შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის აგენტი (სრულად)


14-01-2018, 19:35
ავტორი marimayishvili
ნანახია 2 892

ღამის აგენტი (სრულად)

შუა ღამისას აუტანელმა სიცხემ გამაღვიძა. გადავბრუნდი და ვეცადე ძილი შემებრუნებინა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მოსაცმელი მოვიცვი და აივანზე გავედი. მერე სოციალური ქსელები შევამოწმე. არანაირი სიახლე, წიგნი ვერ წავიკითხე, ფილმი არ მინდოდა. შორტი ამოვიცვი, კეტები შევიკარი და მოჯადოებულივით მხარზე ჟაკეტგადაკიდებული ქუჩაში გავედი. სასიამოვნოდ გრილოდა. ორმოცდაათი მეტრიც არ მქონდა გავლილი, რომ ვიღაცამ მანქანა შემინელა.
- გოგონა ხომ მშვიდობაა?
-დიახ, გმადლობთ. - ამ ამბით გაღიზიანებულმა გზა შედარებით სწრაფად გავაგრძელე, მაგრამ მანქანა მაინც მომყვებოდა.
- სახლში მიგიყვანთ, ან რა ვიცი, სადაც მიდიხართ...
- ...
- რა ხდება ანი, ენა ჩაგივარდა? - გაოგნებულმა მივიხედე მანქანისკენ, თუმცა მძღოლის სახე ვერ გავარჩიე. ამან ცოტა არ იყოს შემაშინა. - ამ შუაღამისას გარეთ ოცდაორი წლის გოგო არ უნდა დადიოდეს, - მხიარულად განაგრძობდა უცნობი. მანქანა გააჩერა და გადმოვიდა. - როგორ ხარ?
- ან სკლეროზი დამეწყო ან შენ ვერა ხარ! - არ ვიცი ასე უხეშად რატომ ვუპასუხე, ახალგაზრდა კი განაგრძობდა.
- სკლეროზი არ ვიცი, მაგრამ მგონი ნერვოზი გაქვს.
- რაა? - სულ დამაბნია ამ უტიფრობამ.
- გავისეირნოთ! - პადრუჩკი გამიყარა და სიარული დაიწყო. ამან ისე იმოქმედა ჩემზე იდიოტივით გამეცინა. - აი ასე! გაიცინე რა! ძალიან გიხდება. მე კიდე უკვე მეგონა ანი ნერვოზიანი მანიაკია, ღამე დადის და ხალხს ჭამს-თქო.
- შენ ნორმალური თუ ხარ, საერთოდ არ გიცნობ!
- დაიკიდე, ნერვოზიანო! - მხიარულად განაგრძობდა უცნობი. - ვის არ მოსვლია!
- გაფიცებ ვინ ხარ ან... საიდან მიცნობ, ვერაფერი გავიგე...
- ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა! - ჩამჩურჩულა ყურში ისე თითქოს ირგვლივ ვინმე ყოფილიყოს.
- აა... აგენტი ხართ? - იგივე ტონით ვუჩურჩულე მეც და ისეთი სახე მივიღე, ვითომ ამ წუთას გავხდი უდიდესი საიდუმლოს ერთ-ერთი პატრონი.
- დიახ! მე ღამის აგენტს მეძახიან. უკვე ორი დღეა თქვენ ჩემი ობიექტი ხართ! თავიდან მთვარეული მეგონეთ, იცით?
- არა - გამეცინა მის ასეთ სწრაფ მოფიქრებაზე.
- ასეც ვიფიქრე, აქ ისვენებთ თუ?
- ხო...
- რა სიტყვა ძუნწი ხარ!
- შენ სულ ამდენს ლაპარაკობ?
- ბავშვობაში რა გინდოდა რომ გამოსულიყავი? - სიტყვა ბანზე ამიგდო უცნობბმა.
- სანტექნიკოსი. - ვუთხარი დაუფიქრებლად და შევხტი იმხელა ხმაზე გადაიხარხარა.
- ბავშვობაში გცემდნენ?
- რა მოიგონე ეხლა? - შევეკითხე მისი ასეთი მხიარულობით გაღიზიანებულმა.
- აბა როგორ შეიძლება პატარა, ლამაზ, საყვარელ ბავშვს ასეთი პროფესია მოგეწონოს?
- რა იყო ტეხავს?
- არა მარა... - დაიბნა უცნობი.
- აბა რა ლექცია გამიმართე?
- ო, რა დრო გასულა უნდა წავიდე! - საათის შემხედვარე შეეცბა და მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. კინაღამ შევიშალე, ვერაფერი გავიგე, ვერ მივხვდი. ბოლოს გიჟია-თქო დავასკვენი და საკუთარი "მეც" ვაიძულე დაეჯერებინა ეს სისულელე. ბულვარისკენ გადავუხვიე, უკვე თენდებოდა და დღე-ღამის ეს პერიოდი ყველაზე ძალიან მიყვარს. უყურებ ზღვას და სივრცეში დაკარგულ სხივებს. ცურვა არ ვიცი და ალბათ ვერც ვერასდროს ვისწავლი, რადგან პანიკური შიში მაქვს წყლის. ქვებზე ჩამოვჯექი და ფიქრებში წავედი. თბილისი, სამსახური, ახალი საიდუმლო უფროსი, ზუკა... არა ოღონდ ზუკა არა! - მის გახსენებაზე ნერვები მომეშალა. ისე გამიტაცა ფიქრებმა საათს რომ დავხედე უკვე შვიდი იყო. ნელნელა დავეშვი სახლისკენ და...
- შენ კიდე აქ ხარ? - მომესმა უცნობის ნაცნობი ხმა.
- ვაიმე! მე კი არა, მემგონი შენ ხარ მანიაკი, რა ჯანდაბა გინდა?
- მე? შენ დამსდევ და რომ არ გეჩხუბო მაგიტომ მიტევ ახლა არა? ხო მიდი, მიდი! გააგრძელე! ყველაზე კარგი თავდაცვა, თავდასხმაა! მნახა აქ დაბალი ღობე! - ბუზღუნებდა და ჩემსკენ მოდიოდა. მე ისტერიკული სიცილი დამეწყო. - ხო, იცინე, იცინე! გაფრთხილებ მოკარება არც გაბედო! - საჩვენებელი თითი აღმართა მან და წინ დამიდგა.
- ჩვეულებრივი იდიოტი ხარ! - ვუთხარი მისი ვითომ უკარებობით გამხიარულებულმა.
- ყავა გინდა? - მკითხა უცებ რაღაცნაირი თბილი ტონით და გამიღიმა.
* * *
- ზუკა გაიღვიძე რა ბოლოსდაბოლოს გაგვიანდება! - ვუთხარი და გადასაფარებელი გადავაძრე.
- ორი წუთიც...
- ეგ ორი წუთი თხუთმეტი წუთია რაც გრძელდება ადექიი! - ფეხზე დავეჭიდე და საწოლზე ნახევრად ჩამოვაცურე.
- ანი პახმელიაზე ვარ თუ ხვდები!
- ხოო დილის ექვსზე რომ დაბრუნდი მაგით მივხვდი! და საერთოდ, ამ ორი წლის მანძილზე გიფიქრია იმაზე, რომ მეც მინდა გართობა?
- ბარში ხო ვიყავით იმდღეს? - გადმოტრიალდა და ჩაცმა დაიწყო.
- იმდღეს! - ისე ხმამაღლა დავიძახე ზუკამ ხელები თავზე მოიჭირა. - შემახსენებ ეგ "იმდღეს" რამდენი თვის წინ იყო?
საძინებლიდან გამოვედი და ყავა დავასხი. რომ გამოვიდა არაფერი უთქვამს, ყავა დალია, ლეპტოპში სიახლეებს გადახედა და სამსახურში წავიდა. მთელი დღე სამსახურში მოშხამული ვიჯექი.
- ისევ იჩხუბეთ? - კომპიუტერისთვის თვალის მოუშორებლად მკითხა ელენემ.
- ამჯერად არც კი გვიჩხუბია... - ვთქვი და მეასედ დავიწყე ანგარიშების თავიდან გადახედვა.
- უკაცრავად, ანი კამლაძეს ვეძებ. - თავი შემოყო კარებში პატარა ბიჭმა.
- მე ვარ ანი... - რაღაცნაირად დავიბენი.
- ეს თქვენ! მომიახლოვდა აწითლებული, ფლეშკა გადმომცა და გაიქცა.
* * *
- შენი სახელიც კი არ ვიცი, - ყავა მოვსვი და ერთ ხელს ნიკაპი ჩამოვაყრდენი, რითიც ვაგრძნობინე მოსასმენად მზად ვარ-თქო.
- კარგი რა ანნ... რა საჭიროა სახელები არ მესმის! დავუშვათ... კარლო მქვია, რამე იცვლება ამით?
- რამის შეცვლა არაფერ შუაშია მითუმეტეს თუ კარლო გქვია, - გამეცინა ამ სახელის წარმოთქმაზე.
- მთავარია ზუკა არ მერქვას, არა? - გამომცდელად შემომხედა თვალებში.
- რა მნიშვნელობა აქვს ზუკა გერქმევა თუ ლუკა! - თავისი სახელის გაგონებაზე გაოგნებულმა შემომხედა.
- შე ეშმაკო! - აღმოხდა უცებ.
- ერთით ერთი აგენტო ზარაძე! - გავუღიმე მისი გაოცებული სახით კმაყოფილმა.
- ერთი ამას დამიხედეთ! კარგი რა, ანი! ყველაფერი ჩაშალე! - აღშფოთებული განაგრძობდა ლუკა და დაბღვერილი მიყურებდა.
- სპონტანური ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. - სიცილით მოვსვი ყავა.
- აბა მე მკითხე! ყველაფერი დაგეგმილი მქონდა!
- ქალივით ნუ წუწუნებ! - დავცინე ამ ამბით გახალისებულმა და ფეხი ფეხზე გადავიდე.
- თავი დამანებე! - წამოხტა მოულოდნელად. მეც ავდექი, გულიანად ვიცინოდი და უკან მივსდევდი.
- გაქცევა გამოსავალი არ არის! - შევძახე მსახიობურად და ხმამაღლა გადავიხარხარე. უცებ ქვებზე ფეხი გადამიბრუნდა და დავეცი. ეგრევე კივილი ავტეხე. შეშფოთებული ლუკა მობრუნდა და ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა ეგრევე ჩემთან გაჩნდა.
- რა მოგივიდა?
- მგონი მომტყდა! - გავკიოდი განწირულივით.
- კაი რა ანნ... მაპატიე, მართლა კი არ გავბრაზდი უბრალოდ... მინდოდა მომეტყუებინე... დავრეკო სასწრაფოში?
- კაი მეც მაპატიე... - ვუპასუხე სევდიანად. - არაფერიც არ მტკენია მოგატყუე, - ისეთი სახე მიიღო სიცილისგან გადავბჟირდი.
- ერთი უარგისი გოგო ხარ და მეტი არაფერი! - სიმწრისგან გაწითლებული ფეხზე წამოხტა, ხელზე მოვეჭიდე და წამოვდექი. ერთხანს მიყურა და ელოდებოდა როდის მოვრჩებოდი სიცილს და უკან მოუხედავად წავიდა.
- კარგი რაა! შენც ხო მატყუებდი! - მივაძახე ხალისიანად და რომ მივხვდი ვეღარ დავეწეოდი იქვე ჩამოვჯექი. მოიხედა და რომ დაინახა არ მივსდევდი თვითონ მობრუნდა.
- შეშლილი ხარ, ნერვოზიანო! - ვერ წყნარდებოდა ლუკა და რომ შეამჩნია გაცინებას ვაპირებდი თითი დამიქნია. - თუ კიდე გაიცინებ მართლა წავალ!
* * *
სამსახურიდან ერთი საათით ადრე წამოვედი. სადარბაზოში სწრაფი ნაბიჯებით შევედი, ერთი ციდა ფლეშკას ხელში ნერვიულად ვათამაშებდი და მეორეთი გასაღებს ვიღებდი. კარი რომ შევაღე ქალის ხმა მომესმა და კარი ძალიან ფრთხილად დავხურე.
- და მერე მე რა ვქნა?! - მომესმა გაგიჟებული ზუკას ხმა.
- როგორ თუ რა ქნა, შენი შვილია მაგდენს ვერ ხვდები? აბა რა გეგონა სასტუმროში რომ მიგყავდი! - უპასუხა ქალის გაღიზიანებულმა ხმამ. ჰოლში ვიდექი და ყველაფერი გარკვევით მესმოდა. რაღაცნაირად ვიგრძენი რომ გული შემიწუხდა და იქვე მდგარ ფეხსაცმელების კარადას მივეყრდენი.
- ეგ კიდევ საკითხავია ჩემი შვილია თუ არა, ან საერთოდ თუ ხარ ფეხმძიმედ! - აგდებულად უპასუხა ზუკამ და თითქმის წარმოვიდგინე რა სახით იდგა და უკიდებდა სიგარეტს.
- შეგიძლია ეხოზე რომ გამყვები დააზუსტო სავარაუდო ჩასახვის თარიღი და მიხვდები! მშრალად ამოსვლას ცდილობ? - თითქმის ყვიროდა ქალი - შენ და ანის შვილი მაინც არ გიჩნდებათ, ამაზე არ მეწუწუნებოდი მთელი ღამე? ექიმებთან დადისო, ესაო, ისაო, მკურნალობს და შვილი მაინც არ გვყავსო!
- და მერე რა გინდა ანის გავაზრდევინო შენი შვილი? თუ საით მიგყავს ბაზარი, ხო არ უბერავ გოგო შენ ა?
- იმის თქმა მინდა რომ ჩემგან გეყოლება ბავშვი და აუცილებლად აიღებ მასზე მეურვეობას!
მეტის გაძლება აღარ შემეძლო. ნახევრად ღია კარი ბოლომდე შევხსენი და ღიმილით შევედი ოთახში. არასდროს დამავიწყდება ზუკას გაფითრებული სახე და იმ ქალის დაბნეული გამომეტყველება. ამ ყველაფერმა წარმოუდგენლად დამამშვიდა, თითქოს კმაყოფილება მომგვარა, სავარძელზე ჩამოვჯექი და ჩემთვისვე მოულოდნელად სიცილით წამოვიძახე.
- იმენა ააწყეთ ყველაფერი ხო? - პასუხს არცერთი არ მცემდა. - ძალიან მაგარია! - განვაგრძობდი ღიმილით, - ზუკას ხომ ასე ძალიან უნდოდა შვილი! და რატომღაც ერთხელაც არ წამომყვა ექიმთან, რა სისულელეა! მე არაფერი არ მჭირს შენ გექნება პრობლემაო! ხოდა რაღა გინდა ზუკა ამ ბავშით დაუმტკიცებ ყველას ყველაფერს!
- ანი მომისმინე... - წამოიწყო ზუკამ, მაგრამ მაშინვე გავაწყვეტინე.
- წეღან საკმარისად ბევრი გისმინეთ და აზრიც მკაფიოდ გამოვიტანე. აღარ მაინტერესებს გესმის? ძალიან გთხოვ არ დაიწყო ეხლა უაზრო სცენები, ადექი და წადი სახლიდან, აღარ დამენახო იქამდე სანამ განქორწინებას არ გავაკეთებთ. წადი მეთქი არ გესმის? - ფეხზე წამოვდექი როცა არცერთი არ გაინძრა. - გაეთრიე! - მკლავში ხელი მოვკიდე და კარებისკენ ვუბიძგე.
- კარგი, რომ დაწყნარდები მერე მოვალ... - თქვა და კარებში გავარდა.
- შენ რაღას მიყურებ? - მივახალე გაღიზიანებულმა. - ჩემგან ხომ არ გყავს ეგ ბავშვი!
- ანი არ მინდოდა ასე გამოსულიყო...
- ხო, ხო, რა თქმა უნდა, არცერთს არ გინდოდათ, მე დაგაძალეთ ალბათ და სასტუმროში ძალით შეგათრიეთ! გთხოვ წადი... - ვუთხარი მოღლილი ხმით, როცა მივხვდი, რომ უკვე მეტი აღარ შემეძლო. უკან გავყევი, კარი სწრაფად მივუკეტე, ოთახში ავედი და სარკეში ჩავიხედე.
- არ იტირებ! - სასწრაფოდ ავუკრძალე საკუთარ თავს, როგორც კი ვიგრძენი ტკივილმა როგორ დამიარა სხეულში. - შენ ძლიერი ხარ! ის ამის ღირსი არ არის! შენ ძლიერი ხარ! ძლიერი... - ვუმეორებდი სარკიდან მომზირალ "მეს" რომელსაც თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
* * *
- რას აპირებ? - მკითხა ლუკამ ორაზროვნად.
- დღეს? - თავი გამოვიშტერე მომენტალურად.
- თავს რატომ იშტერებ, ხომ იცი რაზეც გეკითხები არა? - როგორ ხვდება სულ ყველაფერს არ ვიცი!
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი, - ზღვას გავხედე და ფიქრები ისევ ამერია. - ძაან მაგარი თვალები გაქვს იცი? - მზერა მასზე გადავიტანე ფიქრების მოსაშორებლად.
- ხო, მეუბნებიან! - შეიფერა წამიერად.
- არა მართლა! რაღაცნაირი კეთილი და წყლიანი... - გავუღიმე მოხიბლულმა.
- იცი რა მაინტერესებს? - მკითხა ცნობისმოყვარე ღიმილით.
- არა - გავუღიმე მეც.
- საიდან გაიგე ვინ ვარ?
- ნუ ეხლა... ვიღაცეებს ვიცნობ, ისინიც ვიღაცეებს იცნობენ და... გავგიჟდი რა უცებ შეიძლება გაიგოს ადამიანმა მანქანის სერიით მფლობელის სახელი და გვარი! - ჩემი აგენტურობით გახალისებულმა შევძახე და პლიაჟიდან აღებული ქვა ხელში შევათამაშე.
- ანუ ჩემზე მარტო სახელი და გვარი იცი? - მკითხა ამ ამბით გახარებულმა.
- ხო რა იყო, ცოლიანი ხარ და გაგიხარდა რომ არ ვიცი?
- არა, ცოლი რომ მეყოლება სხვას ასეთ დახვედრებს არ მოვუწყობ, - შედგა და თვალებში ჩამხედა. მე ისევ ზუკა გამახსენდა და თვალი ავარიდე.
- ცურვა იცი? - ვკითხე თემის გადასატანად.
- როგორც ყოველთვის თემა ეგრევე გადაგაქვს! - მითხრა მომღიმარი სახით და მაიკა გაიხადა.
- არა, არა! - თვალი ავარიდე მსახიობურად. - სუსტი გული მაქვს!
- გეყოფა ეს მაიმუნობა! - ჟაკეტი მხიარულად გამომგლიჯა ხელიდან და დღესაც არ მახსოვს რა სისწრაფით ამიტაცა ხელში.
- არა, არა! ცურვა არ ვიცი... გეფიცები დავიხრჩვები! არ შემიყვანო! - ვყვიროდი განწირული და ფეხებს ვაფართხალებდი. წყალში ისეთი დგაფანით ჩამაგდო, მეგონა ცუნამი დაიწყებოდა. თვითონ კი განზე იდგა და იცინოდა. გამიმართლა, წყალი ღრმა არ იყო და ძლივს ძლიობით ფეხზე წამოვდექი, ის იყო მაგრად უნდა გამელანძღა რომ მისკენ გავიხედე და სიტყვა პირზე შემაშრა. ლუკა იქ აღარ იდგა. საშინელმა აზრმა გამიელვა და წყალში დავიწყე ყურება, რომ ვერაფერი დავინახე ვეცადე რაც შეიძლება სწრაფად წავსულიყავი ნაპირისკენ, თუმცა, უკვე გვიან იყო. ვიგრძენი როგორ მომეჭიდა ფეხზე და ჩასუნთქვაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი წყალში, ლუკას მკლავებში. რომ წარმოვიდგინე რა სასაცილო სანახავი ვიქნებოდი ამელა თმებით გარშემორტყმული და თვალებ დაჭყეტილი კინაღამ წყალში გამეცინა, მერე ძალიან გავბრაზდი და ლუკას მუშტები დავუშინე თუ არა ხელი შემომხვია და ამოვყვინთეთ.
- სულელი ხარ? - დავუყვირე გაბრაზებულმა, მაგრამ უეცრად ვიგრძენი, რომ ფეხებს ვეღარ ვაწვდენდი მიწას და ისე შემოვხვიე ხელები, ასე მგონი ზუკასაც არ ჩავხუტებივარ.
- აი ეს მესმის! - გადაიხარხარა და ხელები წელზე შემომხვია. - წეღან სულელი ვიყავი, ახლა მეხუტები, მე ვარ სულელი თუ შენ? აბა დალაგდი რა გინდა! თავიდან! - შესძახა გახარებულმა და მე ისევ ვერ მოვასწარი ჩასუნთქვა...
სამაგიეროდ ცურვა ვისწავლე! ხო, ვიცი, ვაი ამ სწავლას, მაგრამ, მთავარია რომ ვისწავლე!დაღლილები ვეყარეთ პლიაჟზე და სულელებივით ვიცინოდით. სახლში მიმაცილა, თან ისე, რომ გზის მისწავლებაც არ დასჭირდა და შუბლზე კოცნით დამემშვიდობა.
- ნიინ! ისეთი სიმპატიურია კინაღამ მოვკვდი! - ჩავძახე დაქალს ყურმილში.
- ეხლა თუ ზუკაზე ამბობ ისევ გადავირევი! - აბუზღუნდა ეგრევე.
- რა ზუკა გოგო ლუკა! რომ მოგწერე სახელი და გვარი გამირკვიე-თქო! - ნახევარი საათი ვუყვებოდი ყველაფერს დეტალებში. ბოლოს ტელეფონი გაითიშა და თავიდან დავურეკე.
- რათო გათიშე?! - ეს უკვე ჩვევად გვაქვს, ვიცით რომ თავისით ითიშება მაგრამ მაინც სულ ერთმანეთს ვაბრალებთ.
- მე კი არა შენ გათიშე! ანუ ზარაძე ხო? - ჩამეკითხა ნინო.
- მე ვლაპარაკობდი როგორ გავთიშავდი? ხო ვაიმე... ძალიან საყვარელია, მხიარული, იცი რა თვალები აქვს? - ვტიკტიკებდი მოხიბლული.
- აბა მე არ გამითიშია და! კაი ვნახავ fb-ზე მაგ შენ პრინცს. - გაიცინა ნინომ, - ზუკასთან არ გილაპარაკია? ან განქორწინებაო რომ ამბობ, ხელი მაინც არ გქონდათ მოწერილი არ გახსოვს? ბინა შენ იყიდე და შენია. საკეტი გამოცვალე რომ ეგ არანორმალური ვეღარ შემოგივარდეს და ეგაა რა!
- შენ და ნინო როდის ჩამოხვალთ? მომენატრა ეგ გიჟიც. - კარზე ზარის ხმა გავიგე და იქით წავედი.
- უკვე ჩამოვედით! - შესძახა მხიარულად.
- სად ჩამოხვედით ვერ გავიგე! - კარი გავაღე და გაოცებისგან პირი დავაღე. - შეშლილებო! რატო არ მითხარით?
იმ დღეს ლუკა არც გამოჩენილა, არც შემხმიანებია. საღამოს რუჯის მიღების შემდეგ ბუნგალოში ყავა დავლიეთ. ბევრი ვისეირნეთ და ბოლოს დაღლილები საწოლზე დავეყარეთ. ექვსი საათი იყო რომ გამეღვიძა. ავდექი და წყალი დავლიე. იმის გაფიქრებაზე, ახლა გარეთ რომ გავსულიყავი და ისევ შემხვედროდა, გამეღიმა. სარაფანი გადავიცვი, გასაღები ავიღე და მაქსიმალური სიფრთხილით გარეთ გავედი. ქუჩას ისევ ისე დავუყევი და აქეთ-იქით ვიყურებოდი. თხუთმეტი წუთი მაინც ვისეირნე, შემდეგ კი უკან მოვბრუნდი და ლუკას გაღიმებულ სახეს შევეფეთე.
- როგორც იქნა! მეგონა აღარასოდეს მოიხედავდი! - წამოვიდა ჩემსკენ.
- რა სულელი ხარ, ამდენი ხანი მომყვებოდი? - აღმომხდა აღშფოთებულს.
- ხო, ისე მინარნარებდი ამ სიჩუმეში იდილია ვერ დაგირღვიე, - მითხრა და პადრუჩკი გამიყარა, - გავისეირნოთ! რაო ნინოებმა?
- შენ მემგონი ჩემი სახლის დარაჯად უნდა დაგნიშნო.
- სიამოვნებით, დღეს რა გეგმები გაქვთ?
- ჯერ არ ვიცით არ მოგვიფიქრებია. შენ?
- არც მე. რესტორანზე რას იტყოდით? ესე რვაზე დაახლოებით.
- იცი... - მინდოდა მეთქვა გოგოებსაც ვკითავ თუ უნდათ თქო მაგრამ აღარ დამაცადა.
- გადაწყდა!
- დამაცდი მოვიფიქრო?
- ბევრი ფიქრი ზოგჯერ საქმეს აფერხებს.
- კარგი, მოვალთ... ახლა კი მაპატიე უნდა შევიდე სახლში...
- ხო, ხო, რა თქმა უნდა, რვა საათამდე რა მოასწრებს, გამზადება არ გინდა? - დამცინა მან. - ძაან გიხდება ეს სარაფანი, - დასერიოზულდა უცებ და ამათვარიელა.
- მადლობა - ვუთხარი და ვიგრძენი როგორ წამოვწითლდი.
- კარგი, საღამომდე...
- კარგი... - წასვლა არ მინდოდა, არც მას. ასე ვიდექით ორივე, მოულოდნელად გამეცინა, ისიც მიხვდა და გადაიხარხარა.
- არ მივდივართ არა?
- არა, - ვთქვი და სიცილისგან სული მოვითქვი.
- მაშინ გავგრილდეთ!
- არც იფიქრო! - არ დამამთავრებინა წინადადება და ისევ ისე მომიკიდა ზურგზე, ისევ ისე ვწუწუნებდი დაახლოებით 5 წუთი, მერე დავიღალე, მერე სარაფნიანად გავგრილდი.
საღამოს რვაზე უკვე რესტორანში ვისხედით. კლასიკურად ჩაცმული ისეთი სიმპატიური იყო გოგოები ხმის ამოუღებლად მოხიბლა.
- არაჩვეულებრივი ხარ, - მითხრა უცებ საოცარი სინაზით და გოგოებს სასმელი დაუსხა. - მაგრამ ეს ხელ ვერ შემიშლის რომ მაგრად დაგათრო.
- იცი რომ თოთხეტი საათი ვსვავდი ერთხელ? - გავუღიმე გამომწვევად.
- ღმერთო! - თვალები დააჭყიტა ლუკამ. - ლოთი შემომაპარეს!
- რა გაყვირებს! - ვუთხარი სიცილით და პირზე ხელი ავაფარე.
- ვინმემ დამეხმარეთ! - განაგრძობდა ვითომ შეშფოთებული. - მე კი ცოლად უნდა მომეყვანე!
- გათხოვილი ვარ! - შევნიშნე სრულიად სერიოზულად.
- სად წერია ეგ? - მკითა მომღიმარმა.
- არსად, მაგრამ...
- დავლიოთ! ჩვენ გავიმარჯოს, ადამიანებს! - უთხრა გოგოებს და ჭიქა მიურტყა.
- და მე რატო მტოვებ?
- შენ ადამიანი ხაარ? ჰაა? შე ლოთო შენა! - განასახიერა "სიყვარული ყველას უნდა-ს" ერთ-ერთი პერსონაჟი ქალი. მე სულელივით გამეცინა. - ხო რა იყო, რა აზრი აქვს შენ დალევას? 14 საათი აქ ვიჯდეთ და გელოდო როდის დათვრები?
- გეყოფაა! - ვთქვი ვითომ განაწყენებულმა, ჭიქა დავცალე და დავდგი. - ბიჭოს! - ერთხანს გაოცებული მიყურებდა, ვერ მიხვდა ვთამაშობდი თუ მართლა მეწყინა.
- მაიმუნობს! - ჩამიშვა უცებ ნინომ და მანაც გადაკრა.
აღარ მახსოვს როგორ ვცეკვავდით, როგორ წამოვედით სახლში, ქუსლიანები რომ აშკარად გზაშ გავიხადე მეორე დღეს ფეხებზე რომ დავიხედე მაშინ მივხვდი. ოთახს თვალი მოვავლე და საერთოდ არ მეცნო. "ოღონდ ეს არა" გავიფიქრე თუ არა არათითზე დავიხედე და...
- ლუკა! - აღმომხდა შეშნებულს და ოთახს თვალი მოვავლე. როგორც ჩანს ამდგარიყო. თავს გუგუნი გაჰქონდა, მაგრამ მაინც შევძელი წამოდგომა. გული პახმელიისგან მქონდა ცუდად თუ ამ ამბისგან ვეღარ ვიგებდი. ჰოლში გავედი და ერთ-ერთი კარი გამოვხსენი. ლუკა სამზარეულოში იდგა და ყავას აკეთებდა. რომ შემომხედა ალბათ ჩემი გამომეტყველებით მიხვდა რომ არაფერი მახსოვდა.
- დილამშვიდობისა! - მითხრა და ტუჩზე მაკოცა. - ისე საერთოდ ცოლი უნდა ტრიალებდეს სამზარეულოში!
- ... - ხმას ვერ ვიღებდი.
- ყავას დალევ? - ისე სასწაულად დავიჭყანე მაშინვე ნაბეღლავის ბოთლი მომაწოდა.
- ეს სიგიჟეა! - აღმომხდა ბოლოსდაბოლოს.
- რა? პახმელიაზე ნაბეღლავი ასწორებს!
- ლუკა სერიოზულად... არაფერი მახსოვს...
- ხომ გითხარი შენ ცოლად მოყვანას რომ ვაპირებდი, რა გაგიკვირდა? - ნაწილნაწილ აღვიდგინე ყველაფერი, რესტორანი, მერე ბეჭედი, ეკლესია...
- ღმერთო... ანუ ეხლა ჩვენ...
- სწორია ძვირფასო! - დამეთანხმა ღიმილით.
- სადაა ჩემი ტელეფონი?
- აგერაა! - მომაწოდა ღიმილით. ეკრანი ავანთე და...
- დღეს უკვე პირველია? ღმერთო სამსახურში უნდა ვიყო უკვე!
ხუთ წუთში სახლში გავჩნდი.
- გილოცავთ! - შემეგებნენ გოგოები თუმცა ისე ჩავუქროლე ვერაფერს მიხვდნენ. მესმოდა როგორ ელაპარაკებოდნენ ლუკას როცა მე ტანსაცმელს ვალაგებდი.
- ანუ დღეს მიდიხართ? - იკითხა ნინომ მოწყენილი ხმით როდესაც უკვე ბარგიანად დამინახა.
- ხო თანაც სასწრაფოდ. - უცებ გადავკოცნე დავემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი.
- ლუკა... შენ ხვდები მაინც გუშინ რა გავაკეთეთ? და მართლა ორი დღის გაცნობის შემდეგ რომ ჯვარი დავიწერეთ?
- კი, მერე?
- რა მერე... ასე ორ დღეში... თან მთვრალები.
- მთვრალი კაცი, მართალი კაციო არ გაგიგია? - მპასუხობდა ხალისიანად და მუსიკას თავს აყოლებდა. როგორც იქნა ჩავედით თბილისში, უკვე ხუთი საათი იყო. აზრი არ ჰქონდა სამსახურში მისვლას. ლუკას სახლში მივედით.
- აქ ტანსაცმელს დაკიდებ ან შეაწყობ ან რავი როგორც გინდა. - მიხსნიდა ის და უზარმაზარი გარდერობის კარებს აღებდა.
- სად მუშაობ ასეთი მაგარი სახლი რომ გაქვს? - დავინტერესდი ბინით გაოცებულმა.
- აგენტი ვარ-თქო არ გითხარი? მგონი მართლა სკლეროზი გაქვს! - ჩანთა გამომართვა და ჩამეხუტა. - შენთან თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, შენ?
- მეც, - ხელები წელზე მოვხვიე და მოვუჭირე.
დილით რომ გავიღვიძე ლუკა საწოლში არ იწვა. კიბეზე ჩავედი, მაგიდაზე წვენი და წერილი დამხვდა რომელზეც მანქანის გასაღები იდო. " არ დაიგვიანო, გკოცნი". გამიკვირდა გასაღებს "ტოიოტას" ნაცვლად მერსედერსის მარკა რომ ჰქონდა, ამიტომ ჩავიცვი თუ არა მაკიაჟი არც გამიკეთებია დაბლა ჩავედი, გასაღების ღილაკს თითი დავაჭირე და სუნთქვა შემეკრა ჩემს წინ მდგარმა "გელენდვაგენმა" რომ დაიპიპინა. კარი გამოვხსენი, ჩავჯექი და მაშინვე ლუკას დავურეკე თუმცა გამორთული ჰონდა. არ ვიცოდი ემოციები როგორ დამეცალა, საშინლად სწრაფად მივდიოდი და გოგოებს აღფრთოვანებული ვუყვებოდი მანქანის ამბავს. რომ გავაჩერე და გადმოვედი შემთხვევით თვალი ლუკას მანქანას მოვკარი. კაბინეტში შესვლაც ვერ მოვასწარი რომ ელენე ვნახე გადამკოცნა მომიკითხა და უფროსთან გამიშვა გიბარებსო. ყველაფერი დალაგებული მქონდა როგორ რა უნდა მეთქვა, დავაკაკუნე და კარი შევაღე.
- უკაცრავად მე... - სიტყვა სახეზე შემაშრა.
- ხომ გითხარი არ დააგვიანო თქო? დავიჯერო ასე ნელა დადის შენი მანქანა? გუშინდელი გაცდენის გამო საყვედურის ფურცელს ხელი მოაწერე. - ფურცელი და კალამი წინ მომიწია სანდრომ და გამიღიმა.
ორი თვის შემდეგ
- რა მომივიდა? - თვალი მოვავლე საავადმყოფოს პალატას და ლუკას შევხედე.
- არაფერი ისეთი, გონება დაკარგე მაგრამ დღოზე დაგიჭირე.
- ვერ ვიტან საავადმყოფოს! როდის გამწერენ?
- არაუშავს, აქ რომ არ მომეყვანე ჯერ ვერც გავიგებდით რომ... - აქ მან პაუზა აიღო.
- რომ? - შემეშინდა მე.
- რომ ფეხმძიმედ ხარ ჩემო ლამაზო! - მითხრა და ისე მაკოცა სუნთქვა შემეკრა.
- რა თქვი? ანუ... მე არ მქონია ბავშვის გაჩენაზე პრობლემა... ანუ ზუკას...
- სწორია! - შესძახა გახალისებულმა. - ანუ ზუკა აზრზე არაა ვის ბავშვს მოუვლის! - ისე გადაიხარხარა თავი ამტკივდა.
- იქნებ შენც არ ხარ აზრზე? - ვუთხარი რატომღაც გაღიზიანებულმა.
- ექიმო! - აყვირდა ეგრევე, - მიშველეთ! დაეწყო ის რაღაც! უკვე ვეზიზღები!
დასასრული
ავტორი - მარი მაყიშვილიскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი ენემი

joy joy მხიარული ტიპია ჩვენი ლუკა joy ძალიან საყვარლობაა, კიდევ ბევრი ასეთი სისაყვარლე მინდა kissing_heart

 



№2 სტუმარი A

რამდენი ვიცინე რა იყო ეს ჰააა????? მაგარი იყო. ნამდვილად ვისიამოვნე.

 



№3  offline წევრი marimayishvili

მადლობა მადლობა მადლობაააა . ეხლა ჩავიკითხე და ისევ სანდრო მიწერია რა უბედური ვარ!

 



№4  offline წევრი BidBif

ძალიან ძალიან საყვარელი, მხიარული და ტკბილი იყო❤❤❤ აი ძალიან მომეწონა ❤❤. ლუკა საოცრება ბიჭია

 



№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

როგორი მხიარული და საყვარლობა იყო♥♥♥
ძალიან მომეწონა და გავბედნიერდი ♥♥♥
პატარა იყო მაგრამ ყველაფერს იტევდა♥

 



№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Cota gegegrdzelebia dzaan male damtavrda

 



№7  offline წევრი svetlana111

აუუუ მომეწონა კარგიაააა. heart_eyes heart_eyes

 



№8  offline წევრი marimayishvili

madloba bavshvebo, miyvarxart <3

 



№9  offline წევრი daiena

როგორ მიყვარს შენი მოთხრობებიიიი????❤❤????

 



№10  offline წევრი marimayishvili

daiena
როგორ მიყვარს შენი მოთხრობებიიიი????❤❤????

მადლობა ჩემო გოგო, ახალი დავიწყე ახლა უკვე მეოთხე თავი დავდე <3

 



№11  offline წევრი gvanc95

Dzalian sayvareli iyoo,,dadebiti muxti mmoitana, yochagh ❤️????Warmatebebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent