შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Family Portrait ანუ ჩემი საყვარელი მტერი (მეექვსე თავი)


8-01-2018, 21:26
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 578

Family Portrait ანუ ჩემი საყვარელი მტერი (მეექვსე თავი)

ფრანკო წინასწარ აფრთხილებდა საკუთარ თავს, რომ გადაღებისას სიცილი არ წასკდომოდა, როდესაც კულინარიულ ორთაბრძოლაში ქრისტიანოსა და ინას დააწყვილებდნენ, თუმცა სრულიად მოულოდნელად, ინე დაინახა. ინესაც მსგავსი გაოგნებული მზერა ჰქონდა, როგორც თავად ფრანკოს.
- შენ აქ რა გინდა? - ჰკითხა ქალმა. - ან შენ რა გინდა? - ჰკითხა ქრისტიანოსაც და საბოლოოდ, როცა ინაც მოხვდა თვალში, განმგმირავი ოხვრა აღმოხდა - ან ეს ჯოჯოხეთის მაშხალა რას აკეთებს აქ?
- ახლა ინფაქტი დამარტყავს, ზედმეტად ახალგაზრდა და ლამაზი ვარ სიკვდილისთვის - შუბლზე ხელი მიიდო შეწუხებულმა ინამ.
- ინე და ფრანკო ერთ გუნდში იქნებიან, ქრისტიანო და ინა ერთ გუნდში. სულ სამი რაუნდი იქნება და მეოთხე კვირას გამარჯვებულს გამოვავლენთ, რომელიც ამ რესტორნის ვიაიპ სერვისით ისარგებლებს უფასოდ.
- თორე ფასიანით ცუდად ვსარგებლობდი - ჩაიჩურჩულა ინამ და თვალები გადაატრიალა.
- სამზარეულოს ყველა თაროზე გექნებათ ინგრედიენტები და მთლიანად თქვენზე იქნება დამოკიდებული ყველა საკვები. - უხსნიდა პროდიუსერი.
- მმ, გასაგებია - ბურტყუნებდა ინა თავისთვის და კიტრის მარინადს ახრამუნებდა.
- ამან მოკეტოს, მისონოფობია მჭირს! - ინასკენ გაიშვირა თითი ინემ.
- მისონოფობია რა არის? - ჰკითხა ფრანკომ.
- ჭამის ხმაზე ღიზიანდება - აუხსნა ინამ და ახლა პირდაღებულ ხრამუნს შეუდგა.
ქრისტიანოს სულელივით ეცინებოდა. ინას მიშტერებოდა ამ მომცინარი სახით და ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა თავსაფარსა და წინსაფარში, უმაკიაჟოდ, იმაზე ლამაზი ყოფილიყო, ვიდრე ნებისმიერი ქალი დედამიწაზე.
- რატო მომაჩერდით? - ჰკითხა ინამ. არადა, ქრისტიანო მის ზურგსუკან იდგა.
- რა ვქენი?
- რა ქენით და მომაჩერდით. თან ზუსტად კისერთან. როდესაც მიყურებენ, ის ადგილი მეწვის ხოლმე, სადაც მიყურებენ და ბეწვზე ხართ გადარჩენილი, სხეულის სხვა ნაწილი რომ არ ამეწვა.
- უკანაც თვალები აქვს - ჩაიბურტყუნა ქრისტიანომ და ინგრედიენტებს დახედა.
- სხვადასხვა სამზარეულოებში უნდა გადანაწილდეთ - აუხსნა წამყვანმა. - ვაა, ინე, როგორ მიხარია რომ დათანხმდი. - ინეს შეხედა სტელამ ღიმილით.
- არც მივიღებდი მონაწილეობას წინასწარ რომ მცოდნოდა ვინც დამხვდებოდა. - დაიჯუჯღუნა ქალმა და ქრისტიანოს შეხედა - რა გენაღვლება, ამ გადაცემის შემდეგ, რა ბოროტებაც არ უნდა ჩაიდინო, მაინც სამოთხეში მოხვდები.
- რატომ მოვხვდები სამოთხეში? - ჰკითხა ქრისტიანომ სიცილით.
- იმიტომ, რომ ჩემთან ხარ წყვილში - ირონიულად გაუღიმა ინამ. - წავედით სხვა სამზარეულოში თორემ, აღარ მინდა ამის ყურება. არც შენი მინდა, მაგრამ რა გაეწყობა.
- წარმატებები - მიაძახა ფრანკომ სიცილით და ინეს შეხედა. ქალს აშკარად არ ეცინებოდა.
- რას იკრიჭები? - ჰკითხა ინემ.
- სამზარეულოში ყოველთვის მომცინარი და ბედნიერი ვარ.
- მომცინარო და ბედნიერო! იცოდე, ინას თუ არ ვაჯობებთ, შემომაკვდები. - დაემუქრა ინე.
- ეგ შენზეა დამოკიდებული. რაღაც სისულელეებს თუ არ აურევ ერთმანეთში, მაშინ ვაჯობებთ.
- შენ თუ ეგრე არ იცინებ, მაშინ სისულელეებს არ ავურევ ერთმანეთში.
- რა იყო, ჩემს სიცილზე იბნევი?
- საიდან მოგაქვს ხოლმე ეგეთი სიბრძნეები? შენს სიცილზე იმის მერე აღარ ვიბნევი, რაც ფეხი დაჰკარი და მსოფლიოს ყველა ქვეყანა მოიარე.
- ნაწყენი ქალის დღიურებიდან - ჩაიჩურჩულა ფრანკომ.
- სტელაა - დაუძახა ინემ წამყვანს. - ფრანკო რომ ინას მეწყვილედ ჩამოვაქვეითოდ და მე ქრისტიანოსი ვიყო, არ შეიძლება?
- შენ და ქრისტიანო რომ გამოუცდელებისაში წერიხართ? თუ გინდა, ინას მეწყვილე იყავი.
- არა, მადლობ. - სახე გაუტრაგიკულდა ინეს.
- ახლა განაწყენებული მეწყვილე გყავს - მიუგო ფრანკომ. - და ვერ ვხვდები, რატომ ხარ აგრესიული. ეს შენ მიმატოვე და არა მე.
- ჰო, რა თქმა უნდა - ჩაილაპარაკა ინემ მშვიდად.
გვერდზე ოთახში ქრისტიანო ისევ პირდაფჩენილი მისჩერებოდა ინას, რომელიც ქაღალდზე რაღაცეებს წერდა და თან ბუტბუტებდა:
- ამისთვის ცოტა ფქვილი, ვანილი და დარიჩინი დაგვჭირდება.... ქრისტიანო, თაროები გამოაღეთ და ინგრედიენტები შეათვალიერეთ.
- იქნებ შენობით ვილაპარაკოთ? ცოტა უხერხული იქნება ეკრანზე თქვენობით მოლაპარაკე წყვილი.
- კარგი, თაროებზე დაათვალიერე ინგრედიენტები. - წამშივე დაეთანხმა გოგონა. ქრისტიანოს გაუკვირდა, რომ ყოველგვარი ქიშპობის გარეშე ააწყვეს ორწინადადებიანი დიალოგი.
- აქ სიმინდის ღერღილია ინა, მაცივარში ყველია, კიდევ პომიდორი, ქათმის ფილე და სუნელები.
- ეგენი გამოიღე და წინ დამილაგე.
- კარგი - ქრისტიანომ ინას თხოვნა შეასრულა. გოგონამ მაღალ ცეცხლზე გააცხელა ტაფა, ცოტაოდენი ცხიმი მოუსვა და ქათმის ხორცი დადო.
- ყოველ ერთ წუთში გადმოაბრუნე, კარგი? მანამდე მე სხვა რამეს მივხედავ.
- კარგი - უკვე მეორედ დაუკრა თავი ქრისტიანომ და საათი დაინიშნა, თან ხორცს ჰყარაულობდა. მანამდე ინამ სიმინდის ღეღილი გარეცხა, წყალში გახსნა და ცეცხლზე შემოდო. ფაფის სტრუქტურის მიღებისთანავე გაურია მასში ყველი.
- რა ხდება, მშვიდობა გაქვს? - ჰკითხა ქრისტიანოს.
- კი, კი, მემგონი ლამაზად დაიბრაწა.
- ისევ მე რომ არ მიყურებდნე, ოდნავ არ დაგეწვებოდა - გაეცინა ინას და ქრისტიანოსთვის მიბარებული ტაფა გაზიდან გადადო. - ხახვის დაჭრა შეგიძლია?
- უნდა გავფცქვნა?
- ჰო, აბა კანიანად? - გადაიკისკისა ინამ. ქრისტიანოს გოგონას სიცილის ხმა ზღაპრული ჰანგებივით ჩაესმოდა ყურში. ქალის ზურგზე მოხსნილ, თავისუფალ კაბას აგერ უკვე მეათე წუთი ჩაჰკირკიტებდა. ადრე ქალის კაბებში მხოლოდ იმას აკვირდებოდა, რამდენად გამოკვეთილად უჩანდათ საჯდომი. ახლა კი ღიაიასამნისფერ კაბაზე წვრილად გაფანტულმა თეთრმა გვირილებმა გაიტაცეს. მზერა გოგონას ზურგზე გადაუგორდა, რომელიც ალაგ-ალაგ თოვლივით თეთრ სინათლეს ასხივებდა, წინსაფრის შესაკრავი და კუდივით შეკრული, ზურგზე ჩამოშლილი თმა ქალის ფითქინა კანს ბოლომდე გამონათების საშუალებას არ აძლევდა. მისი თმიდან საოცარი სურნელი იფრქვეოდა და მთელს დერეფანში ტრიალებდა. ამდენი შემწვარ-მოხრაკულის ფონზე, მაინც არ კარგავდა თავის სიდიადეს, სასიამოვნოდ ელამუნებოდა კაცის ნესტოებს და გულისცემას შენელების საშუალებას არ აძლევდა. ქრისტიანოს მოუნდა ცხვირი ინას თავზე მაგრად მიედო და ხარბად ესუნთქა ჰაერი, მაგრამ ეს სურვილი შეუძლებელ ოცნებად ესახებოდა.
- ქრისტიანო! კარგად ხარ? - ჰკითხა ინამ.
- მაპატიე, დღეს ვერ ვარ შესაფერის ფორმაში. ახლავე გავფრცქვნი. მემგონი, მინახავს ფრანკო როგორც აკეთებდა ხოლმე - ეჭვისთვალით შეათვალიერა ხახვი კაცმა.
- მე ვიზამ.
- ყველაფერს თუ შენ იზამ, მაშინ გამოდის, რომ გუნდში კი არა, მარტო ხარ. თან ამის დაჭრისას ტირიან ხოლმე და... სჯობს მე ვიტირო.
- კი, დღეს შესამჩნევად შეცვლილი ხარ - გაეცინა ინას. მსოფლიოს ყველა საოცრებაზე უფრო მშვენიერი ჩანდა გოგონას გახსნილი ბაგეებიდან გამოფრენილი კისკისის ჰანგები.
- ჯანდაბა! - წამოიყვირა კაცმა და ცხელი ტაფის ყურზე მიდებული ხელი სასწრაფოდ გამოსწია.
- რა გააკეთე? - გაოგნდა ინა.
- შემთხვევით... ჯანდაბა! - თან ეცინებოდა ქრისტიანოს, რომ ინას ყურებაში გართულს ყველაფერი გადაავიწყდა.
- მომეცი აქ. - ხელისგულზე შეუბერა გოგონამ.
- რას აკეთებ? - ჰკითხა ქრისტიანომ. აღარც ტკივილი ახსოვდა და აღარც სხვა დანარჩენი შეგძნებები, როდესაც თავისი ორივე თვალით დაინახა, როგორ უბერავდა გოგონა სულს მის ხელს. წამით დაფიქრდა, მართლა ინას ჰაერი ეფერებოდა ხელისგულზე თუ რეალობის ოცნებიდან ჩაყოლილი სიზმარი იყო ის წამები.
- ცივ წყალს შეუშვირე - ურჩია ინამ და თავადვე მიაპყრო კაცის ხელი ონკანის მძლავრ ნაკადს. - დღეს რა დაგემართა?
- არ ვიცი. პირდაპირ სამსახურიდან მოვდივარ - თავისი დაბნეულობა გაამართლა.
- და რატომ იღიმი?
- ვიღიმი?
- ჰო, იღიმი.
- მემგონი, სახის მიმიკებს ვერ ვაკონტროლებ. - აღიარა ქრისტიანომ.
- არ გადაგიარა? ცოტახანს, ცივ წყალში ჩადე. ან მოიცა... - გოგონამ მაცივრიდან ყინული გამოიღო, ნაჭერში გაახვია და ქრისტიანოს დაადო.
- მემგონი, ჩემს მოვლაში მნიშვნელოვან წუთებს ვკარგავთ იცი? - ეღიმებოდა გოგონას ცქერით გაბრუებულ კაცს.
- არა უშავს. მალე დავასრულებთ, მხოლოდ დესეტრი დამრჩა.
* * *

- მიუხედავად იმისა, რომ ინამ და ქრისტიანომ ვერ მოახერხეს თავიანთი კერძების დროულად დამზადება, პირველი რაუნდის გაამრჯვებულები მაინც ესენი არიან. - გამოაცხადა დეგუსტატორმა.
- რატომ? - ხგულხელი დაიკრიფა უკმაყოფილოდ ინემ.
- იმიტომ, რომ ვიღაცამ მწყრის შემწვარი გულ-ღვიძლის სალათში მარილის მაგივრად, შაქარი ჩააყარა - აუხსნა გაბრაზებულმა ფრანკომ - და ჩემი, როგორც შეფ მზარეულის გამოცდილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
- საიდან გამერკვია ფრანკო? არც მარილს ვჭამ და არც შაქარს, გემოს ვერ გავუსინჯავდი. არ გაგიგონია, რომ თეთრი სიკვდილია ორივე? გემოს გასინჯვის გარეშე დამსიზმრებოდა, რომელი რომელია? - თავი იმართლა ინემ.
- ნუ გეშინია, მე არ მეპარება ეჭვი შენს პროფესიონალიზმში - გაამხნევა ინამ - უბრალოდ, ინე სადაცაა, იქ ყველაფერი წარმატების საპირისპიროდ ტრიალებს ხოლმე. - დასძინა კმაყოფილმა.
- ჯანდაბა შენს თავს! - წყნარად ჩაიჩურჩულა ინემ. კვერცხს ხელი დასტაცა და სულ რაღაც წამებში ინას თავს დაახალა. - ღმერთო, რადენი ხანია ამის გაკეთება მსურდა. ახლა შეგიძლია შენთან წამიყვანო! - შესძახა ბედნიერმა.
- წადი შენი - დაიკივლა ინამ და მთელი შეკვრა ფქვილი გადააყარა ინეს.
- მოკლავ და ციხეში წავალ! - დააყოლა ინემ, სანამ გოგონას თმებში სწვდებოდა. ამასობაში ინამ ისეთი წიხლი ჩააზილა ქალს, კაცი რომ ყოფილიყო, უთუოდ უშვილო დარჩებოდა.
- ფრანკო, შეაკავე - დაიძახა ქრისტიანომ და მთელი ძალით დაიჭირა ინა.
- რა ძალა აქვს - ხარხარებდა ფრანკო და ძლივს იჭერდა გამძვინვარებულ ინეს.
- ქალები ხართ ბოლოს და ბოლოს - გაოგნებული შეჰყურებდა წამყვანი, პროდიუსერი, გადამღები ჯგუფი და თვით ტელევიზიის დაცვა.
- მე გოგო ვარ, ეს კიდე დედაბერია - ტლინკებს იქნევდა ინა კივილით, თან ქრისტიანო არ აძლევდა ინესთან მიკარების საშუალებას.
- გამიშვი, თორემ შენც მოგკლავ! - ინემ ახლა ფრანკოს ჩაარტყა მკლავში მუშტი.
* * *
- გაგიჟდი, გადაირიე და ყველა გადარიე - პატარა ბავშვივით ტუქსავდა ფრანკო საშხაპეში შესულ ინეს.
- შენ რა გინდა? საერთოდ, რატომ გამომყევი სახლში? - აბაზანიდან გამძვინვარებული ქალის ხმა სამმაგი სიძლიერით უბრუნდებოდა კაცს.
- შემეშინდა მარტოს ვინმე არ მოგეკლა ან ვინსმესთვის არ მოგეკვლევინებინა თავი. შეხედავ ქალს, ნამდვილი ლედი გეგონება და საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ნაზი გარეგნობით შენიღბული ალქაჯია.
- ალქაჯი და კუდიანები ინა ბელინისკენ მოიკითხე. - ყვიროდა ინე - ამის დედაც! ყველგან ფქვილი მაყრია და ჯერ კიდევ მტკივა.
- რა გტკივა? - ეშმაკურად ჰკითხა ფრანკომ.
- ადგილი, სადაც დამარტყა. - ჩაიდუდღუნა შერცხვენილი ხმით ქალმა.
- ისიც კაი ეშმაკია. ვინ იცის, შეიძლებოდა მოგრეოდა. - ცეცხლზე ნავთი დაუსხა ფრანკომ.
- რაააააააა? - მოესმა ინეს კივილი და მერე შიშველი, სველი ფეხის ტერფებით იატაკზე სირბილის ხმა. - შენც მოგკლავ - თავში ჩაარტყა მსუბუქად ქალმა.
- რამ აგტეხა, კლიმაქსი დაგეწყო?
- ჯერ სულ რაღაც ოცდაშვიდის ვარ იდიოტო! - ისევ ჩაარტყა.
- მემგონი ვიცი, ეგ ხელები როგორ დაგიოკო - გაეცინა ფრანკოს და შიშველ სხეულზე აფარებული პირსახოცი ჩამოაცალა.
- ღმერთო - იღრიალა ინემ და ცალი ხელი მკერდზე აიფარა, ცალი ხელი დაბლა.
- ძალიან კარგი, იდექი ახლა და მიყურე დამფრთხალი, შერცხვენილი ირმის თვალებით.
- ისე, მეც კაი სულელი ვარ - ხელები ჩამოიშორა ინემ. - ვითომ რამე არ გინახავს.
- ბევრი არაფერი შეცვლილა - კაცმა იგრძნო, როგორ გაუცივდა ძარღვებში სისხლი და გაშეშებული ერთ ადგილს მიეყინა.
- ჰო, ზუსტად ისაა, რაც ადრე - ტუჩზე იკბინა ინემ ვნებიანად - ახლა კი მოუსვი ჩემი ოთახიდან.
- არსადაც არ წავალ. იტანტალე შიშველმა რამდენი ხანიც გინდა.
- მართლა? ადრე წასვლისგან თავი არ შეგიკავებია და ახლა რა ეშმაკი შეგიჩნდა?
- ცხოვრების ბოლომდე იმის გამო უნდა მტუქსო, რომ წავედი? მე რა გავაკეთო? დაბოღმილი კაცივით მოგაძახო ხოლმე, ცოლობაზე რატომ მითხარი უარი-თქო?
- მე ცოლობაზე გითხარი უარი, არ მიმიტოვებიხარ! - დაიღრიალა ინემ და პირსახოცი შემოიხვია - შენ კი პირველივე შესაძლებლობისას ისე მოკურცხლე, გეგონება აღარაფერი დარჩენოდა ჩემთან. - ხმაში ცრემლები შეეპარა ქალს - გაინტერესებს ხო რატომ ვარ ასეთი გულმოსული შენს საქციელზე? ჰო და შეგიძლია მოისმინო... მე ხოლობაზე გითხარი უარი, აგიხსენი, რომ არ ვიყავი მზად ოჯახური ურთიერთობებისთვის. შენს გარდა სხვა კაცი ცხოვრებაში არ მყოლია და სასმომავლოთაც მხოლოდ შენ გხედავდი ჩემ გვერდით, მაგრამ ჯერ არავის ცოლობა შემეძლო. შენ კი გადაწყვიტე, რომ ჩემი უარი დაშორებას ნიშნავდა და გაიქეცი. აი რატომ ვარ ძვრიფასო ფრანკო კაველო შენზე გამწარებული. მიმატოვე!

* * *

ქრისტიანოს ინა სახლში მიჰყავდა. უცნაურად გაჩუმებული და ხასიათწახდილი ეჩვენა გოგონა. არადა, არც ერთი აყალმაყალი არ მიჰქონდა გულთან ახლოს.
- არ თქვა, რომ თქვენი მორიგი ჩხუბის გამო მოიწყინე. - გაეცინა ქრისტიანოს.
- არა, უბრალოდ ვერ ვიტან კვერცხის გულის სუნს.
- არ აგდის არანაიარი კვერცხის გულის სუნი - გაამხნევა კაცმა.
ინას გაეცინა.
- პატარა რომ ვიყავი, საშინლად თხელი თმა მქონდა და დედა მაზილავდა ხოლმე კვერცხს. ორი დღის განმავლობაში მისი არომატით ვიყავი გაჟღენთილი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე ვიბანდი.
- საინტერესოა შენი ბავშვობის ამბები - ღიმილით შეხედა ქრისტიანომ.
- არ ვიცი, რას დავაბრალო შენი ასეთი შეცვლა. იქნებ, რაიმე ხრიკს მიმზადებთ შენ და შენი მეგობარი?
- გაგიჟდი? - შეიცხადა კაცმა.
- ოჰ, როგორ იკადრებდი? - გადაიხარხარა ინამ.
- მართლა თვლი, რომ ჩემი კეთილგანწყობის მიღმა რაღაც ჩანაფიქრები იმალება?
- არა, უბრალოდ ჩემი ცხოვრების ერთგული თანმდევი ეჭვია.
- იქნებ დროა შეეშვა ყველაში ეჭვის შეტანას?
- მთავაზობ, რომ შენით დავიწყო?
- შეიძლება.
- და რას მომიტანს შენი ნდობა?
- იქნებ, მეტი თავისუფლება შეგმატოს. - ინას სახლამდე მისულმა კაცმა კიდევ ერთხელ შეხედა გოგონას. მსგავსი ჯერ არასდროს არაფერი ენახა. ინესთვის მრავალჯერ უთქვამს: „გაჩერდი და დაისვენე. სამყარო ინას ირგვლივ არ ბრუნავს“. ახლა კი თავად დაფიქრდა საკუთარ სიტყვებზე. იქნებ მართლა ინას გარშემო ბრუნავდა დედამიწა? იქნებ ეს გოგონა ერთადერთი იყო, ვის გამოც ყველაფრის ატანა, ყველაფრის დათმობა და ყველაფრის დავიწყება ღირდა?
- უცნაურად ჩაფიქრდი - მიმართა ინამ.
- რატომ არ მძულხარ? - ჰკითხა მოულოდნელად ქრისტიანომ - მხედველობაში ის მაქვს, რომ შენ რა ეჭვებსა და უნდობლობასაც განიცდი ჩემ მიმართ, მე მსგავსი არაფერი მიფიქრია შენზე. არადა, თუ დავფიქრდებით, მე უფრო მაქვს ამის მიზეზი, ვიდრე შენ. რატომ ხდება ყოველთვის ისე, რომ გამარჯვებული მხოლოდ შენ ხარ, დანარჩენი სამყარო კი პირდაღებული მოგჩერებია და მხრებჩამოყრილი ადამიანები მარტო იმაზე ფიქრობენ თუ როგორი არაჩვეულებრივი ხარ.
- არ ვიცი. პირველად მესმის, რომ მთელი სამყარო მხოლოდ მე მომჩერებია.
- ასეა! ვერ ვხვდები, იღბლიანი ხარ თუ უბრალოდ ზედმეტად მებრძოლი, მაგრამ ყველა აღფრთოვანებულია შენით.
- იღბალი არ გამაჩნია ქრისტიანო - გაეცინა ინას. - შეხვედრამდე. არ ვიცი, კიდევ როდის შეგვახვედრებს ბედი, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველ ჯერზე გვახვედრებს. - დასძინა გადასვლამდე.
- ინა მოიცადე - გადაჰყვა ქრისტიანო.
- გისმენ.
- იქნებ სადმე... მე და შენ... - პატარა ბავშვივით აება ენა კაცს. - იქნებ სადმე წავსულიყავით?
- სად უნდა წავსულიყავით? - ვერც კი ხვდებოდა, რას გულისხმობდა კაცი, მითუმეტეს, ვერასდროს წარმოიდგენდა თუ ქრისტიანო კაველო ოდესმე მის პაემანზე დაპატიჯებას გაბედავდა.
- სადმე. მაგალითად, ფრანკოს ახალ რესტორანში. - შეძლო და ერთი წინადადება გამართულად წარმოთქვა კაცმა. - არა, ეგ ცუდი იდეაა. სხვაგან ისეთ ადგილას, სადაც ზედმეტი თვალი არ იქნება.
- მემგონი, ეგეც ცუდი იდეაა. შენი მეგობარი გაბრაზდება და მეც არ მინდა არასასიამოვნო ხალხთან სიახლოვე. - ინამ ერთი ხელის მოსმით ჩაყარა წყალში ქრისტიანოს გამბედაობა.
- მე ვარ არასასიამოვნო?
- რა ვიცი. ყოველი შემთხვევისთვის, ჩემთვის არასასიამოვნო ადამიანები გახვევია გარს. ნახვამდის ქრის. - თქვა გოგონამ და სახლში შევიდა.
ქრისტიანოც გაუდგა სახლის გზას. დღის ბოლომდე მხოლოდ გოგონას თოვლილივთ თეთრი ზურგი ედგა თვალწინ და მისი ტუჩებიდან გამომავალი სიგრილე, როდესაც დამწვარ ხელზე სულს უბერავდა. უცნაურად გრძნობდა თავს ქრისტიანო. საშინლად სურდა ინესთან საუბარი, სურდა გამოსტყდომოდა, რომ მისმა დაუძინებელმა მტერმა აჩუქა ყველაფერი, რაც თავს ცოცხლად აგრძნობინებდა: გულისფეთქვა, ლაპარაკისას ენასშეპარული დაბნეულობა, ბავშვური ჟრჟოლა, რომელიც უკვე კაი ხნის მივიწყებული ჰქონდა. აჩუქა გახშირებული სუნთქვა და მოლოდინი, რომ ჰაერი სანუკვარი გოგონას სანუკვარ სურნელს მოუტანდა.
* * *

სახლში მისული ინა იმაზე დაფიქრდა, რა სჭირდებოდა არტუროს. თავის თავთან დაკავშირებული ყველაფერი უინტერესო უნდა ყოფილიყო კაცისთვის, ამიტომ დედამისის ნივთების ქექვას შეუდგა. აქამდე, იშვიათად თუ გამოალაგებდა ხოლმე სურათებსა და ვიქტორიას სამკაულებს. სევდიან და მონატრებით აღსავსე მოგონებებს აღძრავდა მისი სურნელის კიდევ ერთხელ შეგრძნება. თითქოს არაფერი აკლდა. ყველაფერი ადგილზე იყო. თავისი დაბადების მოწმობის ქექვას შეუდგა, არ იცოდა, რაში უნდა დასჭირვებოდა არტუროს და აქაც ვერანაირ დანაკლისს ვერ მიაკვლია. მშობლების გადარცვალების მოწმობები მოქექა. ორივე ავარიაში ჰყავდა დაღუპული და ექსპერტიზის შედეგად, უბედურ შემთხვევას მიეწერებოდა საზარელი სიკვდილი. მხოლოდ ერთმა ფაქტმა მიიპყრო გოგონას ყურადღება. ფაქტმა, რომელმაც მოულოდნელად გააშეშა და თავზარი დასცა: ორივე მშობელს პირველი დადებითი სისხლის ჯგუფი ჰქონდა. ინას კი მეორე დადებითი.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ლილიკო

ისე ჩახლართე სიტუაცია სასიამოვნოდ დავიბენი. მომწონს ორივე წყვილი ძალიან. რატომღაც ინა ყოველთვის გამარჯვებული გამოდის ვნახოთ რატომ? ინტერესით ვკვდები რა მოხდება. შეუდარებლად წერ ჩხუბის და კამთის სიტუაციას. შენეულია ენ ჯეინისეული და ეს მომწონს ძალიან. <3

 



№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლილიკო
ისე ჩახლართე სიტუაცია სასიამოვნოდ დავიბენი. მომწონს ორივე წყვილი ძალიან. რატომღაც ინა ყოველთვის გამარჯვებული გამოდის ვნახოთ რატომ? ინტერესით ვკვდები რა მოხდება. შეუდარებლად წერ ჩხუბის და კამთის სიტუაციას. შენეულია ენ ჯეინისეული და ეს მომწონს ძალიან. <3

გაიხარე, გაიხარე <3

 



№3  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

ძალიან, ძალიან მომწონს ეს ისტორია ❤
განსხვავებული, სახალისო და შენეულია ^^
ფრანკოსა და ინეს წყვილი მომწონს, ამათი ისტორიის მეტად განვითარებას ვისურვებდი (კიდე რამე ხომ არ გინდა მარიამ????) :დდ
ასევე ქრისტიანოსა და ინას წყვილიც მაინტერესებს და საერთოდ არასდროს მყოფნის თავების სიდიდე :/
უფრო მეტი და მეტი მინდა❤
არაჩვეულებრივად წერ ^^ ❤

 



№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

TeddyBear
ძალიან, ძალიან მომწონს ეს ისტორია ❤
განსხვავებული, სახალისო და შენეულია ^^
ფრანკოსა და ინეს წყვილი მომწონს, ამათი ისტორიის მეტად განვითარებას ვისურვებდი (კიდე რამე ხომ არ გინდა მარიამ????) :დდ
ასევე ქრისტიანოსა და ინას წყვილიც მაინტერესებს და საერთოდ არასდროს მყოფნის თავების სიდიდე :/
უფრო მეტი და მეტი მინდა❤
არაჩვეულებრივად წერ ^^ ❤

დიდი დიდი მადლობა <3 მეც ვაპირებ, რომ უფრო გავშალო სასიყვარულო ხაზებიც

 



№5 სტუმარი copıanı chıxuxua

ინე შემიყვარდა laughing ცოტა არანორმალური და მეტად საინტერესოა. მოკლედ სასწაული გოგო ხარ ენ ჯეინ smiley smiley

 



№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

copıanı chıxuxua
ინე შემიყვარდა laughing ცოტა არანორმალური და მეტად საინტერესოა. მოკლედ სასწაული გოგო ხარ ენ ჯეინ smiley smiley

მადლობა ჩემო ცოფიანო :დდდ
ინე მეც მიყვარს...
ინაც :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent