შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაისის წვიმა (სრულად)


26-01-2018, 20:59
ავტორი ნინიი...
ნანახია 2 976

მაისის წვიმა (სრულად)

-მარიამ დადექი ერთ ადგილას
-ვნერვიულობ ტასს რო არ მოვიდეს?
-მარიამ შეგახსენებ რომ დემნა ჩემი ძმაა და ეს ყველაფერს ამბობს ხომ მართალი ვარ?
-ვაიმე ტას კი მაგრამ(წინადადება ვეღარ დაამთავრა რომ სიგნალებით აიკლეს ბიწებმა უბანი და ხმაურით შემოვიდნენ მარიამი სადარბაზოში)
მარიამს ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და ქვევით ჩავედი.ჩემი ძმა დიდი ვარდების თაიგულით შეოვიდა და სიმამრს ხელი ჩამოართვა. გავუცინე და თვალი ჩავუკარი. დემნას მეჯვარის ვაჩეს გვერძე დავდექი და დაველოდე როდის ჩამოვიდოდნენ მარიამი და მისი მეჯვარე.ბავშვობიდან ვამბობდით რომ მე თუ გავთხოვდებოდი პირველი მარიმაი უნდ აყოფილიყო ჩემი მეჯვარე და ის თუ გათხოვდებოდ მე მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა როდესაც ჩემმა უფროსმა ძმამ და მარიამმა გამომიცხადეს რომ ერთმანეთი უყვარდათ თავიდან გავბრაზდი დემნაზე ჩემს დაქალს სხვა თვალით როგორ შეხედეთქო მაგრამ მერე მარიამი შემეცოდა ისევ და შევურიგდი ორივეს.გაბადრული სახით ჩამოდიოდა მარიამი კიბეებზე.დემნას გავხედერომელმაც ნერწყვი მძიმედ გადაყლაპადა გაბრწყინებული თვალებით მიაჩერდა მარიამს.როგორც კი ჩამოვიდა გულზე მიიკრა და შუბლზე აკოცა.ბავშვობიდან ეგოიტურად მიყავრდა ჩემი ძმა და მეგონა ვერასდროს დავუთმობდი სხვას მაგრამ ამ წუთას ჩემი ეგოისტობა ჯანდაბაში გავუშვი და შევყურებდი ორ ერთმანეთზე შეყვარებულ ადამიანს ისინი ერთმანეთს ავსებდნენ,ჩუმად ვიწმენდი ცრემლებს ჯვრისწერაზე.მამაოს თითოეული სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილი სიტყვა გულზე მალამოდ მედებოდა. ხელისმოწერამაც მშვიდად ჩაიარა და ახლა უკვე რესტორნისკენ წავედით. გზაში იყო გამართული ‘’რბოლა’’.დარბაზი სადად მაგრამ ძალიან ლამაზად იყო მორთული. ნეფე-დედოფალმა ძალიან კარაგად იცეკვეს ქართული და თავიანთი ადგილები დაიაკვეს. მეც სასტავისკენ წავედი და ბექას და დიტოს შორის ჩავეკვეხე. ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა სანამ კარებში არ დავლანდე ნაცობი სილუეტი. გულმა რიტმულად დაიწყო ფეთქვა, თვალთ დამიბნელდა, ფეხზე წამოდგომა ვცადე მაგარამ ვერ შევძელი. მთელი ძალით ჩავებხაუჭე ბექას ხელს, გაოცებულმა შემომხედა მე სემდეგ ჩემს მზერას გააყოლა თვალი და ნაცნობი სილუეტის დანახვისას ხელი მომიჭირა ამით მიმანიშნა რომ ის ჩემს გვერდით იყო. მარიამს გავხედე და მხრები აიჩეჩა ‘’მე არაფერი ვიციო’’, დემნა გაღიმებული გადაეხვია და მეგობრულად დაკრა ხელიმხარზე. მარიამიც გადაკოცნა და საჩუქარი გაუწოდა შემდეგ მის გვერდით მყოფი გოგონა გააცნო და ჩვენი მაგიდისკენ დაიძრა. თავი სწრაფად მოვატრიალე და ბექას შევხედე
-ტასო ფერი არ გადევს (ანერვიულდა ბექა)
-ვა რა ხალხი (ნაცნობი ბოხი ხმის გაგონებისას ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა,როგორ მომნატრებია ეს ხმა)
ზურგს მიწვავდა მისი მზერა, თავი არ მიმიტრიალები უკან
-ვა გეგა ტო (დიტო)
-როდის ჩამოხვედი (ბექა)
-გუშინ ღამით, როგორ მომენატრეთ ბიჭებო (ისეთი სითბოთი თქვა რომ რამის დავდნი)
-ჩვენს ძმა ჩვენს (დიტო)
-ანასტასია როგორ ხარ? (ნაზად გადამკოცნა)
მთელი სხეული სასიამოვნო შეგრძნებამ მოიცვა, ისევ ის სურნელი ასდიოდა როგორც 2 წლის წინ.
-კარგად შენ (მთელი გამბედაობა ჩავატიე ამ ორ სიტყვაში)
-რავიცი ვარ რა როგორ შეცვლილხარ გალამაზებულხა (გამიღიმა)
პიკი იყო, ცოტაც და გული წამოვიდოდა, ჩემს წინ იჯდა და მიღიმოდა,თვალებში ვუყურებდი, დავიბენი ისევ დამაბნია მისმა ლურჯმა თვალებმა როგორც 2 წლის წინ
-მადლობა
სულ ეს იყო ჩემი და გეგა დევდარიანის დიალოგი.მაშინვე რომ წამოვხტარიყავი და გავსულიყავი მიხვდებოდა ამიტომას ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით ვიჯექი .
-დაგისხა (დიტო)
-თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დავუქნიე და არყის ჭიქა გავუწოდე.მანაც შეავსო .
-ადრე არ გიყვარდა ალკოფოლი
არყის ჭიქა გამოვცალე და თვალებში ჩავხედე
-დრო ცვილს ადამიანს (გამოვიყენე მისი ფრაზა და პასუხს არ დავლოდებივარ ისე ავდექი და წავედი მარიამისკენ და დემნასკენ)
-ვაჩე ჩაიჩოჩე რა ცოტა (ვთხოვე და მის სკამზე მოვთავსდი)
დემნას მამისმკვლელი თვალებით შევხედე ალბათ მიხვდა რატომაც და ლუღლუღი დაიწყო
-რო არ დამეპატიჟებინა მაგრად გაუტყდებოდა ბოლოს და ბოლოს ბავშვობიდან ერთად მოვდივართ (საწყალი ბაშვის თვალებით ამომხედა)
გავუღიმე.
-ჯიგარი ხარ (მითხრა და შუბლზე მაოცა)
უკვე ნერვებს მიშლიდა ჩემი კაბა. საერთოდ დიდად კაბების მოყვარული არ ვარ მაგრამ დემნას და მარიამს დავპირდი და რომ არ ჩამეცვა გაუტყდებოდათ. ნელი ვალსი დაიწყო და ვაჩემ მარიამის მეჯვარე ნინი გაუცეკვა , დემნამ მარიამი, მეც უფრო კომფორტულად მოვთავსდი ვაჩეს სკამზე და ტელეფონში სურათების თვალიერება დავიწყე. ბექა მომიახლოვდა
-ვიცეკვოთ ლამაზო? (სიცილს ძლივს იკავებდა)
-ნუ მასხარაობ აქ (გავუცონე და ხელი ჩავჭიდე)
მუცელი ამტკივდა უკვე იმდენი მაცინა ბექამ ბოლსო ორივე დავსერიოზულდით როდესაც ნაცნობი ხმა გავიგეთ
-შეიძლება პარტნიორები გავცვალოთ
გეგა იყო. ისევ მიღიმოდა , მე ისევ დავიბენი.
ხელი ფრთხილად შემოადო ჩემს გაჩხიკულ წელს და ახლოს მიმიკრა. თითები ჩემს თითებში ახლართა და მოუჭირა.სახეზე ყველანაირმა ფერმა გადამიარ-გადმომიარა.მეგონა გული ვერ გაუძლებდა და აქვე გასკდებოდა.მონატრებული სურნელის გრძნობამ ჩემში მოგონებები გააღვიძა ამას ჩემი შეზარხოება დაემატა და ჩემი ხაწვების დასველება დაიწყო ცხელმა პაწაწინა მლაშე სითხემ.თავი გვერდით გავატრიალე რომ არ დაენახა ჩემი ცრემლები.
-მომენატრე (ჩამჩურჩულა დახშული ხმით)
ჟრუანტელმა დამიარა,ცრემლები უფრო მომაწვა და წარსულის გახსენებამ ძლივს შეხორცებული ჭრილობები გახსნა და მასში ინფექციასავით შეიჭრა.
-არ გაქ უფლება (ამოვისლუკუნე )
დაფეთებულმა წამავლო ნიკაპ ქვეში ორი თითი და სახე მიმატრიალებინა, ჩემი აცრემლიანებული თვალები და ცრემლით დანამული ღაწვები რომ დაინახა სახე მოეღუშა, თვალებში ცრემლი აუკიაფდა.
-ტასი
ეს უკვე პიკი იყო, სწრაფად ვკარი ხელი, ცალი ხელით კაბის კიდე დავიჭირე და სწრაფად დავტოვე დარბაზი.ქვევით ჩავედი და შადრევანთან ჩამოვჯექი.გამახსენდა თითოეული წუთი,წამი.თითოეული შეხება, ჩახუტება, ძილის წინ მოწერილი ტექსტური მესიჯები და ცელქი მაისის წვიმაში სეირნობა.მიყვარდა??, თავდავიწყებით არა წარსული დრო არ უნდა გამომეყენებინა მიყვარს თავდავიწყებით, თითქოს დიდი დროა 2 წელი ადამიანის დასავიწყებლად მაგრამ მე ვერ შევძელი ვერ დავივიწყე.თავიდან ვფიქრობდი რომ ის ბავშური გატაცება იყო მაშინ ხომ სულ რაღაც 18 წლის ვიყავი. მაგრამ გავიდა 2 წელი და მე მისი ლურჯი თვალების დანახვისას ისევ ვიბნევი, მისი შეხებისას ისევ მივლის ტანში სიამოვნების ჟრუანტელი და რაც მთავარია მისი ხმა,მისი თითოეული თბილი სიტყვა ისევ მითბობს გულს მაგრამ, დაწყევლოს ღმერთმა ნეტავ არ არსებობდეს ეს სიტყვა ‘’მაგრამ’’.
ცრემლებს მუშტებუთ ვიწმენდდი და ვწყევლიდი იმ დღეს როცა გეგა დევდარიანს შევხვდი. ვწყევლი იმ დღე როცა მე იმ თამაშზე მივედი და ჩემი ძმის მაგივრად სხვას ჩავეხუტე რადგან მისი ჟაკეტი ეცვა რომელიც სპეციალურად გავაკეთებინე დემნასთვის. მაგრამ წყევლა ცოდვაა ამიტომ შევწყვეტ.ის რამოდენიმე თვე ლამაზ მოგონებად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში.
ფიქრებიდან მხარზე შეხებამ დამაბრუნა.სწრაფად მივატრიალე თავი და ბექა რომ დავინახე დამშვიდდი.თავისი ქურთუკი მომაფარა და გვერძე მომიჯდა.თავი მის მხარს ჩამოვადე და ისევ ავტირდი
-მისი წასვლა რომ გავიგე ასე მაშინ არ მიტირია, არა მაშინ საერთოდ არ მიტირია ბექ, ახლა რა მომივიდ აარ ვიცი, ყველა იარამ ერთდროულად შემახსენა თავი და ვეღარ გავუძელი ბექა ვეღარ, შენ ხომ მაინც იცი როგორ მიყვარდა, ხომ იცი არა, რატო დამტოვა ესე უპასუხოდ ნუთუ იმის ღირსიც არ ვიყავი ეთქვა მიზეზი თუ რატო მტოვებდა მითხარი გთხოვ არ ვიყავი ღირსი? რატომ დაბრუნდა რატომ , რომ ისევ გამანადგუროს და ფეხქვეშგათელოს ჩემი გრძნობა მიპასუხე ბექა
-ტასო გთხოვ დაწყნარდი ტასო
-ბექა მიპასუხე არ ვიყავი ღირსი?
-იყავი , იყავი ამის დედაც მაგრამ
-აი ისევ მაგრამ (ცრემლები მოვიწმინდე და ფეხზე წამოვდექი)
-ტას
-ბექა გთხოვ აღარაფერი მითხრა
ნელა ავუყევი კიბეებს და უკანა მხრიდან შევედი დარბაზში. იქვე მიმტანს ვთხოვე ორი წუთით ტელეფონი ეთხოვა, ნინას (მარიამის მეჯვარეს) მივწერე რომ ჩემი ჩანთა და თავისი კოსმეტიკა წამოეღო და საპირფარეშოში შემოსულიყო. მიმტანი რომელიც გაკვირვებული მიყურებდა მადლობა გადავუხადე და საპერფარეშოში შევედი. ნინამ განერვიულებულამ შემოაღო საპერფარეშოს კარები და ჩემი განადგურებული სახე რომ დაინახა სწრაფად წამოვიდა ჩემსკენ და გულში ჩამიკრა.ნინა ძალიან კარგი გოგოა სულ რაღაც 4 წელია რაც ვიცნობ მაგრამ მალევე შეგვაყვარა ყველას თავი.
-ტასო კარგი რა ნუ ტირი ასე რომ დაგინახოს მარიამმა ხო იცი სკანდალს მოუწყობს მაგ გეგას
რომ წარმოვიდგინე როგორ უწყობდა სკანდალს მარიამი გეგას გამეღიმა
-აი მასე ჩემი ლამაზო მოდი ეხა მაკიაჟი შეისწორე და გავიდეთ.
მაკიაჟი შევისწორე და დარბაზში დავბრუნდით.დემნას და მარიამს გავუღიმე და ჩემი ადგილისკენ წავედი.დიტოს მხარზე ხელი დავკარი
-დაასხი
-აა, ეს ვინ მოსულა, მოდი ტას მოდი ვსვაავთ გათიშვამდე
-ვსვავთ გათვიშვამდე (გავიცინე და გეგას შევხედე რომელიც გაოცებული მიყურებდა)
დავჯექი თუ არა ბექამ ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა
-აი ყველაზე ძლიერი გოგო ხო ხარ?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე
-ვამაყობ შენით და მიყვარხარ მაგრად
-მეც ძაან (ხელები მოვხვიე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე)
დიტოსთან, ბექასთან და კიდევ ერთ დემნას ძმააკცთან ერთად საკამოდ ბევრი დავლიე.ამ დროის განმავლობაში გეგა თვალს არ მაშორებდა.მე სასმელი არადა არ მერეოდა ამიტომაც ვამატებდი არაყს და ვამატებდი.
-მემგონი საკმარისია აღარ დალიო(გაისმა გეგას გამყინავი და გაბრაზებული ხმა)
-შენ..(ვგრძნობდი რომ უკვე საკმაოდ შეზარხოშებული ვიყავი)არ გაქ უფლება რაიმე მიბრძანო გასაგებია..შენ ეს უფლება 2 წლის წინ დაკარგე და მას ვეღარ დაიბრუნებ (განვუცხადე მტიკცედ და ერთი ამოსუნთქვით ჩავცალე პატარა ჭიქაში არსებული გამჭირვალე მწარე სითხე )
დავინახე როგორ დაებერა ძარღვები და მომუშტა ხელები გეგამ.ჩემი თავით კმაყოფილმა ბექას გავუღიმე და კიდევ ვთხოვე დაესხა
-მგონი საკმარისია (შეპარვით მითხრა ბექამ)
-ერთიც და ვსიო (გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე)
კიდევ შემივსო, ნელა წამოვდექი ფეხზე და ჭიქით ხელში გავემართე თამადისკენ და მიკროფონი ვთხოვე.მამაჩემი გაკვირვებული მიყურებდა გავუღიმე და თვალი ჩავუკარი.
ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ლაპარაკი დავიწყე
-ყველას მოგეხსენებათ რომ დიდად არ მიზიდავს ეს გრძელ-გრძელი მაგრამ ამ მომენტისთვის უბრალოდ მინდა რომ ვთქვა მინდა რომ ამ პატარა ჭიქით დავლოცო ჩემთვის საყვარელი წყვილი. ის ორი ადამიანი რომლის გარეშეც მე არაფერი ვიქნებოდი.მარიამი ჩემი და და სულის ნაწილი.მის გარეშე არ ვიცი რა მეშველებოდა. ყოველთვის გვერდით მიდგას. სულ რომ დამნაშავე ვიყო სხვების თვალწინ სულ კბილებით დამიცავს მაგრამ მარტოს რომ დამიგულებს შენიშვნებით მავსებს და მებუტება მერე ბუზღუნებს და ისევ მირიგდება. დემნა ეს რაღაც სხვა განზომილება ჩემთვის ყველამ იცი ჩემი ეგოისტური სიყვარულის შესახებ არ ვიცი სიტყვები არ მეყოფა მათი სიყვარულის ახსაწერად და ჩემი მათდამი სიყვარულის ახსაწერად, სიმართლე გითხრათ მეც ვოცნებობ რომ ოდესაღაც მათი მსგავსი სიყვარულით შემიყვარდეს (გეგას გავხედე დამინახა ნაღვლიანად გაიღიმა და თავი ჩახარა), მინდა რომ მრავალი წელი ვიცოცხლო რომ მათი სიყვარულით სავსე თვალები დავინახო ვსიო ისედაც ბევრი ვიბოდიალე მოკლედ თქვენ გაგიმარჯოთ , ყველა შეყვარებულ ადამიანს გაუმარჯოს და თვითონ სიყვარულს გაუმარჯოს ნარკოტიკივით რომა ერთხელ გასინჯავ და თავს რომ ვეღარ ანებებ (წამში გამოვცალე ჭიქა და ატირებული მარიამისკენ წავედი)
-რა გატირებ მარუს (მივედი და გადავეხვიე)
-ვაბშე ყველაზე ძაან მიყვარხარ ხოიცი (სლუკუნებდა)
-რას სლუკუნებ გოგო ქორწილია დაკრძალვა კიარა (ლოყაზე ვაკოცე)
-ჩემი ანგელოზები ხართ თქვენ (გაიცინა დემნამ და ორივეს გადაგვეხვია)
მარიამი დაგვიძვრა ხელებიდან და ახლა უკვე მარტო მე ვეხვეოდი
-ჩემი ეგოისტი ხარ შენ(უფრო მიმიკრა და შუბლზე მაკოცა)
-ვგიჟდები შენზე
ასაკით უფროსმა საზოგადოებამ დატოვა დარბაზი და დავრჩით სულ ახალგაზრდები. ახლადშეუხლებულნიც გავაპარეთ მე და ბექამ და ჩვენ ისევ დავბრუნდით უკან. ვინც კი ვიყავით ყველანი წავედით ვაჩეს კლუბში.მთელი ამ დროის განამავლობაში ბგრძნობდი გეგას მწველ მზერას მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი.
-ისე იღადავე ტრადიციული ქორწილი არატრადიციულად დამთავრდა (იცინოდა ბექა)
-რატო?
-ჩხუბი არ ყოფილა (სიცილი აუტყდა)
-ენამ არ გიყივლოს შენი ჭირიმე რა (მხარზე ხელი ვკარი და ინერციით თვითონაც წავიდა და მეც ზედ გამიყოლა)
ვაჩე სიცილით კვდებოდა, გეგასაც გაეცინა ჩვენსკენ დაიძრა და აგვაყენა.ვისკი მოვითხოვეთ და ვსვავდი როდესაც ყველა საცეკვაოდ გავიდა მათ შორის გეგას ‘’საცოლე’’როგორც გაგვაცნო ყველას სოფია ქვია უკრაინელი ლამაზი შხვართი ქერა,სავსე მკერდით ეჰ მეც არ ვუჩივი მკერდ და სიმაღლეს.ხო სად გავჩერდი ვიჯექი ჩემთვის ვწრუპავდი ვისკის როდესაც ბოხი მკაცრი ხმა გავიგე
-ანასტასია გეყოფა
შემეშინდა ცხოვრებაში პიველად შემეშინდა გეგასი.ანასტასიათი არასდროს მოუმართავს შემთვის.
-მე გითხარი ერთხელ მემგონი (მკვახედ ვუთხარი და სუფთა ჰაერზე გავედი)
ტაქსი გავაჩერე და სახლის მისამართი ვუთხარი. მთელი გზა ცრემლები მისველებდა სახეს, სიმთვრალეს ვაბრალებდი, მინდოდა გამელანძღა, მეყვირა , მეწივლა მაგრამ ვერაფერი გავბედე რატომ იმიტო რომ სუსტი ვარ საშნლად სუსტი გეგას მიმართებაში.ტაქსისტ ფული გავუწოდე და სადარბაზოსკენ წავედი.პირველ საფეხურზე ფეხი უნდა შემედგა რომ უკნიდან ნაცნობი სურნელი და ხელები ვიგრძენი. გამახსენდა ჩვენი პირველი შეხვედრა (ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით როდესაც მზად ვიქნები ამის გასახსნებლად) მაგრამ ახლა ჟრუანტელმა დამიარა ერთიანად ავკანკალდი. ნელა შემოვტრიალდი მისკენ და დავიფიცები სიბნელეშიც კი მაბდნევდნენ მისი ლურჯი თვალები.
-ვიცი დამნაშავე ვარ და არ ვარ ღირსი მაგრამ არ შემიძლია (ჩამჩურჩულა )
სახე უფრო ახლოს მოწია და ათრთოლებულ ბაგეებს ფრთხლად შეეხო.წამით დავკარგე გონება და ავყევი. მაგრამ მალევე მოვეგე გონს და დენდარტყმულივით გავხტი უკან
-შენ არ ხარ ღირსი რომ პირველი კოცნა მოგეპარა
ცრემლები მოვიწმინდე და სწრაფად ავირბინე კიბეები..

სახლში დაბნეული ავედი. კარები სწრაფად შევაღე და ფრთხილად წავედი საძინებლისკენ.ჩემბს უკვე ეძინათ.ნელა ჩავუარე მშობლების ოთახს და ჩემი ოთახის კარები შევაღე. ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა წეღან მომხდარი ფაქტისა. სწრაფად გადავივლე და საცვლების ამარა შევწექი ლოგინში. ჭერს მივაშტერდი და არ ვიცი როდის ჩამეძინა. ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესიზმრა წეღან მომხდარი და სწრაფად გამომეღვიძა.ჩემი ძმის ჟაკეტი მოვიცვი და შორტი ამოვიცვი.სამზარეულოშ გავედი ფორთოხლის დიდი მინის ჭიქა ფორთოხლის წვენით შევავსე და მისაღებშ დივანზე მოვკალათდი, ნოუთბუქი მუხლებზე მოვათავსე და ძველი ფოტოების დათვალიერებას შევუდექი.ყველა მოგონება ერთიანად მომაწვა და მთელი გონებით გადავედი წარსულში.
2012 წლის 10 მაისი
დემნას კალათბურთის მატჩზე მივდიოდით მე და მარიამი.შუადღე იყო თბილოდა ამიტომაც თხლად მეცვა.
-აი ვაჩე , აი დემნაც შენი ნაჩუქარი ჟაკეტი აცვია აუ მეც მითხარი რა სად გააკეთებინე ეგ ჟაკეტი (მარიამი)
-არა საიდუმლოა (გავიცინე) კაი ხო მასე ნუ მიყურებ ვაკეში გავაკეთებინე წავალ გავამხნევებ თამაშის წინ
ზურგით იდგა,მასეთი ჟაკეტი დავიფიცები რომ არავის ქონდა მთელს საქართველოში რადგან უკან დიდი ასოებით ეწერა დემნა ჯაჭვლიანი და ქვევით კუთხეში ‘’ეგოისტისგან’’.ფრთხილად მივედი და უკნიდან ავეკარი და ყელში ვაკოცე. აშკარად განსხვავებული სურნელი იყო, არ მეცნო , სწრაფად მოვშრდი სხეულს და ჩემსკენ შემობრუნებული სრულიად უცხო სახე რომ დავინახე გაოცებისგან თვალები რამის გადმომცვივდა.
-უი...უკაცრავად..ისა..მე ..შემეშალა..დიდი ბოდიში(გავწითლდი)
-ტასოო (კიდევ კარგი ვაჩემ დამიძახა)
-ვაჩე სადა ჩემი ძმა ?
-შენი ძმა გასახდელშია
-აა
ვგრძნოდი როგორ მიყურებდა,მაგრამ ჯიუტად არ ვიყურებდი უკან. მარიამმა იქ თავისი ნაცნობი ნახა და ბაასსი გაუბა.გამოჩნდა ჩემი ბედოვლათი ძმაც.
-ტასუ მოხვედი (გადამეხვია)
-ხო მოვედი და ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩავარდი (ჩავჩურჩულე)
-რატომ, რა მოხდა?
-შემთხვევით მე მისურმა წარმატებები შენს მაგივრად (გაიცინა უცნობმა და თვალი ჩამიკრა)
-უპს(გაეცინა დემნას)გაიცანი გეგა ეს ჩემი პატარა და ტასო, ტასო გაიცანი გეგა დევდარიანი ჩემი ძმა და მეგობარი (გაიკრიჭა დემნა)
-სასიამოვნოა (ამოვილუღლუღე ერთიანად აწითლებულმა)
-ჩემთვისაც (ისევ გაიკრიჭა)
ბიჭებს დავემშვიდობე და მარიამისკენ გავემართე,ისიც სწრაფად მორჩა თავის ნაცნობთან საუბარს და ადგილები დავიკავეთ.ყველაფერი მოვუყევი, გაკვირვებული მიყურებდა.
-აუ დამანახე რა გთხოოვ (აწუწუნდა მარიამი)
-აი 19 ნომრად თამაშობს (მივუთითე ცენტრში მდგომი მაღალი სილუეტისკენ)
-ვაუ, ძალიან სიმპატიურია (ტუჩი მოიკვნიტა )
-ეი,ეი დაეშვი მიწაზე (ხელი თვალწინ ავუფრიალე)
-არ მოგეწონა (ისე გადმომხედა მეგონა თვალებით მიმახრჩობდა უარყოფის შემთხვევაში)
-მართლა ძალიან სიმპატიურია მითუმეტეს რა თვალები აქ
-ოო,ვიღაცა..
აღარ დავამთავრებინე
-არა მარიამ მორჩი
თამაში ჩვენი ბიჭების მოგებით დამთავრდა. მილოცვების მიღების შემდეგ ყველანი რესტორანში წავედით.გეგაც იყო.მთეი იმ დროის განმავლობაში თვალებით მჭამდა.ცოტათი დავკომპლექსდი.
-დემნა მე წავალ რა (შევეხვეწე მას შემდეგ რაც მარიამს მამამისმა მოაკითხა)
-აუ ტასუ ცოტახანიც და ერთად წავიდეთ რა
-არა, შენ იყავი მე წავალ ძალიან გადავიღალე (ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე)
ტაქსში მშვიდობიანად ჩამსვა დემნამ და იქამდე არ აბრუნდა რესტორანში სანამ ტაქსი რესტორანს არ გასცდა. დავინახე როგორ მოგვყვებოდა უკნიდა შავი აუდი მაგრამ არ ვიმჩნევდი.სახლში გადაღლილი ავედი და დაწოლისთანავე გავითიშე. მეორე დღემ შვიდობიანად ჩაიარა სახლიდან არ გავსულვარ არც უნივერსიტეტი მქონდა ამიტომაც ვნებივრობდი სახლში. რა ვიცოდი რა მელოდა მესამე დღიდან, რა ვიცოდი რა დიდი ბედნიერება და ამავე დროს უბედურება მელოდა მესამე დღიდან.
არც კი ვიცი როდუს დამეძნა, რომ განეღვიძა ისევ მისაღებში ვიყავი დივანზე წამოწოლილი მაგრამ ახლა უკვე პლედი მქონდა მოფარებული.ბედი ჩემი რომ საკმაოდ ფართე დივანია და რბილიც თორემ ახლა თავის ტკივილთან ერთად, სახსრების ტკივილიც შემაწუხებდა.ნელა წამოვდექი ფეხზე და სამზარეულოში სულ ბურტყუნით შევედი, ისე მტკიოდა თავი ვიღას ახსოვდა გუშინდელი ინციდენტი.მამაჩემი მჟავე კიტრით ხელში, გაბადრული სახით იჯდა მაგიდასთან და დედას აქებდა. სწრაფად მივირბინე მამასთან და ერთ ცალი მჟავე კიტრი ავაცალე და გემრიელად ჩავკბიჩე.ვიგრძენი როგორ მეამა და ცოტახნით გამიყუჩა გაუსაძლისი თავის ტკივილი.
-ლოთები ხართ ლოთები (დაიწყო დედაჩემმა)
-ლოთები არა ლილიკო ბრაძიაგები ბრძიაგები (გავეკრიჭე დედაჩემს და ყავის აპარატისკენ გავემართე)
ცხელი ყავა ეს უკვე ნეტარება იყო ჩემთვის. დედამ ციტრამონიც დამალევინა და ცოტახნით კიდევ შევწექი ლოგინში და დაძინება ვცადე მაგრამ ვინ გაცადა, იქვე საცოდავად მიგდებული ტელეფონი აბზუილდა.უკმაყოფილოდ დავხედე და ნაცნობი ნომრის დანახვისას გავიფიქრე ‘’გაიღვიძა ლოთმა’’
-ხო ბექა
-აუ ტასუუ თუ გიყვარვარ რა დღეს დაურეკე ნათლიაშენს რა დ აუთხარი დამინდოს რა გთხოოვ (ტელეფონშიც კი დავინახე მსისი შეწუხებული სახე და გამეცინა)
-კაი დავურეკავ , არამგონია ისიც კაი დღეში იყოს რაც დავინახე ორი ყანწი დალია ზედიზედ
-აუ მიყვარხარ ძაან
-აფერისტო, მეც
გავუთი შე და ნათლიაჩემის ნომერი ავკრიფე,მალევე მიპასუხა
-ბატონო მწვრთნელო
-რომელი ხარ (აშკარად ახლახანს გამოიღვიძა)
-თქვენი ნათლული გახლავართ
-ტასუ ხო მშვიდობაა
-კი,კი უბრალოდ თქვენი გუნდის წევრები კვდებიან ეგრედ წოდებული პახმელისგან გუშინდელი ბაბუაჩემის რქაწითელის გასინჯვის შემდეგ
-აუ,მეც ვკვდები და გადაეცი მაგათ რო ზეგიდან ორმაგი დატვირთვით
-კაი,მიყვარხარ
-მეც
ნათლიას დავემშვიდობე და ბექას მივწერე
‘’dges gadarchit magram zegidan ormagi datvirtvito’’
‘’au tas da xar ra mikvarxar dzalian ’’
‘’mec dzaan ’’
ბექასთან ბაას მოვრჩი და თავს უფლება მივეცი რომ გადავსვებულიყავი ლამაზ
სამყაროში რომელსაც სიმზრები ჰქვია.სიზმარში ნაწყვეტ- ნაწყვეტ ვნახე გუშინდელი ინციდენტი.ვიღაცის შეხებამ გამომაღვიძა.თვალები ზანტად გავახილე და ჩემს წინ მჯდომი გეგა ახლაღა შევამჩნიე.დენდარტყმულივით წამოვჯექი ლოგინზე და გეგას მივაჩერდი
-შენ აქ რა გინდა, გადი აქედან (მივაყარე ერთიანად)
-მე აქ შენს გასაღვიძებლად მოვედი (გამიღიმა და სახე ახლოს მომიტანა)
მე უკან გავწიე მაგრამ ძალიან ახლოს იყო, მეგონა მაკოცებდა ამიტომაც თვალები დავხუჭე მაგრამ რათ გინდა სიცილი დაიწყო
-ტასი შენ კიდევ მიამიტი ბავშვი ხარ (გაიცინა და შუბზე მაკოცა)
გავბრაზდი,გავწითლდი, გავშავდი.
-გა..ეთ..რიე დროზე (დავისისნე და მამისმკვლელითვალებით შევხედე)
გაეღიმა და ოთახიდან გავიდა.სწრაფად წამოვხტი საწოლიდან და გავემზადე. მუხლს ოდნავ აცილებული ყვითელი სარაფანი ჩავიცვი, თხელი ჟაკეტი და ბენსიმონები.თმები გავიშალე, ტრუსარდი შევიბკურე და სარკეში ჩავიხედე
-შენ თუ არ გადაგიხადო სმააგიერო და არ გაგაგიჟო გეგა დევდარიანო მე არ ვიყი ანასტასია ჯაჭვლიანი
გავიღიმე და ქვევით ჩავედი. ნელ-ნელა გროვდებოდნენ ბიჭები და გოგოები. სოფია არსად ჩანდა. ყველას მივესალმე და ნინასკენ წავედი
-ნინუ სად არის ამ არსების საცოლე გაექცა? (გავიცინე)
-გაექცა კი არა გუშინ ისეთი ამბები დაატრიალა კლუბში რო რავი ვიღავ ბიჭს ეტმასნებოდა და მოკლედ რა და გეგამ რო დაიანახა დავაი აქედან აუდეო (გაიცინა ნინამ)
-ოოი ოი ოი (ვითომ ძაან ნაწყყენმა შევიცხადე მე და გეგასკენ გავემართე)
დივანზე იჯდა და ვაჩეს ხუმრობებზე იცინოდა.გვერდით მივუჯექი და ხელი მხარზე დავადე
-ვაიმე გეგა მეწყინა ძაან ძალიან კარგი წყვილი იყავით მაგრამ ხომ იცი არა თუ რამე შენს გვერდით გვიგულე ყველა (აფერისტულად გავუღიმე)
ვაჩემ სიცილი ძლივს შეიკავა და გაეცინა, გეგამ ერთი დაუღრინა და შემომხედა
-მადლობა (გამიღიმა)
‘’არა ახალი გეგმა მჭირდება’’
-აუ ნინა რა უნდა გითხრა (დავიწყე ხმამაღლა)
გეგა კი მიბრუნებული იყო მაგრამ ვიცოდი რომ მისმენდა
-გოგო დღეს სანდრომ მომწერა შემხვდიო (ტაში შემოვკარი)
ნინამ გაოცებულმა შემომხედა აი იცით როგორ ‘’შენ ხო კარგად ხარო’’, თვალები დავუბრიალე
-აუ ძალიან კარგი ბიჭია მერე რა უთხარი
-რა უნდა მეთქვა დავთანხმდი (გავიღიმე და გეგასკენ გავაპარე მზერა რომელსაც ძარღვები ეტყობოდა ყელზე)
1:1’’გავიფიქრე’’
-ხო გოგო ძალიან კარგი ბიჭია თან რა ტანზეა (გაეცინა ნინას)
მამამ სუფრასთან გვიხმო. ახლადშეუღლებულნი იგვიანებდენენ, სამწუხაროდ თაფლობისთვე გადაედოთ დემნას თამაშები აქ და ოხ ეს კარიერა. გეგას გვერდზე მომიწია დაჯდომა.ნუ რათქმაუნდა გარეგნულად არაფერი მეტყობოდა მაგრამ შინაგანად ვიწვოდი. დემნამ და მარიამმა რომ დამინახეს გეგას გვერდით ჯერ ერთმანეთშ შეხედეს მერე მე გადმომხედეს ჩემს გაბრაზებულ სახეს რო შეეჩეხნენ დადუმდნენ.გეგა საკმაოზე მეტს სვავდა. არ ვაქცევდი ყურადღებას, გრძელ-გრძელი სადღეგრძელოები, სადღეგრძელოები სიყვარულზე, მეგობრობაზე,ოჯახზე და ა.შ.ბოლოს გეგამ ყანწი რო დალია მამამ მთხოვარ რომ ჩემს ოთახშ ამეყვანა.თავიდან თვალები დავუქაჩე მერე თვითონაც დამიბრიალა და მომიწია მისი მაღლა ათრევა.კიდევ კარგი დემნა დამეხმარა. საწოლზე დავაგდე და ფეხსაცმელი გავხადე. 2 წლის შემდეგაც ისევ ისეთი სიმპატიურია,ისევ ისეთია არ შეცვლილა. რომ ვეხები ისევ ისე მიძგერს გული როგორც 2 წლის წინ.მან მიმატოვა მაგრამ არ ვიცი, მაინც მიყვარს,ჩემს თავს ვუბრაზდებოდი რომ ასეთი სუსტი ვარ.შუბლზე ფრთილად შევახე ტუჩები.გამობრუნებას ვაპირებდი ფრთხილად რომ წამავლო მკლავში ხელი.დაფეთებულმა პირზე ხელი ავიფარე რომ არ მეკივლა.
-სანდროს გადაეცი რომ შეხვედრა გადაიდო სამუდამოდ (ამოილუღლღა და თვალები მილულა)
გამეღიმა, თავი გავაქნიე და ოთახიდან გამოვედი. ვიცოდი რა დღეები მელოდა წინ , იმაზე საინეტერესო რაც ორი წლის წინ იყო.მაგრამ რა იცის გეგა დევდარიანმა რა ძვირად დაუჯდება 2 წელი, არ იცის გაიგებს.
ბავშვებთან გავედი უკან.ბევრი ვიცინეთ,ვიცეკვეთ.მარიამი და დენა მალე წავიდნენ.ბოლოს მე მამაჩემი,დიტო და ბექა დავრჩით.დედაც ძალიან გადაღლილი იყო და სულ ძალით გავუშვით დასაძინებლად.ვსვავდით და თან ძველ ამბებს ვიხსენებდით,მამა თავის ახალგაზრდობაზე გვიყვებოდა.
-აუ ის გახსოვთ ალექსი ძია მამათქვენს ღვინო რო მოვპარეთ მე და დემნამ და ქურდები რო ვეგონეთ და სანადირო თოფით რო გამოგვეკიდა (დიტო)
გაგვეცინა
-როგორ არ მახსოვს შვილო როგორ არ მახსოვს ეგეთი ღვინო მთელ უშგულში მაგას ქონდა მარტო და ისიც სულ თქვენ დაულიეთ (ალექსი)
-ბავშვებო მეც დაგტოვებთ თორემ ხვალ თათბირი მაქ თქვენ გააგრძელეთ,ბიჭებო ხომ დარჩებით აქ (გვითხრა და თბილად გაგვიღიმა)
-მიდი მა, ბიჭები დღეს აქ დარჩებიან აბა ეხა ამათ გავუშვებ სადმე (გავიცინე)
-კი, დავრჩებით დავრჩებით (დიტო)
მამაც წავიდა დავრჩით ჩვენ სამნი
-მოდი ეს ავალაგოთ და ყავა გააკეთე რა ტას კაი (ბექა)
-აჰამ
მაგიდა მალევე ავალაგეთ და სამზარეულოშ გადავინაცვლეთ ბიჭებს ყავა დავუდგი მანამდე დასვრილი ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩავაწყვე და ჩავრთე.ყავაც გამზადდა და მათ წინ დავჯექი.
-ოქრო ხარ გოგო ოქრო (ბექა)
-აუ გამოვდივარ და თავი მიკსდება უკვე (აწუწუნდა დიტო)
-ზატო მე ვარ ჯანზე
-ტას შეურიგდები?(ბექა)
-არვიცი ბექა, აბა რა გითხრა რო გითხრა ერთ ბოდიშზე კისერზე ჩამოვეკიდებითქო შენც კარგად იცი რომ ტყუილი იქნება ვნახოთ თუ უნდა ჩემი დაბრუნება ბევრი რამის გაკეთებამოუწევს რადგან მისი ასე უეცრად გაქრობა თან 2 წლით ბევრ კითხვას ბადებს (ყავა მოვსვი და ბექას შევხედე)
-აუ როგორ გაიზარდე ჰა შე პატარა კიკინებიანო (დიტო და თავზე მაკოცა)
ყავის დალევას რომ მოვრჩით ბიჭები ჩემი ძმის ოთახში შევყარე და დასვრილი ჭიქები დავრეცხე და დავამშრალე.ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი რომ ჩემი საღამურები გამომეტანა და ბიბლიოთეკაში მდგარ სავარძელზე მომიწევდა ძილი.ჩემი საღამურები ავიღე გოჭებიანი მოკლემკლავიანი მაიკა და შორტი.სააბაზანოში შევედი გამოვიცვალე,თავი მოვიწესრიგე,თხელი დიდი ჟაკეტი შემოვიცვი და ოთახში დავბრუნდი
-არა რა რა აუტყდა ნეტა ვიცოდე ყანწი , ყანწი აჰა ყანწმა შეიწირა ჩემი ოთახი(ამოვისისინე და თხელ პლედს დავავლე ხელი ლოგინთან მივედი რომ ერთი ბალიში ამეღო (საერთოდ 3ბალიშზე მძინავს ღორობა ძაან მაგრამ არ მიყვარს ერთი ბალიშზე ძილი)მივუახლოდი თუ არა მონატრებულ ნაკვთებს დავუკვირდი. სწორი ცხვირი,დიდი ტუჩები, ოდნავ მოგრძო თმა რომელიც შუბლზე ქონდა ჩამოყრილი.ფრთხილად გადავუწი თმა უკან და გამობრუნებას ვაპირებდი როცა ერთი ხელის მოსმით აღმოვჩნდი გეგას გვერდით,სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა როცა მისი ცხელი სუნთქვა მეცა ყელთან,მისი ხელი მუცელზე,მაგრამ მალევე მოვედი გონზე და ავწრიალდი
-გეგა გამიშვი(დავისისნე ხმადაბლა)
-კაი რა ნუ წრიალებ ისედაც მისკდება თავი(აწუწუნდა და ახლა უკვე მისი ცივი ტუჩები ვიგრძენი საძილე არტერიასთან)
-გეგა გამიშვი რა გინდა (კიდევ ერთხელ გავიბრძოლე)
-მომენატრე ძალიან(ჩამჩურჩულა მოგუდული ხმით და ისევ მაკოცა საძილე არტერიასთან)
-აუ გამიშვი ადამიანო გთხოვ, მე არ მომნატრებიხარ, შემეშვი რა (ამოვიწუწუნე და ძალადაკარგულმა შევწყვიტე ბრძოლა)
-შენი პულსი სულ სხვას ამბობს,შენი სხეული სულ სხვას ამბობს (ჩაიდუდღუნა და უფრო მიმიკრა)
-გეგა დევდარიანო (წამოვიყვირე და მანაც დაფეთებულმა შემომხედა)
-რა არის
-გამიშვი, არ გრცხვენია, გამიშვი შემეშვი(ამოვიკრუსუნე და შევხედე)
-რისი მრცხვენია ან ვისი ჩემი მომავალი სიმამრ-სიდედრის ნაღდად არ მრცხვენია, არც ჩვენი შილების ნათლიების და არც შენი როგორც ჩემი მომავალი მეუღლის არ მრცხვენია ამიტომაც მაცადე ახლა ძილი, ისედაც პახმელია მეწყებ
საშინლად მესიამოვნა ეს სიტყვები,გამეღიმა შეუმჩნევლად მაგრამ მაინც შევუბღვირე
-არც შენი მომავალი ცოლი ვარ, არც ჩემი მშობლები არიან შენი მომავალი სიდედრ0სიმამრი და გამიშვი ხელი დროზე (დავუბღვირე)
-კაი კაცო, როგორ იხუმრებ ხოლმე რა(ამოუბურტყუნა და ცხვირი ისეც კისერში ჩარგო)
-შემეშვი გთხოვ რა არ მინდა შენთან არ მიყვარხარ რა გინდა (ამოვუბურტყუნე ისევ)
თითქოს გონს მოეგოვო სწრაფად მიშვა ხელი და გაფართოებული თვალებით შემომხედა,დრო ვიხელთე და სწრაფად წამოვდექი,პლედს და ბალიშს ხელი დავავლე ,კარებთან ვიყავი რო გაკვირვებულ გეგას მივუბრუნდი
-ნუ შეიძლება ბოლო სიტყვები მთლად მართალი არა მაგრამ ხოიცი დრო გადის ერთი მიდის მეორე მოდის და ესე (ხელი ჰაერში გავაქნიე და სიცილით გავედი ოთახიდან)
გეგა გაღიმებული უყურებდა საყვარელ ქალს და მის ბავშურობაზე ეცინებოდა.ისიც დაუბრუნდა საწყის ადგილს და მალევე ჩაეძინა
ბიბლიოთეკაში შევედი და დივანზე მოვკალათდი.პლედი დავიფარე და დავიძინე.დილით ვიღაცის ხელის შეხებამ გამაღვიძა,გვერდი ვიცვალე მაგრამ ახლა უკვე უცნობი გათამამდა და ახლა უკვე საძილე არტერიასთან მაკოცა.ფეთიანივით წამოვწიე თავი და ჩემს წინ მჯდარ გეგას მივაჩერდი
-შენ სულ გაუბერე (შევუღრინე)
-ნუ იღრინები ცოფიანი ძაღლივთ თუ ქალი ხარ რა(გაიცინა)
-გადი უნდა ავდგე(ისევ შევუღრინე)
-კაი გავდივარ თორე ისე მიყურებ მეშინია არ მცემო(გაიცინა, ლოყაზე სწრაფად მაკოცა და ოთახიდან გავიდა)
სწრაფად ავდექი მოვწესრიგდი და ოთახში შეუმშნევლად გასვლას ვაპირებდი რომ ბიჭები თუ დაინახავდნენ ჩემს გოჭებიან საღამურს დაცინვის საგანი ვიქნებოდი მთელი დღე.ოთახთან ვიყავი და არიქა სამშვიდობოს ვარო უნდა მეთქვა რო
-ღრუტ ღრუტ (დიტო და გაიცინა)
-აუუუ
-რაიყო გოგო კიდე ორი წლის ხარ (გაიცინა )
-აუ კაი რა გთხოვ არ დაიწყო (კატისთვალებით შევხედე)
-კარგი ჩუმადვარ (გაიცინა და სამზარეულოსკენ წავიდა)
-ღრუტ ღრუტ (დამიძახა და სიცილით შევიდა სამზარეულოში)
-საზიზღარი ხარ (მივაძახე და ოთახში შევედი)
თავი მოვიწესრიგე,მოკლე შორტები, შავი მოკლემკლავიანი მაიაკა და ბენსიმონები ჩავიცვი,თმა კოსად გავიკეთე.დედას მიელაგებინა ჩემი ოთახი.მოვწესრიგდი და მეც სამზარეულოში გავედი.
-დილამშვიდობის(მხიარულად ვუთხარი ყველას და მამას ლოყაზე ვაკოცე)
-ღრუტ ღრუტ(დიტო)
-დიტო გეყოს
-ღრუტ(დიტო)
-დიტოთქო
-რაიყო? კაითქო გითხარი შენს ენაზე (მითხრა და გაიცინა)
-ოოო საზიზღარი ხარ რა (ყავის აპარატიდან ყავა ჩამოვისხი და ნაღები შევურიე)
გეგას წინ მოვთავსდი.გავუღიმე და ტელეფონში კოდი შევიყვანე.გვერდით ბექა მეჯდა და ჭორიკანა ქალივით ჩაიხედა ტელეფონში.ამდროს ზუსტად ჩემი გეი ლუკას მესიჯს ვკითხულობდი
‘’ჩემო საყვარელო,მომენატრე ძაან,დღეს გამო ჩვენს კაფეში გნახავ 3ზე,მიყვარხაარ<3 <3’’
‘’კაი ცხო გამოვალ აუცილებლად,მეც მომენატრე<3’’
-კაი ცხო (გამომაჯავრა ბექამ)
-სხვისი მესიჯების კითხვა უზრდელობა ბატონო ბექა
-ოხ კაი ერთი და ვინა ეგ ლუკა ?
-მეგობარი
-აა მეგობარი თუ ესეთ ესემესებს გწერს მაშინ ვერ ყოფილა მთლად კარგად ორიენტაციაში(ბექა)
-კარგი რა ბექა რა(ვუთხარი და საათს შევხედე სამის ნახევარი იყო)
-უი წავედი მე დამაგვიანდებალუკას უნდა შევხვდე (ვუთხარი დედას და ბიჭებს დავემშვიდობე არ მიმქცევია ყურადღება გეგას დაბერილი ძარღვებისთვის ისე გავედი მამასთან მისაღებში რომელიც გამწარებული ეძებდა საბუთებს,დედაც უკან მომყვა)
-მაამ ფული მინდა რა
-რათ გინდა(არც ამოუხედავს,ისევ განაგრძო საბუთებში ქექვა)
-ლუკას უნდა შეხვდეს (დედა)
ამ დროს ამოყო მამაჩემა თავი და ინეტრესით მომაშტერდა
-რა დაგემართათ ხალხო (გამეცინა)ჩემს ლუკა-ლიკას უნდა შევხვდე ვუთხარი ხმადაბლა
-აა, კიდე ატყუებს ეგ მამამის რო შენიშეყვარებულია(მკითხა მამამ და ფული გამომიწოდა)
-კი და არავისად წამოგცდეთ ლუკას ორიენტაცია რა(ვთხოვე ორივეს)
-კაი (მითხრა დედამ და სამზარეულოში შებრუნდა,მამაც ჭკვიანადო მითრა და უკან შეყვა)
საოცრად გამგებიანი მშობლები მყავს, თვაიდან რო ვუთხარი მამაჩემს ლუკას ორიენტაციაზე არ ესიამოვნასავით, მაგრამ მერე თანდათანობით მიეჩვია რადგან, ლუკა ის ადამიანია რომელსაც რაც არ უნდა უთხრა სამარეა, ვერ ამხელს თავის ორიენტაცია რადგან საკამოდ მკაცრი და არისტოკრატული ოჯახი ყავს,ჯერ სწავლის დამთავრება უნდა, როგორც კი სწვალას დაამთავრებს, ცოტა ფულს აგროვებს თავისი ატელიეს გახსნა უნდა და მაშინვე გაამხელს მის ორიენტაციას და მერე რომც გააგდოს მამამისმა მაინც არ იქნება ჰაერში გამოკიდებული,ერთხელ შეიტანა მამამისმა ეეჭვი მის ორიენტაციაში მაგრამ მოვატყუეთ რომ მე ვიყავი ლუკას შეყვარებული.ლუკა საკმაოდ სიმპატიური ბიჭია,ორიენტაციით განსხვავებული რო აიყოს დავკერავდიო ხშირად ამობდა ნინი რაზეც სიცილით ვიგუდებოდი.ამ ფიქრებით მივედი ჩვენს კაფესთან და ლუკასკენ წავედი.
-ჩემი გოგო
-ოხ მომენატრე აფერისტო (ჩავეხუტე)
მიმტანს ტირამისუ და ფორთოხლის წვენი შევუკვეთე და მის წინ მოვკალათდი.
-რა ფერზე ხარ ტასს
-რავი ქორწილისთვის ცოტახნით შევიარე აუზზე
-აუ ტასს რაღაც უნდა მოგიყვე
-დაიწყე (ვუთხარი და ახლახანს მოტანილ ტირამისუს დაგემოვნებას შევუდექი)
-შეყვარებული ვარ (მითხრა და ხელები აიფარა)
რამის ტირამისუ გადამცდა,წვენი მოვსვი და გახარებულმა შევხედე
-მერე მაგას რა ჯობია(გავუღიმე)
-აუ არ გაბრაზდი?
-რაზე, ა იმას თუ გულისხმობ რომ მიღალატე და სხვაში გამცვალე მაშინ მწყნს და ისე მიხარია ძაან (გადავეხვიე)
-რა გოგო მყავს რა (ხელი ხელზე დამადო)
დიდხანს ვიყავით კაფეში,ვიცინეთ,გეგაზეც მოვუყევი
-მერე რას აპირებ,შეურიგდები?
-არ ვიცილუკ მართლა არ ვიცი რა ვქნა თან მაინტერესებს რატო წავიდა ის ორი წელი სად გაქრა შეიძლება უბრალო მარიონეტი ვიყავი მისი და ახლაც მასე უნდა რომ იყოს ყველაფერი ან არვიცი დაბნეული ვარ
-ოხ,ჩემო გოგო რა ცუდ დღეში ხარ,არაუშავს აი ნახე ყველაფერი მოგვარდება,გაარკვევ ყველაფერს და შენ და გეგა სევ ერთად იქნებით (გამიღიმა)
-იმედია ლუკ იმედია
კაფედან ერთად გამოვედით,ლუკამ ჩვენს წინ მიმავალ წყვილს გააჯავრა და ხელი გადამხვია და ბოხი ხმით მითხრა
-გავეცნოთ ლამაზო
რაზეც სიცილი ამიტყდა.მაგრამ როგორც კი ნაცნობი სახე დავლანდე რომელიც გაცეცხლებული მოდიოდა ჩვენსკენ მაშნვე შემაშრა სიცილი,ლუკამ გაოგნებულმა შემომხედა
-ლუკა გეგა (მარტო ეს ორი სიტყვა ვუთხარი და უკვე ჩვენს წინ მდგომ გეგას მივაჩერდი)
-ტასუ არ გამაცნობ შენს მეგობარს (მითხრა ირონიულად)
-ეს..(არ დამაცადა ლუკამ)
-ლუკა გავაშელი (უთხრა ბოხი ხმით და ხელი გაუწოდა, გაკვირვებულმა ავხედე ლუკას რომელსაც სერიოზული ბიჭის იმიჯი მოერგო)
-გეგა დევდარიანი
-სასიამოვნოა ძმა
საიდან ამოსდიოდა ამ წრიპინა ხმიანს ესეთი ბოხი ხმა ჩემამდე არ მოდის,არ ვიცი დამთხვევა ეძახეთ გინდ ბედის ირონია არ ვიცი მაგრამ ზუსტად იმ მომენტში იმ ადგილას გაჩნდა ლუკას მამა რომელიც ღიმილით წამოვიდა ჩვენსკენ
-ოხ სარძლოვ როგორ ხარ (გამიცინა და გადამკოცნა)
გეგას სახეზე ფერები შეეცვალა და ნახვამდისო მოგვაძახა და სწრაფი ნაბიჯით გაუყვა გზას.მეც და ლუკასაც სიცილი აგვიტყდა, ლუკას მამა ბატონი ნუგზარი გაოცებული გვიყურებდა, სიცილს რომ მოვრჩით მას მივაჩერდით
-გამარჯობათ ბატონო ნუგზარ
-როგორ ხართ ბავშვებო
-კარგად გმადლობთ თქვენ
-გმადლოთ,გმადლობთ, ხომ არ გაბრაზებს ჩემი ბიჭი
-სულ ცოტას კი (ვუთხრაი და გავუცინე)
-კარგით ბავშვებო,ხელს აღარ შეგიშლით (ნუგზარი)
-კარგად (ვუთხარი და ლუკას შევხედე რომელიც დაძაბული იდგა)
-შენს ბედ ძაღლი არ დაყეფს (მითხრა გაოცებულმა)
-ზატო იეჭვიანა მაგრად (დაამატა ბოლოს და გაიცინა)
სახლამდეც ბევრი ვილაპარაკეთ,ბევრი ვეხვეწე ჩემთან ამოდითქო მაგრამ თავი გაიგიჟა ჩემი ბიჭი უნდა ვნახოვო და წავიდა.სახლის კარები შევაღე და ღიმილი სახეზე შემაშრა როდესაც დაბღვერილი გეგა დავინახე რომელიც სიგარეტს ეწეოდა.მისკენ წავედი და წინ დავუჯექი
-სად არიან ყველანი? (ვიკითხე და სახლს თვალი მოვავლე)
-მარიამის ოჯახმა დაპატიჟა, შენს წასაყვანად მე გამომგზავნეს
-ა და როგორ შემოხვედი
-მამაშენმა მომცა გასაღები
-ა კაი გავემზადები და წავიდეთ
ვითომც არაფერი ვუთხარი და ოთახისკენ ავიღე გეზი როცა უეცრად აღმოვჩნდი კედელზე აწეპებული და წინ სახეალეწილი გეგა მედგა
-გეგა მეტკინა
-გეტკინა არა, ესაა შენი სიყვარული,ესაა მიპასუხე, ლუკა გავაშელის შეყვარებული ხარ? თუ არა უკვე საცოლე,ესაა ანასტასია შენი სიყვარული მიპასუხე (მიღრიალა)
შემამცივნა, მაგრამ მალევე მოვედი აზრზე
-რა სიყვარული გეგა რა სიყვარული,რომელი სიყვარული რომელიც 2 წლის წინ დატოვე აუხსნელად და წახვედი, რომელი სიყვარული რომელიც შენი ხელით დაამსხვრიე მიპასუხე რომელ სიყვარულზე მელაპარაკები გეგა რომელზე, ჩამოხვედი და ვითომც არაფერი მომხდარა ისე იქცევი,თითქოს მე წავედი და დაგტოვე აუხსნელად ორი წელი(ცრემლები თავისით ჩამომცვივდა)
-ამის დედაც (მუშტი მაგრად დაკრა კედელს და იქვე სავარძელში ჩაჯდა)
ხელები თავზე შემოიწყო და იატაკს დააჩერდა,მე იქვე კედელზე ჩავცურდი და იატაკზე ჩამოვჯექი და სახეზე ხელები ავიფარე და ავტირდი.ცოტახანში ვიგრძენი როგორ მომიჯდა გვერდით გეგა
-მოგიყვები
გაოგნებულმა ავწიე თავი,ცრემლები მუშტით მოვიწმინდე და გეგას მივაჩერდი
-რას მომიყვები?
-ყველაფერს
-რა აზრი აქვს?
-აქვს აქვს...2 წლის წინ გავიგე რომ მქონდა კიბო, ძალიან მძიმედ ვიყავი, ექიმები გადარჩენის შანს არ მაძლევდნენ, ოპერაცია გამიკეთეთქო რო ვუთხარი, ვერ გავრისკავთ ხელს ვერ დაგადებთო,1 კვირა მომცეს ცოტა მეტი.მეორე დღეს საშინლად გავხდი...(ღრმად ჩაისუნთქა)სასწრაფოდ გადამაფრინეს გერმანიაში. ვერ დაგემშვიდობე, არა გატყუებ არ დაგემშიდობე რადგან ვერ გეტყოდი , არ შმეეძლო, მერჩინვნა გგონებოდი რომ მიგატოვე ვიდრე ის რომ მე ვკვდები, მერჩივნა შეგძულებოდი, ვიდრე გეგლოვე და შეგცოდებოდი.ოპერაცია გამიკეთეს ორი, მეორე ოპერაციას ვერ გავუძელი და კომაში აღმოვჩნდი, სულ რაღაც 8 თვეა რაც გონზე მოვედი, მაშინვე თერაპიები დამიწყეს.მკვდარს ვგავდი, რამოდენიმეჯერ დავაპირე დარეკვა მაგრამ ვერ გავბედე.არავინ იცოდა ჩემი ამბავი არც ბიჭებმა.მერე დემნას და მარიამის ქორწილის ამბავი გავიგე, მივულოცე დემნას და დამპატიჟა, რამოდენიმეჯერ გავიგე რომ ვიღაც გყავდა, ჭორები იყო მაგრამ დავიჯერე, ამიტომაც წამოვიყვანე თან სოფია,ის ჩემი მედდა იყო, სხვა არავინ,დღეს შენ და ის ს**ი ერთად რო დაგინახეთ ცუდად გავხდი.არ ვიცი რა დამემართა,მერე იმ კაცმა რძალო რო დაგიძახა საერთოდ პიკი იყო,ვეღარ გავუძელი და წამოვედი
ვუსმენდი და ცრემლების ნაკადი არ წყდებოდა,ვუსმენდი და არ მჯეროდა რომ ჩემა საყვარელმა ადამიანმა ამდენი გადაიტანა.თითქოს ამინდმაც იგრძნო და გაწვიმდა.მის წინ მუხლებზე დავდექი, სახე ხელებშ მოვიქციე
-უნდა გეთქვა გეგა,მე შენ ძალიან მიყვარდი, უნდა გეთქვა, ჩვენ ყველაფერს გადავიტანდით ერთად, სიმართლე გითრა არ მიტირია,შენ რომ წახვედი ერთი დღე იყო რომ ვიტირე, უნდა გეთქვა გეგა უნდა გეთქვა(ვიძახდი გიჟივით და ხელებს უფრო ვუჭერდი სახეზე)
-გვიანია (მითხრა და სახიდან ხელები მომაშორებინა , ფეხზე წამოდგა და კარისკენ გაემართა)გვიანი ჩემი ამ ისტორიის მოყოლა და თქმა რომ მიყვარხარ, ტასუ შენ ლუკა გყავს
კარების გაჯახუნების ხმა გავიგე, სწრაფად წამოვხტი ფეხზე და ქუჩაში გავარდი. მაისის ცელქი წვიმა ასველებდა ქუჩაზე მიმავალ მის სილუეტს.დავდექი, ვიგრძენი როგორ ვსველდებოდი, მაგრამ ვერ ვგრძნობდი.
-კი მაგრამ ლუკა გეია (დავუყვირე და დავდექი)
სწრაფად შემობრუნდა ჩემსკენ და წამოვიდა, წინ დამიდგა
-რა თქვი?
-რაც გაიგე, ლუკა გეია,ის ჩემი დაქალია,როგორ ფიქრობ ალექსი ასე ადვილად გამიშვებდა ბიჭთან შესახვედრად
-კი მაგრამ ის,იმ კაცმა რომ თქვა(გაოგნებული მიყურებდა)
-ის მამამისია და არ იცის ლუკას შესახებ,იცის რომ ნორმალურია და ყავს შეყვარებული ანუ მე მაგრამ მას ყავს შეყვარებული მაგრამ ეს მე არ ვარ (ვუთხარი და გავუცინე)
ცოტახანს გაშეშებული იდგა და მიყურებდა,მერე გაეღიმა,ახლოს მოვიდა
-ორი წლის შემდეგ,ისევ მაისსში,მე შენ დაგიბრუნე და არსად ვაპირებ შენს გაშვებას(მითხრა და მაკოცა)
შუა ქუჩაში,19 მაისს ორ ერთმანეთზე თავდავიწყებით შეყვარებულ წყვილს ასველებდა მაისის ცელქი წვიმა რომელიც სულაც არ ყოფილა ცივი,პირიქით ის თბილი იყო,თბილის როგორც იმ მომენტისთვის მათი გულები.
დასასრული....скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი blondeangel631

ძალიან ემოციური იყო და ძალიან მომეწონა heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი ქეთი:)

ვაუ<3 მაგარია:)
--------------------
ITEQ..!

 


№3 სტუმარი kusa13

yelshi michers emociebi )) iseti tbili iyo ro ravici Ra <33 dzalian kargi iyoo rmociiuri da ragacnairi <33

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მომეწონა, მაგრამ ასე მალე დასრულებას არ ველოდი.

 


№5 სტუმარი Kesanee

ადრე ეს ისტორია სხვა მომხმარებელსა ედო <3 უკვე მეათედ წავიკითხე მაგრამ ემოციები ისევ ისეთია როგორიც პირველი წაკითხვისას

 


№6  offline წევრი ვარა შველიძე

ძალიან კარგი იყო

 


№7 წევრი triniti

Dzalian momewona gavtbii

 


ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ