შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა ამბივალენტურობა [ 8 ]


11-01-2018, 20:54
ავტორი MoonLady
ნანახია 863

გრძნობათა ამბივალენტურობა [ 8 ]

დილით კარზე ბრახუნის ხმამ გააღვიძა ოთო. რაღა დილა იყო, სამი სრულდებოდა.
თვალები მოიფშვნიტა და დაამთქნარა. ლინდას გადახედა. გოგოს ჯერ კიდევ ეძინა, ღრმა ძილით თან. ოთო ფიქრობდა როგორ გაეხარებინა საყვარელი ქალი, მაგრამ ფიქრი განმეორებულმა ბრახუნმა შეაწყვეტინა.
ფრთხილად მივიდა კართან და გააღო.
- არა ეს რა წესია ! - კივილით შემოაღო კარი ლიზიმ. - არ უნდა გვითხრა რომ საავადმყოფოდან მოგყავს ?! შენი თოჯინა ჰო არაა აქეთ-იქით რომ ატარებ ? - ქუხდა ლიზი. ოთომ ხელი პირზე მიაფარა და ანიშნა ჩუმადო. საჩვენებელი თითი საძინებლისკენ გაიშვირა და ლიზი მიხვდა, რომ მის მეგობარს ეძინა.
- ‎შემოდი. - უთხრა ლიზის და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
- ‎ლინდა კარგი, მაგრამ... შენ თვალები ამოღამებული რატომ გაქვს ? - დაინტერესდა ლიზი, როცა დივანზე დაჯდა.
- ‎შენი აზრით მარტივია ასეთი ქალის გვერდით იწვე და დაიძინო ? - ბოხი ხმით უთხრა ოთომ.
- ‎ბილწო. - წარბი შეკრა ლიზიმ. - კაცები მხოლოდ მაგაზე ფიქრობთ ! - დაასკვნა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- ‎რაღა მაგაზე წახვედი, ტო ? სხვა მიზეზი ვერ იარსებებს ? ასეთ დღეში რომ ვუყურებ ადგილს ვერ ვპოულობ. ქალები ფიქრობთ მაგაზე 24 საათი და ჩვენ გვაბრალებთ. - გაბრაზდა ოთო. ღამენათევი, ძლივს ჩაძინებული გააღვიძეს რაღაც სისულელის გამო.
- ‎კარგი, კარგი... - ღიმილად დაიხატა ნატროშვილის სახე. უხაროდა, რომ ნემსაძე ღელავდა ლინდაზე და უბრალოდ სურვილების დასაკმაყოფილებლად არ ჰყავდა გვერდით. - საჭმელი რა გვაქვს ? - უცებ ჰკითხა ოთოს, რომელსაც ლუდის ბოთლი მიეყუდებინა და მანამ არ გაჩერდა, სანამ არ ჩაცალა.
- ‎ვგავარ პოვარს ? - მობეზრებული ხმით ჩაილაპარაკა.
- ‎ღმერთო ჩემო, ანუ ისე მოიყვანე ავადმყოფი სახლში, რომ საკვები არ არის აქ? უპასუხისმგებლო ადამიანი ხარ !
- ‎გეყოფათ წიკვინი თავი მისკდება ! - გაისმა საძინებლიდან ლინდას ყვირილი.
- ‎აი, ხომ ხედავ, შენ გამო ლინდამ გაიღვიძა ! - გაბრაზებული სახე მიაპყრო ლიზიმ ბიჭს.
- ‎მე ვიკივლე ? - გაოცდა ბიჭი.
- ‎მაიძულე მეკივლა ! - თქვა ლიზიმ, თავი გაიქნია და საძინებლისკენ დაიძრა.
- ‎გაგიჟდები კაცი ამათ შემყურე. - ჩაიბურდღუნა ოთომ და აბაზანაში შევიდა.

- ლი, როგორ ხარ ? - ჰკითხა ლიზიმ და საწოლთან მიუსკუპდა გოგოს.
- ‎ტვინი წაიღეთ, მესმოდეს მაინც რაზე ლაპარაკობთ. - შეუბღვირა დაქალს ფხაკაძემ.
- ‎მაინც მისი ბრალია !
- ‎კარგი, გეყო.
- ‎საჭმელი არ აქვს სახლში წარმოგიდგენია ? და აქ მოგიყვანა ? - აღშფოთებას ვერ მალავდა ლიზი.
- ‎დიდი ამბავი რა. - გვერდი იცვალა ლინდამ და ოდნავ დაიკვნესა ტკივილისგან.
- ‎გტკივა ? - შეწუხდა ლიზი, ლინდამ კი თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დაუქნია.
ცოტა ხანი ილაპარაკეს. შემდეგ კი ან კარი გაიღო და პორსახოცშემოფარებული ოთო გამოვიდა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ნატროშვილი აფეთქდა.
- უსირცხვილო ! ჩაიცვი რამე !
- ‎არ მოგწონს ნუ მიყურებ. - ჩუმად უპასუხა ოთომ. საწოლზე წამოკოტრიალდა და ლინდას მიეკრო ზურგიდან.
ფხაკაძეს სუნთქვა შეეკრა და თავს ძალას მაქსიმალურად ატანდა, რომ ოთოს სხეულის სიმხურვალისგან გამოწვეული აღგზნება არ გამომჟღავნებინა. მაგრამ არ გამოსდიოდა. შეაკანკალა და ეს ოთომ იგრძნო. უფრო მჭიდროდ, მაგრამ სასწაულად ნაზად მიეკრო. კისერში ცხვირი ჩაურგო და ღრმად ჩაისუნთქა. ბიჭის სველი თმებიდან წვეთები ლინდას კისერში იღვრებოდნენ და ჟრუანტელს წარმოქმნიდნენ. თვალები მილულა და ღრმად სუნთქვა დაიწყო. ბიჭს ხელი მის ხელზე შემოეხვია და ეფერებოდა.
- წავალ, რამეს ამოვიტან. - ჩაიბურტყუნა ლიზიმ და გარეთ გავიდა.
კიბეები სწრაფად ჩაირბინა და გარეთ გასვლისთანავე შავ მანქანას მოჰკრა თვალი. იგივე მანქანა იდგა აფეთქების დროს ლინდას სახლთან. ეჭვის თვალი შეავლო და ყოველი შემთხვევისთვის ნომერი დაიმახსოვრა.
ეს სიფრთხილე მას შემდეგ დასჩემდა, რაც ლინდას შეემთხვა.
მარკეტში შეირბინა და რამდენიმე წუთში დატვირთული გამოვიდა იქედან. მზა პროდუქციით დაწყებული ყველაფერი წამოიღო.
ამასობაში კი ოთო ლინდას ეფერებოდა. გოგოს თვალები დახუჭული ჰქონდა და ნემსაძემ იფიქრა სძინავსო. ჩუმად ეჩურჩულებოდა და ცხვირის წვერით კისერში ეხახუნებოდა.
კარის ხმაზე შეჩერდა. საბანი მჭიდროდ შემოხვია ლინდას და შუბლზე აკოცა. ფეხაკრეფით გავიდა სამზარეულოში და მოფუსფუსე ლინდა დალანდა.
- რამდენი ხანია, რაც დაქალობთ ? - ჰკითხა ლიზის და ცოცხალი სტაფილო გაიქანა პირში.
- ‎მე და ლი ტრუსიკის ძმაკაცები ვართ. - ნიშნისმოგებით უთხრა.
- ‎აა, დაჟე ძმაკაცები. ხარაშოო. მამამისს რა დაემართა ? - ჰკითხა ოთომ. ლიზი მომენტალურად შემობრუნდა და ოთოს თვალებში ჩახედა.
- ‎რა მოგიყვა ?
- ‎ინსულტიო.
- ‎ჰო, ეგ იყო. - შებრუნდა და განაგრძო ფუსფუსი. - ლიმ ვენები გადაიჭრა, მამამისმა ინერვიულა და... მოკლედ ლინდამ მამა ვერ ნახა ბოლო წუთებში.
- ‎აბა ორი დღე იცოცხლაო ?
- ჰო, იცოცხლა. მაგრამ ლინდა არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ მამა ენახა. - ხმა შეეცვალა ლიზის.
- ‎რატომ ?
- ‎ფეხი ჰქონდა მოტეხილი, პლუს ბევრი სისხლი დაკარგა. მას შემდეგ ორგანიზმს აღდგენა უჭირს.
- ‎იმიტომაა ასეთი სუსტი ? - მუშტი შეკრა ოთომ.
- ‎ჰო. - თავი დაუქნია ლიზიმ და ომლეტი დაუდო ოთოს წინ. - არც უვლის ორგანიზმს, არ ჭამს ხოლმე, ძალით ვტენი. - თავი ჩაღუნა და გაეღიმა. ცრემლი მოერია, მაგრამ არ სურდა ოთოს შეემჩნია.
- ‎ჰო, მაგის ბედნიერება მეც მხვდა წილად. - ჩაიცინა ბიჭმა.
- ‎ერთხელაც არ მისულა მამის საფლავზე.
- ‎საკუთარ თავს ადანშაულებს, მე მოვკალიო. - ჩაფიქრებული გამომეტყველებით წარმოთქვა ოთომ.
- ‎არა ! არა ! ვერ შევაგნებინე მაგ გოგოს, რა სისულელეს ამბობს... - ლამის ატირდა ლიზი, აწრიალდა და თითებს იტეხდა.
- ‎კარგი, მოვაგვარებთ მაგას. - მტკიცე ხმით თქვა ოთომ. - და...
- ‎თვითონ მოგიყვება თუ ჩათვლის საჭიროდ. - სხარტად უპასუხა ლიზიმ ჯერ არდასმულ კითხვაზე.
- ‎კარგი. - მწარედ ჩაიცინა ოთომ.

ლინდას კი არ ეძინა. ყველაფერი ესმოდა, ყველაფერი ახსოვდა. მთელი სხეული სტკიოდა, სულიერი სხეული. ის მოტეხილი ფეხიც, ისიც თუ რატომ მოიტეხა მაშინ ფეხი. ის წყეული სახლიც ახსოვდა. ის ოთახი, ყველა კუთხე-კუნჭული. ის ამაზრზენი სურნელი. სველი ხის სუნი შერწყმული გვირილების არომატთან. ახსოვდა როგორ ცდილობდა თავის დახსნას, გაქცევას. შემდეგ დავიწყებას...

ფრთხილად სცადა წამოდგომა და აუტანელი ტკივილი იგრძნო მთელ სხეულში. თავი ვერ შეიკავა და იატაკზე მოადინა ზღართანი. ხმაურზე შეშფოთებული ოთო შემოვარდა და ლინდა რომ ასეთ მდგომარეობაში დაინახა ძალიან გაბრაზდა. თუმცა სცადა არ შეემჩნია.
მაგრამ ლინდამ შეამჩნია. როცა ოთომ იგი ხელში აიყვანა და თვალებში ჩახედა, მაშინვე მიხვდა.
- მიბრაზდები ჰო ? - ოთომ პასუხი არ გასცა. მკვლელი მზერა შეავლო და საწოლზე დასვა.
- ‎რა გინდოდა ? - ყინულივით ცივი ხმით ჰკითხა.
- ‎არ გამიბრაზდე რა.. - საწყლად ჩაილაპარაკა ლინდამ და თავი ჩაღუნა.
- ‎ხარ ღირსი ?
- ‎მაპატიე, მეტჯერ არ ვიზამ.
ლიზი კარებთან იდგა და ჩუმად უყურებდა ამ სცენას. ადრე სულ თვითონ ეხმარებოდა ლინდას. სულ თვითონ ედგა მხარში და ზრუნავდა მასზე. ახლა კი ოთო...
ცოტათი ეჭვიანობდა კიდეც. თუმცა უხაროდა, რომ გულწრფელი მზრუნველობა მხოლოდ მისგან აღარ ჰქონდა. რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ეყვარება და გვერდში დაუდგება ლინდას.
ყველას გვჭირდება ერთი ასეთი.
- რა გინდოდა, ლინდა ? - ამოიხვნეშა ოთომ და მის წინ ჩაიმუხლა. ცერა თითი ლოყაზე რამდენჯერმე გაუსვა, ლინდამ კი თავი მარცხნივ გადახარა, რომ ოთოს ხელის სითბო ბოლომდე შეეგრძნო.
- ‎თქვენთან მინდოდა, იქ. - პატარა ბავშვის სურვილივით ჟღერდა. ბიჭს გაეცინა და ლინდა ხელში აიყვანა, მისაღებში გადაანაცვლა მთელი ატრიბუტიკით.
ლიზიმ ოთოს ყურში უჩურჩულა. ძალიან მცივანაა და კიდევ ერთი პლედი მოაფარეო. ბიჭმა უხმოდ დაუქნია თავი და ისე გააკეთა, როგორც უთხრეს.
- ლიზიმ მოგახსენა ? - გაეღიმა ლინდას.
- ‎კი. - არ დაუმალავს ოთოს.
- არ მიყვარს ზამთარი. - ჩაილაპარაკა და უფრო კომფორტულად მოკალათდა სითბოში.
- რატომ ?
- იმიტომ, რომ ცივა. - გაეცინა და ოთოს თვალებში ჩახედა. - იმიტომ, რომ ვიყინები. გარეგანი სიცივის ფონზე კი, გეენის ცეცხლი, რომელიც ჩემს შინაგან სამყაროს უკვე კარგა ხანია მოედო, ერთიათად უფრო მეტად მწვავს. - ზღვისფერი თვალები შტორმად იხატებოდნენ ოთოს აღქმით. - ვიხუთები. ვიწვი. ვეღარ ვსუნთქავ და..მცივა. მე არ მიყვარს ზამთარი იმიტომ, რომ ცივა.იმიტომ, რომ გარეთ გასვლა არ შემიძლია. სახლი მახრჩობს. მახრჩობს იმიტომ, რომ მაკავებს. ადამიანი თავისუფლების დაკარგვას მხოლოდ მაშინ შეეგუება, როდესაც მას არავინ უზღუდავს ამ უფლებას. ჯიუტია ადამიანი. ეგოისტია ადამიანი. სურს, რომ მისი ნებით ხდებოდეს ყოველივე. მისივე ნებით სურს დაემონოს. ხოლო როცა აიძულებენ მძვინვარებს, ვით გაველურებული მხეცი, და მისი გაჩერება არაფერს ძალუძს. მე არ მიყვარს ზამთარი იმიტომ, რომ ცივა.
- ‎სულით ხორცამდე ხელოვანი ადამიანი ხარ. - უთხრა ოთომ.
- ‎ჰო ? - თავისი ხელები ოთოს ხელებში გადახლართა ლინდამ. - რა ვიცი...
- ‎მე ვიცი.
ვიღაცამ კარი გასაღებით გააღო და ლიზის სიხარულის კივილმა გააყრუა მთელი ბინა.
- აჩი !
- ‎ჩემი კისკისა. - გაეცინა და ლიზი ჩაიხუტა. - ჰეი, სასტავ, იქნებ გუდაურში ავსულიყავით ახალი წლისთვის ? კაკ რაზ ათ-თერთმეტ დღეში ვაპირებ, მანამდე გამოკეთდები. - გაიკრიჭა აჩი.
- ‎მინდა, მინდა, მინდა. - ჩაიხვია ლიზიმ.
- ‎წავიდეთ ? - გახედა ოთომ.
- ‎კი. - გაუღიმა ლინდამ და მზერა აცანცარებულ ლიზიზე გადაიტანა. უყურებდა ოთო როგორ უმზერდა დაქალს ლინდა და თითქოს შურდა. ეჭვიანობდა, სულ თავისთვის უნდოდა ლინდა და ამის გამო სძულდა კიდეც. როგორ მოახერხა ამ გოგომ და დაიმონა ოთოს ყველა გრძნობა. როგორ მოახერხა თავის შეყვარება ისეთი ადამიანისთვის, როგორიც ოთოა. უყურებდა და ცდილობდა გაეგო, რას გრძნობდა მის მიმართ ლინდა, რა მოხდა მის წარსულში ასეთი და მოინდომებდა თუ არა ეს გოგო მომავლის გაყოფას ოთოსთან.
რას გრძნობს იგი ახლა, ფიქრობს თუ არა სუიციდზე ისევ, რა გეგმები აქვს, არის თუ არა ამ გეგმებში ოთო ?
რა აზრი აქვს ? ბიჭმა იცის, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ქალი მისი უნდა იყოს. მას უნდა ეკუთვნოდეს. თავი უნდა შეაყვაროს. არაჩვეულებრივად იცის ოთო ნემსაძემ, ის, რომ ქალთან სექსი არ ნიშნავს იმას, რომ ქალი შენთან სულ იქნება. თავის ტყავზე აქვს ათასჯერ გამოცდილი. რაც არ უნდა მაგარი სექსი ჰქონოდა ქალთან, მაინც მობეზრდებოდა ორი-სამი შეხვედრის შემდეგ.
ახსენდებოდა ის ღამე ხიდთან. როგორ ცდილობდა უხმოდ მიახლოვებოდა და ჩამოეყვანა. ყველა გაფაჩუნებაზე კრთებოდა. რამდენიმე წუთი საუკუნედ გაიწელა... ისეთი დაძაბული იყო, რომ კიდევ დიდხანს არ უნდოდა გადარჩენილი გოგოს გაშვება და ფეხებზე ხელს მჭიდროდ უჭერდა. დათრგუნული იყო ფიქრით, რამ განაპირობა მისი ეს ქმედება, რამ მიიყვანა ამ დონემდე.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა საკმაოდ ახლოსაა ლინდასთან, მაინც არ იცის...

აჩი და ლიზი მეგობრებს დაემშვიდობნენ და გარეთ გავიდნენ. ლიზი აჩის ეტიტინებოდა, ბიჭი კი, რა თქმა უნდა, არც უსმენდა. პერიოდულად დაუქნევდა ხოლმე თავს და ჰკითხავდა "უი, მართლა?". მაგრამ როცა ლიზიმ საუბარი შეწყვეტა ბიჭს ნერვები მოეშალა. გახედა ნატროშვილს და მის მზერას გააყოლა თვალი. მანქანა იცნო, შემდეგ კორპუსს ახედა და ლინდას კორპუსიც იცნო. წარბი შეჭმუხნა და ლიზის მხარზე ხელი მოხვია. გოგოს რეაქცია არ ჰქონია, მთელი სხეული დაძაბული ჰქონდა და აჩის კითხვაზე, თუ რა სჭირდა, თავის გაქნევით უპასუხა.

....
ათი დღე დაჰყო ლინდამ ოთოსთან. ძალიან ბედნიერი ათი დღე. თავს ევლებოდა ბიჭი ლინდას, ზოგჯერ ჩხუბობდნენ უაზრო თემებზე, იცინოდნენ ასევე უაზროდ, მაგრამ არც ერთხელ არ დაუძრავთ სიტყვა წარსულზე.
ოთოსთან ყოფნის პერიოდში ლინდას არც გახსენებია წარსული, დაიჯერებთ ? არც ერთი წამით.
ამ ხნის განმავლობაში ლინდა თითქმის სრულად გამოკეთდა, ოდნავ სისუსტეს თუ არ ჩავთვლით. მის ბინაში აღდგენითი სამუშაოები მიდიოდა, ამიტომ აზრი არ ჰქონდა იქ მისვლას. ლიზი კი ყოველდღე ჩაივლიდა ხოლმე და მანქანას აკვირდებოდა.
გასამგზავრებელი ბარგი მანქანაში ჩაალაგა და ოთოს მიუჯდა წინა სავარძელზე. პლედი მოიხურა და კომფორტულად მოკალათდა.
- მართლა უაზროდ მცივანა ყოფილხარ. - გაეცინა ბიჭს და მანქანა დაძრა.
თხუთმეტი წუთის განმავლობაში დუმდნენ. ლინდამ მხოლოდ მაშინ გაიღო ხმა, როდესაც ოთომ მანქანა გააჩერა. მიმოიხედა და სასაფლაო დალანდა.
- რას ნიშნავს ეს ყველაფერი ?! - თვალები გაუფართოვდა ლინდას და ოთოს კმაყოფილ სახის გამომეტყველებას შეეჩეხა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

დღეში ათჯერ მაინც ვნახულობ, ვაიმე ხო არ დადოთქო.
ისე მიყვარს და ისე არ მყოფნის ეს ისტორია .....უბრალოდ ვგიჟდები ლინდაზე, ოთოზე, ლიზაზე, აჩიზე... სულ მთელ ისტორიაზე. მთელი ცხოვრება რო ვიკითხო მაინც არ მეყოფა და ვერ შევივსები მისით.
ბევრი ისტორია წამიკითხავს ამ საიტზე, რომლებიც ამ ისტორიას ბევრად ჯობია წერის სტილით, სცენარით, რაღაც დეტალებით, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც ეს არის და იქნება. მგონი ჩემი პიროვნების გამო. ეს ისტორია იმდენად "ჩემეულია " , ყველა წინადადება ჩემი დაწერილი მგონია. ვიცი არარეალურია, მაგრამ იმდენად ახლოა ყველა გრძნობა და დეტალი ჩემთან რომ ამით მახვევს თავბრუს.

ძაან მეწყინება მალე რო დაამთავრო წერა. იმედია ერთი-ორი თავის მერე არ მიაგდებ და პირდაპირ დასასრულს არ დაწერ. მართლა დიდ იმედებს ვამყარებ ამ ისტორიაზე, აბა შენ იცი. .. მთელი გულით და სულით შენთან ვარ ❤❤❤❤
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№2 მოდერი MoonLady

ლუნი.
დღეში ათჯერ მაინც ვნახულობ, ვაიმე ხო არ დადოთქო.
ისე მიყვარს და ისე არ მყოფნის ეს ისტორია .....უბრალოდ ვგიჟდები ლინდაზე, ოთოზე, ლიზაზე, აჩიზე... სულ მთელ ისტორიაზე. მთელი ცხოვრება რო ვიკითხო მაინც არ მეყოფა და ვერ შევივსები მისით.
ბევრი ისტორია წამიკითხავს ამ საიტზე, რომლებიც ამ ისტორიას ბევრად ჯობია წერის სტილით, სცენარით, რაღაც დეტალებით, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც ეს არის და იქნება. მგონი ჩემი პიროვნების გამო. ეს ისტორია იმდენად "ჩემეულია " , ყველა წინადადება ჩემი დაწერილი მგონია. ვიცი არარეალურია, მაგრამ იმდენად ახლოა ყველა გრძნობა და დეტალი ჩემთან რომ ამით მახვევს თავბრუს.

ძაან მეწყინება მალე რო დაამთავრო წერა. იმედია ერთი-ორი თავის მერე არ მიაგდებ და პირდაპირ დასასრულს არ დაწერ. მართლა დიდ იმედებს ვამყარებ ამ ისტორიაზე, აბა შენ იცი. .. მთელი გულით და სულით შენთან ვარ ❤❤❤❤

პირველ რიგში უღრმესი მადლობა ❤️ მეც ბევრი ვიცი და მე პირადად მაქვს ამაზე ბევრად უკეთესი წერის სტილით და ა.შ. ეს დავიწყე უ'ბრალოდ დროის მოსაკლავად და გასართობად, ნამდვილად არ მეგონა თუ ასე მოგეწონებოდათ... ორ თავში ალბათ ვერ დავასრულებ, თუმცა ბევრიც არ დარჩა... ზუსტად თავების რაოდენობას ვერ ვიტყვი. ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა და თან ასე ძალიან <3 ეს წერის სტიმულს მაძლევს ^-^

 



№3  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

საინტერესოაა ძალიანნ მაინტერესებსს რაა მოხდაა წარსულში ძალაინნ ველოდები ახალ თავ არ დააგვიანო რა

 



№4 სტუმარი მარი. ელ❤

რა გითხრა ისევ და ისევ ძალიან კმაყოფილი და შევსებული ვარ სხვადასხვა ემოციით რაც ამ ისტორიის და შენი დამსახურეებაა ველი მომდევნოს მოუთმენლაად წინებზე ცოტა მეტი მომივიდა და ახლა ტექსტს შევამოკლეებ:დდ უბრალოდ გეტყვი რო საოცარი ხაარ❤❤❤

 



№5 მოდერი MoonLady

ნარჩიტა
საინტერესოაა ძალიანნ მაინტერესებსს რაა მოხდაა წარსულში ძალაინნ ველოდები ახალ თავ არ დააგვიანო რა

უკვე დევს :დდ ❤️

მარი. ელ❤
რა გითხრა ისევ და ისევ ძალიან კმაყოფილი და შევსებული ვარ სხვადასხვა ემოციით რაც ამ ისტორიის და შენი დამსახურეებაა ველი მომდევნოს მოუთმენლაად წინებზე ცოტა მეტი მომივიდა და ახლა ტექსტს შევამოკლეებ:დდ უბრალოდ გეტყვი რო საოცარი ხაარ❤❤❤

მადლობა მადლობა ❤️ მუზამ გამანებივრა და უკვე ავტვირთე შემდეგი თავი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent