შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილის ექსტრაქტით (თავი მესამე)


24-01-2018, 16:19
ავტორი Anano Magradze
ნანახია 392

სიძულვილის ექსტრაქტით (თავი მესამე)

***

მეორე დილით გაღვიძება კოშმარია, სახლში ცივა, წუხელ მარიამს გამათბობელი გამოურთავს და თბილი ლოგინიდან სიცივეში გადმოსვლა მესიკვდილება. თუმცა საბოლოოდ საკუთარ თავს მაინც ვერევი, ვდგები და თავს ვიწესრიგებ, მარიამი ჩემს გასაკვირად სამზარეულოში მხვდება ჩაის სვამს და ტელეფონში Facebookს სქროლავს. რომ შევდივარ თავს მაღლა სწევს.

-ეს რა არის? -სიცილით მეკითხება და ახვლედიანის მიერ დადებულ ფოტოს მაჩვენებს. როგორც კი მახსენდება ბრაზი მერევა, ხომ დამპირდა წავშლიო! სიტყვასიტყვით ასე მითხრა!
-აუ არ წაუშლია!
-ვინ დაგიდო? სანდრ... -სიტყვას არ ამთავრებს მაშინვე გაოცებული თვალებით მაშტერდება -ეს ის არ არის?
-კი.
-დაბრუნდა?
-როგორც ხედავ.
-და კომენტარებში რომ წერენ... მოიცა, შენს კლასშია?
-კი.

ცოტახანი მაკვირდება, მე ჩაის ყლუპებად ვსვამ და მაგიდას დავჩერებივარ. ყოველდღიურად მომიწევს მისი ნახვა, რატომ მაინც და მაინც ჩემი კლასი?!

-ლუ, იცოდე რამე სისულელე არ გააკეთო. -მაფრთხილებს მარიამი სერიოზული ტონით, ვიღიმი, ნინიკომაც ხომ იგივე მითხრა?! რატომ ჰგონიათ რომ რაიმეს გავაკეთებ, არვაპირებ არაფერს. უბრალოდ აუტანელია მისი, როგორც პიროვნების გამუდმებით დანახვა და ასეთი ფიზიკური სიახლოვე.
-არაფერს არ ვიზამ მარიამ, დაწყნარდი. -ჩემი და თავს მიკრავს და სკამიდან დგება, ოთახიდან გადის.

მარიამი მომხიბვლელი და ლამაზია, თვალწარმტაცი, ეს ყველაფერში იგრძნობა,არა მხოლოდ მისი განსხვავებული ფიზიკური მონაცემებში, მიხვრა-მოხვრა, საუბარში, განათლებაში, სტილში, თავდაჭერილობაში. შეუძია იგიჟოს მაგრამ მისი სიგიჟე არასოდეს სცდება ზღვარს, ფილოსოფიის წიგნებით გაჯერებულია და მასთან საუბარი ისეთი შემეცნებითი და სასიამოვნოა ვით საუბარი თვით ტოლსტოის გაცოცხლებულ, მხიარულ ანა კარენინასთან, ქალთან რომელიც იყო მანამდე სანამ ვრონსკის იხილავდა, გახსნილი, შთამბეჭდავი და მომაჯადოვებელი. მის გადმონაშთად შეიძლება ჩაითვალოს მარიამი, თუმცა მარიამი ოდნავ ზარმაცია და გაღვიძებას ვერ იტანს. სამაგიეროდ შეუძლია სრულიად უცხო ადამიანებთან თავისუფალი, გახსნილი და კომუნიკაბელური იყოს. ჩემს დაში ყველაზე მეტად იმას ვაფასებ რომ არასოდეს არ არის ის ვინც არ არის, ის ჩამოყალიბებული პიროვნებაა და საკუთარ თავს არ ცვლის სხვების გამო.

ჩაის ჭიქას მაგიდაზე ვტოვებ და შემოსასვლელში გავდივარ. მარიამს გზაში წავედითქო ვუყვირი და კარებიდან გავდივარ. ცუდია რომ დღეს მას ლექცია არ აქვს, ახლა მთელი მანძილის გავლა ფეხით მომიწევს.

გზაში იმაზე ვფიქრობ ღირს თუ არა ახვლედიანთან ჩხუბი, წავაშლევინო სურათი თუ უბრალოდ თავი დავანებო?! ვერგადამიწყვეტია. უჩუმრად მივაბიჯებ, ნინიკოს სადარბაზოსთან ვჩერდები და ტელეფონზე ვურეკავ მას.

-ალო?
-დაბლა ვარ ჩამოდი.
-მოვდივარ.

რამოდენიმე წუთში ნინიკო ჩამოდის და გზას ერთად განვაგრძობთ. ის კარნავალზე მიყვებოდა, ვინაიდან ორგანიზატორები ჩვენი კლასია, ნინიკომ უამრავი გეგმა დადო, რა და როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო იმ დიდებულ კარნავალის დღეზე დეტალურად აწყობს რა უნდა გააკეთოს და როგორ.

-ნი, ხომიცი ჩვენი სკოლის დაბლა ახალი სავაჭრო ცენტრი რომ გაიხსნა?
-რომელი?... -დაბნეული მიყურებს გოგო
-რომელი და... აუ სახელი მეც დამავიწყდა... აი არ გახსოვს მე შენ და თინი რომ ვიყავით გახსნაზე?
-აა! კი კი, მახსოვს, მაგრამ სახელი არ მახსოვს, რაიყო რო?
-მანდ საკარნავალო კაბები არის და გამომყევი რა პარასკევს.
-კარგი, ეე ნეტა აქამდე გეთქვა მეც იქ ვიყიდიდი კაბას! -დანანებული ოხრავს ნინიკო. მეცინება.
-შენი კაბაც მშვენიერია ქალბატონო, რას უწუნებ?
-არა, განა რამეს ვუწუნებ, მაგრამ რავიცი... -იშმუშნება.
-ოოო, შენ ყველა კაბაზე მასე ამბობ.

გზას განვაგრძობთ და რამოდენიმე წუთში სკოლასში მივდივართ, ჩვენი საკლასო ოთახი სავსეა, ბიჭები მარცხენა მხარეს დამსხდარან და რაღაცაზე ბჭობენ, სანდროც მათთან ერთად არის, კლასში როგორც კი შევდივარ მზერას მტყორცნის, თითქოს ჩემი შესვლა იგრძნოო. მისი ანთებული მწვანე თვალები გამჭოლად მაკვირდება. თვალს ვარიდებ და ჩემს მერხთან მივდივარ, ნინიკო გვერდზე მიჯდება. ზარის დარეკვამდე კიდევ ხუთი წუთი არის დარჩენილი.

-თინ -ნინიკო ჩვენს კლასელს ეძახის.

თინი საოცრად საყვარელი გოგოა, დიდი დათუნია დრუნჩასავით თვალებით, წითური თმებით. ეს ის გოგოა უარს რომ ვერ გეტყვის, ყველაზე და ყველაფერზე ნერვიულობს, საკუთარ თავს მეორე პლანზე აყენებს თუ სხვებს ჭირდება რამე, შეუძლია თან გადაჰყვეს. ხშირად თვითონაც აღნიშნავს ძალიან დამჯერი ვარ, როგორმე უნდა შევიცვალოო, რაღაც პროგრესსაც მიაღწია მაგრამ მაინც უსაყვარლესია.

-რაიყო? -თინი მისი საფირმო ღიმილით, სახის ნაკვთებს რომ ულამაზებს, ჩვენს გვერდით ჯდება და ნინიკოს აკვირდება.
-გახსოვს ერთი თვის უკან სავაჭრო ცენტრში რომ ვიყავით, აქვე რომ გაიხსნა? რა ჰქვია გამახსენე რა?! -ნინიკო ეუბნება და გოგოს ზურგზე ხელს ურტყამს.
-ვაიმე... აი, ენისწვერზე მადგას მაგრამ არ მახსენდება!.. -თინი ფიქრს იწყებს თან შეწუხებული თვალებით იყურება. -აუ, მერე გამახსენდება ალბათ რა! -ამბობს ცოტახანში.
-კარგი -ნინიკო კვერს უკრავს და ამ დროს ზარიც ირეკება.

გაკვეთილები მკრთალად გადის, იმდენ დავალებას გვაძლევენ რომ დღეს სახლიდან ვერ გამოვაღწევ. ისე რა უბედურებაა ამ მეთორმეტე კლასელებს კიდე რომ არ დაგვიმატონ სანერვიულო ჩვენი არ გვეყოფა? თანაც რეპეტიტორთან სიარულის საშუალებას არ აძლევენ ბავშვებს, 10 გაცდენაზე ოქმებს გვიწერენ. ამიტომაც გვიწევს ყოველდღე სიარული, მადლობა ღმერთს რომ მხოლოდ ოთხი გაკვეთილი გვიტარდება.

სკოლის მიმდინარეობისას სულ ვამჩნევდი ახვლედიანი ჩემსკენ რომ იხედებოდა, მაგრამ არცერთხელ გამიხედავს მისკენ, არ მითხოვია სურათის წაშლა (თუ დავაპირებდი ალბათ უფრო მოვითხოვდი). ნინიკო გაკვირვებული იყო ჩემი ამ საქციელით მაგრამ მე ვიცი, თუ სააკუთარ თავს უფლებას მივცემ მისდამი ბრაზი გამოვავლინო მაშნ ვეღარ გავჩერდები, დავიწყებ მის განადგურებას, ისე როგორც თავად გააკეთა რამოდენიმე წლის წინ. ამიტომ ჯობია თავი შორს დაიჭირო იმ საფრთხისგან რომელმაც შესაძლოა შენც გიმსხვერპლოს. ეს ადამიანური კანონებია, ჯერ საკუთარი ტყავი უნდა გადაირჩინო და მერე იფიქრო დანარჩენებზე. ყოველშემთხვევაში დღეისათვის უმეტესობა ამ ხერხს მიმართავს.



***

ახვლედიანი ექსტრავენტთა კატეგორიას განეკუთვნება, ამიტომ არ გამკვირვებია რამოდენიმე დღეში მთელი კლასი მისი 'საუკეთესო მეგობარი' რომ იყო, აბსოლიტურად ყველას სანდრო ეკერა პირზე. ერთმა კვირამ ისე ჩაიარა რომ თავისი 'მხარდამჭერები' მთელს სკოლაში გაიჩინა, ვინც ადრე არ იცნობდა მას აღმერთებდა, ხოლო ისინი ვისაც მისი ცნობის ბედნიერება ჰქონდათ წარსულში ცდილობდნენ თავი გაეხსნებინათ მისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ ალექსანდრე ახვლედიანი გადმოსვლიდან ერთ კვირაში სკოლის ყველაზე პოპულარულ და სიმპატიურ ბიჭად ითვლებოდა. მაგრამ არ დავივიწყოთ გიუშა გეგუჩაძე, ასევე ცნობილი როგორც სკოლის ყველაზე 'ცნობილი' ბიჭი, სანდროს კონკურენციას კი არ უწევდა, ამ ორმა ისეთი ძმაკაცობა გააჩაღეს ბევრს შეშურდებოდა.

ყველაზე მეტად ნერვებს სწორედ ის ფაქტი მიშლის რომ გიუშა, ბიჭი რომელიც ამდენი ხანია მომწონს, იმ ბიჭს დაუძმაკაცდა რომელიც ამდენიხანია მთელი არსებით, სულითა და ხორცით მძულს. მაგრამ როგორც ჩანს გეგუჩაძეს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, რამოდენიმეჯერ ნინიკოც იყო გიორგისთან და სანდროსთან ერთად. ნინიკო კი ამბობს ცივად ვექცეოდიო მაგრამ ვიცი რომ მას არ სძულს, ყოველშემთხვევაში ჩემსავით არა.

სკოლას რაც შეეხება, მეც ძალიან ცნობილი ვარ, უფროსწორად მე და ნინიკო, ცნობილი იმით რომ ორივენი მედალლის კანდიდატები ვართ და ქართულ რეალობაში წარმატებულებთან ყველა მეგობრობს, ასე რომ მეც მიწევს დერეფნებში სიარულისას უამრავი ადამიანის გადაკოცნა და მოკითხვა, ჩემი ნება რომ იყოს ჩამოვაცლიდი 'გაჯიან' სახეებს გოგონებს, მოჩვენებით რომ კარგა 'გულიანად' მომიკითხავენ და სინამდვილეში ჩემს ზურგს უკან ჭორაობენ. ყველაზე ცუდი ის არის რომ მათი 'გადაკოცნა'-'ტყლაშა-ტყლუშის' დროს ტუჩებზე ყოველთვის რუმიანა მრჩება, აქამდე თუ არ გამოგიცდიათ დამიჯერეთ, ნამდვილი საზიზღრობაა. მე ჯუნგლებიდან გამოვარდნილი კი არ ვარ, რათქმაუნდა მეც ვიყენებ თავის გალამაზების საშუალებებს, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს ზღვარი არა?! ნეტა ღმერთმა გადმოგვხედოს და ქართველ გოგონებს მაკიაჟის გაკეთება ასწავლოს, მე კი ჩემი კუთვნილი მილიონები გადმომილოცოს რომ დედაჩემს აღარ მოუწიოს წელზე ფეხის შედგმა გადასახადების დასაფარად.



***

ნინიკოს როგორც ყოველთვის ვალოდინებ, სიარულისას აკვიატებულ სიმღერას ვღიღინებ, მართალია ხმადაბლა, თუმცა ზოგიერთ გამვლელს მაინც ესმის და უცნაურ მზერას მტყორცნის. ისინი ვინც მელოდიას ხვდებიან მიღიმიან, ასეთები ბევრი არ არიან მაგრამ ცოტაც მყოფნის, გული მითბება.

დანიშნულების ადგილას რომ მივდივარ ნახევრად გაყინული ნინიკო ადგილზე ცქმუტავს და მკვლელის თვალებით მიყურებს.

-რით ვერ ისწავლე დროზე მოსვლა?... -მეუბნება გაბრაზებული -შენი არაპუნქტუალორობა მვნებს!
-ბოდიში, -ვეუბნები გულწრფელად. -ისე როგორ ვერ დაამუღამე რომ სულ ვაგვიანებ და შენც გვიან მოხვიდე? -ვეკითხები ღიმილით. ნინიკო მომაკვდინებელ სიგნალებს გზავნის ჩემი მიმართულებით, ქუსლებზე ტრიალდება და გაბრაზებული შედის სავაჭრო ცენტრში. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები უკან, თან სახიდან სულელურ ღიმილს ვერ ვიშორებ, რაც მას ძალიან აღიზიანებს.

აქაურობა დიდი არაა, პარატა თუმცა საყვარლობაა, სულ სამი განყოფილებაა, ქალები, კაცები და ბავშვები, მაშინ როდესაც ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში 27 სექციაა და აწერია „ქალები, გამხდრები" „ქალები, საშუალო ზომის" „ქალები, პლუს ზომის" „ქალები, ფერადი" და ა.შ.

ახალგაზრდა კონსულტანტი, დიდი შავი თვალებით ჩვენსკენ მოდის და ნაძალადევი ღიმილით გვეკითხება რაში დაგეხმაროთო. ნინიკო მაშინვე პასუხობს, ჩემს მაგივრად.

-საღამოს კაბების დათვალიერება გვინდა.
-კარგით, გამომყევით. -კონსულტანტ გოგოს უკან მივყვებით და ქალების სექციის ბოლოს გავყავართ, სადაც უამრავი საღამოს კაბაა ჩამოკიდებული. ნინიკო მაშინვე მათ გადარჩევას იწყებს, მეც მის გვერდით ვდგები და ერთად ვარჩევთ კაბას ჩემთვის. რათქმაუნდა ნინიკო უფრო აქტიურობს.

წითელი, ლურჯი, მწვანე, ვერცხლისფერი... ყველანაირი ფერის კაბები გვხვდება, თუმცა მე მაინც რატომღაც სულ შავებისკენ მიმიწევს გული, აი, ხომ, გაგონილა, „სუ კაები, სუ შავებიო..." ანდაც, უკვე გადაცვეთილი, მაგრამ, მაინც 'წონიანი' ფრაზა: „Black is always elegant."

კონსულტანტი გოგონა ორ კაბას მირჩევს, ნინიკო შვიდს, მე ერთი კაბა ავიღე. ამ კაბებთან ერთად გასახდელში შევდივარ. სარკეში საკუთარ სხეულს ვაკვირდები და გულში ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა ვივარჯიშო კარნავალამდე, თორემ, ზედმეტი წონა, მალე შესამჩენევი გახდება.

პირველ კაბაზე ნინიკოც და კონსულტანტიც თავს აქნევენ, არაა შენი სტილის კაბა დაიაო. არადა, ეს სწორედ ის კაბაა, მე რომ ავარჩიე. შავ კაბას ვიხდი და ნინიკოს კაბებიდან ერთ-ერთს ვიზომავ. გასახდელიდან რომ გამოვდივარ ორივე გოგო, უხერხულად, იშმუშნება.

-არა, კი კარგია, მაგრამ.... რავიცი, რავიცი... -წარბს წევს ნინიკო და თავს აქნევს.

გასახდელში ვბრუნდები, მომდევნო კაბას ვიცმევ. რატომღაც, სრულყოფილების შეგრძნება მეუფლება. სარკეში ოდნავ დიდ ხანს ვათვალიერებ საკუთარ თავს. „რა ლამაზია!"

-აუ, ეს არის რა! -მეუბნება ნინიკო როდესაც ოქროსფერი კაბით შემოსილი გამოვდივარ გასახდელიდან.
-მოგწონს?
-კი, ძალიან!

სარკეში ვუყურები, კაბა მართლა ძალიან ლამაზია, გრძელია კოჭებამდე დაშვებული, წელზე ოდნავ მოჭერილი და მაღლა მკერდის მხარეს მოშვებული. ზურგის მხარე მთლიანად ამოჭრილი აქვს და რამოდენიმე ნაკეცად ეცემა წელთან.

ე.წ „საზურგე სამკაულები", მაღალი კოსა და ალბათ საღამოს ყველაზე ლამაზი გოგონები, მე და ნინიკო ვიქნებით.

-სხვაც ვნახოთ? -მეკითხება ნინიკო.
-რატომ ეს არ მოგწონს? -წარბს ვუწევ. ნინიკო თავს მიკრავს, მანიშნებს მომწონსო, ისეთი დაღლილი ვარ, სხვა კაბის მორგების თავი აღარ მაქვს, ასე რომ, ვეუბნები წავიდეთ თქო და კაბის გასახდელად უკან შევდივარ.

დანარჩენი კაბები კონსულტანტს გამოაქვს, უცნაურად მიღიმის, თითქოს ჩემი არჩევანი მოეწონა. კაბის ფასს რომ ვუყურებ ოდნავ ვიშმუშნები, მაგრამ, ლიკას, საკრედიტო ბარათს მაინც ვაძლევ მოლარეს. ისე გულში კი რაღაც მწყდება, დედა ამდენს მუშაობს და მე ერთი თვის ხელფასი ერთ კაბაში გავუფლანგე! მაინც რა ვართ ეს ქალები, შეგვიძლია ტანსაცმელში უამრავი ფული დავხარჯოთ, თავის მოწესრიგებაში უამრავი ფული ვფლანგოთ, იმიტომ რომ ეს თვითონ მოგვწონდეს.

მაღაზიიდან გამოსულს, ცივი, ჰაერი სახეში მეხლება. ფალთოს მჭიდროდ ვიკრავ და ვნანობ რომ დილით ხელთათმანები არ ჩავიცვი, ახლა, შიშველი, მტევნით მიწევს 'ნადავლის' ტარება. ნინიკო მხიარულად მოაბიჯებს, თან რაღაცეებს მიყვება, როგორი მაგარი იქნება კარნავალი. მერე ყველანაირ ჭორებს მეუბნება რაც სკოლაში მოისმინა. მაგ: ვისთან ერთად მოდის მანჩო, (ახალი შეყვარებული ყოლია, დედა!). ან როგორ უწინასწარმეტყველებს ყველა გიუშას და ელენეს შეყვარებულობას.

ამას ვიგებ თუ არა თავს მისკენ ვაბრუნებ, ნინიკო ხვდება რომ ზედმეტი წამოსცდა და ლოყები უწითლდება. მე დაბნეული ვუყურებ. გოგო თვალს მარიდებს, ნინიკომ იცის გიუშა რომ მომწონს.
-გიუშა და ელენე შეყვარებულები არაიან?
-არა, არა! უბრალოდ ყველა ამბობს რომ.... -სიტყვას წყვეტს და მე მიყურებს -მაგრამ შენ არ დაიჯერო, ჩემი გიო ხო იცი... -საუბრისას ხელების ჟესტიკულაციას იყენებს, ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს როდესაც ნერვიულობს და სიტყვებს თავს ვერ უყის. პირი მიშრება, როდესაც წარმოვიდგენ გიორგის და ელენეს ერთად.

ელენე ჩვენი სკოლელია, მეთერთმეტე კლასელია. მოდელია. სკოლაში ერთი გოგო არ მეგულება ვისაც, მისი ტანის არ შურს. დერეფანში, რომ დადის, ყველა თვალს აყოლებს. ისეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, აი, განსხვავებული ქარიზმა რომ აქვთ და ძალით თუ ნებით მისკენ იხედები, იცნობ და მისი მეგობრობა გინდა. ყველამ იცის რომ ის და გიუშა კარგი მეგობრები არიან, მეც ბევრჯერ დამინახავს დერეფანში ერთმანეთს ხელგადახვეულები რომ ელაპარაკებიან, თავები ახლს აქვთ ხოლმე მიწეული და რაღაცაზე იცინიან. არასოდეს ვაღიარებდი რომ ელენესი მშურდა, იმიტომ რომ ის გიორგისთან ძალიან ახლოს არის, ალბათ სამართლიანიც იქნება შეყვარებულები თუ გახდებიან.

-არა! ელენესთან უბრალოდ მეგობრობს რა... -ნინიკო ისევ მე მიბრუნდება. -მე ხომ ვიცი, მასეთი გოგოები არ მოსწონს!

თავს ვუქნევ, მაგრამ მისკენ არ ვიხედები. ნინიკოც თემის გადატანას ცდილობს და გიუშას გარდა ყველაფერზე მელაპრაკება. მერე მოულოდნელად ჩერდება და მაბრუნებს.

-ეე! ჩემს დაბადების დღეზე გიუშა ხომ მოდის?!
-მერე? -ვეკითხები დაბნეული.
-რადა, შეგიძლია მანდ დაელაპარაკო... ანუ ხო ხვდები რა?! -მეკითხება თვალებგაბრწყინებული. დაბნეული თავს ვაქნევ.
-რას გულისხმობ ნი?
-გოგო ნუ იდებილებ თავს! -ბერიძე აქეთ-იქით გახარებული ხტუნვას იწყებს. -მარტო თუ იქნება, ისე მოვაწყობ სულ მარტო რომ დარჩეთ და ხომ ხვდები?... -ისევ დაბნეული ვუყურებ. -ახლოს გაიცნობ რა! -ნინიკო ჩერდება და მეხუტება. -გენიოსი ვარ! გენიოსი! -ამბობს და ხტუნვას განაგრძობს.

მარტო მე და გიორგი? ალბათ დაბნეულობისგან მოვკვდები, მასთან გული ყოველთვის ისე მიცემს!... არამგონია წინადადების გადაბმა მოვახერხო, ნინიკოს ამას არ ვეუბნები, პრინციპში, ვერც ვეტყვი, ისეთი დახტუნავს ყურსაც არმათხოვებს ძაანაც რომ მინდოდეს.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი მარი. ელ❤

მაგარიააა:) რატო სძულს ლუს სანდროო ეგ ძაან მაინტერესეებს:) იმედია მალე გავიგებთ დავინტერესდი კარგიაა❤❤❤

 




მომწონს❤️დღეს აღმოვაჩინე და სამივე თავი ერთად წავიკითხე,
სასიამოვნო წერის სტილი გაქვს,ერთდროულად იწვევს სხვადასხვა გრძნობებს❤️ რეალობასთანაც ახლოსაა,რაც შეეხება პერსონაჟებს,ნინიკო ძალიან საყვარელია,ლუზე ხომ ვერაფერს ვერ ვიტყვი,უბრალო და ამასთანავე გრანდიოზულია❤️განსხვავებული ხასიათების მქონე❤️ნუუუ სანდრო მომწონს ძალიან ძალიან ძალიან :დდდდ განსხვავებული ბიჭი ჩანს, სიყვარულობა და სიკარქეა რა :დდდ ნუ ჯერ-ჯერობით მაინც :დდდდ მოველი მომდევნო თავს❤️❤️❤️

 



№3  offline წევრი Anano Magradze

მარი. ელ❤
მაგარიააა:) რატო სძულს ლუს სანდროო ეგ ძაან მაინტერესეებს:) იმედია მალე გავიგებთ დავინტერესდი კარგიაა❤❤❤


მადლობა♥

 



№4  offline წევრი Laliashvili009

ძალიან მომწოონს heart_eyes heart_eyes heart_eyes იმედია შემდეგ თავს მალე დადებ...

 



№5  offline წევრი Anano Magradze

წარსული კვდება...
მომწონს❤️დღეს აღმოვაჩინე და სამივე თავი ერთად წავიკითხე,
სასიამოვნო წერის სტილი გაქვს,ერთდროულად იწვევს სხვადასხვა გრძნობებს❤️ რეალობასთანაც ახლოსაა,რაც შეეხება პერსონაჟებს,ნინიკო ძალიან საყვარელია,ლუზე ხომ ვერაფერს ვერ ვიტყვი,უბრალო და ამასთანავე გრანდიოზულია❤️განსხვავებული ხასიათების მქონე❤️ნუუუ სანდრო მომწონს ძალიან ძალიან ძალიან :დდდდ განსხვავებული ბიჭი ჩანს, სიყვარულობა და სიკარქეა რა :დდდ ნუ ჯერ-ჯერობით მაინც :დდდდ მოველი მომდევნო თავს❤️❤️❤️

მადლობა♥

Laliashvili009
ძალიან მომწოონს heart_eyes heart_eyes heart_eyes იმედია შემდეგ თავს მალე დადებ...

აუცილებლად♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent