შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკანდალური დღიური (ნაწილი 1)


20-01-2018, 00:00
ავტორი სალანდერი
ნანახია 519

სკანდალური დღიური (ნაწილი 1)

მე მაქსიმე ჩარკვიანი ვარ ოცდახუთი წლის უკვე ათი წელია ამერიკაში ვცხოვრობ და საქართველოში სულ რამდენჯერმე ვიყავი ჩამოსული... თუმცა ჩემს თავზე სხვა დროს ახლა მინდა გიამბოთ ისტორია რომელმაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა...


ერთი წლის წინ კაფეში გავიცანი ქალი რომელზეც ვაპირებ გიამბოთ... ქალი რომლის ცხოვრება სავსე იყო ვნებით, სიყვარულით, შეცდომებით, ბრძოლებით პოპულარობით და ყველაფერი იმით რის გამოც სიცოცხლე ღირს...
კაფეში მჯდომს თავზე წამომადგა და ჩემს წინ დაჯდა... მუქი ყავისფერი კანით, ზომიერად ნავარჯიშები სხეულით, მწვანე ციმციმა თვალებით, ოდნავ დიდი ტუჩებით და ულამაზესი ნაკვთებით ნებისმიერ ხელოვნების ნიმუშზე უფრო სრულყოფილად გამოიყურებოდა...
-გამარჯობა, დაიწყო საუბარი
-გაგიმარჯოს (დავიბენი რადგან ქართულად საუბრობდა)
-მე ანაბელი ვარ
-სასიამოვნოა, მე მაქსიმე როგორ მიხვდით რომ ქართველი ვარ?
-დიდი ხანია გაკვირდები უფრო ზუსტად მას შემდეგ რაც სკამს ქართულად შეუკურთხე...
-გასაგებია ვთქვი და ერთი კვირის წინანდელი შემთხვევა გამახსენდა როცა კაფეში სკამი ამისრიალდა და მართლაც ქართულად გავლანძღე...
-მიხარია რომ ჩემი გაცნობით დაინტერესდით ვთქვი და გავუღიმე
- სიმართლე გითხრა შენით არასოდეს დავინტერესდებოდი ქართველი რომ არ იყო და გამუდმებით რომ არ წერდე
- გასაგებია, მე ჟურნალისტი ვარ...
-ჟურნალისტი? სიმართლე გითხრა მწერალი მეგონე მაგრამ ეგ არაფერი შენც გამომადგები...
- რას გულისხმობთ?
- მინდა წიგნი დაწერო... ჩემთვის...
-მე მწერალი არ ვარ...
-ეგ არ მაინტერესებს შენგან არც დიდ მხატვრულობას მოვითხოვ და არც იმას რომ ცხოველები აალაპარაკო, მე ამბავს მოგიყვები ორი ადამიანის ცხოველური ყოფის შესახებ და შენ ამას დაწერ...
- რატომ უნდა გავაკეთო ეს?
-იმიტომ რომ მსგავსი არასოდეს არაფერი გექნება მოსმენილი... იმიტომ რომ შეგიძლია ერთი დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილი მიიღო და კიდევ იმიტომ რომ რამდენსაც მთხოვ იმდენს გადაგიხდი...
ეს ქალი უკვე ინტერესს აღმიძრავდა ძალიან მტკიცედ ლაპარაკობდა მე მიყურებდა და თითქოს ვერც მხედავდა თითქოს გამჭვირვალე ვყოფილიყავი თვალებში უზომო სევდა ედგა თუ კარგად დააკვირდებოდი იფიქრებდი სადააცა ტირილს დაიწყებსო თუმცა ის არ ტიროდა... და ვერც იფიქრებდით თუ ტირილი შეეძლო იმდენად მკაცრად იმზირებოდა...
- აბა დაფიქრდი და ხვალ პასუხი შემატყობინე! მითხრა და წავიდა...
მთელი ღამე ვფიქრობდი ვინ იყო ეს ქალი და რა უნდოდა ჩემგან თუმცა ვინაიდან ამ დროისთვის არსად ვმუშაობდი და საქმეც არაფერი მქონდა თანაც უზომოდ დავინტერესდი ისტორიით რომელზეც ასე მოწიწებით საუბრობდა თვითონ მშვენიერება გადავწყვიტე დავთანხმებოდი... ბოლოს და ბოლოს ამით არაფერს ვაგებდი..
დილით ადრე ისევ ნაცნობ კაფეში წავედი და ანაბელის ლოდინი დავიწყე... სამი საათი სრულდებოდა როცა კაფეში შემოვიდა და ჩემს მაგიდასთან ისევე უცერემონიოდ დაჯდა როგორც პირველად
-გამარჯობა (ამჯერად მე დავიწყე)
-რა მოიფიქრე? (პირდაპირ საქმეზე გადავიდა)
-თანახმა ვარ
- ძალიან კარგი, მაგრამ რამოდენიმე პირობა მაქვს
-გისმენ... ვთქვი და მივაჩერდი
- 1)როცა ამბის მოყოლას დავიწყებ არ უნდა გამაწყვეტინო... და მხოლოდ იმდენს მოგიყვები რამდენსაც მე ჩავთვლი საჭიროდ...
2)არ მინდა ინტერნეტში ჩემზე რაიმე სახის ინფორმაცია მოიძიო
3) იმისთვის რომ დარწმუნებული ვიყო მეორე წესს არ დაარღვევ მირჩევნია ჩემთან იცხოვრო წიგნის დასრულებამდე....
- არ ფიქრობთ რომ მეტისმეტად ბევრი წესია?
- ჩემი პირობა ასეთია... თანახმა ხარ თუ არა?
- ჰო (არც კი ვიცი როგორ მივიღე ასე მალე გადაწყვეტილება)
-მაშ წავედით შენი ნივთები ჩაალაგე
- დღესვე?
-ბევრი დრო არ მაქვს რაც უფრო მალე დავიწყებთ მით უფრო მალე დავასრულებთ...
ანაბელი გარეთ გავიდა მეც უკან გავყევი ის მანქანაში ჩაჯდა და თვალით მანიშნა მეც იგივე გამეკეთებინა.
- მანდ არა (დაიძახა როგორც კი მის გვერდით დაჯდომა დავაპირე)
კარი ფრთხილად მივხურე და ამჯერად უკან დავჯექი ჩემს სახლთან გავჩერდით მე ჩემი ნივთები სწრაფად ჩავალაგე და მანქანაში დავბრუნდი... შემდეგი გაჩერება უზარმაზარი თეთრი სახლი აღმოჩნდა რომელიც ქალაქიდან საკმაოდ მოშორებული იყო, ანაბელმა მანქანა ეზოში გააჩერა და სახლში შევედით
-ეს შენი ოთახი იქნება, მიჩვენა მან
-რამეს დალევ?
-დიახ
ანაბელმა ვისკი და ჭიქები მოიტანა და გვერდით მომიჯდა
- აქვე ახლოს კაფეა შეგიძლია იქ ჭამო რადგან საჭმლის მომზადებას არ ვაპირებ თქვა და მაგიდაზე კონვერტით ფული დადო
-რაც დაგჭირდება იყიდე დანარჩენ თანხაზე წიგნს რომ მორჩები მერე ვილაპარაკოთ
- მე ფულის გამო არ დაგთანხმებივართ
- მე შენი დრო მიმაქვს და შესაბამის ანაზღაურებას მიიღებ თქვა მტკიცედ
- მანქანაში შენს გვერდით დაჯდომის უფლება რატომ არ მომეცი?
- იქ ალექსის ადგილია...
- შეიძლება ვიკითხო ალექსი ვინ არის?
- ალექსანდრა წერეთელი მასზე ბევრს გიამბობ რადგან შენი წიგნი ზუსტად მასზე იქნება...
- მე მეგონა შენზე უნდა დამეწერა
- ჰო ჩემზე და ალექსზე... დღეისთვის საკმარისი კითხვები დასვი ახლა კარგად მოეწყვე და ხვალიდან შეგვიძლია წერა დავიწყოთ თქვა და ფეხზე წამოდგა
- შეიძლება საჭმელი თავად მოვამზადო? ვიკითხე
- რაც გინდა ის გააკეთე მითხრა სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარასთან სავარძელში ჩაჯდა
სამზარეულოში შევედი სპაგეტი მოვამზადე და ანაბელს დავუძახე
-შეგვიძლია ვივახშმოთ
ის სამზარეულოში შემოვიდა ყავა დაისხა და წინ ჩამომიჯდა
- პირი არაფრისთვის დაგიკარებიათ ვუთხარი როცა ჭამას მოვრჩი
-პირველ რიგში თქვენობით ნუღარ მელაპარაკები და მეორე მე ჭამა არ მინდა
ანაბელმა ისევ სიგარეტს მოუკიდა მე მაგიდის ალაგება დავიწყე ის კი დამემშვიდობა და თავის ოთახში დასაძინებლად წავიდა...
დილით ჩემი ოთახიდან რომ ჩამოვედი ანაბელი უკვე ქვემოთ დამხვდა სიგარეტს ეწეოდა და ყავას სვამდა
-დილამშვიდობის შენ რა მთელი ღამე არ გეძინა? ვუთხარი როცა მისი დაწითლებული თვალები შევამჩნიე
-გამარჯობა, ეს შენი საქმე არ არის მოკლედ მომიჭრა
- ფული აიღე და ყველაფერი მოიტანე რაც გჭირდება მარკეტი აქვეა განაგრძო მან
მმარკეტში წავედი ყველაფერი ვიყიდე რაც სავარაუდოდ დაგვჭირდებოდა და უკან დავბრუნდი საუზმე მოვამზადე მაგრამ ანაბელს ისევ არ უჭამია მხოლოდ ყავას სვამდა
-ასე რამდენ ხანს აპირებ? დიდ ხანს ვერ გაძლებ ვუთხარი როცა საწერი კალამითა და დღიურით ხელში წინ ჩამოვუჯექი
- ვის ადარდებს ისევ მკვახედ მიპასუხა
-თუ წინააღმდეგი არ ხარ შეგვიძლია დავიწყოთ ვუთხარი მე და ანაბელმა დაიწყო მოყოლა ამბის რომელმაც მთელი არსებით ჩამითრიაскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Mari-Mariami.16

ძალიან საინტერესო დასაწყისია, მოუთმენლად ველი შემდეგს
--------------------
"One choise can transform you" M.G

 



№2 წევრი სალანდერი

Mari-Mariami.16
Mari-Mariami.16

მადლობა მარიამ ❤
დღეს თორმეტ საათზე დავდებ მეორე თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent