შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა ამბივალენტურობა { სრულად } 18+


16-01-2018, 00:28
ავტორი MoonLady
ნანახია 1 665

გრძნობათა ამბივალენტურობა { სრულად } 18+

პროლოგი


მუსიკის ჰანგები აპობენ სივრცეს...
იმ სივრცეს, სადაც დუმილი ამაყად ზის ბრინჯაოსფერ პიედესტალზე, სადაც სიჩუმე სუფევს აწ და მარადის...
მელოდიური ნოტები წვეთ-წვეთად იღვრება შენი სულის ყველაზე ბნელ წყვდიადში და გეჩურჩულება, ვით სიო ასწლოვანი მუხის შეყვითლებულ ფოთლებს. მათი ექო ამბობს შენთვის ფრიად ნაცნობ სიტყვებს და გეალერსება ტკივილამდე მონატრებული ფრაზებით. მისი ალერსი კი შენში იწვევს ტანჯვის შედეგად გამოწვეულ სიამოვნებას, რაც შემდგომ შენში გარდაიქმნება ერთადერთ ნათელ წერტილად, რომელიც შენს სიბნელეს კიდევ უფრო მუქ ფერებში ხატავს და გატყვევებს.
შენ კი წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც არ გაგაჩნია...
შენ იძირები...
იძირები იქ, სადაც ყოფნა არასდროს მოგწონდა.
იძირები იქ, სადაც ყოფნა გაიძულეს მოგწონებოდა...


1.

მშფოთვარე ძილს მოეცვა მისი რაობა. ცნობიერების უძრავად და მდუმარედ მდგარ სალ კლდეს, რომელიც წლებია უძლებს არაცნობიერის მიერ თავისი ნგრევის რიტუალს, კვლავ ეხეთქებიან გამალებული ტალღები და მოსვენებას არ აძლევენ.
ცივ ოფლში გაწუწულმა გაიღვიძა, როგორც ყოველთვის...
დაღლილი იყო. ტანში ტეხდა და ძლივს მოძრაობდა. ფრთხილად შეახო ფეხის თითები გაყინულ, ყავისფერ იატაკს და სიცივემ იმპულსივით ჯერ ტვინი გაიარა, შემდეგ კი ჟრჟოლის სახით ჰპოვა თავისუფლება მის სხეულზე.
ტიკ, ტაკ.
ტიკ, ტაკ.
ისმის საათის მომაბეზრებელი ხმა.
"საათის წიკწიკი ექოსავით ჩამესმის და მაყრუებს... წყლის წვეთი ზედაპირზე, შენელებული კადრივით, დიდხანს ეცემა და მისი გამაყრუებელი შერწყმა წყალთან სმენას მიხშობს.
მშვიდი, რიტმული სუნთქვა ანგრევს გალავანს... ჩემი ბარიერი წამის მეასედში დაინგრა. სასო წარმეკვეთა. დავტაცე ხელი რაც კი პირველი მომხვდა ხელში და თავდაცვისათვის მოვემზადე..."
გაღიზიანდა და ტუმბოზე მდგარ, მომცრო ზომის საათს ხელი შეავლო. ჯერ იფიქრა აივნიდან ვისვრიო, მაგრამ მაინც ბატარეის გამოღება არჩია.
2:16
ისევ კოშმარი და ისევ ეს ამაზრზენი შეგრძნება, როცა ნერვული იმპულსი მთელ სხეულს გაივლის და თითების ფალანგებს მოასკდება. ადრენალინის დოზა იმატებს და გულისცემათა რაოდენობა პირდაპირპროპორციულად იზრდება. მაგრამ მოდუნებულია, ძალიან დაღლილი და ორგანიზმში ბობოქარ ქარიშხალს ფეხს ვერ უწყობს.
წამოდგა და აივნის ღია კარისკენ წავიდა. ნოემბრის ცივი სიო აფრიალებდა თეთრ ფარდას და თითქოს გიხმობდა.
არ დააყოვნა. ზეწარშემოფარებული გაემართა აივნისკენ და მოაჯირს ცალი ხელით დაეყრდნო. ლურჯ ცას ახედა და რამდენიმე ბრჭყვიალა ვარსკვლავი დალანდა მასზე. ტუჩის კუთხეები ღიმილის მსგავს ფიგურას ხატავდნენ, მაგრამ გარეშე თვალს შიში მოიცავდა ამის შემყურეს. რატომ ? ღიმილი ავადმყოფურს ჰგავდა. სილუეტი ძალიან სუსტი იყო, თუმცა ამოვსებული გავა და მკერდი უცნაურ კონტრასტს ჰქმნიდნენ ამ სისუსტის ფონზე. გრძელი, კუპრივით შავი თმები თეთრ კანთან დუეტში მეტად საზარელ დიალოგად იღვრებოდნენ მთვარის შუქის ფონზე...
ოთახში შევიდა. შარვალი, სვიტრი და ბათინკები ჩაიცვა. სარკეში თვალი შეავლო საკუთარ თავს, ქურთუკი მოიგდო მხრებზე და გარეთ გავიდა.
ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როცა თავს არარაობად გრძნობს. შესაძლოა ყველას არ ჰქონია ამ გრძნობის განცდის „ბედნიერება“, მაგრამ სველ ტროტუარზე მიმავალი თმაგაშლილი ლინდა ფიქრობდა, რომ ყველას ერთხელ მაინც უგრძვნია ის, რასაც გრძნობდა ახლა თავად.
ყველა და ყველაფერი ეზიზღებოდა. მის არსებობას კი აზრი არ ჰქონდა. ნიჰილიზმში დაცურავდა მას შემდეგ...
როგორ ეზიზღებოდა ჰაერში მოძრავი ჟანგბადის ატომებიც კი. ორგანულად ვერ იტანდა ცოცხალსა თუ არაცოცხალს, მატერიალურსა თუ აბსტრაქტულს, რეალურსა თუ ირეალურს. ყვოველივე ზემოთ ტქმული ზიზღს ჰგვრიდა და გულს ურევდა. არსებები, რომლებიც საკუთარ თავს ადამიანებს უწოდებენ, თითოეული მათგანი სძაგდა. ამაზრზენი ორფეხა არსებათა ჯგრო, რომელიც უმისამართოდ დაეხება, თავს იტყუებს და სხვასაც ატყუებს.
ლინდაც ჰომ ადამიანი იყო ?
თავისი თავიც ეზიზღებოდა. როგორც უკვე აღვნიშნე, არარაობად გრძნობდა თავს და ახლა, როცა მიაპობდა ცივ ჰაერს და კონკრეტული მარშრუტით მიდიოდა, მისი ცნობიერება მხოლოდ ერთ ფიქრს მოეცვა...
წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც მისი ფერადი სამყარო შავ-თეთრად შეიღება და საბოლოოდ კი წყვდიადმა შთანთქა. გულაღმა იწვა ამ სამყაროში და გასცქეროდა სიცარიელეს. სრულიად ცარიელი იყო, აღარაფერი დარჩა მასში, რაც სიცოცხლედ უღირდა.
შეჩერდა, ცალი ხელი მოაჯირს ჩასჭიდა და მდინარეს გადახედა. მშვიდი იყო, საოცრად მშვიდი. თითქოს არ აპირებდა მის მიღებას. დინებით ეჩურჩულებოდა არ მჭირდებიო.
ქურთუკის შიდა, გულის ჯიბიდან სიგარეტი და ასანთი ამოაძვრინა. ერთი ღერი ამოიღო და გაფითრებულ ტუჩებს შორის მოიქცია. ასანთი ნელი მოძრაობით მიიტანა სახესთან და მოუკიდა. კვამლი მოედო მის ფილტვებს და საოცარი შვება იგრძნო წამით. გაბრუებული იდგა და უყურებდა მდინარის ჩურჩულს. კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა და მოაჯირზე აძვრა. არ ეშინოდა, ან რისი უნდა შეშინებოდა ? ხსნის ? მისთვის ჰომ ეს თითქოს მართლაც ხსნა იყო... რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა და წარმოიდგენდა რა იქნებოდა შემდეგ. სამოთხე, ჯოჯოხეთი, სიცარიელე, წყვდიადი თუ სხვა რამ ?
ყველას აინტერესებს სიკვდილის შემდეგ რა ხდება.
სად მიდის ადამიანი, რომელიც ადის ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ეშვება ?
რატომ მიდის იგი ნებაყოფლობით ? რატომ იკლავენ თავს ? იქნებ იმიტომ, რომ რაღაც ვერ იპოვეს ?
ღრმად ამოისუნთქა და გაახსენდა... პირველი, მეორე, მესამე დარტყმა... თავი გაიქნია, თითქოს სურს განდევნოს მოგონებები და ფიქრები.
ესესიყო ნაბიჯის გადადგმას აპირებდა, რომ იგრძნო როგორ შემოეჭდო მის წვივებს ვიღაცის ხელები და რაღაცაზე დაჯდა.
ძლივს მოასწრო წონასწორობის შენარჩუნება, თორემ უკან გადაქანდებოდა და შესაძლოა ხერხემალში გადამტყდარიყო.
ნელა დაიხედა ქვემოთ და ფეხებს შორის დალანდა მამაკაცის თავი, ხელებს კი ბარძაყზე გადმოენაცვლებინათ და მაგრად უჭერდნენ. ცხვირში საამო სურნელი უღიტინებდა. თითქოს ოდეკოლონი, სიგარეტი და მისი ბუნებრივი სურნელი შერწყმულიყო ერთად. ნეტა ვინ იყო...
- უკაცრავად, - წამოიწყო საუბარი მან, როცა მამაკაცი დაიძრა. - ხელს ხომ არ გიშლი ? - თქვა და ისე სცადა ჩამოწევა, რომ მისი სახე დაენახა. თუმცა არ გამოუვიდა. არომატი კი უფრო მძაფრდებოდა.
- არა. - მოკლედ უპასუხა მამრმა.
- გასაგებია. - ნერვების მოშლაც ვერ იგრძნო ლინდამ. მისთვის სულ ერთი იყო. აღარ ჰქონდა მნიშვნელობა დღეს მოიკლავდა თავს თუ ხვალ. დასასრული მაინც ერთი ექნებოდა ამ ყველაფერს.
- საჭმელს საერთოდ არ ჭამ ? - მოულოდნელად წამოიწყო ბიჭმა.
- რატომ მეკითხები ? - გაოცდა გოგო.
- ბუმბულზე მჩატე ხარ, რომ გადამხტარიყავი ქარი აგიტაცებდა და ვერ აისრულებდი საწადელს. - ლინდას არაფერი უპასუხია, სურდა გაეღიმა, მაგრამ ტუჩის კუთხეები ჯიუტად ა იცვლიდნენ ადგილს. ბიჭი კი ისევ ისეთი მონდომებით უჭერდა ხელს, თითქოს ჯერ კიდევ მოაჯირზე იდგა და გადახტომას აპირებდა. - და მე, როგორც მზრუნველმა ადამიანმა ჩავთვალე, რომ ამ იმედგაცრუებას ვერ გაუძლებდი. - გაეცინა.
- ზედმეტი მზრუნველობა ბეზრდება ხალხს, ცნობისთვის. - უპასუხა ლინდამ.
- ეგოისტი ვარ და მხოლოდ ჩემსას ვისწორებ. - ჩაიცინა მწარედ.
როცა მდინარეს კარგა მანძილით გაშორნენ ლინდამ ჰკითხა.
- სად მივდივართ ?
- შენს ადგილას სხვა კივილს დაიწყებდა დამსვიო, რანაირი ხარ. - გაჩერდა ბიჭი.
- რანაირი ?
- რავი ტო, უცნაური.
- ცარიელი. - მშრალად მოუჭრა და კვლავ ჰკითხა. - სად მივდივართ ?
- სადმე კაფეში დავჯდებით, გაჭმევ, დაგამძიმებ და ისევ მიგიყვან ხიდთან.
- გამაღიზიანებლად მზრუნველი ხარო ვინმეს უთქვამს შენთვის ? - ხმა შეეცვალა ლინდას. პარალელურად კი ფიქრობდა, ეს ბიჭი სიმართლეს ამბობდა თუ არა.
მართლა მიიყვანდა ხიდთან ისევ ?
- არა ტო, რა მზრუნველი. - ხმამაღლა გაეცინა ბიჭს. მართლაც მივიდნენ კაფესთან. თანაც ისე, რომ გამვლელების რეაქციები არ შეუმჩნევიათ. აშკარა იყო, რომ ორივეს ფეხებზე ეკიდა. ერთი დარწმუნებული იყო სიცოცხლის ამაოებაში, მეორე კი... ვინ იცის ?
მხოლოდ მაშინ შეძლო გოგომ მისი სახის გარჩევა, როცა როგორც იქნა ფეხებქვეშ მყარი მიწა იგრძნო. თვალები კაკაოსფერი ჰქონდა, თმები შავი, ცხვირი კეხიანი, კანი ხორბლისფერი, ტუჩები სისხლის.
წარბი ახალი გატეხილი. ლინდამ მზერა გატეხილ წარბზე შეაჩერა და სახეზე ინტერესი გამოესახა. არც დააყოვნა, ჰკითხა.
- წარბი ახალი გატეხილია. რა მოხდა ?
- შევიდეთ და მოგიყვები თუ გაინტერესებს. - შესამჩნევად ირონიული ღიმილით წარმოთქვა ბიჭმა. ტყავის ქურთუკი ეცვა, ჯინსის შარვალი და თხელი მაისური.
ლინდას ჯერ თავდაჯერებულობა მოხვდა თვალში, შემდეგ ირონიულობა სუიციდური სიტუაციის შემდეგ , საბოლოოს კი ამ ბიჭის შარმი, რომელმაც აიძულა იგი შესულიყო კაფეში, თან ინტერესიც. მართლა აინტერესებდა, უბრალოდ რატომ გაღვივდა ეს ინტერესი ვერ დაადგინა.
როგორც კი მაგიდასთან დასხდნენ ლინდამ უპასუხა.
- ზედმეტი თავდაჯერებულობა იდიოტებს ახასიათებთ.
- თვითმკვლელობა სუსტებს. - უკბინა ბიჭმა. - რას შეჭამ ?
- არ მშია. - მიუგდო ფრაზა ლინდამ.
- ჩემი გმართებს, ასე რომ პროტესტი არ მიიღება. - თქვა, ხელები შეატყუპა და ერთმანეთს გაუხახუნა.
- შენი სახელი ? - ცინიკური ტონით მიმართა ლინდამ.
- ოთო.
- ოთო, თუ გგონია, რომ მადლობას გადაგიხდი - ცდები. - იდაყვები მაგიდაზე დაალაგა, თითები კი ერთმანეთში ჩასვა. ნიკაპი შეერთებულ ხელებს დაადო და გაუღიმა ბიჭს. ოთომ იგრძნო ცინიზმი და წამით თითქოს გაიბადრა კიდეც. ალბათ მოეწონა, რომ ხიდის შემდეგ ლინდას ჰქონდა სურვილი გამოეხატა თუნდაც ცინიზმი.
- მაგაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ჭამით მაინც უნდა ჭამო. - თქვა ოთომ. - ჰოდა რა მითხარი რა მიყვარსო ?
- შემეშვი. - თქვა და წამოდგომა დააპირა.
- იჯექი ! - მკაცრად თქვა ბიჭმა და სახე მსწრაფლ დაუსერიოზულდა. ლინდა ცოტა არ იყოს შეკრთა და მზერა მიაპყრო. კაკაოსფერი თვალები ჩამუქებოდა და შავისგან ძლივს გასარჩევი გაუხდა.
- რა გაბრაზებს ? - არ შეიმჩნია შიში ლინდამ.
- დაეტიე სკამზე და სანამ არ მოვალ ფეხი არ მოიცვალო. - კბილებს შორის გამოსცრა და სავარაუდოდ, საპირფარეშოში გავიდა.
ლინდა ჩაფიქრდა. ვინ იყო ეს ტიპი, ან რა უნდოდა მისგან ? უნდოდა კი რაიმე ?
მაგიდაზე დადო ხელები, გადააჯვარედინა და თავი ჩარგო. თვალები ოდნავ მილულა და კვლავ დაუდგა თვალწინ მდინარე და გაიგონა მისი მომაბეზრებელი ჩურჩული. თითქოს მკვეთრად ხედავდა გადახტომის პროცესს, მაგრამ უეცრად ისევ იგრძნო როგორ შემოეჭდო დიდრონი ხელები ჯერ წვივებს, შემდეგ კი ბარძაყებს. ცხვირში კვლავ შეუღიტინა საამო არომატმა და თითქოს მთელ მის სხეულს შემოეხვია.
მაგრამ მომენტალურად ისევ მოაჯირთან აღმოჩნდა. ცალი ხელი მასზე ედო და ცალით სიგარეტს ეძებდა. შეჩერდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მოაჯირს ხელი მოუჭირა. ყრუ ტკივილი თანდათან იზრდებოდა, ცოტაც და გასკდებოდა. შავ სითხედ დაიღვრებოდა და ლინდას დაახრჩობდა თავის საზიზღრობაში.
- ხელი გინდა მომტეხო ? - გაისმა სიცილნარევი ტონი და ლინდა გამოფხიზლდა. თავი ასწია და ოთოს შეხედა. ბიჭი იღიმოდა. გოგოს თვალები ნელა ჩავიდნენ ქვევით და დააფიქსირეს, რომ ლინდას მთელი ძალით ჩაებღუჯა ოთოს მაჯა და არ უშვებდა. მოაჯირი ეგონა...
უცებ გაუშვა ხელი და წამოიწია. შეიშმუშნა, მაგრამ სცადა არ შეემჩნია.
- თვალები სულ გიმუქდება, როცა ბრაზდები ? - თავისთვის მოულოდნელად მოსწყდა მის გათეთრებულ ბაგეს ეს სიტყვები.
- ჰმ, საინტერესო დეტალებს აკვირდები. - სერიოზული ხმით მიუგო ბიჭმა, თუმცა სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
- იშვიათად.
- ანუ იშვიათ შემთხვევას შემიძლია მივაწერო თავი ?
- ძალიან გინდა განსაკუთრებულად იგრძნო თავი ?
- სარკეში იყურები ხოლმე მაგ კითხვას როცა სვამ ?
- რა საჭიროა ?
- ზიზღი გაქვს აღბეჭდილი თვალებში, არადა რეალურად ორი ერთნაირი ვერ იარსებებს და ყველა განსაკუთრებულები ვართ. - უგულოდ თქვა ოთომ.
- ფილოსოფოსიც ყოფილხარ. - სკამის საზურგეს მიეყრდნო და თვალს არ აშორებდა ჩამუქებულ თვალებს.
- ც ? - ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა. - კიდევ რისი თქმა შეგიძლია ჩემზე ?
- თავდაჯერებული იდიოტი, რომელიც ფიქრობს, რომ მზრუნველია, რეალურად კი ეგოიზმის განსახიერებაა.
- მშვენიერი შეფასებაა. - კმაყოფილება გამოკრთა მის ხმაში.
- და კიდევ...
- კიდევ ?
- იმას აწვდის ხალხს, რაც უნდა, რომ დაინახონ. მოვრჩი. - თქვა ლინდამ და მოეშვა. სულ გამოთქვამდა საკუთარ აზრს თუ მოესურვებოდა. გულწრფელი იყო ყოველთვის და არ უფიქრდებოდა ეს გულწრფელობა სადამდე მიიყვანდა.
ოთომ კი ბოლო ფრაზა თითქოს ვერ გაიგონა.
- მაინც არ მეტყვი რა გიყვარს ? - ჰკითხა და მენიუს გახედა.
- პიცა. - თქვა პირველივე, რაც თავში მოუვიდა.
- მშვენიერია. რას დალევ ? - თვალს არ აშორებდა ბიჭი ლინდას.
- შენ ? - კითხვის შებრუნებას არ ელოდა და ოთო ცოტაარ იყოს გაოცდა.
- ალბათ ლუდს. საზიზღარი დღე მქონდა. - ჩაიდუდუნა ყრუდ.
- რა მოხდა ?
- იტოგში... - ოთო ონდავ შეყოვნდა. - არაა სამართლიანი, რომ შენ იცი ჩემი სახელი, მე კი შენი არა.
- ლ... - წამოიწყო, მაგრამ გაჩერდა.
- ლ ? ლიზა ? ლონდა ? ლილი ? ლალი ?ლაურა ? - ჩამოარაკრაკა სახელები ელვის სისწრაფით.
- არ გეტყვი. - თამაშის ხასიათზე მოვიდა ლინდა.
- რატო ტო ? - სახტად დარჩა ოთო. თვალები გაუფართოვდა და პირი ოდნავ შეაღო. ლინდას გაეცინა და უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. - პირველად გაიცინე. - გაეღიმა ოთოსაც. - რატომ არ მეტყვი ?
- არ მინდა.
- უბრალოდ არ გინდა და არ მეუბნები ? - ეჭვის თვალი შეავლო ლინდას.
- ჰო.
- ოქეი, ლ. რას დალევ ?
- მეც ლუდს. - გაუკვირდა გოგოს როცა ოთოს საუბარი არ გაუგრძელებია სახელსა და სუიციდზე. თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა ? არანაირი.
- იმედია ხიდამდეც ჩემი მისაყვანი არ გახდები.
- რატომ გქონდა საზიზღარი დღე ?
- მისმინე, ადამიანისთვის, რომელიც სულ რაღაც ოცი წუთისწინ თვითმკვლელობას აპირებდა, ძალიან ცნობისმოყვარე და კონტაქტური ხარ, არა ?
- სუიციდს ვინცს სჩადის არ შეიძლება იყოს ცნობისმოყვარე და კონტაქტური ? - გაეცინა ლინდას. - იქნებ ისიც მითხრა ეგეთი ხალხი არ იცინისო ?
- ცნობისმოყვარე თუ ხარ ე.ი. გაინტერესებს. თუ გაინტერესებს ე.ი. ეძებ, თუ ეძებ ცხოვრების აზრსაც იპოვი და...
- თუ ვერ ? - სახე დაუსერიოზულდა ლინდას.
- ე.ი. ვერ გიძებნია კარგად. - წარბების სარკასტულად ზემოთ აწევის სცენა გინახავთ ? ლინდამ ახლა ნახა.
- არ გვინდა ამაზე. ანდაც... შენ ჰომ თქვი, რომ ყველა განვსხვავდებით ეგ თვითმკვლელებზე არ ვრცელდება ?
- ჰმ, ეგეც მართალია. თუმცა მაინც იმ აზრზე ვარ, რომ სათანადოდ ვერ გიძებნია.
- ოქეი.
- მეგობარმა ის კარტი გამიშალა, რაღაც სასწაულმოქმედი თუ რა ქვია...
- ტაროს ?
- ჰო ეგ. დღეს ბედნიერება შეგხვდებაო მომახალა. როცა სახლიდან გამოვედი ჩემ წინ გაწყდა მაღალვოლტიანი გაყვანილობა, მერე როტველერს უნდოდა ეკბინა, ბოლოს და ბოლოს ველოსიპედისტი დამეჯახა და აი... - წარბზე მიუთითა ოთომ. - მერე შენ შეგხვდი და აჰა.
- უბედნიერესე დღე გქონია. - აკისკისდა ლინდა.
- უკეთესს რას ინატრებს კაცი. - აყვა ოთოც.
...
- აბა შენ იცი. ახლა მძიმე ხარ და ბურდღასავით ფრიალს ნამდვილად არ დაიწყებ ჰაერში. - გაუღიმა ოთომ ლინდას და თავით მდინარეზე მიუთითა.
ისევ ხიდთან იდგნენ და გულის სიღრმეში ლინდა ვერ ხვდებოდა რატომ მოიყვანა ოთომ ის აქ.
- სახელს მაინც არ მეტყვი ? - ლინდამ პასუხის ნაცვლად თავი გაიქნია უარის ნიშნად. - რა გაეწყობა, საფლავის ქვაზე ბურდღა ლ-ს დავაწერ. - მხრები აიჩეჩა ოთომ და თვალები ისევ ჩაუმუქდა. გოგომ სცადა ღიმილის შეკავება, თუმცა არ გამოუვიდა.
ოთომ თავი დაუკრა და წავიდა. ჰო, ასე უბრალოდ, ზედმეტი სიტყვების გარეშე წავიდა.
ლინდას მისკენ არ გაუხედავს.
ჩაფიქრდა. სათანადოდ ვერ მიძებნია სიცოცხლის აზრი.
სათანადოდ ვერ მიძებნია სიცოცხლის აზრი.
იმეორებდა გონებაში და უყურებდა მდინარეს. მოაჯირს ხელი მოუჭირა და ნაცნობმა არომატმა თავბრუ დაახვია.
მოშორდა ხიდს და სახლისკენ მიმავალ გზას გაუდგა.
სათანადოდ ვერ მიძებნია...
სახელს მაინც არ მეტყვი ?

2
ყელში ბურთი მე მიჭერს თამამად,
ბორკილს მაჯაზე ვებრძვი ამაოდ.
ლურსმანს ჯვარზე ვარყევ მე მარად,
მაგრამ ვხვდები, რომ ისევ ამაოდ.

ამაოა ყველაფერი. რისთვის ვცხოვრობთ ? რა მიზნს ემსახურება ჩვენი ყოფა დედამიწაზე ? აქვს კი საერთოდ მიზანი ?
ოდესღაც ლინდასთვის არსებობდა მიზანი. ცხოვრების მიზეზი ჰქონდა, ბედნიერება ჰქონდა, თუმცა მისსავე ბედნიერებამ მოახერხა და ჩააგდო იგი ნიჰილიზმში.
არ შეიძლება ადამიანების გაიდეალება. არ შეიძლება თუ არ გაქვს იმის უნარი და ამტანობა, რომ დამანგრეველ ტკივილს გაუძლო.
ეს ლინდამ არ იცოდა. არ იცოდა და დაინგრა. უფრო სწორად, დაანგრიეს. ყველაზე საშინელი კი ის გახლავთ, რომ სიტუაციამ არამხოლოდ ლინდა, არამედ ჯერ არდაბადებული ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა.
ეს კი პიკი იყო...
ამას ლინდამ ვეღარ გაუძლო.
სახლისკენ მიმავალ გზაზე მიაბიჯებდა და ფიქრობდა. რაზე ფიქრობდა ? არ იცის, არ ახსოვს. მაგრამ ბევრს და დიდხანს ფიქრობდა. აზრები ერთმანეთში ირეოდნენ და შეგრძნება, რომ ესესაა თავი აფეთქდება, ყოველწამ უფრო მძაფრდებოდა.
სახლის კარს მიეყრდნო. ღრმად სუნთქავდა, ქოშინებდა. მთელი სხეული გაჰყინვოდა. აუტანლად სციოდა, მაგრამ სხეულს თითქოს რეფლექსებიც კი გაუთიშესო კანკალიც არ შეეძლო.
შიგნით კი ყველაფერი ხურდა. თითქოს აზრები არამხოლოდ თავს, არამედ მთელ სხეულს მოედნენო. განსაკუთრებით კი მუცელი სტკიოდა. გაფატვრულივით გრძნობდა თავს. თიტქოს ვიღაც ძალიან ნელა და მტანჯველად უსმევდა ბლაგვ დანას მუცლის მიმდებარე ტერიოტორიაზე და...
გონება დაკარგა.
ემოციები ძალიან ძლიერია. მათი ქარტეხილიდან თავის დაღწევა კი ურთულესია. გრძნობები იმდენად დიდ ძალას ატარებენ, რომ ორგანიზმის დანგრევაც კი შეუძლიათ.
ლინდას სხეული დასუსტებული იყო ზუსტად ამ მიზეზით და ამავე მიზეზით გაითიშა. გონება დაკარგა და სრულმა წყვდიადმა მოიცვა მისი არსება. ვერც აზროვნებდა. თითქოს უსიზმროდ სძინავსო.
ოდესმე გინატრია უსიზმრო ძილი ? ლინდას ბევრჯერ. ყოველღამ კოშმარებმა დაღალეს იგი. თავიდან კივილით იღვიძებდა ხოლმე, ახლა კი მიეჩვია თითქოს და გარეთ არ უშვებს იმ ღმუილს, რომელიც მის დაცარიელებულ შინაგან სამყაროში ექოს სახით იფანტება და ყველა კედელს ეხება.
მისი სულიერი ორგანიზაცია ცარიელ კუბს დამსგავსებია, რომელშიც კედლების გარდა ვერაფერს პოულობ. არც გასასვლელია, არც სარკმელი. ეხეთქები ამ სიშავეს და ვერც კი ხვდები რატომ. გინდა კი საერთოდ აქედან გაღწევა ? იცი რა გელის ამ კუბის მიღმა ?
ლინდასთვის ამას აზრი აღარ აქვს. მისთვის მთავარია ამ ყოფას მოშორდეს. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება კუბის იქით, უარესი თუ უკეთესი. მან უბრალოდ იცის, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. შეცვლის ყველაზე ეფექტურ ვარიანტს კი სუიციდში ხედავს.
მაგრამ ლინდა ვერ აკავშირებს მის საქციელსა და სურვილს ერთმანეთთან. თუ მას სურდა , ოთო რომ წავიდა მაშინ რატომ არ გააკეთა ის, რაც უნდოდა ?
ამოუხსნელ ფაქტად რჩება ეს მისთვის, თუმცა დიდად არ აწუხებს.
დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოვკვდები.
გააგრძელებს კი სამყარო არსებობას იგის დიდი დაძინების ხახაში გადაშვების შემდეგ ?
...
თვალებს ახამხამებს და თავი ძალიან სტკივა, კისერიც. ცდილობს გაიხსენოს რა ხდებოდა გუშინ და თვალწინ ისევ მდინარის დაუოკებელი ჩურჩული ისმის, რომელიც თავგამოდებით უმტკიცებს, რომ მას ლინდა არ სჭირდება. შემდეგ წვივები, ბარძაყი და ეს არომატი...
თუმცა როგორც კი ახსენდება, რომ სადარბაზოს შემდეგ არაფერი ახსოვს, არც ის, რომ სახლში შემოვიდა და საწოლში ჩაწვა, მომენტალურად დგება და წონასწორობას ძლივს ინარჩუნებს. შემდეგ კი მანიც წყნარდება... თუ ქურდია რაც უნდა ის წაიღოს, თუ მკვლელია სიცოცხლე ნამდვილად არ დაენანება. ამიტომ საწოლში წვება და მარჯვენა მხარეს ბრუნდება.
თბილ საბანს იფარებს და თვალებს ხუჭავს.
წყვდიადი. მხოლოდ და მხოლოდ წყვდიადი. აჰ, არა.. რა არის ეს ? რა ედება ნესტოებს ?
ოთოს სურნელია. ბუნებრივი, შერწყმული ოდეკოლონსა და სიგარეტის სუნთან.
ლინდა ფრთხილად ახელს თვალს და მის წინ დამჯდარ ლიზის ხედავს.
- როგორ ხარ ? - სხარტად ეკითხება გოგო და შუბლზე ხელს ადებს.
- ცოცხალი. - მოკლედ პასუხობს ლინდა, თუმცა პასუხს არადამაკმაყოფილებლად თვლის და ამატებს. - თავი მისკდება.
- კიდევ კარგი, რომ ცოცხალი. მე რომ არ გადამეწყვიტა ამოსვლა, ღმერთმა იცის რა მოგივიდოდა სადარბაზოს იატაკზე გაშხლართულს. - სწრაფად მიაყარა სათქმელი ლიზიმ. - სად იყავი და ამდენი რა დალიე ? რატომ მანერვიულებ ასე, ლი ?
- კარგი, კარგი ნუ ქოთქოთებ. თავი მტკივა-მეთქი. ლუდი დავლიე ერთი კათხა, არამგონია მაგის ბრალი იყოს. - გაიზმორა ლინდა.
- ზუსტად მაგის ბრალი იქნება. არაფერს არ ჭამ თითქმის. უცებ დაგრევდა ხელს ეგ ერთი კათხაც კი. სარკეში ჩაიხედე რას ჰგავხარ, მალე ანორექსია დაგემართება და ექიმებთან იქნები სატარებელი... - აგრძელებდა წვრილი ხმით ქოთქოთს ლიზი. ლინდა კი გულაღმა დაწვა და ჭერს შესცქეროდა.
- ბურდღა...
- რა ? - ვერ გაიგონა ლიზიმ.
- ბურდღა, ბუმბული... - გაუმეორა ლინდამ.
- ზუსტად, ზუსტად. ბურდღისხელაც არ დარჩი ასეთი ქალი. სასწაული იყავი და სულ დაბეჩავებული გახდი. ვაჟა რომ ამბობს „ეწადა ბეჩავს ადგომაო“ შენ არც ეგ გწადია. რას ჰგავს შენი საქციელი ?
- მაგრამ ვეღარა დგებოდაო, მგონი მაგასაც გვეუბნება ფშაველა. ამიტომ შენი ჭირიმე. - სცადა გადაბრუნებულიყო, მაგრამ ლიზიმ საბანი გამოსტაცა და მოისროლა. ზემოდან მოექცა ლინდას და ღუტუნი დაუწყო.
ეს ლინდას სისუსტე გახლდათ. თხუთმეტი წუთის განმავლობაში აწვალებდა ლიზი ლინდას და სიმწრის ცრემლები დააყრევინა. ხან იატაკზე გორავდნენ, ხანაც ფანჯრის რაფას ესტუმრნენ, ლინდას ბებიის ნაჩუქარი ძვირადღირებული ვაზის დამტვრევაც მოახერხეს. ბოლოს კი ძალაგამოცლილები დაეგდნენ იატაკზე. ჰო, დაეგდნენ, ამას დაჯდომა არ ერქვა.
- როგორ დავიღალოთ სიკვდილამდე თხუთმეტ წუთში. - დაასათაურა სიტუაცია ლიზიმ.
- გიჟი ხარ ჩვეულებრივი. - სულს ძლივს ითქვამდა ლინდა და ცრემლებს იწმენდდა.
- ყველა გიჟი თავისებურად განსაკუთრებულია, ახლა არ გამაგიჟო იცოდე. - გაწიწმატდა ლიზი.
- შენც ამ განსაკუთრებულობაზე დამიწყე, ტოო ? - ოთოს მიმართვა გამოიყენა ლინდამ და ოდნავ გაბრაზდა.
- მეც ? ტოო ? - ლიზის გაუკვირდა და სიცილი აუტყდა. - ტოო ? სერიოზულად ? - ვერ ჩერდებოდა ლიზი. ჩაბჟირებამდე ცოტა აკლდა.
- ლიზი გაჩერდი, თორემ კრემს მოგასხამ და ღუმელში შეგდებ. - დაემუქრა ლინდა. მთელი ძალით ცდილობდა სიცილი შეეკავებინა, თუმცა არ გამოსდიოდა.
- რატო, ტოო ? რა დაგიშავე ? - ვითომ სერიოზული სახოთ უპასუხა ლიზიმ, მაგრამ წამის შემდეგ მის სახეზე ჯერ ღიმილმა, შემდეგ კი გამაყრუებელმა ხარხარმა იფეთქა.
- მოდი აქ ! - დაედევნა გაქცეულ ლიზის ლინდა კრემით ხელში. მისაღებ ოთახში მდგარი ჟურნალის მაგიდის გადმოტრიალება და საძინებელში კარადის კარის ჩამოღება მოახერხეს სანამ ლინდა ლიზის დაიჭერდა და კრემით შეალამაზებდა.
- ფხაკაძე, ვერ გადამირჩები ! - ემუქრებოდა ლინდას ლიზი.
...
...
- მისმინე, დღეს გადიხარ სადმე ? - ჰკითხა ლინდამ.
- კლუბში ვაპირებდი, რა ხდება ? - ცოტათი გაოცდა ლიზი.
- მეც წამოვალ.
- ოჰოო, რა ხდება პრინცეს ? ბოლობოლო გადავწყვიტეთ ერთ ადგილას არ გავჩერდეთ ? - ეშმაკურად აათამაშა წარბები ლიზიმ.
- ჰო, ჰო. - გაიღიმა ლინდამ და მომცრო ბალიში ესროლა დაქალს. გულის სიღრმეში კი ფიქრობდა, რომ წამალს იპოვიდა და ე.წ. „პერედოზით“ მოკვდებოდა.
- 11-ზე გავიდეთ. - წამოხტა ლიზი. - რამე სექსუალური უნდა ჩაგაცვა. - ჩაიხითხითა და საძინებელში გავიდა. კარადა გამოაღო და ტანსაცმელში დაიწყო ქექვა.
- არ მინდა, ასე წამოვალ. - მობეზრებული ხმით გასცა პასუხი ლინდამ.
- მოდი აქ. - გაისმა ლიზის მტკიცე ხმა და ლინდას სხვა არჩევანი არ ჰქონდა, უნდა მისულიყო.
ლიზიმ ერთ-ერთი კაბა მიადგო ლინდას სხეულს, თავი ხან მარჯვნივ გადასწია, ხანაც მარცხნივ, წარბები შეჭმუხნა და კაბა საკიდითურთ მიაგდო საწოლზე.
- ლიზი, კუ-კუუ, ასე წამოვალ-მეთქი, დაყრუვდი ? - წინადადების დასრულება ვერ მოასწრო ლინდამ რომ მეგობარმა იგი სარკის წინ დააყენა და გაბრაზების ნიშნად ხელები თეძოებზე დაიდო.
- შეხედე. ჰო, შეხედე. ასე წამოხვალ, ლინდა ? - ლინდამ ამის შემყურეს სიცილი აუტყდა.
- ძალიან საყვარელი ხარ. - ძლივს წარმოთქვა სიცილის შეტევებს შორის არსებულ ინტერვალში.
- არა, შეხედე ! - არ ნებდებოდა ლიზი. რა ჯანდაბა უნდაო გაიფიქრა ლინდამ და სარკეში ჩაიხედა.
ორი ზომით დიდი, თეთრი მაისური და გახუნებული ყავისფერი შარვალი. წამით თითქოს შერცხვა ლინდას, მაგრამ გაჯიუტება მისი მუდმივი თანმდევი თვისება იყო. ვირი სულ თან ახლდა.
ახლაც შეჯდა ამ ვირზე და ჩამოსვლას არ გეგმავდა.
- მერე რა? - შეუტია დაქალს. - ასე მინდა და ასე წამოვალ.
- არა, არ წამოხვალ. - ფეხები დააბაკუნა ლიზიმ. ლინდამ ძლივს შეიკავა თავი რომ სიცილის კიდევ ერთი მძლავრი ჩაეხშო საკუთარ თავში. რა ექნა, მართლა ძალიან საყვარელი იყო ლიზი, როცა ბრაზებოდა.
- კი.
- არა.
- კი-მეთქი.
- არაჰ ! გამორიცხულია ! - თავი გაიქნია უარის ნიშნად ლიზიმ.
- ლიზი, ნერვებს ნუ მიშლი !
- კარგი. - მომენტალურად ჩაცხრა ლიზი. ლინდამ კი ცალი წარბი ასწია დაეჭვების ნიშნად. იცოდა, რომ ლიზი ასე მარტივად არ დანებდებოდა და მზად უნდა ყოფილიყო შემდეგი დარტყმისთვის.
მეტად სასაცილოა მსგავსი თემის ირგვლივ ასეთი ჭიდილი, მაგრამ ლიზი სულ ართულებდა სულ მცირე პრობლემებს. საკვირველი კი ის იყო, რომ დიდ პრობლემებს მეტად დელიკატურად უდგებოდა და არ ამძიმებდა ისედაც მძიმე სიტუაციას. ამიტომ ლინდაც ყვებოდა მსგავს სისულელეებში. პლიუს ამას ეს აიძულებდა ცოტა ხნით გადართულიყო და ამაზრზენი ფიქრები თავიდან მოეშორებინა.
...
ჯერ კიდევ საღამოს შვიდი იყო, ამიტომ ლინდამ გადაწყვიტა ცოტა გაესეირნა.
დიდხანს დადიოდა და აკვირდებოდა ხალხს. ცდილობდა მათ სახეზე ამოეკითხა ცხოვრების მიზნები, მაგრამ ვერ შეძლო. არც ერთი ადამიანის სახე არ ასხივებდა მუხტს, რომელიც გაიძლებდა გეფიქრა, რომ იგი სავსეა ენთუზიაზმით და მიილტვის თავისი მიზნისკენ.
იმედი გაუცრუვდა თითქოს ლინდას. სასაცილოა არა ? რაღაცის იმედი ჰქონია თურმე და ისიც გაუცრუვდა.
სახლისკენ წავიდა და უეცრად მისი ყურადღება მდიდრულად ჩაცმულმა კომპანიამ მიიქცია.
ტრიოს შუაში იდგა ქერა ლამაზმანი, ჭკვიანი თვალებით. გვერდით ორივე მხარეს ასევე საკმაოდ ლამაზი გოგონები ედგნენ.
ამრეზით შეხედეს ლინდას. ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ, უბრალო მზერაც იყო საკმარისი, რომ ერთი და იგივე გაევლოთ თავში და ახარხარებულიყვნენ.
ლინდამ თვალები აატრიალა და გზა განაგრძო.
როფრც კი კორპუსს მიადგა, ჩქარი ნაბიჯით აირბინა კიბეები და სახლში შევიდა.
21:30
ლიზი ჯერ არ მოვიდოდა, ამიტომ გადაწყვიტა აბაზანა მიეღო.
ცხელი წყლით აავსო და ჩაწვა. ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში და ფიზიკურად გათბა, თუმცა ფიზიკური სითბო სულიერს განაპირობებს ? არ ვიცი თქვენთვის როგორ, მაგრამ ლინდასთვის აშკარად არ.
ფიქრობდა, განუწყვეტლივ ფიქრობდა და ეს ფიქრები ღრღნიდნენ მას. მის სულს თითქოს ხორცი აღარ შერჩა და ფიქრებმა ძვლების დაღრღნა დაიწყეს. სულის ძვლები.. საინტერესოა როგორ წარმოიდგენ ხალხი ამას.
ხალხი წარმოიდგენს, ლინდა კი გრძნობს. მთელი არსებით გრძნობს და ამის გაძლება უკვე აღარ შეუძლია და არც სურს.
ფრთხილად ამოდის აბაზანიდან და დროს უყურებს.
22:45
სრულიად შიშველი გამოდის სააბაზანოდან და საძინებელში შედის. საწოლზე ლიზის მიერ არჩეული კაბა ხვდება, შავი და მოკლე.
ნებისმიერი ქალი გარდერობში უნდა მოიძევებოდეს ერთი შავი, მოკლე კაბა. გაეცინა ლინდას და კარადა გამოაღო.
გამოაღო და თვალებს ვერ დაუჯერა. იცით რა იყო იქ ? სრული სიცარიელე. ასეთი სიცარიელე იყო თაროებზეც და თქვენ წარმოიდგინეთ ის მაისური და შარვალიც ვერ იპოვა გოგომ, რომელიც გაიხადა სანამ აბაზანაში შევიდოდა.
- ლიზი ! - იღრიალა ლინდამ ბოლო ხმაზე და იმწამსვე აწკრიალდა ტელეფონი. გამოიცნობტ ვინ იყო ? რა თქმა უნდა, ლიზი.
- მზად ხარ ? - სიცილს ძლივს იკავებდა გოგო.
- მოგკლავ !
- ჰო, ფეხსაცმელი შემოსასვლელშია, ჩაიცვი არ დაგავიწყდეს.
- მოგკლავ ! - ცოფებს ყრიდა ლინდა. - აუცილებლად მოგკლავ !
- ჰო, ჰო, მეც მიყვარხარ და დროზე ტაქსი დიდხანს ლოდინს არ დაგიწყებს. - ლიზიმ გათიშა ტელეფონი და ლინდამ იგი კედელს შეანარცხა.
ფიქრობდა რა ექნა და იგრძნო როგორ შეამცივნა. შიშველი დიდხანს ვერ გაჩერდებოდა, არც ეს ქსოვილის ნაჭერი, რომელსაც ლიზი კაბას უწოდებდა არ გაათბობდა. შემოსასვლელში გავიდა და ფეხსაცმელს უყურებდა ორი წუთი ხმის ამოუღებლად.
- ჩემხელა ქუსლებზე როგორ ვიარო ? - აღმოხდა ბოლოს. იატაკზე დაჯდა და ფიქრობდა რა ექნა, მაგრამ თავი ცარიელი ჰქონდა. ერთადერთი აზრი იყო დანებება.
ვირიდან ჩამოვიდა და კაბას ხელი დაავლო, უდიერად ჩაიცვა, ფეხსაცმელი მოირგო და ტყავის ქურთუკი მოიგდო მხრებზე. და,სხვრეულ ტელეფონს დასწვდა და წავიდა.
- რას ავიჩემე ეს კლუბი, სადმე სხვაგან ვერ ვიპოვიდი ამ ბარიგას კაცო ? - საკუთარ თავზე ბრაზობდა ლინდა. ხმადაბლა ბურდღუნებდა, რომ მეზობლებს არ გაეგოთ. მათი ჭორიკნობის ამბავი გეცოდინებათ ალბათ. ლინდას კი ზედმეტი სალაპარაკო არ სურდა მიეცა მათთვის, ისედაც გაჭორილი ყავდათ მთელი რიგი მიზეზების გამო.
ტაქსში ჩაჯდა და ლიზის მოკვლის გეგმებს აწყობდა.
...
როგორც იქნა მიაღწია კლუბს. ფეხზე ძლივს იდგა. არასდროს სცმია მაღალქუსლიანი და ძალიან უჭირდა. მაქსიმალურად ცდილობდა არათუ არ შეემჩნია, რომ არ იცოდა "სიარული", არამედ არ წაქცეულიყო. გულში ლიზის ყველა ენაზე წყევლიდა და ლანძღავდა. ერთი სული ჰქონდა როგორმე მიეღწია ბარამდე და დამჯდარიყო.
შესასვლელში მომღიმარი ლიზის სახეზე ისევ ბრაზმა გაჰკრა მკლავი და ლამის დააცხრა დაქალს.
- კარგი, კარგი, გეყოფა. - კისკისებდა ლიზი მიუხედავად იმისა, რომ ლინდას ხელები მის კისერზე იყვნენ შემოჭდობილნი და ცოტაც და დაახრჩობდნენ.
- მოგკლავ ! რატო ხარ ასეთი ვირი ?! ჩლიქებს წაგაძრობ ერთ მშვენიერ დღეს ! - რაც შეეძლო ხმამაღლა უკიოდა ლინდა ლიზის, რადგან მუსიკა ძალიან ხმამაღალი იყო და რეალურად ლიზის არხ ესმოდა ლინდას კივილი. თუმცა უპასუხა.
- ზატო ახლა ჩუჩელას მაინც არ ჰგავხარ. - თქვა და გადაიკისკისა.
- იდიოტი. - ჩაიბუტბუტა თავისთვის ლინდამ, თუმცა საკუთარი ხმა მაინც ვერ გაიგონა.
ძლივს ძლივობით მიბობღდა ბართან და სასმელი მოითხოვა.
ერთი ჭიქა გადაჰკრა. მსუბუქი წვა იგრძნო ორგანიზმში და მოეწონა, რომ შეეძლო რაიმეს შეგრძნება.
ერთს, მეორე მიჰყვა, მეორეს მესამე... და ასე შექმნა თავისი კოლექცია ლინდამ.
აღარაფერი ჰქონდა დასაკარგი, ბოლომდე სურდა დაცლილიყო შიგნით არსებული გრძნობების ნარჩენებისგან.
ცეკვავდა... უცხო ადამიანების ხელები ხარბად დაძრწოდნენ მის სხეულზე და ლინდას ეს არ აინტერესებდა. ყვებოდა უაზრო მუსიკის რიტმს და ერთადერთი, რაც ახსოვდა იყო ის, რომ ნარკოტიკი უნდა ეშოვა.
დიჯეის სიახლოვეს აღმოჩნდა როგორღაც და რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იდგა და უყურებდა. ნიღაბი ჰქონდა აფარებული სახის ზედა მხარეს, ქვედა კი ლინდას თითქოს უმეორებდა "პირველად არ მხედავ".
დიჯეის თავი ლინდასკენ მიაბრუნა და გაიღიმა. თუმცა ლინდა უკვე აღარ უყურებდა მას.
წამალი, წამალი, წამალი...
და აი, თითქოს ლინდას სურვილი შეისმინესო.
- აქ პირველად გხედავ. - ჩახრინწული ხმა გაისმა ლინდას ყურთან.
- პირველად ვარ კიდეც. - უპასუხა ისე, რომ არც კი შეუხედავს.
- ანუ აქაური არც წამალი გაგისინჯავს ? - ხმაშიც კი იგრძნობოდა ცალყბა ღიმილი. ლინდა შებრუნდა მისკენ. მაღალი, სუსტი, თავდაგაპარსული ბიჭი იდგა მის წინ. სქელი ტუჩებით და გაყინული მზერით.
- არა. - უპასუხა და მოზრდილი ნერწყვი გადააგორა ყელში.
- არც სურვილი გაქვს ? - ჰკითხა და ლინდას თმას დასწვდა, ცხვირთან მიიტანა და შეიყნოსა.
- და თუ მაქვს ? - გათამამდა ფხაკაძე.
- წამომყევი. - საზიზღრად გაიღიმა ბიჭმა და წავიდა.
ლინდას გაუხარდა კიდეც ასე მარტივად რომ მოვიდა მასთან "ხსნა" და სიამოვნებით გაჰყვა კიდეც.
ბიჭმა მამაკაცების ტუალეტისკენ აიღო გეზი და არც ლინდას უგრძვნია სირცხვილი. ყველა ყველას ეფერებოდა, კოცნიდა და აქვე ჰქონდათ სექსი, რისი უნდა შერცხვენოდა ?
ბიჭმა ჯიბიდან თეთრი ფხვნილი ამოიღო და ლინდას ცხვირწინ აათამაშა.
ესესიყო ხმა უნდა ამოეღო და ეკითხა რამდენს აფასებო, რომ...
- აი, ამას კი მე ავიღებ. - და ფხვნილი სხვის ხელებში აღმოჩნდა. ლინდამ მას თვალი გააყოლა და დიჯეი დაინახა. ნიღაბი არ მოუხსნია.
- ჰოო ? - ეჭვის თვალით შეხედა ბიჭმა მას.
- ჰო. - მშრალად მოუჭრა დიჯეიმ და ჯიბეში ფული ჩაუჩურთა.
როგორც კი კმაყოფილი ბარიგა გავიდა ლინდამ მიმართა ნიღბიანს.
- ეგ ჩემი წილი უნდა ყოფილიყო.
- გეტყობა, რომ არ შეგიყნოსია არასდროს და ამდენი ? - გაეცინა.
- ჰო, მაგდენი. - სერიოზული ხმით პასუხობდა ლინდა მიუხედავად იმისა, რომ მთვრალი იყო.
- თავს იკლავ ?
- რა შენი საქმეა.
- თავის მოკვლის სხვა ხერხს გასწავლი.
- მაინც რომელს ? - გაეცინა.
- ხიდიდან გადახტი.
- ...
- თუმცა ისეთი სუსტი ხარ, ქარმა წაიღო, ჰო ? ბურდღა. - თქვა დიჯეიმ და ლინდა კედელთან მიიმწყვდია.
გოგო დაიბნა, ხმის ამოღება გაუჭირდა, სუნთქვა შეეკრა.
შემდეგ კი ამოიხავლა
- ოთო...


3
- მდინარეზე უარი რატომ თქვი, თუ სიკვილი გინდოდა ? - ბრაზი კრთოდა მის ხმაში. ლინდას ნესტოების კედლებს კი ოთოს სურნელი აღიზიანებდა. ამ არომატში გახვეული და დაჰიპნოზებულივით ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ ელავდნენ ოთოს თვალები.
- მაჩვენე... - აღმოხდა ჩურჩულით. ხელი ნელი ტემპით ბიჭის ნიღბისკენ წაიღო. ვერ აკონტროლებდა საკუთარ მოძრაობას. იქნებ იმიტომ, რომ მთელი არსებით სურდა ახლა ენახა ოთოს მზერა და კაკაოსფერი თვალები.
- აქ არ შეიძლება... - მკრთალად გაეღიმა ბიჭს. ლინდას ხელს თავისი შეაგება და მაჯაზე მოუჭირა.
გასასვლელისკენ გაუძღვა. ძლივს მიიკვლევდნენ გზას მოცეკვავე ბრბოს შორის. ლინდას უკვე სულაც არ სიამოვნებდა მათი ხელების ფათური მთელ სხეულზე.
მაგრამ ახლა, თითქოს მტელი მისი ნერვული დაბოლოებები მაჯაზე იყვნენ კონცენტრირებულნი და გრძნობდა როგორ უჭერდა მას ხელს ოთო.
როგორც იქნა გააღწიეს და ბიჭმა მას ხელი გაუშვა. ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და ლინდამ შეამჩნია, რომ გაღიზიანებამ კვლავ მოიცვა ბიჭი.
- ვინმეს ოდესმე უთქვამს შენთვის, რომ საოცრად ჩამოუყალიბებელი ადამიანი ხარ ? - კბილებს შორის გამოსცრა ბიჭმა. ილნდამ შეამჩნია როგორ დაებერა მას კისერთან ძარღვი და ამ მომენტში თითქოს იგრძნო როგორ გამძაფრდა ოთოს არომატი. მაგრამ იმდენად არ ესიამოვნა მისი სიტყვები, რომ წარბი შეკრა და ბრაზმა გაჰკრა მკლავი.
- ბატონო ?
- დიახ, ჩამოუყალიბებელი, მერყევი ადამიანი ხარ ! - აგრძელებდა ბიჭი.
- ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არავის მოუყენებია ჩემთვის ! - მ ოთმინების ფიალა ევსებოდა ლინდას.
- შენით განსაჯე. თითქოს სიკვდილი გინდა და წყალში არ ხტები, აქ მოდიხარ მეორე დღეს და ამით აპირებ ს ! - თქვა ოთომ და ფხვნილი ცხვირწინ აუფრიალა. პაკეტი გაიხა უდიერი მოპყრობისგან და ჰაერში გაიფანტა ფხვნილი.
- და შენ რა ? - შეუტია ლინდამ. - როგორც მსურს ისე მოვიქცევი !
- ძალიან მაღიზიანებენ შენნაირები. ჭკუიდან მშლით ამ იდიოტიზმით, ტიპს ერთი სიცოცხლე გაქვს ტოო, როგორ შეიძლება მაგაზეც უარი თქვა ?! - აღრიალდა ოთო.
- ჰოო ? გაღიზიანებ ? - ცინიზმმა გაიღვიძა ლინდაში. ცალყბა ღიმილი აიკრა სახეზე. ცალი ხელი თეძოზე დაიდო, თვითონ თეძო კი ჩატეხა. - და შენ, ხარჯავ დროს ადამიანზე, რომელიც გაღიზიანებს ?
- ძალიან არ მინდა, მაგრამ მაიძულებ ! - ბრაზი იზრდებოდა ოთოს ხმაში.
- და როგორ ?
- რა როგორ ტოო, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, მაიძულე ჩავრთულიყავი მასში.
- ჰო, არა ? - ხმხმაღლა გაიცინა ლინდამ. - ძვირფასო, თვით მამა ღმერთიც რომ ჩამომიყვანო ციდან კიბით, მაინც ვერ დამაჯერებ, რომ ვინმეს შეუძლია რაიმე გაიძულოს.
აქ უკვე ოთოს არგუმენტები გამოელია. სრულ სიმართლეს ამბობდა ლინდა და ამის უარყოფა მისი მხრიდან უაზრო იქნებოდა.
- რისი ნახვა გინდოდა ? - უეცრად თქვა ოთომ.
- თვალები სულ გიმუქდება, როცა ბრაზდები ? - უპასუხა და ფრთხილად წაიღო ხელი ნიღბისკენ. ოთო არ შეწინააღმდეგებია. ცოტაც და ლინდას შეეძლო თვალი გაესწორებინა მისთვის.
ამ მზერამ ყველაფერი დაავიწყა თითქოს. არც სიკვდილი უნდოდა ამ მომენტში, არც სიცოცხლე. უბრალოდ სურდა ემზირა ამ თვალებისთვის კიდევ ძალიან დიდხანს.
- როგორია ? - ჩურჩულით დასვა კითხვა ბიჭმა.
- კუპრივით შავი. - ჩურჩულითვე უპასუხა ლინდამ და იგრძნო როგორ შემოეჭდო ოთოს ხელი მის კისერს. ბიჭმა იგი თავისთან მიიზიდა.
ლინდას მისი ცხელი სუნთქვა სახეზე ეფინებოდა. ხელები ოთოს მკერდზე ეწყო და გრძნობდა მათ მძიმე ასვლა-ჩამოსვლას. ეს მოძრაობა ჟრუანტელს ჰგვრიდა და სიამოვნებდა.
აღფრთოვანებული იყო მისი ჩაშავებული თვალებით. ჭაობს ჰგავდნენ ისინი. თითქოს სურდათ სადღაც მიუსავალში ჩაეთრიათ ლინდა და ისე დაებათ, რომ მოძრაობის საშუალებაც არ ჰქონოდა.
ოთომ ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩახრინწული ხმით ჰკითხა.
- არც ახლა მეტყვი ? - ლინდამ უარის ნიშნად მხოლოდ თავის ოდნავ გაქნევა შეძლო. ფეხები ეკეცებოდა, მაგრამ სასწაული ძალით იკავებდა თავს რომ არ წაქცეულიყო.
-ლი ? ლინდა ? - ზურგსუკან გაისმა ლიზის ხმა. - ხდება რამე ? - დამფრთხალი ზაზუნას ხმას უფრო მოგაგონებდათ, ვიდრე ადამიანის.
ოთომ ლინდას ხელი გაუშვა და გოგოც უკანმოოუხედავად გაეშურა მეგობრისკენ.
- არა... წავიდეთ. - უთხრა ლიზის და გაკვრით გახედა ოთოს. ბიჭი ყურებამდე იღიმოდა და ლინდა მგონი მიხვდა რატომაც.
...
მდუმარედ მიაბიჯებდნენ უკაცრიელ ქუჩაზე. აქა-იქ ეულად მდგარი ლამპიონები ანათებდნენ. მხოლოდ ნაბიჯების ხმა არღვევდა იდეალურ გარემოს ფიქრებისთვის.
ლიზი თითქოს სიტყვებს ეძებდა საუბრის დასაწყებად, ლინდას კი საუბარი არ სურდა. ჯერ კიდევ იქ იყო და თეთრი ფხვნილის ნაცვლად ხარბად იყნოსავდა ოთოს მათრობელ არომატს.
უეცრად, მოშორებით ნაცნობი სილუეტი დაინახა. ქერა ლამაზმანი თავისი შემადგენელი "ნაწილებით" ლინდასა და ლიზის შემხვედრი მიმართულებით მოძრაობდნენ.
ლინდამ თვალი შეავლო და მათმა ზედმეტად გამომწვევმა და ვულგარულმა ჩაცმულობამ ლამის გული აურია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავად ქერა მეტად დახვეწილი სექსუალურობით იწონებდა თავს დანარჩენებთან შედარებით.
ქერა მდუმარედ და უსმენდა ორ ერთდროულად მოლაპარაკე არსებას. თუმცა ლინდამ ბოლომდე ვერ დაასკვნა უსმენდა თუ არა საერთოდ. სახეზე აშკარა მობეზრება ჰქონდა აღბეჭდილი.
როგორც კი ჩაუარეს გოგონებს ფხაკაძე ოდნავ შეყოვნდა, რამდენიმე წამი მოიცადა და გახედა ტრიოს. იმ კლუბში შევიდნენ, საიდანაც ცოტა ხნის წინ გამოვიდა ლინდა.
- იცნობ რომელიმეს ? - ფრთხილად სცადა დიალოგის დაწყება ლიზიმ.
- ა ? არა. - უცებ მობრუნდა მეგობრისკენ ლინდა.
- ლი, არ გინდა მითხრა ვინ იყო ეგ ბიჭი ?
- მისი მხოლოდ სახელი ვიცი და ის, რომ დიჯეია. - მხრები აიჩეჩა ლინდამ.
- მხოლოდ ეგ ? - ჩაეძია ლიზი.
- ჰო... რა ხდება ? - გაოცდა ფხაკაძე.
- ოთო ნემსაძე.
- იცნობ ? - ძარღვები დაეჭიმა ლინდას. სიტუაციის ასეთ შემობრუნებას ნამდვილად არ ელოდა.
- პირადად არა, მაგრამ საკმაოდ ცნობილი ტიპია ქალაქში. მექალთანე და ჭორები დადის, რომ დადიანის გოგოს მოსწონს და უკვე დიდი ხანია მისი ხელში ჩაგდება უნდა. - ატიტინდა ლიზი. ეს მისი სფერო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლინდა ორგანულად ვერ იტანდა ჭორებს და ჭორიკნებს, ლიზი ფლობდა იმ ინფორმაციას, რაც ზოგჯერ საკმაოდ საჭირო იყო.
- ოჰო...
- არ ვიცი მაგასთან რა გაკავშირებს, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა აწ უკვე ხსენებული დადიანის გამო არ აქვს.
- რას ნიშნავს დადიანის გამო ? - წარბი ასწია ლინდამ.
- თუ ნატა ამჩნევს, რომ ოთო ერთსა და იმავე გოგოს ორჯერ ხვდება მაშინვე ერთვება თამაშში და აქრობს მისი ცხოვრებიდან.
- მოიცა, მოიცა. მე მეგონა ეგეთებს მხოლოდ ბიჭები ჩალიჩობდნენ. ჩამოშორება და თემები. - გაუკვირდა ლინდას.
- სანამ ნატას ოინების შესახებ გავიგებდი, მეც ეგრე მეგონა. - გაიცინა ლიზიმ. მერე სახე დაუსერიოზულდა და თქვა. - ფრთხილად იყავი ლი, არ მინდა კიდევ შეგემთხვას რამე.
- მაგაზე არ იღელვო. - გული აუჩუყდა ლინდას, მაგრამ ამ ფიქრმა იპოვა მის თავში შესაძვრომი ხვრელი და სავარაუდოდ დიდხანს დაიდებდა იქ ბინას. ამიტომ გადაწყვიტა ეს კითხვაც დაესვა. - მისმინე და თვითონ ოთო რას ამბობს ამაზე ?
- ჰკიდია. არც იმჩნევს ხოლმე ნატას და ამაზე ილეწება მამიკოს პრინცესა.
- ანუ ამ ჩარევებზე რეაგირება არ აქვს ?
- როგორ არა. იცინის ხოლმე და მადლობასაც ეუბნება ნატას. სექსისტი არ ვარ, მაგრამ ქალები პრობლემააო ამბობს.
- ჰოო... - ლინდა ჩაფიქრდა.
- ჰოდა, რა გაკავშირებს მასთან ? - ინტერესიანი თვალები მიაპყრო ლინდას ლიზიმ.
- არაფერი. უფრო სწორად არ ვიცი. - დაბნეულად უპასუხა გოგომ.
- რას ნიშნავს არ იცი ? - გაოცდა ლიზი.
- არ ვიცი ლიზ, რომ გავარკვევ გეტყვი. - უპასუხა დაქალს და ნაჩქარევად შევიდა სადარბაზოში.
თუმცა კიბეები ნელი ნაბიჯით აიარა. ახლაღა გაახსენდა, რომ ზომაზე მეტი დალია და სიმთვრალის მძლავრი ტალღა მიეხეთქა მისი ცნობიერების თითქმის ჩამოშლილი კლდეს.
ბარბაცით აიარა დარჩენილი საფეხურები და სახლში შებანცალდა.
მთელი სხეული უხურდა, მაგრამ ეს არ ჰგავდა სასმელის მიერ გამოწვეულ სიმხურვალეს. ვერანაირი ახსნა ვერ უპოვა.
უდიერად გაიხადა კაბა და ფეხსაცმელები, ლიფი და ტრუსიც მათ მიაყოლა და დედიშობილა გაიშოლტა საწოლზე.
რამდენიმე წუთი დასჭირდა დასაძინებლად.
სიზმარი ნახა. სიზმარში კი ოთო და ნატა იყვნენ. ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს, ლინდა კი აღარ იყო, ჰო, უბრალოდ აღარ.
ეს იყო პირველი ღამე ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როცა ლინდას ჩვეული კოშმარი არ დასიზმრებია.
...
დილით გემრიელმა სურნელმა გააღვიძა. ლიზი ომლეტს აკეთებდა და ლინდა მიხვდა, რომ ძალიან შიოდა.
ზეწარშემოფარებული გავიდა სამზარეულოში და ბარს მიუჯდა.
- ბოლობოლო მოგშივდა შე ბურდღა ? - როგორც ჩანდა ლიზი კარგ ხასიათზე იყო. ღიღინებდა და ან ღიღინს აყოლებდა სხეულს. - ისე, ეს ბურდღა საიდან ? - ჰკითხა და ლინდას გახედა. ფხაკაძემ მხრები აიჩეჩა და გაუღიმა. - ძალიან ზუსტი შესატყვისია შენთვის. უბრალოდ იმას ვერ ვხვდები, ასეთი სისუსტის ფონზე მკერდსა და უკანალს როგორ ინარჩუნებ ? - ბუტბუტებდა თავისთვის გოგო.
- უსამართლობაა შენ რომ დიეტების დაცვა და სპორტ დარბაზში სიარული გიწევს და მე არა ჰო ? - გაეცინა ლინდას.
- ზუსტად, ზუსტად. არც ჭამ წესიერად, ლამის გადატყდე წელში და ეს რა გახდა კაცო ? - თქვა ლიზიმ და სალათიკენ გადახდილ ლინდას უკანალზე მოსცხო. გოგომ ტკივილისგან და მოულოდნელობისგან დაიკვნესა. ბრაზიანი თვალებითა და კიტრით გამოტენილი პირით გახედა დაქალს და გაურკვევლად დაიღმუვლა.
- ბუბუბუ ხო, ბუბუბუ. - გამოაჯავრა ლიზიმ.
- ნატროშვილო, გაგაპაზორებ ყველაზე მოუხერხებელ მომენტში, მაცადე ! - დაემუქრა ლინდა და განაგრძო ბოსტნეულით ტკბობა.
- გოგო, დღეს ივენთია გუშინდელ კლუბში, ცნობილი დიჯეები იკრიბებიან და არ გინდა წამოსვლა ? - ჰკითხა უკვე დამაგრებულ ლინდას.
- ისევ ის ნაჭერი უნდა მომახვიო ტანზე და ჩემხელა ქუსლებზე მატარო ? - ეჭვის თვალით გახედა დაქალს.
- არა სხვა ნაჭერს და უფრო დიდ ქუსლებს გიპოვი. - გაიცინა ლიზიმ. ბრაზით აღსავსე მზერა სტყორცნა დაქალს ლინდამ, ამაზე კი ლიზი ჩაბჟირდა. - კარგი, ოღონდ მზერით არ გამაპო და კომპრომისზე წამოვალ.
- ჰოდა ეგრე. - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა ლინდამ.

შეამჩნიეთ ? ლინდამაც შეამჩნია.
სუიციდზე ფიქრებმა უკანა პლანზე გადაინაცვლეს. ახლა ლინდა უბრალოდ მიჰყვებოდა დინებას, ან ეხმარებოდა კიდეც მას. დინების მიმართულებით მიცურავდა და ყოველწამ აჩქარებდა ტემპს. არ იცოდა სადამდე მიიყვანდა მას ასეთი ქმედება, მაგრამ ერთი იყო ის, რომ აქ და ახლა ის აკეთებდა იმას, რაც სურდა.
...
- მზად ხარ ? - გასძახა ნატროშვილს და საყურეების დაბნევას მორჩა. სარკესთან იდგა და საკუთარ თავს შეჰყურებდა. ამჯერად დაქალები ყავისფერ კაბაზე შეჩერდნენ, ზედმეტი იწილობიწილოების გარეშე. საკმაოდ ღრმა დეკოლტე ჰქონდა და ოდნავ მუხლს ზემოთ იყო. თმა გაეშალა და დაკულულებული ბოლოები უსწორმასწოროდ ეყარნენ მის მხრებზე. მინიმუმ მაკიაჟი და ლინდა საოცრად გამოიყურება.
- მოვრჩი ! - დაიძაბა ლიზიმ და გამოვიდა. მას საშუალო სიგრძის მარჯნისფერი კაბა ეცვა, რაც არაჩვეულებრივად ეხამებოდა მის მოკლე წითურ კულულებს.
...
კლუბი ამ ივენთისთვის საგანგებოდ მოერთოთ. თუმცა ლინდა ამას ყურადღებას არ აქცევდა.
ლიზიმ მოახერხა და დონეების სასტავში შეძვრა, რა თქმა უნდა, ლინდა თან წაიყვანა.
და აი იჯდა ლინდა ვიპში და მის წინ მჯდარ ოთოს დაძაბული უყურებდა. ბიჭი კი იმდენად გართული იყო ქერა ლამაზმანით, რომელიც წინა დღით ორჯერ შეხვდა ლინდას. ივარაუდა, რომ ნატა დადიანი ზუსტად ეს უნდა ყოფილიყო.
ვერცხლისფერი კაბა ეცვა. თუ შეიძლება ამას კაბა დავარქვათ.
- ლიზ, გაგვაცანი შენი თანამგზავრი. - მხარი გაჰკრა ლიზის ერთ-ერთმა დიჯეიმ.
- აჩი, მეტკინა. - შეუბღვირა ნატროშვილმა.
- ნუ ხარ ნეჟნი მაროჟნი. - კიდევ ერთხელ გაჰკრა მხარი აჩიმ.
- ლინდა ფხაკაძე. ჩემი განუყრელი მეგობარი. - სიამაყით წარმოთქვა ლიზიმ, თავად ლინდას კი არ ესიამოვნა. რატომ ? აბა მე რა ვიცი. არც მან იცის.
- ჰგავხართ ერთმანეთს. - ძლივს მოსწყდა ოთოს კისერს დადიანი. და ნაწილებს გადახედა.
- ტყუპებივით. - დააბოლოვა ერთ-ერთმა. სამივე ერთად ახარხარდა და იქაურობა გააყრუა.
- თქვენ კიდევ სხვადასხვა დონის პრინცესები ხართ. - თავი გვერდზე გადახარა ლინდამ და საზურგეს მიეყრდნო. შეამჩნია, რომ ოთოს და რამდენიმე ბიჭს ჩაეცინათ მის რეპლიკაზე, ოთოს ჩაცინებას კი ნატას ბრაზმორეული მზერა მოჰყვა.
- გავალთ ჩვენ ცოტა ხნით, თორემ აქაურობა თანდათან "სასიამოვნო" სურნელით ივსება. - მოჩვენებითი ღიმილით გაჰყავს ნატას თავისი ნაწილები, გზად კი ლინდას პასუხი ხვდება.
- ჰო, განიავება არ აწყენდა.
როგორც კი ტრიომ ვიპ ზონა დატოვა ბიჭები გემრიელად ახარხარდნენ.
- ლი, არ მეგონა ასეთი მაგარი მეგობრები თუ გყავდა. - თავისკენ მიიზიდა ლიზი აჩიმ.
- ნატასთან სიტყვის შებრუნება რომ გაბედე საოცრებაა. - დაამატა ოთომ.
- ჩემი ყოველთვის გამაქვს. - ისე უპასუხა ლინდამ ოთოს, რომ მისკენ არც გაუხედავს.
- ჰო, პირადად დავრწმუნდი მაგაში, უკვე ორჯერ. - წარმოთქვა ბიჭმა ისე, რომ მხოლოდ ლინდას გაეგონა და სიგარეტს მოუკიდა.
ამასობაში მიმტანმა კოქტეილები მოიტანა. ლინდა არც დაფიქრებულა ისე მოსვა, მობეზრებით უსმენდა დაბრუნებული ტრიოს ჭორიკნობას, პერიოდულად თვალს ოთოსკენ აპარებდა და მომღიმარი ბიჭის სახეს ეფეთებოდა. შემდეგ საკუთარ თავზე ბრაზდებოდა და აგრძელებდა კოქტეილის წრუპვას.
- ჰეი, ოთო, ახლა შენი ჯერია. - მეგობრულად უტყაპუნებდა მხარზე ხელს აჩი. - მიდი გამოაფხიზლე ეს ბრბო.
- აუ ტო, მაგრად თუ არ მეზარებოდეს ახლა. - სიცილით პასუხობდა ბიჭი.
- კაი , ასწორებს კაიფში. მიდი. - აქეზებდნენ სხვები.
- მიდი და მერე ვითამაშოთ. - უთხრა ნატამ და კაბის სამადსამი ღილი შეიხსნა.
- ოქეი, პატარა, მაგრამ იცოდე ვიმახსოვრებ. - ცინიზმით სავსე თვალებითა და ხმით უპასუხა გოგოს.
ლინდას ყელში ბურთი მოაწვა, მაგრამ არ შეიმჩნია. უჩუმრად სცადა წასულიყო და კოქტეილი შეევსო.
როგორც იქნა ბარს მიაღწია და შეავსო. მის ყურთასმენას კი მისწვდა სიმღერა.
Three days Grace - I hate everything about you-ს რემიქსი.
ერთი ამოსუნთქვით შთანთქა სასმელი და შეტორტმანდა. არ ჰქონდა ისეთი გემო, როგორიც წინას. თუმცა ყურადღება არ მიუქცევია. მუცელში წვამ და გულისრევის შეგრძნებამ ყველაფერი დაავიწყა, მხოლოდ სიმღერის სიტყვები ესმოდა შორიდან, გაურკვევლად.
ტუალეტში შესვლა ძლივს მოასწრო, რომ გული აერია. საშინელი ღებინება დაეწყო და გაითიშა.

...
თვალი ძლივს გაახილა და იგრძნო, რომ მოძრაობის მცდელობა კრახით სრულდებოდა. მთელ ტანში ტეხდა. ყელი ეწვოდა და თვალები უხურდა.
სიცხე მაქვსო გაიფიქრა და ოდნავ წამოჯდა. ჯერ კიდევ ბუნდოვნად ხედავდა და საწოლზე მჯდარი სილუეტის გარჩევა შეძლო მხოლოდ.
- ლიზ, მინერალური მომიტანე გთხოვ. - შესჩივლა დაქალს და წყლის ბოთლიც უცებ გაჩნდა მის ხელებში. სულმოუთქმელად გამოცალა ნახევარი და ბალიშში ჩაეფლო. - თავი მისკდება.
- როგორ გეძინა ? - ოთახში გაისმა ბოხი ხმა.წამით ლინდამ ვერ გააანალიზა ვისი ხმა იყო. რეალურად ჟღერდა იგი თუ მის თავში, მაგრამ უცებ წამოხტა და ჯერ კიდევ საწოლზე მჯდარ სილუეტს დააკვირდა.
ცოტა ხნის შემდეგ მან შეძლო სილუეტის ნაკვთების გარჩევა და ოთო შერჩა ხელში.
- შენ ?
- მე.
- ჰაა ? - აზრზე ვერ მოდიოდა ლინდა.
- ჰოო. - თქვა ოთომ და საწოლზე გადაწვა. მარცხენა ხელი თავქვეშ ამოიდო და ღიმილით უყურებდა ლინდას.
ლინდამ და შიშით დაიხედა გადასაფარებლის ქვეშ და ვუალია, დედიშობილა იწვა ლოგინში.

- რა ჯანდაბა ხდება ? - წუთიერი დუმილის შემდეგ ამოიხავლა ლინდამ. ყველა აზრი ერთად უტრიალებდა თავში, ამავდროულად კი არაფერზე ფიქრობდა.
- შენ ჩემს საწოლში წევხარ შიშველი. რა უნდა ხდებოდეს ? - მხრები აიჩეჩა ოთომ. ღიმილით უმზერდა ლინდას და იცოდა, რომ მისი მიმიკა კატასტროფულად მოქმედებდა ახლა ფხაკაძეზე და ამ ფაქტით ტკბებოდა.
- ოთო, ნუ მაცოფებ. - კბილებს შორის გამოსცრა ლინდამ და გადასაფარებელს რაც ძალი და ღონე ჰქონდა მოუჭირა.
- რატომ ? გუშინ შენ მაცოფებდი, ახლა ჩემი ჯერია. - სახე დაუსერიოზულდა ოთოს.
- რა მოხდა გუშინ ? - აკანკალებული ხმით იკითხა ლინდამ. ყველაფერი იფიქრა იმ რამდენიმე წამის განმავლობაში, რაც ოთო დუმდა.
- ოჰო, იმის უფლებასაც აძლევ თავს, რომ არ გახსოვდეს რა იჩალიჩე გუშინ ? - ხმის ტონს აუწია ოთომ და საწოლზე წამოჯდა. თვალებში უყურებდა ლინდას და ხვდებოდა როგორ ეშინოდა გოგოს. თითქოს სიამოვნებდა კიდეც მისი წვალება. ლინდას კი სუნთქვა შეეკრა და წამით ვერ გააანალიზა ოთოს ვერც სიტყვები, ვერც ტონი. საოცარი სიცივე შეეპარა სხეულში და კიდურები მოეყინა. გული ყელში უცემდა ლამის და თავი დახარა.
- რა ვქენი ? - ძლივს დაფარა მომდგარი ბურთი, რომ გაეცა პასუხი.
ოთომ აქ უკვე სიცილის შეკავება ვერ მოახერხა და ხმამაღლა ახარხარდა. მუცლის ატკიებამდე და ცრემლებამდე იცინა.
ათი წუთი შეუწყვეტელი სიცილის შემდეგ ოთო ძლივს მოსულიერდა და ამოთქვა.
- ნეტა სარკეში ჩაგახედა ახლა რა საწყლად და შეშინებულად გამოიყურები. - თქვა და ლინდას ახედა. თუმცა როგორც კი მისი აცრემლებული თვალები დაინახა ღიმილი სახეზე შეაშრა. გახევდა და გაოცებული უყურებდა. ლინდას გადასაფარებელი მკერდთან ახლოს ორივე ხელით ძლიერ ჩაებღუჯა და ყბები დაეჭიმა. ცრემლით ამოვსებულ თვალების უბეებს ძლივს ინარჩუნებდა ამგვარ მდგომარეობაში, არ სურდა გადმოღვრილიყო.
- გადი. - გამტყდარი ხმით უთხრა გოგომ.
- ლინდა...
- გადი, გთხოვ. - აქ უკვე ვეღარ შეძლო თავის შეკავება. პატარა ბავშვივით ასლუკუნდა. მუხლები მოკეცა და თავი ჩარგო.
ოთომ გასვლის ნაცვლად მასთან ახლოს გადაინაცვლა, ლინდას სხეული ფეხებს შორის მოიქცია და ზურგიდან მოეხვია.
- ჩშშშ, ბურდღა. მოდი ჩემთან. - ეჩურჩულებოდა და მაქსიმალურად ახლოს იზიდავდა. თავიდან ლინდა ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ შიშმა ძალა გამოაცალა და ბოლოს დანებდა. ოთოს მკერდს მიეკრო და მოიკუნტა.
ოთო გრძელ თმებზე ეფერებოდა და ბურტყუნებდა.
- რა მოხდა ? - რამდენიმე წუთის შემდეგ იკითხა ლინდამ ჩურჩულით ოთოს ყურთან.
- არ აქვს მნიშვნელობა. - ხმა დაუბოხდა ბიჭს.
- მინდა ვიცოდე. - ოდნავ წამოიწია ლინდა და ოთოს თვალებში შეაცქერდა. ბიჭს ყრუ გმინვა აღმოხდა ლინდას სხეულის და ნამტირალევი თვალების შემყურეს. საოცრად სიამოვნებდა ეს კონტრასტი და ვერ უძებნიდა ახსნას რატომ.
- ზედმეტი დალიე და შენი გაუპატიურება სცადეს. საბედნიეროდ ახლოს ვიყავი და გადაგარჩინე. მერე გული აგერია და კაბა დასვარე. - მოკლედ მოუყვა ოთომ საქმის ვითარება. ლინდამ კი შუბლზე მიირტყა ხელი.
- პაზორ. - ჩაილაპარაკა.
- დარწმუნებული ხარ, რომ გუშინდელი უფრო გრცხვენია თუ... - თქვა და თვალები ლინდას მოშიშვლებულ მკერდს შეავლო. ლინდამ ფრთხილად დაიხედა და პომიდორივით გაწითლდა.
- გაეთრიე აქედან. - აკივლდა და ესესიყო სილა უნდა გაეწნა ოთოსთვის, რომ ბიჭმა ორივე მაჯა დაუკავა და ზემოდან მოექცა.
ლინდა ვერ ექანებოდა. ოთომ მისი ხელები თავს ზემოთ დაუკავა. ახლა მისთვის საოცარი სანახაობა იყო ღია. გოგომ თავი გვერდით გასწია რომ არ დაენახა ოთოს აღფრთოვანებული მზერა. თუმცა ოთო არ უყურებდა მის სხეულს, მზერა სახეზე ჰქონდა შეჩერებული და მაქსიმალურად ცდილობდა ყველა ნაკვთი და მიმიკა დაეჭირა.
- ნუ მიყურებ. - სასოწარკვეთილი ჩურჩული მისწვდა ოთოს ყურებს. მომენტალურად მოდუნდა და ლინდას თავი ყელში ჩაურგო. ღრმად შეისუნთქა მისი არომატი, ლინდა კი ვერ ეწინააღმდეგებოდა. თითქოს არც სურდა შეეწინააღმდეგებოდა. ფრთხილად მოხვია ოთოს ხელები. ერთი კისერზე, მეორე კი თმებში შეუცურა.
- მასე თუ გააგრძელებ ძალიან გამიჭირდება არ გიყურო. - სიამოვნებისგან ამოიგმინა ოთომ და ლინდას კისერზე თავისი კბილების ანაბეჭდი დატოვა. ლინდამ პარალელურად დაიკვნესა და ოთო უფრო თამამად დააცხრა მას. კბენდა და კოცნიდა კისრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემდეგ ოდნავ შეყოვნდა, თავი წამოსწია და სიამოვნებისგან გატრუნულ ლინდას შეხედა. ცალყბად გაეღიმა და მისი სახისკენ დაიხარა. გოგოს მისი ცხელი და მძლავრი სუნთქვა სახეზე ეცემოდა და თვალები მილულა. კოცნას ელოდა, მაგრამ სიმსუბუქე იგრძნო სხეულზე. ოთახის ბოლოდან ოთოს ჩაცინება გაიგონა.
- შენი კაბა ჯერ კიდევ სველია შენსავით, შეგიძლია ჩემი პერანგი ჩაიცვა. - თქვა და ოთახის კარი მიხურა.
ბრაზისგან გაწითლდა ფხაკაძე. რა სულელური საქციელია ლოგინში ჩაუგორდე ბიჭს, რომელსაც ფაქტობრივად არც კი იცნობ.
ნეტა რა მოხდა გუშინ ? გარდა იმისა, რაც ოთომ თქვა... რატომ იყო ლინდა შიშველი ? თავზე ხელი მოიკიდა და ტენი იგრძნო. გუშინ მიბანავია კიდეცო გაიფიქრა და ფანტაზიამ გაიტაცა.
ნეტა ოთომ აბანავა ?
ერთად იწვნენ ?
რა ჯანდაბა მოხდა?
ფრთხილად წამოდგა და კარადასთან მივიდა. სარკეში საკუთარი ანარეკლი დაინახა. ცოტა ხანი უყურა მას. აკვირდებოდა სხვადასხვა რაკურსიდან.
არამიშავსო გაიფიქრა და კარადა გამოაღო. წითელი კუბოკრული პერანგი ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა.
- არ მეგონა ასეთ ფერებს თუ ანიჭებდი უპირატესობას. - სამზარეულოში გასვლისთანავე უთხრა გოგომ და მზერა წინსაფარში გამოწყობილ ოთოს მიაპყრო.
- პიდარასტს ვგავარ ? - უპასუხა ბიჭმა, როცა ლინდას შეხედა.
- რა ვიცი, რა ვიცი... - ხელები ასწია ლინდამ და ბარს მიუჯდა.
- ეჭვი გეპარება ? - წარბი ასწია ოთომ და ლინდას მიუბრუნდა.
- წინსაფარში გამოწყობილი, გემრიელ საუზმეს ამზადებს, კარადაში წითელი მოეძევება... - წამით შეყოვნდა ფხაკაძე. - რა ვიცი... - ცალყბად გაიღიმა და ოთოს შეხედა. უჭირდა თავის შეკავება ბიჭის სხეულთან, არც დაკუნთული იყო, არც მოშვებული.
- უკვე იმაშიც ეჭვი უნდა შევიტანო ქალთან ნამყოფი ხარ თუ არა. - დაამატა ლინდამ მცირე ხნის შემდეგ. იფიქრა ვუკბენ ამ რეპლიკითო, მაგრამ ოთომ კმაყოფილი ღიმილით დააჯილდოვა.
- ეგ შენზე უკეთ ვინ იცის ? - მაცდური ხმით ჩაილაპარაკა და საუზმეს მიუბრუნდა.
- რა ? - გაფითრდა ლინდა.
- რაც გაიგე. - მოკლედ მოუჭრა ოთომ.
- რას გულისხმობ ? - არ ეშვებოდა.
- იმედია ვეგანი არ ხარ. - არ იმჩნევდა კითხვებს ბიჭი.
- მიპასუხე. - არ ცხრებოდა ლინდა.
- მიდი ეს მაგიდაზე დადე. - მიუთითა სალათზე ოთომ. წინსაფარი მოიშორა და საკიდზე მიუჩინა ადგილი.
ფხაკაძე კი მის წინ აისვეტა და იმდენად საყვარელი იყო გაბრაზებული, რომ ოთოს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ღიმილი შეეკავებინა.
- მიპასუხე. - დაჟინებით სთხოვდა ლინდა.
- რაზე გიპასუხო ? - მხრით ზედა კარადას მიეყრდნო ოთო და ხელები მკერდზე გადააჯვარედინა.
- რა იგულისხმე.
- რაში ?
- იმ ფრაზაში.
- რომელ ? - მიმიკა არ ეცვლებოდა, ლინდა კი ხვდებოდა, რომ ოთოს მისი წვალება სიამოვნებას ანიჭებდა.
- რომ ჩემზე უკეთ არავინ იცის ხარ თუ არა ქალთან ნამყოფი. - მშვიდად უპასუხა.
- ის ვიგულისხმე, რაც ვთქვი.
- რატომ ვიწექი შიშველი ? - ხმა გაებზარა ლინდას.
- მე გაგხადე. - ხმა ყინულივით ცივი გაუხდა.
- რატომ ?
- ჰომ გითხარი, კაბა დასვარე.
- მხოლოდ ამიტომ ? - ჩაეძია ლინდა.
- პირდაპირ რომ მკითხო არ გინდა? - წარბი ასწია ოთომ.
- კარგი. - ღრმად ჩაისუნთქა ლინდამ. ოთოს თვალებში შეხედა და პირი ოდნავ შეაღო სათქმელად.
მაგრამ რა უნდა ეთქვა, რა უნდა ეკითხა. გვქონდა თუ არა რამეო ? პასუხი უარყოფითი რომ იყოს, ლინდას ძალიან შერცხვება და... მაგრამ ჰომ უნდა გაარკვიოს ?
- ჰეი, გისმენ. - გამოაფხიზლა ლინდა ოთომ.
- გვქონდა რამე ? - ძლივსგასაგონად იკითხა.
- ჰა ? გამაგონე.
- გვქონდა-მეთქი რამე ? - ხმამაღლა ჰკითხა ლინდამ.
- რამე ეს რა ?
- იცი.
- არ ვიცი.
- ოთო ! - ბრაზობდა ლინდა.
- ლინდა ? - წარმოთქვა ოთომ და ლინდას მიუახლოვდა. ცხვირის წვერი კისერზე გაუხახუნა და ყრუ კვნესით დატკბა. - გვქონდა თუ არა სექსი ?
- ჰ-ჰო...
- არა, მაგრამ ამას ახლა გამოვასწორებ. - თქვა და ლინდამ კვლავ იგრძნო ძლიერი ხელები ბარძაყებზე.
რამდენიმე წამში ჰაერში აღმოჩნდა და იგრძნო ინსტინქტურად როგორ შემოხვია ოთოს წელზე ფეხები. ხელები კი კისერზე. წამით შიში გაუკრთა თვალებში, მაგრამ როგორც კი ოთოს ვნებით აღსავსე მზერა დაიჭირა საოცარი აღგზნება იგრძნო თავადაც.
ბიჭს ხელები ლინდას უკანალისთვის ძლიერად ჩაევლო და წამის შუალედში უჭერდა.
ნელი ტემპით შეიყვანა ლინდა საძინებელში და საწოლზე გადააწვინა. მის ტუჩებს მხეცივით დააცხრა და საოცრად ოსტატურად ანაცვლებდა ერთმანეთს ენას, ტუჩებსა და კბილებს. ლინდა იმდენად ჩაიძირა სიამოვნებაში, რომ აზროვნების უნარი დაკარგა. არ აინტერესებდა ამ ქმედების შედეგი. მან მხოლოდ ის იცოდა, რომ აქ და ახლა ოთოსთან სიახლოვისთვის სიცოცხლესაც კი გაიღებდა. რა დამართა ამ ბიჭმა ლინდას ? სულ რაღაც სამი შეხვედრით თავგზა როგორ აუბნია ? თან ისე, რომ ლინდაც სიამოვნებით ჩაუგორდა ლოგინში...
მომენტალურად შეამოაცვდა სხეულზე ოთოს პერანგი. ოთომ შარვლის გახდა მოასწრო და ტრუსისამარა ეფერებოდა ლინდას. არც ლინდა ჩამორჩებოდა და სურდა ოთოს სხეულის რაც შეიძლება მეტი ფართობი დაეფარა სველი კოცნით.
ბიჭმა მკერდისკენ გადაინაცვლა და უკბინა, ლინდას კვნესის საპასუხოდ კი შუა და საჩვენებელი თითი პირთან მიუტანა და არც გოგომ დააყოვნა, შეუდგა მათ დაგემოვნებას. ოთო ახლა გამაგრებულ ძუძუსთავებს მისწვდა კბილებითა და ენით. ამავდროულად დაჟინებით აკვირდებოდა ლინდას რეაქციებს, რაც თავად ლინდას სირცხვილის გრძნობას უღვიძებდა.
- საოცარი სურნელი გაქვს... - ჩურჩულებდა ფხაკაძის მუცელთან მოალერსე ბიჭი. მან ლინდას საკუთარი თითებით ტკბობის საშუალება აღარ მისცა და ფეხებშუა ჩაუცურა. ფრთხილად შეეხო და წრიული მოძრაობით დაუწყო სტიმულირება.
დიდი ხანია ლინდას მსგავსი რამ არ განუცდია და შეგრძნებები ზუსტად ისეთი იყო, როგორც სულ პირველად. ზეწარს მთელი ძალით ჩააფრინდა და ქვედა ტუჩს სისხლამდე კბენდა, რომ არ ამოსულიყო მისი ყელიდან ის ხმა, რომელიც ზუსტად ასახავდა მის შეგრძნებებს.
ოთომ ეს შეამჩნია და კმაყოფილმა ჩაიცინა. მეორე, თავისუფალი ხელი ლინდას ხელამდე მიიტანა და თითები ერთმანეთში ახლართა. ხოლო თავისი ტუჩებით შეძლო ლინდას კბილების ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა მისივე ბაგე და დაჰპატრონებოდა. პარალელურად ოთომ სტიმულაცია შეწყვიტა და ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა.
- ამიდგა... - ლინდას ბროწეულისფერმა გადაჰკრა სახეზე და მუხლები შეატყუპა. - არა ძვირფასო, ასე ვერ მოვრიგდებით. - სიცილით ჩაილაპარაკა ოთომ და პრეზერვატივი გახსნა. უცებ წამოიცვა და ლინდას მუხლები გაშალა.
წამით შეჩერდა და ლინდას უყურებდა. გოგო კი სირცხვილით იწვოდა.
- ნუ... ნუ მიყურებ. - ძლივს ამოთქვა.
- საოცრად ლამაზი ხარ. - გულწრფელი აღფრთოვანება აღებეჭდა სახეზე ოთოს.
- აბა, კეთილი იყოს ჩემი მობრძანება. - თქვა მან და ლინდაში აღმოჩნდა. თან აკოცა და მის ყელში გაისმა სუსტი წამოკივლება, რომელიც ლინდამ ინსტინქტურად ამოუშვა. - როგორი სველი და ცხელი ხარ, თავი სამოთხეში მგონია. - იწყებდა მოძრაობას ოთო და ყოველ ბიძგს თანდათან უმატებდა ძალას, რასაც ლინდას კვნესის ხმის ტონალობის პროპორციული ზრდა მოჰყვებოდა.
- როგორ მიჭერ პატარა, დიდი ხანია გინდა ? - ყურთან ჩურჩულებდა ოთო და ტემპს თანდათან უმატებდა.
- ვ-ვერ გ-გადამირჩები... - კვნესას შორის მოახერხა თქმა გოგომ.
- მოდეე... - ხვნეშოდა და გმინავდა ოთო. ამავდროულად მთელ სხეულზე ეფერებოდა ლინდას. ლინდა კი ძლიერ ბიძგებს ჭკუიდან გადაჰყავდა და წელს ტეხდა, მკერდს კი ზემოთ მიმართავდა, რაც ოთოს აძლევდა საშუალებას ბოლომდე დამტკბარიყო ლინდას სავსე მკერდის სიდიადით.
რამდენჯერმე შეცვალეს პოზა და ოთახიც კი. მთელ ბინაში ლინდას სიამოვნებით აღსავსე კვნესა და ოთოს გმინვა ისმოდა.
- ოთო, მე, ახლა... - შესვენებებით აღმოხდა ლინდას და ოთომ პოზა შეცვალა. დივანზე იჯდა და ლინდა კალთაში ეჯდა სახით მისკენ.
- მიდი პატარა, ცოტაც... - ეხმარებოდა ლინდას ბიჭი.
რამდენიმე წამში კი ბინა გააყრუა ორი ადამიანის გმინვამ, რომელნიც სიამოვნების მწვერვალზე იმყოფებოდნენ.
კიდევ ცოტა ხანი და ღონემიხდილი ლინდა ოთოზე დევს. ღრმად სუნთქავდა და საუბრის თავი არ ჰქონდა. ბიჭმა ხელები მოხვია და თავი მკერდში ჩაურგო. ღრმად შეისუნთქა და აკოცა.
- დიდი ხანია სექსი არ გქონია ? - მცირეხნიანი დუმილის შემდეგ ჰკითხა.
- კი. - მოკლედ უპასუხა გოგომ.
- მაგიტომ იკლავდი თავს ? - სერიოზული სახით ჰკითხა ოთომ.
- ღმერთო, შენ უშველე ყველა დებილს. - თვალები აატრიალა ლინდამ.
- ანუ დებილი ვარ ? - წარბი შეკრა ოთომ.
- დიახაც.
- კარგი რა, მშვენიერი დამჯერი ბიჭი ვარ. - ძლივს იკავებდა სიცილს.
- უკეთესს რას იპოვი. - სიცილით უპასუხა ლინდამ.
- უნდა წავიდე. - ცოტა ხნის შემდეგ თქვა ლინდამ.
- სად გეჩქარება ? - ჩაეკითხა ოთო.
- რა შენი საქმეა ? - წარბი ასწია გოგომ.
- რა ჩემი საქმეა ე.ი. ჰო ? - თქვა ოთომ და ჯერ კიდევ მის მუხლებზე მჯდარ ლინდას ღუტუნი დაუწყო.
- არა ! გთხოვ ! გაჩერდი ! - სიცილით კვდებოდა ლინდა. ათასნაირად იკლაკნებოდა და ცდილობდა მისი მოქმედება შეეზღუდა. ბოლო კი, როცა დაიღალა. - ვნებდები ! გაჩერდი ! - თქვა და ოთოს მკლავზე მიესვენა.
- რაო რას ამბობდი სად მივდივარო ? - ღიმილით ჰკითხა.
- ერთი მხატვრის გამოფენაა და წასვლა მინდა. - გაბუტული ხმით უთხრა.
- რომელზე ?
- რაში გაინტერესებს რომელზე ?
- მაინტერესებს.
- არ გეტყვი.
- ნუ მეტყვი, მაინც გავიგებ. - თქვა და წამოდგა. ლინდა საწოლამდე მიიყვანა და კაბა მოუტანა.
- როგორ ?
- ჰმ ?
- როგორ გაიგებ ?
- ჩემი მეთოდები მაქვს, პატარა.
- გველო. - წარმოთქვა და საძინებლის კარი გაიღო. კარში აჩი იდგა მობეზრებული სახით.
- შე'ჩემა, რას აკეთებ ტელეფონი ავაფეთქე. - თქვა და მზერა ოთოდან ლინდაზე გადაიტანა. შთაბეჭდილების გამოსახატავად დაუსტვინა, ხელები ასწია და გავიდა.
ლინდას სასწაულად შერცხვა და სწრაფად ჩაიცვა. ესესიყო გასვლას აპირებდა ბინიდან, რომ ოთომ შეაჩერა და აკოცა. ლინდა ოდნავ შეყოვნდა და გარეთ გავიდა.
- ზარებზე რო არ გპასუხობ ვერ უნდა მიხვდე ბლიად რომ დაკავებული ვარ ? - სახლში შებრუნდა ოთო.
- ეს რა მაგარი ვიღაც დაითრიე. - იცინოდა აჩი და ლუდის ბოთლი მიიყუდა.
- მართლაც რომ... - ჩაფიქრდა ოთო.
- ქვევით ნატა იყო. - სასხვათაშორისოდ თქვა აჩიმ.
- აუ, მართლა ტო ? პიზდეც. - ბრაზით ჩაილაპარაკა ოთომ. - ტვინი წაიღო მაგ გოგომ.
- ჰო ? მე მეგონა გეკიდა.
- ჰო, მარა..
- მარა ეს გოგო მართლა მაგარი ტიპია ? - გაეცინა აჩის.
- ხო. - თქვა ოთომ და ლუდის ბოთლი ააცალა ძმაკაცს.
...
ლინდა კი დარეტიანებული მიდიოდა კიბეებზე და აზროვნების უნარი დაჰკარგვოდა. მართლაც დიდი ხანია დაივიწყა, რომ სქესობრივი ცხოვრება არსებობს. მთელი სხეული სტკიოდა და ეს ტკივილი სიამოვნებას ანიჭებდა კიდეც. აზრზე ვერ მოდიოდა, რომ ცოტა ხნის წინ სექსი ჰქონდა ოთო ნემსაძესთან. მაგრამ ფაქტი იყო, არ ნანობდა.
ამ ფიქრებში გართულმა ჩაიარა კიბეები და გარეთ გავიდა. იქვე მდგამა შავმა მანქანამ მიიქცია მისი ყურადღება. ცალი ფანჯარა ჩამოშვებული იყო და ქერა თმები ჩანდა, რამდენიმე წამში კი ნატას სახეც გამოჩნდა.
ესღა მაკლდაო გაიფიქრა ლინდამ, მაგრამ ცალყბად გაუღიმა ნატას, რამაც აშკარად იმოქმედა გოგოზე, თან დადებითად არა.
ხვდებოდა ლინდა რა შარშიც გაყო თავი, მაგრამ მაინც არ ნანობდა. ძალიან ნასიამოვნები მიდიოდა სახლში და ამ დაღლილობას ცხელი აბაზანით მოიხსნიდა. გონებადაბინდულ ლინდას ერთი გამორჩა მხედველობიდან, შავი მანქანა მას უკან გაჰყვა…

მძიმედ მიაბიჯებდა ტროტუარზე და ცდილობდა როგორმე საღი გონება შეენარჩუნებინა. აკვირდებოდა გამვლელებს და ყურადღების გადატანა სურდა.
საშინლად ეჩვენებოდა ეს მოღუშული სახეები, სერიოზული გამომეტყველება და კაცისმკვლელი მზერა. ყველაფერი უყვარდა ახლა და ყურებამდე იღიმოდა, გაკვირვებულ სახეებს აწყდებოდა და კიდევ უფრო იღიმოდა.
არ შეიძლება გამვლელებმა ერთმანეთს უბრალოდ გაუღიმონ ? და ეს ნაცრისფერი ცხოვრება გააფერადონ ? რატომ ადრამატულებენ ისედაც დრამატულ ცხოვრებას ?!
სასაცილოა არა ? ეს ფიქრები იმ ადამიანის ტვინში ფორმირდება ახლა, რომელიც ბოლო წელიწადია თვითმკვლელობის გარდა არაფერს ნატრობდა. ახლა კი მას სურს ცხოვრება აქ და ახლა. თუმცა შიში იპყრობს, რომ წარსული გაახსენდება და გუნება მოეშხამება. თუმცა არა, ამაზე არ უნდა იფიქროს.
პირდაპირ სახლისკენ გაემართა და ესესიყო კარი უნდა გაეღო, რომ მხარზე შეხება იგრძნო.
- ჰეი. - ყინულშეპარულმა ხმამაც არ დააყოვნა.
ლინდა შებრუნდა და ნატა დაინახა.
- ოჰო, ახლა მარტო ხარ ? - გაუკვირდა ლინდას, რეალურად კი ფიქრობდა ამის თავი ახლა ნამდვილად არ მაქვსო.
- ‎შენ იცი ვინ ვარ ? - თქვა ნატამ და თვალებში ჩახედა ლინდას. ლინდა მიხვდა, რომ გოგოს ძალიან უნდოდა საშიში სახის მიღება, მაგრამ სიცილი ვერ შეიკავა და ნატა კიდევ უფრო გააბრაზა. - რა გაცინებს ? - ძარღვები დაებერა ნატას.
- ‎არაფერი, ანეკდოტი გამახსენდა. - თქვა და სიცილს აგრძელებდა. ცოცხალი ანეკდოტი ედგა თვალწინ, აბა რა იქნებოდა ?
- ‎ შენი ანეკდოტები, თუ არ იცი ვინ ვარ გაიგებ, თუ არ შეეშვები ოთოს. - უთხრა ნატამ.
- ‎მამიკოს გათამამებულები ვართო ? - საოცარი სიმამაცე იგრძნო ლინდამ და გოგოს შეუტია.
- ‎გირჩევნია არ აგერიო მამიკოს გათამამებულ გოგოში, მერწმუნე ინანებ. - გაეცინა ნატას. შებრუნდა და წავიდა.
ლინდამ იგრძნო, რომ ნატას ბოლო სიტყვები ზედმეტად რეალური იყო.
და ლინდა მართალიც იყო. ნამდვილად არ იყო ნატა უბრალოდ ფულიანი მამიკოს შვილი. განათლება არ აკლდა, არც ყურადღება, არც მამაკაცები. საინტერესო მოსაუბრე იყო და თავისუფლად შეეძლო განევრცო ფილოსოფიური თუ სხვა საკითხები. ერთადერთ მის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს მანიაკალური მიდრეკილება ოთოს მიმართ, რომელსაც ვერ ხსნიდა. სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ყველაფერზე იყო წამსვლელი ნემსაძისთვის. მაგრამ ის ფაქტი, რომ ოთოს ის როგორც პიროვნება არ აინტერესებდა, ნატას ძალიან სტანჯავდა. მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი თავის სრულყოფას, რომ ოთოს მიექცია ყურადღება არამხოლოდ მისი უკანალისა და მკერდისთვის, არამედ ე.წ. სულითაც დაინტერესებულიყო. მაგრამ ამაოდ. მის მცდელობებს ნემსაძე არაფრად აგდებდა.
უცნაურია არა ?

ლინდა სახლში შევიდა და ნანატრი აბაზანა აავსო. ცხელი წყლის შეხება საოცარ ნეტარებად ესახებოდა, მაგრამ ნატასთან საუბარმა სასიამოვნო ეიფორიისგან გამოიყვანა. ძალიან აინტერესებდა რას გულისხმობდა დადიანი თავის ბოლო რეპლიკაში.
წყალში იწვა და ფიქრობდა, წარსულზე, ოთოზე, ნატაზე.
ინტერესის ჭია იმდენად შეუჩნდა, რომ როგორც კი აბაზანიდან ამოვიდა ტელეფონს წაეტანა და ლიზის ნომერი აკრიფა.
- ლიზ ?
- ‎რა ხდება ლი ? - ჰკითხა ლიზიმ. ფაქტი იყო პირგამოტენილმა უპასუხა.
- ‎მომისმინე, ერთი თხოვნა მაქვს.
- ‎ოჰო, თვით ფხაკაძემ უნდა მთხოვოს მე ცოდვილს. - ტირილის იმიტაცია გააკეთა ლიზიმ. - ეს ერთი და სხვა მრავალი, ამინ !
- ‎ნუ ცანცარებ. - გაეცინა.
- ‎ოქეი, და რა თხოვნაა.
- ‎შეგიძლია ნატაზე რამე მომიყვე ? - უთხრა ლინდამ და ტუჩს დაუწყო კბილებით წვალება. მთელი გზა სისხლის გემოს გრძნობდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა.
- ‎როგორ არ შემიძლია. - წამოიკივლა ლიზიმ სიხარულისგან. ძალიან უყვარდა საუბარი, რა მისი ბრალი იყო ? - მოკლედ მამა, ირაკლი დადიანი, დედა რიტა მაღლაკელიძე. დიდად არ უყვარდათ ერთმანეთი და გაშორდნენ, ირაკლის რომანის გამო. - დაიწყო ნატროშვილმა, მაგრამ ოდნავ შეყოვნდა. - მოიცა და, შენ რაში გაინტერესებს ?
- ‎შარში ვარ მგონი. - ჩუმად უპასუხა ლინდამ.
- ‎იდექი მანდ, მოვქრივარ ! - გაისმა ლიზის სერიოზული ხმა. - ჰო, ისა და, სად ხარ ? - ლინდას გაეცინა და უპასუხა.
- ‎სახლში ვარ, სახლში. მოდი.

ნახევარი საათის შემდეგ ლინდას ბინა ლიზის კივილმა გააყრუა.
- შენ და ოთო ?! - წინ და უკან დადიოდა ლიზი, თან მანდარინებს ეტანებოდა. იმდენი შეჭამა, რომ მაგიდაზე მანდარინების კანისგან ლინდა სასახლეს აშენებდა. არ მკითხოთ როგორ, არც მე ვიცი.
- ‎ჰო.
- ‎მოიცა რა გამოდის, შენ და ოთო მართლა იწექით ერთად ? - პირდაღებული უყურებდა დაქალს ლიზი.
- ‎ჰი ლიზი, ჰო. რატომ მამეორებინებ. - ღიმილად იხატებოდნენ ლინდას სახეზე სისხლისფერი ტუჩები.
- ‎ეს ტუჩიც მან გაგიხეთქა ?
- ‎რა ტუჩი ? - გაუკვირდა ლინდას. სწრაფად ადგა და საძინებელში შევიდა. სარკეში ჩაიხედა და ხელი შუბლზე მიირტყა. - მოკვდი, ნემსაძე. - ჩაიბუტბუტა და მისაღებში დაბრუნდა. ახლა მიხვდა საიდან იღებდა სათავეს სისხლის გემო.
- ‎და ნატა რა შუაშია ? თუ ისე ? - ჰკითხა ლიზიმ და ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალები მიაპყრო მეგობარს.
- ‎ სახლში შემოსვლას რომ ვაპირებდი გამაჩერა და ოთოს შეეშვიო. - მხრები აიჩეჩა ფხაკაძემ.
- ‎სახლამდე მოგყვა ? გაად, ეგ გიჟია გოგო, ლამის ოფიციალურად. აფანატებს ოთოზე, არადა ჩვეულებრივ ცხოვრებაში ძაან მაგარი გოგოა. - დანანებით ჩაილაპარაკა ლიზიმ.
- ‎რა პონტშია გიჟი ?
- ‎ხმები დადის, რომ ოთოს ერთი გოგო ევასებოდა მაგრად, ამან კიდე ავარია მოუწყო და ის გოგო წელს ქვევით მოწყვეტილი დარჩა. - ჩურჩულით უთხრა ლიზიმ მას.
- ‎მაგრამ ეგ ხომ დამტკიცებული არაა ? - ლინდამ თვითონაც შეამჩნია, რომ ხმა გაუტყდა.
- ‎ოფიციალურად არა, მაგრამ ფული აქვს და მიჩქმალავდა მარტივად.
- ‎რა სისულელეა, დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს. - აღმოხდა ლინდას. არ სურდა ამის დაჯერება.
- ‎მე კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ ეგ იყო. - დასკვნა დადო ნატროშვილმა.
- ‎მე არ მჯერა. - თავისთვის ჩაილაპარაკა ფხაკაძემ.

...
შავი შარვალი და ნაცრისფერი, ფართო ზედატანი მოირგო, კედები ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.
უჩვეულოდ ფრთხილობდა. მიხვდა, რომ რეალურად ლიზის ნათქვამმა მასში შიშის გრძნობა აღძრა. თვალებს აქეთ-იქით იქეთ აცეცებდა და ყველგან საფრთხე ელანდებოდა.
სუნთქვა აუჩქარდა და გული საგულეს არ ჰქონდა.
და ტროტუარზე გაჩერდა. ღრმად ჩაისუნთქა და საკუთარ თავს უთხრა.
"შენ თვითონ ჰომ თქვი, რომ არ გჯერა ? რაღას იწვალებ თავს ამ შიშებით. ნუ ხარ ასეთი მშიშარა ლინდა, სასაცილოდაც არ მყოფნის რა დღეში ხარ."
როგორც კი შინაგანმა ლინდამ ეს სიტყვები უთხრა იგი დამშვიდდა. მოეშვა და შუქნიშანზეც მწვანე აინთო. უდარდელად გადადიოდა გზაზე, რომ გზის მოპირდაპირე მხარეს ნაცნობი სილუეტი დაინახა. ნაცნობი თვალები, მზერა, დაძარღვული ხელები. ახსოვდა, რომ სიცივეშიც კი ვერ იტანდა, როცა იდაყვს ქვემოთ რამე ქსოვილი ედებოდა, ამიტომ სვიტრები სულ აკაპიწებული ჰქონდა და ლინდა ეგრე მიაკერებდა მიაკერებდა ხოლმე.
უდიერად იყო ჩაცმული, უღიმღამოდ. სახეც თითქოს გაქვავებული, ზუსტად ისეთი ჰქონდა, როგორც მათი ბოლო შეხვედრისას. დაღდასმული თითქოს, გულისამრევი, სევდიანი და შემძვრელი.
ჰო, შემძვრელი. ერთადერთი წამით გადაიკვეთა მათი მზერა და ამ წამმა სულიერად შეძრა ლინდა. მაგრამ ქალის კივილმა გამოაფხიზლა იგი.
- ფრთხილად ! - და ლინდამ სულ ახლოს დაინახა შავი მანქანა, რომელიც როგორც მოახერხა დანახვა, მოძრაობდა მისი მიმართულებით.
არათუ გვერდის აქცევა, გონზე მოსვლა და სიტუაციის გაანალიზება ვერ მოასწრო და მანქანამ ჩაიქროლა ზუსტად იმ ადგილას, სადაც იდგა ლინდა.
და სად იყო ამ დროს ლინდა ? მას ეგონა, რომ მანქანის ბორბლებში გორავდა, რადგან მკლავები ძალიან სტკიოდა. სუნთქვა ეკვროდა და ვერ მოძრაობდა.
თვალი გაახილა და ლურჯი ცა დაინახა. შემდეგ ცხელი სუნთქვა იგრძნო კისერში და ჟრუანტელმა დაუარა. ამოძრავება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. მკლავები ჯერ კიდევ სტკიოდა და რაც უფრო მეტი წამი გადიოდა მით მეტად უჭერდა ოთო მას ხელს.
ბიჭს მთელი სხეული სასწაულად დაძაბული ჰქონდა, ლინდა კი მხოლოდ მის ხარჯზე იკავებდა თავს, რომ არ დაცემულიყო. მის სხეულში გამოყოფილიმა ადრენალინმა სულ რამდენიმე წამში გამოფიტა იგი.
- ოთო... ქუჩაში ვართ... - ძლივს მოიკრიბა დარჩენილი ძალები ამის სათქმელად.
ბიჭმა ოდნავ შეუშვა ხელები, ფრთხილად მოსცილდა რამდენიმე სანტიმეტრით და თვალებში ჩახედა. თვალები იმდენად ჩამუქებოდნენ, რომ ლინდამ წამით იმაზე დიდი შიში იგრძნო, ვიდრე ავარიის საშიშროებისგან.
- წამოდი. - ცივად უთხრა ბიჭმა და ხელი ჩასჭიდა ლინდას. სწრაფად მიდიოდა და ცდილობდა გადასასვლელებისთვის გვერდი აექცია.
ბოლოს ზუსტად იმ გალერეასთან შეჩერდა საითკენაც იდეაში მიემართებოდა ლინდა. ჯერ არ იყო ღია, ხუთისთვის იღებოდა, ამიტომ მოშორებით დადგნენ.
- გზაზე გადასვლა არ გასწავლეს ? - ძლივს იკავებდა თავს ოთო, რომ არ აღრიალებულიყო.
- ‎ნუ მიყვირი ! - უკან დაიხია ლინდამ.
- ‎დაბრმავდი გოგო ? რომ გაეტანე სად მიდიოდი ?! მიპასუხე ! აჰ, ჩვენ ჰო კრეატიულები ვართ და სიკვდილის ორიგინალურ ხერხებს ვეძებთ, არა ?! - ცინიზმი ჩართო ოთომ, ლინდას კი გული შეეკუმშა და გაახსენდა. რა გაახსენდა ? არ სურს ამაზე ფიქრი.
- ‎არ მინდოდა... - ამოიხავლა.
- ‎ბატონო ?! - ჩაეკითხა ოთო.
- ‎არ მინდოდა სიკვდილი. - ხმამაღლა უპასუხა ლინდამ.
- ‎ჰო, არა ? არა, როგორ გეკადრება, ეს მე ვიდექი იდიოტივით შუა ქუჩაში და ველოდებოდი როდის მგლეჯდა მანქანა. - აგრძელებდა ცინიკურად საუბარს ოთო და ლინდა საპასუხოდ ძალიან ითრგუნებოდა, ბრაზობდა.
- ‎შემეშინდა. - მაინც მშვიდად უპასუხა.
- ‎ჰა ?
- ‎შემეშინდა, რომ დამარტყამდა და შიშისგან გავქვავდი. ბუნებრივი რეაქციაა. - თავი ჩაღუნა ლინდამ დამნაშავესავით, არადა ვერ ხვდებოდა რა დააშავა. ოთო კი საშინლად ბრაზობდა, ნერვები ეშლებოდა, ლინდა ამასაც ვერ უძებნიდა მიზეზს.
- ‎კარგი პატარა, ზედმეტი მომივიდა. - უცებ ჩაცხრა ოთო. ლინდას მიუახლოვდა და ჩაღუნული თავი მოღუნული საჩვენებელი თითით მაღლა ააწევინა. თვალებში ჩახედა და შეამჩნია, რომ ცრემლის თხელ, პრიალა პლევრას დაეფარა ლინდას თვალები. წარბი შეკრა და ლინდას ხელი წელზე შეუცურა, ახლოს მიიზიდა და ფრთხილად დაეწაფა მის ბაგეს. ძალიან ნაზად და ჰაეროვნად აკოცა. მეორე ხელი მხრებზე მოხვია და ყურთა ჩურჩულით ჰკითხა. - ახლა როგორ ხარ, ჰომ არ გაგკრა იმ ნაბიჭვარმა ? - ლინდამ უარის ნიშნად თავი გააქნია და თავისი ხელები ოთოს ზურგზე შეკრა. ბიჭმა გაიღიმა და ცხვირი თმებში ჩაურგო, ღრმად შეისუნთქა და ჩაიდუდუნა. - საოცარი არომატი გაქვს.
- ‎სულ მე მინდა ხოლმე ეგ გითხრა და მასწრებ. - გაბუტული ხმით ჩაილაპარაკა ლინდამ.
- ‎რომ საოცარი არომატი მაქვს ? - გაეცინა ოთოს.
- ‎დიახ !
- ‎უცნაურია, ამ დილით შხაპი მივიღე როგორც მახსოვს. - სიცილით უპასუხა ბიჭმა და მუჯლუგუნი მიიღო საპასუხოდ ლინდასგან.
- ‎წავიდეთ. - თქვა ლინდამ, როცა შეამჩნია, რომ გალერეაში ხალხი შედიოდა.

ბევრი იხეტიალეს, ათასნაირ ნახატს წააწყდნენ, ბევრიც იხუმრეს და იცინეს. მაგრამ ნახატების ერთი სერია განსაკუთრებით მოეწონათ.
პირველ ნახატზე იყო გამოსახული გოგონა, რომელიც ფუნჯით ხელში შესცქეროდა ცარიელ მოლბერტს, მუზა კი არადა არ მოდიოდა.
მეორე ნახატზე იგივე გოგო იჯდა ზღვის პირას და კენჭებს ისვრიდა ზღვაში. შემდეგ თავისი სულის მეგობარს შეხვდა. ბოლოს კი გოგონა თავისუფლად იწყებდა ხატვას.
სულ ოთხი ნახატი შედიოდა ამ სერიაში.
- შენ ხატავ ? - ჰკითხა ოთომ ლინდას და ფინჯანიდან ყავა მოსვა.
- ‎ოდესღაც ვხატავდი. - უპასუხა ჩაფიქრებულმა.
- ‎ახლა რატომ არა ?
- ‎ახლა უბრალოდ არ მინდა.
- ‎რამ მოგიკლა სურვილი ?
- ‎არ მინდა მაგაზე... - ყელში ბურთი მოადგა ლინდას და ეს ოთომაც შეამჩნია. ცოტა აკლდა ატირებამდე და ამას მისი თვალები გასცემდნენ. საშინლად ჩაწითლდნენ და იმდენად დიდ სევდას ასხივებდნენ, რომ ოთოს ძალიან გაუჭირდა იმ კითხვის დასმა, რაც დასვა.
- ‎ლი...
- ‎ჰო ? - აკანკალებული ხმით უპასუხა.
- ‎რატომ გინდოდა სუი'ციდის ჩადენა?
ლინდას თითქოს მეხი დაეცაო მთელი სხეულით აცახცახდა, თვალის გუგები შეუვიწროვდა და სუნთქვა შეეკრა. ხელები ჯვარედინად მოიჭირა მკლავებზე და თავი ჩაღუნა. მთელი მისი შეგრძნებები კონცენტრირებულნი იყვნენ მის წარსულზე, იმ მიზეზზე, რის გამოც თვითმკვლელობა ისურვა ისეთმა სიცოცხლით აღსავსე გოგომ, როგორიც ლინდაა. ის წამიერად გადაკვეთილი მზერა ახსენდებოდა გადასასვლზე, ის გაქვავებული სახე და ის წყეული დღე მის ცხოვრებაში...
ოთო, რა თქმა უნდა, ფიქრობდა, რომ რაღაც ძალიან სერიოზული იყო, მაგრამ ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ელოდა.
უცებ წამოხტა ფეხზე და ლინდას მივარდა. ხელები სახეზე შემოაჭდო და თვალებში ჩახედა.
- ლინდა ! ჰეი, ლინდა ! დამშვიდდი, კარგადაა ყველაფერი, ყველაფერი კარგადაა გესმის?! იცოდე, მეც ჩავვარდები ახლა ისტერიკაში და ჩემი დამშვიდება შენ მოგიწევს ! - თითქოსდა ხუმრობაში სურდა გაეტარებინა სიტუაცია, მაგრამ არ გამოუვიდა.
რა ჯანდაბა ქნას, რომ ლინდა დაამშვიდოს ?
- სიტყვებით დამშვიდებაში ჩვეულებრივი იდიოტი ვარ. - ამოიბურდღუნა ოთომ და გოგოს მოეხვია. კისერში ჩაურგო თავი და ფრთხილად ჰკოცნიდა. რაღაცას გაურკვევლად ბუტბუტებდა და ზურგსა და თავზე ეფერებოდა.
დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში ისხდნენ ასე, არც ერთს არ ამოუღია ხმა. ამ დროის განმავლობაში ლინდა ოთოს სუნთქვამ და სურნელმა გააბრუა. თვალები მილულა და თავს უფლება მისცა ბოლომდე დაყრდნობოდა ოთოს.
- ჰეი, პატარა, ცუდად ხარ ? - შეშფოთებული ხმით ჰკითხა ბიჭმა.
- ‎საოცარი არომატი გაქვს. - ჩაიჩურჩულა. და იგრძნო როგორ მოეშვა ოთოს მხრები. ბიჭმა გაიღიმა და უთხრა.
- ‎რა ეშმაკი ხარ, ძვირფასო.
- ‎სწრაფად ვითვისებ. - გაეცინა ლინდას.
- ‎შენ რა ადამიანი ხარ ლინდა ?
- ‎რას გულისხმობ ?
- ‎წაშლილი იყავი ცოტა ხნის წინ, ახლა კიდევ ვითომც არაფერი იცინი. - თმა ყურს უკან გადაუწია.
- ‎წავიდეთ. - თქვა ლინდამ და ოთოს ხელი ჩასჭიდა.
....
- სახლში არ მიმიპატიჟებ ? - ჰკითხა ოთომ კარში მდგარ ლინდას.
- ‎დღევანდელი არ გეყო, შე მხეცო ? - წარბი ასწია გოგომ.
- ‎ჯანიანი ბიჭი ვარ, კიდევ შემიძლია. - უთხრა და ნაბიჯი გადადგა მისკენ.
- ‎შენგან განსხვავებით მე სექს მანქანა ნამდვილად არ ვარ.
- ‎და მერე ვინ თქვა, რომ მხოლოდ სექსი მინდა შენგან ?- ჰკითხა ოთომ და მეორე ნაბიჯი გადადგა მისი მიმართულებით. ლინდამ უკან დაიხია. მაგრამ ოთომ სწრაფად მოიგდო მხარზე და კარიც მიხურა.

რაღაც იდიოტურ ფილმს უყურებდნენ ღამის ორამდე.
იკითხავთ როგორ გაწელეს შვიდზე მისულებმა ერთი ფილმი ორამდე ? ლინდას აინტერესებდა, ოთოს კი არა. ათასჯერ მოუწიათ ფილმის შეჩერება ოთოს მოფერების გამო. სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ვერ ძღებოდა ლინდათი.
- ოთო, მეძინება. - ძლივს ლაპარაკობდა ლინდა. მართლა ძალიან ეძინებოდა.
- ‎ რა ძილისგუდა ხარ. კარგი, წამოდი დავწვეთ. - თქვა და ბავშვივით ხელში აიყვანა. ჩააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა.
- რას აკეთებ, ოთო ?
- ‎გიყურებ და გეფერები.
- ‎რატომ ?
- ‎რა კითხვებით მოძრაობ ? - გაღიზიანდა ბიჭი.
- ‎და არ მაქვს უფლება ? - უკვე ძილბურანში იყო.
- ‎როგორ არა, მაგრამ მთელ რომანტიკას სპობ.
- ‎რა რომანტიკული ხარ...
- ‎მეტი რომ არ შეიძლება.
- ‎გველო.
- ‎მეც მიყვარხარ, პატარა. - ჩურჩულით უპასუხა რეპლიკაზე და შუბლზე აკოცა.
- ‎მწუხარების მონაწილე ვარ. - ბოლო სიტყვები ამოიბურდღუნა ლინდამ და ოთოს მკერდს მიეკრო.
მთელი ღამე არ სძინებია ბიჭს, ფხაკაძეს კი ასე ტკბილად და უკოშმაროდ ბოლო წელიწადია არ უძინია.

- ლი ?
- ‎ბატონო. - უპასუხა წელს ზემოთ შიშველ ოთოს ლინდამ ისე, რომ არ სწყდებოდა სამზარეულოს. მადისაღმძვრელი არომატი ტრიალებდა მთელ სახლში და თბააბურძგნული და თვალებდასიებული ოთო სურნელმა გამოიყვანა ოთახიდან. დახლს მიუჯდა და ჰკითხა.
- ‎რას აკეთებ ?
- ‎სტეიკს.
- ‎დილაუთენია რა სტეიკი აგიტყდა ? - გაოცდა ბიჭი.
- ‎საათს შეხედე, გენიოს. - გაეცინა ლინდას და კედლის საათზე მიუთითა. საათის ციფერბლატი მეტად საინტერესოდ, სხვადასხვა ფერებში იყო მოხატული.
- ‎ორის ნახევარი... - ჩაიბურდღუნა თავისთვის. - საათი შენი ქმნილებაა ? - სასხვათაშორისოდ ჰკითხა და მონდომებით აკვირდებოდა მის რეაქციას.
- ‎ჰო... - თითქოს სევდა გამოკრთა მის ხმაში, ან ოთოს ასე უბრალოდ მოეჩვენა.
- ‎ჯეკპოტი მოვიგე, მგონი. - ჩაიცინა ბიჭმა.
- ‎რას გულისხმობ ?
- ‎სექსუალური მზარეული და თან მხატვარი მყავს, ჯეკპოტ.
- ‎კაცის გულისკენ გზა კუჭზე გადის. - თვალები აატრიალა ლინდამ და ხორცი გადმოაბრუნა.
- ‎შენ ამ კაცის გულისკენ გზას ეძებ ? - ლინდამ ცალი თვალით გახედა და დაიძაბა. ოთოს კაკაოსფერი თვალები მეტად მიმზიდველად გამოიყურებოდნენ და აზრებს უფანტავდნენ გოგოს. ინსტინქტურად უპასუხა.
- ‎რა იქნება მაგ კითხვაზე დადებითი პასუხი რომ იყოს ? - მთელი სხეულით შებრუნდა ბიჭისკენ და გაზი გამორთო. ოთო დახლზე წამოიწია და ლინდასთან საკმაოდ ახლოს, რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით აღმოჩნდა.
- ‎სცადე და გაიგებ. - ჩუმად უთხრა და ისევ სკამზე გადაინაცვლა.
ფიქრობდა, რომ ძილმორეულ ლინდას გუშინდელი "მიყვარხარ" არ ახსოვდა და სიმართლე ვთქვათ, ძალიან კმაყოფილი იყო ამით. ახლა ჰქონდა საშუალება უფრო დიდხანს დამტკბარიყო მისი წვალებით.
ლინდამ ცალი წარბი ასწია და სტეიკი თეფშებზე ლამაზად განალაგა. საპასუხოდ არაფერი უთქვამს, მაგრამ ჩაფიქრდა. არ ვიცი რაზე ფიქრობდა, მაგრამ ეს ფიქრები მის თავში ირეოდნენ და ხან სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა, ხანაც უსიამოვნო ჟრჟოლა აიტანდა.
- ბონ აპეტიტ. - თქვა ოთომ და სტეიკს დააცხრა.
- ‎როგორია ? - ღიმილით ჰკითხა ლინდამ. ოთოს სურდა რაიმე ეთქვა მწარედ, მაგრამ როგორც კი მის ღიმილს წააწყდა ლუკმა ვერ გადაყლაპა.
ლინდა ორივე იდაყვით მაგიდას ეყრდნობოდა. ერთი ხელი მაგიდაზევე ედო, მეორეთი კი სახეს იკავებდა. ძალიან სევდიანად იღიმოდა და მის თვალებში თითქოს პაწაწინა გალაქტიკებს ეპოვათ ბუდე.
- ღვთაებრივი. - აღმოხდა ბიჭს.
- ‎აზვიადებ.
- მართლა გემრიელია.
- ‎ჰოო ?
- ‎გასინჯე. - წარბი შეკრა ბიჭმა.
- ‎მე არ მშია. - გაეცინა.
- ‎შენ ვინ გეკითხება ? - თქვა ოთომ და თავის ჩანჯალზე მოზრდილი ხორცის ნაჭერი წამოაცვა.
- ‎არ მინდა, ოთო ! - გაოცება გაბრაზებაში აირია.
- ‎აბა თქვი, ააა... - იცინოდა ოთო. ლინდამ ხელები გაასავსავა უარის ნიშნად. - პირი გამიღე, შე ბურდღა.
- ‎ოთო, ამხელას ვერ ჩავიდებ. - აღშფოთდა ლინდა, როცა ოთომ იგი თავისთან მიიზიდა და ჩანგალი პირთან მიუტანა.
- ‎რა ? - უცებ გაჩერდა ბიჭი.
- ‎რ-რა იყო ?
- ‎რა თქვი ბოლოს ?
- ‎ამხელას ვერ ჩავიდებ-მეთქი, ყრუ ხარ ? - გაწიწმატდა ლინდა.
ოთომ ჩანგალი თეფშზე დადო და მთელი ხმით ახარხარდა. მუცელი ხელით ეჭირა და ცრემლებამდე იცინოდა.
- შენ თუ ამხელას ვერ ჩაიდებ, ჩვენ ვერ მოვრიგდებით, ლინდა. - აგრძელებდა სიცილს ბიჭი, ამასობაში კი გოგომ თავისი ნათქვამი გადახარშა და ალმური მოედო სახეზე.
- ‎მეზიზღები, ოთო ნემსაძე. იდიოტზე იდიოტი და კრეტინზე კრეტინი ხარ ! - ფეხზე წამოხტა ლინდა და ბრაზისგან ლამის ყურებიდან გამოუშვა ბოლი. დივნის პატარა ბალიშს დასტაცა ხელი და ოთოს მოუქნია. რამდენიმეჯერ მოქნევამ არ გაჭრა, ბიჭი ისევ ისე იცინოდა.
- ‎ძალიან დამპალი ბიჭი ხარ, მეზიზღები ! - ცოფებს ყრიდა და ბალიშს ისევ ურტყამდა. მაგრამ ბოლო მოქნევამ იგი ძირს დასცა. ოთომ ხელი ჩასჭიდა და ჩაიხუტა.
- ‎მიყვარს ორმხრივი გრძნობები ! - იღიმოდა იგი. ლინდას კი ბროწეულისფერი არ დაუკარგავს.
- ‎ვერ გიტან !
- ‎აჰაამ.
- ‎უნამუსო ! - ფართხალებდა ლინდა, მაგრამ უცებ შეჩერდა. ფეხებშუა რაღაც იგრძნო და ოთოს ახედა.
- ‎ზესექსუალური არსება ხარ. - უთხრა ბიჭმა და ხელები უკანალზე ჩაუცურა, მაგრად მოუჭირა და კიდევ უფრო ახლოს მიიკრო.
- ‎ჯანდაბამდეც გზა გქონია, ოთო. - წარმოთქვა ლინდამ და ბიჭის ბაგეს დაეწაფა.

....
სიამოვნებისგან ღონემიხდილები ეყარნენ იატაკზე და ღრმად სუნთქავდნენ. ლინდა ჭერს მისჩერებოდა, ოთო კი ლინდას. მისი მკერდის აზიდვას უმზერდა ყოველი ჩასუნთქვისას და სიწითლეშეპარულ ლოყებს.
ლინდას ზღვისფერი თვალები ჰქონდა, არასდროს მუქდებოდნენ ისე, როგორც ოთოს კაკაოსფერები. მაგრამ ყოველთვის ზუსტად ასხივებდნენ გოგოს განწყობას და ოთომ ეს შეამჩნია.
იატაკზე წამოჯდა, თავზე ხელი გადაისვა და ადგა. დაიხარა, შიშველი ლინდა ხელში აიყვანა და იქვე დივანზე დაჯდა. ლინდა კი კალთაში ჩაიჯინა. გოგოს თვალები ათასნაირ ემოციას ასხივებდნენ ახლა, ურთიერთსაწინააღმდეგოსაც კი. კიდევ დიდხანს შეეძლო ემზირა ამ მშვენებისთვის ოთოს, მაგრამ ინტერესის ჭიები სჭამდა. უნდოდა რაც შეიძლება მეტი გაეგო ლინდას შესახებ.
- მომიყვები შენზე რამეს ?
- ‎მმმ.. რა გაინტერესებს ? - კითხვა შეუბრუნა ლინდამ.
- ‎აი, შენი მშობლები მაგალითად.
- ‎დედაჩემი მშობიარობას გადაჰყვა, მამა ინსულტმა შეიწირა.
- ‎ვწუხვარ... როდის ?
- ‎მალე წლისთავი იქნება. 24 დეკემბერს. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ლინდამ. - შენი მშობლები ? - უცებ მოიშორა ნაღველი და სხარტად ჰკითხა.
- ‎ჩემები გაშორდნენ ერთმანეთს დიდი ხნის წინ. ჯერ კიდევ მეექვსე კლასში ვიყავი, მამაჩემი სვამდა და იკეთებდა. დედაჩემს სცემდა. ბოლოს ქალმა ვერ მოითმინა და წამოვედით.
- ‎ახლა ?
- ‎რა ახლა ?
- ‎ახლა სად არიან ?
- ‎მამის ასავალ-დასავალი არ ვიცი, დედა მეორე კურსზე რომ ვიყავი სიმსივნით გარდაიცვალა.
- ‎წარმიდგენია როგორ გიჭირდა...
- ‎შენც ალბათ, თავიდანვე არ გყავდა, ეგ უფრო რთულია.
- ‎არ ვთვლი ეგრე. - თავი გააქნია ლინდამ.
- ‎რა არგუმენტის საფუძველზე ?
- ‎შენ ორივე გყავდა და დაკარგე. მე კი ერთი თავიდანვე არ მყოლია. შენ ორჯერ განიცადე ის, რაც მე ერთხელ მხვდა წილად.
- ‎არც ეგრეა. გახსოვს რა გითხარი ? ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს, ყველა განსაკუთრებულია. ამიტომ ამაზე ბჭობაც უსაფუძვლო გამოდის.
- ‎სრულიად ამსხვრევ ჩემთან საუბრისას გარეთ არსებულ შენს იმიჯს. - უთხრა ლინდამ და წელში გასწორდა. მკერდი დაუბრუნდა თავის უზადო ფორმას და რამდენიმე წამით ოთოს არამხოლოდ მზერა, არამედ აზროვნების უნარიც მოსწყვიტა.
- ‎იქნებ მხოლოდ შენთან ? - როგორც იქნა მოვიდა გონს.
- ‎ვინ იცის... - თქვა და ოთოს სახეზე გაატარა თითები.
მათი ბაგენი ჰაეროვან კოცნაში შეერთდნენ და ისე ჩანდა თითქოს მათ ვერავინ და ვერაფერი დააშორებდა.
...

ოთო წავიდა და ლინდა მარტო დარჩა თავის ფიქრებთან და განცდებთან ერთად.
მამა გაახსენდა.
ხელები მომუჭა და ფრჩხილები კანში შეესო. იმდენად ძლიერად გამოუვიდა, რომ ხელისგულები დაესერა. მუშტის გახსნისთანავე სისხლი წვრილი ნაკადით ჩაუყვა ხელისგულს. ლინდა თავიდან მშვიდად ადევნებდა თვალს, მაგრამ როცა წვეთები იატაკზე აღმოჩნდნენ იგრძნო როგორ დაარტყა ცუნამის ტალღასავით მოვარდნილმა გრძნობებმა მის ფსიქიკას.
კადრებივით ახსენდებოდა ჯერ ერი დარტყმა, მეორე, მესამე, შემდეგ სისხლის გუბე, საავადმყოფო...
შემდეგ ისევ... დასერილი ვენები მაჯებთან, ისევ სისხლის გუბე, სისხლით სავსე აბაზანა, ისევ საავადმყოფო...
გახელილი თვალები, ლიზის ტირილისგან ერთიათად დაბერებული სახე, მამის სიკვდილი...

ხელები საფეთქლებზე მიიჭირა და მთელი ხმით აღრიალდა. ღმუოდა დაჭრილი მხეცივით, ასკდებოსა კედლებს, ნივთებს, ტეხდა ჭურჭელს. ამსხვრევდა ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებოდა, ხევდა ზეწრებს, აპირქვავებდა კარადებს.
სარკესთან აღმოჩნდა ამასობაში. ჩაიხედა და თავი ვერ იცნო. თვალები ჩასისხლიანებოდა. მთელი სხეულით კანკალებდა, მთელი სხეული ჩალურჯებოდა... ამ შემზარავმა სურათმა აიძულა პიკს მიეღწია. მუშტები დასცხო სარკეს, ტიროდა, ღრიალებდა, ღმუოდა...
შემდეგ კი გონება დაკარგა.
გავიდა საათი, ორი, სამი...
ვინ იცის რამდენი.

...
- აჩი, უნდა წავიდე. - უწინააღმდეგებოდა ვნებააშლილ ბიჭს ლიზი.
- ‎კარგი რა, სად მიგეჩქარება. - ჰკითხა ბიჭმა და კისრის არეში კოცნები პანტაპუნტით დააყარა. ლიზი აკისკისდა.
- ‎მეღუტუნება ! აჩი !
- ‎დარჩი რა... - გაბუტული ბიჭივით დაბერა ტუჩები აჩიმ და ლიზის გაეტირა.
- ‎არა, გული ცუდს მიგრძნობს. უნდა წავიდე. - უთხრა აწ უკვე ჩაცმულმა ლიზიმ და აჩის შუბლზე აკოცა.
- ‎მე გაგიყვან მაინც. - უთხრა ბიჭმა და გოგომ მას თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

- აბა, საით ? - საჭეს მიუჯდა აჩი.
- ‎ლინდასთან.
- ‎სულ ლინდასთან ხარ შენ, რა წესია ? შენ თავს მართმევს ეგ გოგო ! - დაასკვნა ბიჭმა.
- ‎არა, უბრალოდ, მაქვს მიზეზი, რომ მასთან ვიარო.
- ‎სულ ?
- ‎ჰო, სულ. - მკაცრი პასუხი გასცა გოგომ და აჩი მიხვდა, რომ ამაზე ხუმრობა არ ღირდა.
- ‎მეტყვი რა მიზეზია ? - ფრთხილად შეაპარა.
- ‎სუიციდ'ალური პიროვნებაა.
- ‎რატომ ?
- ‎მართლა გაინტერესებს ? - სევდა შეეპარა ხმაში ლინდას. აჩიმ კი თავი დაუქნია.
ლიზიმ მოუყვა მას ყველაფერი. აჩი კი განაბული უსმენდა და თითოეული სიტყვა გრუზავდა.
- ვერ წარმომიდგენია ამის შემდეგ როგორ შეძლო ერთი დღე მაინც ეცოცხლა. - დაასკვნა ბიჭმა.
უეცრად ძალიან ახლოდან გაისმა აფეთქების ხმა, შემდეგ კი კვამლიც დაინახეს. ლიზის თვალები გაუფართოვდა და აჩის მკლავში ჩააფრინა.
- სწრაფად ! სწრაფად ! ლინდას კორპუსია ! - აკივლდა და ბიჭს რაც შეიძლება მაგრად უჭერდა ხელს. - ლინდა !

როგორც კი აფეთქების ადგილას მივიდნენ პოლიცია უკვე იქ იყო. ლიზიმ კორპუსს როგორც კი ახედა გაფითრდა. წამით გონება დაებინდა, შემდეგ კი პოლიციელებს მივარდა, მაგრამ არ უშვებდნენ. რამდენიმე წუთი ჩხუბობდა. მაგრამ საუკუნედ ეჩვენებოდა.
ლინდას ბინაში იყო აფეთქება.
გაზი...
ვერ შეაჩერეს ნატროშვილი. კისრისტეხით არბოდა კიბეებზე, რამდენიმეჯერ წაიქცა, მაგრამ აინუნშიაც არ ჩააგდო, აგრძელებდა გზას. ერთადერთი ფიქრი უტრიალებდა თავში.
ლინდა
ლინდა
ლინდა
კარი გააღო თუ არა კვამლი სახეში მოხვდა. ნისლზე უფრო სქელი იყო და ვერაფერს ხედავდა. სვიტრის საყელოში ჩამალა ცხვირი და ხელით კვამლის გაფანტვა უნდოდა.
მოგუდულად ეძახდა ლინდას, შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და სხეულს წააწყდა. თვალები გაუფართოვდა და საშველად მოიხმო.
- ლინდა, არ დამტოვო, გთხოვ ! - ტიროდა იგი და მეგობრის გამოფხიზლებას ცდილობდა. სახეში ფრთხილად ურტყამდა ხელს და თავი წამოაწევინა. - მიშველეთ ! ვინმემ ! სასწრაფოს გამოუძახოს ! - კიოდა ლიზი.
აჩი გამოჩნდა და ლიზიმ მადლიერი გამოხედვა ესროლა მას. ბიჭმა უგონო ლინდა ხელში აიყვანა და სწრაფად ჩაირბინა კიბეები. ნატროშვილი კი მთელი გზა ეხვეწებოდა ლინდას, რომ არ დაეტოვებინა იგი.
...

თავი უსკდებოდა და ეს ტკივილამდე ნაცნობი სურნელი გულს ურევდა ლინდას. ცდილობდა თვალები გაეხილა, მაგრამ ქუთუთოები წონა ლამის ტონას უდრიდა. თავი უღონოდ გადაიქნია მეორე მხარეს. ყრუდ მოესმა ლიზის ხმა. თავს ძალა დაატანა და მაინც მოახერხა თვალებისთვის მზის შუქი ეჩვენებინა. მზე კი ლიზი იყო.
ახლაც ზუსტად ისეთივე ნამტირალევი სახე ჰქონდა, როგორც მაშინ. მაგრამ ახლა ლინდა ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა.
ოდნავ წამოიწია, მაგრამ ძალიან გაუჭირდა და ისევ ბალიშზე მიესვენა. კარგად ახსოვს ეს მოუხერხებელი ბალიშები. ეს სუნი კი გულს ურევს.
- რა ხდება ? - ამოიხრიალა ძლივძლივობით.
- ‎გაზი აგიფეთქდა, მაგრამ შემოსასვლელში იყავი და გადარჩი. - სრუტუნით თქვა გოგომ.
- ‎გაზი ? როგორ ?
- ‎ალბათ, გადაკეტვა დაგავიწყდა და ზემოდან ვიღაც კრეტინმა სიგარეტის ნამწვავი ისროლა, ქარი იყო და... - გამტყდარი ხმით დაიწყო ლიზიმ.
- ‎არა.
- ‎რა ? - გაოცდა.
- ‎ზუსტად მახსოვს, გაზი გადავკეტე. - შესვენებებით თქვა ლინდამ.
- ‎იქნებ ცდები... - ისევ დაიწყო ლიზიმ.
- ‎ზუსტად მახსოვს. - სიმტკიცე გაისმა მის ხმაში.
- ‎უკაცრავად. - კარი გააღო ვიღაც ბიჭმა. - ეს თქვენთვის მოიტანეს. - თქვა და უზარმაზარი წითელი თაიგული შემოიტანა.
- ‎ლი, ბარათიც აქვს თან. - უთხრა ლიზიმ, როცა ყვავილები ლარნაკში მოათავსა. - ოთოსგან იქნება.
"არა, ოთო მოვიდოდა." თავისთვის გაიფიქრა ლინდამ და უთხრა.
- აბა, მაჩვენე.
ჯობდა არ გაეხსნა და არ წაეკითხა ? ვინ იცის.

წარწერა ბარათზე:
"ჰომ გაგაფრთხილე".

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამოფიტული იყო ბარათს ხელი მაინც მოუჭირა. დაკუჭა და ეგრევე მიხვდა მისი გამომგზავნი ვინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაამტკიცებდა ? ვერ დაამტკიცებდა.
ლამის მოესმა ძალიან ახლოდან ნატას კმაყოფილი ჩაცინება. დადიანის ქალი მეტად საშიში პიროვნება იყო, ამაში დარწმუნდა ლინდა. ორი კვირის წინ ალბათ აინუნშიაც არ ჩააგდებდა მის ამ გამოხტომებს, მაგრამ ახლა ლინდას ცხოვრება უნდოდა. ჰო, ოთომ მას დაუბრუნა სიცოცხლის სურვილი. ძალიან სიამოვნებდა, როცა ოთო ბრაზდებოდა, ღელავდა, ვნება ერეოდა... ოთოს ემოციებით საზრდოობდა თითქოს. უყვარდა და ეზიზღებოდა.
რატომ ეზიზღებოდა?
ალბათ იმიტომ, რომ დაუკითხავად შემოიჭრა მის ცხოვრებაში და გეგმები აურია. მხოლოდ გეგმები ? მთელი ცხოვრება აურია, თავდაყირა დააყენა.
მაგრამ ეშინოდა ოთოსი. რადგან არ იცოდა ბიჭი რას გრძნობდა მის მიმართ. ხელი რომ ეკრა მისთვის ? ისევ უნდა დაბრუნებულიყო იმ ბნელ დღეებში და სუიციდზე ეფიქრა ? ისევ უნდა ჩაბუდებულიყო მის სულში ასეთი ტკივილი და შიგნიდან უნდა დაეღრღნა ძლივს ხორცშესხმული ლინდას სულიერი სხეული?
ჰო, საკუთარ თავთან აღიარებდა, რომ ეშინოდა ნატასი. ეშინოდა, რადგან არ იცოდა როგორ გაეწია მისთვის წინააღმდეგობა, არ იცოდა საიდან დაარტყამდა მას ნატა.
ფული ბევრს წყვეტს. ინფორმაცია შეიძლება იყიდო ფულით, ინფორმაცია კი დიდი ძალაა.
- ლინდუ, ვისგანაა ? - მხიარული ხმით შეეკითხა ლიზი. აღარ ღელავდა, ლინდა ცოცხალი იყო, მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრებოდა და რაც მთავარია თავის'მოკვლა არ უცდია. ეს საკმარისი იყო ლიზისთვის, რომ ჩვეული მხიარული განწყობა დაებრუნებინა.
- ‎მართლა გაინტერესებს ? - როგორც კი ლიზიმ დაქალის ხმაში ცინიზმი ამოიკითხა, შეკრთა. წამით შეყოვნდა და ათასნაირი ვარიანტი დაატრიალა თავში, ვისგან უნდა ყოფილიყო ეს თაიგული.
- ‎ნუთუ იმ ნაბიჭვ... - სიტყვის დასრულება არ აცადა ლინდამ. მეგობარს.
- ‎ღმერთმა დამიფაროს, თუ არსებობს, მაგის გამოგზავნილი საჩუქრებისგან ! - წარბი შეკრა ლინდამ.
- ‎აბა ? - თავი გვერდზე გადასწია ლიზიმ.
- ‎დადიანის ქალიშვილმა ინება შეწუხება. - ტუჩის კუთხე ჩატეხა ლინდამ.
- ‎არ არსებობს... - პირზე ხელი აიფარა და თვალები გაუფართოვდა. - მაჩვენე. - დასტაცა ხელი ბარათს და ტვინში სისხლმა დაარტყა. - უჩივლე ! - წამოხტა ფეხზე ლიზი, მთელი სხეულით კანკალებდა და სახე თანდათან უწითლდებოდა ბრაზისგან.
- ‎რა აზრი აქვს ? - არაფრისმთქმელი ტონით უპასუხა ლინდამ.
- ‎არა, უჩივლე ! მოვკლავ !
- ‎ლიზი, დამშვიდდი. მაინც არ აქვს აზრი, ახლა მჯერა იმ გოგოს ამბავი.
- ‎ნატა დადიანი სატანაა ლინდა, ასე მარტივად არ მოგასვენებს ! სანამ ოთოს არ ჩამოშორდები კიდევ ათას აფეთქებას მოგიწყობს ამაზე დიდსაც კი ! - წინ და უკან დადიოდა ლიზი და ცოფებს ყრიდა.
- ‎და რას მთავაზობ ? - გაღიზიანდა ლინდა. - გინდა რომ მის დაკრულზე ვიცეკვო და ოთოს შევეშვა ?
- ‎მე ეგ არ მითქვამს ! - შეკრთა ლიზი.
- ‎მაშინ გაჩერდი ლიზი და მაცადე ძლივს ვსუნთქავ ისედაც. - უთხრა ლინდამ. ლიზი კი დამნაშავე ძაღლივით მიუჯდა მეგობარს, თავი მუცელზე დაადო და ჩაილაპარაკა.
- ‎გაბედოს და დაგიშავოს კიდევ რაიმე, არ ვაცოცხლებ.

ამ დიალოგს შემთხვევით მოუსმინა აჩიმ. კბილი კბილს მაგრად დააჭირა და წამის წინ მოვარდნილი ოთო პალატაში არ შეუშვა.
- გამიშვი ! - გააფთრებულ მხეცს ჰგავდა ნემსაძე.
- ‎ერთი წუთი მომისმინე, ფხიზლადაა, კარგადაა, ხვალ გაწერენ. რაღაც უნდა გითხრა. - ძმაკაცის სერიოზულმა ხმამ ოთო დაზაფრა.
- ‎რა ჯანდაბა ხდება ?!
- ‎შე'ჩემა ის გოგო როგორმე უნდა მოიშორო.
- ‎ვინ გოგო, რაზე ლაპარაკობ ?
- ‎ვინ და შენი ნატაშკა.
- ‎რა შუაშია ბლიად ახლა ნატა, ლინდა მყავს ცუდად ! - აღრიალებამდე ცოტა აკლდა ოთოს.
- ‎რა შუაშია და შენმა ძვირფასმა მოაწყო ეს ყველაფერი. - თქვა აჩიმ და ლინდას პალატისკენ ანიშნა თავით.
- ‎საიდან მოიტანე ? აბა ქარიო, სიგარეტიო...
- ‎არა. ბარათიც გამოუგზავნა იმ ჩათლახმა, სავარაუდოდ ნიშნისმოგებით. - თავი გააქნია აჩიმ და როგორც კი ოთომ მას თვალებში ჩახედა მიხვდა, რომ საქმე სერიოზულად იყო.
თითქოს თავზარი დაეცაო. მაშინვე დაიჯერა ნათქვამი. მეტიც, დარწმუნებული იყო, რომ ნატას ნამოქმედარი იყო ეს ყველაფერი. რამდენიმე წუთი უაზროდ იდგა და პალატის კარს შესცქეროდა. არ ვიცი რაზე ფიქრობდა, მაგრამ როფორც კი ფიქრი დაასრულა მაშინვე ტყვიასავით გავარდა კლინიკიდან, მანქანაში ჩაჯდა და ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს.
ვენებში სისხლი უდუღდა. ადრენალინით ვერ კმაყოფილდებოდა, სასწაულად სწრაფად მიყავდა მანქანა და ძარღვები ებერებოდა. კარგა მანძილი გაიარა, ორგანიზმი გამოსფიტა ამდენი ჰორმონისგან.
გზიდან გადაუხვია და მოულოდნელად დაამუხრუჭა უზარმაზარ ჭიშკრიან სახლთან.
ისე გადმოვიდა მანქანიდან, რომ კარიც კი არ დაუკეტავს.
- ნატა ! - ჭიშკარი ლამის შეანგრია. ულამაზესი ეზო ააწრიალა. იქვე დაბმულმა ძაღლმა ყეფა და ღრენა ატეხა, ლამის იყო ჯაჭვს აიწყვეტდა.
- ‎წადი შენი ! - უყვირა ოთომ და გზა განაგრძო.
ხმაურზე აივნის კარი გაიღო და აბრეშუმის ხალათისამარა ნატა გამოვიდა. თვალები გაუბრწყინდა ოთოს დანახვისას, მთელი სხეული აუკანკალდა სიამოვნებისგან და ეგრევე მოსწყდა ადგილს. სწრაფად ჩაირბინა მრგვალი, მოჩუქურთმებული კიბე და შავში გარდამავალ იისფერ კარს ეცა. თვალებგაბრწყინებულმა გააღო, მაგრამ როგორც კი ოთოს ბრაზისგან გაგიჟებულ სახეს შეეფეთა ღიმილი და სიხარული მსწრაფლ შეახმა სახეზე. უკან დაიხია და შეშინებულმა ჰკითხა.
- ‎ოთო, რამე ხდება ? - ამ კითხვის საპასუხოდ კი ბიჭმა ნელი ნაბიჯით გაიწია დადიანისკენ, ნატა კი უკან უკან იხევდა. ბოლო კი, როცა კედელს აეკრო შიშისგან მოიკუნტა, დაპატარავდა და ლამის შეეზარდა ვერცხლისფერ კედელს.
- ‎ეს მე უნდა გკითხო, რა ხდება, ნატა ? - თითოეული ასო იმდენად გამოკვეთილად იყო ნათქვამი, რომ ნატას სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. გაბრაზებული ოთოც კი სიამოვნებდა, მხოლოდ თავისთვის უნდოდა, მხოლოდ ნატასი უნდა ყოფილიყო ოთო. მისი სხეული, სული, გრძნობები, სიტყვები. მასზე უნდა გაგიჟებულიყო, გაბრაზებულიყო, ეყვირა, სიყვარული აეხსნა. თავიდან ბოლომდე სურდა ოთო.
- ‎ვერ ვხვდები, რას გულისხმობ...
- ‎აჰა, ანუ ვერ ხვდები არა ? - იღრიალა ბიჭმა და ნატას თავის გვერდით კედელს მუშტი დაარტყა. სისხლი წამოუვიდა და ნატა მხოლოდ ამ ფაქტმა შეაშფოთა. მის ხელს წაეტანა, რამაც უარესად გააღიზიანა ოთო. კისერში ხელი სტაცა და კედელს ააკრო. - კარგად მომისმინე და ეგ შენი პრიალა ტვინი ოდნავ დაანაოჭე. კიდევ ერთი ასეთი გამოხტომა ლინდას მიმართულებით და მერწმუნე, კარგ დღეში ნამდვილად არ ჩაგაგდებ. - მგლის ღრენას უფრო ჰგავდა ოთოს მიერ წარმოთქმული სიტყვები.
სახეზე გაწითლებულ ნატას ხელი შეუშვა და ახლაღა გააანალიზა რა ძალით უჭერდა გოგოს. ნატა მუხლებზე დაეცა და გაბმული ხველება აუტყდა, მასთან დუეტში კი ძაღლი კვლავ ყეფდა.
სწრაფი მოძრაობით ჩაჯდა მანქანაში და ათ წუთში უკვე ლინდასთან იყო და მის მოფერებას ცდილობდა.

- კარგი რა, პატარა, ნუ მებუტები, ახლა გავიგე. - ებუზღუნებოდა გაბუტულ ლინდას, რომელიც გაბრაზდა იმაზე, რომ ოთო გვიან მოვიდა. არადა სინამდვილეში მეცხრე ცაზე იყო სიხარულისგან. ოთოს შემოსვლა პალატაში და მისი ატყორცნა ღრუბლებზე ერთი იყო, მაგრამ არაფრის დიდებით არ იმჩნევდა. ლიზი ხვდებოდა მის სტრატეგიას და თავისთვის ჩუმად ფხუკუნებდა.
- ‎თუ მოვკვდი რაღას მოდიხარ. - წარბი შეკრა ლინდამ.
- ‎ეგ მეორეჯერ აღარ გაიმეორო. - სერიოზული ტონით უთხრა ოთომ და წამოდგა. - კარგი, რადგან ჩემი ნახვა არ გინდა რა გაეწყობა, თქვა და კარისკენ გაემართა. ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა, იცოდა, რომ ლინდა ზუსტად ამას ეტყოდა.
- ‎ბურდღას უნდა, რომ უნამუსო დარჩეს. - ჩუმად ჩაიბურტყუნა.
- ‎ბატონო ? - კარის სახელურს დასწვდა ბიჭი. გვერდულად გახედა ლინდას და წარბები აზიდა.
- ‎ბურდღას უნდა, რომ უნამუსო დარჩეს ! - ხმამაღლა თქვა ლინდამ და ვერც აჩიმ, ვერც ლიზიმ და ვერც ოთომ სიცილი ვერ შეიკავეს. ლინდა კი სამივეს ერთად გაებუტა.
კიდევ დიდხანს მოუწიათ მისი შემორიგება, მაგრამ ბოლოს მაინც შეძლეს. ბევრი იმხიარულეს და იხორხოცეს. კლინიკაში მხოლოდ მათი მხიარულება ისმოდა, რის გამოც არაერთხელ მიიღეს შენიშვნა.
საღამოპირს კი დიდხანს ჩხუბობდნენ ოთო და ლიზი ვინ დარჩებოდა ლინდასთან. თვითონ ლინდა კი მაგრად ერთობოდა მათი შემხედვარე.
- მე უნდა დავრჩე ლინდასთან ! - დასკვნასავით წარმოთქვა ლიზიმ.
- ‎ვითომ რატომ ? - წარბი ასწია ოთომ.
- ‎იმიტომ, რომ სულ მასთან ვიყავი და ახლაც არ უნდა იყოს გამონაკლისი ! - ნიშნისმოგებით თქვა ლიზიმ.
- ‎ჰოდა, ზუსტად მაგიტომ არ უნდა დარჩე. სხვებს აცადე, გეყოს მთელი... - ოთო ოდნავ შეყოვნდა, ლინდას მიუბრუნდა და ჰკითხა. - ძვირფასო, რამდენი წლის ხარ ?
- ‎ოცდაორის. - გაეცინა ლინდას.
- ‎ჰო, გეყოს მთელი ოცდაორი წელიწადი !
- ‎ოთო ! - გაწიწმატდა ლიზი.
- ‎ლიზი, ლინდა შენს თავს მართმევს, მოდი აბა აქ. - მშვიდად თქვა აჩიმ და ლიზი მხარზე მოიგდო. რა თქმა უნდა, ბრაზობდა და მოკვლით ემუქრებოდა ყველას ნატროშვილი, მაგრამ ვინ უსმენდა ?

როგორც იქნა მარტო დაიგულა ოთომ ლინდა. ფრთხილად მიუჯდა ლოგინზე და თვალებში ჩააცქერდა.
- მეგონა, რომ დაგკარგავდი. - დაიჩურჩულა და ლინდას გაყინული ხელი თავისაში მოიმწყვდია. ფრთხილად მიიტანა ტუჩებთან და აკოცა. ფხაკაძე ღონემიხდილი იყო, მაგრამ მაინც მოახერხა და ხელი მოუჭირა ოთოს.
- ‎მე მეგონა უკვე იქ ვიყავი და ვერ გნახავდი. - მკრთალად გაუღიმა.
- ‎უჩემოდ რამდენიმე საათს ვერ ძლებ ისე, რომ რაიმე ხიფათს არ გადაეყარო, საერთოდ როგორ ცხოვრობდი აქამდე ? - გახუმრება სცადა ბიჭმა, მაგრამ მიხვდა, რომ ძალაუნებურად ჭრილობაზე მარილი მოაყარა გოგოს.
- ‎წამიყვანე აქედან. - ხმა გაუტყდა ლინდას. - ამ სუნს ვეღარ ვუძლებ, გული მერევა, თავს მტკენს, თავბრუს მახვევს...
- სუსტად ხარ, ახლა ვერ... - შეწუხდა ოთო. თან სურდა ლინდა დაეცვა გარემოსგან, თან ხვდებოდა, რომ შეეძლო უარესი ექნა ამით.
- ‎გთხოვ... - მუდარით იყო სავსე არამარტო მისი ხმა, არამედ ზღვისფერი თვალებიც.
- ‎დამელოდე. - უპასუხა მუდარაზე ოთომ და პალატიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.

ექიმის წინააღმდეგობის მიუხედავად მან მაინც შეძლო ლინდას კლინიკიდან გაყვანა. გადასხმისთვის საჭირო მოწყობილობა თან წაიღო და რაღაც მედიკამენტებიც.
ლინდას დაბეჟილობები ჰქონდა და გადაადგილება უჭირდა. ხელში აიყვანა და ისე მიიყვანა მანქანამდე ოთომ. ფრთხილად ჩასვა და შეეცადა უკანა სავარძელზე რაც შეიძლება კომფორტულად მოეთავსებინა.
მდუმარებაში გაატარეს მთელი გზა. ოთო ძლივს აძალებდა თავს ერთ ადგილას გაჩერებულიყო, ლინდას მძიმე სუნთქვა გულზე ეკალივით ესობოდა.
გოგოს თვალები მიელულა და ღრმად სუნთქავდა, მისი მკერდი თითქოს ორჯერ უფრო მეტ ჟანგბადს შთანთქავდა ახლა, ვიდრე წინათ. ეს ოთომ თავისი დაკვირვებების შედეგად დაასკვნა.
მაქსიმალურად ფრთხილად შეიყვანა ლინდა ლიფტში, შემდეგ კი სახლში. საწოლზე მოათავსა და რამდენიმე ბალიში დაუდო ირგვლივ.
- ჩვილი ჰომ არა ვარ, რად მინდა ამდენი ბალიში ? - გაეცინა ლინდას.
- ‎ლი..
- ‎ბატონო.
- ‎ეს რა არის ?
- ‎ხელისგულები დამესერა და შემიხვიეს.
- ‎არა. - უარის ნიშნად გააქნია თავი საწოლთან იატაკზე მჯდარმა ოთომ. - ეს რა არის ? - ხელი შეახო მაჯაზე დარჩენილ შრამებს ბიჭმა.
- ‎შენ გგონია... - სუნთქვა არ ეყო გოგოს, მაგრამ მაინც გააგრძელა. - შენ გგონია, რომ მდინარის ამბავი, პირველი შემთხვევა იყო ? - ამის გაგონებისას ოთო გაქვავდა. წარმოიდგინა ლინდას დასერილი მაჯა და მკლავები. წარმოიდგინა ის ტკივილი, რის გამოც ეს გააკეთა ლინდამ და არ ემეტებოდა ამისთვის თავისი ბურდღა. - მამაჩემის ინსულტი მაშინ გავიგე, როცა გამოვფხიზლდი... ლიზიმ მიპოვა, კარი არ ჩამიკეტავს თურმე და როცა გავიღვიძე ეს გავიგე. მამამ ორი დღე იცოცხლა მხოლოდ...
- ‎მერე ? - ჰკითხა თავჩაღუნულმა ოთომ.
- ‎მერე ? ოთო, ის მე მოვკალი, მშობელი, გამზრდელი მამა მოვკალი ! ამას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ ! - სასოწარკვეთა იგრძნობოდა მის ხმაში. სხეულის სისუსტის მიუხედავად მაინც კანკალებდა. - ‎მერე მე მივიღე გულის შეტევა. - იგრძნობოდა, რომ იღიმოდა ლინდა. ხმა გამტყდარი ჰქონდა, ცრემლები თვალის უპეებიდან გადმოღვრილიყვნენ და ღაწვებს უსველებდნენ. ძალიან ლამაზად მოეჩვენა ოთოს ფხაკაძე. რა სისასტიკეა არა ? მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, ღვთაებრივად გამოიყურებოდა.
ფრთხილად მიუწვა გვერდით და სველი ლოყები კოცნით დაუფარა. გულში ჩაიხუტა ნაზად და მთელი ღამე ებუტბუტებოდა.
არც ამ ღამით დაუძინია ოთოს, ლინდა კი გაითიშა. არც სურდა ღამით ისევ ენახა მამა, რომელიც მას თავის სიკვდილში ადანაშაულებდა…
დილით კარზე ბრახუნის ხმამ გააღვიძა ოთო. რაღა დილა იყო, სამი სრულდებოდა.
თვალები მოიფშვნიტა და დაამთქნარა. ლინდას გადახედა. გოგოს ჯერ კიდევ ეძინა, ღრმა ძილით თან. ოთო ფიქრობდა როგორ გაეხარებინა საყვარელი ქალი, მაგრამ ფიქრი განმეორებულმა ბრახუნმა შეაწყვეტინა.
ფრთხილად მივიდა კართან და გააღო.
- არა ეს რა წესია ! - კივილით შემოაღო კარი ლიზიმ. - არ უნდა გვითხრა რომ საავადმყოფოდან მოგყავს ?! შენი თოჯინა ჰო არაა აქეთ-იქით რომ ატარებ ? - ქუხდა ლიზი. ოთომ ხელი პირზე მიაფარა და ანიშნა ჩუმადო. საჩვენებელი თითი საძინებლისკენ გაიშვირა და ლიზი მიხვდა, რომ მის მეგობარს ეძინა.
- ‎შემოდი. - უთხრა ლიზის და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
- ‎ლინდა კარგი, მაგრამ... შენ თვალები ამოღამებული რატომ გაქვს ? - დაინტერესდა ლიზი, როცა დივანზე დაჯდა.
- ‎შენი აზრით მარტივია ასეთი ქალის გვერდით იწვე და დაიძინო ? - ბოხი ხმით უთხრა ოთომ.
- ‎ბილწო. - წარბი შეკრა ლიზიმ. - კაცები მხოლოდ მაგაზე ფიქრობთ ! - დაასკვნა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- ‎რაღა მაგაზე წახვედი, ტო ? სხვა მიზეზი ვერ იარსებებს ? ასეთ დღეში რომ ვუყურებ ადგილს ვერ ვპოულობ. ქალები ფიქრობთ მაგაზე 24 საათი და ჩვენ გვაბრალებთ. - გაბრაზდა ოთო. ღამენათევი, ძლივს ჩაძინებული გააღვიძეს რაღაც სისულელის გამო.
- ‎კარგი, კარგი... - ღიმილად დაიხატა ნატროშვილის სახე. უხაროდა, რომ ნემსაძე ღელავდა ლინდაზე და უბრალოდ სურვილების დასაკმაყოფილებლად არ ჰყავდა გვერდით. - საჭმელი რა გვაქვს ? - უცებ ჰკითხა ოთოს, რომელსაც ლუდის ბოთლი მიეყუდებინა და მანამ არ გაჩერდა, სანამ არ ჩაცალა.
- ‎ვგავარ პოვარს ? - მობეზრებული ხმით ჩაილაპარაკა.
- ‎ღმერთო ჩემო, ანუ ისე მოიყვანე ავადმყოფი სახლში, რომ საკვები არ არის აქ? უპასუხისმგებლო ადამიანი ხარ !
- ‎გეყოფათ წიკვინი თავი მისკდება ! - გაისმა საძინებლიდან ლინდას ყვირილი.
- ‎აი, ხომ ხედავ, შენ გამო ლინდამ გაიღვიძა ! - გაბრაზებული სახე მიაპყრო ლიზიმ ბიჭს.
- ‎მე ვიკივლე ? - გაოცდა ბიჭი.
- ‎მაიძულე მეკივლა ! - თქვა ლიზიმ, თავი გაიქნია და საძინებლისკენ დაიძრა.
- ‎გაგიჟდები კაცი ამათ შემყურე. - ჩაიბურდღუნა ოთომ და აბაზანაში შევიდა.

- ლი, როგორ ხარ ? - ჰკითხა ლიზიმ და საწოლთან მიუსკუპდა გოგოს.
- ‎ტვინი წაიღეთ, მესმოდეს მაინც რაზე ლაპარაკობთ. - შეუბღვირა დაქალს ფხაკაძემ.
- ‎მაინც მისი ბრალია !
- ‎კარგი, გეყო.
- ‎საჭმელი არ აქვს სახლში წარმოგიდგენია ? და აქ მოგიყვანა ? - აღშფოთებას ვერ მალავდა ლიზი.
- ‎დიდი ამბავი რა. - გვერდი იცვალა ლინდამ და ოდნავ დაიკვნესა ტკივილისგან.
- ‎გტკივა ? - შეწუხდა ლიზი, ლინდამ კი თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დაუქნია.
ცოტა ხანი ილაპარაკეს. შემდეგ კი ან კარი გაიღო და პორსახოცშემოფარებული ოთო გამოვიდა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ნატროშვილი აფეთქდა.
- უსირცხვილო ! ჩაიცვი რამე !
- ‎არ მოგწონს ნუ მიყურებ. - ჩუმად უპასუხა ოთომ. საწოლზე წამოკოტრიალდა და ლინდას მიეკრო ზურგიდან.
ფხაკაძეს სუნთქვა შეეკრა და თავს ძალას მაქსიმალურად ატანდა, რომ ოთოს სხეულის სიმხურვალისგან გამოწვეული აღგზნება არ გამომჟღავნებინა. მაგრამ არ გამოსდიოდა. შეაკანკალა და ეს ოთომ იგრძნო. უფრო მჭიდროდ, მაგრამ სასწაულად ნაზად მიეკრო. კისერში ცხვირი ჩაურგო და ღრმად ჩაისუნთქა. ბიჭის სველი თმებიდან წვეთები ლინდას კისერში იღვრებოდნენ და ჟრუანტელს წარმოქმნიდნენ. თვალები მილულა და ღრმად სუნთქვა დაიწყო. ბიჭს ხელი მის ხელზე შემოეხვია და ეფერებოდა.
- წავალ, რამეს ამოვიტან. - ჩაიბურტყუნა ლიზიმ და გარეთ გავიდა.
კიბეები სწრაფად ჩაირბინა და გარეთ გასვლისთანავე შავ მანქანას მოჰკრა თვალი. იგივე მანქანა იდგა აფეთქების დროს ლინდას სახლთან. ეჭვის თვალი შეავლო და ყოველი შემთხვევისთვის ნომერი დაიმახსოვრა.
ეს სიფრთხილე მას შემდეგ დასჩემდა, რაც ლინდას შეემთხვა.
მარკეტში შეირბინა და რამდენიმე წუთში დატვირთული გამოვიდა იქედან. მზა პროდუქციით დაწყებული ყველაფერი წამოიღო.
ამასობაში კი ოთო ლინდას ეფერებოდა. გოგოს თვალები დახუჭული ჰქონდა და ნემსაძემ იფიქრა სძინავსო. ჩუმად ეჩურჩულებოდა და ცხვირის წვერით კისერში ეხახუნებოდა.
კარის ხმაზე შეჩერდა. საბანი მჭიდროდ შემოხვია ლინდას და შუბლზე აკოცა. ფეხაკრეფით გავიდა სამზარეულოში და მოფუსფუსე ლინდა დალანდა.
- რამდენი ხანია, რაც დაქალობთ ? - ჰკითხა ლიზის და ცოცხალი სტაფილო გაიქანა პირში.
- ‎მე და ლი ტრუსიკის ძმაკაცები ვართ. - ნიშნისმოგებით უთხრა.
- ‎აა, დაჟე ძმაკაცები. ხარაშოო. მამამისს რა დაემართა ? - ჰკითხა ოთომ. ლიზი მომენტალურად შემობრუნდა და ოთოს თვალებში ჩახედა.
- ‎რა მოგიყვა ?
- ‎ინსულტიო.
- ‎ჰო, ეგ იყო. - შებრუნდა და განაგრძო ფუსფუსი. - ლიმ ვენები გადაიჭრა, მამამისმა ინერვიულა და... მოკლედ ლინდამ მამა ვერ ნახა ბოლო წუთებში.
- ‎აბა ორი დღე იცოცხლაო ?
- ჰო, იცოცხლა. მაგრამ ლინდა არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ მამა ენახა. - ხმა შეეცვალა ლიზის.
- ‎რატომ ?
- ‎ფეხი ჰქონდა მოტეხილი, პლუს ბევრი სისხლი დაკარგა. მას შემდეგ ორგანიზმს აღდგენა უჭირს.
- ‎იმიტომაა ასეთი სუსტი ? - მუშტი შეკრა ოთომ.
- ‎ჰო. - თავი დაუქნია ლიზიმ და ომლეტი დაუდო ოთოს წინ. - არც უვლის ორგანიზმს, არ ჭამს ხოლმე, ძალით ვტენი. - თავი ჩაღუნა და გაეღიმა. ცრემლი მოერია, მაგრამ არ სურდა ოთოს შეემჩნია.
- ‎ჰო, მაგის ბედნიერება მეც მხვდა წილად. - ჩაიცინა ბიჭმა.
- ‎ერთხელაც არ მისულა მამის საფლავზე.
- ‎საკუთარ თავს ადანშაულებს, მე მოვკალიო. - ჩაფიქრებული გამომეტყველებით წარმოთქვა ოთომ.
- ‎არა ! არა ! ვერ შევაგნებინე მაგ გოგოს, რა სისულელეს ამბობს... - ლამის ატირდა ლიზი, აწრიალდა და თითებს იტეხდა.
- ‎კარგი, მოვაგვარებთ მაგას. - მტკიცე ხმით თქვა ოთომ. - და...
- ‎თვითონ მოგიყვება თუ ჩათვლის საჭიროდ. - სხარტად უპასუხა ლიზიმ ჯერ არდასმულ კითხვაზე.
- ‎კარგი. - მწარედ ჩაიცინა ოთომ.

ლინდას კი არ ეძინა. ყველაფერი ესმოდა, ყველაფერი ახსოვდა. მთელი სხეული სტკიოდა, სულიერი სხეული. ის მოტეხილი ფეხიც, ისიც თუ რატომ მოიტეხა მაშინ ფეხი. ის წყეული სახლიც ახსოვდა. ის ოთახი, ყველა კუთხე-კუნჭული. ის ამაზრზენი სურნელი. სველი ხის სუნი შერწყმული გვირილების არომატთან. ახსოვდა როგორ ცდილობდა თავის დახსნას, გაქცევას. შემდეგ დავიწყებას...

ფრთხილად სცადა წამოდგომა და აუტანელი ტკივილი იგრძნო მთელ სხეულში. თავი ვერ შეიკავა და იატაკზე მოადინა ზღართანი. ხმაურზე შეშფოთებული ოთო შემოვარდა და ლინდა რომ ასეთ მდგომარეობაში დაინახა ძალიან გაბრაზდა. თუმცა სცადა არ შეემჩნია.
მაგრამ ლინდამ შეამჩნია. როცა ოთომ იგი ხელში აიყვანა და თვალებში ჩახედა, მაშინვე მიხვდა.
- მიბრაზდები ჰო ? - ოთომ პასუხი არ გასცა. მკვლელი მზერა შეავლო და საწოლზე დასვა.
- ‎რა გინდოდა ? - ყინულივით ცივი ხმით ჰკითხა.
- ‎არ გამიბრაზდე რა.. - საწყლად ჩაილაპარაკა ლინდამ და თავი ჩაღუნა.
- ‎ხარ ღირსი ?
- ‎მაპატიე, მეტჯერ არ ვიზამ.
ლიზი კარებთან იდგა და ჩუმად უყურებდა ამ სცენას. ადრე სულ თვითონ ეხმარებოდა ლინდას. სულ თვითონ ედგა მხარში და ზრუნავდა მასზე. ახლა კი ოთო...
ცოტათი ეჭვიანობდა კიდეც. თუმცა უხაროდა, რომ გულწრფელი მზრუნველობა მხოლოდ მისგან აღარ ჰქონდა. რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ეყვარება და გვერდში დაუდგება ლინდას.
ყველას გვჭირდება ერთი ასეთი.
- რა გინდოდა, ლინდა ? - ამოიხვნეშა ოთომ და მის წინ ჩაიმუხლა. ცერა თითი ლოყაზე რამდენჯერმე გაუსვა, ლინდამ კი თავი მარცხნივ გადახარა, რომ ოთოს ხელის სითბო ბოლომდე შეეგრძნო.
- ‎თქვენთან მინდოდა, იქ. - პატარა ბავშვის სურვილივით ჟღერდა. ბიჭს გაეცინა და ლინდა ხელში აიყვანა, მისაღებში გადაანაცვლა მთელი ატრიბუტიკით.
ლიზიმ ოთოს ყურში უჩურჩულა. ძალიან მცივანაა და კიდევ ერთი პლედი მოაფარეო. ბიჭმა უხმოდ დაუქნია თავი და ისე გააკეთა, როგორც უთხრეს.
- ლიზიმ მოგახსენა ? - გაეღიმა ლინდას.
- ‎კი. - არ დაუმალავს ოთოს.
- არ მიყვარს ზამთარი. - ჩაილაპარაკა და უფრო კომფორტულად მოკალათდა სითბოში.
- რატომ ?
- იმიტომ, რომ ცივა. - გაეცინა და ოთოს თვალებში ჩახედა. - იმიტომ, რომ ვიყინები. გარეგანი სიცივის ფონზე კი, გეენის ცეცხლი, რომელიც ჩემს შინაგან სამყაროს უკვე კარგა ხანია მოედო, ერთიათად უფრო მეტად მწვავს. - ზღვისფერი თვალები შტორმად იხატებოდნენ ოთოს აღქმით. - ვიხუთები. ვიწვი. ვეღარ ვსუნთქავ და..მცივა. მე არ მიყვარს ზამთარი იმიტომ, რომ ცივა.იმიტომ, რომ გარეთ გასვლა არ შემიძლია. სახლი მახრჩობს. მახრჩობს იმიტომ, რომ მაკავებს. ადამიანი თავისუფლების დაკარგვას მხოლოდ მაშინ შეეგუება, როდესაც მას არავინ უზღუდავს ამ უფლებას. ჯიუტია ადამიანი. ეგოისტია ადამიანი. სურს, რომ მისი ნებით ხდებოდეს ყოველივე. მისივე ნებით სურს დაემონოს. ხოლო როცა აიძულებენ მძვინვარებს, ვით გაველურებული მხეცი, და მისი გაჩერება არაფერს ძალუძს. მე არ მიყვარს ზამთარი იმიტომ, რომ ცივა.
- ‎სულით ხორცამდე ხელოვანი ადამიანი ხარ. - უთხრა ოთომ.
- ‎ჰო ? - თავისი ხელები ოთოს ხელებში გადახლართა ლინდამ. - რა ვიცი...
- ‎მე ვიცი.
ვიღაცამ კარი გასაღებით გააღო და ლიზის სიხარულის კივილმა გააყრუა მთელი ბინა.
- აჩი !
- ‎ჩემი კისკისა. - გაეცინა და ლიზი ჩაიხუტა. - ჰეი, სასტავ, იქნებ გუდაურში ავსულიყავით ახალი წლისთვის ? კაკ რაზ ათ-თერთმეტ დღეში ვაპირებ, მანამდე გამოკეთდები. - გაიკრიჭა აჩი.
- ‎მინდა, მინდა, მინდა. - ჩაიხვია ლიზიმ.
- ‎წავიდეთ ? - გახედა ოთომ.
- ‎კი. - გაუღიმა ლინდამ და მზერა აცანცარებულ ლიზიზე გადაიტანა. უყურებდა ოთო როგორ უმზერდა დაქალს ლინდა და თითქოს შურდა. ეჭვიანობდა, სულ თავისთვის უნდოდა ლინდა და ამის გამო სძულდა კიდეც. როგორ მოახერხა ამ გოგომ და დაიმონა ოთოს ყველა გრძნობა. როგორ მოახერხა თავის შეყვარება ისეთი ადამიანისთვის, როგორიც ოთოა. უყურებდა და ცდილობდა გაეგო, რას გრძნობდა მის მიმართ ლინდა, რა მოხდა მის წარსულში ასეთი და მოინდომებდა თუ არა ეს გოგო მომავლის გაყოფას ოთოსთან.
რას გრძნობს იგი ახლა, ფიქრობს თუ არა სუიციდზე ისევ, რა გეგმები აქვს, არის თუ არა ამ გეგმებში ოთო ?
რა აზრი აქვს ? ბიჭმა იცის, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ქალი მისი უნდა იყოს. მას უნდა ეკუთვნოდეს. თავი უნდა შეაყვაროს. არაჩვეულებრივად იცის ოთო ნემსაძემ, ის, რომ ქალთან სექსი არ ნიშნავს იმას, რომ ქალი შენთან სულ იქნება. თავის ტყავზე აქვს ათასჯერ გამოცდილი. რაც არ უნდა მაგარი სექსი ჰქონოდა ქალთან, მაინც მობეზრდებოდა ორი-სამი შეხვედრის შემდეგ.
ახსენდებოდა ის ღამე ხიდთან. როგორ ცდილობდა უხმოდ მიახლოვებოდა და ჩამოეყვანა. ყველა გაფაჩუნებაზე კრთებოდა. რამდენიმე წუთი საუკუნედ გაიწელა... ისეთი დაძაბული იყო, რომ კიდევ დიდხანს არ უნდოდა გადარჩენილი გოგოს გაშვება და ფეხებზე ხელს მჭიდროდ უჭერდა. დათრგუნული იყო ფიქრით, რამ განაპირობა მისი ეს ქმედება, რამ მიიყვანა ამ დონემდე.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა საკმაოდ ახლოსაა ლინდასთან, მაინც არ იცის...

აჩი და ლიზი მეგობრებს დაემშვიდობნენ და გარეთ გავიდნენ. ლიზი აჩის ეტიტინებოდა, ბიჭი კი, რა თქმა უნდა, არც უსმენდა. პერიოდულად დაუქნევდა ხოლმე თავს და ჰკითხავდა "უი, მართლა?". მაგრამ როცა ლიზიმ საუბარი შეწყვეტა ბიჭს ნერვები მოეშალა. გახედა ნატროშვილს და მის მზერას გააყოლა თვალი. მანქანა იცნო, შემდეგ კორპუსს ახედა და ლინდას კორპუსიც იცნო. წარბი შეჭმუხნა და ლიზის მხარზე ხელი მოხვია. გოგოს რეაქცია არ ჰქონია, მთელი სხეული დაძაბული ჰქონდა და აჩის კითხვაზე, თუ რა სჭირდა, თავის გაქნევით უპასუხა.

....
ათი დღე დაჰყო ლინდამ ოთოსთან. ძალიან ბედნიერი ათი დღე. თავს ევლებოდა ბიჭი ლინდას, ზოგჯერ ჩხუბობდნენ უაზრო თემებზე, იცინოდნენ ასევე უაზროდ, მაგრამ არც ერთხელ არ დაუძრავთ სიტყვა წარსულზე.
ოთოსთან ყოფნის პერიოდში ლინდას არც გახსენებია წარსული, დაიჯერებთ ? არც ერთი წამით.
ამ ხნის განმავლობაში ლინდა თითქმის სრულად გამოკეთდა, ოდნავ სისუსტეს თუ არ ჩავთვლით. მის ბინაში აღდგენითი სამუშაოები მიდიოდა, ამიტომ აზრი არ ჰქონდა იქ მისვლას. ლიზი კი ყოველდღე ჩაივლიდა ხოლმე და მანქანას აკვირდებოდა.
გასამგზავრებელი ბარგი მანქანაში ჩაალაგა და ოთოს მიუჯდა წინა სავარძელზე. პლედი მოიხურა და კომფორტულად მოკალათდა.
- მართლა უაზროდ მცივანა ყოფილხარ. - გაეცინა ბიჭს და მანქანა დაძრა.
თხუთმეტი წუთის განმავლობაში დუმდნენ. ლინდამ მხოლოდ მაშინ გაიღო ხმა, როდესაც ოთომ მანქანა გააჩერა. მიმოიხედა და სასაფლაო დალანდა.
- რას ნიშნავს ეს ყველაფერი ?! - თვალები გაუფართოვდა ლინდას და ოთოს კმაყოფილ სახის გამომეტყველებას შეეჩეხა.

- რას ნიშნავს ეს, ოთო ? - თვალებგაფართოებული შეჰყურებდა მომღიმარ ბიჭს ლინდა. წარმოდგენაც არ უნდოდა, რომ ეს ის იყო, რასაც ფიქრობდა.
- ‎შენი აზრით ?
- ‎აქ რატომ მომიყვანე, რა ხდება ?
- ‎შენ რა, ისიც არ იცი, მამაშენი სად დაკრძალეს ? - ახლა ნემსაძე გაოგნდა.
- ‎არ მაინტერესებდა... - ხმა გაუტყდა გოგოს და თვალები თხელი ცრემლის პლევრით დაიფარა. მართლაც საოცრად ლამაზი იყო ლინდა, როდესაც საქმე ცრემლებს ეხებოდა. მისი თვალები მთელ სამყაროს იტევდა, გითრევდა და მიუხედავად ყველაფრისა ერთადერთი სურვილი ღვიოდა შენში... გსურდა სულ ოდნავ მაინც გაგეხანგრძლივებინა მისთვის თვალებში ყურების ბედნიერება. არც ოთო იყო გამონაკლისი...
- ‎რატომ ? - ჰკითხა რამდენიმე ათეული წამის დუმილის შემდეგ ოთომ ლინდას.
- ‎იმიტომ. - თქვა ლინდამ და მკლავში ჩააფრინდა ბიჭს. - წავიდეთ აქედან !
- ‎როდემდე უნდა იდანაშაულებდე თავს ლინდა ? - ხმას აუწია ოთომ.
- ‎და შენ რა ? ვინ ხარ, რომ ამაში ეჩრები ? - სასოწარკვეთა გაისმა ლინდას ხმაში.
- ‎აზრზე ხარ გოგო რას მეუბნები ? საერთოდ ხვდები რას ლაპარაკობ ? - თავი ვეღარ შეიკავა ოთომ, მხრებში ჩააფრინდა ლინდას და შეანჯღრია. - ნუთუ მართლა ვერ ხვდები რას ვგრძნობ ?! ნუთუ ჩემს შენდამი დამოკიდებულებას ვერ ატყობ ეს დედამოტ**ული ?! - ღრიალებდა ოთო. ლინდა კი აზრზე ვერ მოდიოდა. საერთოდ დაკარგული ჰქონდა აზროვნების უნარი. ასე ახლოს იყო მამასთან... - შენთვის და შენი კარგად ყოფნისთვის რომ ყველაფერზე წავალ არ იცი ?! შენი ცხოვრების წარსულიდან ამოთრევისთვის რომ გილიოტინაზე დავდებ თავს ეგ არ იცი ?!
- ‎რას... - სიტყვის თქმა არ დააცადა ბიჭმა ისე მიახალა.
- ‎თუ ეს სიტყვა გინდა მაინცდამაინც შეიგნე შვილო, შეიგნე მიყვარხარ ! - თქვა და ქშენა დაიწყო. ლინდა აზრზე ვერ მოდიოდა, დრო დასჭირდა იმის გასაანალიზებლად, რაც ბიჭმა უთხრა. მერე ავტომატურად ჩახედა ჩამუქებულ თვალებში და უთხრა.
- ‎მეც. - აი ასე, მარტივად. - მეც, მეც მიყვარხარ. - ლუღლუღებდა გაუაზრებლად. უყურებდა ოთოს თვალებში და ხედავდა როგორ ღიავდებოდნენ მისი კაკაოსფერები. როგორ გაებადრა სახე და სიხარული გამოისახა მასზე. - მიყვარხარ, ოთო. - ჩაილაპარაკა ცრემლმორეულმა. ბიჭი ჩაეხუტა.
- ‎მეც პატარა, მეც ძალიან. ახლა მიდი, გელოდება. - უთხრა და სასაფლაოსკენ მიუთითა.
- ‎მეშინია...
- ‎ნუ გეშინია ბურდღა, შენთან ვარ მეც და ისიც. - გაუღიმა და შუბლზე აკოცა.
- ‎კარგი...


ძალიან გაუჭირდა ლინდას ამ ნაბიჯების გადადგმა. ინერციითა და ინტუიციით გაიწია მამის საფლავისკენ. იცოდა, დედასთან ერთად იქნებოდა, არასდროს უღალატია მისთვის. ერთადერთი ქალი იყო მის გულში.
მოვლილ საფლავს რომ შეხედა გული მოუკვდა. წარმოიდგინა როგორ მოდიოდა აქ ლიზი და ასუფთავებდა აქაურობას. ოდესმე ჰომ მაინც მიხვალო უთხრა, სუფთად უნდა დაგხვდესო... მაშინ არ მიაქცია ამას ყურადღება. ახლა ხვდებოდა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ამბობდა ამას გოგო.
კანკალით მიუახლოვდა საფლავებს. მხოლოდ ერთხელ მოავლო თვალი, მუხლებზე დავარდა მამის წინ და ჯერ ცხარე ცრემლებმა უხმოდ დაუსერეს ღაწვები, შემდეგ კი ამ სიცხელეს ლინდამ ვერ გაუძლო. სხეული ეყინებოდა, სულს კი თითქოს მართლაც გეენის ცეცხლი წაჰკიდებოდა. გრძნობდა, იმ მომენტს შეიგრძნობდა, როცა ლიზიმ მას უთხრა, მამა აღარ არისო. ლიზის მამაც იყო, ლიზიც მამას ეძახდა. მანაც დაკარგა გამზრდელი და ზემოდან ლინდას მოვლაც დაემატა. ლიზი მამამისის ძმაკაცის შვილი იყო. ავღანეთში დაიღუპა, ქალი კი დარდს გადაჰყვა. ქვეყნად მხოლოდ ლინდა და მამამისი ჰყავდა.
თავს წყევლიდა ლინდა, მაშინ, ხიდთან იმიტომ უნდოდა თა'ვის მოკვლა, რომ ფიქრობდა ასე მაინც შევუმსუბუქებ ლიზის ყოფას და დავასვენებ ჩემგანო.
რამდენიმე წუთი სიტყვას ვერ ამბობდა, ხმამაღლა სლუკუნებდა და მუშტებს გულში იცემდა. ყელი სტკიოდა ამხელა ხმაზე ტირილისგან. ყელი სტკიოდა მიბჯენილი უზარმაზარი ბურთისგან, რომლის ცრემლებად დაღვრა ლინდას უკვე დიდი ხანია უნდოდა.
ოთო მოშორებით იჯდა, ზურგშექცევით მისკენ. ამ სანახაობას ვერ უყურებდა. რომ ესმოდა ისიც საკმარისი იყო და ბიჭსას მოერია ცრემლი.
ლინდა ამ წუთების შემდეგ ოდნავ დამშვიდდა. თავს მისცა საშუალება ალაპარაკებულიყო და ალაპარაკდა კიდეც. ჩუმად, სულ ჩუმად, ჩურჩულით. ნიავიც კი ჩადგა თითქოს, რომ ლინდას მამას ეს სიტყვები გაეგონა.
- გამარჯობა, მამა... - ცოტა ხანი დააპაუზა, სული მოითქვა და განაგრძო. - იცი ? ძალიან მომენატრე... უზომოდ, უსაზღვროდ, უაზროდ... და ძალიან მრცხვენია, რომ ამდენი ხანია არ მოვსულვარ შენთან. მაგრამ იმისიც მრცხვენია, რომ საერთოდ მოვედი... რა პარადოქსია არა ? - ჰკითხა საფლავის ქვაზე გამოსახულ ადამიანს ლინდამ და ცრემლი მოიწმინდა. - ძალიან მრცხვენია ჩემი მაშინდელი საქციელის, რამდენს მივცემდი ახლა, რომ დავაბრუნო დრო და ის არ გავაკეთო, რაც გავაკეთე... მაგრამ, მაგრამ... არ ვიცი, ვერც იმას ვამბობ, რომ შენ ჩემი გესმის. სიზმრად მოსვლისას სულ მადანაშაულებ ხოლმე და, და... - ისევ ისტერიკული ტირილი აუტყდა ლინდას. - ჩემი ბრალია ! ჩემი ბრალია ! ახლა მანდ შენ უნდა იწვე ?! მაგ ცივ მიწაში, ჩემ ნაცვლად შენ უნდა იყო ?! მე, უმადური ბავშვი, ეგოისტი ბავშვი ახლა უნდა ვსუნთქავდე, შენი სხეული კი აქ უსულოდ უნდა ეგდოს ?! გაყინული, გახრწნილი... ცოცხლად ვარ გახრწნილი მამა, მაპატიე, რომ ავყევი ამ გრძნობას, მაპატიე, რომ ამდენად სუსტი აღმოვჩნდი ! არ დამავიწყდება ჩვენი ლიზის წაშლილი სახე შენზე რომ მითხრა, არ დამავიწყდება როგორ ვცდილობდი წამოდგომას, მაგრამ იმ ნაბიჭვრის გამო მოტეხილმა ფეხმა არ გამომიშვა მამა, ლიზიმ არ გამომიშვა, სულ თავს მევლებოდა. არც ახლა მაკლებს ყურადღებას... - ისევ ჩაწყნარდა ლინდა. ქვასთან ახლოს მივიდა და მასზე გამოსახულ შუახნის კაცის სახეს მოფერება დაუწყო. ჩუმად სდიოდა ცრემლები და ასველებდა გამოსახულებას. - ხედავ მამა ? იქ ოთო ზის. იცი ვინ არის ოთო ? არც მე ვიცი, მაგრამ ვუყვარვარ და მიყვარს. ყველაფერი მიყვარს მასში, ყველა გრძნობა მიყვარს და მძულს. ამირია მთელი ცხოვრება. ლიზის დასვენება მინდოდა და არ მაცადა, მამა. ალბათ, გაგიხარდებოდა აქ რომ ყოფილიყავი. მოგეწონებოდა ძალიან, მაგრამ მეტყოდი, ფრთხილად იყავიო... მენატრება ჩვენი ღამის საუბრები. როგორ გიყვარდა ვარსკვლავებით მოჭედილი ლურჯი ცა... ათას ისტორიას ყვებოდი შენზე და დედაზე. - გაიღიმა ლინდამ და გვერდითა საფლავს ხელი სიყვარულით გადაუსვა. - დედაც მე მოვკალი მამა, შენც მოგკალი... ყველას ვკლავ, ვინც მიყვარს... მაპატიე... - ბურთი ყელში გაეჩხირა და წამოდგა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და თითქოს მხარზე შეხება იგრძნო. მსწრაფლ მოიხედა და მამის სილუეტი დალანდა.
კაცი იღიმოდა...
- შვილო, ლილი. - მხოლოდ ის ეძახდა ასე ლინდას. - მიყვარხარ და ნუ შვილო, ნუ ეწევი თვითგვემას. მამიკო და დედიკო შენთანაა. - თქვა და სილუეტმა გვერდით გაიხედა. მის მზერას გააყოლა თვალი ლინდამ და ულამაზესი ქალი დაინახა. ქალი, რომელიც მხოლოდ ფოტოებზე ენახა და დედას ეძახდა. ქალი, რომელიც მამას ასე უყვარდა. სულ გატაცებით საუბრობდა მასზე. ქალი, რომელმამ ლინდას სიცოცხლე აჩუქა... ლინდას კი აღარ შეუძლია იგივე სხვას გაუკეთოს...
ცრემლი მოერია და თავი დაუქნია. მანამ დარჩა იქ, სანამ სიცივისგან არ აკანკალდა. უყურებდა იმ ადგილს და მისი სული სიმშვიდემ მოიცვა.
სირბილით დაუყვა ოთომდე მანძილს და ბიჭს კალთაში ჩაუხტა.
ოთო ძალიან გააოცა ლინდას ასეთმა ცვლილებამ, მაგრამ ეამა. უხმოდ მოეხვია, ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა.
- გავიყინე ! - ლამის სამ პლედში ერთად გაეხვია. ოთოს არ გაჰკვირვებია. არ უკითხავს არაფერი, თუმცა ლინდამ თავისით უთხრა. - მადლობა !
- ‎რისთვის ? - სიგარეტი ჰქონდა პირში გაჩრილი ოთოს.
- ‎ამ ყველაფრისთვის...
- ‎ანუ იმისთვის, რაც უნდა გაგვეკეთებინა და არ აკეთებდი ?
- ‎დაახლოებით.
- ‎არა, დახმარებისთვის ? - წვალების ხასიათზე მოვიდა ოთო.
- ‎პანჩურისთვის ! - უთხრა ლინდამ და ენა გამოუყო.
- ‎მოგაძრობ მაგ ენას ! - "დაემუქრა" ოთო და ნაფაზი დაარტყა.
- ‎ეე, მეც მინდა ! - დაიწუწუნა ლინდამ.
- ‎აჰა. - არ იყო ოთო ის ბიჭი, რომელიც სიგარეტის მოწევას უშლის თავის ქალს.
- ‎ფუუ... - სასტიკი ხველება აუტყდა გოგოს.
- ‎რა დაგემართა ? პირველად ჰომ არ ეწევი ? - გულწრფელად გაოცდა ოთო.
- ‎არა, რა პირველად. აზრზე არ ვარ რა მჭირს. - მხრები აიჩეჩა ლინდამ და წყალი მოსვა.
- ‎უცნაურია.

...
- ლიინდაა. - კოცნით აღვიძებდა ჩაძინებულ ლინდას ოთო. - ბურდღა, გაიღვიძე, მოვედით.
- ‎ხუთი წუთიც რა... - ჩაიბურდღუნა ლინდამ და გვერდი იცვალა.
- ‎სასტუმროში იყოს ხუთი წუთი, წამოდი. - თქვა და ლამის ძალით წაათრია.

- ბოროტი ხარ შენ ! - გაებუტა სასტუმროში უკვე მისული ლინდა. საწოლში შეძვრა, მოიკუნტა და ჩაეძინა.
- ნუ ბუზღუნებ. ჩავალ ბარგს ამოვიტან. - გასძახა უკვე მძინარე ლინდას ოთომ.
გოგო კი ბორგავდა. ძილში ბორგავდა. გვერდს წამდაუწუმ იცვლიდა და სიზმრად მხოლოდ წითურ თმებს ხედავდა. იმ წყეულ წითურ თმებს.... ძილში ისინი სისხლისფრად შეიღებნენ.
წამოდგა და აივანზე გავიდა. ღრმად ჩაისუნთქა გაყინული ჰაერი და პირველად ესიამოვნა ყინულის თხელი საფარის ფილტვებში ჩაშვება. თვალი გაახილა და გადათეთრებულ ეზოს მოავლო თვალი. ფოთლებშემოძარცვული ხეები თეთრ საბურველში გახვეულიყვნენ და ჩასძინებოდათ თითქოს.
დიდხანს უყურა ამ თვალწარმტაც სანახაობას ლინდამ, შემდეგ კი ერთ-ერთ ხესთან შეამჩნია ადამიანის სილუეტი. თავიდან ოთო ეგონა და ესესიყო დაძახებას აპირებდა, რომ ნაცნობი წითური თმა ახლა უკვე რეალობაში დალანდა. დასაძახებლად გაღებული პირი ღია დარჩა, თვალები გაუფართოვდა და სუნთქვა დაავიწყდა. გაშეშებული იდგა რამდენიმე წამი... ლანდი სასტუმროში შემოვიდა და ლინდა ტყვიასავით გავარდა ნომრიდან.
ელვის სისწრაფით ჩაირბინა კიბეები და ჰოლში აღმოჩნდა. ღრმად სუნთქავდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
ეძებდა, ეძებდა, ეძებდა !
მას ეძებდა, ვინც მთელი ცხოვრება დაუნგრია, ვის გამოც არ სურდა სიცოცხლე.
მომენტალურად გაბრუვდა, ბუნდოვნად ისმოდა ყველაფერი და რომ არა ოთოს ძლიერი ხელები ალბათ აქვე გაიშხლართებოდა.
- ჰეი, პატარა, რა ხდება ? - ხელი შეავლო ოთომ და ლინდას საყრდენი მისცა.
- ‎ა ? არაფერი, უბრალოდ... შემეშინდა. - უპასუხა ოთოს და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ჰოლს.
- ‎ჩემი მშიშარა, წამოდი ავიდეთ. - არ შეიმჩნია ლინდას უცნაური მოქმედება ოთომ, თუმცა შეამჩნია და არ ესიამოვნა. რატომ ? არ იცის.
- ‎ჰ-ჰო...
- ‎ფეხშიშველიც კი გამოიქეცი ? ბოთე. - თავზე დაადო დიდრონი ხელი ოთომ.
- ‎ღმერთო... - ფეხზე დაიხედა ლინდამ. - მცივაა ! - დაიკნავლა და ოთოს შეხედა საწყალი თვალებით.
- ‎მიდი, შევძვერი ლოგინში.
- ‎არ მინდა ლოგინში. - დაიბუზღუნა.
- ‎აბა რა გინდა ? - გაეცინა ბიჭს. - ლიზი და აჩი ხვალ დილით ჩამოვლენ, ვერ დატკბა ეგ ორი ერთმანეთით, რომ წამოვიდნენ.
- ‎ლიზი გზაში რაღაცას დამართებს მაგას ! - გაეცინა ლინდას. ოთო კი კედელს მიეყრდნო ზურგით და ხელები გულზე გადაიჯვარედინა.
- ‎ჰოო ? - ირონიული ხმით თქვა. ლინდა კი წამოდგა, მიუახლოვდა და ქამარში სწვდა ოთოს.
- ‎არ გინდა, მე შენ დაგმართო ? - იმდენად მაცდური იყო მისი სხეული, მისი მზერა, მისი ხმა... ოთომ მათ შორის არსებულ ქიმიას ვერ გაუძლო.
- ‎რა თამამი ხარ, პატარა ! - უცებ მოხვია ხელი წელზე და სხეულზე მიიკრო. ლინდამ კი ფეხები შემოხვია. ხელები კისერზე დააწყო და თვალებში უყურებდა. - მომწონს ! - ლინდას ტუჩებთან ახლოს თქვა ოთომ და მის ბაგეს დააცხრა მთელი ვნებით. საშხაპეში შეათრია და ცხელი წყლის ქვეშ, ლინდას რომ არ შესცივებოდა, დაეუფლა მას. შემდეგ საწოლზე გადაინაცვლეს და მეზობლები შეაწუხეს კიდეც.

ოთოს ჩაეძინა და მის მშვიდ ძილს ლინდა ღიმილით ადევნებდა თვალს. სახესა და გულმკერდზე ეფერებოდა თბილი თითებით.
შემდეგ რაღაც იგრძნო, შეშფოთებამ დაუარა მთელ სხეულში და აივნისკენ გააპარა თვალი. ზუსტად ამ დროს ელვამ გაანათა და წამით გოგოს მოეჩვენა, რომ იქ ის იდგა. იდგა და უყურებდა მას თავისი ლურჯებით. მკვლელი მზერით, რომელშიც ზიზღნარევი სიყვარული კრთოდა.
ლინდამ წამოიკივლა შიშისგან და საბანს ხელი ჩაავლო. თავზე დაიფარა და ცდილობდა ურჩხულისგან თავი დაეცვა.
ოთოს გაეღვიძა. ფხაკაძე რომ ასეთ მდგომარეობაში ნახა ჰკითხა.
- ცუდი სიზმარი ნახე ?
- ‎ის იქაა !
- ‎ვინ არის და სად ლინდა !
- ‎ის, იქ აივანზე ! - ცრემლებას იღვრებოდა გოგო.
- ‎ვინ არის ?! აივანზე არავინ არაა პატარა. - გაოცებული ოთო ამშვიდებდა ლინდას.
- ‎არის ! არის ჩემი თვალით ვნახე !
- ‎კარგი, მე ახლა მივალ და ვნახავ, ვინ არის. - თქვა ოთომ. ტრუსი ამოიცვა და აივანზე გავიდა. ლინდასკენ შემობრუნდა, ხელები გაშალა და გაუღიმა. - ხედავ პატარა ? არავინაა.
- ‎მაგრამ მე ის დავინახე ! - იყვირა ლინდამ და ისევ საბანში დაიმალა. ოთო ზურგიდან მოეხვია მას. - არ გჯერა ჰო ? - სრუტუნებდა შეშინებული.
- ‎გინდა სხვა ნომერში გადავიდეთ ? - არ უპასუხა ოთომ. ლინდამ პასუხის ნიშნად თავი დაუქნია.
იმ ღამესვე შეცვალეს ნომერი. ლინდას კი ყოველ შესახვევში ის ელანდებოდა.
ის...
...


- რა ჰაერია ! რა სითეთრეა ! რა ქაია ! - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ლიზი.
- ‎როგორ ჩამოაღწიეთ ? - ჰკითხა ოთომ აჩის ისე, რომ ლიზისაც გაეგონა.
- ‎ამის ხელში... - გახედა ნატროშვილს აჩიმ. - იტოგში, ფილმები მიმიქარავს. - თქვა და ყველა ერთად ახარხარდა. ლიზი კი დაეჯღანა და ციგურებით ჩასრიალდა.
- ‎შენ არ გაყვები დაქალს ? - ჰკითხა ოთომ ლინდას.
- ‎არა, შენთან მირჩევნია. - თქვა და გაუღიმა.
- ‎ოუქეი, აბა თუ დამეწევი ? - გასძახა ოთომ ლინდას და უკან მოიტოვა.

წინა ღამის შემდეგ ლინდა ცდილობდა გვერდიდან არ მოშორებოდა ოთოს. სულ მასთან იყო. ლამის ტუალეტშიც მიყვებოდა.

სუფრასთან ისხდნენ და შეკვეთას ელოდებოდნენ, რომ ლიზი გარეთ გავიდა. თითქოს გულმა უგრძნოო, მანქანა იქ იდგა. აი ის შავი მანქანა, ნომერი რომ დაიმახსოვრა.

TLN-239

მთელი სხეული დაეძაბა. აქაც გამოგვყვაო იფიქრა და სერიოზულად შეშინდა. ამასობაში კი იქვე გაჩერდა შავი ჯიპი, საიდანაც ნატა და მისი კამანდა გადმოცვივდნენ ყიჟინით.

- უი, ლიზი ჰო ? - ჰკითხა ნატამ, როცა ნატროშვილს ჩაუარა. - როგორ ხართ ? დაქალიც თან გახლავს ?! მომიკითხე.. - ცინიკურად უთხრა ნატამ. - იმედია ის ვარდები მოეწონა პრინცესას. - თვალი ჩაუკრა და სასტუმროში შევიდა.
ლიზი ბრაზისგან აღარ იყო. მზად იყო აქვე გაეპუტა ეს გოგო, არ მოერიდებოდა. წამიც და უკან გაყვებოდა რომ არა ზურგს უკან მოპარული აჩი და მისი ხელები შეკრული ლიზის მუცელთან.
- მშვიდად კისკისა, სეირს მერე ვუჩვენებთ.

როგორც კი მარტო დარჩენილმა ლინდამ და ოთომ სასტუმროში შემოსული ნატა დალანდეს მომენტალურად დაიძაბნენ. ლინდა დათრგუნული მდგომარეობიდან კბილების ჭრიალმა გამოაფხიზლა. ოთოს გახედა და ვერ იცნო. თითქოს ველური, აგრესიული მხეცი იჯდა ახლა მის გვერდით და არა მისი ოთო.
ფრთხილად შეახო ხელი მკლავზე და გამოკვეთილი კუნთები იგრძნო. მთელი სხეული დასჭიმვოდა ბიჭს. ძარღვები დაებერა და თვალებიც კი ჩაუწითლდა. ამ ყველაფერმა კი ლინდა იმდენად შეაშფოთა, რომ ოთოს გამოფხიზლება დაუწყო.
- ოთო, ოთო შემომხედე. - ეუბნებოდა და ცდილობდა თვალებში ჩაეხედა მისთვის. მაგრამ ბიჭის მზერა დაჟინებით იყო მიმართული დადიანისკენ. ნატა მაქსიმალურად ცდილობდა ყურადღება არ მიექცია ოთოსთვის, მაგრამ მაინც აპარებდა მისკენ თვალს. მიუხედავად იმისა, რომ ხვდებოდა თავისკენ მომართული მზერის შინაარსს მაინც ძალიან სიამოვნებდა. - მომისმინე, ახლა ყურადღებას თუ არ მომაქცევ ავდგები და წავალ ! - ხმა გაუმკაცრდა ლინდას. მაგრამ ოთოს თითქოს არც გაუგონიაო. - იმ კახპას უყურო გირჩევნია ჰო ?! - ირონიული სახე აიკრა ლინდამ. ადგა და წასვლა დააპირა, მაგრამ ბიჭმა მას ხელი მკლავზე მარწუხივით ჩაავლო და თავისთან მიიზიდა. შემდეგ ორივე ხელი მოხვია, თავი მკერდს შორის ჩაურგო და გაიტრუნა. ამის შემხედვარე ნატა ლამის ჭკუიდან შეიშალა.
- ‎მოვკლავ. - ყრუ დუდუნი გაიგონა ლინდამ. თმებში შეუცურა ხელი და ფერება დაუწყო. - რამე რომ დაგემართოს მოვკლავ, ტო ! გესმის ? - თავი ასწია ოთომ და ლინდას შეაგება მზერა. ამ მზერაში სიძულვილი არეულიყო სიყვარულში და შფოთვის მკრთალი ელფერი დაჰკრავდა.
- ‎დამშვიდდი, შენ ჰომ აქ ხარ, ვერაფერს მიზამს. - ვითომც არაფერი გაუღიმა და მის ბაგეს წაეტანა. ოთომ ლინდას სახე ხელისგულებს შორის მოიქცია და ვნებიანად აკოცა.
ნატა კი ამის შემყურე ბოღმისგან სკდებოდა. არ იცოდა რა ექნა, როგორ ჩაემწარებინა მათთვის ბედნიერება. აქ ჩამოვიდა, მაგრამ რისთვის? არაფერი ჰქონდა წინასწარ განსაზღვრული. ასეთი დაბნეული არასდროს ყოფილა მეტოქის მოცილებისას. თითქოს ყველაფერი სპეციალურად მის წინააღმდეგ იყო. ყველა და ყველაფერი სძაგდა, რაც მის ოთოს ეხებოდა. ერთადერთი სურვილი ამოძრავებდა: სამყაროდან სურდა ლინდას გაქრობა. თითქოს არც არსებულიყო.

- ოთო, გავისეირნოთ ? - კოცნის შემდეგ ჰკითხა ლინდამ.
- ‎შენ ჰომ ვერ იტან სიცივეს ? - გაოცდა.
- ‎შენ ჰომ გამათბობ ? - გულუბრყვილოდ ჰკითხა გოგომ და თავი გვერდზე გადასწია.
- ‎ჩემი მცივანა. წამოდი. - გაუღიმა ოთომ ფხაკაძეს და ხელჩაკიდებულები გავიდნენ გარეთ.

აბა თუ მიხვდებით ამასობაში რა მოხდა ? რა თქმა უნდა, ნატამ დრო იხელთა და გაიგო მათი ნომერი. ფეხაკრეფით აირბინა კიბეები, მიაყურადა ვინმე ჰომ არ მოდისო, მიიპარა კართან და სახელური შეამოწმა. ბოროტულად ჩაიცინა. ნომერი ღია დაუტოვებიათ.
და ესესიყო უნდა შეეღო კარი, რომ ზურგსუკან ვიღაცის სუნთქვა იგრძნო. ძალიან ახლოს იყო მასთან. ათასი აზრი დატრიალდა ნატას თავში. პირველი კი ის იყო - როგორ ვერ შეამჩნია, რომ ვიღაც მოდიოდა ?! თუმცა რა გასაკვირია, ამ აზრით შეპყრობილს გონება ებინდებოდა და სრულიად უკონტროლო ქმედებებით ხასიათდებოდა.
გააკანკალა და ადგილს მიეყინა თითქოს. ვერ მოძრაობდა, სასაუბრო აპარატიდან ხმა ვერ ამოდიოდა. გული ყელში მიებჯინა და ლოცულობდა ოთოს არ დაენახა იგი. შიშმა დაუარა მთელ სხეულში და სცადა თავი შეებრუნებინა, მაგრამ ამაოდ.
- ძალიან, ძალიან ცუდი გოგო ხარ. - გაისმა უაზროდ ბოხი ხმა და ამ ხმის პატრონის სუნთქვა კისერზე დაეცა ნატას. ეს არ იყო არც ოთო, არც ვაჩე და არც ნატას რომელიმე ნაცნობი.

შემდეგ ნაბიჯები. უცნობი დერეფანს დაუყვა და ნატამ მხოლოდ აკაპიწებული სახელოებისა და წითური თმების დანახვა შეძლო. წამით კაცმა სახე ოდნავ მოაბრუნა და დადიანმა მისი ეშმაკისეული ღიმილი დაინახა. რამდენიმე წუთი გაშეშებული იდგა. შემდეგ გონს მოეგო და ნაჩქარევად შეიპარა ოთახში.
ბევრი ქექვის შემდეგ ლინდას თხილამურები იპოვა. საზარლად ჩაიცინა და შეუდგა "მუშაობას".

...
- ლი, მომბეზრდა ეს სეირნობა, წამოდი ვისრიალოთ ! - ეწუწუნებოდა ლიზიი დაქალს.
- ‎გული ნუ შემიწუხე ! - იშორებდა მეგობარს ლინდა. მაგრამ ბოლოს მაინც მოუწია დათანხმება.
- ‎როგორ ვერ ვიტან ამ სრიალს ! - ბურდღუნებდა ლინდა და თხილამურები ძლივს ძლივობით მოირგო ფეხებზე. რის ვაი ვაგლახით წამოდგა და ნაბიჯი გადადგა. მცირე დისკომფორტი იგრძნო და წარბები შეჭმუხნა. - ლიზი, მგონი ამათ რაღაც ჭირს. - უთხრა მეგობარს, რომელიც ელოდები როდის მორჩებოდა ლინდა.
- ‎რა უნდა სჭირდეთ, ბიჭებმა ჰო შეამოწმეს დილით. მიზეზებს ნუ იგონებ, ფხაკაძე ! - გაბრაზებული ხმით წამოიძახა ლიზიმ. ლინდას კი სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა შეგუებოდა სიტუაციას და დაშვებულიყო.
უყურებდა მხიარულ ლიზის და გული სითბოთი ევსებოდა. თვითონაც სცადა დაშვება, მაგრამ ჯობდა ეს არ ექნა...

წონასწორობა დაკარგა, ცალი გასძვრა და წაიქცა. მაგრამ მოძრაობა გორვით გააგრძელა და ტყისკენ ჩაუხვია უნებურად. ბოლოს ხეს მიეჯახა წელის არით და წამოიკივლა. ცდილობდა წამომდგარიყო და ლოზისთვის დააეძახა, მაგრამ სიცივემ აიტანა, თავი ასტკივდა.
შემდეგ გონება დაკარგა...

- ლინ-და... - მის გონებაში ნაცნობი, შემძვრელი ხმა გაისმა. თავი ოდნავ გაიქნია გამოსაფხიზლებლად, მაგრამ მხოლოდ სილუეტს ხედავდა. ხელი შუბლისკენ წაიღო და მოისრისა. - ლინ-და.. - დამარცვლით მის სახელს მხოლოდ ის ამბობდა... მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც მისი ბედნიერების და უბედურების წყარო ერთად იყო.
ფრთხილადლად სცადა წამოდგომა, მაგრამ ამაოდ. წელი სასტიკად სტკიოდა, ფეხი კი ყრუდ.
ორივე ხელი სახეზე მიიდო და ფრთხილად მიირტყა. თვალები გაახილა და იკივლა.
- ტონი ! - შეამჩნია, რომ თავი კაცის მუხლებზე ედო. არაადამიანური ტკივილის მიუხედავად მოშორდა კაცს და ორი ნაბიჯის მოშორებით დაჯდა. აათვალიერა და დაბერებული ეჩვენა. მაგრამ ჩვევას მაინც არ ღალატობდა. ლინდას მიკერებული აკაპიწებული მაისური ეცვა. ოდესღაც ცისფერი თვალები გალურჯებულიყვნენ, მხოლოდ წითურმა თმებმა შეინარჩუნეს თავისი ადრინდელი მდგომარეობა.
- ‎ასეთ ემოციებს აღძრავ შენში ? - ცივი ხმით ჰკითხა ტონიმ.
- ‎რა ჯანდაბა გინდა აქ ? - კბილებს შორის გამოსცრა ლინდამ. მთელი არსებით ცდილობდა ვენებს მოვარდნილი წნევა დაერეგულირებინა. ყელში არ სწვდომოდა ამ არაკაცს და თან არ ატირებულიყო.
- ‎შენ. - დამთბარი ხმით უპასუხა ტონიმ და მისკენ გაიწია.
მლ ლინდას საშინელი ხველება აუტყდა. გულისრევის შეგრძნება დაეუფლა, მუცელი ასტკივდა, საშინლად ასტკივდა. ცხვირიდან კი სისხლი წასკდა.
ძირს დაღვრილი სისხლის დანახვაზე კი თავი ვერ შეიკავა და შიშისგან აუღწერელი კივილი ამოუშვა ყელიდან, გაჟღენთილი აუტანელი ტკივილით. ყველაზე მეტად ამ ხმის გაგონება არ სურდა ტონის. სინდისის ქენჯნა უათასმაგდებოდა. ყველაფერს ნანობდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ტონი მივარდა ლინდას და ორივე ხელი მოხვია. დამამშვიდებელ სიტყვებს ეუბნებოდა, მაგრამ ლინდას არ ესმოდა. ხელებს იქნევდა, უძალიანდებოდა და ტკივილისგან ღმუოდა. ცრემლები ღაპაღუპით სდიოდნენ და სახეს უსერავდნენ. მუცელზე იჭერდა ხელებს და ვერ ჩერდებოდა. მოუსვენრად ბორგავდა და წრიალებდა.
- შენ ის მოკალი ! - ღრიალებდა ბოლო ხმაზე და ხელებს უშენდა ტონის მკერდზე. ბიჭი კი არ უძალიანდებოდა. თავჩაღუნული იჯდა მის წინ და მასზე მოხვეულ მკლავებს არ აშორებდა. - შენ მასთან ერთად მეც მომკალი ! - სლუკუნებდა ლინდა და ძალა ელეოდა. ბოლოს საერთოდ გაჩერდა. - როგორ გაბედე გამოჩენა იმის შემდეგ ? - აკანკალებული, გატეხილი ხმით ჰკითხა. - რა უფლება გქონდა?!
- ‎მაპატიე. - ამოიხრიალა ბიჭმა და ლინდას მრისხანებამ პიკს მიაღწია.
- ‎როგორ ბედავ ?! შენი ბოდიში დამიბრუნებს ნორას ?! მიპასუხე, დამიბრუნებს ?! - ისევ წასკდა ცრემლი ლინდას. მუშტი უნდა დაერტყა მისთვის, მაგრამ ძალა არ ეყო და უღონოდ ჩამოუვარდა ძირს.
- ‎ლი ? რა გჭირს, ლი ? რა მოხდა ? - გაისმა ლიზის ხმა. მაგრამ ლინდა არც შერხეულა. ტონიმ კი მზერა ლიზიზე შეაჩერა. უყურებდა როგორ დაეხატა ლიზის სახეზე ბრაზი, გამხეცება და როგორ ჩაუწითლდა თვალები. - მოშორდი ჩემს დას ! - არაადამიანურად დაიღრიალა. მის ღრიალზე კი ჯერ აჩი, შემდეგ კი ოთო მოვარდნენ. ლიზი ყელში სწვდა ტონის, არც მას შეწინააღმდეგებია ბიჭი. აჩიმ კი იმარჯვა და მაქსიმალურად სწრაფად მოაშორა ლიზი მას.
- ‎გამარჯობა, ლიზი. - მშვიდად უპასუხა გაგიდვაზე ტონიმ და თვალი მოავლო შეკრებილ ხალხს. მზერა კი ოთოზე შეაჩერა. დაინახა როგორ წამოვიდა მისკენ მხეცს დამსგავსებული ბიჭი, მაგრამ უკან არ დაუხევია. ოთომ ჯერ ერთხელ მოუქნია, მერე მეორეჯერ. ძირს დასცა და ზემოდან მოექცა. ერთხელაც არ უპასუხია დარტყმით ოთოს დარტყმაზე ტონის.
- ‎შე ახვარო ! რა ....ობა უქენი ჩემს ლინდას ?! - ღრიალებდა ოთო. - არ გაცოცხლებ. - იქამდე ურტყა, სანამ აჩიმ საკმარისად არ ჩათვალა და ძლივძლივობით არ მოაშორა ოთო ტონის. დიდი სიამოვნებით მოუქნევდა თვითონაც ერთი ორს, მაგრამ თავი შეიკავა.
ოთო ლინდასთან მივიდა, საოცარი სინაზით დასწვდა, ხელში აიყვანა და სასტუმროსკენ დაიძრა. ვერაფერზე ვერ ფიქრობდა, იმ არაკაცის მოკვლის გარდა არანაირი აზრი არ უტრიალებდა თავში. მაგრამ სადღაც ტვინის რომელიღაც პატარა განყოფილებაში ისმოდა ტონის სიტყვები, როცა ის წამოდგა, ოთოსთან მივიდა და უთხრა.
- ქერას მიხედე.

როგორც კი სასტუმროს მიაღწია ოთომ ლინდა ნომერში დააწვინა. სასწრაფოს გამოუძახა და კართან იდგა, სანამ სახვევებს უკეთებდნენ.
გარეგნულად ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა, მაგრამ შინაგანად დუღდა. გაურკვევლობა ღრღნიდა. სძაგდა ეს მდგომარეობა და ერთი სული ჰქონდა როდის გამოფხიზლდებოდა ლინდა, რომ ეს შეგრძნება მოესპო. მაგრამ ყველაზე მთავარი მისთვის ახლა ლინდას კარგად ყოფნა იყო.
მთელი ღამე გაუთია სასთუმალთან. თვალი წამითაც არ მოუხუჭავს. ათასნაირი ვარიანტი განიხილა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ბიჭი, მაგრამ დაიღალა..
დილით ჩაეძინა და როგორც წესია ზუსტად ამ დროს გაეღვიძა ლინდას.
საოცრად სტკიოდა თავი, წელი და ფეხი. იხსენებდა წინა დღეს და ერთადერთი სურვილი უტრიალებდა თავში, ნეტა ეს სიზმარი იყოსო. ამ წითური თმის, ლურჯი თვალებისა და აკაპიწებული სახელოების დანახვა ცუდად ხდიდა მას.
კარი გაიღო და ლიზი შემოვიდა ნომერში. ფეხაკრეფით მიდიოდა, რომ ლინდა არ გაეღვიძებინა, მაგრამ როგორც კი დაინახა, რომ მის მეგობარს არ ეძინა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.
- მთელი ღამე არ მოგშორებია... - ჩაილაპარაკა, ოთოსკენ ანიშნა და გაეღიმა. - წელი გაქვს დაზიანებული და ფეხი ნაღრძობი.. - გააგრძელა ლიზიმ, მაგრამ ფხაკაძემ გააწყვეტინა.
- ‎ლიზ... - ძლივს ამოიხავლა ლინდამ. გუშინდელმა მოვლენამ ხმა დაუკარგა გოგოს.
- ‎ჰო..
- ‎მომეჩვენა ჰო ? მითხარი, რომ მომეჩვენა გთხოვ...
- ‎ვერ მოგატყუებ. - უთხრა ლიზიმ და თავი ჩაქინდრა. პულოვერის კიდეს უჭერდა ხელს და ტუჩს კბენდა. გამწარებული იყო, არ უნდოდა, რომ ისევ ჩარეულიყო ეს ტიპი ლინდას ცხოვრებაში და მისი ბედნიერება მოესპო.
- ‎მეზიზღება... - ამოისლუკუნა ლინდამ და თავი საბანში ჩამალა.
ამასობაში ოთოს გაეღვიძა. ხელი სახესთან მიიტანა და თვალები მოიფშვნიტა. ლინდას გახედა და მკრთალად გაუღიმა. ხელის ზურგით ლოყაზე მოეფერა და ჩუმად ჰკითხა.
- ბურდღა, როგორ ხარ ? - ლინდამ კი ცუდად ყოფნის აღსანიშნავად თავი გააქნია. ცრემლიანი თვალები მიაპყრო ბიჭს და მის კიდურს ტუჩები შეაგება. - ექიმს დავუძახო? - სახე შეეცვალა ოთოს. წუხილმა გადაჰკრა.
- ‎არა, შენ იყავი აქ. - ჩაიჩურჩულა ლინდამ.
- ‎რა თქმა უნდა, ვიქნები.
- ‎ის ტიპი.. სადარის ?
- ‎წარმოდგენა არ მაქვს და მისთვისვე იქნება უკეთესი, რომ აღარ გამოჩნდეს. უცებ აენთო ოთო.
- ‎ ის ჩემი.. - ვეებერთელა გორგალი გაეჩხირა ლინდას ყელში. - ჩემი ყოფილი ქმარია...
- ‎რა ? - სახტად დარჩა ოთო. არ ელოდა ასეთ საქმის ვითარებას.
- ‎ჰო.
- ‎რატომ არ მითხარი, რომ გათხოვილი იყავი ?
- ‎პირდაპირი კავშირი არსებობს მასა და ჩემს სუიციდს შორის. - თქვა ლინდამ და ოთოს მზერა აარიდა.
- ‎ნაბო'ზარი ! - იღრიალა ოთომ. - რა ქნა ?! მითხარი პატარა, რა გააკეთა ? - ფეხზე წამოხტა ნემსაძე. ადგილს ვერ პოულობდა, წინ და უკან დადიოდა. კედლებს აწყდებოდა, ბოლოს კი ლინდას ჩააფრინდა მხრებში. - მითხარი !
- ‎ოთო, გთხოვ... - ამოიკნავლა ლინდამ და მისმა შეშინებულმა სახემ და ხმის ტემბრმა ოთო გამოაფხიზლეს.
- მაპატიე პატარა, უბრალოდ თავი ვერ მოვთოკე.. მაპატიე... - უჩურჩულა ოთომ და ლინდას სახე ხელისგულებში მოიქცია. გახელებული ჰკოცნიდა და ცდილობდა ამ კოცნით მისი ტკივილი შთანთქა. სურდა ბოლომდე შემძვრალიყო ლინდას ტყავში და მიეთვისებინა მისი ტანჯვა. საკუთარ თავზე გამოსცადა ყველაფერი, რაც გამოსცადა ლინდამ. სურდა დაემტკიცებინა მისთვის, რომ სიკვდილად არაფერი ღირდა ამქვეყნად...
- ‎ბედნიერების საბაბი მეტწილად თავშია და შექმნილი მდგომარეობაც დიდწილად საკუთარი გონების ანარეკლია. მატოხელობასაც და საპირისპირო მდგომარეობას გააჩნია მიზეზები, რომლის გამოც რაღაც მხრივ გაბედნიერებს, რაღაც მხრივ არა. რადგან და ვინაიდან სრული ბედნიარება არ არსებობს, არც აბსოლიტური სწორხაზოვნებით შეიძლება ამაზე პასუხის გაცემა. - წარმოთქვა და აზრზე არ იყო რას ლაპარაკობდა.
- ‎ჩემი განწყობის გაუმჯობესება გინდა ? - გაეცინა ცრემლმორეულ ლინდას.
- ‎უბრალოდ, მინდა მიხვდე, რომ ყველაფერს აქვს სხვადასხვა მხარე.
- ‎მაგრამ ადამიანები უფრო დიდ ყურადღებას მაინც ნეგატივს აქცევენ... - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ლინდამ.
- ‎მაგრამ მე ვცდი, რომ შენს შემთხვევაში პირიქით იყოს. - უთხრა ოთომ და ხელი ხელზე მოუჭირა.

რამდენიმე საათი გავიდა...
ლინდას ჩაეძინა. ოთო კი ტელეფონს დასწვდა. ნომერი აკრიფა და დაელოდა როდის აიღებდნენ ყურმილს.
სიგარეტს მოუკიდა და ნაფაზი დაარტყა. აივანზე გავიდა.
- დავით, გამარჯობა. - დაიწყო ლაპარაკი. - დათო, თხოვნა მაქვს. უფრო სწორად საქმიანი შემოთავაზება. მინდა დადიანის ბიზნესი ჩაძირო... ვიცი, ვიცი რომ რთულია... მაგრამ ჰომ იცი, ვალში არ დაგრჩები... ე.ი. შევთანხმდით ? მშვენიერია.
- ‎არ ჰგავხარ თავს. - მოესმა აჩის ხმა უკნიდან.
- რას გულისხმობ ?
- ‎სხვა შემთხვევაში იმ ტიპის დოსიეს გამოიკვლევდი.
- ‎ეს სხვა შემთხვევა არაა.
- ‎გინდა, რომ თვითონ მოგიყვეს ?
- ‎მინდა. ასე უფრო გულწრფელი იქნება. - თქვა ოთომ. ნამწვავი გადააგდო და მძინარე ლინდას გვერდით მიუწვა.
ანგელოზს ამსგავსებდა ოთო ლინდას. სიზმარში მოევლინა და მთელი ცხოვრება მასთან ერთად განვლო…

ლინდას დაჟინებული მოთხოვნით ოთომ და ლიზიმ ის ქალაქში გადაიყვანეს.
მთელ დღეებს ატარებდა საწოლში, არავინ და არაფერი აინტერესებდა ოთოს გარდა. მაგრამ ბიჭთან გადასვლის სურვილი არ ჰქონია.
ისევ და ისევ იხსენებდა ტყის სცენას, ისევ და ისევ განიცდიდა იქ განცდილს. ოთო კი მაქსიმალურად ცდილობდა რბილი და ნაზი ყოფილიყო. მაგრამ როცა არაფერი გამოსდიოდა გადიოდა გარეთ და რაც ხელთ მოხვდებოდა ლეწავდა ყველაფერს. ძალიან თრგუნავდა ის, რომ არ შეეძლო დახმარებოდა ლინდას, მართლა გულწრფელად უყვარდა.


- ლინდა ? - გასძახა ოთომ აბაზანაში მონებივრე გოგოს.
- ‎ბატონო. - ხმადაბლა უპასუხა ფხაკაძემ.
- ‎ბავშვები გიყვარს ? - ცოტათი შეცბა ამ კითხვის გაგონებისას ლინდა.
- ‎რა თქმა უნდა. - ხმაშეცვლილმა უპასუხა.
- ‎არ გინდა ? - ჰკითხა ოთომ და აბაზანაში შემოვიდა.
- ‎ოთო... - დაიწყო ლინდამ და წამოიწია.
- ‎რატომ არ გააჩინე ბავშვი მასთან ? - ინტერესით აღსავსე მზერა მიაპყრო.
- ‎მე... ოთო მე... - ძალიან უჭირდა ამის ხმამაღლა თქმა. ყელში ბურთი მოაწვა, თვალებს ცრემლები ძლიერი წნევით. - უშვილო ვარ. - წარმოთქვა ლინდამ და თავი ჩაღუნა. ნემსაძეს წამით თავზარი დაეცა, მაგრამ მომენტალურად მოიაზრა, რომ მის მსგავს რეაქციას შეეძლო დაეთრგუნა ლინდა.
- ‎არაუშავს, ვიმკურნალოთ. - ხალისიანად წარმოთქვა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
- ‎ექიმებმა არ იკურნებაო. - მკრთალად გაუღიმა გოგომ და აბაზანიდან ამოვიდა. ხალათი მოიგდო მხრებზე და საძინებლისკენ დაიძრა. ბიჭი კი უკან მიჰყვებოდა, არ სურდა მარტო დაეტოვებინა.
- ‎მაშინ ავიყვანოთ ! - თვალები აუკიაფდა ოთოს. ლინდას უკვირდა ოჯახურ ცხოვრებას რატომ ჩქარობდა ოთო, მაგრამ გულის სიღრმეში უხაროდა. თუმცა უფრო ღრმად რომ ჩავსულიყავით ლინდას შიშშსაც ვიპოვიდით. მას ეშინოდა ოჯახის კიდევ ერთხელ შექმნის.
- ‎ კარგი. - გაუღიმა ფხაკაძემ ბიჭს და ხელი სახეზე ჩამოუსვა. ოთომ ტუჩები შეახვედრა ლინდას ნამიან კიდურებს. ახლოს მიიკრო გოგო და წარმოთქვა.
- ‎ვგიჟდები შენს სუნზე, არც ერთ არომატულ კრემს თუ გელს არ შეუძლია მისი მოსპობა. - ცხვირი ყელში ჩაურგო და ღრმად ჩაისუნთქა.
- ‎ოთო... ერთი წუთით. - წამოიძახა ლინდამ და საპირფარეშოსკენ აიღო გეზი. ოთო დაედევნა და მუხლებზე დამდგარი ლინდა დაინახა, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა ღებინება შეეკავებინა. მაგრამ როგორც ხვდებით არ გამოსდიოდა.
- ‎კარგად ხარ ? - ჰკითხა და თმა გადაუწია. ჭიქით წყალი მოიტანა და მიაწოდა. ლინდამ მადლობის ნიშნად თავი დაუკრა. წყლით მოიბანა სახე და ჭიქა სულმოუთქმელად ჩაცალა. - გეუბნებოდი, არ ღირდა მჟავე კიტრზე კეფირის მიყოლება. - თავი გააქნია ბიჭმა. - დღეს სადმე მიდიხარ ?
- ‎გასეირნება მინდოდა. თითქმის მთელი კვირაა ფეხი არ გამიდგამს გარეთ. - ახლა შეძლო და სული მოითქვა.
- ‎ასეთ მდგომარეობაში ? - წარბები შეჭმუხნა ნემსაძემ.
- ‎როგორ ? მშვენივრად ვარ. - თქვა და ბათინკები მოირგო ფეხზე. - მითუმეტეს მზიანი ამინდია. სულ ვერ შეატყობ, რომ 31ია.
- ‎ჰო ისე, ლიზიმ ჩემთან გადმოდითო საღამოსო.
- ‎ვხედავ ლიზის შენ უფრო დაუახლოვდი, ვიდრე მე. - გაეცინა გოგოს და შარფი მოიხვია ყელზე.
- ‎ადამიანებს ჩამოშორდი. ნორმალური გგონია ? - სევდა შეეპარა ხმაში ბიჭს.
- ‎როცა მე ასე მსურს, კი. სავსებით ნორმალურია. - უპასუხა ლინდამ და გარეთ გავიდა.
ციოდა.
მთელი ქალაქი კიოდა ახალი წელი მოდისო, მაგრამ ლინდას გულზე მძიმედ ედო ლოდი. რა ლოდი იყო ? ვერ ხვდებოდა. წინათგრძნობა ღრღნიდა თითქოს. ძალიან ცუდი წინათგრძნობა. როგორც წესია არ ცდებოდა ხოლმე მისი ინტუიცია. ძალიან იშვიათი იყო, მაგრამ საუცხოო სიზუსტით ხასიათდებოდა.
დიდხანს ბოდიალობდა ქალაქში უგზოუკვლოდ. მაგრამ ვერ ამჩნევდა, რომ მანქანა მას სულ თან დაჰყვებოდა. ან რა უნდა შეემჩნია. ფიქრებმა სულ სხვა სამყაროში გადაანაცვლეს.
ყველაზე მძლავრი კითხვა კი იყო ის, შეძლებდა თუ არა თავიდან დაეწყო ყველაფერი ოთოსთან ერთად ?

მხარზე შეხება იგრძნო და შემკრთალი სწრაფად შებრუნდა. ყოფილი ქმარი იდგა მის წინ, სახეზე ჯერ კიდევ ეტყობოდა შელამაზების კვალი. მკლავები როგორც ყოველთვის აკაპიწებული, დგომა იგივე და ჩვეული განმგმირავი მზერა თან ახლდა. ჰაერი დაიმუხტა თითქოს მისი ჩასუნთქული ჟანგბადისა და ამოსუნთქული ნახშირორჟანგის შედეგად.
და იცით რა იგრძნო ლინდამ ? არაფერი. თითქოს სურდა კიდეც, რომ შეხვედროდა. ამოეთქვა ყველაფერი მისთვის, რაც გულში ჰქონდა დაგროვილი. საბოლოოდ უნდა ამოეხეთქა ვულკანივით და საბოლოოდვე მიძინებულიყო.
- შეგიძლია ხუთი წუთი დამითმო ? - ბოხი ხმით ჰკითხა ტონიმ.
- ‎შემიძლია. - ასე საქმის წარმართვას ტონი ნამდვილად არ ელოდა, თუმცა არც შანსის გაშვებას აპირებდა ხელიდან.
- ‎აქ ვილაპარაკოთ თუ ? - კაფესკენ ანიშნა.
- ‎აქ მირჩევნია. - უპასუხა ლინდამ. გონებაში სათქმელს ალაგებდა, მაგრამ მაინც არ ჰქონდა წარმოდგენა რას ეტყოდა ყოფილ ქმარს.
- ‎უცნაურია. სიცივეს ადრე ვერ იტანდი.
- ‎ვერც ახლა ვიტან, მაგრამ ხუთი წუთი არაფრად მიღირს.
- ‎კარგი, მინდა მომისმინო და ალაგ-ალაგ კითხვებზე მიპასუხო.. - დაიწყო ბიჭმა და რადგან ლინდასგან პასუხი ვერ მიიღო გააგრძელა. - ბევრჯერ გთხოვე პატიება, მაგრამ ვერ მივიღე. შეგიძლია მითხრა რატომ ?
- ‎რატომ ? - გულწრფელად გაოცდა და თვალები გაუფართოვდა გოგოს - ნორა მოკალი, მეც მიმაყოლე, ამის შემდეგ ჯაჭვზე მამაჩემის სიცოცხლე აეგო, ლიზის ნერვები შეიწირე, მე კი უშვილოდ დამტოვე. ნეტა რატომ არ იმსახურებ პატიებას ? - მშვიდად საუბრობდა ლინდა. საკუთარი თავისგან უკვირდა. ავტომატურად საუბრობდა იმას, რასაც ფიქრობდა. მაქსიმალურად აუღელვებლად ხლართავდა სიტყვებს. არც პულსი აჩქარებია, არც სუნთქვის რიტმი შეცვლია.
- ‎შენ რომ მაშინ არ შესულიყავი... - დაიწყო ტონიმ
- ‎მე რომ მაშინ არ შევსულიყავი რა, ტონი ? - ცინიზმი გაურია ხმაში. - მთელი ცხოვრება ცრუ ბედნიერებაში ვიცხოვრებდი.
- ‎ვინაა ის ტიპი ?
- ‎ოთო?
- ‎როგორც სჩანს ჰო, ოთო. - ტუჩის კუთხე ჩატეხა ტონიმ.
- ‎ჩემი მომავალი ქმარია. - ამაყად უთხრა ლინდამ. თუმცა ამ სიტყვების წარმოთქმა და მისი კედელზე მინარცხება ერთი იყო.
- ‎ასე მარტივად ჩემი დავიწყების უფლებას არ მოგცემ ! - თქვა და გაველურებულად დააცხრა ტუჩებზე ლინდას. ეს გოგომ წინასწარ განსაზღვრა და წამის შემდეგ მოიცილა იგი ფეხებშუა ამორტყმით.
- ‎მომშორდი ! გულს მირევ ! - უკივლა ლინდამ და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ძალიან დიდხანს ირბინა. ეგონა, რომ ტონი მისდევდა და უკან არც იხედებოდა ისე მიიწევდა წინ. რამდენიმეჯერ დაეცა კიდეც, მაგრამ სწრაფად დგებოდა და აგრძელებდა გზას.

როგორც იქნა გაჩერდა, მაგრამ გაჩერდა იმიტომ, რომ მუცელი არაადამიანურად ასტკივდა, ღებინების შეგრძნება კი ორჯერ უფრო გაძლიერებულიყო.
შუა ქუჩაში აერია გული და ძლივს მოითქვა სული. გამვლელები გვერდს უქცევდნენ და ზიზღაღბეჭდილი სახეებით ეცლებოდნენ. ნეგატივი თუ იყვნენ სავსენი, თითქოს შებრალება ნატამალიც კი არ გააჩნდათ.
ხალხი მხოლოდ კბილგასაკრავს ეძებს, შემდეგ კი წუწუნებს, რომ სიკეთე ქვეყნად აღარ არსებობსო. ჩვენ მოვსპეთ კი არა, აღარ არსებობსო.

ლინდამ ეჭვების კორიანტელს თავი ვერ დააღწია. რა ეჭვები ? მივყვეთ ლინდას.
აფთიაქში შევიდა. გული ყელში ებჯინებოდა. ყოველივეს თითქოს შენელებული კადრებივით ხედავდა.
ყიდვის შემდეგ იქვე უბრალო კაფეს მიაშურა. საპირფარეშოში ჩაიკეტა და...
ერთი წუთი, პირველი მცდელობა.
ორი წუთი, მეორე...
მესამე.
მეოთხე.
მეხუთე.
თვალებს ვერ უჯერებდა. ან დასაჯერებელი იყო ?
ორი ხაზი.
ნუთუ ხუთივე ტესტი ტყუოდა ?
ნაჩქარევად გადააგდო სანაგვეში ხუთივე და მეექვსეს მიაშურა აფთიაქში. კონსულტანტების გაოცებულ მზერას ყურადღება არ მიაქცია და ტყვიასავით შევარდა იგივე ტუალეტში.
მეექვსეს უკვე დაუჯერა.
ჰო !
დაიჯერა !
ლინდამ მეექვსე ტესტს დაუჯერა !
მაგრამ ერთიანად აცახცახდა ამის შემდეგ. უსაზღვროდ ბედნიერება ებრძოდა უკიდეგანო შიშს. აწმყო და მომავალი წარსულს. სუნთქვა ეკვროდა და არ ჰქონდა სურვილი, რომ ყოველივე რაც წარსულში მოხდა განმეორებულიყო.
მეექვსე ტესტი გულში ჩაიხუტა. და ცალი ხელით მუცელს მოეფერა. ვერაფერი უთხრა შვილს, მხოლოდ ცრემლები წამოსცვივდა ღაპაღუპით.
ვერ ხვდებოდა სიხარულის იყო თუ შიშის. მაგრამ სჭირდებოდა ტირილი. უნდა ამოეღო გულიდან ყველაფერი, რაც დარჩა.
და ამოიღო კიდეც.
ჩუმად, ყველასგან მალულად. მხოლოდ თავის შვილთან ერთად. ოთოს შვილთან ერთად.

ფრთხილად მიკეტა კაფეს კარი და ღრმად ჩაისუნთქა. ბედნიერად გაიღიმა და ესესიყო გზა უნდა გაეგრძელებინა რომ...

- აბორტი ! - სასოწარკვეთისგან შეცვლილ ხმაში დადიანის ხმის ტემბრი ამოიცნო და შეხტა. უკან გაიწია და გააფთრებული ნატას სახეს კარგად დააკვირდა. დაბერებული ეჩვენა. მაგრამ საიდან გაიგო ?!
- ‎საიდან... - თვალის გუგები გაუფართოვდა.
- ‎იმდენად გაფანტული ხარ, რომ ისიც ვერ შეამჩნიე, რომ მთელი გზაა მოგყვებოდი ! აბორტი-მეთქი ! ოთომ ეს არ უნდა გაიგოს ! - იკივლა მან და ლინდას ხელში წვდა. მანქანისკენ მიათრევდა და ფრჩხილებს ასობდა კანში. მხეცის ძალა ჰქონდა ახლა ნატას, მაგრამ დედას, რომელიც თავის ნაშიერს იცავს ბევრად მეტი მოეპოვება.
- ‎შენ რა უგულო კახპა ხარ ! - უღრიალა ლინდამ და სახეში გაარტყა. - ბავშვის მოკვლა ? რა ნამუსით ხარ შენ ცოცხალი საერთოდ ? გაეთრიე, დამეკარგე აქედან ! - თან მუცელზე იკიდებდა ხელს. დედობრივი ინსტინქტი უკვე ამუშავებულიყო ლინდაში.
- ‎განანებ ამას, იცოდე მწარედ განანებ ! - ცივად უთხრა და მანქანაში ჩაჯდა. მძღოლს ფოტოაპარატი გაუწოდა და თქვა. - იცი რაც უნდა გააკეთო.

ლინდა კი გონზე ვერ მოდიოდა. იმდენად სწრაფი იყო წინა მოქმედება, რომ აზრების დალაგება უჭირდა.
ერთი წუთიც კი არ ულაპარაკიათ მას და დადიანს.
მოიცა
ორსულად საერთოდ როგორ დარჩა ?
ნატამ ასე მალე როგორ გაიგო ?!
ნუთუ იმ მოკლე შუალედში, როცა მეექვსეს საყიდლად გავარდა ლინდა ნატამ დანარჩენი ხუთი ნახა ?!
გიჟია, ნამდვილად გიჟია !

ლიზისთან მიდიოდა და თან ფიქრობდა.
ისე მიაღწია ნატროშვილის კარამდე, რომ ცოტაც და გაგიჟდებოდა.
- ლი ? მე მეგონა საღამოს მოხვიდოდი. - ხალისიანად უთხრა გოგომ.
- ‎ვინმე გყავს ? - ჩუმად ჰკითხა ლინდამ.
- ‎კი, აჩი. რა იყო ? - შეშფოთებული სახით ჩააშტერდა ლიზი.
- ‎არაფერი, უბრალოდ... შევიდეთ. - გაუღიმა ფხაკაძემ და სახლში შეყვა.
აჩი დივანზე წამოკოტრიალებული დახვდა და ხელის აწევით მიესალმა. ლინდამ თავი დაუკრა და ნაჩქარევად აიღო გეზი სამზარეულოსკენ, სადაც მთელი დღე ტრიალებდა ლიზი.
- ლიზ... რაღაც უნდა გითხრა. - გაუბედავად დაიწყო ლინდამ და წამით შეყოვნდა.
- ‎გისმენ ! - სხარტად უპასუხა ლიზიმ და ლინდას სხვა გზა არ დარჩა. გულის ჯიბიდან ამოიღო ტესტი და ლიზის დაუდო წინ.
გავიდა ერთი წუთი, ორი, სამი...
ბოლოს ლიზიმ ხელი დაავლო ამ ტესტს და აჩის აჩვენა.

- არ არსებობს ! - სიხარულისგან იღრიალა ბიჭმა და ლიზი ჰაერში ააფრიალა. - ბაია გვეყოლება ლიზი ?! პატარა ბაია ! - იცინოდა და თან ტიროდა აჩი.
- ‎დამსვი არანორმალურო, ჩემი არარის ! - თქვა თუ არა ეს ლიზიმ აჩის სახე მაშინვე მოეღრუბლა. დივანზე დაჯდა, ლიზი კალთაში ჩაიჯინა და მოეხვია.
- ‎ჩვენც რაა... - აწკმუტუნდა დამნაშავე ლეკვივით.
- ‎ანუ შენც ხედავ, რომ აქ ორი ხაზია ? - ჰკითხა ლიზიმ.
- ‎რა თქმა უნდა, ბრმა ხომ არა ვარ, ტოო. - გაოცდა აჩი.
- ‎ლინდა ! - იკივლა ლიზიმ და მისაღების კართან მდგარ ლინდას შეახტა. - შვილი ? შენი და ოთოს ბარტყი ! - კიოდა და ტკიპასავით მიეკრო ლინდას.
- ‎ლიზი, გეყოფა წელს მომწყვეტ ! - იცინოდა ფხაკაძე და როგორც იქნა დივანზე დაჯდომა მოახერხა.
ლიზი წამოხტა და ბავშვისთვის საყიდელ ტანსაცმელის თუ სხვა ნივთების დათვლას და მათზე ბჭობას მოჰყვა. აჩიმ კი ლინდას ჰკითხა.
- იცის ? - ფხაკაძემ თავი გააქნია და თქვა.
- ‎ნახევარი საათის წინ გავიგე.
- ‎როდის ეტყვი ?
- ‎არ ვიცი...
- ‎რას ქვია არ იცი ? - სახტად დარჩა აჩი.
- ‎იმას, რომ... ნატა... - ხელები მომუშტა გოგომ.
- ‎რა ნატა ? ნატამ საიდან იცის ? - კიდევ უფრო დიდი გაოცება აღებეჭდა ბიჭს სახეზე.
- ‎არ ვიცი, ვვრაუდობ, რომ მეექვსეს საყიდლად რომ გავედი ის ხუთი ნახა.
- ‎სად იყავი ? - სახე დაუსერიოზულდა ბიჭს.
- ‎ვსეირნობდი, ტონის შევეჩეხე, მერე გამოვიქეცი და რომ ვიეჭვე ვიყიდე და კაფეში შევედი. - ჩაუკაკლა ყველაფერი ლინდამ. ენდობოდა ამ ბიჭს.
- ‎ნატამ რაო.
- ‎აბორტი, თორემ მწარედ განანებო.
- ‎დედას შევე"ცი. - იღრიალა აჩიმ და მაგიდას წიხლი ჰკრა.
- ‎რა ხდება ? - იკითხა შეშინებულმა ლიზიმ, რომელიც ჯერ კიდევ იმაზე საუბრობდა ბავშვისთვის რა უნდა ეყიდათ.

.....
სტანდარტული ახალი წელი იყო.
ახლის დასაბამი.
ახალი სიცოცხლის საწყისი...
მთელ ქალაქს უხაროდა, ყვაოდა თითქოს. თეთრად ყვაოდა. თოვდა და ფანტელები ქაოსურ კანონზომიერებას ჰქმნიდნენ. თეთრ ზეწარს აფარებდნენ ქალაქს და ჯადოსნურ სურვილების ახდენას ჰპირდებოდნენ მოსახლეობას.
არაფერი ადარდებდა ოთოს. ბედნიერი იყო ლინდასთან ერთად. აჩისთან და ლიზისთან ერთად.
ბევრი იმხიარულეს. იმღერეს, იცეკვეს, მთელი ქალაქი მოიარეს.
მაგრამ ყრუ შფოთვა ლინდას მაინც არ ტოვებდა. შინაგანად ღრღნიდა.
სახლში დაბრუნება არ უნდოდა, თითქოს იცოდა, რომ იქ რაღაც საშინელება ელოდა. ელოდა, რომ ნატას მუქარა ჩაამწარებდა მთელ ახალ წელს და საბოლოოდ გაანადგურებდა.

დილის ხუთი იყო.
ყველა მთვრალი ლინდას გარდა. ლიზის სახლამდე ძლივს მიაღწიეს. როგორც კი შემოვიდნენ იატაკზე გაიშხლართნენ უგონოდ მთვრალები. ლინდა კი შიშისგან კანკალებდა. ელოდა, ყოველ წამს ელოდა, რომ ასეთი ბედნიერება წარმოუდგენელი იყო დადიანის მუქარის შემდეგ. პარანოიად გარდაექმნა და ცოტა ხნის შემდეგ საკუთარმა თავმა გააღიზიანა. მაგრამ ამან არ მისცა საშუალება, რომ ეს ფიქრები ბოლომდე მოეშორებინა.

მაშინაც კი, როცა ყველა უკვე გამოფხიზლდა.

მაშინაც კი, როცა მთელი შემდეგი დღე გავიდა.

მაშინაც კი, როცა მთელი ერთი კვირა გავიდა...


- ლინდა... რა გჭირს ? - ყოველდღე ეკითხებოდა ლინდას ოთო, მაგრამ პასუხად დუმილს იღებდა. ყოველ კაკუნსა თუ ზარზე შიშისგან კრთებოდა. უმიზეზოდ აიტანდა კანკალი და საბნის ქვეშ იმალებოდა. თითქოს ეს დაიცავდა. როგორც ბავშვობაში გვგონია ხოლმე, რომ საწოლის ქვეშ არსებული ურჩხულებისგან საბანი დაგვიცავს.


ბოლოს ოთომ ვეღარ მოითმინა, მოთმინების ფიალა საბოლოოდ აევსო და უხეშად უთხრა.
- ბოლობოლო ამიხსნი რა ჯანდაბა ხდება შენს თავს ?
- ‎რა უნდა ხდებოდეს? - ამოიკნავლა ლინდამ და პარალელურად კარზე ზარი გაისმა. ლიზი ფრთხილად წამოდგა და კარისკენ წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა კონვერტით ხელში.
- ‎ოთო, შენთვისაა. - გაკვირვებით წამოიძახა და გაუწოდა. ლინდა სასოწარკვეთილად უყურებდა კონვერტის გადაცემის პროცესს და ლამის გულზე წაუვიდა.

ოოჰ, ჯობდა არ გაეხსნა...
უყურებდა და ირონიულად იცინოდა. ხარხარი დაიწყო და კონვერტში არსებული მასალა ფეხებთან დაუგდო ლინდას.

- თურმე რა გჭირს მთელი კვირაა. თურმე რატომ გააკანკალებს. გეშინია ლინდუ ? - ჰკითხა ოთომ და ხმამაღლა გაიცინა. - მიპასუხე, რატომ ხარ ჩუმად ?
ლინდას კი თავზარი დაეცა. სუნთქვა შეეკრა და ჩაიკეცა. ხელებით იატაკს დაეყრდნო და თავის და ტონის ფოტოებს დააკვირდა. ზუსტად იმ დღეს იყო გადაღებული, როცა ნატას შეხვდა. გაახსენდა ნატას ნათქვამიც მთელი დღეა გითვალთვალებო.
- ოთო.. - ამოიხრიალა ლინდამ.
- ‎რა ოთო ? ამიხსნი ჰო ? შენ მე ყველაფერს ამიხსნი, ეს ის არ არის, რასაც მე ვფიქრობ ! - ხელები გაშალა ბიჭმა. იგრძნო როგორ ეწვოდა შიგნეულობა. იგრძნო როგორ ამოგლიჯეს გული საგულედან. უკონტროლო გახდა. სრულიად უკონტროლო. დალეწა ყველაფერი, რაც კი ხელთ მოხვდა. აჩი კი ამაოდ ცდილობდა იგი შეეჩერებინა. - ამიხსენი, ამიხსენი ეს რა არის ?! - ღრიალებდა ბიჭი, მაგრამ რეალურად არ აძლევდა ლინდას საშუალებას, რომ ერთი სიტყვა მაინც ეთქვა. - თავის გასამართლებლად რას იტყვი ? - ჩაიმუხლა ლინდას წინ და თავი ააწევინა. - რა გატირებს ?! რა ხდება ლინდა ?!
- ‎ოთო მე და ტონი, ეს შემთხვევითი კადრი იყო, წამიერი, მოვიშორე ეგრევე. - ვედრება გაისმა მის ხმაში.
- ‎ისეთი ერთწუთიანი, კადრის დაფიქსირება როგორ მოხდა, ჰა ? გაეთრიე და თვალით არ დამენახო ! - უთხრა ოთომ და ლინდას სახეში გაარტყა.

.....

- რა ჯანდაბა გინდა, აჩიკო ? - გალეშილი მთვრალი იყო ოთო. ადამიანს არ ჰგავდა. მთელი თვის გაუპარსავი და თვალებჩასისხლიანებული. აჩისთვის ძალიან რთული იყო მეგობრის ამ დღეში ხილვა, მაგრამ არ გამოსდიოდა მისი ამქვეყნად დაბრუნება.
- ‎მომისმინე, ლინდა...
- ‎არ მინდა მაგ სახელის გაგონება ! - საჩვენებელი თითი ასწია და დივნიდან გადმოვარდა.
- ‎როცა მოგინდება, აი. - თქვა აჩიმ და მცირე ზომის ყუთი დადო ჟურნალის მაგიდაზე.

...
გავიდა ერთი დღე.
ორი.
ოთხი.
ათი.
ოცდაათი.
ყუთი კი ხელუხლებელი იდო მაგიდაზე. ოთო იტანჯებოდა და როგორც ყველაზე ამაზრზენი ლოთი ცდილობდა ამ ტანჯვის სასმელში ჩახშობას.
მაგრამ ბოლოს ვერ მოითმინა.
გახსნა და თვალებს ვერ დაუჯერა. ზუსტად ის მეექვსე ტესტი იყო ყუთში. თან წერილი ახლდა.

"ოთო.
ალბათ, ახლა გეზიზღები და საერთოდ არ გინდა ჩემი მოსმენა. ამიტომ წერა ვამჯობინე. შესაძლოა არ წაიკითხო ისე დაწვა, მაგრამ მე მაინც დავწერ.
თექვსმეტის ვიყავი, როცა ტონი შემიყვარდა.
მასაც.
თვრამეტის ვიყავი, როცა გავთხოვდი.
ბედნიერი იყო ყველა. მეც, ტონი, მისი მშობლები და მამაჩემიც.
თავი ზღაპარში მეგონა და ენით აღუწერელი ბედნიერება სუფევდა ჩემს ოჯახში.
მერე...
მერე გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. გოგოს ვარაუდობდნენ და ნორა უნდა ყოფილიყო მისი სახელი.
თუმცა შემთხვევით ვიპოვე ტონის მიმოწერები. ეს არ იყო ჩვეულებრივი მიმოწერა, ყველაზე ბინძური ინტიმით გაჟღენთილ საზიზღრობას გადავაწყდი.
მაშინ მეხუთე თვეში ვიყავი.
თავზე დამენგრა ბედნიერება. განშორებას ვაპირებდი, მაგრამ როგორც კი დაინახა რას ვკითხულობდი მიყვირა, სახლში ყველაფერი დალეწა და მერე მე...
პირველი დარტყმა სახეში იყო, მეორე და მესამე მუცელში.
ჩავიკეცე და სისხლის გუბე დავაყენე. ვერ ვკიოდი, ვერც ვხაოდი, დახმარებასაც ვერ ვითხოვდი.
მერე მითხრეს ბავშვი მოგშორდაო.
ასე უბრალოდ.
ასე...
ჩემი პატარა მან მომიკლა. ჩემმა სიყვარულმა.
მე ვიწექი. უბრალოდ ვიწექი. არ ვდგებოდი. რობოტად ვიყავი ქცეული.
ყოველდღე მოდიოდა და პატიებას მთხოვდა.
მერე მომიტაცა.
არ ვიცი როგორ მოახერხა, სულ თავზე მედგნენ.
ახლაც მახსოვს იმ ხის სახლის ტენიანი, გულისამრევი სუნი. არაფერი მაკლდა. გარდა სულისა და მუცელში მოძრავი ნორას გარდა.
ეს კი ჩემთვის ყველაფერი იყო.
გამოვიქეცი.
არც ეს ვიცი როგორ, მაგრამ მესამედაც გადმოვხტი და ფეხი მოვიტეხე. გზამდე მივბობღდი და...
მერე ვენები გადავიჭერი.
შემდეგ მამა.
მერე ხიდი.
ფხვნილი.
ბოლოს შენ.
შვილი შენია, ოთო.
ფოტოები ნატას შედევრი.
გარტყმა კი შენი."

ახლაღა გაახსენდა, რომ ბოლოს სახეში გაარტყა ლინდას.
მიხვდა რა არაკაციც იყო, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ნატას მოსპობა უნდოდა.
თავი მოიწესრიგა, გამოფხიზლდა და გავიდა გარეთ.

- ოთო ? - გაოცდა ნატა. - აქ რას აკეთებ. - ხელები სხეულზე აიფარა, ეგონა რომ ბიჭი მასზე თავდასხმას აპირებდა.
ოთო კი ახლოს მივიდა. ხელები კედელზე, თავს ზემოთ დაუჭირა და აკოცა. ნატა სიამოვნებისგან შეიშალა და როცა ოთომ შეწყვეტა ლამის გაეტირა.
- ერთ ძალიან მაგარ ადგილას წაგიყვან ნატაშ, გინდა ? - ჰკითხა ბიჭმა და რაღა თქმა უნდა თანხმობა მიიღო.

- ოთო, ძვირფასო სად ხარ ? - სიბნელეში იდგა ნატა და ელოდებოდა ბიჭს. ფიქრობდა გავიმარჯვეო, მაგრამ...
- აქ ვარ ძვირფასო. - გაისმა ოთოს ხმა და ნატას სხეულზე რამდენიმე წყვილმა ხელმა ჰპოვა სიამოვნება.
- ხელი გამიშვით, რას აკეთებთ ? - სასო წარმეკვეთა მას.
- ახლა მიიღებ საზღაურს, ნატაშ. - წარმოთქვა ოთომ და ადგილი გაანათა. აქ შეკრებილიყო თითქმის ყველა, ვისაც ნატა დადიანი უნდოდა.

უნდოდა და მიიღეს კიდეც.

.....
მერე იყო...
რა იყო მერე ?
- დედაა ! ჩემი შარვალი სად არის ?
- გარეცხილებში იქნება აჩიკო. - გასძახა ლინდამ.
- არ არის აქ !
- ღმერთო დიდებულო, გადმომხედე. აბა ეს რა არის ? - დოინჯი შემოირტყა ფხაკაძემ.
- სასწაული პირდაპირ. - ჩაიბურტყუნა ხუთი წლის ბიჭმა და შარვალს ხელი დაავლო.
- ლი ! ჩემი პერანგი სად ჯანდაბაშია ?
- დაუთოვებული კიდია კარადაში. - თვალები აატრიალა ლინდამ.
- არ არის აქ. - გაისმა ოთოს უკმაყოფილო ბურდღუნი.
- აბა ეს რა არის ?! - შუბლზე ხელი მიირტყა გოგომ. აჩი კი მამასთან მივიდა, ახედა და ორივემ ერთად ჩაილაპარაკა.
- სასწაული პირდაპირ.
- რაც მამა ის შვილი !
- ჩვენც გვიყვარხარ. - ახლაც დუეტში უპასუხეს.
- მწუხარების მონაწილე ვარ. - უპასუხა ლინდამ.
- დღეს დედიკოს პირველი ოფიციალური გამოფენაა, კარგად მოვიქცეთ. - შვილთან ჩაიმუხლა ოთომ.
- პუნშს დავასხამ მაშინ მარტო. - თავი დაუქნია პატარა აჩიმ. - ნია ჰომ წამოვა ?
- რა თქმა უნდა. - გაეცინა ბიჭს და უფროს აჩიკოს დაურეკა.
- ბიჭო, ნია ჰომ მოგყავს ?
- აბა ამას სახლში რა გააჩერებს, სუფთა დედამისია.
- შენ და ლინდას გესმით ერთმანეთის. - გაეცინა ოთოს და ტუმბოზე მდგარ საერთო სურათს გახედა.

აჩი, ლიზი, ნია, ოთო, ლინდა და პაწაწინა აჩიკო...


......

დავასრულე.
აქ ვიტყვი, რომ ეს ისტორია უბრალოდ დროის გასაყვანად დავიწყე და ნამდვილად არ მეგონა, რომ მოგეწონებოდათ.
არც წერის სტილით, არც მხატვრულობით და არც სიუჟეტით გამოირჩევა.
ძალიან მიხარია, თუ მოგეწონათ და შეფასებები რაც შეიძლება რეალური მინდა.
მიყვარხართ ძალიან ❤️❤️❤️скачать dle 11.3




№1  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

შეყვარებულივარ ამ ისტორიაზე!
რატომღაც მეგონა ცუდად დაასრულებდი და ძალიან გამახარა ამ ფინალმა!
მიყვარს ჰეფი ენდი და რაგავაკეთო.
ოთო მიყვარს მე, ხელი რო დაარტყა კი გავბრაზდი მარა ამბიჭმა ისეთები ქნა, ისეთი ჭაობიდან ამოიყვანა ლინდა...
მოკლედ ძალიან მომეწონა❤
კარგი ხარ და გელოდები ახალი ისტორიით❤

 



№2  offline მოდერი Eleniko13

ასე მეგონა, მთელი ეს დრო
ცდილობდი რაღაც საიდუმლო შეგექმნა,
ინტრიგა შემოგეგდო და იმაზე
აგეგო მთელი ისტორია,
და ალბათ ფიქრობ, რომ გამოგივიდა,
მაგრამ ვერ.
არ მიყვარს ისეთი საიდუმლოები,
ყველაფერს ბოლო თავში რომ ააშკარავებენ და
შენ გაცილებით უკეთ უნდა დაგეწერა ეს.
ბოლო თავი კაკ მინიმუმ ექვს თავს უდრიდა,
ცოტა რომ არ გეჩქარა.
ცოტა კი არა, ძაან მიაყარე რა.
არადა, გიღირდა?
მე კი, მშვენივრად მესმის დროის გასაყვანად დაწერილი ისტორიები,
მაგრამ ეგრე სულ ერთ ადგილას იდგები,
გაძეგლდები.
ძაან გიყვართ ისე ეს გაძეგლება ფორლაველებს მაგრამ...
ჰუ ქეარზ?
ხოდა, ლინდას და ოთოს ურთიერთობაზე მინდა ვთქვა.
ანუ, ჯერ ერთად ყოფნა რა იყო,
მერე ეს უცებ ბრახ და
დაშორება რა იყო.
მოსვლა რა იყო ან წასვლა რა იყოო,
ხო იცი?
კაი, ერთად იყვნენ, იყვნენ.
უბრალოდ არ მესმის,
მთელი სადღაც მგონი ათი თავი ოთო თავის შეგნებას და
გაგებას ამტკიცებდა და
მერე უცებ ფოტოებზე ავარდა
ძააან წითელხაზიანი გოიმივით და
თან ისე უმიზეზოდ გაარტყა,
ანუ უსაფუძვლოდ.
ეგრე მხოლოდ მოძალადეები იქცევიან.
ოთო მოძალადე არ იყო, მაგრამ რატომღაც ჩათვალე რომ
გეზარებოდა რა ზედმეტი ჩაკირკიტება და
საბოლოო ჯამში გამოვიდა ჩვეულებრივი დებილობა ეს თავი.
მერე ეს ლოთობა რა არის?
ძაან სტანდარტულია, ხვდები?
არადა ცდილობდი არ ყოფილიყო სტანდარტული წყვილი და მაინც ეგრე გამოგივიდა.
ტეხავს.
და ჩემი აზრით,
არსებობს ასეთი რაღაც,
პოლიციაში წახვალ, შეიტან საჩივარს და კონკრეტულ
პიროვნებას აეკრძალება შენთან რაღაც მანძილზე მოახლოება.
პლიუს ამას, თუ რამე დაგიშავდება,
რათქმაუნდა იმ პიროვნებაზე წავლენ.
კაცო, ბაბუს დროს და საბჭოთა კავშირში კი იყო ეს
ფულით მთელს თავდაცვას იყიდდი მაგრამ
აღარ არის რა ეგრე.
ყოველ შემთხვევაში, ესეთ წვრილმან საკითხებზე.
თან არც ესენი იყვნენ ღარიბი ციგანკები.
აუ კიდე,
ლიზი კაი ტიპია მაგრამ,
მაგის და აჩის ერთად ყოფნა ძაან შემოტენილია :დდდდ
ჰაერზე რო გადაწყვიტე და ჰაერზევე რომ ქენი.
ეს ისე, ახლა გამახსენდა რომ მინდოდა მეთქვა.
და მთელი ისტორია რომ ლინდას ტკივილზე ააგე,
ეგეც მებანძება.
რა პონტია, დატრიალებენ ლინდას,
ლინდას ეს,
ლინდას ის,
თან სპეციალურად მოძვრება ეს ნატაც და
ისეთ რაღაცეებს აკეთებს, ლინდა
ხდება ოთოს საზრუნავი და
მაგით კიდევ შენ საწერი გაქვს და
რა გენაღვლება?
არადა ეს ნატა ისეთი ჭკვიანი რო ყოფილიყო,
როგორსაც შენ აღწერდი და ჩაფიქრებული გყავდა,
ისე იზამდა,
რომ სერიოზული ბზარი გაეჩინა ურთიერთობაში.
ხოდა ვერ ქნა,
პირიქით,
თვითონ დარჩა ათასგზის ნახმარი.
აუ და ეგ ვაბშე...
მარაზმი.
აი, რაც არ უნდა მიქარო გოგომ,
ბიჭი რო ეგეთ რაღაცას გააკეთებს...
ჯერ ხო ჩვეულებრივად გასროკავენ ამ ოთოს და
იმ ბიჭებსაც,
მერე ლინდას ადგილას აღარც შევხედავდი.
და თუ ოთომ არ უთხრა, ეგ სხვა საქმეა ვაბშე.
დავიჯერო გაუპატიურების მერე თავში რაღაც დაუტრიალდა და
შეეშვა ამათ?
თუ...?????
ანუ გამოდის მაინც არ გამქრალა ნატა და
ოთომ ტყუილად იკაცა რა.

შემდეგში, უკეთესს.
წარმატებები
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



№3  offline მოდერი MoonLady

Eleniko13
ასე მეგონა, მთელი ეს დრო
ცდილობდი რაღაც საიდუმლო შეგექმნა,
ინტრიგა შემოგეგდო და იმაზე
აგეგო მთელი ისტორია,
და ალბათ ფიქრობ, რომ გამოგივიდა,
მაგრამ ვერ.
არ მიყვარს ისეთი საიდუმლოები,
ყველაფერს ბოლო თავში რომ ააშკარავებენ და
შენ გაცილებით უკეთ უნდა დაგეწერა ეს.
ბოლო თავი კაკ მინიმუმ ექვს თავს უდრიდა,
ცოტა რომ არ გეჩქარა.
ცოტა კი არა, ძაან მიაყარე რა.
არადა, გიღირდა?
მე კი, მშვენივრად მესმის დროის გასაყვანად დაწერილი ისტორიები,
მაგრამ ეგრე სულ ერთ ადგილას იდგები,
გაძეგლდები.
ძაან გიყვართ ისე ეს გაძეგლება ფორლაველებს მაგრამ...
ჰუ ქეარზ?
ხოდა, ლინდას და ოთოს ურთიერთობაზე მინდა ვთქვა.
ანუ, ჯერ ერთად ყოფნა რა იყო,
მერე ეს უცებ ბრახ და
დაშორება რა იყო.
მოსვლა რა იყო ან წასვლა რა იყოო,
ხო იცი?
კაი, ერთად იყვნენ, იყვნენ.
უბრალოდ არ მესმის,
მთელი სადღაც მგონი ათი თავი ოთო თავის შეგნებას და
გაგებას ამტკიცებდა და
მერე უცებ ფოტოებზე ავარდა
ძააან წითელხაზიანი გოიმივით და
თან ისე უმიზეზოდ გაარტყა,
ანუ უსაფუძვლოდ.
ეგრე მხოლოდ მოძალადეები იქცევიან.
ოთო მოძალადე არ იყო, მაგრამ რატომღაც ჩათვალე რომ
გეზარებოდა რა ზედმეტი ჩაკირკიტება და
საბოლოო ჯამში გამოვიდა ჩვეულებრივი დებილობა ეს თავი.
მერე ეს ლოთობა რა არის?
ძაან სტანდარტულია, ხვდები?
არადა ცდილობდი არ ყოფილიყო სტანდარტული წყვილი და მაინც ეგრე გამოგივიდა.
ტეხავს.
და ჩემი აზრით,
არსებობს ასეთი რაღაც,
პოლიციაში წახვალ, შეიტან საჩივარს და კონკრეტულ
პიროვნებას აეკრძალება შენთან რაღაც მანძილზე მოახლოება.
პლიუს ამას, თუ რამე დაგიშავდება,
რათქმაუნდა იმ პიროვნებაზე წავლენ.
კაცო, ბაბუს დროს და საბჭოთა კავშირში კი იყო ეს
ფულით მთელს თავდაცვას იყიდდი მაგრამ
აღარ არის რა ეგრე.
ყოველ შემთხვევაში, ესეთ წვრილმან საკითხებზე.
თან არც ესენი იყვნენ ღარიბი ციგანკები.
აუ კიდე,
ლიზი კაი ტიპია მაგრამ,
მაგის და აჩის ერთად ყოფნა ძაან შემოტენილია :დდდდ
ჰაერზე რო გადაწყვიტე და ჰაერზევე რომ ქენი.
ეს ისე, ახლა გამახსენდა რომ მინდოდა მეთქვა.
და მთელი ისტორია რომ ლინდას ტკივილზე ააგე,
ეგეც მებანძება.
რა პონტია, დატრიალებენ ლინდას,
ლინდას ეს,
ლინდას ის,
თან სპეციალურად მოძვრება ეს ნატაც და
ისეთ რაღაცეებს აკეთებს, ლინდა
ხდება ოთოს საზრუნავი და
მაგით კიდევ შენ საწერი გაქვს და
რა გენაღვლება?
არადა ეს ნატა ისეთი ჭკვიანი რო ყოფილიყო,
როგორსაც შენ აღწერდი და ჩაფიქრებული გყავდა,
ისე იზამდა,
რომ სერიოზული ბზარი გაეჩინა ურთიერთობაში.
ხოდა ვერ ქნა,
პირიქით,
თვითონ დარჩა ათასგზის ნახმარი.
აუ და ეგ ვაბშე...
მარაზმი.
აი, რაც არ უნდა მიქარო გოგომ,
ბიჭი რო ეგეთ რაღაცას გააკეთებს...
ჯერ ხო ჩვეულებრივად გასროკავენ ამ ოთოს და
იმ ბიჭებსაც,
მერე ლინდას ადგილას აღარც შევხედავდი.
და თუ ოთომ არ უთხრა, ეგ სხვა საქმეა ვაბშე.
დავიჯერო გაუპატიურების მერე თავში რაღაც დაუტრიალდა და
შეეშვა ამათ?
თუ...?????
ანუ გამოდის მაინც არ გამქრალა ნატა და
ოთომ ტყუილად იკაცა რა.

შემდეგში, უკეთესს.
წარმატებები

აააბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში. არანაირი პრეტენზია არ მაქვს და მეტად მიკვირს რატომ დახარჯეს შენ დრო აი ამაზე, მართლა :დ
თუმცა მადლობის მეტი რა მეთქმის ^-^

Mariam Shengelia_3
შეყვარებულივარ ამ ისტორიაზე!
რატომღაც მეგონა ცუდად დაასრულებდი და ძალიან გამახარა ამ ფინალმა!
მიყვარს ჰეფი ენდი და რაგავაკეთო.
ოთო მიყვარს მე, ხელი რო დაარტყა კი გავბრაზდი მარა ამბიჭმა ისეთები ქნა, ისეთი ჭაობიდან ამოიყვანა ლინდა...
მოკლედ ძალიან მომეწონა❤
კარგი ხარ და გელოდები ახალი ისტორიით❤

მადლობა ❤️

 



№4  offline წევრი moodchanger

კარგი იყო ინტრიგა ბევრს მოასწავებდა ჩემთვის ,ამაგარამ მაინც კარგი იყო ოთოს არ ვადანაშაულებ არაფერში , იმაზე მეტი გაუკეთა ლინდას ვიდრე ხელის დარტყმა აფექტურ მდგომარეობაში , ნუ რათქმაუნდა ჩემი აზრია

კარგი ემოცია დამიტოვა <3 <3 kissing_heart
--------------------
mood

 



№5  offline მოდერი MoonLady

ნონორე
Lady ra gitxra aba...dasasruli misagebi iyo magram vici sheni shesadzleblobebi....iisperi arteriis msgavsi miziduloba gvchirdeba:):)

იისფერი არტერია... მიხარია, რომ გახსოვს...
ეს კი... ეს მასთან ახლოსაც ვერ მივა ნონო.

moodchanger
კარგი იყო ინტრიგა ბევრს მოასწავებდა ჩემთვის ,ამაგარამ მაინც კარგი იყო ოთოს არ ვადანაშაულებ არაფერში , იმაზე მეტი გაუკეთა ლინდას ვიდრე ხელის დარტყმა აფექტურ მდგომარეობაში , ნუ რათქმაუნდა ჩემი აზრია

კარგი ემოცია დამიტოვა <3 <3 kissing_heart

გმადლობ <3

 



№6  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მიყვარდა მე ეს ისტორია ♥♥
არ ვამბობ რომ ცუდი იყო...
მაგრამ
ამაზე ათასჯერ უკეატესი შეგეძლო!!♥♥♥
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ჩქარობდი და მიაფუჩეჩე ყველაფერი.. მართლა ამ თავში რაც მოხდა შეიძლებოდა კიდევ ათი თავი გამოსულიყო..♥♥♥
ოთოსი არ მესმის..მიყვარდა მე ეგ პერსონაჟი ..მაგრამ შერიგებიდ მიუხედავად წარმოდგენა შემეცვალა, არ შეიძლება ასე ერთ წუთში გამოიტანო დასკვნა და საყვარელ ადამიანს რომელიც ასე უყვარდა გააგდოს...
თან მესმოს მისიც უკვე ნერვები პიკს აღწევდა ლინდას შემყურე..
განა ლინდას არ ვადანაშაულებ? ძალიან უაზროდ მოიქცა..შეიძლება ძნელი იყო მაგრამ შვილის გამო უნდა ებრძოლა და თავს კონტროლი გაეწია აეხსნა ოთოსთვის ყველაფერი და ასე აღარ მოხდებოდა...
აი ოთოს საქციელი ნატასთან კი საერთოდ არ ამართლებს..რავქნა შეიძლება ზედმედატ გულუბრყვილო ვარ მაგრამ არ შემიძლია მაგ საქციელს გამართლება ვუწოდო! რაც არ უნდა დაეშავა ნატას მათთვის.. უამრავი გზა არსებობდა რომ ანნთავიდან მოეშორებინა ან შენ მოგეშორებინა მაგრამ ეს კაცური საქციელი არ იყო..
ამასთანავე ისე უცებ დაამთავრე გააზრება ვერ მოვასწარი, ანუ რომ მეგონა ახლა უნდა დაწყებულიყო ყველაფერი
ჰოპ და უცებ დასასრულზე გადახტი..
მოკლედ ჩემო საყვარელო არაჩვეულებრივი გოგო ხარ და არაჩვეულებრივად შეგიძლია წერა და წერ კიდეც
ეს ისტორიაც მიყვარდა და უფრო მაგრადაც შეგძლო დაგესრულებინა მაგრამ არ ვიცი რატომ მოხდა ესე... მთავარია შემდეგში გაითვალისწინებ და უფრო გამაოცებ კარგი ისტორიებით♥♥♥არ ვამბობ რომ ცუდი იყო უბრალოდ ამაზე მეტად უკეთესი შეგეძლო!♥♥♥
წარმატებები და არ დაიკარგო♥♥♥

 



№7  offline მოდერი MoonLady

ტკბილიწიწაკა
მიყვარდა მე ეს ისტორია ♥♥
არ ვამბობ რომ ცუდი იყო...
მაგრამ
ამაზე ათასჯერ უკეატესი შეგეძლო!!♥♥♥
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ჩქარობდი და მიაფუჩეჩე ყველაფერი.. მართლა ამ თავში რაც მოხდა შეიძლებოდა კიდევ ათი თავი გამოსულიყო..♥♥♥
ოთოსი არ მესმის..მიყვარდა მე ეგ პერსონაჟი ..მაგრამ შერიგებიდ მიუხედავად წარმოდგენა შემეცვალა, არ შეიძლება ასე ერთ წუთში გამოიტანო დასკვნა და საყვარელ ადამიანს რომელიც ასე უყვარდა გააგდოს...
თან მესმოს მისიც უკვე ნერვები პიკს აღწევდა ლინდას შემყურე..
განა ლინდას არ ვადანაშაულებ? ძალიან უაზროდ მოიქცა..შეიძლება ძნელი იყო მაგრამ შვილის გამო უნდა ებრძოლა და თავს კონტროლი გაეწია აეხსნა ოთოსთვის ყველაფერი და ასე აღარ მოხდებოდა...
აი ოთოს საქციელი ნატასთან კი საერთოდ არ ამართლებს..რავქნა შეიძლება ზედმედატ გულუბრყვილო ვარ მაგრამ არ შემიძლია მაგ საქციელს გამართლება ვუწოდო! რაც არ უნდა დაეშავა ნატას მათთვის.. უამრავი გზა არსებობდა რომ ანნთავიდან მოეშორებინა ან შენ მოგეშორებინა მაგრამ ეს კაცური საქციელი არ იყო..
ამასთანავე ისე უცებ დაამთავრე გააზრება ვერ მოვასწარი, ანუ რომ მეგონა ახლა უნდა დაწყებულიყო ყველაფერი
ჰოპ და უცებ დასასრულზე გადახტი..
მოკლედ ჩემო საყვარელო არაჩვეულებრივი გოგო ხარ და არაჩვეულებრივად შეგიძლია წერა და წერ კიდეც
ეს ისტორიაც მიყვარდა და უფრო მაგრადაც შეგძლო დაგესრულებინა მაგრამ არ ვიცი რატომ მოხდა ესე... მთავარია შემდეგში გაითვალისწინებ და უფრო გამაოცებ კარგი ისტორიებით♥♥♥არ ვამბობ რომ ცუდი იყო უბრალოდ ამაზე მეტად უკეთესი შეგეძლო!♥♥♥
წარმატებები და არ დაიკარგო♥♥♥

გულწრფელად ვიტყვი, მე სხვისი ავტორობით ამ ისტორიაზე დროს არ დავხარჯავდი )) მადლობა შეფასებისთვის ^-^ როგორც აღვნიშნე დრო გავატარე ამის წერაში, ბოლოს კი დამღალა

 



№8 სტუმარი მარი. ელ❤

ეს იყო რაც იყოო ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეე:) დროის გასაყვანად კი დაიწყე მარა საბოლოო ჯამში ძალიან სერიოზული საინტერესო და ინტრიგული ისტორია გამოვიდა და ყველა ჩაგვითრიააა აღფრთოვანებული ვარ მე პირადად საოცარი იყო და საოცარი ხარ შენ ჩემო კარგოო❤❤❤❤❤

 



№9  offline წევრი მარიკუნაა♥️

შენ უნდა დაგეწერა...
როგორ მივარდებოდა ოთო ლინდასთან და მუხლებზე მდგარი როგორ შეეხვეწებოდა პატიებას.
უნდა დაგეწერა.
მთელი თავის ფასი ექნებოდა მაგ სიტყვებს.
არ იყო ისეთი, როგორსაც ველოდებოდი,
მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან ვისიამოვნე:)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№10  offline მოდერი MoonLady

მარი. ელ❤
ეს იყო რაც იყოო ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეე:) დროის გასაყვანად კი დაიწყე მარა საბოლოო ჯამში ძალიან სერიოზული საინტერესო და ინტრიგული ისტორია გამოვიდა და ყველა ჩაგვითრიააა აღფრთოვანებული ვარ მე პირადად საოცარი იყო და საოცარი ხარ შენ ჩემო კარგოო❤❤❤❤❤

ვაიმე, მადლობა ❤️

მარიკუნაა♥️
შენ უნდა დაგეწერა...
როგორ მივარდებოდა ოთო ლინდასთან და მუხლებზე მდგარი როგორ შეეხვეწებოდა პატიებას.
უნდა დაგეწერა.
მთელი თავის ფასი ექნებოდა მაგ სიტყვებს.
არ იყო ისეთი, როგორსაც ველოდებოდი,
მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან ვისიამოვნე:)

ზედმეტი ჩავთვალე. ეგ რომ დამეწერა ლინდას განცდები უნდა აღმეწერა პარალელურად, ეგ კი...
ნუ მოკლედ, გმადლობ რომ დრო დახარჯე :დ ❤️

 



№11  offline წევრი blondeangel631

დასასრული სულ განსხვავებული იყო ბევრი ემოცია და სიხარული იყო ძალიან მომეწონა ♡ ♡ ♡

 



№12  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

კარგი იყო ნამდვილადდ
ბოლომდე შემოინახეე საიდიულოო ინტრიგაა რაა
მიხარიაა კარგად რომ დამთავრდა

 



№13  offline წევრი ფლიკა

მართლაც ძალიან კარგი იყო ხარვეზებიან ყველაფრიანად ❤

 



№14  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ძაან მიაყრე :(( ეგ არ მინდოდა ზუსტად. ოთოს საქციელი ბოლოს ძაან არარეალური და უაზრო მეჩვენა. ძაან საშინელება გააკეთა ნატასთან მიმართებაში. იმისდა მიუხედავად რომ ნატაა; )
ბოლოს ძაან დააჩქარე და დაასრულე(( ძაან დამაკლდა რაღაც.
საერთო ჯამში კარგია.
იმედია არ დაიკარგები.
ახალი ისტორიით გელი❤
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent