შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილის ექსტრაქტით (თავი მეორე)


22-01-2018, 15:49
ავტორი Anano Magradze
ნანახია 381

სიძულვილის ექსტრაქტით (თავი მეორე)

ნინიკოს საპირფარეშოში შევყავარ და წყალს სახეზე მასხამს, წარბშეკრული ვუყურებ.
-რაიყო?
-რა რაიყო, კინაღამ იქვე თმებით ითრიე. ლუ, ხომ მითხარი არ ვეჩხუბებიო.
-არ მიჩხუბია!
-რაც გინდა ის თქვი, მე ხომ იქ ვიყავი! დაგინახე!

ნინიკოს თვალებს ვუტრიალებ და დერეფანში გავდივარ. დღევანდელი ამინდი! სულ მაგის ბრალია ყველაფერი, მაგიტომ არის რომ მაინცდამაინც ამ კლასში გადაწყვიტა გადმოსვლა. ამ სკოლაში, მაინცდამაინც იქ სადაც ყოველდღე ვნახავ.

საკლასო ოთახამდე საკუთხარ ფეხებს ისე მივყავარ არც ვაკვირდები, ზარი ირეკება.

დღეს არ მიწერია არცერთი გაკვეთილის მოსმენა, ვერცერთ კითხვაზე ვერ ვპასუხობ, ისეთი გაფანტული ვზივარ რომ მასწავლებლები თავისით მანებებენ თავს. რამდენჯერაც მისკენ გავიხედე დავიჭირე რომ მე მიყურებდა. მისი მზერა ზურგს მიწვავს. ადგილზე ვცქმუტავ სანამ საბოლოო ზარი დაირეკება, რომ წავიდე აქედან, წავიდე შორს. მისგან.

-ლუ -ნინიკო მხარს მკრავს და მისკენ ვტრიალდები, გოგოს ხელში ტელეფონი უჭირავს და რაღაცას მაჩვენებს. სისხლიანი გულის სურათია, ნინიკო ყურებამდე გაბადრული სახით მომჩერებია. თვალებს ვატრიალებ და დაფისაკენ ვბრუნდები.
-ბაქრაძე! -უკანა რიგებიდან მეძახიან, ვბრუნდები, ნიკოლოზი მიყურებს, იცინის, თან თვალს მიკრავს.
-რაიყო? -წარბს ვუწევ.
-აუ ბაქრაძე! -მის გვერდზე თინის ტელეფონი უჭირავს და იცინის, ხან ტელეფონის ეკრანს დაჰყურებს, ხან კიდევ მე მიყურებს.
-რა იყო? -ვჩურჩულებ ხმამაღლა.

ბავშვები სიცილს აგრძელებენ, უკვე ნახევარი კლასი იცინის. უცნაური გრძნობა მეუფლება, ყველა ტელეფონს დაჰყურებს. ნუთუ ჩემი რაიმე ფოტოა გამოქვეყნებული? ვწითლდები და ხელები მიოფლიანდება, ერთდროულად მიპყრობს ბრაზი და ნერვიულობა.

-ლუ! -ნინიკო გაკვირვებული მიყურებს.
-რაიყო?
-ეს ნახე?
-რა?

ნინიკო მობილურის ეკრანს ჩემსკენ აბრუნებს. ჩემი Facebook-ის კედელზე პირველი ფოტო მხვდება თვალში, იქ შვიდი წლის ვარ, შუა ზამთარია და ოთხმოცდაათიანებში რომ იცოდნენ ისეთი 'ფეჩია' უკანა ფონზე, წინ მე ვდგავარ, ჩაფუთნული ვარ ტანსაცმელებით და აწითლებული ლოყები მაქვს, კამერას ვუყურებ და თან მწვადს ვჭამ, ცხვირ-პირი სულ მოთუთხნული მაქვს. ლაიქების ზოლში „ჰა-ჰა" ემოციას პირველი ადგილი უკავია და კომენტარები არ წყდება.

„დადებულია სანდრო ახვლედიანის მიერ." როგორც კი ამას ვკითხულობ უმალვე თავს მტკივნეულად ვაბრუნებ უკან. ის პირდაპირ მე მიყურებს და მიცინის. საკუთარ გულისცემას ყურებში ვგრძნობ, თვალებში ბინდი მიდგება. ნინიკოს ტელეფონს ხელიდან ვგლიჯავ. სკამიდან სინათლის სისწრაფიდ ვდგები და მისი მერხისკენ მივდივარ. თვალს მადევნებს, მშვიდად და მომთმენად ზუსტად ისე როგორც ნადირი აკვირდება მსხვერპლს.

-ეს რა არის? -ახვლედიანს ტელეფონს ცხვირწინ ვაფარებ.
-რა არის? -მისი ბოხი, ამავდროულად, ირონიული ხმა ზარების წკარუნივით ჩამესმის ყურებში.
-წაშალე!
-რატომ?
-ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი პირადი ფოტოს გამოქვეყნება, დანაშაულია!
-ნუ თუ?

ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, სანდრო ისევ ცალყბად მიღიმის, მისი მომაჯადოვებელი მწვანე თვალები ჩემს სახეს სწავლობს, მინდა რომ ვიჩხუბო, მინდა ყვირილი გავაგრძელო, სანამ არ წავაშლევინებ სურათს, სანამ ბოდიშს არ მოვახდევინებ, თუმცა რაღაც მკარნახობს რომ გავჩერდე. ასე, რომ უბრალოდ წელში ვსწრდები, ტელეფონს ჯიბეში ვიდებ და საკლასო ოთახიდან გავდივარ. მასწავლებლის ყვირილს ყურადღებას არ ვაქცევ, ცარიელ დერეფანში მივაბიჯებ.

ჩემს უკან კარები იღება, არ ვბრუნდები, ისედაც ვხვდები ვინ არის. მძიმე ნაბიჯები მალე მეწევა და ჩემს გვერდით თავად ალექსანდრე ახვლედიანი დგება. ყურადღებას არ ვაქცევ სიარულს განვაგრძობ, ისიც ჩემს გვერდით მოდის, ჩუმად მივაბიჯებთ, სკოლაში ყრუდ ისმის მასწაავლებლების ხმა საკლასო ოთახებიდან, მოსწავლეების სიცილი.

-არ ვიცოდი, ასე, თუ გაბრაზდებოდი. -ხავერდოვანი ხმით წარმოთქვამს. არ ვუყურებ, ვაგრძნობინებ, რომ არ მინდა ჩემს გვერდით იაროს, ვაგრძნობინებ, რომ არ მინდა მელაპარაკოს.
-წავშლი თუ გინდა.
-რაც გინდა ის ქენი -ვეუბნები და გოგონების საპირფარეშოში შევდივარ. კარს ვკეტავ და მის უკან მდგარ სანდროს ოდნავ გაკვირვებულს, თუმცა მაინც ცალყბად მომღიმარს ვტოვებ.

***

-სად წახვედი? ნათელამ კინაღამ დირექტორს დაურეკა.
-ხომ არ დაურეკავს? -მხრებს ვიჩეჩავ უდარდელად, ნინიკო თავს აქნევს.
-სანდრო, რომ გამოყგყვა რა გითხრა?
-წავშლიო.
-მერე შენ რა უთხარი?
-რაც გინდა ის ქენი მეთქი.

ნინიკოს მის სახლთან ვემშვიდობები და გზას განვაგრძობ. ძალიან ცივა ამიტომ ხელებს ჯიბეებში ვიწყობ და თვალებს ვაწვრილებ. გარშემო ნისლია, მხოლოდ ათი მეტრის მანძილზე თუ არის გზა შესამჩნევი, იმის იქით არაფერი ჩანს. საკუთარი ამონასუნთქს ვაკვირდები ჰაერში რომ ქრება და ოდნავ მეღიმება.

კარებს გასაღებით ვაღებ და როდესაც შიგნით შევდივარ ჩემი სახლის სასიამოვნო სურნელი მეხვევა. თვალებს ვნაბავ და თამამად მივაბიჯებ შემოსასვლელში.

-ლუ, შენ ხარ? -სამზარეულოდან დედაჩემი მეძახის.
-კი ლიკუ, მე ვარ.

დედაჩემს წინ ყავა და ფურცლები უდევს, ოქროსფერი თმები ცხენის კუდად აქვს შეკრული, როგორც კი მხედავს მიღიმის, თითქოს სხეულში სითბო მეღვრებაო ჩემდაუნებურად მეც ვუცინი.

-როგორ ხარ დე? -ნაზი თუმცა დაღლილი ხმით მეკითხება.
-რავი კარგად, აუ ლიკო იცი რა არის, კი არ მშია მარა აი ჩაის დავლევდი რა. -ვეუბნები სანამ ოთახიდან გავალ. ახლავე გაგიკეთებო მეუბნება.

ჩემს ოთახში ყველაფერი მოწესრიგებულია. თითოეულ ნივთს თავისი ადგილი აქვს, ყველაფერი იდეალურად არის განლაგებული. ძველი კასეტებით დაწყებული, ტანსაცმელებით დამთავრებული.

ჩანთას ვიხსნი და საწოლის გვერდზე ვდებ, პარალელურად ლეპტოპში სიმღერას ვრთავ საწოლზე ვწვები, თვალებს ვხუჭავ და ჩუმად ვყვები ტექსტს.

სანდროზე ფიქრი არ მშორდება, როგორც კი მის სახეს წარმოვიდგენ ბრაზი მიპყრობს. ვიცოდი, რომ საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემს კლასში გადმოვიდოდა. უნამუსობაა ჩემს გარშემო, ასე, ურცხვად, რომ დადის.

ალექსანდრე ასეთი ტიპია, ყოველშემთხვევაში სანამ წავიდოდა იყო, „ქართველი ვაჟკაცი", გოგონები კისერზე, რომ ეკიდებიან და ძმაკაცებით, რომ არის გარშემორტყმული. თუარ ვცდები სანდრო და გიუშა ადრე განუყრელი ძმაკაცები იყვნენ, მანამდე სანამ წავიდოდა. სანდროს შეყვარებულიც ჰყავდა, არ მახსოვს რა ერქვა გოგოს, მისი წასვლის მერე ის გოგო არ გამოჩენილა, მაგრამ ყველამ იცოდა როგორ ახლოს იყვნენ და უყვარდათ ერთმანეთი, ერთმანეთის გარეშე წუთითაც ვერ ძლებდენენ, მაგრამ როგორც ჩანს ჩვეულებრივი ლავ სტორი ყოფილა.

-დე, ჩაი გაგიკეთე გამოდი. -კარის მეორე მხრიდან იძახის ლიკუ.
-მოვდივარ.

დედაჩემის წინ მაგიდასთან ვჯდები და მას ვუყურებ, ქალის ლამაზი ცისფერი თვალები ფურცლებს დასჩერებია, ნაოჭები ოდნავ თუმცა მაინც ეტყობა, სქელ ტუჩებს კბილებით იკვნეტს, ასე მაშინ იქცევა, როდესაც რაღაცაზე ფიქრობს. დიდ, მოწესრიგებულ, ფრჩჩხილებს მაგიდაზე აკაკუნებს.

ლიკა ჯერ ახალგაზრდაა, ლამაზი და წარმოსადეგი ქალი, თუმცა მას შემდეგ რაც მამაჩემი წავიდა არავინ ჰყოლია, არც გათხოვებაზე უფიქრია ოდესმე, თავისი თავი მთლიანად შვილებს და სამსახურს მიუძღვნა. ამისთვის პატივს ვცემ მას, არ არის იოლი 20 წლის ასაკში ორი მცირეწლოვანი შვილი გაზარდო. მაგრამ ლიკა ამაყია, იმდენად ამაყი, რომ არცერთხელ დახმარება არ უთხოვია, მისი მშობლები დიდი ხანი არ ელაპარაკებოდნენ ნაადრევად გათხოვების გამო. დედაჩემს მართალია ძალიან უყვარდა ისინი, მაგრამ გაჭირვების დროს მათ კართან ჩემოდნებით ხელში მაინც არ მისულა. ჩვენც ეს გვასწავლა, როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებ პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე უნდა აიღო, მიუხედავად შედეგებისა.

ხუთი წლის ვიყავი პირველად ლიკა თავის მშობლებს რომ დაელაპარაკა, ისიც იმიტომ რომ დედამისი ჩვენთან მოვიდა სახლში და შვილს მუხლებში ჩაუვარდა ტირილით, ერთადერთი შვილი მყავხარო. ლიკა მათთან შერიგების მერე უფრო ბედნიერი იყო, მისმა ღიმილმა წონა დაიბრუნა. მაინც რა არის მშობლისა და შვილის კავშირი? ყველაფერი შეუძლია. მე ლიკაზე ისევე ვარ დამოკიდებული როგორც ჰაერზე, განა იმიტომ რომ ჯერ 17 წლის ვარ და უუფლებო ვარ? არამედ იმიტომ რომ ლიკა ჩემთვის ყველაფერია, დედა, და, მეგობარი, მრჩეველი. აბსოლიტურად ყველაფერი, ჩემი იდეალი, ქალი რომელიც არასოდეს არ ნებდება...

-რას კითხულობ ლიკუ?
-გადასახადებს ვათვალიერებ დე. -მპასუხობს თავაუწევლად და კალმის ბოლო ტუჩებთან მიაქვს.
-აუ, დე, დღესაც მორიგე ხარ?
-ხო დე რაიყო?
-არა, არაფერი... მაგრამ ამ კვირაში მერამდენედ ხარ მორიგე?
-მესამედ. -ჩუმად მპასუხობს და ისევ მაგიდაზე გაშლილ ქაღალდებს უბრუნდება.



***

რუსთაველის გამზირს ფეხით მივუყვები. გაშიშვლებული ხეები მესალმებიან. სიცივისგან სახე აწითლებული ხალხი უემოციო სახით მიაბიჯებს, ყველა თავის საქმეზე მიდის, მიიჩქარიან სადღაც და უკან არც იხედებიან. ამ სირბილში კი ცხოვრება გადის, ყველაფრის გაკეთებას სწრაფად ვცდილობთ, ვაკოწიწებთ ნარჩენებს იმისათვის რომ კარგად ვიყოთ და საბოლოოდ არაფერი გვრჩება გავლილი დროის გარდა, ცხვირწინ გვეკარგება საუკეთესო მომენტები და უფრო უკეთესის ძიებაში აღარც მოგონებებს ვაკვირდებით.

შავთმიანი გოგო უხეშად მიიკვლევს ხალხში გზას და მოხუც ქალს მხარზე მტკივნეულად ეჯახება, გოგო თავს არ აბრუნებს, ბოდიშსაც არ იხდის ისე განაგრძობს სიარულს. (თუ ამასაც სიარული ჰქვია). მოხუცი იქვე სკამს ეყრდნობა და თვალებს ტკივილისაგან ხუჭავს.

მოხუცთან მივდივარ და ზურგზე ხელს ვადებ.

-ხომ კარგად ხართ?
-კი შვილო, მადლობა. -საყვარელი ხმით მპასუხობს და მიღიმის, კბილების უმეტესობა არ აქვს თუმცა მის ღიმილს მაინც სითბო ჰხვევია.
-უზრდელი იყო ის გოგო! -ვამბობ ჩემთვის, ქალი თავს აქნევს.
-ახლა უმეტესობა ასეთია, ქუჩაში ისე დადიან თითქოს მათ გარდა არავინ იყოს, პირველი არაა... ბევრს აუვლია გვერდი, ბევრს ტკივილზე თვალი დაუხუჭავს, ბევრი უბრალოდ არ დაინტერესებულა. -გაყვითლებულ სახეზე ხელს ისმევს და მიყურებს, ჩამქვრალი შავი თვალებით მაჩერდება და კარგად მათვალიერებს. თავს უხერხულად ვიგრძენობ. -ახლა ისე გამომყავს თითქოს ყველა მასეთია! არამც და არამც! უბრალოდ ყველა ადამიანი განსხვავებულია, არიან ხალხი რომელიც სიკეთით იღიმიან, სხვისი ტკივილი გულთან მიაქვთ. ისინი ვინც სხვის მაგივრად გამოგიწოდებს ხელს. ხომ გყავს მასეთი ხალხი გარშემო? ძალიან ლამაზი ხარ! ისეთივე ლამაზი სული გექნება შენ როგორიც ხარ გარეგნულად, დარწმუნებული ვარ მე! შენისთანა გოგოს გარშემო ისეთი ხალხი სჭირდება იმედს, რომ არ გაუცრუებენ, რომ არ გიღალატებენ. ხომ გყავს ასეთი ხალხი?

ფიქრები მაშინვე ჩემი უახლოესი ადამიანებისკენ გამირბის, ჩემი საუკეთესო მეგობრის ლამაზი სახე წარმომიდგება თვალწინ. თორნიკე, ჩემი და მარიამი, დედაჩემი. რაც არ უნდა იყოს ამ ადამიანებს სიცოცხლეს ვანდობ, ვიცი რომ არასოდეს მიღალატებენ. შეცდომები? ეს ადამიანის შემადგენელი ნაწილია. ასე რომ მათ ყოველთვის ვენდობი.

-კი ბებო, მყავს ასეთი ხალხი!

-კარგად გაუფრთხილდი შვილო, თორემ ზოგჯერ ისინი ვისაც ყველაზე მეტად ენდობი შემოდგომის ფოთლებივით მიქრიან. ისინი, ვისიც გჯერა, სწორედ, ისნი ჩაგცემენ ხოლმე ლახვარს გულში. ყველა არა, მაგრამ მაინც დაფიქრდი ვის უნდა ენდო და ვის არა, ასეთი ლამაზი გოგოს ჭკუის არევას ხომ ყველა მოინდომებს!

მოხუცს წამოსვლამდე კიდევ ერთხელ გავუღიმე და გზა გავაგრძელე.

უცანური ჩვევა მაქვს, ხალხს ვაშტერდები, თანაც ისე რომ ვერ ვხვდები. ქუჩაში სიარულისას გამუდმებით ვაკვერდები გამვლელებს, ვიმახსოვრებ წარწერებს მათ მაისურებზე, თმის, თვალების ფერს, მოქმედებებს, ჟესტიკულაციას, რეაქციებს. ეს ყველაფერი გაუაზრებლად ხდება, ყურადღება მეფანტება ხოლმე და ხალხის ზღვაში ვიკარგები. ახლაც ასე ვისრუტავ ინფორმაციებს სრულიად უცხო ადამიანებზე და ვერ ვიაზრებ, რომ წინ ნინიკო დგას რომელიც ხელს მიქნევს. როგორც კი მას ვამჩნევ მისკენ მივდივარ და მაგრად ვეხუტები, მოხუცი ბებოს სიტყვებმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა.

-კარგად ხარ? -ნინიკო მხიარულად მეუბნება როდესაც ჩემგან თავს ითავისუფლებს.
-კი, კი!
-რამდენი ხანია გელოდები, სად იყავი?
-მოვდიოდი.

ნინიკო რაღაცას ჩუმად ბურტყუნებს და ხელმკლავს მხვევს. მისი მზისფერი თმები ნელა შრიალებს. ნინიკოს პირველი შეხედვის თანავე დაინახავ მის ლამაზ ლურჯ თვალებს რომლებიც ანათებენ, ხანდახან რომ ვაკვირდები მათში ქალაქს ვხედავ, მოძრავს, ქაოსურს მაგრამ მაინც საოცრად ლამაზს, იმდენად ლამაზს რომ ვიკარგები, ჩემი საუკეთესო მეგობრის თვალებში გაშენებულ ქალაქში საკუთარ თავს ვკარგავ. ნინიკოს თვალებს თუ მზერას მოწყვიტავ მაშინ მისი ოდნავ დაჭორფლილი ლოყები მოგხვდება, ის ლოყები ბავშობიდან 'ჩქმეტით' რომ არის გაწვალებული. გოგოს სავსე დიდი ტუჩები, ღიმილის დროს გამოჩენილი ფოსოები, სწორი თეთრი კბილები. ნინიკო ულამაზესია და უამრავი თაყვანისმცემელიც ჰყავს, მაგრამ თვითონ არავინ მოსწონს, ბიჭების გრძნობებზე თამაშით ერთობა, მაგრამ არასოდეს არავის არ სტკენს გულს, უბრალოდ მხიარულობს.

გოგო წინ მიმიძღვის, თან გზაში მელაპარაკება, მეც ჩვეულებრივ ვპასუხობ. ჩემი გონება მაინც ახვლედიანზე ფიქრით არის დაკავებული, ნინიკო ამჩნევს და კითხვისნიშნით სავსე თვალებს მტყორცნის.

-ისევ იმაზე ფიქრობ?
-რაზე?
-რაზე კი არა, ვისზე.
-კარგი... ვისზე?
-სანდროზე.
-არა. -ურცხვად ვიტყუები და ნინიკოს არ ვუყურებ ისე ვაგრძელებ გზას, გოგო იცინის და უკან მომყვება.

სავაჭრო ცენტრში როდესაც შევდივართ ბარათელი გახარებული იწყებს ხტუნვას და ერთი სექციიდან მეორეში ელვისებური სისწრაფით გადადის, თითოეულ მაისურს, ბოლოკაბას, ჟაკეტს, პერანგს, ათვალიერებს და ისე წყვეტს რომელი აირჩიოს.

-ეს მიხდება ლუ? -გასახდელიდან ახლად გამოსული მეკითხება. ვარდისფერი მაქმანებიანი კაბა აცვია, რომელსაც ბოლოში ნაკეცები აქვს, მუხლს ზემოთ რამოდენიმე სანტიმეტრით აწეულია. ნინიკოს ნამდვილად ძალიან უხდება.
-კი, ძალიან!
-ვიყიდო?
-თუ მოგწონს იყიდე, შენებმაც ხომ გითხრეს რაც გინდა ის აარჩიეო?
-ხო მაგრამ, რავიცი კარგია?
-კი ნი, შენს ტანზეა შეკერილი.

გოგო სარკის წინ ერთიორჯერ კიდევ ტრიალებს და საბოლოდ კაბას ყიდულობს, თან ყურებამდე იღიმის. მოლარე წარბაწეული აკვირდება, მერე მე მიყურებს, მზერით მეკითხება ამას რამე ხომ არ უჭირსო? ვიცინი და ტუჩს ვიკვნეტ.

-გინდა გაგაცილო სახლამდე? -მეკითხება ნინიკო როდესაც ქუჩაში მივაბიჯებთ.
-არა იყოს, ადი შენ პირდაპირ, მე ცოტას გავივლი.
-კარგი, კარგად.

ნინიკოს ვემშვიდობები, ორივენი საპირისპირო გზებით მივდივართ, უკან ვბრუნდები, გოგოს პატარა სხეული ხალხის მასაში იკარგება, მაგრამ მაინც ჩანს მისი მზისფერი თმები რომელიც თითქოს ზამთარს ათბობს.

გზას კვლავ ჩაფიქრებული მივუყვები, იმ ადგილას სადაც მოხუც ბებოს ველაპარაკე კარგად ვაკვირდები ისევ ხომ არ არის ის ქალი, თუმცა წასულა. ტელეფონს და ყურსასმენებს ვიღებ და მუსიკის თანხლებით ვაგრძლებ სიარულს. ამდენი ხალხით გარშემორტყმული რატომღაც ძალიან მარტოსულად ვგრძნობ თავს. скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent