შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წადი რა, ლაშ! (სრულად)


17-01-2018, 08:41
ავტორი ლიდია
ნანახია 1 468

წადი რა, ლაშ! (სრულად)

მის ოთახში შევდივარ.
ყველაფერი უცვლელია.
ან რა უნდა შეცვლილიყო?
რაც ის დაიღუპა არაფრისთვის მიხლია ხელი...
უბრალოდ არ შემეძლო...
ვერ შევაბიჯებდი იქ სადაც ადრე ის იყო.
ოთხი წელია კარებიც არ შემიღია.
ახლა გავბედე.... ზღურბლს გადავაბიჯე.
ეგრევე ვიგრძენი მისი სურნელი...
იქაურობა სულ მტვრიანი იყო, მეც დავალაგე, მაგრამ ნივთებს ჯერ კიდევ არ შევხებივარ.
ვერ გავბედე, თითქოს ვინმე გამკიცხავდა...
ვიცი ვიგრძნობდი ყველაფერს თავიდან... ყველა შეხებას და სიტყვას.
უზომოდ მტკიოდა უმისობა.
შემდეგ მის ლოგინში ჩავწექი და სასთუმალს ჩავეხუტე, თითქოს ის ყოფილიყოს...
ვიცი რომ აღარ იყო, მაგრამ მე მაინც წარმოვიდგინე...
ისევ ისე მიყვარდა!
მწარედ ავტირდი, იმდენი ვიტირე ბალიშის პირი გასაწური გახდა.
ისეთი ღრიალი ამოვუშვი ყელი ამეწვა.
“რატომ დამტოვე ლაშ?!”

***

-ელზ არ გინდა ერთად გადავიდეთ საცხოვრებლად? - ჰკითხა ლაშამ გოგონას და წელზე ხელი შემოჰხვია.
თბილისის ქუჩებში დასეირნობდა შეყვარებული წყვილი.
-ლააშ ხომ იცი ამაზე ჩემი შეხედულებები გამაჩნია.. ჯერ 22 წლის ვარ.. სწავლა.. სამსახური..
-ჰო.. ვიცი და მესმის მაგრამ.. ოთხი წელია ერთად ვართ. მეც დავიტანჯე რაა! მეშინია ზედმეტად არ შეგეხო.. ეელზზ შენთან მინდა მთელი ცხოვრების გატარება! მინდა ყოველ დილას შენს გაღვიძებას ვუცქირო და დავტკბე.
-მე.. მე დრო მჭირდება ლაშ! ჯერ არა რა.. დრო ძალიან მჭირდება!
-კარგი! გაძლევ მაგ დროს! - თითქმის იყვირა ლაშამ. ნამდვილად ეწყინა.
ზურგი შეაქცია გოგონას და წავიდა.
-ლააშ!ლაშ სად მიდიხარ?! დაბრუნდი!
მაგრამ ლაშა აღარ დაბრუნებულა...
სწორედ ამ დღეს მოხვდა ავარიაში და სუნთქვა შეწყვიტა.
ელზას ბედნიერი და ლაღი ცხოვრებაც ბოლო ამოსუნთქვას გაატანა, თან ჩაიტანა ცივ, უსიცოცხლო მიწაში.
-ელზა ხომ იცი მას როგორ უყვარდი. ეს მისი სახლის გასაღებია, ენდომებოდა, რომ შენთან ყოფილიყო... - უთხრა ლაშას დედამ გოგონას და გასაღები გაუწოდა.
ელზას უჭირდა, ძალიან სტკიოდა.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს შუაზე იხლიჩებოდა და ვერაფერს აკეთებდა.
თავს იდანაშაულებდა.
ვეღარავინ შეძლო მისი ყინულად ქცეული გულის გალღობა.
ლაშას სახლში ცხოვრობდა, მაგრამ “ლაშ”-ის ოთახში არ შედიოდა.

***

მისი საწოლიდან ავდექი.
ვსო მეყო!!
საკმარისად ვიტანჯე, ამოვიდა ყელში მუდმივი ტირილი და ტკივილი!
მას ვერ დავივიწყებ, მაგრამ ცხოვრებას გავაგრძელებ...
ბრაზი ყელში მომაწვა.
ვბრაზობდი ყველაფერზე..
საკუთარ თავზეც კი.
“ლაშ”-ზეც კი!
მისი ყველა ნივთი დავამსხვრიე და თან ბოლო ხმაზე ვღრიალებდი ჩამწვარი ხმით:
“წადი, დამტოვე რა, ლაშ! თუ არ ბრუნდები, წადი! მომშორდი! მიყვარხარ ლაშ, მაგრამ წადი რა!”


_________________________

დააკომენტარეთ ❤️скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი მოცინარი

ლიდია! ეს იყო ო ქ რ ო ! ოღონდ ცოტა დიდები დადე რა <3 ნეტავ მერე რა მოხდებაა

 



№2  offline წევრი ლიდია

მოცინარი
ლიდია! ეს იყო ო ქ რ ო ! ოღონდ ცოტა დიდები დადე რა <3 ნეტავ მერე რა მოხდებაა

დიდი მადლობაა ^_^ ^_^ <3 აამას გაგრძელება არ აქვს <3

 



№3  offline წევრი zia-maria

პატარა ამბავი ტკივილით სავსე disappointed_relieved

 



№4  offline წევრი ლიდია

zia-maria
პატარა ამბავი ტკივილით სავსე disappointed_relieved

heart_eyes heart_eyes sweat

 



№5  offline წევრი mimimimo

ეს ჩანახატია.
ვსო - არ მომეწონა.
ნაწერი კი - მომეწონა.
წარმატებები!

 



№6 სტუმარი Ani

Sashineleba iko. Saertod raiko vermivxvdi :/ uketess velodi

 



№7  offline წევრი ლიდია

mimimimo
ეს ჩანახატია.
ვსო - არ მომეწონა.
ნაწერი კი - მომეწონა.
წარმატებები!

madlobaa
vso arc memomewona

 



№8  offline წევრი ლიდია

Ani
Sashineleba iko. Saertod raiko vermivxvdi :/ uketess velodi

ყველა ვერ მიხვდება^__^

 



№9 სტუმარი ????❤️

sauketesoxar

 



№10  offline წევრი ლიდია

????❤️
sauketesoxar

დიდი მადლობაა ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent