შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების წესი (თავი 4)


13-01-2018, 20:22
ავტორი ლიდია
ნანახია 223

ჩემი ცხოვრების წესი (თავი 4)

მარიამს სუნთქვა შეეკრა, სახის გამომეტყველება წამებში შეეცვალა და ეცადა მშვიდი ხმით ეკითხა:
-რაა?
-ხო.. დედაჩემი იკეთებს ოპერაციას, თურქეთში და უნდა წავყვე..
-რა ჭირს დედაშენს?
-ღვიძლზე აქვს სასწაფო ოპერაცია გასაკეთებელი, დღესვე მივფრინავთ...
-კარგი...
-საჭიროდ ჩავთვალე, რომ უნდა გცოდნოდა...
-მადლობა.
მალევე მიაცილა მარიამი გაბრიელმა სახლამდე და სანამ გოგონა სადარბაზოში გაუჩინარდებოდა, თავისკენ მიატრიალა.
სახეები ერთმანეთთან ძალიან ახლოს ჰქონდათ, მარიამს სუნთქვა შეეკრა, ძალიან მოუნდა ახლა ბიჭს მისთვის ეკოცნა და მანაც არ დააყოვნა.
ამჯერად მათი კოცნა უფრო ხანგრძლივი და ვნებიანი იყო.
შემდეგ გაბრიელმა მარიამის მკლავს ხელი უშვა და სადარბაზოსკენ უბიძგა, თვალი ჩაუკრა და წავიდა.
სახლში მისულმა გოგონამ გარეთ მომხდარი გადახარშა და ახლაღა მიხვდა, რომ ის ნაპერწკალი, ბოლოს, კოცნის დროს, ცრემლი იყო გაბრიელის თვალებში....
ძილის გარდა ყველაფერი გააკეთა, სახლი დაალაგა,ასე იცის ხოლმე ნერვიულობის დროს, ყველაფერს აკრიალებს.
შემდეგ დივანზე ჩამოჯდა და დაფიქრდა..
ნეტავ მალე ჩამოვიდოდა გაბრიელი?
ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა, გაბრიელი იყო:
“ყველაზე ბევრი ორ კვირაში ჩამოვიდე,გაიღიმე მარიამო... მომენატრები და იმედია დამელოდები.”
მარიამს ცრემლი წამოუვიდა,სწრაფად შეიმშრალა და ტკბილად დაიძინა გაბრიელზე ფიქრებში...
ერთი კვირა უცბად გავიდა, მაგრამ მარიამს ტანჯავდა ბიჭზე ფიქრები.. თანაც გაბრიელი ერთხელაც არ შეხმიანებია,რაც მეტად უცნაური იყო.
გაიფიქრა, ალბათ არ სცალია და ვერ ახერხებს დაკონტაქტებასო..
შემდეგ ნინი ეწვია სტუმრად, გოგონას მეტად შეწუხებული სახე ჰქონდა.
-გაბრიელზე გაიგე? - ჰკითხა მარიამს.
-რა უნდა გამეგო? თურქეთშია ახლა, დედამისს ღვიძლის ოპერაციას უკეთებენ. მალე ჩამოვა ალბათ.
-შენ.. შენ არ იცი?
-რა? დიაბეტი რომ აქვს კი ვიცი!
-არა მარიამ.. ის.. როგორ გითხრაა, გაბრიელი..
-ამოღერღავ ბოლო-ბოლო? გამძვრა სული!
-მოკლედ... თურქეთში მას უკეთებენ ოპერაციას და არა დედამისს. ღვიძლზე. მოგატყუა, რატომ არ ვიცი მაგრამ ასე მოიქცა! ოთხი დღის წინ გაუკეთეს ოპერაცია, მაგრამ ჯერ კიდევ.. ჯერ კიდევ...
-რაა?! ნინი რა მოხდა?! კარგადაა?!
უცბად წამოხტა მარიამი სკამიდან და ხელების ქნევა დაიწყო, უკვე კანკალებდა და ტირილის პირას იყო მისული.
-მარიამ მისმა სხეულმა ამდენს ვერ გაუძლო.. დედამისმა გადაუნერგა ღვიძლის ნაწილი, მაგრამ გაბრიელის სხეული სუსტია.. დიაბეტის გამო.. ხომ ხვდები.. ხოდა ის კომაშია...
-კომაშია?? რა..რა? არა.. არ შეიძლება ეს სიმართლე იყოს, გესმის? არ შეიძლება!!
მარიამი ოთახში შევარდა, ჩემოდანი გადმოიღო და რაც ხელში მოხვდა ყველაფერი შიგ ჩაყარა.
-რას აკეთებ? - ჰკითხა ნინიმ.
-რას ნიშნავს რას ვაკეთებ? უნდა წავიდე.. გაბრიელს ვჭირდები.. მას მე ვჭირდები.. არ შემიძლია ნინი ვერ გავძლებ მის გარეშე. წავედი, თვითმფრინავით წავალ. შენ გამიგე მისამართი რა და მომწერე!
-იზმირშია იქ ჩადი და საავადმყოფოსაც გაგიგებ მალე.
გოგონებმა ერთმანეთი გადაკოცნეს.
მარიამი აეროპორტში მივიდა და ბილეთი იყიდა. რეისი ორ საათში იყო და მანამდე აქეთ-იქით ნერვიულად დააბიჯებდა.
ეს მისი პირველი ფრენა იქნებოდა.. მაგრამ ამაზე ნაკლებად ნერვიულობდა, მის ტვინში, გულში და საერთოდ ყველგან, მხოლოდ გაბრიელი იყო.
ფრენამ კარგად ჩაიარა. იზმირში ჩასული ტაქსიში ჩაჯდა და მძღოლს ის მისამართი წააკითხა, ნინიმ რომ მიწერა.
საავადმყოფომდე მალე მივიდნენ. გოგონამ თითქმის სირბილით აირბინა გაბრიელის პალატისკენ მიმავალი გზა და სანამ პალატაში შესვლას გაბედავდა, ღრმად ამოისუნთქა. გაუგია, რომ კომაში მყოფებს ესმით ყველაფერი.
გულის გადაშლა მოუნდა... პალატაში შეაბიჯა და გაბრიელის ასეთ მდგომარეობაში დანახვამ მასზე უზადოდ იმოქმედა.
ბიჭს ფერი უფრო დაჰკარგვოდა. ორივე ხელში უამრავი ნემსი ჰქონდა შერჭობილი.
გოგონამ საავადმყოფოს ხალათის მიღმა გაბრიელის პრესი დალანდა.
-გაბრიელ... - ძლივს ამოიღო ტირილისგან გამტყდარი ხმა და ხელახლა ატირდა. - მომენატრე.. გთხოვ გაიღვიძე რა.. იცი როგორ მიჭირს ახლა ლაპარაკი? საერთოდ ემოციებს არ ვამჟღავნებ.. მაგრამ შენ... შენ რაღაც დამმართე გესმის? ძალიან ძალიან კარგად ვგრძნობ თავს შენთან და გთხოვ.. არ.. არ მოკვდე თორემ მეც მოვკვდები. ვერ გავძლებ შენ გარეშე, ეს.. ეს იგივე რაც.. რაც თევზი წყლის გარეშე.. არ ვიცი რა ვქნა. - გოგონას სიმწრით გაეცინა. - დებილი ვარ, ხომ შემეძლო აქამდე თავად დამერეკა შენთვის? ან მომეწერა? შემეძლო!! ვერ მიპასუხებდი და მეც უფრო მალე გავერკვეოდი სიტუაციაში, მაგრამ არა! არ გავაკეთე იმიტომ რომ ზედმეტად ამაყი ვარ!! რატომ არ მითხარი გაბრიელ?
გოგონა ახლაღა მიხვდა მათი ბოლო კოცნის აზრს, ამდენი გრძნობა რომ ჩააქსოვა გაბრიელმა შიგ და თან ცრემლი რომ წამოუვიდა. არა, არა ეს ბოლო არ იქნება, თავი გააქნია მარიამმა.
გაბრიელის საწოლთან, სკამზე ჩამოჯდა და ხელზე დაადო ხელი.
-აღარ მიგატოვებ. აი სულ აქ ვიჯდები სანამ არ გამოფხიზლდები. არც კი იფიქრო სიკვდილი გესმის?! დაბრუნდი, დაბრუნდი ჩემო ბიჭო... იცი მაინც ადრეც რომ მომწონდი? - გულწრფელად გაეღიმა მარიამს. - სკოლაში.. მეცხრე კლასში შემიყვარდი და სულ თან დაგსდევდი, მაგრამ შენ ხომ თეონა გყავდა და არც კი გაინტერესებდი. მეგობრადაც არ მთვლიდი. შენ იყავი ჩემი პირველი ცალმხრივი სიყვარული, შემდეგ კი ილია. მშობლები დამეღუპა სამი წლის წინ და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ილია, დამამშვიდა და ხო იცი როგორც ხდება ხოლმე.. ორი წელი ერთად ვიყავით, მაგრამ ვიცოდი რომ არ ვუყვარდი, მღალატობდა და ასე შემდეგ.. დავშორდით და ზუსტად იმ ღამეს მირეკავ შენ. ერთი კვირა სრულ შოკში ვიყავი. შემდეგ შეგხვდი და მივხვდი, რომ ის ბავშვური გრძნობები დაბრუნდა და რაღაც უფრო დიდში გადაიზარდა. იმ დღეს თეონას რომ ეცეკვებოდი.. ლამის ბოღმისგან გავსკდი, საშინლად ვიეჭვიანე. შემდეგ კი.. ნემსს რომ იკეთებდი.. რა აღარ ვიფიქრე. ძალიან შემეშინდა. მერე ავაწყეთ რაღაც სახის ურთიერთობა და როცა თურქეთში წამოხვედი,. ჩემში ისევ სიცარიელემ დაისადგურა. - მარიამი ცოტახანს გაჩუმდა, ღრიალისმაგვარი ხმა ამოუშვა და ბიჭის ხელს თამაში დაუწყო, მის ლამაზ, გრძელ თითებს ხან თავისაში ხლართავდა, ხანაც სახეზე იტარებდა და კოცნიდა, თან ტიროდა და ბოლოს ამ სიჩუმეში კაცური, ბოხი და გოგონასთვის მეტად სასურველი ხმა გაისმა:
-ოჰ მარიამო.. ძალიან მიყვარხარ!


_____________________________
ვიცი
ვიცი
და ვიცი
რომ ცუდი გოგონა ვარ ://
ცუდად ვიყავი ეს დღეები
არა ფიზიკურად
არამედ შინაგანად/სულიერად/ფსიქოლოგიურად.
არ ვიცი რატო
სორიი
სამაგიეროდ თქვენ ხართ კარგები და მაპატიებთ
რას იტყვით? ❤️❤️скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი kusi

aiii dzaaan magari gogoxae dzalian kargadac wer da maledade veli

 



№2  offline წევრი ლიდია

kusi
aiii dzaaan magari gogoxae dzalian kargadac wer da maledade veli

vaimee didi madloba ❤️❤️❤️ axla martla male davdeb gpirdebiit

 



№3 სტუმარი მარიამმი

ძალიან კარგია აიი ძალიან..თავები გაზარდე გთხოივ

 



№4 სტუმარი სტუმარი ქეთი

კარგის მეტი რა გითხრა, საუკეთესო ხარ. ძალიან თბილი ისტორიაა. იმედია ყველაფერი კარგად გექნება და ჩვენც მალ-მალე გაგვაბედნიერებ

 



№5  offline წევრი ლიდია

მარიამმი
ძალიან კარგია აიი ძალიან..თავები გაზარდე გთხოივ

მადლობაა ❤️❤️❤️ კიკი აუცილებლად გავზრდი უბრალოდ ახლა არ მეცალა და პატარა დავწერე

სტუმარი ქეთი
კარგის მეტი რა გითხრა, საუკეთესო ხარ. ძალიან თბილი ისტორიაა. იმედია ყველაფერი კარგად გექნება და ჩვენც მალ-მალე გაგვაბედნიერებ

ვაიმე როგორ მახარებენ ასეთი კომენტარის ავტორები, დიიდი მადლობა სიხარულო ❤️❤️

 



№6 სტუმარი სტუმარი თათა

ძალიან მომწონს ეს ისტორია ველოდებოდი . ძალიან კარგი გოგო ხარ აღარ დააგვიანო ხოლმე რა :-( <3

 



№7 სტუმარი მარი. ელ❤

გპატიოობ:დდ მხოლოდ ასეთი სანატრელი თავის გამოოო:) მაგარი ხაარ აღარ დააგვიანოო ყველას გვაქვს ისეთი პერიოდი როგორიც შენ გქონდაა❤❤❤❤

 



№8  offline წევრი ლიდია

სტუმარი თათა
ძალიან მომწონს ეს ისტორია ველოდებოდი . ძალიან კარგი გოგო ხარ აღარ დააგვიანო ხოლმე რა :-( <3

მადლობაა დღეს დავდებ ახალს ❤️❤️

მარი. ელ❤
გპატიოობ:დდ მხოლოდ ასეთი სანატრელი თავის გამოოო:) მაგარი ხაარ აღარ დააგვიანოო ყველას გვაქვს ისეთი პერიოდი როგორიც შენ გქონდაა❤❤❤❤

ჰაჰმადლობა ❤️❤️❤️ კიი დღეს ვტვირთავ უკვე დაწერილიმაქვს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent