შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების წესი (თავი 3)


8-01-2018, 19:33
ავტორი ლიდია
ნანახია 740

ჩემი ცხოვრების წესი (თავი 3)

მარიამმა ამ კოცნის გააზრებაც ვერ მოასწრო, ისე სწრაფად მოშორდა გაბრიელი მას და მისაღებ ოთახში დაბრუნდა.
-ჩაი აღარ მოგაქვს მარიამო?
ჰკითხა ჯერ კიდევ ერთ ადგილას გაქვავებულ მარიამს.
მარიამისთვის ეს ნამდვილად არ ყოფილა პირველი კოცნა, მაგრამ პირველს ათასჯერ ჯობდა, ისე აუჩქარა გული თავადაც გაუკვირდა. ნუთუ ბავშვობის გატაცებამ შეახსენა თავი?
გაბრიელს თავისი თავის გასულელების უფლებას აღარ მისცემდა.
გამოფხიზლდა, ჩაი გაამზადა და გაბრიელს გაუტანა. მხოლოდ გაწითლებული ტუჩები იუწყებოდა იმაზე, რომ ცოტა ხნის წინ ვიღაცას აკოცა. თავად ისე იქცეოდა ვითომც არაფერი მომხდარიყოს, რაც მარიამს უფრო აცოფებდა.
გაბრიელისგან მოშორებით დაჯდა და ყავა ერთი გადაკვრით დალია. სიგარეტის მოწევა მოუნდა, მხოლოდ ერთხელ ჰქონდა გასინჯული. არ იცის ეს აზრი რამ გაუელვა, საკუთარ თავზეც კი გაბრაზდა.
მარიამი ხომ ვერ იტანდა მწეველებს!
-აქ ჩაის დასალევად მოხვედი? - ჰკითხა ბიჭს.
-სასმელი შენ შემომთავაზე, მე კი უბრალოდ შენს სანახავად მოვედი.
მარიამს ჩაეცინა, რაზეც გაბრიელმა კითხვისნიშნიანი მზერა სტყორცნა.
-რა გინდა ჩემგან? რას ითხოვ?
-ვთქვი რამე მინდათქო? -ისევ გაიკვირვა ბიჭმა.
-მაგრამ ის კოცნა...
-ის კოცნა უბრალო არ იყო. აღიარე, რომ მოგეწონა!
-მე...
მარიამი სულ წამოწითლდა. გაბრიელმა გულწრფელად გაიღიმა და საათს დახედა.
-ინსულინის გაკეთების დროა.. კაი წავედი მე, აღარ შეგაწუხებ. ხვალამდე.
უთხრა გოგონას და სახლი დატოვა.
მარიამი ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს.სახე ხელებში ჩარგო და კიდევ ბევრი იფიქრა, მაგრამ მიხვდა რომ ფიქრით ვერაფერს გააწყობდა და სახლის დალაგებას შეუდგა.
საფუძვლიანად დაასუფთავა თითოეული კუთხე-კუნჭული და შემდეგ თავის ნამოქმედარს კმაყოფილი მზერა მოავლო.
ნინის დაურეკა, რომ გადმოსულიყო და ყავა დაელიათ.
ნინი რის ნინი იქნებოდა უარი რომ ეთქვა.
მალევე მოვიდა და გოგონები სამზარეულოში წავიდნენ. ყავა გაიკეთეს და კრუასანს შეექცნენ.
-აბა? - ჰკითხა ნინიმ მარიამს.
-რა აბა?
-გაბრიელი როგორ არის?
მარიამმა ამოიხვნეშა.
-მე საიდან უნდა ვიცოდე როგორ არის გაბრიელი?
-მარიამ!! 22 წელია გიცნობ! ცოტა გგონია? პატარაობიდანვე ჩავდაქალდით და შენი აზრით ვერ მივხვდებოდი? აღიარე, რომ გაბრიელი ისევ მოგწონს!!
-რა სისულელეა! არ მომწონს! ის ხომ ისევ ისეთი მექალთანეა... ისიც გულს მატკენს.
-შენამდე ქალები ეყოლებოდა რათქმაუნდა, აბა რა ექნა? ახლა შენ გიპოვა და მიხვდა რომ შენ ხარ ის ერთადერთი. ხოდა გავიგე, რომ ყველა ქალს შეეშვა შენს გარდა.
-რაა? საიდან გაიგე?
-ჯერ კიდევ ვერ გამიცანი?? დააოოო მე რას ვერ გავიგეებ!! - ბოროტულად გადაიხარხარა ნინიმ. მარიამიც აიყოლია..
კიდევ დიდხანს ისაუბრეს გოგონებმა, მაგრამ გაბრიელის თემას აღარ შეხებიან.
ნინის წასვლის შემდეგ, გოგონამ ძილი გადაწყვიტა. გადატვირთული დღე ჰქონდა.
ლოგინში ჩაწვა და ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა.გაბრიელის ნომერი იყო:
“ტკბილი ძილი მარიამო. ვგონებ სიზმრებშიც არ მომასვენებს შენზე ფიქრები”.
მარიამმა ტექსტი ათასჯერ მაინც გადაიკითხა და გაეღიმა. ტელეფონი გულში ჩაიკრა.
“მარიამო”...
მოეწონა როგორც გაბრიელი ეძახდა.
მარიამო... მარიამო...
გონებაში ჯერ კიდევ ტექსტს ჩაჰკირკიტებდა და ტუჩებზე იტარებდა თითებს, რომლებიც ჯერ კიდევ უხურდა...
ვერც კი მიხვდა ისე ჩაეძინა, მეტად ცუდი კოშმარი ნახა..: “მარიამი ტბის პირას იდგა და წყალს გადაჰყურებდა. წყალში ხელი ჩაყო, სულ შაქრიანი იყო..
მთელი ტბა დაშაქრული იყო, გაბრიელი კი ტივტივა ნავით ამ ტბის შუაგულში ცურავდა და მარიამს ეძახდა:
-მარიამო... მარიამო...
მარიამი კი ადგილიდან ვერ იძროდა. იდგა გაქვავებული და შეჰყურებდა ნავს, რომელიც იძირებოდა შაქრიან წყალში და გაბრიელიც თან მიჰყავდა.”
კივილით გამოიღვიძა. სულ გაოფლილი იყო...
წამოდგა და სააბაზანოში თავი მოიწესრიგა, მაგრამ ჯერ კიდევ ცუდად გრძნობდა თავს...
ტირილი მოუნდა..
ტკივილი იგრძნო თავში და რამდენიმე წამალიც დალია.
მაინც ვერ ისვენებდა.
ტელეფონი აიღო და დიდი ყოყმანის შემდეგ. დილის ოთხ საათზე გაბრიელს დაურეკა. ბიჭმა სამი ზარის შემდეგ უპასუხა, ძილისგან დაბოხებული ხმით:
-მარიამო? კარგად ხარ?
-მე.. მე კარგად ვარ.. - მარიამი ატირდა.
-რა ხდება? რა გატირებს?
-შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
-ხუთ წუთში მანდ ვარ... დამელოდე!
გაბრიელი მართლად მალე მოვიდა. გოგონა გულში ჩაიკრა და თმებზე დაიწყო ფერება. მარიამი ტიროდა და უფრო და უფრო ეკვროდა გაბრიელის მამაკაცურ მკლავებს.
კაი ხანი იდგნენ დერეფანში ჩახუტებულები, შემდეგ ტახტზე დასხდნენ.
-ნუ ტირი გთხოვ.. ძალიან ვიბნევი..
-ბო..ბოდიში..
-ბოდიშს ნუ მიხდი, აბა მითხარი რა მოხდა?
-ცუდი სიზმარი ვნახე..
-შეგეშინდა და მაგიტომ დამირეკე? - გაეღიმა გაბრიელს.
-ისეთი სიზმარი ვნახე, რომ მეგონა ცუდად იყავი.. - თქვა მარიამმა ამჯერად მშვიდი ხმით და როცა გააცნობიერა,რომ გაბრიელს მთელი სხეულით ეკვროდა, გაწითლდა და მას მოშორდა.
-მე მნახე სიზმარში?
-აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი...
-კარგი.. მოდი ჩემთან.
მარიამმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
-კარგი რა, რატომ ბავშვობ? აი ხომ ხედავ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, შენ გამო დილის ოთხ საათზე წამოვხტი. ამით რამეს მაინც უნდა მიმხვდარიყავი.. ნუ გრცხვენია რა! მოდი დავიძინოთ, კარგი?
მარიამმა თავი დაუქნია. გაბრიელი საწოლზე დაწვა და მარიამის ხელით ანიშნა გვერდზე მიწოლილიყო.
ასე ჩაეძინათ, გოგონას თავი ბიჭის მკერდზე ედო და მის სუნთქვას უგდებდა ყურს, ხოლო ბიჭი თავის თითებს მარიამისაში ხლართავდა...
დილით გოგონას გაბრიელი აღარ დახვდა. გუშინდელის გახსენებაზე სირცხვილისგან დაიწვა,მაგრამ თავი ხელში აიყვანა და გაიფიქრა: “ჩვენ უბრალოდ გვეძინა”.
საკუთარ თავთანაც არ აღიარებდა, რომ გაბრიელი მოსწონდა, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო.
გაბრიელი კი გოგოს მიმართ უბრალო მოწონებაზე მეტს გრძნობდა, თითქოს ისე შეეჩვია მის გარეშე ვეღარ სუნთქავსო.
მარიამს მესიჯი დახვდა: “სამსახურში მაგვიანდებოდა, არ ინერვიულო, კარგად ვარ. რამე თუ დაგჭირდება დამირეკე, მარიამო...”
გოგონას კვლავ გაეღიმა. უპასუხა: “დიდი მადლობა გაბრიელ, გუშინდელისთვის და ბოდიში”.
ბიჭმა პასუხი არ დააყოვნა: “სალაპარაკო მაქვს, შეგიძლია საღამოს, შვიდზე გაემზადო? გამოგივლი და გავიაროთ სადმე”
“კარგი”.
საღამოსთვის მარიამი მეტად ლამაზად გამოიყურებოდა.
გაბრიელმაც მოაკითხა და კომპლიმენტიც უთხრა, რაზეც გოგონა გაწითლდა და სახე მოსაცმელში ჩამალა, ხოლო გაბრიელს გაეცინა.
მყუდრო კაფეში დასხდნენ.
-რას შეუკვეთავ მარიამო?
-არაფერს, გმადლობ..
გაბრიელმა ჩაი შეუკვეთა.
-რა უნდა გეთქვა? - ნერვიულობა დაიწყო მარიამმა.
-იცი, მე.. მე მივდივარ..


______________
დავბრუნდი ახალი თავით ^_^ მეტად ავხლართავ რაღაცებს და მზად იყავით
რას იტყვითскачать dle 11.3




№1 სტუმარი მარი. ელ❤

როგორც ახლართავ იმედია მალევე გახსნიი:დდ ძალიან მომწონს და არ გააუფერულოო :) გაბრიელი და მარიამი კი საყვარლები არიაან პ.ს შენც რათქმაუნდა❤ ყოჩააღ❤

 



№2  offline წევრი ლიდია

მარი. ელ❤
როგორც ახლართავ იმედია მალევე გახსნიი:დდ ძალიან მომწონს და არ გააუფერულოო :) გაბრიელი და მარიამი კი საყვარლები არიაან პ.ს შენც რათქმაუნდა❤ ყოჩააღ❤

არ გავაუფერულებ რათქმაუნდა ❤️❤️ მთლად ჰეფი ენდს ვერ შეგპირდებით მაგრამ ყველაფერია მოსალოდნელი ????❤️ დიდი მადლობა

 



№3  offline წევრი მოცინარი

გააგრძელე გთხოვ <3

 



№4  offline წევრი ლიდია

მოცინარი
გააგრძელე გთხოვ <3

წერის პროცესშიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent