შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინცესტი სასიკვდილო დოზით #2


23-01-2018, 23:19
ავტორი -venus-
ნანახია 605

ინცესტი სასიკვდილო დოზით #2

თავი მეორე
1989 წელი.
ბედნიერი იყო. რაზეც დიდიხანი ოცნებობდა იმას მიახწია. ბესო მაჩაბელი და თეონა ხოტივარი დაინიშნენ, მაგრამ მისი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ბესო მხედრიონს შეუერთდა და მოხალისედ აფხაზეთში გაემგზავრა.
მათი მშობლები ბავშვობის მეგობრები იყვნენ. თავიდანვე ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ მათი შვილები შეეუღლებინათ. ბავშვობიდანვე ერთად იზდებოდნენ ბესო და თეონა. საუკეთესო მეგობრები იყვნენ, შემდეგ გაიზარდნენ და უზომოდ შეუყვარდათ ერთმანეთი. ბატონმა თენგიზ მაჩაბელმა, გურამ ხოტივართან პირობა დადო, რომ როგორც კი მისი შვილი აფხაზეთიდან ჩამოვიდოდა, მაშინვე გაიმართებოდა მათი ქორწილი. თეონასთვის ძნელი აღმოჩნდა საყვარელი ადამიანის გარეშე დროის გატარება. მითუმეტეს ამ დროში.
მიტინგები იმართებოდა. მთელი ახალგაზრდობა თითქმის ქუჩაში ატარებდა დროს. ზოგი პოლიტიკურ სვლებს უერთდებოდა, ზოგიც უბრალოდ შორს იდგა და ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა. თეონას კლასელებიც აპირებდნენ მიტინგზე წასვლას. გოგონა დაიყოლიეს : - „დრო მალე გავა და შენი ბესიკიც ჩამოვაო“ ეუბნებოდნენ.
თავიდან არ უნდოდა იმ აურზაურში დროის გაფლანგვა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, სალში ჯდომითა და ლოდინით, დრო უფრო იწელებოდა. რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა საპროტესტო აქციაში. ყველაფერი რიგზე იყო, იქამდე სანამ 9 აპრილი არ გათენდა...
მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც. უამრავი მოქალაქე დაიჭრა, მათ შორის თეონას რამდენიმე თანაკლასელი, თუმცა ამ დროს თეონა მაჩაბელი სახლში იყო და ამ ყველაფერს რადიოთი უსმენდა.
ამ ამბის შემდგომ თეონას გარეთ გასვლას უკრძალავდნენ. ლოდინი უფრო აუტანელი ხდებოდა.
რამდენიმე კვირის შემდგომ, კლასელებმა შეკრება გადაწყვიტეს. თეონას არ უშვებდნენ, რის გამოც მან გაპარვა სცადა, ერთ-ერთი მეგობრის დახმარებით.
- ძალიან დიდი მადლობა, რომ ფანჯრიდან გადმოსვლაში დამეხმარე პაატა. მეგობრულად გაუღიმა გოგონამ.
- არაფრის. ისე არ გაგიბრაზდებიან?
- რა ვქნა? ისეა დედაჩემი 9 აპრილს მომხდარით შეშინებული, რომ კარგახანს არსად გამიშვებდა.
- ისე კარგი ქენი, რომ წამოხვედი. დავლევთ გავერთობით, ბიჭებს რაღაც ქონიათ და ხომ ხვდები. თვალი ჩაუკრა თეონას. რათქმაუნდა წამალზე იყო საუბარი.
- ვხვდები, მაგრამ იმას ვერ ვხვდები რაში გჭირდებათ ამ ახალგაზრდა ბიჭებს თავს, რომ იუბედურებთ.
- კარგი რაა! შენც ანის ნუ დაემსგავსები, მაგის გამოა ჩვენთან, რომ აღარ ერთობა.
- კარგი კარგი, მალე მივიდეთ. სახლში არ მინდა დავაგვიანო.
ერთ-ერთის აგარაკზე წავიდნენ. გოგონებმა მაგიდა გააწყვეს, ბიჭებმა დასალევი მოიტანეს და ყველა ერთდროულად შემოუსხდა სუფრას. უამრავ ამბავს იხსენებდნენ, იცინოდნენ, სადღეგრძელოებს იძახდნენ და რითაც შეეძლოთ ისე ერთობოდნენ. ცოტა რომ შეზარხოშდნენ ბიჭები გარეთ გავიდნენ. რამდენიმე გოგოც აედევნა მათ, მაგრამ თეონა და დანარჩენი გოგოები სუფრის ალაგებას შეუდგნენ. რამდენიმე წუთში ყველა სახლში დაბრუნდა. მისაღებ ოთახს მიაშურეს და გართობა განაგრძეს. გოგოებს მალე მოეკიდათ სასმელი, პაატა მიუახლოვდა თეონას და ოთახში შესვლა სთხოვა.
- ორი წუთით წამომყევი რა.
- რა ხდება?
- არაფერი ისეთი, რაღაც მაქვს სათქმელი.
ოთახში შესვლისას გოგონა სავარძლისკენ წავიდა და დაჯდა. პაატა კი კართან იდგა და არეული მზერით უყურებდა გოგონას.
- გისმენ პაატა.
- მოკლედ ვიცი, რომ იმ სირზე ხარ დანიშნული, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, თუ როგორი დიდია ჩემი გრძნობა შენდამი.
- პაატა. არ გინდა გთხოვ.
- მინდა და ეს შენ კარგად იცი. ადგილიდან დაიძრა და გოგონას მიუახლოვდა. სავარძ₾იდან წამოაყენა და მკლავებში მოიქცია.
- ძალიან გთხოვ, პაატა. ძლივს ამოილაპარაკა მისი ხელები წელზე, რომ იგრძნო. ერთიანად დაუარა სხეულში უსიამოვნო ტალღამ.
- გაჩუმდი გთხოვ. ვედრებით შეხედა თეონას და მერე ნელა დაიძრა მისი ცხელი ბაგეებისკენ. ნელ-ნელა ეს ნაზი კოცნა უფრო მომთხოვნში და ძლიერში იზრდებოდა. გოგონა შეწინააღმდეგებასაც ვერ ახერხებდა. ლოგინზე მიაწვინა და მის ზემოდან მოექცა. სწრაფად შემოაზარცვა ნაზი ქსოვილი, მის რბილ და სუფთა სხეულს. გოგონა შეწინააღმდეგებას განაგრძობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. შემდეგ ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ხმის ამოღებაც ვერ მოასწრეს. შიშითა და ხელ ფეხის კანკალით, წამოხტა თეონა. სრულიად ნასიამოვნებ ბიჭს ზიზღით შეხედა, სარაფანი გადაიცვა და ოთახიდან გავარდა. შემდეგ დაუმშვიდობებლად დატოვა მეგობრის სახლი და ფეხით გაუყვა ბნელ ქუჩებს...


სამი თვის ფეხმძიმე თეონა სასოწარკვეთაში იყო ჩავარდნილი. ყოველ დღეს ქვითინში ატარებდა, არაფერი და არავინ ახარებდა. ეშინოდა მშობლების, მათი რეაქციის, საყვარელი ადამიანის დაკარგვის, მაგრამ სანამ მუცელი შეეტყობოდა ეს ყველაფერი უნდა ეთქვა.
- დედა, მამა. საქმე მაქვს თქვენთან. თვალებ ჩასიებული გავიდა ოთახიდან და მისაღებ ოთახში მათ წინ დაჯდა.
- რა ხდება დედი, ხო მშვიდობაა.
- არა დედა, საერთოდ არარის მშვიდობა და ძალიან მეშინია.
- რა მოხდა მამა, გული არ გამიხეთქო. ბესოს შეემთქვა რამე?
- არა მამა, ბესოს არა, მე. აუ ძალიან დიდი ბოდიშით რაა. ამოიტირა გოგონამ. არ მინდოდა საერთოდ. ძალით მოხდა ყველაფერი გეფიცებით. ვერაფერი შევძელი.
- რას ლაპარაკობ გოგო! ამოიღე ენა ნორმალურად. სიბრაზე შეერია ხმაში ბატონ გურამს.
- პაატამ ძალა იხმარა ჩემზე რამდენიმე თვის წინ. ახლა კი ფეხმძიმედ ვარ. ხმაჩამქრალმა წარმოთქვა და თავი ძირს დახარა.
- ვაიმე დედა! გული მაქვს ცუდად გურამ. ხელი გულზე მიიჭრა გურანდამ და სკამზე ჩამოჯდა.
ბატონი გურამი გაქვავებული შეჰყურებდა ქალიშვილს და ვერ გაეგო რა გრძნობა ტრიალებდა მასში ჭარბი დოზით. სიძულვილი თუ გაბრაზება. ვერ გაეგო ასეთ მომენტში რა უნდა ექნა. ერთი კი იცოდა, რომ იმ პაატას კარგი დღე არ ეწერა, მაგრამ თეონა? მისი საყვარელი, ერთადერთი თეონა. რატომ? რისთვის? როგორ? თავში მხოლოდ ეს კითვები უტრიალებდა, მაგრამ ხმას ვერ იღებდა. სკამიდან წამოდგა და სახლიდან მოულოდნელად გავარდა.
- ვაიმე დედა. ესღა გვაკლდა. სირცხვილი, თავის მოჭრა. რა ვუთხრათ ახლა ბესოს ოჯახს, რა პირით ვიმართლოთ თავი შვილო. ღმერთო ჩემო! ქოთქოთს აგრძელებდა ფერ დაკარგული გურანდა.
- არ მინდოდა დედა, მართლა ვერაფერი მოვიმოქმედე.
- ღმერთო ჩემო... სახეზე ხელები აიფარა. - ანდაც რა გინდოდა რამდენიმე თვის წინ მეგობრებთან?! ახლაღა მოვიდა აზრზე. თეონას ტანში გასცრა. მიხვდა, რომ ტყუილზე გამოიჭირეს.
- კლასელები საქეიფოდ ადიოდნენ მარიტას აგარაკზე, თქვენ არ მიშვებდით, მე კიდევ ძალიან მჭირდებოდა მაშინ მეგობრებთან ყოფნა და გავიპარე.
- აჰა, გაიპარე. მეგობრებთან გჭირდებოდა ყოფნა და ხომ მიიღე ახლა?! ხმას უმატა გურანდამ, უნდოდა სილა გაეწნა მაგრამ ჰაერში აღმართული ხელი უკან ჩამოსწია და ოთახი დატოვა...


განრისხებული მიაბიჯებდა გურამი, პაატას სახლისკენ. მთელი ძალით დააკაკუნა კარზე და გაღებას დაელოდა. კარი პაატამ გაუღო და მაშნვე ეცვალა ფერი გაცეცხლებული გურამის დანახვისას.
გურამი მაშნვე საყელოში წვდა და კედელს მიანარცხა.
- არაკაცი ხარ შენ! არა ადამიანი! ცხოველი ხარ! ვინ გაგზარდა ეს რა გააკეთე? როგორ იკადრე? გამწარებული უყვიროდა და თან კედელზე აჯახებდა. პაატა კი ხმას არ იღებდა. იცოდა, რომ დამნაშავე იყო და უბრალოდ არც ჰქონდა ხმის ამოღების უფლება. რომ მოეკლა გურამის ხელიც არ უნდა გაენძრია და არც გაანძრევდა. მართლა უყვარდა თეონა, მაგრამ იმ ღამეს ვერ იყო საღ გონებაზე, არც უფიქრია შედეგებზე და იმაზე თუ რა შეიძლებოდა ამ ყველაფერს მოჰყოლოდა.
- მაპატიეთ. ბოლოს ძ₾ივს ამოიღო ხმა.
- აჰა გაპატიო არა? რა გაპატიო? როგორ დაუნგრიე ცხოვრება ჩემს შვილს და მთლიანად ჩვენს ოჯახს? როგორ გადამაბიჯე პირველ რიგში შენს ოჯახს და მერე მე? ეს გაპატიო? რა ვუყო ახლა მე იმ ბავშვს? რა ვუთხრათ ბესოს აფხაზეთიდან რო ჩამოვა? ან იმ ჩემს უტვინო შვილს რა ვუყო? ამიხსენი რა ვუყო? არ ცხრებოდა გურამი.
- მოიცა, რა ბავშვს? რომელ ბავშვს ბატონო გურამ?
- რომელ ბავშვს. ეგეც არ იცი ხო? ორსულადაა თეონა!
პაატას ფერი უფრო დაეკარგა. ერთიანად გაფითრდა.
- შვილი... შვილი გვეყოლება. რობოტივით იმეორებდა ერთი დაიმავეს. - მე მოვიყვან ცოლად. გამომყვეს ბატონო გურამ. მე მიყვარს თეონა.
- ხმა არ ამოიღო შე გარეწარო. ცოლად კი არა არ დავინახო თეონას მიუახლოვდე, თორემ გეფიცები იქვე მოგკლავ. საერთოდ არ დაგინახო გასაგებია? უღრიალა და იქაურობას გაეცალა...

****
- ეს ბავშვი უნდა მოვიცილოთ!
- რასამბობ გურამ. შეიცხადა ქალმა და პირზე ხელი აიფარა.
- აბა რას აპირებ?
- არ ვიცი, სოფელში უნდა გავაგზავნოთ სანამ მუცელი დაეტყობა.
- ეგაა გამოსავალი?
- აბა სამი თვის ბავშვს ხომ არ მოკლავ გურამ, ასეთი ცივსისხლიანიც ნუ იქნები, ის ხომ შენი შვილიშვილია.
- არანაირად! ჩემი შვილიშვილი ბესოს და თეონას კანონიერი შვილი იქნება!
- ეგ მაინც არ ამართლებს შენს ჩანაფიქრს.
- მაშინ დაბადოს და გასხვისებთ.
- დარჩენილ ცხოვრებას ცოდვაში ნუ გამატარებინებ გურამ. შეევედრა გურანდა.
- აბა თავი მოგვეჭრას? ყველამ ცუდი თვალით გინდა შემოგვხედოს? გინდა გავზარდოთ? მითხარი რა გინდა? ან იმ ხალხს რა ვუყოთ?
- არ ვიცი გურამ, არ ვიცი...
- ხოდა მე ვიცი! გააგზავნე სოფელში, კიდევ კარგი ბესო აქ არარის, თორემ მაშინ რა იქნებოდა არ ვიცი. ხალხში იტყვი, რომ ბებიაა ცუდად და იმასთან ჩავიდა. მშობიარობითაც იქ იმშობიარებს. მერე რაღაცას ვიზავთ.
- კარგი გურამ, მაგრამ იცოდე, რომ ცუდად ვიქცევით.
- მოეშვი ახლა ამდენ ლაპარაკს და იცოდე სიტყვა არ დაგცდეს თეონასთან.
- კარგი კარგი...


****
- გაიგე თეონა, რომ სოფელში გაუშვეს?
- ჰო გოგო, ნეტა რა მოხდა? იმ დღესაც ისე გავარდა სახლიდან არაფერი უთქვამს, არადა არარის მასეთი გოგო.
- რავიცი, პაატაც უცნაურად იქცეოდა მას მერე.
- აშკარად რაღაც ხდება.
- ვინ იცის...


1990წლის 24თებერვალი.

საშინელი ტკივილები დაეწყო. მაშნვე გამოიძახეს სასწრაფო და რაიონის სამშობიაროში გააქანეს. იქიდან თეონას მშობლებს დაუკავშირდნენ და ისინიც რამდენიმე საათში სამშობიაროში იყვნენ.
ბიჭი დაიბადა. ჯანმრთელი და ულამაზესი.
გურამმა ბებია ქალს ფული გადაუხადა, რომ ბავშვი გაესხვისებინათ. თეონას დიდი დოზის დამამშვიდებლებს უკეთებდნენ. გამოღვიძებისას საბუთი მიაჩეჩეს და ისე მოაწერინეს ხელი არც კი უთქვამთ რა იყო, მხოლოდ ის თქვეს, რომ ასე იყო საჭირო. გაბრუებულმა თეონამ აღარ მიაქცია ყურადღება და ისევ დაიძინა. რამდენიმე საათში ისევ გაიღვიძა.
- სადარის ჩემი შვილი? გამოღვიძებისთანავე იკითხა შეშინებულმა თეონამ. პალატაში მყოფი პაციენტები შეცოდებით უყურებდნენ თეონას.
- ვწუხვარ თეონა. ბიჭი ვერ გადარჩა. ფილტვები არ გაეხსნა და ჩვენც ვერაფერი გავაკეთეთ... პალატაში შემოსულმა ექთანმა უამბო მომხდარის შესახებ და სანამ გოგონა პანიკაში ჩავარდებოდა და ყვირილს დაიწყებდა, შოკურ მდგომარეობაშივე გაუკეთეს მომდევნო დოზა დამამშვიდებლისა.
სინამდვილეში კი ბავშვი პაატა ბახტაძის მამამ, ანუ ბავშვის ბაბუამ თავისთან წაიყვანა...

დეპრესიიდან გამოსასვლელად დიდი დრო დასჭირდა თეონას. ამასობაში ერთი წელიც გავიდა და ბესო ჩამოვიდა. ჩამოვიდა და ყველაფერი შეიცვალა. ოჯახებმა, მოახერხეს ყველაფერი და დაპირებული ქორწილიც შედგა. თეონა ისევ ვერ იყო კარგად, ეს ბესომაც შეამჩნია და აიძულა სიმართლე ეთქვა. თეონამ ქმარს ყველაფერი დაწვრილებით უამბო, მხოლოდ იმ პირობით თუ არაფერს მოიმოქმედებდა და ყველაფერი ისე დარჩებოდა როგორც იყო. ბესომ დანაპირები შეასრულა და ყველაფერი ნელ-ნელა ლაგდებოდა. მომხდარიდან ზუსთად ორი წლის თავზე თეონას და ბესოს გოგონა შეეძინათ. კატერინა მაჩაბელი....


მაპატიეთ, მეტი მართლა ვერ დაწერე. გპირდებით შემდეგი თავი ასე არ დაიგვიანებს და პატარაც არ იქნება <3 მიყვარხართ :* ეს თავი იმიტოომ დავწერე, რომ გაგეგოთ რა როგორ მოხდა <3 იმედია ძნელი მისახვედრი არ ინქება ვინ ვინარის :*скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი shalo

rit ver gagagebinet rogor viyido ushvilobis wamali tuicit

 



№2  offline ადმინი -venus-

სტუმარი shalo
rit ver gagagebinet rogor viyido ushvilobis wamali tuicit

სხვაგან მოხვდი გენცვალე :)

 



№3 სტუმარი სტუმარი shalo

-venus-
სტუმარი shalo
rit ver gagagebinet rogor viyido ushvilobis wamali tuicit

სხვაგან მოხვდი გენცვალე :)

bodishi

 



№4 სტუმარი b.j

ძალიან საინტერესოა როგორც შენი ყველა ისტორია და ასე გააგრძელე ))
ერთადერთი შენიშვნა მექნება, თარიღებში ცოტა აცდენა გაქვს მგონი.

 



№5  offline ადმინი -venus-

არ აცდენა არ მაქვს 1989წელს მოხდა პაატას და თეონას კაცშირი 90ში ბიწი დაბადა და მაგ ყველაფრიდან 2წლის მერე კატერინა დაიბადა. :* შეილება ისე მაქვს დაწერილი რომ ვერ მიხვდი მაპატიე. დანარჩენზე დიდი მადლობა<3

 



№6 სტუმარი b.j

-venus-
არ აცდენა არ მაქვს 1989წელს მოხდა პაატას და თეონას კაცშირი 90ში ბიწი დაბადა და მაგ ყველაფრიდან 2წლის მერე კატერინა დაიბადა. :* შეილება ისე მაქვს დაწერილი რომ ვერ მიხვდი მაპატიე. დანარჩენზე დიდი მადლობა<3


არა, მე იმას ვამბობ, რომ ბესო 1989 წელს აფხაზეთში მოხალისედ ვერ წავიდოდა, რადგან აფხაზეთის ომი 1992 წელს დაიწყო.
ჩემდაუნებურად ასეთ დეტალებზე ყოველთვის მექცევა ხოლმე ყურადღება grin

 



№7  offline ადმინი -venus-

b.j
-venus-
არ აცდენა არ მაქვს 1989წელს მოხდა პაატას და თეონას კაცშირი 90ში ბიწი დაბადა და მაგ ყველაფრიდან 2წლის მერე კატერინა დაიბადა. :* შეილება ისე მაქვს დაწერილი რომ ვერ მიხვდი მაპატიე. დანარჩენზე დიდი მადლობა<3


არა, მე იმას ვამბობ, რომ ბესო 1989 წელს აფხაზეთში მოხალისედ ვერ წავიდოდა, რადგან აფხაზეთის ომი 1992 წელს დაიწყო.
ჩემდაუნებურად ასეთ დეტალებზე ყოველთვის მექცევა ხოლმე ყურადღება grin

მერე მე ხომ არ ამიწერავს ეომ აფხაზეთის ომში წავიდა:დ უბრალოდ მხედრიონთან ერთად აფხაზეთზსი წავიდა მოხალისედ

 



№8 მოდერი MoonLady

მიახწია არა, მიაღწია.
ველი შემდეგს.

 



№9  offline ადმინი -venus-

MoonLady
მიახწია არა, მიაღწია.
ველი შემდეგს.

ხო შევასწორე ეგ წერის დროს გამექცა :d madloba

 



№10 სტუმარი სტუმარი lika

axali tavi male dade gtxov

 



№11  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

როოგოორ მიხარიაა ახალი თავიის დანახვააა ♥♥♥
თან ისეთი საინტერესო და ამაღელვებელი იყო♥♥♥
აი ძალიაან ძალიაან მომწონს!
ძალიაან კარგი იყო მართლა !!
უმაგრესად წერ და საერთოდ სიუჟეტი საოცარია♥♥♥
ძალიაან დამაინტერესა და ერთი სული მაქვს გაგრძელება ვიხილო! ♥♥♥
წარმატებები ჩემო კარგო ♥♥

 



№12  offline ადმინი -venus-

ტკბილიწიწაკა
როოგოორ მიხარიაა ახალი თავიის დანახვააა ♥♥♥
თან ისეთი საინტერესო და ამაღელვებელი იყო♥♥♥
აი ძალიაან ძალიაან მომწონს!
ძალიაან კარგი იყო მართლა !!
უმაგრესად წერ და საერთოდ სიუჟეტი საოცარია♥♥♥
ძალიაან დამაინტერესა და ერთი სული მაქვს გაგრძელება ვიხილო! ♥♥♥
წარმატებები ჩემო კარგო ♥♥

მესამე თავიც ახლა დავდე ჩემო კარგო <3 უძალიანმაგრესად მახარებს შენი ასეთი კომენტარები :* იმედია შემდეგიც ასე მოგეოწნება <3 გელოდები :*

 



№13  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

მეგი,
კარგი თავი იყო, ძალიან კარგი. სულ ცოტათი დიდი ,რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა, მეტი ემოციითა და დიალოგებით. ბესოსა და თეონას შეხვედრის აღწერაც საინტერსო გამოვიდოდა ვფიქრობ, მათი დიალოგიც...
ნუ, რაც იყო ძალიან კარგი იყო.
ნელ-ნელა უკეთესობისკენ მიიწევ და წერის მხრივაც ვითარდები kissing_heart
მაგარი გოგო ხარ! kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent