შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შერწყმა (6)


9-01-2018, 20:03
ავტორი lukakhati
ნანახია 115

შერწყმა (6)

ყველაზე აუტანელი ლოდინი იყო. მოლოდინი თავისუფლებისა, აღმაფრენისა, მაგრამ, როდესაც არავინ იცოდა რა იქნებოდა სხვანაირი ცხოვრება რომ ჰქონოდათ, ლოდინიც მნიშვნელობას კარგავდა, იმსხვრეოდა და გამვლელების ფეხ ქვეშ განადგურებული გამამთლიანებელს ელოდა. ეს იყო მისი ბედი, როგორც სხვა ყველაფრის ამ ქალაქში. ასე არ უნდა ყოფილიყო. ადამიანები მუდმივად ცხოვრობენ მომავლის იმედით და , რა თქმა უნდა, განიცდიან იმედგაცურებას, როდესაც ის, რასაც მთელი გულით ელიან მუდმივად მიუვალ კარს ჰგავს და ყოველი მისკენ გადადგმული ნაბიჯი უფრო გაშორებს მიზანს. ალბათ, კატალიასაც რომ არ დაენახა ყველაფერი მოთმინებით დაელოდებოდა მომავალს. იოცნებებდა მშვიდ, დიდ ეზოიან სახლზე, სხვადასხვა ფერებში ჩაძირულ ორანჟერიაზე. სინამდვილეში მას ჰქონდა ეს ყველაფერი უბრალოდ ის ისევე ვერ აღიქვამდა ამ ყველაფრის ბედნიერებას, როგორც საკუთარი სხეულის მშვენიერებას, რომელსაც მუდმივად დანაოჭებულსა და დაბეჩავებულს ხედავდა. არც მომავალის ყურებაა გამოსავალი. მის პირისპირ ყველაზე ძლიერიც ხელმოცარული ხდება და მთელი არსებით გრძნობს საკუთარ სისუსტეს. მარადიულობის სიძლიერესთან შეჭიდებული ადამიანისაგან მტვერი რჩება. კი, ეს ქალიც, რომელიც წინ გადადგმული ყოველი ნაბიჯის ნიჭით იყო დაჯილდოვებული მტვერი იყო. მას არასდროს გაჩენია კითხვა - რა მოხდება, მაგრამ ვერასდროს გასცემს პასუხს კითხვაზე რატომ მოხდა? ამიტომაც ხშირად აღიზიანებდა ელიაზარის მრავალი ვარაუდი, რადგანაც მისთვის ერთი რამ არსებობდა.
გულის სიღრმეში შეიძლება თედორესიც კი შურდა. ყველას ერთმანეთის შურდა და სხვების ხვედრი უფრო მშვიდი, ლმობიერი ეჩვენებოდა. ალბათ თედორესათვის რაიმეს ლოდინი მართლაც უსაფუძვლო იყო, როგორც აწმყო და ის წარსულის კეთილდღეობა, რომელსაც მუდმივად უყურებდა ადრე თუ გვიან მაინც გაქრებოდა.
ორანჟერიაში შესული ყვავილებს უყურებდა. გატეხილი ქოთნის ნასხვრევებს კრეფდა.
-სად ხარ ელიაზარ? ეკითხებოდა საკუთარ თავს. თვალებს ხუჭავდა, ქუთუთოებს ერთმანეთს მაგრად უჭერდა, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო, რადგან მისი მზერა მხოლოდ გრძელ, სასრულო გზას მიუყვებოდა.
ნუთუ გაიქეცი? - ზიზღით წარმოთქვა ეს სიტყვები. მას მართლაც შეზიზღებოდა საკუთარი ძმა, რომელმაც გასაქცევი გზა მონახა და ყველაფერი საკუთარი დისა და ძმის ჩათვლით დატოვა. კატალია მხოლოდ ამაზე ფიქრობდა და ძმის ყოფა, სიკვდილი თუ სიცოცხლე სულაც არ ანაღვლებდა. ახლა ელიოზი წარმოიდგინა. მისი სხეული, აღნაგობა საცორად წააგავდა ელიაზარისას. მაგრამ მისი თვალები განსხვავებული იყო და ,ხო, ის გრძნობდა იმ ყველაფერს, რასაც ელიაზარი ვერასდროს იგრძნობდა.
ღამე მშვიდი იყო, მაგრამ სახლში დაბრუნებულის სული ბობოქრობდა. გაბრიელის სანახავად წასვლა გადაწყვიტა. გასასვლელისკენ გაემართა და ღია ოთახის კარიდან მძინარე, ოფლში ჩაძირული თედორე დაინახა. წამით შეებრალა კიდეც. ის კვლავ საზარელ სიზმარს ებრძოდა.
...გაბრიელის სახლისაკენ სწრაფი ნაბიჯით გაეშურა. ღამე იწურებოდა, მზის პირველი სხვიები ნელ-ნელა სიბნელეში უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ შავი სქელი ღრუბელი მისთვის წინაღობა იყო. არც ეს კოკისპირული, ხმაურიანი წვიმა იყო მოულოდნელი კატალიასთვის. ქუჩაში გაჩერდა, ღრუბლების შეჯახების გაელვების შემხედვარემ წასვლა გადაიფიქრა.
-აზრი არ აქვს - ხმამაღლა თქვა და კედლებს შეჯახებულმა სიტყვებმა სახლისაკენ წასვლისაკენ უბიძგა. ყველაფერი სხვას მიანდო.
ამ უკუნითში ჩაძირულ განთიადს ყველა მღვიძარე ეგებებოდა. არც კრიტოფერის ლოგინდთან მოდარაჯე თეოდორს ეძინა. ბუტბუტებდა, მივიწყებულ ლოცვას იხსენებდა. მხოლოდ ამით შეეძლო ძმისა და საკუთარი თავის დახმარება. გრუხუნის ბავშვობიდან ეშინოდა. კარგად ახსოვდა დრო, როდესაც შეშინებული უფროს ძმას ეკედლებოდა და მხოლოდ, მაშინ მშვიდდებოდა, როდესაც მასთან ერთად საბანში გაეხვეოდა. ახლა, ყველაფერი სხვანაირად იყო და გული უკვდებოდა. მოგონებები ხალისიანი იყო, თუმცა გაცნობიერება იმისა, რომ ეს დრო უკან უკვე ვეღარასდროს დაბრუნდებოდა, ახლად გალესილ ბლაგვ იარაღს წააგავდა. ყოველი მოძრაობით ქსოვილი იშლებოდა, სისხლი წვეთავდა. ყოველი ახალი წვეთი დღის ტოლფასი იყო და იატაკზე შეხებული ფერს კარგავდა და მისი ჭაღარა თმასავით ფერმკრთალდებოდა. შფოთვა უადგილო იყო. ძალიანაც რომ ნდომოდა ახლა დამლაპარაკებელს, გულის დარდის გამზიარებელს ვერ იპოვიდა. ხელებს ერთმანეთს მაგრად უჭერდა ბუტბუტებდა და სტკიოდა, თეოდორს მთელი სხეული ძალიან ტკიოდა.
კრისტოფერის დარაჯს სკამზე ხშირად დასძინებია. ამ ღამესაც სკამზე გაატარებდა მოულოდნელად ოთახში რაისას რომ არ შემოებიჯებინა.
...თეოდორი გამოფხიზლდა, რაისა შეშინებული ჩანდა :
-როგორ არის?
-რა ხდება რაისა?
-დღეს გაბრიელთან ვიყავი.
-გაბრიელთან?
-ხელი გამეყინა, ვერ ვამოძრავებდი.
-გასაგებია - უხერხულ სიჩუმეს ჩამოწოლის საშუალებას არ აძლევდა. უადგილო სიტყვებით დის გამხნევება არ გადაწყვიტა. შეიძლება გულის სიღრმეში ესიამოვნა კიდეც, მაგრამ ამას არასდროს აღიარებდა. თეოდორისა და რაისას კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. ის ყოველთვის ზედმეტი იყო, თეოდორი და კრისტოფერი კი ყოველთვის ერთნი. ხუჭუჭა, შავთმიან ალქაჯს ძმაზე ნათქვამს არასდროს აპატიებდა, მაგრამ ეს თეოდორი იყო და ის არ ყოფილა არასდროს ბოროტი. ძალიანაც უნდოდა, რომ სწყენოდა, მაგრამ ნიღაბს ვერ მოირგებდა.
-კრისტოფერსაც ასე დაემართა?
-რაისა...
-მიპასუხე- თავი ვეღარ შეიკავა
-კი - მტკიცედ, ყველანაირი თანაგრძნობის გარეშე უპასუხა.
-რამდენი დამრჩა?
-რა მნიშვნელობა აქვს.
-თეოდორს - რაისას ხმა კანკალებდა
-არ ვიცი ერთი წელი, შეიძლება მეტიც - ცინიკურობა ირეოდა თეოდორის ხმაში.
-შენ რატომ არ იყინები?
-ყველას თავისი დრო აქვს.
-რატომ თეოდორ? ერთხელ მაინც შეიძლება, როგორც საკუთარ დას ისე დამელაპარაკო.
-რაისა - ასეთ საუბარს არ ელოდა- იმდენად ბევრი დრო გაატარე საკუთარი თავის აშენებაში, ნიღბის მორგებაში, სიძლიერის ილუზიის შექმნაში, რომ ყველა და ყველაფერი დაკარგე. ნელ-ნელა იმსხვრევი.
-შენ არ გესმის.
-ზიზღით გაჟღინთე საკუთარი სხეული და ყველაფერი იმით დაამთავრე, რომ საკუთარი თავი შეიზიზღე. წარმოიდგინე საკუთარი სიკვდილი და ამაყმა საკუთარი გონება დაარწმუნე, რომ ეს ყველაფერი შენთვის არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ, როდესაც მისი მოახლოება იგრძენი ამპარტავანს გაგახსენდა, თუ როგორ გიყვარს საკუთარი თავი.
-გაჩუმდი - დაუყვირა.
-არასწორად იქცევი.
-შენ იქცევი სწორად?
-მე ჩემი გზა მაქვს არჩეული.
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.
-გეშინია რაისა.
-ჩვენი ერთი ბოლო გვაქვს. - ჩუმად გაეშურა გასასვლელისაკენ.
-შენ გკლავს შიში, გარდაუვალის მოლოდინისაგან გამოწვეული შიში. - ხმადაბლა წარმოთქვა.
...რაისა კართან გაჩერდა:
-შენც კვდები თეოდორ. შენ გკლავს სიმშვიდე, გარემოების უარყოფით შექმნილი სიმშვიდე.
...ელიოზი კი ყველასაგან განსხვავებით დაცარიელებულ ბინას ნელ-ნელა ეგუებოდა. ყოველი კუთხე, ნივთი ახალი აღმოჩენა იყო და შეგრძნება, რომ გარშემო ყველაფერი მხოლოდ მისი იყო უზომოდ, სიამოვნებდა. აღტაცებული ადგილს ვერ პოულობდა და საკუთარი ცხოვრებით, რომელიც ისეთივე ახალი იყო, როგორც ყველაფერი მის გარშემო ტკბებოდა.
საკუთარი არსებობით ტკბობაც ნიჭია. არა ეგოისტური, უსაფუძვლო ვნებებში ჩაძირული ტკბობა, არამედ სუფთა ნიჭი - საკუთარი სხეულის შეგრძნებისა და წარმართვის ნიჭი. მას რომ სცოდნოდა, რომ მისი ნაწილი, რომელსაც ელიაზარი ერქვა გამოფიტული იყო და საკუთარი ცხოვრების წარმართვას გონებით, წიგნებში ამოკითხული წინადადებებით გეგმავდა, აუცილებლად სიბრალულით აივსებოდა. ცხოვრებაც მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი, როდესაც მას მთელი სხეულით გრძნობ. ყურს უგდებ და აცნობიერებ, რომ შენც ხარ ცხოვრება.
წვიმის ხმა მას ადრეც გაეგონა. წვეთები სახურავს ეცემოდა და დამსხვრეული მინიდან სახლში აღწევდა. როდესაც ფანჯარას მიუახლოვდა კანზე წვეთები შეიგრძნო. თვალები დახუჭა და სახლში შემომავალ სურნელს გაჰყვა. დამსხვრეული ფანჯარა გააღო, ხელი ასწია და წვიმიან ქალაქს დააკვირდა.
-რა ლამაზია. - ღიმილით ამბობდა.
გასაკვირი იქნებოდა ყველასათვის ამ სიტყვების გაგება, რადგან ამ ადგილსათვის ლამაზი ,ალბათ, წლებია არავისთვის უწოდებია. ყველა დაცარიელებულ ვიტინებში თავისი ანარეკლის უკან ვერაფერს ხედავდა და ამას წინ ვერაფერი აღუდგებოდა, რადგან მათი გასაჭირი მძიმე ტვირთი იყო და მისი მატარებლები ვერ უწოდებდნენ ამ შენობას, რომელიც მხოლოდ საკუთარ ტყვეობას, არასასურველობას აგონებდა, ლამაზს.
მაგრამ ამ ღამეს ქალაქი მართლაც ლამაზი იყო. კამკამა წყალს ყველაფერი ცუდი თან მიჰქონდა და არე-მარეს ძველ შინაურულ სურნელს უბრუნებდა. არეკლილი ელვის სინათლე კი წამით ერთიანად ყველაფერს აცისკროვნებდა ბევრისათვის აქაურობას სიცოცხლეს, ბევრისათვის კი-სიკვდილს აბრუნებდა.
...საიდუმლო, რომელიც ამ ქუჩას მიუყვებოდა არავინ იცოდა. ყველა აქ მყოფი საფასურს იხდიდა და კვდებოდა. კარგის, სიმშვიდის მნიშვნელობა არ იცოდა, მაგრამ ელიოზმა არც ცუდის, ბოროტების მნიშვნელობა იცოდა და ხო, ის ცოცხლობდა. ელიოზი სიკვდილის სუნში ცხოვრობდა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent