შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, შენ არ ხარ 10 თავი


9-01-2018, 01:59
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 883

შენ, შენ არ ხარ 10 თავი

მე ხომ თათული დოლიძე ვარ. ყველასათვის საპატივცემულო, საყვარელი სასურველი რძალი თუ მეუღლე. თაყვანისმცემლების რიგს არასოდეს ვუჩიოდი. ყოველთვის მხვდებოდა ძვირფასი ნივთები კართან თაყვანისმცემლების მოტანილი, თუმცა ჩემთვის არცერთი მათგანი იყო ძვირფასი.
არცერთი ნივთი არ მაბედნიერებდა, არ ვიცი რითი მომაჯადოვა ლევანმა თუმცა ვიცი რომ მისი დანახვისთანავე სიგიჟემდე შემიყვარდა.
მართალია მასთან თავს ვაკონტროლებ  თუმცა, როდესაც მის გვერდით ვარ მინდა საზღვრებს გავცდე, მინდა პირველმა მე ვუთხრა რომ ის თავდავიწყებით მიყვარს და არავის დავუთმობ მის თავს.
სიყვარული უსაზღვრო შემიძლია მაგრამ თუ ადამიანი შევიძულე, ვერანაირი ძალა მაიძულებს მასთან დაბრუნებას.
არ ვაპირებ ლევანის დაკარგვას, ჩემს ჭაობისფერთვალებას კლანჭებით დავიცავ და არავის მივსცემ მასთან მიახლოვების უფლებას.
 
დედაჩემის სახლიდან მალევე წამოვედი, მინდოდა სახლში მალევე მივსულიყავი და მომზადებისთვის დიდი დრო დამეთმო, თუმცა შევცდი.
 როდესაც პიონერთა პარკთან მოვედი საშინელ საცობში მოვხვდი, გზა მთლიანად გადაკეტილი დამხვდა.
მანქანიდან გადმოვედი რათა გამეგო რა ხდებოდა წინ.
- რა ხდება აქ? ინტერესით ვეკითხები ჩემს წინ მდგომ გოგონას.
- რაღაც აქცია, არ ვიცი რას ითხოვენ თუმცა გზის გახსნას არ აპირებენ. სიცილით ამბობს ის და ზურგს მაქცევს.
- ესღა მაკლდა. საათს დავხედე და უკვე შვიდი საათი იყო, ლევანის ნომერი ავკრიბე და დაველოდე როდის მიპასუხებდა.
- უკვე მოგენატრე? მალევე გაისმა მისი ხმა.
- ხო როგორ არა, ისე მომენატრე რომ აღარ მოვალ რათა გული არ გამისკდეს შენი დანახვისას. ირონიით ჩავძახე მე.
- აღარ მოდიხარ? წყენით ამბობს ის.
- დიდი სიამოვნებით მოვიდოდი, მაგრამ.
- რა მაგრამ?
- საცობში ვარ. პიონერთა პარკთან მოძრაობა გადაკეტილია, აქ გავიჭედე და ვერც წინ მივდივარ ვერც უკან. სიცილით ვამბობ მე და კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი იქაურობას.
- კარგი მოიცადე ეხლავე დაგირეკავ. ტელეფონი გამითიშა და ისევ მანქანაში დავბრუნდი.
ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ რომ არავინ დამირეკა, ტელეფონს ხელი დავსტაცე რათა მე მაინც დამერეკა თუმცა აი საოცრება გამორთული დამხვდა.
- ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. ბრაზით მოვისროლე ტელეფონი და ისევ გადმოვედი მანქანიდან.
- აი მეც მოვედი. მესმის ზურგს უკან ლევანის ხმა და მეც მისკენ მივბრუნდი.
- აქ რას აკეთებ? გაკვირვებული ვუყურებ ლევანს.
- რადგანაც შენ ვერ შეძელი მოსვლა, მე თვითონ მოვედი თან შენი საყვარელი ცხელი შოკოლადი მოგიტანე. ხელში მაწვდის ქილას და ბედნიერი მიღიმის.
- მადლობა. ღიმილით ვამბობ და მანქანას ვეყრდნობი.
- ესეთი პაემანი არასოდეს მქონია, იცი?
-რაღაც სისულელე მინდა გითხრა, გითხრა?
- რათქმაუნდა.
- ოღონდ არ დამცინო, კარგი?
- გპირდები.
- იცი ზუსტად ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, ამ რიცხვში და ამ თვეში. მანამ სანამ შენ გაგიცნობდი. ზუსტად ესე საცობში ვიყავი გაჭედილი, როდესაც ჩემთან ერთი ბოშა ქალი მოვიდა. ხელზე გიმკითხავებო გადამეკიდა, მისი მოშორება ვცადე თუმცა სულ ტყუილად. ბოლოს რომ არ მომეშვა დავთანხმდი. _თავი დავხარე და ჩემთვის ჩამეცინა. - მითხრა ერთ წელში ზუსტად ამ რიცხვში და ამ დღეს, შენ გექნება პაემანი ბიჭთან, რომელთან შესახვედრადაც აპირებ წასვლას თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხებო. მაშინ ამაზე გამეცინა თუმცა დღეს დავრწმუნდი რომ მან სიმართლე მითხრა. თავი ავწიე და თვალებში შევხედე.
- უკვე გითხარი რომ ჩვენს შორის რაღაც ძლიერი არსებობს? აი ისეთი რის გაწყვეტასაც ვერავინ შეძლებს?
- არა, არ გითქვამს.
- ხოდა ეხლა გეუბნები რომ, აი იქ მაღლა. _ ხელს ზემოთ წევს და  ჩემს თვალებს, თვალს არ აშორებს. - აი იქ მაღლა, ცაში ღმერთმა ჩვენი ერთად ყოფნა დიდი ხნის წინ დაწერა. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით. ჩემკენ იხრება და ისევ შუბლზე მკოცნის.
- გპირდები აღარასოდეს გაკოცებ შენს დაუკითხავად, აღარასოდეს წავალ შენი ნების წინააღმდეგ. ხელებს ძლიერად მხვევს და გულში მიკრავს.
საოცრება იყო მისი გულის ცემის მოსმენა, ამაზე დიდი ბედნიერება არამგონია რამე არსებობდეს. მე მიყვარდა ის ისეთი როგორიც იყო და არ ვაპირებდი მის შეცვლას, რადგან მან ისეთმა შემაყვარა თავი როგორიც იყო.
- მიყვარხარ. დავიჩურჩულე მის მკლავებში მომწყვრეულმა და ხელები ძლიერ მოვხვიე, თვალები ძლიერ დავაჭირე ერთმანეთს მეგონა ეს ყველაფერი სიზმარი იყო და არ მიმდოდა გაღვიძება.
გონს მხოლოდ მაშინ მოვედი როდესაც ლევანის მკლავები მომშორდა, ნელ-ნელა გავახილე თვალები და მისი სახის დანახვისას თავი დავხარე.
- რა თქვი?
- რა ვთქვი?
- გაიმეორე რა თქვი?
- მიყვარხარ თქო. ჩურჩულით ვამბობ მე.
- რა?
- მიყვარხარ. თავი ავწიე და ეხლა უკვე
ხმამაღლა წამოვიძახე.
- ანუ შენ მე გიყვარვარ? ჩემი ნერვების მოშლას ცდილობს ის.
- ნერვებს ნუ მიშლი თორემ მალევე გადაგიყვარებ. მხარზე ხელს ვკრავ და ზურგს ვაქცევ.
- კარგი ჰო, კარგი მოდი ჩემთან. მალევე მაბრუნებს და ისევ გულში მიკრავს.
- ჩემი გოგო, თურმე რას მიმალავდა. სიცილით ამბობს და თავზე მკოცნის.
- ნუ დამცინი. ბავშვივით ამოვიძახე მე.
- არ გეტყვი მიყვარხარ თქო, რადგან უკვე გითხარი რომ რასაც შენს მიმართ ვგრძნობ ეს ყველაფერი სიყვარულზე მეტია. შენ ჩემი ხარ გესმის? მხოლოდ ჩემი და არავის მივცემ უფლებას შენს სიახლოვეს იყოს.
- რო რამე მოკლავ? საწყლად ამოვილაპარაკე მე.
- რათქმაუნდა. სერიოზული გამომეტყველებით ამბობს ის.
- სერიოზულად ამბობ?
- კარგი ჰო ვიხუმრე ნუ გეშინია. ღიმილით ამბობს და მისი ღიმილზე მეც გამეღიმა.
- ეგრე ნუ აკეთებ.
- როგორ ეგრე?
- აი ეგრე ნუ მიყურებ.
- ესე.
ვცდილობ მის მზერას თვალი ავარიდო თუმცა არ გამომდის, ფეხისწვერებზე ვდგები და მის ტუჩებს ოდნავ ვეხები.
- არ შემიძლია თავის შეკავება როდესაც ეგრე მიყურებ. ღიმილით ვამბობ მე და ჩემს ადგილს ვუბრუნდები.
- გზა გაიხსნა.
- გზა გახსნილა.
- გინდა სადმე წავიდეთ?
- კარგი აზრია თუმცა, ალექსთან უნდა წავიდე დიდიხანია არ მიმახია.
- ალექსი, ვინ არის ალექსი?
- ალექსი ჩემი პატარა ძმაა, დიდიხანია არ მინახია მომენატრა ძალიან.
- კარგი მაშ, ხვალ გნახავ?
- სამსახურის შემდეგ.
- ვრთხილად იარე რაც შეიძლება ნაკლები ჯარიმები აიღე. სიცილოთ ამბობს ის და მანქანის კარებს მიღებს.
- რო რამე შენი სახელი რომ ვახსენო არ გაჭრის? წარბაწევით ველითხბი მე.
- უკვე ისედაც ყველამ იცის ვინ ხარ, მაგრამ თუ დააშავებ დაისჯები კიდეც.
შენც ისევე უნდა დაჯარიმდე როგორც ყველა, მერე რა რომ ჩემი შეყვარებული ხარ.
- კარგი ჰო ნუ გაილექსე. ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და მანქანაში ჩავჯექი.
- დროებით. ამბობს ის და ზურგს მაქცევს.
იქედან წამოსულმა ტკბილეულობის მაღაზიაში გავიარრ, ალექს ძალიან ბევრი შოკოლადი ვუყიდე შემდეგ კი სახლში წავედი.

როდესაც გოგსიკასთან და ელენესთან ყველაფერი დავასრულე, მეგონა ცხოვრება დასრულდა. ლევანის სიყვარულმა მომცა ძალა რომ არ დავცემულიყავი.
"საკუთარი თავის პოვნა ბედნიერებაა, როცა იცი რა გინდა, ვინ გინდა, რატომ გინდა... ფიქრებში რომ არ იკარგები. ფეხზე მყარად რომ დგახარ, სიცოცხლე გიყვარს და როცა გტკენენ გულს, ამბობ რომ "ესეც გაივლის!" აი ეს არის ბედნიერება! როცა პოულობ შენს თავს, შენ პოულობ ყველას"

- მამა, ალექს, მარი ხართ სახლში ვინმე? გიჟივით შევხსენი სახლის კარები. ქურთული იქვე მოვისროლე, ფეხსაცმელებიც იქვე დავაგდე ჩანთასთან ერთად და მისაღებისკენ გავიქეცი.
- უი არ ვიცოდი სტუმრები თუ გყავდათ. ღიმილი სახეზე შემაშრა როდესაც ჩემს წინ 7 ადამიანის მზერა მოიმართა.
- მოდი შვილო, მოდი. ჩემკენ წამოვიდა მამა და გულში ჩამიკრა.
- მომენატრე მა. წვერიანი სახე დავუკოცნე და ხელები მოვხვიე.
- მეც მომენატრე პატარავ. შუბლზე მაკოცა და გვერდიდან მიმიხუტა.
- მარი როგორ ხარ? მამას შემდეგ მარი გადავკოცნე და საჩუქარი მივაწოდე, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოვუტანე.
- კარგად ვარ საყვარელო შენ?
- ძალიან კარგად ვარ. ალექსი სად არის მომენატრა. ვამბობ გახარებული და მისი ოთახისკენ მივდივარ.
- არ არის სახლში. მალევე მაჩერებს მამის ხმა.
- როგორ თუ არარის სად არის?
- ბაბუაშენთან არის, იქ წასვლა მოინდომა და. მხრების ჩეჩვით ამბობს მამა.
- თათა მოდი სტუმრებს გაგაცნობ.
რაღაცის თქმას ვაპირებდი როდესაც მამამ შემაჩერა, იცოდა რასაც ვეტყოდი და ჩემი გაჩუმება გადაწყვიტა.
- ეს კახაბერ კახიანია, ამბობს მაღალ ჭაღარა შეპარულ კაცზე. ეს კიდევ მისი მეუღლე ქალბატონი ნელი, მის გვერდით მდგომ წითელთმიანი ქალისკენ მითითებს. ეს მისი ვაჟია შაკო, ბოლოს კი მაღალ შავგრემანი ბიჭისკენ მითითებს.
- სასიამოვნოა.
მომაბეზრებლად ვატრიალებ თვალებს და ალექსის კითვნილი შოკოლადები სამზარეულოში გამაქვს.
- ძალიან ლამაზი ქალიშვილი გყავთ. გავიგონე როგორ უთხრა მამას იმ ბიჭმა და ირონიულად გამეცინა.
- თათ ჩვენთან დარჩები ჰო დღეს? სამზარეულოში შესულს მესმის მამის ხმა.
- არვიცი ვნახით. უკან დაბრუნებულმა გავეცი პასუხი და სავარძელში გემრიელად მოვთავსდი.
- თათა გამიხარდა რეზის წარმატება. ღიმილით ამბობს მამა და ყავის ფინჯანს მაგიდაზე დებს.
- ძალიან სასიხარულო ამბავია მა, შენ არიცი რეზი როგორი ბედნიერი არის. სიხარულით დაფრინავდა, ეხლაც არ სჯერა რომ მოიგო.
- რეზი ჩემი ძმიშვილია. საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა და პირველი ადგილი აიღო. მალევე გაარკვია მამამ სტუმრები სიტუაციაში.
- ბატონო კახაბერ როგორც გავიგე, რამოდენიმე დღის წინ ბატონ გიგას ფირმასთან ხელშეკრულება გააფორმეთ.
-დიახ და თქვენ საიდან იცით.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ ერთ რჩევას მოგცემთ.
უკვე 5 წელია ერთ კომპანიაში ვმუშაობ, არამხოლოდ ვმუშაობ იმ კომპანიაში ჩემი წილიც მაქვს არც ისე ცოტა.
ბიზნეს როგორც იცით თავისი წესები აქვს, ესეა არა?
- დიახ.
- მე ჩემი წესები მაქვს, კარგი იქნება თქვენც თუ გაითვალისწინებთ.
სანამ კომპანიასთან ხელშეკრულებას ვაფორმებ, იმ კომპანიაზე ყველანაირ კომპრომანტებს ვაგროვებხოლმე. რა იცი რა ხდება, იქნებ კომპანიას ერთი ან ორი მეწილე ჰყავს.
სიტყვით გამოსვლა დავასრულე და ფეხზე წამოვდექი.
- უკაცრავად ვერ გავიგე, ეს რას ნიშნავს?
- კომპანიასთან სადაც თქვენ ხელშეკრულება გააფორმეთ 20% ის მეწილე მე ვარ და სანამ მე კარგად, არ გადავხედავ და გავიგებ თუ რა მოუვა კომპანიას, ჩვენი კომპანიონობით ხელშეკრულება გაუქმებულია.
მე თქვენ არ გიცნობთ და შესაბამისად თქვენთან არანაირი პრეტენზია მაქვს, მე იმ კომპანიის გამთლიანებაში დიდი წვრილი მიმიძღვის და ესე უბრალოდ ვერ გადავყრი წყალში ამდენი წლის შრომას. ასე რომ ბოდიში მაგრამ, თუ ჩემთან თანამშრომლობა გსურთ ხვალ 12- ზე კომპანიაში გელოდებით.
ჩანთას ხელი დავავლე და სახლიდან გამოვედი.

გვიანი იყო სახლში რომ დავბრუნდი, ტელეფონი დასატენად შევაერთე და აბაზანაში შევედი. ნახევარსაათიანი ნებივრობის შემდეგ ხალათისამარა გამოვედი სამზარეულოში, თან ხელს ტელეფონიც გამოვაყოლე.
ყავისთვის წყალი დავადგი და აივანზე გავედი.
იმის მიუხედავად რომ ეხლა აპრილის დასაწყისია, საოცრად თბილი ჰაერი უბერავს.
ზაფხულის გარდა არცერთი პერიოდი არ მიყვარს თუმცა, ეხლა რაღაცნაირად ბედნიერად ვგრძნობ თავს.
ალბათ ეს ყველაფერი მოზღვავებული სიხარულის და ბედნიერების ბრალია.
ფიქრებიდან მადუღარის ხმას გამოვყავარ, ფინჯანში ყავას და შაქარს ვყრი წყალს ვასხავ შემდეგ კი მისაღებში ტელევიზორის წინ ვთავსდები.
უაზროდ მივაშტერდი ტელევიზორის ეკრანს, რადგანაც საინტერესო არაფერი არ ხდება. საინფორმაციო გადაცემაში ისევ საშინელებებს აცხადებენ, ტელევიზორი გამოვრთე და უბრალოდ ყავის სმა განვაგრძე.
რამოდენიმე წუთიანი დუმილი ზარის ხმამ დამიფრთხო, ნელი ნაბიჯებით მივედი კართან და საკეტი გავხსენი.
-  ქალბატონო თათული ეს ყვავილები თქვენ. კართან უზარმაზარი გვირილის თაიგულით ხელში ახალგაზრდა ბიჭი დამხვდა, თაიგული მომაწოდა და მალევე გაუჩინარდა.
კარი მივკეტე თუ არა სამზარეულოში გავედი, რათა თაიგულოსთვის ლარნაკი მომეტანა. ყვავილები წყალში ჩავდე და კონვერტი გავხსენი.
- " ვიცი გიჟდები გვირილებზე, მე კი ათასჯერ მეტად ვგიჟდები შენშე
 ჯარიმების დედოფალო"

მესიამოვნა მისგან ყურადღება, ესეთი ძვირფასი საჩუქრის გამო. ჩემთვის გვირილები ისეთივე ძვირფასია, როგორც სხვებისთვის ბრილიანტები.
მაგიდიდან ტელეფონი ავიღე და ესემესის წერა დავიწყე.

" დღეს საუკეთესო პირველი პაემანი მქონდა, რის გამოც ძალიან დიდ მადლობას გიხდი. ყვავილები ხომ ულამაზესია, მიხარია რომ ისევ ვარდები არ გამომიგზავნე. გვირილები ჩემთვის სიხარულის და ბედნიერების მომასწავლებელია, აი ვარდები კი ტკივილის და უბედურების.
ძალიან მიყვარხარ ჩემო ჭაობისფერთვალებავ"
ესემესი გავუგზავნე და ჩემს ოთახში შევედი, საწოლზე დავემხე და გადავეშვი სიზმრების სამყაროში.

- ქალბატონო თათა, ბატონ გიგას შეხვედრა აქვს არ სცალია.
გიგას კაბინეტში შესვლა დავაპირე როდესაც მისმა მდივანმა გამაჩერა.
- თაკო სერიოზული საწმე მაქვს მეც, იმედია ხვდები რომ საცეკვაოდ არ ვეპატიჭები. ხელს უხეშად ვკრავ და ოთახში შევდივარ.
- უკაცრავად შეხვედრა რომ ჩაგიშალეთ, თუცა შენთან სერიოზული საქმე მაქვს გიგა. მისი სახელი ბრაზით წარმოვსთქვი და იქვე სავარძელში მოვთავსდი.
- მე დაგტოვებთ. მასთან მყოფი მამაკაცი კაბინეტიდან გადის და მარტო გვტოვებს.
- რა ხდება თათული?
- კიდევ მე მეკითხები, რა ხდებაო?
გიგა უკვე რამდენი წელია შენთან ვმუშაობ, განა როდესმე ჩავრეულვარ  შენს საქმეში, არასოდეს მითქვამს რამე როდესაც ჩემს დაუკითხავად თანამშრომლები აგყავდა. თუმცა ყველაფერს საზღვარი აქვს გესმის, მე ამ კომპანიის აქციონერი ვარ და მეც მაქვს უფლება ვიცოდე ვისთაბ აფორმებ კონტრაქტს.  საკმარისია გესმის? დავიღალე ყელში ამომივიდა შენი უეცარი გადაწყვეტილებები. საერთოდ არ ფიქრობ კომპანიის ბედზე, რა მოუვა მას თუ მეორე კომპანიასთანნ გააერთიანებ. მე ამ გაერთიანების წინააღმდეგი ვარ, თუ შენ ესე ძალიან გინდა კომპანიების გაერთიანება მაშ მე მივდივარ აქედან. ჩემს წილს კი ისევ მამაჩემს გადავსცემ, არანაირი სურვილი არ მაქვს ისევ აქ ვიმუშაო.
- თათა რეებს ამბობ? შენ აქ არ იყავი კომპანია ცუდ დღეში იყო, სხვა გზა არ მქონდა გესმის?
- ცუდ დღეში? მეღადავები ხო? რასქვია ცუდ დღეში? კომპანიაში ყველაფერი კარგადა ინვესტორები კმაყოფილევი არიან, ყველა კმაყოფილია საქმე კარგად მიდის. რასქვია ცუდ დღეში იყო? კომპანიის წლიური ბრუნვა მილიონ ნახევარია, შენ ამას ეძახი ცუდ დღეში ყოფნას?
მოკლედ გიგა მე დავასრულე, აი ჩემი ხელმოწერა ჩემი წილის პატრონი ისევ მამაჩემია.
ოთახი ისე დავტოვე მისი პასუხისთვის არ მომისმენია, ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა. ყელში ამომივიდა უკვე ეს სიტუაცია.
 ჩემს კაბინეტში შევედი და ჩემი ნივთების ჩალაგება დავიწყე, ტელეფონზე მამას ნომერი ავკრიბე.
- დილამშვიდობის მამა.
- დილამშვიდობის საყვარელო.
- მამა იცი, სამსახურიდან წამოვედი. კომპანიის წილი ისევ შენს სახელზე გადმოვაფორმე. მე აქაურობა აღარ მჭირდება, ასე რომ ვისაც გინდა იმას მიეცი.
- რა ხდება საყვარელო?
- არაფერი მა, უბრალოდ ძალიან დავიღალე.
მისთვუს მეტი არაფერი მითქვამს, ტელეფონი გავთიშე და იქვე ჩამოვჯექი. გული მტკიოდა როდესაც ჩემს ამდენი წლის შრომას წყალში ვყრიდი, თუმცა უკვე აღარაფერს აქვს აზრი. გადაწყვეტილება უკვე მივიღე და უკან აღარ დავიხევ.
- ეს ვინ მოსულა აქ. მესმის სანდროს ხმა და თვალზე მომდგარ ცრემლს მალევე ვიშორებ.
- როგორ ხარ სანდრო?
- კარგად შენ? მოიცა შენ რა ტირი?
- არა რასამბობ.
- თათ ყველაფერი კარგადაა?
- სამსახურიდან წავედი. ტირილით ამოვილაპარაკე მე.
- რასქვია წახვედი? ეს ხომ შენი კომპანიაცაა?
- აღარაა ჩემი, ისევ მამას დავუბრუნე.
- თათ რეებს აკეთებ?
- აღარ მინდა აქ ყოფნა გადავწყვიტე წავიდე. ჩემს ნივთებს ხელი დავავლე და ოთახიდან გამოვედი, მალევე კი კომპანიაც დავტოვე.
ისაა მანქანაში ვჯდებოდი როდესაც ლევანმა დამირეკა.
- დილამშვიდობის ჩემო დედოფალო.
- დილშვიდობის ჩემო პოლიცმეისტერო. ხალისიანად ჩავძახე მე.
- აბა როგორ არის ჩემი გოგო?
- ძალიან კარგად შენ?
- მეც, სადხარ? დღეს საღამოს გეცლება?
- სამსახურიდან ეხლა გამოვედი, დღეს რაღაც საქმეები მაქვს თუ მალე მოვრჩი აუცილებლად.
- კარგი მაშ რომ მოიცლი დამირეკე.
- კარგი.
ტტელეფონი გავთიშე და იქვე მოვისროლე, ღვედი შევიკარი და მანქანა დავქოქე. სულ მალე ისევე ამღედა ჩემი ტელეფონი და მალევე ვუპასუხე.
- თათული შვილო როგორ ხარ? მესმის ბებიაჩემის ექიმის, ბატონი ზაზას ხმა.
- კარგად ბატონო ზაზა თავად? ხომ მშვიდობა?
- დიახ მშვიდობაა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ქალბატონმა მარიამმა, ერთი კვირის წინ ანალიზები ჩააბარა და დღეს მოვიდა პასუხები. შეგიძლია მოხვიდე და წაიღო?
- დიახ რათქმაუნდა აუცილებლად მოვალ.
გეზი პიედაპირ საავასმყოფოსკენ ავიღე, იქ მისასვლელად დიდი დრო არ დამჭირვებია. მანქანა იქვე დავაპარკინგე, შემდეგ კი მიიმღებში შევედი.
- ბატონი ზაზა მელოდება. მიმღების გოგოს ხმის ამოღება არ ვაცალე.
- მიდი მერე. მომაბეზრებლად გადაატრიალა თვალები და ისევ თავის კომპიუტერს ჩახედა.
- აქ რისთვის მუშაობ? მის საქციელზე ნერვებ მოშლილი მოვუბრუნდი და ხმამაღლა ვეკითხები.
- გეკითხები რისთვის მუშაობ? როდესაც მის გაკვირვებულ სახეს ვხედავ კითხვას ვუმორებ.
- თუ აქ იმისთვის ზიხარ რომ ეგეთი უჟმური სახით უყურო ყველას მაშ წადი, და საერთოდ იცოდე რომ საზოგადოებაში ეგრე თვალების ტრიალი ძალიან დაბალი დონის ნიშანია.  და მეორეც, რასქვია მიდი მერე?  ეს რა მიმართვაა? ზრდილობა სახლში დაგრჩა თუ არ გასწავლეს.
მისი გაკვირვებული სახის დანახვა აღარ მინდოდა, ამიტომ იქაურობას გავეცალე.  კიბეებს ავუყევი და მალევე მივედი  კაბინეტთან, კარზე ორჯერ დავაკაკუნე, როდესაც ნებართვა მივიღე შიგ შევედი.
- არ მეგონა ესე მალე თუ მოხვიდოდით?
- როდესაც საქმე ბებოს ეხება, საქმის გადადება არ მიყვარს ბატონო ზაზა.
- მოკლედ ქალბატონ მარიამს ყველაფერი კარგად აქვს, უბრალოდ ამ ბოლო დროს წნევები აწუხებს. ესეც მხოლოდ ამინდების ბრალია, საშიში და სანერვიულო არაფერია.
აი შენ კი ნამდვილად გჭირდება გამოკვლევა?
- კი მაგრამ მე რატომ?
- საშინლად არ მომწონს შენი ფერი თათული, თუ ატყობ რომ ამ ბოლო დროს ძალიან დაიკელი. არამგონია ეს უჭმელობის ბრალი იყვეს, თან სახეზე აულ ყვითელი ხარ. არგინდა ანალიზები ჩაიტარო?
- აჰაა გასაგებია. ეს ყველაფერი ბებიაჩემის მოწყობილია არა? არანაირი ანალიზები მას არ ჩაუბარებია, უბრალოდ ჩემი აქ მოსვლა და გამოკვლევების ჩატარება უბდოდა. კარგით რა ბატონო ზაზა მე ძალიან კარგად ვარ არაფერი მჭირს.
- თათული ეს უბრალო ანალიზებია, დავრწმუნდებით რომ ყველაფერი კარგად არის და ბებიაშენიც დაგანებებს თავს.
- კი მაგრამ რა საჭიროა.
- თათული გთხოვ.
- კარგით ჰო. დანებების ნიშნად ხელებს ვწევ და ფეხზე ვდგები.
- ექთანს  თხოვ ყველა საჭირო ანალოზი აგიღოს, ასევე ტომოგრაფიასაც გადაგიღებენ. რათა გავიგოთ როგორ მიდის შენი ხელის ამბავი.
თითქმის ერთ საათში ყველანაირი ანალოზი და გამოკვლევა ჩამიტარეს. ძალაგამოცლილი გამოვედიი საავადმყოფოდან და სახლში წავედი.
ეხლა ისეთი დაღლილი ვიყავი მხოლოდ დასვენება მჭირდებოდა, სახლის კარები შევხსენი და გეზი ჩემი ოთახისკე ავიღე. წყალი გადავივლე შემდეგ კი საწოლში შევწექი.
სიზმრებიდან ტელეფონის ხმას გამოვყავარ, ეკრანს დავხედე და უკვე ექვსი საათი ყოფილა.
- გისმენთ ქალბატონო მარიამ, როგორც ჩანს მოგახსენეს ჩემი ამბები. სიცილით ვეუბნები ბებოს და საწოლიდან ვდგები.
- კარგი რა თათული შვილო, ხომ იცი შენზე ძალიან ვნერვიულობ.
- კარგი რა ბებო, რა არის სანერვიულო? ხომ არ ვკვდები, უბრალოდ წონაში დავიკელი.
- რასქვია კვდები, რეებს ბოდავ შვილო?
შენ რომ რამე მოგივიდეს მე ვერ გადავიტან ხომ იცი.
- კარგი რა ბე ვიხუმრე, ნუ გეშინია არ მოვკვდები. თან სერიოზული არაფერი იქნება, აი შენც დარწმუნდები როდესაც პასუხები იქნება. სამზარეულოში გავედი და მაცივრიდან სალათი გამოვიღე, თან პარალელურად ყავისთვის წყალი დავადგი.
- კარგი შვილო, თავს გაუფრთხილდი. ძალიან მიყვარხარ ჩემო პატარავ.
- მეც მიყვარხარ ბებო. ტელეფონი გავთიშე და გვერდით გადავდე.
 მაგიჟებდა ბებიაჩემის საქციელი, როგორ შეუძლია უბრალო სისუსტის გამო ამდენი ინერვიულოს. მერე რა წონაში ვის არ დაუკლია, მის საქციელზე მეცინება და ფინჯანში ყავა ჩავყარე.
როდესაც დავნაყრდი თეფშები გავრეცხე და ისევ საძინებელში შევედი. კლასიკური შავი შარვალი, თეთრი პერანგი და შავი შუზები გადმოვიღე. მკვეთრი მაკიაჟი გავიკეთე  ტანზე გამოვიცვალე და ოთახი ისევ დავტოვე, ტყავის ქურთუკი მოვიცვი ჩანთა ავიღე შემდეგ კი სახლიდან გავედი.
- ველოდი როდის დამირეკავდი. შუქნიშანთან ვიყავი გაჩერებული როდესაც ლევანს დავურეკე.
- მაპატიე, ბევრი საქმე მქონდა. როგორ ხარ?
- კარგად შენ? სადხარ?
-ეხლა გამოვედი სახლიდან, შენ სად ხარ?
- ჩემს დასთან ერთად ვარ, მოგიკითხა.
- მეც მომიკითხე. დღეს რეზის გამარჯვებას აღნიშნავენ იქმივდივარ, წამოხვალ?
- დიდი სიამოვნებით თუმცა დღეს ვერ შევძლებ ბოდიში, ჩემი ძმაკაცის დაბადებისდღეა და იქ მივდივარ. შენთან ერთად მინდოდა წასვლა თუმცა როგორც ვხვდები ვერ შეძლებ.
- სამწუხაროდ ვერა. ფუ შენი ისევ გამაჩერეს. სიცილით ვამბობ მე როდესაც პატრულოს სინერები გაისმა.
- გილოცავ. ხარხარით მეუბნება ლევანი.
- კარგი ეხლა წავედი, მერე დაგირეკავ. ტელეფონს სასწაფოდ ვთიშავ და ჩანთიდან მართვის მოწმობას ვიღებ.
- პოლიციის კაპიტანი დავით გეგეშიძე, თქვენი საბუთები თუ შეიძლება.
- ინებეთ.
- ალბათ იცით რაც დააშავეთ? ღიმილით მეუბნება პოლიციელი.
- დიახ, სამწუხაროდ ვიცი.
- საბუთებს შევამოწმებ. იქაურობას ეცლება და მალევე უკან ბრუნდება, ჯარიმის ქვითართან ერთად.
- ათი დღის ვადაში შეგიძლიათ გასაჩივრება, თუ თვლით რომ უკანონოდ დაგაჯარიმეთ. ხოლო ერთი თვე გაქვთ გადასახდელად.
- გასაჩივრებას არ ვაპირებ, ვაღიარებ ჩემს დანაშაულს.
- ბედნიერ საღამოს გისურვებთ. კიდევ ერთხელ მიღიმის და იქაურობას ეცლება.

მალევე მივედი დანიშნულების ადგილას, მანქანა დავაპარკიმგე შემდეგ კი რესტორანში შევედი.
იქ შესვლისთანავე იგრძნობოდა სიმყუდროვე და კარგი აურა, მეორე სართულზე მიმავალ კიბეებს ავუყევი და მალევე მოვუახლოვდი ჩემიანებს.
- თათი მიხარია რომ მოხვედი. დამინახა თუ არა ეგრევე ჩემკენ გამოემართა რეზი და გადამეხვია.
- როგორ ფიქრობ აქ არ მოვიდოდი.
სიხარულით დავუკოცნე სახე, შემდეგ კი ბიძაჩემს და ბიცოლაჩემს გადავეხვიე. რომლებმაც მადლობებით ამავსეს, როდესაც ყველას გადახვევ გადაკოცნა დავასრულე ჩემი ადგილი დავიკავე.
- თათ შენთან დავჯდები რა. მუდარით მეუბნება ალექსი და კალთაში ვისვამ.
- ჩემო სიხარული როგორ მომენატრე ჩემო საყვარელო.
- მეც მომენატრე თათ. შენ ვატოს არ ელაპარაკები? რატომ იჩხუბეთ?
ყურში ჩურჩულით მეუბნება ალექსი.
- რაღაც დააშავა საყვარელო, თუმცა შენ არ ინერვიულო ჩვენ შევრიგდებით.
- მამასთან წავალ. მალევე ჩამოხტა ჩემი კალთიდან და მამისკენ გაემართა.
- როგორც გავიგე შენმა დაქალმა იმედები გაგიცრუა. მალევე მოხვდა ჩემს ყურთასმენას ვატოს ხმა.
- არა მარტო მან, არამედ შენც. მისკენ არ მივბრუნებულვარ პასუხი ისე გავეცი.
- კიმაგრამ მე რა დავაშავე? ვითონც არაფერიო ისე გაიკვირვა.
- ეხლავე განახებ რაც დააშავე. ფეხზე წამოვდექი და ხალხის ყურადღება მოვითხოვე.
- ძალიან დიდი ბოდიში თუმცა, სულ რამოდენიმე წუთით თქვენს ყურადღებას ვითხოვ.
პირველ როგში გილოცავთ რეზის წარმატებას, მიმდა რომ სულ ესეთ ბედნიერს და გახარებულს ვხედავდე. მინდა მის სახეს ეს სიხარული არასოდეს არ მოშორდეს. ჩემო სიხარულო, კიდევ უფრო დიდი და ბევრ წარმატებებს გისურვებ შენ, შენ ამას ნამდვილად იმსახურებ.
ხოლო რაც შეეხება მეორე საქმეს, რამოდენიმე თვის წინ ოჯახში განვაცხადე რომ ორსულად ვარ. რითაც ყველა ძალიან ავაკვირვე, ეხლა კი მინდა ყველაფერს ფარდა ავხადო.
გეტყვით იმას რომ მე ორსულად არ ვყოფილვარ, ორსულად ჩემი ყოფილი მეგობარი ელენე გახლდათ, ის ბავშვს თქვენი საამაყო და საყვარელი ვსტოსგან ელოდებოდა. თუმცა როგორც კი მან ბავშვის შესახებ გაიგო, ელენეს სასწრაფო აბორტი მოსთხოვა.
როდესაც ეს ყველაფერი ჩემს ყურამდ მოვიდა მე გავაპროტესტე, გადავწყვიტე მას დავხმარებოდი ბავშვი გაეჩინა შემდეგ კი მე გამეზარდა.
თუმცა როგორც კი, რაოდენიმე დღით მოვშორდი ელენეს გვერდიდან, მან ეგრევე აბორტი გაიკეთა და ბავშვი მოიშორა. თქვენს საამაყო ბიჭს კი ეს ყველაფერი არც კი გაუპროტესტებია, პირიქით ბედნიერი და კმაყოფილი სახით ზის დღეს ჩვენთან ერთად.
ბიძი ბოდიში რომ ეს ყველაფერი ადრე არ გითხარი, მაპატიე რომ შენი შვილის უნამუსო საქციელს ხელი დავაფარე. ის საამაყო და მისაბაძი კი არა, არამედ ერთი არაკ**ი და თავისთავზე შეყვარებული ვინმეა.
სიტყვით გამოსვლა დავასრულე და ჩემი ადგილი დავიკავე, ცალი თვალი ვატოსკენ გავაპარე და მისი გაოგნებული სახის დანახვისას გულიანად გამეცინა. ვიცოდი რომ ამ ყველაფერს ჩემგან ნამდვილად არ ელოდა, მას ეგონა რომ ყველაფერს ისე ჩავყლაპავდი როგორც ადრე, თუმცა შეცდა.
ფეხზე წამოდგა და მკლავში ხელი ძლიერად ჩამავლო, ფეხზე წამომაყენა  და გასასვლელისკენ გამაქროლა.
- როგორ გაბედე? მითხარი რა უფლებით გააკეთე ეს ყველაფერი? ვინ გეკითხებოდა სიმართლე რომ თქვი?
თვალებიდან სულ ცეცხს აფრქვევდა, იმდონემდე იყო გამწარებული რომ ვერც, კი ხვდებოდა როგორ ძლიერ მიჭერდა ხელს.
- აბა რა გეგონა? გეგონა ისევ ჩავყლაპავდი შენს საქციელს? შენ კაცი კი არა არაკ**ი ხარ გესმის?
როგორ შეიძლება ჩემსადა შენს, ორგანიზმში ერთი და იგივე სისხლი ჩქებდეს. მეზიზღები გესმის, მძულხარ ყველაფერი მძულს რაც შენ გიკავშირდება. იმის გაფიქრებაც კი მძაგს, მე და შენ ერთ ქალაქში ერთი და იგივე ჰაერს რომ ვსუნთქავთ.
 როგორ შეიძლება ბიძაჩემს შენნაირი, ნაბი**არი შვილი ჰყავდეს. სიტყვის დასრულება ვერ მოვასწარი როდესაც საშინლად ამეწვა მარჯვენა მხარე, თვალებიდან ეგრევე სიმწრის ცრემლები წამომცვივდა. ვგრძნობდი როგორ მემჩნია ვატოს ხუთი თითი სახეზე და როგორ ძლიერ მეწვოდა მისი კვალი.
- არ მტკენია იცი? ამით შენ კიდევ ერთხელ დაამტკიცე შენი არაკ**ობა.
გული მხოლოდ იმიტომ მტკივა რომ ნაბიჭ**რი ხარ ვატო. მისი ხელის მოშორებას ვცდილოდი თუმცა უშედეგოდ.
- გამიშვი. ბრაზით ვამბობ მე.
- არსად არ გაგიშვებ გესმის? არ არის შენი საქმე მე ჩემს ცხოვრებაში რას ვიზამ, შენ სჯობს შენს ცხოვრებას მიხედო. ამდენი წლის ხარ და სულ სხვის ცხოვრებაზე რომ ფიქრობ, შენს თავს მიხედე არავის რომ არ უნდევხარ.
ყველა მხოლოდ შენს გამოყენებას რომ ფიქრობს.ყველას ცხოვრებაში ჰყოფ ცხვირს, იმას კი არ ფიქრობ რომ არარაობა ხარ და შენთან ურთიერთობა არავის უნდა.
- ნაბი*** რი ხარ ვატო. ყველაზე ბინძური სულოს პატრონი ხარ ვინც კი მინახავს. მეზიზღები გესმის, გაწიე შენი ბინძური ხელები ნუ მეხები. არარაობა შენ თვითონ ხარ მხოლოდ შენს თავზე რომ ფიქრობ, შენნაირი უგულო ნაბი***რის მნახველი არ ვარ. დავინახე როგორ წამოიღო ხელი დასარტყამად, ამჯერად თვალები დავხუჭე და ისევ ვცადე ხელის განთავისუფლება. როდესაც სილის გაწნა დააგვიანა თვალები გავახილე და დავინახე თუ როგორ ურტყამდა ლევანი ვატოს.
- როგორ ბედავ მისთვის ხელის დაკარებას.
- ლევან შეეშვი. ვცდილობდი როგორმე მათ გაშველებას თუმცა უშედეგიდ, ვიღაცამ ხელი მომკიდა და იქედან გამომიყვანა.
როგორ ბედავ მეთქი შე ახვ*რო? რა უფლებით ეხები ქალს.
- ლევან შეეშვი.  გამიშვი ხელი. ვუყვირი ბიჭს რომელსაც მკლავებში ვყავარ მომწყვრეული.
- ლევან ის ჩემი ბიძაშვილია, არ დაარტყა გთხოვ. დავინახე როგორ მოუქნია ლევანმა, ვატოს მუშტი და ეგრევე დავიყვირე.  მუშტი რომელიც ვატოსთვის უნდა დაერტყა ჰაერში გაუშეშდა და მე შემომხედა.
- რასამბობ თათა? როგორ შეუძლია შენს ბიძაშვილს ხელი აღმართოს შენზე?
-  საკმარისია ლევან, შეეშვი არაგაქვს უფლება ჩვენს ურთიერთობაში ჩაერიო. ბიჭის ხელები რომლებიც მე მაკავებდნენ უხეშად მოვიშორე და რესტერანში შევედი, რეზის ბოდიში მოვუხადე ჩანთა ავიღე და იქაურობას გავეცალე.
- თათა დამელოდე. მესმის ზურგს უკან ლევანის ხმა.
- შემეშვი ლევან.
- გთხოვ დამელოდე, არ ვიცოდი ვინ იყო. როდესაც დავინახე თუ როგორ აღმართა შენზე ხელი, იქ გადამეკეტა.
- ეხლა მარტო ყოფნა მსურს ლევან.
მანქანაში ჩავჯექი და იქაურობას გავეცალე.
შვებას მხოლოდ ჩემს საყვარელ ადგილას ვგრძნობდი, როდესაც ძალიან მიჭირდა სულ ბაგრატის ტაძრის ეზოში მოვდიოდი.
ჯვრის ქვემოთ მინდორზე გავწვებოდი და მთელი ღამე შევსცქეროდი, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.
პირველად აქ ბაბუამ მომიყვანა, მამაჩემის მამამ.
სულ რაღაც შვიდი წლის ვიყავი როდესაც პირველად ბაგრატის ტაძარი ვნახე. ძალიან მომეწონა აქაურობა, შემდეგ მიმდორზე გავწვებოდით და მთელი ღამე შევსქეროდით ქუთაისს.
როდესაც ძალიან მიჭირდა სულ აქ მოვდიოდი და უფალს შველას ვთხოვდი. მახსოვს ბაბუ სულ მეუბნებოდა უფალი მხოლოდ  ტკივილის დროს არ უნდა გვახსოვდეს, მას ჩვენი ჭირიც და ლხინიც უნდა გავუზიაროთო.
რატომღაც დღეს აქაირობა არ მშველოდა, ეხლა მხოლოდ ბაბუს ჩახუტება და სითბი მჭირდებოდა ამიტომ, იქედან სასწრაფოდ წამოვედი და ბაბუაჩემთან სოფელში წავედი.
რადგანაც ქუთაისთან ახლოს ცხოვრობდა, იქ მისასვლელად დიდი დრო არ დამჭირვებია.
ხუთი წლის წინ მამამ და ბაბუმ სერიოზულად იჩხუბეს, შემდეგ ბაბუმ სოფელში სახლი იყიდა და აქ გადმოვიდა მის ახალგაზრდა ცოლთან ერთად.
ჩხუბის მიზეზიც სწორე ბაბუს ახალგაზრდა მეუღლე გახლდათ, მამა აპროტესტებდა მის გადაწყვეტილებას მხოლოდ მე ვუჭერდი ბაბუს მხარს. მე მისი ბედნიერება მიმდოდა ამიტომ მისი გადაწყვეტილება ძალიან მომწონდა. ბაბუჩემი საკმაოდ შეძლებული გახლდათ, თუმცა რადგანაც მისმა ორივე შვილმა მისი გადაწყვეტილება გააპროტესტა, ფინანსურად არცერთს არ ეხმარებოდა.
- თათა შვილო რამდენი ხანია აქ არ მოსულხარ. კარებშივე შემომეგება ბაბუაჩემის მძღოლი გია.
- როგორ ბრძანდებით ბატონო გია.
- კარგად ვარ შვილო შენ?
- კარგად გმადლობთ, ბაბუ სახლშია?
- დიახ რათქმაუნდა მისაღებშია.
სახლის კარები ხმაურით შევხსენი და პირდაპირ მისაღებისკენ გავიქეცი.
- ბაბუ მე მოვედი. ხმამაღლა შევსძახე და ბაბუას კალთაში ჩავუხტი.
- ჩემი გოგო მოსულა. ბედნიერმა ჩამიკრა გულში, მთელი ძალიათ მხვევდა ხელებს თან რიტმულად თავზე მეფერებოდა.
- ძალიან მომენატრე ბაბუ.
- მეც მომენატრე ჩემო პატარავ.
- ეხლა რომ აქ არ მოვსულიყავი მოვკვდებოდი ბაბუ. ტირილით აღმოვთქვი მე და უფრო ძლიერ მივეკარი კაცს.
- შენ რა ტირი. სხეულიდან მომიშორა და თვალებში შემომხედა. - ეს ვინ
გააკეთა ბაბუ? ბრაზით ამბობს ის და იქ სადაც ვატოს ხელი მომხვდა ხელს მადებს.
- ვინ გაბედა შენთვის ხელის დაკარება? ხელებს მოვტეხავ მას ვინც ეს გააკეთა ბაბუ. ან ხელზე რა მოგივიდა? შენ რა გკლავენ როდესაც შენს გვერდით არვარ? ყვირის ის და ფეხზე დგება.
- ხელი ჩემი დაუდევრობით მოვიტეხე, ხოლო ეს. თავდახრილი ვამბობ მე.
- ეს ვინ ჩაიდინა? მკაცრად ამბობს ის.
- ვატომ. ტირილით ვამბობ მე და ისევ ბაბუს ვეკვრი.
- ყველას ვაზღვევინებ ვინც გულს გატკენს ჩემო სიხარულო, არავის გავახარებ, არავის არ შერჩება შენი ცრემლი.
თავზე მკოცნის და ხელებს ძლიერად მხვევს.
- ჩემი პატარა გოგო, როგორ დამიჩაგრეს შენი თავი ჩემო სიხარული. არავის არ შერჩება შენი ცრემლი. ეხლა კი ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი რა მოხდა.
ბაბუს მოვშორდი და მის მოპირდაპირე სავარძელში მოვთავსდი. ყველაფერი რიგის მიხედვით მოვუყევი, ყველა დეტალს დაწვრილებით ვყვებოდი. არ მინდოდა რაიმე გამომრჩენოდა ამიტომ ნამიმდევრობას მივყევი.
- ეს რეები მიმხდარა თურმე ჩემო სიხარულო. ეხლა რა გინდა გააკეთო?
ბაბუ მიხვდა ჩემს ზრახვებს და ინტერესით მაშტერდება.
- პირველ რიგში ელენესთვის და ვატოსთვის სამაგიეროს გადახდა მსურს. შემდეგ გოგსიკას ცოლოს ყველა დეტალი უნდა გავარკვიო, ელენეს არ გავახარებ ბაბუ საქმე ისე უმდა მოვუწყო რომ აქ კი არა არცერთ ქვეყანაში ფეხის დადგმა არ შეეძლოს.
- მე შენს გვერდით ვარ ჩემო სიხარულო. მიდი ეხლა შენს ოთახში ადი, დაისვენე თამროს ვეტყვი და ოთახში შენს საყვარელ ცხელ შოკოლადს ამოგიტანს. არაფერზე არ იმერვიულო ყველაფერს მე მოვაგვარებ. შუბლზე მკოცნის და სამზარეულოსკენ მიდის.
-ბაბუ  თეონა სად არის? მივაძახე სამზარეულოსკენ მიმავალს.
- დედამისთან არის ხვალ დაბრუნდება.
- კარგი.
კიბეებს ავუყევი და ჩემი გემოვნებით მოწყობილ, ჩემს საყვარელ ოთახში შევედი.
მიუხედავად იმისა რომ აქ იშვიათად მოვდივარ, ბაბუს თხოვნით ჩემს ოთახს ყოველ მეორე დღეს ალაგებენ. ამბობს რაიცი რა მოუვლის ჩემს პრინცესას როდის ჩამოვაო. ამიტომ ყველაფერი ყოველთვის დასუფთავებული აქვთ.
სააბაზანოში შევედი წყალი გადავივლე და შემდეგ აივანზე გავედი.
- წალბატონო თათულკ თქვენი შოკოლადი. მესმის კართან მდგომი თამროს ხმა და უკან ვბრუნდები.
- კარგი რა თამრო, რამდენჯერ გთხოვე ქალბატონს ნუ მეძახი თქო. ღიმილით ვეუბნები და მონატრებულს ვეხვევი.
- კარგით, უკაცრავად კარგი აღარ დაგიძახებ. ღიმილოთ ამბობს სისიც, ფინჯანს მაწოდებს და ოთახიდან გადის.
 ისევ აივანზე გასვლას ვაპირებდი როდესაც, ტელეფინზე ესემესი მომივიდა.
"ძალიან ვწუხვარ დღევანდელის გამო"
" არაუშავს. ზედმეტი მომივიდა ვატოს გამო,  შენთან არ უმდა მეჩხუბა. უბრალოდ ძალიან გავბრაზდი მასზე და  ხელში შენ შემრჩი"
მალევე დავუბრუნე პასუხი და სარწეველა სავარძელში მოვთავსდი.
"ეხლა როგორ ხარ?"
" ეხლა უკეთ. შენ როგორ ხარ?"
"  მომენატრე"
" მეც მომენატრე"
" თუ გიმდა მოგაკითხავ და სადმე გავისეირნოთ"
"არ ვარ სახლში, სოფელში ვარ ბაბუასთან"
" გასაგებია როდის გნახავ?"
" ცოტახნით აქ ყოფნა მინდა"
" როგორც ჩანს გიყვარს მაქ ყოფნა, რადგან ესეთ დროს მაქ წადი ესეიგი ბევრს ნიშნავს ეგ ადგილი შენთვის"
" როდესაც ცუდად ვარ მაგ დროს მხოლოდ ბაბუსთან ახლოს ყოფნა მინდა. მაგ დროს მხოლოდ ბაბუს ესმის ჩემი"
" გასაგებია"
პასუხი აღარ დამიბრუნებია თუმცა, მალევე ისევ მომივიდა ესემესი.
" მგონია რომ ელენესთვის და გოგსიკასთვის სამაგიეროს გადახთას გეგმავ. არამგონია ამ ყველაფერს ესე ადვილად შეეგუო, შეგიძლია მითხრა რას აპირებ."
" როდესაც ვინმე რამეს აშავებს, სამაგიეროს ყოველთვის ვუხდი. ასე რომ არც ეხლა ვაპირებ ისე ჯდომას."
"ცხოვრება მედისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ თავს ცუდად ცხოვრების უფლება მისცე. ამიტომ ნუ ფიქრობ იმაზე რომ მათ სამაგიერო გადაუხადო"
" ეს ჩემი ცხოვრებაა ამიტომ, ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის აქვს. მაპატიე მაგრამ მე გადავწყვეტ ჩემთვის რა არის კარგი და რა ცუდი"
" კარგი როგორც შენ გინდა"
" ეხლა უნდა წავიდე მეძინება"
" ძილინებისა"
"ძილინებისა"

ფინჯანი და ტელეფონი იქვე გადავდე შემდეგ კი საწოლში შევწექი.
- სამაგიეროს ყველას გადავუხდი. ხმამაღლა წამოვიძახე და ბოროტულად ჩავიციმე, თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს და სიბნელეში გადავეშვი


ველოდები თქვენს შეფასებებს, იმედია მოგეწონებათ. ვეცადე რაც შეიძლებოდა დიდი გამომსვლოდა, ბოდოშს გიხდით შეცდომევის და ჭარგონების გამოო❤скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი lia

ღოგორც კოველტვისსაუკეტესო ტავებს დებ.
წერის განსხვავებული ნიჰი გაქვს.
Mიკვარხარ ზალიან
Gილოცავ.ახალ წელს.ჰქარა დასტულებულიკოს სენი...რუტინა..დაბრუნებულიკავი
საქარტველოსი.

 


№2  offline მოდერი LurjTvala demoni

სტუმარი lia
ღოგორც კოველტვისსაუკეტესო ტავებს დებ.
წერის განსხვავებული ნიჰი გაქვს.
Mიკვარხარ ზალიან
Gილოცავ.ახალ წელს.ჰქარა დასტულებულიკოს სენი...რუტინა..დაბრუნებულიკავი
საქარტველოსი.


მიხარია რომ მოგშონთ ჩემი ისტორიები, ვეცდები უფრო საინტერესო თავები დავდო.
მეც გილოცავთ ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ, ძალიან შემაყვარეთ თავი ქალბატონო ლია❤❤

 


№3  offline წევრი მოცინარი

შენ მე გამაგიჟებ!
მაგარი იყო ძალიან <3
აი ვატოზე ისე გავბრაზდი ლამის ტელეფონში შევძვერი :/
მიცეხმარები რა თათას შურისძიებაში.
ელენეს საქციელი მაგიჟებს! როგორ შეიძლება შენი შვილი, ნაწილი, სიცოცხლე მოკლა?! ვერ ვიტან!
კარგი გოგო ხარ დიდ თავებს რომ დებ <3 მალე დაგვიბრუნდი <3

 


№4  offline მოდერი LurjTvala demoni

მოცინარი
შენ მე გამაგიჟებ!
მაგარი იყო ძალიან <3
აი ვატოზე ისე გავბრაზდი ლამის ტელეფონში შევძვერი :/
მიცეხმარები რა თათას შურისძიებაში.
ელენეს საქციელი მაგიჟებს! როგორ შეიძლება შენი შვილი, ნაწილი, სიცოცხლე მოკლა?! ვერ ვიტან!
კარგი გოგო ხარ დიდ თავებს რომ დებ <3 მალე დაგვიბრუნდი <3

მოცინარი
შენ მე გამაგიჟებ!
მაგარი იყო ძალიან <3
აი ვატოზე ისე გავბრაზდი ლამის ტელეფონში შევძვერი :/
მიცეხმარები რა თათას შურისძიებაში.
ელენეს საქციელი მაგიჟებს! როგორ შეიძლება შენი შვილი, ნაწილი, სიცოცხლე მოკლა?! ვერ ვიტან!
კარგი გოგო ხარ დიდ თავებს რომ დებ <3 მალე დაგვიბრუნდი <3



ჩემი გოგო როგორ მახარებ შენი თბილი კომენტარებით, მიხარია რომ მოგწონს ვეცდები მალე დაგიბრუნდეთ ჩემო მარწყვებო❤

 


№5 სტუმარი მარი. ელ❤

ყოჩაღ ყოჩაღ ყოჩააღ ძალიან კარგი ხარ და ეს ისტორიაც მომწონს თათულის სამართლიანობა მტკიცე ხასიათი... მოკლედ მაგარი ისტორაა მწერალთან ერთაად❤

 


№6  offline მოდერი LurjTvala demoni

მარი. ელ❤
ყოჩაღ ყოჩაღ ყოჩააღ ძალიან კარგი ხარ და ეს ისტორიაც მომწონს თათულის სამართლიანობა მტკიცე ხასიათი... მოკლედ მაგარი ისტორაა მწერალთან ერთაად❤


ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ ესეთ მოწონებას იმსახურებს ჩემი ეს ისტორია.
ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ

 


№7  offline წევრი blondeangel631

იმედია ძალიან სასტიკი გეგმა არ ექნება joy

 


№8  offline მოდერი LurjTvala demoni

გეგე მარიშკა
იმედია ძალიან სასტიკი გეგმა არ ექნება joy


არვიცი შენ სასტიკ გეგმას რას ეძახი?

 


№9  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიაან მომეწონა ♥
არა
აღფრთოვანებული ვარ!
უმაგრესი იყო! ♥
ველი გაგრძელებას და მოვლენების განვითარებას♥♥♥
ამჟამად
ერთ-ერთი ფავორიტი ისტორია გახდება ჩემთვის ♥♥
წარმატებები
და მოუთმენლად გელი ♥♥♥♥

 


№10  offline მოდერი LurjTvala demoni

ტკბილიწიწაკა
ძალიაან მომეწონა ♥
არა
აღფრთოვანებული ვარ!
უმაგრესი იყო! ♥
ველი გაგრძელებას და მოვლენების განვითარებას♥♥♥
ამჟამად
ერთ-ერთი ფავორიტი ისტორია გახდება ჩემთვის ♥♥
წარმატებები
და მოუთმენლად გელი ♥♥♥♥


არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის.
ისეთი ტკბილო კომენტარია ენაც კი ჩამივარდა:დ
უღრმესი მადლობა შენ, ძალიან ნიხარია რომ მოგეწონა.
ვეცდები იმედები არ გაგიცრუო.
მიხარია რომ კითხულობ ჩემს ისტორიას❤

 


ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ