შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეკლა


25-01-2018, 13:52
ავტორი ლათინო
ნანახია 565

თეკლა

-რა ვაპატიო გიორგი ? მან მე არაფრად ჩამაგდო და ამერიკაშ წავიდა ისე,რომ საჭიროდაც არ ჩათვალა რომ ჩემთვის ეთქვა! შემთხვევით რომ არ გამეგო ეს ამბავი მთელი ექვსი წელი უნდა მემკითხავა თუ სად გაქრა! ახლა კი ბედნიერი სახით მეუბნება უნდა მაპატიოო!რა ვაპატიო? ის რომ ამ ფეხებზე დამი**და? ის რომ ექვსი წელი მის გარეშ ვცხოვრობდი? გული რომ გამეყინა? თუ ის რომ დედამისი მე მაბრალებდა შენს გამო წავიდა,საერთოდ რატომ გამოჩნდი მის ცხოვრებაშიო?
-ვიცი დემეტრე,ვიცი! მართალი ხარ! შენი გადმოსახედიდან მასე ჩანს მაგრამ შენ ხომ მთლიან ჰორიზონტს ვერ ხედავ არა?!იქნებ ჰქონდა მიზეზი? იქნებ ასე უთქმელად შენს გამო წავიდა? სცადე და დაელაპარაკე!
-კარგი რა,ნუ ცდილობ მაგ სისულელეებით გამომიტენო ტვინი!მიზეზი რაც არ უნდა ყოფილიყო ერთი "მივდივარო" მაინც უნდა ეთქვა! მერე იქნებ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო! და ძალიან გთხოვ მის გამართლებას ნუღარ ეცდები!
-მე გაგაფრთხილე ძმაო,მერე არ ინანო! გიორგიმ მეგობრულად დაარტყა ელი მხარზე და დემეტრეს ოთახიდან გამოვიდა.

********
- მაინც არ მესმის შენი რა! რატომ არ ეუბნები სიმართლეს?
-არ შემიძლია ნინო არა! გამიგე რა მოხდება!მან სიმართლე არ უნდა გაიგოს! ეტკინება!
-მაგრამ შენ არ იტანჯები მაგ ტკივილისგან?ეს ექვსი წელი შენ კარგად იყავი?შენ ორმაგად არ გტკიოდა?რომ გამტყუნებს ისე რომ არც კი გისმენს...
-კარგი ნინ,ნუ ნერვიულობ ალბათ გამიგებს,გამიგებს სანამ ცოცხალი ვარ!
-რას ნიშნავს სანამ ცოცხალი ხარ? შენ იცოცხლებ გესმის? იცოცხლებ!
თეკლას აღარაფერი უთქვამს მხოლოდ გაუღიმა.
მეორე დილით თეკლა და გიო ბარში შეხვდნენ ერთმანეთშ,გიორგიმ შენთანო თეკლამ დაახლოებით კი იცოდა რაზე უნდოდა საუბარი გიორგის,თუმცა მეგობარს ვერ აწყენინა და შეხვედრაზე დათანხმდა.
-მოხვედი მშვენიერო ქალბატონო? ღიმილით წამოდგა გიორგი ფეხზე.
-დიახ!გერგოთ ეგ პატივი ბატონო გიორგი!
-კარგი მოდი დაჯექი! აბა, რას შვები?როგორ ხარ?
- ვცდილობ კარგად ვიყო,რამდენადაც ეს მოსახერხებელია დემეტრეს გარეშე...ნაღვლიანად ჩაილაპარაკა გოგონამ.
-ჰო,მაგ თემაზე სასაუბროდ დაგიბარე, რა ხდება აბა მომიყევი! ვიცი რომ სიმართლეს ის სრულიად არ შეესაბამება რასაც დემეტრე ამბობს და როგორც ის ხედავს ამ ყველაფერს.ამიტომაც მინდა რომ მომიყვე,
-არ შემიძლია გიო! გამიგე რა! ვერც შენ და ვერც დემეტრეს ამას ვერ გეტყვით, ვიცი რომ ძალიან გეტკინებათ,ამიტომაც...
-თეკლა ნუ მაშინებ გთხოვ! მითხარი,რამე სერიოზულია?
-....
გოგონა კი ამ თემაზე აღარაფრის თქმას აპირებდა. გიორგიც მოთმინებით ელოდა იქნებ მიპასუხოსო,მაგრამ რომ ვერაფერი მიიღო პასუხისმსგავსი თემა შეცვალა,
-ჰო მართლა იმ საქმეზე რას შვები მე რომ შემოგთავაზე?
-ვიფიქრე და მგონი თუ ვცდი ცუდი არ იქნება!
კიბატონო,მაშინ თქვენ გერგოთ პატივი და დანიშნული ხართ თვით გიორგი არაბულის ასისტენტის თანამდებობაზე!
-ვაიმე გიორგი! ნეტავ შენ რა გეშველება?!
-საშველი რა მჭირს?
-რიტორიკული შეკითხვა იყო!
-კარგი ხო! ნუ მიყურებ ეგეთი სახით! გავიდეთ?
-გავიდეთ!
გარეთ სიცილით და ლაპარაკით გავიდნენ/ მანქანაში სხდებოდნენ როდესაც დემეტრეს ხმა გაისმა.
-გიორგი მასთან ერთად აქ რას აკეთებ?
დემეტრე არ გინდა!
- რა არ მინდა? იმ გოგოსთან ერთად,რომელმაც შენი ძმაკაცის გრძნობები არაფრად ჩააგდო და ამერიკაში წავიდა რას აკეთებ თქო? დემეტრეს საშინლად ცივი და მკაცრი ხმა ჰქონდა.თეკლა ცრემლებს ვერარ იტევდა,ამიტომაც მათ უფლება მისცა გზა გაეკვალათ მის სახეზე.
- ძალიან გთხოვ რა! შენი ყალბი ცრემლების არავის სჯერა და ტყუილად ნუ იხარჯები!
-დემე! დემეტრე გთხოვ მაპატიე! ვიცი შენ რატომაც ხარ ჩემზე გაბრაზებული და არც გამტყუნებ,მაგრამ დამიჯერე ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გესმის. გთხოვ მომისმინე! აკანკალებული და თითქმის უკვე გამქრალი ხმით ევედრებოდა გოგონა.
-აბა როგორ არის? რა მესმის არასწორად? ექვსი წლით ამერიკაში წახვედი თუ არა? წახვედი! მანამდე მე რამე მითხარი? ერთი სიტყვა მაინც დაგცდა ამ თემასთან დაკავშირებიტ? არა!ჩემზე იფიქრე? არა! და ახლა ჩემგან რას ითხოვ თეკლა,მითხარი რას?! დემეტრე უკვე ხმას ვეღარ აკონტროლებდა,ახლა ვეღარც თეკლამ შეიკავა თავი და აყვირდა.
ესეგი მე შენზე არ მიფიქრია ხო?ესეიგი ფეხებზე და***დე არა? გაინტერესებს ხო ექვსი წელი რას ვაკეთებდი ამერიკაში? კარგი გეტყვი! ამ ექვსი წლის განმავლობაში ამაოდ ვცდილობდი სიმსივნე დამემარცეხბინა! ჰო ავად ვარ! ავადმყოფი ვარ ! სიმსივნე მაქვს! ნებისმიერ დროს შეიძლება მოვკვდე! ამიტომაც არ გითხარი არაფერი წასვლამდე,მეგონა ამ ექვსი წლის განმავლობაში თავს რამეს ვუშველიდი,მეგონა როგორც ზღაპრებში მეც დავამრცხებდი ამ დაავადებას და განვაგრძობდი ბედნიერად ცხოვრებას,მაგრამ რეალობა სხვა რამაა! არ მინდოდა გცოდნოდა,შენ გიფრთხილდებოდი! არ მინდოდა გტკენოდა,შენ კი მეუბნები რომ შენზე არ მიფიქრია! საერთოდ არ მიცნობ დემეტრე? არ ჩამოვიდოდი! აღარასოდეს გამოვჩნდებოდი შენს ცხოვრებაში,ვიცი რომ ეგოისტურად ვიქცევი,მაგრამ არ შემიძლია დემეტრე!სულ ცოტა დამრჩა დრო დამინდა შენთან ერთად ვიყო,მაგრამ შენ...ჯანდაბა!აი ამიტომ არ ვამბობდი,აი ამიტომ! ვერ გავუძლებ შენი ჩამქვრალი თვალების ყურებას,არ შემიძლია ! გესმის? არ შემიძლია! თეკლას უკვე ისტერიული ტირილი ჰქონდა ავარდნილი,თვალცრემლიანი დემეტრე კიმასთან სასწრაფოდ მიიჭრა და მოეხვია.
-შეენ? კარგი რა! გთხოვ ნუ მეხუმრები ეგრე რა! გეხვეწები მითხარი რო თამაშობ,მითხარი რო მატყუებ! ეს რეალობა ვერ იქნება!შეენ? შენ ტო? კარგი რა არა! შანსი არაა!...თეკლა? თეკლა გონს მოდი! დმეტრემ ახლა მთელი ამდენი ხნის განმავლობაში გახევებულ გიორგის შემოუძახა. გიო სწრაფად !საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ!
უკვე ორი საათია თეკლა ექიმებს ჰყავთ შეყვანილი,იქედან კი არავინ გამოდი რომ განადგურებული დემეტრე და მასზე არანაკლებ დღეში მტოფი გიორგი დაამშვიდოს.
-გაიგე გიო? გაიგე? მიკვდება ჩემი გოგო! რა დებილი ვარ! უნა მივმხვდარიყავი!უნდა მომესმინა! ჩემს გამო არაფერს ამბობდა,მე კი.... ღმერთო გთოვ ჩემი თეკლა არ წამართვა!
-ექიმი მოდის! ჩაიჩურჩულა გიორგიმ,დემეტრეც სწრაფად წამოხტა იატაკიდან და ექიმთან მივიდა.
-ექიმო გთხოვთ ცუდი არაფერი თქვათ!
-სასწრაფო ოპერაციაა საჭირო! თუ ახლავე არ მოხერხდა ოპერაციის გაკეთება შესაძლოა პაციენტი დავკარგოთ! ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით!
ამდენი ხნის შემდეგ გიოც და დემეტრეც ცხარე ცრემლით ატირდნენ. გაუსაძლისი იყო ეს ტკივილი მათთვის.დემეტრე ერთადერთ სიყვარულს კარგავდა. გიო,გიო კი ერთერთ ძალიან მაგარ მეგობარს.იცოდა რომ თუ თეკლას რამე დაემართებოდა მისი ძმა თავს რამეს დაუშავებდა.თავად რას იზამდა? არც ის იქნებოდა ნაკლებ დღეში. თეკლა მისთვის მხოლოდ ძმაკაცის შეყვარებული არასოდეს ყოფილა,ის მისთვის დაც იყო,მეგობარიც,ზოგჯერ დედაც! მასთან ერთად უამრავი სიგიჟე აქვს ჩადენილი.მის დაკარგვას ვერ გადაიტანს,ვერ შეძლებს იმას რომ თეკლას სახელის შემდეგ სიტყვა "იყო" დაამატოს.
******
თეკლა სიცოცხლით სავსე გოგონა იყო,მანამ სანამ გაიგებდა იმას რაც მან გაიგო.ის ბოლოს,მეოთხე სტადიის კიბოთი იყო დააავადებული. ექიმებმა მას შვიდი წლის სიცოცხლე მისცეს,მაგრამ მას სჯეროდა რომ შვიდ წელს კი არა კიდევ დიდხანს იცოცხლებდა.მას თავისი ცხოვრება გიოს,ნინოს,დემეტრეს და რამდენიმე ერთეულიადამიანის გამო უყვარდა.მიუხედავად იმისა რომ მას ცხოვრებამ უამრავი ჯებირი წაუყენა წინ მ,მან ყველა გადალახა და კვლავ განაგრზობდა ბედნიერებისთვის ბრძოლას. მანამდე თეკლა მთელს უბანში,სკოლაში,ყველგან სადაც კი იცნობდნენ,იყო ერთი ძალიანამ მაგარი გოგოს სტატუსის მატარებელი.ბევრი ჩხუბი ბავშვობაში მას წამოუწყია,ხშირად გაპარულა სკოლიდან გიოსთან ერთად,რის გამოც საწყალი დედამისი თითქმის ყოველი კვირის ბოლოს იყო დაბარებული.ძალიან ცელქი იყო თეკლა. დემეტრე საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნ. ყველაფერი ჩხუბით დაიწტო,მაგრამ მერე ერტად მოუწიათ სიმღერა და შერიგდნენ,ერთმანეთი უკეთ გაიცნეს,რაღაც პერიოდის შემდეგ ერთმანეთს შეეჩვივნენ და ბოლოს ერთმანეთი შეუყვარდატ. აი ნინო,ნინო კისაბავშვო ბაღში გაიცნო,თავიდან ერთმანეთი თვალში არ მოსდიოდათ, ხშირადაც უთრევიათ ერთმანეთი თმებით,მაგრამ ეს ყველაფერი საბავშვო ბაღში დატოვეს და ხელიხელ ჩაკიდებულები გაუდგნენ მომავლის გზას. ერთ სკოლაში დადიოდნენ,ერთ კლასში იყვნენ,ბავშვობიდან განუყრელნი. უერთმანეთოდ მაქსიმუმ ერთ დღეს ძლებდნენ და იმ დღესაც ოცდაოთხი საათი ტელეფონზე იყვნენ ჩამოკიდებულები და გაუთავებლად საუბრობდნენ...თეკლას ვინხც იცნობდა შეუძლებელია არ შეჰყვარებოდა.
*****
-პაციენტი დავკარგეთ! ტყვიის გავარდნასავით გაისმა ექიმის ხმა. ღმერთმა თავისი მიქურა ექვსი წლის შემდეგ მოიყვანა სისრულეში და თეკლას სული ექვსი წლის შემდეგ მიიბარა. ნინოს ლანგარი,რომლითაც ყავა მოჰქონდა ხელიდან გაუვარდა,ადგილზევე ჩაიკეცა და საშინელი ხმით აკივლდა. გიორგიმ თავი ხელებში ჩარგო და ცრემლი წასკდა...დემეტრემ რაც გააკეთა არ იყო ტირილი,ან გოდება. ეს ღრიალი იყო, დაჭრილი ლომივით ღრიალებდა!
-რამოხდებოდა? რა მოხდებოდა რომ არ დავეტოვებინე? ახლა ხომ სულ მარტო ვარ გიო?! გული ამომგლიჯა და თან წაიყოლა! განა ასე მოქცევა შეეძლო? კიდევ ხომ უნდა გვყოლოდა შვილები? ჩვენი სამყარო ჩვენი ხელიტ ხომ უნდა შეგვექმნა? ის ჩემს გვერდით ხომ უნდა ყოფილიყო? თუ ასეა სადაა ეს ყველაფერი? ნაძირალა ვარ! ჩემი ბრალია! ასე არ უნდა მოვქცეოდი! რომ მომესმინა არ ინერვიულებდა!ეს ყველაფერიც არ მოხდებოდა! რა იდიოტი ვარ! დმეტრე გამეტებით იშენდა თავში ხელებს. მერე თვალები დახუჭა და მოგონებებს მიეცა, ეს ერთადერთი გზა იყო რომელიც თეკლასთან მიდიოდა.
დაკრძალვის დღე ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ყველასთვის. დემეტრეს და გიოს მოუწიათ რომ საკუთარი ხელით მიებარებინათ თეკლას უსიცოცხლო სხეული მიწისთვის... იმ საშინელ ადგილას კი მასთან ერთად თავიანთი გულები ჩამარხეს.
-გაუსვიტ! ხელი გაუშვიტ! ის ჩემი თეკლა არაა! ის ცოცხალია და რა უფლებით მარხავთ სხვის გვამს? მოსცილდიტ!
-ნინო! ნინო მომისმინე! ის ჩვენი თეკლაა ნინ!
-მასე ნუ მეძახი აჩი! ამის უფლება მხოლოდ თეკლას აქვს!
-ნინი! დედი შემომხედე გთხოვ-მასთან დედამისი მივიდა-ის ჩვენი თეკლაა დე! ის წავიდა,მაგრამ მაინც ჩვენთან დარჩა დე! აი აქ!-გულზე ხელი დაიდო ქალმა- ჩეს გულსი, შენს გულში,დემეტრეს გულში,გიოს გულში,ყველა ჩვენთაგანის გულში დარჩება დედი! და სან ჩვენი გულები ფეთქავსნ ის ჩვენთან იქნება ჩემო გოგო!
-მაგრამ იქ ხო ბნელა დეე! იქ ხომ სიცივეა?! ტეკლა ამისთვის არ გეცოდებათ? ნინომ პატარა ბავშვივით გაისვირა თითი თეკლას საფლავისკენ!
-ახლა ცოდოები ჩვენ ვართ დედი! ჩვენ ვართ ცოდოები ამხელა ტკივილის ატანა რომ გვიწევს დე ! ვალდებულები ვართ ეს გადავიტანოტ,თორემ თეკლა გაგვინაწყენდება დე!
ნელ-ნელა ყველანი მიდიოდნენ სასაფლაოდან,.დემეტრეც წავიდა. თუმცა გვიან ღამიტ ისევ დაბრუნდა თეკლასტან... თითქოს მის თვალებში ტკივილის გარდა კიდევ სხვა რაღაც იმალებოდა,რაღაც კარგი...
-თეკუუ! მოვედი ჩემო ძვირფასო! მოვედი ჩემო სიყვარულო! რომ არ მოვსულიყავი არ შემეძლო თეკლა! ვერ მოვისვენებდი!გული მეგლიჯება თეკლა! ეს რა გამიკეთ? ხომ დამპირდი შენთან ვიქნებიო? არასოდეს დაგტოვებო ხომ მითხარი? ჩვენი სიყვარული ხომ დაიფიცე?მაშინ ეს რას ნიშნავს? შენი საქციელი როგორ ავხსნა?...დემეტრე ცოტახანს გაშტერებული უყურებდა საფლავის ქვას,საიდანაც მომღიმარი თეკლა უმზერდა, თვითონაც უღიმოდა...მერე კი თითქოს გამოფხიზლდა,გაახსენდა რომ რაღაც ჰქონდა სათქმელი და კვლავ გააგრძელა საუბარი.
-თეკლა იცი რა უნდა გითხრა? ჩვენი შილი...სალომე ცოცხალი ყოფილა თეკლა!იმ ექთანმა,რომელიც ბოლო დღეს შენტან იყო მიცნო და მწუხარება გამოთქვა, მასაც ენანები თეკლა! ასე მითხრა იმ ექთანმა! ასე თქვა რვა წლის წინ მან რომ იმშობიარაო შენზე თქვა, გოგო რომ გააჩინაო -დემეტრე სიტყვებს თავს ვერ უყრიდა-ასე მიტხრა მედდა მოსყიდული იყო,ყველაფერი დედათქვენის დაკვეთით მოხდაო,ბავშვი ბავშვტა სახლში ცააბარეს,თქვენ კი მკვდრად გამოგიცხადესო...ვერ ვიჯერებდი თეკლა,გეფიცები ვერ ვიჯერებდი! დედაჩემს ასეთი რამ სეეძლო? მეგონა მატყუებდნენ ,მაგრამ მან სურათები მანახა,ჩვენი შვილის სურათები თეეკ! იცი როგორ გგავს? შენსავიტ გრძელი ,ქერა თმა აქვს,შენსავიტ ლამაზი! მაგრამ მეც მგავს,თვალები და გამოხედვა სულ ჩემი აქვს! იცი რომ შენ ჩვენი გოგოს მერვე დაბადების დღეზე დაგვტოვე?გპირდები თეკლა! ჩვენს სიყვარულს გეფიცები მას მე გავზრდი,მე ვუპატრონებ!შენსნაირს გავზრდი თეკლა! ოღონდ გთხოვ,მაქედან გაგვიღიმე ხოლმე.
დასასრული.....скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ოღონდ ამის გაგრძელება დაწერე და შენი პირველი მკითხველი მე ვიქნები.

 


№2  offline მოდერი ლათინო

ამას გაგრძელება აღარ აქვს სამწუხაროდ♥♥♥

 


ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ