შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Family Portrait ანუ ჩემი საყვარელი მტერი (მეცხრე თავი)


20-01-2018, 21:51
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 012

Family Portrait ანუ ჩემი საყვარელი მტერი (მეცხრე თავი)

ინამ მხოლოდ მოსაწვევი აჩვენა გარეთ დაცვას და ისე შეიპარა წვეულებაზე, გეგონება ბანკის გასაძარცვად შედიოდა. ქრისტიანოც იქვე ახლოს იყო. მაქსიმალურად შეუმჩნეველი კაბა ეცვა. აქამდე, მხოლოდ ისეთებს იცმევდა, რაც მისი სხეულის ღირსებას გამოკვეთდა, ახლა კი, ამჯობინა, რომ საერთოდ დაეფარა ყველაფერი და კოჭებიც კი ძნელი დასანახი გაჰხდომოდა.
- ეგეთი კაბით ყურადღებას უფრო იქცევ - გვერდით ამოუდგა ქრისტიანო სიცილით.
- სამაგიეროდ, თმის ფერი არ მიჩანს - ეშმაკურად შეხედა კაცს, მაგრამ მის ნიღაბში ეშმაკური გამომეტყველება არ ჩანდა. მხოლოდ ხმის ტემბრით თუ მიხვდებოდა კაცი.
- ლამაზი პარიკია.
- მადლობ. გირჩევნია, ხალხს შეერწყა, არ მინდა, შენს გვერდით მდგომმა შავგვრემანმა ყურადღება მიიქციოს.
- მეტი დამაჯერებლობისთვის, ვინმეს ხომ არ ვეარშიყო?
- მიდი, გელოდები.
- არ შემიძლია.
- კიდევ კარგი. - თვალი ინესკენ გააპარა ინამ. მხოლოდ თვალებზე აეფარებინა წითელი ნიღაბი და აშკარა იყო, დიდად არ მალავდა საკუთარ თავს. მის გვერდით მდგარი ფრანკო კი უემოციოდ იდგა და მხოლოდ ინეს თუ აპყრობდა ცოცხალ მზერას. - აშკარაა, შენს ძმას დიდად არ მოსწონს მსგავსი ივენთები.
- ჰო, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: როცა ინეს ფრანკო ჰყავს, მე არც კი ვახსენდები.
-მოიცა, ეჭვიანობ? - გადაიკისკისა ინამ.
- ეგრე თუ გაიცინებ, შენი ბავშვური წკრიალა ხმით მიიქცევ ყურადღებას. სხვათაშორის, არ ვეჭვიანობ, ან ვეჭვიანობ, რა ვიცი. როცა გამოვუტყდი, რომ შენ მიყვარდი, თავადაც იეჭვიანა. ხმას აღარ მცემს. - ამოიოხრა კაცმა.
- ინესთვის რამ გათქმევინა, რომ მოგწ.. კი არადა, გიყვარვარ?
- სინდისი მქენჯნიდა. არ მიყვარს, როცა ვატყუებ.
- ძალიან გაბრაზდა?
- იარაღი რომ ჰქონოდა, მესროდა.
- აუჰ, დიდი სიამოვნებით ვნახავდი მაგ სცენას. იქნებ, გრიზელდამ ეგეც გადაიღო?
- არამგონია.
- და აი, ჩვენი პირველი და ყველაზე მშვენიერი სიახლე - მოესმათ წამყვანის ხმა და დიდ ეკრანზე ქრისტიანოსა და ინას ჩახუტებული სცენა გამოჩნდა.
- ამის დედაც ! - ჩაილაპარაკა ინამ.
- ვაღიაროთ, რომ მოსალოდნელი იყო. - დააყოლა ქრისტიანომ.
- გამიკვირდებოდა, რომ არ ყოფილიყო, მაგრამ მაინც ამის დედაც!
- კარგი, რა გაეწყობა - მხრები აიჩეჩა ქრისტიანომ - ამის დედაც! - წამოთქვა სიცილით.
ხალხში ისეთი გაკვირვებული მზერები და აჟიოტაჟი გამეფდა, რომ წყვილიც გაოგნებული დარჩა მათი რეაქციებით. ინემ ეგრევე მიაპყრო ქრისტიანოს ყურადღება და სისინით გააქნია თავი, როცა პარიკიანი ინა ამოიცნო.
- ყველაფერს წარმოვიდგენდით, მაგრამ ეს არც კი დაგვესიზმრებოდა - გაისმა გრიზელდას ხარხარი. - როგორ ფიქრობთ, უბრალო გატაცებაა თუ ჭეშმარიტი გრძნობა? ყველაზე მეტად ქრისტიანოს აზრი მაინტერესებს, განსაკუთრებით კი იმის შემდეგ, რაც მისმა საუკეთესო მეგობარმა და ინამ დაუვიწყარი ორთაბრძოლა მოაწყეს ერთ-ერთ გადაცემაში.
ეკრანზე ახლა ის სცენები გავიდა, როდესაც ინე ინას დაესხა თავს და კვერცხი შეაზილა თმაში. ხალხი ხარხარებდა, აპოკალიფსის მოახლოებას ჰგავდა მათი გამძინვარებული სიცილი და წამით ინას ეგონა, რომ ლინჩის წესით ასამართლებდნენ. ასამართლებდა ის ბრბო, რომელსაც სახეზე ნიღბები აეფარებინა. ზურგიდან მოპარულ მტრებს ჰგავდნენ, ან, როდესაც ერთგული მეგობარი ხერხემალში ალესილ დანას ჩაგარტყამს და ისე ეცემი მიწაზე სასიკვდილოდ განწირული, რომ მაინც ვერ მოდიხარ აზრზე, რომელმა გაგწირა ასე შეუწყნარებლად. მკვლელის სახე მაინც უცნობი რჩება მომაკვადი, მკერდით ძირს დაცემული ადამიანისთვის.
- მემგონი, ქრისტიანო არ გვიწყენს თუ მის გარშემო იტრიალებს დღეს ჩვენი პატარა პროგრამა. ამბობენ, ინა ბელინის აღარაფერი დარჩა და მისი გრანდიოზული ქონება თითო გროშადაა დღეს შეფასებული. ჩემს განუმეორებელ ინტუიციას თუ დავუჯერებთ, შესაძლოა მათ ურთიერთობას გოგონას მხრიდან ანგარების სახე მიეცეს, მითუმეტეს, ვივიანმა უკვე იპოვნა „განუმეორებელი წითურის“ ჩამნაცვლებელი. - აგრძელებდა გრიზელდა ტიტინს და იქამდე არ გაჩერდა, სანამ ვიღაცამ მთელი ელექტრო მოწყობილობა ერთ წამში არ გათიშა.
ეკრანი გამოირთო.
მოულოდნელად შუქიც ჩაქრა.
აშკარა იყო, ინას მსგავსი რამ არც უცდია, მაგრამ ახლა, როდესაც პანიკას აჰყვა ყველა გაქსუებული სნობი, რადგან ფილმებში ნანახი მკვლელობის სცენები გაახსენდათ, გოგონამ სცენას გახედა.
გრიზელდა კი ტექნიკურ ჯგუფს უბაკუნებდა ფეხებს, რომ მალე მოეყვანათ ყველაფერი მწყობრში.
შუქი აინთო.
სცენაზე ინა იდგა მიკროფონით ხელში.
- მემგონი, გრიზელდა არ გამიბრაზდება თუ ერთი-ორ მწარე და ამასთანავე ძალიან ტკბილ სიტყვას ვიტყვი არა? - იკითხა წყნარად.
- ვინ ხარ? - ჰკითხა გრიზელდამ.
- ხმაზე ვერ მცნობ ? - გაეცინა ინას და პარიკი და ნიღაბი მოიხსნა - ამ წამს გადავწყვიტე, რომ ნამდვილი პატივია უნიღბოდ იდგე ამდენ ორმაგად შენიღბულ ადამიანში. ორმაგში ის ვიგულისხმე, რომ ერთი ნიღაბი წვეულებისთვის გაქვთ შერჩეული, მეორე კი ცხოვრებისთვის. ძალიან მეზიზღებით ყველანი ერთად - ამოისუნთქა ინამ და ხელი გაიშვირა ადამიანებისკენ - შენ ნენე, შენც დეკა, ბიბი, შენც ვივ...ჯანდაბა! არ მინდა, რომ შენც მეზიზღებოდა ვივიან, მაგრამ იძულებული ვარ. ახლა ყველანი გაჩუმდით და ენები გადაყლაპეთ, რადგან როგორც აღმოჩნდა, ამ ნიღბებშიც კი გცნობთ. ჰოო, რას ვიზამ, კარგი მხედველობა მაქვს და ადამიანს სახეებით კი არა, მიმიკებით, მოძრაობითა და ჩაცმის სტილით ვიმახსოვრებ. მაგალითად, აი ეს გოგონა, რომელსაც დემონსტრაციოულად აქვს გაშლილი თავისი ქერა თმა და კუნთები რომ დაჭიმოს, კაბა ტანზე შემოეხევა, ჩემი ახლი ვარიანტია. ანუ ახალი ინაა. მაპატიე, აღარ მახსოვს შენი სახელი და ნუ გეწყინება, რადგან ყველა „ახალ ინას“ გეძახის. ამ დარბაზში არავინ იცის, სინამდვილეში რაც გქვია. თუმცა ადვილი მისახვედრია, რომ წითელი ფერი მხოლოდ იმისთვის ჩაიცვი, რათა შუქურასავით ანათებდე. მოერიდე მაგ ფერს, ყველაფერი გამოკვეთილი არ ნიშნავს, ყველაფერს კარგს, თან წითელი სრულყოფილებას უსვამს ხაზს, ერთადერთი სრულყოფილება კი მომიტევეთ და მე ვარ ამ დარბაზში - ჩაიხითხითა ისე, როგორც სჩვეოდა. ქრისტიანო სიცილით უყურებდა გოგონას ტიტინს - კიდევ რაღაცნაირად თავს შევიკავებდი თქვენი ზიზღისგან პირშიმთქმელები რომ იყოთ. როდესაც მხვდებით, ყველა მიღიმით, ყველას გიყვარვართ და ყველა მეტრფით, მაგრამ საკმარისია, გვერდზე მივიხედო, რომ შურიან თვალებს მაპყრობთ და ერთმანეთს ეჩურჩულებით იმაზე, თუ როგორი დამპალი ვარ, მერე ერთმანეთსაც სჭორავთ ხოლმე სხვებთან და ასე გრძელდება სამუდამოდ.
ჩვენ ყველანი ერთი დიდი ჯაჭვი ვართ, რომელსაც ერთმანეთის შური და ბოღმა დღითიდღე უფრო მკვრივსა და მყარს ხდის. უფრო მეტი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ მეცონდებით. ყველას ისეთი უმწეო მზერები გაქვთ ახლა, თითქოს თვალებით მევედრებით რომ თითოეული არ გაგფაქტოთ და თქვენი ცოდვების ჩამოთვლა არ დავიწყო. მაგრამ მაგას არ ვაპირებ, მე ღმერთი არ ვარ... ქალღმერთი ვარ და ქალღმერთები ძირითადად საკუთარ თავზე ზრუნვაში ხარჯავენ ენერგიას, ცოდვიანი ადამიანის გაქილიკება მამრი ღმერთების საქმეა...ჩემი და ქრისტიანოს ურთიერთობას რაც შეეხება, მინდა გული დაგწყვიტოთ, რადგან აქ მყოფ ყველა ქალს გინდოდათ ალბათ დღეს საღამოს თუ არა, ხვალ ან ზეგ მის საწოლში მოხვედრა და ახლა ბედს ემდურვით, რადგან გეეჭვებათ რომ ჩემს ხელში გამოვლილი კაცი, სხვა ქალს ცალი თვალით მაინც შეხედავს. მოკლედ, ისევ გამცნობთ დიდი სიხარულით, რომ ვერც ერთს ვერ გიტანთ, ყველა მეზიზღებით. გაგიკვირდებათ და ყველაზე ნაკლებად ახლა ინე მეზიზღება - გაეღიმა ინას - თქვენსავით ყალბი არასდროს ყოფილა ჩემთან მიმართებაში და ყოველთვის გულღიად მიხსნიდა ხოლმე სიყვარულს - შემდეგ გადაიხარხარა - მიხვდებით, რაც ვიგულისხმე. გკოცნით, მშვიდობით.
სცენიდან ჩამოვიდა და მიმტანს ერთი ჭიქა შამპანური გამოაცალა ლანგრიდან.
- არაჩვეულებრივი იყავი - ახარა ქრისტიანომ სიცილით.
- ჰო და ახლა ყველა მე მიყურებს. მიყვარს როცა ყურადღების ცენტრში ვარ.
- მეც მიყვარს, როცა ყურადღების ცენტრში ხარ. ისე, ინეზე რაც თქვი...
- ვიცი, ძალიან გაგეხარდა ალბათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიყვარს, ერთმანეთის მეჯვარეები ვიქნებით და თმებს დავუწნით ხოლმე საღამოობით.
- ვიცი, თუმცა ორივეს გრძელი თმა გაქვთ და ცუდი არ იქნებოდა.
- კარგი ერთი - გაეცინა გოგონას. შემდეგ ინესთან მდგომ არტუროს მოჰკრა თვალი, წამით გაშტერდა. რამდენიმე ფიქრმა ერთად გააპო გოგონას გონება, თითქოს სახეზეც ფიქრების მიხედვით ეცვლებოდა ფერი. მუხლები მოეკეცა და იძულებული გახდა, ქრისტიანოს დაჰყრდნობოდა.
- ინა, რა გჭირს?
- წავიდეთ - კბილებიდან გამოსცრა გოგონამ და ძლივს გასწორდა მხრებში.
- ცუდად ხარ?
- ჰო, წასვლა მინდა.
- წავიდეთ
* * *

- დაინახე, როგორ გაჰყვაა? არა, დაინახე? - ვერ ცხრებოდა ინე. - შენი ძმა ერთგულ ცუგას დაემსგავსა.
- მაგარი სიტყვა კი თქვა. მშვენიერი დემაგოგია - აღიარა ფრანკომ.
- შენღა მაკლდი ინას ფანატიკოსად - გაბრაზდა ინე. არტუროს შეხედა. უცნაურად ჩაფიქრებული და თვალებამღვრეული ეჩვენა. - მშვიდობაა? - ჰკითხა ჩუმად.
- მემგონი. უნდა წავიდე, მემგონი მართლა ვბერდები, დავიღალე.
- მიგიყვანო სახლში?
- ეგრეც არ დავბერებულვარ საყვარელო - გაეცინა კაცს. - თან მემგონი, სჯობს შენ მიგაცილონ სახლში. ფრანკო, ხომ გაჰყვები?
- აქეთ გამაცილოს. მასთან ერთად თავს საოცრად დაცულად ვგრძობ. - ჩაიბურტყუნა ფრანკომ.
- ხომ ვამბობ, მასხარაა-თქო - თვალები გადაატრიალა ინემ.
- დაინახე, რა გააკეთა იმ ვირმა? - ინესთან მიიჭრა შეშფოთებული გრიზელდა.
- და იმის შემდეგ, რაც სცადე, რომ ჩემი ძმა დებილად გამოგეყვანა, რომელსაც ვითომ გაკოტრებული გოგო თავისი ანგარების კლანჭებს ახვევს, ინესგან თანაგრძნობას ელი? - შეუბღვირა ფრანკომ.
- ისე, მართლა - გულხელი დაიკრიფა ინემაც. - მემგონი, ძალიან უხეშად გამოგივიდა. მითუმეტეს, მშვენივრად იცი, რომ ქრისტიანო „ქონებამოყვარული“ ქალების ხაფანგში არ ებმევა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩემგან ამის თქმა, ინას არავის ქონება არ სჭირდება. საკუთარი თავის შენახვის ტრ*კი ყოველთვის ჰქონდა. - მიუგო ინემ და ფრანკოს ხელი მაგრად ჩასჭიდა - წავიდეთ აქედან რაა. არტურო, შენ რას იზამ?
- მეც წამოვალ, თორემ გადავიღალე.
სახლში მისულ არუტოს უცნაური სურათი დახვდა - მთელი სახლი განათებული იყო. არადა, ზუსტად ახსოვდა, რომ წამოსვლისას ყველაფერი გამორთულ მდგომარეობაში დატოვა. ქალის სურნელიც კი იგრძნო წამით. სურნელი, რომელიც გულში ღრმად ჩამარხულ მოგონებებს უღვიძებდა და იმდენად არასასიამოვნო იყო მისთვის ეს ტკბილი მოგონებები, როგორც ნამცხვრები დიაბეტით დაავადებულისთვის, რომელსაც შაქრის შემცველი ნებისმიერი საკვები აკრძალული აქვს.
არტურო აუღელვებლად გაემართა მისაღებში და თავის ტახტზე პანტერასავით გაწოლილი ინა დაინახა. გოგონა ჟურნალს კითხულობდა, მაგიდაზე კი ერთი ჭიქა წითელი ღვინო ედგა ღვინის გამოცლილ ბოკალთან ერთად, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა სასმლისგან დატოვებული მუქი შინდისფერი ელვარება.
- იმედია, არ ბრაზობ - ისე წარმოთქვა გოგონამ, არტუროსთვის არც შეუხედავს - ჟურნალში ჩემს სურათებს იშვიათად ვათვალიერებ. დამწყები როცა ვიყავი, მაშინ ერთი სული მქონდა, გარეკანზე საკუთარი თავი მენახა, თუმცა გამოცდილების მიღებასთან ერთად, პრეტენზიულიც გავხვდი. ადრე, უბრალოდ სიხარული მომიცავდა, როცა ამას დავხედავდი - ჟურნალი მაგიდაზე დადო და თავის სურათზე მიუთითა - შემდეგ კი პერფექტიონისტი გავხდი და ჩემს სხეულზე შემოხვეული დაბრეცილი ქამარიც კი ნერვებს მიშლიდა. თან, თუ სწორედ დააკვირდები, მიხვდები, რომ მარჯვენა თვალზე უფრო წვეტიანი ჩრდილი მაქვს, ვიდრე მარცხენაზე.
არტურო სურათს დააკვირდა, თუმცა ვერანაირი განსხვავება ვერ შეატყო.
- დედას ჰგევხარ - წარმოტქვა ღიმილით. - მსგავს რამეებს ის უფრო აქცევდა ყურადღებას.
- სამწუხაროა, რომ მამას ვერაფერში დავემგვანე - წამოდგა ინა და არტუროს ისე დააკვირდა, თითქოს უცხოპლანეტელის გარეგნობას შეისწავლიდა. - სულ მიკვირდა, იმ ჩემი ცხონებული მამის ერთი წვეთი რომ არაფერი მერია. ზოგჯერ, იმპულსური იყო და ამაში ვგავდი, მაგრამ იმპულსური შეიძლება ნებისმიერი გამვლელი იყოს. ეგ მსგავსება არაფერზე მეტყველებს.
- ჩემთან რატომ მოხვედი? - ჰკითხა არტურომ. - მითუმეტეს, ასეთი ხერხებით. ან როგორ შემოიპარე? სიგნალიზაცია მიყენია.
- კარგი რაა, მაგ წვრილმანებზე ფიქრს შეეშვი.
- მართალი ხარ. არ ღირს, მაგრამ სულ მაინტერესებდა, ასეთ პატარა გოგონას როგორ აღმოაჩნდა ყველაფრის ნიჭი? უემოციო ადამიანივით უშიშარი ხარ და ღმერთივით იღბალიანი. ყველაფერი გამოგდის.
- იღბალს ვერ დავაბრალებ ჩემს მიზანდასახულობას. ვირივით ვშრომობდი მთელი ცხოვრება, რათა ის ვყოფილიყავი, ვინც ახლა ვარ.
- და ვინ ხარ? - მიუახლოვდა არტურო. გოგონას თვალებში ჩაჰხედა და ცხოვრებაში პირველად დააკვირდა იმას, რომ ინა მხოლოდ ვიქტორიას არ ჰგავდა. სხვას, კიდევ ვიღაც ძალიან ახლობელსა და საყვარელს ახსენებდა.
- მე შეუნიღბავი ვარ. მთავარი ესაა. აქამდე მეგონა, რომ ინა ბელინი ვიყავი, თუმცა მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სულ ერთია, ჩემი სახელი და გვარი როგორი ბგერებით იქნება შედგენილი, ლამაზად წარმოსათქმელი იქნება თუ უშნოდ. მთავარია, ხალხს რა გრძნობა დაეუფლება ამ სახელის გაგონებისას. მიხარია, რომ ზოგი ნამდვილ ძუკნად მთვლის, ზოგი კი რქიან ეშმაკად, რადგან რაც უფრო ცუდი წარმოდგენა ექნებაც ჩემზე, მით ნაკლები დაიჩემებს ჩემთან მეგობრობას და შესაბამისად, ნაკლები საყვარელი ადამიანი მეყოლება, იმედების გასაცრუებლად. თან ახალი ანდაზა მოვიფიქრე: „მითხარი, ვის სძულხარ და გეტყვი, ვინ ხარ შენ“. ამიტომ, ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ კარგი ადამიანი ვარ, რადგან ათასობით მატყუარა, საძაგელ და გარყვნილ არსებას ვძულვარ.
- არ ვიცი, რატომ, მაგრამ მიხარია, რომ ასეთი სუფთა ხარ.
- სუფთა არა ვარ - გადაიხარხარა ინამ.
არტუროს თითქოს მეტყველების უნარი წართმეოდა. დაუფიქრებელ წინადადებებს ისროდა პირიდან და ინას საუბრისთვის პასუხების მოძიება ძალიან ძნელი გაჰხდომოდა. არადა, ცხოვრებაში პირველად დაემართა ასე, ცხოვრებაში პირველად დამუნჯდა ყველგან და ყოველთვის ენამოსწრებული. მხოლოდ ახლა შენიშნა კაცმა ინას მარჯვენა წარბთან წითელი ხალი, რომელიც თავადაც ჰქონდა. ახლა შენიშნა გოგონას წითური თმა, სულ სხვა შეფერილობის, არაამქვეყნიურად მბრწყინავი, მზისა და მოგიზგიზე ცეცხლის მხურვალებაშერწყმული. არტუროს თავისი დედა გაახსენდა... მისი წითური თმა გაახსენდა, რომლის სურნელი დაუვიწყარი გამხდარიყო მის მეხსიერებაში - დაუვიწყარი, მშობლიური, განუმეორებელი. თუმცა, რაც აქამდე განუმეორებელი ან შეუძლებელი ეჩვენებოდა, ახლა ცხვირწინ ედგა თავდაჯერებული გოგონას სახით.
- არ ვიცი, რა გითხრა - თქვა აკანკალებულმა კაცმა.
- მეც არ ვიცოდი, მაგრამ მაინც მოვედი. გაკვირვებული არ ჩანხარ ჩემი ტექსტებით.
- ეჭვი მქონდა, თუმცა არ ვიცოდი, როგორ დავრწმუნებულიყავი - ამოიოხრა კაცმა - ყველანაირი ეშმაკური ძალა დავკარგე. სულელ ბიჭს დავემსგავსე, რომელიც ხელფეხშეკრულია.
- მე გაგიადვილებ ცხოვრებას. მითუმეტეს, დღეს წვეულებაზე ყველაზე ახლოს შენ იდექი იმ დინამიკებთან თუ რა ჯანდაბაც იყო... ეჭვი მაქვს, შენ მიბიძგე სცენაზე ასასვლელად. - მოულოდნელად ინამ პატარა ჩანთიდან მაკრატელი ამოიღო, თმის მცირე ნაწილი მოიჭრა და ჟურნალზე დადო - მაგრამ არ მინდა გეგონოს, რომ ვალდებული იქნები ჩემს წინაშე ან მე გამოვიქცევი შენთან და მამიკოს დაგიძახებ. - უთხრა გოგონამ და სახლიდან გავიდა.
მანქანის ფარეხში ჩაფიქრებული ეძებდა საკუთარ მანქანას. ერთი რამ სულ ავიწყებოდა ხოლმე - გაჩერების ადგილი. მაგრამ ამ ჯერზე ის მაინც გაახსენდა, რომ გასაღებზე დამონტაჟებული ღილაკის დახმარებით შეეძლო მისი ხმის გაგონება.
ტელეფონმა დაურეკა... ქრისტიანო იყო. ინამ ღრმად ჩაისუნთქა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ უნდოდა, სერიოზული და ამავდროულად, სევდიანი საუბრისთვის მოეზმადა.
- შეწყვიტე ჩემთან რეკვა ისე, თითქოს შენი შეყვარებული ვიყო. არ ვარ! და საერთოდაც თუ დამივიწყებ, უკეთესი იქნება. დაწყევლილი ვარ. ყველა გარშემომყოფის სიცოცხლეს ვალპობ, ვამწარებ და შენ ერთადერთი ხარ, ვინც არ მემეტება ჩემთან ყოფნის ტანჯვისთვის - თქვა ერთი ამოსუნთქვით და გაუთიშა. მისი ნომერი დაბლოკა.
იმ წამებში, მზად იყო, ეტირა კიდეც, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილებით იცოდა, რომ რაც უფრო ნაკლები საყვარელი ადამიანი ეყოლებოდა, მით ნაკლები დასაკარგი ექნებოდა ცხოვრებაში. ნაკლები დასაკარგი კი სიძლიერეს, დაუმარცხებლობას ნიშნავდა.
- ინა ბელინი - მოესმა უცნობი ხმა.
- ჯანდაბა, სწორედ ახლა ვფიქრობდი იმაზე, რომ ამ ავტოსადგომებმა ჩემს ცხოვრებაში ძალიან სიმბოლური დატვირთვა შეიძინეს - თქვა თვალებმოჭუტულმა და ხმის პატრონისკენ შემოტრიალდა. არ ეცნო. - მაგრამ ვინ ხარ?
- არ გახსოვარ? - გული დასწყდა კაცს - პაემანზე ორასჯერ დაგპატიჟე.
- ოჰ, ღმერთო. შენ ის ხარ, დღეში ასჯერ რომ მწერდა „როგორ ხარ“-ს?
- ჰო.
- და რომ დავბლოკე? - გაეცინა გოგონას.
- და რომ დაბლოკე.
- მაპატიე, მაგრამ ძალიან მომაბეზრებელი იყავი. მოიცადე, აქ ცხოვრობ? - გარშემო მიმოიხედა.
- არა, შენი სახლის მისამართი გავიგე და გითვალთვალებდი.
- რაა? - წამით შეშინდა და უკან-უკან წავიდა ნელი ნაბიჯით. უფრო გარკვევით დააკვირდა კაცს, რომელსაც ხელი შარვლისკენ მიჰქონდა და მოძრაობისას, შარვლის ქამარში შემალული იარაღი უჩანდა. - ჯანდაბა...
- უეცრად როგორი საწყალი გახდი - გადაიხარხარა კაცმა - მაგრამ მომწონს, აღმაგრზნებს შენი უმწეობა. - ელვის სისწრაფით მიუახლოვდა შიშისგან გაშეშებულ ინას და ყელში სტაცა ხელი.
- რა გინდა? - ჰკითხა ინამ ხმის კანკალით.
- შენ - იარაღი სახესთან მიუბჯინა უცნობმა და ტუჩები ყელთან გაუხახუნა.
- მომშორდი - წამოსცდა ინას. უცნაური იყო ამ ექსტრემალურ სიტუაციაში ამაზე ფიქრსი, თუმცა თავადაც მიხვდა, რომ ასეთი საბრალო, უბედური ხმა არასდროს ჰქონია. ცრემლები ყელში აწვებოდა, ყელს კი უცნობის საზიზღარი ტუჩები აცლიდა სიწმინდეს.
- ერთი მკვეთრი მოძრაობა, ერთი დაუმორჩილებლობა და ვისვრი - მიუგო მშვიდად კაცმა და ცალი ხელით ინას უკანალს მოეფერა.
- ღმერთო, ოღონდ ეს არა, გთხოვ... მოდი მშვიდად დავილაპრაკოთ - სულ ტყუილად ცდილობდა კაცის მოგერიებას. ბოლოს, იფიქრა, რომ ასეთ შეურაცხმყოფელ სიტუაციაში ნამუსის ახდას ისევ სიკვდილი უჯობდა და ისე ძლიერად გაფართხალდა, ლამის მართლა დაუსხლტა უცნობ ფსიქოფატს.
კაცმა გაისროლა.
ინამ ზუსტად არ იცოდა, სად მოხვდა ტყვია, რადგან მთელი სხეული საშინლად ეწვოდა.
მეორე გასროლის ხმაც გაიგო...
იფიქრა, ვერ გადაურჩებოდა ამ სიტუაციას, მაგრამ თვითონ მეტი ტკივილი აღარ უგრძვნია, კაცი დაეცა უსულოდ მიწაზე. ინამ თვალები მოჭუტა, ბევრი ფიქრის თავი აღარ ჰქონდა, საშინლად დაღლილი იყო, მაგრამ ვიღაცის ხმა მოესმა, რომელიც მის გამოფხიზლებას ცდილობდა.
- უნდა ადგე! სასწრაფოდ უნდა ადგე! - გაჰკიოდა ქალი. ერთხელ, მაგრად შემოულაწუნა კიდეც ინას სახეში.
ეცადა, თვალი გაახილა. ეგონა, რომ ამ გახელას სასიცოცხლოდ დარჩენილი ყველა ძალა შეალია. ინე დაინახა.
- ჯოჯოხეთში ვარ?
- გაგიკვირდება და არა - უპასუხა ქალმა. - სასწრაფოდ უნდა ადგე და მოვხიოთ აქედან. მემგონი, კაცი მოვკალი.
- ვერ ვდგები.
- ჯანდაბა შენს თავს - მოულოდნელად ინემ ინას მუხლებში ამოსდო თავისი ერთი ხელი, მეორე კისერში და ხელში აიყვანა. გოგონას სიცილის თავი რომ ჰქონდა, ალბათ ჩაბჟირდებოდა და სიკვდილს მაინც ვერ გადაურჩებოდა.
თავის მანქანაში ჩასვა ინემ.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ანუშირვანი

რა ვთქვა ? ახლა დავრეგისტრირდი და პირველი კომენტარი საიტზე , შენს ისტორიაზე უნდა დავტოვო <3 სასწაული ავტორი ხარ , სასწაული გმირებით <3 დამაინტრიგებელი თავი იყო უდავოდ <3

 



№2 სტუმარი Katie

სუპერ გოგო ხარ!!! ველი გაგრძელებას <3

 



№3 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ანუშირვანი
რა ვთქვა ? ახლა დავრეგისტრირდი და პირველი კომენტარი საიტზე , შენს ისტორიაზე უნდა დავტოვო <3 სასწაული ავტორი ხარ , სასწაული გმირებით <3 დამაინტრიგებელი თავი იყო უდავოდ <3

ვაი, ჩემთვის დიდი პატივია, რომ შენი პირველი კომენტარი მერგო <3
დიდი მადლობა :*

Katie
სუპერ გოგო ხარ!!! ველი გაგრძელებას <3

მალე მალე იქნებაა :* მადლობაა

 



№4  offline წევრი cicino

Shoki male dade ra es es ra iyo magaria veli axal tavs moutmenlad warmatebebi

 



№5 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

cicino
Shoki male dade ra es es ra iyo magaria veli axal tavs moutmenlad warmatebebi

დიდი მადლობა ციცო <3 აუცილებლად მალე ვიზამ

 



№6 ახალბედა მწერალი TeddyBear

შოკი ქალი ხარ შენ!
სიტყვები არ მყოფის მართლა.
როგორი რეალობა დაანახე მკითხველს ,რომ იცოდე. პირში რომ უცინიან ადამიანები ერთმანეთს და ზურგს უკან ძირს რომ უთხრიან.
და ბოლო... ბოლო რა მაგარი და ინტრიგული ნაწილი იყო, ერთი სული მაქვს მეათე თავი როდის დაიდება.
გელი გელი მოგელი ტკბილო kissing_heart

 



№7 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

TeddyBear
შოკი ქალი ხარ შენ!
სიტყვები არ მყოფის მართლა.
როგორი რეალობა დაანახე მკითხველს ,რომ იცოდე. პირში რომ უცინიან ადამიანები ერთმანეთს და ზურგს უკან ძირს რომ უთხრიან.
და ბოლო... ბოლო რა მაგარი და ინტრიგული ნაწილი იყო, ერთი სული მაქვს მეათე თავი როდის დაიდება.
გელი გელი მოგელი ტკბილო kissing_heart

ჯიგარი ხარ, გაიხარე <3
ძალიან მინდა ხოლმე ხალხი რომ ინასავით გამბედავები ვიყოთ და ნიღაბი ჩამოვხსნათ მაგ ზურგს უკან მოსისინე ტიპებს

 



№8  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაიმე შოკში ვაარ!! ეს რა მაგარი თავი იყო შენ აზრზე ხარ? ♥♥♥
გავგიჟდი უბრალოდ!
ინაზე ვგიჟდები აი ვგიჟდები!♥♥♥
ყველაზე დიდი რეალობა დაანახა და ყველაზე დიდი რეალობა დაწერე შენ მეგობრობაზე! სრული სიმართლე რაც ახლა ხდება♥♥♥
ბოლოში იმხელა სიხარულით ავისვე ინეს გამო ვერც კი წარმოდიგენ! ♥♥♥
ერთი რამ ყველაზე მაგრად გამგდის! ერთ-ერთს რომ წამოწევ წინ და გააღმერთებ ბოლოში იმდენს იზავ რომ მეორესაც გააღმერთებ! არც ერთს ტოვებ ისე რომ არჩევანი მოგვიწიოს, თუ რომელი ჯობია ან რომელი უფრო ძლიერია!
მაგრამ ყოველ თავში თითოეული ერთმანეთზე უკეთესები არიან!♥♥♥♥
ახლა რა მოითმენს შემდეგ თავამდე? თან ამ თავის მერე?!! ერთი სული მაქვს და გელოდები მთელი გულით და სულით!
❣❣❣❣

 



№9  offline წევრი lukakhati

ყველაზე ყველაზე მაგარი ხარ <3 ბევრი რო არ დავწერო ისედც იცი როგორ მიყვარს შენი ნაწერის კითხვა

 



№10  offline წევრი ლილიკო

სამწუხაროდ რეალურად იშვიათად ვიპოვით ასეთ გულახდილ ადამიანებს როგორებიც ინა და ინე არიან. ადამიანურობა უფრო მეტია მათში ვიდრე სხვა დანარჩენი. მომწონს ისტორიის განვითარება, შენი ფანტაზია რომელიც ისტორიას უნაკლოს და სასურველ საკითხავს ხდის. ზოგჯერ სიამაყე იმდენად გვმართავს რომ როცა ყველაფერს ვკარგავთ მაშინაც კი არ ვაღიარებთ ეს კი საშინელებაა.მჯერა აქაც რომ სიყვარული გაიმარჯვებს და მეგობრობა. რაც შეეხება ამ ორ წყვილს ისეთი საოცრებები არიან აი თვალი რომ მოაშორო უეჭველი რაღაც მნიშვნელოვანს გამოტოვებ.

 



№11 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ტკბილიწიწაკა
ვაიმე შოკში ვაარ!! ეს რა მაგარი თავი იყო შენ აზრზე ხარ? ♥♥♥
გავგიჟდი უბრალოდ!
ინაზე ვგიჟდები აი ვგიჟდები!♥♥♥
ყველაზე დიდი რეალობა დაანახა და ყველაზე დიდი რეალობა დაწერე შენ მეგობრობაზე! სრული სიმართლე რაც ახლა ხდება♥♥♥
ბოლოში იმხელა სიხარულით ავისვე ინეს გამო ვერც კი წარმოდიგენ! ♥♥♥
ერთი რამ ყველაზე მაგრად გამგდის! ერთ-ერთს რომ წამოწევ წინ და გააღმერთებ ბოლოში იმდენს იზავ რომ მეორესაც გააღმერთებ! არც ერთს ტოვებ ისე რომ არჩევანი მოგვიწიოს, თუ რომელი ჯობია ან რომელი უფრო ძლიერია!
მაგრამ ყოველ თავში თითოეული ერთმანეთზე უკეთესები არიან!♥♥♥♥
ახლა რა მოითმენს შემდეგ თავამდე? თან ამ თავის მერე?!! ერთი სული მაქვს და გელოდები მთელი გულით და სულით!
❣❣❣❣

ვცდილობ ჩემო ტკბილო, ვცდილობ რო სიეთი გამომივიდეს, როგორი ჩანაფიქრიც მაქვს და იმედია, გამომდის <3

ანუბისი
ყველაზე ყველაზე მაგარი ხარ <3 ბევრი რო არ დავწერო ისედც იცი როგორ მიყვარს შენი ნაწერის კითხვა

გყვარობ <3

ლილიკო
სამწუხაროდ რეალურად იშვიათად ვიპოვით ასეთ გულახდილ ადამიანებს როგორებიც ინა და ინე არიან. ადამიანურობა უფრო მეტია მათში ვიდრე სხვა დანარჩენი. მომწონს ისტორიის განვითარება, შენი ფანტაზია რომელიც ისტორიას უნაკლოს და სასურველ საკითხავს ხდის. ზოგჯერ სიამაყე იმდენად გვმართავს რომ როცა ყველაფერს ვკარგავთ მაშინაც კი არ ვაღიარებთ ეს კი საშინელებაა.მჯერა აქაც რომ სიყვარული გაიმარჯვებს და მეგობრობა. რაც შეეხება ამ ორ წყვილს ისეთი საოცრებები არიან აი თვალი რომ მოაშორო უეჭველი რაღაც მნიშვნელოვანს გამოტოვებ.

სამწუხაროდ, ეგეთი პირდაპირი და გულახდილი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან, მართალი ხარ. ან თუ ვინმე ინას მსგავსად პირდაპირია, მეგობარიც ცოტა ჰყავს, როგორც ინას.

 



№12 სტუმარი Sota

Au didxans unda velodot xoo??! Tu male gagvaxareeb

 



№13 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Sota
Au didxans unda velodot xoo??! Tu male gagvaxareeb

შევეცდები, რაც შეიძლება მალე გაგახაროთ <3

 



№14 სტუმარი marikuna

damezmarer raa motxrobas vedzeb dzaan adre wavikitze da ar maxsovs ra qviaa mokle shinaars getyvit anu erto gogoa raa da es gogo aris skolis worikana ase vityvi da ertxel sxvanairad chaicva ro veravin ver mixvdeboda vin iyo da klubshi wavida sadac erti biwi iyo tavis klaseli tu vigac ar maxsovs da am gogos es biwi moswonda da sxva saxelit da gvarit gaicno da mere am gogos im klubshi ragac mouva ar maxsovs ra da mere ea biwi waiyvans ra tavistan da karoche mere skolidan bakurinsji tu sadgac wavlen da es es biwi etyvis am gogos ro vici ro shen xaro da ragacas itamasheben biwebi gogoebia dakervaze tu ragaca da am biws es gogo amouva da mere ravi ra ar maxsovss ra moxdeba tu vinemem icis saxeli aucileblad mitxarit raa :( ramdeni xania vedzeb ver vnaxe

 



№15 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

marikuna
damezmarer raa motxrobas vedzeb dzaan adre wavikitze da ar maxsovs ra qviaa mokle shinaars getyvit anu erto gogoa raa da es gogo aris skolis worikana ase vityvi da ertxel sxvanairad chaicva ro veravin ver mixvdeboda vin iyo da klubshi wavida sadac erti biwi iyo tavis klaseli tu vigac ar maxsovs da am gogos es biwi moswonda da sxva saxelit da gvarit gaicno da mere am gogos im klubshi ragac mouva ar maxsovs ra da mere ea biwi waiyvans ra tavistan da karoche mere skolidan bakurinsji tu sadgac wavlen da es es biwi etyvis am gogos ro vici ro shen xaro da ragacas itamasheben biwebi gogoebia dakervaze tu ragaca da am biws es gogo amouva da mere ravi ra ar maxsovss ra moxdeba tu vinemem icis saxeli aucileblad mitxarit raa :( ramdeni xania vedzeb ver vnaxe

"აღიარება ხელისგულზე" ჰქვია და წიგნი გამოსცეს უკვე, საიტზე ვერ ნახავ, თათული ღვინიანიძეა ავტორი.

 



№16 სტუმარი Diana

აი შენ ხო აზრზე არ ხარ რა საოცრებებს ახდენნ. სასწაული გოგო ხარ. როგორ გამიხარდა 9 და 10 თავები რომ დამხვდა საიტზე. ახლა წავალ 10საც წავიკითხავ სასწრაფოდ.

 



№17 ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Diana
აი შენ ხო აზრზე არ ხარ რა საოცრებებს ახდენნ. სასწაული გოგო ხარ. როგორ გამიხარდა 9 და 10 თავები რომ დამხვდა საიტზე. ახლა წავალ 10საც წავიკითხავ სასწრაფოდ.

მადლობაა <3 იმედია, ისიამოვნებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent