შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების წესი (სრულად)


25-01-2018, 14:10
ავტორი ლიდია
ნანახია 2 150

ჩემი ცხოვრების წესი (სრულად)

თავი 1
-უნდა დავშორდეთ მარი!
მკაცრად განუცხადა ილიამ გოგონას და ლურჯი თვალები შეანათა.
-ორი წელია ერთად ვართ და შენ ჯერ კიდევ ვერ დაიმახსოვრე, რომ არ მიყვარს როდესაც მარის მეძახიან!
არც გოგონამ დააკლო ხმას სიმკაცრე.
-ჩემი ნათქვამიდან სხვა ვერაფერი გაიგე?
-ვშორდებითო. გავიგე! არაუშავს, მაინც არ მყვარებიხარ და ვიცი რომ არც შენ. ეს ურთიერთობა სიყვარულის გარდა ყველაფერი იყო. ვერც კი ვხვდები ორი წელი როგორ გავძელით!
-უნდა გამიგო. სამი თვე უცხოეთში ვიყავი და ახლა, როცა ჩამოვდი მივხვდი რომ ჩემი გული სხვას ეკუთვნის. მაპატიებ?
-ილია, აქ საპატიებელი არაფერია. ვსო დავშორდით. მორჩა აღარ ვართ შეყვარებულები. ადრე თუ გვიან ეს ურთიერთობა მაინც გაფუჭდებოდა. წარმატებებს გისურვებ!
-მეც!
გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი გადაკოცნეს და თავიანთ გზებს დაადგნენ.


***


მარიამი სახლში როგორც კი შევიდა,ადგილზევე ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო.
უყვარდა...
როგორ შეიძლება ვინმეს ილია არ ჰყვარებოდა. უზადოდ ლამაზი სხეული, ლურჯი თვალები, ფაფუკი თმა...
ილიასთან “დაიფასა თავი” და მოატყუა, რომ არასდროს ჰყვარებია იგი, თუმცა თავად ხომ იცის რომ ეს ასე არაა.
ბიჭს ნამდვილად არ ჰყვარებია გოგო, მის გრძნობებზე თამაში მოსწონდა და მარიამიც სულელდებოდა.
ახლა როდესაც ილიამ გულის სწორი იპოვა, მარიამი საბოლოოდ მარტო დარჩა.
ილიას გარდა არავინ ჰყავდა.
არც მეგობარი, არც მშობლები.
ახლა კი ისიც დაკარგა.
დაღამებამდე ერთ ადგილას იჯდა და ტიროდა.
ბოლოს თავი ხელში აიყვანა, მოწესრიგდა და დაიძინა.
შუაღამისას ზარმა გააღვიძა, ნომრისთვის არც დაუხედავს ისე უპასუხა ძილისგან დაკარგული ხმით:
-ალო.
-მარიამ?!
მარიამი დაიბნა, ხმა ეცნობოდა, მაგრამ ვერ გაიხსენა ვინ იყო.
-დიახ, რომელი ხართ?
ბიჭმა ჩაიცინა,შემდეგ ჩაახველა და უფრო ბოხი ხმით უპასუხა:
-გაბრიელი ვარ, გაბრიელ ფაროიანი.
მარიამმა ტელეფონი ყურიდან მოიშორა და გაოგნებული დააცქერდა.
შემდეგ ისევ მიიდო ყურმილი და ძლივს მოახერხა რაიმეს თქმა:
-გაბრიელ?! ეს შენ ხარ?!
-ხო. დიდი დრო გავიდა, არა?
-ათი წელი...
გაბრიელი და მარიამი კლასელები იყვნენ. კარგად ახსოვს მარიამს, რომ ბიჭი ყოველთვის მოქმედებდა მასზე, მას ის მოსწონდა.
მაგრამ გაბრიელი ყოველთვის “კაი ბიჭი” იყო. მარიამს ყურადღებას არასდროს აქცევდა. ან აქცევდა და დასცინოდა, ეუხეშებოდა...
შემდეგ სკოლა დამთავრდა და ერთმანეთი ათი წელია აღარ უნახავთ.
ახლა კი გოგონა ძალიან დაიბნა, რა უნდოდა გაბრიელს მისგან?!
-ჰო.. კლასელები ვიკრიბებით ათი წლის შემდეგ და მე დამევალა შენთვის დარეკვა.
-ნომერი საიდან გაიგე?
-ნინიმ მითხრა.
ნინი..
რათქმაუნდა სხვა ვინ თუ არა მარიამის საუკეთესო დაქალი სკოლიდან მოყოლებული!
ნინიმ სკოლის პერიოდში სულ იცოდა მარიამის გრძნობებზე გაბრიელის მიმართ.
ისიც იცოდა რომ გოგონას ბიჭი გულს სტკენდა და ახლა ნომერი მისცა?
აჰჰ ამისთვის პასუხს აგებს!
მარიამი უხერხულად შეიშმუშნა, თვალები მოისრისა, ილიას გახსენებაზე ისევ მოუნდა ტირილი.
თვალზე მომდგარი ცრემლი გადაყლაპა..
-გასაგებია. სად მოვიდე და როდის?
-ერთ კვირაში, შაბათს საღამოს ექვსს საათზე. ხუთისკენ გამოგივლი და მანქანით წავიდეთ.
მარიამს ლამის ხველება აუტყდა.
-არა, არ არის საჭირო. ჩემით მივალ. მისამართი მომწერე.
მაგრამ ბიჭს უკვე გათიშული ჰქონდა.
მარიამმა ვეღარ დაიძინა, სულ ილიაზე და გაბრიელზე ფიქრობდა.
გულს უკლავდა ილიას სიტყვები, რომ მას სხვა უყვარდა.
აცოფებდა და ძალიან აბნევდა გაბრიელის უეცარი გამოჩენა.
აღარ იცოდა რაზე ეფიქრა.
ან ამ შუაღამისას რომ არ დაერეკა, დილას ვერ დაურეკავდა?
ერთი კვირა მარიამისთვის სრული ჯოჯოხეთი იყო, გარეთ გასულმა დაინახა ილია და ვიღაც გოგონა ხელიჩაკიდებულები რომ სეირნობდნენ და შემდეგ სახლში დაბრუნებულს მეორე პანიკის შეტევა დაეწყო.
კლასელების ათი წლის შემდეგ შეხვედრისთვის მეტად სექსუალური კაბა აარჩია, უნდოდა დაევიწყებიანა ილია საბოლოოდ, აპირებდა ძალიან დამთვრალიყო და სულ არ აინტერესებდა ვინ რას იტყოდა მასზე.
შვინდისფერი გრძელი, ღრმა დეკოლტიანი კაბა ჩაიცვა, მარჯვენა ფეხზე პრარეზით. ქუსლებიც შვინდისფერი ჩაიცვა და მაკიაჟიც ამ ფერში გადაწყვიტა.
გრძელი თაფლისფერი თმა კი დაიხვია და ზურგზე ჩამოიყარა.
სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალი კმაყოფილმა შეავლო და გაბრიელის ზარს დაელოდა. ტელეფონზე ზარის ნაცვლად კარზე გაისმა. მარიამმაj გააღო და ზღურბლზე გაბრიელი დაინახა.
ეგრევე იცნო.. ძალიან იყო შეცვლილი, მაგრამ იცნო. უფრო გამხდარი და ფერმკრთალი მოეჩვენა, თან სათვალე ეკეთა. გამაღლებულა და დავაჟკაცებულა.
“უფრო გასიმპატიურებულა” გაიფიქრა მარიამმა.
ისევ ისეთი ღია, ბიბინა ბალახისფერი თვალები ჰქონდა.
გაბრიელმაც შეათვალიერა გოგონა და ერთი დიდი ნერbწყვი გადაყლაპა. შემდეგ გაიღიმა, მარიამმაც გაუღიმა.
-როგორ გაზრდილხარ. - თქვა გაბრიელმა, ამასობაში მარიამი სახლისან გამოვიდა, კარები ჩაკეტა და ბიჭთან ერთად სადარბაზოდან გავიდა.
-ხო, გავიზარდე. 27 წლის ვარ...
-გალამაზებულხარ.
-ადრე არ ვიყავი ლამაზი? - გაეცინა მარიამს.
გაბრიელს არ უპასუხია, გოგონას ძვირადღირებული მანქანის კარები გაუღო და თვითონაც მიუჯდა საჭეს.
-ჩემი სახლიც ნინიმ გითხრა?
-არა, მე ჩემი ხერხები მაქვს. - თვალი ჩაუკრა გოგონას.
-სათვალე დიდი ხანია გიკეთია?
-შვიდი წელი.
-მიზეზი?
-არაფერი სერიოზული.
მარიამს მოეჩვენა, რომ ბიჭს არ სურდა ამაზე საუბარი და აღარაფერი უკითხავს.
ტელეფონზე ვიღაც ურეკავდა, ილიას სახელი რომ ამოიკითხა ძალიან გაუკვირდა, მაგრამ უპასუხა. ხმა გააკონტროლა, რომ ილიას არ გაეგო მისი განერვიულება.
-ალო.
-როგორ ხარ მარი?
-მარიამი ვარ და კარგად ვარ.
-ხო.. ისევ დამავიწყდა..
-რატო რეკავ?
-უბრალოდ მომენატრე..
მარიამმა ირონიულად ჩაიცინა და მკაცრი ხმით განაგრძო:
-ჩვენ დავშორდით, ასე რომ შემეშვი.აღარ მოგცემ ჩემით თამაშის და გართობის უფლებას, ხომ იპოვე გულის სწორი, ხოდა ის გყავდეს. აღარ დამირეკო.
სწრაფად გაუთიშა და ნომერიც დაბლოკა. სულ დაავიწყდა გაბრიელი რომ ეჯდა გვერდით, მაგრამ ბიჭს არაფერი უკითხავს და ამის გამო მისი მადლიერი იყო.
რესტორანთან გააჩერეს მანქანა და ხელკავით შევიდნენ.
მარიამმა ნინი იპოვა და მასთან იჭორავა. შემდეგ სხვა კლასელებთანაც გააბა საუბარი. ყველა ძალიან მონატრებოდა. გაბრიელი გვერდიდან არ სცილდებოდა.
სუფრას მიუსხდნენ და კიდევ მოვიდა ერთი გოგო. მარიამმა მას რომ შეხედე გაქცევა მოუნდა.
ბავშვობის მოსისხლე მტერი, გაბრიელის ყოფილი შეყვარებულ და ყველაზე საზიზღარი გოგო, თეონა.
ზიზღი ალბათ სახეზეც დაეტყო, რადგან ნინიმ ჩასჩურჩულა დამშვიდებულიყო.
მარიამმა ბევრი დალია, საცეკვაო მოედანზე გავიდა და გაბრიელი დალანდა, რომელიც თეონას ეცეკვებოდა, ერთი ხმადაბლა შეიკურთხა და ნიკასთან დაიწყო ცეკვა, თან გაბრიელს თვალს არ აცილებდა. ისიც უყურებსა გოგონას. პარტნიორები გაცვალეს და ახლა გაბრიელს ჰქონდა ხელები მარიამის წელზე შემოხვეული და ნელ მუსიკაზე ცეკვავდნენ.
-თავს როგორ გრძნობ? -ჰკითხა ბიჭმა.
-გადასარევად.
-ამდენი არ უნდა დაგელია!
-რა შენი საქმეა, შენც ხომ დალიე.
-მე არ ვსვამ!
-რატომ?
-მაქვს ჩემი მიზეზები
-მეც მაქვს ჩემი მიზეზები დალევისთვის.
-იმ ბიჭს ეხება?
-შენ რა იცი?
-მანქანაში ესაუბრე...
-აა.. ხო. მაგას ეხება.
მარიამი დამავიდდა და თავი განრიელის მკერდს მიადო.
-ხანდახან უბრალოდ მინდა რომ არ ვარსებობდე...
თქვა გოგონამ და გაიტრუნა. აღარს ბიჭს უთქვამს რამე.
სახლში წასვლის დრო იყო, მარიამმა სახეში წყალი შეისხა და ცოტა გამოფხიზლდა, შეამჩნია როგორ კოცნაობდნენ ნიკა და თეონა. ეს რომ ნინის უთხრა ორივე დაიხოცნენ სიცილით.
გაბრიელი ვერ იპოვა, არადა მას უნდა მიეყვანა სახლამდე. გარეთ გავიდა, სუფთა ჰაერი ესიამოვნა. გაბრიელის მანქანას მიაგნო და ფანჯრიდან შეიხედა...
გაბრიელი საჭესთან იჯდა და ვენაში ნემსს იკეთებდა, გოგონამ გაოცებისგან პირი დააღო.
ბიჭმა ამოხედა მას და შეიკურთხა.
-ფუ ამის... მარიამ ვიცი რასაც ჰგავს მაგრამ აგიხსნი..
მაგრამ მარიამი არ უსმენდა, უკანმოუხედავად გაიქცა, ტაქსი გამოიძახა და სახლში წავიდა....







თავი 2
დილით რომ გაიღვიძა თავი უსკდებოდა. ტანსაცმელიც არ ჰქონდა გამოცვლილი. ტლანქად წამოდგა და თავი მოიწესეიგა. მაცივარში ბორჯომი იპოვა და დალია.
მარიამს გუშინდელი გაახსენდა და გულისრევის შეგრძნება დაეუფლა.
გაბრიელი ნარკოტიკს იღებდა? ამიტომ იყო ფერმკრთალი და გამხდარი?
ამაზე ფიქრიც კი აშინებდა.
ფილმის ყურება გადაწყვიტა და სწორედ ამ დროს გაბრიელმა დაურეკა.
არ უპასუხა.
სამი ზარის შემდეგ მესიჯი მიიღო:
“ვიცი რომ გესმის რომ გირეკავ!! მარიამ გეფიცები ისე არ იყო ყველაფერი როგორც ჩანდა. შემხვდი და აგიხსნი”
მესიჯიც წაშალა.
საერთოდ რატომ აგრძელებდნენ კონტაკტს?
მარიამს ილია გაახსენდა და ამჯერად აღარ უგრძვნია დიდი ტკივილი, თითქოს გული ნელ-ნელა უმთელდებაო, მაგრამ გაბრიელზე ფიქრს ვერ ეშვებოდა.
ბიჭმა კიდევ რამდენჯერმე დაურეკა.
მარიამმა კი გული ვერ დაუდო ფილმს. ჩაიცვა და გარეთ დაიწყო სეირნობა.
ოცი წუთის შემდეგ პარკში დაჯდა, ნაყინი იყოდა და გემრიელად მიირთვა.
ბედნიერად მოსეირნე წყვილს შეავლო თვალი და დასევდიანდა.
ნეტავ ოდესმე ეღირსება წესიერი და წრფელი ორმაგი სიყვარული? თუ უსიყვარულოდ, ცხოველების გარემოცვაში დაიღუპება?
სწორედ ამ დროს გვერდით გაბრიელი მიუჯდა და უთხრა:
-ოცნებობ რომ სიყვარული გეწვიოს არა?
მარიამი შეხტა და გაფართოებული თვალებით გახედა ბიჭს.
-შენ რა, დამსდევ?
-შენი ნახვა მინდოდა და გუშინდელის ახსნა...
-არ მინდა..
-უბრალოდ მისმინე.. ვიცი, რომ ადრე ნაძირალა ვიყავი, ეს კარგად ვიცი და ბოდიში თუ ცუდად მოგექეცი ოდესმე. მე უბრალოდ.. შეგიძლია ეს საქციელები თინეიჯერობის და გარდატეხის ასაკს მიაწერო. ახლა დიდი ვარ. ადრე მეგონა რომ ცხოვრება სახალისო იყო, მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა, ჩემი ცხოვრების წესი შეიცვალა. სულ მინდოდა შენი პოვნა და შენ წარმოიდგინე გიპოვე. შენ ყველა ნაბიჯს ვაკვირდებოდი, მაგრამ არ მინდოდა შენ ცხოვრება. ისეთივე უფერული გამეხადა როგორიც ჩემია. ახლა არ ვიცი რა ვქნა, მაგრამ.. ამას გეუბნები, იმიტომ რომ დიდი ხანია გულში ვინახავ.
მარიამი ბრინჯივთ დაიბნა. ყურებს არ უჯერებდა. რას გულისხმობდა გაბრიელი ცხოვრების წესის შეცვლაში?
თვალზე მომდგარი ცრემლი თითით შეიმშრალა, წამოდგა და სანამ სახლისკენ მიმავალ გზას მიჰყვებოდა, ბიჭს უთხრა:
-მაგრამ შენ ხომ ნარკოტიკებს იღებ...
უკან აღარც მოუხედავს, სახლში მივიდა და ბევრი, ძალიან ბევრი ჭამა.
მობეზრდა ცხოვრება, თან როგორ! მაგრამ უბრალოდ გადაწყვიტა დინებას მიჰყოლოდა, იქნებ ყველაფერი გამოსწორებულიყო.
შუაღამე იყო და კარებზე ბრახუნის ხმამ გააღვიძა. გაბრიელი იყო, გაუღო და ბიჭი სახლში შემობარბაცდა, აშკარად მთვრალი იყო.
-გაბრიელ?! აქ რა გინდა???!
-ოდესმე ბოლომდე მაცლი რამის თქმას?!
-მთვრალი ხარ? აბა არ ვსვამო?
-წესით არც უნდა დამელია!!! წყეულიმც იყოს ეს ცხოვრება!
ბიჭმა ისე იღრიალა მარიამი შიშისგან აკანკალდა.
-შენ მე ნარკომანი გგონივარ არა?! -გააგრძელა შედარებით მშვიდი ხმით. - არ ვარ ნარკომანი! არც იმ დღეს ვიღებდი ნარკოტიკს! მე უბრალოდ...
-უბრალოდ რა?!
-როგორ გითხრა არც კი ვიცი...
გაბრიელს ჯიბიდან ნემსები გადმოცვივდა, ნერვუულად დასწვდა და მაგიდაზე დაახეთქა:
-ეს არ არის ჩვეულებრივი ნემსი!!! იცი რა ღირს?! ძალიან ძვირი, ძალიან!! და იცი რა არის? ინსულინი!
ახლა მარიამი უარესად დაიბნა. ინსულინი? კი მაგრამ, რატომ?!
ბიჭმა პერანგის სახელოები აიკაპიწა და ფერმკრთალი მაჯები გოგოს დაანახვა. სულ ნანემსრებით ჰქონდა დალურჯებული.
-ყოველ დილა-საღამოს ვიღებ ამ წყეულ ინსულინს, იმისთვის რომ ვიცოცხლო! დიაბეტი მაქვს მარიამ! შაქრიანი დიაბეტი! ავად ვარ გესმის?! სწორედ ამიტომ მიკეთია სათვალე, ამიტომ ვიკეთებდი ნემსს და ამიტომ ვარ ფერმკრთალი! რვა წლის წინ გავიგე და მხედველობასთან პრობლემებიც ამის მიზეზია. ესაა ჩემი ცხოვრების წესი.
კვლავ აიღო ნემსები და ჯიბეში ჩაიდო, პერანგის მკლავები გაისწორა და გაოცებული მარიამი ერთ ადგილას გაქვავებული დატოვა.
მარიამი ისევ დაწვა, მაგრამ ვერ ისვენებდა. ტვინში ისევ გაბრიელის სიტყვებზე ფიქრობდა. შემდეგ ლეპტოპი აიღო და დაგუგლა: “შაქრიანი დიაბეტი”.
ყველაფერი წაიკითხა რაც იპოვა და იმ აზრზმა, რომ ინსულინის მიუღებლობის შემთხვევაში, შეიძლება გაბრიელი მომკვდარიგო, აატირა.
თან საკუთარ თავზე ბრაზობდა, ეგრევე ნარკოტიკზე რატო გავიფიქრეო..
მაგრამ სხვას რას იფიქრებდაიმ მომენტში?
მთელი ღამე თეთრად გაატარა.
სამსახურში წავიდა, მაგრამ საქმესაც ვერ დაუდო გული. როგორმე გაბრიელისთვის ბოდიში უნდა მოეხადა.
მესიჯი ათასჯერ წაშალა, ბოლოს კი აი, რა გაუგზავნა:
“ბოდიში, უბრალოდ სხვა ვერაფერზე ვიფიქრე”.
მეტი ვერაფერი მიწერა.
სამსახურისან ნინის გაუარა და იჭორავა. არაფერი უთქვამს გაბრიელზე, თითქოს ეს მისი გულის საიდუმლო გახდა, რომელსაც ბოლომდე დაიცავდა.
სახლისკენ მიმავალს ილია აესვეტა სადარბაზოსთან.
ახლაღა გაახსენდა მარიამს ის და საერთოდ არ ესიამოვნა მისი ნახვა.
-როგორ ხარ? - ჰკითხა ბიჭმა.
-კარგად.
-ვილაპარაკოთ?
-არ მინდა ლაპარაკო, არცაა სასაუბრო რაიმე..
-მე ვწუხვარ... მინდა დაგიბრუნო..
სწორედ იმ დროს, როდესაც ილია გოგონას ტუჩებისკენ მიიწევდა გაბრიელი გამოჩნდა. ილიას ერთი მუშტი უთავაზა და დაემუქრა:
-ერთხელ კიდევ დაგინახავ მის სიახლოვეს და გეფიცები არ გაცოცხლებ!
შემდეგ მარიამს ხელი ჩაკიდა და სახლში აიყვანა.
-აქ რას აკეთებ? -ჰკითხა მარიამმა.
-შენი ნახვა მინდოდა. ის ტიპი ვინ იყო?
-ყოფილი..
-გიყვარს? - გაბრიელს ვენები დაებერა და ხელი მომუშტა.
-რაში გაინტერესებს?
-უბრალოდ მიპასუხე!
-აღარ...
სიჩუმე ჩამოწვა.
-ყავას დალევ? - ჰკითხა გოგონამ ბიჭს.
-არ ვეტანები კოფეინს. ჩაი გამიკეთე, უშაქრო.
მარიამი ჩაის აკეთებდა, როდესაც უკნიდან ხელები შემოხვიეს. შეხტა, ლამის მადუღარა გააგდო ხელიდან.
-ღმერთო! მაშინებ გაბრიელ!!
გაბრიელმა მის კისერში ჩარგო თავი და გოგონას სურნელი შეიყნოსა.
-საოცარი სუნი აგდის! მარწყვის..
მარიამი მოდუნდა და თავი უკან გადაწია.
შემდეგ ბიჭისკენ მობრუნდა და თვალებში ჩახედა.
-რატომ გამოჩნდი?
-იმიტომ, რომ ძნელია შენი დავიწყება...
ეს თქვა და მარიამს აღარაფრის თქმა აცადა, ისე დაეწაფა ტუჩებზე, თითქოს საუკუნეა ეს უნდაო...



თავი 3
მარიამმა ამ კოცნის გააზრებაც ვერ მოასწრო, ისე სწრაფად მოშორდა გაბრიელი მას და მისაღებ ოთახში დაბრუნდა.
-ჩაი აღარ მოგაქვს მარიამო?
ჰკითხა ჯერ კიდევ ერთ ადგილას გაქვავებულ მარიამს.
მარიამისთვის ეს ნამდვილად არ ყოფილა პირველი კოცნა, მაგრამ პირველს ათასჯერ ჯობდა, ისე აუჩქარა გული თავადაც გაუკვირდა. ნუთუ ბავშვობის გატაცებამ შეახსენა თავი?
გაბრიელს თავისი თავის გასულელების უფლებას აღარ მისცემდა.
გამოფხიზლდა, ჩაი გაამზადა და გაბრიელს გაუტანა. მხოლოდ გაწითლებული ტუჩები იუწყებოდა იმაზე, რომ ცოტა ხნის წინ ვიღაცას აკოცა. თავად ისე იქცეოდა ვითომც არაფერი მომხდარიყოს, რაც მარიამს უფრო აცოფებდა.
გაბრიელისგან მოშორებით დაჯდა და ყავა ერთი გადაკვრით დალია. სიგარეტის მოწევა მოუნდა, მხოლოდ ერთხელ ჰქონდა გასინჯული. არ იცის ეს აზრი რამ გაუელვა, საკუთარ თავზეც კი გაბრაზდა.
მარიამი ხომ ვერ იტანდა მწეველებს!
-აქ ჩაის დასალევად მოხვედი? - ჰკითხა ბიჭს.
-სასმელი შენ შემომთავაზე, მე კი უბრალოდ შენს სანახავად მოვედი.
მარიამს ჩაეცინა, რაზეც გაბრიელმა კითხვისნიშნიანი მზერა სტყორცნა.
-რა გინდა ჩემგან? რას ითხოვ?
-ვთქვი რამე მინდათქო? -ისევ გაიკვირვა ბიჭმა.
-მაგრამ ის კოცნა...
-ის კოცნა უბრალო არ იყო. აღიარე, რომ მოგეწონა!
-მე...
მარიამი სულ წამოწითლდა. გაბრიელმა გულწრფელად გაიღიმა და საათს დახედა.
-ინსულინის გაკეთების დროა.. კაი წავედი მე, აღარ შეგაწუხებ. ხვალამდე.
უთხრა გოგონას და სახლი დატოვა.
მარიამი ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს.სახე ხელებში ჩარგო და კიდევ ბევრი იფიქრა, მაგრამ მიხვდა რომ ფიქრით ვერაფერს გააწყობდა და სახლის დალაგებას შეუდგა.
საფუძვლიანად დაასუფთავა თითოეული კუთხე-კუნჭული და შემდეგ თავის ნამოქმედარს კმაყოფილი მზერა მოავლო.
ნინის დაურეკა, რომ გადმოსულიყო და ყავა დაელიათ.
ნინი რის ნინი იქნებოდა უარი რომ ეთქვა.
მალევე მოვიდა და გოგონები სამზარეულოში წავიდნენ. ყავა გაიკეთეს და კრუასანს შეექცნენ.
-აბა? - ჰკითხა ნინიმ მარიამს.
-რა აბა?
-გაბრიელი როგორ არის?
მარიამმა ამოიხვნეშა.
-მე საიდან უნდა ვიცოდე როგორ არის გაბრიელი?
-მარიამ!! 22 წელია გიცნობ! ცოტა გგონია? პატარაობიდანვე ჩავდაქალდით და შენი აზრით ვერ მივხვდებოდი? აღიარე, რომ გაბრიელი ისევ მოგწონს!!
-რა სისულელეა! არ მომწონს! ის ხომ ისევ ისეთი მექალთანეა... ისიც გულს მატკენს.
-შენამდე ქალები ეყოლებოდა რათქმაუნდა, აბა რა ექნა? ახლა შენ გიპოვა და მიხვდა რომ შენ ხარ ის ერთადერთი. ხოდა გავიგე, რომ ყველა ქალს შეეშვა შენს გარდა.
-რაა? საიდან გაიგე?
-ჯერ კიდევ ვერ გამიცანი?? დააოოო მე რას ვერ გავიგეებ!! - ბოროტულად გადაიხარხარა ნინიმ. მარიამიც აიყოლია..
კიდევ დიდხანს ისაუბრეს გოგონებმა, მაგრამ გაბრიელის თემას აღარ შეხებიან.
ნინის წასვლის შემდეგ, გოგონამ ძილი გადაწყვიტა. გადატვირთული დღე ჰქონდა.
ლოგინში ჩაწვა და ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა.გაბრიელის ნომერი იყო:
“ტკბილი ძილი მარიამო. ვგონებ სიზმრებშიც არ მომასვენებს შენზე ფიქრები”.
მარიამმა ტექსტი ათასჯერ მაინც გადაიკითხა და გაეღიმა. ტელეფონი გულში ჩაიკრა.
“მარიამო”...
მოეწონა როგორც გაბრიელი ეძახდა.
მარიამო... მარიამო...
გონებაში ჯერ კიდევ ტექსტს ჩაჰკირკიტებდა და ტუჩებზე იტარებდა თითებს, რომლებიც ჯერ კიდევ უხურდა...
ვერც კი მიხვდა ისე ჩაეძინა, მეტად ცუდი კოშმარი ნახა..: “მარიამი ტბის პირას იდგა და წყალს გადაჰყურებდა. წყალში ხელი ჩაყო, სულ შაქრიანი იყო..
მთელი ტბა დაშაქრული იყო, გაბრიელი კი ტივტივა ნავით ამ ტბის შუაგულში ცურავდა და მარიამს ეძახდა:
-მარიამო... მარიამო...
მარიამი კი ადგილიდან ვერ იძროდა. იდგა გაქვავებული და შეჰყურებდა ნავს, რომელიც იძირებოდა შაქრიან წყალში და გაბრიელიც თან მიჰყავდა.”
კივილით გამოიღვიძა. სულ გაოფლილი იყო...
წამოდგა და სააბაზანოში თავი მოიწესრიგა, მაგრამ ჯერ კიდევ ცუდად გრძნობდა თავს...
ტირილი მოუნდა..
ტკივილი იგრძნო თავში და რამდენიმე წამალიც დალია.
მაინც ვერ ისვენებდა.
ტელეფონი აიღო და დიდი ყოყმანის შემდეგ. დილის ოთხ საათზე გაბრიელს დაურეკა. ბიჭმა სამი ზარის შემდეგ უპასუხა, ძილისგან დაბოხებული ხმით:
-მარიამო? კარგად ხარ?
-მე.. მე კარგად ვარ.. - მარიამი ატირდა.
-რა ხდება? რა გატირებს?
-შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
-ხუთ წუთში მანდ ვარ... დამელოდე!
გაბრიელი მართლად მალე მოვიდა. გოგონა გულში ჩაიკრა და თმებზე დაიწყო ფერება. მარიამი ტიროდა და უფრო და უფრო ეკვროდა გაბრიელის მამაკაცურ მკლავებს.
კაი ხანი იდგნენ დერეფანში ჩახუტებულები, შემდეგ ტახტზე დასხდნენ.
-ნუ ტირი გთხოვ.. ძალიან ვიბნევი..
-ბო..ბოდიში..
-ბოდიშს ნუ მიხდი, აბა მითხარი რა მოხდა?
-ცუდი სიზმარი ვნახე..
-შეგეშინდა და მაგიტომ დამირეკე? - გაეღიმა გაბრიელს.
-ისეთი სიზმარი ვნახე, რომ მეგონა ცუდად იყავი.. - თქვა მარიამმა ამჯერად მშვიდი ხმით და როცა გააცნობიერა,რომ გაბრიელს მთელი სხეულით ეკვროდა, გაწითლდა და მას მოშორდა.
-მე მნახე სიზმარში?
-აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი...
-კარგი.. მოდი ჩემთან.
მარიამმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
-კარგი რა, რატომ ბავშვობ? აი ხომ ხედავ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, შენ გამო დილის ოთხ საათზე წამოვხტი. ამით რამეს მაინც უნდა მიმხვდარიყავი.. ნუ გრცხვენია რა! მოდი დავიძინოთ, კარგი?
მარიამმა თავი დაუქნია. გაბრიელი საწოლზე დაწვა და მარიამის ხელით ანიშნა გვერდზე მიწოლილიყო.
ასე ჩაეძინათ, გოგონას თავი ბიჭის მკერდზე ედო და მის სუნთქვას უგდებდა ყურს, ხოლო ბიჭი თავის თითებს მარიამისაში ხლართავდა...
დილით გოგონას გაბრიელი აღარ დახვდა. გუშინდელის გახსენებაზე სირცხვილისგან დაიწვა,მაგრამ თავი ხელში აიყვანა და გაიფიქრა: “ჩვენ უბრალოდ გვეძინა”.
საკუთარ თავთანაც არ აღიარებდა, რომ გაბრიელი მოსწონდა, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო.
გაბრიელი კი გოგოს მიმართ უბრალო მოწონებაზე მეტს გრძნობდა, თითქოს ისე შეეჩვია მის გარეშე ვეღარ სუნთქავსო.
მარიამს მესიჯი დახვდა: “სამსახურში მაგვიანდებოდა, არ ინერვიულო, კარგად ვარ. რამე თუ დაგჭირდება დამირეკე, მარიამო...”
გოგონას კვლავ გაეღიმა. უპასუხა: “დიდი მადლობა გაბრიელ, გუშინდელისთვის და ბოდიში”.
ბიჭმა პასუხი არ დააყოვნა: “სალაპარაკო მაქვს, შეგიძლია საღამოს, შვიდზე გაემზადო? გამოგივლი და გავიაროთ სადმე”
“კარგი”.
საღამოსთვის მარიამი მეტად ლამაზად გამოიყურებოდა.
გაბრიელმაც მოაკითხა და კომპლიმენტიც უთხრა, რაზეც გოგონა გაწითლდა და სახე მოსაცმელში ჩამალა, ხოლო გაბრიელს გაეცინა.
მყუდრო კაფეში დასხდნენ.
-რას შეუკვეთავ მარიამო?
-არაფერს, გმადლობ..
გაბრიელმა ჩაი შეუკვეთა.
-რა უნდა გეთქვა? - ნერვიულობა დაიწყო მარიამმა.
-იცი, მე.. მე მივდივარ..





თავი 4
მარიამს სუნთქვა შეეკრა, სახის გამომეტყველება წამებში შეეცვალა და ეცადა მშვიდი ხმით ეკითხა:
-რაა?
-ხო.. დედაჩემი იკეთებს ოპერაციას, თურქეთში და უნდა წავყვე..
-რა ჭირს დედაშენს?
-ღვიძლზე აქვს სასწაფო ოპერაცია გასაკეთებელი, დღესვე მივფრინავთ...
-კარგი...
-საჭიროდ ჩავთვალე, რომ უნდა გცოდნოდა...
-მადლობა.
მალევე მიაცილა მარიამი გაბრიელმა სახლამდე და სანამ გოგონა სადარბაზოში გაუჩინარდებოდა, თავისკენ მიატრიალა.
სახეები ერთმანეთთან ძალიან ახლოს ჰქონდათ, მარიამს სუნთქვა შეეკრა, ძალიან მოუნდა ახლა ბიჭს მისთვის ეკოცნა და მანაც არ დააყოვნა.
ამჯერად მათი კოცნა უფრო ხანგრძლივი და ვნებიანი იყო.
შემდეგ გაბრიელმა მარიამის მკლავს ხელი უშვა და სადარბაზოსკენ უბიძგა, თვალი ჩაუკრა და წავიდა.
სახლში მისულმა გოგონამ გარეთ მომხდარი გადახარშა და ახლაღა მიხვდა, რომ ის ნაპერწკალი, ბოლოს, კოცნის დროს, ცრემლი იყო გაბრიელის თვალებში....
ძილის გარდა ყველაფერი გააკეთა, სახლი დაალაგა,ასე იცის ხოლმე ნერვიულობის დროს, ყველაფერს აკრიალებს.
შემდეგ დივანზე ჩამოჯდა და დაფიქრდა..
ნეტავ მალე ჩამოვიდოდა გაბრიელი?
ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა, გაბრიელი იყო:
“ყველაზე ბევრი ორ კვირაში ჩამოვიდე,გაიღიმე მარიამო... მომენატრები და იმედია დამელოდები.”
მარიამს ცრემლი წამოუვიდა,სწრაფად შეიმშრალა და ტკბილად დაიძინა გაბრიელზე ფიქრებში...
ერთი კვირა უცბად გავიდა, მაგრამ მარიამს ტანჯავდა ბიჭზე ფიქრები.. თანაც გაბრიელი ერთხელაც არ შეხმიანებია,რაც მეტად უცნაური იყო.
გაიფიქრა, ალბათ არ სცალია და ვერ ახერხებს დაკონტაქტებასო..
შემდეგ ნინი ეწვია სტუმრად, გოგონას მეტად შეწუხებული სახე ჰქონდა.
-გაბრიელზე გაიგე? - ჰკითხა მარიამს.
-რა უნდა გამეგო? თურქეთშია ახლა, დედამისს ღვიძლის ოპერაციას უკეთებენ. მალე ჩამოვა ალბათ.
-შენ.. შენ არ იცი?
-რა? დიაბეტი რომ აქვს კი ვიცი!
-არა მარიამ.. ის.. როგორ გითხრაა, გაბრიელი..
-ამოღერღავ ბოლო-ბოლო? გამძვრა სული!
-მოკლედ... თურქეთში მას უკეთებენ ოპერაციას და არა დედამისს. ღვიძლზე. მოგატყუა, რატომ არ ვიცი მაგრამ ასე მოიქცა! ოთხი დღის წინ გაუკეთეს ოპერაცია, მაგრამ ჯერ კიდევ.. ჯერ კიდევ...
-რაა?! ნინი რა მოხდა?! კარგადაა?!
უცბად წამოხტა მარიამი სკამიდან და ხელების ქნევა დაიწყო, უკვე კანკალებდა და ტირილის პირას იყო მისული.
-მარიამ მისმა სხეულმა ამდენს ვერ გაუძლო.. დედამისმა გადაუნერგა ღვიძლის ნაწილი, მაგრამ გაბრიელის სხეული სუსტია.. დიაბეტის გამო.. ხომ ხვდები.. ხოდა ის კომაშია...
-კომაშია?? რა..რა? არა.. არ შეიძლება ეს სიმართლე იყოს, გესმის? არ შეიძლება!!
მარიამი ოთახში შევარდა, ჩემოდანი გადმოიღო და რაც ხელში მოხვდა ყველაფერი შიგ ჩაყარა.
-რას აკეთებ? - ჰკითხა ნინიმ.
-რას ნიშნავს რას ვაკეთებ? უნდა წავიდე.. გაბრიელს ვჭირდები.. მას მე ვჭირდები.. არ შემიძლია ნინი ვერ გავძლებ მის გარეშე. წავედი, თვითმფრინავით წავალ. შენ გამიგე მისამართი რა და მომწერე!
-იზმირშია იქ ჩადი და საავადმყოფოსაც გაგიგებ მალე.
გოგონებმა ერთმანეთი გადაკოცნეს.
მარიამი აეროპორტში მივიდა და ბილეთი იყიდა. რეისი ორ საათში იყო და მანამდე აქეთ-იქით ნერვიულად დააბიჯებდა.
ეს მისი პირველი ფრენა იქნებოდა.. მაგრამ ამაზე ნაკლებად ნერვიულობდა, მის ტვინში, გულში და საერთოდ ყველგან, მხოლოდ გაბრიელი იყო.
ფრენამ კარგად ჩაიარა. იზმირში ჩასული ტაქსიში ჩაჯდა და მძღოლს ის მისამართი წააკითხა, ნინიმ რომ მიწერა.
საავადმყოფომდე მალე მივიდნენ. გოგონამ თითქმის სირბილით აირბინა გაბრიელის პალატისკენ მიმავალი გზა და სანამ პალატაში შესვლას გაბედავდა, ღრმად ამოისუნთქა. გაუგია, რომ კომაში მყოფებს ესმით ყველაფერი.
გულის გადაშლა მოუნდა... პალატაში შეაბიჯა და გაბრიელის ასეთ მდგომარეობაში დანახვამ მასზე უზადოდ იმოქმედა.
ბიჭს ფერი უფრო დაჰკარგვოდა. ორივე ხელში უამრავი ნემსი ჰქონდა შერჭობილი.
გოგონამ საავადმყოფოს ხალათის მიღმა გაბრიელის პრესი დალანდა.
-გაბრიელ... - ძლივს ამოიღო ტირილისგან გამტყდარი ხმა და ხელახლა ატირდა. - მომენატრე.. გთხოვ გაიღვიძე რა.. იცი როგორ მიჭირს ახლა ლაპარაკი? საერთოდ ემოციებს არ ვამჟღავნებ.. მაგრამ შენ... შენ რაღაც დამმართე გესმის? ძალიან ძალიან კარგად ვგრძნობ თავს შენთან და გთხოვ.. არ.. არ მოკვდე თორემ მეც მოვკვდები. ვერ გავძლებ შენ გარეშე, ეს.. ეს იგივე რაც.. რაც თევზი წყლის გარეშე.. არ ვიცი რა ვქნა. - გოგონას სიმწრით გაეცინა. - დებილი ვარ, ხომ შემეძლო აქამდე თავად დამერეკა შენთვის? ან მომეწერა? შემეძლო!! ვერ მიპასუხებდი და მეც უფრო მალე გავერკვეოდი სიტუაციაში, მაგრამ არა! არ გავაკეთე იმიტომ რომ ზედმეტად ამაყი ვარ!! რატომ არ მითხარი გაბრიელ?
გოგონა ახლაღა მიხვდა მათი ბოლო კოცნის აზრს, ამდენი გრძნობა რომ ჩააქსოვა გაბრიელმა შიგ და თან ცრემლი რომ წამოუვიდა. არა, არა ეს ბოლო არ იქნება, თავი გააქნია მარიამმა.
გაბრიელის საწოლთან, სკამზე ჩამოჯდა და ხელზე დაადო ხელი.
-აღარ მიგატოვებ. აი სულ აქ ვიჯდები სანამ არ გამოფხიზლდები. არც კი იფიქრო სიკვდილი გესმის?! დაბრუნდი, დაბრუნდი ჩემო ბიჭო... იცი მაინც ადრეც რომ მომწონდი? - გულწრფელად გაეღიმა მარიამს. - სკოლაში.. მეცხრე კლასში შემიყვარდი და სულ თან დაგსდევდი, მაგრამ შენ ხომ თეონა გყავდა და არც კი გაინტერესებდი. მეგობრადაც არ მთვლიდი. შენ იყავი ჩემი პირველი ცალმხრივი სიყვარული, შემდეგ კი ილია. მშობლები დამეღუპა სამი წლის წინ და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ილია, დამამშვიდა და ხო იცი როგორც ხდება ხოლმე.. ორი წელი ერთად ვიყავით, მაგრამ ვიცოდი რომ არ ვუყვარდი, მღალატობდა და ასე შემდეგ.. დავშორდით და ზუსტად იმ ღამეს მირეკავ შენ. ერთი კვირა სრულ შოკში ვიყავი. შემდეგ შეგხვდი და მივხვდი, რომ ის ბავშვური გრძნობები დაბრუნდა და რაღაც უფრო დიდში გადაიზარდა. იმ დღეს თეონას რომ ეცეკვებოდი.. ლამის ბოღმისგან გავსკდი, საშინლად ვიეჭვიანე. შემდეგ კი.. ნემსს რომ იკეთებდი.. რა აღარ ვიფიქრე. ძალიან შემეშინდა. მერე ავაწყეთ რაღაც სახის ურთიერთობა და როცა თურქეთში წამოხვედი,. ჩემში ისევ სიცარიელემ დაისადგურა. - მარიამი ცოტახანს გაჩუმდა, ღრიალისმაგვარი ხმა ამოუშვა და ბიჭის ხელს თამაში დაუწყო, მის ლამაზ, გრძელ თითებს ხან თავისაში ხლართავდა, ხანაც სახეზე იტარებდა და კოცნიდა, თან ტიროდა და ბოლოს ამ სიჩუმეში კაცური, ბოხი და გოგონასთვის მეტად სასურველი ხმა გაისმა:
-ოჰ მარიამო.. ძალიან მიყვარხარ!



თავი 5
მარიამმა ცრემლიანი თვალები დაჭყიტა, ლამის გადმოსცვივდა ბუდეებიდან.
როდესაც მიხვდა, რომ ეს ხმა მისი წარმოსახვის ნაყოფი არ ყოფილა და გაბრიელის ლამაზ, გახელილ კრიალა მწვანე თვალებს შეხედა, სიხარულისგან წამოხტა და კივილი დაიწყო.
ისევ წამოუვიდა ცრემლები, ამჯერად სიხარულის და გაბრიელს მთელი სახე დაუკოცნა.
გაბრიელი მის ამ ქცევაზე იღიმოდა.
-ღმერთო მადლობა. დიდი მადლობა.. ჩემი ბიჭი დაბრუნდა, გაბრიელმა გაიღვიძა!! და.. ახლა რა უნდა ვქნა? ექიმებს როგორ დავუძახო? ვაიმე ძალიან დავიბენი... გული ცუდად მაქვს, მგონი სადაცაა გავსკდები.
დაიწყო ლაქლაქი მარიამმა და კიდევ დიდხანს ილაპარაკებდა გაბრიელის თბილი ტუჩები რომ არ ეგრძნო თავისაზე.
ჯერ კიდევ მასთან ახლოს იდგა და ზემოდან დაჰყურებდა.
-ამ ღილაკს დააჭირე. - უთხრა ბიჭმა. ტკივილნარევი ხმა ჰქონდა, რაზეც გოგონას გული გაეწურა.
მითითებულ ღილაკს დააჭირა და ექიმებიც მალე შემოცვივდნენ. მარიამი გარეთ გააგდეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და გაბრიელს სხვადასხვა გამოკვლევა ჩაუტარეს. გაბრიელის დედაც მივიდა ბიჭთან, ხოლო მარიამი მთელი ამ ხნის მანძილზე მოსაცდელში იჯდა, გვერდით თავისი ჩემოდანი ედო და მის ელვას ეჯაჯგურებოდა. ფრჩხილების დაკვნეტას იწყებდა, როდესაც გაბრიელის დედა, ქალბატონი მანანა გამოვიდა პალატიდან, გოგონას თბილად გაუღიმა და უთხრა:
-შენ გელოდება.
მარიამმაც გაუღიმა და პალატაში შევარდა.
გაბრიელის საწოლთან სკამზე ჩამოჯდა და თავი ჩახარა.
-თავს კარგად გრძნობ? - ჰკითხა ბიჭს.
-მშვენივრად. ინსულინიც ნორმაშია და ღვიძლიც.
-რატომ.. რატომ არ მითხარი რომ შენ იკეთებდი ოპერაციას და არა დედაშენი?
-ნაწილობრივ სიმართლე იყო,დედამ გადამინერგა ღვიძლის ნაწილი. შენი განერვიულება არ მინდოდა, სკოლაში ცხრიანს რომ იღებდი პანიკებში ვარდებოდი და როცა წარმოვიდგინე ამ ამბავის გაგებაზე რა დაგემართებოდა, ეგრევე გადავიფიქრე სიმართლის თქმა. მეგონა ადვილად გამოვძვრებოდი ამ ოპერაციიდან, მაგრამ როგორც ჩანს ისევ ამ წყეული დიაბეტის გამო კომაში ჩავვარდი. შენი ხმა გავიგე და გავიღვიძე. მარიამო.. ხომ მაპატიებ იმ ტყუილს?
-მე.. მე უკვე გაპატიე გაბრიელ. მე რაც ვთქვი.. აი წეღან, ხომ ხვდები რომ გეძინა.. ყველაფერი გაიგე?
დაიმორცხვა მარიამმა და ტირილისგან დასიებულ სახეზე ხელები გადაისვა.
-კი, თითოეული სიტყვა მტკიცედ გადავინახე ჩემს გულში..
-და.. და რას ფიქრობ?
-შენ გაიგე რა გითხარი როცა გამოვიღვიძე?
-არა - იცრუა მარიამმა,გაბრიელმა წარბები მაღლა აზიდა და გაიცინა.
-კიდევ მითხარი. - უთხრა გოგონამ.
-მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ! - გოგონა ყურებამდე იღიმოდა. სახე ახლოს მიუტანა გაბრიელს და აკოცა, მის ტუჩებს არ მოშორებია ისე თქვა:
-მე კიდევ შენ მიყვარხარ, ძალიან ძალიან.
კიდევ ოთხი დღე იყვნენ საავადმყოფოში, გაბრიელი ჯერ კიდევ სუსტად იყო.
ამ ხნის განმავლობაში გოგონა მას არ მოშორებია. უფრო ბევრი შეიტყვეს ერთმანეთის შესახებ.
თბილისში ერთ კვირაში დაბრუნდნენ. გაბრიელს ოთხი ნაკერი ჰქონდა, მშვენივრად გრძნობდა თავს, აღარაფერი სტკიოდა. დედამისიც კარგად იყო.
გაბრიელმა დედა სახლთან დატოვა და ახლა გოგონა მიიყვანა სახლამდე.
სანამ მარიამი მანქანიდან გადავიდოდა, ბიჭმა უთხრა:
-მარიამო.. არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო. შენ ხარ ჩემი სიცოცხლის ერთადერთი გამხალისებელი. ჩემი ცხოვრების წესის გამლამაზებელი. მიყვარხარ.
-მეც ძალიან ჩემო ბიჭოვ.
მარიამმა მას აკოცა და სახლში ავიდა. იქაურობა მოაწესრიგა და დიდი ხნის უნახავ ნინის შეხვდა, ყველაფერი მოუყვა. ნინი გახარებული იყო მეგობრის ბედნიერებით.


~1 თვის შემდეგ~
-გაბრიელ ინსულინი ხომ გაიკეთე?
-კიი მარიამო კიი. არ დამავიწყდება არასდროს ხომ იცი, რაღას ნერვიულობ.
ყოველი დილა ასე იწყებოდა. მარიამი ბიჭს ტელეფონზე ურეკავს და წამლების შესახებ ახსენებს, მიუხედავად იმისა რომ გაბრიელი ამას მის გარეშე კაი ხანია აკეთებს.
ის ისეთი მზრუნველი იყო, რომ გაბრიელს გულში სითბო ეღვრებოდა ხოლმე.
“მარიამო. დღეს განსაკუთრებულად გაემზადე. 8 საათზე სადარბაზოსთან დაგხვდები.”
გოგონას გაუხარდა, დიდი ხანია გარეთ არ ყოფილან.
გადაწყვიტა კამკამა მწვანე ფერის, მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა ჩაეცვა ღრმა დეკოლტით. საშინლად უხდებოდა. თმები ცხენის კუდად შეიკრა და დაბლა ჩავიდა.
გაბრიელი დროზე მოვიდა და გოგონას მხურვალე კოცნით მიესალმა.
-ყველაზე ლამაზი ხარ მთელს მსოფლიოში!
გოგონა გაწითლდა და ბიჭს ჩაეხუტა.
გზა ეცნო.
-არ მითხრა რომ იქ მიგყავარ სადაც მგონია. - გაეცინა გოგონას.
გაბრიელმა მანქანა სკოლის წინ გააჩერა, მათი სკოლის წინ.
გოგონას ხელი ჩაკიდა და სკოლაში ერთად შეაბიჯეს.
-ათი წელია აქ ფეხი აღარ შემომიდგამს.
-ჰო არც მე. უცნაურია..
თავიანთ ძველ კლასში ავიდნენ. მარიამმა გაოცებისგან პირი დააღო, როდესაც რომანტიკული ვახშამი დაინახა, სწორედ იმ მერხზე სადაც თვითონ იჯდა ხოლმე. გაბრიელს მოეხვია და გახარებულმა ამოკნავლა:
-საუკეთესო და გიჟი შეყვარებული ხარ!
მშვიდად ივახშმეს, ძველი ამბები გაიხსენეს და ბევრი იცინეს.
-გახსოვს იმ ყვავილს - გაბრიელმა ხელი ქოთნის ყვავილისკენ გაიშვირა, რომელიც ფანჯრის რაფაზე იდგა, მთელი ათი წელი, ან მეტი... - იმ ყვავილს უსხამდი წყალს. და მერე მე..
-მერე შენ უკნიდან მომეპარე, ბოთლი გამომართვი და ზედ გადამასხი. ჰო მაგას რა დამავიწყებს!
-საზიზღარი ვიყავი... და ის გახსოვს მაგ ქოთანში ჭიკარტებს რომ გიტოვებდი?
-ო ღმერთო!! ეგ შენ იყავი? შენ მართლა საზიზღარო!! იცი რამდენჯერ დამჩხვლეტია თითი მაგის გამო?
ორივეს ხმამაღლა გაეცინა.
გაბრიელი წამოდგა.
-მოდი.
გოგონა მასთან მივიდა.
-მიდი ქოთანთან.
მარიამიც მივიდა.
-შეამოწმე, ჭიკარტი ხომ არ გდია?
მარიამი დაიბნა, მაგრამ ჩაიხედა, თვალები გაუფართოვდა და ცრემლები წასკდა. ბრჭყვიალა ნიშნობის ბეჭედს დაავლო ხელი და ბიჭისკენ მიბრუნდა, რომელიც ჩამუხლული დახვდა.
-მარიამო.. ყველაზე ლამაზო,ნაზო და კარგო გოგონავ. ძალიან მიყვარხარ, მინდა მთელი ცხოვრება შენს დაძინებას და გაღვიძებას ვუცქირო, შენით დავტკბე ყოველ დღე. მინდა მთლიანად ჩემი გერქვას და ერთადერთი და უკანასკნელი ქალი იყო ჩემთვის! მინდა რომ ჩვენი შვილები ამ სკოლაში ვატაროთ, რადგან სწორედ აქ იღრმავებს ფესვებს ნამდვილი სიყვარული. ეს უფრო ადრეც უნდა გამეკეთებინა! მაგრამ იცოდე რომ თუ დამთანხმდები ჩემი ცხოვრების წესი, ჩვენი გახდება და არ მინდა ამით იტანჯო, ან თუნდაც ერთი წამით ინანო ჩემთან ყოფნა. მიყვარხარ ჩემს თავზე მეტად. ცოლად გამომყვები?



თავი 6
მარიამი ყურებს არ უჯერებდა. ხელები სახეზე აეფარებინა და ტიროდა. როგორც იქნა ხმა ამოიღო:
-კი.. კი კი და კი!! გამოგყვები!
უცბად მივიდა გაბრიელთან და ხელები მჭიდროდ მოჰხვია.
-მიყვარხარ, შენს გარეშე ვერ გავძლებ და ერთი წუთითაც არ გაიფიქრო რომ ამას ოდესმე ვინანებ. არც ჩემი მიტოვება გაიფიქრო თორემ შეიძლება აპოკალიფსი მოვახდინო!
-მარიამო ვგიჟდები შენზე, განსაკუთრებით მაშინ რომ დაიქოქები ხოლმე!
ქორწილი ერთ კვირაში გადაწყვიტეს.
მარიამი ბრწყინავდა, პირდაპირი გაგებით! იმდენად ბედნიერი იყო აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.
ის ქოთანი, რომელშიც ბარაქის ხე იმშვენებდა თავს თავიანთ ახალ სახლში გადაიტანეს.
ეს მათი ერთგვარი სიყვარულის სიმბოლო გახდა.
ორი დღით ადრე ქორწილამდე მარიამის სახლში იყვნენ. ჩახუტებულები იწვნენ დივანზე და ფანჯრიდან გაჰყურებდნენ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. უცბად გაბრიელმა ლაპარაკი დაიწყო, თან შიგადაშიგ მარიამს თავზე კოცნიდა და უფრო ჰხვევდა მკლავებს, თითქოს მისი დაკარგვის ეშინიაო.
-იცი, მე ძალიან რთული პერიოდი მქონდა სკოლის დამთავრების შემდეგ. თეონას მალევე დავშორდი მაგრამ ეს არ იყო მთავარი პრობლემა. 4 წლის წინ ერთი გოგო მიყვარდა, ლიკა. მართლა ძალიან მიყვარდა. ოღონდ არ იეჭვიანო, ხომ იცი რომ შენ ერთადერთი და განუმეორებელი ხარ, უბრალოდ მინდა მოგიყვე. ცოტახანი ვიყავით ერთად, მეფიცებოდა, რომ ვუყვარდი. არ იცოდა დიაბეტი რომ მქონდა და როცა ეს ვუთხარი თავი გაიგიჟა. ავადმყოფოო აი ასე მითხრა ზუსტად და მიმატოვა, რადგან არ შეეძლო ავადმყოფთან ბედნიერი ყოფილიყო. - მარიამი ბრაზისგან სულ წამოწითლდა, ცრემლიც მოერია. - მითხრა შენ მერე დაბრმავდები კიდევაცო, ან შენ დალურჯებულ მკლავებს მუდმივად როგორ ვუცქიროო? ასე გაქრა ლიკა ჩემი ცხოვრებიდან. მის მერე სიყვარულზე უარი ვთქვი და ქალებში სიარულს მოვუმატე, გულთან ახლოს კი არავის ვუშვებდი. ასე მარტივად გაქრა ჩემშიც ის მცირე სიკეთე და გონიერება რაც იყო.. შენ რომ გამოჩნდი მეშინოდა.. მეშინოდა რომ ხელს მკრავდი და მე კვლავ მეტკინებოდა. ოჰ მარიამო იცი როგორ მეშინოდა? ღამეები არ მეძინა და მაშინ როდესაც მანქანაში დამინახე, ნემსის გაკეთების დროს სუიციდზეც ვიფიქრე, რადგან უნდა ამეხსნა ყველაფერი და ეს იმდენად მიჭირდა სასმლის გარეშე ვერ გავბედე. მაგრამ შენ აღმოჩნდი ყველაზე ძლიერი ქალი ამქვეყნად! შენ მე ისეთი მიმიღე როგორიც ვარ, ყველანაირი ნაკლით. იმდენად უმანკო, ლამაზი, კარგი და კეთილი ხარ! შემიძლია მთელი დღე გიმეორო, რომ მიყვარხარ!!
გაბრიელმა დაასრულა თუ არა თხრობა, გოგონას ტუჩები იგრძნო თავისაზე. ასე დიდხანს იყვნენ, ტუჩებით უბრალოდ ეხებოდნენ ერთმანეთს და ეს ყველაფერს ამბობდა...
ქორწილის დღეც დადგა. მარიამს მეჯვარედ ნინი ჰყავდა, ხოლო გაბრიელს თავისი ძმაკაცი ნიკოლოზი.
მარიამი იმდენად თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა, რომ გაბრიელს გული შეეკუმშა და ძგერა მილიარდჯერ სწრაფად განაგრძო. თავის გადაწყვეტილებას არასდროს ინანებდა, მას ხომ ეს ანგელოზი უნდა მოეყვანა ცოლად!
ქალი რომელიც შვილებს გაუჩენდა!
მარიამისთვის სრული შოკი იყო ის რომ გაბრიელმა მისთვის იმღერა. ვერც კი წარმოიდგენდა რომ ბიჭს ასე მაგრად შეეძლო სიმღერა. მისი ბოხი მაგრამ ამავდროულად საშინლად ნაზი ხმა გოგონას სხეულს სიამოვნების ჟრუანტელს ჰგვრიდა.
თაფლობის სრული ერთი თვე ბორა ბორაზე გაატარეს. ყოველი დღე ლამაზი და თავგადასავლებით სავსე იყო მათთვის. ერთმანეთით ბოლომდე ტკბებოდნენ.
თბილისში დაბრუნდნენ და საკუთარ სახლში შეაბიჯეს, რომელიც იმდენად ლამაზი იყო ნებისმიერი ისურვებდა თავისი ყოფილიყო.
გაბრიელი წელს ზემოთ შიშველი იყო და საწოლზე იწვა. გოგონას თავი მის მკერდზე ედო და ბიჭის პრესზე თითებს უმისამართოდ დაატარებდა. ზემოდან არაფერი ეფარა, მაგრამ ბიჭის ფერმკრთალი სხეულიდან გამოყოფილი სითბო ჰყოფნიდა მის სხეულს გასათბობად.
-გაბრიელ... - გაისმა გოგონას მოგუდული ხმა.
-ჰო მარიამო..
-იცი, რომ მიყვარხარ? უზომოდ.. ძაალიან ძაალიაან! ნეტავ აქამდე სად იყავი! მიყვარხარ. - უსასრულოდ ბუტბუტებდა გოგო და ბიჭს მკერდზე ჰკოცნიდა.
-ლამაზო მეც მიყვარხარ ყველაფერზე მეტად.
გაბრიელმა გოგონას შუბლზე აკოცა.
-მარიამოო!! ცეცხლის ალი გაქვს მოდებული. სიცხე გაქვს ალბათ.
ბიჭმა თერმომეტრი მოიტანა და მარიამს სიცხე გაუზომა. 40გრადუსი ჰქონდა. თან ბუტბუტებდა და იოფლებოდა.
გაბრიელი სასოწარკვეთაში ჩავარდა. სიცხის წამლებიც მისცა გოგონას, მაგრამ ვერაფრით მოარჩინა. ძალიან შეეშინდა. თავისი ნაზი გოგონას სხეული ხელში აიტაცა, თბილათ ჩაფუთნა და მანქანით საავადმყოფომდე მიიყვანა.
-ფილტვების ანთებაა. - უთხრა ექიმმა გაბრიელს, რომელიც მარიამის საწოლთან იჯდა პალატაში.
-რა უნდა ვქნა? - იკითხა შეცბუნებულმა ბიჭმა. ძალიან ნერვიულობდა. მის მარიამო-ს რამე რომ დამართნოდა თავს არ აცოცხლებდა!
-მომდევნო სამი დღე საავადმყოფოში იქნება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. შემდეგ სახლში გავწერთ და წამლების რეცეპტსაც გაგატანთ. არ ინერვიულოთ ყველაფერი კარგად იქნება. ეძინოს, ჯერ სუსტადაა, გრიპიც აქვს და ეცადეთ მის სიახლოვეს მოერიდოთ.
ექიმის გასვლისთანავე გაბრიელს რამდენიმე ცრემლი ჩამოსცვივდა. ვერ ეგუებოდა ასეთი მარიამის ცქერას. ნეტავ სტკიოდა?
ხელზე შეხება იგრძნო. მარიამს გამოღვიძებოდა. თითები ახლართეს ერთმანეთში და ბიჭმა მის ხელს აკოცა.
-კარგად ვარ, ნუ ნერვიულობ.
-გტკივა რამე მარიამო?
-არა. მიმღერე რა...
-რა გიმღერო? - გაეღიმა ბიჭს.
-ქორწილში რაც მიმღერე ის! მოდი ეგ ჩვენი სიმღერა იყოს. - სუსტი ხმით ლაპარაკობსა მარიამი.
ბიჭმა სიმღერა დაიწყო, თან გოგონას ხელს არ უშვებდა.
“we were just kids when we fall in love..”(ed sheeran-perfect)...
მარიამს ჩაეძინა.
საშიში არაფერი სჭირდა და ექიმების, წამლებისა და გაბრიელის გარეშე ოთხ დღეში ფეხზე დადგა. მაგრამ გაბრიელი ერთი კვირა მაინც თავს ევლებოდა.


~1 თვის შემდეგ~

სამსახურიდან დაბრუნებულ გაბრიელს მარიამი საღამოს კაბაში დახვდა გამოწყობილი.
გაუკვირდა და გაუხარდა, ცოლს აკოცა და სავახშმოდ დასხდნენ.
გოგონა მეტად კარგ ხასიათზე იყო.
-რა ხდება? - ჰკითხა ღიმილით ბიჭმა.
-დამელოდე კაი? ოთახში შევალ და უცბად გამოვალ. როგორც კი შევალ ორი წუთის მერე ჩვენ ბარაქის ხეს წყალი დაუსხი. - თვალი ჩაუკრა მარიამმა და ოთახში გაუჩინარდა.
ბიჭი მიხვდა, რომ რაღაცაში იყო საქმე, მალევე მიუახლოვდა ქოთანს და შიგ ჩაიხედა.
გაიცებისგან თვალები დაჭყიტა. ორსულობის ტესტი აიღო, რომელიც ორ წითელ ხაზს უჩვენებდა და სიხარულისგან დაიღნავლა. ამასობაში მარიამიც გამოვიდა ოთახიდან. მხოლოდ გრძელი მაისური ეცვა წარწერით : “მე მამიკოს გოგო/ბიჭი ვარ!”.
-შენ.. შენ მართლა...
-ჰო გაბრიელ! ორსულად ვარ!
ბიჭი მარიამს მივარდა ხელში აიყვანა და დაატრიალა, შემდეგ ფრთხილად დასვა და აკოცა.
-იცი მაინც რა მაგარი გოგო ხარ?



თავი 7
სამი თვის მუცლით მარიამი ძალიან ლამაზი იყო. გაბრიელი ყოველდღე ელაპარაკებოდა მუცელში მყოფ საოცრებას. გოგონას კი მის საქციელზე ეღიმებოდა.
ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად იყო.. მაგრამ გაბრიელი იყო ცუდად..
ექიმმა უთხრა შენი დიაბეტი უფრო და უფრო რთულდებაო და კიდევ ათასი წამალი გამოუწერა, რომელიც ყოველდღიურად მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიეღო...
მხედველობაც უფრო და უფრო აკლდებოდა, მაგრამ ამ ყველაფერს ორსულ ცოლს არ ეუბნებოდა.
საოცარი წყვილი იყო მარიამი და გაბრიელი. ორი პოზიტივი და სილამაზე.
ყოველი დღე განსხვავებული, ფერადი, ლამაზი და ხალისით სავსე ჰქონდათ.
ღამის სამი საათი იყო, მარიამმა მასზე მიხუტებული ქმარი წუწუნით რომ გააღვიძა:
-გაბრიეელ...
-ჰო მარიამო. - ძლივს თქვა ნახევრად მძინარე ბიჭმა.
-გაიღვიძე რაა!!
-ჰოო ჰო მღვიძავს გისმენ. - უცბად წამოჯდა გაბრიელი და თვალები მოისრისა.
-წადი მარწყვი მომიტანე რაა..
-აუფ გოგო რა მარწყვი შუა ზამთარია სად ვიშოვო?
-ძალიაან მინდა გთხოვ რაა... აუ ვიტირეეებ!! - გოგონას ცრემლები წამოუვიდა, გაბრიელმა ცრემლები ტუჩებით დაუშრო, შუბლზე აკოცა და წამოდგა.
სიბნელეში სამჯერ მიეჯახა კარადას. შუქი რომ აანთო მაშინაც ძლივს დაიბრუნა თვალში ხედვის უნარი.
-ბრმავდები? - იხუმრა მარიამმა.. ბიჭმაც გაუცინა.
მთელი თბილისი მოიარა ტაქსით და ეს მარწყვი შუა ზამთარში ღამის სამ საათზე ვერსად იშოვა. ბოლოს გოგონას დაურეკა.
-მარიამო სხვა რამე არ გინდა?
-აუ აღარ მინდა მარწყვი. მჟავე კიტრი, ნუტელა და მოხარშული სგუშონი წამომიღე. ხო და ვაშლიც მწვანე!
გაბრიელმა ამ მენიუზე ბევრი იცინა, მაგრამ თავის ლამაზ გოგონას ყველაფერი უყიდა.
შემდეგ უყურებდა როგორ გემრიელად ჭამდა მარიამი ამ ყველაფერს.
ყველა წვრილმანს იმახსოვრებდა მასში.
გოგონა სულ შოკოლადით იყო მოთხვრილი.
გაბრიელმაც არ დააყოვნა და საკუთარი ხელით (ტუჩით ვერ მოაშორებდა....) მოაშორა თითოეული ლაქა სახეზე. შემდეგ დაიძინეს.
ერთ დღეს როდესაც გაბრიელი ბარაქის ხეს რწყავდა გოგონამ ოთახში გაცეცხლებული სახით შემოაბიჯა.
-გაბრიელ!! შენ ძველ ფეისბუქს ვათვალიერებდი!! იციი ძალიან მაინტერესებს ვინ არის ეს გოგო ვისთანაც ფოტო გაქვს გადაღებული 6 წლის წინ! კალთაში გიზის დიდის ამბით და სასმელს წრუპავს! ვინ მიგდია შენ რომ კალთაში გეჯდა?! - ყვიროდა მარიამი.
გაბრიელს ძალიან გაეცინა რაზეც გოგონამ ბალიშები ესროლა.
-რა გაცინებს??!
-ოხ მარიამოო.. რა ოხერი ხარ ვინც არ გიცნობს! თავადაც აღნიშნე ექვსი წლის წინო.. თან არც მახსოვს ვინაა, აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
მარიამი დაიჭყანა და უეცრად ტირილი დაიწყო. დივანზე ჩამოჯდა და ბალიში ჩაიხუტა. მოთქმით ტიროდა. გაბრიელი დასერიოზულდა და გოგონას გვერდით მიუჯდა.
-მარიამო ნუ ტირი... რა გჭირს?
-სულ.. სულ რამდენი გყოლია ჩემამდე? - ამოისლუკუნა გოგონამ.
-აუ არ ვიციი ეე.. არ ვითვლიდი გესმის? ამას არ აქვს მნიშვნელობა მარიამოო.
გოგონა ტირილს უმატებდა. გაბრიელმა მხარზე დაადო ხელი, მან კი მოიშორა.
-მისმინე, ახლა გეყოფა ტირილი და ჩამეხუტე. ან არადა იცოდე წავალ და დღეს ჩემ მშობლებთან დავრჩები.
გოგონა ისევ ტიროდა.
-წადი.. - უთხრა გაბრიელს და ისიც ხმადაბალი შეკურთხებით გარეთ გიჟივით გავატდა და ის ღამე მშობლებთან დარჩა. რთული ორსულობა აქვსო მოიმიზეზა.
მეორე დღეს სამსახურის გზაზე იყო მარიამი რომ დახვდა ქუჩაში. ნამტირალები თვალებით და დასიებული სახით.
-გაბრიელ..
-ხო მარი.
გოგონას იმდენად ეუცნაურა ასე რომ მიმართა, რომ გულში რაღაც ჩაწყდა.
-არ დამტოვო რა. მარტო ვერ გავძლებ! აღარ დამიძახო მარი თორემ გეფიცები მოვკვდები! მიყვარხარ ძალიან. შენ გარდა არავინ მინდა და არც მყავს ვინმე. გუშინ ცუდად მოვიქეცი და რომ წახვედი ძალიან შემეშინდა. სახლში მარტო ყოფნაც აღარ შემიძლია გესმის? ვეღარ ვსუნთქავ! იმდენი ვიტირე ბარაქის ხესთან რომ ის სულ დავალპე. - აქ გოგონას გაეცინა და ცრემლები შეიმშრალა.
შემდეგ ერთმანეთს ჩაეხუტნენ.
-მარიამო მეც მიყვარხარ. მე სულ შენთან ვიქნები...
ასე გავიდა კიდევ ორი თვე.. ხან ჩხუბობდნენ ხან იცინოდნენ და ერთმანეთის სიყვარულით ტკბებოდნენ..
იმ საბედისწერი დღემდე...
9 აპრილი... მარიამი სახლში მარტო იყო და მჟავე კიტრს შეექცეოდა, თან გაბრიელს ელოდებოდა, რომელიც სამსახურიდან ერთ საათში ბრუნდებოდა. ცოტახანში ტელეფონზე ზარი შემოუვიდა:
-ალო.
-ქალბატონი მარიამი ბრძანდებით?
-დიახ, რა ხდება? - განერვიულდა გოგონა.
-თქვენი მეუღლე გაბრიელი იაშვილის კლინიკაშია. მობრძანდით და დამატებით ინფორმაციას ადგილზე ექიმები გაგაცნობენ.
მარიამს ტელეფონი გაუვარდა და სახლიდან ისე გავარდა არაფერზე ფიქრობდა გაბრიელის გარდა. ტაქსით უცბად მივიდა ადგილამდე და გაბრიელის პალატის გაგებისას მთელი ძალა გამოიყენა სირბილისთვის. თან მუცელზე ედო ხელი რომ ამ პატარა არსებას გაეძლო..
გაბრიელის ექიმმა უთხრა:
-ქალბატონო რთული მდგომარეობა აქვს ძალიან.. თვალებიდან ვეღარ იხედება.. დიაბეტი შიგნიდან ჭამს მის ორგანიზმს. სამწუხაროდ ვერაფერს ვიზავთ სიტუაციის გამოსწორების მიზნით. წამლებიც უძლურია უკვე და დიაბეტის განსაკურნი წამალი ჯერ არავის გამოუგონებია. ძალიან ვწუხვარ..
მარიამი ცრემლებს ვერ იკავებდა, ცალი ხელით მუცელს ეფერებოდა ხოლო ცალი პირზე მიეფარებინა.
-შეიძლება შევიდე?
-კი შებრძანდით.. სძინავს.
მარიამი პალატაში შევიდა, განრიელთან ახლოს ჩამოჯდა და ხელი ჩასჭიდა..
-გაბრიელ... რატომ არ გვაცდის ცხოვრება ბედნიერებას? რატომ ხდება ეს ყველაფერი? ღმერთო... როგორ მიყვარხარ იცი? ჩემი გულის და სულის უდიდესი ნაწილი გიკავია. შენი ჩემში ხარ ჩემი ხარ! ეს პატარა. ჩვენია და ძალიან უნდა მამიკოს ნახვა. გაიღვიძე რა..
ხელზე ხელის სუსტი მოჭერა იგრძნო. გონზემოსულ გაბრიელს ახედა. ბიჭი თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
-მარიამო.. მარიამო ვერ ვხეედავ!!! ვერაფეერს ვხედავ. შენ ლამაზ სახეს ვერ ვხედავ ...
ყვირილი დაიწყო. ტიროდა ორივე. მარიამი გვერდით მიუწვა, სახეზე ეფერებოდა და ანუგეშებდა მას, როგორც შეეძლო..
-ჩვენ ამასაც გადავიტანთ გაბრიელ.. ჩვენ ყველაფერს შევძლებთ.
მაგრამ ბიჭს პულსი უსუსტდებოდა, ხელები ეყინებიდა და ნელ-ნელა სული ეცლებოდა. მარიამი დასტიროდა მის ხელებში მომაკვდავ ბიჭს და ექიმებს არ უშვებდა მასთან.


ბარაქის ხის ქოთანთან მიდის გოგონა და მასში დამალულ გაბრიელის ანდერძს პოულობს:
“პირველ რიგში მარიამო მიყვარხარ! უზომოდ და უსასრულოდ! ყველაზე მტკიცედ! ბოდიში რომ ასეთი სუსტი აღმოვჩნდი და ამით შენ ძალიან გატკინე. ბოლო სურვილი იქნება რომ ჩვენ ჯერ არდაბადებულ ბიჭუნას კარგად მოუფრთხილდე, ის ხომ ერთადერთია რაც ჩემგან დარჩა.. არ ინერვიულო რა ლამაზო! ვიცი ცუდად ვიქცევი ამას რომ გთხოვ მაგრამ მინდა იცოცხლო და იბრძოლო, გააკეთე ეს ჩემთვის, ჩვენი ბიჭისთვის. დამიანე დაარქვი რა! იცხოვრე ჩემთვის, არ დამივიწყო მაგრამ არც სულ ჩემზე იფიქრო. მიყვარხარ მარიამო...”
გოგონა ცხარე ცრემლით ტიროდა.
-მეც მიყვარხარ! - ამოიხრიალა და თითქოს იგრძნო მისი ტუჩები როგორ ეხებოდნენ გოგოსას...



*7 წლის შემდეგ*
-დამიანე გაიღვიძე დეე! სკოლაში პირველი დღეა.
მწვანეთვალება ბიჭი წუწუნით წამოდგა საწოლიდან და დედიკოს აკოცა.
-დე სად არის ჩემი სათვალე?
მარიამმა ბიჭს სათვალე გაუკეთა და შუბლზე აკოცა.
-ცუდად ხომ არ ხარ დე?
-არა..
-წესები?
-არ შეიძლება ტკბილეული არავითარ შემთხვევაში და ორი გაკვეთილის შემდეგ ექიმთან ჩავდივარ რომ ნემსი გამიკეთოს.
-ყოჩაღი ბიჭი ხარ დე!
მარიამმა ბავშვი თავის ძველ სკოლაში მიიყვანა და დაინახა როგორ გაეკიდა თავის შვილს ვიღაც გოგონა...
სახლში დაბრუნდა და ბარაქის ხე მორწყა.
შემდეგ დაისვენა და ათასჯერ გადაკითხული წერილი კიდევ ერთხელ გადაიკითხა, ცრემლები მაინც ვერ შეიკავა და გაბრიელის მაისურის სურნელი შეიყნოსა. გაეღიმა.
“ჩემთვის იცხოვრე”
“მარიამო” - ცხადად მოესმა გაბრიელის ხმა და მისი ტუჩების გემო იგრძნო, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებდა...



__________________________


დააკმონეტარეთ ❤️❤️скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი shalo

sad cxovrob

 



№2  offline წევრი ლიდია

სტუმარი shalo
sad cxovrob

თბილისში გეთაყვა :დდ

 



№3 სტუმარი სტუმარი shalo

ლიდია
სტუმარი shalo
sad cxovrob

თბილისში გეთაყვა :დდ

me guriashi sasiamovnoa

 



№4  offline წევრი ლიდია

სტუმარი shalo
ლიდია
სტუმარი shalo
sad cxovrob

თბილისში გეთაყვა :დდ

me guriashi sasiamovnoa

chemtvisac :D

 



№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Chavdaqaldit,shvindisperi kai gadaob tu raaris :D amis iqet agar wamikitxavs sruli koshmaria :X

 



№6  offline წევრი qeti.ii

ემოციურად იმოქმედა,ძალიან მეტკინა,დამიანესაც დიაბეტი აქვს ხო?მოკლედ გეტყვი სასწაული ისტორიაა,მომეწონა

ცოტა ისეთი კომენტარია,რაა,და. ბოდიში

 



№7  offline წევრი ლიდია

uchveulo
Chavdaqaldit,shvindisperi kai gadaob tu raaris :D amis iqet agar wamikitxavs sruli koshmaria :X

შვინდისფერი სწორია:) ჩავდაქალდით- არც ამაშია რამე არაგრამატიკული.
მაგის იქით რომარ წაგიკითხავს არ უნდა გააკეთო წინასწარი დასკვნები ❤️❤️

qeti.ii
ემოციურად იმოქმედა,ძალიან მეტკინა,დამიანესაც დიაბეტი აქვს ხო?მოკლედ გეტყვი სასწაული ისტორიაა,მომეწონა

ცოტა ისეთი კომენტარია,რაა,და. ბოდიში

დამიანესაც დიაბეტი აქვს კი /
მადლობა ^_^

 



№8  offline წევრი svetlana111

კარგია მომეწონა, დასაწუნი და დასაცინი არაფერი აქვს ჩემი აზრით. blush

 



№9  offline წევრი ქეთი:)

შეუძლებელი იყო უემოციოდ დამესრულებინა კითხვა<3 ძალიან მომეწონა.. !
--------------------
ITEQ..!

 



№10  offline წევრი ლიდია

svetlana111
კარგია მომეწონა, დასაწუნი და დასაცინი არაფერი აქვს ჩემი აზრით. blush

madlobaa ^_^

ქეთი:)
შეუძლებელი იყო უემოციოდ დამესრულებინა კითხვა<3 ძალიან მომეწონა.. !

didi madloba *_*

 



№11 სტუმარი makri

au vitiree , sxvanairi dasasruli mouxdebodaaa :(((

 



№12  offline წევრი ლიდია

makri
au vitiree , sxvanairi dasasruli mouxdebodaaa :(((

sxvanairad ar gamovidoda :( ^_^

 



№13 წევრი naniko mindia

Pirvelat wavikitxe sheni istoria da momewona gulkc amichiyda kargi iyo warmatebebs gisurveb
--------------------
lomidze

 



№14  offline წევრი ლიდია

naniko mindia
Pirvelat wavikitxe sheni istoria da momewona gulkc amichiyda kargi iyo warmatebebs gisurveb

დიდი მადლობაა <333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent