შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების წესი (თავი 7, დასასრული)


20-01-2018, 02:50
ავტორი ლიდია
ნანახია 814

ჩემი ცხოვრების წესი (თავი 7, დასასრული)

თავი 7
სამი თვის მუცლით მარიამი ძალიან ლამაზი იყო. გაბრიელი ყოველდღე ელაპარაკებოდა მუცელში მყოფ საოცრებას. გოგონას კი მის საქციელზე ეღიმებოდა.
ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად იყო.. მაგრამ გაბრიელი იყო ცუდად..
ექიმმა უთხრა შენი დიაბეტი უფრო და უფრო რთულდებაო და კიდევ ათასი წამალი გამოუწერა, რომელიც ყოველდღიურად მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიეღო...
მხედველობაც უფრო და უფრო აკლდებოდა, მაგრამ ამ ყველაფერს ორსულ ცოლს არ ეუბნებოდა.
საოცარი წყვილი იყო მარიამი და გაბრიელი. ორი პოზიტივი და სილამაზე.
ყოველი დღე განსხვავებული, ფერადი, ლამაზი და ხალისით სავსე ჰქონდათ.
ღამის სამი საათი იყო, მარიამმა მასზე მიხუტებული ქმარი წუწუნით რომ გააღვიძა:
-გაბრიეელ...
-ჰო მარიამო. - ძლივს თქვა ნახევრად მძინარე ბიჭმა.
-გაიღვიძე რაა!!
-ჰოო ჰო მღვიძავს გისმენ. - უცბად წამოჯდა გაბრიელი და თვალები მოისრისა.
-წადი მარწყვი მომიტანე რაა..
-აუფ გოგო რა მარწყვი შუა ზამთარია სად ვიშოვო?
-ძალიაან მინდა გთხოვ რაა... აუ ვიტირეეებ!! - გოგონას ცრემლები წამოუვიდა, გაბრიელმა ცრემლები ტუჩებით დაუშრო, შუბლზე აკოცა და წამოდგა.
სიბნელეში სამჯერ მიეჯახა კარადას. შუქი რომ აანთო მაშინაც ძლივს დაიბრუნა თვალში ხედვის უნარი.
-ბრმავდები? - იხუმრა მარიამმა.. ბიჭმაც გაუცინა.
მთელი თბილისი მოიარა ტაქსით და ეს მარწყვი შუა ზამთარში ღამის სამ საათზე ვერსად იშოვა. ბოლოს გოგონას დაურეკა.
-მარიამო სხვა რამე არ გინდა?
-აუ აღარ მინდა მარწყვი. მჟავე კიტრი, ნუტელა და მოხარშული სგუშონი წამომიღე. ხო და ვაშლიც მწვანე!
გაბრიელმა ამ მენიუზე ბევრი იცინა, მაგრამ თავის ლამაზ გოგონას ყველაფერი უყიდა.
შემდეგ უყურებდა როგორ გემრიელად ჭამდა მარიამი ამ ყველაფერს.
ყველა წვრილმანს იმახსოვრებდა მასში.
გოგონა სულ შოკოლადით იყო მოთხვრილი.
გაბრიელმაც არ დააყოვნა და საკუთარი ხელით (ტუჩით ვერ მოაშორებდა....) მოაშორა თითოეული ლაქა სახეზე. შემდეგ დაიძინეს.
ერთ დღეს როდესაც გაბრიელი ბარაქის ხეს რწყავდა გოგონამ ოთახში გაცეცხლებული სახით შემოაბიჯა.
-გაბრიელ!! შენ ძველ ფეისბუქს ვათვალიერებდი!! იციი ძალიან მაინტერესებს ვინ არის ეს გოგო ვისთანაც ფოტო გაქვს გადაღებული 6 წლის წინ! კალთაში გიზის დიდის ამბით და სასმელს წრუპავს! ვინ მიგდია შენ რომ კალთაში გეჯდა?! - ყვიროდა მარიამი.
გაბრიელს ძალიან გაეცინა რაზეც გოგონამ ბალიშები ესროლა.
-რა გაცინებს??!
-ოხ მარიამოო.. რა ოხერი ხარ ვინც არ გიცნობს! თავადაც აღნიშნე ექვსი წლის წინო.. თან არც მახსოვს ვინაა, აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
მარიამი დაიჭყანა და უეცრად ტირილი დაიწყო. დივანზე ჩამოჯდა და ბალიში ჩაიხუტა. მოთქმით ტიროდა. გაბრიელი დასერიოზულდა და გოგონას გვერდით მიუჯდა.
-მარიამო ნუ ტირი... რა გჭირს?
-სულ.. სულ რამდენი გყოლია ჩემამდე? - ამოისლუკუნა გოგონამ.
-აუ არ ვიციი ეე.. არ ვითვლიდი გესმის? ამას არ აქვს მნიშვნელობა მარიამოო.
გოგონა ტირილს უმატებდა. გაბრიელმა მხარზე დაადო ხელი, მან კი მოიშორა.
-მისმინე, ახლა გეყოფა ტირილი და ჩამეხუტე. ან არადა იცოდე წავალ და დღეს ჩემ მშობლებთან დავრჩები.
გოგონა ისევ ტიროდა.
-წადი.. - უთხრა გაბრიელს და ისიც ხმადაბალი შეკურთხებით გარეთ გიჟივით გავატდა და ის ღამე მშობლებთან დარჩა. რთული ორსულობა აქვსო მოიმიზეზა.
მეორე დღეს სამსახურის გზაზე იყო მარიამი რომ დახვდა ქუჩაში. ნამტირალები თვალებით და დასიებული სახით.
-გაბრიელ..
-ხო მარი.
გოგონას იმდენად ეუცნაურა ასე რომ მიმართა, რომ გულში რაღაც ჩაწყდა.
-არ დამტოვო რა. მარტო ვერ გავძლებ! აღარ დამიძახო მარი თორემ გეფიცები მოვკვდები! მიყვარხარ ძალიან. შენ გარდა არავინ მინდა და არც მყავს ვინმე. გუშინ ცუდად მოვიქეცი და რომ წახვედი ძალიან შემეშინდა. სახლში მარტო ყოფნაც აღარ შემიძლია გესმის? ვეღარ ვსუნთქავ! იმდენი ვიტირე ბარაქის ხესთან რომ ის სულ დავალპე. - აქ გოგონას გაეცინა და ცრემლები შეიმშრალა.
შემდეგ ერთმანეთს ჩაეხუტნენ.
-მარიამო მეც მიყვარხარ. მე სულ შენთან ვიქნები...
ასე გავიდა კიდევ ორი თვე.. ხან ჩხუბობდნენ ხან იცინოდნენ და ერთმანეთის სიყვარულით ტკბებოდნენ..
იმ საბედისწერი დღემდე...
9 აპრილი... მარიამი სახლში მარტო იყო და მჟავე კიტრს შეექცეოდა, თან გაბრიელს ელოდებოდა, რომელიც სამსახურიდან ერთ საათში ბრუნდებოდა. ცოტახანში ტელეფონზე ზარი შემოუვიდა:
-ალო.
-ქალბატონი მარიამი ბრძანდებით?
-დიახ, რა ხდება? - განერვიულდა გოგონა.
-თქვენი მეუღლე გაბრიელი იაშვილის კლინიკაშია. მობრძანდით და დამატებით ინფორმაციას ადგილზე ექიმები გაგაცნობენ.
მარიამს ტელეფონი გაუვარდა და სახლიდან ისე გავარდა არაფერზე ფიქრობდა გაბრიელის გარდა. ტაქსით უცბად მივიდა ადგილამდე და გაბრიელის პალატის გაგებისას მთელი ძალა გამოიყენა სირბილისთვის. თან მუცელზე ედო ხელი რომ ამ პატარა არსებას გაეძლო..
გაბრიელის ექიმმა უთხრა:
-ქალბატონო რთული მდგომარეობა აქვს ძალიან.. თვალებიდან ვეღარ იხედება.. დიაბეტი შიგნიდან ჭამს მის ორგანიზმს. სამწუხაროდ ვერაფერს ვიზავთ სიტუაციის გამოსწორების მიზნით. წამლებიც უძლურია უკვე და დიაბეტის განსაკურნი წამალი ჯერ არავის გამოუგონებია. ძალიან ვწუხვარ..
მარიამი ცრემლებს ვერ იკავებდა, ცალი ხელით მუცელს ეფერებოდა ხოლო ცალი პირზე მიეფარებინა.
-შეიძლება შევიდე?
-კი შებრძანდით.. სძინავს.
მარიამი პალატაში შევიდა, განრიელთან ახლოს ჩამოჯდა და ხელი ჩასჭიდა..
-გაბრიელ... რატომ არ გვაცდის ცხოვრება ბედნიერებას? რატომ ხდება ეს ყველაფერი? ღმერთო... როგორ მიყვარხარ იცი? ჩემი გულის და სულის უდიდესი ნაწილი გიკავია. შენი ჩემში ხარ ჩემი ხარ! ეს პატარა. ჩვენია და ძალიან უნდა მამიკოს ნახვა. გაიღვიძე რა..
ხელზე ხელის სუსტი მოჭერა იგრძნო. გონზემოსულ გაბრიელს ახედა. ბიჭი თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
-მარიამო.. მარიამო ვერ ვხეედავ!!! ვერაფეერს ვხედავ. შენ ლამაზ სახეს ვერ ვხედავ ...
ყვირილი დაიწყო. ტიროდა ორივე. მარიამი გვერდით მიუწვა, სახეზე ეფერებოდა და ანუგეშებდა მას, როგორც შეეძლო..
-ჩვენ ამასაც გადავიტანთ გაბრიელ.. ჩვენ ყველაფერს შევძლებთ.
მაგრამ ბიჭს პულსი უსუსტდებოდა, ხელები ეყინებიდა და ნელ-ნელა სული ეცლებოდა. მარიამი დასტიროდა მის ხელებში მომაკვდავ ბიჭს და ექიმებს არ უშვებდა მასთან.


ბარაქის ხის ქოთანთან მიდის გოგონა და მასში დამალულ გაბრიელის ანდერძს პოულობს:
“პირველ რიგში მარიამო მიყვარხარ! უზომოდ და უსასრულოდ! ყველაზე მტკიცედ! ბოდიში რომ ასეთი სუსტი აღმოვჩნდი და ამით შენ ძალიან გატკინე. ბოლო სურვილი იქნება რომ ჩვენ ჯერ არდაბადებულ ბიჭუნას კარგად მოუფრთხილდე, ის ხომ ერთადერთია რაც ჩემგან დარჩა.. არ ინერვიულო რა ლამაზო! ვიცი ცუდად ვიქცევი ამას რომ გთხოვ მაგრამ მინდა იცოცხლო და იბრძოლო, გააკეთე ეს ჩემთვის, ჩვენი ბიჭისთვის. დამიანე დაარქვი რა! იცხოვრე ჩემთვის, არ დამივიწყო მაგრამ არც სულ ჩემზე იფიქრო. მიყვარხარ მარიამო...”
გოგონა ცხარე ცრემლით ტიროდა.
-მეც მიყვარხარ! - ამოიხრიალა და თითქოს იგრძნო მისი ტუჩები როგორ ეხებოდნენ გოგოსას...



*7 წლის შემდეგ*
-დამიანე გაიღვიძე დეე! სკოლაში პირველი დღეა.
მწვანეთვალება ბიჭი წუწუნით წამოდგა საწოლიდან და დედიკოს აკოცა.
-დე სად არის ჩემი სათვალე?
მარიამმა ბიჭს სათვალე გაუკეთა და შუბლზე აკოცა.
-ცუდად ხომ არ ხარ დე?
-არა..
-წესები?
-არ შეიძლება ტკბილეული არავითარ შემთხვევაში და ორი გაკვეთილის შემდეგ ექიმთან ჩავდივარ რომ ნემსი გამიკეთოს.
-ყოჩაღი ბიჭი ხარ დე!
მარიამმა ბავშვი თავის ძველ სკოლაში მიიყვანა და დაინახა როგორ გაეკიდა თავის შვილს ვიღაც გოგონა...
სახლში დაბრუნდა და ბარაქის ხე მორწყა.
შემდეგ დაისვენა და ათასჯერ გადაკითხული წერილი კიდევ ერთხელ გადაიკითხა, ცრემლები მაინც ვერ შეიკავა და გაბრიელის მაისურის სურნელი შეიყნოსა. გაეღიმა.
“ჩემთვის იცხოვრე”
“მარიამო” - ცხადად მოესმა გაბრიელის ხმა და მისი ტუჩების გემო იგრძნო, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებდა...



__________________________

მე არ ვიცი რა ვთქვა...
განადგურებული ვარскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი მარი. ელ❤

ასეთ დასასრულზე ყოველთვის ცრემლებს ვღვრიი ახლაც ასეაა რა ვთქვაა მაინც საბოლოო ჯამში კარგი გამოვიდაა❤❤❤

 



№2  offline წევრი ლიდია

მარი. ელ❤
ასეთ დასასრულზე ყოველთვის ცრემლებს ვღვრიი ახლაც ასეაა რა ვთქვაა მაინც საბოლოო ჯამში კარგი გამოვიდაა❤❤❤

ვწერდი და საკუთარ თავს ვწყევლიდი მაგრამ ვერ ვჩერდებოდი..
ღამის ოთხ საათამდე ვერ ვიძინებდი გუშინ და მოთქმით ვტიროდი
მადლობა რომ მოგეწონა ❤️❤️

 



№3 სტუმარი Qeti qimucadze

Logikuri dasaseuli iyo. Zalian bevri vitiree. Sxvanairad banaluri gamovidodaaa. Yochagg. Kargi gogo xarr. Carmatebebiiii

 



№4  offline წევრი ლიდია

Qeti qimucadze
Logikuri dasaseuli iyo. Zalian bevri vitiree. Sxvanairad banaluri gamovidodaaa. Yochagg. Kargi gogo xarr. Carmatebebiiii

ვაიმე მადლობა ^_^
ხო აი ზუსტად! ყველაფერი ასე ხომ არ ხდება, რომ ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერა?...
არა! მე ის რეალობა ავსახე, რომელიც სამწუხაროდ ხშირად ხდება. საყვარელი ადამიანის დაკარგვა... მაგრამ მთავარი არის ის რომ მარიამმა იცოცხლა გაბრილისთვის და დამიანესთვის! <3 <3

 



№5 სტუმარი მარი. ელ❤

ხოო მესმიის❤ ცხარე წრემლით ვიტირეე კიდე ვერ გადმოვეცი ცრემლების სახით ჩემი ემოციებიი და ვეცადე მალე დავმშვიდებულიყავიი სულ ასე ვარ ფილმი იქნება ეს თუ ისტორიის ცუდი დასასრული:) ესეც ერთერთი ჩემი საყვარელი ისტორი გახდაა❤❤❤

 



№6  offline წევრი ლიდია

მარი. ელ❤
ხოო მესმიის❤ ცხარე წრემლით ვიტირეე კიდე ვერ გადმოვეცი ცრემლების სახით ჩემი ემოციებიი და ვეცადე მალე დავმშვიდებულიყავიი სულ ასე ვარ ფილმი იქნება ეს თუ ისტორიის ცუდი დასასრული:) ესეც ერთერთი ჩემი საყვარელი ისტორი გახდაა❤❤❤

მადლობაა ^_^ მეც მასე ვარ :დდ ^_^

 



№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ცოტა დრო მიგეცა, ძალიან მკაცრად მოიქეცი, გული დამწყდა. წინა კონენტარშიც აღვნიშნე, ველოდი ასეთ დასასრულს, მაგრამ, მაგრამ...
საერთო ჯამში ისტორია ძალიან კარგი იყო, საინტერესო. წარმატებები

 



№8  offline წევრი ლიდია

Chikochiko
ცოტა დრო მიგეცა, ძალიან მკაცრად მოიქეცი, გული დამწყდა. წინა კონენტარშიც აღვნიშნე, ველოდი ასეთ დასასრულს, მაგრამ, მაგრამ...
საერთო ჯამში ისტორია ძალიან კარგი იყო, საინტერესო. წარმატებები

dro ar mqonda
ar shenedzlo sxvanairad
gind daijeret gind ara es dasasruli tavidanve mqonda gulshi da asec moviqeci
didimadloba ❤️❤️❤️

 



№9  offline წევრი Laliashvili009

Dzalian kargi iyo ❤❤❤

 



№10  offline წევრი ლიდია

Laliashvili009
Dzalian kargi iyo ❤❤❤

madlobaa ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent