შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ვარდი (თავი პირველი)


26-01-2018, 14:44
ავტორი ლათინო
ნანახია 449

თეთრი ვარდი (თავი პირველი)

-გისმენ მია! მობეზრებული ხმით უპასუხა სალომემ ტელეფონს და თვალები გადაატრიალა.
-რას მიშნავს მისმენ? სად ხარ? ამ დილაადრიან სად წახვედი?ტელეფონის მეორე მხრიდან გაისმა მიას ხმა.
- სასეირნოდ გამოვედი და არაფერია სანერვიულო.კაი აბა ვთიშავ....
-მოიცა! არ გათიშო! კურიერი იყო მოსული,რაღაც წერილი მოიტანა.შენს სახელზეა და გავხსნი რაა! მუდარის ნოტები შეერია თეკლას ხმას.
-გახსენი .სიცილით დართო ნება სალომემ ცნობისმოყვრე მეგობარს.
-ვაიმეე! სალო!სალო მოდი მალე! ხმამაღლა ჩაჰკივლა მიამ ტელეფონში და ისე რომ პასუხს არც დალოდებია ყურმილი დაკიდა.გაოგნებული სალომე გონს ვერ მოდიოდა,რაშეიძლება ყოფილიყო წერილში ისეთი რომ მია აკივლდა.რომელიმეს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს? თუ უკვე მოკლეს ვინმე? ღმერთო მე რაზე ვფიქრობ,სალომე კი უკვე კიბეებზე ავიდა და ბინის კარები შეგლიჯა.
-სალო! როგორც იქნა სალო! სამხატვრო აკადემიიდანაა წერილი! სალო თანახმანი არიან,იქ შეგიძლია ისწავლო!
-რა გაკივლებდა მერე ადამიანო,გამისკდა გუ...მოიცა რა? რა თქვი გაიმეორე?!
-ხო გეფიცები! აქ წერია ყველაფერი,შენი თვალით ნახე!
-ღმერთო არ მჯერა! ანუ..ანუ მოეწონათ? ჩემი ნახატები მოეწონათ?
-ეგრე გამოდის! ბედნიერებისგან აღარც იცოდა რა ექნა...კაცმა არ იცის მერამდენედ მოეხვია მიას და რამდენჯერ ჰკითხა დაეჭვებულმა ხომ არ მომატყეო მაგრამ მია ისეთი სახით გახედავდა მაშინე ჩუმდებოდა.
უკვე რამდენი ხანია საბუთები და ნახატები დატოვებული აქვს სამხატვრო აკადემიაში და იმ დღიდან მოყოლებული მოუთმენლად ელოდა მათ პასუხს...და აი დადგა ეს ბედნიერი დღე,როცა უკვე მას სამხატვრო აკადემიის მოსწავლე ჰქვია.
ორშაბათ დილით აკადემიაში მივიდა და დირექტორს ესაუბრა,თავის კითხვებზე პასუხი რომ მიიღო კაბინეტიდან გამოვიდა და იქაურობის შესწავლა დაიწყო.მართლაც სასიამოვნო გარემო იყო.ისეთი მას რომ მოსწონდა.პირველი დღე მაინც დატვირთული აღმოჩნდა მისთვის.საღამოს მია და სალომე ერთად ისხდნენ აივანზე პლედშემოხვეულები,ყავით ხელში და ათას თემაზე საუბრობდნენ.გამთენიისას თავიანთ ოთახებში დანაწილდნენ და მშვიდად დაიძინეს.დილით სალომე აკადემიაში წავიდა,მია კი სამედიცინო უნივერსიტეტში.ჩვენი მია მომავალი ექიმი გახლავთ.დღეს ოპერაციას უნდა დასწრებოდა,ამიტომაც ძალიან ნერვიულობდა.სალომემ როგორც გაარკვია მალე გამოფენა ეწყობოდა,ამიტომ წინ დიდი სამუშაო ელოდათ,როგორც მას ისე სხვა დანარჩენებს.სახლში მიაზე ადრე დაბრუნდა.მიუხედავად იმისა რომ ძალიან დაღლილი იყო მეგობრისთვის ვახშმის მომზადება მაინც არ დაეზარა,იცოდა დღეს ემოციურად ძალიან დატვირთული დღე რომ ექნებოდა მიას და ამიტომაც.მაგრამ სანამ შხაპს არ მიიღებს თითსაც კი ვერ გაანძრევს.აბაზანიდან მალევე გამოვიდა,ცხელმა წყალმა თითქოს მტვერთან ერთად დაღლილობაც სულ ჩამორეცხა და ახლა ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ შეეძლო ეფრინა.ვახშამს ამზადებდა უკნიდან მია რომ მიეპარა და უჩქმიტა,მოულოდნელობისგან შეხტა და კარგადაც დასჭექა.
ვახშამიც გამზადდა,ჭამას რომ მორჩნენ მეგობრებმა დაურეკეს და სთხოვეს ბარში გასულიყვნენ.ისინიც დათანხმდნენ,რამდენიხანია არცერთ მათგანთან ნორმალურად არც უსაუბრიათ.
მალევე გამოიპრანჭნენ და სახლიც მალევე დატოვეს.ტაქსში ჩასხდნენ და იმ ბარის მისამართი მოუთითეს მძღოლს,რომელსაც "ჩვენს ადგილს"უწოდებდა მთელი სამეგობრო.
ბარში როგორც კი შევიდნენ,იმ მაგიდისკენ აიღეს გეზი რომელიც სულ ბოლოში იდგა და მის გარშემო თორნიკე,გიორგი,თაკო და ერთი უცხო ბიჭი ისხდნენ და საუბრობდნენ.(ბიჭი მათგან ზურგით იჯდა)
-ვა ვავა!რა გოგოები?! გვიკადრეთ ლამაზებო! ეს თორნიკე იყო,თეკლას ძმა და სალომეს ბავშვობის მეგობარი.გიორგი და თაკო სკოლაში გაიცნეს და იქედან მოყოლებული ერთად არიან.არა ასე ადვილადაც არ დამგობრებულან,ბევრჯერ ჩაუწიხლავთ ერგმანეთი,მაგრამ ფაქტი სახეზეა,ისინი ახლა ერთი ოჯახი არიან.
-თქვენ რა საკადრებლები ხართ? დაეჭყნა სალომე "ბავშვებს"
-ნახეთ ვინ გაგაცნოთ?! ეს დემეტრეა,დემეტრე ნაკანი...ჩემი ბიძაშვილი.ღიმილით გააცნო თაკომ დემეტრე გოგონებს.როდესაც სალომემ მას შეხედა რაღაც ამოუცნობი იგრძნო,ისევ წამოეშალა ფიქრები წარსულიდან,სული აუდუღდა,მერე იქვე ჩაიკეცა და კივილი დაიწყო....ბავშვები ვერ მიხვდნენ რა დაემართა სალომეს,მხოლოდ მიას აუმუშავდა გონება.
-ჯანდაბა!ისევ შეტევა დაეწყო! სასწრაფოდ უნდა წავიყვანოთ,თორემ შეიძლება ჩაგვაკვდეს! სწრაფად!
სალომე გიორგიმ ხელში აიტაცა და მაშინვე მანქანაში ჩასვა,სალომეს თავთან თაკო დაუჯადა,მძღოლის გვერდით კი მია დაჯდა და სწრაფად მოსწყდნენ ადგილს. თორნიკე და დემეტრე დემეტრეს მაქნანით უკან გაყვნენ მათ.
ნახევარ საათში იქ იყვნენ.სალომე პალატაში შეიყვანა ექიმმა და იქიდან კი ოც წუთში გამოვიდა...
-რაღაც მოხდა ხო? ისევ გაახსენდა ადრინდელი და შეტევა დაეწყო! ხომ გთხოვეთ რომ ამ თემაზე არ გესაუბრათ მასთან? მთელი ორი წელი ფსიქიატრიულ კლინიკაში რისთვის იწვა?
-მაგრამ ჩვენ რამდენი ხანია ამაზე არ გვისაუბრია...მშვენივრად იყო.დაბნეული ლუღლუღებდა მია.
-რაც არის არის.დამამშვიდებელი გავუკეთე და ახლა სძინავს.გონს რომ მოვა იმ თემასთან დაკავშირებით სიტყვა არ დაძრათ!
-კარგით შეთანხმებულივით ერთდროილად წამოიძახა ყველამ
ორი საათის შემდეგ როცა უკვე სალომემ გაიღვიძა ყველა სათითაოდ შევიდა მის სანახავად,ბოლოს დემეტრეც შევიდა.ყველას გაუკვირდა,თუმცა არცერთმა გაამახვილა ამაზე ყურადღება იმდენად შეშინებულები იყვნენ.
-სალომე.სალომე გთხოვ შემომხედე.ნელა მიუახლოვდა დემეტრე აკანკალებულ გოგონას და გვერდით ჩამოუჯდა.
-სალომე გთხოვ.გოგონამ თავი მისკენ მიატრიალა-რაღაცას გკითხავ და გთხოვ გულახდილად მიპასუხე კარგი? გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია-ჩემი გეშინია?ეს ჰკითხა და გოგონას თვალებში ჩახედა.გთხოვ მიპასუხე,ჩემი გეშინია?
-არა,შენი არ მეშინია...თავადაც არ ვიცი,აი ახლაც კონტაქტში რომ შემოვდივარ საკუთარი თავის მიკვირს,ვიცი რომ ეს შეუძლებელია მაგრამ...არ მეშინია შენი..უბრალოდ შენს დანახვაზე ის წყეული ღამე გამახსენდა.გოგონას თვალები კვლავ ცრემლით აევსო.
-ესეიგი მიცანი არა? ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა დემეტრემ.გოგონამ კი მხოლოდ თავი დაუქნია და თავი ფანჯრისკენ მიატრიალა.
-სალომე გეფიცები.შენს თავს გეფიცები-ამ სიტყვების გაგონებაზე სალომემ თავი მოატრიალა-შენ ჩემს თვალში იმდენად წმინდა ხარ რომ შენს თავს გეფიცები მე არ შეგხებივარ...შენთვის თითი არ დამიკარებია.ჩემი დანაშაული ის არის რომ დავთვერი და მათ ხელი არ შევუშალე...ჩემი შეცდომა ის არის რომ ისინი ჩემს ძმაკაცებად ვაღიარე...ჩემი შეცდომა ის არის რომ არაფერი გავაკეთე როცა...სალომე გთხოვ მაპატიე,ჩემი უუნარობა მაპატიე.მაპატიე რომ ვერ დაგიცავი!
-ისინი სად არიან?
-ისინი აღარ არიან!
-ანუ?
-ციხეში რომ ვიჯექით ერთმა თავი მოიკლა,დანარჩენი ორი კი პატიმრებმა მოკლეს.
-ციხეში?
-ჰო.იმ ღამიდან ერთ კვირაში,როცა ცოტა გონს მოვეგე პოლიციაში წავედი და ყველაფერი ვაღიარე.ყველაფერი მოვყევი.სასამართლომ მათ 7წელი მისცა,მე თანამონაწილედ ჩამთვალეს,მაგრამ რადგანაც არაფერი დამიშავები 2 წელი მომისაჯეს.ამ ორ წელში რამდენჯერ ვცადე არც კი მახსოვს.
-ესეიგი აღიარე?
-რომ არ ჩავბარებოდი პოლიციას თავს ვერ ვაპატიებდი.თავისუფლებას ვერ ვაპატიებდი საკუთარ თავს.თორემ იმ ღამეს ვერც ახლა ვპატიობ თავს,შენი ცხოვრების დამახინჯებას ვერ ვპატიობ თავს და ვერც ვერასოდეს ვაპატიებ!
-არც კი ვიცი რა ვთქვა.ამ ყველაფრის შემდეგ შენს მიმართ დიდი პატივისცემით განვეწყვე..შენ საპატიებელი არაფერი გაქვს,შენი ბრალი არ იყო.შენ არ კი არა ვერ დამეხმარე.თავადაც ვერ ხვდებოდი რას აკეთებდი..მაგრამ ისინი...მათ მე მომკლეს..ცხოვრების ხალისი დამაკარგინეს.ორი წელი საგიჟეთში მათ გამო ვიწექი.ცხოვრება მათ დამიმახინჯეს და არა შენ დემეტრე.დაასრულა და ცრემლები გადმოსცვივდა,იმ ღამეს როცა იხსენებს ნადგურდება.თვალი კვლავ ფანჯარას გაუსწორა და ჩაფიქრდა.
-სალომე!..სალომე. ხელი ოდნავ შეახო დემეტრემ გოგონას და ისიც შეხტა და არ შემეხოთო დაიყვირა.დემეტრეს სახე შეეცვალა.
-ამის დედა..ჩემი ბრალია ჩემი...შენი ასეთი მდგომარეობა ჩემი ბრალია.მათთვის ხელი უნდა შემეშალა! არ უნდა გაგკარებოდნენ! ამიდ უფლება არ უნდა მიმეცა! გამწარებული ღრიალებდა დემეტრე და თავში ხელებს იშენდა.მერე ისევ სავარძელში ჩაჯდა,თავი ხელებში ჩარგო და ცრემლები გადმოსცვივდა.
-დემეტრე..გამტყდარი,მისუსტებული ხმით დაუძახა გოგონამ.-ხომ გითხარი შენი ბრალი არაა თქო?! გთხოვ თავს ნუ იდანაშაულებ.შენ არაფერ შუაში ხარ...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიჰ. რა საინტერესო დასაწყისიაა.

 



№2 აქტიური მკითხველი terooo

ძალიან საინტერესოდ დაიწყე, წარმატებებს გისურვებ..
ჩემი მკითხველობა მარტივი არ არის.
არ მოგცემ უფლებას გზაში შეწყვიტო წერა

 



№3  offline წევრი ლათინო

terooo
ძალიან საინტერესოდ დაიწყე, წარმატებებს გისურვებ..
ჩემი მკითხველობა მარტივი არ არის.
არ მოგცემ უფლებას გზაში შეწყვიტო წერა

წერა უკვე დავასრულე :)) ბოლო თავიც უკვე ავტვირთე. მოუთმენლად ველი შენს შეფასებას ????

 



№4 აქტიური მკითხველი terooo

ლათინო
terooo
ძალიან საინტერესოდ დაიწყე, წარმატებებს გისურვებ..
ჩემი მკითხველობა მარტივი არ არის.
არ მოგცემ უფლებას გზაში შეწყვიტო წერა

წერა უკვე დავასრულე :)) ბოლო თავიც უკვე ავტვირთე. მოუთმენლად ველი შენს შეფასებას ????

მეც დავასრულე უკვეეე კითხვა და მინდა გითხრა რომ ძალიან მომეწონა...
კარგად დაასრულე როგორც ისტორიიას შეეფერებოდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent