შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა ამბივალენტურობა [ 7 ]


10-01-2018, 00:32
ავტორი MoonLady
ნანახია 1 009

გრძნობათა ამბივალენტურობა [ 7 ]

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამოფიტული იყო ბარათს ხელი მაინც მოუჭირა. დაკუჭა და ეგრევე მიხვდა მისი გამომგზავნი ვინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაამტკიცებდა ? ვერ დაამტკიცებდა.
ლამის მოესმა ძალიან ახლოდან ნატას კმაყოფილი ჩაცინება. დადიანის ქალი მეტად საშიში პიროვნება იყო, ამაში დარწმუნდა ლინდა. ორი კვირის წინ ალბათ აინუნშიაც არ ჩააგდებდა მის ამ გამოხტომებს, მაგრამ ახლა ლინდას ცხოვრება უნდოდა. ჰო, ოთომ მას დაუბრუნა სიცოცხლის სურვილი. ძალიან სიამოვნებდა, როცა ოთო ბრაზდებოდა, ღელავდა, ვნება ერეოდა... ოთოს ემოციებით საზრდოობდა თითქოს. უყვარდა და ეზიზღებოდა.
რატომ ეზიზღებოდა?
ალბათ იმიტომ, რომ დაუკითხავად შემოიჭრა მის ცხოვრებაში და გეგმები აურია. მხოლოდ გეგმები ? მთელი ცხოვრება აურია, თავდაყირა დააყენა.
მაგრამ ეშინოდა ოთოსი. რადგან არ იცოდა ბიჭი რას გრძნობდა მის მიმართ. ხელი რომ ეკრა მისთვის ? ისევ უნდა დაბრუნებულიყო იმ ბნელ დღეებში და სუიციდზე ეფიქრა ? ისევ უნდა ჩაბუდებულიყო მის სულში ასეთი ტკივილი და შიგნიდან უნდა დაეღრღნა ძლივს ხორცშესხმული ლინდას სულიერი სხეული?
ჰო, საკუთარ თავთან აღიარებდა, რომ ეშინოდა ნატასი. ეშინოდა, რადგან არ იცოდა როგორ გაეწია მისთვის წინააღმდეგობა, არ იცოდა საიდან დაარტყამდა მას ნატა.
ფული ბევრს წყვეტს. ინფორმაცია შეიძლება იყიდო ფულით, ინფორმაცია კი დიდი ძალაა.
- ლინდუ, ვისგანაა ? - მხიარული ხმით შეეკითხა ლიზი. აღარ ღელავდა, ლინდა ცოცხალი იყო, მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრებოდა და რაც მთავარია თავის'მოკვლა არ უცდია. ეს საკმარისი იყო ლიზისთვის, რომ ჩვეული მხიარული განწყობა დაებრუნებინა.
- ‎მართლა გაინტერესებს ? - როგორც კი ლიზიმ დაქალის ხმაში ცინიზმი ამოიკითხა, შეკრთა. წამით შეყოვნდა და ათასნაირი ვარიანტი დაატრიალა თავში, ვისგან უნდა ყოფილიყო ეს თაიგული.
- ‎ნუთუ იმ ნაბიჭვ... - სიტყვის დასრულება არ აცადა ლინდამ. მეგობარს.
- ‎ღმერთმა დამიფაროს, თუ არსებობს, მაგის გამოგზავნილი საჩუქრებისგან ! - წარბი შეკრა ლინდამ.
- ‎აბა ? - თავი გვერდზე გადასწია ლიზიმ.
- ‎დადიანის ქალიშვილმა ინება შეწუხება. - ტუჩის კუთხე ჩატეხა ლინდამ.
- ‎არ არსებობს... - პირზე ხელი აიფარა და თვალები გაუფართოვდა. - მაჩვენე. - დასტაცა ხელი ბარათს და ტვინში სისხლმა დაარტყა. - უჩივლე ! - წამოხტა ფეხზე ლიზი, მთელი სხეულით კანკალებდა და სახე თანდათან უწითლდებოდა ბრაზისგან.
- ‎რა აზრი აქვს ? - არაფრისმთქმელი ტონით უპასუხა ლინდამ.
- ‎არა, უჩივლე ! მოვკლავ !
- ‎ლიზი, დამშვიდდი. მაინც არ აქვს აზრი, ახლა მჯერა იმ გოგოს ამბავი.
- ‎ნატა დადიანი სატანაა ლინდა, ასე მარტივად არ მოგასვენებს ! სანამ ოთოს არ ჩამოშორდები კიდევ ათას აფეთქებას მოგიწყობს ამაზე დიდსაც კი ! - წინ და უკან დადიოდა ლიზი და ცოფებს ყრიდა.
- ‎და რას მთავაზობ ? - გაღიზიანდა ლინდა. - გინდა რომ მის დაკრულზე ვიცეკვო და ოთოს შევეშვა ?
- ‎მე ეგ არ მითქვამს ! - შეკრთა ლიზი.
- ‎მაშინ გაჩერდი ლიზი და მაცადე ძლივს ვსუნთქავ ისედაც. - უთხრა ლინდამ. ლიზი კი დამნაშავე ძაღლივით მიუჯდა მეგობარს, თავი მუცელზე დაადო და ჩაილაპარაკა.
- ‎გაბედოს და დაგიშავოს კიდევ რაიმე, არ ვაცოცხლებ.

ამ დიალოგს შემთხვევით მოუსმინა აჩიმ. კბილი კბილს მაგრად დააჭირა და წამის წინ მოვარდნილი ოთო პალატაში არ შეუშვა.
- გამიშვი ! - გააფთრებულ მხეცს ჰგავდა ნემსაძე.
- ‎ერთი წუთი მომისმინე, ფხიზლადაა, კარგადაა, ხვალ გაწერენ. რაღაც უნდა გითხრა. - ძმაკაცის სერიოზულმა ხმამ ოთო დაზაფრა.
- ‎რა ჯანდაბა ხდება ?!
- ‎შე'ჩემა ის გოგო როგორმე უნდა მოიშორო.
- ‎ვინ გოგო, რაზე ლაპარაკობ ?
- ‎ვინ და შენი ნატაშკა.
- ‎რა შუაშია ბლიად ახლა ნატა, ლინდა მყავს ცუდად ! - აღრიალებამდე ცოტა აკლდა ოთოს.
- ‎რა შუაშია და შენმა ძვირფასმა მოაწყო ეს ყველაფერი. - თქვა აჩიმ და ლინდას პალატისკენ ანიშნა თავით.
- ‎საიდან მოიტანე ? აბა ქარიო, სიგარეტიო...
- ‎არა. ბარათიც გამოუგზავნა იმ ჩათლახმა, სავარაუდოდ ნიშნისმოგებით. - თავი გააქნია აჩიმ და როგორც კი ოთომ მას თვალებში ჩახედა მიხვდა, რომ საქმე სერიოზულად იყო.
თითქოს თავზარი დაეცაო. მაშინვე დაიჯერა ნათქვამი. მეტიც, დარწმუნებული იყო, რომ ნატას ნამოქმედარი იყო ეს ყველაფერი. რამდენიმე წუთი უაზროდ იდგა და პალატის კარს შესცქეროდა. არ ვიცი რაზე ფიქრობდა, მაგრამ როფორც კი ფიქრი დაასრულა მაშინვე ტყვიასავით გავარდა კლინიკიდან, მანქანაში ჩაჯდა და ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს.
ვენებში სისხლი უდუღდა. ადრენალინით ვერ კმაყოფილდებოდა, სასწაულად სწრაფად მიყავდა მანქანა და ძარღვები ებერებოდა. კარგა მანძილი გაიარა, ორგანიზმი გამოსფიტა ამდენი ჰორმონისგან.
გზიდან გადაუხვია და მოულოდნელად დაამუხრუჭა უზარმაზარ ჭიშკრიან სახლთან.
ისე გადმოვიდა მანქანიდან, რომ კარიც კი არ დაუკეტავს.
- ნატა ! - ჭიშკარი ლამის შეანგრია. ულამაზესი ეზო ააწრიალა. იქვე დაბმულმა ძაღლმა ყეფა და ღრენა ატეხა, ლამის იყო ჯაჭვს აიწყვეტდა.
- ‎წადი შენი ! - უყვირა ოთომ და გზა განაგრძო.
ხმაურზე აივნის კარი გაიღო და აბრეშუმის ხალათისამარა ნატა გამოვიდა. თვალები გაუბრწყინდა ოთოს დანახვისას, მთელი სხეული აუკანკალდა სიამოვნებისგან და ეგრევე მოსწყდა ადგილს. სწრაფად ჩაირბინა მრგვალი, მოჩუქურთმებული კიბე და შავში გარდამავალ იისფერ კარს ეცა. თვალებგაბრწყინებულმა გააღო, მაგრამ როგორც კი ოთოს ბრაზისგან გაგიჟებულ სახეს შეეფეთა ღიმილი და სიხარული მსწრაფლ შეახმა სახეზე. უკან დაიხია და შეშინებულმა ჰკითხა.
- ‎ოთო, რამე ხდება ? - ამ კითხვის საპასუხოდ კი ბიჭმა ნელი ნაბიჯით გაიწია დადიანისკენ, ნატა კი უკან უკან იხევდა. ბოლო კი, როცა კედელს აეკრო შიშისგან მოიკუნტა, დაპატარავდა და ლამის შეეზარდა ვერცხლისფერ კედელს.
- ‎ეს მე უნდა გკითხო, რა ხდება, ნატა ? - თითოეული ასო იმდენად გამოკვეთილად იყო ნათქვამი, რომ ნატას სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. გაბრაზებული ოთოც კი სიამოვნებდა, მხოლოდ თავისთვის უნდოდა, მხოლოდ ნატასი უნდა ყოფილიყო ოთო. მისი სხეული, სული, გრძნობები, სიტყვები. მასზე უნდა გაგიჟებულიყო, გაბრაზებულიყო, ეყვირა, სიყვარული აეხსნა. თავიდან ბოლომდე სურდა ოთო.
- ‎ვერ ვხვდები, რას გულისხმობ...
- ‎აჰა, ანუ ვერ ხვდები არა ? - იღრიალა ბიჭმა და ნატას თავის გვერდით კედელს მუშტი დაარტყა. სისხლი წამოუვიდა და ნატა მხოლოდ ამ ფაქტმა შეაშფოთა. მის ხელს წაეტანა, რამაც უარესად გააღიზიანა ოთო. კისერში ხელი სტაცა და კედელს ააკრო. - კარგად მომისმინე და ეგ შენი პრიალა ტვინი ოდნავ დაანაოჭე. კიდევ ერთი ასეთი გამოხტომა ლინდას მიმართულებით და მერწმუნე, კარგ დღეში ნამდვილად არ ჩაგაგდებ. - მგლის ღრენას უფრო ჰგავდა ოთოს მიერ წარმოთქმული სიტყვები.
სახეზე გაწითლებულ ნატას ხელი შეუშვა და ახლაღა გააანალიზა რა ძალით უჭერდა გოგოს. ნატა მუხლებზე დაეცა და გაბმული ხველება აუტყდა, მასთან დუეტში კი ძაღლი კვლავ ყეფდა.
სწრაფი მოძრაობით ჩაჯდა მანქანაში და ათ წუთში უკვე ლინდასთან იყო და მის მოფერებას ცდილობდა.

- კარგი რა, პატარა, ნუ მებუტები, ახლა გავიგე. - ებუზღუნებოდა გაბუტულ ლინდას, რომელიც გაბრაზდა იმაზე, რომ ოთო გვიან მოვიდა. არადა სინამდვილეში მეცხრე ცაზე იყო სიხარულისგან. ოთოს შემოსვლა პალატაში და მისი ატყორცნა ღრუბლებზე ერთი იყო, მაგრამ არაფრის დიდებით არ იმჩნევდა. ლიზი ხვდებოდა მის სტრატეგიას და თავისთვის ჩუმად ფხუკუნებდა.
- ‎თუ მოვკვდი რაღას მოდიხარ. - წარბი შეკრა ლინდამ.
- ‎ეგ მეორეჯერ აღარ გაიმეორო. - სერიოზული ტონით უთხრა ოთომ და წამოდგა. - კარგი, რადგან ჩემი ნახვა არ გინდა რა გაეწყობა, თქვა და კარისკენ გაემართა. ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა, იცოდა, რომ ლინდა ზუსტად ამას ეტყოდა.
- ‎ბურდღას უნდა, რომ უნამუსო დარჩეს. - ჩუმად ჩაიბურტყუნა.
- ‎ბატონო ? - კარის სახელურს დასწვდა ბიჭი. გვერდულად გახედა ლინდას და წარბები აზიდა.
- ‎ბურდღას უნდა, რომ უნამუსო დარჩეს ! - ხმამაღლა თქვა ლინდამ და ვერც აჩიმ, ვერც ლიზიმ და ვერც ოთომ სიცილი ვერ შეიკავეს. ლინდა კი სამივეს ერთად გაებუტა.
კიდევ დიდხანს მოუწიათ მისი შემორიგება, მაგრამ ბოლოს მაინც შეძლეს. ბევრი იმხიარულეს და იხორხოცეს. კლინიკაში მხოლოდ მათი მხიარულება ისმოდა, რის გამოც არაერთხელ მიიღეს შენიშვნა.
საღამოპირს კი დიდხანს ჩხუბობდნენ ოთო და ლიზი ვინ დარჩებოდა ლინდასთან. თვითონ ლინდა კი მაგრად ერთობოდა მათი შემხედვარე.
- მე უნდა დავრჩე ლინდასთან ! - დასკვნასავით წარმოთქვა ლიზიმ.
- ‎ვითომ რატომ ? - წარბი ასწია ოთომ.
- ‎იმიტომ, რომ სულ მასთან ვიყავი და ახლაც არ უნდა იყოს გამონაკლისი ! - ნიშნისმოგებით თქვა ლიზიმ.
- ‎ჰოდა, ზუსტად მაგიტომ არ უნდა დარჩე. სხვებს აცადე, გეყოს მთელი... - ოთო ოდნავ შეყოვნდა, ლინდას მიუბრუნდა და ჰკითხა. - ძვირფასო, რამდენი წლის ხარ ?
- ‎ოცდაორის. - გაეცინა ლინდას.
- ‎ჰო, გეყოს მთელი ოცდაორი წელიწადი !
- ‎ოთო ! - გაწიწმატდა ლიზი.
- ‎ლიზი, ლინდა შენს თავს მართმევს, მოდი აბა აქ. - მშვიდად თქვა აჩიმ და ლიზი მხარზე მოიგდო. რა თქმა უნდა, ბრაზობდა და მოკვლით ემუქრებოდა ყველას ნატროშვილი, მაგრამ ვინ უსმენდა ?

როგორც იქნა მარტო დაიგულა ოთომ ლინდა. ფრთხილად მიუჯდა ლოგინზე და თვალებში ჩააცქერდა.
- მეგონა, რომ დაგკარგავდი. - დაიჩურჩულა და ლინდას გაყინული ხელი თავისაში მოიმწყვდია. ფრთხილად მიიტანა ტუჩებთან და აკოცა. ფხაკაძე ღონემიხდილი იყო, მაგრამ მაინც მოახერხა და ხელი მოუჭირა ოთოს.
- ‎მე მეგონა უკვე იქ ვიყავი და ვერ გნახავდი. - მკრთალად გაუღიმა.
- ‎უჩემოდ რამდენიმე საათს ვერ ძლებ ისე, რომ რაიმე ხიფათს არ გადაეყარო, საერთოდ როგორ ცხოვრობდი აქამდე ? - გახუმრება სცადა ბიჭმა, მაგრამ მიხვდა, რომ ძალაუნებურად ჭრილობაზე მარილი მოაყარა გოგოს.
- ‎წამიყვანე აქედან. - ხმა გაუტყდა ლინდას. - ამ სუნს ვეღარ ვუძლებ, გული მერევა, თავს მტკენს, თავბრუს მახვევს...
- სუსტად ხარ, ახლა ვერ... - შეწუხდა ოთო. თან სურდა ლინდა დაეცვა გარემოსგან, თან ხვდებოდა, რომ შეეძლო უარესი ექნა ამით.
- ‎გთხოვ... - მუდარით იყო სავსე არამარტო მისი ხმა, არამედ ზღვისფერი თვალებიც.
- ‎დამელოდე. - უპასუხა მუდარაზე ოთომ და პალატიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.

ექიმის წინააღმდეგობის მიუხედავად მან მაინც შეძლო ლინდას კლინიკიდან გაყვანა. გადასხმისთვის საჭირო მოწყობილობა თან წაიღო და რაღაც მედიკამენტებიც.
ლინდას დაბეჟილობები ჰქონდა და გადაადგილება უჭირდა. ხელში აიყვანა და ისე მიიყვანა მანქანამდე ოთომ. ფრთხილად ჩასვა და შეეცადა უკანა სავარძელზე რაც შეიძლება კომფორტულად მოეთავსებინა.
მდუმარებაში გაატარეს მთელი გზა. ოთო ძლივს აძალებდა თავს ერთ ადგილას გაჩერებულიყო, ლინდას მძიმე სუნთქვა გულზე ეკალივით ესობოდა.
გოგოს თვალები მიელულა და ღრმად სუნთქავდა, მისი მკერდი თითქოს ორჯერ უფრო მეტ ჟანგბადს შთანთქავდა ახლა, ვიდრე წინათ. ეს ოთომ თავისი დაკვირვებების შედეგად დაასკვნა.
მაქსიმალურად ფრთხილად შეიყვანა ლინდა ლიფტში, შემდეგ კი სახლში. საწოლზე მოათავსა და რამდენიმე ბალიში დაუდო ირგვლივ.
- ჩვილი ჰომ არა ვარ, რად მინდა ამდენი ბალიში ? - გაეცინა ლინდას.
- ‎ლი..
- ‎ბატონო.
- ‎ეს რა არის ?
- ‎ხელისგულები დამესერა და შემიხვიეს.
- ‎არა. - უარის ნიშნად გააქნია თავი საწოლთან იატაკზე მჯდარმა ოთომ. - ეს რა არის ? - ხელი შეახო მაჯაზე დარჩენილ შრამებს ბიჭმა.
- ‎შენ გგონია... - სუნთქვა არ ეყო გოგოს, მაგრამ მაინც გააგრძელა. - შენ გგონია, რომ მდინარის ამბავი, პირველი შემთხვევა იყო ? - ამის გაგონებისას ოთო გაქვავდა. წარმოიდგინა ლინდას დასერილი მაჯა და მკლავები. წარმოიდგინა ის ტკივილი, რის გამოც ეს გააკეთა ლინდამ და არ ემეტებოდა ამისთვის თავისი ბურდღა. - მამაჩემის ინსულტი მაშინ გავიგე, როცა გამოვფხიზლდი... ლიზიმ მიპოვა, კარი არ ჩამიკეტავს თურმე და როცა გავიღვიძე ეს გავიგე. მამამ ორი დღე იცოცხლა მხოლოდ...
- ‎მერე ? - ჰკითხა თავჩაღუნულმა ოთომ.
- ‎მერე ? ოთო, ის მე მოვკალი, მშობელი, გამზრდელი მამა მოვკალი ! ამას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ ! - სასოწარკვეთა იგრძნობოდა მის ხმაში. სხეულის სისუსტის მიუხედავად მაინც კანკალებდა. - ‎მერე მე მივიღე გულის შეტევა. - იგრძნობოდა, რომ იღიმოდა ლინდა. ხმა გამტყდარი ჰქონდა, ცრემლები თვალის უპეებიდან გადმოღვრილიყვნენ და ღაწვებს უსველებდნენ. ძალიან ლამაზად მოეჩვენა ოთოს ფხაკაძე. რა სისასტიკეა არა ? მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, ღვთაებრივად გამოიყურებოდა.
ფრთხილად მიუწვა გვერდით და სველი ლოყები კოცნით დაუფარა. გულში ჩაიხუტა ნაზად და მთელი ღამე ებუტბუტებოდა.
არც ამ ღამით დაუძინია ოთოს, ლინდა კი გაითიშა. არც სურდა ღამით ისევ ენახა მამა, რომელიც მას თავის სიკვდილში ადანაშაულებდა...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

გამიხარდა ახალი თავისს ნახვააა მომეწონაა აალიან დაა ძალიან საინტერესოაა ლინდას რა შ3ნთხვაა

 



№2  offline მოდერი MoonLady

ნარჩიტა
გამიხარდა ახალი თავისს ნახვააა მომეწონაა აალიან დაა ძალიან საინტერესოაა ლინდას რა შ3ნთხვაა

^-^ სავარაუდოდ ბოლოსკენ გაგიმჟღვნებთ მაგას :დ

 



№3 სტუმარი მარი. ელ❤

აი ეს მესმიის ისე მიდის ყველაფერიი რო უკომენტაროოდ საოცარი ხარ შენ❤

 



№4  offline მოდერი MoonLady

drogardasuli
საოცარო <3 როგორ მომწონხარ მე შენ <3

ვაიმე უღრმესი მადლობა ❤️

მარი. ელ❤
აი ეს მესმიის ისე მიდის ყველაფერიი რო უკომენტაროოდ საოცარი ხარ შენ❤

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ❤️

 



№5  offline წევრი barbarebibileishvilii

აი არვიცი საოცრებაა პირდაპირი გაგებით ყოველი თავი
ყველა თავი იმდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა რომ კითხვით არ იღლები
იმედია ჯერ არც კი ფიქრობ დასასრულზე და დიდად გაგრძელდება მოთხრობა
ისე ყოველი თავის ბოლოს ინტრიგას მაინც ტოვებ გინდა თუ არ გინდა
მოკლედ შესანიშნავი თავი იყო და მალე დადე და ცოტა უფრო დიდებიც❣️❣️

 



№6  offline მოდერი MoonLady

barbarebibileishvilii
აი არვიცი საოცრებაა პირდაპირი გაგებით ყოველი თავი
ყველა თავი იმდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა რომ კითხვით არ იღლები
იმედია ჯერ არც კი ფიქრობ დასასრულზე და დიდად გაგრძელდება მოთხრობა
ისე ყოველი თავის ბოლოს ინტრიგას მაინც ტოვებ გინდა თუ არ გინდა
მოკლედ შესანიშნავი თავი იყო და მალე დადე და ცოტა უფრო დიდებიც❣️❣️

ნუ, ჯერ რამდენიმე კვანძი მაქვს ხელთ, რამდენ თავად გავწელავ ეგ წინასწარ არ ვიცი :დ უღრმესი მადლობა, მოტივაციას მაძლევს თქვენი კომენტარები ❤️

 



№7  offline წევრი მოგზაური

აუუ ძაანმაგარია მალედადე შემდეგი❤️❤️❤️

 



№8  offline მოდერი MoonLady

მოგზაური
აუუ ძაანმაგარია მალედადე შემდეგი❤️❤️❤️

ვეცდები ❤️

 



№9  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

მოუთმენლად ველი შემდეგს ❤
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№10  offline წევრი Laliashvili009

Dalian momwoons ❤❤❤ male dadera shemdegii ❤

 



№11  offline წევრი blondeangel631

ძალიან მაგარია ლინდა იმსსხურებს ბედნიერებას :) ♡

 



№12  offline მოდერი MoonLady

ლუნი.
მოუთმენლად ველი შემდეგს ❤

❤️❤️❤️

Laliashvili009
Dalian momwoons ❤❤❤ male dadera shemdegii ❤

ვეცდები *-*

გეგე მარიშკა
ძალიან მაგარია ლინდა იმსსხურებს ბედნიერებას :) ♡

გეთანხმები ^-^ მადლობა ❤️

 



№13  offline მოდერი ენემი

ამ ნატაზე ნერვები მეშლება მაგრად imp ისე ძალიან კარგი და განსხვავებული ისტორიაა, ველი მომდევნო თავს innocent

 



№14  offline მოდერი MoonLady

ენემი
ამ ნატაზე ნერვები მეშლება მაგრად imp ისე ძალიან კარგი და განსხვავებული ისტორიაა, ველი მომდევნო თავს innocent

გამაღიზიანებელია კიბატონო :დდ მადლობა ❤️

 



№15 სტუმარი natia

საოცარი ისტორიაა შენხო საერთოდდ საოცრებახარრ ყოჩაღღღ მალლეეედადერაა

 



№16  offline მოდერი MoonLady

natia
საოცარი ისტორიაა შენხო საერთოდდ საოცრებახარრ ყოჩაღღღ მალლეეედადერაა

ვეცდები ^-^ მადლობა დიდი <3

 



№17  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაიმეე ძალჯაან მომწოომს ეს ისტორიაა ♥♥♥♥ ყველაფერი ისე კარგად გაქვს აღწერილი და თანაც ისეთი ემოციურია ♥♥♥ძალიან მომწონა აი ძალიან და ერთი სული მაქვს შემდეგი თავი ვიხილო ♥♥♥ წარმატებები ♥♥

 



№18  offline მოდერი MoonLady

ტკბილიწიწაკა
ვაიმეე ძალჯაან მომწოომს ეს ისტორიაა ♥♥♥♥ ყველაფერი ისე კარგად გაქვს აღწერილი და თანაც ისეთი ემოციურია ♥♥♥ძალიან მომწონა აი ძალიან და ერთი სული მაქვს შემდეგი თავი ვიხილო ♥♥♥ წარმატებები ♥♥

ძიიძი მადლობა ❤️ ვეცდები უფრო მოზრდილი თავი დავდო ხვალისთვის <3

 



№19 სტუმარი tako

Au magaria male daderagtxoov

 



№20  offline წევრი naniko mindia

Au magaria dzalian karga wer warmatebebs gisurveb ♥♥♥♥da male dade gagvaxare
--------------------
lomidze

 



№21 სტუმარი bff

auumaledadeera

 



№22  offline მოდერი MoonLady

tako
Au magaria male daderagtxoov

Vecdebi ❤️

naniko mindia
Au magaria dzalian karga wer warmatebebs gisurveb ♥♥♥♥da male dade gagvaxare

უღრმესი მადლობა ❤️

bff
auumaledadeera

ხვალ იქნება <3

 



№23 სტუმარი ტჰფჯბ

dghes dadebb??

 



№24  offline მოდერი MoonLady

ტჰფჯბ
dghes dadebb??

კი, დღეს იქნება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent