შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, შენ არ ხარ 11 თავი


15-01-2018, 18:07
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 366

შენ, შენ არ ხარ 11 თავი

დილით საკმაოდ ადრე გამეღვიძა, გარეთ საკმაოდ თბილი ამინდი იყო ამიტომ გადავწყვიტე აუზში მეცურა. მიუხედავად იმისა რომ ცალი ხელი ჯერ კიდევ არ მიმუშავებს, ვეცდები რამე მაინც გამომივიდეს.
მალევე მოვწესრივდი და ქვემოთ ჩავედი, რადგანაც მისაღებში არავინ დამხვდა პირდაპირ აუზისკენ წავედი.
წყალი ყოველთვის მშველის, მეხმარება გატვირთვაში.
დროებით მაინც მაშორებს ჩემს პრობლემებთან.
ციცქნა ვიყავი ცურვა ბაბუმ რომ მასწავლა, ძალიან ბუნდოვნად მახსოვს ის მომენტები. ვცდილობ რაც მახსოვს ისიც არ დამავიწყდეს და გონებაში ყოველთვის ვიხსენებ ბავშვობის ამბებს.
- რომელი ნორმალური ცურავს შუა აპრილში?
მესმის ბიჭის ცინიზმით გაჟღენთილი ხმა და ფიქრებიდან ისევ ამ სამყაროში დავბრუნდი.
- ვინ ჯანდაბა ხარ? თვალების სრესვით ამოვდივარ აუზიდან და სხეულზე ტილოს ვიხვევ.
- შენ თვითონ ვინ ხარ? არა ისე მიმართვა გაქვს, კაცს შეშურდება. ისევ ეს ცინიზმი ეს ბიჭი უკვე ნერვებს მიშლის.
თავი ზემოთ წამოვწიე და მის თაფლოსფერ თვალებს შევეჩეხე. შემდეგ სახეზე გადავიტანე მზერა, ვცდილობდი გამეხსენებინა ვიცნობდი თუ არა მას და აშკარად არ მეცნობოდა.
- ჰეე მეტყვი ვინ ხარ თუ დაცვას დავუძახო? ფიქრებიდან ისევ მის ხმას გამოვყავარ.
- შენ თვითონ ვინ ხარ? რა უფლებით მოდიხარ აქ და მთხოვ ახსნაგანმარტებას? ჩემს სახლში არ შემიძლია აუზში ვიცურო, თუ ნებართვა შენგან უნდა ავიღო?
როგორც მჩვევია სათქმელი ერთიანად მივაყარე და სახლისკენ დავიძარი.
- რასქვია შენს სახლში? ეს სახლი ქალბატონი თეონასი და ბატონი შალვასია. და შენ ვინ ხარ საერთოდ?
- რა შენი საქმეა. მისთვის აღარაფერი აღარ მითქვამს და სახლში შემოვედი.
- რომ გეკითხები მიპასუხე?
ყვირილით მომყვება ფეხდა-ფეხ სამზარეულოში.
- თათული შენი წვენი. სამზარეულოში შესულს თამრო მხვდება და ფორთოხლის წვენს მაწვდის.
- მადლობა. თამრო ეს ყმაწვილი ვინ არის? ჩემს სახლში მოსვენებას რომ არ მაძლევს, არ ვიცოდი ჩემი ყოველი გადადგმული ნაბიჯი მას თუ უნდა ჩავაბარო. სიცილით ვამბობ მე და იქვე ბარის მაგიდასთან ვჯდები.
- თათული ეს მათეა ბატონი შალვას დამხმარე. მათე ეს თათული დოლიძეა ბატონი შალვას შვილიშვილი.
ბრაზით უქაჩავს თვალებს თამრო.
- საიდან უმდა მცოდნოდა ვინ იყო? მეგონა ქურდი შემოვიდა.
- ქურდი? მის ნათქვამზე ავხარხარდი.
და მერე რა უნდა მომეპარა აუზის წყალი? ან ცალხელ მოტეხილო ქურდი სად გინახავს?
- რაიცი რახდება. მხრების ჩეჩვით ამბობს და ოთახიდან გადის
- ჩემს ოთახში ავალ წყალს გადავივლებ. თამროს ვემშვიდობები და ოთახში ავდივარ, გარდერობიდან ჩემი ტანსაცმელი გადმოვიღე და სააბაზანოში შევედი.
ერთ საათიანი ნებივრობის შემდეგ ოთახში დავბრუნდი, უკვე გამზადებული ტანსაცმელი მოვირგე თმა წვალებით ავიწიე და ქვემოთ ჩავედი.
- თამრი, თამრი სადხარ?
ყვირილით ჩამოვდივარ კიიბებზე და მალევე ვშეშდები როდესაც იქ მდგომ ჩემ ჭაობისფერთვალებას ვხედავ.
- შეენ?
- ბაბუკა ეს რა კარგი ბიჭი ყოფილა, ამდენ ხანს რატომ არ გამაცანი? ღიმილით მეუბნება ბაბუ და ჩემკენ მოდის.
- რა სიმპატიურია ბაბუ. ყურში მეჩურჩულება და თავზე მკოცნის.
- თათა მაპატიე არ მიმდოდა შენი შეწუხება, უბრალოდ ჯარიმის ქვითრის წასაღებად მოვედი. მითხრეს რომ ისევ დაგაჯარიმეს და ვიფიქრე კიდევ დიდხან არ ჩამოვა და მე გადავიხდი თქო.
მალევე დაიცყო თავის მართლება მან.
- როგორ ხარ ლევან?
მისკენ წავედი და გადავკოცნე.
- კარგად შენ?
- ძალიან კარგად გმადლობ, ეხლავე ჩამოვიტან ქვითარს. ოთახში ავბრუნდი და უკან ქვითრით და ფულოთ ხელში დავბრუნდი.
- არ გცხვენია ფულს როგორ მაძლევ? ღიმილით ამბობს ის და მხოლოდ ქვითარს მართმევს.
 - როგორ მომენატრე. ჩურჩულით მეუბნება ის და ტუჩის კუთხესთან მკოცნის.
- ბაბუ იმ მათეს თუ ვიღაცას შეგიძლია უთხრა რომ ნუ დამყვება ყველგან ეჭვიანი ქმარივით? სიტუაციის განსამუხტად ბაბუს მოვუბრუნდი.
- რა ხდება საყვარელო?
- დღეს ცურვა გადავწყვიტე, ის კი თავზე დამადგა და სპეცრაზმის გამოძახებას აპირებდა. ეგონა ავზის წყალს ვიპარავდი. სიცილით ვამბობ მე და იქვე სავარძელში ვთავსდები.
- კარგი რა საყვარელო არ იცოდა ვინ იყავი და მაგიტომ. ბაბუც ამყვა სიცილში.
- ძალიან მშია მე. თამრიკო ქალო მოვკვდი მშიერი არმაჭმევ რამეს? ხარხარით ვეძახი თამროს.
- უკვე ყველაფერი მზად არის თქვენ გელოდებით. მანაც მალევე გამომძახა.
- მე წავალ აღარ მოგაცდენთ.
- რასამბობ საერთოდ არ გვაწუხებ, დარჩი ერთად ვისადილოთ.
უკვე წასასვლელად გამზადებულ ლევანს ბაბუ აჩერებს.
სუფრას სამივენი ერთად მივუსხედით, როდესაც თეფშზე დადებული ჩემი საყვარელი კვერცხიანი პურები  "ყიყლიყოები" დავინახე, გავშვივით ფ
გადავუსვი ყუჩებს ენა და ორცალს ერთად დავწვდი.
- ოჰ ჩემო თამრიკო როგორ მიყვარხარ რომ იცოდე. ფეხზე წამოვხტი და თამროს გადავეხვიე.
- მეც ძალიან მიყვარხარ თათული. მიდი ეხლა მიირთვი თორემ დარჩები მშიერი, ნახე ბაბუა როგორ უყურებს შენს თეფშს. ჩუმად მეჩურჩულება ის.
- აბა ლევან მომიყევი რას საქმიანობ? ბაბუმ როგორც ყოველთვის დაიწყო გამოკითხვა.
- საგზაო პატრული ვარ, უფრო სწორედ კაპიტანი.
- გასაგებია. და ოჯახი?
- დედა, მამა და ერთი და მყავს?
- ძალიან კარგია. ზოგჯერ შვილები პროფესიას მშობლების გადაწყვეტილებით იღებენ და შენკენ როგორ მოხდა?
- ბავშვობიდან მიყვარდა ეს პროფესია, არასოდეს მდომებია ვყოფილიყავი გამომძიებელი. პირიქით ყოველთვის მინდოდა გზაზე მემორიგევა და საგზაო მოძრაობა გამეკონტროლებია.
- კარგია როდესაც იმას აკეთებ რაც გინდა. აი თათას მაგალითად ბავშვობიდან უნდოდა ქურდობა. ხარხარით ამბობს ბაბუ.
- ვერანაირად ვაგებინებდი რომ ქალი კანონიერი ქურდი ვერასოდეს გახდებოდა, ის კი ამის გამო სულ მიჯავრდებოდა. როდესაც სკოლაში რაღაც ჩხუბი ხდებოდა, საქმის გარჩევის დროს სულ თათა მიჰყავდათ.
მახსოვს ერთხელ გოგსიკას მაღალ კლასელებთან ჩხუბი მოუვიდა, მან კიდე გადაწყვიტა ბიჭები " რაზბორკაზე" დაებარებინა. შემდეგ იქ ამბები ხდებოდა, ორი სამი ბიჭი სულ დალურჯებული მოდიოდა.
დღის ბოლოს კიდევ მამამისის მაგივრად დირექტორის კაბინეტში მე ვიდექი როგორც დასჯილი ბავშვი და ვისმენდი, ჩემი საყვარელი გოგოს საყვედურებს. მხიარულად იხსენებს ბაბუ ჩემს ბავშვობას და მის ღიმილზე მეც მეღიმებიდა.
- ანუ ძალიან ცელქი ბავშვი იყო?
- ცელქი? ცელქი ძალიან რბილი ნათქვამია, ეს ქაჯი კი არა საშინელი ბავშვი იყო.
როდესაც კაბინეტში მლანძღავდნენ მის გამო, ის ამდროს რას აკეთებდა იცი? თავდახრილი კი არ იდგა ან ბოდიშებს კი არ იხდიდა. პირიქით იდგა და ხარხარობდა დირექტორის ნათქვამზე.
- მართლა? გაკვირვებით ამბობს ლევანი.
- ხო შვილო, გაგიჟებული დირექტორი კი ფსიქოლოგთან წაყვანას მთხოვდა.
ამაზე კიდევ უფრო ხარხარებდა.
- კარგი რა ბაბუ თავში მიქროდა, ბავშვი ვიყავი და რა მექნა.
- და ბოლოს როგორ გადააფიქრებინეთ ქურდობა?
- ნათლიაჩემი შმაგი შავგულიძე, ზედმეტსახელად კუსას ეძახდნენ.  ძალიან გავლენიანი ადამიანი იყო.
თუ სადმე მის სახელს ახსენებდი ყველას შიშის ზარს სცემდა, მეც მისი სახელით "ვბლატაობდი" სულ.
როდესაც კუსამ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გაიგო, დამიბარა და დამრლაპარაკა.
მისი საუბრის შემდეგ კი ამაზე სიტყვაც კი არ დამიძრავს.
როდესაც 18 წლის გავხდი კუსამ დამირეკა, დაბადებისდღეზე მისი კულონი გამომიგზავნა რომელიც. როდესაც  ქურდის სახელი მიანიჭეს მასშინ გადასცა, ერთ-ერთმა მთავარმა.
ძალიან გამიხარდა მისი საჩუქარი, ჩემთვის ეს ყველაზე ძვირფასი ნივთია. 
მაისურიდან კულონი ამოვიღე და ლევანს ვაჩვენე.
- იმ დღეს ჩემზე ბედნიერი ადმიანი არ დადიოდა, თუმცა ბედნიერება დიდხანს არ გამიგრძელდა. მეორე დღეს მოსკოვიდან დამირეკეს და მითხრეს რომ, კუსა მისივე ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
ცრემლიანი თვალები მოვიწმინდე და ლევანს გავხედე.
- ძალიან ვწუხვარ. შმაგის პირადად არ ვიცნობდი თუმცა მასზე ბევრი რამ მსმენია.
სევდიანი თვალებით გამომხედა მან.
- მე დაგტოვებთ. ბაბუ სუფრიდან წამოდგა და გარეთ გავიდა.
- ბაბუს არ უყვარს როდესაც ამ თემას ვიხსენებ, მას კუსა საკუთარი შვილივით ჰყავდა. კუსას მამა და ბაბუ ბავშვობის მეგობრები იყვნენ, როდესაც კუსას მამა გარდაიცვალა ბაბუ ზრდიდა საკუთარი შვილივით.
- იქნებ არ ღირდა ამ თემის გახსენება?
- ამ თემას უკვე 11წელია ტაბუ აქვს დადებული, მის გახსენებას და მოგონებას ვერავინ დამიშლის. მერე რა რომ ბაბუს გული სტკივა, გული მეც მტკივა თუმცა როგორ არ გავიხსენო ესეთი ადამიანი.
- მაპატიე არ მინდოდა.
ფეხზე დგება და ჩემს გვერსით იკავებს ადგილს, ხელები მომხვია და ჩამიხუტა.
-ძალიან მინდა ეხლა აქ შენთან ერთად ყოფნა თუმცა უნდა წავიდე, სამსახურში ბევრი საქმე მაქვს.
ფეხზე წამოვდექით და გასასვლელისკენ ერთად წავედით.
- მალე დაბრუნდი რა, ძალიან მენატრები.
შუბლზე მკოცნის ის.
- მალე დავბრუნები. ცალი ხელით ჩემკენ დავქაჩე და ტუჩებში მთელი გრძნობით ვაკოცე, მუცელში ისევ ზოოპარკი ამითამაშდა. მის ტუჩებს რომ მოვშორდი ჩავეხუტე.
- ძალიან მიყვარხარ ჩემო ჭაობისფერ თვალებავ.
- ვგიჟდები შენზე ჩემი ჯარიმების დედოფალო.
კარს ფართოდ აღებს და ეზოში უჩინარდება.
კიდევ დიდხანს ვიდგებოდი იქ რომ არა იმ იდიოტი მათეს ხმა.
- ოჰ კოცნაობაც გაუმართავს აქ. ირონიით ამბობს ის და სავარძელში ჯდება.
- შენ რა ეჭვიანი ქმარივით დამყვები წინდა უკან, შენი შიშით ფეხი ვერ გადამიდგამს სადმე.
ან რა შენი საქმეა მე ვის ვაკოცებ, რას მითვალთვალებ? ბრაზით ვამბობ მე და წინ ვესვეტები.
- ვისაც გინდა იმას აკოცე მე რა, უბრალოდ აქ ხალხი ვართ და +18 მაინც მიიკარი სადმე. ისევ ეს ირონია.
- როგორ მინდა ერთი გწვდე მაგ თმებში და მოგაწმენდინო ეს იატაკი.  ისე ერთით კარგია ეგეთი თმის ქონა, ბაბუს ახალწელს ჩიჩილაკი მაინც არ დასჭირდება.
ხარხარით ვამბობ მე და სამზარეულოში გავდივარ, ყავის გასაკეთებლად.
ისაა ფინჯანში წყალი უნდა ჩავასხა როდესაც ჩემი ტელეფონი აღერდა.
ბატონი ზაზას ნომრის დანახვისას ცოტა ავფორიაქდი და მალევე ვუპასუხე.
- თათული შვილო როგორ ხარ?
თბილად მომიკითხა ექიმმა.
- კარგად ბატონო ზაზა თავად?
- კარგად ვარ, კარგად. მოკლედ შენი პასუხები მოვიდა.
- ესე მალე?
- დიახ შვილო. სანერვიულო არაფერია, ყველაფერი მწყობრში გაქვს. ეს შენი სისუსტე კვების ბრალია, მოკლედ სწორი ჯვება გესაჭიროება და რამოდენიმე ტაბლეტი ვიტამინი. ესაა და ეს სხვა ყველაფერი კარგად გაქვს.
შვებით ამოვისუნთქე როდესაც მისგან ეს სიტყვები მოვისმიმე, მართალია არ ვამბიბდი მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მეშინოდა.
- ხომ გითხარით არა საშიში არაფერი არის თქო.
- ქალბატონ მარიამს უკვე ვესაუბრე, რომ შეძლებ გამომიარე და დანიშნულებას მიგცემ.
- დიახ აუცილებლად. ტელეფონს ვთიშავ და ყავას ვსვავ.
ძალიან კარგი რომ არაფერი მჭირს, ეხლა მშვიდად შემიძლია განვაგრძო ჩემი შურისძიება.
ტელეფინს ისევ ხელში ვიმარჯვებ და კუსას შვილს, კოლიას ვურეკავ.
- მეჩვენება თუ ეს თვით  ქალბატონი დოლიძე რეკავს? როგორც ყოველთვის მსახიობობა დაიწყო მან.
- კოლიკო როგორ ხარ? არ გეჩვენება სიხარულო მე ვარ.
- რადგანაც შენ გამოჩნდი რა მომკლავს, კარგად ვარ თავად.
- მეც ვარ რა. მოკლებ ბევრი რომ არ გავაგრძელო საქმე მაქვს შენთან.
- ჰო აბა ისე რატომ დამირეკავდი. ჰე გისმენ აბა რახდება, ვინ დავბრიდო მითხარი? და ეგრევე ტრუპია შენთავს ვფიცავარ.
- არავის დაბრედვა არა საჭირო. მოკლედ ვახტანგ ღლონტის ნომერი მჭირდება, ეხლა მოსკოვშია და ვერანაირად ვერ გავიგებ მე მის ნომერს. შეგიძლია დამეხმარო?
-რა პრობლემაა, სულ რაღაც ნახევარ საათში დაგიმესიჯებ. მაგრამ შენ ის მითხარი ხომ მშვიდობაა?
- კოლი ხომ იცი რომ არ მჭირდებოდეს არ შეგაწუხებდი? მშვიდობა არის მაგრამ სასწრაფოდ მჭირდება.
- კარგი არ არის პრობლემა, ჩემს ესემეს ელოდე.
ტელეფონი გავთიშე და ბედნიერმა განვაგრძე ყავის სმა.
თუ ელენესთვის სამაგიეროს  გადახდა მინდა ყველაფერი მისი მამინაცვლით უნდა დავიწყო, ვიცოდი ამ ყველაფრის გაგების შემდეგ ელენეს რასაც უზავდა ამიტომ მის დანდობას არ ვაპირებდი.
ელენე კი ისეთი დებილია რომ ამ ყველაფერში ვატოს არანაირად არ გარევდა, ამიტომაც ვატოსთვის სხვა რამ უნდა მოვიფიქრო.
- შენს სახეზე ესეთი ბედნიერი ღიმილი დიდიხანია არ მინახავს, რას მივაწერო ეს ბედნიერება?
ფიქრებიდან ბაბუს ხმას გამოვყავარ და მეც გონს მოვდივარ.
- ყველაფერი იმაზე კარგად არის ბაბუ ვიდრე წარმოვიდგენდი, ელენეს სულ მალე გავანადგურებ. შემდეგ კი ვატოს ჯერიც მოვა.
- შვილო შენთან არიან.
- ვინ ბაბუ?
- გოგსიკა. შეპარვით მეუბნება ის.
- არ მსურს მისი ნახვა.
- ჩემი ხათრით, დაელაპარაკე და საბოოლოთ გაარკვოეთ ყველაფერი.
ბაბუ სამზარეულოდან გადის და მალევე მის ადგილას გოგსიკა დგება.
- რატომ მოხვედი?  ზურგი ვაქციე და ფანჯრიდან ჰორიზონტს გავუსწორე თვალი.
- წარმოიდგინე რომ ერთხელაც აღარ გამოვჩნდები, მოგენატრები?
- შესაძლოა.
- მაშინ რატომ? ერთი მიზეზი მაინც მითხარი რატომ გამირბიხარ? გავიგე რომ შეცდომა დავუშვი, ეს ყველაფერი შენს გარეშე რომ გადავწყვიტე თუმცა. თათ ჩვენ უკვე 28 წელია ერთად მოვდივართ, რატომ არ მპატიობ?
- გეტყვი.
- დაფიქრდი და გადაწყვიტე, ჩვენს მეგობრობას გეფიცები თუ კიდევ ერთხელ გამექცევი, აღარასოდეს გამოვჩნდები შენს ცხოვრებაში.
მიუხედავად იმისა რომ მის სახეს ვერ ვხედავდი, ვგრძნობდი თუ როგორ სდიოდა თვალებიდან ცრემლები.
მისი სახის წარმოდგენისას გული შემეკუმშა, თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა. წამიერად თავბრუ დამეხვა, თუმცა თავის დამორჩილება შევძელი.
- არ შემიძლია, შეიძლება ოდესმე გაპატიო თუმცა ეხლა არ შემიძლია.
გთხოვ წადი აქედან.
ჩემთვის აღარაფერი არ უთქვამს, უთქმელად მიბრუნდა და წავიდა.
გული მტკიოდა, ვერ ვიტან როდესაც გოგსიკასთან ნაჩხუბარი ვარ თუმცა. ეს ყველაფერი მისი ბრალია, პასუხი უნდა აგოს მის დანაშაულზე.
გონს ტელეგონის ხმას მოვყავარ, ცრემლები მოვიწმინდე და ფეხზე მყარად დავდექი.
კოლინკას ესემესი გავხსენი სადაც ვახტანგის ნომერი ეწერა, ბევრი არ მიფიქრია დამერეკა თუ არა ეგრევე დავრეკე.
- გისმენთ. გაისმა ტელეფონის მეორე მხარეს კაცის ხმა.
- გამარჯობა ბატონო ვახტანგ. თქვენთან სერიოზული საქმე მაქვს?
- დიახ გისმენთ.
- მოკლედ მიკიბ-მოკიბვას არ დავიწყებ და პორდაპორ გეტყვით, თქვენი საყვარელი გერი ელენე ორსულად იყო. რამოდენიმე დღის წინ კი აბორტი გაიკეთა.
- რას ამბობ? და საერთოდ ვინ ხარ?

ისმის კაცის არაადეკვატური ხმა.
- თათული ვარ. ბატონო ვახტანგ როდის გაგამფრთხილეთ რომ ელენე კისერს წაიტეხდა? რამდენჯერ გაგაფრთხილეთ რომ ყურადღება მიგექციათ?
- კიმაგრამ ელენე რასისულელეა, ამას როგორ იკადრებდა. მე ხომ არ ვიცოდი რა მოხდებოდა
-თუ თქვენ არ აღკვეთავთ მის უპასუხისმგებლო საქციელს, ამას თავად ვიზამ ოღონდ იცოდეთ რომ ყველაფერი იმაზე ვუდად იქნება ვიდრე წარმოგიდგენიათ.
ტელეფონი გავთიშე და კმაყოფილმა დავტოვე სამზარეულო.
ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ვახტანგს სიმართლე ვუთხარი, მის შემდეგ ელენეზე აღარაფერი მსმენია.
არც მოს მამინაცვალს დაურეკავს და
არც სხვა ვინმეს.
დილით ადრიანად გამეღვიძა მალევე მოვწესრიგდი, შემდეგ კი
მისაღებში ჩავედი სასაუზმოდ.
- ქრისტე აღსდგა. დღეს აღდგომის ბრშყინვალე დღესასწაულია, ბავშვობიდან მიყვარდა აღდგომა.
- ჭეშმარიტად. ყველამ ერთად შემომძახა.
სუფრას ბაბუსთან და თეონასთან ერთად მივუჯექი, განვიხილავდით განვლილი კვირის ამბებს. თან დღევანდელო დღის გრაფიკს ვადგენდით, როდესაც ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. გამიხარდა რადგანაც ლევანი მირეკავდა.
- დილამშვიდობის.
- თათა როგორ ხარ? მესმის ლევანის ანერვიულებული ხმა.
- რა ხდება ლევან?
- თათ იცი, არ მინდოდა ამისთქმა თუმცა სხვა გზა არ მაქვს.
- - რახდება მეთქი?
- გოგსიკა.
- რა გოგსიკა?
- გუშინ დილით ავარიაში მოხვდა, უნდა ჩამოხვიდე.
მისთვის აღარ მომისმენია, გული გამიჩერდა და სუნთქვა შევწყვიტე. მხოლოდ "გოგსიკა ავარიაში მოხვდა" ეს სიტყვები ჩამესმოდა ყურებში.
ფეხზე გიჟივით წამოვარდი, მისაღებში დადებულ გასაღებს ხელი დავსტაცე და სახლიდან გავარდი.
- არ მოკვდე გთხოვ, არ მოკვდე. შენ რომ რამე მოგივიდეს მე მოვკვდები.
არ დამტოვო გთხოვ, შენს გარეშე ვერ გავძლებ. ცრემლიანი თვალებით მივუყვებოდი გზას, სიჩქარეს ვერ ვსაზღვრავდი. გზაში ლევანს მივწერე რათა მისამართი გამეგო.
მალევე მანქანა კლინიკურ საავადმყოფოსთან გავაჩერე და გიჟივით გადავედი მანქანიდან.
მისაღებში გოგსიკას პალატა ვიკითხე და იქეთკენ წავედი.
შესვლისთანავე დავინახე კუთხეში ჩაცუცქული გოგსიკას ცოლი, მის გვერდით კი გოგსიკას მამა.
მეორე მხარეს სავარძელში თავჩარგული ქალბატონი ნანა, გოგსიკას დედა.
-სად არის? გოგსიკა სად არის?
- შენი ბრალია? სწორედ შენხარ დამნაშავე იმაში რომ ის კვდება გესმის? რა გინდოდა? რატომ არ ანებებ თავს? შენთან მოდიოდა გესმის, შენთან მოდიოდა და მაგდროს დაემართა მკვლეკი ხარ, მკვლევი.
მკლავებში ხელი ჩამავლო ქრისტინემ და არაადეკვატურად კიოდა. მისთვის არაფერი მითქვამს თავი ჩავხარე.
- მას რომ რამე მოუვიდეს არ გაცოცხლებ გესმის? მოგკლავ ჩემი ხელით მოგკლავ. ისევ არ წყვეტდა კივილს ის.
- მოკლეტე, ის არ მოკვდება. მას არაფერი არ მოუვა გესმის? იცი რით განვსხვავდებით მე და შენ ერთმანეთისგან?
მე მისი მჯერა, მჯერა რომ არ მოკვდება. შენ, შენ კიდევ არ შეგიძლია დაიჯერო რომ მას არაფერი მოუვა.
მისი ხელები უხეშად მოვიშორე და ქალბატონ ნანას ფეხებთან ჩავცუცქე.
- მიხარია რომ მოხვედი თათული. ხელები მომხვია ქალმა და გულში ჩამიკრა.
- დამშვიდდით, ის კარგად იქნება.
- რამე რომ მოუვიდეს შვილო მოვკვდები, ხომ გესმის არა მის გარდა არავინ მყავს?
- არ ინერვიულოთ გთხოვთ, გოგსიკა არ გადვტოვებს. აი ნახავთ სულ მალე გამოჯანმრთელდება.
ქალს მალევე მოვშორდი და ფეხზე წამოვდექი.
- ბატონო ანზორ.
- თათული შვილო, როგორ მიხარია ეხლა აქ რომ ხარ. ცრემლიანი თვალებით მიყურებს კაცი.
- ესეთ დროს სხვაგან სად ვიქები.
- ექიმი მოდის. მესმის ზურგს უკან ვიღაცის ხმა და ყველანი ექიმისკენ მიდიან.
- ექიმო როგორ არის? განადგურებული ხმით ეკითხება ქალბატონი ნანა.
- დღეს უკეთ არის, მდგომარეობა სტაბილურია თუმცა დროებით მართვით სუნთქვაზე გვყავს.
წესით დღეს გონს უნდა მოვიდეს, გუშინ ძალიან რთულო ოპერაცია გაუკეთეს ამიტომ.
- ექიმო მართლა კარგად არის? ხომ არ მოკვდება? როგორც ყოველთვის ქრისტინე უაზრობებს ამბობს.
- საფრთხე არ ემუქრება ყველაცერი კარგად არის.
ხო მართლა, პაციენტი გუშინ ოპერაციაზე და დღეს მთელი დღეა ვიღაცას ეძახის?
- ალბათ მე, მე მის მეუღლე ვარ. გახარებული ამბობს ქრისტინე.
- თქვენი სახელი?
- ქრისტინე.
- არა ის სხვას ეძახდა, თუარვცდები ბებეს მხოლოდ ეს მახსოვს. ექიმი სათქმელს ასრულებს და იწაურობას ეხლება.
- ბებე ვინ არი? ინტერესით კითხულობს ქრისტინე.
- თათა, თათა შვილო შენ გეძახის. ბედნიერი მეხვევა ნანა დეიდა.
- დიახ მე მეძახის. გგახარებული ვამბობ მე.
არასოდეს დამავიწყდება ქრისტინეს თვალები, ისეთი ბოღმით და შურით ანთებული მიყურებდა. სადაცაა ცეცხს გადმოაფრქვევდა.
გოგსიკას ოჯახს მალევე ვშორდები და ლევანისკენ მივდივარ, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში თვალს არ მაშორებდა.
-როგორ შეგიძლია, ესეთ დროსაც ისეთივე მშვიდო იყვე როგორც ყოველთვის?
ინტერესით მაჩერდება თვალებში.
- არ მიყვარს როდესაც ჩემს ტკივილს სხვას ვუზიარებ. ღიმილით ვეუბნები მას.
- ძალიან მომენატრე.
- მეც მომენატრე. ხელებს მხვევს და თავზე მკოცნის.
- ამდენი ხნით მარტო აღარასოდეს დამტოვო კარგი? ჩურჩულით მეუბნება ის.
- და ბარემ შენს სახლში " სტენკაც" ხომ არ გადმოვიტანი? სიცილით ვამბობ მე და თავს ზემოთ ვწევ.
- ისე არ არის ეგ ცუდი აზრი. ორაზროვნად ამბობს ის.
- ჯერ ადრე " სტენკის" ადგილის შერჩევა. თავი ისევ გულზე დავადე მას.
- ეგ დროც მალე დადგება, ჯარიმების დედოფალო.
მშვიდი ტონით ამბობს და ხელებს უფრო მაგრად მხვევს.






მაპატიეთ ესეთი პატარა თავისთვის. უბრალოდ მეტი ვერ შევძელი, რაც შეეხება ისტორიას ვიცი იმედები გაგიცრუეთ. ეს თავი საერთოდ საშინელებაა მგონი არვიცი.
მუზა გამეთიშა საერთოდ მოკვდა მგონი არვიცი რამოუვიდა.
- ჩემო საყვარელო მოცინარო გოგოოვ შეგპირდი და დავდე, თუმცა არვიცი რა?
კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს უფალი იყვეს შენი მფარველი, ეს თავი შენ ჩემგან საჩუქრად იმედია მოგეწონება❤скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Saly

წაუსნიკერსე? :D <3

 



№2 წევრი gogona migraciidan

Saly
წაუსნიკერსე? :D <3

ჰოოო????:დ

 



№3  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

სად ხარ ამდენ ხანს?!
მოუთმენლად ველოდი *-*
წესით უნდა გავბრაზდე დაგვიანების გამო..
მაგრამ არ შემიძლია ისეთი კაი იყო :დდ
მიყვარს მე ეს ისტორია♥♥
და ისევ დადებით ემოციებს იწვევს ჩემში♥♥♥
ძალიან კარგად წერ♥♥♥
ძალიან მომწონს♥♥
საუკეთესო ხარ♥♥
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს♥♥ ძალიანარ დააგვიანო და დამატკბე ხოლმე ასეთი თავებიატ:დ♥♥
წარმატებები♥♥

 



№4 წევრი gogona migraciidan

ტკბილიწიწაკა
სად ხარ ამდენ ხანს?!
მოუთმენლად ველოდი *-*
წესით უნდა გავბრაზდე დაგვიანების გამო..
მაგრამ არ შემიძლია ისეთი კაი იყო :დდ
მიყვარს მე ეს ისტორია♥♥
და ისევ დადებით ემოციებს იწვევს ჩემში♥♥♥
ძალიან კარგად წერ♥♥♥
ძალიან მომწონს♥♥
საუკეთესო ხარ♥♥
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს♥♥ ძალიანარ დააგვიანო და დამატკბე ხოლმე ასეთი თავებიატ:დ♥♥
წარმატებები♥♥


როგორ მიხარია რომ მოგეწონა, მეგონა ძაან უაზრობა გამომივიდა და არ ვაპირებდი ატვირთვას. ძალიან მახარებს ესეთი თბილი კომენტარები.
აუცილებლად მალე ავტვირთავ ბევრს არ გალოდინებთ❤❤

 



№5 სტუმარი მარი. ელ❤

კარგიააა მაგარიიიი:) ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოოს აღარ დააგვიანოო ინტერესი მეტად მიღვივდებაა თანდათან უფროო ყოჩაღ შეენ❤❤❤

 



№6 სტუმარი სტუმარი lia

Kარგი ტავია ზალიან,ახალი ტავის დადება არ დააგვიანო❤❤❤

 



№7 წევრი gogona migraciidan

სტუმარი lia
Kარგი ტავია ზალიან,ახალი ტავის დადება არ დააგვიანო❤❤❤


ვეცდები მალე ავტვირთო❤

მარი. ელ❤
კარგიააა მაგარიიიი:) ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოოს აღარ დააგვიანოო ინტერესი მეტად მიღვივდებაა თანდათან უფროო ყოჩაღ შეენ❤❤❤



როგორ მიხარია რომ მოგწონთ, ვეცდები რაც შემიძლია მალე ავტვირთო❤

 



№8 წევრი მოცინარი

ვაი-მე!!!!!!!!!!!
შენ მე სულ როგორ მაგიჟებ?
ჩემი ოქრო გოგო <3
მშვენიერი თავი იყო <3
ეს ქრისტინე და ის მათე არ მომწონს მე :/
ფუუუ მათე :/ რა მაგის საქმეა რას გააკეთებს და ზრდილობახ აქვს სასწავლი :/
ხოდააა.... გოგსიკასთან საქმეები მოგვარდა ხომ? ^_^ ვაშააა

აი ბოლოს, რომ ეწერა გილოცავო დაბადების დღესო, აი იქ წამივიდა გული.
. <3 მიყვარხარ მე შენ!

 



№9 წევრი gogona migraciidan

მოცინარი
ვაი-მე!!!!!!!!!!!
შენ მე სულ როგორ მაგიჟებ?
ჩემი ოქრო გოგო <3
მშვენიერი თავი იყო <3
ეს ქრისტინე და ის მათე არ მომწონს მე :/
ფუუუ მათე :/ რა მაგის საქმეა რას გააკეთებს და ზრდილობახ აქვს სასწავლი :/
ხოდააა.... გოგსიკასთან საქმეები მოგვარდა ხომ? ^_^ ვაშააა

აი ბოლოს, რომ ეწერა გილოცავო დაბადების დღესო, აი იქ წამივიდა გული.
. <3 მიყვარხარ მე შენ!


ძალიან, ძალიან მიყვარხარ მე შენ ჩემოო საყვარელო გოგოვ. გამიკვირდა როდესაც შენი კომენტარი ვერ ვნახე, თუმცა ეხლა ძალიან გამახარე❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent