შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა ამბივალენტურობა [ 6 ]


9-01-2018, 20:58
ავტორი MoonLady
ნანახია 873

გრძნობათა ამბივალენტურობა [ 6 ]

- ლი ?
- ‎ბატონო. - უპასუხა წელს ზემოთ შიშველ ოთოს ლინდამ ისე, რომ არ სწყდებოდა სამზარეულოს. მადისაღმძვრელი არომატი ტრიალებდა მთელ სახლში და თბააბურძგნული და თვალებდასიებული ოთო სურნელმა გამოიყვანა ოთახიდან. დახლს მიუჯდა და ჰკითხა.
- ‎რას აკეთებ ?
- ‎სტეიკს.
- ‎დილაუთენია რა სტეიკი აგიტყდა ? - გაოცდა ბიჭი.
- ‎საათს შეხედე, გენიოს. - გაეცინა ლინდას და კედლის საათზე მიუთითა. საათის ციფერბლატი მეტად საინტერესოდ, სხვადასხვა ფერებში იყო მოხატული.
- ‎ორის ნახევარი... - ჩაიბურდღუნა თავისთვის. - საათი შენი ქმნილებაა ? - სასხვათაშორისოდ ჰკითხა და მონდომებით აკვირდებოდა მის რეაქციას.
- ‎ჰო... - თითქოს სევდა გამოკრთა მის ხმაში, ან ოთოს ასე უბრალოდ მოეჩვენა.
- ‎ჯეკპოტი მოვიგე, მგონი. - ჩაიცინა ბიჭმა.
- ‎რას გულისხმობ ?
- ‎სექსუალური მზარეული და თან მხატვარი მყავს, ჯეკპოტ.
- ‎კაცის გულისკენ გზა კუჭზე გადის. - თვალები აატრიალა ლინდამ და ხორცი გადმოაბრუნა.
- ‎შენ ამ კაცის გულისკენ გზას ეძებ ? - ლინდამ ცალი თვალით გახედა და დაიძაბა. ოთოს კაკაოსფერი თვალები მეტად მიმზიდველად გამოიყურებოდნენ და აზრებს უფანტავდნენ გოგოს. ინსტინქტურად უპასუხა.
- ‎რა იქნება მაგ კითხვაზე დადებითი პასუხი რომ იყოს ? - მთელი სხეულით შებრუნდა ბიჭისკენ და გაზი გამორთო. ოთო დახლზე წამოიწია და ლინდასთან საკმაოდ ახლოს, რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით აღმოჩნდა.
- ‎სცადე და გაიგებ. - ჩუმად უთხრა და ისევ სკამზე გადაინაცვლა.
ფიქრობდა, რომ ძილმორეულ ლინდას გუშინდელი "მიყვარხარ" არ ახსოვდა და სიმართლე ვთქვათ, ძალიან კმაყოფილი იყო ამით. ახლა ჰქონდა საშუალება უფრო დიდხანს დამტკბარიყო მისი წვალებით.
ლინდამ ცალი წარბი ასწია და სტეიკი თეფშებზე ლამაზად განალაგა. საპასუხოდ არაფერი უთქვამს, მაგრამ ჩაფიქრდა. არ ვიცი რაზე ფიქრობდა, მაგრამ ეს ფიქრები მის თავში ირეოდნენ და ხან სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა, ხანაც უსიამოვნო ჟრჟოლა აიტანდა.
- ბონ აპეტიტ. - თქვა ოთომ და სტეიკს დააცხრა.
- ‎როგორია ? - ღიმილით ჰკითხა ლინდამ. ოთოს სურდა რაიმე ეთქვა მწარედ, მაგრამ როგორც კი მის ღიმილს წააწყდა ლუკმა ვერ გადაყლაპა.
ლინდა ორივე იდაყვით მაგიდას ეყრდნობოდა. ერთი ხელი მაგიდაზევე ედო, მეორეთი კი სახეს იკავებდა. ძალიან სევდიანად იღიმოდა და მის თვალებში თითქოს პაწაწინა გალაქტიკებს ეპოვათ ბუდე.
- ღვთაებრივი. - აღმოხდა ბიჭს.
- ‎აზვიადებ.
- მართლა გემრიელია.
- ‎ჰოო ?
- ‎გასინჯე. - წარბი შეკრა ბიჭმა.
- ‎მე არ მშია. - გაეცინა.
- ‎შენ ვინ გეკითხება ? - თქვა ოთომ და თავის ჩანჯალზე მოზრდილი ხორცის ნაჭერი წამოაცვა.
- ‎არ მინდა, ოთო ! - გაოცება გაბრაზებაში აირია.
- ‎აბა თქვი, ააა... - იცინოდა ოთო. ლინდამ ხელები გაასავსავა უარის ნიშნად. - პირი გამიღე, შე ბურდღა.
- ‎ოთო, ამხელას ვერ ჩავიდებ. - აღშფოთდა ლინდა, როცა ოთომ იგი თავისთან მიიზიდა და ჩანგალი პირთან მიუტანა.
- ‎რა ? - უცებ გაჩერდა ბიჭი.
- ‎რ-რა იყო ?
- ‎რა თქვი ბოლოს ?
- ‎ამხელას ვერ ჩავიდებ-მეთქი, ყრუ ხარ ? - გაწიწმატდა ლინდა.
ოთომ ჩანგალი თეფშზე დადო და მთელი ხმით ახარხარდა. მუცელი ხელით ეჭირა და ცრემლებამდე იცინოდა.
- შენ თუ ამხელას ვერ ჩაიდებ, ჩვენ ვერ მოვრიგდებით, ლინდა. - აგრძელებდა სიცილს ბიჭი, ამასობაში კი გოგომ თავისი ნათქვამი გადახარშა და ალმური მოედო სახეზე.
- ‎მეზიზღები, ოთო ნემსაძე. იდიოტზე იდიოტი და კრეტინზე კრეტინი ხარ ! - ფეხზე წამოხტა ლინდა და ბრაზისგან ლამის ყურებიდან გამოუშვა ბოლი. დივნის პატარა ბალიშს დასტაცა ხელი და ოთოს მოუქნია. რამდენიმეჯერ მოქნევამ არ გაჭრა, ბიჭი ისევ ისე იცინოდა.
- ‎ძალიან დამპალი ბიჭი ხარ, მეზიზღები ! - ცოფებს ყრიდა და ბალიშს ისევ ურტყამდა. მაგრამ ბოლო მოქნევამ იგი ძირს დასცა. ოთომ ხელი ჩასჭიდა და ჩაიხუტა.
- ‎მიყვარს ორმხრივი გრძნობები ! - იღიმოდა იგი. ლინდას კი ბროწეულისფერი არ დაუკარგავს.
- ‎ვერ გიტან !
- ‎აჰაამ.
- ‎უნამუსო ! - ფართხალებდა ლინდა, მაგრამ უცებ შეჩერდა. ფეხებშუა რაღაც იგრძნო და ოთოს ახედა.
- ‎ზესექსუალური არსება ხარ. - უთხრა ბიჭმა და ხელები უკანალზე ჩაუცურა, მაგრად მოუჭირა და კიდევ უფრო ახლოს მიიკრო.
- ‎ჯანდაბამდეც გზა გქონია, ოთო. - წარმოთქვა ლინდამ და ბიჭის ბაგეს დაეწაფა.

....
სიამოვნებისგან ღონემიხდილები ეყარნენ იატაკზე და ღრმად სუნთქავდნენ. ლინდა ჭერს მისჩერებოდა, ოთო კი ლინდას. მისი მკერდის აზიდვას უმზერდა ყოველი ჩასუნთქვისას და სიწითლეშეპარულ ლოყებს.
ლინდას ზღვისფერი თვალები ჰქონდა, არასდროს მუქდებოდნენ ისე, როგორც ოთოს კაკაოსფერები. მაგრამ ყოველთვის ზუსტად ასხივებდნენ გოგოს განწყობას და ოთომ ეს შეამჩნია.
იატაკზე წამოჯდა, თავზე ხელი გადაისვა და ადგა. დაიხარა, შიშველი ლინდა ხელში აიყვანა და იქვე დივანზე დაჯდა. ლინდა კი კალთაში ჩაიჯინა. გოგოს თვალები ათასნაირ ემოციას ასხივებდნენ ახლა, ურთიერთსაწინააღმდეგოსაც კი. კიდევ დიდხანს შეეძლო ემზირა ამ მშვენებისთვის ოთოს, მაგრამ ინტერესის ჭიები სჭამდა. უნდოდა რაც შეიძლება მეტი გაეგო ლინდას შესახებ.
- მომიყვები შენზე რამეს ?
- ‎მმმ.. რა გაინტერესებს ? - კითხვა შეუბრუნა ლინდამ.
- ‎აი, შენი მშობლები მაგალითად.
- ‎დედაჩემი მშობიარობას გადაჰყვა, მამა ინსულტმა შეიწირა.
- ‎ვწუხვარ... როდის ?
- ‎მალე წლისთავი იქნება. 24 დეკემბერს. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ლინდამ. - შენი მშობლები ? - უცებ მოიშორა ნაღველი და სხარტად ჰკითხა.
- ‎ჩემები გაშორდნენ ერთმანეთს დიდი ხნის წინ. ჯერ კიდევ მეექვსე კლასში ვიყავი, მამაჩემი სვამდა და იკეთებდა. დედაჩემს სცემდა. ბოლოს ქალმა ვერ მოითმინა და წამოვედით.
- ‎ახლა ?
- ‎რა ახლა ?
- ‎ახლა სად არიან ?
- ‎მამის ასავალ-დასავალი არ ვიცი, დედა მეორე კურსზე რომ ვიყავი სიმსივნით გარდაიცვალა.
- ‎წარმიდგენია როგორ გიჭირდა...
- ‎შენც ალბათ, თავიდანვე არ გყავდა, ეგ უფრო რთულია.
- ‎არ ვთვლი ეგრე. - თავი გააქნია ლინდამ.
- ‎რა არგუმენტის საფუძველზე ?
- ‎შენ ორივე გყავდა და დაკარგე. მე კი ერთი თავიდანვე არ მყოლია. შენ ორჯერ განიცადე ის, რაც მე ერთხელ მხვდა წილად.
- ‎არც ეგრეა. გახსოვს რა გითხარი ? ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს, ყველა განსაკუთრებულია. ამიტომ ამაზე ბჭობაც უსაფუძვლო გამოდის.
- ‎სრულიად ამსხვრევ ჩემთან საუბრისას გარეთ არსებულ შენს იმიჯს. - უთხრა ლინდამ და წელში გასწორდა. მკერდი დაუბრუნდა თავის უზადო ფორმას და რამდენიმე წამით ოთოს არამხოლოდ მზერა, არამედ აზროვნების უნარიც მოსწყვიტა.
- ‎იქნებ მხოლოდ შენთან ? - როგორც იქნა მოვიდა გონს.
- ‎ვინ იცის... - თქვა და ოთოს სახეზე გაატარა თითები.
მათი ბაგენი ჰაეროვან კოცნაში შეერთდნენ და ისე ჩანდა თითქოს მათ ვერავინ და ვერაფერი დააშორებდა.
...

ოთო წავიდა და ლინდა მარტო დარჩა თავის ფიქრებთან და განცდებთან ერთად.
მამა გაახსენდა.
ხელები მომუჭა და ფრჩხილები კანში შეესო. იმდენად ძლიერად გამოუვიდა, რომ ხელისგულები დაესერა. მუშტის გახსნისთანავე სისხლი წვრილი ნაკადით ჩაუყვა ხელისგულს. ლინდა თავიდან მშვიდად ადევნებდა თვალს, მაგრამ როცა წვეთები იატაკზე აღმოჩნდნენ იგრძნო როგორ დაარტყა ცუნამის ტალღასავით მოვარდნილმა გრძნობებმა მის ფსიქიკას.
კადრებივით ახსენდებოდა ჯერ ერი დარტყმა, მეორე, მესამე, შემდეგ სისხლის გუბე, საავადმყოფო...
შემდეგ ისევ... დასერილი ვენები მაჯებთან, ისევ სისხლის გუბე, სისხლით სავსე აბაზანა, ისევ საავადმყოფო...
გახელილი თვალები, ლიზის ტირილისგან ერთიათად დაბერებული სახე, მამის სიკვდილი...

ხელები საფეთქლებზე მიიჭირა და მთელი ხმით აღრიალდა. ღმუოდა დაჭრილი მხეცივით, ასკდებოსა კედლებს, ნივთებს, ტეხდა ჭურჭელს. ამსხვრევდა ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებოდა, ხევდა ზეწრებს, აპირქვავებდა კარადებს.
სარკესთან აღმოჩნდა ამასობაში. ჩაიხედა და თავი ვერ იცნო. თვალები ჩასისხლიანებოდა. მთელი სხეულით კანკალებდა, მთელი სხეული ჩალურჯებოდა... ამ შემზარავმა სურათმა აიძულა პიკს მიეღწია. მუშტები დასცხო სარკეს, ტიროდა, ღრიალებდა, ღმუოდა...
შემდეგ კი გონება დაკარგა.
გავიდა საათი, ორი, სამი...
ვინ იცის რამდენი.

...
- აჩი, უნდა წავიდე. - უწინააღმდეგებოდა ვნებააშლილ ბიჭს ლიზი.
- ‎კარგი რა, სად მიგეჩქარება. - ჰკითხა ბიჭმა და კისრის არეში კოცნები პანტაპუნტით დააყარა. ლიზი აკისკისდა.
- ‎მეღუტუნება ! აჩი !
- ‎დარჩი რა... - გაბუტული ბიჭივით დაბერა ტუჩები აჩიმ და ლიზის გაეტირა.
- ‎არა, გული ცუდს მიგრძნობს. უნდა წავიდე. - უთხრა აწ უკვე ჩაცმულმა ლიზიმ და აჩის შუბლზე აკოცა.
- ‎მე გაგიყვან მაინც. - უთხრა ბიჭმა და გოგომ მას თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

- აბა, საით ? - საჭეს მიუჯდა აჩი.
- ‎ლინდასთან.
- ‎სულ ლინდასთან ხარ შენ, რა წესია ? შენ თავს მართმევს ეგ გოგო ! - დაასკვნა ბიჭმა.
- ‎არა, უბრალოდ, მაქვს მიზეზი, რომ მასთან ვიარო.
- ‎სულ ?
- ‎ჰო, სულ. - მკაცრი პასუხი გასცა გოგომ და აჩი მიხვდა, რომ ამაზე ხუმრობა არ ღირდა.
- ‎მეტყვი რა მიზეზია ? - ფრთხილად შეაპარა.
- ‎სუიციდ'ალური პიროვნებაა.
- ‎რატომ ?
- ‎მართლა გაინტერესებს ? - სევდა შეეპარა ხმაში ლინდას. აჩიმ კი თავი დაუქნია.
ლიზიმ მოუყვა მას ყველაფერი. აჩი კი განაბული უსმენდა და თითოეული სიტყვა გრუზავდა.
- ვერ წარმომიდგენია ამის შემდეგ როგორ შეძლო ერთი დღე მაინც ეცოცხლა. - დაასკვნა ბიჭმა.
უეცრად ძალიან ახლოდან გაისმა აფეთქების ხმა, შემდეგ კი კვამლიც დაინახეს. ლიზის თვალები გაუფართოვდა და აჩის მკლავში ჩააფრინა.
- სწრაფად ! სწრაფად ! ლინდას კორპუსია ! - აკივლდა და ბიჭს რაც შეიძლება მაგრად უჭერდა ხელს. - ლინდა !

როგორც კი აფეთქების ადგილას მივიდნენ პოლიცია უკვე იქ იყო. ლიზიმ კორპუსს როგორც კი ახედა გაფითრდა. წამით გონება დაებინდა, შემდეგ კი პოლიციელებს მივარდა, მაგრამ არ უშვებდნენ. რამდენიმე წუთი ჩხუბობდა. მაგრამ საუკუნედ ეჩვენებოდა.
ლინდას ბინაში იყო აფეთქება.
გაზი...
ვერ შეაჩერეს ნატროშვილი. კისრისტეხით არბოდა კიბეებზე, რამდენიმეჯერ წაიქცა, მაგრამ აინუნშიაც არ ჩააგდო, აგრძელებდა გზას. ერთადერთი ფიქრი უტრიალებდა თავში.
ლინდა
ლინდა
ლინდა
კარი გააღო თუ არა კვამლი სახეში მოხვდა. ნისლზე უფრო სქელი იყო და ვერაფერს ხედავდა. სვიტრის საყელოში ჩამალა ცხვირი და ხელით კვამლის გაფანტვა უნდოდა.
მოგუდულად ეძახდა ლინდას, შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და სხეულს წააწყდა. თვალები გაუფართოვდა და საშველად მოიხმო.
- ლინდა, არ დამტოვო, გთხოვ ! - ტიროდა იგი და მეგობრის გამოფხიზლებას ცდილობდა. სახეში ფრთხილად ურტყამდა ხელს და თავი წამოაწევინა. - მიშველეთ ! ვინმემ ! სასწრაფოს გამოუძახოს ! - კიოდა ლიზი.
აჩი გამოჩნდა და ლიზიმ მადლიერი გამოხედვა ესროლა მას. ბიჭმა უგონო ლინდა ხელში აიყვანა და სწრაფად ჩაირბინა კიბეები. ნატროშვილი კი მთელი გზა ეხვეწებოდა ლინდას, რომ არ დაეტოვებინა იგი.
...

თავი უსკდებოდა და ეს ტკივილამდე ნაცნობი სურნელი გულს ურევდა ლინდას. ცდილობდა თვალები გაეხილა, მაგრამ ქუთუთოები წონა ლამის ტონას უდრიდა. თავი უღონოდ გადაიქნია მეორე მხარეს. ყრუდ მოესმა ლიზის ხმა. თავს ძალა დაატანა და მაინც მოახერხა თვალებისთვის მზის შუქი ეჩვენებინა. მზე კი ლიზი იყო.
ახლაც ზუსტად ისეთივე ნამტირალევი სახე ჰქონდა, როგორც მაშინ. მაგრამ ახლა ლინდა ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა.
ოდნავ წამოიწია, მაგრამ ძალიან გაუჭირდა და ისევ ბალიშზე მიესვენა. კარგად ახსოვს ეს მოუხერხებელი ბალიშები. ეს სუნი კი გულს ურევს.
- რა ხდება ? - ამოიხრიალა ძლივძლივობით.
- ‎გაზი აგიფეთქდა, მაგრამ შემოსასვლელში იყავი და გადარჩი. - სრუტუნით თქვა გოგომ.
- ‎გაზი ? როგორ ?
- ‎ალბათ, გადაკეტვა დაგავიწყდა და ზემოდან ვიღაც კრეტინმა სიგარეტის ნამწვავი ისროლა, ქარი იყო და... - გამტყდარი ხმით დაიწყო ლიზიმ.
- ‎არა.
- ‎რა ? - გაოცდა.
- ‎ზუსტად მახსოვს, გაზი გადავკეტე. - შესვენებებით თქვა ლინდამ.
- ‎იქნებ ცდები... - ისევ დაიწყო ლიზიმ.
- ‎ზუსტად მახსოვს. - სიმტკიცე გაისმა მის ხმაში.
- ‎უკაცრავად. - კარი გააღო ვიღაც ბიჭმა. - ეს თქვენთვის მოიტანეს. - თქვა და უზარმაზარი წითელი თაიგული შემოიტანა.
- ‎ლი, ბარათიც აქვს თან. - უთხრა ლიზიმ, როცა ყვავილები ლარნაკში მოათავსა. - ოთოსგან იქნება.
"არა, ოთო მოვიდოდა." თავისთვის გაიფიქრა ლინდამ და უთხრა.
- აბა, მაჩვენე.
ჯობდა არ გაეხსნა და არ წაეკითხა ? ვინ იცის.

წარწერა ბარათზე:
"ჰომ გაგაფრთხილე".скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი tamta

Au shemdeggic male dadera dzaanmagaria

 



№2  offline წევრი მოგზაური

პიველივაარ აუ შემდეგიმალედადე გთხოვ ველოდები ძაან❤️

 



№3  offline მოდერი MoonLady

სტუმარი tamta
Au shemdeggic male dadera dzaanmagaria

პატარა გამომივიდა ეს :დ ვეცდები ხვალ დავდო ^-^

მოგზაური
პიველივაარ აუ შემდეგიმალედადე გთხოვ ველოდები ძაან❤️

მადლობა ^-^ ხვალისთვის ვეცდები ❤️

 



№4  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

თავიდაან რასაყვარლობაა დაიწყე და ბოში როგორ დამზაფრე გოგო! :დდდ არა ინტრიგანი ხარ რაა და ახლა ერთი სული მაქვს შემდეგი თავ ივიხილო! ძაან მომეწონა აი ძაან მართალია პატარა თავი იყი მაგრამ ძაკიან კარგი <3 ვნახოთ რაიქნება შემდეგ ამჟამად ყველაფერჯ ძაან კარგად მიდის <3

 



№5  offline მოდერი MoonLady

ტკბილიწიწაკა
თავიდაან რასაყვარლობაა დაიწყე და ბოში როგორ დამზაფრე გოგო! :დდდ არა ინტრიგანი ხარ რაა და ახლა ერთი სული მაქვს შემდეგი თავ ივიხილო! ძაან მომეწონა აი ძაან მართალია პატარა თავი იყი მაგრამ ძაკიან კარგი <3 ვნახოთ რაიქნება შემდეგ ამჟამად ყველაფერჯ ძაან კარგად მიდის <3

შენ წერისას უნდა გენახე აქეთ-იქით დავრბოდი ეს რა ხდება ისტორიაში მეთქი :დდდ და მართლაც პაწუკა გამომივიდა, გადავყვები მე ამ გოგოზე ნერვიულობას :დდ უღრმესი მადლობა ❤️

 



№6 სტუმარი სტუმარი shalo

MoonLady
ტკბილიწიწაკა
თავიდაან რასაყვარლობაა დაიწყე და ბოში როგორ დამზაფრე გოგო! :დდდ არა ინტრიგანი ხარ რაა და ახლა ერთი სული მაქვს შემდეგი თავ ივიხილო! ძაან მომეწონა აი ძაან მართალია პატარა თავი იყი მაგრამ ძაკიან კარგი <3 ვნახოთ რაიქნება შემდეგ ამჟამად ყველაფერჯ ძაან კარგად მიდის <3

შენ წერისას უნდა გენახე აქეთ-იქით დავრბოდი ეს რა ხდება ისტორიაში მეთქი :დდდ და მართლაც პაწუკა გამომივიდა, გადავყვები მე ამ გოგოზე ნერვიულობას :დდ უღრმესი მადლობა ❤️

ravaxar ojaxshi

 



№7  offline წევრი Laliashvili009

აუუ შემდეგი მალე დადერაა heart_eyes ძალიან, ძალიან მომწოონს!!! heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



№8  offline მოდერი MoonLady

Laliashvili009
აუუ შემდეგი მალე დადერაა heart_eyes ძალიან, ძალიან მომწოონს!!! heart_eyes heart_eyes heart_eyes

უღრმესი მადლობა, წერის მოტივაციას მაძლევთ ^-^

 



№9  offline წევრი Leo

კარგი ისტორიაა და საინტერესო
ახლა წავიკითხე წინა თავებიც და მართლა დამაინტერრსა
ველოდები მოვლენების განვითარებას <3
წარმატებები და არ დააგვიანო

 



№10 სტუმარი მარი. ელ❤

აუ ეს რა იყო? ბრავოოო:) უფრო და უფრო საინტერესო ხდებაა და ინტერესით აღარ ვარ ლინდას წარსულში რა მოხდაა:დ არვიცი რა გითხრა მაგრები ხაართ ისტორიაც და ისტორიის შემქმნელიიც:)❤ და ლინდას მოკვლა ნატამ სცადა ხოო?ეჰ აღარაფერს ვიტყვი მასზეე ერთადერთი მინუსი აშკარად როგორც შენ თქვი ოთოსადმი მანიაკალური დამოკიდებულებაა და ეგაა ყველაზე დიდი საფრთხის შემცველიი:) გელოდებიი და ცოტა დიდი დადეე❤❤❤

 



№11  offline მოდერი MoonLady

Leo
კარგი ისტორიაა და საინტერესო
ახლა წავიკითხე წინა თავებიც და მართლა დამაინტერრსა
ველოდები მოვლენების განვითარებას <3
წარმატებები და არ დააგვიანო

გმადლობ, ვეცდები. ❤️

მარი. ელ❤
აუ ეს რა იყო? ბრავოოო:) უფრო და უფრო საინტერესო ხდებაა და ინტერესით აღარ ვარ ლინდას წარსულში რა მოხდაა:დ არვიცი რა გითხრა მაგრები ხაართ ისტორიაც და ისტორიის შემქმნელიიც:)❤ და ლინდას მოკვლა ნატამ სცადა ხოო?ეჰ აღარაფერს ვიტყვი მასზეე ერთადერთი მინუსი აშკარად როგორც შენ თქვი ოთოსადმი მანიაკალური დამოკიდებულებაა და ეგაა ყველაზე დიდი საფრთხის შემცველიი:) გელოდებიი და ცოტა დიდი დადეე❤❤❤

ჰო, მართალი ხარ... და დიდი მადლობა ^-^ ვეცდები დიდი დავდო ❤️

 



№12  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

მმმმმ საინტერესოაა ძალიანნ მომეწონაააა ველოდები ახალ თავსსს

 



№13  offline მოდერი MoonLady

ნარჩიტა
მმმმმ საინტერესოაა ძალიანნ მომეწონაააა ველოდები ახალ თავსსს

❤️ მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent