შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცი, დღეს ჩახუტების დღეა .. 2


23-01-2018, 20:42
ავტორი ანუშირვანი
ნანახია 609

იცი, დღეს ჩახუტების დღეა .. 2

დაბნეულმა მოვატრიალე თავი და დემეტრეს სახეს წავაწყდი, გაფართოებული თვალებით მიყურებდა, მის შავ თვალებში კი ჩემს და ნახატის ანარეკლს ვხედავდი, ნამდვილად საოცრება იყო.
-როგორ ? ასე მალე, როგორ დახატე, ან რატომ ??
-პიველად რომ გნახე , მაშინ დავიწყე ხატვა და ვეცადე ამ ორ დღეში დამემთავრებინა , რაც ნამდვილად არ იყო მარტივი. გუშინ მთელი ღამე ვხატავდი , საღებავი გამშრალიც კი არაა.. რატომ?? არვიცი , უბრალოდ შენ ,,თვალში მომხვდი“ და არა მარტო თვალში - ჩაიცინა- საოცრება ხარ ნინია და ნახატზე ბევრად მეტს იმსახურებ.. . აი , ლავანდას რაც შეეხება , მის სურნელს ნებისმიერი სუნამოსგან გავარჩევ , მაშინაც მანქანაში რომ ჩაჯექი , ეს სურნელი გაავრცელე მთელს ატმოსფეროში და აზრები ამიფორიაქე , იმდენად ამაფორიაქე , რომ ერთ კვირაში ან მეტ დროში დასასრულებელი ნახატი ორ დღეში დავხატე , თანაც ფუნჯის თითოეულ შეხებაზე მეგონა შენს კანს ვეხებოდი, შენს ქათქათა კანს. შენი თმისა და ლავანდის სურნელს ვგრძნობდი , რაც ნამდვილი საოცრება იყო .. - თვალებგაბრწყინებულმა მითხრა და თავის გრძელ თითებში მოქცეულ ჩემს ხელს ტუჩებით ნაზად შეეხო. ჟრუანტელმა დამიარა, თითები გადავაჭდე და ამოვიჩურჩულე :
-მადლობა, არ ვიცი რა გითხრა , ასეთი რამ არასდროს მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, მინდა იცოდე , რომ დღეს უზომოდ ბედნიერი ვარ და შენ ხარ ამ ბედნიერების მიზეზი ..
-ჩემი ლავანდის პრინცესა - ჩაიჩურჩულა და გულში ჩამიკრა . ნახატთან თამუნა და გიო დავინახე , რომლებიც ისე უყურებდნენ ტილოს თითქოს მოჩვენებას ხედავენო , დემესთვის ხელი არ გამიშვია , მათკენ წავედი.
-თამუ , გიო გაიცანით , დემეტრე გასვიანი , დღევანდელი დღის გმირი .
-სასიამოვნოა- ერთხმად თქვეს ტყუპებმა.
-ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა , ბავშვებო, რაღაც შემოთავაზება მაქვს , ჩვენების მერე ლიტერატურულ საღამოზე მივდივარ , სკოლის დირექტორმა მიმიპატიჟა, ძალიან გამიხარდება თუ თქვენც წამოხვალთ.
-სიამოვნებით , ძალიან გვიანი თუ არ იქნა , რას იტყვით ? - თამუნას და გიოს გავხედე.
- რა თქმა უნდა თანახმა ვართ - ჩაიცინა გიომ.
- კარგი , მაშინ ჩვენებაზე შევიდეთ - თქვა დემემ და კარი გაგვიღო . წინა ადგილებში დავსხედით , ყველაფერმა კარგად ჩაიარა , პატარა ბავშვების მიერ შექმნილი ანიმაციები იყო , წარმოვიდგინე , თავისი პაწაწუნა თითებით როგორ ხატავდნენ ფიგურებსა და ცხოველებს და დღეს როგორ უხაროდათ , როცა მათი ნაშრომი საზოგადოების წინაშე წარსდგა . ბოლოს დემე ავიდა სცენაზე , ორიოდე სიტყვა თქვა და ბავშვებს სიგელები გადასცა . მანტო ჩავიცვი და ჩემი იისფერი თავშალი მოვიხვიე , დემეს ველოდებოდით , უკვე მოსაღამოვებული იყო , მამას დავურეკე და ვუთხარი, რომ ლიტერატურულ საღამოზე მივდიოდით ერთად და არ ენერვიულათ , ამასობაში დემეც გამოვიდა. შემომხედა...
-ულამაზესი ხარ .. - ხელკავი გამოვდე და ნელ-ნელა ჩავუყევით კიბეებს . ლიტერატურული საღამო , იქვე, პაწია კაფეში იყო , მიყვარდა ეს ადგილი , ყველაზე მყუდრო ადგილი იყო ქალაქში . შიგნით შევედით, სითბო იყო, მანტო საკიდზე ჩამოვკიდე და შეკრებილი ბავშვებისკენ გავემართეთ. მრგვალი მაგიდის გარშემო ,,პუფები“ ეწყო და სამი ბავშვი ისხდა, მაგიდაზე ტკბილეულობა და ფინჯნებით ცხელი შოკოლადი იყო.
-გამარჯობა ბავშვებო , გაიცანით : ნინია , თამუნა და გიორგი - მერე ჩვენ მოგვიბრუნდა- ესენი , თორნიკე , მარიამი და კესოა - მიგვითითა სამ ბავშზე , ბიჭი დაახლოებით 20 წლის იქნებოდა , მოშვებული წვერით და გრძელი თმით . მარიამი შავგვრემანი იყო , დიდი ბრიალა შავი თვალებით , კესო კი უფრო ღიაფერებში იყო. ღია იასამნისფერი თმა დაწნული ჰქონდა. მარჯვენა მხარეს გადმოედო, სამივენი სრულ იდილიას ქმნიდნენ.
-ძალიან სასიამოვნოა - ყველამ ერთხმად ვთქვით , რასაც სიცილი მოჰყვა . სამივე , ძალიან საინტერესო ადამიანები იყვნენ , როგორც გავარკვიე , თორნიკეს აქ დეიდა ჰყავდა და მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა რაჭაში , ინფორმაციები გავცვალეთ. საყვარელი ავტორების რჩეული წიგნებიდან ციტატები გავიხსენეთ , ბოლოს ლექსების ჯერიც დადგა.
-მოდი შენით დავიწყოთ- დემეს გახედა თორნიკემ.
-კარგი .. ამ კვირის სიტუაციიდან გამომდინარე , შოთა ნიშნიანიძის ,,სახუმაროს“ წაგიკითხავთ:
,,ორშაბთს გოგონა გავიცანი ,
გოგონა ნახატი ყალმისანი ,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი.
ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი
ჩემი გასაჭირი ავუხსენი ,
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა,
ვაიმე, ბედო უკეთურო!
დაბერებულხარო გნოლივითა
ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე,
თავმოჭრილივარ- თქო - დავასკვენი
ჰოდა, ც დავაპირე.
მოვიდა მეორე ორშაბათი
ისევ შემეფეთა ის უღმერთო
ელვამ დამიარა კოჭებამდი,
დილამშვიდობისას გისურვებთო.

მე ახლა , თავის მომკვლელი ვარ ?
უნდა სხვანაირად ვსძლიო სვე-ბედს
მე ვიცი , რაცხა ოხერი ვარ ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.
ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი- იმ უღმერთოს მგალობელი.“
წაკითხვა დაასრულა , ოვაციებით შევხვდით , სულ მე მიყურებდა , ბოლოს ჩუმად მითხრა
-მართალია, ლექსის დიდი ნაწილი არ ემთხვევა ამ კვირის მოვლენებს , თუმცა დასაწყისი უდავოდ შენთან შეხვედრაზეა.. - თვალებგაფართოებულმა შევხედე და გულისცემამ პიკს მიაღწია , როდესაც ჩემი ხელი თავისაში მოიქცია . მთელი საღამო ასე ვიყავით . მშვენიერი დღე იყო , სახლში ემოციებით დატვირთული დავბრუნდი . დედას ვესაუბრე ყველაფერზე , ნახატიც ვაჩვენე გაოცებული იყო , ბოლოს კი ძილინებისა ვუსურვე და საძინებლისკენ გავწიე . მობილური საწოლზე დავტოვე და აბაზანაში შევედი . მოვწესრიგდი , საწოლი უნდა გამეშალა , შეტყობინება რომ მოვიდა . უცხო ნომერი იყო , გაკვირვებულმა გავხსენი და წავიკითხე ,,ძილინებისა ლავანდის გოგონავ“. რა დიდი ფილოსოფია სჭირდებოდა იმის მიხვედრას , რომ დემე იყო ,,ძილინებისა“ დავუბრუნე პასუხი და ფუმფულა საწოლში ჩავესვენე .
* * *
დილით მაღვიძარის ნაცვლად , ტელეფონის ზარმა გამაღვიძა , თამუნა იყო. ეკრანს თითი გადავუსვი და დაბოხებული ხმით ჩავილაარაკე:
-იმედია, სერიოზული მიზეზი გაქვს , მაღვიძარამდე ნახევარი საათით ადრე რომ მაღვიძებ ..
-სერიოზული მიზეზი მაქვს , გამიღე კარი გავიყინე !! - ისე მიაყარა სიტყვები ერთმანეთს ძლივს გავიგე , გაკვირვებული ავდექი , პირველ სართულზე ჩავედი და კარი გავაღე, გარეთ მატრიოშკასავით შეფუთული თამუნა იდგა სკოლის ჩანთით ხელში.
-ნუ მიყურებ ეგეთი სახით , ადრე გამეღვიძა და გავუვლი-მეთქი - სახლში შემოვიდა და პირდაპირ მეორეზე ავიდა.
-ჩემი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღიაა , ხომ იცი , დილის შვიდ საათზეც კი- ჩავიხითხითე და უკან გავყევი.
-აბა სერიოზული მიზეზი ? - წარბაწეულმა ვკითხე.
- ორი მიზეზი მაქვს , პიველი - ეს საშინელი ლოგარითმები ვერ გავიგე და ამიხსენი რა .. და მეორე- თორნიკემ მომწერა
-რომელმა თორნიკემ ?
-დორეულმა , ლექსები გამომიგზავნა და შენი აზრი მაინტერესებსო ..
-მერე?
- რა მერე ? საოცარი ლექსები იყო ... - აღტყინებულმა ჩაილაპარაკა და ორი ლექსი წამიკითხა. ვერაფერს ვიტყვი , მართლაც კარგი იყო .
-ვაუ , ქალბატონო თამარ თქვენ უკვე აღარ ხუმრობთ - ჩავიხითხითე და თვალების ფახულით შევხედე- არ გინდა ? შენ შენი ისტორიები გაუგზავნე.
-ხო არ გაგიჟდი , გადავრევ ბავშვს , გაიქცევა ამ ქვეყნიდან, შეიძლება დედამიწიდანაც წავიდეს!! - თვალეგფართოებულმა წამოიყვირა.
-ოოჰ , კარგი რაა , მშვენიერი ისტორიები გაქვს .. ის მიყვარს ძალიან ,, გვირილისფერი ანუნი“
-ეგ მეც მიყვარს , მაგრამ ჯერ ვერ გავუგზავნი , მაგრამ არაჩვეულებრივი იდეა მაქვს ..- ეშმაკურად გადმომხედა.
-რა იდეა? - ინტერესით ვკითხე
-ახალ ისტორიას დავწერ , შენზე და დემეტრეზე .. ,, ლავანდის გოგონა“
-ჩემზე და დემეტრეზე ? - ცოტა არ იყოს დავიბენი , ჯერ ნახატი , ახლა კიდევ ისტორია უნდა დავწეროო.
-ხო , მშვენიერი წყვილი ხართ , კარგად ვამჩნევ , როგორ გიყურებს , თითქოს იშვიათი ფაიფურის თოჯინა ხარ , რომელზეც თავად იზრუნებს , არ ვიცი რა მოხდა , კარგად მიცნობ და იცი , არ მჯერა ამ ,,ერთი ნახვით სიყვარულების“ და სისულელეების , მაგრამ თქვენ ორნი სხვა განზომილება ხართ. რომ გიყურებთ , ყველაფრის მჯერა ! მჯერა , რომ სიყვარული ბუდობს , თითოეულ წამში , როცა ერთმანეთს უყურებთ ! მე თქვენი მჯერა ! - სრული სერიოზულობით ჩაილაპარაკა ,,თამარ ქალმა“ და ჩამეხუტა. ამ დროს ოთახში დედა შემოვიდა და დაგვიძახა:
-ნინია , შენს სახელზე ამანათი მოვიდა - თქვა და მოზრდილ ყუთზე მიმითითა , რომელიც ხელში ეჭირა. მე და თამუნამ ერთმანეთს გადავხედეთ , ყუთი საწოლზე დავდე და გავხსენი , ჯერ სურნელი მეცა , ლავანდის , შემდეგ კი თაიგული დავინახე ბარათით ,,ლავანდის გოგონას“ ...



ესეც მეორე თავი <3 ეს პირველი ისტორიაა საიტზე , ვეცდები მალ-მალე დავდო <3 დააკომენტარეთ , გამიზიარეთ აზრები და შთაბეჭდილებები <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი ენემი

საოცრებააა heart_eyes დემეტრე? თან გასვიანი? ეს მართლაც სხვა განზომილებაა heart_eyes ახალ თავს ველი მარუშ kissing_heart

 


№2  offline წევრი ანუშირვანი

ენემი
საოცრებააა heart_eyes დემეტრე? თან გასვიანი? ეს მართლაც სხვა განზომილებაა heart_eyes ახალ თავს ველი მარუშ kissing_heart

ენ <3 მადლობა დიდი <3 წერის პროცესშია , მალე დავდებ სრულად <3

 


ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ