შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დალიჰარი (თავი 18)


22-01-2018, 01:04
ავტორი linda
ნანახია 1 017

დალიჰარი (თავი 18)

ანუ ღმერთები, მეფეები და არავინ

-=-=-=-=-=-
თავის თემა: Mooncatcher by Mattia Cupelli



-*-*-*-*-*-*-*-18
ჩანავლებულიყო კერაში ცეცხლი. კვამლს გადაეჭვარტლა მარმარილოს თლილი, ოსტატის ხელით კოხტად მოჩუქურთმებული ბუხარი, რომელიც ოთახში განბნეულ რძისფერ, მგუდავ ბურუსში შავ ლაქადღა მოსჩანდა.
ცეცხლის ტკარცალსა და ალთა როკვას აყოლილ, თალხით მოსილ ფიგურას მოერთხა კერის წინაშე ფეხი, ირწეოდა იგი და აცმაცუნებდა მონაოჭებულ, წელთა მიერ დაღარულ ბაგეს, სიკვდილის ფითრისფერი კოცნა რომ შეჰპარვოდათ. თუმცაღა, სიცოცხლით იყო აღსავსე დაბურული მზერა მისი, ყმაწვილკაცური სიფიცხის ელფერი დაჰკრავდათ ბაგეთაგან გადმოღვრილ სიტყვათ, რომელთაც შეჰღაღადებდა იგი ღმერთებს, ეწადა ეპოვა ის ძაფნი კავშირისა, რომელნიც მსწრაფ ჩამოჰქარგავდნენ სასურველ ხილვას.
ბუტბუტს უმატა მან, თალხით შემოსილი, ვეებერთელა ფრინველივით სხეული დაირწა მძლავრად, როკავდა იგი, და დაჟინებით ჩასჩერებოდა ნაღვერდლებს, მომცრო ცეცხლის ალნი რომ ლოკავდნენ.
ანაზდად ააფრიალა ლაბადის კალთები შაჰაიაქელმა ინგენმა, და გადმოაპირქვავა მომცრო პარკუჭი ნაღვერდლებზე. წვრილმა თესლმა ალთან შეხებისთანავე სისინი ამოუშვა, თითქოსდა სულისშემძვრელი ტკივილით იდაგებაო იგი.
მერე კი იმატა სისინმა. აკივლდა კერა.
თითქოსდა გასქელდა ბურუსი, სქელი ღრუბელი მოედო არემარეს, შეჭვარტლული მარმარილოს შავი ლაქაც კი უკიდეგანო ნისლში გაიცრიცა. ქარმა შემოჰბერა ინგენს, მწველი ხელნი შემოჰხვია და შეუთრთოლა ბაგე.
აცეკვდა ცეცხლი, აიმართა იგი და ნაკვერცხალთა მწველი თვალნი გაახილა მგელმა, ვეებერთელა ხახა დააღო და ცეცხლი ამოუშვა სუნთქვად. მის თავზე განუყრელად აჭრილიყო ყორანი, ყურისწამღები ჩხავილით ეხმაურებოდა მგლის ალისფერ ყმუილს.
იფეთქეს ნაპერწკლებმა, ორად გაიხლიჩა მათი ტალღად მონაბერი ათინათი ნაღვერდლებად ანთებულ თვალთა წინაშე. ტკარცალებდა და ჩხაოდა მრისხანედ ყორანი, გველის სისინმა გაჰკვეთა ჰაერი და იხუვლა კერამ, აალდნენ ნაკვერცხალნი, ცეცხლმა ხარბად შენთქა მასზე მიმოყრილი მოშიშინე თესლი. ხალხთა სულისგამგმირავი კივილი წყვდიადით სწამლავდა რძისფერ ბურანს, თითქოსდა ოქრო და პატიოსანნი ქვანი ჩამოეღვენთა დაუდგრომელ ცეცხლს, ტრიალებდა იგი, როკავდა, ჩალას მოედო, ხეს, ქვასა და მიწას, ზეცა მოიცვა და წყვდიადი გაჰკვეთა, თითქოსდა ამოდისო ახალი მზე...
ქუთუთოები შეუთრთოლდა გულთმისანს. თითქოსდა მონაბერმა ქარიშხალმა ცას მოდებული ღრუბელნი გაჰყარაო, დაიწმინდა მზერა მისი.
ჩანავლდა ცეცხლი, უნიათოდღა ლოკავდნენ ალის ენები აღუებულ მუგუზლებს, სპეტაკი ოხშივარი გადმოსკდა ნაღვერდალთა ბაგეს.
ტუჩებს აცმაცუნებდა ბებრუცუნა, მალ-მალე ქირქილებდა უჩუმრად. საიდუმლოს მოუთხრობდა საკუთარ თავს, მიტკალივით გაჰფითრებოდა პირისახე, გამალებით სცემდა გული მისი მკერდში.
შფოთავდა იგი.
შფოთავდა ძალზედ, რამეთუ ყოველ ჯერზე, თითქოსდა თვალსაწიერს მოდებული საავდრო ღრუბელიაო, მოიწევდა ახლოს ის ზარი, რომელსაც ცეცხლში ხილული ჰგვრიდა.
მძიმედ წამოიწია ინგენი. აცახცახებული ხელით მოიწმინდა შუბლს მოწოლილი ოფლი, გაუსაძლისი დაღლილობა მოსდებოდა მის სხეულს, ხილვამ გამოაცალა ძალ-ღონე ვოლფრამთა სასახლის ულევ ფუფუნებაში მოსვენებულ ბერიკაცს.
გაჭირვებით მიუახლოვდა იგი ფანჯარას, რის ვაივაგლახით გამოაღო მძიმე ჩარჩო. ზამთრის ჭირხლმა და მონაბერმა ყინულოვანმა სიომ ჩაუდგა სული მის სუნთქვაწართმეულ მკერდს.
განსაცდელს ბებერ ძვლებში გრძნობდა გულთმისანი, მის მიერ ხილული, ყოველივეს გამანადგურებელი ცეცხლი უხუთავდა სულს. არა უწყოდა რა ბერიკაცმა, თუ რა ეღონა, რამეთუ მუდამ სიმართლე გამოსჭვიოდა ღმერთთა ბაგეთაგან.
ურყევი იყო მის მიერ ხილული ბედისწერა, თუმცაღა არა უწყოდა ბერიკაცმა, თუ როდის განსხეულდებოდა იგი.
ისღა დარჩენოდა ფანჯარას მიჰყურებულ შაჰაიაქელ ინგენს, რომ თვალნი მიელულა, ბრძნული შიშითა და ყმაწვილკაცური მრისხანებით აღვსილნი.
მალევე მოითქვა სული ბებრუცუნამ. სრორდის თეთრ მიწებს გადაჰყურებდა იგი, რომელთა სურნელიც იპარებოდა ღია ფანჯარაში.
უწყლო ჩრდილოეთის დაუნდობელმა, გადაჭირხლულმა მეთერთმეტე მთვარემ წარიტაცა დანისლული ოთახის რძისფერი ბანგი, ქარს ტვირთად აჰკიდა და არე-მარეს მიმოაბნია უმალ.
თეთრად გადაეთრთვილა მოწოლილ ზამთარს უკიდეგანო თვალსაწიერი, შეუჩერებლად ბარდნიდა. სპეტაკი და ქათქათა იყო ყოველივე, თუმცაღა თითქოსდა უხილავი წყვდიადი მოსწოლოდათ ნაცრისფერ ღრუბელთ, გარინდულ, ავისმომასწავებელ სიჩუმეში ჰხვევდნენ არე-მარეს, რომელიც ცრუღამის ბინდბუნდში იცრიცებოდა.
ბელთათინის მიწებს თვალი მოარიდა ბებრუცუნამ.
შალითა მოიგდო, თალხები მაგრად შემოჰხვია სხეულს. კედლისაკენ გაემართა იგი, ქვასა და ქვას შორის ნაპრალში შეაცურა დამჭკნარი თითები. საიდუმლო შესასვლელის ტკაცუნი დაჰფარა ცეცხლის ტკარცალმა, და გვირაბის წყვდიადმა უმალ ჩაყლაპა ბერიკაცი.
ინგენის ზურგს უკან მძიმედ დაიხურა კარი, და ხახადაღებულმა წყვდიადმა მოიცვა ყოველივე, რომელსაც გაჭირვებით ანათებდა შორს, შესახვევის მიღმა ანთებული მომცრო ჩირაღდანი.
გრძელი და საფრთხილო იყო საიდუმლო გასასვლელთა დაგრეხილი, ბნელი გზა. უსწორმასწოროდ თლილი ქვებით მოეკირწყლათ იგი, სულს ჰგუდავდა ჩამოწოლილი წყვდიადი და მწირი ჰაერი, რასაც კედელთა შორის გაყვანილი სპილენძის მილები აღავსებდნენ ჩუმი სისინით.
უჩუმრად, ვითარცა ლანდთა სამყაროს გამოჰქცეული, თალხით მოსილი აჩრდილი, აუჩქარებლად მიაბიჯებდა შაჰაიაქელი ინგენი ვოლფრამთა სასახლის საიდუმლო გასასვლელთა განბნეული, დახლართული გზანი.
ბევრ კიბეზე აიარ-ჩაიარა გულთმისანმა, ბევრ მოსახვევში შეუხვია, ბევრ გასასვლელს აუარა გვერდი. მიდიოდა იგი, მხოლოდღა მბჟუტავ კელაპტართა სუსტად მოციალე შუქი უნათებდა გზას.
ღრმად სუნთქავდა დამაშვრალი, არაქათგამოცლილი ბერიკაცი, როცა შეყოვნდა სასურველი კარის წინაშე. სუნთქვა დაიოკა და გამალებით მიაყურადა მან, არავინ დამხვდესო კედლისა მიღმა.
მსუბუქი შარიშური ისმოდა მხოლოდ, ამა დროს ვახშამს მიართმევდნენ სოლომონ მეფეს, მერე კი მკურნალნი თავს ეხვეოდნენ სნეულს. მათი ხმადაბალი ბუტბუტი ჩაესმოდა ინგენს, ვითარცა უმაქნის კუტკალიათა ჭრიჭინი ცრუღამის შებურულ ჩირგვნარში, მხოლოდღა ხმაურით რომ ცდილობდნენ წყვდიადის გაფანტვას.
მოთმინებით ელოდა ინგენი, სანამ გაიკრიფნენ მკურნალნი და სიჩუმე ჩამოწვა ქვათა მიღმა, მერე კი უჩუმრად გამოაღო კარი, კვლავ მიაყურადა, ბუხრის ელფერდადებულ წყვდიადში შებურულმა.
საიდუმლო გასასვლელს მეფის ოთახებში დაკიდული, ვოლფრამთა გერბითა და საუცხოო ოსტატობით ამოქარგული, მძიმე ხალიჩები ჰფარავდა. როგორც კი ზამთრის სუნთქვა გადათრთვილავდა ყოველივეს, შიშველ ქვათა კედელთ ჰფარავდნენ სქელი ბეწვ-ტყავითა და ხალიჩებით, რათა სითბო დაეჭირათ ოთახებში.
ხალიჩა გადასწია ბებრუცუნამ, მისი ვეებერთელა ფრინველივით აწურული, ბნელით მოსილი სხეული ციმციმ, უჩუმრად მიუახლოვდა ძვირფასი აბრეშუმითა და ბეწვ-ტყავით მოფენილ ქვეშაგებში მიწოლილ, სნეულ სოლომონს. ქუთუთოებს ძლივსღა აპობდა მისუსტებული მოხუცი, დარდსა და გლოვას ერთიანად ჩამოეხმო.
აგიზგიზებული ბუხრიდან მომავალი, ნარინჯისფერი ათინათი მოჰფენოდა მის ფიგურას, თუმცაღა ამაოდ, ვერ შეეფერა მას სითბოთი მისი მიტკალივით გაფითრებული პირისახე. მოტეხილიყო მეფე, ახოვანი და უძლეველი მეომრის ნასახიც აღარ შერჩენოდა მის სხეულს.
სასთუმალთან ეახლა ინგენი. იქვე მსახურთა მიერ დასვენებული, წყლით სავსე ფიალა შეათვალიერა მან, გულისჯიბიდან ამოღებული პარკუჭი მასში ჩასცალა მან. წამსვე განიბნა სითხეში ოქროსფერი ფხვნილი, თუმცაღა იცვალა ფერი, და კვლავ უფერული სიკამკამე მოეფინა წყალს.
ბოლომდე შეასვა სნეულს ფიალა ინგენმა. ბავშვივით უდრტვინველი და დაუცველი იყო მეფე, მის ნისლში გახვეულ, სნეულ გონებას არც კი მიჰკარებოდა ეჭვის მარცვალნი.
სასთუმალთან დაიხარა ინგენი, უმზირა მისვენებულ ხელმწიფეს სრორდისა.
-ვგონებ, აღარავინ დაგრჩა, ბებერო მგელო. - ჩაჰქირქილა მან. - მიწას მიებარნენ ბალღნი და დიაცი შენი, ვითარცა აბეზარი ძაღლი, გვერდზე მოგისროლა შენმა მრჩეველმა, შენი თავადნი ღალატობენ ვოლფრამის გვარს! სრორდის გარდა აღარაფერი დაგრჩენია, ბებერი მგელო, თუმცაღა შენ არ გწადია იგი... ერთობ დიდი სიხარულით გასცემდი სახელმწიფო ხაზინას, მსახურთ და პირუტყვთ, მიწებსა და წ....ბს, სისხლს დაიდენდი ბოლო წვეთამდე და მიაბარებდი ღმერთებს, რათა ისინი გხლებოდნენ, ვინც ჭეშმარიტად გამოძახილია სულისა შენისა, მაგრამ ვეღარასოდეს იხილავ მათ, ბებერო მგელო! და რაკი ყოველივე ამაოა შენთვის, რაკი ყოველივეს გასცემდი, რათა ერთხელ მაინც გეხილა ის, რაც წაგრტაცეს უნდობელმა წლებმა და მიჰგვარეს ღმერთებს, გაეცი ტახტი შენი! გაეცი გვირგვინი შენი, რამეთუ თუმცა არარად გარგია ამჟამად სრორდი, სრორდს ესაჭიროება მმართველი ხელი მისი! დასვი თავადი გენრი, ძე გოტლიბისა, სრულიად უალდჰარის მიწათა ბატონ-პატრონი და მფარველი, რამეთუ სწორედ მას ხელეწიფება აღზევება სრორდისა! აკურთხე იგი მეფედ, დაადგი თავსა მისას გვირგვინი და მოიხდი ვალსა შენსა სრორდის წინაშე, რამეთუ ჭეშმარიტი მემკვიდრე ვერ შეუნარჩუნე მას...
ანაზდად ამოიხრიალა სოლომონმა. ლიბრგადაკრული, ცარიელი თვალები მიაპყრო სნეულმა მის სასთუმალს წამომდგარ გულთმისანს და ბებრულად ააცმაცუნა დაღარული, მიტკლისფერი ბაგე.
-ჰასსე... - ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა მან. - ჰასსე... მომგვარეთ იგი...
-ცივ მიწას მიჰბარებია შენი პირმშოს ძვლები, მეფევ ჩემო. - უწყალოდ მიუგო ინგენმა. - და სული მისი კარგა ხანია, რაც ეახლა ღმერთებს...
თავი გადააქნია ავადმყოფმა, დაბნეულობა ეხატა მილულულ თვალებში.
-ჭეშმარიტი მემკვიდრეა იგი... - გაჭირვებით ამოსთქვა მან. - ჭეშმარიტი! ჩემი პირმშო, მემკვიდრე სრორდის ტახტისა!
-უალდჰარის თავადი გენრი მოგევლინა მემკვიდრედ სრორდისა, ბებერო მგელო. - უთხრა ინგენმა, მაგრამ ყური აღარ უგდო მას სოლომონმა, გადაატრიალა მეჩხერი თმით შემოსილი თავი და რაღაც უხილავზე გაშტერდა თვალი მისი.
წელში გაიმართა ინგენი, მშვიდად დააცქერდა სნეულ მეფეს.
პატიოსანი ქვებით მოვარაყებული თუნგიდან ჩამოასხა ფიალაში წყალი ბერიკაცმა, სასთუმალთან დასტოვა იგი, თითქოსდა არავინ შეჰხებოდა მას.
უკანმოუხედავად დასტოვა სამყოფელი მეფისა, მიაშურა საიდუმლო გასასვლელთა წყვდიადს.
თუმცაღა, თავის ოთახებისაკენ არ აეღო გეზი. თავადი გენრის ოთახებს მიმართა მან, რათა მოეთხრო უკანასკნელი სიახლენი.
წყნარი იყო სამყოფელი თავადისა, როცა ქვათა კარი სუსტი ღრჭიალით შეაღო გულთმისანმა.
ფანჯარას მიმდგარიყო თავადი გენრი. მჭმუნვარე იყო წარბი ბუმბერაზისა, დაჟინებით გადაჰყურებდა იგი დათრთვილულ მიწებს, რომელთა კუთვნება ეწადა.
ოდნავ მოდრიკა გენრიმ თავი ინგენის მოსვლის მანიშნებელი ღრჭიალის გაგონებისას, თუმცაღა არ მიაპყრო მზერა გულთმისანს, დასძაბვოდა სხეული, თითქოსდა ელოდაო მას.
-დაე ღმერთებმა დაგლოცონ, თავადო. - თქვა ინგენმა, ჩუმი ნაბიჯით ეახლა ბუმბერაზს, დაღლილობით გათანგული აგიზგიზებული კერის წინაშე, მეწამული მაუდით დაფარულ სავარძელს მიესვენა.
უმალ უმზირა მას თავადმა გენრიმ.
-მაუწყე, ინგენ! - შეჰსისინა მან. - ინება ბებერმა მგელმა კურთხევა ჩემი?
-იგი არასოდეს ინებებს შენს მეფედ კურთხევას, თავადო. - ქირქილით მიუგო ბებრუცუნამ და პირისახე დაღრიჯა თავადმა, ქათქათა კბილნი გააშიშვლა. - სნეულია იგი, აჩრდილი იმ მეომარი მეფისა, რომელიც ლაშქარს ედგა სათავეში... თუმცაღა, ბოლომდე არ გატეხილა სული მისი. ვგონებ, ვერასოდეს ინებებს იგი, რომ უღალატოს ვოლფრამთა სისხლსა და ნაოფლარს!
-ნუთუ უნდა მოვაკვდინო იგი?! - იფეთქა გამძვინვარებულმა ბუმბერაზმა. - საკუთარი ხელით ამოვაძრობ სულს მკერდიდან, სუაგრამ და ნიჰიდამ დასწყევლონ!
-გაფრთხილდი, თავადო, რამეთუ ზღვარს სცდებიან სიტყვანი შენნი! - წაიდუდუნა გულთმისანმა. - უწყი, რომ მემკვიდრე კურთხეულ უნდა იქნას მეფის მიერ, მეტადრე ის, ვისაც ძარღვებში ვოლფრამთა სისხლი არ უჩქეფს! ხალხი სრორდისა ამჟამად შენთვის მხოლოდ თვალსაწიერის მიღმა მიმობნეული, უბადრუკი ფეხის მტვერია, თუმცაღა გახსოვდეთ, თავადო, რომ ყველაზე მცირე ვარსკვლავიც კი ცის კაბადონზე, მორცხვად რომ ემორჩილება დღის მხევლის ამოსვლას, დაუდგრომელი, ვრცელი სავანეა თეთრი ცეცხლისა!
დადუმდა გენრი, ბოლთის ცემას შეუდგა იგი. ღრინავდა იგი, ვითარცა გალიაში გამომწყვდეული მხეცი, ვითარცა მყიფე ჯებირის მიღმა აღელვებული ოკეანე. ნაპერწკალნი გაჰყარეს მისმა თვალებმა, როცა ინგენს მოუბრუნდა იგი.
-გვირგვინს თუ ვერ დავიდგამ, სანამ ლაშქარი სრულიად სრორდისა გადმოჰკვეთს ბელთათინის საზღვარს, დარბაზი უნდა მყვანდეს ჩემი მხრის ამბმელად! - დაისისინა მან. - ერთგულება უნდა შემომფიცონ, ინგენ!
-რასაკვირველია, თავადო. - ჩაიქირქილა ბერიკაცმა. - გწადიათ უცილობელი ერთგულება და ნდობა მათი, რამეთუ თუკი თქვენი ტახტზე აღზევებისთანავე განხეთქილება მოედო დარბაზს, კარგი პირი არ ექნება თქვენს მეფობას... მშვიდობას მოუცავს სრორდი, მაგრამ არ დაჰვიწყებია მას, რომ გმირ მეომართა სულნი უჩქეფს სისხლად და მათ ნაოფლარ მიწაზე აღმოცენდა!
დაჟინებით დააცქერდა გულთმისანს გენრი. შიში აღბეჭდოდა კერის ცეცხლარეკლილ თვალებში უდრეკ თავადს.
-ფარვუდის არჟანსა და ივლადალის სამუელს უფრთხოდეთ, თავადო. - ჩაიქირქილა ინგენმა. - ვგონებ, მიწისა და ოქროს დაპირებანი ძვრას ვერ უზამს მათ ერთგულებას ვოლფრამთა მკვდარი დინასტიისადმი!
-წყეული სამუელი... - წაიდუდუნა ბუმბერაზმა. - ივლადალის მიწები თალხით მოჰფინა შეშლილმა, როგორც კი იმ წყეული მეფისწულის სიკვდილი შეიტყო!
-ნუთუ საკვირველად აღიჩინე ქმედება მისი, თავადო? - მიუგო ინგენმა. - მესამე ვაჟის ძმადნაფიცია იგი... ძმური, წრფელი პატივისცემა და თავდადება მხოლოდ სამუელისადმი ჰქონდა მეფისწულ ანდრეის!
-მაშ არა უწყის რა სამუელმა, რომ სიცოცხლე ერთგულებაზე ფასეულია, მეტადრე ღმერთებთან მიბარებულისადმი ერთგულებაზე! - დაისისინა გენრიმ. - რამეთუ პირველს მას ჩამოვკიდებ ყელით, როგორც კი ჩემი გახდება ტახტი!
დამცინავად შეაცქერდა ბუმბერაზის ზურგს ბერიკაცი, ჩაიცინა უჩუმრად.
-ივლადალის ბერეხის ციხეზე ხომ არ გწადია მისი მოკვეთილი თავის გამოჰკიდება, თავადო? - შეჰკითხა მან. - კლდეში ნაკვეთ ქონგურებს უნდა მოსდო სისხლი მისი?
-ღმერთებმა აქვე განმაბნიონ არე-მარეს, ფეხის მტვრად ქცეული, თუკი არ აღვასრულო სიტყვა ჩემი, ინგენ! - ღრინავდა თავადი. - სუაგრამ და ნიჰიდამ დასწყევლოს ყოველივე, რაც წყეულმა, უღირსმა მეფისწულმა დასტოვა ამ ქვეყანაზე... დიადია მომავალი ჩემი, და ვეღარავინ აღუდგება ბედისწერას წინაშე, სრორდის მოღალატე თავადნიც კი!
მცირე ხნით შეყოვნდა იგი. ბოლთას სცემდა და მძვინვარედ დასცქეროდა კერას, თითქოს ცეცხლის ალში ეძიებსო მასში გამეფებული ქარიშხლისაგან თავშესაფარს.
-კვლავ შეჰკითხე ბედი ჩემი ღმერთებს, ინგენ? - მოუბრუნდა იგი გულთმისანს, დააცქერდა ცნობისმოყვარე, წუხილისა და შიშის ბნელი ელფერით შებურული თვალებით. - მაუწყე, ბერიკაცო, რა სწადიათ მათ?
-ღმერთებისა მიერ ბოძებული ბედისწერა უცვლელია, თავადო. - მიუგო ინგენმა.
უმზირა გამომცდელად, მერე კი თავი დაუქნია გენრიმ. კვლავ ფანჯარას მიუახლოვდა ბუმბერაზი, თითქოსდა ანაზდად გამოეცალაო არაქათი, მხრები ჩამოჰყარა და დადუმდა, ვითარცა სამარე.
შეიგრძნო ინგენმა, საწუხარი მოსდებიაო მის გუნებას. შეჰკითხავდა იგი, თუმცაღა ამაყი იყო თავადი, არ შეირცხვენდა თავს უბრალო ბებრუცუნასთან სულის კუთხე-კუნჭულში აღმოცენებულ დარდზე საუბრით.
წამოდგა ბერიკაცი. გამოეთხოვა თავადს და უჩუმრად შთანთქა იგი საიდუმლო გასასვლელის წყვდიადმა.
ყურიც არ შეიბერტყა თავადმა გენრიმ, როცა ბერიკაცის წასვლის მანიშნებელი, კარის ღრჭიალი ჩაესმა. ხელები დაეკრიფა და გადათეთრებულ მიწებს გადაჰყურებდა, რომელთაც ახლად მოწოლილი ცრუღამის ბურუსი ჰფარავდა თვალთაგან.
ბოლთა დასცა აღელვებულმა გენრიმ.
უწყოდა მან, რომ უცვლელი იყო ნება ღმერთებისა, რომ ვარსკვლავნი დიად, ფუფუნებითა და ოქროთი მოსილ ბედს უწინასწარმეტყველებდნენ, და რომ ურყევი გახლდათ ხილვანი შაჰაიაქელი ინგენისა, თუმცაღა ახლახანს ისეთი ამბავი შეეტყო ბედშავს, რომ შავბნელი საბურველით მოსილიყო შარავანდედში გახვეული მომავალი მისი.
მოლოდინი ცოცხლად ნთქავდა ბუმბერაზს. მოუთმენლად ბრდღვინავდა იგი, ყივილმთვლელის ზარის რეკვაზე აფაციცებდა ყურს.
ორმა ყივილმა განვლო. სამმა, ოთხმა და განუზომლად იმატა თავადის აღელვებამ.
და, როცა ცრუღამე თეთრი ღამის უხილავ ბურუსში დაიღვენთა და უხვად მოვარაყებული ფანჯრის მინაში ირეკლებოდა არა სრორდის მიწათა სისპეტაკე, არამედ ალისფერი ბრწყინვალება აგიზგიზებული კერისა, საიდუმლო გასასვლელს მიაშურა გენრიმ.
ახლართულ გზებს მიჰყვა იგი, სანამ ვოლფრამთა სასახლის ჯურღმულთა სუსხი არ მოედო სხეულზე, რომელსაც დრო და დრო ენაცვლებოდა სიცხე ქაფქაფა წყლით სავსე ავზებისა, რომელიც სასახლის ცივ კედლებს ათბობდა.
შუაღამის დადგომა ამცნო თავადს ზარის რეკვამ, როცა ჯურღმულიდან თეთრი ღამის სუსხში გამოაბიჯა მან. თვალსაწიერს ამოფარებული, მძლავრი ყინვის მოლოდინში თრთოდა ნაცრისფერი ღრუბლებით დაფერილი სიო ღამისა, და მისგან თავდასაცავად შავი ლაბადის შალითა მოიფარა გენრიმ.
ჯურღმული, საიდანაც ამოაბიჯა მან, სასახლის სამოახლოს ემიჯნებოდა. ფანჯრებიდან გადმოღვრილ, მკრთალ ნარინჯისფერ სინათლეს, რომელსაც მსახურთა სუსტი დუდუნი ერთვოდა, ზურგი აქცია გენრიმ, მცირე ხნით აჰხედა სასახლეს, მერე კი საჯინიბოს მიაშურა.
სასწრაფოდ შეჰკაზმა ცხენი გენრიმ. საჯინიბოს წყვდიადში შებურულმა ახლადგამოღვიძებულ, დამფრთხალ მეჯინიბე ბიჭს ორი ოქრო გადაუგდო და უბრძანა, რომ ამაზე სიტყვა არ დაეძრა, მერე კი სამხრეთით, ბრურგის ჭალათა სიახლოვეს, კონიურთის მეჩხერი ტყისაკენ მიმართა ცხენი.
გაკვალულ, ეტლთა თუ ქვეითთა მიერ აზელილ მიწაზე მიაქროლებდა ბედაურს გენრი. ღია მინდორთა გადაკვეთა ხეთა ზოლამდე უფრო ადრეულად მიიყვანდა მას, მაგრამ რამეთუ სპეტაკ თოვლში დატოვება კვალისა კარგს არაფერს უქადდა თეთრ ღამეში შეფარვის მოსურნეს.
ამიტომ მიაგელვებდა ბედაურს შავ შალითასა და სუსხიანი ღამის სიცარიელეს ამოფარებული გენრი, და ილეოდა თვალსაწიერზე ხილვა ვოლფრამთა სასახლისა, სანამ ტევრის პირას არ შეაყოვნა ცხენი თავადმა.
ბნელი იყო ნისლითა და წყვდიადით მოცული, ხეთა ვარჯით დაფარული ზოლი კონიურთის ტყის სათავისა, თუმცაღა წამსვე დალანდა ბუმბერაზმა მის პირას ბნელი სილუეტი, ჭადრის ზორბა ზროს რომ მიჰყუდებოდა დაუდევრად.
ჩორთით მიაშურა მას უმალ გენრიმ, მრისხანებისაგან აცახცახებულმა გადმოჰხედა ზემოდან ურჩ ძაღლს.
-თავადო გენრი! - დასძახა ელოიმ, როგორც კი ორი კუდის მანძილზე შეაყოვნა ცხენი ბუმბერაზმა. - რაოდენ დიდი პატივია...
-ყეყეჩო! - სიტყვა გააწყვეტინა გამძვინვარებულმა თავადმა. - ჰგონებ, რომ პატივი დაგდე, ღორის ნაშობო?! მხოლოდ იმიტომ ვინებე აქ მოსვლა, რამეთუ მუქარის შხამით დაჰფერე გზავნილი შენი!
-მაშ დაგაფრთხოთ მუქარამ ჩემმა, დიადო თავადო? - შეჰკითხა ელოიმ, ბაგე ღიმილად გააპო და ოქროგადაკრული ეშვი გამოაჩინა. - მე მხოლოდღა ჩემს საზღაურს ვითხოვ... ხუთ ათას ოქროსა და მიწებს! მიწები ერქანთა სამფლობელოს პირას მწადია, თავადო...
-უგუნურო, ყეყეჩო არსებავ! - დაიგრგვინა ბუმბერაზმა. - მხოლოდღა მკერდის სატევარით განგმირვა თუ დაგაოკებს!
-კაცთა კვლა ნახმევთა გარეშე გწადიათ, თავადო? - შეჰღიმა ელოიმ. - ვწუხვარ, რამეთუ ვგონებ, რომ თქვენც თავს ჯერ არ სწვევია პატივი გვირგვინისა!
-ხმას ჩაიგდებ. - შეჰსისინა გენრიმ. - თუკი გწადია გასამრჯელო შენი...
-მივიღებ მას, თავადო? - შეჰკითხა ოქროსკბილამ. თითქოსდა ფრიად დიდი საწუხარი მოედოო მის გონს, ამოიხვნეშა ღრმად, სუნთქვა მისი თეთრ ქულებად განიბნა სუსხიან, დამდგარ ჰაერში. - ძალგიძთ გულზე წრე გამოისახოთ და შემომფიცოთ გასამრჯელო?
დადუმდა ბუმბერაზი. მხოლოდღა მრისხანედ შეჰყურებდა ელოის, მაგრად მოეკუმა ბაგე, თითქოსდა გადაყლაპაო ენა. დამცინავი მზერა მიაპყრო ოქროსკბილამ, მსწრაფლ აზიდა მხარნი და ამოიღო გულისჯიბიდან გამხმარი, ყავისფერი ფოთოლნი, პირში შეიგდო დასაღეჭად, თითქოსდა სულაც არ დასდგომიაო თავზე თავადი სრულიად უალდჰარისა.
-ალბათ გსმენიათ, თავადო, რომ მე მიზანს არასოდეს ვაცილებ. - თქვა ანაზდად ელოიმ. - და პირნათლად ვასრულებ დავალებას... და ჰოი, ღმერთთა ღმერთის ალიჰას წვერს ვფიცავ, ეს მხოლოდ მოხერხებულობის საქმე როდია, თავადო! ვუწყი, თუ როგორ შევარჩიო მიზანნი ჩემნი... გაფრთხილდით, თავადო, რამეთუ იქნებ არა ხართ დაუძლეველი ქარიშხალი, რომელსაც ძალუძს მინდორს მიმოფენილი წივა წარსტაცოს, არამედ მხოლოდღა სუსტი სიო, რომელსაც ძვრაც ვერ უყვია მდელოს შეყინული თოვლისათვის!
-რასაა რომ გაიძახი, ურჩო ძაღლო? - სისინებდა გენრი. - ნუთუ მართლა გწადია აქვე მოგაკვდინო?!
-იმას გავიძახი, რომ იქნებ ვერ შეისრულეთ გულისწადილი, თავადო. - ავისმომასწავებლად აუბრწყინდა თვალები ელოის.
-მე ვერ ავისრულე გულისწადილი თუ შენ ვერ აღასრულე დავალება შენი? - არ შეეპუა ბუმბერაზი. - სცდები, ყეყეჩო ვიგინდარავ, ღმერთებმა მიწილადეს ნეტარება ამქვეყნიური წალკოტისა, და ფუფუნებაში განვლევ მას!
-გაფრთხილდი, თავადო. რასა ჰგონებ, ნუთუ მუდამ დაიმალებიან საიდუმლონი შენნი? როგორ წარმოგიდგენია ისინი, ნუთუ ოკეანის ფსკერზე განბნეულ კენჭებად, რომელსაც ვერცერთი სულიერი ვერ იპყრობს ხელთ? სცდები, თავადო! საიდუმლონი ციცინათელები არიან, რომელნიც დღის სინათლეს შეჰფარულან, და წყვდიადის საბურველითაც კი ძნელია დანახვა მათი, თუმცაღა გამჭრიახი და თვალმახვილი მუდამ ჰკიდებს მას თვალს! - მიუგო ელოიმ. - ჰოი, ბედკრულო თავადო! სრორდის ლაშქარი შესდგომია უწყლო ჩრდილოეთის მიწებს, და მალევე იხილავ მათ მიერ ადენილ მტვერს თვალსაწიერზე! გაფრთხილდი, რამეთუ მოღალატეს ბევრად მეტი მოღალატენი ჰყვანს, ვიდრე მართალ კაცს, და ამასთანავე ყველგან ელანდება ისინი...
კბილები გააღრჭიალა თავადმა, ნაპერწკლები გაჰყარეს მისმა გამძვინვარებულმა თვალებმა. მხოლოდღა თავს ვიმცირებ ამ მდაბალ ძაღლთან მასლაათითო, გაივლო მან თავში და მოზიდა ლაგამი, პირი უქცია ბედაურს.
-წარვედ, თავადო! - მიაძახა ელოიმ. - უწყოდე, რომ სრორდის მომავალი მეფისაგან ველი უხვ გასამრჯელოს!
და ხმამაღალი, სუსხიანი ჰაერის შემძვრელი ხარხარი დააყოლა ზედ. ბეწვი ყალყზე დაუდგა ბუმბერაზს, თითქოსდა მთელი თავისი სულშემხუთველი სიმძიმით დააწვაო თეთრი ღამის წყვდიადი, შიშით გათანგა უმალ.
ქუსლები შემოჰკრა ცხენს საკუთარ აღელვებაზე განრისხებულმა თავადმა, გაჰქუსლა ვოლფრამთა სასახლისაკენ, რომელიც მის მშვიდობიან სავანედ წარმოედგინა გენრის, თუმცაღა ძვირფას, ვეებერთელა ციხეს უფრო ჩამოჰგავდა იგი წყვდიადში.
უდარდელად გააყოლა მხედარს თვალი ოქროსკბილამ, ჩაიცინა თავისთვის, თითქოსდა ურთქმელი საიდუმლოს ნეტარება მოსდებიაო მის გონებას. ნებივრად ღეჭავდა იგი სურნელოვან ფოთლებს, ჭადრის ზროს მისწოლოდა და მისი დათრთვილული ვარჯის მიღმა აჰყურებდა ღრუბელთა ტაატით მიმოსვლას ცაზე.
კარგა ხნის შემდეგ წამოდგა იგი, პირი იბრუნა და უჩუმრად შეერია კონიურთის ტყის მეჩხერ ტევრს.


-*-*-*-*-*-*-*-
უთვალავ ყივილთა, ცას მიმოფენილ, ღრუბელთა ტყვიისფერ ბარხატში ჩაფენილ მარგალიტთა და თითქოსდა დაუსრულებლად მორბენალ გზათა მიღმა კი, ქროუსალის ტყეზე ჯერჯერობით არ ჩამოეთოვლა. თუმცაღა, ჰქროდა ყინულოვანი სიო და სპეტაკი ჭირხლი მოსდებოდა არე-მარეს, რომელიც, თითქოსდა სტკივაო, ღრჭიალებდა და ოხრავდა ყოველი ნაბიჯისას.
ნაბიჯნი კი უამრავი გადაედგათ მოგზაურთ, რომლებიც, ცხენებზე ამხედრებულნი, მიარღვევდნენ ტყეში ჩამოწოლილ სიჩუმეს, რომელსაც ხეთა შრიალი და ბედაურთა ფრუტუნი არღვევდა მალ-მალე.
მდელოზე, ცეცხლის პირას გატარებული წინა ღამე გრძელი იყო, სუსხიანი და ფხიზელი თვლემით აღსავსე. მხოლოდღა რამდენჯერმე მოატყუა თვალი ანდრეიმ, მოგზაურობით არაქათგამოცლილს ძილმა წაართვა თავი. თუმცაღა, როგორც კი ქუთუთოებს გააპობდა იგი, წამსვე ორლესულის ვადას ავლებდა ხელს, მერე კი კენწეროს შემომჯდარი ქორივით შეათვალიერებდა შემოგარენს. გუშაგნი თვლემდნენ, კოცონის გარშემო შემომსხდარნი კი ღრმა ძილს მისცემოდნენ.
თუმცაღა, მათგან ერთი ფხიზლობდა, სანამ დღის მხევალი შეენაცვლებოდა ღამისას.
წამომჯდარიყო ამფაკართა წყეული ვირთხა, მორგანა, ცეცხლს უკეთებდა იგი. ქლიავისფრად დაჰფეროდა თვალთა უპეები, ხეშეში თმა გამოსჩროდა ქონისაგან აპრიალებული შალითიდან, ალმოდებულ შეშას უცქერდა ავად.
როგორ ჩამოჰგავსო ბალღს, გაივლო გონში ანდრეიმ.
თავი აბრუნა მან, მის გვერდით მიწოლილ ბაჰირელ დიაცს მიაპყრო მზერა.
ლაბადაში გამოხვეულიყო იგი, ბეწვგამოკრული, სქელი ქეჩის მოსასხამი და დაბამბული ტილოს ქვედაბოლო იფარავდა მას სიცივისაგან. ლაბადის კისერი აეწია მას, ისე, რომ მხოლოდღა ფართოდ გახელილი ფითრისფერი თვალები მოუჩანდა, რომლებიც ქუთუთოთა შეუდრეკელად უმზერდნენ ცეცხლის პირას მოკაკვულ მორგანას.
-რად არ ატყუებ თვალს, დიაცო? - უჩუმრად შეჰკითხა ანდრეიმ. - იმ ხელისა გეშინის, ორი ისარი რომ გადმოსტყორცნა შენსაკენ?
უმალ გადმოჰხედა ზაჰრამ, მის გამონასუნთქ, მკრთალ ქულებში გამოეხვია წამიერად მზერა მისი.
-თვალი არ მომიხუჭავს, რამეთუ ავია მზერა ამფაკართა ვირთხისა. - მიუგო მან, კვლავ მორგანას გაჰხედა. - არადა მხოლოდ ბალღია იგი, მხოლოდ და მხოლოდ ბალღი...
-წყეული წითელი გველის მიერ გამოზრდილი წიწილია იგი, დალიჰარ. - ჩასჩურჩულა მას ანდრეიმ.
არა უპასუხა რა ზაჰრამ, იბრუნა პირი და უფრო მაგრად შემოიხვია დაბეწვილი ლაბადა.
ცეცხლის ყურებაში ჩასთვლიმა მეფისწულს, და როცა შეარხია ქუთუთონი, თვალსაწიერს ამომავალი მზის ოქროსფერი ათინათი მოსდებოდა, ცის კამარას გადაკრული ტყვიისფერი ბარხატი კი ფერფლისფერ ღრუბლებს შეეცვალათ.
მთელი მზე შეუჩერებლად განვლო მხედრიონმა, ამფაკართა ამალა გარშემო შემორტყმოდა მეფისწულის, მრჩეველისა და ბაჰირელი დიაცის ცხენებს. უწყოდა ანდრეიმ, რომ მახვილ თვალს ადევნებდნენ ისინი, უწყოდა, რომ არ დაეხსნებოდნენ ისინი, სანამ არ აღსრულდებოდა ნება წყეული წითელი გველისა, რაც არ უნდა ყოფილიყო იგი.
თუმცაღა, ვივიენ ქალის ნება მხოლოდღა მისი დედოფლობით სრულდებოდა მუდამ. სიკვდილს არჩევდა იგი უგვირგვინო სიცოცხლეს, მეტადრე იმ გვირგვინის გარეშე, რომელიც სრულიად სრორდს განაგებდა. სული მოეწამლა მისთვის ბაბალ-ქაანს, დაეგეშა ვითარცა ძაღლი, და მის ბრჭყალებში გამოეკეტა მემკვიდრე სრორდისა...
ვოლფრამთა ამაყი სისხლი უყიოდა ანდრეის. წამომჯდარიყო იგი სისხლისფერ ქურანზე, უსმენდა ამფაკართა ამალის დაუდევარ მასლაათს და მკერდს ედებოდა ცეცხლი, ბაგე უთრთოდა, რამეთუ უწყოდა, რომ ისევე უპირებდნენ ამფაკართა სამეფო კარზე მიგვრას, ვითარცა გლეხები მიერეკებოდნენ ცხვრის ფარას სადგომში...
როგორ შეჰბედა წყეულმა ამფაკართა წითელმა გველმა! როგორ შეჰბედა ესოდენ მიუტევებელი შეურაცხყოფა! მლიქვნელთა და გაქნილ გაიძვერათა ამალა შეჰკრიბა, რათა დაემცირებინა იგი!
ყოველი ნაბიჯისას სწევდა თავს უძლეველი მრისხანება, ულმობლად რომ ჰკაწრავდა სულსა და სხეულს, უწყალოდ უწამლავდა მჩხეფარე სისხლს. კანი მისი თითქოს ფარატინა, ხორცის, ძვლისა და სისხლის გაჭირვებით დამტევ ქსოვილად ქცეულიყო, რომლის გახლეჩას არაფერი უკლდა.
კბილს კბილზე აჭერდა გავეშებული მეფისწული, გამჭოლი მზერით ზომავდა ამფაკართა მხედრიონს და დროის მოხელთებას ლამობდა მათგან თავის დასაღწევად.
ცრუღამის ჩამოდგმისას ბედაურნი მომცრო მინდორზე ალაგმეს, რომელსაც თითქმის მთლიანად ჰფარავდა ცაში ატყორცნილ ფიჭვთა და ნაძვთა ფართო ვარჯი, გარშემო კი უხვი ჩირგვნარი შემოჰჯარვოდა. ბრურგის შენაკადი ჩქეფსო ამ მიწის ქვეშ, გაივლო გონში მეფისწულსა, რამეთუ მდელოს ნეშომპალის საფარველი მხოლოდღა ალაგ-ალაგ, სუსტად დაეფარა თრთვილს.
ჩამოხდნენ მხედარნი, მსწრაფლ დაანთეს ცეცხლი, და დააპურეს ბედაურნი. კოცონს მიუჯდა ანდრეი, ქერის ნაწური და მშრალი ხორცი იგემა დამშეულმა.
შორიახლოს, ნაძვის ვეებერთელა ზროს მიჰყუდებოდა ზაჰრა, გვერდით ქურანი და თაფლა მისწოლოდნენ რბილ ნეშომპალას. ცეცხლსა და ხეთა ვარჯს შორის გადაჭიმულ ცის ნაგლეჯს შესცქეროდა იგი ფხიზლად, თითქოსდა ძილი არ მოჰკლებიაო მის თვალს.
ფიქრებს მისცემოდა მეფისწული, ყურს არ უგდებდა ამფაკართა ამალისა და გიუნტერის გაუთავებელ მასლაათს.
-იქნებ მოგვაპყროთ ყური თქვენი, დიადო მგელო? - შეუძახა თავადმა ჟერარდმა, ფიქრებს გამოსტაცა იგი.
მწყრალად გაჰხედა ანდრეიმ, გოროზი და მრისხანე იყო მზერა მისი, თუმცაღა ისე განაგრძო ჟერარდმა, ვითომც აქაც არაფერიო.
-როგორც გამცნეთ, მეფისწულო, რა ხანია ერქანთა სამფლობელოს დიაცი თვალით არ მინახავს! - თქვა ჟერარდმა, ზაჰრასაკენ გადასტყორცნა მზერა და მეფისწულმა გაჭირვებით შეაკავა საკუთარი სხეული, რათა თვითონაც არ ეცქირა ბაჰირელი დიაცისათვის. - ვითარცა ყველამ უწყის, ერთია მათზე ქვეყანას მოდებული ამბავნი, და მეორე ხილვა მათი! რაოდენ მშვენიერი, გამძლე და უსიტყვოა იგი! მაშა, მეფისწულო?
ბაგე შეუთრთოლდა ანდრეის, მხოლოდღა ავი მზერა მიაგება ჟღალწვეროსანს საპასუხოდ.
-მართალს ღაღადებს ბაგე თქვენი, თავადო! - უმალ ჩაერთო გიუნტერი. - უწყიან ღმერთებმა, თუ როგორი იშვიათია ხილვა მათი, რამეთუ ყოველ ზამთარს იზრდება ერქანთა სამფლობელოს პირას აღმართული გალავანი და მათ ხალხთა გონში აღმოცენებული მრისხანება! თუმცაღა, ერქანთა სამფლობელო ახლა მხოლოდღა სრორდს მიჰკუთვნებია, თავადო...
-რასაკვირველია, მრჩეველო სრორდისა... - შეჰღიმა მას ჟერარდმა, ანდრეის უმზირა, ეშმაკური ელფერი დასთამაშებდა მის პირისახეს. - თქვენ აღარ საჭიროებთ თქვენს დალიჰარს, რამეთუ არა უწყის მან ასავალ-დასავალი ამ მიწებისა, არ დამეთანხმებით, მეფისწულო?
-თქვენ კი ტრიალი მოგწყურებიათ ენისა, არა, თავადო? - შეჰსისინა ანდრეიმ. ზურგს ცეცხლი მოეკიდა, გრძნობდა იგი, თუ როგორ შემოჰყურებდა მას ბაჰირელი დიაცი, თუ როგორ ჩაესმოდა მას თითოეული სიტყვა საუბრისა. - ვუწყი, თუ რისკენ ისწრაფვით!
-რად ჰგონებთ, რომ საწყინარია სიტყვანი ჩვენნი, მეფისწულო? გამიგია, გრძნეულნი და სიძვის დიაცნი არიანო დედაკაცნი ერქანთა მიწებისა... - ანაზდად გაიღო ხმა მორგანამ, ხეშეში თმის საფარველის ქვეშიდან იმზირებოდა მტრულად. - ფრიად მოხარული ვიქნებით, თუკი განგარიდებთ მას...
-ანდრეი... - დისწულისაკენ იბრუნა პირი გიუნტერმა, თუმცაღა შეუკავებელი იყო მეფისწულის სხეულში აზვირთებული მრისხანება.
-ვგონებ, უწყით, რომ დაეცა ბაჰირა, და რომ უამრავმა დიაცმა ერქანთა ავლატის მთებს მიაშურა თავშესაფრის საძიებლად, იქ, სადაც ვერ სწვდებიან ხელნი მონათმფლობელთა! - ორლესულის ვადაზე დასჭიმა თითები ანდრეიმ, ჟერარდის წაშლილ პირისახეს შეჰყურებდა დაჟინებით. - უწყით, რომ ერქანთა მიწათა დიაცნი, აქამდე იშვიათად ხილულნი, არნახულნი გახდებიან! უწყით, რომ მონათა ბაზარზე შეუფასებელია იგი... და ვგონებ, ისიც უწყით, თავადო ჟერარდ, რომ არასოდეს ვწყალობდი გაიძვერათ, რომელთაც შეურაცხყოფა შემკადრეს!
დუმილი ჩამოწვა გარშემო. მხედართა სიცილი და უდარდელი მასლაათი მიმტკნარებულიყო, თითქოსდა სუნთქვას ყელში ჰკლავენო ყველანი. მხოლოდღა ცეცხლის ტკარცალი და ძეძვში შემალულ გნოლთა შორეული კაკანი არღვევდა სიჩუმეს.
-სიძვის დიაცია იგი მხოლოდ. კაცს, თუნდ მართალსა და პატიოსანს, აცდუნებს... - თქვა მორგანამ. ბაჰირელი დიაცისაკენ სტყორცნა მან მზერა, ხორცის საჯიჯგნი წანდელი აღმართა. - ვგონებ, არარად ეღირება იგი, თუკი სასტიკი ცხოვრების დაღნი დაღარავენ მის მშვენიერ პირისახეს...
-რაოდენ არასწორად განაგებს ბედისწერა ხალხთა სიცოცხლეს! - უმალ მიუგო მას გიუნტერმა. - რაოდენ უწყალო და არასამართლიანია იგი!
ხელები მოეკრუნჩხა მორგანას. აზიდა ზედა ტუჩი, ზიზღითა, სირცხვილითა და ბალღური დამცირებით უმზერდა მრჩეველს სრორდისა.
წამოდგა ანდრეი, მწყრალი, მრისხანე მზერა სტყორცნა მან კოცონს მიმსხდართ.
მერე კი პირი იბრუნა და უკანმოუხედავად მიაშურა ბაჰირელ დიაცს.
მიწოლილიყო ზაჰრა, ნეშომპალაში მთვლემარე თაფლა ულაყის გვერდით. თვალები დაეხუჭა დიაცს, გეგონებოდათ სძინავსო, თუმცაღა უწყოდა მეფისწულმა, რომ ყოველ სიტყვას ფხიზლად ისმენდა იგი.
შალითა მოისხა მეფისწულმა, ლაბადა მაგრად შემოიხვია სხეულზე და მიწვა დიაცის შორიახლოს, დაჰფარა იგი მოციალე ცეცხლისაგან, მის პირისახეს რომ დაჰფენოდა და აშიშვლებდა ამფაკართა მხედრიონის მზერის წინაშე.
უმალ გაახილა თვალები ზაჰრამ, უცქირა მწოლიარე ანდრეის. უცნაური ნაპერწკალი ღვიოდა მის გამოხედვაში, თითქოსდა მასში ჩამდგარ ოქროს მტვერს წაჰკიდებიაო.
მცირე ხნით კრინტს არ სძრავდნენ ორივენი, მხოლოდღა უმზერდნენ ერთმანეთს. ამფაკართა ამალის ჩურჩული და ამოვარდნილი სიოს სუსტი წუილი ჩაესმოდათ.
შესცქეროდა მეფისწულს ზაჰრა. ალისფერი ბურუსით დაჩრდილვოდა პირისახე, თუმცაღა ავდრიანი ოკეანის მსგავსად ლიცლიცებდნენ მისი თვალები. მბზინვარე, შავი კულულები შემოჰჯარვოდნენ მის პირისახეს, რომელთაც სისხლისფრად ცრეცდა კოცონის სინათლე.
უმზერდა მას ბაჰირელი დიაცი და ეწადა, რომ შეჰკითხოდა, რათა ეპოვა ყოველი ის მიჩქმალული პასუხი მის კითხვებზე, რომელნიც იმ მოლიცლიცე, მღელვარე ოკეანის მიღმა მიმალულიყვნენ.
მაგრამ არ გაუკრთა ბაგე, რათა მასში აგორებულ ქარიშხალს გამოეხეთქა.
-ვგონებ, ამფაკართა ამალას გულზე არ ეხატები, დიაცო. - თქვა ანაზდად მეფისწულმა. ბაგე შეუთრთოლდა ზაჰრას.
-მალე ეცდებიან მახვილი ჩამცენ ზურგში. - დაიჩურჩულა მან. - რამეთუ შენ გიფრთხიან, მე კი ცალკე ვერ მომიხელთეს... ვგონებ, ლაჩრულად მოეწადინებათ ამ საქმის გასრულება...
სიტყვა გაწყვიტა ზაჰრამ ანაზდად, გამომცდელად ჩააცქერდა ანდრეის.
-შენა, სრორდელო? - შეჰკითხა მან. - ვუწყი, რომ გწადია დაეხსნა მათ, რამეთუ თავიანთ ჭკუაზე გიპირებენ წათრევას...
-გაქცევა არ მწადია, დალიჰარ. - მიუგო ანდრეიმ. - ზურგს არ ვუჩვენებ წყეულ, წითელ გველს...
-მაშ უნდა მოჰკლა ყველანი, სრორდელო. - თქვა ზაჰრამ.
მერე კი მოარიდა დიაცმა თვალი, პირი იბრუნა, ზურგზე მიწვა.
დადუმდნენ ორივენი. ორლესულის ქარქაში მათ შორის დაასვენა ანდრეიმ მიწაზე, ვადას მაგრად მოავლო ხელი.
მათ ქვეშ მიჩქეფდა მიწისქვეშა შენაკადი ბრურგისა, თითქოსდა იძვროდა მიწა, ვითარცა დედის მიერ დარწეული აკვანი, და ძილისპირულის ჩურჩულში გამოხვეულიყო ქროუსალის ტყე. სისხლისფრად დაფერილი ხეთა ვარჯი მუქ იასამანში იღვრებოდა კენწეროებისაკენ, რომლებიც ნაცრისფერ ღრუბელთა მიერ ჩამოწოლილ ლურჯ წყვდიადს ხლეჩდნენ. ცახცახებდა სიოს მიერ შემკრთალი ცეცხლი და ნებივრად ირწეოდნენ ხეები, აჰყოლოდნენ ჩირგვნარში მიმალულ გნოლთა გნიასს, რომელსაც მალ-მალე ხარირემთა ყვირილი ერთვოდა.
თვალი მოხუჭა დიაცმა, ჩასთვლიმა მსუბუქად. ანდრეის კი არ მიჰკარებოდა ძილი, მხოლოდღა დრო და დრო მილულავდა ქუთუთოებს. ყივილი ყივილზე მიჰქროდა, სანამ არ ჩანავლდა ქროუსალის ტყის ძილისპირული და სიჩუმე მოედო მდელოზე გაშლილ მომცრო ბანაკს.
თუმცაღა, მართალი აღმოჩნდა წინათგრძნობა მეფისწულისა. გონში გაევლო მას, რომ ავისმომასწავებელიაო ამფაკართა წყეული ვირთხისა და თავადი ჟერარდის მუქარა, რომელსაც ეჭვისმომგვრელი სიწყნარე მოჰყვა. სწორედ ისეთი სიწყნარე, ქარიშხლის ამოვარდნის წინ რომ მოსდებოდა ხოლმე უწყლო ჩრდილოეთს.
ნაბიჯთა ხმა ჩაესმა ანდრეის, მათ უახლოვდებოდნენ ისინი. წარბები შეჰკრა მან, თვალები, რომლებითაც ბაჰირელი დიაცის მოსვენებულ სახეს შესცქეროდა, წამსვე დახუჭა.
უჩუმარი იყო მათი ნაბიჯები, ლაჩრულად ღამესა და ძილს შეფარული.
-მსწრაფლ მოუსწრაფეთ სიცოცხლე... - ისმოდა უკნიდან მორგანას ჩურჩული. - რამეთუ ხმის გაღება ვერ შესძლოს... წყეული, წყეული სიძვის დიაცი, სუაგრამ და ნიჰიდამ აღგავონ პირისაგან მიწისა იგი და მთელი ჯიში მისი... მერე კი უმალ გადაათრიეთ, რათა ბილწი სისხლი მისი არ დაიღვაროს...
ათრთოლდა მეფისწული, თითქოსდა კვლავ დასჭიმვოდა ფარატინა კანი, სკდებოდნენ მყიფე ნაკერები სისხლით სავსე ხორცსა და ძვალზე.
შხრიალი ჩაესმა შორიახლოს, და მოუახლოვდნენ ნაბიჯები, თავს წამოადგნენ.
თვალები გაახილა უმალ.
და პირველივე, რაც იხილა, ბაჰირელი დიაცის ღია თვალებში არეკლილი, მის თავზე აღმართული მახვილის პრიალი იყო.
ელვის სისწრაფით წამოიმართა იგი. ორლესული იძრო ქარქაშიდან, ბნელი მოსასხამით ფრიალით გადაეფარა ბაჰირელი დიაცის სხეულს და ერთი მოქნევით გადასხიპა მუხლნი იმ უდღეურისა, მახვილი რომ აღემართა.
აბღავლდა იგი, წამსვე მიწას დაენარცხა სავსე ტომარასავით.
დანარჩენები შეცბნენ, წამსვე დაიხიეს უკან და ხმლები იძრეს.
ჩაჩოქილიყო ანდრეი, თუმცაღა, როცა პირი იბრუნა და მასზე შემორტყმულთ მოავლო წვერი ორლესულისა, უწყოდა მან, რომ შიში ჩაჰბუდებოდათ მკერდში ამალას ამფაკართა.
მორგანას გვერდით ამოსდგომოდა თავადი ჟერარდი, მშვიდად შემოსცქეროდა.
-ჩვენ არა გვწადია თქვენთვის ზიანის მოყენება, დიადო ალფავ სრორდისა. - სიტყვები მოთაფლა მან. - დაე მოვკვდე, სანამ თქვენს წინაშე იარაღი ავღმართო, მეფისწულო! მაგრამ ეგ სიძვის დიაცია, გრძნეული და წყეული ღვთაების მიმდევარი, წაბილწულია ყოველივე, რასაც იგი შეჰხებია...
-მე წინ ვერ გადამიდგები, თავადო! არც ძალგიძს! - დასჭექა ანდრეიმ. - თუკი შენ არ გწადია ზიანის მოყენება, მაშ რად აღუმართავთ იარაღნი შენს დამქაშებს? რად არ გააცამტვერეს ისინი ღმერთებმა, თუკი მართალია ფიცი შენი?!
ნაკვთები შეუკრთა ჟერარდს, ამალას თვალი მოავლო.
-არა! - დაჰკივლა ანაზდად მორგანამ, მრისხანებისაგან ალეწილიყო იგი, უთრთოდა ხეშეში თმა, თითქოსდა მისი თხელი სხეული ვერ იჭერსო ვეებერთელა თავს. - გრძნეული სიძვის დიაცი უნდა მოკვდეს! უნდა მოკვდეს! უნდა მოკვდეს!
-ჩემი სიკვდილი გარდაუვალი ბედისწერაა თუ წადილი შენი ქალბატონისა, მორგანა? - შეჰკითხა ანაზდად ზაჰრამ.
სამარისებური დუმილი ჩამოწვა უმალ, რომელსაც მხოლოდღა დაჭრილი მეომრის სასოწარკვეთილი გმინვა ჰკვეთდა. გაოგნებულნი შესცქეროდნენ მეფისწულის ქვეშ გაწოლილ დიაცს, რომელიც საპასუხოდ შემოსცქეროდათ მათ. შეცბა მორგანა, მიტკლისფერი დაედო ჟერარდს და ბაგე შეუკრთა ანდრეის, თვალს არ აცილებდა იგი ამალას.
-მაშა, მორგანა? - კვლავ შეჰკითხა ზაჰრამ, როცა დუმილის გარდა პასუხი ვერ მიიღო. - რად მიწოდებ გრძნეულს, როცა თვით გრძნეულებას მოუწამლავს ამფაკართა ვივიენ ქალის გონი და სხეული?
-წყეულო! - დაჰკივლა გაფითრებულმა მორგანამ, პირისახე მოღრეჯოდა. - მოჰკალით იგი!
ავბედითად წამოიწივნენ წინ ამფაკართა მეომარნი და უმალ წამოიჭრა ფეხზე ანდრეი.
თითქოსდა მას ელოდაო, მკლავი გაიწვდინა ბაჰირელმა დიაცმა, ხელთ იპყრო მუხლებგადასხეპილი მეომრის ხმალი და ისკუპა, ვითარცა ავაზამ, მოქნეულ იარაღს მიაგება მახვილი.
იღრიალა მეფისწულმა, ვითარცა სრორდის ლაშქრის მხედართმთავარს შეჰფეროდა და ეძგერა გარშემორტყმულთ.
ფოლადის ფოლადზე ღრჭიალისა და მახვილთა გამაყრუებელი ჭახანის ხმამ შეძრა, ვითარცა ტალღამ ოკეანეს, გადაუარა ტყვიისფერ ბურუსში ჩაძირულ ტყეს. თეთრი ღამის საფარველი გაეხლიჩა ბადრ მთვარეს, ცალი თვალით იმზირებოდა იგი, და მის სპეტაკ შუქს ირეკლავდნენ თითოეული მოქნევისას მახვილნი ბაჰირელი დიაცისა და სრორდის მეფისწულისა. ვითარცა თოვლით გაცარცულ მიწაზე აღმოცენებული მეწამული ყვავილები, ღვიოდა მბზინვარე ფოლადზე სისხლი, ძირს დანარცხებულ მომაკვდავთ სდიოდა და ეკონებოდა მიწას, თითქოსდა თითოეულ წვეთს მიწისქვეშა წყაროს ალისფრად დაჰფერვა სწადიაო. ახალ სიმღერას აეტანა ქროუსალის ტყე, სიმღერას მრისხანებისა, სისასტიკისა და ველური როკვისა, რომელიც ბრძოლის ჟინით გახელებული ანდრეის თითოეულ გმინვასა და ზაჰრას თითოეულ დაჰკივლებაში გამოსჭვიოდა. თითქოს მათ ეპასუხებიანო, მომაკვდავთა ბღავილი, შხუილი ქარისა და ხარირემთა ყვირილი აძლევდათ ბანს.
იბრძოდნენ გავეშებულნი, მეფისწული და ბაჰირელი დიაცი, და აღტკინება დაღვრილი სისხლისა მორეოდა ტყეს.
განზე გამდგარიყო გიუნტერი, ღიმილს გაეპო ბაგე მისი და შესცქეროდა მის წინაშე გამართულ სასაკლაოს, თითქოს აქამდე არ უნახავსო იგი.
ზაჰრას მახვილის ბოლო მოქნევამ მუხლებზე დასცა თავადი ჟერარდი, და სანამ მუდარას შეჰბედავდა იგი, ორლესულით ყელი გამოღადრა ანდრეიმ.
როგორც კი დაეცა მიწაზე სხეული თავადისა, ხილულით დამფრთხალი, გამტკნარებული მორგანა უმალ ეძგერა ერთ-ერთ ბედაურს.
თვალი ჰკიდა მას ანდრეიმ, კბილები გააშიშვლა, მისკენ გაშურება მოიწადინა.
მაგრამ შედგა იგი.
მის წინაშე აღმართა მახვილი ზაჰრამ. გასისხლულიყო ერთიანად დიაცი, ჩალისფერი ტუნიკა და კაბა მეწამულ წინწკლებს დაეფარათ, და, როცა მოუახლოვდა იგი მეფისწულს, ღაწვსა და შუბლზეც წასცხებოდა სიცოცხლის ალისფერი.
-გვერდით გადექ, დალიჰარ. - ამოისუნთქა ანდრეიმ.
-დასტოვე იგი. - ჩასჩურჩულა ზაჰრამ. - ბალღია იგი მხოლოდ, სრორდელო...
-ყველა, ვინც შენ გძაგს, ოდესღაც ბალღი იყო, დიაცო. - მიუგო ანდრეიმ, თუმცაღა უწყოდა, რომ გვიანი იყო. ბედაურს მოვლებოდა მორგანა და უკანმოუხედავად მიჰქროდა იგი წყვდიადით მოცულ ტევრში. - ახლაც გველის წიწილია იგი და არ იცვლიან პირს გზანი მისნი...
-და მაინც, ბალღია იგი. - გაიმეორა დიაცმა. მახვილი დაეშვა, მოსასხამის თასმა შემოსწყდომოდა და ალისფრად აბრწყინებულნი, ფერფლისფერი დალალნი გამოჰქცეოდნენ აღელვებულ მკერდზე გადმოგდებულ ნაწნავს.
მოკანკალე სუნთქვა წასკდა ზაჰრას მკერდს და უმზერდა იგი, თუ როგორ შეერივნენ სპეტაკი ქულები ანდრეის სუნთქვას. გამჭოლი, და ბნელი იყო მზერა ჩრდილოეთელისა, და თრთოდა ბაგე მისი, თითქოსდა სიტყვათ გაჭირვებით იკავებსო იგი.
და ვითარცა ბაგე მისი, კრთოდა ზაჰრა. თითქოსდა ცარიელი უნდა ყოფილიყო სხეული მისი ბრძოლის შემდეგ, თუმცაღა აღვსებოდა მკერდი, მოწოლილ სისხლს ძლივს იტევდა გული და ძგერდა სწრაფად, მძლავრად, მეფისწულის მღელვარე მზერის ქვეშ.
-ჰოი, ღმერთებო! - შესძახა ანაზდად გიუნტერმა და შედრკნენ ორივენი. - ღმერთთა ღმერთო ალიჰა, მოგვავლინე მადლი შენი! რა უცნაურია ნება ღმერთებისა, რაოდენ ოკრო-ბოკრო და ახლართულია მათ მიერ გაგებული გზა!
არ გამოეპასუხა ბიძას ანდრეი, თითქოს სიტყვები ჩაჰკვდომოდა ბაგეზე.
ღმერთებისადმი ღაღადი განაგრძო გიუნტერმა, გაჰკიოდა ხეთა შორის ონავარი ქარი და უმზერდა ზაჰრა, თუ როგორ დაეფინნენ პირმოღებული ცის პირველი ფანტელები ანდრეის მუქ კულულებსა და მხრებს.
თავი აზიდა ბაჰირელმა დიაცმა, ფერფლისფერ თმასა და გაპობილ ბაგეს ჩაეკონნენ ფიფქები.
წყნარად მოვიდა თოვლი, და მის პირველ გემოს შეიგრძნობდა სპეტაკი ცის ქვეშ გაწოლილი, სისხლით მაძღარი მიწა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline ახალბედა მწერალი linda

თითქმის 19 გვერდი და 4,690 სიტყვა ^^ პლუს ახლა უკვე 70,763 სიტყვაა მთლიანად :დდდდ რა ამბავია...
იმედია ისიამოვნეთ/ისიამოვნებთ! <3

 



№2 სტუმარი Xatusia

ვგიჟდები შენს ისტორიებზე????????

 



№3  offline ახალბედა მწერალი linda

Xatusia
ვგიჟდები შენს ისტორიებზე????????

ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა! <3 heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



№4  offline წევრი Tuska

აუუ რა მაგარი გოგო ხაარ ^^მომეწონაა ძაან

 



№5  offline წევრი ლილიკო

''იბრძოდნენ გავეშებულნი, მეფისწული და ბაჰირელი დიაცი, და აღტკინება დაღვრილი სისხლისა მორეოდა ტყეს.

სერიოზულად არის საქმე მგონია და მე მხოლოდ ახლა მივხვდი. არადა როგორ ეზიზღებოდა ვითომ რომ გეკითხა ნწ ნწ. წავიკითხე და კიდევ ერთხელ ვაღიარებ შენს ნიჭს ლინდა. საოცარი ხარ და ამ რთულ საქმეს შეჭიდებული უფრო მაოცებ. საშინელებაა როცა ღალატის სუნი ტრიალებს და ნდობას უკუაგდებს. მხოლოდ ბოლო იმედიღა დარჩა. და აი ეს აბზაცი თითქოს ყველაფერს იტევს ღალატს ნდობას ერთიანობას დაქუცმაცებას ...
"იბრძოდნენ გავეშებულნი, მეფისწული და ბაჰირელი დიაცი, და აღტკინება დაღვრილი სისხლისა მორეოდა ტყეს.
განზე გამდგარიყო გიუნტერი, ღიმილს გაეპო ბაგე მისი და შესცქეროდა მის წინაშე გამართულ სასაკლაოს, თითქოს აქამდე არ უნახავსო იგი.
ზაჰრას მახვილის ბოლო მოქნევამ მუხლებზე დასცა თავადი ჟერარდი, და სანამ მუდარას შეჰბედავდა იგი, ორლესულით ყელი გამოღადრა ანდრეიმ. "

 



№6  offline მოდერი sameone crazy girl

როგორ მიხარია ხოლმე ახალი თავის დანახვა შენ ევრ წარმოიდგენ, საერტოდ ვწყდები ამქვეყნიურს ყველაფერს და მათთან ერთად სხვა სამყაროში გადავდივარ. არ ვიცი რა ვთქვა, მიყვარს ერთად რომ იშიშვლებენხმალს და იბრძვიან . ადრენალინის მოჭარბებას მეც კი ვგრზნობ ამ დროს smile smile smile

 



№7  offline ახალბედა მწერალი linda

Tuska
აუუ რა მაგარი გოგო ხაარ ^^მომეწონაა ძაან

უღრმესი მადლობა! მიხარია რომ მოგეწონათ <3 ♡♡

ლილიკო
''იბრძოდნენ გავეშებულნი, მეფისწული და ბაჰირელი დიაცი, და აღტკინება დაღვრილი სისხლისა მორეოდა ტყეს.

სერიოზულად არის საქმე მგონია და მე მხოლოდ ახლა მივხვდი. არადა როგორ ეზიზღებოდა ვითომ რომ გეკითხა ნწ ნწ. წავიკითხე და კიდევ ერთხელ ვაღიარებ შენს ნიჭს ლინდა. საოცარი ხარ და ამ რთულ საქმეს შეჭიდებული უფრო მაოცებ. საშინელებაა როცა ღალატის სუნი ტრიალებს და ნდობას უკუაგდებს. მხოლოდ ბოლო იმედიღა დარჩა. და აი ეს აბზაცი თითქოს ყველაფერს იტევს ღალატს ნდობას ერთიანობას დაქუცმაცებას ...
"იბრძოდნენ გავეშებულნი, მეფისწული და ბაჰირელი დიაცი, და აღტკინება დაღვრილი სისხლისა მორეოდა ტყეს.
განზე გამდგარიყო გიუნტერი, ღიმილს გაეპო ბაგე მისი და შესცქეროდა მის წინაშე გამართულ სასაკლაოს, თითქოს აქამდე არ უნახავსო იგი.
ზაჰრას მახვილის ბოლო მოქნევამ მუხლებზე დასცა თავადი ჟერარდი, და სანამ მუდარას შეჰბედავდა იგი, ორლესულით ყელი გამოღადრა ანდრეიმ. "

დიახ, ნელ-ნელა მიდის ძვრები ამ ორის ურთიერთობაში ♡ იმის მიუხედავად რომ თავისი მიზეზებიც ჰქონდა ანდრეისაც და ზაჰრასაც, მაინც ძალიან გარდამტეხია ის რაც ამ თავში მოხდა ^^
ძალიან საინტერესო რამ შეგიმჩნევიათ ამ აბზაცის სახით ^^ ნამდვილად სამი სხვადასხვა სულისკვეთებაა ნაჩვები და მთავარი რა თქმა უნდა ზაჰრასა და ანდრეის ერთიანობაა ♡♡♡♡
უღრმესი მადლობა თქვენ კომენტარისათვის და ასევე უღრმესი მადლობა იმისათვის რომ მკითხულობთ! ♡♡

sameone crazy girl
როგორ მიხარია ხოლმე ახალი თავის დანახვა შენ ევრ წარმოიდგენ, საერტოდ ვწყდები ამქვეყნიურს ყველაფერს და მათთან ერთად სხვა სამყაროში გადავდივარ. არ ვიცი რა ვთქვა, მიყვარს ერთად რომ იშიშვლებენხმალს და იბრძვიან . ადრენალინის მოჭარბებას მეც კი ვგრზნობ ამ დროს smile smile smile

ტეტააააჰ ქალბატონო, ძალიან დიიიიდი მადლობა! ♡♡♡♡ მიხარია რომ მკითხულობ და რომ მიგაქვს გულთან ისე რომ ჩაერთო მათ სამყაროში ^_^ უხ, მდც ძალიან მიყვარს, ერთი სიამოვნება იყო ჩხჰბის სცენის დაწერა :დდდდდ გამოუშვეს დაგროვებული დაძაბულობა სა მოიოხეს გული :დდდდდ ♡♡

 



№8 სტუმარი Qeti qimucadze

Arvici ravtqvaa. Ubralod isea agcerili yvelaferi mgonia iq var. Ganvicdii, vibrzvi, vuyureb, zalian nochieri xar. Esaraa gartobistvis sheqmnili nacarmoebii. Esaaa shedevrii. Me ase mgoniaaa. Jer stilia sascauli. Mere situvataaragii. Yochag lindaaa. Molodins gadaacharbee

 



№9  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

შენ ვერც კი წარმოიდგენ თავს როგორ ვიკავებდი რომ არ წამეკითხა!! განა იმიტომ რომ არ მინდოდა ან რაიმე მსგავსი :დდ
პირიქით ყველაზე მეად მინდოდა და მაინც ვერ გამიძლო ცდუნებამ! უბრალოდ დასრულებას ველოდი რადგან ისტორიას თუ ჩავუჯექი ძნელია მოვწყდე..და სწორედ ახლა ვარ ასე... იმდენაად მინდა შემდეგი თავის ხილვა და ვიცი ლოდინი მომიწევს და გული აღარ მივარგა :დ
რაც შეეხება ისტორიას.. აი რა უნდა ვთქვა ?!
სიტყვებით ვერც ავღწერ და იმ გრძნობებსც ვერ გადმოვიტან რასაც ვგრძნობ! რაღაც საოცარს ქმნი! საოცრად წერ..
ყველაფერი ერთმანეთზე უკეთესად მიდის.. თვითონ ნაწერიც იმდენად მრავალფეროვანი და გამართულია ძნელია მოწყდე ან შეცდომა იპოვო...
ძალიან ძლიერი ისტორიაა...
ყველაფერი გამართულია და სიუჟეტი ხომ საოცარზე საოცარი..
შექებას იმსახურებ ასეთი შესანიშნავი ნაშრომისთვის..და როგორ შეიძლება გაგიბრაზდე დაგვიანებისთვის როდესაც ასეთ არაჩვეულებრივ და გასაოცარ თავს დებ?
მიყვარს მე ეს ისტორია.. მიყვარს ყოველი პერსონაჟი..მიყვარს სიუჟეტი..მიყვარს თითოეული სიტყვა და გრძნობა რასაც ჩემში იწვევს კითხვისას..
მიყვარხარ შენ ასეთი საოცარი და უნიჭიერესი რომ ხარ! ასე უმაგრესად რომ წერ და მა40ებ ყოველი თავით!!
მთელი სულით და გულით გელოდები ♥♥♥♥წარმატებები♥♥♥

 



№10  offline წევრი Firefly

საშინლადგამიხარდა ახალი თავი რომ დამხვდა.
რა ვთქვა... ვგიჟდები შენს მოთხრობებზე, ყოველი ახალი ისტორიის წაკითხვისას ვაბობ :ღმერთო ჩემო ეს უფრო მიყვარს", თცა საკმარისია რამე ძველი გადავიკითხო რომ ისევ მიმეორდება შეგრძნებები.ჰოდა რას მოვაყოლე, სასწაული გოგო ხარ♥
რაც ანდრეის და ზაჰრასშეეხება, საოცრად მაგარი წყვილია .ბრძოლის ეპიზოპდი წარმოვიდგინე კითხვისას და გავაფრინე რასაც ჰქვია.ყველაზე ყველაზე, მაგარი დუეტია ეს ორი
--------------------
M.T

 



№11  offline ახალბედა მწერალი linda

Qeti qimucadze
Arvici ravtqvaa. Ubralod isea agcerili yvelaferi mgonia iq var. Ganvicdii, vibrzvi, vuyureb, zalian nochieri xar. Esaraa gartobistvis sheqmnili nacarmoebii. Esaaa shedevrii. Me ase mgoniaaa. Jer stilia sascauli. Mere situvataaragii. Yochag lindaaa. Molodins gadaacharbee

ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო ქეთი, ამ სიტყვებისათვის და იმ სტიმულისათვის, რომელსაც მაძლევთ! heart_eyes heart_eyes ძალიან, ძალიან მიხარია რომ მკითხულობთ და მოგწონთ ^^
ტკბილიწიწაკა
შენ ვერც კი წარმოიდგენ თავს როგორ ვიკავებდი რომ არ წამეკითხა!! განა იმიტომ რომ არ მინდოდა ან რაიმე მსგავსი :დდ
პირიქით ყველაზე მეად მინდოდა და მაინც ვერ გამიძლო ცდუნებამ! უბრალოდ დასრულებას ველოდი რადგან ისტორიას თუ ჩავუჯექი ძნელია მოვწყდე..და სწორედ ახლა ვარ ასე... იმდენაად მინდა შემდეგი თავის ხილვა და ვიცი ლოდინი მომიწევს და გული აღარ მივარგა :დ
რაც შეეხება ისტორიას.. აი რა უნდა ვთქვა ?!
სიტყვებით ვერც ავღწერ და იმ გრძნობებსც ვერ გადმოვიტან რასაც ვგრძნობ! რაღაც საოცარს ქმნი! საოცრად წერ..
ყველაფერი ერთმანეთზე უკეთესად მიდის.. თვითონ ნაწერიც იმდენად მრავალფეროვანი და გამართულია ძნელია მოწყდე ან შეცდომა იპოვო...
ძალიან ძლიერი ისტორიაა...
ყველაფერი გამართულია და სიუჟეტი ხომ საოცარზე საოცარი..
შექებას იმსახურებ ასეთი შესანიშნავი ნაშრომისთვის..და როგორ შეიძლება გაგიბრაზდე დაგვიანებისთვის როდესაც ასეთ არაჩვეულებრივ და გასაოცარ თავს დებ?
მიყვარს მე ეს ისტორია.. მიყვარს ყოველი პერსონაჟი..მიყვარს სიუჟეტი..მიყვარს თითოეული სიტყვა და გრძნობა რასაც ჩემში იწვევს კითხვისას..
მიყვარხარ შენ ასეთი საოცარი და უნიჭიერესი რომ ხარ! ასე უმაგრესად რომ წერ და მა40ებ ყოველი თავით!!
მთელი სულით და გულით გელოდები ♥♥♥♥წარმატებები♥♥♥

დავიჯერო ახლა ეს ყველაფერი, შენს მიერ ნათქვამი თუ არ დავიჯერო? დავიჯერო თუ არ დავიჯერო, საკითხავი აი ეს არის :დდდ იმიტომ კი არა, რომ არ მჯერა შენი ან რამე, უბრალოდ ცოტაც და გავსკდები ამდენი ტკბილი სიტყვის შემყურე heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart
პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ წამიკითხე, და ლოდინისათვის აქედანვე გიხდი ბოდიშს :დდდდდ შვიდი თვეა ფაქტიურად რაც ვწერ და ნამეტანი ნელ-ნელა მიდის საქმე სამწუხაროდ :(
ამიტომ მესმის შენი, მაგრამ კმაყოფილი ვარ რომ ვერ გაუძელი ცდუნებას laughing laughing laughing laughing heart_eyes heart_eyes
აი როგორ შეიძლება მადლობა გადაგიხადო შენი თბილი სიტყვებისათვის? მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და არც არაფერი მომდის თავში სხვა, პირდაღებული და გაფუყული ვკითხულობდი შენს კომენტარს <3
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა რომ მითმენ, მკითხულობ და მოგწონს! heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes
Firefly
საშინლადგამიხარდა ახალი თავი რომ დამხვდა.
რა ვთქვა... ვგიჟდები შენს მოთხრობებზე, ყოველი ახალი ისტორიის წაკითხვისას ვაბობ :ღმერთო ჩემო ეს უფრო მიყვარს", თცა საკმარისია რამე ძველი გადავიკითხო რომ ისევ მიმეორდება შეგრძნებები.ჰოდა რას მოვაყოლე, სასწაული გოგო ხარ♥
რაც ანდრეის და ზაჰრასშეეხება, საოცრად მაგარი წყვილია .ბრძოლის ეპიზოპდი წარმოვიდგინე კითხვისას და გავაფრინე რასაც ჰქვია.ყველაზე ყველაზე, მაგარი დუეტია ეს ორი

ძალიან მიხარია რომ გაგიხარდა ახალი თავი <3 ნამეტანი დავაგვიანე, მაგრამ როგორც ყოველთვის, ერთი სული მქონდა სანამ დავდებდი :დდდ
უღრმესი, უდიდესი მადლობა შენი სიტყვებისათვის! <3 ხანდახან არ მჯერა, რომ ასეთ რაღაცებს ვკითხულობ და სულ "რაიიი? მეეეე?" მირბის თავში :დდდდდ
აი მეც ისე მომწონან <3 იმის მიუხედავად, რომ დეტალურად არაა აღწერილი სცენა (მინდოდა ცოტა მისტიური, იდუმალი და მკითხველის მიერ წარმოსადგენი ყოფილიყო), მომწონს წარმოდგენა რომ ზუსტად, სინქრონში მოძრაობენ, ერთმანეთის ზურგს იცავენ და ენდობიან, ბრძოლის დროს მაინც :დდდ
ძალიან დიდი მადლობა რომ წარმოიდგენ და მკითხულობ <3 <3 heart_eyes heart_eyes

 



№12  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

ესე იგი, ძააააან ეფექტური და ექშენი თავი იყო მძახალოოო :დდდდ❤❤ისეთი დაძაბული ვკითხულობდი, რომ ყველა კუნთი ამტკივდა :დდდდდ❤სასწაული სცენები იყო *_* მეფემ ჰასე რომ ახსენა, ლამის მეგონა რო ცოცხალი იყო და კარებს შემოაღებდა :((( შემეცოდა რაღაცნაირად :((( აი, ძალიან ძალიან მომეწონა ის სცენა ინგენი რომ კუდიანობდა :დდდდ ისე ნათლად წარმომიდგა თვალწინ ის მგელი და ყორანი, რომ გავგიჟდი :დდდდ მერე ანდრეის და ეირინის(ზაჰრას ვერ ვეგუები ჯერ -ჯერობით ;დდდ) სცენა ხო შოკი იყო❤
ნუ ანდრეის აუმუშავდა ცოტა ინსტინქტები და აღარაა ისეთი გულგრილი ეირინის მიმართ :დდდ ისე შეხმატკბილებულად იბრძოდნენ ეგრე შეხმატკბილებულად ეგენი სამეფოს მართვას და ერთი ტახტის მემკვიდრის ჩამოსხმასაც შეძლებენ ისე ვატყობ :დდდდდდდ აუ ეს ბიძა მკლავს :დდდდ ჯერ გვერდზე იდგა მშვიდად "ბავშვებს" აცდიდა კაცო ბრძოლას და მერე ეირინი და ანდრეი ერთმანეთს რო მიშტერებოდნენ და თვალებით აშიშვლებდნენ მაშინ მოუნდა ხმის ამოღება :დდდდ მურმანის ეკალია რა :დდდდდ❤❤❤❤
ნუ რა გითხრა მძახალო რაც აქამდე არ თქმულა :*** ვგიჟდები რა ამ ნაწარმოებზე :** უმაღლესი კლასია და საუკეთესოთა შორის საუკეთესოა ჩემთვის :***❤❤❤❤❤❤

 



№13  offline ახალბედა მწერალი linda

Margaritha Loki
ესე იგი, ძააააან ეფექტური და ექშენი თავი იყო მძახალოოო :დდდდ❤❤ისეთი დაძაბული ვკითხულობდი, რომ ყველა კუნთი ამტკივდა :დდდდდ❤სასწაული სცენები იყო *_* მეფემ ჰასე რომ ახსენა, ლამის მეგონა რო ცოცხალი იყო და კარებს შემოაღებდა :((( შემეცოდა რაღაცნაირად :((( აი, ძალიან ძალიან მომეწონა ის სცენა ინგენი რომ კუდიანობდა :დდდდ ისე ნათლად წარმომიდგა თვალწინ ის მგელი და ყორანი, რომ გავგიჟდი :დდდდ მერე ანდრეის და ეირინის(ზაჰრას ვერ ვეგუები ჯერ -ჯერობით ;დდდ) სცენა ხო შოკი იყო❤
ნუ ანდრეის აუმუშავდა ცოტა ინსტინქტები და აღარაა ისეთი გულგრილი ეირინის მიმართ :დდდ ისე შეხმატკბილებულად იბრძოდნენ ეგრე შეხმატკბილებულად ეგენი სამეფოს მართვას და ერთი ტახტის მემკვიდრის ჩამოსხმასაც შეძლებენ ისე ვატყობ :დდდდდდდ აუ ეს ბიძა მკლავს :დდდდ ჯერ გვერდზე იდგა მშვიდად "ბავშვებს" აცდიდა კაცო ბრძოლას და მერე ეირინი და ანდრეი ერთმანეთს რო მიშტერებოდნენ და თვალებით აშიშვლებდნენ მაშინ მოუნდა ხმის ამოღება :დდდდ მურმანის ეკალია რა :დდდდდ❤❤❤❤
ნუ რა გითხრა მძახალო რაც აქამდე არ თქმულა :*** ვგიჟდები რა ამ ნაწარმოებზე :** უმაღლესი კლასია და საუკეთესოთა შორის საუკეთესოა ჩემთვის :***❤❤❤❤❤❤

მოდგა ექშენის დროოო :დდდდდ ნუ დრო იყო ცოტა მიმდგარიყვნენ მომდგარიყვნენ, თვარა არ დასრულდებოდა ამათი ამბავი კარგად :დდდ
ეჰ, მეც როგორ მეცოდება უბედური სოლომონი :( ნამეტანი ცუდ ვარსკვლავზე დაბადებულია... ჰგონია რომ შვილ-ძირი არ ჰყავს, ცოლი და ოთხი შვილი გამოიგლოვა, გიუნტერმა დატოვა, და ეს გველები ჩაუსახლდნენ სასახლეში >:( პლუს ინგენი წამლავს... ნუ უბედურია თავიდან ბოლომდე, საწყალი... ჰალუცინაციები მაინც აცადონ საცოდავს, რომ დაახვავა ინგენმა ყველაფერი თავზე >:(
აუ, "ინგენი რომ კუდიანობდა" laughing laughing ხო წაკლაა, მაგრამ მაგის კუდიანობის სცენების წერა ერთი სიამოვნებაა, მომწონს ეს მაგიები და მიხარია რომ შენც მოგწონს <3
ვერც მე ვეგუები ზაჰრას :// რამდენჯერმე ეირინი დავწერე და მომიხდა გადაკეთება :დდდ ისიც კი ვიფიქრე, ისევ ეირინს დავუძახებ თქო, მაგრამ ისეთი მნიშვნელობა არ ექნება, როგორც ზაჰრას, არადა როგორ მინდა :(
დიაღ, დიაღ, გაენძრა ანდრეის რაღაც შიგნით laughing laughing smirk smirk ნუ ცოტა სხვანაირად უყურებს უკვე ჩვენს ქალბატონს <3 აი მართლაც რომ წარმომიდგენია როგორ ეფარებოდნენ ერთმანეთს <3 სახელმწიფოს მართვაზე და მემკვიდრის ჩამოსხმაზე რია ვიცი, ვნახოთ, ვნახოთ ;) wink wink flushed flushed
გიუნტერმა ნამეტანი ბევრი იცის და ამიტომ არჩია განზე გამდგარიყო, კაი მასწავლებელივით, ექსკურსიაზე რომ (დიახაც რომ) ბავშვები მიჰყავს, მერე კი როგორც კი რაღაც საინტერესო დაინახა ეგრევე გამოხატა თავისი აზრი laughing laughing ნუ უნდოდა თუ არა რომ გაეგრძელებინათ გაშიშვლებები ეგ სხვა ამბავია smirk smirk laughing laughing
აი მე რა გითხრა რაც აქამდე არ მითქვამს? როგორ გამოვხატო მადლიერების შეგრძნება? <3 ძალიან, ძალიან დიდი მადლობა შენ! უზომოდ მახარებ heart_eyes heart_eyes

 



№14  offline წევრი Mzika

ძალიან ნიჭიერი ხარ.ბრაავო

 



№15 სტუმარი სტუმარი გიკი გოგო

რახანია არ შემოვსულვარ. ისტორიას აღარ აგრძელებ თუ გიგვიანდება?

 



№16  offline ახალბედა მწერალი linda

Mzika
ძალიან ნიჭიერი ხარ.ბრაავო

ძალიან დიდი მადლობა! <3 <3
სტუმარი გიკი გოგო
რახანია არ შემოვსულვარ. ისტორიას აღარ აგრძელებ თუ გიგვიანდება?

ვაგრძელებ აუცილებლად! ისტორია დაუსრულებელი არასოდეს დამიტოვებია და არც ახლა დავტოვებ. სამწუხაროდ ნელ-ნელა ვწერ, მიძნელდება წერა საკმაოდ... მადლობა რომ მკითხულობ და ელი! heart_eyes heart_eyes

 



№17  offline წევრი oshxareli

Shesanishnavi,idealuri iyo velodebi gagrdzelebas ????????❤️❤️❤️❤️

 



№18  offline ახალბედა მწერალი linda

oshxareli
Shesanishnavi,idealuri iyo velodebi gagrdzelebas ????????❤️❤️❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა გენაცვალე heart_eyes heart_eyes მიხარია რომ წაიკითხე და ელი <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent