შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი ზეცა (V თავი)


14-01-2018, 17:40
ავტორი Yvavi.
ნანახია 135

ბნელი ზეცა (V თავი)

ლოლა მიწისქვეშა, საიდუმლო დარბაზში შეიყვანეს. კედლებზე ანთებული ჩირაღდნები მიემაგრებინათ. კაცმა დარბაზის ცენტრში დახაზულ ვარსკვლავზე დატოვა ლოლა, თვითონ კი დარბაზიდან გავიდა.
-ზილდა, დღეს ხომ უკვე გავიარე მაგიის პრაქტიკა, ამდენი გამომფიტავს. - დაბნეულმა დაუწყო სიცარიელეს საუბარი.
სამარისებულ სიჩუმე ხმადაბალმა ბუტბუტმა დაარღვია. ლოლა შეკრთა უკან დახევა სცადა, თუმცა ვარსკვლავიდან გამოსვლა ვერ მოახერხა. მაჯებზე წვა იგრძნო და მის მაჯებზე გაჩენილ ოქროსფერ კანტებს სასოწარკვეთით დააკვირდა. ამას სცნობდა, დატყვევების შელოცვა იყო, თუმცა ვარსკვლავის გარშემო გამოსახულ სისხლიან სიმბოლოებს ვერ ცნობდა.
-სესილი ძებნას დამიწყებს. - გამტყდარი ხმით წამოიძახა, შიშს ერთიანად მოეცვა მისი გონება, თუმცა საკუთარ თავთან ბრძოლას განაგრძობდა.
-დაგიწყებს. - სიბნელეში ნათლად დაინახა მისი ფოსფორისფრად მანათობელი თვალები. ქალი სიბნელეში კატას ჰგავდა, სიტყვებს კი ისე წარმოთქვამდა თითქოს სისინებდა.
წამში გაქრა ლოლას გონებაში იმ ქალის სურათი, რომელიც ადრე იყო ზილდა. მხიარული და ჭკვიანი ქალბატონი მიწისქვეშა არსებად გადაქცეულიყო.
გარშემო ბუტბუტი გაგრძელდა. უფრო და უფრო ხმამაღლა დაიწყეს შელოცვის სიტყვების წარმოთქმა. ლოლა ვერ ცნობდა, თითქოს სულ სხვა სამყაროში მოხვდა. ვერც ერთი წარმოთქმული სიტყვა ვერ ამოიცნო.
ვარსკვლავი მოულოდნელად განათდა და მისმა სინათლემ მთელი დარბაზი მოიცვა. გარკვევით დაინახა ზილდას გვერდზე მდგომი ქალი, მისი იისფერი თმები აქეთ-იქით ფრიალებდა. თუმცა ზილდასგან განსხვავებით არაფერს ამბობდა, არც ანათებდა.
უბრალოდ იდგა და აკვირდებოდა.
--
ლილიმ მკერდის არეში საშინელი წვა იგრძნო, თითქოს მეტასტაზებივით მთელ სხეულს მოედო და შიგნიდან უჭერდა. წამიერად ამოსუნთქვაც ვეღარ შეძლო. ნიკოლასის ხმა ბუნდოვნად ჩაესმოდა. მხედველობა დაებინდა, ფერების გარდა ვერაფერს ვეღარ ხედავდა.
-ისუნთქე. - ძლივს გაარჩია ნიკოლასის მიერ წარმოთქმული ერთადერთი სიტყვა, თუმცა გვიანი იყო.
გრძნობდა როგორ ეხლიჩებოდა სხეული, სახე აეწვა. ტკივილის შესამცირებლად ხელები სახეზე აიფარა, იგრძნო თითქოს რაღაც წებოვანს შეეხო. ხელისგულებზე დაიხედა, მათზე შერჩენილმა კანი ნაგლეჯებმა პანიკაში ჩააგდო.
უფრო და უფრო გაუხშრდა სუნთქვა.
ძვლებმა ტკაცუნი დაიწყეს, ტკივილისგან მიწაზე იკლაკნებოდა და დახმარებას ვერ ითხოვდა.
ყოველ ჯერზე როცა დახმარების თხოვნა უნდოდა არაადამიანურ ხმებს გამოსცემდა.
საბოლოოდ ტკივილი რომ მიწყნარდა, გარკვევით დაინახა ბიჭის სახე რომელიც მისგან მოშორებით იდგა და შეძრწუნებული შესცქეროდა მას. მისკენ ნაბიჯის გადადგმა სცადა თუმცა წებოვან მასაში ჩადგა ფეხი.
ნანახმა უფრო შეაძრწუნა. კანის მასა ერთიანად ამოგანგლულიყო ტალახსა და სისხლში. გარკვევით მოჩანდა მისი შავი, მბრწყინავი თმაც მათში.
ნიკოლასი მუხლებზე დამხობილიყო, თვალები ცისკენ მიეპყრო და ლოცულობდა.
-დემონის ბავშვი. - წამოიყვირა მოულოდნელად და სახლში შევარდა. - ვიცოდი რომ ცუდი გეგმა იყო. ირისს ვაზღვევინებ ამისთვის... ჩემი სიცოცხლე არაფრად ჩააგდო როცა მასთან ურთიერთობა მაიძულა. - მიუხედავად სქელი, ხის კარისა ლილის გარკვევით ესმოდა ნიკოლასის ხმა, ისიც ესმოდა როგორ სცემდა ბოლთას, როგორც ჭრაჭუნობდა იატაკი ბუხართან.
ტკივილი და შეძრწუნება ბრაზმა შეცვალა.
-სუსტი მორჩილი. - ამოიღმუვლა და კარს მთელი ძალით შეასკდა. კარის ძლიერი ჯახუნის ხმაზე ნიკოლასი თითქოს გამოერკვა. ადგილზე გაშეშდა და თვალებში მიაშტერდა.
-გთხოვ შემიბრალე. - ხმადაბლა ლუღლუღით წარმოთქვამდა და გოგონას თვალს არ აცილებდა.
ლილი გარკვევით ხედავდა მის მოცახცახე მუხლებს, აკანკალებულ ხელებს. მისი თითების მოძრაობა ხმასავით ჩაესმოდა.
-სიტყვებს ვერ დააბრუნებ, ძვირფასო. - სიტყვების ნაცვლად უცნაური ღმუილი გაისმა, რამაც ნიკოლასი უფრო შეაკრთო.
დიდი ნახტომით ეცა ბიჭს და იატაკზე წააქცია. წამში იგრძნო მისი სისხლის გემო, მარილიან ხორცთან შერწყმული. ზიზღისგან უნდოდა ამოეღებინებინა, თუმცა მისმა რაღაც ნაწილმა უფლება არ მისცა. გააფთრებული განაგრძობდა ბიჭის, უკვე უსულო, სხეულის ფლეთას.
--
ზილდა შეუბარლებლად განაგრძობდა შელოცვის წარმოთქმას და ყურადღებას არ აქცევდა მიწაზე მწოლიარე გოგონას, რომელსაც ტკივილებისგან უკვე სუნთქვა აღარ შეეძლო.
ვარსკვლავის გარშემო ერთ მეტრზე იატაკი ჩამოიშალა, მის ნაცვლად უფსკრული გაჩნდა, სწორედ ისეთი როგორიც მაშინ წარმოიშვა როცა გოგონები იშვნენ. სიმხურვალე ზედაპირამდე აღწევდა და ლოლას კანს უწვავდა.
-ეს ყველაფერი კეთილი მიზნებისთვისაა, მოდუნდი. - მოულოდნელად ირისის ხმა ჩაესმა. ტკივილები მცირდებოდა, თითქოს ჰაერში დაფარფატებდა.
-წამებას კეთილი საწყისებიც თუ ჰქონოდა არ ვიცოდი. - ღვარძლიანად ჩაილაპარაკა ლოლამ და წამოდგომა სცადა, თუმცა უშედეგოდ. სხეულს ვერ იმორჩილებდა.
-რადგან ეს დიალოგი აღარ გემახსოვრება, სიამოვნებით გაგანდობ საიდუმლოს. - ირისი უფსკრულთან უფრო ახლოს მივიდა, მისი კეთილი ღიმილი სადღაც გამქრალიყო. - ჩვენ ჩვენი კოზირი გვჭირდება ომში, ქერა ქალბატონი კი შესანიშნავი კანდიდატია. წარმოიდგინე რამდენ რამეზე დაგვთანხმდება მისი მოსიყვარულე ძმა თეოდორი.
-მერე თქვენ რა სარგებელი? - აზროვნების უნარს კარგავდა უკვე, თვალები ეხუჭებოდა და უფრო და უფრო მეტ სიმსუბუქეს გრძნობდა.
-ომის ბედი ჩვენს ხელში იქნება. ჩემო პატარა გოგონავ, არც კი იცი რა მოსაწყენია სამყაროს ჩრდილიდან მართვა. ამის შემდეგ ყველას ჩვენი სახელი ეკერება პირზე, ყველა მოგვისმენს და აღფრთოვანდება ჩვენით. ყველა ჩვენი მარიონეტი გახდება, მათ შორის ცალკე, ფანტასტიკური სამყაროსგან განცალკევებით მცხოვრები, ადამიანები. ოჰ, შესანიშნავი გეგმა მაქვს და ხელს ვერ შემიშლი. - მხიარულად ჩაილაპარაკა და ზილდას ხელით ანიშნა. შემდეგღა შენიშნა ზილდას ხელში არსებული ვერცხლის თასი. შემდეგ კი ყველაფერი სიბნელემ მოიცვა.
მიწაზე ამოკვეთილ ვარსკვლავის ხაზებში, მისი სისხლი გროვდებოდა. ზილდამ ხელი აიქნია და დაგროვებული სისხლი ვერცხლის თასში ჩაედინა.
გოგონას უსიცოცხლო სხეული კი გამთენიისას ჩუმად გაიტანეს სასახლიდან და ტყეში, მათი ტერიტორიისგან მოშრებით უპატრონოდ დააგდეს.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent