შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინცესტი სასიკვდილო დოზით #1


19-01-2018, 00:29
ავტორი -venus-
ნანახია 1 066

ინცესტი სასიკვდილო  დოზით  #1

თავი პირველი

ჩაბნელებულ ოთახში, საწოლზე იჯდა. კედელს იყო მიყრდნობილი, მუხლებზე ხელები შემოეხვია და ქანაობდა. დროდადრო თავს უარის ნიშნად იქნევდა. არ სურდა იმ მწარე რეალობის დაჯერება, რომელიც მას ასე მოულოდნელად შეეჯახა. ვერაფრით აანალიზებდა გაგებულს. შემდეგ მათ შორის მომხდარს, კადრებად იხსენებდა და თვალებიდან ცრემლები თავისებურად ზდიოდა.
საშინელი კვამლი იდგა, მისი სხეულიც ნიკოტინის დიდი დოზით იყო გაჟღენთილი და ამ უკანასკნელსაც დროდადრო ზრდიდა, მიყოლებით მოწეული სიგარეტით. ფიქრებიდან კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა. თავიდან ყურადღება არ მიუქცევია და მოწევას განაგრძობდა. როცა კაკუნმა იმატა და აშკარა იყო, რომ გაჩერებას არც აპირებდა, ლასლასით წამოდგა და კარები გააღო.
- რაა არის ტო. მე მეგონა გაიტრუპე. მისი ბოხი ხმის გაგონებისას ხასიათი უფრო გაუფუჭდა და ძლივს შეიკავა თვალზე მოწოლილი ცრემლი.
- შემოდი. ხმაჩამქრალმა უპასუხა და გვერდზე გადგა, რომ ახალგაზრდა ბიჭი შინ შემოეტარებინა.
- რა გჭირს? ხო მშვიდობაა?
- შენ კიდევ კაიფში ხარ? კითხვითვე უპასუხა, როცა ჩვეულებრივზე უფრო მეტად დაწვრილებული და ჩაწითლებული თვალები შენიშნა.
- ცოტათი კრასოტკა. შენთვისაც მაქვს საჩუქარი.
- ხომ გითხარი, რომ მე მაგ სიბინძურეს არ გავიკარებდი.
- კარგი რა. რა პონტში მიტეხავ? ეს დოზა არაფერს გიზავს, ჩემი ხო გჯერა. ხო იცი როგორ მიყვარხარ?! შენი აზრით ისეთს შემოგთავაზებ, რომ გავნოს? ხმა დაუთბა და ნელ-ნელა მიიწეოდა მასთან ახლოს. გოგონა კი უკან უკან იხევდა და ცდილობდა მისი ნათქვამი მიყვარხარ დაეიგნორებინა.
- არ მინდა და მორჩა.
- ეს ერთი და გპირდები აღარ მოგიტან. ნახე უბრალოდ რა მაგარ ხასიათზე დაგაყენოს. ჯიბიდან წვრილი შპრიცი ამოაძვრინა, რომლის მეოთხედიც საშინელი, მომწამლავი წამლით იყო გავსებული.
- არ მინდა თქო არ გესმის? ნელ-ნელა ხმას უმატა და ნერვიულობისგან შესამჩნევადაც აკანკალდა.
- ნუ გეშინია. ნახე რა ცოტაა. არაფერს გიზავს რა, რას პანიკობ.
- ბიჭო შენ არ გესმის? ნუ მიახლოვდები მაგ შპრიცით. წადი საერთოდ, აღარ მოხვიდე აქ!
- რაებს ლაპარაკობ კატა? ხმა აუმაღლა ბიჭმაც და მიხვდა გოგონა, რომ მის ასეთ მდგომარეობაში შეწინააღმდეგებას კარგი შედეგები არ მოჰყვებოდა, თუმცა მაინც არ დაანებებდა.
- რაც გესმის. მოკლედ მოუჭრა და კედელს აეკრო. შეშინებულმა მიიხედა უკან და მერე ბიჭს შეხედა, რომელიც გაჩერებას არც აპირებდა. თვალებში ჭინკები უთამაშებდა და ავის მომასწავებლად უღიმოდა კატას.
- თოკა! სისულელე არ ჩაიდინო. გოგონას ხმა ძლივს გაისმა ოთახში. ხელები საშინლად უკანკალებდა. ყველაფერს, ახლა თოკას ასეთი მდგომარეობაც ემატებოდა და ხვდებოდა, უმოქმედობა როგორ მოისვრიდა ჭაობში. ჭაობში საიდანაც ამოსვლა უჭირთ, ხშირ შემთხვევაში კი საერთოდ ვერ ამოდიან.
- არ გეტკინება პატარავ. მარჯვენა ხელი აუწია და კუნთზე რეზინის საჭერს უჭერდა.
- თოკა, გემუდარები არ გინდა! უკვე ტირილში გადასდიოდა. მისი ათრთოლებული სხეულის დანახვა ბიჭს უფრო ახელებდა. მოწონდა, რომ ეშინოდა. ვერ აზროვნებდა. ბიჭმა შპრიცს თავსახური მოაძრო და ნემსის წვერის დანახვაზე, რომელიც ნელ-ნელა მისი ვენისკენ მიემართებოდა, ტვინმა განგაში ატეხა. თვალებზე ბინდი გადაეკრო, შეშინებულმა და აკანკალებულმა, ეცადა გაბრძოლება, მაგრამ უშედეგოდ. თოკა არ აძლევდა განძრევის საშუალებას.
„ღმერთო ჩემო! ვეღარ გცნობ თოკა!“ ტვინში სულ ეს ფრაზა უტრიალებდა. გოგონამ ძლივს გაახილა თვალები როდესაც ჩხვლეტა იგრძნო. ეს ბოლო შანსი იქნებოდა მისი გადარჩენის. სანამ წამალი მის ვენაში შესვლას მოასწრებდა ტუმბოდან ნათურას დაწვდა და მთელი ძალით ჩაარტყა თავში. ბიჭი მომენტალურად გაითიშა და ძირს დავარდა. გოგონამ ღრმად ამოისუნთქა და ვენაში, ჯერ არ შესული ნემსი უკან გამოიძრო და ძალიან შორს მოისროლა. ყველაფერი მიალაგა შპრიცი აივნიდან მოისროლა და საწოლზე წამოწვა. თავიდან ეგონა, რომ მხოლოდ გათიშა და სანამ გონს მოვიდოდა, გამოფხიზლებასა მოასწრებდა და ნორმალურად შეძლედა დალაპარაკებას.
იატაკი ნელ-ნელა იღებებოდა წითელი სითხით. გუბე უფრო და უფრო დიდდებოდა და გამოფხიზლების დროც იწელებოდა. საწოლზე წამოწოლილი კატა ნელა წამოდგა და ცალი ფეხი ძირს ჩადგა. სისველე იგრძნო და მაშინვე წამოხტა.
- ღმერთო. წამოიყვირა და სახეზე ხელები აიფარა.
- არა, არა. ღმერთო არა! თოკა. თოკაა... ძირს მწოლიარეს მივარდა და თავი მუხლებში ჩაიდო. ეფერებოდა უკვე გარდაცვლილს და ცრემლებით უსველებდა სახეს.
- ეს რა ჩავიდინე! ეს რა გავაკეთე ღმერთო. თოკა! მე მოგკალი. მოგკალი გესმის? არ მინდოდა! მაპატიე არ მინდოდა.
მკვლელი ვარ! მკვლელი ვარ! ერთ ადგილს მიშტერებული იგივე პოზაში იჯდა და ქანაობდა. - მე მკვლელი ვარ!- იმეორებდა და მიშტერებულ წერტილს თვალს არ აშორებდა.

***
- 112 გისმენთ.
- პოლიცია გამოგზავნეთ ფალიაშვილის 12-ში.
- დაშავებულია ვინმე?
- გარდაცვლილი. მე მოვკალი. მკვლელი ვარ! ბოლო სიტყვები ტირილით აღმოხდა და ტელეფონი იატაკზე მოისროლა.

***
- იო, მკვლელობაა ფალიაშვილის 12-ში. ჩვენს ეკიპაჟს გზავნიან.
- გასაგებია. კუთვნილი სკამიდან სწრაფად წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა.
ზუსთად 5წუთში პოლიციის უამრავი მაინქანით გაივსო ფალიაშვილის ქუჩა. კრიმინალები ადგილის შემოწმებას შეუდგნენ. მიცვალებული საკაცეზე დააწვინეს და პროზექტურაში გადასაყვანად გაამზადეს. იოანე კიბეზე ავიდა და შეხსნილ კარებში შევიდა. დაინახა სისხლის გუბესთან ერთადგილას მჯდომი, სისხლში ამოთხვრილი გამხდარი გოგონა, თეთრ სარაფანში გამოწყობილი, ოქროსფერი თმით და ლამაზი თხელი კიდურებით. სისხლიანი ხელები მუხლებზე ედო და საშნლად ქვითნებდა.
იოანე ნელ-ნელა მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო. დენდარტყმულივით წამოხდა კატა. შეშინებული ლურჯი სფეროები შეანათა გამომძიებელს და უკან დაიხია.
- ნუ გეშინიათ. მე იოანე გამცემლიძე ვარ, გამომძიებელი. ამ საქმეს მე განვიხილავ და ვეცდები ყველაფერი გავარკვიო.
- გასარკვევი არაფერია. მე მოვკალი და მორჩა. შეგიძლიათ დამაპატიმროთ. ყველანაირი გამოძიების და წვალების გარეშე. სუსტი და სისხლიანი ხელები წინ გაუშვირა, ბორკილების გაკეთების მიზნით.
- არა, არა ესე არ ხდება. თქვენ ახლა შოკში იმყოფებით და გასაგებია თქვენი რეაქცია. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მკვლელობასაც კი.
- სისულელეა. დამადე ბორკილები და წამიყვანე! ხმას აუწია გოგონამ და განრისხებული თვალებით შეხედა საკმაოდ სიმპათიური გარეგნობის, ახალგაზრდა გამომძიებელს, რომელიც გოგონას რექციაზე წარბ შეუხრელად იდგა და ცდილობდა სახეზე გამოხატული ღიმილი არ შეეცვალა.
- უკაცრავად, თქვენი სახელი? მშვიდად განაგრძო იოანემ.
- კატა.
- უკაცრავად? დაიბნა გამომძიებელი.
- კატერინ. შემოკლებით კატა! განუმარტა გოგონამ და თავისი სახლი მოათვალიერა. ათასი პოლიციელი რომ ირეოდა და ყველაფერს ურევდა.
- გასაგებია ქალბატონო კატერინა, ახლა თქვენ განყოფილებაში წამობრძანდებით და ყველაფერს დაწვრილებით მომიყვებით. ვინ იყო გარდაცვლილი თქვენი, რა მოხდა რამდენიმე წუთის ან საათის წინ და ვეცდებით ეს საქმე გავხსნათ. კარგი?
- კარგი. უღონოდ ჩამოყრილი გამხდარი ხელები გაუწია წინ.
- არა, ვერ მიმიხვდით. ბორკილების გარეშე. ისევ თავაზიანად გაუღიმა იოანემ და გოგონას წინ გაუძღვა.

დაკითხვის ოთახში ისხდნენ, დაახლოვებით 2 საათი იყო გასული მას შემდეგ რაც მოიყვანეს, მაგრამ სიტყვა ვერ დააცდევინეს. მისი ფოკუსი ისევ ერთ არგილს იყო მიშტერებული და იმავეს იმეორებდა. „ მე მკვლელი ვარ“
შოკური მდგომარეობიდან არ იყო გამოსული, არც ცდილობდა გამოსვლას. ყველაფერი ცადეს, რომ რამდენიმე სიტყვა მაინც დაეცდინათ, თუმცა ამაოდ. ისევ და ისევ იმავეს იმეორებდა.
- ქალბატონო კატერინა, გვითხარით რა მოხდა ამა დღის დილის საათებში. ვინ არის თქვენთვის აწ უკვე გარდაცვლილი თორნიკე დავითის ძე ბახტაძე და როგორ აღმოჩნდა თქვენს ბინაში. ექსპერტიზის პასუხმა დაადგინა, რომ მის სხეულში საკმარისი დოზის ჰეროინი იყო. ვიცით, რომ რაღაცას გვიმალავთ და თუ არ დაგვეხმარებით, შესაბამისად ვერც მე დაგეხმარებით. არ ნებდებოდა გამომძიებელი.
- არაფერი მაქვს სათქმელი. იმავე პოზიციაში მჯდომმა ძლივს მოაბა თავი ეს სამად სამი სიტყვა გამოეშვა პირიდან. არადა თავში უამრავი რამ უტრიალებდა. ყველაფერი, მომხდარი. მასთან დაკავშირებული. ის დღეები მასთან გატარებული, როდესაც უბედნიერესი იყო, უყვარდა და იცოდა რომ არც ის იყო მის მიმართ გულგრილი. თუმცა მწარე რეალობამ ყველაფერი შეცვალა. შეცვალა კატერინაც, გრძნობებიც და ძლივს დალაგებული, ისევ უკუღმა ამოუტრიალდა თავში. ბევრი რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ იცოდა აზრი, რომ არ ექნებოდა ამ ყველაფერს. ამიტომ დუმდა, დუმდა და შიგნიდან იღრღნიდა გოგონას.
- თუ მწირ ინფორმაციას მაინც არ მოგვაწვდით ამ ფაქტთან დაკავშირებით, ვერაფრით დაგეხმარებით და ციხეში აღმოჩნდებით. იოანე მშვიდად განაგრძობდა საუბარს. გოგონა ისევ იჯდა, იჯდა და იოანეს უკან აღმართულ, უზარმაზარ მინას თვალს არ აშორებდა. გრძნობდა, რომ მინის უკან იყვნენ კიდევ ადამიანები, ვინც აკვირდებოდა ამ ყველაფერს.
- არა მეთქი! არ გესმით?! არა! არაფერი მაქვს სათქმელი. მოვკალი და მორჩა. დამანებეთ თავი! წამიყვანეთ სადაც გინდათ! ბოლოს იფეთქა გოგონამ. სკამიდან წამოხტა და მაგიდაზე ხელები დააბრახუნა. განრისხებული თვალებით მისჩერებოდა ახლა უკვე შეძრწუნებულ გამომძიებელს, რომელსაც გაოგნებისგან თვალები გაფართოვებოდა.
- შემეშვით მეთქი! არ ცხრებოდა კატა. იოანემ საჩვენებელი თითი ზემოთ აღმართა და წრიულად დაატრიალა. რაც ნიშნავდა, რომ დაკითხვა დამთავრდა. ორი პოლიციელი შემოვიდა ოთახში და გოგონას ბორკილები დაადეს.
- წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეთ და ფსიქიატრსაც დაურეკეთ. ბრძანება გასცა მან და ისევ კუთვნილ სკამზე დაჯდა. გოგონა უსიცოცხლოდ მიყვებოდა პოლიციის თანამშრომლებს და იოანეს თვალს არ აშორებდა. როდესაც მარტო დარჩა, ხელები თმაში შეიცურა ყმაწვილმა და იდაყვებით მაგიდას დაეყრდო. წინ დოსიე ედო. დოსიე სადაც გოგონას ოჯახზე,ხელჩასაჭიდი არაფერი ეწერა.
მამა- გარდაცვლილი 2001 წელს.
დედა- გარდაცვლილი 2014 წელს.
არანაირი კავშირი გარდაცვლილის ოჯახთან.
მამა- პაატა ბახტაძე.
დედა- უცნობი.
გონება საშინლად ჰქონდა დაძაბული. ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული და არანაირი კვალი იმისა, რომ თორნიკე და კატერინა რაიმე კავშირში იყვნენ. არანაირი სოციალური ქსელი და ფოტოები ერთად. ყველაფერი ისეთი იდუმალი და მიჩქმალული იყო, თავად საუკეთესო გამომძიებელსაც კი აერია გონება.
- არაუშავს. შენ თუ არ იტყვი, მეთვითონ გავარკვევ. თავისთვის ჩაილაპარაკა და დაკითხვის ოთახი დატოვა.

კატა იზოლატორში იყო გამოკეტილი. ნახევარი საათის წინ დამამშვიდებელი გაუკეთეს და საკვები შეუტანეს, მაგრამ პირი არაფერს დააკარა. მუხლებ მოკეცილი იჯდა კუთხეში. ცივ და ნესტიან კედელს აკრული და თავი მუხლებზე ედო. დროდადრო თავს წამოწევდა, აშლილი მზერით მოავლებდა თვალს ჩაბნელებულ ოთახს და გიჟივით ყვირილს იწყებდა. ყვიროდა, რომ მკვლელი იყო, რომ მისი ბრალი იყო თორნიკეს სიკვდილი, რომ დამნაშავე იყო და ის რომ მაინც უყვარდა ყველაფრისდა მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან რამდენიმე დღის წინ საშინელი, ამაზრზენი და მთელი მისი ცხოვრების თავზე დამმხობი ამბავი შეიტყო. იპოვნა ის, რაც საგულდაგულოდ იყო დამალული, ფაქტებით, ფოტოებით და წერილით. წერილით სადაც ეწერა ის, რისი გაგების შემდეგად კატერინას ფსიქიკა საგრძნობლად შეირყა, მაგრამ ცდილობდა ეს არ გამოევლინა. მერე მოხდა ის რაც მოხდა და ახლა ამ ნესტიან, ბნელ და საშინელ ოთახშია კუთხეში მიყუჟული და ფიქრობს ყველაფერზე. იმაზე თუ როგორ იცხოვროს ამის შემედგ, ანდაც ღირს კი საერთოდ ცხოვრება. იქნებ უბრალოდ უნდა იცოცხლოს, გადარჩეს ან იბრძოლოს გადარჩენისთვის...

ერთი კვირა გავიდა. კატა ისევ იზოლატორში იყო. არაფერს ჭამდა და ძალაუნებურად გადასხმებით კვებავდნენ, რომ არ მომკვდარიყო. ხმას ისევ არ იღებდა. ნელ-ნელა უარესობისკენ მიდიოდა ეს ყველაფერი. მისი ფსიქიკური აშლილობა ვლინდებოდა და რამდენჯერმე ექთანზე თავდასხმით მივდნენ იმ აზრამდე, რომ მისი იქ დატოვება მეთვალყურეობის გარეშე შეუძლებელი იყო.
დღეს კატერინა ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.
- გამიშვით! ხელი გამიშვით არ ვარ გიჟი. არ გესმით? ყველანაირად ცდილობდა გაძალიანებულიყო ორი ექთნისთვის, რომლებიც განკუთვნილი პალატისკენ მიათრევდნენ გოგონას.
- ყველა ეგრე ამბობს. ბოლოს ერთ ერთმა უპასუხა.
- გამიშვით მეთქი! არ მინდა იქ. არ მინდა! სახლში მინდა! არ ვარ გიჟი! ბოლო ხმაზე ყვიროდა. დანარჩენი პაციენტები კი გაკრვივებით უმზერდნენ გოგონას.
***
- მიაგენი რამეს? ერთ-ერთი პოლიციელი მივიდა იოანესთან.
- არაფერია. ხმას ისევ არ მცემს. რამდენჯერ მივედი უკვე იმ დაწყევლილ ფსიქიატრიულში აღარ ვიცი. დაღლილი სახით უყურებდა თანამშრომელს.
- მძიმე შემთხვევაა. არადა ვიცით, რომ მან მოკლა. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. რატომ არ ვაკავებთ მაინც ვერ ვხვდები.
- ეგრე არარის ნოე. კი, გასაგებია, მაგრამ ხომ არ ვიცით მიზეზი, თავდაცვითი იყო ეს თუ განზრახ მკვლელობა, ამ ყველაფერს გამოძიება ჭირდება, მაგრამ... ტიპებს არანაირი კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან. ყველაფერი გადავქექე. უკვე ტვინიც კი მტკივა იმაზე ფიქრში რამე ხომ არ გამომრჩა თქო. მის სახლშიც უამრავჯერ ავედი, ყველაფერი, ყოველი კუთხე და კუნჭული საგულდაგულოდ დავათვალიერე, საერთოდ არაფერია გესმის? ასეთი რამ ჩემს გამოცდილებაში არასდროს მქონია.
- ამ ყველაფერს კი გოგონას გაგიჟებაც ემატება. დაამატა ნოემ.
- ნამდვილად. სწორედ მაგიტომ ვარ ჩაციკლული ამ საქმეზე. ასე უბრალოდ მკვლელობა, მკვლელის გაგიჟება და დუმილი. საშინელი დუმილი, რომელიც ასე საოცრად მაწყვიტავს ნერვებს შეუძლებელია.
- რამით თუ შემიძლია დახმარება შემატყობინეთ უფროსო. გამოძახებაზე ვარ გასასვლელი, ავარიაა.
- მიდი ნოე, მიდი. თანამშრომელს დაემშვიდობა და ისევ მიუბრუნდა თავსატეხს. ლაბირინთს საიდანაც გამოსვლა უბრალოდ შეუძლებელია.

თეთრი იყო ყველაფერი. კედლები, საწოლი, ტუმბო. თეთრ ხალათში იყო გამოწყობილი. მკლავები უკუღმა გადაჯვარედინებულად ჰქონდა შეკრული, ძალაუნებურად. საკუთარი თავის დაზიანება ცადა. სხვა გზა არ დაუტოვა ექთნებს. მხოლოდ ძლიერი გამაყუჩებლებით თუ გათიშავდნენ, გამოღვიძებისას კი ყველაფერი ისევ ახლიდან იწყებოდა. პანიკური შეტევა, ყვირილი იმის, რომ მკვლელია და საკუთარი თავის დაზიანება. უკვე ორი კვირა გასულიყო იმ ამბიდან რამაც ამ მდგომარეობამდე მიიყვნა კატერინა, ანდაც იქნებ იყო სხვა მიზეზი ამისა. ეს არავინ იცოდა გარდა საკუთარი თავისა, თუმცა ხმასაც არ იღებდა. ყოველდღიურად აკითხავდა გამომძიებელი. უსმევდა იგივე შეკითხვებს, მაგრამ პასუხი ყოველთვის ერთი იყო : დუმილი.
- კატერინა, როგორ ხარ?
- არ ვიცი.
- არ მეტყვი არაფერს?
- რა მაქვს სათქმელი?
- ძალიან ბევრი რამ. რაც დაგვეხმარება რაღაცეების გარკვევაში.
- ხომ გითხარით?!
- ისევ იმავეს ნუ გაიმეორებ. უკვე ორი კვირაა აქ ყოველდღიურად მოვდივარ იმისთვის, რომ ერთი დაწყევლილი სიტყვა მაინც დაგცდეს. ძნელია? მდგომარეობიდან გამოდიოდა გმაომძიებელი, მაგრამ გოგნას შეშინებული მზერის დანახვისას, დაწყნარება სცადა.
- მაპატიე, უბრალოდ დამღლელია ეს ყველაფერი, ხომ გესმის?
- ხოდა ნუ იღლებით ბატონო. განმათავსეთ იქ სადაც საჭიროა, მომისაჯონ იმდენი რამდენიც საჭიროა, თქვენც დაისვენებთ და მეც.
- ასე ძალიან გინდა ციხეში ამოლპობა?
- და სიცოცხლეს რა აზრი აქვს?
- თუ მეტყვი რამეს მაინც იქნებ მივცეთ სიცოცხლეს აზრი?! შენს სიცოცხლეს.
- აბაშიძის 25.
- ვერ მივხვდი?
- მისამართი. დედაჩემის სახლის მისამართი.
- კი მაგრამ, იქ გინდა რომ წავიდე?
- ეგ თქვენ გინდათ ბატონო გამომძიებელო. ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა. ორი კვირის შემდეგ ძლივს მოაბა თავი ამ დიალოგის შედგენისთვის.
- გამოცანებით ნუ მელაპარაკები კატერინა.
- დავიღალე. დასვენება მჭირდება. ისედაც სულ გათიშული ვარ წამლების გამო, ხოდა მომეცით საშუალება ცოტახანს საღ გონებაზე ვიყო, წამლების ზემოქმედების გარეშე და დავტკბე ჩემი პალატის ფანჯრიდან გადაშლილი ულამაზესი ხედით. იოანემ მზერა მოაშორა გოგონას და ფანჯარაში გაიხედა. გისოსებით დაფარულ ფანჯარაში საიდანაც რმადენიმე მწვანედ მოელვარე ხე ჩანდა და ვერ მიხვდა რა იგულისხმა გოგონამ „ლამაზ ხედში“.
- გასაგებია, მალდობა. ახალგაზრდა სკამიდან წამოდგა და გოგონას დაემშვიდობა. პალატიდან გამოვიდა და შენობა დატოვა...

- ალო, ნოე. სასწრაფოდ მჭირდებით აბაშიძის 25-ში. ძლივს რაღაც მითხრა და უნდა გადავამოწმოთ. ათ წუთში მეც მანდ ვიქნები.

- გასაგებია უფროსო. პასუხის მოსმენისთანავე გათიშა ტელეფონი. მანქანაში ჩაჯდა და გოგონას მიერ მითითებულ მისამართისაკენ გაეშურა დიდი სისწრაფით. იმ იმედით, რომ რაიმეს მაინც აღმოაჩენდა...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ძალიან მომეწონა, ისეთი დიდი ინტრიგა და ინტერესი დამიტოვა, ვერ გადმოვცემ.
ძალიან მომწონს შენი ყველა ისტორიები. სამწუხაროდ, იშვიათად ვკითხულობ საიტზე რაღაცეებს და იშვიათადაც ვაკომენტარებ, მაგრამ სათაურმა მიმიზიდა ამ შემთხვევაში და გაოგნებული დამტოვა დასაწყისმა. ჯერ არანაირი თეორია არ მაქვს, შემდეგ ტავს ველი მოუთმენლად heart_eyes

 



№2  offline წევრი მოცინარი

ვა-ი-მე!
რა იყო ეს?
შოკიპიკიპანიკაა!
ინტრიგა, ინტრიგა და ი ნ ტ რ ი გ ა !
ან ფისოს (კატას) თავს რა ხდება, ან თორნიკეს საიდან იცნობს, ან რაღა აბაშიძის 25 :დდ ნათლიაჩემი ცხოვრობს იქ :/ :დდდ
რომ ვიცი, ბოლოს კატა დამნაშავე გამოვა და ზუსტად მაშინ სიმპაწიურ გამომიებელთან უკვე რომანი ექნება :/
ხოო... და ნოეო ვინცხა... :) ეს ისაა ვისაც მე ვფიქრობ?? :)
ჰმმმ! ინტრიგანო :/ <3

 



№3  offline წევრი ფსიქოპატი

საინტერესოააა
--------------------
tamo♡

 



№4  offline ადმინი -venus-

მოცინარი
ვა-ი-მე!
რა იყო ეს?
შოკიპიკიპანიკაა!
ინტრიგა, ინტრიგა და ი ნ ტ რ ი გ ა !
ან ფისოს (კატას) თავს რა ხდება, ან თორნიკეს საიდან იცნობს, ან რაღა აბაშიძის 25 :დდ ნათლიაჩემი ცხოვრობს იქ :/ :დდდ
რომ ვიცი, ბოლოს კატა დამნაშავე გამოვა და ზუსტად მაშინ სიმპაწიურ გამომიებელთან უკვე რომანი ექნება :/
ხოო... და ნოეო ვინცხა... :) ეს ისაა ვისაც მე ვფიქრობ?? :)
ჰმმმ! ინტრიგანო :/ <3

არ ვიცი არ ვიცი რა როგორ იქნება. ვწუხვარ დამთხვეული მისამართის გამო:დდ ნოე უბრალო პოლიციელია :დ მადლობა <3

ენ ჯეინი
ძალიან მომეწონა, ისეთი დიდი ინტრიგა და ინტერესი დამიტოვა, ვერ გადმოვცემ.
ძალიან მომწონს შენი ყველა ისტორიები. სამწუხაროდ, იშვიათად ვკითხულობ საიტზე რაღაცეებს და იშვიათადაც ვაკომენტარებ, მაგრამ სათაურმა მიმიზიდა ამ შემთხვევაში და გაოგნებული დამტოვა დასაწყისმა. ჯერ არანაირი თეორია არ მაქვს, შემდეგ ტავს ველი მოუთმენლად heart_eyes

ჩემი გოგო:* მიხარია რომ მოგეწონა. მიყვარხარ<3

 



№5 სტუმარი სტუმარი თათა

უცებ “ცოდვა” გამახსენდა..
სათაური მაღელვებს..
ყველაფეირ ძალიან საინტერესო ჩანს

 



№6  offline ადმინი -venus-

სტუმარი თათა
უცებ “ცოდვა” გამახსენდა..
სათაური მაღელვებს..
ყველაფეირ ძალიან საინტერესო ჩანს

მადლობა ჩემო კარგო. ცოდვა ვისია?

 



№7  offline აქტიური მკითხველი Mariam Shengelia_3

ინტრიგნულია! სათაური მითუმეტეს. მგონია რომ თორნიკე და კატა ერთად იყვნენ, მერე იმ წერილმა რომელიც სავარაუდოდ დედამკსმა დაუტოვა გააგებინა რომ და ძმა იყვნენ, ან რამე სხვა ნათესაური კავშირი, რავი ეგრე ვფიქრობ, ვნახოთ როგორი ინტუიცია მაქ :დდ

რაც შეეხება ისტორიას ძალიან მომწონს!
კარგად წერ და ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად❤❤❤

 



№8 სტუმარი სტუმარი shalo

sad cxovr9b

მოცინარი
ვა-ი-მე!
რა იყო ეს?
შოკიპიკიპანიკაა!
ინტრიგა, ინტრიგა და ი ნ ტ რ ი გ ა !
ან ფისოს (კატას) თავს რა ხდება, ან თორნიკეს საიდან იცნობს, ან რაღა აბაშიძის 25 :დდ ნათლიაჩემი ცხოვრობს იქ :/ :დდდ
რომ ვიცი, ბოლოს კატა დამნაშავე გამოვა და ზუსტად მაშინ სიმპაწიურ გამომიებელთან უკვე რომანი ექნება :/
ხოო... და ნოეო ვინცხა... :) ეს ისაა ვისაც მე ვფიქრობ?? :)
ჰმმმ! ინტრიგანო :/ <3

katas machuqeb ?

 



№9 წევრი BidBif

ვაუ ძალიან მაგარი იყო❤❤❤ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, რაღაც ეჭვები მაქვს უკვე, მაგრამ, დასკვნებისგან თავს შევიკავებ.. ველი მოუთმენლად შემდეგ თავს❤❤❤❤

 



№10 მოდერი ტკბილიწიწაკა

სერიოზულ შოკში ვარ!
ეს რა მაგროობაა!!!
ასეთი ინტრიგაა ჯერ არ მინახავს! ♥♥♥♥
ძალიაან დამაინტერესა აი ძალიან♥♥♥
ერთი სული მაქვს გაგრძელება ვიხილო!
სასწაული ნაწერია...ყველანაირად გამართული დალაგებული და აღმაფრთოვანებელი♥♥♥უნიჭიერესი ხარ ♥♥♥
წარმატებები♥♥

 



№11  offline წევრი თაკოგელ11

Aq gawyveta iqneboda megiii ???????? male dade raaa kargi iyo dzaan ????????

 



№12  offline წევრი Tamusia Egutidze

აუ ძალიან მაგარი იყო მოუთმენლად heart_eyes ველი ახაალ თავს არ გვალოდინო

 



№13  offline წევრი თ.მ

რაც Facebook-ზე დადე პოსტი რაღაც ახალი ისტორიას ვიწყებო და თან ასეთი ინტრიგნული სახელით დამაინტერესაააა. ყოველდღე ველოდი, სიახლეებში ვამოწმებდი იქნებ ეხლა დადოთქო. დღეს რომ შემოვედი და დავინახე ოოოოოო გავიფიქრე მეშველათქო<3.ძალიან კარგად დაიწყე და ვიცი რომ საინტერესოდ გააგრძელებ. ველი შემდეგ თავებს❤️❤️❤️❤️

 



№14 სტუმარი ალასკა.

სახელის გამო დავიწყე კითხვა, გარყვნილი და რამე კი არ ვარ :დ უბრალოდ ტარგარიენებს გენში გვაქვს :დდ კაი, ხუმრობასავით იქით იყოს და მომეწონა, არ მინანია რომ დავიწყე. ინტრიგა არის, წერის სტილი კარგია და ველოდები შემდეგს. ????

პ.ს ინცესტებსაც ველოდები :დდდ

 



№15  offline წევრი Tamusia Egutidze

ვაიმე ეს რა იყო? შოკში ვარ! ისეთი მაგარი ისტორიაა რომ რავიცი ახალ თავს ველოდები მალე დაგვიდე გთხოვ <3 ვნახოთ რას იზამს შემდეგში იოანე აუ ძაან რაღაცნაირი ბიჭია ანუ როგორ გითხრა... უცნაურად საყვარელი smile ჰოდა ველი ახალ თავს heart_eyes მაგარი ხარ

 



№16  offline ადმინი -venus-

ალასკა.
სახელის გამო დავიწყე კითხვა, გარყვნილი და რამე კი არ ვარ :დ უბრალოდ ტარგარიენებს გენში გვაქვს :დდ კაი, ხუმრობასავით იქით იყოს და მომეწონა, არ მინანია რომ დავიწყე. ინტრიგა არის, წერის სტილი კარგია და ველოდები შემდეგს. ????

პ.ს ინცესტებსაც ველოდები :დდდ

Tamusia Egutidze
ვაიმე ეს რა იყო? შოკში ვარ! ისეთი მაგარი ისტორიაა რომ რავიცი ახალ თავს ველოდები მალე დაგვიდე გთხოვ <3 ვნახოთ რას იზამს შემდეგში იოანე აუ ძაან რაღაცნაირი ბიჭია ანუ როგორ გითხრა... უცნაურად საყვარელი smile ჰოდა ველი ახალ თავს heart_eyes მაგარი ხარ

dzalian didi madloba gogoebo:d gamixarda rom mogewonat. incestobebi vnaxot vnaxot. rac sheexeba ioanes, io kai tipi myavs dzaan tbili da tavis saqmeze gadamivdaria amitom yvelafers izava rom es areulova daalagos. rogor da ranairad shemdeg tavebshi gamochndeba. mixaria rom chemi mkitxvelebi xart. miyvarxart<3 <3

 



№17  offline მოდერი ენემი

გამიხარდა ახალი მოთხრობა heart_eyes
თემა ძალიან საინტერესოა,
ასეთი თემა იშვიათად არის საინტერესო heart_eyes
ველოდები ახალ თავს,
სხვა სათქმელი არ მაქვს,
უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ როგორ გამახარე მე შენ.
ჰო მართლა: ისევ ნოე? იმედია "ამ" ნოესაც არ მოკლავ joy

 



№18  offline წევრი Peoplefallformysmile

დროულ გაგრძელებას ველი ^^

 



№19  offline წევრი Anano Magradze

ძალიან კარგია. აი, რომ ჩაგითრევს ისეთი. heart_eyes

 



№20 სტუმარი სტუმარი მზიკო

მეგიიიიიიიი ესსსსს მართლა რაა არის რა გამიკეთეე ულით და სულით ვკითხულობდი ჰოპ და დამთაავრდაა მეორე თავი მალე დაწერე გთხოვ ???????????? ყოჩაღ მაგარი გოგო ხარ ????????????????????????????????

 



№21  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

ძალიან საინტერსო ისტორიაა, საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.
პერსონაჟებიც მომწონს, შეურაცხადი კატერინა და გამომძიებელი იოანე.
ვნახოთ რა მელოდება მეორე თავში blush

 



№22  offline ადმინი -venus-

TeddyBear
ძალიან საინტერსო ისტორიაა, საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.
პერსონაჟებიც მომწონს, შეურაცხადი კატერინა და გამომძიებელი იოანე.
ვნახოთ რა მელოდება მეორე თავში blush

ჩემი დათუჩა<3 ველოდები შენს აზრს:* იმედია მოგეწონება heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent