შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევა (თავი 8)


11-01-2018, 20:17
ნანახია 1 148

ევა (თავი 8)

დიდ საქორწინო კაბაში გამოწყობილიყო და ბედნიერი ტაძრისკენ მიაბიჯებდა, გარემოს მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკის ხმა არღვევდა, მზეც ამოსულიყო და მთელ არემარეს ანათებდა და ათბობდა, ბედნიერი დატრიალდა და იასამნის სურნელი, რომელიც გარემოს მოეცვა ღრმად ჩაისუნთქა და გზა განაგრძო, სახიდან ღიმილი არ შორდებოდა, ქარის ნელი სიო თმებს არხევდა და სხეულზე სიამოვნებად ეფინებოდა ...ტაძრის კარები გაიღო და შიგნით შესულს ხალხის ჟრიამული და ნაზი მელოდია გაისმა, გარშემო ყველას უყურებდა და მათი ღიმილიანი სახე ევასაც გადაედო, მია და მის გვერდით მდგარი ყმაწვილი, რომელიც იხუტებდა მას ისე ბედნიერები უყურებდნენ ევას თითქოს წარსული გამქრალიყო, მარჯვნივ კი მშობლები დახვდა, ჰო არ მოსჩვენებია მშობლებ იდგნენ და ბედნიერებას ასხივებდნენ, მეორე მხარეს კი გიორგი იყო, გაუკვირდა კი ძალზედ გაუკვირდა თუ რატომ იყო სტუმრების ადგილას და არა საკურთხეველთან, მაგრამ მისგანაც ღიმილი მიიღო ბედნიერი ღიმილი...გზა გააგრძელა საკურთხევლამდე ძირს იყურებოდა, თითქოს გრძნობდა რაღაცას, მაგრამ არ უნდოდა დაჯერება, წინ მისულს გვერდზე მიტრიალდა და საქმროს წინ თავჩაღუნული იყო, იქამდე სანამ მისი ხელები ფატის წვეროებს არ მისწვდა და სახიდან არ გადაუწია, მაშინ ინება თავის აწევა და ბაგეეებიდან მხოლოდ ერთი სიტყვა წამოსცდა
-შეენ?
-მე ვარ ევა შენი მომავალი ქმარი!
უყურებდა მომღიმარ ბურდულს და ვერ იჯერებდა რაც ესმოდა...

-ღმერთო ჩემო!!
სიზმრიდან გამოსული ძლივს მოეგო გონს და ოთახი მოათვალიერა და მზერა მის წინ სკამზე დამჯდარ ალექსანდრეს გაუსწორა, გაკვირვებული ღიმილი რომ ასახვოდა სახეზე
-რამე მოხდა ევა? ასეთი რა დაგესიზმრა ?
წამოდგა და გვერდით მიუჯდა, რაზეც ევა უარესად აეკრა საწოლის თავს
-არრა არაფერი! უბრალოდ... და საერთოდ შენ აქ რას აკეთებ?
როგორც იქნა გონს მოვიდა და მოშიშვლებული მკერდი საბნით დაიფარა, შემდეგ კი თვალები ალექსანდრეს გაუსწორა, რაზეც ირონიულად ჩაიცინა ბიჭმა და საუბარი გააგრძელა
-შენს გასაღვიძებლად მოვედი, თუმცა ისე ბედნიერად იღიმოდი დამენანა იქნებ რას ხედავს თქო, თუმცა უკვე გღვიძავს ასე რომ შეგიძლია ადგე და დაბლა ჩახვიდე ნუნუსთან ის გაგაცნობს დღევანდელ დღეებს, დღეს გვიან მოვალ ბევრი საქმე მაქვს, რაც შეეხება შენს გარეთ გასვლას ალბათ გეცოდინება რომ დაცვა გავაფრთხულე და ვერსად ვერ გახვალ, თუ რაიმე გინდა ნუნუს დააბარე და დაცვის თანამშრომელს გააგზავნის თუ სხვა რამ დაგჭირდება ჩემი ნომერი გაქვს ამიტომ შეგიძლია დამიკავშირდე! ახლა კი დროებით ძვირფასო!
მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა შემდეგ კი ნაჩქარევად დატოვა ოთახი და გაშეშებული ევა, რომრლიც ჯერ კიდევ მისი სიტყვების გადახარშვას ცდილობდა, არა ეს უკვე მეტისმეტია, თავი ვინ გონია, ქმარი კიარაა მართლა! ახლა სიზმარი ამოუტივტივდა თავში, მაგრამ ფიქრები უკუაგდო და საწოლიდან წამოდგა, მაინც არ გაატანინებს ამ ვაჟბატონს თავისას, ევასაც აქვს თავისი გეგმები და არ აპირებდ ბურდულისბგამო უკან დახევას! აბაზანაში შევიდა და სწრაფად მოემზადა, დაბლა ჩასულს ალექსანდრე წასული დახვდა, ნუნუმ თბილად მოიკითხა , სუფრაც გაუმზადა და სამზარეულოში გაუჩინარდა, ახლა მხოლოდ იმაზე უნდა იფიქროს აქედან როგორ გავიდეს! თუმცა ბევრი არც უფიქრია მოემზადა და ნუნუსთან შევიდა
-ნუნუ ალექსანდრემ დამირეკა გარეთ ვაპირებთ ვახშმობას ამიტომ უნდა წავიდე, ბოდიში რომ შეგაწუხე და დიდი მადლობა ყველაფრისთვის..
თბილად დაემშვიდობა და ლოყაზე აკოცა,როგორ არ უნდოდა ამ ქალის მოტყუება თუმხა მეტი გზა არ დაუტოვა ბურდულმა
-რისი მადლობა ჩემო გოგო, არარის პრობლემა , ალექსანდრე მოგაკითხავს?
-არა ნუნუ ტაქსით წავალ გამოვიძახე და კარებთანაა , თან უკვე მელოდება ალექსანდრე კაფეში და არ მინდა დავაგვიანო
-კარგი ჩემო კარგო წამოდი გაგაცილებ
-ჭიშკართან გასულებს დაცვა გადაეღობათ
-ბოდიში ქალბატონო ევა მაგრამ ვერ გახვალთ!
-რას ამბობ შვილო? რას ნიშნავს ვერ გავა? ალექსანდრე ელოდება და გინდა სამსახურიდან დაგითხოვოს საცოლესთან ასეთი მოქცევისთვის?
ნუნუმ დატუქსა და გვერდით გასწია, მაგრამ დაცვა უკან მაინც არ იხევდა
-მესმის ქალბატონო ნუნუ მაგ...
-არავითარი მაგრამ! გამატარე ერთი! ხომ არ გავიწყდება რომ შენი უფროსი გამოდის ევა და არ ღირს მისი გაბრაზება!
შეუტია, რაზეც დაცვის წევრმა ხელები დაუშვა და გზა დაუთმო მიმავლებს, შემდეგ კი ნაჩქარევად აიღო ტელეფონი და სადღაც გადარეკა, რა მიხვედრა იმას უნდოდა ვისთან რეკავდა..
-არ მიაქციო შვილო ყურადღება, უბრალოდ ზედმეტად იცავენ ტერიტორიას და ვერ ხვდებიან ვისთან როგორ ილაპარაკონ!
ჭიშკრიდან გასულებს ნუნუ მიუბრუნდა და ღიმილით აუხსნა სიტუაცია
-არაფერია ნუნუ დეიდა, მესმის ამათიც ამათი სამსახურია, ახლა კი წავალ..
კიდევ ერთხელ გადაეხვია და ტაქსში მოთავსდა, გულში ლოცულობდა ასე რომ გამოძვრა, თუმცა სინდისი ქენჯნიდა ნუნუს რომ მოატყუა, თანაც შეიძლება ამის გამო ბურდულმა მას უსაყვედუროს, სასწრაფოდ მოიმარჯვა ტელეფონი ესემესი აკრიფა და ნაცნობ ნომერზე გააგზავნა

-,,Albat shegatkobinebda dacvis cevri kvelapres amitom cinascar gafrtxileb nunus rom gaubrazde an xma auwio ver gadamirchebi burdulo!!"
არა მაინც ვის ემუქრება? რა სულელი გოგოა მაგრამ რამხელა გულიაქვს , ჩაეცინა და სწორედ ამ დროს გაისმა ტელეფონზე ზარი, მობეზრებულმა უპასუხა და წინასწარ მოემზადა ბურდულის ღრიალისთვის
-შენ ნორნალური ხარ გოგო????!! სად წახვედი? ევა ჭკუიდან არ გადამიყვანო და დროზე სახლში დაბრუნდი გესმის!
-ჯერ ერთი ხმა აკონტროლე და მეორეც ნერვები დაიმშვიდე და შემდეგ მელაპარაკე! მე გაგაფრთხილე და არც ვარ ვალდებული შენს ჭკუაზე ვიარო! აღარ ჩაერიო ჩემს საქმეში გასაგებია? ბოლოს ჩაყვირა და ყურმილიც გაუთიშა, რამდენჯერმე განმეორდა ზარი
თბითონ კი ტელეფონი გათიშა და ტაქსიდანაც გადავიდა, ნაცნობ ადგილს მიადგა და არც უფიქრია გაეფრთხილებინა ისე დარეკა ზარი მიას სახლის კარზე
-ამ დილაადრიან ხაშია? ვაიმეე ევაა ეს შენ ხარ? სად ხარ გოგო ეს ბოლო დღეები არც ტელეფონზე მპასუხობდი, ხომ მშვიდობაა?
აფორიაქებულმა შეუშვა სახლში და გახარებული მოეხვია მონატრებულ დაქალს
-მაცადე ადამიანო ამოვისუნთქო და მოგიყვები ყველაფერს!
-ყავას დალევ? ახლავე მოვადუღებ, თან სასუსნავენიც მაქვს!
-კარგი მიდი და მანამდე მეც დავლაგდები ცოტა ,თორე ტვინში ყველაფერი არეულად მაქვს! ამოიხორა და მდივანზე გადაწვა , ყველაფერს თავში ალაგებდა, ამ ბოლო დღეებში მომხდარს და ცდილობდა დასკვენი გამოეტანა. მიამაც მალე გაამზადა ყავა და სასუსნავები გამოიტანა, შემდეგ წინ ჩამოუჯდა და მოყოლა დააწყებინა, იმის მაგივრად რომ ენუგეშებინა, ან ალექსანდრე გაელანძღა სიცილი წასკდა
-მია სერიოზულად? რაგაცინებს გოგო?
-ვაიმეეე ევააა, ცუდათ ვაარ.. ვგიჟდები უკვე მაგ ბიჭზეე.. ნუთუ ვერ ხედავ პირველი ადამიანია ამ ხუთი წლის მანძილზე ვინც შენი ნერვების მწყობრიდან გამოყვანა შეძლო! და თანაც ასეთი სიმპათიური დავიჯერო არაფერს გრძნობ? როგორც იქნმა მორჩა სიცილს მაგრამ ახლა უფრო დიდი სისულელე დააკვეხა რაზეც ევასგან თვალების დაქაჩვა მიიღო
-რას ვგრძნობ გიჟი ხოარხარ? ამ ბოლო დღეებში რამე დალიე? ადამიანს ვერ ვიტან! თავის თავში დარწმუნებული იდიოტია!
გამწარებულმა უპასუხა და გაბრაზებულმა ყავა მოსვა
-კაი ერთი! და შენ ვინღა გამოდიხარ!
ღიმილით შეეპასუხა, არა რაც არუნდა სისულელეს ამბობდეს ეს გოგო ევამაც კარგად იცის რომ სიმართლის მარცვალი არის მის სიტყვებში, ახლა ალექსანდრეს გადმოსახედიდან რომ შევხედოთ ევა ალბათ ქაჯიც კი გამოდის მსიი ქცევებიდან გამომდინარე, მაგრამ რას უნდა ელოდო აბა ისეთებს უკეთებს ეგ გადასარევი კაცი! ვიზუალურადაც რომ არააქვს ხმა ამოსაღები, განა თვითონ ვერ ხვდება ნერწყვებს რომ აყლაპინებს ეს აპოლონივით ბიჭი, მაგრამ თავის თავს ებრძვის, საერთოდ უნდა აუკრძალოს მასზენფიქრები! მთელი საღამო მასზე საუბარში გალიეს, არ აპირებდა სახლში წასვლას, კარგად ხვდებოდა რომ ვაჟბატონი მიაკითხავდა, მისთვის რომ გეკითხათ არც ეშინოდა და ვერც წამოიყვანდა, მაგრამ გულის სიღრმეში სულ სხვარამეს ფიქრობდა და იმაშიც დარწმუნებული იყო წინააღმდეგობასაც ვერ გაუწევდა... დაწოლის წინ საბუთებს გადახედა, სამსახურიდანაც არაფერი ისმოდა, როფორც ჩანს მარიამი უმკლავდებოდა ყველაფერს, მაგრამ ხვალ აუცილებლად მივიდოდა და საქმეს ბოლომდე მიიყვანდა, რაღაცას მაინც იპოვიდა მენაბდის წინააღმდეგ და ციხეში ამოალპობდა! თბილად ჩაწვა ლოგინში და ფიქრები ისევ ბურდულისკენ წავიდნენ, ყველანაირად ცადა უკუეგდო თუმცა კარგად არ გამოსდიოდა


****

-სერიოზულად ბიჭო? გოგო სახლიდან როგორ გაგექცა შენს ძმობას ვფიცავარ..
ახლა ვაჩე დასცინოდა თავის ძმაკაცს და მის დაკერილ როჟებზე კარგად ხალისობდა
-ვაჩე შენი ნერვები არ მაქვს ისედაც ისე ვარ ჭკუიდან აწეული! სახშიც არ დამხვდა ტიპი ისეთი ეშმაკია!
-კაი რა ძმაო მესმის რომ ნერვიულობ მასზე, მაგრამ მასაც უნდა გაუგო ღმერთმა იცის როგორ ეშინია ახლა შენი, ცოტა ჭკუას მოუხმე, ან ეს ძალით წამოყვანა რაღა იყო! იქნებ დაქალთანაა არავის იცნობ?
დაეჭვებულმა იკითხა და სკამზე გასწორდა
- აუ ეგ როგორ არ მომაფიქრდა! რათქმაუნდა მაგის დაქალთან მიასთან იქნება!
-ახლა იმედია მასთან მიკითხვას და აჯანყებას არ აპირებ! მოასვენე ერთი ორი დღე და მერე წამოიყვანე შენც ან ხვალ ერთად მივიდეთ და ავუხსნათ სიტუაცია მის დაქალსაც, რომ იქნებ ის იყოს ჭკვიანი და გაიგოს!
-მართალი ხარ ეგრე ჯობია! უბრალოდ ნერვებს მწიწკნის ტიპი! დაჟე ზარწბზეც რო არ მპასუხობს! გინდა თუარა ჩემს საქმეა მეთვითონ მივხედავო! არადა თავს საფრთხეში იგდებს!
-კაი ძმაო დამშვიდდი ხოიცი ყველაფერი მოგვარდება! შენ ის მითხარი მენაბდეზე რამე გაარკვიე?
-კი რაღაცეები ამოვქექე, მალე ჩემს ხელში იქნება ეგ ნაბი**არი! როგოე მინდა ტვინი გავასხმევინო მაგრამ არ მინდა მისი ბინძური სისიხლით ხელების დასვრა!
-ალექსანდრე მომისმინე ჯობია პოლიციას ჩააბარო და ისინი მიხედავენ! ევას გამო მაინც არ ღირს ხელების გასვრა! მას სჭირდები!
ბურდულიც ხვდებოდა რომ ვაჩე მართალი იყო და ასეც აპირებდა, უბრალოდ ვერ უძლებდა რომ არ გასწორებოდა მას და ყველაფრისთვის პასუხი არ მეოთხოვა, ვისკი ისევ ჩამოასხა ჭიქებში და ვაჩეს გაუწოდა, თავადაც მოკალათდა სკამზე და სივრცეს გაუშტერა თვალი..

მეორე დღისით კარებზე ბრახუნმა გამოაღვიძა ორივე, მიამ გაკვირვებულმა გახედა ხალათში გამოწყობილ ევას და თვალებით ჰკითხა ვინ შეიძკება იყოსო, ევა კიდე უკვე გულში ლოცულობდა, რომ ალექსანდრე არ ყოფილიყო, მიამაც არ დააყოვნა და კარების გაღების თანავე შწმოვარდნენ ალექსანდრე და მის გვერდით მდგარი ყმაწვილი, რომელიც ღიმილით აკვირდებოდა თვალებგაფართოებულ თმა აწეწილ მიას
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ ალექსანდრე?
-მგონი ეს კითხვა აქეთ უნდა დაგისვა ევა! დროზე ჩაიცვი და წავედით!
მკაცრად მიმართა და მდივანზე მოკალათდა სწორედ ამ დროს არ დააყოვნა მიას ხმამაც
-უკაცრავად? ისე ცნობისთვის ჩემს სახლში იმყოფებით და სანამ ხმას აუწევთ ჩემს დაქალთან ზრდილობა იქონიეთ! და ევა არსად წამოვა!
-აუ ვაჩე ეგ ბავშვი გააჩუმე სანამ ნერვები მწყობრში მაქვს!
-ზუსტად ეგ ვიფიქრე მეც ძმაო!
ღიმილით მიმართა ბურდულს და ხელი ჩაავლო გვერდით მდგომ გაოცებულ ქალბატონს და კუხნისკენ წაიყვანა საიდანაც ცალკე ისმოდა მიას წიკვინი და ვაჩეს ხმამაღალი ლაპარაკი
-რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს ალექსანდრე?
უკვე მწყობრიდან გამოსული მიუახლოვდა ბურსულს და მკაცრად მიმართა რაზეც ბურდულმა თვალები აატრიალა წამოდგა და ევას წინ დაუდგა
-ევა ჭკუიდან არ გადამიყვანო შენთვისვე ვამბობ ჩაიცვი და წამოდი სახლში ვბრუნდებით!
-ალექსანდრე ახლა კარგად მომისმინე! არსადაც არ ვბრუნდები და უკვე ყელში ამოვიდა შენი ასეთი ლაპარაკი ან ახლავე წაბრძანდები ამ სახლიდან ან პოლიციას გამოვიძახებ!
მის სიტყვებზე ისეთმა გადაიხარხარა ეგონა სახლში შეზანზარდებოდა
-კარგად გამაცინე ხოიცი! გგონია პოლიცია რაიმეს დამაკლებს ევა?
ახლა შეძლო სერიოზული იმიჯის დაჭერა
-გაიგე ადამიანო რომ არ წამოვაალ და წადიიი აქედაან ახლავეეე!
მწყობრიდან გამოსულმა დაუღრიალა და რაც ხელში მოყვა ყველაფერი ესროლა,რაზეც ჯერ გაკვირვებული მზერა შეავლო ბურდულმა, შემდეგ კი სიცილი წასკდა,
-გადარეულო გეყოფა!
დაუღრიალა და ხელები დაუჭირა,
-ახლა წავალ , მაგრან არ გეგონის ასე დავტოვებ ყველაფერს! შენთვისვე აჯობებს ბარგი შეაგროვო რადგან სულ მალე ჩემს სახლში გაჩნდები! მანამდე კი რაღაცას წავიყოლებ!
მადიანად შეათვალიერა გახსნილი ხალათიდან მომზირალი მკერდი და მზერა დაბუშტულ ტუჩებზე შეაჩერა
-არც გაბედ...
სიტყვის დამთავრებაც არ აცადა ისე დაეტაკა ტუჩებზე გაძალიანება დააპირა თუმცა ერთი ხელით ხელები კარგად დაუჭირა მეორეთი კი წელზე მოხვია და უარესად აიკრო სხეულზე, მონაცვლეობით უკოცნიდა ჯერ ზედა შემდეგ ქვედა ტყჩს, ევასაც ცდუნებამ სძლია და დაღალმა ამდენმა ჭიდილმა, თავადაც მოხვია მხრებზე ხელი და მეტად აეკრო ბურდულს, რასაც მისი ჩაცინება და წელზე ხელების მოჭერა მოჰყვა, ალბათ უფრო მეტზეც გადავიდოდნენ, რომ არა სამზარეულოდან რაღაცის ლეწვის ხმა და მიას განწირული კივილი, სწრაფად მოშორდნენ ერთმანეთს და ევას გონება წეღანდელს ხარშავდა...რა ჯანდაბა გააკეთა როგორ გაბედა რომ აჰყვა, ფიქრებში იყო იქიდან ვაჩე რომ გამოვიდა ლოყაზე სამი ფრჩხილის ნათითურით
-გიჟია ეს ჩემი, წავედით?
ახლა ბურდულს მიმართა რაზეც ალექსანდრე ევას აწითლებულ სახეს არ აშორებდა თვალს შემდეგ მომაჯადოებლად ჩაიღიმა და ძმაკაცს ანიშნა წავედითო, კარების დახურვის ხმაზე მოვიდა გონს და გაჩუმებული დაქალს შეაკითხა სამზარეულოში და ალბათ სხვა სიტუაციაში გაეცინებოდა კიდეც მაგრამ ამჯერად საერთოდ არ ეცინებოდა წინ მდგარ, სრულიად გაწითლებულ თმებ-ხალათ აჩეჩილ მიაზე
-რაიყო ეს ჰა?
თავის თავს ჰკითხა და სივრცეს თვალი გაუშტერა, ხოლო საიდანღაც მიას სასოწარკვეთილი ხმა მოისმა
-მაკოცა..
-მეც!
მთელი დილა მათ ლანძღვაში გაატარეს და სახლის დალაგებაში, შემდეგ კი ისტერიკული სიცილი აუტყდათ და მთელი ოცი წუთი ვერ გაჩერდნენ


**

-და კიდე შენ ამბობდი ევა ქაჯიაო? ეტყობა დაქალს არიცნობ შენ?
ბუზღუნით იძახდა და ლოყაზე წითელ ანაბეჭდებს სალფეთკით იწმენდა.. ბურდულს კი ეცინებოდა ამ ყველაფერზე, მეორე მხრივ კი სიამოვნების მწვერვალზე იყო ევას კოცნა რომ შეძლო და ამჯერად წინააღმდეგობაც არ გაუწევია, იცოდა რომ გულგრილი არ იყო მაგრამ ამჯერად საბოლოოდ დარწმუნდა, საღამოს კი სამსახურიდან გამოსულს აუცილებლად წააბრძანებდა სახლში აი თავის დაქალს კი ძმაკაციც ჯარგად მიხედავდა, თუ პირიქით არ მოხდა


დალაგებულ სახლს მოავლეს თვალი და თავის ამღერებულ ტელეფონს დასწვდა, უცხო ნომერი იყო, გაუკვირდა ალექსანდრე ნამდვილად არ იქნებოდა ამიტომ ბევრი არც უფიქრია ისე აიღო ყურმილი და ადგილზე გაშეშდა მისი ხმის გგონებისას
-როგორ გიკითხოთ ქალბატონო ევა?
ხმაში მენაბდე ამოიცნო და ზიზღის ტალღამ დაურია მთელს სხეულში
-რრა გინდა?
კბილებში გამოსცრა და მორიგ საზიზღარ ხმას დაელოდა
-მხოლოდ ერთი რამ! თუ სიმართლე გაინტერესებს ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები რატომ მაინც და მაინც შენ და შენს ბურდულს გადაგეკიდეთ! ამისთვის უნდა შემხვდე! იცოდე არავის არაფეტი უთხრა თორემ ყველაფერი ძალიან ცუდად დატრიალდება და მგონი ამის ახსნა არ უნდა მინდოდეს შენთვის!
-რატომ უნდა დაგიჯერო? ან ამ ყველაფერს რისთვის აკეთებ?
-მალე აქედან წავალ და ისე არმინდა სიმართლე არ იცოდე ამიტომ დროს და ადგილს მოგწერ! შენი ნებაა დამიჯერებ ატუ არა მაგრამ სინდისი არ მოგასვენებს როცა გეცოდინება სიმართლის გაგებას ზურგი აქციე!
მხოლოდ ეს სიტყვებიღა გაიგონა და გაუთიშა, ყურიდან ტელეფონი ნელა მოიძრო და მდივანზე ძალაგამოცლილი ჩამოჯდა, წამშიც ესემესი მოუვიდა სადაც მისამართი და დრო ეწერა, საერთოს არ ეცნობოდა, მხოლოდ ის იცოდა რომ მიყრუებული ადგილი იყო, სწორედ ამ დროს გამოვიდა მიაც სამზარეულოდან და ფერწასულ დაქალს მიუახლოვდა
-ევა კარგად ხარ? რა მოგივიდა? ვინ დაგირეკა ასე რომ გაფითრდი?
-ის იყო მია! მენაბდე! ჩემი ნახვა და ყველაფრის მოყოლა უნდა!
-რაა? იმედია წასვლას არ აპირებ! ალექსანდრეს უთხარი ევა ამის შესახებ და წასვლა არც გაბედო!
-კი მაგრამ..
-არანაირი მაგრამ არ წახვალ!
მკაცრად მიმართა მიამაც და ანიშნა რომ ამით საუბარი დასრულებული იყო
-ჰო კარგი კარგი.. ოთახში შევალ თავს ცუდად ვგრძნობ..
წამოდგა და ოთახისკენ გზას გაუყვა, ლოგინის კიდეზე ჩამოჯდა და ფიქრი დაიწყო, რომ წავიდეს შეიძლება ეს ყველაფერი დაგეგმილი იყოს, მაგრამ ამით შანს გაუშვებს ხელიდან ყველა აღიარება მოისმინოს და ჩაიწეროს! ასე შეძლებს მის დაჭერას მაგრამ მეორე მხრივ რაღაც აკავებს, დარწმუნებით იცის რომ ბურდულს ვერ შეატყობინებს, რადგან ამის წინააღმდეგი იქნება, უკვე საღამოვდებოდა და დროც იწურებოდა, არა ამჯერად შანს ხელიდან ვერ გაუშვებდა უნდა ენახა, ცდის რაც არის არისო ჩაილაპარაკა და მიასთან გავიდა, ახლა როგორმე უნდა გაიყვანოს სახლიდან, თორემ დარწმუნებულია უფლებას არ მისცემს წასვლის
-აუ მია თავს ცუდად ვგრძნობ მე ვერ ჩავალ მაღაზიაში და შეგიძლია ჩემი საყვარელი ყავა ამომიტანო?
-კიი გოგო არაა პრობლემა, მიდი შენ წამოწექი და ამოვიტან მე..
ღიმილით უთხრა და კარისკენ დაიძრა, თავად მისამართი გადაიკითხა ტელეფონი ტუმბოზე დადო და ოთახში შევიდა, ნაჩქარევად მოემზადა და სადარბაზოდან ჩუმად გავიდა, უნდა მიასწროს,
უკვე ტაქსიში იჯდა როცა გააცნობიერა ტელეფონი სახლში დარჩა, მაგრამ ჩამწერი თან ჰქონდა რომელიც მანტოს შიგნით დაიმაგრა და ხელებ აკანკალებულმა ჩანთას ხელი მოუჭირა...
როგორც იქნა მიაღწია , უკვე კარგად ჩაბნელებულიყო, გარშემო არაფრის ხმა არ ისმოდა, მანქანებიც არ დადიოდნენ, ტაქსის მძღოლს ფული მისცა და თავად გვირაბში ჩავიდა გვერდით კი კარები იყო რომელიც შეაღო, მკრთალი შუქი ანათებდა არე მარეს, ნესტიანი ადგილი იყო და საგრძნობლადაც ციოდა, უკვე ხმის ამოღებას აპირრბდა უკნიდან ამაზრზენი ხმა რომ მოესმა
-ოჰო, არ მეგონა თუ მოხვიდოდი ევა და როგორც ჩანს ისევ შეცდი...
ამაზრზენად ჩაილაპარაკა და გვერდზე მდგომ დაცვებს გადახედა
-რა თქვი? შენ უნდა მომიყვე ყველაფერი გასაგებია!!!
-რათქმაუნდა სიკვდილამდე მაგ სურვილს აუცილებლად შეგისრულებ !!
თვალი მოჰკრა როგორ გამოართვა იარაღი ერთ-ერთს და თვალიერება დაიწყო
-ყცელაფერი ბურდულის მშობლებიდან დაიწო ევა, აქ შენ არაფერ შუაში ხარ მაგრამ როგორ შეიძლება შენს დიყვარულზე რამდენიმე რაღაც არ მოგიყვე! მოკლედ ვპარტნიორობდით ასე ბედნიერად, ხოდა ერთხელაც გადავწყვიტე მეტი დამრჩენოდა და საბუთებში რაღაც ავურ-დავურიე, სამწუხაროდ მიხვდა ბატონი შოთა ყველაფერს და პარტნიორობაზე უარი თქვა მეც მეტი გზა არ მქონდა ორივეს შუბლი გავასხმევინე! სამწუხაროა პატარა ბურდულზე არაფერი ვიცოდი, თორემ მას როგორ დავტოვებდი ცოცხალს! შემდეგ დიდი დრო გავიდა თუმცა ციხეში ჩამსვეს, ვიღაცამ გაარკვია რაღაც ჩემზე და დამადანაშაულა რის გამოც თქვენ გამოჩნდით, და როფორ კი გავიგე შენზე ყველაფერი ევა, ვიფიქრე რატომაც არა იქნებდა ჭკვიანია დამეხმაროს თქო და ჩემს ადვოკატადაც ავიყვან თქო, მაგრამ ყველაფერი გააფუჭე როდესაც ბურდულს დაეხმარე ევა! ყველაფერი ისე მოვაწყვე რომ ბურდულს დაბრალბოდა რაღაც რაღაცეები მაგრამ სულ ტყუილად ისიც იხსენი! რის გამოც მწარედ დაისაჯე! ახლა არ თქვა ჩემი ბრალი არიყოვო ... არ მოგეკიდა და არაფერი მოხდებოდა ჩემო კარგო ..
-ანუ აღიარებ რომ ალექსანდრს მშობლები შენ დახოცე?
ხმის კანკალით ძლივს მოაბა სიტყვებს თავი, ვერ იჯერებდა მოსმენილს შოკში იყო, იცოდა რომ ასეთი იყო მაგრამ ამდენს ვერ წარმოიდგენდა
-რათქმაუნდა ევა რათქმაუნა მე მოვკალი ალექსანდრე ბურდულის მშობლები და შენი მშობლებიც ევა ! სპეციალურად მოვაწყვე რომ ვითომ ყველაფერი შემთხვევით მოხვდა! შენი საქმროც ტაძრის წინ მე მოვაკვლევინე! მაგრამ იცი რა! შვცდი ! აქ მხოლოდ შენ და ბურდული იყავით მოსაკლავები და ამასაც ახლა ავიხდენ! ჯერ შენ მოგიშორებ და შემდეგ ბურდულს!
იარაღი პირდაპირ ევას დაუმიზნა და ღვარძლიანად იღიმოდა, ევა კი მხოლოდ მის მონაყოლზე ფიქრობდა, ყველა სიტყვას გონებაში ხარშავდა.. აზრზე პოლიციის სირენების ხმამ მოიყვანა
-რა გააკეთე ? შენ რა პოლიციას დაურკე?
უეცრად დაიღრიალა მენაბდემ და ნერვიულად სიარულს მოყვა, იარაღიან ხელს აქეთ იქით აქნევდა და დაცვის წევრებს მანქანის მოყვანას უბრძანებდა
-არა მე არ დამირეკია მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიხილავ შენს თავს ციხეში მკვლელო!
-საინტერესოა ამას როგორ შეძლებ რადგან სრულიად ორ წუთში სიცოცხლეს გამოგასალმებ! გადაიხარხარა და იარაღი ევას დაუმიზნა წუთიც არ უყო გასული კარებიდან ბურდულის ღრიალი რომ გაიგონა და შემდეგ წინ ამოფარებულის ხეული იგრძნო, რომელსაც ტყვიის სწრაფი გასროლა მოჰყვა...

ბავშვებოო ესეც ახალი 8 თავი <3 შემდეგ თავში ვასრულებ ამ ისტორიასაც <3 ძალიან მიხარიხართ და მიყვარხართ ყველა ვინც კითხულობთ და მაფასებთ მეც და ჩემს ისტორიასაც <3 ყველა სიდიდ მადლობა შეფასებისთვის <3 ყველანაირად ვეცადე დიდი გამოსულიყო და კარგი თავი იმედია მოგეწონებათ და გამიზიარებთ თქვენს შეფასებებს <3 ზეგ ბოლო თავს დავამატებ <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ელლე ახვლედიანი

ვაიმეე ეს რა შოკი თავი იყო ტკბილოო :ო გავაფრენ კიდევააც ჩემს ევას ან ალექსანდრეს რამე რომ მოუვიდეს ((( ამ თავით მართლა დამშოკე ძალიან კარვი იყო აი ძალიაან და ვერ წარმოვიდგენ ეს რომ მორჩება მერე რაღა მეშველება <3 ძალიაან მომეწონაა! აი არაჩვეულებრივი გოგო ხარ<3 უნიჭიერესი და უკარგესი <3 მოუთმე ლად ველოდები შემდეგ თავს და გთხოვ ცუდად არ დაასრულო რა <3

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ელლე ახვლედიანი
ვაიმეე ეს რა შოკი თავი იყო ტკბილოო :ო გავაფრენ კიდევააც ჩემს ევას ან ალექსანდრეს რამე რომ მოუვიდეს ((( ამ თავით მართლა დამშოკე ძალიან კარვი იყო აი ძალიაან და ვერ წარმოვიდგენ ეს რომ მორჩება მერე რაღა მეშველება <3 ძალიაან მომეწონაა! აი არაჩვეულებრივი გოგო ხარ<3 უნიჭიერესი და უკარგესი <3 მოუთმე ლად ველოდები შემდეგ თავს და გთხოვ ცუდად არ დაასრულო რა <3

ძალიაან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის♥♥♥♥ყველანაირად ვეცადე კარგი გამოსულიყო ხოლო ვნახოთ შემდეგ თავში რა მოხდება :დ ცუდად ნამდვილად არ დავასრულებ ♥♥♥♥

 


№3 სტუმარი სტუმარი ნატა

ძალიან მაგარია, მომწონს და ცუდად არ დაამთავრო რა, წარმატებები

 


№4  offline წევრი Leo

აი სიტუაციის დაძაბვაც ამას ჰქვია:დ ძალიან მომეწონა ყველაფერი! აღწერილიც კარგად გქონდა და დალაგებულიც იყო. ბოლოში დამზაფრე ცოტა არ იყოს და იცოდე შემდეგ თავში რაღაც დიდს და ამაღელვებელს მოველი მითუმეთეს ამ თავის შემდეგ ნაკლები არ მოგეთხოვება <3 სამწუხაროა რომ ამთავრებ მაგრამ იმედი მაქვს ახალი ისტორიით ისევ დაბრუნდები ახლა კი წარმატებებს გისურვებ და ველოდები ახალ თავს <3

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

სტუმარი ნატა
ძალიან მაგარია, მომწონს და ცუდად არ დაამთავრო რა, წარმატებები

ძალიან დიდი მადლობა♥♥♥ ცუდად დამთავრებას ნამდვილად არ ვაპირებ ♥♥

Leo
აი სიტუაციის დაძაბვაც ამას ჰქვია:დ ძალიან მომეწონა ყველაფერი! აღწერილიც კარგად გქონდა და დალაგებულიც იყო. ბოლოში დამზაფრე ცოტა არ იყოს და იცოდე შემდეგ თავში რაღაც დიდს და ამაღელვებელს მოველი მითუმეთეს ამ თავის შემდეგ ნაკლები არ მოგეთხოვება <3 სამწუხაროა რომ ამთავრებ მაგრამ იმედი მაქვს ახალი ისტორიით ისევ დაბრუნდები ახლა კი წარმატებებს გისურვებ და ველოდები ახალ თავს <3

უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისთვის♥♥♥♥♥
ყველანაირად ვეცდები იმედები გავამართლო ♥♥ მიხარია აქამდე რომ მოხვედი და კითხულობ ამ ისტორიას ♥♥♥

 


№6  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

MoonLady
ვაი დედა გული...
ვაი დედა...
ვაი ბურდული...
ვაი ალექსანდრე...
მოსაკლავი ხარ ამისთვის, მოსაკლავი ხარ, მაგრამ ჯერ ისტორია დაამთავრე და მერე მოგკლავ, ვსიო დავსვი ბეჭედი.

ახლა არ გამაწელინო ისტორია სიკვდილი არ მინდა ჯერ :დდდდ
ვნახოთ ვნახოთ რაიქნება*-*

 


№7 წევრი blondeangel631

ძალინ კარგი იყო ალექსანდრე ჩვენთან დარჩი არ დაგვტოვო joy heart_eyes scream მაგარი ხარ რა

 


№8  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

გეგე მარიშკა
ძალინ კარგი იყო ალექსანდრე ჩვენთან დარჩი არ დაგვტოვო joy heart_eyes scream მაგარი ხარ რა

მადლობაა ჩემო კარგოო ♥♥♥ვნახოოთ ვნახოოთ ყველაფერი წინაა ♥

 


№9 სტუმარი mariami

Vaii guli aghar mivarga es ra iyo martla gamaoce da damshoke oghond aleqsandres araferi mouuvides tore movkvdebii ai shen ki saswauli gogo xar da dzalian mikvarxar

 


№10 სტუმარი სტუმარი lia

Uნიციერესი დაუცკვიანესი ხარ, მაგარი ტავია მომწონს ზალიან❤❤❤

 


№11  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

mariami
Vaii guli aghar mivarga es ra iyo martla gamaoce da damshoke oghond aleqsandres araferi mouuvides tore movkvdebii ai shen ki saswauli gogo xar da dzalian mikvarxar

ძალიან დიდი მადლობა ♥♥ მიხარია ასე რომ მოგწონთ ვნახოთ რაიქნება შემდეგ თავში ♥♥

სტუმარი lia
Uნიციერესი დაუცკვიანესი ხარ, მაგარი ტავია მომწონს ზალიან❤❤❤

უდიდესი მადლობა ასეთი შეფასებისთბის ♥♥♥ ძალიაან მიხარია ასე რომ მოგწონთ ♥♥

 


№12 სტუმარი მარი. ელ❤

აუუუ დაშოკილი ვააარ არც ველოდი ნაკლეებს ასეთი განვითარებით მოხიბლული ვარ და გული მწყდება რო ამთავრეებ იმედია ასეთ ევას და ალექსანდრეებს ბევრს შექმნი კიდეევ ალექსანდრეებს უფრო მეტს ველიი:დდ ხოდა საყვარელო რას ვამბობდი შენ ხარ ამ საიტზე ერთერთი საუკეთესო მწერალიიი ძალიან მახარეეებ❤❤❤

 


№13  offline წევრი naniko mindia

Vau ramagaria ♥♥♥♥♥gagzelebas veli dzan magrai xar kargad wer gilocav ♥♥♥♥♥warmatebebs gisurveb
--------------------
lomidze

 


№14  offline წევრი Mariam Shengelia_3

ძალიან უხეშად მომხვდა თვალში ორჯერვე "მდივანი", ანუ მდივანი დამხმარე-ასისტენტია, მანდ რასაც გულისხმობდი დივანია, იმედია ცუდად არ მიიღებ, რჩევაა უბრალოდ

ესს რაიყო? გამაგიჟე და გადამრიეეეე.
ჩემს ალექსანდრეს რამე რომ მოუვიდეს იცოდე ვიტირებ (((( რამაგრა დაგემუქრე :დდდს
მგიჟდები ბურდულზე და რაგავაკეთო ❤
ევაზეც ვგიჟდები
შენზე ხო საერთოდ!!!
აი საოცარი იატორიაა, ძალიან მომწონს აი ძაააალიან!
ერთისულიმაქ შემდეგი თავი დადოო❤
მოუუუთმენლად ველოდები და აიიი სასწაულიხარ მართლა!❤
მიყვარხარ შენ მე❤

 


№15  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მარი. ელ❤
აუუუ დაშოკილი ვააარ არც ველოდი ნაკლეებს ასეთი განვითარებით მოხიბლული ვარ და გული მწყდება რო ამთავრეებ იმედია ასეთ ევას და ალექსანდრეებს ბევრს შექმნი კიდეევ ალექსანდრეებს უფრო მეტს ველიი:დდ ხოდა საყვარელო რას ვამბობდი შენ ხარ ამ საიტზე ერთერთი საუკეთესო მწერალიიი ძალიან მახარეეებ❤❤❤

ვაიმეე დიდი მადლობაა ჩემოო საყვარელოო ♥♥♥ეს ერთი ალექსანდრე ესეთი რომ დავუტოვოთბარა? :დდდდ ვნახოთ რაიქნება შემდეგში *---* მიხარია ასე რომ მოგწონს და მაბედნიერებ შენი ყოველი სიტყვით ჩემო კარგო ♥♥

naniko mindia
Vau ramagaria ♥♥♥♥♥gagzelebas veli dzan magrai xar kargad wer gilocav ♥♥♥♥♥warmatebebs gisurveb

უდიდესიი მადლობა ასეთი შეფასებისთვის ♥♥♥♥ძალიაან მიხარია რომ მოგწონს ♥♥♥

Mariam Shengelia_3
ძალიან უხეშად მომხვდა თვალში ორჯერვე "მდივანი", ანუ მდივანი დამხმარე-ასისტენტია, მანდ რასაც გულისხმობდი დივანია, იმედია ცუდად არ მიიღებ, რჩევაა უბრალოდ

ესს რაიყო? გამაგიჟე და გადამრიეეეე.
ჩემს ალექსანდრეს რამე რომ მოუვიდეს იცოდე ვიტირებ (((( რამაგრა დაგემუქრე :დდდს
მგიჟდები ბურდულზე და რაგავაკეთო ❤
ევაზეც ვგიჟდები
შენზე ხო საერთოდ!!!
აი საოცარი იატორიაა, ძალიან მომწონს აი ძაააალიან!
ერთისულიმაქ შემდეგი თავი დადოო❤
მოუუუთმენლად ველოდები და აიიი სასწაულიხარ მართლა!❤
მიყვარხარ შენ მე❤

ჩემო მარიაამ პირიქიით მადლობაა რომ შემისწორე *--* უბრალოდ არ დავაკვორდი ისე ვწერდი მაგრამ შემდეგში მეცოდინება ♥♥♥დიდი მადლობაა ჩემო საყვარელოო ასეთი შეფასებისთბიის ♥♥♥მაბედნიერებს შენი კომენტარებიი და დღის პოზიტივს მმატებს ♥♥ჰოო თურამე ერთად ვიტიროთ 3:) :დდდდ ხანდახან ჩემი სიდამპლე თუარ ჩავურიე ისე როგორ :დდ მიყვარხაარ რაა ♥♥♥♥♥

 


№16 სტუმარი Mari05

Dzaalian dzalian magari xar❤️ Vgijdebi sheni ceris stilzee???????? shemdegi male daideba??☺️????

 


№17  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

Mari05
Dzaalian dzalian magari xar❤️ Vgijdebi sheni ceris stilzee???????? shemdegi male daideba??☺️????

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო ძალიან გამახარა შენმა სიტყვებმა ♥♥♥ უკვე დავდე და მალე აიტვირთება ♥♥

 


№18  offline წევრი TeddyBear

საინტერესო ისტორიაა, უბრალოდ ცოტა დახვეწა არ აწყენდა, მალ-მალე ანვითარებ მოვლენებს და ეს რუსულ გამორეული სიტყვები მკლავს ქართულ ისტორიებში (მეც მქონდა ადრე ეგ პრობლემა)
კუხნა არა - სამზარეულო ❤
მოკლედ ცუდი არ არის, მაგრამ უკეთესიც შეიძლება ❤ დროთა განმავლობაში დარწმუნებული ვარ დაიხვეწები წერის მხრივ, მთავარია ერთ წრეზე არ იტრიალო და წინ და წინ წახვიდე ❤ მე მჯერა შენი!!! ❤

 


№19  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

TeddyBear
საინტერესო ისტორიაა, უბრალოდ ცოტა დახვეწა არ აწყენდა, მალ-მალე ანვითარებ მოვლენებს და ეს რუსულ გამორეული სიტყვები მკლავს ქართულ ისტორიებში (მეც მქონდა ადრე ეგ პრობლემა)
კუხნა არა - სამზარეულო ❤
მოკლედ ცუდი არ არის, მაგრამ უკეთესიც შეიძლება ❤ დროთა განმავლობაში დარწმუნებული ვარ დაიხვეწები წერის მხრივ, მთავარია ერთ წრეზე არ იტრიალო და წინ და წინ წახვიდე ❤ მე მჯერა შენი!!! ❤

დიდიი მადლობაა ჩემო კარგოო ასეთი შეფასებისთვიის და შესწორებისთვისს ♥♥♥ მიხარია ასე რომ მისწორეებ და მადლობელიიც ვარ ♥♥♥ ყველანაირად ვეცდები შემდეგ ისტოროაში გამოვასწორო შეცდომები ♥♥მადლობაა შენ ჩემო კარგოო♥♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent