შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცა შენი ფერია(სრულად)


12-01-2018, 22:09
ავტორი iname123
ნანახია 850

ცა შენი ფერია(სრულად)

ხდება ხოლმე,ხშირად ხდება ისეთი რაღაცები რაზეც ჩვენ არასდროს გვიფქრია და ვერც ვიფიქრებთ,რადგან ეს ისეთი წარმოუდგენელი რამ არის რომ.............................
… ქუჩაში ხალხი ერთ გუნდად შეკრებილიყო და ახალგაზრდა ბიჭის ცხედარს დაჰყურებდა.რამოდენიმე ადამიანი ფოტოებს იღებდა,ზოგი კი ამაზე ჩხუბობდა რა დროს ესააო.სასწრაფო გზაში იყო,მაგრამ იქ მყოფთაგან ყველამ იცოდა,რომ უკვე აზრი არ ჰქონდა არაფერს.თვითონ უსულო ცხედარმაც იცოდა,რომ არც მის ცხოვრებას ჰქონდა რაიმე აზრი და არც მის გარდაცვალებას.მესამე სართულის ფანჯარა ღია იყო.ლამაზად მოქარგულ ფარდას ქარი არხევდა.რაფაზე ძველის ძველი დღიური იდო რომლის გახუნებული ფურცლებს შემდეგი სიტყვები ამშვენებდნენ:
,,დაე სხვა გემები მორეკოს წყალმა
გემუდარებით
იცინეთ
იცინეთ,როცა მე
წავალ...“


****************************************************
არ მინდა ეს ზემდეტობები.როგორც ჯერომ სელინჯერი იტყოდა არ დამიწყოთო ახლა სად დაიბადეო და მსგავსი ბაზარი.ზოგადად ძალიან არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი.ეგ კიარა ვინც ჩემი თანდასწრებით რაიმეს იტყვის ჩემზე ვცდილობ მოზრდილი მუშტი ვაგემო,ცუდს იტყვიან ჩემზე თუ კარგს მნიშვნელობა არ აქვს.
მაგრამ მოკლედ გეტყვით მაინც.ადვილად არავის ვენდობი,ადვილად არავინ მიყვარდება და არასოდეს ვხდები ვინმეზე დამოკიდებული ისე,რომ მისი წასვლის შემდეგ დეპრესიები დამეწყოს.ჩემი ცხოვრების მთავარ მიზანს სწავლა წარმოადგენს.მინდა სწავლით დავაღწიო თავი იმ აუტანელ ყოფას,რომელშიც ვარ.მაინც უნდა ვთქვა ჰო ოჯახზე?
საკმაოდ არასტანდარტული ოჯახი მყავს.სულ ჩხუბია,სულ დაძაბულობა და სულ უხამსი სიტყვების კორიანტელი.მაგრამ ხანდახან ხდება,ხოლმე რომ საკმაოდ სიყვარული სუფევს ჩვენთან.
დედაჩემი ადრეულ ასაკში გათხოვდა და როგორც აღმოჩნდა ,,სასახლეში’’ არ მოათავსა ,,პრინცმა’’.არამედ ქორწილის პირველივე დღეს მუშტებით აღავსო ეს ჩვენი ,,დედოფალი’’.ამის შემდეგ დაიწყო გამუდმებული ძალადობა,გამუდმებული ჩხუბი და უამრავი პრობლემა.პირველი შვილი ბიჭი გაუჩნდათ,რამაც ცოტა ხნით დაალაგა სიტუაცია.მეორე შვილზე(ანუ ჩემზე) იმდენად არასახარბიელო მდგომარეობა ჰქონდათ ჩემებს,,რომ დედაჩემს უბრალოდ მგზავრობის ფული არ ჰქონდა თორემ აბორტის გაკეთებას აპირებდა.ამგვარად,ფულის არ ქონამ გადამარჩინა.
ბებიაჩემს ოჯახი უშლიდა გაჰყოლოდა ბაბუაჩემს.ამათმა არ დაიშალეს გინდა,თუ არა ჩვენი სიყვარული გაიმარჯვებსო.ასეც მოხდა.შეუღლდნენ,მაგრამ როგორც ყოველთვის იმედები აქაც მწარედ გაუცრუვდა ორივეს.ბაბუჩემმა სმა დაიწყო უამრავი პრობლემებისგან თავდასაღწევად და ნასვამ მდგომარეობაში ბებიაჩემზე ძალადობდა.ამ ძალადობას უყურებდა მისი ოთხი ვაჟი(ერთ-ერთი მამაჩემი) რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა მათ შემდეგ ცხოვრებაზეც.ხომ გაგიგიათ ძალადობა ძალადობას შობსო,ჰოდა არსად ისე არ გამართლებულა ეს შეგონება,როგორც ჩემი ოჯახის შემთხვევაში.
დედის დედა (მეორე ბებია) ბაბუამ მოიტაცა.ბებიაჩემს მასთან ცხოვრება არ უნდოდა,მაგრამ ადრე ისე არ იყო,როგორც ახლა.მოტაცებულ გოგოს უკან არავინ დაიბრუნებდა და ამიტომ იძულებული გახდა ბებიაჩემი დარჩენილიყო ბაბუაჩემთან.რთული იყო მისთვის,რა თქმა უნდა,ამგვარი ცხოვრება.წარმოიდგინეთ მიდიხარ შენთვის სახლში და ჰოპ.გტენიან ,,მოსკვიჩში’’.ამ წუთიდან კი შენმა გულმაც და ტვინმაც ორივემ იციან,რომ ისე ვეღარასდროს იცხოვრებ,როგორც ადრე.ბებიაჩემს რა ექნა შეეგუა ბედს და სამი ქალიშვილი აჩუქა ბაბუაჩემს.ზედმეტად თავისებური ხასიათის არის ბებიაჩემი.არ იტყობს,მაგრამ ძალიან უჭირს ვიცი.ცხოვრებისგან დაჩაგრულია,რომელიც ცდილობს,რომ ეს დამალოს.
დეიდაჩემს(დედაჩემის დას) კარგი შეყვარებული ჰყავდა.ორივეს უყვარდათ ერთმანეთი.ბებიაჩემს უხაროდა ამას,მაინც გაუმართლებსო ოჯახურ ცხოვრებაში.მაგრამ ჰოი უგნურო ადამიანო!როგორ ვერ ხვდები,რომ ყველაფერი ისე არ და ვერ იქნება როგორც შენ ფიქრობ.მალევე დეიდაჩემი მოიტაცეს.ატყდა ერთი ამბავი.იქეთ ბაბუაჩემის ძმაკაცები,აქეთ მამაჩემის დამხმარე ძალა,მოკლედ მესამე მსოფლიო ომი შედგა.ამის შემდეგ დააბრუნეს უკან.მერე რა მოხდა?მერე დეიდაჩემი იმას გაჰყვა ვინც მოიტაცა პირველად.რაღას იზამდნენ.შეეგუენ ბედს და იფიქრეს,რომ ასეც უნდა მომხდარიყო.დეიდაჩემის ამ უგნურმა გადაწყვეტილებამ ცხოვრება დაუნგრია.ერთი შვილი ჰყავს,მაგრამ არ შეუძლია ჰყავდეს მეორე და მესამე,რადგან ჯანმრთელობა საგრძნობლად შეერყა.
ბიძაჩემი(მამაჩემის ძმა) ზედმეტად რომანტიკოსი ყოფილა.ერთი გოგონა უყვარდა პატარაობიდანვე,როგორც აღმოჩნდა ამ გოგოსაც.ერთად ცხოვრებას აპირებდნენ,რომ უცბად ბიძაჩემმა ,,ქურდული სამყარო’’ აირჩია.აქ კი მოგეხსენებათ როგორც არის საქმე.ბიძაჩემი მალევე წავიდა უცხოეთში და ეს გოგო დატოვა ასე.არა მარტო ეს გოგო.ისე გარდაიცვალა მისი ძმა და დედა,რომ ვერცერთს ჩამოუსწრო ცოცხალმა.
ჩემს ძმას ერთი გოგო უყვარდა სიგიჟემდე.სულ მასზე მელაპარაკებოდა ლამის ტვინი ამიდუღდა,მაგრამ ვუძლებდი.ერთ დღეს იჩხუბეს რაღაცაზე.ჩემი ძმა დარდობდა ჩემი ბრალია არ უნდა დავშორებულიყავიაო.რამდენიმე დღეში ეს გოგო გაუთხოვდა დაუბარებია ჩემი ძმისთვის,თუ გიყვარვარ რამეს გააკეთებო.ამ გოგომაც ცხელ გულზე მიიღო გადაწყვეტილება.აბობოქრებულ ზღვას ჰგავდა ჩემი ძმა.ხან ვის აბრალებდა ამ გოგოს გათხოვებას და ხან ვის,მაგრამ ყველაზე მეტი დამნაშავე,საკუთარი თავი, ,,პონტიდან მოტეხა’’.
ახლა ამას რატომ გიყვებით.ზემოთ ჩამოთვილილი თითოეული ადამიანი მიჩიჩინებდა,რომ სიყვარული არ არსებობს და რომ არ უნდა შექმნა ოჯახი მინიმუმ 30 წლამდე.ორივე დებულებას ვეთანხმებოდი.პატივცემული არსაკიძეც დამეთანხმება,რომ მიჯნურობა მხოლოდ მოცლილებმა მოიგონეს. ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას,რომ გადავხედოთ უამრავი უმუშევარი დადის,ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებს,რომ სიყვარულობანას თამაშისთვის უამრავი დრო აქვს ხალხს.
წარმოიდგინეთ ზუსტად 17 წელი ჩამესმოდა,მსგავსი ,,რჩევები’’ ,რომ სიყვარული არ არსებობს და ა.შ. და ა.შ. მეც არ მქონია სერიოზული ურთიერთობა არვისთან.ბიჭებს,როგორ არა ვხვდებოდი უბრალოდ ვიცოდი,რომ ერთ კვირაში,მაინც დავშორდებოდი.სერიოზული ურთიერთობა კიარა,სერიოზული გრძნობაც კიარავის მიმართ არ მქონია.
არა სკოლაში იყო ერთი,მაგრამ ეგ ,,ისტორიაც’’ კრახით დასრულდა.მოკლედ მოვყვები მასზე.
ერთი ბიჭი იყო ჩემი კლასელი,რომელიც მეგონა რომ ,,სერიოზულად’’ მომწონდა.პატარა ვიყავი არაფერი მესმოდა.ჰოდა ავდექი და იმდენი ვქენი,რომ ამ ბიჭმა ჩემი ,,გრძნობების’’ შესახებ გაიგო.ერთ დღეს მოდის და მეუბნება,რომ მასაც ვუყვარვარ.ნუ ახლა ჩემს სიხარულს,რომ საზღვარი არ ჰქონდა ხვდებით ალბათ.ზუსტად ერთი დღე,აი არ ვიცი ასე როგორ მოხდა,მაგრამ მართლა ზუსტი ერთი დღე ვიყავით შეყვარებულები.ეს დღე თუარ ვცდები 19 სექტემბერი იყო,რადგან მაშინ მახსოვს სკოლა ახალი დაწყებული იყო.შემდეგ მოდის ერთი ჩემი დაქალი და მეუბნება,რომ თურმე ეს ბიჭი ,,მეღადავებოდა’’ და შემდეგში რამეს მოიფიქრებდა,რომ დამშორებოდა.ზოგადად ადვილად არ ვბრაზდები,მაგრამ აი თუ გავბრაზდი გეუბნებით ისეთ რამეზე ვარ წამსვლელი,რომ არ ვიცი რა.ჰოდა ამ ბიჭთან ავედი პირდაპირ სახლში,რა გაცინებს მართლა,ავედი და მეთქი ბიჭო შენ ვის აღადავებდითქო? და დავუწყე ამ ჩემს ,,მიჯნურს’’ საქმის გარჩევა.აი ისეთი სიტყვები ვეძახე,ისეთი სიტყვები ვეძახე,რომ არ ვიცი ახლა,რომ მახსენდება თან მრცხვენია და თან მეცინება.თან ის მიკვირს ასეთი საზიზღარი სიტყვები საიდან მოვიტანე.
,,რაზბორკის’’ შემდეგ სახლში დავბრუნდი.როგორც ყოველთვის იქ არეულობა იყო და ერთმანეთზე იმის გადაბრალება,რომ ცხოვრება შენ დამინგრიე არა შენო.კარზე კაკუნი მომესმა ბიძაჩემი იყო.გავაღე და როგორც იცოდა,ხოლმე ისე მომეფერა.ვეხვეწე სახლში შემოსულიყო და დედაჩემის გაკეთებული ,,საფირმო’’ ლობიო გაესინჯა.
-შენ,რომ გიყვარს ზუსტად ისე გააკეთა,შემოდი და მერე ბებიასთან მეც წამოვალ.
ბებიაჩემი და ბიძაჩემი ერთად ცხოვრობდნენ.ჩვენ ცალკე,მაგრამ არც ისე შორს ერთმანეთისგან.
-არა არა,წავალ ახლა მე.აბა შენ იცი...წავედი...-რაღაცნაირი ხმით მითხრა ბიძაჩემმა.
-ისე დამემშვიდობა თითქოს ისეთ ადგილას მიდიოდეს,რომ არ ბრუნდებიან-ჩავიბურტყუნე გულში და წიგნის კითხვა დავიწყე. რომ არ მოგატყუოთ ზუსტად მახსოვს,მაშინ ,,ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა’’ ამას ვკითხულობდი და ემოციებში ვიყავი,რადგან ეს ჩემი პირველი წიგნი იყო და მთელი ელეთ-მელეთი მომდიოდა,როდესაც ჰარის ამბავს ვკითხულობდი.
ნახევარი საათის შემდეგ ,,მაგთი ფიქსის’’ გაბმული რეკვა მომესმა.ტელეფონი მე ავიღე,რადგან ჩემი მშობლები ,,დაკავებულები’’ იყვნენ ცხოვრების გარჩევით.
უცბად ტელეფონში ბებიაჩემის აკანკალებული ხმა მომესმა.ბებიაჩემი ტიროდა და სიტყვებს კარგად ვერ ვარჩევდი,მაგრამ მალევე მივხვდი ბიძაჩემი იყო ცუდად.მამაჩემი და დედაჩემი სწრაფად გაიქცნენ მათთან.
მე ეს არაფრად ჩავთვალე,რადგან ჩემი ოჯახის ერთგვარი ტრადიცია ყველაფრის გაზვიადება იყო და ბუზის სპილოდ ქცევა.ამიტომ ეს შემთხვევა ყურადღების ღირსად არ ჩავთვალე და კითხვა განვაგრძე.ერთი საათი ველოდი,რომ ამოვიდოდნენ ჩემები და იტყოდნენ სერიოზული არააფერი იყო ტყუილად გავიქეცითო.
გავიდა ორი საათი....
მაგრამ ასე არ მოხდა...არ მოვიდნენ....
ჩავიცვი და ბებიას სახლისკენ გზას გავუდექი.შორიდანვე ჩანდა,რომ ეზოში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი.როდესაც მივედი ყველა ჩემთან მოვიდა და მოფერება დამიწყეს.თან ტიროდნენ.
არ ვიცი ,რატომ მაგრამ ამ დროს ერთი ქართული ფილმი გამახსენდა.ერთი ბიჭი,როდესაც სახლში ბრუნდება და გზად ყველა რაღაცას აწვიდს,თან ამხნევებენ.სახლში მისული კი ხვდება,რომ მამამისი გარდაიცვალა.
დიდი დრო არ დამჭირდა იმის გასააზრებლად,თუ რა მოხდა.აშკარა იყო,ბიძაჩემი გარდაიცვალა.ყველა საცოდავი სახით მიყურებდა.ვერ ვიაზრებდი რა მოხდა.
არ ვიცოდი რა მექნა.მეტირა?!მეცინა?! თუ აი საერთოდ ამ დროს რა გამეკეთებინა არ ვიცოდი,რადგან მანამდე არ მქონდა განცდილი ის ტკივილი,რასაც საყვარელი ადამიანის დაკარგვა ჰქვია.ვერაფერს ვგრძნობდი.გათიშული ვიყავი.მეგონა,რომ მესიზმრებოდა ეს ყველაფერი და აი ამ წამს,აი ამ წამს გამეღვიძებოდა.მაგრამ არ გამეღვიძა და არც ეს ყველაფერი აღმოჩნდა სიზმარი.ეს ყველაფერი იმდენად მწარე რეალობა იყო,რომ არ მინდოდა მისი რეალურობის აღიარება.ყელში დიდი ბურთი მეჩხირებოდა,რომელიც სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.ტირილი მინდოდა,მაგრამ არ მქონდა ძალა.მე უბრალოდ ბავშვი ვიყავი,რომელსაც არ ჰქონდა გააზრებული,თუ რა ხდებოდა მის ირგვლივ.
აქამდე არ ვიცოდი რა გრძნობა იყო,როდესაც ყველა შენიანს სადღაც ეჩქარება.არც ის ვიცოდი ამდენი ნათესავი,თუ მყავდა.არ ვიცოდი უბრალოდ,მართლა არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ.არ ვიცოდი და ვერ ვხვდებოდი,რატომ ტიროდნენ ქალები ყალბი ცრემლებით.ვერ ვხვდებოდი იმ ადამიანების საქციელის აზრს,ბოლო ხმაზე,რომ იწყებდნენ ტირილს და ამ დროს ბიძაჩემთან სიცოცხლეში არც ერთხელ მოსულან.
ამ შემთხვევის შემდეგ რადიკალურად გამოვიცვალე.ამის შემდეგ შეშინებული ვიყავი.მეგონა ისევ ისე მოულოდნელად მოხდებოდა საშინელება.ვერ ვტიროდი ჩემებთან ერთად,რადგან არ მინდოდა მეჩვენებინა მათთვის.როდესაც დაღამდებოდა და ცაზე უამრავი ვარსკვალი გამოჩნდებოდა აივანზე გავდიოდი და ვცდილობდი მანათობელა ვარსკვლავში ბიძაჩემი ამომეცნო.იცით ამ ამბის შემდეგ თითქოს ცხოვრების დაუნდობლობა უკეთ შევიგრძენი.არც მანამდე მქონია დალხენილი ცხოვრება,მაგრამ ამ შემთხვევამ თითქოს გამომაფხიზლა.
გამოვიცვალე და გამოიცვალა ჩემი ცხოვრებაც.საცხოვრებლად ბებიაჩემის ბინაში გადავედით.სკოლის გამოცვლა არ დამჭირდა,არც მეზობლების გაცნობა,რადგან ყველას ძალიან კარგად ვიცნობდი იქ.
საღამოობით ბებიაჩემი მუდამ ტიროდა და მუდამ ეხვეწებოდა მის შვილს ამ დაწყევლილი სამყაროდან წაეყვანა.მამაჩემი ამაზე მუდამ ბრაზობდა და იწყებოდა გაუთავებელი ჩხუბი.
ამ ყველაფერს დამატებული გარდატეხის ასაკი მეწყებოდა.13 წლის ასაკი მოგეხსენებათ,როგორი რთულიც არის და მეც რაღაცნაირი გავხდი.ამდენი ნერვიულობის შემდეგ კარგად,რომ ვიქნებოდი,მაშინ უნდა აეტეხათ განგაში.ყველაფერზე მარტივად ვღიზიანდებოდი და ყველას მიმართ საშინლად ვიყავი განწყობილი.არავისთან მინდოდა ურთიერთობა,რადგან მეგონა რომ მეორე დღეს ისინიც ისევე უცბად დამტოვებდნენ,როგორც ბიძაჩემმა დამტოვა.ამ დროს გვერდით არავინ მყავდა ისეთი ვისაც ჩემს გრძნობებს გავუზიარებდი და უფრო კარგად გავხდებოდი.მაგრამ ბებიაჩემი აღმოჩნდა ეს ადამიანი და ის,რომ არა მე ნამდვილად არ ვიქნებოდი ის ვინც ვარ დღეს.
ბებიაჩემმა ჩემს ცხოვრებაში გამაწყვეტი როლი ითამაშა.მან შემაყვარა წიგნები,მან მასწავლა,რომ მუდამ უნდა ვისწავლო.ის მესაუბრებოდა ისეთ თემებზე,რაზეც დედაჩემი არასდროს მესაუბრებოდა.ღამის 3 საათამდე ვეტიტინებოდი,რაც ენაზე მადგებოდა მგონი ყველაფერს ვუყვებოდი.ვუყვებოდი,თუ როგორ მინდა მსახიობობა ის კი მეუბნებოდა,რომ ეს მომგებიანი სფერო არ არის.მაგრამ მე მაინც განუწტყვეტლივ ვესაუბრებოდი ამაზე.მან ,,აღმომაჩენინა’’ ჩემი ჰოროსკოპი,მართალია არ მჯერა მსგავსი რაღაცების,მაგრამ მაინც... მიყვებოდა უამრავ ამბებს,მიყვებოდა ყველაფერს რაც მას გადახდენია.დრო იმდენად ,,კარგად’’ მიდიოდა,რომ მაინც ვერ ვხვდებოდი ბებიაჩემი ყოველ ღამით რატომ ტიროდა და რატომ ცდილობდა ეს ცრემლები დაემალა.ახლა კი ვხვდები,თან ძალიან კარგად...
სკოლაში ერთი თვე არ ვიყავი მისული,მაგრამ სერიოზული არაფერი ხდებოდა.დრო ჩვეულებრივად გადიოდა.მაგრამ....მაგრამ უცბად ყველაფერი შეიცვალა.ბებიაჩემი მომტაცეს,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და საავადმყოფოში წაიყვანეს.მას აწვალებდნენ.ვიცი აწვალებდნენ და უფრო ცუდად ხდიდნენ..ამდენი ნემსებით და გამოკვლევებით უფრო ცუდად ხდებოდა.მოეყვანათ ჩემთან და ჩვენ ჩვენი მეთოდებით ვიმკურნალებდით.მან იცოდა მეთოდები და მეც მასწავლიდა.მაგრამ არ მომიყვანეს ჩემი ბებო.ნახევარი წელი ჰყავდათ ექიმებთან წაყვანილი და ,,კურნავდნენ’’.
როდესაც მომიყვანეს ვერც ვიცანი.იმდენად გამხდარი და გაფერმკრთალებული იყო,რომ არ მეგონა ეს თუ ჩემი ბებო იყო.ხელზე უამრავი ნაჩხვლეტი ჰქონდა და კიდევ რაღაც ბანტი ეკეთა მაჯაზე.როდესაც მოვიდა მეგონა ყველაფერს მოვუყვებოდი,რაც მისი აქ არ ყოფნის დროს მოხდა.იმ დღეს ვიფიქრე,რომ დაღლილი იყო და მეორე დღისთვის გადავდე.მეორე დღეს კი სტუმრები გვყავდა და საუბარი მესამე დღისთვის გადავდე.და ეს საუბარი გაადამედო უსასრულობამდე.ეს საუბარი აღმოჩნდა საბოლოო მასთან.არც მისაუბრია,რადგან მესამე დღეს ბებიაჩემი გარდაიცვალა.
ვერ აღვწერ რა დამემართა და რა ვიგრძენი.უბრალოდ ეს იყო იმდენად უდიდესი ტკივილი ჩემთვის,რომ ამის შემდეგ რადიკალურად გამოვიცვალე.ახლა კი ნამდვილად მივხვდი,რომ ამ ქვეყანაზე სრულიად მარტო ვიყავი და არავინ მყავდა ისეთი ვინმე ვისაც ხელს ჩავჭიდებდი.მივხვდი,რომ არ უნდა შეიყვარო არავინ,რადგან ისინი მათი წასვლით სასტიკად გვატკენენ გულს.
ისევ იგივე სიტუაცია.ისევ მუდმივად გადარბენები.ისევ ყალბი ცრემლები და ისევ სიცარიელე გულში.უბრალოდ გამოცლილი მქონდა ძალა.ყველაფრის რწმენა დამეკარგა არაფრის მჯეროდა,არც ვარსკვლავების,არც...აი საერთოდ არაფრის..ამ შემთხვევის შემდეგ იმდენად დავკარგე გრძნობის უნარი,რომ ხანდახან ვცდილობდი ძალით მეტირა.
ბებიაჩემის გარდაცვალებიდან ნახევარი წლის შემდეგ ჩადგა ცხოვრება ჩვეულ რიტმში და მეც ცოტა ,,გამოვცოცხლდი’’.
ამდენი რამის შემდეგ ფაქტობრივად ვერაფრისთვის ვიცლიდი.ჩემი ,,სიყვარული’’ ხომ საერთოდ გადამავიწდა.მაგრამ მალევე დაუბრუნდა ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს.
სწავლა...
სახლი...
სწავლა...
სახლი...
ჩხუბი...
ძალადობა...
სწავლა..
წიგნები,რომლებმაც გადამარჩინეს.
მარტოობა...
უმეგობროდ ყოფნა...
და ასე საინტერესოდ გრძელდებოდა ჩემი ცხოვრება.იმედია დეტალები არ გაინტერესებს ამ ძალზედ საინტერესო ცხოვრების.
ამ დროში კი გავიზარდე.უამრავ რამეს მივხვდი.მივხვდი,რომ სიყვარული ჩემთვის არ არის მოგონილი და მეგობარი,რომელსაც ბოლომდე მივენდობოდი ჩემთვის არ გამოუგზავნიათ ამ დედამიწაზე.ამ დროის განმავლობაში მქონდა უამრავ ბიჭთან ურთიერთობა,მაგრამ საქმე კოცნამდე არასდროს მიმყავდა და ისე მოხდა,რომ აქამდე ბიჭისთვის ნაკოცნიც არ მაქვს.ამ დროში ასევე ჩამოვყალიბდი და ცხოვრების მთავარ მიზნად სწავლა დავისახე.სწავლა,სწავლა და კვლავ სწავლა.
არა ახლა სულ წიგნებზე გადაკლული არ ვიყავი.ცოტა გართობისთვისაც ვიტოვებდი დროს . გარეთ დავდიოდი და რამდენიმე მეგობარიც შევიძინე.სკოლაშიც არ მქონდა ცუდად საქმე,ვსწავლობდი და მეგობრებთანაც ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა.ერთი გოგონა იყო ბავშვობიდანვე მქონდა მასთან ურთიერთობა და შედარებით ახლოს მასთან ვიყავო.მამ იცოდა იმ ჩემი ,,სიყვარულის’’ შესახებ და ალბათ ამიტომაც ვიყავი ახლოს მასთამ.
მაგრამ...ოხ ეს ერთი მაგრამ ყოველთვის არსებობს რა...მაგრამ არსებობდა ერთი ,,პრობლემა’’.
იმდენად გამაღიზიანებელი იყო ეს ,,პრობლემა’’,რომ არ ვიცოდი რა მექნა.ჩემი ძმისთვის,რომ მეთქვა არ მინდოდა,რადგან პრობლემას პრობლემა დაემატებოდა,თან ჩემი ძმა ძალაზე იყო და ნამდვილად არ მინდოდა ჩემს გამო ვინმე დაეზიანებინა ან ვინმეს დაეზიანებინა.
ამ ,,პრობლემას’’ შავი თვალები ჰქონდა,ერთი შეხედვით,მაგრამ სინამდვილეში ღია თაფლისფერი თვალები.გოგოსავით ლამაზი წამწამები ჰქონდა.ალუბლის ფერი ტუჩები ჰქონდა.ამ პრობლემამ ისეთი გამოხედვა იცოდა,რომ მაშინვე დაგატყვევებდათ.ამ პრობლემამ ისეთი ღიმილი იიცოდა გეგონებოდა ცა გაიხსნაო მისი ღიმილით.ეს პრობლემა იმიტომ იყო პრობლემა,რომ გამუდმებით მეკამათებოდა და არ ტოვებდა არცერთ ჩემს სიტყვას არცერთ ჩემს საქციელს უკომენტაროდ.ეს ,,პრობლემა’’ ცდილობდა ჩემთნ კამათით აეწყო ურთიერთობა.ცდილობდა ჩემთან დაახლოებას,მაგრამ აბა სიამაყე რა სიამაყეა,თუ ყველაფერი მის ირგვლივ პირწმინდად არ დაანგრია?!
ააა არ მითქვამს ჰო? ეს პრობლემა ის ბიჭი იყო,ჯერ რომ მითხრა მიყვარხარო და მერე თურმე ,,მეღადავებოდა’’.ჰოდა ამის გამო გადავწყვიტე ზედაც არ შემეხედა მისთვის და საერთოდ მისი არსებობა დამეიგნორებინა.კარგადაც გამომდიოდა.იმდენად კარგად,რომ ამ ჩემი იგნორით სასწაულად ვაღიზიანებდი,მაგრამ ამასაც ვაიგნორებდი.მეცინებოდა და თან ვამაყობდი ჩემი თავით,რომ ასე შემეძლო ადამიანის დაიგნორება.ერთხელ შევამჩნიე,რომ სხვა ბიჭს,როდესაც თბილად მივესალმე სასწაულად გაბრაზდა და ამის მერე სულ ვცდილობდი გამემწარებინა.არა იმას არ ვიმჩენვდი,რომ მისი გამწარება გეგმაში მქონდა,უბრალოდ ,,ასე გამოდიოდა’’.
მის დაიგნორებას ზედმეტად კარგად ვახერხებდი.ეგ კიარა მძულდა.ჰო მძულდა.ისე მძულდა,რომ გაღვიძებისას და დაძინებისას მუდამ მასზე ვფიქრობდი და ,,მზაკვრულ’’ გეგმებს ვაწყობდი,თუ როგორ გადამეხადა მისთვის სამაგიერო...
,,თუ ადამიანზე გაღვიძებისას და დაძინებისას ფიქრობ ან ძალიან გძულს,ან ძალიან გიყვარს’’- არ მახსოვს ეს ფრაზა სად ამოვიკითხე,მაგრამ ამ ფრაზას,რომ ვაწერდი ყველაფერს ეს კარგად მახსოვს.გაღვიძებისას და დაძინებისას ფიქრი მე სიძულვილი მეგონა.მეგონა იმდენად მძულდა,რომ ჩემს სიძულვილს საზღვრები არ ჰქონდა.მეგონა ისე მძულდა,როგორც გრინჩს-შობა.ისე მძულდა როგორც ,,ფიფქია და შვიდ ჯუჯაში’’ ბუზღუნას-ფიფქია.ისე,როგორც ელიზაბეტს- დარსი,როგორც ანჟელიკას -ჟოფრეი.
მეგონა მძულდა,როგორც ყველა ზემოთ ჩამოთვილილს,მაგრამ მთავარი მავიწყდებოდა.მთავარი...დასასრულს არ ვითვალისწინებდი.არ ვუყურებდი თითოეულის ,,სიძულვილი’’ როგორ მთავრდებოდა.
ჩემს დაქალს მუდამ იმას ვეუბნებოდი იმ ,,პრობლემაზე’’,რომ:
-აი შანსი არააა რა უბრალოდ არ შემიყვარდება.აუ აი ისე მძულს მზად ვარ ის დიდი წამწამები სათითაოდ დავაცალო.ეგ მე არასოდეს შემიყვარდება აი არასოდეს!
ჩემო ენა ძირში მოსაჭრელოო ისე მქონდა საქმე...საიდან სადაო ისე დაამემართა ყველაფერი.ბუმერანგზე უარესად მომიბრუნდა ჩემი თითეოული სიტყვა.
ყველაფერი კარგად მიდიოდა.
ვსწავლობდი.
ვიძენდი მეგობრებს,ასევე ვკარგავდი.
ვხვდებოდი ბიჭებს,მაგრამ მათ არ ჰქონდათ ის რაც მე მიზიდავდა.არა იყო რამდენიმე ისეთი,რომლებთანაც შეიძლებოდა სერიოზული ურთიერთობის დაჭერა,მაგრამ რაღაცნაირად გულს არ ეკარებაო ისე მქონდა საქმე.
ერთ საბედისწერო დღემდე მეგონა,რომ სიყვარული არ შემეძლო და არც არავინ მყვარებია.ჩემს მეგობრებს ბოლო ხმაზე დავცინოდი,როდესაც ,,იმის’’ მონაწერზე ელეთმელეთი მოსდიოდათ.ვხარხარებდი ბოლო ხმაზე,როდესაც ვუყურებდი,თუ რა ემართებოდათ,როდესაც ,,ის’’ გაუღიმებდათ.
საინტერესო არაფერი ხდებოდა.გარდა იმისა,რომ ჩემი ძველი ,,სიყვარული’’ სულ მეჩხუბებოდა.ხანდახან არც ვაქცევდი ყურადღებას და უბრალოდ ვაიგნორებდი.ხანდახან კი მეც ავყვებოდი კამათში და ყველანაირად ცდილობდა,რომ კამათი არ დაემთავრებინა.
მახსოვს ერთხელ,როდესაც ჩამეხუტა რაღაც დამემართა.იმ ამბიდან 5 წელი იყო გასული და ამიტომ უბრალოდ ძალიან ბავშური იქნებოდა ისევ გავრბაზებულიყავი მასზე.
სკოლა იყო ახალი დაწყებული და ყველა ერთმანეთს,რომ ნახულობს ეგ სიტუაცია იყო.ჩემს შემთხვევაშიც არ გამოდიოდა ისე,რომ არ მენახა.გადავკოცნე და აი როგორ ავხსნა რა დამემართა.წონასწორობა დავკარგე და სილუეტებს კარგად ვერ ვარჩევდი.
სადაც იყო წავიქცეოდი.არ ვიცი ასე,რატომ დამემართა მაგრამ ფაქტია დამემართა.
ამ შემთხვევას უამრავჯერ ვახვევდი გონებაში და თავს ვარწმუნებდი,რომ ეს უბრალო შემთხვევა იყო.
საკუთარ თავს ვარწმუნებდი იმაშიც,რომ მისი გამოჩენისას გამოწვეული ღიმილი უბრალო ღიმილი იყო.
მას,როდესაც ვერ ვხედავდი ხასიათი რადიკალურად მეცვლებოდა და მუდამ გაღიზიანებული დავდიოდი.ამასაც რაღაც ზეციურ ძალას მივაწერდი.არ ვიცი,როგორ გამომდიოდა ასე კარგად თავის მოტყუება.მაგრამ თუ საკუთარ თავს ატყუებ ვის რას სთხოვ რა.აი საერთოდ რა გინდა ამ ცხოვრებაში,როდესაც საკუთარ თავს სიმართლეს უმალავ.....................
ერთი ბიჭი გავიცანი წინა ზაფხულს.აშკარა იყო,რომ ძალიან მოვეწონე.მეც მომეწონა,მაგრამ მომეჩვენა,რომ მას ჩემი ,,პრობლემის’’ ღიმილი ჰქონდა.არა არ მომჩვენებია ნამდვილად ჰგავდა,თანაც ძალიან.არ ვიცი ამის გამო,თუ კიდევ სხვა რამს გამო,მაგრამ ამ ბიჭთან ურთიერთობა დავიწყე.ვუყურებდი და გულში ვიმეორებდი:,,არა ნამდვილად ჰგავს.ღმერთო როგორ ჰგავს...’’
და უცბად მივხვდი ყველაფერს,მაგრამ მაინც არ ვაღიარებდი ბოლომდე.ვისთანაც კი ურთიერთობა მქონდა თითოეულში მას ვეძებდი.მის თვისებებს ვიხსენებდი და ვცდილობდი საერთო აღმომეჩინა მასში და სხვა ბიჭებში.ეს ყველაფერი ერთგვარი თამაში იყო ნაწილებისგან ერთი დიდი რამ,რომ უნდა ააწყო.
მივხვდი,რომ ამდენი ხანი ის მიყვარდა...ღმერთო,როგორც იქნა ვაღიარე.....
ვაღიარე,რომ სასწაულად მიყვარდა და ამდენი ხანი უბრალოდ თავს ვატყუებდი.
ის სიძულვილი,თურმე შენიღბული სიყვარული ყოფილა.მიყვარდა
ღმერთო...
კი არ მიყვარდა,არამედ მიყვარს...
ოჰ თან,როგორ.....
მაგრამ აზრი არ ჰქონდა არაფერს.მან ამ გრძნობის შესახებ არაფერი იცოდა და ვერც ვერასდროს გაიგებდა,რადგან ვიცოდი შეყვარებული ჰყავდა და რომც არ ჰყოლოდა მე მას არ ვუყვარდი და არც არასდროს შევუყვარდებოდი.
ფაქტი იყო გულისწასვლამდე მიყვარდა..სულის შეძვრამდე მიყვარდა....
ყველაზე საშინელი ის მონატრება ყოფილა,როდესაც თვალწინ გყავს და მაინც სიკვდილამდე გენატრება.უყურებ როგორ იცინის და იცი ეს ~ღიმილი შენ არ გეკუთვნის.უყურებ მის არაამქვეყნიურად მომხიბვლელ გამოხედვას და ხვდები,რომ შენ ასე არასდროს შემოგხედავს.
არეული ვიყავი...არ ვიცოდი რა მექნა.იმის გააზრება,რომ ამდენი ხანი საკუთარ თავს ვატყუებდი საშინლად მხდიდა და ვხვდებოდი,,რომ ჩემი ცხოვრება ერთი დიდი უაზრობაა,რომელიც უნდა დამთავრდეს.
და რა?! ვისაწვლიდი ჩავაბარებდი სადაც მინდოდა,გავხდებოდი სულ გადარბენაზე მყოფი ქალი და რა მერე?დავიჯერო საბუთები გამათბობდნენ ღამით?დავიჯერო ფული გამიღიმებდა და მეტყოდა ნუ გეშინია შენთან ვარო.
ერთი დიდი აბსურდი იყო ყველაფერი.არ მქონდა არანაირი აზრი,არანაირი მიზეზი და არანაირი მიზანი.
ჩემი მიზანი ჩემგან შორს ცხოვრობდა.გადასული იყო იმ საცხოვრებლიდან სადაც მე ვიყავი.ჩემს ,,პრობლემას’’ ვეღარ ვხედავდი.არავინ მეკამათებოდა.არავინ ცდილობდა ჩემთან ურთიერთობა აეწყო...რას არ მივცემდი,რომ ისევ ეცადა...
ოღონდ კიდევ ერთხელ ეცადა ჩემთან ურთიერთობა.რას არ მივცემდი ღმერთო.....
უბრალოდ მინდა გითხრა ის რასაც ვერასდროს ვერ გეტყვი...
მიყვარხარ....ისე მიყვარხარ,რომ შენ წარმოდგენაც არ გაქვს.
ვინმე,რომ მოვიდეს და გითხრაას ჩემზე ის ზის ოთახში თვალები ცრემლებით აქვს სავსე და შენზე წერსო,შენ ალბათ გადაბჟირებამდე იცინებდი და რაც არ უნდა ეთქვათ არ დაუჯერებდი.ვერაფერს ვიზამთ არ ყოფილა ჩვენი ერთად ყოფნა ბედი...
მიყვარხარ...
მოდი....
ამ იუმედობის დროს,ამ მარტოობის ჟამს რაღაც სინათლე,ძალიან მვეთრად,მაგრამ მაინც ანათებს.ეს სინათლე იმედია,იმედი იმისა,რომ გიყვარვარ.ვიცი უაზრო ჩემი იმედი და საფუძველი არ აქვს რწმენას,რწმენას იმისა,რომ მოხვალ,მაგრამ ადამიანებს ხომ იმედი გვაცოცხლებს.ჰოდა არ წამართვა ეს მკრთალად მბჟუტავი სინათლე,რომელიც ან საბოლოოდ ჩაქრება ან გაანათებს მთელ მსოფლიოს.....................
,,თუ მენატრები,მე ვწვები და ღრმად ვხუჭავ თვალებს-ეს ერთადერთი გზაღა დამრჩა შენი დანახვის.’’

***************************************************************************
2013 წელი.17 აგვისტო.
,,13 წლის ბიჭისთვის დღიურის წარმოება ჩვენში ცისფერობის ურყევი ნიშანია.ეს რომ ჩემმა მეგობრებმა გაამიგონ მაგრად გამეღადავებიან და მერე ცისფერს დამიძახებენ.ეს კი მე არ მინდა და ამიტომ ამ დღიურს ძალიან ძალიან კარგად დავმალავ.დღეიდან დავიწყებ ჩანაწერების გაკეთებას და რაც ისეთი მოხდება დავწერ.გულახდილი მხოლოდ ამ დღიურში ვიქნები,რადგან არავინ არის ისეთი ადამიანი ვინც გამიგებს.’’

2013 წელი.2სე ქტემბერი.
,,სკოლა მალე დაიწყება.მნიშვნელობა არ აქვს,მაინც არ ვსწავლობ და..წინა დღით სიგარეტი მოვწიე პირვლად.განა რამე?არც არაფერი უბრალოდ ჩვენში ასეთი პონტია რა.დიდი ბიჭები რასაც აკეთებენ შენც იგივე უნდა გააკეთო.დღეისთვის მეყო.დავიღალე ისიც არ ვიცი ამ უაზრო დღიურის წარმოება,რატომ დავიწყე.თან ეს დღიური იმხელაა და ისეთი ძველია სანამ მოვკვდები მეყოფა,მაგრამ მანამდე ალბათ ფურცლები გაეცრიცება.წავედი’’
2013 წელი.14 სექტემბერი.
,,დღეს ვიღაცამ მითხრა,რომ ერთ-ერთ ჩემს კლასელ გოგონას მოვწონვარ.აქამდე არ გამიგია ეს მითუმეტეს გოგომ აქეთ,რომ აღიაროს ეს.ვერ აგიხსნით რა გრძნობაა.თავს უცნაურად ვგრძნობ.ის გოგო აქამდე,რა თქმა უნდა,აქამდე შემიმჩნევია,მაგრამ ის ფაქტი,რომ მე მას მოვწონვარ მრევს.ის ჩემი კლასელია მართალია.სხვანაირად მისთვის არც შემიხედავს.
არ ვიცი რა მოხდება შემდეგში.’’

2013 წელი.16 სექტემბერი.
,,რა სულელი ვარ რა.მე მეგონა იმ გოგოს მართლა მოვწონდი და როდესაც ფიქრს ვიწყებდი მასზე,მგონი მეც მომწონს.მაგრამ ჩემმა ძმაკაცმა მითხრა და გამაგებინა,რომ ის გოგო უბრალოდ ღადაობდა.ჰო ისე ის ასეთია.ნებისმიერ თემას გახდის საღადაოდ ოღონდ ისე,რომ ეს ღადაობა არავის ვნებს რა.მაგრამ რაში დასჭირდა ჩემი გაღადავება.მოიცა...მოიცა....მაგარი რაღაც მოვიფიქრე რა..ააა და ახლა მეც ავყვები ღადაობაში და ვეტყვი,რომ მეც მიყვარს ოღონდ გავაღადავებ ჰოოჰოოო ასე ვიზამ.ოხ რა აქამდე რა ჯანდაბაზე არ მომაფიქრდა.’’

2013 წელი.19 სექტემბერი.
,,იმ კლასელის შესახებ,რომ ვახსენე ვუთხარი,რომ მეც მიყვარდა.ზედმეტად სერიოზულად მიიღო,რადგან თვალები გაუბრწყინდა და ლამის იყო სიხარულისგან ტირილი დაეწყო.მემგონი სჯობდა მეთქვა,რომ ვღადაობდი.მის ერთ-ერთ მეგობარს ვუთხარი,რომ მისთვის ეთქვა ეს.სანამ ყველა გაიგებდა სჯობდა ეს ღადაობა დროულად შეგვეწყვიტა.’’
2013 წელი.30ოქტომბერი.
,,საუკუნე გავიდა მემგონი რაც არ დამიწერია.არ ვიცი რატომ უბრალოდ მუღამი მქონდა დაკარგული.ზოგადად იმ ამბის შემდეგ ყველაფრის მუღამი მაქვს დაკარგული.მინდა ის ჩემი იდიოტი კლასელი გოგო მივახრჩო და...და... უხ როგორ მინდა ვცემო.ვიცი გოგოა,მაგრამ ჩემთან,რომ ამომაკითხა სახლში გოგოს ნასახიც არ ეტყობოდა.და საერთოდ არც ლამაზია და არაფერი.ერთი გათავხედებული კრეტინი და სულელი გოგოა.ამოვიდა სახლში და ისიც კარგი მარტო ვიყავი.ამოვიდა და ისეთი სიტყვები მეძახა ბიჭების რაზბორკებზეც,რომ არ გამიგონია.რა ვიცოდი მე თვითონ,თუ არ ღადაობდა .უჰ რა მეგონა გოგო,თუ საქმეს გამირჩევდა.თან მაგის მერე მაგარი მიტყდება მაგის ნახვა.ჯერ ერთი თავს ვერ შევიკავებ და რამეს ვეტყვი და მერე მეორე ბიძა გარდაეცვალა და არ მინდა უზრობის გამო გული უფრო ვატკინო.რაღაც პონტში მესმის მისი.აბა როგორია მოდიან და გეუბნებიან ის ბიჭი,რომელიც მოგწონს გაღადავებდაო.და ვაფშე რა.ვინ მოატყუა,რომ ვაღადავებდი?მე ზუსტადაც,რომ მომწონს ის გოგო.მომწონს დიახაც!უბრალოდ მეგონა,რომ თვითონ ცდილობდა ჩემს გაღადავებას და მეც ამიტომ ავყევი.ეს არამკითხე ს**ები,რომ არ ჩაერიონ ურთიერთობებში არ მოსულა მემგონი.’’
2013 წელი.28 დეკემბერი.
,,მალე ახალი წელი მოვა.მერე კიდე ახალი წელი.მერე კიდე და ასე გავა წლები..და დავრჩები მე ასე.რაც უფრო დრო გადის ვხვდები,რომ ჩემი კლასელი მით უფრო მომწონს.რომ იღიმის თვალები უბრწყინავს და თვალის გუგები უფართოვდება.ამ თვალის გუგებში კი ვხედავ ჩემს გამო**რებულ სახეს.ვცდილობ.მართლა ვცდილობ მასთან ურთიერთობა ავაწყო.იმ ამბის შემდეგ გამიბრაზდა.თან კაი რა რამდენი ხანი გავიდა და მაინც გაბრაზებულია.ეგ კიარა მე უნდა ვიყო მასზე გაბრაზებული კაი ბიჭის დაიკოსავით,რომ მომმვარდა სახლში.არა ისე მართლა ძალიან საყვარელი გოგოა.რთულია მასთან ურთიერთობა.რაღაცნაირი ხასიათი აქვს.როდესაც გულიანად იცინის მეორე წამში მოიღუშება და გეგონება ტირილს იწყებდეს.ხანდახან ისე საყვარლად მეტიტინება ფილმებზე,რომ მინდა მოვკლა.ხანდახან კიდე ისე მეკამათება და ისეთი საყვარელია რაღაცის დამტკიცების დროს,რომ მინდა შევჭამო.’’
2014 წელი.6 იანვარი.
,,მემგონი ასეთი პატარა ბიჭისთვის ამდენი მოსაწევი და სასმელი ზემდეტია.რავიცი მე ასე მგონია.ვცდილობ სასმელში ჩავკლა ის გრძნობები რასაც ვერ ვამბობ.არ ვიცი ვინ შემოიღო და ვინ დანერგა ის სტერეოტიპი,რომ ბიჭები არ გრძნობენ და ბიჭებს არ უყვარდებათ და ბლააბლააა.სისულელეა და მაგარი **ლეობა მე თუ მკითხავთ.მე რა გულის ტკივილსაც განვიცდი ბარეორ გოგონასაც არ ექნება ის განცდილი.გოგოებს როდესაც უყვართ და საპასუხო გრძნობას ვერ იღებენ მირბიან დაქალუშკებთან და გულს ტირილით და ლანღძვით იოხებენ.აბა ბიჭებმა რა ვქნათ! ძმაკაცებთან მსგავსი პონტები მოსული არაა.კი მაშინ გეხმარებია,როდესაც შეყვარებული გყავს მაგრამ შეყვარებულის ყოლამდე ხო რაღაც ეტაპებს გადიხარ.ჰოდა ეს ეტაპებია ბიჭები,რომ მაგარი ვიჭრებით.ჩემი აზრით იმის ბრალია,რომ უბრალოდ ყველას დაცინვის გვეშინია.ერთმაც,რომ დაიწყოს ამაზე ლაპარაკი მერე ყველა აყვება,მაგრამ ეს ერთი არ ჩანს.’’
2014 წელი.6თებერვალი.
,,იმდენად უაზრო ცხოვრება მაქვს,რომ სკოლაში მხოლოდ იმის გამო დავდივარ,რომ ის ვნახო.თან ვინ ,,ის’’? ვინც ჩემს არსებობაში ეჭვს მატანინებს,.არა მაინც მოვიდეს და ამიხსნას ასე უაზროდ,რატომ მექცევა?აი რამე დავუშავე? მოვიდეს და მკითხოს რატომ ,,გავაღადავე’’.თან როგორ მინდა,რომ მოვკლა რა...აი ისე მიშლის ნერვებს ხანდახან მაგარი ხოლმე.ხანდახან მაგრამ,როდესაც გაიღიმებს ეს გულრგილობა სადღაც ქრება.რაღაცნაირი ტიპია რა.აი საბოლოო დასკვნას,რომ ვერ გამოიტან ისეთი.ჩემს ირგვლივ ერთადერთი ადამიანია,რომელიც სიმართლეს ეუბნება ყველას პირში.ამიტომაც არის,რომ დაარჩენი გოგონები მასზე იგესლებიან.არც იპრანჭება,არც ლამაზად იცვამს და საერთოდ ხომ ვთქვი გოგოს ნასახი არ აქვს არაფერი.მაგრამ აი ეს ყველაფერი,რომ არ აქვს იმით არის ჩემთვის გამორჩეული.ხანდახან უბრალოდ მინდა ჩავეხუტო.ზუსტად ვიცი.ზუსტად ვიცი მისი ჩახუტების შემდეგ ყველაფერი შეიცვლება.შეიცვლება ცის ფერი.ცა მისი ფერი გახდება.მსოფლიოს მისი ღიმილით გამოწვეული პოზიტივი გადაედება.ვიცი მეც შევიცვლები.არც მოწევა მომინდება.არც დალევა.ზუსტად ვიცი მის გარდა არაფერი მომინდება.ვიცი ხანდახან მეჩხუბება,ხნადახან რა სულ,მაგრამ რაღაც ქიმიას ვრგძნობ ჩვენს შორის.არ შემიძლია ამის ახსნა,მაგრამ ვიცი,რომ ისიც იგივეს გრძნობს.’’
2014 წელი.25თებერვალი.
,,როდესაც ნაბიჯის გადაგმას გადავწყვეტ,მაშინ რაღაც გამოჩნდება,რომ ხელი შემიშალოს.არა გატყუებთ,არაფერი მიშლის ხელს.ძალიან კარგად შემიძლია მისვლაც და თქმაც უბრალოდ მისი რეაქციის მეშინია.არ მინდა ის ერთადერთი გზაც დავკარგო,რომლითაც მას ვუკავშირდები.არ მინდა საბოლოოდ ამომშალოს მისი ცხოვრებიდან.მაგრამ იქნებ მასაც..... არა არა გამორიცხულია.ისეთი გაყინული მზერით მიყურებს,რომ შანსი არაა რამეს გრძნობდეს.’’
2014 წელი.1მარტი.
,,დღეს გავიგე,რომ ვიღაც ბიჭს უყვარს და თვითონაც არ არის გულგრილი.ეყვარება აბა რა იქნება,როგორ შეიძლება არ გიყვარდეს.უბრალოდ მასთან არ გჭირდება სიტყვების მოზომვა,არ გჭირდება იმაზე ფიქრი შემდეგ რაუნდა თქვა.რაც არ უნდა თქვა ის ყველაფერს გაგიგებს.ღმერთო რა საცოდავი ვარ.14 წლის ბიჭი ვზივარ ოთახში და დღიურში გოგოზე ვწერ.ნამდვილი **ე ვარ.არა ისე მართლა კარგი წყვილი ვიქნებოდით.ვიცი ზუსტად ყველაზე უკეთ ის გამიგებდა და რაც არ უნდა გამეკეთებინა არ დამტოვებდა.არაფრის დიდებით არ წავიდოდა ჩემგან.მაგრამ უბრალოდ მემგონი ყველაფერი სისულელეა.ეს დღიურის წარმოებაც სრული იდიოტობაა რა.ისე ერთი დღე,რომ იყოს ისეთი რომ მას ვუყვარდე ალბათ მერე წყნარად მოვკვდებოდი.’’
2016 წელი.28ივლისი.
,,მოიცა ახლა,მე რას ვაკეთებ.ვზივარ და ვწერ?და თან დღიურში,რომლის ფურცლებით შეგიძლია ტუბერკულოზი აიკიდო.უი ძველ ფურცლებზე გამახსენდა.,,ჩემმა’’ წიგნი მაჩუქა.
დიმფნა კიუსაკი-,,შენ უნდა სძლიო სიკვდილს’’. წიგნს ასე ჰქვია და ერთ პატარა საიდუმლოს ვიტყვი.წიგნი ერთ დღეში დავამთავრე,მაგრამ ვატყუებ,რომ არ დამიმთავრებია.ისეთი სასაცილოა,როდესაც მეხვეწება დამიბრუნეო ამ ბედნიერებას,აბა როგორ მოვიკლებ?მოიცა ახლა დავიწყოთ თავიდან ყველაფერი.მე მყავს ძალიან ლამაზი შეყვარებული,რომელიც წელს გავიცანი,მაგრამ ღამის 3 საათზე ვწერ ჩემს კლასელზე,რომელიც წლების უკან მიყვარდა? WTF?რა ჯანდაბა მჭირს.ხომ დავივიწყე ის გოგო,მაგრამ როგორ შეიძლება დაივიწყო.წინა დღით ჩემს დასთან იყო სახლში მოსული.ლამის კედლებზე ავედი სიხარულით,მაგრამ რად გინდა.შეყვარებული ჰყავს.აუ თან რა დაფეხვილი ტიპია.მან რომ იცოდეს არცერთი წიგნი,რომ არ აქვს წაკითხული ალბათ მეორე დღესვე დაშორდებოდა.აუ ჰოოჰოო დაშორდებოდა ბრატ და ჩემთან გამოიქცეოდა ჰო?აუ რა იდიოტი ვარ.ჰალსტუხი მაკლია და ხელში ვარდები და ზედგამოჭრილი იდიოტი ტიპი გავხდები,რომელიც ყოველდღე გოგოსთან მიდის აივანთან და სიყვარულში ვერ უტყდება.ისე ამდენი ხანი გავიდა და თითქოს დრო მასთან შეხვედრის გამო მხოლოდ მიდიოდა.აზრი ყველაფერს ჩემთვის,მაშინ იძენს,როდესაც მას ვხედავ.ეტყობა ის ამბავი დაივიწყა.ისე სიმართლე,რომ ვთქვა ყველაფერი იმ ამბით დაიწყოთქო მოვიტყუები.ყველაფერი არაფრისგან დაიწყო.თითქოს თავიდანვე ვიცოდი,რომ ის მიყვარდა,უბრალოდ მაშინ სიყვარულის მნიშვნელობა არ ვიცოდი.ველოდები როდის მანიშნებს რაიმეს.აი სულ პატარა რამ და მეც ვეტყვი,რომ მიყვარს.მაგრამ სად ჯანდაბაშია ეს პატარა რამ??სადაა სად.ჯანდაბა მძულს ჩემი უძლურება. ყველაზე უძლური და ამავდროულად ძლიერი ვარ,როდესაც ის ჩემს გვერდით არის.ჯანდაბა არ ვიცი რა მჭირს.’’

2017 წელი.3ივნისი.
,,ბოლოს როდის დავწერე აღარც მახსოვს.უბრალოდ ჩემი ცხოვრება ზემდეტად უაზროა.ძალზე უაზროა.არანაირი მიზანი,არანაირი მიზეზი,არანაირი აზრი არ მაქვს ცხოვრების გაგრძელების.და რა?გავაგრძელო და ვსო.არც არაფერი.უკვე მგუდავს უაზრობის შეგრძნება.ყველაზე მწარე განცდა ის ყოფილა,როდესაც უამრავი მეგობარი,უამრავი ნაცნობი გყავს ვისაც შეგიძლია მიმართო და მართლა დაგეხმარებიან,მაგრამ ზუსტად იცი ისინი ვერ გაიგებენ რით შეძლონ დაგეხმარონ.ოჰ კაცო რა.რას ბაზრობ ბიჭი ხარ და ცრემლები?კაი ტოოოო.მეკაიფებიი? ის ადამიანი დამაჭერინა და მაცემინა ვინც თქვა ბიჭები ვერ გრძნობენო.როგორ ვწელავ მასზე საუბრის დაწყებას.გალამაზებულა.დაჭკვიანებულა.სხვანაირი მზერით მიყურებს.არის ამ მზერაში ისეთი რაც მე გადამარჩენს,მაგრამ ვფიქრობ რომ ამის გამოხატვას ვერასდროს შეძლებს.რამ გამოწვია ეს?ღმერთო დავიჯერო ამდენი წელი იმიტომ არის ჩემზე გულაცრუებული,რომ იდიოტი როდესაც ვიყავი ,,გავაღადავე’’ კარგით რა.როგორ შეიძლება ასეთი უაზრო რაღაცები.ყველაზე უგრძნობი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ.შენ შეგიძლია ჩემს ცხოვრებას აზრი მისცე,მაგრამ ამავდროულად შენ შეგიძლია ცხოვრების აზრი წამართვა და უარაფროდ დამტოვო.შენ ყველაზე უგრძნობი ხარ და ყველაზე მიუხვედრელი ამ ქვეყნად.არ გისურვებ ბედნიერებას სხვასთან.არა ჩემო კარგო არ ვარ ასეთი კეთილი,რომ ბედნიერება გისურვო იმასთან ვისაც არ ეკუთვნი.ორივემ კარგად ვიცით.შენ მე მეკუთვნი!ვერ შევძელი შენი ღიმილი მხოლოდ ჩემთვის ყოფილიყო.ვერ შევძელი პირველი კოცნა მომეპარა.ვერ შევძელი შენთან მეჩხუბა მერე კი შემორიგება ყველანაირი ხერხით მეცადა.ვერ შევძელი ბანალურად ამეხსნა სიყვარული.ვერ შევძელი დამებნიე.ვერა ვერ შევძელი.უბრალოდ მაპატიე.
უბრალოდ ასეთი ყოფილა ჩვენი ბედისწერა.ვერ გავბედე ვერ გითხარი...მაპატიე გკოცნი....მაპატიე თითოეული უთქმელი წამი.მაპატიე დაკარგული დრო..იმედია ოდესმე შეძლებ და მაპატიებ...უშენებას აზრი არ აქვს და იმდენად ძლიერი არ ვარ,რომ ფიქრით შევძლო და შეგინარჩუნო...მშვიდობით...სიყვარულზე მეტად მიყვარხარ.....’’


ხდება ხოლმე,ხშირად ხდება ისეთი რაღაცები რაზეც ჩვენ არასდროს გვიფქრია და ვერც ვიფიქრებთ,რადგან ეს ისეთი წარმოუდგენელი რამ არის რომ.............................… ქუჩაში ხალხი ერთ გუნდად შეკრებილიყო და ახალგაზრდა ბიჭის ცხედარს დაჰყურებდა.რამოდენიმე ადამიანი ფოტოებს იღებდა,ზოგი კი ამაზე ჩხუბობდა რა დროს ესააო.სასწრაფო გზაში იყო,მაგრამ იქ მყოფთაგან ყველამ იცოდა,რომ უკვე აზრი არ ჰქონდა არაფერს.თვითონ უსულო ცხედარმაც იცოდა,რომ არც მის ცხოვრებას ჰქონდა რაიმე აზრი და არც მის გარდაცვალებას.მესამე სართულის ფანჯარა ღია იყო.ლამაზად მოქარგულ ფარდას ქარი არხევდა.რაფაზე ძველის ძველი დღიური იდო რომლის გახუნებული ფურცლებს შემდეგი სიტყვები ამშვენებდნენ:
,,დაე სხვა გემები მორეკოს წყალმა
გემუდარებით
იცინეთ
იცინეთ,როცა მე
წავალ...“скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.





ვაიმე!
შოკში ვარ!
რა მოხდა? რატომ მოხდა? როდის? სერიოზულად ცუდად ვარ,ამ ისტორიის დევიზის არს კი მივხვდი,მაგრამ მაინც მეტკინა,თან როგორ,თითქოს ახლანდელ რეალობას თვალებში ჩავხედეო,ჯერ კიდევ შუაში "ელიზაბეტს-დარსი",რომ წავიკითხე არ ვიცი რა ვიგრძენი,თითქოს გავსხივოსნდი, "სიამაყე და ცრურწმენა" ჩემი საყვარელი წიგნია და ხომ წარმოგიდგენია რა დამემართებოდა? შემდეგ ჩავედი ბოლომდე და თითქოს ამ ბოლო აბზაცის წაკითხვას ვერიდებოდი,მაინც რა სუსტია ადამიანის ცნობიერება,ჩვენივე შექმნილ ზღაპარს ვართ შეჩვეულნი და ვერ წარმოგვიდგენია ამ ზღაპარში რაიმე ცუდი.
მე მართლა ძალიან მეტკინა ორივე,ორი ერთმანეთზე უგონოდ შეყვარებული პიროვნება,რომელნიც ერთმანეთს უდავოდ გაუგებდნენ და არასდროს დატოვებდნენ.
და მაშინ იგრძნო სამყაროს დაუნდობლობა,ბიძია,ბებია და ბიჭი,ბიჭი რომელიც უყვარდა ისე,როგორც ელიზაბეტს-დარსი,ანჟელიკას-ჟოფრეი და ა.შ.
ძალიან დიდი მადლობა შენ,მწერალო!
რომელმაც შეძელი და ეს ზღვა ემოცია შემოიყვანე ჩემში,შენი განსხვავებული წერის მანერით, თუ სხვა.
ახლა ეს ისტორია ყოველთვის იასრებებს ჩემში და მე მეცოდინება,რომ თუნდაც ფანტაზიის მეშვებოით შექმნილ სამყაროში,იყო გოგო,რომელსაც უყვარდა ბიჭი და ის გარდაიცვალა,მე მეცოდინება,რომ ცუდშიც არის რაღაც ბედნიერების ნაპერწკალი,როგორც გარდაცვალება იყო ცუდი,ისე იყო მათი წარსული ბედნიერების ნაპერწკალი❤იმედი მაქვს გადმოვრცი ის რასაც ამხენი ხანი ჩემი გული იტევდა❤უბრალოდ იცოდე,რომ წერა არასდროს უნდა შეწყვიტო,შექმენი და გააბედნიერეი ადამიანები შენი ნაშრომებით!❤

 



№2 სტუმარი სტუმარი ნინო

ამსაიტზე ჯერ ასეთი მაგარი ოსტორია აეინახავს ძალიან მომეწონა მინდოდა ვინმეს ასეთი სტილით დაეწერა და შენრომ დაწერე ძალიან გამახარეე

 



№3  offline წევრი iname123

წარსული კვდება...
ვაიმე!
შოკში ვარ!
რა მოხდა? რატომ მოხდა? როდის? სერიოზულად ცუდად ვარ,ამ ისტორიის დევიზის არს კი მივხვდი,მაგრამ მაინც მეტკინა,თან როგორ,თითქოს ახლანდელ რეალობას თვალებში ჩავხედეო,ჯერ კიდევ შუაში "ელიზაბეტს-დარსი",რომ წავიკითხე არ ვიცი რა ვიგრძენი,თითქოს გავსხივოსნდი, "სიამაყე და ცრურწმენა" ჩემი საყვარელი წიგნია და ხომ წარმოგიდგენია რა დამემართებოდა? შემდეგ ჩავედი ბოლომდე და თითქოს ამ ბოლო აბზაცის წაკითხვას ვერიდებოდი,მაინც რა სუსტია ადამიანის ცნობიერება,ჩვენივე შექმნილ ზღაპარს ვართ შეჩვეულნი და ვერ წარმოგვიდგენია ამ ზღაპარში რაიმე ცუდი.
მე მართლა ძალიან მეტკინა ორივე,ორი ერთმანეთზე უგონოდ შეყვარებული პიროვნება,რომელნიც ერთმანეთს უდავოდ გაუგებდნენ და არასდროს დატოვებდნენ.
და მაშინ იგრძნო სამყაროს დაუნდობლობა,ბიძია,ბებია და ბიჭი,ბიჭი რომელიც უყვარდა ისე,როგორც ელიზაბეტს-დარსი,ანჟელიკას-ჟოფრეი და ა.შ.
ძალიან დიდი მადლობა შენ,მწერალო!
რომელმაც შეძელი და ეს ზღვა ემოცია შემოიყვანე ჩემში,შენი განსხვავებული წერის მანერით, თუ სხვა.
ახლა ეს ისტორია ყოველთვის იასრებებს ჩემში და მე მეცოდინება,რომ თუნდაც ფანტაზიის მეშვებოით შექმნილ სამყაროში,იყო გოგო,რომელსაც უყვარდა ბიჭი და ის გარდაიცვალა,მე მეცოდინება,რომ ცუდშიც არის რაღაც ბედნიერების ნაპერწკალი,როგორც გარდაცვალება იყო ცუდი,ისე იყო მათი წარსული ბედნიერების ნაპერწკალი❤იმედი მაქვს გადმოვრცი ის რასაც ამხენი ხანი ჩემი გული იტევდა❤უბრალოდ იცოდე,რომ წერა არასდროს უნდა შეწყვიტო,შექმენი და გააბედნიერეი ადამიანები შენი ნაშრომებით!❤

წარსული კვდება...
ვაიმე!
შოკში ვარ!
რა მოხდა? რატომ მოხდა? როდის? სერიოზულად ცუდად ვარ,ამ ისტორიის დევიზის არს კი მივხვდი,მაგრამ მაინც მეტკინა,თან როგორ,თითქოს ახლანდელ რეალობას თვალებში ჩავხედეო,ჯერ კიდევ შუაში "ელიზაბეტს-დარსი",რომ წავიკითხე არ ვიცი რა ვიგრძენი,თითქოს გავსხივოსნდი, "სიამაყე და ცრურწმენა" ჩემი საყვარელი წიგნია და ხომ წარმოგიდგენია რა დამემართებოდა? შემდეგ ჩავედი ბოლომდე და თითქოს ამ ბოლო აბზაცის წაკითხვას ვერიდებოდი,მაინც რა სუსტია ადამიანის ცნობიერება,ჩვენივე შექმნილ ზღაპარს ვართ შეჩვეულნი და ვერ წარმოგვიდგენია ამ ზღაპარში რაიმე ცუდი.
მე მართლა ძალიან მეტკინა ორივე,ორი ერთმანეთზე უგონოდ შეყვარებული პიროვნება,რომელნიც ერთმანეთს უდავოდ გაუგებდნენ და არასდროს დატოვებდნენ.
და მაშინ იგრძნო სამყაროს დაუნდობლობა,ბიძია,ბებია და ბიჭი,ბიჭი რომელიც უყვარდა ისე,როგორც ელიზაბეტს-დარსი,ანჟელიკას-ჟოფრეი და ა.შ.
ძალიან დიდი მადლობა შენ,მწერალო!
რომელმაც შეძელი და ეს ზღვა ემოცია შემოიყვანე ჩემში,შენი განსხვავებული წერის მანერით, თუ სხვა.
ახლა ეს ისტორია ყოველთვის იასრებებს ჩემში და მე მეცოდინება,რომ თუნდაც ფანტაზიის მეშვებოით შექმნილ სამყაროში,იყო გოგო,რომელსაც უყვარდა ბიჭი და ის გარდაიცვალა,მე მეცოდინება,რომ ცუდშიც არის რაღაც ბედნიერების ნაპერწკალი,როგორც გარდაცვალება იყო ცუდი,ისე იყო მათი წარსული ბედნიერების ნაპერწკალი❤იმედი მაქვს გადმოვრცი ის რასაც ამხენი ხანი ჩემი გული იტევდა❤უბრალოდ იცოდე,რომ წერა არასდროს უნდა შეწყვიტო,შექმენი და გააბედნიერეი ადამიანები შენი ნაშრომებით!❤

ვაიმეე ვაიმე აი ცუდადდ ვარ ამდენ სიხარულს ჩემი გული ვერ გაუძლებს ალბათ.ღმერთო იქნებ სიახლე შეგეშალა და სხვას უწერდი მაგას?! აი არმჯერა.მადლობაა მადლობა მადლობა.არა მადლობა ცოტაა ვერ გადმოვცემ სიტყვებით როგორ გამახარე შენ!! არ ვიცი.აი მოიცა მე მწერალი მიწოდე? ვაიმე ცუდად ვარ.უღრმესი მადლობა აი არ ვიცი რა გითხრა.უბრალოდ მართლა არ ვიიცი....

სტუმარი ნინო
ამსაიტზე ჯერ ასეთი მაგარი ოსტორია აეინახავს ძალიან მომეწონა მინდოდა ვინმეს ასეთი სტილით დაეწერა და შენრომ დაწერე ძალიან გამახარეე

მადლობა მადლობა და მადლობა <3 <3 <3 არ იცი რამხელას ნიშნავს შენი სიტყვები ჩემთვის.მგონია,რომ სათქმელს ვერ გეტყვი და სჯობს არაფერი ვთქვა.მადლობა..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent