შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, შენ არ ხარ 13 თავი


25-01-2018, 22:34
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 301

შენ, შენ არ ხარ 13 თავი

საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა, ლევანის ნათესავები ძალიან კარგები აღმოჩნდნენ.
ქალბატონმა ნინამ შვილივით მიმიღო რაც ძალიან მაბედნიერებდა, გვიანი იყო რესტორანი ნუკასთან ერთად რომ დავტოვე.
რადგანაც ლევანმა ცოტა დალია, სახლში ტაქსით მოვედით.
სახლში მოსულმა ტანსაცმელი გავიხადე, იქვე მიმოვფანტე და ეგრევე საწოლში შევწექი.
დიდი ხანი ვცდილობდი დამეძინა თუმცა ვერაფრით ვახერხებდი, ორსაათიანი საწოლში ბორგვის შემდეგ ხალათი მოვიცვი და აივანზე გავედი.
გარეთ გამოსულს აპრილის სუსხმა დამიარა ორგანიზმში, ისევ ოთახში შევბრუნდი პლედი და ტელეფონი ავიღე და ისევ აივანზე დავბრუნდი.
იქვე სავარძელში მოვთავსდი და პლედი კარგად შემოვიხვიე.
ნეტა გოგსიკა როგორ არის ეხლა?
ტელეფონზე მისი ნომერი ავკრიბე და ფარულად დავურეკე, მისი ხმის გაგონებაც კი დამამშვიდებდა.
- გისმენთ? მესმის მისი ნამძინარევი ხმა და მეც ვმშვიდდები.
-  ალი გესმით?  ეძინა გავაღვიძე, ჩემს საქციელზე მეღიმება, გათიშვას ვაპორებდი როდესაც მისი ხმა ისევ გავიგე.
- თათა ვიცი რომ შენ ხარ. მითხარი აღარ მომძებნოვო,  ვიცი რომ ვერ ძლებ თუ ჩემს ხმას ვერ გაიგებ. ძალიან მენატრები ჩემო პატარავ, იცოდე მიზანს მივაღწევ და შენ ისევ ჩემი პატარა გოგო ოქნები.
- უბრალოდ მინდოდა გამეგო როგორ ხარ? ენის ბორძიკით ძვლივს ვამბობ სათქმელს.
- უფრა კარგად ვიქნებოდი შენ რომ ჩემს გვერდით იყვე. შეცვლილი ხმით მეუბნება ის.
- არ იტირო კარგი? სულ ცოტაც მოიცადე და გპირდები, სულ შენს გვერდით ვიქნები გოგსიკ.
- მართლა? ვგრძნობ როგორ სდის თვალებიდან ცრემლები.
- მართლა. მხოლოდ ერთი პორობით?
- რა პორობით?
- არ დამირეკავ და მნახავ, მანამ სანამ მე არ მოვალ შენამდე კარგი? პირობა მომეცი და გპირდები რომ სულ მალე გნახავ გოგსიკ.
- გპირდები. მიუხედავად იმისა რომ ამ პურობის შესრულებ გამიჭირდება, გპორდები რომ მანამ არ გნახავ სანამ შენ არ მოისურვებ ამას.
-მიყვარხარ. მთელი დარდი და მწუხარება ამოვაყოლე ამ ერთ სიტყვას და ტელეფონი გავთიშე.
ეხლა მხოლოდ ქრისტინეს მხილებაღა დამრჩა, ამ ყველაფერში კი ისევ კოლინკას დახმარება მჭირდება.
ტელეფონზე მისინომერი ავკრიბე და ველოდები როდის მიპასუხებს.
- ალო კოლინკ ხომ არ გაგაღვიძე? როგორც კი ტელეფონი გამიხსნა ეგრევე მივაყარე სათქმელი.
- შენ რაღაც ამ ბოლო დროს ხშირად მირეკავ და რახდება? ხარხარით ამბობს ის.
- ისევ შენი დახმარება მჭირდება.
- რაღაც მოუხშირე შენ ჩემთან დახმარების სათხოვნად რეკვებს და ნუ მაფიქრებინებ რომ ეცემა შენი რეიტინგი ქალაქში. ეხლა უკვა ჭაბჟირებამდე იცინის.
- გაგიხმეს თავი შე კრეტინო. მის სიცილზე მეც მეცინება და ეხლა უკვე ერთხმაში ვიციმით.
- აბა მითხარი რაში დაგეხმარო? მალევე ჩუმდება და სერიოზული ხმით მეუბნება.
- მოკლეთ ერთი კარგი ბიჭი მჭირდება, აი იცი როგორი? ვინმეს თვალთვალში რომ გამომადგეს და არ დაიწვეს. ხომ ხვდები რასაც გეუბნები?
- ვხვდები მა არ ვხვდები. თათა რა " დვიჟენიებში" ხარ ხომ მშვიდობა გაქვს?
- კი მშვიდობა უბრალოდ მჭირდება რა, ერთ გოგოს მინდა უთვალთვალოს.
- კაი ბაზარი არა, ხვალ გამოგიგზავნი სანდო პიროვნებას არ ინერვიულო.
- შენ რომ არ მყავდე.
- რაგეშველებოდა ხო. ჩემს სათქმელს ასრულებს ის.
- ჰო მართალია. მადლობა დიდი კოლინკ.
- როგორ მიყვარს კოლინკას რომ მეძახი შე საზიზღარო.
- ძალიან მიყვარხარ შე გადარეულო.
- მეც, მეც. ტელეფონს თიშავს ის, მეც ბედნიერი ვდგები სავარძლიდან და ოთახში შევდივარ.
ბევრი აღარ მიწვალია ბალიშზე თავის დადება და ჩემი გათიშვა ერთი იყო.


დილით ძალიან კარგ ხასიათზე გამეღვიძა, ბედნიერი წამოვდექი საწოლიდან და სააბაზანოში გავედი.
მალევე მოვწესრიგდი და სამზარეულოში გავედი.
- დილამშვიდობის თათ. მესალმება სამზარეულოში მოფუსფუსე ჩემი და.
- დილამშვიდობის. ესე ადრე რამ გაგაღვიძა? სადმე მიდიხარ? ინტერესით ვეკითხები ნუკას, როდესაც მის აციმციმებულ თვალებს ვხედვ.
-კი დღეს ერთ ბიჭვს ვხვდები წამიყვან? იცი მეც წავიდოდი მაგრამ.
- დღეს ვიღაცას ველოდები. მანქანას გათხოვებ თუ გინდა? შენ გაქვს მართვის მოწმობა?
- როდესაც ოარიზში ბრძანდებოდი, სწორედ იმ პერიოდში გავხდი ჩვიდმეტის და მოწმობაც ავიღე.
ორაზროვნად მეუბენება ის და ენას მიყოფს.
- კაი მაშ მანქანას გათხოვებ, ფრთხილად იყავი იცოდე.
და ვინ ბიჭს ხვდები?
- ძალიან მარგი ბიჭია შემდეგ აგიხსნი. ყავის ფინჯანს წინ მიდებს, ლოყაზე ხმაურით მკოცნის და სამზარეულოდან გარბის.
- მიყვარხარ. მისაღებიდან შემომძახა მან.
- გასაღები შემოსასვლელშია.
- ნეტა ვის უნდა შეხვდეს ეს გიჟი ესა? რაღაც ამბოლო დროს ძალიან გაგიჟებული დადის.
ფიქრებიდან კარზე ზარის ხმას გამოვყავარ და მეც იქეთკენ მივდივარ.
- რა დაგრჩა? სიცილოთ ვაღებ კარს რადგან მეგონა იქ ნუკა დამხვდებოდა თუმცა
შევცდი.
- გისმენთ, ვინ გგნებავთ? ვეკითხები კარში მდგომ შავებში ჩაცმულ ბიჭს.
- კოლიამ გამომგზავნა.
- გასაგებია შემოდით. კარებს ფართოდ ვაღებ და ისიც მალევე შემოდის.
- რას ინებებთ?
- უშაქრო ყავა თუ შეიძლება?
- ეხლავე. სამზარეულოში გავდივარ ყავას ვამზადებ და მალევე უკან ვბრუნდები.
- თქვენი სახელი? როგორ მოგმართოთ?
- ანდრო.
- გასაგებია ანდრო, მე თათული ვარ.
- გისმენთ აბა რით შემიძლია თქვენი დახმარება?
- ერთი გოგოა ქრისტინე სვანიძე,  მეუღლე ჰყავს გიორგი გიორგაძე.
ამ გოგოს შესახებ ყველაფერი მჭირდება, უნდა უთვალთვალო მისი დღის გრაფიკი მჭირდება. სად დადის, ვისთან ერთად, რასჭამს, რას სვამს მოკლედ ყველაფერი მჭირდება. სულ მცირე დეტალიც კი, განსაკუთრებით კი მაინტერესებს რომელ საავადმყოფოში დადის.
ეს მისი ფოტოა, აქ კიდევ მისამართი წერია.
დილიდან საღამომდე უნდა უთვალთვალო, იცოდე არცერთი დეტალი არ უნდ აგამოგრჩეს. და რაც შეიძლება ფრთხილი იყავი.
- გასაგებია, არ არის პრობლემა.
- ეს ჩემი ნომერია, ამ ნომერზე დამიკავშირდები ხოლმე.
თანხას რაც შეეხება არამაქვს პრობლემა, რამდენსაც მოითხოვ იმდენს გადაგიხდი.
- თათული მე კოლიას მეგობარი ვარ, ვიღაც უცხო კი არა. მე თქვენ გიცნობთ მართალოა შორიდან თუმცა თქვენზე ყველაფერი ვიცი, ასე რომ ჩვენს შორის არ უნდა არსებობდეს არანაირი თანხა. ღიმილით ამბობს ის.
- ანუ ყველაფერი იცი? ინტერესით ვეკითხები მე.
- დიახ რათქმაუნდა.
- და მაინც რა იცი?
- მაგალითად ის რომ ლევან ტაბიძის შეყვარებული ხართ, ისიც ვიცი რომ 25 წლამდე ვეგეტარიანელი იყავით, თუმცა შემდეგ თქვენი ორგანიზმი ძალიან დასუსტდა და მოგიწიათ დაგენებებინათ თავი. თწვენი გატაცებისთვის რათა რაიმე არ დაგმართოდათ.
 - რაა? გაოგნებული ვამბობ მე.
- დიახ.
- საიდან იცი? ვეგეტარიანელი რომ ვიყავი ეს თავად კოლიამაც არ იცის.
- ეს ჩემი პროფესიაა. წარბს წევს და ფეხზე დგება.
- მე დაგტოვებთ.
- კარგი. ჯერ კიდევ შოკში მყოგი ვეუბნები მას.
- ეხლა ნამდვილად გავგიჟდები. ტელეფონი ამოვიღე და კოლოას დავურეკე.
- ეს ვინ გამომიგზავნე? ვყვირი გამწარებული როდესაც ტელეფონს მიხსნის.
- რამოხდა?
- საიდან იცის მან ჩემს შესახებ ყველაფერი?
- თათა ის უკვე ხუთი წელია ფეხდაფეხ დაგყვება.
- შენ ნორმალური ხარ? რასქვია ხუთი წელი დამყვება?
- ნუ წივი მეტკინა თავი, გახსოვს ხუთი წლის წინ ვიღაც რომ გადაგეკიდა? მაგ დროს ანდროს ვთხოვე შენთვის ეთვალთვალა, რათა ისევ ვინმე არ გადადკიდებოდა.
- შენ რა დაცვა მომიჩინე? ამდენიხანია დამყვება ვიღაც და მე არაფერი ვიცი? კიმაგრამ როგორ ვერ შევნიშნე?
- იმიტომ რომ ის საუკეთესო, დეტექტივია ვისაც კი ვიცნობ.
- წადი ეხლა ნერვები უფრო არ მომიშალო.
ტელეფონი გავთიშე და იქვე მივაგდე. როგორ ამდენიხანია მითვალთვალებს და მე ვერაფერი ვერ შევნიშნე? ეგ როგორ შეიძლება? ეხლა ჭკუიდან გადავალ ნამდვილად. უკვე ვინიცის მერამდენედ დავფარე სამზარეულოდან მისაღებამდე მანძლილი.
- ოჰ კოლია ნამდვილად შემომაკვდები, შე უბედურო შენა. ფიქრებიდან ტელეფონის ხმას გამოვყავარ და იქვე დადებულ ტელეფონს დავწვდი.
- თათა სად ხარ? მესმის ლევანის გაბრაზებული ხმა.
- სახლში რახდება?
- როგორ თუ სახლში? რატომ ცრუობ თათა, ვიცი რომ სახლში არ ხარ?
- ლევან სახლში ვარ რაგინდა? ბრაზით ვამბობ მე.
- თათა? ხმას უცევს ის.
- რა თათა, რა თათა? ლევან შარზე ხარ?
- თათა ჭკუიდან ნუ გადაგყავარ. შენ არ იყავი ვიღაც ბიჭს რომ კოცნიდი შენს მანქანაში? ყვირის წყობიდან გამოსული
- შენ დიდიხანია გადასული ხარ ჭკუიდან.
-თუ სახლში ხარ ეხლევე გადმოიხედე აივნიდან.
- ლევან შენ რა სულ გაგიჟდი, შენ რა ჩემში ეჭვი გეპატება? აივნის კარები გავაღე და ქვემოთ ჩავიხედე.
- მოიცა შენ რა მართლა სახლში ხარ?
- არა ლევან ზოოპარკში. ბრაზით ჩავძახე ქვემოთ.
- კი მაგრამ.
- მაქ დამელოდე. სათქმელს არ ვასრულებინებ და სამზარეულოში შემოვდივარ, დიდი თასი წყლით გავავსე და ისევ უკან დავბრუნდი.
- ლევან ზემოთ ამოიხედე. ტელეფონი გვერდით გადავდე და ისე ჩავძახე ლევანს.
- ჰოო. მალევე ამომძახა მან.
- თუ კიდევ გაბედავ და ამის შემდეგ ჩემში ეჭვს ისევ შეიტან, გპირდები უარესს ვიზავ. თასი ამოვაპირქავე და შიგ მოთავსებული ცივი წყალი თავზე დავაცალე.
- იცოდე აქ მოსული აღარ დაგინახო, თორემ გეფიცები ჩემი ხელით გცემ.
მისი პასუხისთვის აღარ მომისმენია ოთახში შემოვედი და კარი ჩავკეტე.
- დეგენერატი, არა ეს როგორ მაკადრა? ბიჭს კოცნიდიო, ბიჭს არა ტოროლას კიდევ. ოჰ ნუკა, ნუკა შე დეგენერატო ბავშვო. ეხლაღა გამახსენდა ჩემი მანქანა ნუკას რომ ვათხოვე. ნეტა ვინ ჯამდაბას კოცნიდა ის დებილი ბავშვი.
მთელი ორი საათი ვიყავი ოთახში გამოკეტილი, როდესაც შიმშილმა შემომიტია მხოლოდ შემდეგ ვინებე ოთახის დატოვება. ადვილად გასაკეთებელი სალათი გავამზადე და გემრიელად მივირთვი.
დარჩენილი სალათი მაცივარში შევინახე, დასვრილი ჭურჭელი გავასუფთავე და მისაღებში დავბრუნდი.
ტელევიზორის ჩართვას ვაპირებდი როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა.
კარისკენ ნელი ნაბიჯებით წავედი, არ ვაპორებდი გაღებას რადგამ მეგკნა ლევანი იქნებოდა.
უკვე მეორედ რომ დარეკა და რეზის ხმა გავიღე მხოლოდ შემდეგ ვინებე კარის გახსნა.
- რეზი რა ხდება? ვეკითხები თვალ ჩალურჯებულ ბიძაშვილს და კარში ვატარებ.
- ხო მშვიდობა? ფეხდაფეხ მივყვები სამზარეულოში მიმავალს.
- ამოღერღე რახდება, დამაწყდა ნერვები?
- რეზი. წყლით სავსე ჭიქა გამოცალა და იქვე დაახეთქა.
- სახლიდან წამოვედი. ბრაზით ამბობს ის.
- რა მოხდა?
- ვატოს ვეჩხუბე. სამზარეულოდან მისაღებში ინაცვლებს და სავარძელში თავსდება.
- რას დადიხარ წინ და უკან? დამეხვა თავბრი. წესიერად მომიყევი რა მოხდა?
- მოკლედ სახლში მოვიდა გათხლეშილი მთვრალი, დედა მორიგე იყო მთელი ღამე და დილით დაბრუნდა.
დედას მოსვლა და ამის მონ**ევა ერთი იყო, ბიჭმა საჭმელი მოითხოვა. თამუნამ კიდე უთხრა ეხლა მოვედი ცოტას დავისვენებ და გაგიმზადებო, ამაზე კიდევ გაჭედა მოკლედ დაამხო ყველაფერი თავზე და.
- და რა და რეზი?
- ხელი დაარტყა, მე აბაზანაში ვიყავი ხმები კი გავიგე მაგრამ რამოხდა ვერ მივხვდი. რომ გამოვედი სწორედ მაგდროს დაარტყა, ვერ მოვასწარი დაკავება. შემდეგ ჩვენ დავცხეთ და ვცემე.
- ეხლა სად გდია?
- სახლში.
- რასქვია სახლში, სახლში რა ჯანდაბას აკეთებს ამ ყველაფრის შემდეგ? მამაშენმა, მოიცა მამაშენმა რაო?
- არარის სახლში, თამუნამ კიდევ არ დაურეკოვო.
- გასაგებია. შენ არ ინერვიულო მაგას მე მივხედავ.
- თათ შენთან მოსვლას არ ვაპირებდი, იმ ამბის შემდეგ რაც ვატომ გააკეთა. გავიგე ხელი რომ დაგარტყა და მის მაგივრად მე მცხვენია, აქ არ მოვიდოდი უბრალოდ წასასვლელი არსად მქონდა.
- ეგ მეორედ არ გაიმეორო, რასქვია არ აპირებდი მოსვლას. შენ არაფერ შუაში ხარ, ეს მე და ვატოს გვეხება მხოლოდ. ბიძაშვილს თავზე ვაკოცე და ფეხზე წამოვდექი, რათა კარი გამეღო.
- მობრძანდი. ვეუბნები კარში მდგომ სანდროს.
- თათ უნდა მიშველო.
მიდარით მეუბნება ის.
- რახდება?
- დედაჩემის ნათესავები ჩამოვიდნენ ჩვენთან, ვიღაც გოგო მომიყვანეს გასაცნობად. მოკლედ ჩემი დაქორწინება უნდათ და აქ გამოვიქეცი. შენთან დავრჩები რა დღე გთხოვ? მუდარანარევი ხმით მეუბნება ის.
- დარჩი რა პრობლემაა.
- ყველაზე სუკეთესო ხარ შენ. ლოყაზე ხმაურით მკოცნის და მისაღებში შედის.
- რეზი როგორ ხარ?
- კარგად სანდრო შენ?
- მე გავაღებ იყავით. ვეუბნები ბიჭებს როდესაც ისევ დარეკეს ზარი კარზე.
- თათ დღეს ჩემი დაქალები დარჩებიან რა ჩვენთან?
კარის გაღების თანავე მომახალა ნუკამ და მის ორ მეგობარ გოგოსთან შემოვიდა სახლში.
- დარჩნენ. ღმერთო შენ მიშველე, ნეტა კიდევ ვინ მოვა ეხლა. მომაბეზრებლად ვატრიალებ თვალებს და ნუკას უკან მივყვები, სანდროს და რეზის შორის სავარძელში ვთავსდები და თავს უკან ვწევ.
- ეხლა თუ კიდევ ვინმე დასარჩენად მოვიდა გავაფრენ. ვყვირი როდესაც ისევ გაისმა კარზე ზარის ხმა.
- მე გავაღებ. ნუკა ფეხზე დგება და კარის გასაღებად მიდის.
- შემოდი ლევან.
მესმის ნუკას ხმა თუმცა თავს არ ვწევ.
- ლეო საყვარელო შენც თუ დასარჩენად მოხვედი, დარჩი ნახე რამხელა ადგილია. ვამბობ ისე რომ თავი არც კი ამიწევია.
- საიდან მიხვდი? მესმის მისი წინიზმით სავსე ხმა.
- რაა? ყვირილოთ წამოვარდი ფეხზე.
- შენ მაინც ვინ გამოგაგდო?
- დედაჩემმა, გაიგო შენთან რომ ვიჩხუბე და გამომაგდო. მითხრა მანამ არ დაბრუნდე სანამ თათულის არ მოიყვანო. ამიტომ დღეს შენთან ვრჩები მანამ სანამ ცოლად არ გამომყვები. ორაზროვნად ამბობს ის და სავარძელში ჯდება.
- ნუკა კალამი და ფურცელი მომიტანე.
- რათ გინდა?
- კარებზე დიდი ასოებით უნდა მივაწერო თავშესაფარი.
- ნუ მასხარაობ ამხელა ქალი. მობეზრებით ატრიალებს თვალებს.
- მოკლედ, მე ჩემს ოთახში ვწვები. ნუკა თავის ოთახში თავის მეგობრებთან ერთად, სტუმრების ოთახში რეზი.
სანდრომ და ლევანმა მისაღების სავარძლები გამოიყენოს. ყველა გადავანაწილე და კმაყოფილი დავუბრუნდი ჩემს ადგილს.
- იმედია კიდევ ვინმე არ მოვა. სიცილით ამბობს ნუკა.
- ნუკა დღეს სად იყავი? მალევე გამახსენდა ნუკას ამბები, ფეხზე წამებში წამოვხტი და ნუკას გვერდით გავჩნდი.
- კაფეში. შეშინებული ამბობს ის.
- ვისთან ერთად?
- მეგობართან.
- ვინ არის ის მეგობარი?
- არ იცნობ.
- და რატომ კოცნიდი მას ჩემს მანქანაში? წარბის აწევით ვეუბნები მას.
- შენ საიდან იცი? დაბნეული ამბობს ის.
- ვსო მორჩა, მეორედ მანქანას აღარ გათხოვებ.
- თათ.
- არანაირი თათ. თუ ვინმეს შია საჭმელი მაცივარშია, მე უნდა დავიძინო. იცოდეთ თქვენი ხმა არ გავიგო თორემ დაგხოცავთ ყველას. მუქარით ვამბობ მე და ჩემს ოთახში შევდივარ.
კარადა გამოვაღე და ჩემი სყვარელი საღამური შორტი და მაისური გამოვიღე. სვიტერი გავიხადე, ისაა მაუსური უნდა გადავიცვა როდესაც ვიღაცამ კარი შემოაღო.
- ნუკა როდესაც ოთახში შემოდიხარ უნად დააკაკუნო. კარისკენ არც კი გამიხედავს მაისური ისე გადავიცვი, შარვალო გავიხადე და შორტო ამოვიცვი.
- როგორი სექსუალური ხარ. მესმის ლევანის ხმა და ელდანაკრულივით ვტრიალდები მისკენ.
- შენ სულ გაგიჟდი? რატომ მითვალთვალებ? იქნებ რას ვაკეთებ?
- არ მინდოდა ხელო შემეშალა ამიტომ ხმა არ ამოვიღე. ცალ მხარეს ტუჩი ჩატეხა და ჩემკენ დაიძრა.
- არ მომეკარო. გულზე ხელი დავადე და ვეცადე გამეჩერებინა თუმცა სულ ტყუილად.
- ძალიან სექსუალური ხარ როდესაც ბრაზდები. მომაჯადოვებლად მიღიმის ის და ტუჩებზე მაცხრება.
- როგორ გაბედე ჩემში ეჭვის შეტანა? ვეუბნები როდესაც ჩემს ტუჩებს სცილდევა.
- მაპატიე. როდესაც დამირეკეს და მითხრეს რომ შენი მაქანა გააჩერეს და  მითხრეს რომ თათა ბიჭთან ერთად არის და კოცნისო, ეჭვიანობა დამაბრმავა. მაპატიე გთხოვ.
თავდახრილი მეუბნება ის, მის საწციელზე მეცინება და ხელებს ვხვევ.
- იცოდე თუ ესეთ რამეს ისევ გაიმეორებ აღარ გაპატიებ. ჩურჩულით ვეუბნები მე და უთრო ვეკვრი.
- ჩემი ჯარიმებისდედოფალი. მოშიშვლებულ მხარზე მკოცნის და ხელებს ძლიერად მხვევს.
- ძალიან მიყვარხარ ჭაობისფერთვალებავ.
- შეიძლება დღეს შენთან ერთად დავიძინო. გპირდები არ მოვეკარები უბრალოდ დავიძინებ. დაამატა როდესაც ჩემს გაცეცხლებულ თვალებს ხედავს.
- არ არ შეიძლება, მერე რა რომ შეყვარებულები ვართ. ჩვენ ჯერ არ ვართ ცოლქმარი. მმალევე ვშორდები მას და ტანსაცმლოს კეცვას შევუდექი.
- ჩვენ უკვე გვეძინა ერთად. ღიმილოთ მეუბნება ის.
- შენ ჩემი ავადმყოფობით ისარგებლე და საწოლში შემიწექი.
- კარგი ჰო, დავიძინებ მდივანზე სანდროსთან ერთად. ხვალ კისერი რომ გამოშეშდება მასაჟს შენ გამიკეთებ. ვითომც არაფერიო ისე ამბობს და ოთახიდან გასვლა დააპირა.
- კარგი ჯანდაბას დაიძინე, ოღონდ არ მომეკარო თორემ ოატაკზე დაწოლა მოგიწევს. გამაგრთხილებლად ვუქნევ ხელს და საწოლისკენ მივდივარ.
- გპირდები.
- ეს ჩემი მხარეა, იცოდე აქეთ მხარეს არ გადმობრუნდე. ღიმილით ვეუბნები და სანათი ჩავაქრე.
მიუხედავად იმისა რომ სანდრო გავაფრთხილე ჩემკენ არ გადმობრუნებულიყო, ვერ ვისვენებდი.
ათასჯერ მაინც გადავბრუნდ გადმოვბრუნდი, ბოლოს ნელ-ნელა მივიჩოჩე მისკენ და ხელები მოვხვიე შიშველ სხეულზე.
- ვერ მოითმინე არა? მიუხედავად იმისა რომ მის სახეს ვერ ვხედავ, ვგრძნობ როგორ ეღიმება.
- უბრალოდ შემცივდა, კარგი თუ არ გინდა არ შეგაწუხებ. გაბრაზებული ვამბობ მე და ჩემს მხარეს ვბრუნდები.
- როგორი ბრაზიანი მყევხარ. ღმამაღლა ხარხარებს ის და ჩემკენ იწევა, ეხლა ის მხვევს ხელებს. მის საქციელზე მეღიმება და თავს გულზე ვადებ.
- ტკბილი ძილი ჩემო გვირილავ. თავზე მკოცნის და ხელებს უფრო მჭიდროდ მხვევს.
- ძილინებისა ჩემო პოლიცმეისტერი.
ესე ტკბილად არასოდეს მძიმებია, მიუხედავად იმისა რომ ჩემსადა ლევანს შორის არაფერი მომხდარა. მე ბედნიერი ვიყავი, უზომოდ ბედნიერი რადგან ჩვენ ერთ სარეცელს ვიყოფდით.  თვალები ნელ-ნელა დავაშორე ერთმანეთს და მის ჭაობისფერ თვალებს შევეჩეხე.
- დილამშვიდობის დოლიძის ქალბატონო. მომაჯადოვებლად მიღიმის ის და ტუჩებში მოწყვეტით მკოცნის.
- დილამშვიდობის ჩემო პრინცო. ფეხზე მალევე ვდგები და სააბაზანოში შევდივარ, დილოს პროცედურებს მალევე ვრჩები და ოთახში ვბრუნდები. თუმცა ლევანი იქ აღარ დამხვდა.
- ნეტავ სად წავიდა? ოთახიდან გავდივარ და გეზს რეზის ოთახისკენ ვიღებ.
- უკვე გათენდა, ადექი სკოლაში დაგაგვიანდება. საბანი გადავხადე ბიძაშვილს და ყურში ჩავყვირე.
- გამისკდა გული რახდება?. დაფეთებული წამოვარდა ფეხზე, მის საქციელზე ბოლო ხმაზე ვხარხარებ და ოთახიდან გამოსვლას ვაპორებ, როდესაც თავში რეზის მოქნეული ბალიში მხვდება.
-  იდიოტო. მომაძახა მან და სააბაზანოს კარები მიიკეტა. ეხლა ნუკის ჯერი დაგდა, მის ოთახში რომ შევედი იქ არავინ დამხვდა.
- სად გაქრა ეს ხალხი? გაკვირვებული ვამბობ მე და სამზარეულოსკენ მივდივარ, სადაც ბოლო ხმაზე ხარხარებს ვიღაცა.
- ოჰ ყველა აქ ყოფილა. რამხელა ხმაზე ხარხარებთ? მეგონა ცხენის ჯოგი მესტუმრა.
- რა უჟმური ხარ თათა. ყავის ფინჯანს ხელში მაჩეჩებს ლევანი და შუბლზე მკოცნის.
 - მადლობა. ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი მას და ჩემს ადგილს იკავებს.
- მოკლედ რეზის სკოლაში სანდრო წაიყვანს,  ნუკას და მის მეგობრებს ლევანი. მალევე გავაცანი მათ დღის გრაფიკი.
- და შენ თავად სად მიბრძანდები? წარბაწევით მეუბნება ნუკა.
- პაემანზე რა თქვენი საქმეა. ღიმილით ვამბობ მე და ცალი თვალით ლევანს ვუყურებ. რომელსაც ჩემს გასაკვირვად საერთოდ არ შეუხრია წარბი.
- თათუ შენზე არანორმალური თუ ვინმე დადიოდეს, ამ ქვეყნად მე მოვკვდე. გაბრაზებული ამბობს რეზი და კალთაში მიხტება.
- ღმერთო შენ მიშველე, მომტეხა ფეხები დავრჩი ინვალიდი. კივილით ვამბო და რეზის ძირს ვაგდებ.
- ველურო. ენას მიყოფს ის და ფეხზე დგება.
ისა რეზისთვის რაღაც უნდა მეთქვა როდესაც ტელეფონმა დამირეკა, როდესაც ნომერს დავხედე სახე შემეცვალა რადგან ანდრო მირეკავდა.
- უკაცრავად. იქ მყოფებს ბოდიშს ვუხდი დ აფეხზე ვდგები.
- გისმენ.
- რაღაცეები გავარკვიე, სად შეგხვდე?
- ერთ საათში ბოდანიკურ ბაღში ვიქნები.
- გასაგებია. ტელეფონს ვთიშავ და უკან ვბრუნდები, უკან მობრუნებული კი ლევანის გულმკერდს ვეჯახები.
- ლევან შემაშინე. დაბნეული ვამბობ მე.
- ვის ესაუბრებოდი?
- ბებომ დამირეკა. მწარედ ვცრუობ მე.
- გასაგებია. ჩემს წელზე მოხვეულ ხელს ცივად მაშორებს და სამზარეულოში ბრუნდება.
- კინაღამ დავიწვი.
- წავედით თორემ დაგვაგვიანდება.
სახლოდან ყველა ერთმანეთის მიყოლებით გადის, ლევანი ცივად მემშვიდობება და კარში უჩინარდება.
მათი გასვლიდან ოც წუთში მეც დავტოვე სახლი, დიდი დრო არ დამჭირვებია დანიშნულების ადგილას მისასვლელად.
- როგორც ჩანს დაგვიანება არ გჩვევია.
მეუბნება ისევ შავებში ჩაცმული ანდრო.
- რათქმაუნდა. აბა მითხარი რა გაარკვიე?
- მოკლედ გუშინ მთელი დღე საავადმყოფოში იყო მის ქმართან, საღამოს ცხრაზე წამოვიდა ბაღში ვიღაც ბიჭს შეხვდა. დღეს კიდევ მის დედამთილთან ერთად N2 საავადმყოფოში ბრძანდებოდა გამოკვლევებზე, აქ ექიმის სახელი და გვარი წერია. რაცშეეხება ბიჭს ვისაც შეხვდა, მისი ყოფილი ქმარი ვინმე ვლადიმერ ბედუკაძეა რომელთანაც 5 წლის წინ იქორწინა, ორი წლის წინ კი ერთმანეთს გასცილდნენ თუმცა მიზეზი უცნობია.
- მალადეც ამ მოკლე ხანში ძალიან ბევრი რამის გაგება მოახერხე.
- თათული იმედია ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი არ გეპარება? იმ ყველაფრის შემდეგ მაინც ხუთი წელი რომ გითვალთვალე. ორაზროვნად მეუბნება ის.
- კარგი მე წავედი, თუ რამეს გაარკვევ დამიკავშირდი.  იქედან მალევე წამოვედი, გზაში ვიხსენებდი ვინ მყავდა ისეთი მეორე სამშობიაროში და უეცრად გამახსენდა ვატოს ნათლია.
ტელეფონში მისი ნომერი მოვძებნე, ვრეკავდი თუმცა უშედეგოდ არ მპასუხობდა.
- როგორც ჩანს ოპერაციაზეა. მანქანა საავადმყოფოს ეზოში გავაჩერე,  გადმოსვლას ვაპორებდი როდესაც ტელეფონი აწრიალდა. ექიმი მეგონა ამიტომ ნომერს არ დავკვირვებულვარ.
- გისმენთ ბატონო დემურ.
- თათა. მესმის ლევანის გაკვირვებული ხმა.
- უი ლევან მაპატიე. ნათესავის ზარს ველოდებოდი და ის მეგონა.
- აა არაუშავს სადხარ?
- სწორედ მასთან მოვედი ეხლა საავადმყოფოში, რახდება?
- საავადმყოფოში?
- ჰო აქ მუშაობს და უნდა ვნახო, მოხდა რამე?
-არა  ისეთი არაფერი უბრალოდ მაინტერესებდა როგორ იყავი?
- კარგად ვარ, კარგად. კარგი გავიქეცი ეხლა მეჩქარება გკოცნი. ტელეფონი გავთიშე და ჩანთაში ჩავაგდე, არ მომეწონა ლევანის ხმა თითქოს რაღაცას მიმალავს.
- უკავრავად ბატონი დემური ჯანაშიას ნახვა მინდა თუ შეიძლება?
- ჩაწერილი ხართ?
- არა მე მისი მეგობრის შვილი ვარ, თუ შეიძლება გადაეცით რომ თათული დოლიძე მოვიდა.
- ეხლა შემოვლაზეა, თუშეიძლება აქ დაელოდეთ. სავარძლისკენ მითითებს გოგონა და მეც იქეთკენ მივდივარ.
მამა, ბიძია და ძია დემური ბავშვობის მეგობრები არიან. ერთმანეთს პირობა მისცეს რომ, ვისაც პირველი ბავშვი ეყოლებოდა ძია დემური მონათლავდა, ხოლო თუ მისი გაჩნდებოდა პირველი მამა იქნებოდა ბავშვის ნათლია. ასე რომ პირვლი იდიოტი ვატო გაჩნდა და შესაბამისად ნათლიაც ძია დემურია.
- თათა საყვარელო როგორ ხარ?
ფიქრებიდან ძია დემურის ხმას გამოვყავარ და ფეხზე ვდგები.
- კარგად ვარ თქვენ როგორ ხართ?
- მეც კარგად ვარ. ვინმეს ელოდები?
- დიახ თქვენ გელოდებოდით.
- გასაგებია, ჩემს კაბინეტში წავიდეთ. ხომ მშვიდობა თათა? რამე ხომ არ ხდება?
- კი, კი მშვიდობაა უბრალოდ თქვენთან რაღაც საქმე მაქვს.
- თათა მე ხომ გენეკოლოგი ვარ, ჩემთან რა საქმე გაქვს? სიცილით ამბობს ის და კაბინეტის კარს ფართოდ ხსნის.
- ძია დემურ თქვენი დახმარება მჭირდება. ვიცი რომ რასაც ეხლა გთხოვთ, ძალიან ცუდი რამა მაგრამ. ეს სიკვდილ სიცოცხლის საქმეა, თუ არ სამეხმარებით შეიძლება ძალიან ცუდი რამ მოხდეს.
- რახდება თათა?
- აქ ჩემი მეგობრის მეუღლე დადის, თქვენთან არა ბატონ ირაკლისთან. ეჭვი მაქვს რომ ის გოგო ორსულად არ არის და მის მეუღლეს ტყუილს ეუბნება. მეკლედ უნდა დამეხმაროთ, უმდა გავიგო არის თუ არა მართლა ორსულად.
- თათა რასაც ეხლა მთხოვ ეს შეიძებელია. ხომ ხვდები არა რის გაკეთებასაც მთხოვ, ეს ექიმის და პაციენტის საიდუმლოა. მე არამაქვს იფლება მათი საიდუმლო გავთქვა.
- ძია დემურ, წარმოიდგინეთ რომ ჩემი მეგობრის ადგილას თქვენი შვილია და მას ვიღაც გოგო, აიძულებდეს გამოგონილი ბავშვის გამო ოჯახის და მეგობრების დაკარგვას. თქვენ რას მოიმოქმედებდით ამ დროს? ნიკა რომ ჩემი მეგობრის ადგილას იყვეს?
- კარგი დაგეხმარები, მხოლოდ ერთი პირობით.
- რა პორობით?
- არავინ უნდა გაიგოს ეს მე რომ გითხარი.
- კარგით გპირდებით. სიხარულით წამოვარდი ფეხზე და გადავეხვიე.
- ეხლა წადი, საღამოს დაგირეკავ და ყველაფერს გეტყვი.
- მადლობაა. კაბინეტი ბედნიერმა დავტოვე და საავადმყოფოდან გამოვედი.
მანქანაში ჩავჯექი ლევანს ვურეკავდი, მინდოდა სადმე შევხვედროდი თუმცა ტელეფონი არ გამიხსნა.
- ამას მაინც რა ჭირს? მანქანა დავძარი და იქაურობას სასწრაფოდ გავეცალე.
გზაში მამამ დამირეკა, მომიმითხა ხომ ყველაფერი კარგად მქონდა, ალექსსაც ვესაუბრე.
ამასობაში სახლშიც მოვედი. სახლის კარები როგორც კი შევხსენი, ალკოჰოლის და ნიკოტინის სუნმა ამიწვა ცხვირი.
ჩანთა და მანტო იქვე საკიდზე ჩამოვკიდე და ჩქარი ნაბიჯებით შევედი მისაღებში. თვალები შუბლზე ამივიდა როდესაც, ვიღაც ბიჭის კალთაში ნუკა დავინახე.
- ხელს ხომ არ გიშლით? ბრაზიანი თვალები მივანათე მათ და ხელებ გადაჯვარედინებული დავუდექი წინ.
- თათა უკვე მოხვედი? არ გელოდი. მალევე წამოხტა ნუკა ფეხზე.
- უი რასამბობ? უნდა დამერეკა და შენთამ შემეთანხმებინა, ჩემს სახლში მოვსულიყავი თუ არა? ან საერთო რა ხდება აქ? ვინ არის ეს ბიჭი?
- ეს, ეს ჩემი.
- მოიცა მე შენ გიცნობ. როდესაც ბიჭს კარგად დავაკვირდი, მხოლოდ ეხლაღა მივხვდი ვინც იყო.
- შენ ხომ შაკო კახიანი ხარ? კახაბერ კახიანის შვილი.
- დიახ მევარ.
- ნუკა არ მითხრა რომ ეს ბიჭი შენი შეყვარებულია?
- კი თათ ისაა. დარცხვენილი მეუბნება ის.
- იმედია მეც წინასწარ არ უნდა შეგთანხმებოდით, შემეყვარებინა თუ არა თქვენი და?
ცინიზმით მეუბნება ის, მოს ნათქვამზე მეღიმება და ხელს ვუწვდი.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა შაკო, არა როგორც კახაბერის შვილის, არამედ როგორც ჩემი დის შეყვარებულის.
- მიხარია შენი ისევ ხილვა თათული. ისიც ღიმილით მიწვდის ხელს.
- ეს ყველაფერი კარგი მაგრამ, თქვენ ერთმანეთს საიდან იცნობთ? გაკვირვებულო გვიყურებს ნუკა.
- გრძელი ამბავია ეგ დაო. შენ ის მითხარი დიდიხანია რაც მოწევა დაიწყე? ეჭვის თვალით ვუყურებ მას.
- უკვე ერთი წილია, ოღონდ გთხოვ შორენას არაფერი უთხრა. მუდარით მეუბნება ის.
- მე არ ვეტყვი მაგრამ შენ უნდა უთხრა. კარგი ბავშვებო მე ჩემს ოთახში ვიქნები, ხელს არ შეგიშლით. თუ რამე დამიძახეთ.
ბავშვებს ვემშვიდობები და ოთახში შევდივარ. გარდერობიდან ტანსაცმელს ვიღებ და სააბაშანოში შევდივარ. ჯაკუზი ჩემი საყვარელი არომატით ავავსე და შიგ ჩავწექი.
სულ მალე ჩამოგხსნი მაგ ნიღაბს ქალბატონო ქრისტინე. ჩემს ჩანაფიქრზე მეღიმება და თვალებს ვხუჭავ.
არ ვიცი როდის ჩამეძინა თუმცა გონს წყლის გაცივებამ მომიყვანა, წყალი გადავივლე, ტანისამოსი დაგავიცვი და თმის მშრალებით გავედი საძინებელში.
- ააააა ღმერთო შენ მიშველე. შევკივლე როდესაც კართან ატუზული ლევანი დავინახე.
- როგორ შემაშინე, აქ რას აკეთებ?
- არ ვიცოდი ჩემი დანახვა თუ გაშინებდა.
- უბრალოდ არ გელოდი. გირეკავდი თუმცა არ მიპასუხე, არ ვიცოდი აქ თუ დამადგებოდი.
- ჰო არ მეცალა. კარს სცილდება და ოთახიდან გადის.
- ლევან რა გჭირს? ფეხდაფეხ მივყვები მეც.
- სად იყავი დღეს თათული?
- საავადმყოფოში, ნათესავს შევხვდი. დაბნეული ვამბობ მე.
- ეგ ვიცი, დილკთ სად იყავი?
- დილით, დილით არსად.
- თათული. ხმას უწევს ის. რატომ სტყუი?
- რაგინდ ლევან?
- ხომ გთხოვე არასოდეს მომატყუო თქო?
- კი მთხოვე.
- მერე?
- ვინ არის ეს ბიჭი? ხელში სურათს მაჩეჩებს სადაც მე და ანდრო ვართ.
- ეს საიდან გაქვს?
- რა მნიშვნელობა აქვს.
- რა უფლებით დამყვები უკან?
- რომ გკითხე ვის ესაუბრე თქო მითხარი ბებოსო, დავეჭვდი და უკან გამოგყევი. არ მეგონა ჩემგან მალულად ბიჭბს თუ ხვდებოდი.
- არავის არ ვხვდები, თან შენგან მალულად.
- აბა ვინ არის ეს? თათა თუ ჩემთან ურთიერთობა არ გსურს პირდაპირ მითხარი.
- რატომ არ მენდობი ლევან? მე ხომ შენ თვალდახუჭულიც გენდობი.
- სულ რაღაცას ჩარხავ თათა, როგორ უნდა გენდო როდესაც თვალდახელშუა მატყუებ?
-- არასოდეს მითქვამს შენთვის ტყუილი .
- თათა. ყვირის წყობიდან გამოსული.
- ეს ბიჭი დეტექტივია რომელიც ქრისტინესთვის სათვალთვალოდ დავიქირავე, როდესაც საავადმყოფოში გოგსიკამ ჩემი ნახვა ისურვა. ქრისტინემ მასთან მიკარება ამიკრძალა, მითხრა რომ ის ორსულადაა და თუ გიოს თავს არ დავანებებდი ის შვილს ვერასოდეს ნახავდა.
მისმა საქციელმა დამაეჭვა და ნათლიაჩემის შვილს დახმარება ვსთხოვე, მან კი მეგობარი დეტექტივი გამომიგზავნა. არავისთვის მითავამს მიმდოდა ყველაფერი კარგად გამერკვია. შენ, შენ კიდევ ჩემში ეჭვი გეპარება ლევან. რა საჭირო იყო გამოყოლა უბრალოდ გეკითხა და გეტყოდი.
არ შემიძლია მე ესეთი ურთიერთობა, ვერ ვიქნები შენთან თუ შენ ჩემში სულ ეჭვი შეგეპარება. დასრულდა გესმის ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდა.
ვერ ვიქნები შენთან ბედნიერი თუ შენ ჩემს ყოველ გადადგმულ ნაბიჯს გააკონტროლებ.
ეხლა კი წადი და ამ სახლოს კარი მანამ არ შემოხსნა სანამ ჩემში 100% დარწმუნებული არ იქნები.
მისთვის აღარ მომისმენია, ზურგი ვაქციე და ჩემს ოთახში შევიკეტე.
არ მიტირია, არც ვაპირებდი ტირილს რატომ უნდა ვიტირო? მასთან მართლა ვერ ვიქნებოდი, ან რა აზრი აქვს ესეთ ურთიერთობას თუ ჩემში ეჭვი ეპარება.
როდესაც მიხვდება რომ მე მხოლოდ ის მიყვარს და ჩემში ეჭვი არ შეეპარება, შეუძლოა მოვიდეს. ოჰ ლევან, ლევან კოდევ ერთი სადარდებელი გამიჩინე.

 უკვე საღამოს ათი საათი იქნებოდა ჩემი ტელეფონი რომ ამღერდა, ეკრანს დავხედე და ძია დემური მირეკავდა.
- გისმენთ. სასწრაფოდ გახსენი ტელეფონი და ხალისიანად ჩავძახე.
- თათა ყველაფერი გავარკვიე.
- დიახ გისმენთ.
- მოკლედ მართალი იყავი თათა.
- ანუ ჩემი ეჭვები გამართლდა არა?
- კი გამართლდა.
- დიდი მადლობა ძია დემურ, თქვენ ძალიან დამეხმარეთ.
- მიხარია თუ შევძელი შენი დახმარება. ტელეფონი გავთიშე და ბედნიერი გავარდი მისაღებში.
- იესსს ურაააა ყველაფერი გამოვიდა ნუკა, მე გავიმარჯვე გესმის. გავიმარჯვეეე, მართალი აღმოვჩნდი. კივილით შემოვიარე მთელი სახლი.
- თათა რაგჭირს? ლევანს ეხლახანს დაშორდი და რა გაცეკვებს?  გაკვირვებული მომჩერებია ნუკა.
- ის ქალბატონი ორსულად არ არის ნუკა. მთელი ხმით ვყვირი მე და ხტუნვას ვაგრძელებ.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი lika

dzalian magaria mara dzaan agvianeb raa

 



№2 წევრი gogona migraciidan

სტუმარი lika
dzalian magaria mara dzaan agvianeb raa


ჰო მართალიაა ბოდიში????

 



№3 სტუმარი სეტი

არა ვითომ ლევანს რომ მოსდი შარი აქეთ არ მენდობიო აბა რა უნდა ეფიქრა სულ ჩუმად აკეთრბს რაღაცებს არ ეუბნება და აქეთ ადანაშაულებს გეკითხა და გეტყოდიო არადა კითხა ვინ იყოოო და არ უთხრააა ერთი არეული გოგოა მანაც არ იცის რა უნდაააა

 



№4 სტუმარი მარი. ელ❤

აუუ ეს თავი ძაან შოკი იყოო რამდენი ვიცინეეე:) თათას და ლევანის ურთიერთობაზე არ ვღელავ ვიცი შეარიგეებ:დდ გოგსიკას და თათას საუბარზე ცუდად გავხდიი კარგია რო მალე ისევ ისე იქნებიაან:) ამ გოგოს ფეთქებადობა მაგიჟეებს მარა მართალია ხოარ მოვკლავთ:დდ ნუ მოკლედ მაგარი ხარ შეენ❤❤❤❤

 



№5 წევრი gogona migraciidan

მარი. ელ❤
აუუ ეს თავი ძაან შოკი იყოო რამდენი ვიცინეეე:) თათას და ლევანის ურთიერთობაზე არ ვღელავ ვიცი შეარიგეებ:დდ გოგსიკას და თათას საუბარზე ცუდად გავხდიი კარგია რო მალე ისევ ისე იქნებიაან:) ამ გოგოს ფეთქებადობა მაგიჟეებს მარა მართალია ხოარ მოვკლავთ:დდ ნუ მოკლედ მაგარი ხარ შეენ❤❤❤❤



როგორ მიხარია რომ მოგეწონა ჩემო კარგო❤ იცი ჯერ არც მე გადამიკითხარვს რა დავწერე:დ ვიცი ბევრი შეცდომა მექნება რის გამოც დიდ ბობოშს ვიხდი. მოკლედ ძალიან ქაჯანა გოგო გვყავსს

სეტი
არა ვითომ ლევანს რომ მოსდი შარი აქეთ არ მენდობიო აბა რა უნდა ეფიქრა სულ ჩუმად აკეთრბს რაღაცებს არ ეუბნება და აქეთ ადანაშაულებს გეკითხა და გეტყოდიო არადა კითხა ვინ იყოოო და არ უთხრააა ერთი არეული გოგოა მანაც არ იცის რა უნდაააა


ვიცი მაგრამ თათასაც უნდა გაუგოთ, ის არარის მიჩვეული შეყვარებულის დახმარებას. ეგონა თუ ყველაფერს თავად მოაგვარებდა უფრო კარგი იქნებოდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent