შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული (7)


14-01-2018, 17:53
ავტორი lukakhati
ნანახია 106

დაკარგული (7)

...ელიოზი ყველასაგან განსხვავებით დაცარიელებულ ბინას ნელ-ნელა ეგუებოდა. ყოველი კუთხე, ნივთი ახალი აღმოჩენა იყო და შეგრძნება, რომ გარშემო ყველაფერი მხოლოდ მისი იყო უზომოდ, სიამოვნებდა. აღტაცებული ადგილს ვერ პოულობდა და საკუთარი ცხოვრებით, რომელიც ისეთივე ახალი იყო, როგორც ყველაფერი მის გარშემო ტკბებოდა.
საკუთარი არსებობით ტკბობაც ნიჭია. არა ეგოისტური, უსაფუძვლო ვნებებში ჩაძირული ტკბობა, არამედ სუფთა ნიჭი - საკუთარი სხეულის შეგრძნებისა და წარმართვის ნიჭი. მას რომ სცოდნოდა, რომ მისი ნაწილი, რომელსაც ელიაზარი ერქვა, ოდესღაც გამოფიტულ, უსულო თოჯინას წააგავდა და საკუთარი ცხოვრების წარმართვას გონებით, წიგნებში ამოკითხული წინადადებებით გეგმავდა, აუცილებლად სიბრალულით აივსებოდა. ცხოვრებაც მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი, როდესაც მას მთელი სხეულით გრძნობ. ყურს უგდებ და აცნობიერებ, რომ შენც ხარ ცხოვრება, მაგრამ ეს უნარი დანაწევრებული იყო და ყველა ამ ქალაქში მაცხოვრებელი მხოლოდ გარკვეული ნაწილის მფლობელი გახდა. ერთ დიდ სხეულს ჰგავდა ეს ქალაქი და ყოველი ადამიანი, ყოველი ოჯახი მისი ერთ-ერთი ნაწილი იყო. ერთად ისინი ქმნიდნენ სრულყოფილ ცხოვრებას, მაგრამ გახლეჩილები განწირულები იყვნენ ეცხოვრათ მხოლოდ იმ ნაწილით, რომელიც განკუთვნილი იყო მათთვის.
წვიმის ხმა მას ადრეც გაეგონა. წვეთები სახურავს ეცემოდა და დამსხვრეული მინიდან სახლში აღწევდა. როდესაც ფანჯარას მიუახლოვდა კანზე წვეთები შეიგრძნო.
-რა სასიამოვნოა - გაღიმებულს აღმოხდა. თვალები დახუჭა და სახლში შემომავალ სურნელს გაჰყვა. დამსხვრეული ფანჯარა გააღო, ხელი ასწია და წვიმიან ქალაქს დააკვირდა.
-რა ლამაზია. - დამშვიდებული ამბობდა.
გასაკვირი იქნებოდა ყველასათვის ამ სიტყვების გაგება, რადგან ამ ადგილსათვის ლამაზი ,ალბათ, წლებია არავისთვის უწოდებია. ყველა დაცარიელებულ ვიტინებში თავისი ანარეკლის უკან ვერაფერს ხედავდა და ამას წინ ვერაფერი აღუდგებოდა, რადგან მათი გასაჭირი მძიმე ტვირთი იყო და მისი მატარებლები ვერ უწოდებდნენ ამ შენობას, რომელიც მხოლოდ საკუთარ ტყვეობას, არასასურველობას აგონებდა, ლამაზს.
მაგრამ ამ ღამეს ქალაქი მართლაც ლამაზი იყო. კამკამა წყალს ყველაფერი ცუდი თან მიჰქონდა და არე-მარეს ძველ შინაურულ სურნელს უბრუნებდა. არეკლილი ელვის სინათლე კი წამით ერთიანად ყველაფერს აცისკროვნებდა ბევრისათვის აქაურობას სიცოცხლეს, ბევრისათვის კი-სიკვდილს აბრუნებდა.
...საიდუმლო, რომელიც ამ ქუჩას მიუყვებოდა უცნობ, მოულოდნელად მოსულ მგზავს წააგავდა. არავინ იცოდა რისთვის იხდიდ ყველა აქ მყოფი საფასურს , მაგრამ ისინი კვდებოდნენ, კარგის, სიმშვიდის მნიშვნელობა არ იცოდნენ, მაგრამ ელიოზმა არც ცუდის, ბოროტების მნიშვნელობა იცოდა და ხო, ის ცოცხლობდა. ელიოზი სიკვდილის, ლეშის სუნში ცხოვრობდა.
...სიკვდილის სუნს ელიოზის კართანაც მიეღწია. კარის ჭრიალი მოულოდნელი იყო, რადგან არავის უნდა სცოდნოდა, რომ აქ ცხოვრება გადაეწყვიტა. მის სახლს გარშემო ნისლი შემოეხვია. წვიმის ხმა არასასიამოვნოდ ჩაესმოდა. ყველაფერი ავისაკენ მითითებდა. სინათლე დაიარგა, თითქოს, ეს ადგილი ყველაფერმა კარგმა დატოვა. მხოლოდ უკაცრიელი უბედურება დარჩა. კელი ელიოზის სახლის კართან იდგა და მოუთმენლობისგან ადგილს ვერ პოულობდა. უნდოდა იმის ნახვა, რაც ელიაზარმა და ელამ ერთად შექმნეს. დების დაუკითხავად წამოვიდა, სახლი პირველად დატოვა. ეწადა მხოლოდ მას სცოდნოდა ვინ იყო ის, ვისაც ყველაფრის გამოუსწორებლად დანგრევა ან აშენება შეეძლო.
მისი ღაჟღაჟა, წითური მოკლე თმა ნისლში გამოკვეთილად ჩანდა. ფანჯრიდან შეხედა ელიოზმა;არ ეცნო;შეცბა;დიდხანს იფიქრა;ბოლოს ქვევით ჩასვლა გადაწყვიტა :
-რით შემიძლია დაგეხმაროთ? - თავაზიანად ჰკითხა. შეათვალიერა ქალი, რომელიც არასდროს ენახა. კელიც ისეთივე იყო, როგორიც დარინა და როგორიც მეგი - მაღალი, გამხდარი, ალისფერთმიანი, მაგრამ მას დებისაგან მოკლე თმა ასხვავებდა, ბოლოები უხეშად ჰქონდა შეჭრილი, ეტყობოდა საკუთარი ნამოქმედარი, ჟინი ყოფილიყო განსხვავებულ, ერთი, განსაკუთრებული და არა სამიდან ერთ-ერთი. მაგრამ თვალებში ჩასახლებულ წყვდიადში ცეცხლისფერით გაჟღენთილი სისხლის წყურვილი კავშირს დებს შორის აშკარას ხდიდა.
...ისინი მტაცებელი ცხოველები იყვნენ, სასტიკები, რომლებსაც ჰქონდათ ცოდნა და ერთადერთი მიზანი ამოძრავებდათ, ენახათ ყოველი სახლი ცეცხლწაკიდებული, სქელი, შავი კვამლი, რომელიც მთელ ქალაქს ჩაყლაპავდა, შეჭამდა. შორიდან მოესმინათ განწირული ღრიალი, ვედრება და, როდესაც ყველაფრისაგან მხოლოდ ფერფლი დარჩებოდა გზა გაეგრძელებინათ.
-ელიოზი თვენ ხართ? - აკვირდებოდა, თავიდან ფეხებამდა შეათვალიერა. კმაყოფილი ჩანდა. მასში ჩასახლებული შავი ღრუბელი სულ უფროდაუფრო ძლიერი ხდებოდა და მზად იყო ელიოზი ჩაეყლაპა. სისხლისფერ ტუჩებს ათამაშებდა
-დიახ.
-მე კელი ვარ. შეიძლება?
-მობრძანდით.
დაბნეულობას საზღვარი არ ჰქონდა. მკერდის მარცხენა არეში ტკივილს გრძნობდა. ეს გამანადგურებელი სიცხე, რომელიც ამ ქალის სხეულიდან მოდიოდა სასხლს ცეცხლად ედებოდა და ხელშეუხებელს არც ერთ კუთხე-კუნჭულს არ ტოვებდა
....ძველ სავარძელს ხელი გადაუსვა, მტვერი ნაზი ხელის მოძრაობით გადაწმინდა.
-ამ ქალაქში ახლა ჩამოხვედი?
-დიახ.
-საიდან ხარ?
-არ მახსოვს.
-აქ რატომ გამოგიშვეს?
-არ ვიცი. - არ ცრუობდა მართლა არაფერი იცოდა. ელიაზარი და ელა უკუნითში ლივლივებდნენ, შეშინებულები გამოფხიზლებას არ აპირებდნენ.
-გაბრიელს იცნობ?
-დიახ.
-იცი აქ რატომ ხარ?
-აქ?
-ამ ქალაქში?
-რაიმე განსაკუთრებული მიზეზი სჭირდება აქ ყოფნას? - ელიოზის უმეცრება გამაღიზიანებელიც კი იყო კელისათვის. ის აქ რაიმე განსაკუთრებულის ნახვას ელოდა. იმედიც კი გაუცრუვდა, რადგანაც უნდოდა კიდეც ეს ქმნილება გამხდარიყო დაბრკოლება, წინაღობა, მაგრამ ,არა, ისიც ჩვეულებრივი იყო, მაგრამ ეს იმედგაცრუება დამამშვიდებელიც იყო. ის აქ სწორედ ამისათვის მოვიდა და დარწმუნდა, რომ ელიოზი საფრთხეს არავისთვის არ წარმოადგენდა.
-არ ვიცი - ყალბი ღიმილით უპასუხა.
-თქვენ რა გქვიათ?
-ეს სახლი მოგწონს?
-კითხვას თავს არიდებთ?
-ჩემ სახელი აქ არავინ იცის.
-რატომ?
-ასე არის საჭირო.
-იმალებით.
-ელიოზ, აქ ყველა იმალება.
-მე არ ვიმალები.
-ყველას გაქცევა უნდა.
-რატომ?
-შენ არ გინდა?
-მე აქაურობის გარდა არაფერი მინახავს და შეიძლება მიზეზიც ჰქონდეს ყველას სურვილს გაქცევისა, მაგრამ სიტყვა “გაქცევა” ჩემთვის უცხოა. -გაუღიმა, საკუთარ თავში იყო დარწმუნებული. მსმენელსაც გაუკვირდა. დიდი ხანია ასეთი გულწრფელი, გულთბილი საუბარი არავისაგან მოესმინა. მასშ დიდი საფრთხე იმალებოდა და ეს საშიშროება იყო ის, რასაც მის გარდა აქ ვერავინ გაიზიარებდა - ბედნიერება. კელი ზიზღით ივსებოდა. ახლა, მზად იყო ელიოზი მოეკლა და ყველაფერი მარტივად დაესრულებინა, მაგრამ მოვლენებს წინ ვერ გაუსწრებდა. გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა.
-ბედნიერი ხარ ელიოზ? - ხმა დაუდაბლდა. სხეულს მზერას არიდებდა და მის ჩრდილს უყურებდა.
წვიმა წყდებოდა. წვეთების დაცემის შორის ინტერვალი უფროდაუფრო იზრდებოდა. საათის ტიკტიკს წააგავდა ეს ხმა და პასუხის მომლოდინე კელისათვის აუტანელი ხდებოდა.
ელიოზმა ამოისუნთქა:
-მიწისაკენ მომავალი წვეთი სახურავს ეცემა და ქრება, მაგრამ რამდენიმე წამი მას შეუძლია დატკბეს თავისუფლებით. ცასა და მიწას შორის მოქცეული არც ერთს ეკუთვნის და აჟიტირებული მიიწევს წინ, გინდ წინ მას დასასრული დახვდეს.
-ხარ შენ ბედნიერი? - აგდებულად კითხვა გაუმეორა.
გაუღიმა, თაფლისფერ თვალებში ეშმაკი დაატყვევა და უპასუხა :
-და თქვენ იცით რას ნიშნავს იყო ბედნიერი?
კელი განადგურდა ქუჩა ნისლთან ერთად დატოვა. ელიოზმა გაიმარჯვა, წვიმა საბოლოოდ შეწყდა, ღრუბლებიდან შუქმა ნაზად გამოანათა.
***
ახალი გათენებული დღე უსასრულო ცვრიან მდელოს ჰგავდა. გუშინდელი წვიმა აღარავის ახსოვდა. ბალახი წვიმის ნარჩენებით ყვაოდა. წყალს ფესვებით იწოვდა, სტიქიის ნარჩენებით იკვებებოდა. ყოველი ახალი დღე წასულის მოგონებას უგზო-უკგვლოდ შლიდა, აქარწ....ბდა. წესი ასეთი იყო, არსებობა აქ იყო გაყინული, როგორც დრო, რომელიც შეუმჩნეველი გამხდარიყო. ესეც სენი იყო, რომელსაც ყველა იზიარებდა - წარსული და მომავალი წვიმისავით ფესვებში იკარგებოდა და აქ მხოლოდ ერთი დრო არსებობდა - აწმყო.
ქუჩებში ღრმა ორმოებს წყალი ავსებდა და ცის ანარეკლი ორს ერთმანეთთან აკავშირებდა. ნაია მიქაელის მაღაზიისაკენ კვლავ დატვირთული მიემართებოდა. გარშემო იყურებოდა და თეთრი ფერი, რომელსაც სავსე ორმოებში ხედავდა დაუვიწყარ შეგრძნებას უტოვებდა. ეს ფერი ერთის მხრივ სევდიანი იყო, რადგან მისი მშვენიერება ახსენებდა ყველაფერს, რაც შეეძლო ჰქონოდა, მაგრამ არ ჰქონდა, მაგრამ ნაია მშვენიერების შეგრძნების უნარი ტკივილის მიუხედავად არ დაუკარგავს და მას შეეძლო დაენახა ტალახ შერეულ წყალში ცა - სუფთა, უღრუბლო. ცაც ხანდახან ჰგავდა ზღვას - მდუმარეს, ნოზულს. ეს ხორცშესხმული სიმშვიდე, რომელიც დაუვიწყარი ჰანგების სახით ნაისა მეგზურად მიჰყვებოდა მიქაელთან მიახლოების წამს დაიკარგა ყველა იმ მოგონებასთან ერთად, რომელიც მას აღარ ახოვდა.
-ნაია, კარგად გამოიყურები.
-შენც მიქაელ.
-რა მოიტანე?
-როგორც ყოველთვის. - ხელით სავსე ცელოფნებისაკენ მიუთითა.
-ახლავე ამოვალაგებ.
-ისევ აქ დევს? - სიმწარე ირეოდა მის სიტყვებში. უყურებდა საკუთარ მოქსოვილ, კარებზე ჩამოკიდებულ ტილოს. გახუნებულიყო, ძველ ფერებს სიკაშკაშე დაეკარგათ. ისინი კარგავდნენ ფერებს, როგორც მათი შემქმნელი კარგავდა სიცოცხლეს.
-ნაია…
-არ არის საჭირო მიქაელ. ვიცი, რომ ჩემი ნუგეში გინდა.
-ნაია, შენი ნაქსოვები კატალიამ შეიძინა.
-კატალიამ? - გაუკვირდა. ამ ქალის სახელს მისთვის მხოლოდ დიდი პატივისცემა უკავშირდებოდა. ეს პატივისცემა იყო შიშნარევი. მისთვის დიდი პატივი იყო, რომ სწორედ კატალია გახდა მისი შემოქმედების , რომელსაც ნაია საკუთარი შვილივით უყურებდა, მფლობელი, მაგრამ მიზეზზე ფიქრობდა. ყველამ იცოდა, რომ ეს შიშისფერთვალებიან ქალი უმიზეზოდ არაფერს აკეთებდა და ყოველი კარგი, მოულოდნელი ჟესტი მისი მხრიდან დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი.
-ძალიან მომწონს ნაია. შენ ნიჭი გაქვს - მაღაზიაში კატალია შემოვიდა.
-მშვიდობიანი დღე, ქალბატონო კატალია.
-იცი რა მომწონს? ფერების შეხამება თითქოს უადგილოა, უბრალოა, მაგრამ ამ უბრალოებაში იმალება ჭეშმარიტი ხიბლი შენი შემოქმედებისა. - ის მართლაც აღტაცებული ჩანდა. კატალია საოცრად გამოიყურებოდა. სამწუხაროა, რომ ის საკუთარ თავს ასეთს, ვერასდროს დაინახავდა და არასდროს დაამახსოვრდებოდა, რომ ოდესღაც მისი სილამაზე გარშემო ყველასა და ყველაფერს მეტყველების უნარს აკარგვინებდა.
-მადლობელი ვარ.
-უმჯობესია ეს ტილო აქ დარჩეს, მაღაზიის კარზე. არ ვიცი ნაია რას ფიქრობდი ან საერთოდ ფიქრობდი თუ არა, როდესაც ქსოვდი, მაგრამ ეს ტილო სარკეა ჩვენი ცხოვრებისა. გვედებში გახუნებული ბეჟი გზაა, რომელიც ჩვენ აქ მოსასვლელად გამოვიარეთ. დროის განმავლობაში პირველი ფერი მან დაკარგა. დავიწყებას მიეცი და , როდესაც ფერს საბოლოოდ დაკარგავს და გახდება გაცრეცილი, უსიცოცხლო ყველა უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი იქნება. სქელი წითელი წრე ციხეა. ტყვეობაში ცხოვრების საშინელებას ყველაზე მკაფიოდ ეს ფერი ასახავს. მის გარეთ სიცოცხლეა, შიგნით არაფერი.
კატალიას სიტყვებში საღი აზრი იდო, მაგრამ ნაიამ საკუთარი განზრახვის დამალვა გადაწყვიტა :
-მე მსგავსზე არაფერზე მიფიქრია.- სასწრაფოდ გადაწყვიტა სალაპარაკო თემა შეეცვალა, მიქაელს მიუბრუნდა.-მიქაელ ელა როგორ არის?
-ელა?
-შენი და ელა.
-ჩემი და?
ნაიას მხარზე კატალიამ ხელი მოუჭირა. მიხვდა, რომ გაჩუმება სჯობდა. როგორი სასტიკიც არ უნდა ყოფილიყო გაბრიელის საგვარეულო სენი, მასაც ჰქონდა დადებითი მხარე - მიქაელსა და გაბრიელს არასოდეს არ დაამახსოვრდებოდათ სიკვდილი და არ ეცოდინებოდათ, რომ მათი სახლის კედლები სიკვდილის სუნით იყო გაჟღენთილი.
-არაფერი მიქაელი შემეშალა- უხერხულობის გამოსწორება სცადა ნაიამ.
-ნაია მგონი უმჯობესია წავიდეთ. მიქაელი დაღლილია.
-ელიოზს იცნობთ? - ეტყობა ამ სახელს დიდხანს იხსენებდა. კარისაკენ მიმავალ კატალიასა და ნაიას დაუძახა. კატალია უკვე შეხვედროდა ელიოზს და გაცილებით ადრე, ვიდრე რამდენიმე დღის წინ. ელიოზს ის მუდმივად ხედავდა. ნაია კი შეცბა. სახელი არც ეცნო და მიხვდა, რომ ყველაფერი იცვლებოდა და მალე რაღაც ამოუცნობის, სრულიად მოულოდნელის მომსწრე გახდებოდა.
-კი, მიქაელ. კარგი ახალგაზრდაა. ორი სახლის მოშორებით ცხოვრობს.
-კარგი, კატალია.
-დროებით- თავაზიანად დაემშვიდობა და კარიდან თითქმის ძალით გაიყვანა გაკვირვებული ნაია.
აღარ ციოდა. პეიზაჟი ისევ დალაგდა. გრძელ გზას მწკრივად დალაგებული სახლები ხატავდა.
-ელას რა დამერთა? - ვეღარ მოითმინა ნაიამ. უეცრად ეს ნაზი, დაუცველი გოგო სულ სხვანარი გახდა. შეშინებული ადამიანიც კარგავს სახეს, მაგრამ ნაიას შიში სხვანაირი იყო. მას ელას ამბის გაგება მხოლოდ იმიტომ სწრადდა, რომ შეიძლებოდა სულ მალე მისი ბედის გამზიარებელი თვითონ გამხდარიყო.
-ელა მოკვდა, ნაია.
-შეუძლებელია.
-ასეა.
-კი მაგრამ ელას სენი…
-ელა სენს არ მოუკლავს.
-მოკლეს?
-არავინ იცის. - შეწინააღმდეგება უნდოდა. უნდოდა ეთქვა, მუხლებში ჩავარდნოდა კატალია და შევედრებოდა სიმართლე ეთქვა, მაგრამ მისმა დედობრივმა, მზრუნველმა მზერამ და ხმამ მართლა დაარწმუნა, რომ არაფერი იცოდა და ეს სიმართლე იყო.
კატალიამ ელასა და ელიაზარის შესახებ არაფერი იცოდა.
-ელიაზარი გაიქცა.
-გაიქცა?-ყივირილით წარმოთქვა ეს სიტყვები. სახლის კედლებს შეეჯახნენ ბგერები და ტალღასავით გავრცელებულმა ექომ თითქოს ყველა უბედურება, რომელიც ამ ადგილას იმალებოდა გააღვიძა. ყველა აჩრდილი ერთიანად აღსდგა და ორ ქალს გარშემო შემოეხვია.
-როგორ?
-ეს ორი ამბავი ერთმანეთს უკავშირებდა. ელიაზარსა და ელას შორის სიმპათია არსებობდა. შეიძლება ორივე საიდუმლოს ამოხსნა სწორედ ამაში იმალება.
..ნაია შეცბა, კატალიამ თავი დახარა.მის თვალებს ვეღარ ხედავდა :
-იჩქარე ნაია.
-მადლობა- ყველაფერს მიხვდა. არც დაემშვიდობა და სასწრაფოდ გაბრიელის სახლისაკენ წავიდა. მირბოდა და უკან არც მიუხედავს. ის მსხვერპლი იყო, მიზანში ამოღებული მსხვერპლი. გარბოდა და ეჩვენებოდა, რომ გზა სულ უფრო და უფრო შორი ხდებოდა. ნელ-ნელა ტკივილი ერეოდა.
-ოღონდ ახლა არა - გაჩერდა. ხელით კედელს დაეყრდნო. ცდილობდა გაწონასწორებულად, მშვიდად ესუნთქა. შემდეგი დარტყმა წინაზე ბევრად მწარე იქნებოდა - ეს იცოდა, მაგრამ საკუთარ თავს გაჩერების უფლებას ვერ მისცემდა. ნაბიჯებს აუჩქარა, როდესაც სისხლს შერეული ტკივილი ერთ ადგილას შეერთდა და იმდენად აუტანელი გახდა, რომ სიარულის უნარი დაკარგა. დაეცა, მაგრამ ეს ტკივილის არ იყო ერთადერთი. შიშმა ნაიას გონებას ხელი მოკიდა და მან დაინახა ცეცხლი, რომელიც ყველაფერ მოედო. ნელ-ნელა მხოლოდ ფერფლი რჩებოდა, ხეები სანთლებს წააგავდნენ. ყველა ერთიანად აინთო და სატანჯველი უმძიმესი ტვირთი გახდა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent