შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარს იქეთ [ნაწილი მეოთხე]


22-01-2018, 15:45
ავტორი ელპინი
ნანახია 1 038

ზღვარს იქეთ [ნაწილი მეოთხე]

ყველაზე სიგიჟე, რაც ჩამიდენია ეს იყო-ანდრესთან გატარებული ნებისმიერი წამი, რომელიც ცდება სიგიჟის ზღვარსაც კი და რაღაც განსხვავებულს უახლოვდება. ზოგადად, სიგიჟეს თქვენ რას უწოდებთ?! ჩემთვის სიგიჟეა თვით ანდრეც, რომელიც უხილავადაა ჩემთან დაკავშირებული.
უკვე, თენდებოდა სადარბაზოსთან, რომ მივედით.
-ანუკი, დროებით, თავს გაუფრთხილდი, და ნინუცას ჩემ მაგივრად ბოდიში მოუხადე, რომ ამდენ ხანს წამოგიყვანე.
ბოლო წინადადება სიცილით თქვა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნინუცას ცნობისმოყვარეობას. მოგატყუებთ, რომ გითხრათ დიდად მოხიბლული ვიყავი იმით, რომ უკვე, სახლში უნდა ავსულიყავი. არ მინდოდა ანდრესთან განშორება. ნუ, განშორება ცოტა გაზვიდებულია, მაგრამ მართლა გეუბნებით, ასე ჯერ არ ვყოფილვარ.
-დროებით, ანდრე.
არ მინდოდა ხმაში დამტყობოდა უსიამოვნება, რომ მიდიოდა, მაგრამ მაინც მეტყობოდა. თვალებში ვუყურებდი და მის სახეს ვსწავლობდი, თან. არ მინდოდა წამით მაინც ამომშლოდა გონებიდან მისი სახე და დამვიწყებოდა. უამრავი კითხვა მქონდა, მაგრამ დროს ველოდებოდი. დროს, რომელიც ყველანაირ განტოლებას ხსნის, როგორც ანდრემ თქვა.
-ასე მგონია, საუკუნის შეყვარებულები ვართ, მე სადღაც მივდივარ და შენ არ გინდა ჩემი გაშვება.
იცინის. მეღიმება.
-კაი, რა. ეგეთებს შენით იფიქრებ?
ახლა მე ვიკავებ ანდრეს პოზიციას და წუწუნს ვიწყებ. ჩემკენ იწევა და შუბლზე მკოცნის. მისი ცხელი ტუჩების შეხებისას ჟრუანტელი მივლის მთელ ტანში და ვშეშდები.
-ანუკი, რა გჭირს?
ვგრძნობ სახეზე ხელს როგორ მატარებს და ეს უფრო მაბნევს და მაშეშებს.
-ანუკი...
იცინის ისევ, ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს და თავს გვერდზე ხრის.
-ისა და, შუბლზე სულელებს კოცნიან-ო, ანუ კულტურულად მაგრძნობინე, რომ სულელი ვარ?
ტუჩი ავპრიხე და წარბები შევჭმუხნე.
-არა, უბრალოდ, ასე უფრო დაგამახსოვრდები. წეღან რა დაგემართა?!
გაკვირვებულმა შემომხედა. ოსტატი იყო მსახიობობაში, ძალიან კარგად იცოდა, რაც დამმართა, მაგრამ ბიჭები, ხომ ყოველთვის ასეთები არიან.
-მაშინ, სახეს არ დავიბან და ბარემ შენი ტუჩების გემოც დიდხანს მექნება შუბლზე.
სიცილით ვუთხარი. არადა, რა მაცინებდა მე უბედურს. რას მიკეთებდა, მე თვითონაც არ ვიცოდი.
-თავს გაუფრთხილდი, ანუკი.
ჩამეხუტა და დამეფიცება, მსგავსი აქამდე არაფერი მიგრძვნია. იმდენად დამახვია თავბრუ, რომ ხელებიც ვერ გავანძრიე და ძეგლივით ვიყავი გაშეშებული. ლოყაზე მაკოცა და წავიდა. როგორც წესი, გოგოები მიდიან პირველი, მერე ბიჭები ელოდებიან როდის აანთებს ოთახში შუქს და მერე თვითონაც მიდიან. ანუ, ამით რამეს კი არ გიხსნით, უბრალოდ, სანამ არ მივხვდი, რომ ვიყინებოდი და უკვე, ცოტა მაკლდა ყინულად გადაქცევამდე, მანამდე ვერ მივხვდი, რომ სახლში უნდა ავსულიყავი. ანდრე კარგა ხნის წასული იყო უკვე. ნინუცას ალბათ არც სძინებია. ზოგადად, ის ხომ ასეთია. ეგოისტურად გამომივა, რომ ვთქვა-უჩემოდ ვერ იძინებს-თქო, მაგრამ მართლა ეგრეა. ბინის კარები გავაღე თუ არა, დივანზე ოთხად მოკეცილ ნინუცას მოვკარი თვალი.
-მოვედი.
დაღლილი ხმით ვთქვი და ნინუცასკენ წავედი მეც. გვერდით მივუჯექი, მხარზე თავი დავადე და მივეხუტე.
-ანა, ამდენ ხანს სად იყავი?
მის ხმაში უფრო უცნაურობა იგრძნობოდა იმისგან გამოწვეული, რომ ამდენი ხნით ბიჭთან ერთად პირველად ვიყავი წასული სადღაც.
-ანდრესთან.
-ანუ?!
-არ ვიცი.
-შენ ფიქრობ, ანა?
-კი, ნინუ და ჩამოუყალიბებელ ადამიანს ვგავარ. არა, კი არ ვგავარ, ვარ.
-ცუდი ტიპი არაა.
სიცილით ამბობს და ბოლოს, როგორც ყოველთვის, მაინც არ ასვენებს მისი ცნობისმოყვარეობა. სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს მოყოლა ასეთი რაღაცების. მინდა მხოლოდ ჩემთვის შევინახო ყველა მოგონება.
-ვიცი.
სამზარეულოში გავდივარ, მინერალურს ვიღებ და ოთახში მივდივარ უხმოდ. ხვდება ნინუცაც და ზედმეტ კითხვებს არ სვამს. ყველაზე მეტად მასში ამას ვაფასებ. საწოლზე ვწვები და ვუყურებ, როგორ ამოდის მზე. აქამდე არც ერთხელ მიყურებია, არადა ერთი დიდი სიამოვნებაა ამ სილამაზის ცქერა. სამი წამიც არაა გასული და ტელეფონის ხმა მესმის. ვგრძნობ ისაა, გეფიცებით.
"-სიცივეში, ცივ მოაჯირზე ჯდომა, სიგარეტის მოწევა, მზის ამოსვლის ყურება და ამავდროულად შენზე ფიქრი-რაღაცნაირად ასწორებს.
ვიბნევი, მაგრამ იდიოტივით მეღიმება და უცებ სარკეში ვუყურებ ჩემს თავს და აქეთ-იქეთ ვაქნევ, მეცინება ჩემს მდგომარეობაზე.
-მეგონა, გეძინა.
მისთვის არ ვიცი და ჩემთვის ახლა დაძინება ყველაზე ძნელი რამ იყო. თვალების დახუჭვა და მისი სახე წამში მიდგება თვალწინ. უკვე, იმდენად მყავს შესწავლილი, რომ მისი ყველა მიხვრა-მოხვრაც მახსოვს.
-მერე ფიქრობ, იქნებ, ღვიძავდეს-ო, იღებ ტელეფონს და ვინ იცის, მერამდენედ გაცვეთილ სიტყვებს წერ, მაგრამ მთავარია სხვა რაღაც აღმოაჩინო ამ სიტყვებში.
დამეფიცება, ვშტერდები. აი, ძალიან მარტივად. მერამდენედ ვკითხულობ მონაწერს და ყველა სიტყვის თავიდან ამოკითხვისას ჟრუანტელი მივლის. თქვენ აღმოაჩინეთ ის სხვა?! თუ ვერა, მაშინ ჭეშმარიტებაზე დაფიქრდით.
-რომანტიკოსი ხარ, მგონი.
შეიძლება სისულელეს ვწერ, მაგრამ სხვას ვერაფერს ვიფიქრებ. ბრინჯივით დაბნეული ვარ.
-ნახე, რამდენ რამეს ვაკეთებ ერთდროულად და აფექტის მდგომარეობაში ვარ უკვე, მგონი.
აფექტის მდგომარეობაში მე უფრო ვარ, მგონი.
-გმირი ხარ!
-დაიძინე, ანუკი.
ალბათ, ახლა, თვალები ნახევრად დახუჭული აქვს და კვამლს უშვებს, იღიმის.
-ვაპირებ.
იმდენად მოქმედებდა, რომ ახლა მერჩივნა ტელეფონი გვერდზე გადამედო და დამეძინა. ან შეიძლება, ვერ დამეძინა, მაგრამ ვერც ვერაფერს ვწერდი, იმდენად მაბნევდა, მანიპულირებდა ჩემზე და ზემოქმედებდა. სიმართლე გითხრათ, მსიამოვნებდა ეს ყველაფერი, მაგრამ ის, რომ მე სისუსტეს მასთან ვავლენდი, არ მომწონდა.
-ტკბილი ძილი, ანუკი.
არ მიპასუხია არაფერია. ტელეფონი გადავდე და არც მახსოვს რამდენი საათი ვიჯექი გაუნძრევლად საწოლზე. თვალები დახუჭული მქონდა და ვფიქრობდი, რომ რაღაც ირეალური ხდებოდა ჩემს თავს."
-ანა, წამლები დალიე.
თვალით მიმანიშნა ნინუცამ ტუმბოზე დადებულ წყალზე და წამლებზე.
-არ მინდა.
უნდა მეცადა. ამ ერთხელ მაინც უნდა მეცადა...
-სააბაზანოში შევალ მე და მერე მოვიფიქროთ, დღეს რა ვქნათ.
-ანა, გიღირს?
ეჭვი ეპარებოდა ნინუცას და მის ხმაშიც ვგრძნობდი ამას.
-რატომაც არა.
მხრები ავიჩეჩე, პირსახოცი ავიღე და სააბაზანოში შევედი. ცხელი წყლის ქვეშ გაუნძრევლად ვიდექი და ანდრეზე ვფიქრობდი. მერე, თავი მართლა დამნაშავედ ვიგრძენი შუბლზე წყლის წვეთები, რომ მეცემოდა. ამოუხსნელი იყო ყველაფერი, მაგრამ დროს ველოდებოდი. სხვა გზა არც მქონდა. არასწორად ვიქცეოდი, ვიცოდი, მაგრამ მე ყოველთვის ასეთი ვიყავი. მინდოდა, მაგრამ გაუაზრებლად. მჭირდებოდა, მაგრამ დაუფიქრებლად. ახლა იმხელა კვანძი შეიქმნა ჩემს ცხოვრებაში და ამ კვანძის ორივე მხარეს მე ვიდექი. ერთ მხარეს ჩამოუყალიბებელი ანა, მეორე მხარეს სხვაზე დამოკიდებული ანა. თუმცა, ამ სამყაროში ჩემთვის ყველაფერი არარეალურია უკვე. ანდრესთან დაკავშირებული ნებისმიერი წამი კი, არარეალურობაზე მეტია. ხანდახან, მგონია, რომ ჩემი მასთან გამოვლენილი სისუსტე ცუდად იმოქმედებს ჩემზე და ზოგადად, მდგომარეობაზე.
-ანა.
ნინუცას ხმა ძლივს გავიგე ფიქრებში გართულმა.
-საბა გირეკავს.
პირსახოცი შემოვიხვიე და სწრაფად გამოვვარდი აბაზანიდან, სფიქერზე ჩავრთე, მე და ნინუცა ერთმანეთს ვუყურებდით.
-ანა, როგორ ხარ?
-კარგად, საბა, თავად?
ნინუცას, რომ დავაკვირდი სახეზე, სიცილი მინდოდა, ისეთი გაკვირვებული სახე ჰქონდა.
-ანა, ხომ არ დაგვიწყებია, დღეს 4 საათზე გელოდები.
ნეტა დამვიწყებოდა, საბასაც დავიწყებოდა აღარ წავსულიყავი იმ დამპალ კაბინეტში მეტჯერ.
-დიახ, მახსოვს.
კი, კარგი ურთიერთობა გვქონდა, ძალიან მეგობრული, მაგრამ მაინც მერჩივნა ლაკონურად მეპასუხა.
-კარგი, გელოდები, ანა, დროებით.
ტელეფონი გავთიშე და ნინუცას მივაშტერდი.
-აი, გაფიცებ, ეგეთი სახით რატომ მიყურებდი?
სიცილით ვუთხარი და უკვე, სიცივისგან მაკანკალებდა. სულ დამავიწყდა პირსახოცით, რომ ვიყავი გამოსული.
-რა ვიცი, აბა, ნორმალურია შენი ფსიქოლოგი, რომ გირეკავს და გახსენებს დღეს ვიზიტზე, რომ უნდა მიხვიდე?
ტუჩი აპრიხა. აშკარად სხვა რაღაც ხდებოდა, თორემ საბას აქამდეც შეუხსენებია ჩემთვის. ნუ, 2-3-ჯერ, მეტჯერ არა.
-პირველად, ხომ არ დაურეკავს?
-ხო, რავი.
-წავედი მე. გამოვალ მალე.
ნახევარ საათში წუწუნით გავედი სამზარეულოში და ნინუცას ყავის ფინჯანი წავართვი ხელიდან.
-რა ძალიან მეზარება ახლა იქ წასვლა, არც კი იცი.
მობეზრებულად ვუთხარი. სიმართლე გითხრათ, იქ ყოველთვის სიამოვნებით მივდიოდი, და უკვე ყველაფრისგან გათავისუფლებული მოვდიოდი, მაგრამ ახლა წასვლა არ მინდოდა. თითქოს, რაღაც მბოჭავდა და ჩამძახოდა, რომ სახლში უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, უნდა წავსულიყავი. ერთი დღის ჩაგდებაც კი, ყველაფრის ერთი ხელის მოსმით განადგურება იყო.
-ნინუ, შენ არ დამელოდო, ხო? ან, თუ გინდა დარჩი სახლში, რავი.
-შენ, ქალბატონო! ამ ბოლო დროს, შეიცვალე.
-ბოლო დროს-ში რას გულისხმობ, გააჩნია.
სიცილით ვუთხარი.
-რას და ბოლო ერთ დღეს, როდის მერეა სადმე მარტო გიშვებ?!
მკაცრი ტონი ჰქონდა ნინუცას და არც მიკვირდა. ეგოისტიც იყო, კი, მაგრამ უფრო ყურადღებიანი და მზრუნველი.
-კარგი, წავედით.
თვალები ავატრიალე და ბინიდან გამოვედი, კიბეები ჩავირბინე და ქვემოთ ველოდებოდი ნინუცას. უაზრო ქცევები ახასიათებდა, ყოველი გამოსვლის წინ სახლს შემოივლიდა-რამე ხომ არ მრჩება ჩართული-ო და მე ყოველთვის ნახევარი საათი ქვემოთ ველოდებოდი, როდის გამოაღწევდა სახლიდან. ნახევარ საათში ყველაფერზე ფიქრს ვასწრებდი და იმის წარმოდგენასაც ყოველ ვიზიტზე რაზე უნდა გვესაუბრა მე და საბას. ახლა მაგაზე ნამდვილად არ მიფიქრია, ანდრეს მონაწერებზე ვფიქრობდი და ჟრუანტელი მივლიდა, თავს უცნაურად ვგრძნობდი და მეღიმებოდა.
ახლაც, უცვლელ დროში მოვიდა ნინუცა და საბასთან წავედით.
გზაში უცნაური შეგრძნება მქონდა. ცუდი არა, პირიქით. აი, თითქოს რაღაც კარგი უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვერც კი ვფიქრობდი, რა შეიძლება ყოფილიყო.
-წყალს ვიყიდი, რა და მოვალ ახლავე.
ნინუცას ვუთხარი და სწრაფად გავემართე მაღაზიისკენ, სანამ მომაძახებდა დამელოდე-ო. არ შემიძლია მისი ზოზინი.
დახლთან მივედი და ის ის იყო თანხას ვაწოდებდი, რომ ფურცელი შევნიშნე რაღაც.
-აი, ეს ფურცელი, აქ იყო და იქნებ, რამე აუცილებელია.
მივაწოდე, მაგრამ არ გამომართვა.
-არა, გოგონა. წეღან თქვენ გადმოგივარდათ ეგ ფურცელი თანხას, რომ იღებდით ჯიბიდან.
გამიკვირდა. არც გამიხსნია, ოთხად იყო გადაკეცილი, თანხა გადავიხადე და სწრაფად გამოვედი მაღაზიიდან. ფურცელი გავშალე და ერთიანად დამაჟრიალა, სულ დამეხორკლა კანი. ჯერ, ისეთი ლამაზი კალიგრაფიით იყო ნაწერი და მერე....
"არ გაგიკვირდეს. მე ყველაფერს ვახერხებ. ხომ იცი, იდუმალ ადამიანებს ყველაფერი შეუძლია. ტრაგიკული სახით ნუ დადიხარ, ღიმილი უფრო გიხდება, ხომ გესმის?!
შენი ანდრე."
გულმა რეჩხი მიყო. ცუდი შეგრძნებიდგან არა, გაბადრული ვიყურებოდი და აზრზე ვერ მოვსულიყავი ეს როგორ მოახერხა. არც ის შემიმჩნევია, ნინუცა როდის დამოდგა გვერდით და არც ის, რომ მჩქმეტდა.
-ანა, გამოფხიზლდი, ეს როგორ?
გაკვირვებული მიყურებდა და არანაკლებ გაოცებული მზერა ჰქონდა მასაც.
-წაიკითხე?
თვალები მოვჭუტე და ისე გავხედე დოინჯშემორტყულმა. წარბიც არ შეტოკებია, მეთქი-იტყვის ახლა, არ მინდოდა, შემთხვევით-თქო, მაგრამ...
-კი.
წარბები აწკიპა, როგორც იცოდა ისე.
-მაბნევს.
-ძალიან.
-როგორ მოახერხა, არც ვიცი.
-მას არაფერი გაუჭირდება.
თვალი ჩამიკრა ნინუცამ და როგორ მივედი საბას კაბინეტამდე არც მახსოვს. კარები გავაღე თუ არა, შევეფეთე და სურნელზეც ვიგრძენი. მიყურებდა და ვუყურებდი. იღიმოდა და მე ვერ ვიღიმოდი, ისე დავიბენი და გამოვშტერდი.
-რა გჭირს?!
ლუღლუღით ვთქვი. ის არ მიკითხავს, აქ რა უნდოდა, ან როგორ, მაგრამ უაზრო კითხვა, რომ დავსვი თქვენც მაგას ფიქრობთ, ხო?
-არაფერი, გიყურებ.
-ისა...
-ხო, ანუკი, გისმენ.
კითხვისნიშნიანი თვალები მომაპყრო და ისიც დამავიწყდა, წამის წინ-რა უნდა მეთქვა.
-ანუ...შენ, აქ?
-არაფერი, გელოდებოდი.
დავიბენი. ხომ გეუბნებით, რაღაც უცნაური მჭირს-მეთქი, დამიჯერეთ.
-მე?
-ხო, ანუკი. შენ გელოდებოდი, მე აქ.
დამიმარცვლა, თუ განმიმარტა. ნუ, რაც არის, რა.
-და საბა?
კარგით, ხო. საბა რა შუაში იყო, მეც არ ვიცი, მაგრამ უაზრობებს, რომ ვამბობ ვიცი.
-გელოდება.
თვალი ჩამიკრა და კაბინეტის კარები გააღო, თვითონაც შემომყვა. ფაქტიურად, როგორ გავიარე ნაბიჯები არც ეგ მახსოვს. უცნაურობა ხდებოდა ჩემს თავს, აშკარად.



მოვედი და ვაი, ესეთ მოსვლას, მგონი, ხო?
ძალიან მომენატრეთ.
ვეცადე ყველანაირად და ვნახოთ, არ ვიცი.
ბოდიში, თუ არ მოგეწონებათ...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი Mrs.Grey

აუუ პეპლები დადე რაა

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

როგორი ბედნიერი და გახარებული ვარ ნეტა იცოდე!!!
ვგიჟდები ამ ისტორიაზე უკვე გითხარი ხო?
პერსონაჟებზეც რომ ვგიჟდები ეგეც იცი!
ისე კარგად აღწერ თითოეულ დეტალს ისე კარგად გადმოსცემ ძნელია მოწყდე!!
ყველაფერი იმაზე უკეთესად და საოცრად მიდის რომ ვერც კი გადმოვცემ...
ისე ვარ კითხვაში გართული ქვეცნობიერში მაინც ვფიქრობ ,,ჯერ არ დასრუდლეს ჯერ არ დასრულდეს თქო!" მართლა არ მინდა რომ დავასრულო თითოეულ თავს გადავყავარ საერთოდ სხვა სამყაროში და ყველაფერს ჩემს თვალწინ წარმოვიდგენ...
საოცარი ისტორიაა და საოცრება ხარ შენ კარამელო!!
რადგან ნაწერს ეტყობა რომ მთელი გულით და ემოცით გაქვს დაწერილი და სწორედ ეს ემოციები და გრძნობები მოდის ჩთან კითხვისას..
და არც კი ვიცი როგორ გადმოვცე და რამდენად შეგაქო!!
უნიჭიერესი და უმაგრესი მწერალი ხარ!! ♥♥♥
დაუღალავად შემიძლია გაქო და გადმოგცე თუ რამდენად არაჩვეულებრივი!
შეუდარებელი
და შესანიშნავი ხარ!
უფრო მეტ შექებასაც იმსაუხრევ რადგან ყველაფერი მომწონს! არა კიარ მომწონს!
მიყვარს და ვგიჟდები!! და ყოველ დღე ველი ახალ თავს♥♥♥
წარმატებები♥♥♥

 


№3 ადმინი ელპინი

ტკბილიწიწაკა
როგორი ბედნიერი და გახარებული ვარ ნეტა იცოდე!!!
ვგიჟდები ამ ისტორიაზე უკვე გითხარი ხო?
პერსონაჟებზეც რომ ვგიჟდები ეგეც იცი!
ისე კარგად აღწერ თითოეულ დეტალს ისე კარგად გადმოსცემ ძნელია მოწყდე!!
ყველაფერი იმაზე უკეთესად და საოცრად მიდის რომ ვერც კი გადმოვცემ...
ისე ვარ კითხვაში გართული ქვეცნობიერში მაინც ვფიქრობ ,,ჯერ არ დასრუდლეს ჯერ არ დასრულდეს თქო!" მართლა არ მინდა რომ დავასრულო თითოეულ თავს გადავყავარ საერთოდ სხვა სამყაროში და ყველაფერს ჩემს თვალწინ წარმოვიდგენ...
საოცარი ისტორიაა და საოცრება ხარ შენ კარამელო!!
რადგან ნაწერს ეტყობა რომ მთელი გულით და ემოცით გაქვს დაწერილი და სწორედ ეს ემოციები და გრძნობები მოდის ჩთან კითხვისას..
და არც კი ვიცი როგორ გადმოვცე და რამდენად შეგაქო!!
უნიჭიერესი და უმაგრესი მწერალი ხარ!! ♥♥♥
დაუღალავად შემიძლია გაქო და გადმოგცე თუ რამდენად არაჩვეულებრივი!
შეუდარებელი
და შესანიშნავი ხარ!
უფრო მეტ შექებასაც იმსაუხრევ რადგან ყველაფერი მომწონს! არა კიარ მომწონს!
მიყვარს და ვგიჟდები!! და ყოველ დღე ველი ახალ თავს♥♥♥
წარმატებები♥♥♥

ვაიმე, ღმერთო ჩემო!
ახლა, გული გამისკდება...
ადამიანო, რა არის ეს?!
გეკითხები და მიპასუხე.
რა არის ეს?!
ვერ ვაზროვნებ, გეფიცები.
ეს რაები მითხარი და გული მიფეთქავს გაასმაგებულად.
ღმერთო, თუ იყურები ზემოდან, უთხარი ამ გოგოს, რომ ყველაზე ტკბილია და სასწაულია. :დდდდდ (არ შეიმჩნიო, ნერვიულობის დროს ვიცი, ხოლმე).
ვახ, ნორმალური ხარ შენ?!
გული გინდა გამისკდეს, ხო?! :((((
პორქეეე, აი, პორქეეეე.
გული გამიჩერდა ყველა სიტყვას ისე ვკითხულობდი და შენ რა საოცრებებს მეუბნები.
ნეტავ იცოდე, როგორ მიხარია ასე, რომ ელოდები, მომყვები, აზრს მიზიარებ და მთავარია, ასეთ სიტყვებს მეუბნები.
ტკბილო გოგოვ, რით გადაგიხადო მადლობა, როგორ.
აი, მითხარი, ამ ერთადერთმა სიტყვამ, როგორ უნდა დაგიფასოს შენ ეს ამაგი.
ვსო, ჩემი საოცრება ხარ შენ!
ტკბილი და შოკოლადიიიი.
მწერალი გაზვიადებულია, მაქამდე ჯერ იმდენი მიკლია, მაგრამ მიხარია ასეთი შეფასება.
უზომოდ ბედნიერი ვარ.
გაკოცე, ტკბილოოო.
❤❤❤

 


№4 სტუმარი მარი. ელ❤

ჩემო ტკბილოო მოხვედი და მოიტანე ყველა ის ემოცია რაც ენით აღუწერელიაა ახალი თავის დანახვისას ვბედნიერდები ყველაფერი მაინტერესებს ვერ ვწყდები უბრალოდ არ მყოფნიის:( თუმცა ვიცი მოთმინება მმართებს სხვა გზა არ მაქვს:) შენ❤ ხარ❤ ჩემი❤ ბრილიანტიიი❤❤❤ ვგიჟდები შენზეე ეს ისტორია ჩამთრევიაა და შენსავით საყვარელიიი❤❤❤

 


დღეს სასწაულების დღეა? სულ არ ველოდებოდი მაგრამ რომ შემოვედი და “ზღვარს იქით“ წავიკითხე ბოლო ხმაზე ვიკივლე.იცი როგორ გამიხარდა? თან ეს თავი ძალიან მომეწონა.ეს წერილი კი რაღაც საოცრება იყო...ნუ დამაბნია და სასწაულია მოკლედ ეს ბიჭი რაა.მიყვარს მე ეს ორი და შენ კიდევ უფრო უფრო ძალიან მიყვარხარ...
(შენი ანუკი)

უბრალოდ მეტი ვერაფერი ვთქვი რადგან სიტყვები ზედმეტია...(პატარა კომენტარი არ გეწყინოს)
(შენი ანუკი)

 


№6 ადმინი ელპინი

მარი. ელ❤
ჩემო ტკბილოო მოხვედი და მოიტანე ყველა ის ემოცია რაც ენით აღუწერელიაა ახალი თავის დანახვისას ვბედნიერდები ყველაფერი მაინტერესებს ვერ ვწყდები უბრალოდ არ მყოფნიის:( თუმცა ვიცი მოთმინება მმართებს სხვა გზა არ მაქვს:) შენ❤ ხარ❤ ჩემი❤ ბრილიანტიიი❤❤❤ ვგიჟდები შენზეე ეს ისტორია ჩამთრევიაა და შენსავით საყვარელიიი❤❤❤

შაქარყინულო, შოკოლადო, ბტილიანტო და ბაჯაღლო :დდდდ (რამდენი სიტყვა გითხარი, ნახე, ყველას კი არ ვეუბნები :დდდდდ(ეს ისე)).
დიდი, დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო ასეთი ტკბილი სიტყვებისთვის.
ძალიან საყვარელი ხარ, მარიამ.
მოთმინებსასა შენსასა, ძვირფასო :დდდ
სხვა გზა, ფიზიკურად, ნოუ :დდდ
რამდენი ვიტლიკინე, ნუ.
მადლობა, ტკბილო გოგოვ, ძალიან საყვარელო.
მიყვარხარ :))))) ❤

სულელი მეოცნებე
დღეს სასწაულების დღეა? სულ არ ველოდებოდი მაგრამ რომ შემოვედი და “ზღვარს იქით“ წავიკითხე ბოლო ხმაზე ვიკივლე.იცი როგორ გამიხარდა? თან ეს თავი ძალიან მომეწონა.ეს წერილი კი რაღაც საოცრება იყო...ნუ დამაბნია და სასწაულია მოკლედ ეს ბიჭი რაა.მიყვარს მე ეს ორი და შენ კიდევ უფრო უფრო ძალიან მიყვარხარ...
(შენი ანუკი)

უბრალოდ მეტი ვერაფერი ვთქვი რადგან სიტყვები ზედმეტია...(პატარა კომენტარი არ გეწყინოს)
(შენი ანუკი)

ანუკი, რა უნდა მეწყინოს, ხომ არ გაგიჟდი შენ?!
ნუ, შენ არ ვიცი და მე კი, გამაგიჟე ამ ტკბილი და თბილი სიტყვებით.
საოცარი გოგონა ხარ შენ, შენი შეხედულებებით და საკმაოდ კარგად გათვიცნობიერებული რიგ რაღაცებში :))))
აუ, ხომ გითხარი წინასწარ არაფერი ვიცი-თქო, ხოდა, ეგ წერილი იდეაშიც კი არ მქონდა, აი, წამით მაინც განარბენი გონებაში.
ხო, ისე, რომ იცოდე წავიკითხე შენი ისტორია. (ამაზე მერე ვილაპარაკოთ :**❤)
ჩემო ანუკი, ძალიან მიყვარხარ მეც.
გაკოცეეეე❤❤❤❤

 


№7  offline წევრი Mtirala

იდიოტივით ვიღიმი :))
ამ ღიმილს ასე ადვილად არ შეგარჩენ :დ
ანდრე როგორი ტიპია,
გაიღიმებს და დადნები :))
მგონი უაზროდ საყვარელია ეს ბიჭი :)
ასეთი დადებითი მგონი არასდროს გყოლია
და რომ არსებობს როგორ გვიხარია?! :დ
ანუკი, ანუკი...
მოვითხოვ, რომ ანუკი შენ გგავდეს!!!
მიხვდები, რატომაც ვითხოვ.
ძალიან ნიჭიერი, საყვარელი და დადებითი გოგო
მყავხარ!
ნუ, კაი ჯანდაბას, გვყავხარ :))
ოღონდ ჩვენ ორს მხოლოდ გვყავხარ :/
ეგოისტი მე :დდ
ძალიან მიყვარხარ,
ჩემო ლამაზო,
დიდო
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№8 ადმინი ელპინი

Mtirala
იდიოტივით ვიღიმი :))
ამ ღიმილს ასე ადვილად არ შეგარჩენ :დ
ანდრე როგორი ტიპია,
გაიღიმებს და დადნები :))
მგონი უაზროდ საყვარელია ეს ბიჭი :)
ასეთი დადებითი მგონი არასდროს გყოლია
და რომ არსებობს როგორ გვიხარია?! :დ
ანუკი, ანუკი...
მოვითხოვ, რომ ანუკი შენ გგავდეს!!!
მიხვდები, რატომაც ვითხოვ.
ძალიან ნიჭიერი, საყვარელი და დადებითი გოგო
მყავხარ!
ნუ, კაი ჯანდაბას, გვყავხარ :))
ოღონდ ჩვენ ორს მხოლოდ გვყავხარ :/
ეგოისტი მე :დდ
ძალიან მიყვარხარ,
ჩემო ლამაზო,
დიდო

იეეეეპ!
ანდრე ის ტიპია, ჩვენ რომ გვიხარია, რა.
ხომ ხვდები რატომაც :დდდდ
აი, ეგეთი დადებითი, რომ არასდროს მყოლია და იქ, ზემოთ "მგონი" ზედმეტია, შენც მიხვდი, ხო?!
დიახ, უაზროდ და დოზის გარეშე საყვარელია ეგ ბიჭი. (არადა, მეც, რომ ვდნები, ხომ იცი :დდდდ)
ანუკის არ დავიმგვანებ.
უფრო სწორად, პრინციპულად არ მოხდება ეგ იმის და მიუხედავად, შენ რატომაც გინდა :))))
განა, ასე ადვილია ვინმეს "ვყავდე"?!
ახლა, მით უმეტეს, შენ იცი ეგ. :დდდ
მაგრამ თქვენ ორი.
ოლვეიზ fერსთ, რიაა.
აუ, რომ მიხარია, ხომ იცი და მაგაზე აღარ ვიბლულუნებ ახლა, თორემ მერე ბევრი უაზრობაც ვთქვა შეიძლება.
მადლობა, ჩემო ნათელო წერტილო.
მიყვარხარ,
პატარა. (იქ, ჩემო ლამაზო, რომ წავიკითხე სხვა რაღაც გამახსენდა :დდდდდდდდდდ)

 


№9 სტუმარი სტუმარი ika

მე უბრალოდ ვამაყობ შენით სიცოცხლე
და მიხარიხარ
და ისრომ შენ მე რომანტიკოსს მიწოდებ
ნელნელა ვამართლებ მგონი
ყველაზე მეტად ჩემოო

 


№10 სტუმარი სტუმარი ika

ქალბატონო მტირალა
რაში მეცილებით ერთი
ჩემ ანუკის ხელიარ დაედოს
ხო და კიდე ანდრეას რომ ვაკვირდრბი მგავს არააა თუ ვცდები?

 


№11  offline წევრი ქეთიtaisia

ძალიან, ძალიან მომეწონაა ❤
ანდრეე ძალიან მაგარი ტიპია მიყვააარს როგორ იციი ???? მეც არ ვიციი აიი ძაააალიან ???? :) იდუმალი, უუუსაყვარლესი ???? მზერით რო დაგადნობს :)❤ვგიჟდებიი ❤❤❤
ანუკი ანუკი ანუკი ეგეც მიყვარს ძალიააააან❤❤ ❤ მოკლეეეედ ვგიჟდები ამ ისტორიაზეე და კანფეტივით მწერალზეე ❤❤❤ ისე კარგად წერ და გადმოსცემს ამბავს რო აი არ ვიცი არ მინდა მოვწყდე ???????????? მიყვარხაარ ტკბილოოო ❤❤❤

 


№12 ადმინი ელპინი

taisia
ძალიან, ძალიან მომეწონაა ❤
ანდრეე ძალიან მაგარი ტიპია მიყვააარს როგორ იციი ???? მეც არ ვიციი აიი ძაააალიან ???? :) იდუმალი, უუუსაყვარლესი ???? მზერით რო დაგადნობს :)❤ვგიჟდებიი ❤❤❤
ანუკი ანუკი ანუკი ეგეც მიყვარს ძალიააააან❤❤ ❤ მოკლეეეედ ვგიჟდები ამ ისტორიაზეე და კანფეტივით მწერალზეე ❤❤❤ ისე კარგად წერ და გადმოსცემს ამბავს რო აი არ ვიცი არ მინდა მოვწყდე ???????????? მიყვარხაარ ტკბილოოო ❤❤❤

ტაისია, საყვარელო, უღრმესი მადლობა.
ლამისაა სიხარულისგან ფრთები გამომესხას.
რა საყვარლობებს მეუბნები, ოქროს გოგოვ და ბრილიანტო.
რომ ვატყობ, ეს ანდრე ბევრა მოგვწონს და რანაირად გავიყოთ ამდენმა :დდდდ
ისე, ეგ ანუკი მე, რომ არ მომწონს აღარც ვმალავ უკვე.
ნუ, რიგი რაღაცების გამო, რა თქმა უნდა.
მოკლედ, ბევრი ვიბჟუტურე.
ხოდა, მე ვგიჟდები შენზე და შენს ნათქვამ თითოეულ თბილ სიტყვაზე, ოქროს გოგოვ.
ვიმახსოვრებ ყველა სიტყვას და გონებაში ვინახავ :****
მიხარია, თუ ასე კარგად მიდის ყველაფერი და ძალიან მოგწონს, ჩემო საყვარელო.
დიდი, დიდი მადლობა.
მეც მიყვარხარ.❤❤❤❤

 


№13  offline წევრი ფერადიი...

ეპააააა
არ მელოდი არაააა
რა სარძლო აგაგდეეეეე
ნიჩიოსე ბეეეეე
მე თუ შენ არ მიყვარდე გულში აგერ მაქ ეს თავი და მომჭერი
ნუ ეხლა შენ და თქვენ გიყვართ ანდრე მაგრამ რეალი იკუნცულას ჩემი რაპუნცულას შენ უყვარხარ (ჰაააა ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში)ჰაჰა
ნიჭიერო მაგრად მიყვარხარ და შესანიშნავიააა მე ანა ძალიან მომწონს "ანუკი"-ს შეგნებულად არ ვუწოდებ
შოკი ხარ რძალოოოოო
"მიყვარხარ ელპინ"
ჩიტმა ამბავი მომიტანა გუშინდელ კომენტარზე დაგცინესო მთვრალს ჭკუა მომეკითხებააა მეე? არანორმალური ვარ ისედაც ხო და მაგარიააა რა სიტყვებიარ მყოფნის შე ქალო რა გშობა დედაშენმა ასეთი ყველას რომ გვაოცებ გვახარებ და გვიყვარხარრ

 


№14  offline წევრი ფერადიი...

აიი რომ მოშავდება სახში რისხვას ვანახებ მაგას მაგ უგონოს მაგას
ისე შენ ჯადოს აკეთეეებ რატო მი...
ბიჭს ჰა მოვა და რო ჩართავს შენ სურათებს არ მორჩება ყურებას 5საათი ბომბი რო დასცე კიარ გაინძრევა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent