შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Family Portrait ანუ ჩემი საყვარელი მტერი (მერვე თავი)


17-01-2018, 22:26
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 605

Family Portrait ანუ ჩემი საყვარელი მტერი (მერვე თავი)

დილას ინემ ფრანკოს მძიმე მკლავი რომ იგრძნო საკუთარ მკერდზე, მაშინ მიხვდა, რომ წინა ღამეს ზედმეტმა ემოციებმა დასძლიეს. ისიც ახსოვდა, სერიოზული არაფერი მომხდარა, თუმცა მთელი ღამის უშფოთველი ძილი და კაცის თბილი სუნთქვა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ნაზად და სასიამოვნოდ ეფერებოდა სახეზე, უკვე თავისთავად ნიშნავდა რაღაც სერიოზულს.
- ინე - ჩაიბურტყუნა ნახევრადმძინარმა ფრანკომ.
- ჰო ფრანკო.
- როგორ ახერხებ, რომ დილითაც კარგი სუნი გაქვს და საღამოზეც? - ჰკითხა თვალებდახუჭულმა კაცმა.
- ღმერთო - გაეცინა ინეს და კაცის ჩალისფერ თმას ხელი შეახო. უხერხულობას საერთოდ არ გძნობდა მასთან ერთად გაღვიძებისას. ზუსტად ისე იყო, თითქოს ფრანკოს გარეშე გატარებული 2 წელი მაკრატლით ამოჭრა თავისი ცხოვრებიდან და შესვენება არც არასდროს ჰქონიათ ურთიერთობაში.
სინამდვილეში ერთად ყოფნა არც ერქვა მათ ურთიერთობას, რომელიც გაბრაზებული ინეს სასოწარკვეთის ფონზე კვლავ ხელმეორედ ჩაისახა, მაგრამ მაინც ტკბებოდა კაცის ცქერით. ყოველთვის ფიქრობდა, რომ მძინარე ფრანკო განსაკუთრებულად თბილი იყო. სულ რომ ყინვიან ამინდში მიკუჭულიყო რომელიღაცა შენობის კუთხეში და შიშველს დაეძინა, მაინც თბილი იქნებოდა, ალბათ... ასე ეგონა ინეს. სახე კი მოდუნებული, სათუთი გქონდა ხოლმე და მაშინ, როდესაც მძინარეს ალერსით აღვიძებდა, ბავშვის კანივით სასიამოვნო ეჩვენებოდა კაცის ყველა უჯრედი.
- ფრანკო - შეანჯღია ინემ.
- დამაძინე.
- ვერ დაგაძინებ, მშია.
- ადექი და ჭამე - ცალი თვალი გაახილა კაცმა.
- ჩემ გაკეთებულ ნაგავს ისედაც ყოველ დღე ვჭამ, კარგი რაა.
- მაშინ მომეალერსე და ისე გამომაფხიზლე. წეღან რომ ხელი მომიფათურე თმაზე, ეგ ალერსი არ ყოფილა.
- ფრანკო - გადაიხარხარა ინემ და საწოლიდან წამოდგა. - მოინდომა მთვარეზე მოფსმა.
- შენც მშვენივრად იცი, რომ არაფერიც არ დასრულებულა ჩვენს შორის.
- არა, არ ვიცი - ცალი ტუჩით გაუღიმა ქალმა. - ომლეტს თუ გამიკეთებ, შეიძლება დავფიქრდე მაგ თემაზე.
- გაზიანი სასმელი გაქვს?
- მხოლოდ კოკა კოლა.
- სხვა არც არაფერი მჭირდება დილით, უზმოზე - გაიზმორა ფრანკო. - სანამ ავდგები და ომლეტს გაგიკეთებ, მომირბენინე რაა.
- ახლავე, სკუპ სკუპით წავალ - გაეცინა ქალს და მართლა შეუსრულა თხოვნა. ბოლოს და ბოლოს, ფრანკოს ომლეტისტვის კოკა კოლის მოტანა კი არა, სულის გაყიდვა ღირდა. კაცმა წყურვილი რომ დაიკმაყოფილა, ეშმაკურად შეხედა ინეს და საწოლიდან აუჩქარებლად წამოდგა. - შიშველს გეძინა? - ჰკითხა გაოგნებულმა ქალმა.
- რა მოხდა, ტრუსებით ძილი როდის აქეთაა სიშიშვლე?
- არაფერი, არაფერი არ მომხდარა. უბრალოდ, როცა ჩაგვეძნა, მხოლოდ პერანგის ღილები გქონდა გახსნილი და როდის მოასწარი? - გაეცინა ინეს და შეეცადა, კაცის შიშველი მკერდისკენ არ გაჰპარვოდა თვალი.
- ძალიან ღრმად გეძინა. მე კი თავი გადაგიწიე, ავდექი, გავიხადე, მოვფსი, დავბრუნდი, დავწექი და ისევ გადმოგადებინე თავი.
- რა საძაგელი ხარ - სიცილი ვერ შეიკავა ინემ - არ იყო საჭირო, რომ შენი მოფსმის ამბავი მცდონოდა.
- არ იცოდი, რომ ჩემნაირი სიმპათიური ტიპებიც დადიოდნენ ტუალეტში ჰო?
- ეჭვიც არ მქონდა.
- კარგი, მეყოს მაიმუნობა. წავალ და მოგიმზადებ მაგ შენს ომლეტს.
- მე ჩაის გავაკეთებ თუ გინდა.
- კიი. მხოლოდ ტანსაცმლის და ჩაის კეთება გეხრხება ამ ცხოვრებაში - უთხრა ფრანკომ.
- უკაცრავად? - შეურაცხყოფილმა ქალმა კაცს გაბრაზებული სახით გაჰხედა.
- და ჩემი ნერვების მოშლაც - დაამატა არხეინად.
- დარწმუნებული ხარ?
- დიახ!
- კარგი. - თავი ისეთი ღიმილით დაუქნია ინემ, ეგრევე მიხვდებოდა ადამიანი, რომ ეშმაკური რამ ჰქონდა ჩაფიქრებული. ტანსაცმლის ღილები ნელა შეიხსნა და კაცის შიშველ ზურგს მიეკრო. - როდის მორჩები გაკეთებას? - ისე ჰკითხა, გეგონება ყოველდღე თავის ნაზ კანს უხახუნებდა კაცის სხეულს.
- არ ვიცი - რეტიანივით უპასუხა ფრანკომ. ომლეტის დაწვაზე მეტად ის აღელვებდა, რომ მის სხეულში მორბენალი ჟრუანტელი გადასწვამდა მთლიანად. ქალს თავადაც ისე მიეწება ზურგით, როგორც ერთადერთ სითბოს მთელ სამყაროში.
- არ მეხერხება? - ჰკითხა ინემ ირონიულად.
- რაა? - სიტყვებიც ბუნდოვნად ესმოდა აღელვებულ კაცს.
- შენი დაბნევა მეხერხება ყველაზე კარგად - წარმოთქვა ქალმა სიცილით და გაზი გამორთო ფრანკოს მაგივრად. შემდეგ კი შიშველი მკერდი ტანსაცმელში შემალა, გაბრუებულ კაცს თეფშზე თავისი ულუფა დაუდო და თავადაც გემრიელად შეუდგა საუზმეს.
- უკომენტაროდ - ჩაილაპარაკა ფრანკომ.
- ისე, იმ გადაცემაში აღარ მივდივართ? - ჰკითხა ინემ.
- არა. თქვენ არსად გამოსაჩენები არ ხართ - მიუგო ფრანკომ.
- რატომ? ტელევიზიები თმებს იპუტავდნენ, ისე უნდოდათ ხოლმე ჩვენი მიწვევა. ერთმანეთს ვკლავდით და მერე გადაცემა ყველაზე რეიტინგული გამოდიოდა.
- ჰო და რამე რეალითი შოუ გააკეთეთ სახელწოდებით „ინა და ინე“. ერთი კვირა ვითომ ერთად ცხოვრობთ. მეც კი დიდი სიამოვნებით ვუყურებდი თქვენს თანაცხოვრებას, მაგრამ გამშველებელი არავინ რომ არ გეყოლებოდათ, მემგონი სავალალო შედეგით დამთავრდებოდა ეგ ამბავი.
- მეც ასე მგონია. ინას მოვერეოდი ალბათ, მოვკლავდი და მე 30 წლიან პატიმრობას მომისჯიდნენ. მერე შენ ცოლს მიყვანდი, შვილები გეყოლებოდა. ამასობაში კი მეც გამოვიდოდი ციხიდან, შენს ცოლს მოვკლავდი და ისევ დამიჭერდნენ.
- აქამდე ვფიქრობდი, რომ შენს სიგიჟეს რამე ეშველებოდა. ახლა კი ყოვლად განუკურნებელი მგონიხარ. დროა, იმ ფსიქოლოგის ნომერი გადავაგდო, რომელიც შენთვის უნდა მომეცა. ფსიქიატრი გჭირდება.
- და ამ ყველაფერს ასე წყნარად ამბობ?
- რა თქმა უნდა. მე ხომ შეჩვეული ვარ, დანარჩენებმა იკითხონ.
- გეყოფა მაიმუნობა - გაეცინა ინეს. საჭმელს თავი მიანება, წამოდგა და პირშისიგარეტგაჩრდილმა ფანჯარაში დაიწყო ყურება. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს გვერდიგვერდ ჩამწკრივებული კორპუსების გარდა, კიდევ სხვას, რაღაც აზრიანსა და გულშიჩამწვდომს უცქერდა.
- რა გეტაკა? - ჰკითხა კაცმა.
- ტანსაცმელი აღარ მეყიდება... ძველებურად აღარ მეყიდება - აღიარა ქალმა - აღარავის ეყიდება ის, რაც ძვირადღირებულია. მხოლოდ „ქეჟუალ“ სტილის სამოსს ყიდულობს ჩვეულებრივი ხალხი., რითაც ნამდვილად ვერ გამდიდრდები.
- მიზეზიც დადგენილი გექნება მაგ წარუმატებლობის და არ თქვა, რომ...
- ინა - დაასწრო ინემ წინადადების დამთავრება. - ვეღარავის ვეჯიბრები. ყველაზე საუკეთესო ვარ და ეს ფაქტი რამდენადაც მაბედნიერებს, იმდენად წელში მღუნავს.
- ვეღარავის უპირისპირდები?
- ვერა. ვივიანი ისეთივე დაბალ საფეხურზე დაეცა ხარისხით, როგორიც ინამდე იყო. ახალი სახე იპოვნა...
- სჯობს ინას?
ფრანკოს შეკითხვაზე ინეს ისე გაეცინა, აშკარა იყო, ის გოგო ინას ფეხის ფრჩხილადაც არ ღირდა.
- როცა გავიგე, რომ ჩაანაცვლეს, გამეხარდა, გამიკვირდა. ოდნავ შევშინდი კიდეც, ვაიდა ეს უფრო ლამაზი გამოდგეს-თქო, მერე გამეხარდა, რომ უკეთესზე უკეთესი არ დაილევა და იმ ქალბატონის სილამაზეც შეიცვალა ერთ წამში.
- მერე?
- მერე მისი ასაკი გავიგე. ზუსტად ინას თანატოლია, ძალიან ლამაზია. იცი კიდევ რა გამეხარდა? ვიფიქრე, იქნებ ინაზე ძლიერი აღმოჩნდეს და ცოტა აზრზე მომიყვანოს მეთქი. მაგრამ ჯანდაბა! - ამოიოხრა ქალმა - ზუსტად თანატოლები არიან გესმის? ზუსტად თანატოლები, მაგრამ როგორ ხდება ყოველთვის ისე, რომ ინას სიარულისას გაქნეული ერთი ბაყვის ნახვაში შეუძლიათ გადაიხადონ მილიონები და სხვა სკილეტის სიარული მხოლოდ გროშები ღირს? როგორ მოახერხა იმ ბავშვა, ამხელა გავლენისა და გამოცდილების დაგროვება ხუთ წელიწაში ისე, რომ თხუთმეთწლიანი გამოცდილების მქონე მოდელებიც კი თოთო ბავშვებივით არიან მასთან შედარებით?
- არ ვიცი. როგორც ჩანს, ზედმეტად ნიჭიერი არმოჩნდა ეგ ინა.
- ნიჭიერია ეგ ლაწირაკი, ნიჭიერი - თავი დანანებით გაიქნია ინემ. - ის ვიღაც ახალი, აღარც კი მახსოვს, რა ჰქვია, ქერაა, ცისფერთვალება, ნორმალური ტანი აქვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ქერაა თუ შავგვრემანი? ერთი ჩვეულებრრივი ლამაზი გოგონაა. მხოლოდ სილამაზით კი აღარაფერი გამოდის. პირობითი ცნება გახდა ლამაზია მოდელი თუ უშნო. მთავარი ხასიათია. ხასიათი და ინტელექტი, რომელიც ამ სილამაზეს დაერთვის და უაზრო გამოხედვა აღარ აქვს უკვე ადამიანს.
- კარგია მტრის ღირსების აღიარება რომ შეგიძლია.
- მტრის ღირსებას ვდარდობ ფრანკო? ხომ გითხარი, რაც მედარდება.
- ახალი მტერი უნდა იშოვო ახლა თუ შენი საყვარელი მტერი გირჩევნია? - ჰკითხა ფრანკომ სიცილით.
- ჩემი საყვარელი მტერი? - გაუკვირდა ინეს.
- ჰო, შენი საყვარელი მტერი ანუ ინა.
ქალს გაეცინა.
- მასხარა ხარ. - მკლავზე თავი მიადო ქალმა - ხვალ საღამოს ორი მოსაწვევი მაქვს გრიზლის წვეულებაზე, წამოხვალ?
- გრიზლი ვინ ჯანდაბაა?
- გრიზელდა ჰქვია, გრიზლის ვეძახით ახლობლები. ყველაზე მაგარი წვეულებები აქვს. მთელი წელი მოდაში რაც ხდება, იმ ყველაფერს აშარჟებს ხოლმე და ვიდეოებს აკეთებს.
- და ამხელა ხალხიც დებილებივით დგახართ და იცინით?
- კი.
- მაგარია. ყველაფერთან ერთად, ნამდვილი ცინიკოსიც ხარ.
- კარგი რაა, რა მოხდა? ჩემი და ინას ჩხუბსაც გაუშვებენ ალბათ. გრიზლი ისეთი ტიპია, დასწაპნიდა ტელევიზიას ამოჭრილ მომენტებს და ჩემზეც იხარხარებენ. სულ ჩვენები ვიქნებით.
- ჩვენები ვინ?
- გრიზლი, კობრა, არტურო, დადუნა, დეკა... შეიძლება შენი ძმაც დავითანხმო წამოსვლაზე.
- სულ ჩვენები ვყოფილვართ. გრიზლის და დეკას თუ ბეკას მთელი ცხოვრებაა ვიცნობ - გადაიხარხარა ფრანკომ.
- თუ არ გინდა, არ წამოხვიდე.
- წამოვალ.
- ასე სწრაფად რატო დამთანხმდი?
- იმიტომ, რომ დაგიწყებს იქ ვიღაც ანაკონდა ან პითონი შებმას და მერე უნდა ვინერვიულო.
- ძალიან საყვარელი ხარ. გაკოცებდი, მაგრამ ჯერ კიდევ ნერვებმოშლილი ვარ წინაზე რომ ჩემი კოცნა უგულებელჰყავი.
- მოიცადე, ანუ აღარ მაკოცებ?
- ჯერ ნამდვილად არ ვაპირებ - ეშმაკურად გაეცინა ინეს.

* * *

- არ მეგონა თუ შეხვედრაზე დამთანხმდებოდი - გაოგნებული ქრისტიანო ინას შესქეროდა და არ ეჯერა, რომ თავიანთი მძიმე საუბრის მომდევნო დღეს შეხვედრაზე დაითანხმა.
- შეგხვდი, მაგრამ პაემანი არ არის. უბრალოდ, საღამოს სეირნობა მიყვარს ქუჩაში.
- კარგი, ვისეირნოთ - საკუთარი მკლავი გაუწოდა კაცმა, ინამაც ღიმილით გაუყარა ხელკავი და ნელი დაბიჯით გაუყვნენ ქუჩის გზას. - ვინმე გყავს? - ჰკითხა მოულოდნელად ქრისტიანომ.
- საიდან გაგიჩნდა ეგ შეკითხვა? - გაეცინა გოგონას.
- ჩემნაირი მამაკაცის დაიგნორება მხოლოდ მაგითი აიხსნება.
- კარგი ერთი - ბავშვივით კისკისებდა ინა. - არავინ მყავს. უბრალოდ, ეს სასიყვარულო ურთიერთობები ჩემთვის ცოტა უცხოა.
- აბა, ერთი ღამის ურთიერთობებს ამჯობინებ ჩემსავით?
- და მაგას ეკითხები გოგონას, რომელსაც გუშინ ხელი სთხოვე?
- მაგას ვეკითხები გოგონას, რომელმაც გუშინ უარი მტკიცა ცოლობაზე.
- და სერიოზულად გგონია, რომ ერთი ღამის ურთიერთობები შეიძლება მქონდეს?
- არა, ვიხუმრე... მართლა ვიხუმრე.
- ვიცი.
- ისე, მართლა არავინ გყავს?
- არა ქრის, არავინ მყავს.
- არც თაყვანისმცემლები?
- რომ გითხა არა-თქო, დაიჯერებ?
- არა.
- სწორსაც იზამ. თაყვანისმცემელი იმდენი მყავს, ორი წელი რომ სახლში საჭმელი არ მქონდეს, მაგათ პაემნებზე დავნაყრდები დღეში ოთხჯერ.
- რა საჭირო იყო რაოდენობისთვის ასე ხაზგასმა - მოიღუშა ქრისტიანო.
- ჩემს თაყვანისმცემლებზე ეჭვიანობ?
- კი.
- ყოველთვის კარს უკან მიცდიდნენ და ამის შემდეგაც კარსუკან დამიცდიან.
- გეტყოდი, ზედმეტად მკაცრი და სასტიკი ხარ მეთქი, მაგრამ ძალიანაც მიხარია. მითუმეტეს, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მე ალბათ კარს შიგნით ვარ.
- რა ვიცი, რა ვიცი.
- აბა? - ქრისტიანომ გოგონას შეხედა გულდაწყვეტილი სახით.
- კარს შიგნით ხარ - გაეღიმა ინას.
ყველაზე მშვენიერი ღიმილი ჰქონდა. ქრისტიანოს ხშირად ეჭვი ეპარებოდა, იქნებ სიზმარსა და რეალობას შორის იყო გაჩხერილი და ინაც ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა? თითქოს, ზედმეტად მშვენიერი იყო გოგონა იმისთვის, რომ არ სამყაროში ეცხოვრა, თუმცა იმაზე მშვენიერიც, ვიდრე ქრისტიანოს წარმოსახვაში დახატული ნებისმიერი ქალი.
- შენ პირველი ხარ და ალბათ უკანასკნელიც, ვისაც ცოლობა ვთხოვე. - უთხრა კაცმა წყნარად - ასეთ სულელურ ნაბიჯს აღარ გადავდგამ.
- გეწყინა? - ჰკითხა გოგონამ.
- არა.
- თუ მართლა გულით გინდოდა ჩემი ცოლად მოყვანა, რატომ არ დაგწყდა გული?
- გული როგორ არ დამწყდა, მაგრამ პატარა ბავშვივით ვერ გავიბუტებოდი. იმ აზრს უნდა შევეგუო, რომ შენ ყველა არ ხარ, განსაკუთრებული ხარ. განსაკუთრებული ქალი კი ყველა სხვა დანარჩენის მსგავსად, თანხმობას არ მეტყოდა. თავიდან, გავბრაზდი, ცოტა სევდამაც შემიპყრო, თუმცა შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ შენთან ყველაფერი სხვაგვარადაა. ბრძოლა მომიწევს ალბათ და ყველა კაცის ცხოვრებაში უნდა დადგეს ის დღე, როდესაც ბრძოლის საჭიროება გაჩნდება.
- ძალიან რომანტიკოსი ყოფილხარ. წარმოუდგენელია ამ ყველაფრის მოსმენა კაცისგან, რომელიც სამ ქალთან ერთად დაიარება რესტორანში.
- დაიარებოდა - შეუსწორა ქრისტიანომ - როგორც ჩანს, ჩემ გამო ძველი ჟურნალები მოქექე ხო?
- ჟურნალებს ისედაც ვკითხულობდი ყოველთვის და ყოველთვის ვიცოდი, ვინ იყავი.
- მეც ყოველთვის ვიცოდი, ვინც იყავი.
- მერე? რა წინასწარი შთაბეჭდილებები გქონდა ჩემთან შეხვედრამდე? - მარჯვენა წარბი მაღლა ასწია გოგონამ და ცალი ტუჩის კუთხე მიმზიდველად აპრიხა.
- ვიფიქრე, ფოტოშოფით უგრძელებენ ფეხებს-თქო - გამოუტყდა კაცი. - ინეს იმითი ვამშვიდებდი, რომ ამ სიგრძე ფეხები ანომალიაა და არა სილამაზე.
- მერე? - კვლავ განაგრძო გოგონამ ალმაცერი ღიმილი.
- მერე შენ გნახე და ინეს ვეღარ, მაგრამ საკუთარ თავს ვამშვიდებდი, რომ რამდენიმე დღეში გადამივლიდა ეს საოცარი აღტკინება.
- მერე? - არ ეშვებოდა გოგონა.
- მერე ვიფიქრე, რომ მიმიფურთხებია იმ კაცისთვის, ვინც შენ გიცნობს და მაინც ძალუძს სამ ქალთან ერთად რესტორანში სიარული ან საწოლში კოტრიალი. მერე კი საერთოდ გადავეჩვიე ქალებთან ერთად სიარულს. ძალიან მომწონდი და მიმაჩნდა, რომ უბრალო მოწონების ჟამსაც კი შენი შეურაცხყოფა იქნებოდა თუ სხვისკენ ცალი თვალით მაინც გავიხედავდი.
- რომანტიკოსი, მონოგამი - ჩაიჩურჩულა გოგონამ - კიდევ რითი გამაკვირვებ?
- არ ვიცი - ინას სახეს მიაჩერდა ქრისტიანო. თავი მისკენ დახარა და ჯერ მარჯვენა წარბთან აკოცა, შემდეგ თმაზე. ცოტახანს გოგონას თმაშიც შემალა ცხვირი.
- ქრის, თმაზე მყნოსავ? - ჰკითხა ინამ.
- ძალიან მაინტერესებდა ახლოდან როგორი სუნი ჰქონდა შენს თმას. მე ხომ აქამდე, მხოლოდ კილომეტრიდან მიწევდა შენი არომატების დადგენა.
- ახლოდანაც კარგი აღმოჩნდა?
- შეუდარებელი.
ინა კაცს მიეხუტა და ისე ჩაეკრა გულში, როგორც ყველაზე სანუკვარ ადამიანს დედამიწაზე. მართლაც არავინ იყო ახლა მის ცხოვრებაში ქრისტიანოზე ახლობელი და ბოლო წლების განმავლობაში, პირველად გრძნობდა, რომ ვიღაც ჰყავდა - ძლიერი, გაბედული, მოსიყვარულე.
კაცის სურნელით გაბრუებულმა გოგონამ სიბნელეში, მთვარის შუქზე, ქუჩის გადაღმა განათებულ პატარა წერტილს მოჰკრა თვალი. ეს წერტილი აქამდეც მრავალჯერ უნახავს. სასწრაფოდ შეხედა ქრისტიანოს და შეშფოთებულმა უთხრა:
- პაპარაცებმა დაგვაფიქსირეს. სურათი გადაგვიღეს. არ მიიხედო, ან მიიხედე. არ ვიცი, როგორ აჯობებს.
- შენს გრძელ და შესანიშნავ ფეხებზე დაიკიდე - გაეცინა კაცს, გოგონას ხელი გადახვია და კვლავ გააგრძელეს ნელი სეირნობა მშვენიერი მთვარის ფონზე.
- ხვალ გრიზელდას წვეულებაა და დარწმუნებული ვარ, მისი ძაღლები საჭირო მასალებს აგროვებენ, რომ საღამომ ჩვეულებისამებრ ჩაიაროს, ანუ სარკაზმისა და მასხარაობის ზეიმი გამოვიდეს.
- მეც გამომიგზავნა მოსაწვევი, მაგრამ ჩვენზე თუ ინადირებდნენ, რას ვიფიქრებდი.
- ჩვენზე არა ქრის. შენზე და ჩემზე ცალ-ცალკე ნადირობდნენ და მშვენიერი სიურპრიზი დაუხვდათ. ვივიანი გადაირევა - გაეცინა გოგონას - გიჟდება შენზე, მემგონი ფარულად გეტრფის.
- ეგ ჩემს ფულს ეტრფის ან ჩემს სხეულს - ეცადა, სექსუალურად გამოეთქვა ბოლო სიტყვა, მაგრამ სასაცილოდ უფრო ჟღერდა. - გადაირიოს, ღირსი იქნება, იმის შემდეგ, რაც კონტრაქტი გაგიუქმა.
- ეს ბიზნესია ქრის და ჩემზე უკეთ იცი, რომ თუ შენი დაქირავებული მუშაკი ჭკუიდან იშლება, შენ კი ზარალობ, იძულებული ხარ, სამსახურიდან გაუშვა.
- შენ დაქირავებული მუშაკი კი არა, „ვივის“ გული და სული იყავი.
- ჰო, მაგრამ რამდენჯერმე მწარედ დავადე და მაგის მერე აუცრუვდა გული. არადა, ერთად მაგარი დამპალი ბანდა ვიყავით, ზოგჯერ მენატრება კიდეც. ჯიჯიც მენატრება...
- მეგობრები არ უნდა დაგევიწყებინა.
- მეგობრობა არ არის მარტო წვეულებებზე სირბილი და იმაზე საუბარი, ვისთან იწვა წინა ღამეს. ცუდად, როცა ვიყავი, არ გავხსენებივარ.
- რატომ იყავი ცუდად?
- არ ვყოფილვარ, ახლაც ცუდად ვარ.
- მე ვერ შევძლებ დახმარებას?
- მეეჭვება. თან არც მინდა მაგაზე ლაპარაკი. ისევ იმაზე ვფიქრობ, ღირს თუ არა გრიზელდას წვეულებაზე წასვლა.
- ნიღბებიანია, იცი?
- და რას მთავაზობ, შენიღბული შევიპარო და თვალი ვადევნო, როგორ განიხილავენ ჩვენს პაპარაცულ ფოტოებს? ან „ვივის“ ახალი სახე როგორ აღნიშნავს ჩემს ჩანაცვლებას?
- თუნდაც. ეგ გოგო შენი ფრჩხილის ფასადაც არ ღირს.
- ლამაზია.
- შენ ვერავინ შეგედრება.
- შენთვის მართლა ასეთი შთამეჭდავი ვარ?
- შენ ყველასთვის შთამბეჭდავი ხარ, უბრალოდ, ყველა არ აღიარებს.
ინას გაეღიმა, სუსხიან ამინდში, თავის მხარზე მოალერსე ქრისტიანოს ხელს ხელი ჩაკიდა და მკერდზე მიეხუტა.
- არ მოგშივდა? - ჰკითხა ქრისტიანომ.
- მომშივდა, მაგრამ ამ ქუჩის კუთხეში რომ ჰოთ დოგს ჰყიდიან, მხოლოდ ის მინდა. - განაცხადა გოგონამ.
- ქუჩაში ჭამა ყველაზე მშვენიერი რამეა, რაც პირველ პაემანზე შეიძლება გააკეთო. - გაეცინა კაცს.
- ანუ მაინც პაემანი გამოდის? - ეჭვისთვალით გახედა გოგონამ.
- ვინ იცის, იქნებ შეყვარებული წყვილის ხეტიალია - უპასუხა კაცმა და თმაზე აკოცა გოგონას.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ლილიკო

ძალიან საყვარელი ორი წყვილია რომელიც უკვე მიყვარს. თავიდან მიჩვეული ვიყავი ჩხუბს და რაღაცნაირად მეუცხოვა კიდეც ეს უცაბედი დაწყნარება და სიმშვიდე მაგრამ მგონია რომ გრიგალი ახლოვდება და რაღაც სასწაული მოხდება,რომელიც როგორც ყოველთვის ისე საინტერესოდ და საოცრად იქნება აღწერილი როგორც მხოლოდ შენ შეგიძლია. <3

 



№2 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლილიკო
ძალიან საყვარელი ორი წყვილია რომელიც უკვე მიყვარს. თავიდან მიჩვეული ვიყავი ჩხუბს და რაღაცნაირად მეუცხოვა კიდეც ეს უცაბედი დაწყნარება და სიმშვიდე მაგრამ მგონია რომ გრიგალი ახლოვდება და რაღაც სასწაული მოხდება,რომელიც როგორც ყოველთვის ისე საინტერესოდ და საოცრად იქნება აღწერილი როგორც მხოლოდ შენ შეგიძლია. <3

გაიხარე ლილიკო <3
მართალი ხარ, ქარიშხალი ახლოვდება, ან ზამთარი :დდ
winter is coming
სუსტებს განსაცდელი ელით :დდ

 



№3  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

ანა,
როგორ მომწონს ეს ისტორია, პერსონაჟები და შენს მიერ შექმნილი საოცარი გარემო რომ იცოდე ❤
ქრისტიანოსა და ინას დიალოგი მიყვარს, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ფაფუკი ბისკვიტი მიჭირავს ხელში, ვიცი სულელური შედარებაა მაგრამ მათი საუბრები სწორედ მსუბუქ, ფაფუკ ბისკვიტს მაგონებს ❤
ფრანკო და ინეც ისე მომწონს... ❤
ეშმაკური ღიმილის მიღმა სევდიანი ადამიანების აღმოჩენა მაგიჟებს ხოლმე, სწორედ ასეთები არიან ინე და ინა.
ძლიერი, ეპატაჟური ქალის სახის უკან პატარა დაუცველი გოგონა იმალება, რომელსაც გვერდით ვინმე ახლობელი ესაჭიროება ❤
უნდა ვაღიარო შენი ისტორიები გამორჩეულია, შენი მსუბუქი, უშუალო წერის სტილიც მიყვარს ❤ თავისუფლად ესაუბრები მკითხველს, ნელ-ნელა შემოგაქვს დაძაბულობაც, სიყვარულიცა და სიეშმაკეც ❤
არ ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ ძალიან ნიჭიერი და მაგარი გოგო ხარ !
არასოდეს დავიღლები ამის თქმით ❤
შემდეგ თავს მოუთმენლად ველი❤
და ბოლოს ისევ ვიტყვი რომ არაჩვეულებრივი ხარ! ❤

 



№4 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

TeddyBear
ანა,
როგორ მომწონს ეს ისტორია, პერსონაჟები და შენს მიერ შექმნილი საოცარი გარემო რომ იცოდე ❤
ქრისტიანოსა და ინას დიალოგი მიყვარს, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ფაფუკი ბისკვიტი მიჭირავს ხელში, ვიცი სულელური შედარებაა მაგრამ მათი საუბრები სწორედ მსუბუქ, ფაფუკ ბისკვიტს მაგონებს ❤
ფრანკო და ინეც ისე მომწონს... ❤
ეშმაკური ღიმილის მიღმა სევდიანი ადამიანების აღმოჩენა მაგიჟებს ხოლმე, სწორედ ასეთები არიან ინე და ინა.
ძლიერი, ეპატაჟური ქალის სახის უკან პატარა დაუცველი გოგონა იმალება, რომელსაც გვერდით ვინმე ახლობელი ესაჭიროება ❤
უნდა ვაღიარო შენი ისტორიები გამორჩეულია, შენი მსუბუქი, უშუალო წერის სტილიც მიყვარს ❤ თავისუფლად ესაუბრები მკითხველს, ნელ-ნელა შემოგაქვს დაძაბულობაც, სიყვარულიცა და სიეშმაკეც ❤
არ ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ ძალიან ნიჭიერი და მაგარი გოგო ხარ !
არასოდეს დავიღლები ამის თქმით ❤
შემდეგ თავს მოუთმენლად ველი❤
და ბოლოს ისევ ვიტყვი რომ არაჩვეულებრივი ხარ! ❤


უღრმესი მადლობაა <3 ჩემთვის ყოველთვის გასახარია იმის მოსმენა, რომ ვიღაცის გულში შეღწევა შევძელი. იმედია, ჩემი პერსონაჟები კიდევ უფრო განვითარდებიან, ვცილობ რომ ყველანაირი მხრიდან წარმოვაჩინო.
შენ კი დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარებისთვის. დიდი მოტივი და სიხარულია, როდესაც ვხსნი და ასეთ რამეებს ვკითხულობ.

 



№5 სტუმარი Diana

ვაიმეეეეე აი ახალი თავი დილით აქ რომ არ დამხვდეს არ ვიცი რას ვიზამ. სამი თავი არ მქონდა წაკითხული და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე სამივე. სასწრაფოდ ველი მეცხრე თავს. წარმომიდგენია რა მოხდება გრიზლის წვეულებაზე.
ნუ ამ ორ შესანიშნავ წყვილზე რა შეიძლება რომ ვთქვა.
ენ ჯეინ მართლაც უნაკლო გოგო ხარ და შეუდარებლად წერ. არ დააგვიანო მეცხრე თავი თორემ არ ვიცი რა დამემართება.ყოველი ახალი თავის ნახვაზე ელეთ მელეთი მემართება bowtie

 



№6 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Diana
ვაიმეეეეე აი ახალი თავი დილით აქ რომ არ დამხვდეს არ ვიცი რას ვიზამ. სამი თავი არ მქონდა წაკითხული და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე სამივე. სასწრაფოდ ველი მეცხრე თავს. წარმომიდგენია რა მოხდება გრიზლის წვეულებაზე.
ნუ ამ ორ შესანიშნავ წყვილზე რა შეიძლება რომ ვთქვა.
ენ ჯეინ მართლაც უნაკლო გოგო ხარ და შეუდარებლად წერ. არ დააგვიანო მეცხრე თავი თორემ არ ვიცი რა დამემართება.ყოველი ახალი თავის ნახვაზე ელეთ მელეთი მემართება bowtie

ვაიმეე, ხვალ დილით იქნბ დაგხვდეს ან დღეს საღამოს, არ ვიცი.
გრიზლის წვეულებაზე კაი რამეები მოხდება, იმედია გაგიმართლებ იმედებს.
მუღრმესი მადლობა, ასეთი შეფასებისთვის, ძალიან დიდი სიხარულით მავსებს ხოლმე მსგავსი ქათინაურები. <3

 



№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ჩემს თავს ვერ ვპატიობ როგორ ვრრ ვნახე ახალი თავი რომ დაამატა თქო!!!
მაგრამ თან ისე გამიხარდა უხასიათობიდან ეგრევე ხასიათზე მოვედი...
ფრანკო და ინე♥
ინა და ქრისტიანო♥
ეს ოთხი ჩემთვის გამორჩეული ..რაღაც ამოუცნობი პერსონაჟები არიან...
ინე და ფრანკო..ამ წყვილზე შემიძლია მთელი დღე ვისაუბრო..
სამყაროს მოწყვეტილები.. აი საყარლები და თბილები არიან..თითქოს არანაირი ბარიერი არააქვთ გადასალახი ანდაც არანაირი პრობლემრბი არააქვთ
ერთმანეთს ავსებენ..
აი ქრისტიანო და ინა კიდე სულ სხვა თემაა..ეს უფრო ძლიერი წყვილის ნაზავია.. არვიცი ეს უბრალოდ ჩემი ფიქრებია მაგრამ ასე მგონია.. აი ისეთი წყვილია სულ ცალკ-ცალკე რომ იყვნენ სიძლიერეს ვერ დაკარგავენ და ერთად ჰომ სამყაროს დაიპყრობენ..
ამ ორ წყვილზე ვგიჟდები..
ხომ შეიძლება რომ რაღაცით გავდნენ ინა და ინე ერთმანეთს..და გვნან კიდეც შეუპოვრებით..მაგრამ
ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავრბული და ერთნაირი პეროსნაჟები არიან..არ ვიცი როგორ ახერხებ მათ ასე აღწერას მაგრამ თითოეული სიტყვა ბევრს ნიშნავს ჩემთვის..♥♥♥
საინტერესოა ინას საქციელი, მეგონა არასდორს ნებდებოდა..მაგრამ არც ახლა დანებებულა ჩემი აზრით..
ასე სიუჟეტის წაყვანა ძალიან მომეწონა.. ოთხი ადამიანის სამყარო...
ვგიჟდები ქრისტიანოზე და მის გრძნობებზე თუ როგორ გამოხატავს..ან შენ როგირ გამოახატინე ასე ძლიერად და მთელი გულით და სულით..
მომინდა ჩემთვის ეთქვათ ესეთი რაღაც..:დ ♥♥
ფრანკოც მიყვარს, მაგრამ უფრო სხვანაირია გრძნობებს არ ააშკარავებს მაგრამ მაინც ზედმეტად გრძნობიარეა ისევე როგირც ინე..♥♥♥ ეს ოთხი ერთმანეთს ავსებს..
ზუსტადაც ინეს რომ ინა არ ჰყავდეს არავინ იქნებოდა და ინას რომ ინა...
ამას ინე ხვდება კიდეც და მიხარია მისი აღიარება რომ ინა განსაკუთრებულია..
ძალიან მომეწონა..ყოველი თავი ჩემთვის საუკეთეაო და განსაკუთრებულია.♥♥♥
რაღაც საოცარის მოლოდინში ვარ რადგან ძალიან განსხვავებული ისტორიაა და განსხვავებული გრძნოვრბი♥♥♥
ემოციებს საოცრად კარგად გადმოსცემ და ამან მომხიბლა ყველაზე მეტად♥♥♥
მგონი ძაან ბევრი ვილაპარაკე თუმცა არ შემიძლია არ ვთქვა ის რასაც კითხვის დროს ვგრძნობ და მგონია რომ ეს კიდევ ცოტაა..უფრო მეტ შექებას იმსახურებ♥♥♥
ველოდები მომდევნო თავს მთელი გულით და სულით ♥♥წარმატებები♥

 



№8 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ტკბილიწიწაკა
ჩემს თავს ვერ ვპატიობ როგორ ვრრ ვნახე ახალი თავი რომ დაამატა თქო!!!
მაგრამ თან ისე გამიხარდა უხასიათობიდან ეგრევე ხასიათზე მოვედი...
ფრანკო და ინე♥
ინა და ქრისტიანო♥
ეს ოთხი ჩემთვის გამორჩეული ..რაღაც ამოუცნობი პერსონაჟები არიან...
ინე და ფრანკო..ამ წყვილზე შემიძლია მთელი დღე ვისაუბრო..
სამყაროს მოწყვეტილები.. აი საყარლები და თბილები არიან..თითქოს არანაირი ბარიერი არააქვთ გადასალახი ანდაც არანაირი პრობლემრბი არააქვთ
ერთმანეთს ავსებენ..
აი ქრისტიანო და ინა კიდე სულ სხვა თემაა..ეს უფრო ძლიერი წყვილის ნაზავია.. არვიცი ეს უბრალოდ ჩემი ფიქრებია მაგრამ ასე მგონია.. აი ისეთი წყვილია სულ ცალკ-ცალკე რომ იყვნენ სიძლიერეს ვერ დაკარგავენ და ერთად ჰომ სამყაროს დაიპყრობენ..
ამ ორ წყვილზე ვგიჟდები..
ხომ შეიძლება რომ რაღაცით გავდნენ ინა და ინე ერთმანეთს..და გვნან კიდეც შეუპოვრებით..მაგრამ
ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავრბული და ერთნაირი პეროსნაჟები არიან..არ ვიცი როგორ ახერხებ მათ ასე აღწერას მაგრამ თითოეული სიტყვა ბევრს ნიშნავს ჩემთვის..♥♥♥
საინტერესოა ინას საქციელი, მეგონა არასდორს ნებდებოდა..მაგრამ არც ახლა დანებებულა ჩემი აზრით..
ასე სიუჟეტის წაყვანა ძალიან მომეწონა.. ოთხი ადამიანის სამყარო...
ვგიჟდები ქრისტიანოზე და მის გრძნობებზე თუ როგორ გამოხატავს..ან შენ როგირ გამოახატინე ასე ძლიერად და მთელი გულით და სულით..
მომინდა ჩემთვის ეთქვათ ესეთი რაღაც..:დ ♥♥
ფრანკოც მიყვარს, მაგრამ უფრო სხვანაირია გრძნობებს არ ააშკარავებს მაგრამ მაინც ზედმეტად გრძნობიარეა ისევე როგირც ინე..♥♥♥ ეს ოთხი ერთმანეთს ავსებს..
ზუსტადაც ინეს რომ ინა არ ჰყავდეს არავინ იქნებოდა და ინას რომ ინა...
ამას ინე ხვდება კიდეც და მიხარია მისი აღიარება რომ ინა განსაკუთრებულია..
ძალიან მომეწონა..ყოველი თავი ჩემთვის საუკეთეაო და განსაკუთრებულია.♥♥♥
რაღაც საოცარის მოლოდინში ვარ რადგან ძალიან განსხვავებული ისტორიაა და განსხვავებული გრძნოვრბი♥♥♥
ემოციებს საოცრად კარგად გადმოსცემ და ამან მომხიბლა ყველაზე მეტად♥♥♥
მგონი ძაან ბევრი ვილაპარაკე თუმცა არ შემიძლია არ ვთქვა ის რასაც კითხვის დროს ვგრძნობ და მგონია რომ ეს კიდევ ცოტაა..უფრო მეტ შექებას იმსახურებ♥♥♥
ველოდები მომდევნო თავს მთელი გულით და სულით ♥♥წარმატებები♥


ვაიმეეე, სული და გული ხარ. გამაბედნიერე და მომკალი დღეს.
არ ვიცი, წიწაკა კი არა, ვაშლატამა ხარ (ჩემი საყვარელი ხილია და)
უღრმესი მადლობა ამდენი არაჩვეულებრივი სიტყვისა და ემოციისთვის <3
რახან შენ ყველაფერი ისე გაიგე, როგორც არის და როგორც მინდოდა რომ გადმომეცა, ესეიგი ჩემი საქმე გამიკეთებია ხელებიც ამიწევია ბრატ :დდ
მარტალი ხარ, ინე არავინაა ინას გარეშე და არც ინა ინეს გარეშე. თითქოს ერთი მთლიანობაა... ორი სხვადასხვა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული და ამასთან, გაჭრილი ვაშლივით მსგავსი ერთმანეთისა. მემგონი, ცხოვრებაშიც ასეა. ის, ვინც ყველაზე მეტად არ გვიყვარს, შეიძლება სწორედ ისაა, ვის გარეშეც ჩვენს ცხოვრებას გროშის ფასი ექნებოდა.
წყვილებს რაც შეეხება, ვცდილობ მეტი დრაივი შევმატო, იმედია გამომივა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent