შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შერწყმა (8)


21-01-2018, 23:33
ავტორი lukakhati
ნანახია 169

შერწყმა (8)

...რაისა გაბრიელის სახლში აღარ დადიოდა. ყველას მსგავსად ელას გაუჩინარება მისთვისაც აუხსნელი იყო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში მხოლოდ ბედის ხელი არ ერია, მაგრამ არავინ იცოდა რას ერქვა “ბედი” ამ ადგილას. ეს სიტყვა ისეთივე ბუნდოვანი იყო, როგორც სხვა ყველაფერი.
თეოდორთან უკანასკნელი საუბრის შემდეგ რაისამ რამდენიმე ღამე თეთრად გაათენა. ორი ღამის განმავლობაში სახლიდან წამოღებულ სიგარეტს, რომელიც იქამდე უნდა ყოფილიყო საკმარისი, სანამ ყველა ადაიმანურ უნარს საბოლოოდ არ შეელეოდა, ბოლო მოუღო. ის დანაკლისს გრძნობს და ამ შეგრძნებას ნიკოტინით ვერ იკმაყოფილებს. ყველაზე საზარელი კი ის აღმოჩნდა, რომ ხუჭუჭა მუდმივად ამაყობდა განვლილი ცხოვრებით და თავი გამორჩეულიც კი ეგონა. ხავსს მოჭიდებულ მომაკვდავს წააგავდა. დიდხანს ფიქრობდა, მაგრამ ვერაფერი ხელმოსაჭიდი ვერ გაიხსენა, ვერაფრით საკუთარი თავი ძმის სიტყვების სიცრუეში ვერ დაარწმუნა და ,როდესაც საბოლოოდ შეეჩვია აზრი, რომ არა მარტო აქ ცხოვრება, არამედ მისი მთლიანი ცხოვრება უსაფუძვლო იყო, ხავსი გაწყდა, რაისა უფსკრულში დაეშვა.
...რას ნატრობდა? დაბადებას. დროის გაჩერებას და ყველაფრის თავიდან დაწყებას. სხვა გზა აღარ იყო. ის აღარ ფიქრობდა საკუთარი სხეულის ხსნაზე და მზად იყო დედის მოპარული ყველა სამკაულიც კი დაებრუნებინა. ახლა მხოლოდ საკუთარი სულის, რომელზეც ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, ხსნაზე ფიქრობდა. ამაზრზენი იყო ყველასათვის და ყველაფრის შესაცვლელად დრო აღარ რჩებოდა.
...სენი უკვე მარჯვენა ხელს ეპატრონებოდა. ქვვავდებოდა და მალე მხოლოდ ბუტაფორია, მულაჟი იქნებოდა. საწამლავით მისი სხეულის ყოველი ნაწილი მძიმდებოდა და რთული სამართავი ხდებოდა. მოდებული ცეცხლი ნელ-ნელა ცოცხალისაგან მხოლოდ ნახშირს დატოვებდა. პატარა ნიავი კი მას გაფანტავდა.
რაც მუშაობას თავი დაანება, სახლში დაბრუნებას აღარ ჩქარობდა. სეირნობდა ქუჩებში. მთელი ძალით საკუთარ აზრებს ებრძოდა. მისი ყოველი განზრახვა ბოროტი იყო. ხო, მას საკუთარი თავის ეშინოდა. კანკალებდა იმის წინაშე, ვინც თვითონ იყო. ყველაფერი თვითონ გადაწყვიტა. საკუთარი სხეულის შემოქმედი გახდა. დიდხანს ძერწავდა თავს და ამაყობდა, რაისა წლების განმავლობაში საკუთარი თავით ამაყობდა.
როდესაც დაიღლებოდა უაზროდ სიარულით სახლისაკენ ბილიკს გაუყვებოდა. ხესთან მიახლოვებული გაჩერდებოდა და ფატალურ დასასრულზე ისევ თავიდან დაფიქრდებოდა. აკანკალებული, ამ სურათის წინაშე ისევ გრძნობდა სიმამაცეს, მზადყოფნას მიახლოვებოდა და ყველაფერი ახლავე დაესრულებინა. მისი სხეული ტბაში ჩაიძირებოდა, ფსკერზე დაეშვებოდა და მუდამ ამ ადგილის ნაწილი გახდებოდა. წლების წინ ეს ასე ჩაიფიქრა, მაგრამ მაშინ არ გაჩენია კითხვა- არსებობდა, თუ არა რაღაც მასში, რომლის მომავალსაც თვითონ ვერ წარმართავდა? ისევ თავის დაბინძურებულ სულზე ფიქრობდა. სხეული დარჩებოდა ფსკერზე სანამ არ გაიხრწნებოდა, მაგრამ სად გააგრძელებდა არსებობას რაისას უკვდავი ნაწილი? არ იცოდა და ეშინოდა, მუდმივი ტანჯვის რაისას ძალიან ეშინოდა.
-წყეული... - ქვედა ტუჩს კბენდა. გასაკვირი არ იყო, რომ წყეულს საკუთარ ძმას უწოდებდა.
...თეოდორი ეზიზღებოდა და შურდა, საკუთარი ძმის სუფთა,მსუბუქი სულის ძალიან შურდა.
...ამ სახლში სიჩუმე თითქმის არასდროს ირღვეოდა. კარის ჭრიალი ერთადერთი შემაწუხებელი ხმა იყო. მშობლებს ეძინათ. კრისტოფერის საწოლი ოთახიდან სინათლე ჩამოდიოდა. ბნელ დერეფანში იღვრებოდა. რაისამ კიბე ნელა აიარა. სიტყვებს ეძებდა. ახლა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თეოდორისთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცება იყო. ის ცდებოდა, რა თქმა უნდა ცდებოდა. ყველაფერი მხოლოდ მისი ბრალი იყო. საკუთარი თავისაგან ყოვლისმცოდნეს, უცოდველს ხატავდა და პატარა დის დასახმარებლად არაფერ აკეთებდა - რაისა ამ წინადადებებს გონებაში ხშირად იმეორებდა და ნელ-ნელა მათ სიმართლეში რწმუნდებოდა.
...სიტყვასაც აქვს განსაკუთრებული ძალა, რაიმეს შექმნის ძალაუფლება.ყოველი ხმამაღლა ნათქვამი სიტყვა აგური ხდება, რომელიც ნელ-ნელა აშენებს ერთ სურათს. გამოსახულებას, რომელიც შეიძლება რეალობას სულაც არ შეესაბამება, მაგრამ ის ხდება შენი რეალობა და ეხვევი მასში. ვეღარ პოულობ გასხვავებას ცხადსა და ნათქვამს შორის.
-სძინავს? - რაისამ კრისტოფერის საძინებლის კარი ნელა გააღო.
-არა - თეოდორი მშვიდი , მაგრამ ჩვეულზე ცივი ჩანდა.
-ესმის?
-არა
რაისა მხოლოდ ახლა დაინტერესდა კრისტოფერის მდგომარეობით, რადგან ეს მისი მომავალი იყო. ის მიხვდა, რომ სიმხდალეს ვერ გადააბიჯებდა და საკუთარ ამბავს ისე ვერ დაასრულებდა, როგორც წარმოიდგინა წლების წინ. გაქცევასაც აზრი არ ჰქონდა, როდესაც ელას გაუჩინარების შესახებ შეიყტო, დარწმუნდა, რომ აქედან ვერასოდეს გაიქცეოდა.
-საიდან იცი, რომ არ ღვიძავს?
-რის მიღწევას ცდილობ რაისა?
-მაინტერესებს რა მელის.
-იმსახურებ, კრისტოფერზე ბევრად უარესს იმსახურებ.
-ამის თქმის უფლება არ გაქვს.
-რატომ რაისა?! - თეოდორი პირს ამოძრავებდა, მაგრამ სხვა ლაპარაკობდა. ეს სხვა მასზე ბევრად სასტიკი, დაუნდობელი იყო. - გიფიქრია ოდესმე, რომ შენი ძმისთვის დახმარება შეგეძლო? გიფიქრია, რომ შეგეძლო რამით წვლილი შეგეტანა მის გამოჯანმრთელებაში? - სახე ალეწილი ჰქონდა, თვალებში სიწითლე ერეოდა. მისი გამოხედვა სიძულვილით იყო სავსე, ყოველი ნათქვამი სიტყვით დის ამოთხრილ საფლავს მიწას აყრიდა.
-ცოტახანში მეც...
-მიპასუხე!
-მე არაფრის გაკეთება შემეძლო.
-მკვდარია.
-ვინ?
-კრისტოფერი. ვიცი, რომ სძინავს იმიტომ, რომ მკვდარია. ორი დღის წინ მოკვდა.
...ამ სიტყვების წარმოთქმისას თეოდორი ზიზღს, რაისა კი შიშს განიცდიდა. დანაკლისი და სიყვარული კი არც ერთს არ უგრძვნია. თეოდორსაც კი, რომელსაც ძმა ოდესღაც მართლა გულწფერლად უყვარდა. ალბათ, დროის განმავლობაში ერთი შეხედვით უსასრულოც შეიძლება გაქრეს და ყველანაირი სულიერი თუ ფიზიკური კავშირი გაბილწდეს. წყდება, როდესაც მუდმივი ჭიდილის მსვერპლი ხდება. სინამდვილეში, ეს ზიზღი, რომელსაც თეოდორი რაისასკენ მიმართავდა, მხოლოდ მისთვის იყო განკუთვნილი. მას ახლა ეზიზღებოდა საკუთარ თავი, რადგან ძმის უეცარმა სიკვდილმა აჩვენა მას ვინ იყო და ვინ გახდა. ყველაფრისაგან დაიცალა და ,როდესაც ხელი კრისტოფერის სახესთან მიიტანა და სუნთქვა ვერ იგრძნობ, გააცნობიერე, რომ ერთადერთი ის ამ სუნთქვას გრძნობდა. ამიტომ არ შეხებია ძმის ცხედარს ორი დღის განმავლობაშ. არა, იმიტომ რომ ტკივილისაგან ყველანაირი უნარი დაკარგა, არამედ, რადგან ორი დღის განმავლობაში გაუჩერებლად მხოლოდ ერთ კითხვას ატრიალებდა : რატომ გავხდი ასეთი?
...ახლა, ოთახში ერთი, ვინც მართლა ნამდვილ, სუფთა გრძნობები ედებოდა რაისა იყო. შიშთან ერთად მას რაღაც უფრო ძლიერი ერეოდა - სინდისი. გონება ნაწილებად დაეშალა. ერთდროულად მოსული ამდენი აზრი ვერ აიტანა. მეტყველების უნარი დაკარგა. თეოდორს გაშეშებული უყურებდა და ბგერებს ერთმანეთს ვერ უკავშირებდა.
-წადი! გაეთრიე! - თეოდორი ღრიალებდა, მაგრამ საშინელი წუილის გარდა რაისას არაფერი ესმოდა და ტიროდა. დის ცრემლების დანახვამ თეოდორი მდგომარეობიდან საბოლოოდ გამოიყვანა. მასაც შურდა, გრძნობების ცრემლებად გარდაქმნის უნარის ძალიან შურდა.
...გაიქცა. არა იმიტომ, რომ მისი სიტყვები შეეხო. მას საერთოდ არც გაუგონია, რომ თეოდორი ოთახიდან აგდებდა. მირბოდა და უკან არ იყურებოდა, არც წინ, არც გარშემო. მსუბუქი ინსტინქტურად წინ მიდოდა და გარშემო ვერაფერს ხედავდა. ყველაფერი გაცრეცილი, ჩაბნელებული იყო. განერვიულებული, სივრცესა და დროს ვერ გრძნობდა. ქარის საპირისპირო მიმართულებით მიიწევდა. აწეწილი ხუჭუჭა თმა მოძრაობისას აწუხევდა.
შეჩერდა. აზრს მოეგო. გარშემო მიმოიხედა და მთელი არსებით იგრძნო, რამდენად ეზიზღებოდა ეს ადგილი და როგორ უნდოდა ყველაფერი : მიქაელია მაღაზია, კატალიას ორანჟერია, ტბის გვერდით მდებარე პატარა სკვერი, გრძელი შენობები - ყველაფერი ნანგრევებად გქცეულიყო. საკუთარ მოძრაობის მართვის, განსაზღვრის უნარი დაკარგა. ფეხები წინ თავისით მიდიოდნენ.
ტბას მიუახლოვდა. “ნუთუ ეს დასასრულია?”. გაცნობიერებას ვერ ასწრებდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა. გონება,აზრები მისი საქციელის გაანალიზებას ვერ ახერხებდა.
სიცოცხლეზე წარმოდგენა დაკარგა. არა, ამ ქალაქში ცხოვრებაზე, არამედ იმ სიცოცხლეზე, რომელიც ერთ დროს ჰქონდა. ოდესღაც იღვიძებდა და ერთადერთი, რაც აწუხებდა სიახლოვე იყო, რომელიც მის ძმებს აკავშირებდა. ყველაფერს მისცემდა ამ დროის დასაბრუნებლად, თუნდაც ერთი დღის. უბრალოდაც რომ გაეხსენებინა როგორ ცხოვრობდა აქ მოსვლამდე საკმარისი იქნებოდა რაიმეს უკეთესობისაკენ შესაცვლელად. ხანდახან რამდენიმე მცირედი მოგონებაც საკმარისია იმის დასაჯერებლად, რომ არსებობას აქვს რაიმე აზრი.
...მაგრამ უკვე გვიანი იყო რაისა ნაცნობ ხეს მიუახლოვდა:
-რაისა - თეოდორი დაეწია. არც კი შეუმჩნევია ამ დროის მანძილზე, რომ უკან მიჰყვებოდა. უყვიროდა, მაგრამ მისი წვრილი, ისედაც გაწყვეტილი ხმა მორბენალს არ გაუგონია.
-თეოდორ?
-სისულელე არ ჩაიდინო. - მძიმედ სუნთქავდა. დაიღალა, მთელი ქალაქი სირბილითა და ყვირილით გამოიარა. უეცრად სურათი დალაგდა. მოწყურდა, ძმის სისხლი მოწყურდა.
-ჩემი ბრალი არაფერი არ არის. მე უდანაშაულო ვარ და ერთადერთი, ვინც წინ მეღობება, ხელს მიშლის, საპირისპიროში მარწმუნებს შენ ხარ. ყოველთვის იყავით შენ და კრისტოფერი, მაგრამ კრისტოფერი აღარ არის და შენც სუსტი ხარ. აღარაფერი შეგიძლია.
-დაუფიქრდი რასაც ლაპარაკობ.
-ყველაფერი თქვენი ბრალია.
-შენს თავზე ზედმეტს იღებ.
-კრისტოფერმა პასუხი აგო.
-გაჩუმდი!
-ახლა შენი ჯერია.
რაისამ ხის ფუღუროში ჩხრეკა დაიწყო. მის გარშემო შემოხვეული სიბნელე გაიფანტა. თვალებიდან ქვევით დაეშვა და სხეული დატოვა. ყველა აზრი და განზრახვა გაქრა, როდესაც მიხვდა, რომ ფუღუროს რაღაც აკლდა. ყველა ძვირფასი სამკაული, შენახული ნივთი ადგილას იყო. მხოლოდ იარაღი იყო აღებული.
-შეუძლებელია.
თეოდორმა მარჯვენა მკლავში ხელი მოკიდა. წონასწორობა გაჭირებით შეინარჩუნა. მას ეგონა, რომ რაისა ტბაში დახრჩობას აპირებდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სინამდვილეში ის უნდა გამხდარიყო დამალული იარაღის მსხვერპლი.
-სახლში წავიდეთ.
ფუღუროს გადაეფარა, ხელი გააშვებინა. თავი დახარა და ჩაიბურტყნა:
-წავიდეთ.
ამ დროს ტბის მეორე მხარეს:
დების სახლის კარის ხმა იშვიათი გასაგები იყო. აქ სტუმარი არავის არასდროს უნახავს. სამივეს გაუკვირდა, როდესაც ავადმყოფური ნიკოტინის სუნით შექმნილი სიმშვიდე ხმაურმა დაარღვია.
-ვინ უნდა იყოს? - მშვიდად იკითხა დარინამ.
-იქნებ?
-ჯერ ადრეა. - სიტყვა გააწყვეტინა კელიმ მეგის.
-ელიოზზე გაიგებდნენ.
-აქ ჩვენს გარეშე ვერავინ ვერაფერს გაიგებს. - მშვიდად წარმოთქვა და ნაზი მოძრაობით დარინას კარისაკენ მიუთითა. - გააღე.
დარინა დის სიტყვას უპასუხოდ დაემორჩილა. ის სამი დისაგან სიკვდილის სიყვარულით გამოირჩეოდა. მას უყვარდა ადამიანების ტანჯვის ყურება. ორივემ იცოდა, რომ თუ სტუმარი არასასრუველი ან გზააბნეული მგზავრი იქნებოდა, დარინა მისი სახით გასართობს იპოვნიდა.
-კართან ვინ არის? - პასუხი არ ისმის.
-ვინ ხარ? – სიჩუმე, კაკუნი ნელ-ნელა ბრახუნში გადადის.
-არ გააღო. - მეგის შეეშინდა.
საკეტის გახსნის ხმას სიჩუმე მოყვა. კარი დარინას არ გაუღია. მეორე მხრიდან სტუმარი მოუთმენლად მიაწვა.
დარინამ ავადმყოფურად გაიღიმა, თვალები გაუფართოვდა, შუქი ხვეულ თმა სიწითლეს მატებდა:
-საღამო მშვიდობის ნაია.
ნაია აფორიაქებული ჩანდა, მარცხენა ხელში რაისას იარაღს მალავდა.***
საღამოს შვიდი საათი. მაღაზია ადრე დახურა. სახლში მისვლას მიქაელი არ ჩქარობდა. წინ მძიმედ მიდიოდა. დილით კატალიამ მაღაზიაში ჩვეულზე ადრე ხილ-ბოსტნეული მიიტანა. სინამდვილეში ყოველთვე ერთი და იგივე მეორდებოდა. თვეში ერთხელ, მესამე კვირას კატალია სურსათის მისატანად დათქმულზე ორი დღით ადრე მიდიოდა. ჩვეულებრივ ესალმებოდა მაღაზიის პატრონს, ეკითხებოდა მამის ჯანმრთელობის შესახებ და ახალი მოყვანილი მოსავლით ამარაგებდა. სანაცვლოდ სხვადასხვა ნივთები მიჰქონდა. მიქაელსაც უხაროდა. ნაყოფიერ მიწას ლოცავდა და გულში მადლობელი იყო იმისათვის, რომ კიდევრამდენიმე კვირა ხალხი მშიერი არ იქნებოდა.
…ეს უხილავი რუტინა იყო. ციკლი, რომელიც მუდმივარ მეორდებოდა, თავიდან იწყებოდა, მაგრამ რეალობაში, ყოველი კატალიას მოულოდნელი გამოჩენა პირველი იყო მიქაელისათვის. კი, მის გონებაში ეს დღეები ადგილს ვერ პოულობდა. ხო, ეს ყველაფერი კატალიას წინასწარ ჰქონდა გათვლილი, გადაწყვეტილი. არა, ის ბოროტი, დაუნდობელი არ იყო და მუდმივად მისი ტანჯვის ყურებას არ ნატრობდა. უდარდელი ბიჭის შემხედვარეს ეშინოდა, რომ, როდესაც დრო გაიწელებოდა ის სწორედ მას მიაკითხავდა და საკუთარ სენზე უამრავ კითხვას დაუსვამდა. მისი გონება კი ორად გაიხლიჩებოდა. ის თავს ვალდებულად თვლიდა ყველაფერი აეხსნა მიქაელისათვის, მაგრამ ეშინოდა, რომ ის ამ ყველაფერს ვერ შეეგუებოდა. ყველამ გამოიარა ის წამი, როდესაც საკუთარი ნაკლოვანებისა და გამოუსადეგარობის შესახებ შეიტყო. ეს ბოლო დღე იყო წარსულიდან, რომელიც კატალიას ნათლად ახსოვდა, რადგან სიმართლით ფორმირებულ სიტყვებს უეცრად მოვარდნილი ტკივილი მოყვა და ჭაობისფერ ნიაღვარად გარდაიქმნა, თვალებამდე ავიდა და იმ წამის შემდეგ მისი თვალები შიშისფერი გახდა, ამ დღის შემდეგ კატალიას წარსულსა და მომავალში აღარ უცხოვრია, მის სამყაროში მხოლოდ ერთი სიტყვა არსებობდა - მომავალი.
ვალდებულება და თანაგრძნობა ერთნაირი სისწრაფით ჩნდებოდა და ქრებოდა. ის საკუთარ თავს არასდროს მისცემდა უფლებას საკუთარი საქციელით თავისი მომავალი შეეცვალა და თუნდაც რომელიმე მოსალოდნელი საფრთზე თავიდან მოეშორებინა, ბედს გაქცეოდა, დაპირისპირებოდა, მაგრამ, მიქაელის მადლიერი ღიმილისა და მიამიტი თვალების შემხედვარემ მისი მომავლის შეცვლა გადაწყვიტა.
..თვეში ერთხელ, ყოველ მეორე კვირას მიქაელი ცნობისმოყვარე ბავშვივით კატალიას ერთსა და იმავე კითხვას უმეორებდა:
-მამა, ავად რატომ არის?
კატალიაც, როგორც პირველად ამოიოხრავდა და პასუხობდა:
-აქ ყველა ერთი ბედის გამზიარებლები ვართ - მაგიდას ორივე ხელით მძიმედ ეყრდნობოდა. საკუთარი სისუსტის დასამალად თვალებში უყურებდა და უყვებოდა ყველაფერს, რაც კი იცოდა. მოუყვა, რომ მისი სისხლიც დაწყევლილი იყო და დროის შემდეგ მზის სინათლის დანახვაც გაუკვირდებოდა. უხსნიდა, რომ მისი ყოვლისმცოდნე თვალებიც ისეთივე ტვირთი იყო, როგორც ნისლი, რომელიც მისსა და მისი მამის გონებაში ფეხს იდგამდა. ელაზე არაფერს ეუბნებოდა. სწრაფად ლაპარაკობდა, ზედმეტი კითხვების დასმის შესაძლებლობას არ აძლევდა, რადგან კითხვებზე იმ პასუხებს ვერ გასცემდა, რომლებიც არ იცოდა. არც საუბრის დასრულების შემდეგ აძლევდა რაიმის თქმის დროს. უმალ დგებოდა და მაღაზიიდან გადიოდა. მასაც აღარ შეეძლო ამდენი ტანჯვის ყურება და ამ ქალსაც უჭირდა გამხდარიყო ამდენი ტანჯვის მიზეზი, მაგრამ ის სიმართლის გარდა არაფერს ამბობდა.
მაღაზიიდან სახლისაკენ მიმავალს უამრავი აზრი უჩნდებოდა. გვერდით იყურებოდა ვერ ხედავდა მაგრამ ახსოვდა ნანახი და იცოდა, რომ დღეს აქ მარტო იყო. ადრე თედორესთან და ელიაზართან ერთად დადიოდა. კარგი და არასდროს ყოფილა. სწყინდა რომ თედორეს ტანჯვას ვერ ამსუბუქებდა. საკუთარი თავს დამნაშავედ თვლიდა იმის გამო, რომ ელიაზარმა, რომლის გაქცევაშიც დარწმუნებული იყო, ის უკან დატოვა. თავს მხოლოდ იმით იმშვიდებდა, რომ იმდეგაცრუება, რომელსაც მიქაელი მისი წყალობით განიცდიდა გარკვეულ დროში გაქარწყლდებოდა. ასეც ხდებოდა, პირველად ათ საათზე მეტი დასჭირდა, შემდეგ მხოლოდ სამიოდე და ახლა ერთ საათზე ნაკლები იყო დარჩენილი სანამ ისევ უდარდელ, მამის ერთგულ შვილად გარდაიქმნებოდა და ზუსტად ერთ თვეში მისი მაღაზიის სტუმარს იმავე კითხვებს გაუმეორებდა.
ეს დღეები ამ ქალისათვის, რომელიც ყველასათვის ამოცანა იყო, უფრო მძიმე ასატანი იყო. ყველაფრის მიუხედავად, მას გული ამ ყველაფრის თქმის დროს ძალიან სტკიოდა. ოდესღაც დარწმუნებული იყო, რომ, როდესაც ამ ამბავს ბევრჯერ მოყვებოდა ის ჩვეულებრივი, მისაღები გახდებოდა. მაგრამ არა. საუბრის დროს მიქაელის სენი მასზეც მოქმედებდა, ისიც მსცერპლი ხდებოდა, მის თვალებში იყურებოდა და ყველაფერს ერთდროულად გრძნობდა, საუბარს ისევ იმავე სიცხოველით აღიქვამდა, როგორც პირველად.
ამ დღეს ორივე სახლში ერთსა და იმავე განწყობით ბრუნდებოდა. სიმართლით შეშინებულ მიქაელს სახლში ეჩქარებოდა. მაღაზიის დახურვაზე ფიქრობდა და მებრძოლი მამისთვის მეტი დროის დათმობაზე ოცნებობდა, მაგრამ ამას ვერ იზამდა და ,როდესაც ამას აცნობიერებდა გული ძალიან წყდებოდა. რამდენიმე საათით ადრე მიდიოდა სახლში და მხოლოდ მშობელთან ალერსზე ფიქრობდა.
გზაში მასაც სხვადასხვა აზრი უჩნდებოდა. გული სწრაფად უძგერდა. რაც უფრო უჩქარებდა ნაბიჯს, მით უფრო უჭირდა სუნთქვა. ცრემლებს ვერ იკავებდა.
...ტირილი საოცარი მოვლენაა. ადამიანი მხოლოდ მაშინ ტირის, როდესაც სხეულს აღარ შეუძლია დატევა, როდესაც სიტყვები მუნჯდება და ამ ყველაფრისაგან გასანთავისუფლებლად აღარ არის საკმარისი. წარმოდგენილი, უზარმაზარი, შეუჩერებელი ემოციები ერთ პატარა წვეთში იყრიან თავს, თხევადდებიან და ჩაწითლებული თვალებიდან მიწის ზედაპირზე ეშვებიან. ისინი პატარები არიან, მაგრამ ყველაფერს იტევენ. მაშველები არასდროს გღალატობენ და გახსენებენ, რომ ადამიანი ხარ. ტირილიც კათარზისია, ცრემლებიც დაღვრის უნარიც სულის გადასარჩენად მოგონილი საჩუქარია.
კართან რამდენიმე წამი ჩერდებოდა. უყურადებდა და , როდესაც მსუბუქი ნაბიჯების ხმა არწმუნებდა, რომ გაბრიელი სახლში იყო. კარს სიხარულით აწვებოდა და ღიმილით, ხმამაღლა, ომახიანად ამბობდა:
-მამა, როგორ ხარ?
-მიქაელ, კარგად შვილო. რამე მოხდა?
-რატომ მეკითხები?
-ადრე მოსულხარ - თავის ოდნავ შესამჩნევი მოძრაობით დიდი საათისაკენ ანიშნებდა.
-აღარავინ ჩანდა, ადრე წამოვედი - ყოველთვის ერთსა და იმავე მიზეზს იგონებდა.
-კეთილი, ვივახშმოთ?
-ახლავე გავშლი მაგიდას.
რამდენად მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო სიმართლე, ეს ბიჭი ყველასგან გასხვავდებოდა, რადგან , როდესაც დაღლილი გონების ხმა მხოლოდ ექო ხდებოდა, გულში მადლობას იმეორებდა. თვითონაც არ იცოდა ვის უმადლოდა, რომ დრო კიდევ ჰქონდა.
-მამა, დღეს კატალია იყო მოსული.
-ხო? ადრე მოსულა.
შემდეგ ყველაფერს უამბობდა. ღიმილით, უცრემლოდ, აუჩქარებლად ისე, როგორც ყველაზე ჩვეულებრივ ამბავს. არც ერთს აღარ ანაღვლებდა საკუთარი სენი და შვილის გულწრფელობითა და უბრალოდებით მოხიბლულ, მონუსხულ გაბრიელ მეტი არაფერი რჩებოდა იმის გარდა, რომ გაეღიმა. საოცარი გარემო იქმნებოდა ამ სახლში. საუბრის შემდეგ სავახშმოდ სხდებოდა მამა-შვილი. ამ საღამოობით ყველაზე თავისუფლები იყვნენ. ადრე ელაც მათთან ერთად სხდებოდა, მაგრამ ახლა ისინი სახლში მხოლოდ ორნი იყვნენ.
...ასე მეორდებოდა კარგი და ცუდი ყოველთვის თავიდან იწყებოდა. დღესაც ყველაფერი ჩვეულად მიდიოდა. სახლში შესული მამას შეეგება, მოიკითხა, თუმცა ამ საღამოს გაბრიელის ნაბიჯები არ იყო ჩვეულებრივისამებრ მსუბუქი. კართან მისული მიხვდა, რომ მოხუცი ბოლთას მოუსვენრად ცემდა. შეწუხებული ჩანდა. შვილის ალერსიანი მოკითხვის შემდეგ განზრახვებს მალავდა.
დღეს მხოლოდ ის შეიცვალა, რომ შუადღეს გაბრიელი საკუთარ ხელს დააკვირდა და “მიქაელთან” ერთად “ელაც” ამოიკითხა. ვერაფერი გაიხსენა, მაგრამ ორი ერთმანეთთან დააკავშირა. დანამვილებით ვერ იტყოდა ვინ იყო ეს გოგო. მხოლოდ ერთი იყო ნათელი - ის მისთვის მიქაელის მსგავსად ძვირფასი იყო და აღარ ახსოვდა.
მაგიდის გაწყობის დროს მიქაელმა საუბარი ჩვეული ფრაზებით დაიწყო:
-მამა, დღეს კატალია იყო მოსული.
-ხო? ადრე მოსულა.
-ყველაფერი მიამბო.
-ყველაფერი? - გახარებული ელოდა, რომ ამ მონათხრობის ერთ-ერთი გმირის სახელი ელა იქნებოდა.
-მიამბო ჩვენი სენის შესახებ.
-ეს ავადმყოფობა მხოლოდ ჩემია, მიქაელ.
-არა მამა ის ჩემიც არის და იცი რა? ახლა უფრო დიდ კავშირს ვგრძნობ შენთან. მგონი არც ისეთი საზარელი მოვლენაა. ჩვენ მუდმივად რამდენიმე მოგონებით ვიცხოვრებთ. ბევრჯერ გავიცნობთ თავიდან ერთმანეთს, ბევრჯერ შევიყვარებთ, არც ერთი შეგრძნება არ იქნება მოსაბეზრებელი - როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა მუდმივად იღიმოდა, თეთრ ეშვებს აჩენდა და ჭერს უყურებდა - არც ცუდი გვემახსოვრება და არც კარგი.
ნათქვამს სიჩუმე მოყვა. პირველად გაიწელა. გაბრიელი გაოგნებული იყურებოდ, თვალებს ვერ აჩერებდა, ხან შვილს შეხედავდა, მაგრამ უმალ მზერას კედლებს აყოლებდა. ხელში ცარიელ ჭიქას ათამაშებდა.
ამ საღამოს მამამ შვილს განსხვავებული პასუხი გასცა, რომელიც ყველაფერს შეცვლიდა, რომელიმეს გონებაში რამდენიმე საათზე დიდხანს რომ დარჩენილიყო.
ამოისუნთქა, ლაპარაკი ხმამაღლა დაიწყო:
-მიქაელ, ბევრი რამ თავისით ქრება. მართალი ხარ. ჩვენ ყველაფერი იმაზე ადრე გვავიწყდება ვიდრე საჭიროა. თითქოს ნებაყოფლობით შეგვიძლია ყველაფერი ცუდი დავივიწყოთ, მაგრამ ამის საფასურად ყველაფერს კარგის დავიწყებასაც ვწირავთ.
-მამა…
-ნუ მაწყვეტინებ.
-მე ამის თქმა არ მინდოდა.
-მამა, რა უნდა ვქნათ.
-არაფერი. დაელოდე, დამშვიდდი, ეს ლაპარაკიც რამდენიმე საათში დაგავიწყდება.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი Eleniko13

უინტერესოდ წერ.
პირველი ორი თავი ძლივს გადავაგორე,
სულ ძალით და ძალით ვიკითხე,
მეთქი ცოტა მუღამს დავუჭერ სადმე,
მარა ძაან ბანძად, უღიმღამოდ მიდიხარ.
არ ვიცი,
ცხადია მე საკუთარი წარმოდგენა მაქვს საინტერესო/არასაინტერესო
ნაწერთან დაკავშირებით,
მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საინტერესო.
როგორი სიუჟეტიც არ უნდა გქონდეს “მწერალს” (ნებისმიერი სახის მწერალს)
თუ წერის მანერა არ გაქვს ქული,
მაშინ ნაწერი ძაან ჩვეულებრივი,
მდარე გამოდის რა.
წერის სტილიც ხო ათასგვარია,
მარტივი,
რთული,
ლამაზი,
უხეში...
შენ თითქოს ძალით გინდა წერა და
თითებს უბრძანებ წერონ,
ბააათ ნოთ დეთ ვეეეიიიი,
ეგრე სად არის,
ძმაო?

მოკლედ წარმატებები,
და შემოჭრისთვის...
პრინციპში რატო ბოდიში?
კომენტარია,
ამაშიც ხო არ ვიხდით ფულს.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



№2  offline წევრი lukakhati

Eleniko13
უინტერესოდ წერ.
პირველი ორი თავი ძლივს გადავაგორე,
სულ ძალით და ძალით ვიკითხე,
მეთქი ცოტა მუღამს დავუჭერ სადმე,
მარა ძაან ბანძად, უღიმღამოდ მიდიხარ.
არ ვიცი,
ცხადია მე საკუთარი წარმოდგენა მაქვს საინტერესო/არასაინტერესო
ნაწერთან დაკავშირებით,
მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საინტერესო.
როგორი სიუჟეტიც არ უნდა გქონდეს “მწერალს” (ნებისმიერი სახის მწერალს)
თუ წერის მანერა არ გაქვს ქული,
მაშინ ნაწერი ძაან ჩვეულებრივი,
მდარე გამოდის რა.
წერის სტილიც ხო ათასგვარია,
მარტივი,
რთული,
ლამაზი,
უხეში...
შენ თითქოს ძალით გინდა წერა და
თითებს უბრძანებ წერონ,
ბააათ ნოთ დეთ ვეეეიიიი,
ეგრე სად არის,
ძმაო?

მოკლედ წარმატებები,
და შემოჭრისთვის...
პრინციპში რატო ბოდიში?
კომენტარია,
ამაშიც ხო არ ვიხდით ფულს.

გეთანხმები ყველას აქვს თავისი წარმოდგენა საინტერესო/ არასაინტერესოზე. შენი კომენტარი საინტერესო იყო და საბოდიშო არაფერი გაქვს. მადლობა წარმატების სურვებისთვის.
ხო, ჩემი წერის სტილი ჩემია და ,როდესაც ვწერ, ვწერ გულწრფელად. მოკლედ ყველას თავისი აზრი აქვს. მიხარია, რომ შენი აზრი გამოთქვი, მაგრამ ვერ გეტყვი, რომ გავითვალისწინებ, იმიტომ რომ მოგატყუებ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent