შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წიგნების მაღაზიაში (თავი 1)


26-01-2018, 00:58
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 429

წიგნების მაღაზიაში (თავი 1)

ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა უყვარხარ მას, ვინც მთელი არსებით გიყვარს, მაგრამ ზოგჯერ პირიქითაც ხდება...

ხშირად უოცნებია, ნეტავ,ზღაპარს ჰგავდეს ეს ცხოვრებაო, მაგრამ ყოველი მსგავსი ფიქრის შემდეგ საპირისპიროში რწმუნდებოდა. ჯერ კიდევ ერთი წლის ბათუმში ერთ-ერთ საუკეთესო სახლში ცხოვრობდა, არაფერი აკლდა, არც არაფერზე ჰქონდა საფიქრალი, გარშემო მზარეულები, დამლაგებლები და ვინ იცის კიდევ რა სახის მომსახურე პერსონალი ეხვია გარს , 18 წლის გოგონამ ისიც კი არ იცოდა რამდენი წუთი სჭირდებოდა კვერცხს მოსახარშად.
დიახ, არაფერი აკლდა და მეტიც, მატერიალურ კეთილდღეობას სულიერი ჰარმონიაც ერწყმოდა, მაგრამ ერთ დღესაც, ქართულად რომ ვთქვათ, „ფეხი დაკრა“ და გაუფრთხილებლად მიატოვა ყველა და ყველაფერი, ქალაქს მიაშურა ახალი იმედებითა და მოლოდინებით.
როგორც ამბობენ, ყველას იქ უნდა, სადაც არაა, ის უნდა, რაც არ აქვს... ვერც გავამტყუნებთ ! ადამიანის ცხოვრების მთავარი პრინციპი ხომ ახალი მიზნებია.

***
-დილაა, ჯანდაბაა, ეს მაღვიძარა ისევ რეკავს.. დღეს ოთხშაბათია, ანუ...-ხმამაღლა დაუწყო საკუთარ თავს ლაპარაკი, მაღვიძარა გამორთო და საწოლიდან წამოხტა. ისიც კი არ ეზარებოდა, რომ სამსახური სახლიდან საკმაოდ შორს ჰქონდა, აბა, ვინ მისცემდა ცენტრში ბინას 100 დოლარად, მით უმეტეს, რომ მარტო უნდოდა ცხოვრება; გლდანის სადღაც დასალიერში კი მშვენივრად მოეწყო მყუდრო კერა და ოდნავაც კი არ ადარდებდა, რომ წესიერად მისამართიც კი არ ახსოვდა.
რაც მართალია, თავიდან ძალიან ეზარებოდა წიგნების მეთვალყურეობა, დასახელებებსაც კი ძლივს იმახსოვრებდა, თუმცა ერთ დღეს რაღაც საოცარი ძალით ბევრი მათგანის არა მარტო სათაური, შინაარსიც დაამახსოვრდა.
საკუთარი თავის თვითონაც უკვირდა, როგორი ბედნიერი სახით აჩერებდა 202-ს ყოველ ოთხშაბათს და გულის ფანცქალით ადიოდა სამსახურში, ე.წ ბიბლუსის გალერეაში, სადაც ამ დღეს 4-5 საათს ყოველ კვირა კითხვასა და ღვინის წრუპვაში ატარებდა ლილისთვის ჯერ კიდევ უცნობი ბიჭი, ერთი შეხედვით, ჩვულებრივი, მაგრამ გოგონასთვის მაინც განსაკუთრებული.
-დღეს ძაან საკაიფოდ გამოიყურები, იცი ?-ნინემ ჩვეულად აღნიშნა და გაუღიმა თანამშრომელს, ლილიმ კი ძალით გაიკვირვა.
-ის ტიპი ჯერ არ მოსულა ?
-ვინ ტიპი ?
-წიგნების ჭია.
-აააა, ისე საინტერესოა, ამ დროს სულ აქ იყო ხოლმე.
-ჰო, რავი-მხრები აიჩეჩა ლილიმ.
-რა უცნაურიაა, არაა ? ალბათ შეყვარებული არ ჰყავს ..
-რა იცი ?
-ამდენი კითხვისთვის სად ექნებოდა დრო...
-მარტივი ლოგიკაა, ნინ...-ამ უკანასკნელმა გაიფიქრა, რთული ლოგიკა როდიდან გამოგიმუშავდაო, თუმცა არაფერი უპასუხა; ჩვეულებრივი ადამიანები ხშირად მოყვარესაც ჰომ არ „ვუძრახვით პირში“
ნერვიულად დადიოდა წინ და შემდეგ ისევ უკან ბრუნდებოდა, კლიენტების ნახევარი ნათქვამი არც კი ესმოდა; საკუთარი თავის უკვირდა კიდეც, მსგავსი, ასე ვთქვათ, უაზრობები როდი ჩვეოდა...
-აი, მოვიდააა-მოულოდნელად მოესმა ნინეს ხმა და მთელი არსებით ათრთოლდა, თვით გულმაც კი ქარიშხალის მსგავსი რამ უგრძნო. თითქმის სირბილით მიუახლოვდა იმ სკამს, რომელზეც აპირებდა საინტერესო უცნობი ლილისთვის სანუკვარი საათების გატარებას და მოორიდებულად ჰკითხა :
-დღეს რას ინებებთ ?
-უკაცრავად ?-ირონიით შეუბრუნა კითხვა.
-რამეში ჰო არ დაგეხმაროთ ?
-არა, მადლობა-არც კი შეუხედავს გოგონასთვის, ისე შეაქცია ზურგი და თაროებისკენ წავიდა. ლილი კი გაშეშებულიყო, მიშტერებოდა ბიჭის მიმართულებით სხვადასხვა წერტილს და უსიამოვნო განცდას ვერ იშორებდა.
ასე სულელივით არასდროს მოსვლია, პირიქით სხვებს აყენებდა მსგავს სიტუაციებში, ყოველთვის ამაყი, თავდაჯერებული გოგო იყო, რომელსაც ბიჭები მხოლოდ თავიდან ფილტრის ფაზაში იზიდავდა, უფრო სწორედ, მათი ყურადღება და მეტად თუ დავწვრილმანდებით, მათი წვალება-ხომ არავინ იცოდა, როგორ მოეგოთ ლილის გული.
დღევანდელი დღესავით ახსოვს, როგორ უნგრევდა ნერვულ სისტემას 3 წლის განმავლობაში ვიღაც გოგას, თვითონ კი საოცრად ხალისობდა. რომ გეკითხათ, რას შვრები, რატომ აწველებ ამ ბიჭსო, გაიკვირვებდა, მე კი არ მომწონსო; ახლა კი თვითონ იყო მსგავს და ალბათ უარეს მდგომარეობაშიც კი, რადგან ცდაც არ შეეძლო, აზრზე არ იყო, რითი შეეძლო ან როგორ მოეხიბლა უცნობი, რომელიც დღეში ლილის წლოვანების კვადრატის რაოდენობის გვერდს კითხულობდა.
„ღამეებს გავათენებ და ყველაფერს წავიკითხავ“-მიზანი დაისახა და იქაურობა დატოვა, სიამაყის ფეხქვეშ გათელვას ჯერ-ჯერობით არ აპირებდა; თუმცა შორიდან მაინც ადევნებდა თვალს, როგორ შლიდა ერთი გვერდიან მეორეზე, უკვირდებოდა წაკითხულს და თანაც ისე ფაქიზად, როგორც დედა არ მოექცევა ჩვილს. მერე ჩანთიდან სხვა წიგნები ამოიღო, უფრო ძველი, ყვითელფურცლიანი წიგნები, წინ დაიწყო და რაღაცას შედარება დაუწყო, ბოლოს ჩანაწერების კეთებასაც შეუდგა, მერე კი ვიღაცამ დაურეკა და ბიჭს სახე ერთიანად აუღელდა, მისი თითოეული ნაკვთი შეთრთოლდა.
„ალბათ შეყვარებულია“-ჩართო ლილიმ ქალური ეჭვიანობის ლოგიკა, თუმცა რამდენიმე წამში ნინეს ნათქვამი გაახსენდა და თავიც დაიმშვიდა, ის ხომ ამდენს კითხულობს, ამაშიც მალევე შეიტანა ეჭვი-„იქნებ ის გოგო კითხულობს ბევრს და ეს თავის მოსაწონებლად აკეთებს.“ საბოლოოდ საკუთარ ფიქრებში იმდენად აირია, ვერც ერთზე ვერ შეჩერდა და ლამის იყო მისულიყო ბიჭთან და პირდაპირი გზით ეზრუნა ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე.

***
ალბათ დაგაინტერესათ, რატომ გაცვალა აყვავებული ცხოვრება ერთი ჩვეულებრივი გოგონას უმომავლო რუტინაზე ? ამაზე თვითონა ხშირად ფიქრობს, თითქმის ყოველ ღამით, როცა ბალიშზე თავის დადებისას საყვარელი ოთახი და ლოგინში მოტანილი მარწყვიანი ბლინები ახსენდება.
რატომ გამოიქცა ? პასუხი მარტივია-თავისუფლება, უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ჭრიჭინობელას ცხოვრების შეზრუდვა- დაძალებული გასტუდენტება.
დიახ, ლილი ყოველთვის ფიქრობდა, რომ სწავლა მისი არ იყო, არც აინტერესებდა რაიმე კონკრეტული, განსაკუთრებული ჰობიც არ ჰქონდა, მისი ერთადერთი ცხოვრებისეული მოწოდება იყო-გართობა, გართობა და ისევ გართობა... ახლა კი, როცა თითქოს ზეციური ძალით შეხვდა ვიღაც უცნაურ ბიჭს, ოღონდაც ხშირად შეხვედროდა, მისი ჯგუფელობაც კი ინატრა.

-წვიმას აპირებს, მგონი-სანამ სამსახურიდან გავიდოდა, ცალი თვალი ფანჯრისკენ გააპარა, მეორე კი ისევ უცნობისკენ ჰქონდა მოპყრობილი, ბიჭისკენ, რომელიც მზერას არიდებდა ან უბრალოდ ლილის ეჩვენებოდა ასე. შეყვარებული ქალები ხომ იმდენად ვტოვებთ ლოგიკის ფარგლებს, მამაკაცის ყოველი გვერდით გახედვას გრძნობების დამალვას აღვიქვამთ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე სოც. ქსელებში ვნახულობთ ფოტოებზე დართულ ფრაზას: „ქალი იმიტომ იტყუება, რომ მოწონება დამალოს, მამაკაცი კი, პირიქით-გამოამჟღავნოს.“
-ჰაააა არ მიდიხარ ?-მოესმა ნაცნობი ხმა, ახლა კი სხვა გზა არ ჰქონდა, ქართულად ფეხის თრევაც კი ვერ გამოიღებდა შედეგს, კაპიუშონი დაიხურა, თმები წინ ჩამოიშალა და გადაეშვა ფიქრთა მორევში.
წინ იხედებოდა და თან არა, გაჩერებისკენ მიდიოდა იდეაში, ფიქრებით კი სადღაც ქროდა, მხოლოდ ის იცოდა, რომ იმ უცნობის გვერდით, რომელიც ალბათ ახლაც ფურცლავდა რომელიმე ძველ თუ ახალ წიგნს და თან ეღიმებოდა.
-არიქა ! ამას ვის ვხედავ !-ძველ დროში ნაცნობი მზერა და ბოხი ხმა იგრძნო, უკან წაიწია, ესღა აკლდა, ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა მის ცხოვრებაში და ამავდროულად ყველაზე უინტერესო, მომაბეზრებელი პიროვნება, რომელმაც წლების განმავლობაში ვერ მოიპოვა ის ავტონომია ლილის გულზე, რომელიც სადღაც შორს მჯდარმა „წიგნის ჭია“ ბიჭმა შეძლო.
კიდევ მორიგი უცნაურობა-ტყუილად არ ამბობენ, შენთვის ყველაზე საინტერესო ადამიანები გაქცევენ ზურგს, უინტერესოები კი იაფასიანი, ჭყეტელა სათამაშოებივით გთავაზობენ საკუთარ თავსო.
„ბედნიერი სწორედ ისაა, ვინც იპოვის იმ საინტერესო ადამიანს და ხელს არასდროს გაუშვებს“-გაიფიქრა და ზიზღნარევი ღიმილით ახედა გოგას.
-ეს რა მზერააა, ააა . არ მოგენატრეეე, ტოო ?
-გამატარე, -ირონიულად უპასუხა ბიჭს და ერთი ნაბიჯით წინ წაიწია.
-ეს რაა ? მოდი, ჩამეხუტე. ვიცი, გინდდა მეხუტებოდა.. წამო, ჩემთან ავიდეთ-ქართველი მხოლოდ მუცელთან დაკავშირებით არ ყოფილა მოუთმენელი.
-კარგად ხარ ? გამატარეეეე
-გოგო, შეურაცყოფას მაყენებ ახლა. მე დავიმსახურე ასე მოქცევაა, ტოო.. ჩემს ძვირიან ბინას მხოლოდ გოგო და ტელევიზორი აკლია, არ გესმის ?
-გამატარეეეე..
-რამე დაგიშავე ასე რომ მესაუბრები ? რა ტონია ?
-მე მეკითხები ?
-რა დაგიშავე ? მხოლოდ ერთხელ შეგაგინე, კარგი მეორე დღესვე გავიწყდება და ცუდს გულში იდებ.
-და რა გამიკეთე ?-უნდოდა გაეცინა, მაგრამ ძლივს შეიკავა, გოგას „გაფსიხების“ თავი არ ჰქონდა.
-ჩემო ქალო...
-აი, შენი ქალი-ქერა შუახნის ქალზე ანიშნა, რომელიც ცოტა ხანში მიუახლოვდა გოგას, რა კარგი ბიჭი ხარ, გოგოებმა არ მოგიტაცონო, ლილიმაც იხელთა დრო და გოგას ცხოველურ მზერას გაუსხლტა...

_______
ძალიან მომენატრეთ heart_eyes heart_eyes
იმედი მაქვს, შევძლებ გაგრძელებას.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი qeti.ii

რატომ არ უნდა გააგრძელო?ძალიან დავინტერესდი და არ შეწყვიტო წერა და ზოგიერთებივით იმედი არ გამიცრუო❤❤❤

 



№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

შეძლებ რა თქმა უნდა. აყცილებლად უნდა გააგრძელო.

 



№3  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

qeti.ii
რატომ არ უნდა გააგრძელო?ძალიან დავინტერესდი და არ შეწყვიტო წერა და ზოგიერთებივით იმედი არ გამიცრუო❤❤❤

Anuki96
შეძლებ რა თქმა უნდა. აყცილებლად უნდა გააგრძელო.

დიდიი მადლობა heart_eyes kissing_heart

 



№4  offline მოდერი bla.ell

ძალიან დამაინტერესაააააა ვეეელი მწერალოheart_eyes

 



№5  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

bla.ell
ძალიან დამაინტერესაააააა ვეეელი მწერალოheart_eyes

მალე იქნება heart_eyes

 



№6  offline წევრი ქეთი:)

მომეწოონა<3 დაველოდები გაგრძელებას:)
--------------------
ITEQ..!

 



№7  offline წევრი მოცინარი

ვაჰ რა კარგიაა <333 აქამდე შენი არაფერი წამიკითხავს :( ვნანობ, საოცარი წუთები „გავმაზე“ :/
ეს ლილი არ მომწონს :/ ეგოისტი და ზედმეტად თავდაჯერებული მგონია :/
ისტორია კი ძალიან, ძალიან მომეწონა <3 ველი გარძელებას <3

 



№8  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

მოცინარი
ვაჰ რა კარგიაა <333 აქამდე შენი არაფერი წამიკითხავს :( ვნანობ, საოცარი წუთები „გავმაზე“ :/
ეს ლილი არ მომწონს :/ ეგოისტი და ზედმეტად თავდაჯერებული მგონია :/
ისტორია კი ძალიან, ძალიან მომეწონა <3 ველი გარძელებას <3

დიდი მადლობა, ჩემო კარგო. ძალიან გამიხარდა, თითოეული ახალი მკითხველი ჩემთვის დიდი ბედნიერებაა heart_eyes heart_eyes
დღეს გვიან დავდებ გაგრძელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent