შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილის ექსტრაქტით (თავი მეოთხე)


25-01-2018, 17:58
ავტორი Anano Magradze
ნანახია 372

სიძულვილის ექსტრაქტით (თავი მეოთხე)

-მოვედით! -კარებიდან ყვირის მარიამი. ჩემი ოთახიდან გავდივარ. კატო და მარიამი უკვე სამზარეულოში არიან.
-გამარჯობა! -კატოს ვეხვევი.
-როგორ ხარ ლუ? როგორ გაზრდილა ეს! მალე სიმაღლეშიც გაგასწრებს მარ!... -მე და კატო ვიცინით მაირიამი კიდევ, გაბუსხული, გვიყურებს და ჩაიდანს უბრუნდება.
-ყავას დალევ თუ ჩაის კატ? -ეკითხება.
-ყავა იყოს.
-მე ჩაი მინდა მარ! -ვეუბნები და მაცივრიდან შემონახულ ნამცხვარს ვიღებ, მერე შოკოლადებს, და მაგიდაზე ვაწყობ.
-მოდელობაზე ხო არ ფიქრობ ლუ? -მეკითხება კატო.
-არა, არა! -ხელებს ვაქნევ -მოდელობა არ მინდა...
-რატო კაცო მშვენიერი ტანი გაქვს! ლამაზიც ხარ, ასაკიც ხელს გიწყობს!...
-ეგეთი ლამაზი და მშვენიერია, მაგრამ მაინც არ მოსწონს გიუშას! -მარიამი დამცინის. მკვლელ მზერას ვტყორცნი მაგრამ ჩემი გულის მოგებას ცდილობს და ჩაის ჭიქას წინ მიდგამს.
-გიუშა ვინაა? მოგწონს?
-კი -ვაღიარებ თავდახრილი.
-მერე?
-რა მერე?
-იმას რატომ არ მოსწონხარ? ბრმაა?!
-არვიცი -თავს ვაქნევ და შოკოლადს კბილებს შორის ვიქცევ, მაშინვე დნება და ტკბილი სითხე პირში მეღვრება. სიამოვნებისაგან თვალებს ვნაბავ. ეს არის! შოკოლადს ვერცერთი კაცი ვერ შეედრება!... გულში ვიცინი.
-ეგ არაფერი! არ ყოფილა შენი ბედი! -კატო იცინის -ისე ჩემი ძმა ჩამოვიდა. ერთმანეთს მოუხდებოდით, თან მემგონი შენი ტოლია. რომელ კლასში ხარ შენ?...
-მეთორმეტე. -ვპასუხობ და ჩაის ყლუპ-ყლუპად ვსვამ.
-უიმე! წელს გაქვს ეროვნულები ხო?! -კატო მოულოდნელი ენთუზიაზმით ამბობს -მარიამ! გახსოვს ეროვნულებზე როგორ ვნერვიულობდით?
-კი, მთელი თვე არ მეძინა... -მარიამი პასუხობს და იმანჭება -ბოლოს კინაღამ გავაფრინე და წიგნების თავში რტყმა დავიწყე!.. მეთქი ასე შემივა თავში რამე თქო -სამივენი ვიცინით.

მახსოვს მარიამი როგორ ნერვიულობდა გამოცდების დროს, ღამეებს ათენებდა, არ ჭამდა არაფერი, უბრალოდ წიგნებს ეჯდა და კითხულობდა! ისიც მახსოვს, მაგ პერიოდში ფრჩხილების კვნეტას მიეჩვია და მერე ხელებში ვურტყავდით რომ გადაჩვეოდა. დედაჩემმა ნაცნობ ხერხსაც მიმართა და ფრჩხილებზე წიწაკა წაუსვა... მარიამმა ამ მწარე (ორივე მნიშვნელობით) გაკვეთილის შემდეგ ფრჩხილების კვნეტას თავი დაანება.

მემგონი ჩემი და ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო როდესაც ქულები გაიგო და დაფინანსება მოიპოვა, ზუსტად იმ უნივერსიტეტში, თვითონ რომ უნდოდა. იმდღეს მე, მარიამი და მისი დაქალები, რომელიღაც, კლუბში წავედით, მე, კი, მეათე კლასელი ვიყავი, მაგრამ, ჩემი დის, გრძელფეხება, დაქალებში ავირიე და მაინც შევედით. ისე დავთვერით, მე და მარიამმა სახლის გზას ძლივს მოვაგნეთ. ეს პირველი დღე იყო, ლიკას ჩვენ დალევაზე არ უჩხუბია, გაგვიბრაზდა მე რატომ არ წამიყვანეთო.

-მეც მასეთ დღეში არ ვიყავი... -კატო თავს აქნევს, ეტყობა უკვე მოგონებებშია გადაკარგული. -აუ, როგორ გამიხარდა, მე და შენ, ერთ უნიში რომ მოვხვდით. ბევრი კი არაა, კლასელები და მერე, კურსელები, რომ იყვნენ!
-აბა! მაგ დღეს მემგონი ჩემზე ბედნიერი არავინ იყო! -მარიამი იცინის.
-შენ რაზე გინდა ჩაბარება, ლულუ? -მეკითხება კატო. ჩემს ზედმეტსახელზე („ლულუ") მეღიმება.
-რაზე მინდა ჩაბარება? -კითხვას ვუფიქრდები.
-ჯერ არ აგირჩევია? -გაიკვირვა კატომ, მარიამმაც კითხვისნიშნით სავსე თვალები მომანათა.
-ვფოქრობ, ალბათ საერთაშორისოზე ჩავაბარებ, იმიტომ რომ ზუსტად ვერაფერი გადავწყვიტე. ესკიდე ისეთი პროფესიაა ყველგან გზას რომ გიხსნის.
-ხო, ეგ მართალია, -კატო კვერს მიკრავს. -მაგრამ, ეხლა ყველა ან საერთაშორისოზე აბარებს ან იურიდიულზე... მაინც, რა ჩარჩოებში ვართ მოქცეული, ეს, ქართველები რა!.. -თავს აქნევს.
-რას ერჩი ქართველებს კაცო?! ეგ პიროვნებაზეა დამოკიდებული!.. -მარიამი ჩვენს ერს ესარჩლება.
-არა, ყველაფერი მენტალიტეტზეა დამოკიდებული. ჩვენ კიდე, ქართველები ისეთი ხალხი ვართ, აი ყველაფერში, სულ, ყველაფერში, ჩარჩოში ვართ! სულ, იმაზე ვფიქრობთ ხალხი რას იტყვის! ამდროს კიდე, რა ხდება?!. ახალგაზრდების უმეტესობა ისეა დამოკიდებული მშობლობის, სადაქალო-საძმაკაცოს, აზრზე, რომ მთავარია, სადმე ჩააბარონ და რა პროფესისას აირჩევენ კიდიათ! -ხან მე, ხან კიდევ, მარიამს, გვიყურებს კატო და ხელების დახმარებით გვიხსნის სათქმელს. რაგინდა, კაცი ვერ შეეწინააღმდეგება, ყველაფერს სიმართლეს ამბობს. დღევანდელ ახალგაზრდობას ისე აქვს 'ათვისებული' და 'ჩახვეული' რამდენიმე პროფესია, სხვა თუ არსებობს არც კი იციან.
-თქვენ რომ ჟურნალისტიკაზე ჩააბარეთ, თორე, რა ხეირი?! -ვიცინი მე. დაქალები, ორივე, ისეთ მზერას მტყორცნიან, შოკოლადის ფილას ვიღებ და სამზარეულოდან გავდივარ.
-უი, დაიცა! -კატო მიყვირის და თითქმის ოთახში შესული უკან ვბრუნდები. -ჩემი ძმა!... კინაღამ დამავიწყდა... უნდა გაგაცნო!
-გოგო, ხო არ გადაირიე! რაღადროს გარიგებებია, კატუსი, დაწყნარდი! -ვეუბნები და სიცილით მივდივარ.
-შენი დანაკარგია, ლულუ! -მაყოლებს უკან.



***

დილით ტელეფონის ზარი მაღვიძებს. თვალებს ვახელ. ადამიანს ყველაზე მეტად, დილით გაღვიძება ეზიზღება. ყველას თუ არა, მე მაინც! დილით უთენია ადგომაზე მეტად არაფერი მძაგს, თან ზამთრის ცივ დღეს! როგორია გაიღვიძო და გადმოძვრე თბილი საწოლიდან, იმისათვის რომ გალიგვებულ ქუცაში გახვიდე! და, ყოველივე ეს, სკოლაში წასვლისთვის. ეხლა კი ვწყევლი, სკოლის დილით დაწყების მომგონს, მაგრამ ვიცი პრაქტიკულია.

ტელეფონს ვამოწმებ. ნინიკო რეკავს.

-აეეე! -ყვირის როგორც კი ტელეფონს ვიღებ.
-აე, კი არა, ხმას დაუწიე! -ვეუბნები გაბრაზებული და ცალი ხელით თვალებს ვისრეს.
-გოგო! -აღფრთოვანებული ამბობს. -იცი ვინ მოგაკითხავს დღეს?!
-ვინ უნდა მომაკითხოს?! ხო კარგად ხარ?
-მოკლედ, -ჩემს კითხვას არ იმჩნევს, თავისთვის აგრძელებს. -წუხელ, გიუშამ დამირეკა! სკოლაში მე წაგიყვანო, რაღაც უნდა მოგცე თან მაიკოსთვისო... მე კიდე, ვუთხარი, ლუმ უნდა გამომიაროს და ვერ დავტოვებ თქო! ხოდა, გიუშამ რა პრობლემაა! მე გავუვლი და თან წამოვიყვან შენთან ერთადო!...
-რაა? -გაოცებული ვეკითხები.
-რა კი არა, ადექი დროზე და მოწესრიგდი! -მეუბნება და მითიშავს.

თვალის დახამხამებაში ვდგები და კარადას ვაღებ. დიდიხანი ვათვალიერებ რა უნდა ჩავიცვა, საბოლოოდ, წვრილ ჯინსს და ყვითელ ჯემპრს ვარჩევ, ტყავის ქურთუკთან ერთად. ფეხზე დაბალყელიან ჩექმებს ვიცმევ და სარკის წინ მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ.

ჩაის ვაკეთებ და ტელეფონს გვერდით ვიდებ, ნინიკომ რომ დარეკოს?!. ნერვიულად ვაკაკუნებ თითებს სამზარეულოს მაგიდაზე. თან ერთი სული მაქვს, თან კიდევ მეშინია. არა, განა რა არის შესაშინებელი?! უბრალოდ, მანქანაში ვისხდებით ერთად, ხუთი წუთი სანამ ნინიკოს სახლამდე მივალთ. მაგრამ, მე მაინც გულისცემა მიჩქარდება.

ტელეფონი რომ რეკავს, იმწამსვე ვიღებ.

-რა იყო ჩასაფრებული ხარ? -მეკითხება ნინიკო და გულიანადაც იცინის. თვალებს ვატრიალებ.
-რა გინდა?
-მოვიდა ლულაჩკა, ჩადი დაბლა გელოდება! -მეუბნება და სანამ გავთიშავ ამატებს -აბა შენ იცი, ძალიანაც არ გაწითლდე!
-მოგკლავ! -ვპირდები და ვთიშავ. ვდგები და ჩაის ჭიქას მაგიდაზე ვტოვებ.

ჩანთას ვიღებ და დაბლა ჩავდივარ. სიცივისგან მაშინვე მითეთრდება სახე, აქეთ-იქით ვიხედები. ვცდილობ გიუშას მანქანა დავლანდო. ისეთი ბიჭია დარწმუნებული ყავს შავი მანქანა ეყოლება. ნუ, მაგის მიხვედრას მთლად შერლოკობაც არ უნდა. საქართველოში თითქმის ყველას შავი მანქანა ყავს. ვიღიმი და გულში ისევ „black is always elegant" მახსენდება.

-ლუ! -გიუშას ხმა მესმის, მისკენ ვიხედები. მანქანიდან თავი გადმოუყვია და მიყურებს. კულულები უსწორმასწოროდ აყრია სახეზე, ცხვირი აწითლებული აქვს, თვალები კიდევ ოდნავ მოჭუტული. მანქანისკენ სწრაფად მივდივარ და უკანა კარს ვაღებ, უცებ ვთავსდები და წინ რომ ვუყურები სუნთქვა მეკვრის. სანდრო მიღიმის.

-როგორ ხარ? -სარკიდან მათვალიერებს და მეკითხება. არვიცი რა გავაკეთო, არ მიდნა გიორგის წინაშე დავაიგნორო, მაგრამ, არც ის მინდა რომ პასუხი გავცე.
-კარგად -ვპასუხობ. იღიმის. ლოყაზე ფოსოები უჩნდება, წამით ვაკვირდები და ვფიქრობ რომ მართლა ძალიან სიმპატიურია. არ მიკვირს, სკოლის ყველა გოგო რატომ ეკიდება. როდესაც ვიაზრებ რეებს ვფიქრობ, მაშინვე თავს ვაქნევ და გიუშას ვუყურებ. მანქანას ატარებს, თან ხანდახან სარკიდან ამომხედავს ხოლმე, ისეთი თვალები აქვს თითქოს რაღაცის თქმა უნდა მაგრამ ვერ ბედავს. ნერვიულობისგან ტუჩს ვიკვნეტ. მაინტერესებს რა უნდა.

-რატომ გაწითლდი, ხომ არ გცხელა? -ირონიულად ამბობს სანდრო. ამდროს გიორგი სარკიდან მიყურებს, მე სწრაფად ვარიდებ თვალს და უარესად ვწითლდები.
-მართლა გაწითლდი -სიცილით ამბობს გიუშა -გინდა გათბობა გამოვრთო?
-არა! -ვეუბნები -იყოს, მადლობა. გამივლის.
-კარგი. -თავაძე მანქანას აჩერებს და ჩემსკენ ბრუნდება. -ორი წუთით უნდა ავირბინო, მაიკოს რაღაცას მივცემ და ნინუცისაც ჩამოვიყვან! -ამას რომ ამბობს მანქანიდან გადადის.

ახვლედიანი ჩემსკენ ბოროტული ღიმილით ბრუნდება.

-იცი, როგორი ადამიანები წითლდებიან? -მეკითხება.
-როგორი?
-შეყვარებული -თვალს მიკრავს. მოულოდნელად შიში მიპყრობს, იქნებ მართლა შეამჩნია გიორგი რომ მომწონს.
-რა სისულელეებ ბოდიალობ!.. -ვეუბნები და ფანჯრიდან ვიყურები, ერთი სული მაქვს ნინიკო როდის ჩამოვა.
-კარგი, მაშინ მითხარი შენი საყვარელი წიგნი რომელია? -გაოცებული ვუყურებ, რაში აინტერესებს ჩემი საყვარელი წიგნი?! ნერვებმოშლილი ვპასუხობ.
-რატომ უნდა გითხრა?
-იმიტომ რომ გკითხე! -მეუბენება ჩვეულებრივად. თითქოს ვალდებული ვარ კითხვაზე ვუპასუხო.
-მე რომ გკითხო ყველაფერზე მიპასუხებ? -ვეკითხები.
-კითხვას გააჩნია.
-რატომ გაიქეცი? -ვეკითხები პირველივე კითხვას რომელიც მაფიქრდება. ვხვდები, არასწორად მოვიქეცი. ღიმილი უქრება და სერიოზულდება. პირს აღებს, რომ რაღაც მითხრას. მეც, ერთი სული მაქვს, პასუხი მოვისმინო. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რასაც იტყვის, მაინც მჭირდება რომ ეს მისი პირიდან გავიგო. მაინტერესებს აღიარებს თუ არა.

სამწუხაროდ, ვერაფერიც ვერ მოვისმინე, იმიტომ რომ, ზუსტად ამ მომენტში ნინიკო და გიორგი მანქანაში სხდებიან. ნინიკო მეხვევა და ყურში რაღაცას მჩურჩულებს, რაც, არ მესმის, იმიტომ რომ, სანდროსთვის მაქვს თვალები მიპყრობილი და გაშტერებული ვუყურებ, ისევე როგორც თვითონ. თვალები უელავს, მწვანე ფერი ოდნავ ნაცრისფერში გადასდის. ტუჩები მაგრად აქვს მოკუმული და ისე მაკვირდება.

-ხო კარგად ხართ? -კითხულობს გიუშა და დაბნეული გვიყურებს.

„კი! მშვენივრად ვართ. კინაღამ ვათქმევინე როგორი საზიზღარია... კინაღამ ვაღიარებინე როგორი მხდალია!.. კარგად ვართ კაცო კარგად! თქვენ ხელი რომ არ შეგეშალათ უკეთესად ვიქნებოდით."

ისე რომ ვფიქრობ, ნინიკო და გიუშა რომ არ მოსულიყვნენ, ალბათ ,თმებში ვეცემოდი და გრძელი ფრჩხლებით სახეს ჩამოვკაწრავდი.

ალექსანდრე უსიტყვოდ ბრუნდება წინ და ფანჯრიდან იყურება, მეც იგივეს ვაკეთებ. ბიძაშვილ-მამიდაშვილი დაბნეული გვიყურებენ.

-ლუ! -ჩუმად მჩურჩულებს ნინიკო. (ისე ჩუმად დარწმუნებული ვარ ორივე ბიჭს ესმის.)
-რაიყო? -ჩუმადვე ვეკითხები. (ოღონდ, მე მართლა ჩუმად.)
-რამე მოხდა?
-მერე მოგიყვები. -ვეუბნები და ვჩუმდები.

ფანჯრიდან ვიყურები. ხედები ერთმანეთს ენაცვლებიან. ზოგი იმდენად ლამაზი მხატვრობას მოგანდომებს კაცს. მე ბევრჯერ მდომებია, რაიმე, განსაკუთრებული, ნიჭით ვყოფილიყავი დაჯილდოებული, მეწერა ისე როგორც მარიამი წერს, ან, თუნდაც, მეხატა ისე კარგად, როგორც ნინიკო ხატავს. სიმღერის ნიჭი მაინც მქონოდა მეთქი, ვფიქრობ. მაგრამ, არა.

ბევრჯერ ამიღია სახატავები ხელში და ხატვა დამიწყია, მაგრამ, ხაზებიც კი ისეთი მახინჯი გამომივიდა ხელი ჩავიქნიე. წერაც ვცადე, მაგრამ, მომბეზრდა და თავი მივანებე. სიმღერა, ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ ვცდი. მარიამი მაშინვე ბალიშს ჩამარტყავს თავში და მეტყვის სახლში ვირი არ გვჭირდება, რომ იყროყინოსო. (ერთხელ უკვე მოიქცა მასე!)

სკოლასთან ვჩერდებით და გადმოვდივართ. გაგიკვირდებათ, დღევანდელ რეალობაში სკოლასთან მანქანის დასაყენებელ ადგილს როგორ იპოვის კაცი არა?! მაგრამ გიუშა ისეთი ტიპია, დამერწმუნეთ ყველაფერს გააკეთებს! ნიჭია ასეთი, იღბლიანი რომ იბადები.

გიუშას ვემშვიდობებით და ჩვენ სამი (მე, ნინიკო და სანდრო) ერთად მივდივართ დერეფანში. ჩემი ნება რომ იყოს მასთან ასი მეტრის სიახლოვეზე არ გავივლიდი, მაგრამ რას ვიზამთ?! ერთ კლასში ვსწავლობთ. ასე რომ სამივენი უხერხულად მივაბიჯებთ როდესაც კლასიდან ელენე გამოდის და ახვლედიანს ეხვევა.

-როგორ ხარ სანდრუშ? -გამაღიზიანებელი წვრილი ხმით ეკითხება გოგო და მე და ნინიკოს სიცილი გვიტყდება, რომ არ შევიმჩნიოთ ერთმანეთს ვეხუტებით.
-რამე სასაცილო ვთქვი? -ჩვენ გვიბრუნდება ელენე. მე და ნინიკო თავს ვაქნევთ და სიცილს განვაგრძობთ, სანდრო ხან ჩვენ გვიყურებს ხან ელენეს და ვამჩნევ სახეზე ღიმილი უკრთება, ალბათ მასაც როგორ უნდა გაიცინოს ელენეს სასაცილო, გამაღიზიანებელ, წვრილ ხმაზე.
-წავედი მე! -გაბრაზებული ამბობს და ქუსლების ბაკუნით მიაბიჯებს დერეფანში.

როგორ კი ელენე გვშორდება ალექსანდრეც სიცილს იწყებს. არმინდა, მაგრამ თვალს მაინც ვადევნებ, როგორ იყოფა მისი ტუჩები და როგორ იდეალურად უჩნდება რამდენიმე ნაკეცი ლოყაზე, თან მწვანე თვალები დახუჭული აქვს, თავი ოდნავ უკან გადაგდებული და რამოდენიმე კულული შუბლზე ჩამოვარდნია. უნებურად მეც მეღიმება. მხოლოდ სურათებში მინახავს ადამიანი ასე გულიანად და ლამაზად იცინოდეს.

მუცელში უცანური შეგრძნება მიგუბდება, საკუთარ თავს ვუწყრები იმიტომ რომ სანდროს სიცილის ყურება მსმიამოვნებს, მაგრამ მაინც ვგრძნობ პეპლებს სიხარულით რომ მოიცვეს ჩემი შიგნეულობა, თითქოს წერტილებივით სისხლს შეუერთდნენ.

ახვლედიანი თვალებს რომ ახელს რატომღაც პირდაპირ მე მიყურებს, მისი მზერა ერთდროულად გაკვირვებასაც გამოხატავს და კიდევ რაღაც სხვას... გული მეკუმშება და მზერას მაშინვე ვარიდებ, ნინიკოს ხელმკლავს ვხვევ და თითქმის ძალით მივათრევ კლასისკენ.

-რაიყო მოხდა რამე?
-არაა, ზარი დაირეკება მალე და არ მინდა დავაგვიანოთ. -თავს ვიმართლებ და საკლასო ოთახში შევდივართ.

ჩვენს კუთვნილ ადგილს ვიკავებთ,აქედან სანდროს დანახვა იოლი არაა, რამოდენიმე მერხის მოშრებით ზის. კლასში რომ შემოდისთვალს არ ვუსწორებ... არ მინდა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი მარი. ელ❤

ჩემი ინტერესი უფრო ღვივდებაა სანდრიკოს და ლუს წარსულის ამბავზეე:) მაგრად წეერ მიყვარს უკვე ეს ისტორიაა და შეენც საყვარელოო❤❤❤ მალე დადეეე❤

 



№2  offline წევრი Anano Magradze

მარი. ელ❤
ჩემი ინტერესი უფრო ღვივდებაა სანდრიკოს და ლუს წარსულის ამბავზეე:) მაგრად წეერ მიყვარს უკვე ეს ისტორიაა და შეენც საყვარელოო❤❤❤ მალე დადეეე❤


მადლობა♥აუცილებლად ავტვირთავ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent