შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკანდალური დღიური (ნაწილი 5)


24-01-2018, 00:23
ავტორი სალანდერი
ნანახია 310

სკანდალური დღიური (ნაწილი 5)

მთელი დღე სახლში გავატარეთ მოსაღამოვდა თუ არა ალექსი მოემზადა...
-მაინც მიდიხარ არა? თავიდან ვერ იგდებ ამ რბოლას...
-უკაცრავად! ჩემი თავი მიხმობს
-ნუ იკრიჭები ალექს ეს სახიფათოა და დროა გაიზარდო
-წასვლის წინ უნდა ვიჩხუბოთ?
-არა არ ვჩხუბობთ უბრალოდ ვლაპარაკობთ...
-ეს მე ვლაპარაკობ შენ კი ყვირი...
-მაშინ მეც წამიყვანე..
-იქ საშინელი სიტუაციაა შენ არაფერი გესაქმება...
-და შენ რა გესაქმება?
-მე იქ გავიზარდე.... თქვა და მოტოციკლი ისე დაძრა ვერაფრის თქმა ვეღარ მოვასწარი
-ლევან! დავიძახე
-დიახ ქალბატონო ანაბელ...
-იცი სად ტარდება შეჯიბრებები რომელშიც ალექსი მონაწილეობს?
-არა მაგრამ ვიცი სად აღნიშნავენ გამარჯვებას...
-სად?
-იმ კლუბში სადაც გაიცანით...
-ჰო მართალია... ტელეფონი მომიტანე!
-იქ მარტო ვერ წახვალთ...
-შენი ბრძანებებიღა მაკლია ახლა...
-მაპატიეთ უბრალოდ ეს სახიფა...
-ლევან გითხარი ტელეფონი მომიტანეთქო...
ლევანმა ტელეფონი მომიტანა მანქანაში დავჯექი და ანკას სახლისკენ წავედი...
-ანკა შენთან მოვდივარ ჩაცმული დამხვდი! ვუთხარი ტელეფონზე
-ხო მშვიდობაა? მითხრა როგორც კი მანქანაში ჩამიჯდა
-არ ვიცი...
-არანორმალურს მოუვიდა რამე?
-დღეს რბოლაა...
-კარგადაა? ავარიაში ხო არ მოხვდა?
-არა ახლახან წავიდა
-და იქ მივდივართ?
-არა კლუბში მივდივართ სადაც ალექსი მოგებას აღნიშნავს იქ ეცოდინებათ სად ტარდება შეჯიბრი...
მანქანა კლუბთან მივაყენე მე და ანკა შიგნით შევედით...
-ახლა რა ვქნათ ბელს? მკითხა ანკამ
-მაგიდასთან დავსხდეთ მიმტანი ალექსს იცნობს და რბოლაზეც იცის, სად ტარდება ეგეც ეცოდინება...
-რას მიირთმევთ? თავზე დაგვადგა ნაცნობი მიმტანი
-გამარჯობა მიცანი? ვკითხე როგორც კი ნაცნობი სახე დავინახე
-შენ ვინ არ გიცნობს? პასუხი დაასწრო ანკამ...
-რა თქმა უნდა მას ვინ არ იცნობს? ალექსის მეგობარი ხარ არა?
-ჰო, მე ანაბელი მქვია, შეგიძლია მითხრა დღევანდელი რბოლა სად ტარდება?
-აქ ეგ მხოლოდ ივანმა იცის...
-ივანი ვინ არის?
-კლუბის მეპატრონე...
-შეგიძლია დაუძახო?
-ჰო ახლავე თქვა და დაგვტოვა
-რა თქვა? ალექსის მეგობარი ხარო? აქ რა ტელევიზორს არ უყურებენ? შენ როგორ ვერ გცნობს? თუ იხუმრა? აღშფოთებული ლაპარაკობდა ანკა
-აქ ალექსია მთავარი ვარსკვლავი ტელევიზორს კი როგორც ჩანს არ უყურებენ (გამეცინა)
ამ დროს მაგიდისკენ მომავალი ნაცნობი სახე შევნიშნე
-გამარჯობა! მომესალმა
-გამარჯობა მე ანაბელი ვარ, ვთქვი იმის იმედათ რომ თვითონ მაინც გაიხსენებდა საიდან მეცნობოდა....
-მახსოვხარ! ალექსის ანაბელი არა? ზღვის ნაპირზე შევხვდით ერთმანეთს... შეიძლება ჩამოვჯდე?
აი თურმე საიდან მახსოვდა ის ახმახი იყო ზღვის ნაპირზე რომ მოგვესალმა, ახლა ისე საშინელი აღარ მეჩვენა
-ჰო რა თქმა უნდა...ვუპასუხე წუთიერი დუმილის შემდეგ... მინდა გავიგო დღევანდელი რბოლა სად ტარდება განვაგრძე საუბარი
-ალექსი მონაწილეობს არა? თქვა და ჩვენს წინ ჩამოჯდა
-დიახ
-თვითონ არ გითხრათ სად უნდა მისულიყავით?
-მას არ უნდა რომ რბოლას დავესწრო...
-მაშინ შემიძლია სასმელზე დაგპატიჟოთ და მოგცეთ უფლება ალექსს აქ დაელოდოთ
-ანუ არ მეტყვით შეჯიბრი სად ტარდება?
-ვწუხვარ მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის... სასმელს ახლავე მოგიტანენ... სასიამოვნო იყო თქვენი კიდევ ერთხელ ხილვა თავი დაგვიკრა და წავიდა
-ახლა რა ვქნათ? ფრთხილად შემომაპარა ანკამ
-მე აქ დაველოდები შენ თუ გინდა სახლში წადი
-არა გოგო აქ მარტო დაგტოვებ? თან იმ არანორმალურზე მეც ვღელავ
მიმტანმა სასმელი მოგვიტანა
-შენი სახელი? ვკითხე სანამ სასმელს მაგიდაზე დადგამდა
-ნათია
-ნათია დიდი ხანია ალექსს იცნობ?
-კი...
-რა შეგიძლია მითხრა მასზე?
-ის რომ ტყუილად ნერვიულობთ კარგად იქნება, კიდევ ის რომ ალექსს გოგოები არ მოსწონს და ისიც რომ რომც მოსწონდეს მისთვის ზედმეტად დიდი ხართ...
-მადლობ შეგიძლია დაახვიო შეუღრინა ანკამ
-შენ არასწორად გაიგე ჩვენი ურთიერთობა მე უბრალოდ მინდა ალექსს დავეხმარო, ვეცადე ამეხსნა ნათიასთვის
-ეს ჩემი საქმე არ არის მაგრამ ალექსი თუ არ ივარჯიშებს ბრძოლას ვერ მოიგებს რაც თქვენ გაგიცნოთ სპორტ დარბაზში არ მინახავს ამიტომ თუ ნამდვილად გინდათ დაეხმაროთ უბრალოდ ნუ ჩაერევით მის ცხოვრებაში... უხეშად მომაყარა და მაგიდას სასწრაფოდ გაეცალა...
დრო ძალიან ნელა მიდიოდა ჩვენი მოსვლიდან ორ საათზე მეტი გავიდა მაგიდასთან მოუსვენრად ვიჯექი და პირს ვერაფერს ვაკარებდი
ივანი ჩვენს მაგიდასთან მოვიდა
-გილოცავთ ალექსმა ისევ მოიგო, ხელი ნაზად ჩამომართვა
-მართლა? ანუ კარგად არის?
-დიახ რამდენიმე წუთში აქ იქნება
ამის თქმა იყო და ალექსი რამდენიმე ადამიანთან ერთად შემოვიდა კლუბში
ივანი მასთან მივიდა რაღაც უთხრა და ხელით ჩვენკენ ანიშნა..
ისიც მაშინვე აქეთ გამოემართა, გზად რამოდენიმე ადამიანს ხელი ჩამოართვა გულგრილად მიიღო მილოცვები და ჩვენს მაგიდასთან მოვიდა
-არანორმალური უვნებელია! საზეიმოდ გამოაცხადა ანკამ და ალექსს ჩაეხუტა
-წავიდეთ? მშვიდად შემოგვხედა ორივეს
-შენ მეგობრებს არ ეწყინებათ? ვკითხე
-მე მეგობრები არ მყავს თქვა და კარისკენ წავიდა
-ეეე აბა მე ვინ ვარ? ჩაერია ანკა
-შენ განსაკუთრებული ხარ (გაიცინა)
-მაგარია "არანორმალური" და "განსაკუთრებული" ანაბელსაც მოვუფიქროთ რამე და ეგაა
-მე მშვენიერი სახელი მქვია ჩავერთე
-უი მას აქვს ზედმეტ სახელი იცი?
-მართლა? გაიკვირვა ალექსმა
-ჰო მეც დღეს გავიგე, ეტყვი თუ მე ვუთხრა ბელს? (დამეჭყანა)
-შენი მეგობრები "ალექსის ანაბელს" მეძახიან და სავარაუდოდ ამას გულისხმობს (წარბები ავზიდე)
ალექსს ჩაეღიმა მანქანაში ჩავსხედით ჯერ ანკა მივიყვანეთ ბინასთან შემდეგ კი სახლში დავბრუნდით...

# # #
დღეები სწრაფად გადიოდა...
ალექსს ძალიან დავუახლოვდი ჩემს ცხოვრებაში პირველად დადგა მომენტი როცა მივხვდი რომ კონკრეტული ადამიანის გარეშე გამიჭირდებოდა მას კი ერთი კვირა ჰქონდა დარჩენილი სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლამდე.... მე ყოველ დღე ერთი და იმავე თემაზე ვიწყებდი საუბარს რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაგვდიოდა... ვერ ვხვდებოდი რატომ ამოიჩემა ეს ბრძოლა ასე... ვერც იმას ვხვდებოდი როგორ შეძლო ამ გოგომ სამ კვირაში ის რაც ოცდაცამეტ წელში ვერავინ მოახერხა...
ფაქტი ერთი იყო ნებისმიერი გზით უნდა შემეჩერებინა ალექსი რადგან მას არავითარი შანსი არ ქონდა ამ ბრძოლის მოგების ამას მათი ფოტოების შედარებითაც მარტივად მიხვდებოდა ადამიანი...
-დღეს რას ვაპირებთ ოთახში შემოაბიჯა დილით (უკვე წესად ექცა)
-დღეს აგარაკზე მივდივართ
-და სამსახური?
-ვისვენებ გუშინ გავაფრთხილე რეჟისორი...
ავდექი ჩავიცვი ალექსი უკვე მანქანაში დამხვდა და აგარაკისკენ დავიძარით
დაახლოებით ორ საათში ჭიშკარს მივადექით მებაღემ მაშინვე იცნო მანქანა და შიგნით შეგვიშვა
-ქალბატონო ანაბელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზრდილობიანად მოგვესალმა და თავი დაგვიკრა
-გამარჯობა დათო როგორ ხარ?
-კარგად გმადლობთ დღეს დარჩენას აპირებთ?
-ჰო დილამდე დავრჩებით ვთქვი ისე რომ ალექსის უარი არც შევიმჩნიე
-კარგი დილით დავბრუნდები თორმეტისთვის თქვა და წავიდა
-აქ აპირებთ დარჩენას ქალბატონო ანაბელ? ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა ალექსმა
-ვაპირებ არა ვაპირებთ მე და შენ მისივე წინადადადება გავუმეორე და გავიცინე.. -ჰოდა კიდევ:- ეს ქალბატონო ანაბელ საიდან მოიტანე?
-შევამჩნიე რომ ყველა ასე გეძახის
-კარგ დროს კი შეამჩნიე...
-ის რატომ წავიდა?
-ვინ მებაღე?
-ჰო..
-იცის რომ აქ მარტო ყოფნა მიყვარს...
-მარტო ყოფნა? მარტო რას აკეთებ აქ?
-განახებ მაგრამ ეს ჩვენი პატარა საიდუმლო იქნება..
-ანუ მე არ წავიდე?
-სად უნდა წახვიდე?
-აბა მარტო ყოფნა მიყვარსო?
-დღეს განსაკუთრებული შემთხვევა გვაქვს... შენ რაღაცეები შეცვალე ჩემს ცხოვრებაში...
-არ მინდა რომ ჩემთან გულწრფელი იყო ანაბელ
-არც მე... ამიტომ წამოდი დავლიოთ!
ალექსი უჩუმრად შემომყვა ოთახში ჭიქებში ვისკი ჩავასხი და მოვწრუპე
-ახლა კი ჩემს საიდუმლოს გაჩვენებ ხელზე მოვქაჩე და როიალთან მივიყვანე
დაკვრა დავიწყე ალექსი ჩუმად იჯდა და მისმენდა თან სასმელს წრუპავდა რამდენიმე მუსიკა დავუკარი ცოტაც დავლიეთ ალექსმა მაგიდაზე დადებული სიგარეტის კოლოფი აიღო
-ვისია?
-ალბათ დათოსი ვთქვი და ახლოს მივედი მან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა
-რას აკეთებ? შენ ხო არ ეწევი?
-საერთოდ არა მაგრამ როცა ვნერვიულობ კი, როგორც ჩანს დათომ ჩემს ბედად დატოვა...
-არ გეტყობა რომ ნერვიულობ...
-აბა რა მეტყობა?
-ის რომ სასმელი მოგერია...
-მართლა?
-ჰო, თვალები აგიწყლიანდა და გიბრწყინავს...
-იქნებ ტირილს ვაპირებ?
-შეგიძლია?
-არ ვიცი...
-არასოდეს გიტირია?
- კი, დედა რომ მოკვდა მაშინ...
-მინდა რომ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო, ვუთხარი და ტუჩის კუთხეში ვაკოცე
-მგონი სასმელი შენც მოგერია თქვა და ოდნავ გაიღიმა
-არა არა ხომ იცი მარტივად არ ვთვრები...
-ჰო მე თუ არა აბა ვინ იცის... არასოდეს მინახიხარ მთვრალი (გაიკრიჭა) რატომ არ აღიარებ რომ სასმელი მარტივად გერევა?
-შენ რატომ არ აღიარებ რომ შემეჩვიე? ჯიქურ შევხედე
-რისი მოსმენა გინდა ანაბელ?
-იმის რომ იდიოტი არ ვარ და მხოლოდ მე არ შეგეჩვიე...
-იდიოტი არ ხარ! (მოკლედ მომიჭრა) უბალოდ ნასვამი ხარ გამოიძინებ და ყველაფერი კარგად იქნება...
-შენ იცი რომ სიმთვრალე არ მალაპარაკებს!
-მე ვიცი რომ ნასვამი ხარ და ახლა დაიძინებ!
ალექსმა ხელი ჩამავლო და საძინებელში შემიყვანა მალე ჩამეძინა დილით ადრე გავიღვიძე ალექსს გულგრილად მივესალმე და მანქანაში უჩუმრად ჩავსხედით... მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია სახლში მივედით ის აბაზანაში შევიდა მე კი მანქანაში დავბრუნდი და ანკასთან ავედი...

-როგორ ხარ ბელს? ხომ მშვიდობაა? მკითხა გაკვირვებულმა ასე ადრიანად მისული რომ დამინახა...
- ჰო ჰო მშვიდობაა უბრალოდ დღეს მინდა შენთან ერთად გავერთო სადმე
- ვაუ, კეთილი იყოს შენი დაბრუნება ამდენ ხნიანი პაუზის შემდეგ, არანორმალური არ წამოვა? თქვა და გარემოს თვალი მოავლო იმის იმედით რომ ალექსს დაინახავდა, სახლში მოურიდებლად შევაბიჯე და ვცადე მისი ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა...
- არა, არ მინდა ალექსმა გაიგოს რომ აქ ვარ...
-იჩხუბეთ?
-არა
-აბა რატომ არ გინდა გაიგოს რომ აქ ხარ...
-უბრალოდ მჭირდება რომ მისგან შორს დავფიქრდე რაღაცეებზე...
-მასთან ერთად სხვა გვარად ფიქრობ?
-მასთან ერთად საერთოდ ვერ ვფიქრობ ანკა...
-ბელს რა ხდება თქვენს შორის?
-არაფერი...
-ანუ?
-ანუ არაფერი ფიზიკურ დონეზე...
-და იმის იქეთ?
-წარმოდგენა არ მაქვს...
-გიყვარს?
-მე ლესბოსელი არ ვარ...
-ვიცი მაგრამ ......
-ანკა ეგ "მაგრამ" მიშლის ზუსტად ნერვებს... ჩემს სხეულში და ტვინში ერთდროულად მიმდინარეობს პროცესი სახელად "ცუდად ვიყოთ ალექსის გარეშე"
-მე მგონი მაგ პროცესს უფრო მოკლე სახელიც აქვს უბრალოდ ამის აღიარების გეშინია...
- აღიარების კი არა გაცნობიერებისაც მეშინია...
- და რატომ?
-ანკა მე ოცდაცამეტი წლის ვარ ის ოცის და და თან გოგოა.. არ ფიქრობ რომ შენი კითხვა სულელურად ჟღერს?
-ამ მიზეზთაგან რომლის გამო შეგიძლია მასზე უარის თქმა?
- უკვე საკმაოდ დიდი ვარ სიყვარულობანასთვის თანაც ასეთი არასტანდარტულისთვის...
- და ახლა რას აპირებ?
- დღეს საღამოს კლუბში წასვლას და მაგრად დათრობას...
-მშვენიერი იდეაა მაშინ საღამომდე კარგად გამოიძინე...
-ჰო სიამოვნებით, ტელეფონს ვთიშავ...
-კარგი, მეც გავთიშავ ვნახოთ რა გამოგივა ბელს... მაგრამ არ ინერვიულებს?
-იმედი მაქვს კი...
კარგი ცოტა დაისვენე გამოიძინე მე სამსახურში გავალ ცოტა საქმეები მაქვს და საღამოს ძველებურად გავერთოთ...
ანკა წავიდა მე კი ტახტზე მივწექი და მკვდარივით ჩამეძინა...
- ანკამ ფრთხილად შემაღვიძა ბელს შვიდი საათია არ წავიდეთ?
- ღმერთო რამდენ ხანს მძინებია... ჰო რა თქმა უნდა...
- ძალიან გამოღლილი ხარ დაო ასე არ შეიძლება მიდი ჩემი ტანსაცმელიდან რამე ამოარჩიე დღეს კარგი საღამო გველის
ნახევარ საათში უკვე მზად ვიყავი ჩემს მანქანაში ჩავსხედით და ჩვენს საყვარელ ბარში შევედით
-მე მეტს აღარ დავლევ ერთ-ერთი ჩვენგანი მაინც ხომ უნდა აზროვნებდეს თქვა ანკამ ცოტა ხნის შემდეგ
-ჰო კარგი აზრია მე უკვე მაგრად მომეკიდა... თან ალექსს არ უყვარს როცა ნასვამი ვარ...
-როგორც მახსოვს მის ფეხზე დაკიდებას აპირებდი
-ჰო, მაგრამ რთულია...
-კარგად ხარ?
-აქ რომ იყოს უკეთ ვიქნებოდი...
-ჯანდაბა, მეგობარო ეს რა დღეში ხარ... თავი გააქნია .. ახლა რას აპირებ?
-არ ვიცი...
-ალექსი ყველას მოგვწონს ბელს მაგრამ თქვენს შორის რაღაც განსაკუთრებული ხდება...
-ეს არ არის სწორი ანკა...
-ფეხებზე დაიკიდე სწორი და არასწორი უბრალოდ კარგად მინდა იყო..
-ექვსი დღე დარჩა ბრძოლამდე...
-რა ბრძოლამდე?
-ის არალეგალურ ბრძოლებში იღებს მონაწილეობას და ვიღაც ცხოველთან აპირებს ბრძოლას... შეიძლება რინგზე მოკლან...
-გადამრევს ეგ მართლა არანორმალური... უნდა გადააფიქრებინო...
-არ გამომდის...
-მის სიკვდილს დაუშვებ?
-არა არ დავუშვებ... მართალი ხარ... სახლში უნდა წავიდე ანკა...
- ადექი წაგიყვან...
გარეთ გამოვედით და ის ის იყო მანქანისკენ გავემართეთ ჩვენკენ მომავალ ალექსს მოვკარი თვალი
-მითხარი რომ ბოლომდე არ დამერხა და არ მელანდება ხელი მაგრად ჩავჭიდე მეგობარს
ის გასაღებს ეძებდა ჩანთაში და სანამ თავი ასწია ალექსი ჩვენთან გაჩნდა
- ა ა ალექს? აქ რას აკეთებ? დაბნეულობა შეეტყო ანკას
- თქვენ გელოდით უპასუხა მშვიდი ტონით
- დიდი ხანია აქ ხარ?
- არა, დაახლოებით ორი საათია
- შიგნით რატომ არ შემოდი?
-ხელი არ შეგიშალეთ
-ჩვენ უბრალოდ ვსვამდით...
- მე ეს არ ვიცოდი!
ანკა საუბარს წელავდა რომ უხერხული სიჩუმე არ ჩამოვარდნილიყო ალექსი კი ჩემს იქ ყოფნას არც იმჩნევდა
-ალექს! დავიწყე დამნაშავე ბავშვივით
- მანქანაში ჩაჯექი ანაბელ მითხრა და ისევ ანკას მიუბრუნდა -
წამოდი შენც მიგიყვან სახლში
-არა მე დავრჩები, ჭკვიანად იყავით! ხვალ დაგირეკავ ბელს თქვა ანკამ
-ხვალამდე დავემშვიდობე და მანქანისკენ წავედი...
ალექსი ცოტა ხანს კიდევ ელაპარა ანკას შემდეგ გვერდით მომიჯდა და მანქანა უსიტყვოდ დაძრა...
- შეიძლება თავი მხარზე დაგადო? დავარღვიე სიჩუმე
-ჰო...
-ჩემზე გაბრაზებული ხარ? ვკითხე მას შემდეგ რაც მისი მოცემული უფლება გამოვიყენე
-არა
-არ გინდა მეჩხუბო?
-არა
-ასე ცივად ნუ მელაპარაკები
- როგორ გელაპარაკო? მადლობა გადაგიხადო რომ სულელი ღლაპივით მოიქეცი?
-ამ მანქანაში მხოლოდ ერთი ღლაპი ზის ვთქვი და გავიცინე
- ჰო მეც ასე ვფიქრობ! დამეთანხმა მშრალად...
- შენ ხო არ გავიწყდება რომ ოცი წლის ხარ? ვუთხარი რაც შემეძლო შახამიანად
- არა ანაბელ ჩვენს შორის მხოლოდ ერთს დაავიწყდა დღეს თავისი ასაკი და ეს მე ნამდვილად არ ვყოფილვარ...
- ინერვიულე? ვკითხე ჩუმად
-არა
-იმიტომ რომ ფეხებზე გკიდივარ?
-ჰო
-ამას მართლა ამბობ?
-შენ როგორ ფიქრობ?
- მე საერთოდ არასდროს არ ვიცი შენ რას ფიქრობ და ეს მაგიჟებს...
-მე კიდევ ის მაგიჟებს თინეიჯერი ლაწირაკივით რომ იქცევი...
- კარგი ახლა უკვე შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ, ესეიგი გაბრაზდი!
-მანქანა უხეშად გააჩერა და ჩემკენ მობრუნდა
- გინდა გაიგო გავბრაზდი თუ არა? ჰო გავბრაზდი თანაც იმდენად რომ სიამოვნებით გამოვიყენებდი ყველა საბრძოლო ილეთს რომელიც ვიცი შენს წინააღმდეგ მაგრამ ეჭვი მაქვს მაინც ვერაფერს გაიგებს შენი სასმლით გაჟღენთილი ორგანიზმი... დღეს ოცჯერ მაინც დაგირეკე მერე ორი საათი ბართან გელოდე საიდანაც ასე გალეშილი გამოხვედი და ახლა კიდევ აქეთ იკბინები...
საუბარი დაასრულა და მანქანა ისევ დაძრა
- თავი ისევ მხარზე ჩამოვადე და საუბარი განვაგრძე
-უბრალოდ მინდოდა რომ გენერვიულა...
-გილოცავ,
-ალექს მომისმინე
-ხვალ მოგისმენ ახლა შენი ხმის გაგონება აღარ მინდა
მისი გაღიზიანება აღარ მინდოდა და გადავწყვიტე სურვილი შემესრულებინა
მთელი გზა ხმა აღარ ამომიღია არ მახსოვს სახლში როგორ მივედით თუმცა დილით ჩემს საწოლში გავიღვიძე გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა, ხალათი მოვიხურე და იმ ოთახში გავედი სადაც ალექსი მეგულებოდა..
ეძინა მაგრამ როგორც კი საწოლს მივუახლოვდი თვალი გაახილა
- დილამშვიდობის, არ გეძინა?
-დილამშვიდობის, კი მაგრამ ფხიზელი ძილი მაქვს, თუმცა მეეჭვება სიტყვა ფხიზელის მნიშვნელობა იცოდე...
- რამდენ ხანს აპირებ ასე საუბარს?
- უბრალოდ დაძინებას ვაპირებ, შეიძლება? თქვა მშრალად
- კი შეიძლება ვუპასუხე და ფანჯარასთან სავარძელში ჩავჯექი
- აქ ყოფნას აპირებ?
-ჰო
-გაცივდები, ვერ ხედავ? ფანჯარა ღია მაქვს...
-ვხედავ და ვხვდები რომ ანკა მართალია მხოლოდ არანორმალურს შეუძლია ასეთ სიცივეში ფანჯარა დატოვოს ღია..
-ანაბელ გაცივდები...
-შენ ხო ფეხებზე გკიდია?
- ჯანდაბა ეს ვის გადავეყარე მოდი აქ თქვა და საბანი გადასწია
- შენს საწოლში?
-ტექნიკურად ის ჩემი არც არის შენია და თან ჩემიც რომ იყოს პირველი შემთხვევა არ იქნება როცა ჩემს საწოლში დაიძინებ..
დიდი თხოვნა არ დამჭირვებია ძალიან მციოდა და საბანში შევძვერი
- გაყინული ხარ... სულ პატარა ბავშვივით როგორ უნდა იქცეოდე?...
- შენ კიდე ძალიან ცხელი ხარ...
-მგონი კლიმაქსი დამეწყო თქვა და თვალი ჩამიკრა
-შევრიგდით? ვუთხარი მისი ღიმილით გულმოცემულმა
-ერთმანეთს ვემდუროდით?
-შენ ხომ გაბრაზდი...
-დიდი ხანია იმ ასაკიდან გამოვედი გაბრაზებას რომ გაბუტვით გამოხატავენ...
ის ძალიან მშვიდად საუბრობდა თუმცა როგორც ყოველთვის ახლაც ჯოჯოხეთური ცეცხლი ენთო თვალებში ვუყურებდი და მქონდა შეგრძნება რომ უფსკრულში ვიხედებოდი, ალექსს რაღაც წვავდა შიგნიდან და მე უძლური ვიყავი რატომ არ მიყვებოდა რა სჭირდა ან როგორ უნდა გამეგო? უამრავი კითხვა მქონდა და არც ერთი პასუხი...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

როგორც ყოველთვის კარგია ????????

 



№2  offline წევრი სალანდერი

სტუმარი ქეთი
სტუმარი ქეთი

ძალიან დიდი მადლობა ❤

 



№3  offline წევრი Mari-Mariami.16

სასწაული ისტორიაა, ძალიან შემიყვარდა. ველი შემდეგს ❤
--------------------
"One choise can transform you" M.G

 



№4  offline წევრი სალანდერი

Mari-Mariami.16
Mari-Mariami.16

მადლობა თქვენ რომ კითხულობთ ❤
დღეს დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent