შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, შენ არ ხარ12 თავი


19-01-2018, 02:54
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 763

შენ, შენ არ ხარ12 თავი

მთელი ღამე საავადმყოფოში გავატარეთ, ჩემდა გასაკვირვად ლევანი წამითაც კი არ მტოვებდა. ვთხოვდი წასულიყო მის დასთან რათა არ შეშინებოდა, თუმცა ის სასტიკად აპროტესტებდა.
დილის ათი საათი იყო როდესაც გოგსიკას პალატიდან ექიმი გამოვიდა, გვითხრა რომ ყველაფერი კარგად არის და რომ გონს მოვიდა.
- ექიმო შეიძლება მისი ნახვა? თვალცრემლიანი ეკითხება ნანა დეიდა.
- დიახ რათქმაუნდა.
- რადგანაც გონს მოვიდ მე წავალ. ჩემს ნივთებს ხელი დავავლე, იქედან წამოსვლას ვაპირებდი როდესაც ექიმის სიტყვებმა მოაღწია ჩემს ყურთასმენამდე.
-მისი ნახვა შეიძლება, თუმცა მას მხოლოდ თათულის ნახვა სურს. რომელია თქვენგან თათული?
მისი სიტყვების გაგებისას ერთ ადგილას გავშეშდი, ვერც წინ მივდიოდი და ვერც უკან. ნუთუ მას ჩემი უარის შემდეგ ისევ სურს ჩემი ნახვა? არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ამიტომ წასვლა გადავწყვიტე. თუმცა წინ ნანა დეიდა გადამიდგა.
- თათა საყვარელო, ვიცი რასაც ნიშნავს შენთვის გიორგი. ისიც ვიცი როგორ გატკინა გული თუმცა, ხომ იცი რომ შენ მისთვის განსაკუთრებული ხარ? ხომ იცი რომ შენსავეთ მას არავინ არ უყვარს? შენ მისთვის ერთადერთი და ხარ, შენ მისი წამალი ხარ თათა. მხოლოდ შენ შეგიძლია მისი გახარება, შენი ერთი დანახვითაც კი.
გთხოვ აპატიე მას მისი უგნური საქციელი, თუ არ აპატიებ ერთხელ მაინც ნახე. მას შენი ნახვა გაახარებს და გამოაჯანმრთელებს. ჩემი ხელი თავისასში მოიქცია მაკოცა  შემდეგ ზურგი მაქცია და დამტოვა მარტო. ვიდექი ესე გახევებული, რომ მენახა და გაველანძღე შემდეგ, შემდეგ რა მექნა? იქნებ ჩემი ნახვა იმიტომ უნდა რომ მასთან მისვლა ამიკრძალოს, შემდეგ რა გავაკეთო?
რაც იქნება, იქნება.
შემოვბრუნდი და მისი პალატისკენ წავედი, სახელური ფრთხილად ჩამოვწიე შესვლას ვაპირებდი როდესაც. მკლავში ხელი ქრისტინემ ჩამავლო და გამაჩერა.
- არ მინდა რომ ჩემი ქმრის გვერდით გხედავდე გესმის? შენ მასზე ცუდად მოქმედებ.
ნუ ცდილობ დაანგრიო ჩვენი ოჯახი, ნუ ცდილობ ჩადგე ჩვენს შორის. მე ის მართლა მიყვარს გესმის?
თუ კიდევ ერთხელ ეცდები და გიოს მიუახლოვდები მოგკლავ გესმის?
- შენი არ მეშინია ეს თუ იცი?
- შენ ჩვენი დაშორება გინდა, ამიტომ ყველაფერზე ვარ წამსვლელი.
- შენ ის არ გიყვარს.
- ორსულად ვარ. მე და გიოს მალე შვილი გვეყოლება, ამიტომ ნუ ეცდები ჩვენს შორის ჩადგომას. თუ კიდევ ერთხელ მიუახლოვდები ჩემს ქმარს, ბავშვს წავიყვან და მას არასოდეს ვანახებ იცოდე.
ეხლა შეგიძლია შეხვიდე, დაემშვიდობე და აღარასოდეს ნახო.
გახევებული ვიდექი კართან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ნუთუ მართალს ამბობს? ნეტა ნამდვილად ორსულად არის? ანუ ჩემს გამო შეიძლება გოგსიკამ ბავშვი ვერ ნახოს? არა ამას ვერ დავუშვებ.
- მიხარია რომ მოხვედი.
- მიხარია რომ კარგად ხარ.
- არ მეგონა თუ მოხვიდოდი. სევდიანი თვალებით მიყურებს ის.
- ხომ ხედავ რომ მოვედი.
- მაპატიე?
- მინდოდა დავრწმუნებულოყავი რომ კარგად ხარ.
- შემდეგ?
- რადგანაც კარგად ხარ, მე შემიძლია წავიდე.  ზურგი ვაქციე და გამოსვლას ვაპირებდი.
- თათ არ წახვიდე გთხოვ.
- არ შემიძლია, უმდა წავიდე.
- რატომ?
- ესეა საჭირო. ბედნიერებას გისურვებ გოგსიკ, შენ ჩემთვის ყოველთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი იქნები.
არასოდეს მომძებნო კარგი? პირობა მომეცი რომ აღარასოდეს მნახავ?
მისკენ არ შემოვბრუნებულვარ რადგან არ შემეძლო მისი სახის დანახვს, არ მინდოდა მას ჩემი ცრემლიანი თვალები ენახა. არ მინდოდა იმაზე მეტად სტკენოდა ვიდრე მე მტკიოდა ეხლა. ვიცო რომ ლაჩარივით ვიქცევი, ვიცი რომ არ არის ჩემი დანებება კარგი. თუმცა ვერ დავუშვებ იმას რომ გოგსიკას შვილი მამის გარეშე გაიზარდოს.
- არ შემიძლია თათ, ვერ მოგცემ ამის პირობას.
- მშვიდობით.
მხოლოდ ესღა ვუთხარი და იქაურობას სასწრაფოდ გავეცალე. არ ვიცოდი სად მივდიოდი მხოლოდ ის მახსოვს რომ მანქანას გიჟივით ვმართავდი.
თვალებიდან ცრემლები მცვიოდა და მივსტიროდი ძველ მოგონებებს, ვიცოდი რომ ვკვდებოდი ოღონდ დარდით.
არ შემეძლო, ვერ შევძლებდი მის გარეშე მოვკვდებოდი თუმცა სხვა გზა არ მქონდა. დავნებდი საერთოდ არ ვყოფილვარ ისეთი ძლიერი როგორიც მეგონა.
ადვილად დავთმე მეგობრის სიყვარული, მთელი ეს წლები და მოგონებები წარსულს ჩავაბარე.
მე ის საბოლოოდ დავკარგე და ეს მკლავდა.
გონს  ჩემი პატარა ნიკოს ხმას გამოვყავარ. არმახსოვს აქ როგორ მოვედი, არც ის ვიცი აქ რას ვაკეთებდი. მხოლოდ ის ვიცოდი რომ ნიკო ჩემთვის, ეხლა ყველაზე დიდი წამალი იყო. მხოლოდ მას შეეძლო ჩემი დარდის გაქრობა.
თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე და მანქანიდან გადმოვედი.
- მომენატრე. მისი პატარა ხელები მომხვია და ძლიერ მიკრავდა.
- ეხლა სწორედ რომ შენ მჭირდებოდი ნათლი.
- ნათლი რატომ ტირი? ხომ იცი არ მიყვარს შენს თვალზე ცრემლები? ბრაზიანი სახით მიყურებს ის, მალევე მშორდება და თვალებიდან დარჩენილ ცრემლს მაშორებს.
- გაიღიმე. აი ეგრე გიხდება ღიმილი. შემდეგ ლოყაზე ხმაურით მკოცნის და სახლში შევყავარ.
- დე ნახე ვინ მოვიდა. ყვირილით შედის ნიკო ოთახში.
- თათა საყვარელო, რამდენი ხანია არ მიმახიხარ. ხომ კარგად ხარ?
-კარგად ვარ ნათი, შენ?
- ამის ხელში როგორ უნდა ვიყვე? ნიკოს თმაზე წაეთამაშა და იდევ მე მომიბრუნდა. ყავას ხომ დალევ?
- სიამოვნებით.
- დაჯექი და ეხლავე მოვიტან. ნათია სამზარეულოში გავიდა და დაგვტოვა მე და ნიკო.
- აბა მითხარი შენ როგორ ხარ?
სავარძელში მოვთავსდი და ნიკო კალთაში ჩავისვი.
- ნათის უთხარი რა ბაღში არ წამიყვანოს ნათლი. არ მიყვარს ბაღი, იქ ცუდი ბავშვები არიან.
- ბაღი კარგია საყვარელო, რატომ არ მოგწონს?
- მე სახლში მინდა. გაგულისებული ამბობს ის და თავს გულზე მადებს.
- კარგი ვეტყვი რომ არ წაგიყვანოს, ოღონდ მხოლოდ რამოდენიმე დღით კარგი?
- კარგი. ჩუმად ამბობს ის და უფრო მეკვრის.
- შენი ყავა. ფინჯანს წინ მიდებს ნათია და ჩემს წინ სავარძელში თავსდება.
- მადლობა. გიო სად არის?
- გიო, გიო ამერიკაშია. რამოდენიმე თვიან ტრენინგებზე. გიო ნიკოს მამა, ძალიან მიყვარს რადგან ძალიან კარგი ადამიანია და ასევე მოსიყვარულე მეუღლე და მამა.
- უი არვიცოდი, დიდიხანია?
- უკვე ერთითვეა. შენ რაშვები? რახდება ახალო შენკენ?
- შეყვარებული ვარ ნათ. ღიმილით ვამბობ მე.
- არ არსებობს, შენ შეყვარებული ხარ? გაკვირვებული ამბობს ის. და ვინ არის ის ბედნიერი?
- იკას მეგობარი ლევანი, იცნობ?
- ლევანს როგორ არ ვიცნობ. მოიცა შენ რა ლევანი გიყვარს?
- ჰო.
- ძალიან მაგარიათ თათ. ლევანი ძალიან კარგი ადამიანია.
- ნათლი შენ რა თხოვდები? თვალცრემლიანი მიყურებს ნიკო.
- რატომ ტირი საყვარელო?
- არმინდა რომ გათხოვდე. მერე საერთოდ ვერ მოიცლკ ჩეთვის, არ გათხოვდე რა ნათლი. ტირილს უფრო უმატა მან.
- არა საყვარელო არ ვთხოვდები. ოღონდ შენ არ იტირო და არ გავთხოვდები.
- ჰოდა ეგრე. ხელებს ძლიერად მხვევს და თავს ისევ გულზე მადებს.
- როგორ დაიმსგავსე ესეთი ეგოისტი? სიცილით ამბობს ნათია.
- ყველაფერში მე მგავს ეს ბავშვი. მეც სიცილოთ ვამბობ და ნიკოს თავზე ვკოცნი.
- ჩემი ეჭვიანი, ეგოისტი ბავშვი.
- იცი რამოდენიმე დღის წინ, თავის ოთახში ჩაიკეტა და მოთქმით ტიროდა?
- კიმაგრამ რატომ?
- თავიდან არ მეუბნებოდა შემდეგ კი ვათქმევინე.
- რაო მერე?
- ამბობდა ნათლიას მალე შვილი ეყოლება და მე აღარ ვეყვარებიო.
- რა სისულელეა ჩემო ანგელოზო, მე შენ სულ მეყვარები.
- ბავშვი რომ გეყოლება?
- არა საყვარელო, ჯერ-ჯერობით აღარ მეყოლება. შენ არ ინერვიულო კარგი.
- ძალიან მიყვარხარ ნათლი. ხელზე მკოცნის და გემრიელად თავსდება ჩემს კალთაში.
 საღამომდე დავრჩი იქ, ნიკოს ჩემს მკლავებში დაეძინა საწოლში დავაწვიმე საღამურები ჩავაცვი შუბლზე ვაკოცე, შემდეგ ნათიას დავემშვიდობე და სახლში წამოვედი.
გზაში დედას დავურეკე მოვიკითხე და ვთხოვე, რამოდენიმე დღით ნუკა ჩემთან გამეშვა რაზეც მალევე დამთანხმდა.
სახლში მისულს ნუკა უკვე კართან ატუზული დამხვდა.
- ესე მალე როგორ მოხვედი? ხალისიანთ გადავკოცნე საყვარელი დაიკო და კარი გავხსენი.
- როგორც კი დარეკე ეგრევე წამოვედი.
ღიმილოთ მეუბნება ის და სახლში შედის.
- შხაპს მივიღებ და ეხლავე გამოვალ, შეგიძლია შენს ოთახში შეხვიდე და გამოიცვალო.  მის პასუხს აღარ დავლოდებულვარ სააბაზანოში შევეხი, წყალი მალევე გადავივლე და უკნა ხალათისამარა დავბრუნდი.
- ნუკი რაიმე გემრიელ სალათს გავამზადებ, შენ მანამდე ფილმი მოძებნე და ჩავუსსდეთ. შევძახე ოთახში მყოფ ჩემს დას და მაცივრიდან პროდიქტები გამოვალაგე.
მალევე გავამზადე მაკარონის და ძეხვის სალათი, ვიცოდი ნუკას ძალიან უყვარდა ამიტომ ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია. უკვე გამზადებული სალათი თეფშებზე გადავანაწილე, ორ ჭიქას და წითელ ღვინოს ხელი დავავლე და მისაღებში გავიტანე. ყველაფერი გაზეთის მაგიდაზე დავაწყვე, ისევ სამზარეულოში დავბრუნდი და თეფშები წავიღე.
- როგორ მიყვარხარ თათა. პირგამოტენილი მეუბნება ნუკა და გემრიელად აგრძელებს ჭამას.
- აბა რა ფილმი აარჩიე? სიცილით ვეკითხები ჩემს დას.
- აუ ზებუნებრივს ვუყუროთ რა? სულ რაღაც 13 სეზონი აქვს, თან ბოლო სეზონი ჯერ ბოლომდე არ არის გამოსული.
- 13? რა ამბავია გოგო ცამეტი.
- დთხოვ რა. ყელს საყვარლად წელავს და კატის თვალებით მიყურებს.
- კარგი ჯანდაბას ვუყუროთ. დანებების ნიშნად ხელებს ვწევ და სალათის ჭამას ვაგრძელებ.
- მოდი გავიმაწილოთ, მე სემი შენ დინი. პირველი სერიის დასრულების შემდეგ ნუკამ ბიჭები დაანაწილა.
- რამდენი გაკლია დაო. ხარხარით ვამბობ მე და კარის გასაღებად მივდივარ, სადაც ეხლახანს ატყდა ბრაგუნი.
- მოვდივარ, მოვდივარ რა უბედურებაა. ყვირილით მივდივარ და კარს ვაღებ.
- რა ჯანდაბა გინდა? ბრაზით ვამბიბ როდესაც კართან მდგომ მათეს ვუყურებ.
- რამდენი ხანია ბატონი შალვა გირეკავთ, გაგიჟდა კაცი გუშინ გიჟივით რომ გავარდი და არაფერი უთხარი.
- ღმერთო ჩემო ბაბუ. თავში ხელი წამოვირტყი და ოთახისკენ გავიქეცი, ტელეფონზე ბაბუს დავურეკე. ყველაფერი ავუხსენი და ბოდიში მოვუხადე. როდესაც ტელეფონზე საუბარი დავასრულე ისევ უკან დავბრუნდი, კარისკენ გავიხედე და ის იდიოტი ისევ კართან დგას.
- ბაბუს უკვე ვესაუბრე, შეგიძლია წახვიდე. თვალების ქაჩვით ვეუბნები მას.
- თათ ვინ არის? მალევე ჩვენთან ნუკაც ჩნდება.
- სტუმარს აქ რატომ აყურყუტებ? მობრძანდით. მათეს სახლში იპატიჭებს და მტოვებს ესე გახევებულს კართან.
- თათ დაკეტე ეგ კარი. მისაღებიდან გამომძახა ნუკამ.
- რა საჭირო იყო მისი შემოპატიჟება? ბრაზით ვეუბნები ჩემს დას
- მეც გამიხარდა შენი ნახვა. ისევ ეს მისი ირონია, ეს ბიჭი უკვე ნერვებს მიშლის.
- როგორ მინდა ერთი მაგრად გგლიჯო მაგ სიფათში.
- თათა. თვალის ბრიალოთ მეუბნება ნუკა. - წადი გამოიცვალე, ვერ ხედავ მაგ ხალათი მხოლოდ ნახევარ საჯდომს რომ გიფარავს?
- ეს ჩემი სახლია, მინდა ხალათით ვივლი და თუ მომიმდება სულ შიშველი ვირბენ. მე არავის ვუარდები სახლში შიშველი, თვითომ შემომივარდა და მე კიდევ კომპლექსები არ მაწუხებს.
ღიმილით ვამბობ და ისევ კარის გასაღებად მივდივარ.
- რა ხდება კი მაგრამ, ყველას დღეს მოუნდა სტუმრობა. ღიმილი სახეზე მახმება როდესაც კარში მდგომ ლევანს ვხედავ.
- ცოცხალი ხარ? რახანია გირეკავ გწერ თუმცა ტყუილად. თათა არ შეგეძლო ერთხელ მაინც მოგეწერა. თვალებიდან ცეცხს აფრქვევდა ის.
- მაპატიე. ტელეფონი საძინებელში მაქვს და არ გამიგია. ნუკა მყავს სტუმრად, ტელევიზორს ვუყურებდით და მართლა არ გამიგია. დასჯილი ბავშვივით ვაბარებდი ლევანს ახსნა განმარტებას.
- კარგი არაუშავს მთავარია კარგად ხარ. მალევე მიღიმის და მის ღიმილზე მეც მეღიმება.
- შემოდი კარში რატომ  დგეხარ?
- სტუმრები გყავს? მეუბნება როდესაც მისაღებისკენ მიდიოდა.
- არა მათეა, ბაბუს გამოიგზავნია. გუშინ რომ წამოვედი არაფერი მითქვამს და.
- გასაგებია. მხოლოდ ამას ამბობს და მათკენ მიდის.
- ლევან როგორ ხარ? ფეხზე დგება ნუკა და ლევანს ეხვევა.
- კარგად შენ?
- მეც კარგად, გაიცანი ეს მათეა.
- სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც. ისეთი ხმით ამბობს ლევანი და ისეთი თვალებით უყურებს რომ სადაცაა მოკლავს. მის საქციელზე მეცინება და სამზარეულოში გავდივარ ყავისთვის.
- შენ ყველა სტუმარს ნახევრად შიშველი ხვდები? მესმის ზურგს უკან ლევანის ხმა.
- ყველას არა მხოლოდ განსაკუთრებულებს. გადავწყვიტე მის ნერვებზე მეთამაშა.
- აჰა გასაგებია, ანუ მათე განსაკუთრებულია.
- ჰო შეიძლება ეგრეც ითქვას.
- თათა რატომ ცდილობ დამაწყვიტო ნერვები?
- მიყვატს როდესაც ნერვებს გიშლი. ყავის ფინჯანით ხელში მისკენ ვბრუნდები, და მომაჯადოვებლად ვუღიმი.
- შენ რომ არ მყავდე მოვკვდებოდი. ამბობს ის და ჩემს ტუჩებს ეწაფება.
- მითხარი რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ნერვების მოსაშლელად თქვი?
- რათქმაუმდა, აბა მართლა ნახევრად შიშველი ხომ არ დავხვდებოდი მას. მის გულიპრყვილობაზე მეცინება და ბოლო ხმაზე ვხარხარებ.
- თათ მინდა ამ დღეებში ჩემები გაგაცნო.
- ლევან არ ფიქრობ რომ ჯერ ადრეა?
- რატომ? საერთოდ არ არის ადრე.
- არ მინდა რომ ავჩქარდეთ. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარხარ, ჩემზე ბევრი რამ არ იცი. არც მე გიცნობ ისე კარგად რომ.
- რომ ცოლად გამომყვე?
- არა ეგ რა შუაშია.
- აბა რა არის შუაში?
- და შენს მშობლებს რომ არ მოვეწონო? პატარა ბავშვივით ვამბობ მე და თავს ვხრი.
- რა სულელი მყავხარ თათა. დედა ჩემმა შენზე ყველაფერი იცის, ჩემებს ძალიან უნდათ შენი გაცნობა. ერთი სული აქვს მის სარძლოს როდის გაიცნობს.
- მართლა?
- ჰო მართლა, ხვალ გელოდებიან.
- კარგი მაშ ხვალ წავიდეთ.
- ძალიან კარგი, ხვალ ოთხისთვის გამოგივლი და წავიდეთ.
- ნუკა რომ წამოვიყვანო შეიძლება?
- კი როგორ არა. ეხლა უნდა აწავიდე სამსახურში დღეს მორიგე ვარ.
- კარგი ხვალ გელოდები. ტუჩებში მოწყვეტით ვკოცნი და გასასვლელისკენ მივყვები. ნუკას ემშვიდობება, მათე უკვე წასულა.
- დროებით. შუბლზე მკოცნის და კარში უჩინარდება.
-თათული შეყვარებულია, ხალხნოო თათული შეყვარებულია.
ლევანის სახლიდან გასვლა და ნუკას კივილი ერთი იყო.
- ჰო შეყვარებული ვარ დაო. მის საქციელზე მეცინება და ყვილიში მეც ვყვები.
- მაგას რა სჯობს მერე.
- ხვალ მისი მშობლები უნდა გავიცნო, შენც ხომ წამოხვალ?
- დიდი სიამოვნებით. სუფრა ავალაგე და ყავის ფინჯნებით ხელში ისევ მისაღებში ვბრუნდები.
- თათ რა ხდება გოგსიკასთან? შეპარვით მეკითხება ნუკა.
ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, გოგსიკას სახლში მოსვლიდან საავადმყოფოს ამბებთან ერთად.
- მერე რას აპირებ? სევდიანი ხმით მეკითხება ის.
- არვიცი დაო რა ვქნა, არ მიმდა გოგსიკას უბედურების მომტანი მე ვიყვე. ამიტომ სჯობს საბოლოოდ გავწყვიტო მასთან კონტაქტი.
- ეგრე როგორ შეიძლება? თქვენ ხომ ბავშვობის მეგობრები ხართ.
- სხვა გზა არ მაქვს ნუკ.
- რომ მიხვიდე და მის ცოლს დაელაპარაკო?
- რა აზრი აქვს? ის გოგო ვერ მიტანს, ისევე როგორც მე ვერ ვიტან მას.
მეტი აღარაფერი მითქვამს ტკბილი ძილი ვუსურვე და ჩემს ოთახში შევედი.
შესვლისთანავე საწოლზე გავწექი და თვალები ძლიერ დავაჭირე ერთმანეთს, რათა აღარაფერზე მეფიწრა.
დილით საკმაოდ ადრიამად გამეღვიძა, დილის პროცედურებს მალევე მოვრჩი საუზმე გავამზა დე და მე და ნუკამ ერთად ვისაუზმეთ. შემდეგ საავადმყოფოში წავედი, ექიმმა დანიშნულება მომცა თან თაბაშირიც მომხსნა და იქედან მალევე წამოვედი. დრო ძალიან მალე გადიოდა უკვე სამი საათი იქნებოდა მომზადება რომ დავიწყეთ.
შავი ერთიანი კაბა ჩავიცვი,  წინ საკმაოდ ამოღებული,  ასევე მუხთან ძახსნილი.თმმები გვერდით ჩავიხვიე, მკვეთრი მაკიაჭი გავიკეთე და ფრხზე შავი ფერის მაღლები ჩავიცვი.
რძისფერი მანტო და ჩანთა მისაღებში გავიტანე და სავარძელზე გადავკიდე.
- ეა ლამაზი ხარ თათ. წითელ მოკლე კაბაში გამოწყობილი ნუკა მხვდება და რამოდენიმეჯერ მატრიალებს.
- დამეხვა თავბრუ შექალო. უხეშად ვიშორებ მის ხელს და ოთახში ბოთლას ცემას ვიწყებ.
- ნუკ რომ არ მოვეწონო მათ. ლევანს რომ უთხრან დაშორდიო, არარის კარგი გოგო არ შეგეფერებაო? მერე რა ვქნა?
- რა გაქვს სამერვიულო დაო? ულამაზესი ხარ, მადლობა თქვან მათ ოჯახში რძლად თუ შეხვალ.
- რა კარგად დამაშვიდებ. ნერვებმოშლილი ისევ აქეთ-იქით სიარულს ვიწყებ მე.
- ტელეფონი გირეკავს. ტელეფონს დავწვდი სადაც ლევანი რეკავდა, ეხლა უფრო მეტად ამიტყდა ნერვიულობა. ხელის კანკალით დავაჭირე ხელი მწვანე ღილაკს და ჩამქრალი ხმით ვუპასუხე.
- ჰო.
- თათ მოვედი ჩამოდით.
- კარგი. ტელეფონს ვთიშავ და ისევ უკან ვაბრუნებ.
- მოვიდა.
- წავედით მერე. ნუკა ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა.
- მე არ წამოვალ, შენ წადი.
გადაჭრით ვამბობ მე.
- და მერე რა ვუთხრა? იცით რა ჩემი და ნერვიულობს და ჯერ მე შემაფასეთ და მერე ის თქო.
- ჰო.
- ჰო კიარა, ეხლა გამკადგი ფეხი თორემ მოგტეხავ მაგ ფეხებს. ჩემი მანტო და ჩანთა ხელებში სემაჩეჩა და რასაცქვია სახლიდან გამაგდო.
-დავიმტვრევი ესე. ვყვირი როდესაც ნუკა კიბეებზე მიმათრევს. სულ ყვირილ წივილით ჩამატარა ხუთი სართული და სადარბაზოდან გამაგდო.
- არახარ შენ ნორმალური გოგო. კინაღამ ფეხები დამამტვრიე.
- აბა შენით არ მოდიოდი და.
- რა ხდება? ვერც კი შევამჩნიე როგორ მოგვიახლოვდა ლევანი და ჩემს გვერსით დადგა.
- აა ისეთი არაფერი. ღიმილით ვეუბნები მე.
- როგორ თუ არფერი, გაგიჟდა მე არ წამოვალ მეშინია შენ წადიო. სიცილით ამბობს ნუკა.
- და კი არა მტერი ხარ შენ ჩემი. სიმწრის ღიმილით ვეუბნები ნუკას.
- ნუ გეშინია არ გეგჭამენ. ძალიან ლამაზი ხარ. ლოყაზე ხმაურით მკოცნის და ნამქანისკენ მივყევარ.
- მადლობა. კარს მიღებს და ჩემს ადგილს ვიკავებ.
- სად მივდივართ? ინტერესით ვეკითხები საჭესთან მჯდომ ლევანს.
- აქვე ამირანში.
ისიც მალევე მიბრუნებს პასუხს.
- უფრო შორს რომ ყოფილიყო არს?
- კარგი რა თათა რისი გეშინია?
ჩემი ხელი თავის ტორში მოაქცია და მაკოცა.
- ვნერვიულობ.
- ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად ოქნება.
რაც უფრო ვუახლოვდებოდით რესტორანს მითუ უფრო ვნერვიულობდი.
ნერვიულობა უკვე კანკალში გადამეზარდა, ყოველთვის ესე მემართებოდა როდესაც რაღაცაზე ვნერვიულობდი.
მანქანა რესტორანთან გააჩერა და გადავიდა. ჩემს მხარეს მოუარა და კარი გამოღო.
- მობრძანდით ქალბატონო. მომაჯადოვებლად მიღიმის და ხელს მიწვდის.
- ღმერთო შენ მიშველე. პირჯვარს ვიწერ და მანქანიდან გადავდივარ.
- თათა რა სასაცილო ხარ. ხარხარით ამბობ ნუკა როდესაც ჩემს მოქმედებებს აკვირდება.
- ნუკა ოღონდ ეხლა გადავტჩე და სახლში მისულს მოგხედავ შენ.
სიმწრით ვიცინი და რესტორანში შევდივართ.
- აი იქ არიან. ლევანი ხელს ხალხმრავალ ადგილოსკენ იშვერს და იქეთკენ მექაჩება.
სახეზე ცივმა ოფლმა დამასხა, გული ისე ძლიერ ამიჩქარდა რომ ჩემი გულის ცემა მე თვითონ მესმოდა. რაც უფრო ვუახლობდებოდი მათ, მით უფრო მემატებოდა კანკალი. სადაცა ფეხებიც მომეკვეთებოდა,რომ არა ლევანის მკლავები ჩემს წელზე, იქვე გავითხლაშებოდი.
- აი ჩვენც მოვედით. იქ მყოფების ყურადღების მისაპყრობლად ხმამაღლა წამოიძახა ლევანმა.
- ლევან შვილო მოხვედით. მალევე წამოვიდა ჩვენკენ მაღალი ქერათმიანი ქალბატონი.
- შენ ხარ ხო ჩემი თათული. როგორც კი ქალი მომიახლოვდა ეგრევე გადამეხვია, შემდეგ მალევე მომშორდა და სახე დამიკოცნა.
- როგორ მინდოდა შენი გაცნობა ვერც კი წარმოიდგენ
რატომ მიმალავდი ბიჭო ესეთ ლამაზ გოგოს?
- მეც ძლაიან მიხარია თქვენი გაცნობა ქალბატონო ნინო.
- აპპ არავითარი ქალბატონო, ნინო დამიძახე.
- მაშ ნინას დაგიძახებთ. ღიმილით ვეუბნები მე.
- აი ნახე როგორ მალე შეარჩია ჩემი შესაფერისი სახელი. არ მეგონა ესე კარგად თუ მიმიღებდა ლევანის დედა, ის დარდი და ნერვიულობა ჯანდაბაში გავგზავნე და მალევე მოვედი ხასიათზე.
- გაიხანით ეს ნუკაა ჩემი და.
- ვაიმე როგორ გგავს. სასიამოვნოა შენი გაცნობა საყვარელო.
- ჩემთვისაც.
- თათა გაიცანი ეს ბატონი მამაჩემია.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ბატონო ზურა.
- ჩემთვისაც საყვარელო.
- ეს ქალბატონი კიდევ ჩემი დაა ანა.
აი სად დაგერხა თათა ვფიქრობ გულში როდესაც ლევანის დაში ის გოგო ამოვიცანი, რამოდენიმე თვის წინ ნუკას კლაში რომ გავლანძღე.
სიმწრის სიცილი გამომესახა სახეზე როდესაც ჩემკენ წამოვიდა.
- მიუხედავად იმისა რომ ადრე სულ სხვა ამპულაში გაგიცანი, ძალიან მიხარია შენი ისევ ნახვა თათა.
როდესაც მის სიტყვებში გულწრფელობა ვიგრძენი ძალიან გამეხარდა.
- ბოდიშს გიხდი იმ დღისთვის. ხელო ჩამოვართვი და გადავკოცნე.
- მეც ზედმეტი მომივიდა.
- თქვენ იცნობთ ერთმანეთს. ინტერესით გვაჩერდება ლევანი.
- ანა, ნუკას კლასელია. ღიმილით ვეუბნები მას.
- ნუკ როგორ ხარ?
მალევე გვშორდება ანა და ნუკას ეხვევა.
სუფრას ყველანი ერთად მივუსხედით, რატომღაც მეგონა რომ მხოლოდ ლევანის ოჯახის წევრები იქნებოდნენ, თუმცა შევცდი მისი ნათესავებიც აქ იყვნენ.
- მეგონა მხოლოდ შენი მშობლები და შენი და იქნებოდა. ჩუმად ვეჩურჩულები მას.
- დღე დედას დაბადებისდღეა, ამიტომ არის ამდენი ხალხი.
- რაა? შენ ნორმალირი ხარ? რატომ არმითხარი ესე ხელცარიელი რომ მოვედი აქ..
-ეგ რომ მეთქვა საერთოდ არ წამოხვიდოდი. არაუშავს საჩუქარს შემდეგ უყიდი. ღიმილით მეუბნება ის და ლოყაზე მკოცნის.
- თათული საყვარელო, ამ დღეებში რომ მოიცლი ჩემთან გეპატიჭები მარტვილში. როდესაც ქალბატომნა ნინამ მარტვილი ახსენა ხველება ამიტყდა, და თვალების ქაჩვით ვეკოთხები ლევანს.
- შენ ხომ მეგრელი არ ხარ?
- მე არა დედაა მეგრელი.
- დიახ ქალ. დიახ ნინა აუცილებლად გესტუმრებით.
- ძალიან გამახარებ საყვარელო. ღიმილოთ მეუბნება ქალი და ჩემს ზურგს უკან იხედება.
- ლეო საყვარელო როგორ ხარ?
- არ იეჭვიანო ეს ლევანია ყოფილი ნაშაა. მალევე მეჩურჩულება ანა და იმ გოგოსკენ მიმითითებს, ეხლა რომ ჩემი ჭაობისფერთვალება გადაკოცნა.
- და შენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა ჩემზე, გგონია ნაშებზე ვეჭვიანობ? ღიმილით ვუბრუბწნ პასიხს ანას.
- არა რათქმაუმდა. ისიც ღიმილოთ მეუბნება.
- რამდენი ხანია არ შემხვედრილხარ, ძალიან მომენატრე ლეო. ტყლარწვით ამბობს გოგო და სადაცა მისი ავლადიდება დაალაგოს ჩემს ბიჭს თავზე.
- როგორ არ მომწონს სახელს რომ გიმახინჯებენ. ლეო არა ლეონარდო კიდევ, რა უბედურება ეს ლეო. ჩემს ნათქვამზე ყველას სიცილი უტყდებათ და ბოლოს ყველა ერთ ხმაში ხარხარებს.
- შენ  საერთოდ ვინ ხარრ? ჩემკენ იხრება გოგო და ეხლა მე დამალაგა მისი ძუ**გული თავზე.
- ძალიან გრძელი ფრჩხილები მაქვს და მეშინია, რომ მოვიქნიო ეგ სილიკონები არ დასკდეს. ირონიით ვეუბნები გოგოს და ისევ ანას მივუბრუნდი. რომელოც შიგადაშიგ სიცილით იგუდება.
- ლანა გაიცანი ეს თათულია ჩემი საცოლე.
- საცოლე? არ არსებობს ამ არსებაში გამცვალე?
-ამ გოგოს ტყლარწვა უკვე ნერვებს მიშლის თუ მოვკიდე ხელი, ეხლა იმ უტვინო თავში ღერაღერა დავაპუტავ იმ წითელ თმას.
- მიდი ჩვენც შენთან ვართ. ნუკა და ანა ერთად მაინედებენ და ისევ იწყებენ სიცილს.
- ჰეი შენ გოგოვ, არიცი რომ ლევანს არ უნდა გაეკარო? ხომ ხვდები რომ მისთვის ერთ დღიანი ნაშა ხარ? არა ეხლა მართლა თუ წამოვხტი და წამოვარტყი ხელი იმ უტვინო თავში ხომაა ღირსი.
- ლანა წესიერად ელაპარაკე თათას, ხომ გითხარი რომ ის ჩემი საცოლეა? ბრაზით ამბობს ლევანი და ფეხზე დგება...
-იცი შენგან განსხვავებით მე ზრდილობა გამაჩნია, ამდენი ხალხის თანდასწრებით თავი რომ არ შევირცხვინო. თორემ ყველამ იცის ეხლა შენ რაც გეკუთვნის, ნამდვილად არ მსურს დღევანდელ დღეს ვინმე ვცემო და ძალიან გთხოვ ნუ გამომიყვან წყობიდან.  მხოლოდ ეს ვთქვი სუფრაზე მსხდომს ბოდიში მოვიხადე და საპირთარეშსკენ წავედი.
- არა რა რა უნდოდა ეხლა? მოხ ვიყავი ძემთვის წყნარად მშვიდად, რატომ გამომიყვანა წყობიდან? სარკეში ჩემს ანარეკლს ველაპარაკებოდი თან მაკიაჟს ვისწორებდი.
- ხომაა ეხლა ღირსი ჩავაფრინდე მართლა იმ თმებში? არა ეს დებილიც როგორ მივიდა და გადაკოცნა. ლევანზე ნერვებ მოშლილმა შემს ანარეკლს წყალი შევასხი.
ფიქრებიდან კარზე კაკუნმა გამომიყვანა, სახე გავასწორე და კარი  გავაღე.
- მეგონა ლანა მოიმწყვრიე და კლავდი. სიცილით მეუბნება ლევანი და კარის ჩარჩოს ეყრდნობა.
კარგი რა ლევან ეგრე მიცნობ რომ, შენს ყოფილ ნაშებს დავყვე და ყველა თმით ვითრიო.
- ჩემი ჭკვიანი გოგო. ხელებს ძლიერად მხვევს და გულში მიკრავს.
- როგორ მინდა ეხლა კისერი მოგიგრიხო, ის იდიოტკა რომ გადაკოცნე იმიტომ. მის ხელებს უხეშად ვიშორებ ენას ვუყუფ და დარბაზში ვბრუნდები.






დიდიხანი არ დამიგვიანია, ეს რაღაც ცვლილებაა უკვე ხალხნოოოოოო.
იმედია მოგეწონებათ, ისტორიის უფრო განვრცობა მინდოდააა. ეს ორი დღე ჩემს ძველ ისტორიებს ვკითხულობდი და მივხვდი თუ რა შეცდომებსაც ვუშვებდი. გრამატიიკულ შეცდომებთან ერთად, ვეცდები ყველაფერი უფრო და უფრო გამოვასწორო. მოკლედ ველოდები თქვენს შეფასებებს, იმედია მოგეწონებათ ძალიან მიყვარხართ ჩემო მარწყვებო❤❤скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი blondeangel631

გოგსიკა და თათა მალე შეარგე რა დავიტანგე მაგათი საცოდაბით და ის ქრისტინა კიდე მოაშორე მანდედან wink wink heart_eyes heart_eyes

 


№2  offline მოდერი LurjTvala demoni

blondeangel631
გოგსიკა და თათა მალე შეარგე რა დავიტანგე მაგათი საცოდაბით და ის ქრისტინა კიდე მოაშორე მანდედან wink wink heart_eyes heart_eyes


ყველაფერს თავისი დრო აქვს საყვარელოო, მიხარია რომ კითხულობ❤

 


№3 სტუმარი მარი. ელ❤

აუ გთხოოვ გოგსიკა და თათა მალე შეარიგეე ქრისტინე საშინელი გოგოოა❤ ლევანის და თათას ურთიერთობის ამგვარი განვითარება ძალიან მომწოონს ეს გოგოო მართლაც ყველას თავის ადგილს უჩენს ხანდახან ზედმეტიც კი მოსდის მაგრამ სამართლიანიაა❤❤❤

 


№4  offline წევრი მოცინარი

ნინიკო, აგერ უკვე 3 ქალი პიროვნება ვითხოვთ გოგსიკასთან შერიგებას, და შეარიე რაა :დდ
თავს ვდებ ქრისტინე არაა ორსულად! ვოტ.
და ეს ლანა და მათე შეეფერებიან ერთმანეთს. (რა შუაში იყო :დდ)
ხოდაა.... ლევანის და რომ ის გოგო აღმოჩნდა აი მანდ ჩავკვდი :დ კიდევკარგი თმების პუტვას და სისხლისღვრას ავცდით :დ.
მიყვარხარ მე შენ <3

 


№5  offline მოდერი LurjTvala demoni

მოცინარი
ნინიკო, აგერ უკვე 3 ქალი პიროვნება ვითხოვთ გოგსიკასთან შერიგებას, და შეარიე რაა :დდ
თავს ვდებ ქრისტინე არაა ორსულად! ვოტ.
და ეს ლანა და მათე შეეფერებიან ერთმანეთს. (რა შუაში იყო :დდ)
ხოდაა.... ლევანის და რომ ის გოგო აღმოჩნდა აი მანდ ჩავკვდი :დ კიდევკარგი თმების პუტვას და სისხლისღვრას ავცდით :დ.
მიყვარხარ მე შენ <3


აი შენ კი მეუბნებოდი რატომ დაეტაკა რა უნდოდაოო????:დ არვიციი ვნახოთ ვნახოთ რა მოხდებაა.
როგორ მიყვარხარ მე შენნ❤

მარი. ელ❤
აუ გთხოოვ გოგსიკა და თათა მალე შეარიგეე ქრისტინე საშინელი გოგოოა❤ ლევანის და თათას ურთიერთობის ამგვარი განვითარება ძალიან მომწოონს ეს გოგოო მართლაც ყველას თავის ადგილს უჩენს ხანდახან ზედმეტიც კი მოსდის მაგრამ სამართლიანიაა❤❤❤


ხო ზედმეტი კი მოსდის თუმცა ესეთი ხასიათები აქვს და ჰე მოკალი ეხლა:დ
მიხარია რომ კითხულობ და მოვწონს❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent