შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცი, დღეს ჩახუტების დღეა .. 1


21-01-2018, 19:29
ავტორი ანუშირვანი
ნანახია 867

იცი, დღეს ჩახუტების დღეა .. 1

რა აღარ მაქვს შენახული , პირველი კლასის რვეული , რომელშიც ,,ბატიფეხურად“ მაქვს გაყოლებული ასოები, ახლობლების და მათ შორის ჩემი გადარეული მეგობრების ნაჩუქარი ბარათები, 6 წლიდან 18 წლამდე თითოეული დაბადებისდღისა და ახალი წლის მოსალოცი ბარათები. ,,Selpak” - ზე დაწერილი ლექსები და კიდევ , ერთი შეხედვით ათასი სისულელე , თუმცა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ნივთები . ბოლოს , ოთხად გაკეცილი თაბახის ფურცელი ამოვიღე , რომელზეც ჩემი დაუსრულებელი ,,ვითომდა“ ბიოგრაფია მეწერა , გავშალე და კითხვა დავიწყე : ,, მე ნინია ვიბლიანი დავიბადე 1998 წლის 18 ოქტომბერს. 2001 წელს შევედი საბავშვო ბაღში. 2003 წელს - სკოლაში. ამჟამად ვარ 18 წლის, ხუჭუჭა ჯღალი თმითა და დიდი ცისფერი თვალებით , საშუალო სიმაღლის. ვარ XII კლასში. მყავს გადარეული საუკეთესო მეგობრები , ორნი , ტყუპი და-ძმა თამუნა და გიორგი მაისურაძეები ...“- დავამთავრე თუ არა კითხვა, ჩემი მობილური აწკრიალდა, ნომერს გაბადრული სახით დავხედე და ვუპასუხე:
-ხო სანდრექს ..
- ნინია , რას შვრები, როგორ ხარ?
- რავი კარგად შენ ? რახდება შენსკენ ( ვითომ ძალიან შორს იყოს )
-კარგად , გოგო კაპიტანი ამერიკა დაიდო და უეჭველი ერთად უნდა ვუყუროთ!
-აუ, ძალიან კარგი , გამოგივლი ამ დღეებში და ჩავუჯდეთ, სასუსნავები შენზეა .
-აბა რა ! კაი გავიქეცი
-კაი.
ეს ჩემი ბიძაშვილი იყო სანდრო, ორივეს სიგიჟემდე გვიყვარს MARVEL-ს კომიქსები და ვუყურებთ ხოლმე ერთად. ავდექი , ჩემი საყვარელი წითელი ჯემპრი , მაღალწელიანი შარვალი ჩავიცვი , მოვწესრიგდი და ოჯახთან ერთად ვისაუზმე . ( დედა მე და მამა ვართ სახლში ამჟამად , ორი და მყავს , თუმცა უფროსები არაინ და სწავლობენ უკვე ) წიგნების ჩალაგება დავიწყე, ხელზე საათი გავიკეთე,სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე და გარეთ გავიხედე, წვვიიმმდა .. არა რატომ მიკვირს, დღეს ხომ ოთხი ნოემბერია...
- როგორ არ მიყვარს წვიმა, როდესაც სადმე უნდა წავიდე - ვთქვი ჩემთვის. ფეხზე ჩავიცვი, ჩანთას ხელი დავავლე და გარეთ გავედი. სკოლა ახლოა ხუთი ან შვიდი წუთი ვუნდები ჩასვლას. აი მივედი, შენობაში სწრაფად შევედი და მეორე სართულისკენ გავწიე. კარი რომ გავაღე და ტყუპები დავინახე , როგორც ყოველთვის რაღაცაზე კამათობდნენ .
-დილამშვიდობის !
-დილამშვიდობის - მერხიდან ჩამოსკუპდა თამუნა და ჩამეხუტა , ჩემზე ოდნავ მაღალია, მწვანე თვალებითა და მუქი ქერა თმით , გიორგიც ზუსტად იგივიე ფაქტობრივად.
- აუუუ მათემატიკა გვაააქქ - ცხრანაირად დაიჭყანა გიორგი .
-ხოო-სიტყვაც არ მქონდა დამთავრებული, მათემატიკა შემოვიდა,დაიწყო საუკუნოვანი წამება . მიყოლებით ორი მათემატიკა, ისტორია, ქართული . მეთორმეტეს ერთი დადებითი მხარე აქვს - ცოტა გაკვეთილები . სკოლის შემდეგ გაჩერებაზე გავედით ( რაიონში რეპეტიტორებთან მიგვეჩქარება)
-აუ ახლა რა წაგვიყვანს, ავტობუსი ჯერ არაა - კოპებ შეყრილმა თქვა გიორგიმ
- ნუ წუწუნებ გაიქნიე ხელ-ფეხი და რამე გაგიჩერებს - ბოროტულად ჩაიხითხითა თამუნამ.
-ხო, შენ ხარ ახლა ბიჭი და გაგვიჩერე რამე - მეც ავყევი .
- მტერი ჩავარდა თქვენს ხელში... არრაა მტერიც მეცოდება თქვენთვის- თქვა მან და წინ გაიწია. ნახევარი საათი მაინც ვიდექით და ბოლოს შავმა ჯიპმა გააჩერა საჭესთან 19 -20 წლის ბიჭი იჯდა, მგრამ ვიღა დაეძებდა დაკვირვებას, სამივე ჩავჯექით მე ყურსასმენები გავიკეთე და Mp3 Player-ი ჩავრთე .
-აქ ჩამოვალთ, თქვა გიომ როცა ,,მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრს“ მივუახლოვდით.
-მადლობა დიდი- ვთქვი მე და მანქანიდან გადმოვედი, Mp3 Player კი თან ღარ მქონდა , ,,ალბათ მანქანაში დამივარდა“ გავიფიქრე და მიმავალს გავაყოლე თვალი.
მთელი 2 საათი ჯერ ინგლისურზე , მერე უნარებზე , ძლივს მივლასლასდით ავტობუსის გაჩერებაზე და გამოგვიცხადეს ,,დღეს არაა ავტობუსი , რაღაც პრობლემა შეიქმნაო“ . ჩვენც , რაღა დაგვრჩენოდა, გიო სახლში იყო უკვე და გაჩერებაზე გავედით , საათ ნახევარი ვიდექით გავიყინეთ . ბოლოს შავმა ჯიპმა გააჩერა, ახალგაზრდა მანქანიდან გადმოვიდა და დაგვიძახა:
-დაბრძანდით!- მე და თამუნამ მანქანასთან მივირბინეთ და ჩავჯექით. სითბო იყო , თანაც სუნამოს სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. მალევე ბიჭიც მოვიდა სურსათის მაღაზიიდან დატვირთული.
-გამარჯობა - ხავერდოვანმა ბარიტონმა გაიჟღერა და სარკიდან თავის კუპრივით შავი თვალები მოგვაპყრო. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა თამუნასთვის მაშინვე ამოეცნო ,,ნაცნობი“ და ამავე დროს ,,უცნობი“ პიროვნება:
-ჰეი, რა დამთხვევაა დღეს თქვენ არ ამოგვიყვანეთ ?
- მართლაც .. - ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა- დემეტრე გასვიანი
-სასიამოვნოა, მე თამუნა მაისურაძე ვარ, ეს კი ნინია ვიბლიანია - განსაკუთრებულად მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა ჩემი სახელი და გვარი, მე კი თვალები დავუბრიალე
-ჩემთვისაც სასიამოვნოა - თქვა მან და შავი თვალები მომაპყრო , მისი ნაკვთები შევათვალიერე .. სწორი ცხვირი , დიდი , სქელი , ღვინისფერი ტუჩები , მოკლედ შეჭრილი თმა , ოდნავ გამოწეული ყბის ძვლები . ამ ,,თვალიერებაში“ თამუნას უბანს მივუახლოვდით დაგვემშვიდობა და მანქანიდან ჩახტა . ხუთ წუთში ჩემს უბანთან ვიყავით:
-მე აქ ჩამოვალ,
-არავითარ შემთხვევაში, წვიმს და ცივა ...- მშვიდად მომიგო
- არ არის საჭირო ჩემზე ზრუნვა- ვუთხარი გაბრაზებულმა და კარის გაღება დავაპირე მაგრამ, საკეტის ჩხაკუნი გავიგონე , ვერ ვიჯერებ კარი ჩამიკეტააა - მგონი გითხარით საკუთარ თავს თვითონ მივხედავმეთქი !
- მგონი მოვედით - მითხრა და ირონიული მზერით გააღო კარი.
-დიდი მადლობა , არ იყო საჭირო ! - ვუთხარი მე და კარი მივუჯახუნე.
-არაფერს ..
ერთი შევუბღვირე სანამ წავიდოდა და ეზოში შევედი ,,სვანი „ ,,თავხედი“ mp3 ? ოოჰ!! მეკითხა მაინც !! ჩავიბურტყუნე და სახლში შევედი , თანაც ისე შევვარდი დედაჩემმა გაკვირვებულმა გამომხედა ,,ხო კარგად ხარ შვილოო „ - მოაყოლა . მოვწესრიგდი და მეცადინეობა დავიწყე , რამაც გვიანობამდე გასტანა . ჩემდაუნებურად მასზე ვფიქრობდი ,, ჯანდაბა ნინია რა გემართება??“ ,,ჰა, აღიარე , რომ სიმპატიურია“ - ორი ,,მე“ ბაასობდა ჩემს გონებაში და ძილს არ მაცლიდა , ამ ფიქრებში გართულს გამთენიისას ჩამეძინა .

* * *

სამშაბათი გათენდა, მაღვიძარა აწრიპინდა ,, ამის გამოსართავად ერთი ჩაქუჩი მინდა!!“ ამოვიბურტყუნე და გარეთ გავიხედე ,,ძლივს მზეე!!“ . მოვწესრიგდი ვისაუზმე და სკოლაში წავედი.
პირველი მათემატიკა გვქონდა , დაფასთან გავედი , გამეორება სულ ელემენტარული . კვადრატული განტოლება დავწერე და ამოხსნა დავიწყე, როცა კარზე დააკაკუნეს ჩემმა კლასელმა გააღო :
-გამარჯობა, ნინია ვიბლიანს შეუძლია ხუთი წუთით გამოვიდეს ? - კარს მიღმა გაისმა ხავერდოვანი ბარიტონი .
- გამარჯობა - დაბნეულმა ჩაილაპარაკა სალომემ , შემდეგ მე გადმომხედა- ნინია გეძახიან - მასწს გავხედე და თანხმობის მერე გავედი . კარს უკან გასვიანი იდგა და ოდნავშესამჩნევი ღიმილით მიმზერდა .
- გამარჯობა ნინია - ხაზგასმით წარმოსთქვა ჩემი სახელი .
-გამარჯობა , რა გნებავთ ?
-მიზეზი მქონდა შენს სანახავად და ხელიდან ვერ გავუშვებდი ..
- რა მიზეზი? - გაკვირვებულმა ჩავილაპარაკე.
- აი ეს- თქვა და თავის გრძელ , ნატიფ თითებში ჩემი mp3 აათამაშა.
-რამდენი ხანია ვეძებ - გახარებულმა გავიწიე მისი ხელისკენ , თუმცა უკან დაიხია
-ყველაფერს თავის საფასური აქვს - ჩაიცინა- უნდა დამპირდე , რომ ზეგ ჩვენებაზე მოხვალ - როცა ჩემს დაბნეულ სახეს შეხედა , გამიმარტა - ანიმატორი ვარ და ზეგ ჩემი მოსწავლეების ანიმაციების ,,პრემიერაა“ , ასევე , ჩემი ნახატების გამოფენა. მინდა იქ იყო , რას იტყვი ?
-ვეცდები მოვიდე, წინასწარ ვერ დაგპირდები ..
-კარგი-მშვიდად მითხრა და mp3 მომაწოდა - შეხვედრამდე ნინია- თმა გადამიწია და ლოყაზე ტუჩებით შემეხო , შემდეგ კი მიტრიალდა და წავიდა.. ვგრძნობდი , როგორ მიხურდა ლოყა .. ზარის ხმამ გამომაფხიზლა კლასში შევბრუნდი და თამუნას და გიოს ყველაფერი მოვუყევი .
- ვიცი ეგ ანიმატორი , ორი თვეა აქაა- თამუნა
--მართლა ? აქამდე როგორ ვერსად შევხვდი მერე ?
-შენ მხოლოდ ბიბლიოთეკაში და რეპეტიტორებთან დადიხარ გენაცვალე , სად ნახავდი ? - ჩაიხითხითა თამუნამ.
- კარგი , წავიდეთ - ფიქრიანად ჩავილაპარაკე .
ამ დღემაც ჩაიარა , მეორე დღესაც მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა . ოთხშაბათს სანამ წავიდოდით გიო და თამუნა ჩემთან გამოვიდნენ , ჩემს საძინებელში ფუმფულა ხალიჩაზე ისხდნენ და მსოფლიო დონის კრიტიკოსებივით აფასებდნენ ჩემს ტანსაცმელს
-რა ჩავიცვა??? - უკვე ამომეწურა მოთმინება , რადგან მეუბნებოდნენ ,,განსაკუთრებული დთისთვის ანსაკუთრებული სამოსია საჭიროო“ მთელი კარადა გადმოვქექე და ,,განსაკუთრებული’ ვერაფერი ვიპოვე .
-მოვიფიქრე!! -თვალებ გაბრწყინებულმა წამოიძახა თამუნამ და ოთახიდან გიჟივით გავარდა
-ეს ნორმალურია ახლაა ?? - შუბლზე ხელი იტკიცა გიომ
-შენი ტყუპია რასვიზამთ - ჩავიხითხითე და ოთახში ქარბორბალასავით შემოვარდნილ თამუნას გავხედე , რომელსაც ხელში შავი დიდი ყუთი ეჭირა ,უკან კი დედაჩემი მოჰყვებოდა
-დე , მგონი ეს გამოგადგება , პაემნისთვის ზედგამოჭრილია - ჩაიცინა დედაჩემმა , მეკიდე თვალები შუბლზე ამივიდა ,,პაემანიოო??“
-დედა რა ? რა პაემანი ?? ამან გითხრა ხო ?? - წამივიყვირე და ხელი თამუნასკენ გავიშვირე
- ამას არაფერი უთქვამს , რად მინდა ვინმეს თქმა ? სახეზე გაწერია ყველაფერი , ეს დეიდაშენის საჩუქარია , დაბადების დღეზე გამოგიგზავნა , გვიან ჩამოვიდა უბრალოდ და დამავიწყდა მოცემა , თამუნამ ვთხოვე ფოსტიდან წამოეღო და ახლა გაახსენდა.
-მართლააა ?? - აღტყინებულმა ჩავილაპარაკე და ყუთი გავხსენი: შიგნით ულამაზესი კაბა იდო , იისფერი , გრძელი საყელოებით, წინ დახურული და ოდნავ ამოჭრილი ზურგით , გვერძე პატარა ყუთი და ბარათი იდო წარწერით ,,ჩემს ულამაზეს დიშვილს , საუკეთესო სურვილებით დეიდასგან , შენს ქათქათა კანზე მშვენიერი იქნება .. პ.ს შენი საყვარელი ლავანდი სუნამოც გამოგიგზავნე 2 ცალი . ‘“ ბედნიერმა გავხსენი ყუთი და , ჩემი საყვარელი სურნელი შევისუნთქე
-რაკარგია , თითქმის აღარ მქონდა ..- ჩავილაპარაკე და მაშინვე სააბაზანოში შევედი გამოსაცვლელად , სარკეში ჩავიხედე , კაბა ზუსტად ჩემს თანზე იყო შეკერილი, სხეულზე იყო მომდგარი , ზუსტად მუხლზე, კმაყოფილმა შევათვალერე ჩემი თავი და ,,კრიტიკოსების“ წინაშე წარვსდეგი
-ვაუ , მშვილდისარი გაკლია და მერიდა იქნები გადაკოპირებული - გაოცებულმა ჩაილაპარაკა გიომ
-ჩემი ჟღალთმიანი საოცრება ხარ შენ !! - ჩამკოცნა თამუნამ- მაკიაჟი ? თმა ?
-ხოიცი მაკიაჟს არასდროს არ ვიკეთებ - უცებ გადავასხი ცივი წყალი- და თმა მშვენივრად მაქვს , დავივარცხნი და ეგააა - ჩავილაპარაკე და ცხვირჩამოშვებულ თამუნას რომ შევხედე ავკისკისდი . ბოლომდე მოვიკაზმეთ , პრემიერაზე მამამ აგვიყვანა მანქანით . სიას გადავხედე ჯერ გამოფენა იყო ხოლო შემდეგ ანიმაციების ჩვენება , უზარმაზარ დარბაზში დავაბიჯებდი და თითოეულ ნახატთან დიდი ხანი ვჩერდებოდი , მართლაც საოცარი ნახატები იყო , ძირითადად პორტრეტები , ძალიან მეტყველი თვალებით უცებ თამმუნა მოვიდა , ხელი მტაცა და სადღაც წამათრია
-რაიყო , მშვიდობაა?? - გაკვირვებულმა წამოვიძახე
-შეხედე გოგო - აღტყინებულმა მიპასუხა და დიდი კედლისკენ მიმითითა რომელზეც ჩემი პორტრეტი იყო დაკიდებული , თვალებს ვერ ვუჯერებდი , თითოეული ნაკვთი , თვალები ,თმის თითოეული ხვეული საოცრად ცხადად იყო გამოყვანილი ტილოზე , თეთრი კაბა მეცვა , რომლის სიმსუბუქეს , თითქოს უკვე ტანზე ვგრძნობდი და ლავანდების უზარმაზარ მინდორში ვიდექი , ხელშიც ლავანდების თაიგული მეჭირა , უნებურად ნახატისკენ გავიწი , ტილოს ხელით შევეხე , მარჯვენა კუთხეში ლამაზი ასოებით ეწერა ,,ლავანდის პრინცესა“ ასეთი საოცრება არასდროს მინახავს , ვიგრძენი ვიღაცამ წელზე ხელი მომხვია , ნაცნობი სურნელი ვიგრძენი და ჟრუანტელმა დამიარა , აზრზე ხავერდოვანმა ბარიტონმა მომიყვანა:
-ჩემი ლავანდის პრინცესაც მოვიდა ...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი Wilson

Aseve abiturients sami damgleli mecadineobis shemdeg visiamovne am axali istoriit <3 gaagrdzele chemo kargo,shen mainc gamaxare xolme dgis bolos <3

 


№2  offline წევრი ანუშირვანი

ძალიან გამახარა , თქვენმა კომენტარმა <3 ყველანაირად ვეცდები , რომ მალე დავდო ახალი თავი . <3 ჩემი პირველი ისტორიაა , ამ საიტზე და ბევრს ნიშნავს მკითხველის აზრი <3 #wilson

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

blush საზამთროა, თბილი და შემოდგომისფერი blush

 


№4  offline წევრი ანუშირვანი

ლაზარე 13
blush საზამთროა, თბილი და შემოდგომისფერი blush

ძალიან დიდი მადლობა <3 ალბათ მალე დავდებ სრულად , დაუსრულებელია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent