შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღვინო და ვისკი {სრულად}


16-01-2018, 19:41
ავტორი MoonLady
ნანახია 1 236

ღვინო და ვისკი {სრულად}

ნოემბრის დასაწყისი... ეულად მდგარი ერთადერთი, ბუმბერაზი ხე, რომელიც ზამთრის წყეული სიცივისთვის ემზადება.
დაიღალე....
დაიღალე ამ პეიზაჟის ცქერით, მაგრამ მაინც სიკვდილამდე გიყვარს იგი.
ახლოა. ყველაზე ახლო და ძალიან შორეული.
ბარმენისკენ ბრუნდები და თვალებით ანიშნებ „კიდევ ერთი ბოკალი“. ის კი უსიტყვოდ ხვდება და წამიერად უცნაური ღიმილი ჰპოვებს გასაქანს მის ნაკვთებზე.
გიკვირს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევ. არაფერს აქცევ. მდუმარედ ელი რიგით ბოკალს, რათა უფრო ღრმად ჩაიძირო იქ, სადაც არც ერთ სულიერს არ შეუძლია ისუნთქოს ის ჟანგბადი, რომელიც შენს საკუთრებას წარმოადგენს.
პიკანტური სურნელი გიღიტინებს ნესტოების კედლებზე. ძალიან ნელა აბრუნებ თავს და ხედავ. ხედავ ორ, კუპრივით შავ თვალს, რომელიც დანარჩენებისგან განსხვავებით ვერ ძღება შენი არა სხეულის, არამედ თვალების ცქერით. არც შენ გაინტერესებს მისი მზერის გარდა სხვა ფიზიკური ხიბლი, რომელიც უხვად ამშვენებს მას.
მოულოდნელად მისი ტუჩები იწყებენ მოძრაობას ისე, რომ მისი ხმის ტემბრი შენს ყურთასმენამდე ვერ აღწევს, მაგრამ ექოდ ისმის სადღაც იქ.
იქ...
სად იქ ?
„ღვინო თუ ვისკი ?“
ასევე ტუჩების მოძრაობით ამცნობ, რომ ღვინო და ბარმენსაც სავსებით დროულად მოაქვს შენი „კიდევ ერთი ბოკალი“.
მას ეღიმება.
არამიწიერად ეღიმება. უმიზნოდ, თითქოს.
ვერ ხვდები, სრულიად ვერაფერს ხვდები...
მოუთმენლად უშვებ ყელში სისხლივით წითელ ღვინოს, რომელსაც შენდა გასაკვირად ვისკის გემო დაჰკრავს. ენის რეცეპტორები ტანგოდ აცეკვდნენ და წყურვილი გააღვიძეს შენში, რომელიც ვისკის სისხლში დიდი დოზით შეყვანას გულისხმობდა.
არ შეგიხედავს, თუმცა იგრძენი როგორ წამოდგა და გაემართა გასასვლელისკენ.
როგორ წამოდგა ?
მძიმედ.
უცნაურად არასასიამოვნო შეგრძნება დაგეუფლა მის მიერ კარის მოჯახუნებისას. თვალებით ანიშნე ლუის [ბარმენს] „ვინ იყო?“ პასუხად კი კვლავ უცნაური ღიმილი, რომელსაც, როგორც შენ მოგეჩვენა, იდუმალების მკრთალი ელფერი დაჰკრავდა. ტუჩები გაბუტულივით დაბერე და ვისკის ჭიქას დასწვდი. რამდენიმე ყლუპი მასში ჯერ კიდევ თავმომწონედ მხიარულებდა. უმზერდი...
უმზერდი ბოკალის ჯერ კიდევ სველ ფსკერს, რომელიც კანიონის უჩინარ, ბნელ სიღრმეს გაგონებდა. წამიერად გაიელვა ანარეკლში მისმა თვალებმა და... სულმოუთქმელად გადაჰკარი დარჩენილი რამდენიმე ყლუპი...
ერთი, ორი, სამი...
ვისკის ესოდენ მცირე დოზამ შენზე იმოქმედა. როგორ იმოქმედა ? ექსტაზში ჩაგაგდო. გაგაბრუა და მსუბუქი თავბრუსხვევის აუტანლად სასიამოვნო შეგრძნებამ მოიცვა მთელი შენი არსება, რომელიც მიზანმიმართულად იძირებოდა ვისკით სავსე კანიონში, ფსკერისკენ.
...
წითელი ღვინისფერ საძინებელში მოჩვენებასავით დაძრწიხარ და საკუთარი თავი ვერ გიპოვია. მთელი თვე, არა, თვენახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ვისკის შეხვდი. საწოლზე ეხეთქები და საცრემლე ღარიდან მარილიანი ბურთულების ნაცვლად, ღვინის წვეთები გადმოდიან ბატალიონის სახით. საკუთარი ცრემლები გათრობენ აბსტრაქციამდე და ვისკის მორევს ერწყმიან უსასრულობის სახით.
...
კვლავ ბარი.
კვლავ ლუის იდუმალებით მოცული ღიმილი და მისი წარბების ეშმაკური თამაში.
შენს კუთვნილ ადგილთან სავიზიტო ბარათი, რომელსაც გაფანტულად აწერია ტელეფონის ნომერი და გაკრული ხელით მიწერილი ერთადერთი სიტყვა.
„ვისკი“
წარბებაზიდული შესცქერი ლუის, რომლის გამომეტყველებაც მდუმარებით ყველაფერს გეუბნება.
თითქოს კადრებივით ხედავ კიდეც ამ ბარათის შენს ადგილას დატოვების მომნუსხველ სცენას.
„როგორც წესი“ მსგავს სიტუაციაში ნომერს ხელის კანკალით კრეფენ.
შენ კი ?
შენ სხვა ხარ.
ყველა სხვაა.
მაგრამ შენ უფრო...
გაიგზავნა მესიჯი გონებაში ენ რაოდენობით განმეორებული ფრაზის სახით.
«ღვინო თუ ვისკი ?»
« ღვინო.»
«ბროწეული თუ ლიმონი ? »
«მხოლოდ ლიმონი»
«სად ?»
«ახლოს.»
«როდის ?»
«მალე.»
გაოგნებული მიშტერებიხარ მობილურის აწ უკვე ჩამქრალ ეკრანს და «სად ?/ ახლოს./ როდის?/ მალე...»
...
ნაბიჯი, ნაბიჯი, სდექ !
სახლის კართან დგახარ და ალკოჰოლთან შერწყმული იმავე სუნამოს სურნელი კვლავ აღიზიანებს შენს რეცეპტორებს. სუნთქვა... ცხელი, მწველი სუნთქვა გეცემა მოშიშვლებულ კისერზე და გაყინული ცხვირის წვერი გეხება კისრის გამოწეულ მალებზე. ჟრუანტელი გივლის თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე და ვისკის წყურვილი კვლავ უტევს შენი ორგანიზმის თითოეულ ატომს.
სახლში შედიხარ, ის კი მდუმარედ იმეორებს შენს ნაბიჯებს. უფრო მეტიც... თითქოს ცდილობს შენი ნათითურები გაიმეოროს. ახლოს მოდის და წელზე ხელს გხვევს.
ერთი, ორი, სამი...
რამდენიმე ნაბიჯი მსგავს მდგომარეობაში გადადგით. ოთახში შესვლისთანავე გეგებება მედიდური იერით მდგარი ნაძვის ხე, რომელიც მხოლოდ ფერადი ფურცლისგან გამოჭრილი ღვინის და ვისკის ბოკალითაა მორთული.
ბოლო დღეა.
ამ წელს აცილებ.
როგორ აცილებ ?
ბედნიერად, ჰო ბედნიერად.
გესმის მისი ჩაცინების ხმა და ტრიალდები. ხედავ გაღიმებულს და ხელგაშლილს. დაუფიქრებლად ეხუტები და გრძნობ... გრძნობ როგორ გათბა. გრძნობ როგორ გალღვა ის ყინული, რომელიც „ამშვენებდა“ მის „მე“-ს. საიდან გრძნობ ? არ იცი. ვერ ხსნი. მაგრამ ხვდები, რომ არაფერი ამ ქვეყანაზე არ საჭიროებს ახსნას თუ შენ ბედნიერი ხარ. მთავარია შენ იგრძნო ის შენში. შეისისხლხორცო მისი ბედნიერება და გარდაქმნა საკუთარ მარადიულ სიხარულად. უახლოვდები და ზუგრიდან ეკრობი მთელ სხეულზე, ის კრთება და ხელის გულით გრძნობ მის გახშირებულ გულისცემას. პერანგის ქვეშ უცურებ თხელ თითებს და გრძნობ მისი სხეულის ტემპერატურის ცვლილებას. მომენტალურად ბრუნდება შენკენ და თვალს თვალში გიყრის... მის კუპრივით შავებში იძირები და გრძნობ, როგორ მოიცვა მისმა აბსტრაქციამ შენი, როგორ დაიმსხვრა კოსმოსური ხომალდი, როგორ დაცურავთ და იძირებით გალაქტიკის ღრმა უფსკრულში... ის ღვინოს მიირთმევს ნელა, შენ კი ვისკის ბოლო რამდენიმე წვეთით მთელი საუკუნე ტკბები...
დაუვიწყარი ღამე მდორედ მიედინება კალაპოტში, სადაც იმყოფება ბოლოჯერ.
ხვალ ?
ხვალ მას ახალ კალაპოტს უბოძებენ და 365 დღე...
365 ბედნიერი დღე ვისკისთან ერთად.
მისი ღიმილი, მისი მწუხარება, მისი მრისხანება, მისი ბუნებრიობა, მისი აბსტრაქცია და თქვენი უსასრულობა შექმნის თითოეული დღის მომხიბვლელ პეიზაჟს.
...
თვე, ორი, სამი...
ფეხმძიმობის ტესტი და ორი ხაზი. როგორ კივი სიხარულისგან, როგორ გიბრწყინავს თვალები. ახალი წლის საოცარმა ღამემ პატარა სასწაული გიბოძა საჩუქრად. უკვე ფიქრობ როგორ გაუხარდება ვისკის. მის ღიმილს დაინახავ კიდევ ერთხელ. მამობის როლს როგორ მოირგებს. სასცილოდ როგორ მოგეფერება მუცელზე და აღფრთოვანებით წამოიძახებს „ჩემი გაბერილი ღვინოო!“ როგორ წაუვა გული მშობიარობას რომ დაესწრება და როგორ ფრთხილად აიყვანს ხელში თქვენ ახალდაბადებულ პატარა ანგელოზს. გაუცნობიერებლად მიგაქვს მუცლისკენ ხელი და სათუთად ეფერები. თვალებში ბედნიერების ცრემლები იწყებენ მოძრაობას და შენ მოუთმენელი ნაბიჯით მიიწევ ვისკისკენ.
...
*ღვინო*
კონფერენციიდან დაბრუნებული სახლის კარს ვიჯახუნებ.
მოსაცმელს სადღაც ვაგდებ.
ვჯდები სავარძელში.
მხოლოდ ამონარიდების სახით აღიბეჭდა ჩემს მახსოვრობაში კონფერენცია.
ქუსლიან ფეხსაცმელს ვიძრობ და ერთი ოთახიდან მეორეში ვისვრი.
ვდგები და ფანჯარასთან მივდივარ.
მომაკვდავი სიჩუმეა.
წითელ ღვინოს ვისხამ.
ისევ ფანჯარასთან ვდგავარ.
გაშტერებული ვუყურებ ერთ წერტილს.
ღვინოში თითს ვაწობ, ვურევ, შემდეგ ვუყურებ, ტუჩებთან მიმაქვს და საკუთარი თითიდან ვსინჯავ.
ჩემს ქმედებაზე ნერვები მეშლება და ჭიქას ხელს ვკრავ. ღვინო მთელ სამზარეულოში იღვრება.
თმას ვიშლი, ცივ თითებს თმაში ვიცურებ და თვალებს ვხუჭავ. თხელი თითებით მას ბოლომდე ჩაუყვნენ და კვლავ დაბრუნდნენ.
კისერზე ვიგრძენი ჩემი უკვე გრილი თითები, ისევ შევიცურე თმაში და მჭიდროდ მოვიჭირე.
სიგარეტი მინდა...
უჯრაში ვაფათურებ ხელს.
ვპოულობ სიგარეტს, ფურცელს, კალამს...
სკამს მაგიდისგან შორიახლოს ვდგამ.
ხელს ტუჩებზე ნერვიულად ვისვამდა ხელზე რჩება წითელი ტუჩსაცხი.
ფურცელს ვუყურებ და ერთ კუთხეს თითებით ვათამაშებ...
ცოტა ხანში ფურცელზე ვაფერფლებ, ვუყურებ უაზრო სიტყვებს.
ცალი ხელით ვკუჭავ ფურცელს და ვისვრი.
ფურცელი დაღვრილ ღვინოსთან ვარდება.
ვდგები.
უჩინარ მუსიკას სხეულს ვაყოლებ. ძალიან ნელა, თავბრუდამხვევად.
ვიღაც მეხება, ეს სულაც არ მაკვირვებს. მინდა რომ შემეხოს.
შემეხოს, ოღონდ შემეხოს...
ვჩერდები.
თავს უკან ვწევ.
თვალებს ვახელ და ჭერს ვუყურებ.
მახსენდება...
მივდივარ.
ორი თითით ვიღებ დაკუჭულ ფურცელს და ვდებ ფანჯრის რაფაზე.
ნახევრად ღვინით დასველებული ფურცლის სუფთა მხარეზე ორიოდე სიტყვას ვწერ.
ვიყურები ფანჯარაში...
ფურცელს მინას ვადებ.
დაორთქლილ შუშას ფურცელი ეკრობა.
სადღაც დაგდებულ შემოსაცმელს ვიღებ და კარს ვიჯახუნებ...
...
კვლავ ნოემბერი... კვლავ ღვინო... მხოლოდ ღვინო... ღვინო და ლიმნის პატარა ნაჭერი. ისევ ლუი... ამჯერად უკვე ნაღვლიანი ღიმილით გიმზერს. მერვე თვეა ასე გიმზერს.
- ნეტავ რა უნდა ? - ფიქრობ შენ. - ალბათ ვეცოდები... - სასმლისგან ჭკუაარეული ხმამაღლა იცინი. იცინი და ამჯერად ლუის სახეზე აშკარა სიბრალულს ხედავ. მომენტალურად გეცვლება სახის გამომეტყველება და სევდა გიპყრობს...
ის დღე...
არა, ეს დღე...
ერთი წლის წინ...
„ღვინო თუ ვისკი ?“
მუდმივი კითხვა, რომელსაც არასწორად უპასუხე. რა უნდა გეპასუხა ? ვისკი ? არა. არც ღვინო, არც ვისკი, რაღაც სხვა... ახლა უკვე იცი რაც უნდა გეპასუხა. არ შეიძლება ორიდან მხოლოდ ერთის არჩევა, ეს ორივეს უბედურების მიზეზად დაგეხატა შენი ცხოვრების ოღრო-ჩოღრო გზაზზე.
ბარის კარი გაიღო და ზარმა დაიწკრიალა. არ შებრუნებულხარ, მაგრამ ძალაუნებურად ტაომ დაგაყარა და სუნთქვა შეგეკრა. საათმა წიკ-წიკი შეწყვიტა და დრო გაჩერდა. მსუბუქი თავბსრუსხვევის შგერძნება მოიცვა ყველა და ყველაფერი შენს აბსტრაქციაში.
ისევ ისე მოაბრუნე თავი, როგორც მაშინ, ერთი წლის წინ. ისევ ის მზერა, ის კუპრივით შავი, ორი სფეროსებრი შემოგეგება და კვლავ შემოგხვია საკუთარი მარწუხები. ელიფსის ფორმამ შთანგთქა და კვლავ გრავიტაციის ეფექტი შეიქმნა შენს სამყაროში. საკუთარი ნებით გაები მახეში სადაც გახდი აწ უკვე მუდმივი ტყვე, რომელსაც ეს დატყვევების ფაქტი ტანჯულ სიამოვნებას ჰგვრის.
მარადიულმა კითხვამ კვლავ გაიჟღერა იქ...
სად იქ ?
ახლა უკვე იცი სადაც...
„ღვინო თუ ვისკი ?“
შეკრთი. ძალიან შეგეშინდა. განმეორების შეგეშინდა და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად და უხმოდ აამოძრავე ტუჩები პასუხის გასაცემად.
„ღვინო და ვისკი.“
დაინახე როგორ გაეღიმა. არამიწიერად, როგორც მაშინ. მაგრამ არა, ამჯერად მიზანს ხედავ. ნათლად ხედავ. გულწრფელობას ხედავ და კვლავ ვისკის მორევში იძირები, ფსკერისკენ.
...
კვლავ წლის ბოლო დღე.
კვლავ ბოლო ღამე, მაგრამ უზარმაზარი განსხვავება, რომელიც ესოდენ დიდ სიხარულს გძენს.
ვისკი... მის კალთაში კი ჩვილი, რომელსაც უცოდველად მიეცა საკუთარი თავი ორფეოსის სამყაროსთვის, მამის უზარმაზარ ხელებში. ვისკის ცერა თითი ჩაებღუჯა და არსად უშვებდა. უყურებ და სულში სითბო წვეთ-წვეთობით გეღვრება.
ჰო, ისევ ის უზამრაზარი ნაძვი ხე...
ამჯერად უკვე ათასფერი სათამაშოთი და გირლიანდით ამაყად იწონებდა თავს ოთახის შუაგულში. გემრიელი კერძების თავბრუდამხვევი არომატით გაჟღენთილი იყო ეს ახალი წელი შენთვის. არასდროს გიყვარდა... საკუთარი თავი არ გახსოვს ისეთი, რომ გყვარებოდა ეს თითქმის ყველასათვის საყვარელი დღესასწაული, მაგრამ ახლა...
სანტასგან საჩუქარიც კი მიიღე საქორწინო ბეჭდის სახით. გახსოვს როგორ აგიწყლიანდა მაშინ თვალები ? გახსოვს როგორ ვერ შეიკავე მოზღვავებული ემოციები და იკივლე სიხარულისგან ? სიყვარულის ბუშტი რომ გაგისკდა და ვისკის კოცნები პანტაპუნტით რომ დააყარე, ეგ გახსოვს ? რა თქმა უნდა გახსოვს ! მართალია გული გწყდება, რომ შენი მაშინდელი სურვილები არ ახდა, მაგრამ განა შეიძლება ასეთ საოცარ დროს ამაზე ფიქრი ? თითოეული წამი უნდა დაიჭირო, თითოეული მათი შასუნთქვა-ამოსუნთქვა, მიხვრა-მოხვრა და თვალის დახამხამებაც კი.ჩასუნთქვისას ზემოთ წამოწეული მკერდი, რომელიც გიხმობს.
მთელი ცხოვრების ნანატრი ოჯახი შეიქმნა ამ ახალი წლის საოცარ ღამეს. ეს ნატვრა, ეს სურვილი, ეს ადამიანები, ეს ბედნიერება, სიხარული, სიყვარული.. ყველაზე აღმაფრთოვანებელი და ბედნიერი საახალწლო ღამე. ღამე, როდესაც ცხოვრებით ობოლმა გოგონამ შეიძინა ოჯახი, რომელზეც ოცნებასაც კი უკიდურესად იშვიათად ბედავდა. საყვარელი მამაკაცი გვერდით და პატარა ანგელოზი, რომელიც იქვე ბავშვის საწოლში ნებივრობდა. თვალები ფართოდ გაეხილა. ის პირველად ხვდებოდა ახალ წელს დედიკოსთან და მამიკოსთან ერთად, სრულყოფილ ოჯახთან ერთად. ფეიერვერკების ტანგოს გაფაციცებით უმზერდა და იცინოდა. ყველაზე გულწრფელად, ყველაზე ადამიანურად იცინოდა. მას შემდეგ კი რაც ანგელოზი კვლავ ორფეოსს მიებარა, თქვენ ორნი აივანზე ზიხართ ერთმანეთის პირისპირ და ერთმანეთის თვალებში აღმოჩენილ უსასრულობაში იძირებით. შენ ვისკის აგემოვნებ ლიმონთან ერთად, ის კი თავის მხრივ ღვინით თვრება, რომელსაც ბროწეული ახლავს თან.
და ტუჩების მოძრაობით კვლავ „სადღაც იქ“ ისმის მარადიული კითხვა, რომელიც ტანგოს რიტმით ამოიტვიფრა თქვენ სულებზე წვრილი, ბასრი ნემსით...
„ღვინო თუ ვისკი?“
თქვენ კი ერთხმად, უხმოდ პასუხობთ...
ღვინო და ვისკი...
ყოველივე ამას კი ფონად ადევს ციდან მედიდურად ჩამომავალი თოვლის ფანტელი, რომელიც ცის თაღის საფეხურებს ნელი ტემპით მიუყვება...
და შენ ხვდები, რომ ამ სიმშვიდეს, რომელმაც აი აქ, შენ სულში რამდენიმე წამის წინ რომ დაისადგურა, ვერავინ ვერასოდეს ვერ წაგართმევს.
00:01...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი sali

ვაუუ მართლა მაგარია .... ბრავო !!!

 



№2  offline მოდერი MoonLady

sali
ვაუუ მართლა მაგარია .... ბრავო !!!

უღრმესი მადლობა *-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent