შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

without you...


12-01-2018, 02:48
ავტორი annabelle
ნანახია 296

without you...

-გამარჯობა!
-მოხვედი?-ამოილუღლუღა და ისე გამიღიმა,როგორც შეეძლო.მთელი სახე გაუფერმკრთალდა,თვალებიც თითქოს ჩაუქრა.არადა მხოლოდ ორი საათის წინ ვნახე უკანასკნელად. აწ მის მარწყვივით ტუჩეფს,სიწითლე დაჰკარგვოდა.ვცადე არ შემემჩნია,მანტო გავიხადე,სავარძელზე მივაგდე და საწოლის კიდეზე ჩამოვუჯექი.
-როგორ ხარ?-სასაცილოდ მიმაჩნდა ეს კითხვა მაშინ როცა საავადმყოფოში წევხარ,მაგრამ მაინც წამოვროშე.
-კარგად ვარ-ჩაიცინა.ასეთ მდგომარეობაშიც კი ინარჩუნებდა კარგ განწყობას-როგორ ჩაიარა შეჯიბრმა?-ვხედავდი,როგორ აიძულებდა თავს ძალა მოეკრიბა და ელაპარაკა.
-მოვიგეთ!-გავუღიმე და ბალიში გავუსწორე-,,წითელი ლომები“ ლამის ტირილით გავარდნენ მოედნიდან! ნუთუ წამით მაინც შეგეპარა ეჭვი,რომ გავიმარჯვებდით?-მოჩვენებითი იმედგაცრუებით შევხედე,დავიხარე და შუბლზე მივაწებე ტუჩები.კანი უხურდა.
-რა ცუდია,რომ ვეღარასდროს ვუყურებ თქვენს თამაშს...
-მასე ნუ ამბობ!-თმა ყურს უკან გადავუწიე.ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა-მალე გამოჯანმრთელდები, აი ნახავ!-გაუცნობიერებლად ვიღიმოდი. მჯეროდა, თუ იმედი მექნებოდა გამოკეთდებოდა! ასე უნდა მომხდარიყო!
-ჰო. თუ შენ ამბობ, მჯერა კევ-ტუჩები ერთმანეთს მოაშორა,მისმა თეთრმა კბილებმა სევდა მომგვარეს. სულ რაღაც ორი თვის წინ ლამაზი, სექსუალური ქალი იყო. სიცოცხლით სავსე, სიცილის და სიმღერის მოყვარული მშვენიერი არსება... მეც ხომ მისმა უმანკოებამ მაიძულა მისი შეყვარება! ახლა? ახლა მის წინ ვიჯექი და ვუყურებდი,როგორ მადნებოდა ხელებში...სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! ჩემი საბრალო ტესა!..
-დაისვენე ტეს... მე აქ ვიქნები-მიუხედავად იმის ოფლში ცურავდა, საბანი მაინც მხრებამდე გადავაფარე.არვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.
-ხომ არსად წახვალ?
-არსად!-წავიმღერე მის ყურთან.თითებით ხელზე ვეფერებოდი და მანამ ვჩურჩულებდი სანამ არ ჩაეძინა. ,,არასდროს დაგტოვებ“! ჯანდაბა!
თითქმის ორი საათი,მშვიდათ ეძინა. ბოლოს საშინელმა ხველებამ გამოაფხიზლა.მახსოვს ეს ხმა! თითქოს ფილტვებიდან ცდილობდა,რაღაცის ამოგლეჯვას.თეთრ ზეწარზე წითელი სითხის დანახვამ სული გამიყინა და წამით ის იმედიც გადამეწურა,მთელი არსებით რომ ვცდილობდი შენარჩუნებას.
888
-კევინ პიტსი?-ლოდინს ჭკუიდან გადავყავდი.უკვე ძალით ვაპირებდი ოთახში შეღწევას დაბალი,კაცის ხმა რომ მომესმა.ტესას ოთახიდან გამოვიდა,პირბადე მოიხსნა და მომიახლოვდა.
-დიახ?-მოუთმენლად ჩავიწყვე ხელები ჯიბეში და სიგარეტის ალბათ ორმოცდამეათე ცარიელი კოლოფის განადგურებას შევუდექი.
იმაზე ცუდათ იყო მისი მდგომარეობა,ვიდრე წარმოვიდგენდი... ვერ ვიჯერებდი! არ მინდოდა დაჯერება! ამდენ ჯანმრთელ ადამიანში ის? ნუთუ უბრალო ფილტვების ანთებას შეეძლო, ჩემთვის წაერთმია ის რაც სიცოცხლეს მაიძულებს?
კაფეტერიაში ყავა ვიყიდე,გამოფხიზლება და აზრზე მოსვლა მჭირდებოდა.არ მინდოდა შეემჩნია,როგორ დავიღალე.თავს ვარწმუნებდი ექიმი იტყუება,ტესას არაფერი მოუვა მეთქი,მაგრამ შინაგანი ხმა სასტიკად დამჩხაოდა მწარე რეალობას.
-მოხვედი?-თავი სულ ოდნავ წამოწია,როცა კარი შევაღე.ახალი პიჟამა ეცვა.საბანი სანახევროდ ჰქონდა გადაფარებული. მომეჩვენა თითქოს უფრო კარგად გამოიყურებოდა.იღიმოდა. თვალებსაც ძველებური იერი დაბრუნებოდა.
-ჰო. რა ლამაზი ხარ ტეს...-სანამ დავჯდებოდი მისკენ დავიხარე,ცხვირი მის კისერში ჩავრგე და ღრმად შევისუნთქე ჩემი საყვარელი სურნელი.თმები მხრებზე ეფინებოდა,თითებში მოვიქციე და მასაც დავყნოსე.მეგონა მომესმა მაგრამ რომ შევხედე საყვარლად ხითხითებდა. ვერც მე შევიკავე თავი.ან როგორ შემეძლო? ისეთი მშვენიერი იყო.
-რა მატყუარა ხარ კევინ!
-გეფიცები!-ხელი ისე ავწიე თითქოს ფიცს ვაძლევდი.
-კევ... ვინ იქნებოდი ადამიანი,რომ არ იყო?-ბავშვური გამომეტყველებით მიყურებდა.აი ისე,როგორც ადრე.
-ადამიანი რომ არ ვიყო? როგორი შეკითხვაა?-დავცინე.სკამის საზურგეზე გადავწექი და ფეხი ფეხზე გადავიდე.თვალებში მიყურებდა.
-ავად ვარ.მეპატიება! მაგრამ მაინც ვითხოვ პასუხს-მხრები აიჩეჩა. არ ვიცოდი რა მეპასუხა...ეს ის შემთხვევა იყო,როცა პირველად ვარჩევდი სიტყვებს მისთვის.
-ჩიტი! ალბათ ჩიტი ვიქნებოდი,ტეს!-გავუღიმე.ფანტაზიის უნარი ჩავრთე და ვცადე ლაპარაკი გამეგრძელებინა.შევატყვე,როგორ დაიღალა.-მთელ მსოფლიოს გადავიფრენდი. წარმოიდგინე რა მაგარია,როცა შეგიძლია იქ წახვიდე,სადაც გინდა. თანაც სრულიად უფასოდ ტეს! ბილეთის,პასპორტის და ელჩის თანხმობის გარეშე-მესიამოვნა,როცა გაეცინა.მისი სიცილი საუკეთესო იყო,იმათ შორის რაც კი მსმენია ამ ქვეყნად.
-ჩინეთში გავფრინდებოდი, როცა მომინდებოდა ჩინეთის დიდ კედელზე გავისეირნებდი.ჩვენ ხომ ვაპირებდით წასვლას,გახსოვს?-განვაგრძე ისევ.ვხედავდი,თვალები უმძიმდებოდა,მაგრამ არ ნებდებოდა.ძილსაც ისევე ებრძოდა,როგორც წყეულ ავადმყოფობას.
-ხომ წავალთ კევ?-რაღაცნაირი იმედით აღსავსემ ამოილუღლუღა.
-რათქმაუნდა წავალთ!
-ანუ ჩიტი იქნებოდი?
-ჰო! იცი კიდევ სად გავფრინდებოდი? ნიაგარას ჩანჩქერთან.ხომ იცი,როგორი ლამაზია?
-მაგრამ მასე ხომ ბუმბულები დაგისველდებოდა?-იკითხა გულუბრყვილოდ.მაშინ რას არ მივცემდი,ჩემი ჯანმრთელობის გაწილადება,რომ შემძლებოდა მისთვის...
-შორიდან შევხედავდი. ალბად რა კარგი შეგრძნებაა,როცა ფრინავ და ზემოდან უყურებ ყველაფერს-მივუახლოვდი, ჩავიმუხლე და მკლავზე მოვეფერე.მანაც გამიღიმა.ახლა მივხვდი,სულაც არ გამოიყურებოდა უკეთ... უბრალოდ მინდოდა ასე ყოფილიყო.მისი თვალები ისევ მუქი და უსიცოცხლო იყო... მის სახეს მივუახლოვდი, მას შემდეგ პირველად, რაც ამ საშინელ ადგილას მოვიყვანე,პირველად შევეხე მის ტუჩებს. არ მინდოდა მეფიქრა რომ უკანასკნელი კოცნა იყო...
888
საღამოს გარდაიცვალა.წამების გარეშე. დაიძინა და აღარ გაუღვიძია...მანამ არ დავიჯერე,სანამ თეთრი ზეწარი არ გადააფარეს.იმ წამს ვერაფერს ვგრძნობდი. ან რა უნდა მეგრძნო? დავკარგე ის,რაც მაცოცხლებდა...
მხოლოდ ახლა,მისი სიკვდილის შემდეგ შემიძლია მის კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა.
ვინ ვიქნებოდი თუ არა ადამიანი?!
მე რომ არ ვიყო ადამიანი, არავინ და არაფერი ვიქნებოდი! რადგან არმინდა ვიყო არსება,რომელსაც არ ექნებოდა საშუალება ეცხოვრა ტესასთან ერთად...
=======================================================скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ