შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მას გავიცნობ (ნაწილი 2)


21-01-2018, 00:40
ავტორი ლიდია
ნანახია 197

მე მას გავიცნობ (ნაწილი 2)

მტკივა.
მისი ყოველი ჩემ წინ გავლა მტკივა.
მისი ყოველი უსიტყვობა და უმოქმედობა მტკივა.
სული მეხუთება, როცა დავინახავ როგორ მშვიდად დააბიჯებს დერეფნებში და არ მიმჩნევს, თითქოს მოჩვენება ვიყო.
“მე მას გავიცნობ” მალევე იცვლება სვა სიტყვებით
“მე მას ვერ გავიცნობ”!
მტკივა, ის ძალიან მტკივა!
ვიცი, არ უნდა ჩემთან ურთიერთობა, რადგან თავად მე ვცადე რამდენჯერმე და არ შემიმჩნია.
მტკივა, როდესაც ვათვალიერებ სხვა გოგოების ფოტოებს რომლებიც დალაიქებული აქვს.
და მე მაინც მიყვარს...
მიუხედავად მისი მოყენებული თითოეული ტკივილისა მე ის მაინც მიყვარს!
მაინც ვდგავარ იმ ადგილას, სადაც გაივლის ხოლმე და მაინც გულის წასვლამდე ველოდები მის გამოჩენას. უბრალოდ იმისთვის, რომ დღეში ორიოდე წუთით შევავლო თვალი და ვნახო
რა აცვია
სად მიდის და
ვისთან მიდის...
იმიტომ რომ მთელი არსებით მიყვარს!
ვცდილობ მივესალმო, მაგრამ “გამარჯობა” ტუჩებზე მაშრება, რადგან გონებაში უკვე მიტრიალებს წინადადება “მე მას ვეღარ გავიცნობ”.
ვიცი რომ მივესალმო მაინც არ შემიმჩნევს.. რადგან ყველა ჩემი ნაბიჯი მის მიმართ უყურადღებოდ დატოვა.
ამ პატარა სამყაროში რამდენი ტკივილი, ცრემლი და ყვირილია ხმის ჩახლიჩვამდე.. და მე მაინც მიყვარს.
მიყვარს და ვწერ, როდესაც ვწერ მაშინაც მტკივა.
ჩემი ტკივილი არ ნელდება, მიუხედავად იმისა, რომ მას ფურცლებს ვუზიარებ.
მინდა ვუყვარდე ისეთი როგორიც ვარ. არც მთლად პრანჭია და ნაზი გოგო, არც მოდელივით აკაპიწებული ტანით და არც მზეთუნახავი სახით.
ჩემ თავს ვუმეორებ, რომ არ მიმსახურებს, რომ არ უნდა მიყვარდეს, რომ უნდა დავივიწყო...
მაგრამ...
ვერ!!!
ბევრს არ ვითხოვ..
ღმეერთო ბევრს არ ვითხოვ!
არც ისეთი ცოდვა ჩამიდენია ოდესმე, რომ ასეთი ტანჯვისთვის გამიმეტო...
მინდა მას შევუყვარდე, წრფელი სიყვარულით ვუყვარდე, ბავშვურად და ამავდროულად ძლიერად!
მინდა სხვისკენ არასდროს გაიხედოს!
არ მინდა ფული
მანქანა
სახლი
ვილა
სიმდიდრე..
არა არა!!
არ მსურს არაფერი.
თუნდაც მშიერ-მწყურვალი ვიყო, მთავარია ის იყოს ჩემ გვერდით და მეხუტებოდეს, მათბობდეს თავისი სიყვარულით.
მეტი არაფერი მინდა!!
ვწერ და ტანში მცრის, მაკანკალებს.
მეშინია, რომ ნახავს და მიხვდება.......
მეშინია მაგრამ აღარც მაინტერესებს. პირდაპირ ვერ ვეუბნები, მაგრამ დაე გაიგოს, რომ მ ი ყ ვ ა რ ს!
ის ფიქრები, რომ არ ვაინტერესებ კიდევ უფრო მტკენს გულს.
თითქოს მას ატომური ბომბი ათას ნაწილად ფლითავს
ანაწევრებს და
ანადგურებს.
იმდენად მტკივა, რომ ვერცერთი წამალი მიშველის, იმ ერთის გარდა...
მის გარდა...
მის გარდა...
ეს გრძნობა მანადგურებს და მე ვერაფერს ვაკეთებ, რომ თვითგანადგურება შევაჩერო.




___________________

და მაინც გავიცნობ მე მას?
არაა
ნაწილი ორი..
ვნახოთ შეიძლება გაგრძელდეს კიდევაც..
ვინ იცის...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent