შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარს იქეთ [ნაწილი მესამე]


17-01-2018, 00:06
ავტორი ელპინი
ნანახია 1 012

ზღვარს იქეთ [ნაწილი მესამე]

მზერა გამიშეშდა, სხეული სულ დამეძაბა. მე სულ სხვაგან წავედი და რა აღარ ვიფიქრე. შეშინებული მზერა, რომ მივაპყარი, მალევე მიპასუხა.
-აბესალომი არ მქვია.
ისე თავდახრილი იდგა ჩემ წინ, თითქოს, მართლა რაღაც დანაშაული ჩაიდინა. მის ბავშვურობაზე მეცინებოდა.
-შენ რა იცინი?
-აბა, არ გავიცინო მაგაზე?
-ხო, რავი.
-უარესი სახელი გქვია და ისევ აბესალომის თქმა ამჯობინე, ხო?
-გამარჯობათ, მოგესალმებათ რიგითი მოქალაქე-ანდრე.
ანდრე...რატომღაც ეს სახელი ბუნდოვნად მახსოვს...აქამდე არ დავფიქრებულვარ იმაზე, რომ თვითონაც მეცნობოდა და მისი სახელიც. ნუ, ახლა ამას ყურადღება არ მივაქციე.
-რას უწუნებ ანდრეს და ის დედაშენის მშობიარობის ამბავიც რატომ გამოიგონე, ჩემ თავს გაფიცებ.
-აუ, რავი. ვიფიქრე-ვიღადავებ-მეთქი...მოიცა...რა თქვი?
-რავი, რა ვთქვი?!
მხრები ავიჩეჩე და ტუჩი ავიბზუე.
-ჩემ თავს გაფიცებ-ო.
ისე მიყურებდა, მეგონა, რაღაც დანაშაული ჩავიდინე.
-ხო, მერე?
-გული გამიჩერდა.
-აბა, ახლა რანაირად მელაპარაკები?
-ანუკი, გადატანითი მნიშვნელობით არ იცი, შენ?
გაბრაზებულმა მითხრა. ეწყინა ალბათ.
-ხო.
-ნეტა, ნიკუშას დაბადებისდღე ხვალაც იყოს, რა.
წუწუნით თქვა. ზოგადად, რაც დავაკვირდი, ყველა სიტყვაში ისეთ ტონალობას ურევდა, აი, თითქოს, რაღაცით შეწუხებულს.
-რატომ?
-ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს.
-ხო, რავი.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ყურადღება არ მიმიქცევია იმაზე, რომ შესაძლოა დღევანდელი დღის შემდეგ აღარ მენახა, მაგრამ ბედისწერის მჯერა რატომღაც. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ვგრძნობ, რომ მასთან რაღაც სხვა მაკავშირებს. სხვა, რომელსაც მე ვერ ავხსნი. არ ვიცი, რას ნიშნავს ის, რომ მე მის სიახლოვეს ვერ ვუძლებ. არა, ვუძლებ, მაგრამ ის ყველაფერი, რაც მემართება...ასე არასდროს ვყოფილვარ. პირველად, რომ დავინახე ანდრე, ვფიქრობდი-გულცივი ადამიანი იყო. მითუმეტეს მაშინ, როცა მე მთელი ყურადღებით მისკენ ვიყავი გადართული და თვითონ არც ერთხელ გამოუხედავს. მისი თვალები სხვას მეტყველებენ, მაგრამ თვითონ ცდილობს დამალოს. იდუმალია, მაგრამ თვალებს, რომ შეხედავ მაშინვე მიხვდები, რომ რიგზე რაღაც ვერ არის.
-ანუკი.
-ხო, ანდრე.
-წამო, რა.
-სად?
გაკვირვებულმა შევხედე. ახლა, ამ შუა ღამით სად უნდა წავსულიყავით.
-წამო, რა. მიდი, ნინუცას უთხარი, რომ მივდივართ. მე მოგხედავ ამაღამ.
თვალით მანიშნებს ნინუცასკენ. დგება და ხელს მიწვდის წამოსადგომად. "მოგხედავ" ყურში იმდენად უშნოდ მომხვდა, რომ გულზე რაღაცამ გამკრა. არ ვიცი, მან რა იცის, მაგრამ ის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ნინუცაზე ვიყავი დამოკიდებული და მას მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ ვაძლევდი, უფრო ნაცნობი გახდა ჩემთვის. ფეხზე წამოვდექი და ნინუცასთან მივედი.
-ნინუ, მივდივარ ანდრესთან ერთად. არ ინერვიულო, რა.
ლოყაზე ვკოცნი და ვეხუტები.
-ანა...
მის ხმაში შიშს ვხედავ. ჩემი მარტო გაშვების ეშინია, ვიცი. წამიც არ ყოფილა აქამდე ისე, რომ ერთმანეთს დავშორებოდით და ერთმანეთის გარეშე გვესუნთქა.
-ნუ გეშინია. ანდრესთან ერთად ვიქნები.
ვუღიმი, ისევ ვკოცნი ლოყაზე და გარეთ გავდივარ. ანდრე იქვე დგას, სიგარეტს ეწევა. ლამპიონის შუქზე მისი სახის ჩრდილები ლამაზად ჩანს. განსხვავებულად ეწევა. როგორ აგიხსნათ. აი, უბრალოდ თავისებურად, ანდრეს სტილში ეწევა, რა. როგორც კი, მამჩნევს სიგარეტს ხელიდან აგდებს.
-ანუკი.
მიღიმის და მეხუტება. თან, კარგი ნაცნობივით, რომელიც კარგა ხანია არ მინახავს.
-ასე რატომ მეხუტები?
-ასე როგორ?
დაბნეული მიყურებს.
-როგორაც.
-აუ, რავი.
სასაცილოდ იმანჭება და ტუჩებს ბუსხავს.
-აბა, სად მივდივართ?
-ნახავ.
გვერდით მიდგება და სიარულს ვიწყებთ, მაგრამ არ ვიცი, სად მივდივართ. მის პროფილს ვუყურებ. ვიბნევი, თვალმოუშორებლად ვუყურებ.
-ანუკი, ისე მიყურებ, თითქოს შეისწავლი ჩემს სახეს.
სიცილით მეუბნება და თავს ჩემკენ აბრუნებს.
-მართლა ვსწავლობდი.
-ლამპიონის შუქზე რას ხედავდი მერე?
-ცხვირი გი*რაკებს.
სიცილით ვუთხარი.
-კაი, რა. მაგ ცხვირს ისედაც მისი გაჭირვება აქვს.
სახე მოეღუშა წამში. მისი ბავშვურობა ყველაზე სასაცილო იყო.
-ცუდი არაფერი, პროსტა ძალიან კეხიანია.
უფრო გავაბუქე და რომ შევხედე სახეზე, ცხრა ფერი გადასდიოდა.
-ანდრე, ვიხუმრე, კარგი.
არადა, საშინელი ცხვირი მართლა არ ჰქონდა. თან, უხდებოდა, მაგრამ პროფილში მართლა სასწაული იყო. გორაკ-ბორცვივით ამოზნექილი.
-მოვედით.
სიარულში დრო ისე გავიდა, ვერ შევამჩნიე. სადღაც გორაკთან ვიდექით და იქვე, პატარა ჭიშკარი იყო. გააღო და შიგნით შევედით. რომ გითხრათ, საზარელი სიჩუმე იყო-თქო, გავაზვიადებ, მაგრამ არც ნაკლები ყოფილა. სიბნელე იყო და ოდნავადაც კი, არ ანათებდა არაფერი.
-ანდრე, სად ვართ?
-ათი ნაბიჯიც, და მივალთ.
ხელი მომკიდა. თვითონ მიდიოდა წინ. გორაკზე ავედით და იქეთ მხარეს სასაფლაო იყო. არ შემშინებია. პირიქით, ვიცოდი, რომ ანდრე მის გულისტკივილს გამანდობდა და ვგრძნობდი ამას. ცოტა გავიარეთ და ერთ საფლავთან მივედით. ზუსტად მისი ასლი იყო საფლავის ქვაზე დახატული, ოღონდ გოგო. თვალები უკაშკაშებდა და ბედნიერად იღიმოდა. ყველაფერი ერთნაირი ჰქონდათ, სიცილიც. წამით მზერა გამიშეშდა, მერე თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებდი.
-აქ, პირველადაა ვიღაც სხვა, ჩემთან ერთად.
მის ხმაში ტკივილი იგრძნობოდა. თვალებში სევდა ჩაუდგა უცებ, ხელები სულ უკანკალებდა.
-ანდრე...
მისი სახელი ვთქვი და ყველაფერი ამოვაყოლე. ტკივილიც, სევდაც, მწუხარებაც, დარდიც...ახლა ისეთი უსუსური იყო, წამისწინანდელი ანდრე სადღაც ჯანდაბაში წასულიყო. მე ახლა სხვა ანდრეს ვხედავდი.
-ჩემი დაა.
თვალით მიმანიშნა და იქვე ჩამოჯდა. ხელები მუხლებზე დაიწყო და უყურებდა.
-ძალიან გგავს.
დაბნეულმა ვუთხარი და მის გვერდით დავიკავე ადგილი.
-მგავდა!
ნათქვამი შემისწორა და თითქოს მომეჩვენა, რომ უხეშად მიპასუხა.
-ახლაც შენთანაა დარწმუნებული ვარ.
მხარზე ხელი დავადე და თავი ჩამოვადე მერე.
-იცი, ზუსტად შენნაირი სურნელი ჰქონდა. მინდვრის ყვავილების და თაფლის. ხმაც. თავიდან, რომ დამელაპარაკე, ვიფიქრე-ეს სიგარეტს ეწევა, თორემ ასეთი ბოხი ხმა საიდან აქვს-თქო. ზუსტად შენნაირი ხმა ჰქონდა.
-რა დაემართა?
-ავად იყო.
თავი ჩაქინდრა დაბლა.
-დიდი ხანია, რაც გარდაცვლილია?
-6 წელი, 11 თვე, 29 დღე.
უეცარი სევდა ჩასდგომოდა თვალებში და შარავანდედივით მოსდებოდა მთელ სფეროებზე. თვალები აცრემლებული ჰქონდა.
-და მე ამხელა მნიშვნელობა რატო მომანიჭე?
რამდენად ლოგიკური კითხვა იყო ახლა, და ამ მომენტში, ვერ გეტყვით, მაგრამ ველოდი პასუხს. იმდენად ველოდი, რომ უკვე, გონება მხოლოდ მასზე ფიქრობდა.
-ანუკი...
ჩემი სახელი ისე მძიმედ წარმოთქვა, რომ ცუდი შეგრძნება დამეუფლა. ჩაისუნთქა და ამოისუნთქა რაღაცით შეწუხებულმა.
-გისმენ, ანდრე.
სმენა დავძაბე და მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე.
-აქამდე ჩემთვის არავინ ყოფილა ამდენად მნიშვნელოვანი, რომ აქ მომეყვანა და დამენახებინა ჩემი სუსტი მხარე.
თავი ჩაქინდრა და ტკივილიანი ხმით თქვა. თვალებში არ მიყურებდა, ან ვერ მიყურებდა. მაჩვენებდა მის სუსტ მხარეს, მაგრამ ამავდროულად მალავდა. თითქოს, ნდობა დაკარგული ჰქონდა. არადა, მისი თვალები ყველაფერს მეტყველებდა. ნიკაპი უკანკალებდა და ოდნავ მოშვებულ წვერზე ხელს უხეშად ისვამდა. თითქოს ეშინოდა მისი სუსტი მხარე სხვებისთვის,რომ დაენახებინა და ამიტომ მაავდა ტკივილს. ზოგადად, ჩვენ, ადამიანები-ხომ ასეთები ვართ, როცა გვიხარია, გამოვხატავთ. როცა გვტკივა, ვმალავთ. ერთი შეხედვით, ანდრე უდარდელი ცხოვრებით სავსე ადამიანი გეგონებოდა, მაგრამ რასაც ვფიქრობტ ყოველთვის საპირისპირო ხდება. მაგრამ მისი თვალები...ხომ გაგიგიათ-თვალები სარკეა ადამიანის-ო. ხოდა, მე დავინახე სარკეში ანდრე მისი არც თუ ისე მარტივი ცხოვრებით.
-მენდობი, ანდრე?
მისი ხელის მტევანი ჩემს ხელში დავიჭირე, სახე ავაწევინე და თვალებში ვუყურებდი.
-კი.
მტკიცე ხმა ჰქონდა აცრემლებული თვალების მიუხედავად. არ არის ნორმალური ერთ დღეში ადამიანს ასე, რომ დაუახლოვდები, მაგრამ ანდრე ნორმალური არასდროს ყოფილა, მგონი.
-მომიყევი, რა.
თხოვნით ვუთხარი, და მხარზე თავი ჩამოვადე.
-ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა თათიას, ყველაფერი ვეცადე, მაგრამ ვერ დავეხმარე. მშობლები არ გვყავდა პატარაობიდანვე, შემდეგ ნიკუშას მშობლები გვეხმარებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. თათიას მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ არაფერი შველოდა და დღითიდღე უარესდებოდა მდგომარეობა, აქ ვერაფერს შველოდნენ და სახსრების გამო ვერ მიმყავდა საზღვარგარეთ.
შევნიშნე როგორ დაუსველა მარილიანმა სითხე სახე და გააზრებაც მიჭირდა ამ ყველაფრის. მესმოდა მისი ტკივილი, საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე მტკივნეული ამ ქვეყნად არაფერია, მძულს ეს გაცვეთილი ფრაზა, მაგრამ რეალობას ასახავს.
-ერთი წლით პატარა იყო ჩემზე. 15 წლის ბიჭს არანაირი საშუალება მქონდა იმის, რომ რამით დავხმარებოდი. დღე და ღამე გაერთიანებული მქონდა, ვმუშაობდი, მაგრამ მაინც ვერ დავეხმარე. მისი ბოლო სიტყვები მახსოვს.
ეცინება, თავს აქეთ-იქეთ აქნევს და აკანკალებულ ხელებს ერთმანეთს უჭერს. უფრო ნერვული სიცილი აქვს.
-ანდრო, იცოდე, იქედანაც თვალს გადევნებ და აღარ იეშმაკო ხოლმე-ო. იმ დღის მერე, აღარ ვყოფილვარ ცელქი ანდრე. თათიამ თან წაიყვანა ის ანდრე თავისთან. აქ ყოველდღე მოვდიოდი, როცა აქეთ ვიყავი. მერე ისე მოხდა, რომ ნიკუშას მშობლები დამეხმარნენ და საფრანგეთში წავედი. ჩამოსვლა ისევ თათიას გამო გადავწყვიტე, მომნატრებოდა აქ მოსვლა და მასთან საათობით საუბარი. ვერაფერი ვუთხარი, იმდენად მტკიოდა მისი თითოეული ნათქვამი სიტყვა, რომ ორგანიზმში რაღაც მჭამდა. მინდოდა მეთქვა-ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, მაგრამ არაფრის მომცემი სიტყვები რას არგებს. ყველაფერი კარგად არასდროსაა, შეიძლება დაიჭირო რაღაც ბედნიერების წამი, მაგრამ ყოველთვის არა.
-ანუკი, წავიდეთ?
-კი.
თვითონ წამოდგა, ხელი გამომიწოდა და მეც წამოვდექი. მას ყველაფერი გასნხვავებული ჰქონდა, მანერები, მიმიკები, მაგრამ ხელები არარეალური ჰქონდა. სიტყვებით ვერ ავხსნი. უბრალოდ, თქვენ წარმოიდგინეთ.
-ანდრე, შენ მითხარი საუბრის დროს ყველაფერი ვიცი-ო და ყველაფერში რას გულისხმობდი?
მაინც ვერ მოვითმინე. რაც თქვა ეს წინადადება, მის მერეა ტვინი მტკივა ფიქრით უკვე. ვიცოდი, მეცნობოდა ან უბრალოდ სხვას ვამსგავსებდი, მაგრამ იმასაც ვერ ვხვდებოდი ვის.
-შენთან დაკავშირებული ნებისმიერი რამ.
მშვიდი ხმით მითხრა, ხომ ვთქვი-წამში იცვლება-მეთქი, თითქოს გამქრალიყო ის ტკივილიანი ანდრე სადღაც.
-გთხოვ, მითხარი, რომ გამოძიება არ ჩაგიტარებია? შენ და FBI-ში ხომ არ მუშაობ?
სიცილით ვუთხარი. კარგით, ხო, ვიცი, რომ უაზროდ ვიხუმრე. უბრალოდ, ვეცადები მუხტი ჩამომეგდო ხუმრობის...
-გამოძიება არა, მაგრამ მე ყოველდღე შენთან ვიყავი. შენ არ, ან ვერ მამჩნევდი. ნუ, არც იყო აუცილებელი.
უცებ დავიბენი, ვერ მივხვდი რა იგულისხმა ან რის თქმას ცდილობდა. გულმა დარტყმები გამოტოვა.
-ანუ, ეგ როგორ?
ძლივს მოვაბი სიტყვებს თავი და ტუჩი ამითრთოლდა. მაშინებდა მისი იდუმალება. ის, რომ მახსოვდა საღაციდან, ზუსტად ეს მაშინებდა. მგონია, რომ რაღაცით დაკავშირებული იყო ჩემთან და სამწუხაროდ, მეხსიერება მღალატობს.
-ჩვეულებრივად.
-მაბნევ.
თვალები დავახამხამე და მხრები ავიჩეჩე.
-დრო მოვა ყველაფრის, ანუკი. დრო, რომელსაც ყველაფერი შეუძლია.
არარეალურად მეჩვენება ყველაფერი. ჩემი მხრიდან არ არის ნორმალური საქციელი ეს ყველაფერი, მაგრამ ანდრეზე ფიქრები მაშინაც არ მასვენებს, როცა მის გვერდით ვარ. ჩემი ცხოვრების არც ერთი ეტაპი არ ყოფილა ამდენად იდუმალი და საინტერესო, როგორიც ახლაა ანდრესთან დაკავშირებული.


იმდენად ცუდი დღეები მქონდა, რომ გავიჭედე ერთ ადგილზე. აი, ისე არასდროს ყოფილხართ, რომ რაღაცის გაკეთება გინდათ, მაგრამ გაკავებს რაღაც ჯანდაბა და ვერ აკეთებ. მინდოდა წერა, მაგრამ მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ვახერხებდი. თუ იმედები გაგიცრუვდებათ, მაპატიეთ. ვცდილობ, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გამომდის. დანარჩენი თქვენთვის მომინდია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი მარი. ელ❤

ელპიინ როგორ გამახარეე რომ დავინახე ვერ ვიჯერებდიიი:) რა დროც არუნდა დაგჭირვებოდა ვიცოდი რო გააგრძელებდი დათან გამორჩეულადაც ასე რომ რა იმედის გაცრუებაზეა პირადად ჩემთვის საუბარიიიი❤❤❤ შენ ხარ ძალიან მაგარი და ყველა მდგომარეობიდან გამოხვაალ მეც ვყოფილვარ და ვარ კიდევაც ხოლმე მასეთ მდგომარეობაში და მესმიიის❤ რაც შეეხება ისტორიას ჩვენი ბიჭის სახელზე ვფიქრობდი ნეტავ რას მოუფიქრებსთქო და შენ და ბარბარიკას არჩევანით კმაყოფილი ვაარ მაგრად მომწონს ანუკის და ანდრეს კავშირი ძალიან მაინტერესებს რას მალავს ეს იდუმალი ბიჭიი:დდდ მოკლედ გყვარობ შენ ჩემო ტკბილოო და აბა შენ იციიი❤❤❤❤❤

 


№2  offline წევრი Mariam Shengelia_3

გაბრაზებული ვარ შენზე
ჯერ პეპლები
ახლა ეს.
ისედაც იცი რომ მომწონს, აღარ დავიწყებ მაგაზე ტლიკინს
მაგრამ მაინც გაბრაზებული ვარ

 


№3 სტუმარი Blow Up

სამწუხაროა, რომ გავლენები ეტყობა.

 


№4 ადმინი ელპინი

მარი. ელ❤
ელპიინ როგორ გამახარეე რომ დავინახე ვერ ვიჯერებდიიი:) რა დროც არუნდა დაგჭირვებოდა ვიცოდი რო გააგრძელებდი დათან გამორჩეულადაც ასე რომ რა იმედის გაცრუებაზეა პირადად ჩემთვის საუბარიიიი❤❤❤ შენ ხარ ძალიან მაგარი და ყველა მდგომარეობიდან გამოხვაალ მეც ვყოფილვარ და ვარ კიდევაც ხოლმე მასეთ მდგომარეობაში და მესმიიის❤ რაც შეეხება ისტორიას ჩვენი ბიჭის სახელზე ვფიქრობდი ნეტავ რას მოუფიქრებსთქო და შენ და ბარბარიკას არჩევანით კმაყოფილი ვაარ მაგრად მომწონს ანუკის და ანდრეს კავშირი ძალიან მაინტერესებს რას მალავს ეს იდუმალი ბიჭიი:დდდ მოკლედ გყვარობ შენ ჩემო ტკბილოო და აბა შენ იციიი❤❤❤❤❤

ჩემი შაქარყინული აქაა.
დაგელოდები-მეთქი, ხომ გითხარი, ისე გამეხარდა, რომ დაგინახე და თან, ასეთი დადებითი შეფასებით.
აუ, ეს რაები მითხარი, ავტირდები ახლა სიხარულისგან.
მიხარია, რომ რაღაც გავლენების მოუხედავად, მაინც მოგწონს, ჩემთან ხარ და კითხულობ.
უღრმესი მადლობა ამისთვის.
არ ვიმსახურებდი ასეთ კარგ შეფასებას, ვიცი, მაგრამ შენ ძალიან კარგი ხარ და უდიდეს სტიმულს მაძლევ, შაქარყინულო.
ვეცდები იმედები არ გაგიცრუო.
მიყვარხარ.❤❤❤❤

Mariam Shengelia_3
გაბრაზებული ვარ შენზე
ჯერ პეპლები
ახლა ეს.
ისედაც იცი რომ მომწონს, აღარ დავიწყებ მაგაზე ტლიკინს
მაგრამ მაინც გაბრაზებული ვარ

აუ, მარ, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი უნამუსობის მიუხედავად მაინც, ჩემ გვერდით ხარ.
ძალიან კარგი გოგო ხარ შენ!
ზუსტად მაგიტომ გაფასებ ძალიან.
ბოდიში, ხო?!
ვეცდები, ასე აღარ იყოს.
მართლა.
დიდი მადლობა შენ.
მიყვარხარ, მარ.


Blow Up
სამწუხაროა, რომ გავლენები ეტყობა.

ვიცი, განა არ ვიცი?!
მაგრამ...
ვეცდები უკეთესი იყოს შემდეგი.
მადლობა, რომ წაიკითხე და ბოდიში, თუ დრო დაგაკარგვინე.
❤❤❤❤❤

 


საიტზე სანამ შემოვიდოდი ვიფიქრე ხომ არ დადო ახალი თავი მეთქი.შემოვედი და აი ისიც...სასწაულებრივად გამიხარდა,რა თქმა უნდა დამაინტერესა თან სახელზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.ვფიქრობდი რა შეიძლება ყოფილიყო და როდესაც ეს უცხო და ამავდროულად ძალიან ლამაზი სახელი წავიკითხე მომეწონა.ანა და ანდრე შესანიშნავია...თან როგორ მაინტერესებდა სახელი შენც კარგათ იცი.არ მინდოდა,რომ დამთავრებულიყო თუმცა გაგრძელება რომ ექნება ეგ მაიმედებს ...ბოლოს ,რომ წავიკითზე “პ.ს.ს ანუკი შენ გელოდები ახლა ყველაზე მეტადო“ ძალიან გამიხარდა და აი მეც აქ ვარ,შენთან ერთად არ აღარ წავალ გენაცვალეეე ^^ სახელი ძაალიან მომეწონააააა....^^

 


№6 ადმინი ელპინი

სულელი მეოცნებე
საიტზე სანამ შემოვიდოდი ვიფიქრე ხომ არ დადო ახალი თავი მეთქი.შემოვედი და აი ისიც...სასწაულებრივად გამიხარდა,რა თქმა უნდა დამაინტერესა თან სახელზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.ვფიქრობდი რა შეიძლება ყოფილიყო და როდესაც ეს უცხო და ამავდროულად ძალიან ლამაზი სახელი წავიკითხე მომეწონა.ანა და ანდრე შესანიშნავია...თან როგორ მაინტერესებდა სახელი შენც კარგათ იცი.არ მინდოდა,რომ დამთავრებულიყო თუმცა გაგრძელება რომ ექნება ეგ მაიმედებს ...ბოლოს ,რომ წავიკითზე “პ.ს.ს ანუკი შენ გელოდები ახლა ყველაზე მეტადო“ ძალიან გამიხარდა და აი მეც აქ ვარ,შენთან ერთად არ აღარ წავალ გენაცვალეეე ^^ სახელი ძაალიან მომეწონააააა....^^

ანუკი, ოქროს გოგოვ :*:*:*
რა კარგია აქ, რომ ხარ და კითხულობ, მოგწონს, თან.
უზომოდ ბედნიერი ვარ :*:*:*
აუ, სახელს იმდენ ხანს ვარჩევდი და იმედია მართლა კარგი სახელი შევარჩიე, რავი...
ვერ დაგპირდები როდის დავდებ, მაგრამ გავაგრძელებ შენ გამო, ხომ იცი?!
დიდი, დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო.
იცოდე, სულ გელოდები მე შენ :დდდ
მიყვარხარ❤❤❤

 


№7  offline წევრი barbarebibileishvilii

მუ გუშინვე რო წავიკითხე და კომენტარის დატოვება ვერ მივახერხე ბოდიში
მოკლედ რო დავინახე სახელი მაშინვე ის გავიფიქრე მემგონი გვეღირსათქო
როგპრც ყოველთვის მსვენივრად გააგრძელე და როგორც ყოველთვის დადება დააგვიანე
ძაან რო მიყვარხარ მე შენ, შენი ისტორიებით რა ვქნა
მართლა გაოცებული დავრჩი სულ არ მოველოდი მოვლენების ასე განვითარებას, არვიცი რაღაც საოცრება გამოდის, უბრალოდ ეხლა ყველაზე მეტად ის მაინტერესებს შემდეგ ჯერზე როგორ და სად შეხვდებიან, პერსონაჟები გამოგდის მართლა ამოუცნობი, აი ვერ მიხვდები რა შეიძლება მოიმოქმედოს, ანუ განსხვავებული გამოდის სხვებისგან და ეგ მიხარია
შემდეგ თავს ველოდები, უფრო დიდს და რათქმაუნდა უფრო მალე ველოდები❣️❣️

 


№8  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

არ მჯერა!!!
გამოჩნდი!
როგორც იქნა!
კინაღამ შევეწირე ამ ისტორიას!!
ამდენი ხანი ლოდინიიი არ გეპატიევა მაგრამ..
მაგრამ..
ამ თავის მერე სიტყვა როგორ უნდა ვთქვა?
დამამუნჯე და დამატყვევე !♥♥♥
როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ!
და მაოცებ♥♥♥
როგორ ველოდებოდი
აი როგორ♥♥♥
სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა ისე გამიხარდა! ♥♥♥
მიყვარს მე ეს ისტორია და არ შეიძლება ასეთი დაგვიანება! ♥♥♥
წარმატებები და გელოდები მთელი გულით! ♥♥

 


№9 ადმინი ელპინი

barbarebibileishvilii
მუ გუშინვე რო წავიკითხე და კომენტარის დატოვება ვერ მივახერხე ბოდიში
მოკლედ რო დავინახე სახელი მაშინვე ის გავიფიქრე მემგონი გვეღირსათქო
როგპრც ყოველთვის მსვენივრად გააგრძელე და როგორც ყოველთვის დადება დააგვიანე
ძაან რო მიყვარხარ მე შენ, შენი ისტორიებით რა ვქნა
მართლა გაოცებული დავრჩი სულ არ მოველოდი მოვლენების ასე განვითარებას, არვიცი რაღაც საოცრება გამოდის, უბრალოდ ეხლა ყველაზე მეტად ის მაინტერესებს შემდეგ ჯერზე როგორ და სად შეხვდებიან, პერსონაჟები გამოგდის მართლა ამოუცნობი, აი ვერ მიხვდები რა შეიძლება მოიმოქმედოს, ანუ განსხვავებული გამოდის სხვებისგან და ეგ მიხარია
შემდეგ თავს ველოდები, უფრო დიდს და რათქმაუნდა უფრო მალე ველოდები❣️❣️

ბარბარიკა, გოგო, კი, ცუდ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ მოვედი ახლა და ასეთი საოცრება კომენტარი, რომ დამახვედრე, გავანათე თვალებით :*:*:*
აუ, რა კარგი გოგო ხარ შენ!
ნუ, მე და შენ აბესალომის სახელზე იმდენი ვიბჭეთ, რა ვიცი, ბოლოს კიდე ვფიქრობდი შეცვლას, მაგრამ მეთქი-კარგი, ბარბარიკას ხათრით იყოს ეს :დდდდდ
მიხარია, რომ ასეთი პერსონაჟები მყავს და ცოტათი მაინც გამოდის ის, რაც მინდა გამოვიდეს.
მიხარია, რომ იმედები არ გაგიცრუე და შენი მჭევრმეტყველობით შემამკე ასეთი სიტყვებით :დდდდ :)))))
დიდი მადლობა, გაკოცეეე :****❤❤❤❤

ტკბილიწიწაკა
არ მჯერა!!!
გამოჩნდი!
როგორც იქნა!
კინაღამ შევეწირე ამ ისტორიას!!
ამდენი ხანი ლოდინიიი არ გეპატიევა მაგრამ..
მაგრამ..
ამ თავის მერე სიტყვა როგორ უნდა ვთქვა?
დამამუნჯე და დამატყვევე !♥♥♥
როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ!
და მაოცებ♥♥♥
როგორ ველოდებოდი
აი როგორ♥♥♥
სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა ისე გამიხარდა! ♥♥♥
მიყვარს მე ეს ისტორია და არ შეიძლება ასეთი დაგვიანება! ♥♥♥
წარმატებები და გელოდები მთელი გულით! ♥♥

გარემოებებს რა ვუთხარი, თორემ დაგვიანება არც მე მიხარია.
დიდი ბოდიში, რა. :((((
სიხარულისგან დავფრინავ ვფიცაააავ :დდდდ
აუუ, რაები მითხარი, რა ჩამიტარე.
მარგალიტოო, შოკოლადოო :*:*
მიხარია, რომ მელოდებოდი და არ დაგვიწყებივარ, დიდი მადლობა ამისთვის.
დიდი მადლობაა.
მიყვარხაარ ტკბილო❤❤❤❤

 


№10  offline წევრი Mtirala

ფააააააააააქ :))))))
აი, რა ვთქვა აზრზე არ ვარ :)
საკუთარი თავი გაყიდე, ხო, ამით უნდა იამაყო.
ისედაც ამაყობ, ხომ?! :)))))
მიხვდები, რასაც ვგულისხმობ,
თუ ვერ მიხვდები, მომწერე, აგიხსნი. :))
აი, ვიეჭვიანო თუ არა ვერ ვხვდები,
მაგრამ...
ეგოისტობა არ მაძლევს საშუალებას "ბარბარიკა" და "ანუკი" ასე გავატარო.
ხო, არაფერი, მაგრამ...
ფაააქ, ისევ ბევრს ვლაპარაკობ.
ანდრე?!
ხო, ანდრე.
მახსენებს, მახსენებს ერთ ადამიანს :))
ანუკი კი, მგონი არ მომწონს :())))))
შენ კი მაინც მიყვარხარ ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№11 ადმინი ელპინი

Mtirala
ფააააააააააქ :))))))
აი, რა ვთქვა აზრზე არ ვარ :)
საკუთარი თავი გაყიდე, ხო, ამით უნდა იამაყო.
ისედაც ამაყობ, ხომ?! :)))))
მიხვდები, რასაც ვგულისხმობ,
თუ ვერ მიხვდები, მომწერე, აგიხსნი. :))
აი, ვიეჭვიანო თუ არა ვერ ვხვდები,
მაგრამ...
ეგოისტობა არ მაძლევს საშუალებას "ბარბარიკა" და "ანუკი" ასე გავატარო.
ხო, არაფერი, მაგრამ...
ფაააქ, ისევ ბევრს ვლაპარაკობ.
ანდრე?!
ხო, ანდრე.
მახსენებს, მახსენებს ერთ ადამიანს :))
ანუკი კი, მგონი არ მომწონს :())))))
შენ კი მაინც მიყვარხარ ❤

ვა-ი-მე!
მომკლავ შენ მე...( და კიდე ისიც!)
რა არის ეს?!
კარგი, ხო.
მეც ეგრე ვარ, ხომ იცი?!
აუ, ძაან ჭედავ ახლა :დდდდდ
გაატარე, ხომ იცი რატოც...
ნუ, კარგი, გაქვს ყველაფრის უფება ამ შემთხვევაში, ვიცი, მართლა.
მაგრამ უნდა გაიგო, რა.
ანდრე ასე უნდა ყოფილიყო.
ანუკი არც მე მომწონს და ასეთი პერსონაჟი ჯერ არ მყოლია, ჩამოუყალიბებელი, ამით ცოტა ვამაყობ, ხომ იცი :))))
დანარჩენი მერე...
მეც მიყვარხარ :)))) ❤

 


№12 სტუმარი სტუმარი თათა

ეს ისტოროა ძალიან მომეონს და ყოვეკთვის ველიდები, მაგრა ძალიან აგვიანებ ახალი თავის დადებას :-( მალე დადე გთხოვ

 


№13 ადმინი ელპინი

სტუმარი თათა
ეს ისტოროა ძალიან მომეონს და ყოვეკთვის ველიდები, მაგრა ძალიან აგვიანებ ახალი თავის დადებას :-( მალე დადე გთხოვ

თათა, პირველ რიგში, დიდი, დიდი მადლობა, რომ ყოველთვის მოთმინებით მელოდები და კითხულობ, მომყვები.
მეორე რიგში კი, ბოდიშს ვიხდი, რომ გარემოებებიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ ახალი თავის მალე დამატებას.
ვეცდები ბევრი არ გალოდინო.
მადლობა, საყვარელო.

 


ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ