შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების წესი (თავი 5)


14-01-2018, 11:46
ავტორი ლიდია
ნანახია 494

ჩემი ცხოვრების წესი (თავი 5)

მარიამმა ცრემლიანი თვალები დაჭყიტა, ლამის გადმოსცვივდა ბუდეებიდან.
როდესაც მიხვდა, რომ ეს ხმა მისი წარმოსახვის ნაყოფი არ ყოფილა და გაბრიელის ლამაზ, გახელილ კრიალა მწვანე თვალებს შეხედა, სიხარულისგან წამოხტა და კივილი დაიწყო.
ისევ წამოუვიდა ცრემლები, ამჯერად სიხარულის და გაბრიელს მთელი სახე დაუკოცნა.
გაბრიელი მის ამ ქცევაზე იღიმოდა.
-ღმერთო მადლობა. დიდი მადლობა.. ჩემი ბიჭი დაბრუნდა, გაბრიელმა გაიღვიძა!! და.. ახლა რა უნდა ვქნა? ექიმებს როგორ დავუძახო? ვაიმე ძალიან დავიბენი... გული ცუდად მაქვს, მგონი სადაცაა გავსკდები.
დაიწყო ლაქლაქი მარიამმა და კიდევ დიდხანს ილაპარაკებდა გაბრიელის თბილი ტუჩები რომ არ ეგრძნო თავისაზე.
ჯერ კიდევ მასთან ახლოს იდგა და ზემოდან დაჰყურებდა.
-ამ ღილაკს დააჭირე. - უთხრა ბიჭმა. ტკივილნარევი ხმა ჰქონდა, რაზეც გოგონას გული გაეწურა.
მითითებულ ღილაკს დააჭირა და ექიმებიც მალე შემოცვივდნენ. მარიამი გარეთ გააგდეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და გაბრიელს სხვადასხვა გამოკვლევა ჩაუტარეს. გაბრიელის დედაც მივიდა ბიჭთან, ხოლო მარიამი მთელი ამ ხნის მანძილზე მოსაცდელში იჯდა, გვერდით თავისი ჩემოდანი ედო და მის ელვას ეჯაჯგურებოდა. ფრჩხილების დაკვნეტას იწყებდა, როდესაც გაბრიელის დედა, ქალბატონი მანანა გამოვიდა პალატიდან, გოგონას თბილად გაუღიმა და უთხრა:
-შენ გელოდება.
მარიამმაც გაუღიმა და პალატაში შევარდა.
გაბრიელის საწოლთან სკამზე ჩამოჯდა და თავი ჩახარა.
-თავს კარგად გრძნობ? - ჰკითხა ბიჭს.
-მშვენივრად. ინსულინიც ნორმაშია და ღვიძლიც.
-რატომ.. რატომ არ მითხარი რომ შენ იკეთებდი ოპერაციას და არა დედაშენი?
-ნაწილობრივ სიმართლე იყო,დედამ გადამინერგა ღვიძლის ნაწილი. შენი განერვიულება არ მინდოდა, სკოლაში ცხრიანს რომ იღებდი პანიკებში ვარდებოდი და როცა წარმოვიდგინე ამ ამბავის გაგებაზე რა დაგემართებოდა, ეგრევე გადავიფიქრე სიმართლის თქმა. მეგონა ადვილად გამოვძვრებოდი ამ ოპერაციიდან, მაგრამ როგორც ჩანს ისევ ამ წყეული დიაბეტის გამო კომაში ჩავვარდი. შენი ხმა გავიგე და გავიღვიძე. მარიამო.. ხომ მაპატიებ იმ ტყუილს?
-მე.. მე უკვე გაპატიე გაბრიელ. მე რაც ვთქვი.. აი წეღან, ხომ ხვდები რომ გეძინა.. ყველაფერი გაიგე?
დაიმორცხვა მარიამმა და ტირილისგან დასიებულ სახეზე ხელები გადაისვა.
-კი, თითოეული სიტყვა მტკიცედ გადავინახე ჩემს გულში..
-და.. და რას ფიქრობ?
-შენ გაიგე რა გითხარი როცა გამოვიღვიძე?
-არა - იცრუა მარიამმა,გაბრიელმა წარბები მაღლა აზიდა და გაიცინა.
-კიდევ მითხარი. - უთხრა გოგონამ.
-მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ! - გოგონა ყურებამდე იღიმოდა. სახე ახლოს მიუტანა გაბრიელს და აკოცა, მის ტუჩებს არ მოშორებია ისე თქვა:
-მე კიდევ შენ მიყვარხარ, ძალიან ძალიან.
კიდევ ოთხი დღე იყვნენ საავადმყოფოში, გაბრიელი ჯერ კიდევ სუსტად იყო.
ამ ხნის განმავლობაში გოგონა მას არ მოშორებია. უფრო ბევრი შეიტყვეს ერთმანეთის შესახებ.
თბილისში ერთ კვირაში დაბრუნდნენ. გაბრიელს ოთხი ნაკერი ჰქონდა, მშვენივრად გრძნობდა თავს, აღარაფერი სტკიოდა. დედამისიც კარგად იყო.
გაბრიელმა დედა სახლთან დატოვა და ახლა გოგონა მიიყვანა სახლამდე.
სანამ მარიამი მანქანიდან გადავიდოდა, ბიჭმა უთხრა:
-მარიამო.. არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო. შენ ხარ ჩემი სიცოცხლის ერთადერთი გამხალისებელი. ჩემი ცხოვრების წესის გამლამაზებელი. მიყვარხარ.
-მეც ძალიან ჩემო ბიჭოვ.
მარიამმა მას აკოცა და სახლში ავიდა. იქაურობა მოაწესრიგა და დიდი ხნის უნახავ ნინის შეხვდა, ყველაფერი მოუყვა. ნინი გახარებული იყო მეგობრის ბედნიერებით.


~1 თვის შემდეგ~
-გაბრიელ ინსულინი ხომ გაიკეთე?
-კიი მარიამო კიი. არ დამავიწყდება არასდროს ხომ იცი, რაღას ნერვიულობ.
ყოველი დილა ასე იწყებოდა. მარიამი ბიჭს ტელეფონზე ურეკავს და წამლების შესახებ ახსენებს, მიუხედავად იმისა რომ გაბრიელი ამას მის გარეშე კაი ხანია აკეთებს.
ის ისეთი მზრუნველი იყო, რომ გაბრიელს გულში სითბო ეღვრებოდა ხოლმე.
“მარიამო. დღეს განსაკუთრებულად გაემზადე. 8 საათზე სადარბაზოსთან დაგხვდები.”
გოგონას გაუხარდა, დიდი ხანია გარეთ არ ყოფილან.
გადაწყვიტა კამკამა მწვანე ფერის, მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა ჩაეცვა ღრმა დეკოლტით. საშინლად უხდებოდა. თმები ცხენის კუდად შეიკრა და დაბლა ჩავიდა.
გაბრიელი დროზე მოვიდა და გოგონას მხურვალე კოცნით მიესალმა.
-ყველაზე ლამაზი ხარ მთელს მსოფლიოში!
გოგონა გაწითლდა და ბიჭს ჩაეხუტა.
გზა ეცნო.
-არ მითხრა რომ იქ მიგყავარ სადაც მგონია. - გაეცინა გოგონას.
გაბრიელმა მანქანა სკოლის წინ გააჩერა, მათი სკოლის წინ.
გოგონას ხელი ჩაკიდა და სკოლაში ერთად შეაბიჯეს.
-ათი წელია აქ ფეხი აღარ შემომიდგამს.
-ჰო არც მე. უცნაურია..
თავიანთ ძველ კლასში ავიდნენ. მარიამმა გაოცებისგან პირი დააღო, როდესაც რომანტიკული ვახშამი დაინახა, სწორედ იმ მერხზე სადაც თვითონ იჯდა ხოლმე. გაბრიელს მოეხვია და გახარებულმა ამოკნავლა:
-საუკეთესო და გიჟი შეყვარებული ხარ!
მშვიდად ივახშმეს, ძველი ამბები გაიხსენეს და ბევრი იცინეს.
-გახსოვს იმ ყვავილს - გაბრიელმა ხელი ქოთნის ყვავილისკენ გაიშვირა, რომელიც ფანჯრის რაფაზე იდგა, მთელი ათი წელი, ან მეტი... - იმ ყვავილს უსხამდი წყალს. და მერე მე..
-მერე შენ უკნიდან მომეპარე, ბოთლი გამომართვი და ზედ გადამასხი. ჰო მაგას რა დამავიწყებს!
-საზიზღარი ვიყავი... და ის გახსოვს მაგ ქოთანში ჭიკარტებს რომ გიტოვებდი?
-ო ღმერთო!! ეგ შენ იყავი? შენ მართლა საზიზღარო!! იცი რამდენჯერ დამჩხვლეტია თითი მაგის გამო?
ორივეს ხმამაღლა გაეცინა.
გაბრიელი წამოდგა.
-მოდი.
გოგონა მასთან მივიდა.
-მიდი ქოთანთან.
მარიამიც მივიდა.
-შეამოწმე, ჭიკარტი ხომ არ გდია?
მარიამი დაიბნა, მაგრამ ჩაიხედა, თვალები გაუფართოვდა და ცრემლები წასკდა. ბრჭყვიალა ნიშნობის ბეჭედს დაავლო ხელი და ბიჭისკენ მიბრუნდა, რომელიც ჩამუხლული დახვდა.
-მარიამო.. ყველაზე ლამაზო,ნაზო და კარგო გოგონავ. ძალიან მიყვარხარ, მინდა მთელი ცხოვრება შენს დაძინებას და გაღვიძებას ვუცქირო, შენით დავტკბე ყოველ დღე. მინდა მთლიანად ჩემი გერქვას და ერთადერთი და უკანასკნელი ქალი იყო ჩემთვის! მინდა რომ ჩვენი შვილები ამ სკოლაში ვატაროთ, რადგან სწორედ აქ იღრმავებს ფესვებს ნამდვილი სიყვარული. ეს უფრო ადრეც უნდა გამეკეთებინა! მაგრამ იცოდე რომ თუ დამთანხმდები ჩემი ცხოვრების წესი, ჩვენი გახდება და არ მინდა ამით იტანჯო, ან თუნდაც ერთი წამით ინანო ჩემთან ყოფნა. მიყვარხარ ჩემს თავზე მეტად. ცოლად გამომყვები?


________________________

ღამე ვერ ვიძინებდი და ამას ვწერდი :დდ
ეს თავი შემიყვარდა.
მგონი კაია არა?скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი მარი. ელ❤

კარგი კიარა საოცრებააა ბოლო მომენტზე გული ამიჩუყდაა დავდნიიი:დდ ძაან მიყვაარს კარგი ხარ შეენ❤❤❤

 



№2  offline წევრი ლიდია

მარი. ელ❤
კარგი კიარა საოცრებააა ბოლო მომენტზე გული ამიჩუყდაა დავდნიიი:დდ ძაან მიყვაარს კარგი ხარ შეენ❤❤❤

ეე მადლობაა ❤️❤️ასეთი კომენტარები მოტივაციას მაძლევენ რომ უფრო მეტი და მეტი ვწერო ❤️❤️

 



№3 სტუმარი სტუმარი თათა

მალე დადე გთხოვ <3

 



№4  offline წევრი ლიდია

სტუმარი თათა
მალე დადე გთხოვ <3

ნაწილი დაწერილი მაქვს... სკოლის გამო ვერ დავდე. დღეს უსიკვდილოდ დავდებ მეექვსეს და სავარაუდოდ 2-3 თავში დამთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent