა. - ჰო, ისა და, სად ხარ ? - ლინდას გაეცინა და უპასუხა.
- ‎სახლში ვარ, სახლში. მოდი.

ნახევარი საათის შემდეგ ლინდას ბინა ლიზის კივილმა გააყრუა.
- შენ და ოთო ?! - წინ და უკან დადიოდა ლიზი, თან მანდარინებს ეტანებოდა. იმდენი შეჭამა, რომ მაგიდაზე მანდარინების კანისგან ლინდა სასახლეს აშენებდა. არ მკითხოთ როგორ, არც მე ვიცი.
- ‎ჰო.
- ‎მოიცა რა გამოდის, შენ და ოთო მართლა იწექით ერთად ? - პირდაღებული უყურებდა დაქალს ლიზი.
- ‎ჰი ლიზი, ჰო. რატომ მამეორებინებ. - ღიმილად იხატებოდნენ ლინდას სახეზე სისხლისფერი ტუჩები.
- ‎ეს ტუჩიც მან გაგიხეთქა ?
- ‎რა ტუჩი ? - გაუკვირდა ლინდას. სწრაფად ადგა და საძინებელში შევიდა. სარკეში ჩაიხედა და ხელი შუბლზე მიირტყა. - მოკვდი, ნემსაძე. - ჩაიბუტბუტა და მისაღებში დაბრუნდა. ახლა მიხვდა საიდან იღებდა სათავეს სისხლის გემო.
- ‎და ნატა რა შუაშია ? თუ ისე ? - ჰკითხა ლიზიმ და ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალები მიაპყრო მეგობარს.
- ‎ სახლში შემოსვლას რომ ვაპირებდი გამაჩერა და ოთოს შეეშვიო. - მხრები აიჩეჩა ფხაკაძემ.
- ‎სახლამდე მოგყვა ? გაად, ეგ გიჟია გოგო, ლამის ოფიციალურად. აფანატებს ოთოზე, არადა ჩვეულებრივ ცხოვრებაში ძაან მაგარი გოგოა. - დანანებით ჩაილაპარაკა ლიზიმ.
- ‎რა პონტშია გიჟი ?
- ‎ხმები დადის, რომ ოთოს ერთი გოგო ევასებოდა მაგრად, ამან კიდე ავარია მოუწყო და ის გოგო წელს ქვევით მოწყვეტილი დარჩა. - ჩურჩულით უთხრა ლიზიმ მას.
- ‎მაგრამ ეგ ხომ დამტკიცებული არაა ? - ლინდამ თვითონაც შეამჩნია, რომ ხმა გაუტყდა.
- ‎ოფიციალურად არა, მაგრამ ფული აქვს და მიჩქმალავდა მარტივად.
- ‎რა სისულელეა, დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს. - აღმოხდა ლინდას. არ სურდა ამის დაჯერება.
- ‎მე კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ ეგ იყო. - დასკვნა დადო ნატროშვილმა.
- ‎მე არ მჯერა. - თავისთვის ჩაილაპარაკა ფხაკაძემ.

...
შავი შარვალი და ნაცრისფერი, ფართო ზედატანი მოირგო, კედები ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.
უჩვეულოდ ფრთხილობდა. მიხვდა, რომ რეალურად ლიზის ნათქვამმა მასში შიშის გრძნობა აღძრა. თვალებს აქეთ-იქით იქეთ აცეცებდა და ყველგან საფრთხე ელანდებოდა.
სუნთქვა აუჩქარდა და გული საგულეს არ ჰქონდა.
და ტროტუარზე გაჩერდა. ღრმად ჩაისუნთქა და საკუთარ თავს უთხრა.
"შენ თვითონ ჰომ თქვი, რომ არ გჯერა ? რაღას იწვალებ თავს ამ შიშებით. ნუ ხარ ასეთი მშიშარა ლინდა, სასაცილოდაც არ მყოფნის რა დღეში ხარ."
როგორც კი შინაგანმა ლინდამ ეს სიტყვები უთხრა იგი დამშვიდდა. მოეშვა და შუქნიშანზეც მწვანე აინთო. უდარდელად გადადიოდა გზაზე, რომ გზის მოპირდაპირე მხარეს ნაცნობი სილუეტი დაინახა. ნაცნობი თვალები, მზერა, დაძარღვული ხელები. ახსოვდა, რომ სიცივეშიც კი ვერ იტანდა, როცა იდაყვს ქვემოთ რამე ქსოვილი ედებოდა, ამიტომ სვიტრები სულ აკაპიწებული ჰქონდა და ლინდა ეგრე მიაკერებდა მიაკერებდა ხოლმე.
უდიერად იყო ჩაცმული, უღიმღამოდ. სახეც თითქოს გაქვავებული, ზუსტად ისეთი ჰქონდა, როგორც მათი ბოლო შეხვედრისას. დაღდასმული თითქოს, გულისამრევი, სევდიანი და შემძვრელი.
ჰო, შემძვრელი. ერთადერთი წამით გადაიკვეთა მათი მზერა და ამ წამმა სულიერად შეძრა ლინდა. მაგრამ ქალის კივილმა გამოაფხიზლა იგი.
- ფრთხილად ! - და ლინდამ სულ ახლოს დაინახა შავი მანქანა, რომელიც როგორც მოახერხა დანახვა, მოძრაობდა მისი მიმართულებით.
არათუ გვერდის აქცევა, გონზე მოსვლა და სიტუაციის გაანალიზება ვერ მოასწრო და მანქანამ ჩაიქროლა ზუსტად იმ ადგილას, სადაც იდგა ლინდა.
და სად იყო ამ დროს ლინდა ? მას ეგონა, რომ მანქანის ბორბლებში გორავდა, რადგან მკლავები ძალიან სტკიოდა. სუნთქვა ეკვროდა და ვერ მოძრაობდა.
თვალი გაახილა და ლურჯი ცა დაინახა. შემდეგ ცხელი სუნთქვა იგრძნო კისერში და ჟრუანტელმა დაუარა. ამოძრავება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. მკლავები ჯერ კიდევ სტკიოდა და რაც უფრო მეტი წამი გადიოდა მით მეტად უჭერდა ოთო მას ხელს.
ბიჭს მთელი სხეული სასწაულად დაძაბული ჰქონდა, ლინდა კი მხოლოდ მის ხარჯზე იკავებდა თავს, რომ არ დაცემულიყო. მის სხეულში გამოყოფილიმა ადრენალინმა სულ რამდენიმე წამში გამოფიტა იგი.
- ოთო... ქუჩაში ვართ... - ძლივს მოიკრიბა დარჩენილი ძალები ამის სათქმელად.
ბიჭმა ოდნავ შეუშვა ხელები, ფრთხილად მოსცილდა რამდენიმე სანტიმეტრით და თვალებში ჩახედა. თვალები იმდენად ჩამუქებოდნენ, რომ ლინდამ წამით იმაზე დიდი შიში იგრძნო, ვიდრე ავარიის საშიშროებისგან.
- წამოდი. - ცივად უთხრა ბიჭმა და ხელი ჩასჭიდა ლინდას. სწრაფად მიდიოდა და ცდილობდა გადასასვლელებისთვის გვერდი აექცია.
ბოლოს ზუსტად იმ გალერეასთან შეჩერდა საითკენაც იდეაში მიემართებოდა ლინდა. ჯერ არ იყო ღია, ხუთისთვის იღებოდა, ამიტომ მოშორებით დადგნენ.
- გზაზე გადასვლა არ გასწავლეს ? - ძლივს იკავებდა თავს ოთო, რომ არ აღრიალებულიყო.
- ‎ნუ მიყვირი ! - უკან დაიხია ლინდამ.
- ‎დაბრმავდი გოგო ? რომ გაეტანე სად მიდიოდი ?! მიპასუხე ! აჰ, ჩვენ ჰო კრეატიულები ვართ და სიკვდილის ორიგინალურ ხერხებს ვეძებთ, არა ?! - ცინიზმი ჩართო ოთომ, ლინდას კი გული შეეკუმშა და გაახსენდა. რა გაახსენდა ? არ სურს ამაზე ფიქრი.
- ‎არ მინდოდა... - ამოიხავლა.
- ‎ბატონო ?! - ჩაეკითხა ოთო.
- ‎არ მინდოდა სიკვდილი. - ხმამაღლა უპასუხა ლინდამ.
- ‎ჰო, არა ? არა, როგორ გეკადრება, ეს მე ვიდექი იდიოტივით შუა ქუჩაში და ველოდებოდი როდის მგლეჯდა მანქანა. - აგრძელებდა ცინიკურად საუბარს ოთო და ლინდა საპასუხოდ ძალიან ითრგუნებოდა, ბრაზობდა.
- ‎შემეშინდა. - მაინც მშვიდად უპასუხა.
- ‎ჰა ?
- ‎შემეშინდა, რომ დამარტყამდა და შიშისგან გავქვავდი. ბუნებრივი რეაქციაა. - თავი ჩაღუნა ლინდამ დამნაშავესავით, არადა ვერ ხვდებოდა რა დააშავა. ოთო კი საშინლად ბრაზობდა, ნერვები ეშლებოდა, ლინდა ამასაც ვერ უძებნიდა მიზეზს.
- ‎კარგი პატარა, ზედმეტი მომივიდა. - უცებ ჩაცხრა ოთო. ლინდას მიუახლოვდა და ჩაღუნული თავი მოღუნული საჩვენებელი თითით მაღლა ააწევინა. თვალებში ჩახედა და შეამჩნია, რომ ცრემლის თხელ, პრიალა პლევრას დაეფარა ლინდას თვალები. წარბი შეკრა და ლინდას ხელი წელზე შეუცურა, ახლოს მიიზიდა და ფრთხილად დაეწაფა მის ბაგეს. ძალიან ნაზად და ჰაეროვნად აკოცა. მეორე ხელი მხრებზე მოხვია და ყურთა ჩურჩულით ჰკითხა. - ახლა როგორ ხარ, ჰომ არ გაგკრა იმ ნაბიჭვარმა ? - ლინდამ უარის ნიშნად თავი გააქნია და თავისი ხელები ოთოს ზურგზე შეკრა. ბიჭმა გაიღიმა და ცხვირი თმებში ჩაურგო, ღრმად შეისუნთქა და ჩაიდუდუნა. - საოცარი არომატი გაქვს.
- ‎სულ მე მინდა ხოლმე ეგ გითხრა და მასწრებ. - გაბუტული ხმით ჩაილაპარაკა ლინდამ.
- ‎რომ საოცარი არომატი მაქვს ? - გაეცინა ოთოს.
- ‎დიახ !
- ‎უცნაურია, ამ დილით შხაპი მივიღე როგორც მახსოვს. - სიცილით უპასუხა ბიჭმა და მუჯლუგუნი მიიღო საპასუხოდ ლინდასგან.
- ‎წავიდეთ. - თქვა ლინდამ, როცა შეამჩნია, რომ გალერეაში ხალხი შედიოდა.

ბევრი იხეტიალეს, ათასნაირ ნახატს წააწყდნენ, ბევრიც იხუმრეს და იცინეს. მაგრამ ნახატების ერთი სერია განსაკუთრებით მოეწონათ.
პირველ ნახატზე იყო გამოსახული გოგონა, რომელიც ფუნჯით ხელში შესცქეროდა ცარიელ მოლბერტს, მუზა კი არადა არ მოდიოდა.
მეორე ნახატზე იგივე გოგო იჯდა ზღვის პირას და კენჭებს ისვრიდა ზღვაში. შემდეგ თავისი სულის მეგობარს შეხვდა. ბოლოს კი გოგონა თავისუფლად იწყებდა ხატვას.
სულ ოთხი ნახატი შედიოდა ამ სერიაში.
- შენ ხატავ ? - ჰკითხა ოთომ ლინდას და ფინჯანიდან ყავა მოსვა.
- ‎ოდესღაც ვხატავდი. - უპასუხა ჩაფიქრებულმა.
- ‎ახლა რატომ არა ?
- ‎ახლა უბრალოდ არ მინდა.
- ‎რამ მოგიკლა სურვილი ?
- ‎არ მინდა მაგაზე... - ყელში ბურთი მოადგა ლინდას და ეს ოთომაც შეამჩნია. ცოტა აკლდა ატირებამდე და ამას მისი თვალები გასცემდნენ. საშინლად ჩაწითლდნენ და იმდენად დიდ სევდას ასხივებდნენ, რომ ოთოს ძალიან გაუჭირდა იმ კითხვის დასმა, რაც დასვა.
- ‎ლი...
- ‎ჰო ? - აკანკალებული ხმით უპასუხა.
- ‎რატომ გინდოდა სუი'ციდის ჩადენა?
ლინდას თითქოს მეხი დაეცაო მთელი სხეულით აცახცახდა, თვალის გუგები შეუვიწროვდა და სუნთქვა შეეკრა. ხელები ჯვარედინად მოიჭირა მკლავებზე და თავი ჩაღუნა. მთელი მისი შეგრძნებები კონცენტრირებულნი იყვნენ მის წარსულზე, იმ მიზეზზე, რის გამოც თვითმკვლელობა ისურვა ისეთმა სიცოცხლით აღსავსე გოგომ, როგორიც ლინდაა. ის წამიერად გადაკვეთილი მზერა ახსენდებოდა გადასასვლზე, ის გაქვავებული სახე და ის წყეული დღე მის ცხოვრებაში...
ოთო, რა თქმა უნდა, ფიქრობდა, რომ რაღაც ძალიან სერიოზული იყო, მაგრამ ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ელოდა.
უცებ წამოხტა ფეხზე და ლინდას მივარდა. ხელები სახეზე შემოაჭდო და თვალებში ჩახედა.
- ლინდა ! ჰეი, ლინდა ! დამშვიდდი, კარგადაა ყველაფერი, ყველაფერი კარგადაა გესმის?! იცოდე, მეც ჩავვარდები ახლა ისტერიკაში და ჩემი დამშვიდება შენ მოგიწევს ! - თითქოსდა ხუმრობაში სურდა გაეტარებინა სიტუაცია, მაგრამ არ გამოუვიდა.
რა ჯანდაბა ქნას, რომ ლინდა დაამშვიდოს ?
- სიტყვებით დამშვიდებაში ჩვეულებრივი იდიოტი ვარ. - ამოიბურდღუნა ოთომ და გოგოს მოეხვია. კისერში ჩაურგო თავი და ფრთხილად ჰკოცნიდა. რაღაცას გაურკვევლად ბუტბუტებდა და ზურგსა და თავზე ეფერებოდა.
დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში ისხდნენ ასე, არც ერთს არ ამოუღია ხმა. ამ დროის განმავლობაში ლინდა ოთოს სუნთქვამ და სურნელმა გააბრუა. თვალები მილულა და თავს უფლება მისცა ბოლომდე დაყრდნობოდა ოთოს.
- ჰეი, პატარა, ცუდად ხარ ? - შეშფოთებული ხმით ჰკითხა ბიჭმა.
- ‎საოცარი არომატი გაქვს. - ჩაიჩურჩულა. და იგრძნო როგორ მოეშვა ოთოს მხრები. ბიჭმა გაიღიმა და უთხრა.
- ‎რა ეშმაკი ხარ, ძვირფასო.
- ‎სწრაფად ვითვისებ. - გაეცინა ლინდას.
- ‎შენ რა ადამიანი ხარ ლინდა ?
- ‎რას გულისხმობ ?
- ‎წაშლილი იყავი ცოტა ხნის წინ, ახლა კიდევ ვითომც არაფერი იცინი. - თმა ყურს უკან გადაუწია.
- ‎წავიდეთ. - თქვა ლინდამ და ოთოს ხელი ჩასჭიდა.
....
- სახლში არ მიმიპატიჟებ ? - ჰკითხა ოთომ კარში მდგარ ლინდას.
- ‎დღევანდელი არ გეყო, შე მხეცო ? - წარბი ასწია გოგომ.
- ‎ჯანიანი ბიჭი ვარ, კიდევ შემიძლია. - უთხრა და ნაბიჯი გადადგა მისკენ.
- ‎შენგან განსხვავებით მე სექს მანქანა ნამდვილად არ ვარ.
- ‎და მერე ვინ თქვა, რომ მხოლოდ სექსი მინდა შენგან ?- ჰკითხა ოთომ და მეორე ნაბიჯი გადადგა მისი მიმართულებით. ლინდამ უკან დაიხია. მაგრამ ოთომ სწრაფად მოიგდო მხარზე და კარიც მიხურა.

რაღაც იდიოტურ ფილმს უყურებდნენ ღამის ორამდე.
იკითხავთ როგორ გაწელეს შვიდზე მისულებმა ერთი ფილმი ორამდე ? ლინდას აინტერესებდა, ოთოს კი არა. ათასჯერ მოუწიათ ფილმის შეჩერება ოთოს მოფერების გამო. სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ვერ ძღებოდა ლინდათი.
- ოთო, მეძინება. - ძლივს ლაპარაკობდა ლინდა. მართლა ძალიან ეძინებოდა.
- ‎ რა ძილისგუდა ხარ. კარგი, წამოდი დავწვეთ. - თქვა და ბავშვივით ხელში აიყვანა. ჩააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა.
- რას აკეთებ, ოთო ?
- ‎გიყურებ და გეფერები.
- ‎რატომ ?
- ‎რა კითხვებით მოძრაობ ? - გაღიზიანდა ბიჭი.
- ‎და არ მაქვს უფლება ? - უკვე ძილბურანში იყო.
- ‎როგორ არა, მაგრამ მთელ რომანტიკას სპობ.
- ‎რა რომანტიკული ხარ...
- ‎მეტი რომ არ შეიძლება.
- ‎გველო.
- ‎მეც მიყვარხარ, პატარა. - ჩურჩულით უპასუხა რეპლიკაზე და შუბლზე აკოცა.
- ‎მწუხარების მონაწილე ვარ. - ბოლო სიტყვები ამოიბურდღუნა ლინდამ და ოთოს მკერდს მიეკრო.
მთელი ღამე არ სძინებია ბიჭს, ფხაკაძეს კი ასე ტკბილად და უკოშმაროდ ბოლო წელიწადია არ უძინია.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი მარიკუნაა♥️

მიყვარხარო?!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№2  offline მოდერი MoonLady

მარიკუნაა♥️
მიყვარხარო?!

რატომაც არა ? :დ

 



№3 სტუმარი Mee

ვაუმე ტკბილებიი ველიდები შემდეგსს გულითტტ

 



№4  offline მოდერი MoonLady

ნონორე
Lady...:)rogor gazrgdilxar

ნონო... როგორ მიხარიხარ... მომენატრე ❤️

Mee
ვაუმე ტკბილებიი ველიდები შემდეგსს გულითტტ

❤️ მადლობა, რომ ელი❤️

 



№5  offline წევრი მარიკუნაა♥️

MoonLady
მარიკუნაა♥️
მიყვარხარო?!

რატომაც არა ? :დ

ხოდა, ზუსტადაც, რომ კი,
აი ეგ!
:)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

კაიი იყოო ნამდვილად ..
საინტერესოაა რა მოხდაააა ლინდას ცხოვრებაშიი..

 



№7  offline მოდერი MoonLady

ნარჩიტა
კაიი იყოო ნამდვილად ..
საინტერესოაა რა მოხდაააა ლინდას ცხოვრებაშიი..

ეჰ, ლინდაჩკა დავტანჯე :დდ

 



№8  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიან კარგი ისტორია ჩანს და საინტერესოოც <3 ყველაზე მეტად ლინდას წარსული მაინტერესებს დაა ოთო უკვე მიყვარს :დდ წარმატებებიი

 



№9  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ნატას მარაზმს საზღვარი არ ააქვს ;)
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№10  offline წევრი barbarebibileishvilii

არვიცი კიდე გეუბნები საიცრება ხარ მართლა მშვენივრად აგრძელებ და უფრო და უფრო საინტერესოს ხდი
ესე გააგრძრლე და მალმალე დადე თავები მაგარი გოგო ხარ მართლა
❣️

 



№11  offline მოდერი MoonLady

ტკბილიწიწაკა
ძალიან კარგი ისტორია ჩანს და საინტერესოოც <3 ყველაზე მეტად ლინდას წარსული მაინტერესებს დაა ოთო უკვე მიყვარს :დდ წარმატებებიი

ზედმეტად არ შეგიყვარდეს :დდ ❤️

ლუნი.
ნატას მარაზმს საზღვარი არ ააქვს ;)

რაღაც პლანში მისი გაგებაც შეიძლება, თუ ფანატიზმის არსი გესმის.

barbarebibileishvilii
არვიცი კიდე გეუბნები საიცრება ხარ მართლა მშვენივრად აგრძელებ და უფრო და უფრო საინტერესოს ხდი
ესე გააგრძრლე და მალმალე დადე თავები მაგარი გოგო ხარ მართლა
❣️

მაქსიმალურად ვცდილობ მუზას მოვტაცო რაც შეიძლება მეტი სიტყვები და რაც შეიძლება სწრაფად :დ მადლობა ❤️

 



№12 სტუმარი მარი. ელ❤

აუ არვიცი რა გითხრა საოცარი ისტორიაა ლინდას წარსული ძალიან მაინტერესებს:) ნატასნაირ ხალხს ვერ ვიტან ძალით რო ეტენებიან მათ სამიზნეებს ეგ უკვე ავადმყოფობაა დანაშაულზეც რო მიდიხარ თან იმისთვის ვისაც კიდიხაარ???? დანარჩენზე რა გითხრა ოთო და ლინდა მაგრები არიაან და შეენც თავისთავაად❤

 



№13  offline მოდერი MoonLady

მარი. ელ❤
აუ არვიცი რა გითხრა საოცარი ისტორიაა ლინდას წარსული ძალიან მაინტერესებს:) ნატასნაირ ხალხს ვერ ვიტან ძალით რო ეტენებიან მათ სამიზნეებს ეგ უკვე ავადმყოფობაა დანაშაულზეც რო მიდიხარ თან იმისთვის ვისაც კიდიხაარ???? დანარჩენზე რა გითხრა ოთო და ლინდა მაგრები არიაან და შეენც თავისთავაად❤

იდეაში ნატა მაგარი გოგოა, ერთადერთი ნაკლით, რაც უკვე აღვნიშნე :დ უღრმესი მადლობა ❤️

 



№14  offline მოდერი ენემი

ვაუ ძალიან კარგი იყო, მაგრამ ნატა მოაშორე რა smirk

 



№15  offline მოდერი MoonLady

ენემი
ვაუ ძალიან კარგი იყო, მაგრამ ნატა მოაშორე რა smirk

ადრეა მაგის მოშორება ჯერ :დ

 



№16  offline წევრი Laliashvili009

Rogori gansxvavebuli da sainteresoaa ❤❤

 



№17  offline მოდერი MoonLady

Laliashvili009
Rogori gansxvavebuli da sainteresoaa ❤❤

უღრმესი მადლობა *-*

 



№18 სტუმარი Natia

Auumale dade radzaan magaria

 



№19  offline მოდერი MoonLady

Natia
Auumale dade radzaan magaria

ვეცდები დღეს დავდო ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent