შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Family Portrait ანუ ჩემი საყვარელი მტერი (მეათე თავი)

26-01-2018, 21:45
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 668

Family Portrait ანუ ჩემი საყვარელი მტერი (მეათე თავი)

- ინა, ჩემი ხმა გესმის? - ბუნდოვნად ჩაესმოდა ქალის ხმა. - რატო არ იღვიძებს? რამე ხომა რ დაემართა? - ზედმეტად აღელვებულიც კი ჩანდა.
- დამშვიდი ინე, არაფერი მოუვა.
- რომ მოკვდეს, გამოძიების გარეშე დამაკავებენ. ეგრევე დამაკავებენ.
- ცოცხალი ვარ - ჩაილაპარაკა ინამ და გაჭირვებით გაარჩია ნაცნობი ქალის სახე. ქალს გვერდით ვიღაცა ედგა. - ქრისტიანო? - იკითხა ინამ. აშკარად არ ჰგავდა კაცი ქრისტიანოს, თუმცა გოგონას იმედი ჰქონდა, რომ ასეთ რთულ მომენტებში, თუნდაც ცალი თვალით მაინც დაინახავდა ქრისტიანოს.
- არ მეგონა ოდესმე ამას თუ ვიტყოდი, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ თვალები გაახილე - შვებით ამოისუნთქა ინემ. - ღრმა ჭრილობა არ გაქვს, მხოლოდ ხორცი გაგიხვრიტა ტყვიამ.
- მკერდთან რატო მტკიოდა?
- ნუ გეშინია - დასცინა ინემ - ძუ*უები არ დაშავებულან. ტყვია მატეომ ამოგიღო, გაიცანი. - თავის გვერდით მდგომ კაცზე მიუთითა - და რაც შეიძლება ბევრი უნდა ილაპარაკო, რომ გამხოვიდე მდგომარეობიდან.
- შრამი?
- არ დაგრჩება.
- ქრისტიანო?
- რას გადაეკიდე ამ ქრისტიანოს. ცოცხალი და უვნებელია, შენზე არაფერი იცის. მაგრამ, ამასთან, მატეო ქრისტიანოს მეგობარია, რომელმაც არალეგალური ოპერაცია ჩაგიტარა.
- მადლობ - თქვა ინამ ჩურჩულით.
- არაფერს. - იყო მატეოს პასუხი.
- სად ვართ? - იკითხა ინამ.
- ჩემს აგარაკზე. სხვათაშორის, გვერდით კაველოების ვილაა, სადაც ქრისტიანოს დედა ცხოვრობს. ხომ არ გაგაცნო?
- ასეთ მდგომარეობაში არამგონია კარგი აზრი იყოს.
- მართალი ხარ. შემიძლია გახარო და გითხრა, რომ ცხრაჯერ დაგირეკა ქრისტიანომ, მეც ბევრჯერ დამირეკა ფრანკომ. არ ვიცი, ამის თქმა რა საჭირო იყო, მაგრამ იმას გავუსვი ხაზი, რომ მარტო შენ არ გყავს მულტიმილიონერი თაყვანისმცემელი.
- ახლა მაღიზიანებ თუ რას შვრები?
- ნარკოზიდან გამომყევხარ.
- წყობილებიდანაც!
- ინე! ნუ უშლი ნერვებს, ადამიანურად დაელაპარაკე - უსაყვედურა მატეომ და სხვა ოთახში გამოიყვანა - არ ვიცი, რაში გაჰყავით თავი და ეს გოგო რატომაა დაჭრილი, მაგრამ უმჯობესია თუ ქრისტიანოსაც მოუყვები. დინჯი, სერიოზული, გაწონასწორებული ადამიანია და მოგხედავთ. მეშინია, ამ სიტყვიერ გაკიდება-გამოკიდებაში ერთმანეთი არ დახოცოთ.
- ნუ გეშინია, არაფერს დავუშავებ.
- არაფერს რომ არ დაუშავებ ვიცი. ოპერაციას როცა ვატარებდი, შენი ქვითინი მესმოდა სხვა ოთახიდან.
- ინაზე არ ვტიროდი. ვიცოდი, რომ გადარჩებოდა. მიწაში გაკოჭილი რომ დამარხო, სამ წუთში მცენარესავით ამოვა.
- თავსაც მიხედე. საღამოს მოვალ, გადახვევას გავუკეთებ. საშიში არაფერია, თუმცა გაგიმართლა რომ თავის დროზე სისხლისგან არ დაიცალა.
- კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
- მადლობებს ნუ მიხდი. მთავარია, თავსაც მხიედო და იმ გოგოსაც.
- ჰო, მივხედავ, სხვა რა გზაა.
მატეოს გაცილების შემდეგ ინე ინასთან შევიდა. გოგონა წამომჯდარიყო და თვალებდაჭყეტილი ათვალიერებდა ოთახს.
- არ მჯერა, რომ შენს სახლში ვარ - ჩაიხითხითა ინამ. ინე კი მის სიცილზე კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ძალიან ლამაზი იყო გოგონა და საკუთარი თავის დასამშვიდებლად ისიც კი გაიფიქრა, ზედმეტად ლამაზია და ასეთი გადაჭარბებული სილამაზეც არ ვარგაო.
- დაიჯერე, რადგან აქ გაჩერება დიდი ხნით მოგიწევს, თან არ მინდა, აგანერვიულო, მაგრამ აუცილებლად უნდა გაგაფრთხილო, რომ მაგარ ტრა*ში ვართ.
- მაგას მეც მივხვდი. კაცი მოვკალით და გამოვიქეცით, მხოლოდ იმიტომ, რომ შეგვეშინდა. არადა, რეალურად თავს ვიცავდით. უფრო სწორედ, შენ მიცავდი. ამის გამო არავინ დაგაპატიმრებდა და არც დაგიჭერდა.
- პოლიცია არ დამიჭერდა - ჩაეცინა ინეს. - სამაგიეროდ იმ კაცის ძმა გაგვაგორებდა ორივეს.
- ვინ კაცის ძმა?
- ვინც გაუპატიურება და მოკვლა დაგიპირა.
- რატომ დაგვხოცავდა? მოძალადე კაცისგან რომ ვიცავდით თავს?
- იმიტომ დაგვხოცავდა, რომ ჰუმანურობისა და შემწყნარებლობის არანაირი კოდექსი არ გააჩნიათ. ლონეცო და ანტონიო ვებერებზე საერთოდ არაფერი გსმენია?
- არა.
- ტყუპები არიან - თქვა ინემ. ეტყობოდა, საუბრისას ნერვიულობდა და წინადადებებს შორის რამდენიმეწამიან შესვენებას აკეთებდა - გასულ წელს, რამდენიმე ადამიანს მათი ვალი ჰქონდათ, კაზინოში წაგებული ვალი. საკმაოდ მოზრდილი თანხა, მემგონი დაახლოებით, 50 000... ერთი წლის განმავლობაში ალოდინებდნენ ვალის დაბრუნებას, შემდეგ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ყველა მათგანი.
- მათ დახოცეს?
- ასე დარწმუნებით ვერ ვიტყვი. ერთი ნასვამი დაჯდა საჭესთან და მაღალი სიჩქარით შეასკდა ხეს, ერთიც ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზისგან.
- მაგის მოწყობა ადვილია - თქვა ჩაფიქრებულმა ინამ. - როგორ ფიქრობ, მეძებენ?
- არ ვიცი. შეიძლება, გეძებენ და სანამ ყველაფერი ჩაწყნარდება, აქ უნდა დარჩე. მემგონი, ყველაზე დაცულ ადგილას ხარ, ჩემთან ვერავინ მოგაგნებს.
- მათ შორის პოლიციაც გვეძებს ალბათ. არ დაესიზმრებოდათ, რომ თავდაცვის მიზნითაა ეგ კაცი მოკლული, ჩემი მანქანა კი კვლავ იქ აყენია. ისეთივე მარტივად ეჭვმისატანი ვარ, როგორც შენ, ის კაცი თუ მომკლავდა.
- შენ ხომ არტუროსთან იყავი?
- ჰო.
- რა განერვიულებს? უბრალოდ არტუროსთან იყავი და სულ ესაა.
- და რატომ აყენია ჩემი მანქანა დღემდე იქ? - ინა მოჭუტული თვალებით და დაპრუწული ტუჩებით ისე დააკვირდა ინეს, თითქოს მისი ჩაჭრა სურდა.
- იმიტომ, რომ მისი საყვარელი ხარ და ღამე მასთან გაათენე. არტუროსთან მე მოვაგვარებ, რათა ეგ თქვას. შენ კი რეპუტაცია ძალიან შეგელახება, თუმცა გადარჩები და ყველანი ბედნიერები ვიქნებით - გამოსავალი იპოვნა ინემ.
- გააფრინე? - ჩვეულებრივზე მეტად აელეწა სახე ინას - გამორიცხულია, გამორიცხულია... ყველაზე გამორიცხულია. მაგას მირჩევნია ვთქვა, რომ არტუროსთან ვიყავი და შენთან მქონდა სექსი.
- მოდი მაშინ თქვი, რომ არტუროსთან იყავი და დომენიკოსთან გქონდა სექსი.
- დომენიკო ვინაა?
- ვინ და ქრისტიანოს ბაბუა. - ირონიულად გაუღიმა ინემ.
- ამდენ ხანს რომ არ გამოვჩენილვარ უკვე საეჭვოა ინე. დარწმუნებული ვარ, ყველა დაკითხეს, ვისი მანქანაც იქ ეყენა. და საერთოდაც, ვიდეოთვალი არ აქვს მაგ ფარეხს?
- არა.
- რანაირი მდიდრების ავტოფრეხია? ვიდეოთვალი სუპერმარკეტშიც კია.
- დაცვაა მანდ.
- დაცვა სად იყო, როცა ის კაცი უპატრონოდ მივაგდეთ?
- ეძინა.
- მაგრად დაგვენ*რა და ეგაა. შენ რაა, მე დამენ*რა - ამოიოხრა ინამ.
- ჰო, მაგრამ ის კაცი მე მოვკალი და არა შენ.
- მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოკლა. მთავარია, ვის გამო მოკვდა და რეალურად, ის კაცი ჩემი მოკლულია. - გაჯიუტდა ინა.
- შე პატარა ლაწირაკო! ის კაცი თავისმა ცივსისხლიანობამ, ცოდვებმა და შენი სხეულის სურვილმა შეიწირეს. სანამ ოპერაციას გიკეთებდნენ, ვიჯექი ჩემთვის სხვა ოთახში და ჯერ ვცდილობდი სინანულის საბაბი მეპოვნა ან თავი დამნაშავედ მეგრძნო მკვლელობის გამო. ჭიანჭველასაც ვერ ვსრეს, როცა საჭიროა, თუმცა იატაკზე მოკუნტული ვიჯექი და მხოლოდ ის მაღელვებდა, რომ გადარჩენილიყავი. სინდისი კი ყველაზე მაგარი რამეა, რაც კი სამყაროში გამოუგონიათ, ყოველთვის მაწუხებს ხოლმე, როცა არამორალურად ვიქცევი და გუშინ, თითქოს ეგ სინდისი ჩემით ამაყობდა, რომ შენ იმ არაკაცის სიცოცხლის ფასად გადაგარჩინე. საერთოდ არაფერს ვგრძნობ გარდა იმისა, რომ ძალიან გამბედავი და შთამბეჭდავი ვარ.
- კარგი, კარგი - თავი რამდენჯერმე დაუქნია ინამ - არ ვბრაზობ, რომ პატარა ლაწირაკი მიწოდე. შესანიშნავია.
წამით ორივე დადუმდა. ინა დაჟინებული მზერით შეჰყურებდა ფიქრებში გართულ ინეს. იცოდნენ, არც თუ ისე ადვილი გზა ჰქონდათ გასავლელი და უფრო რთული ალბათ ამ გზის ერთად გავლა იქნებოდა.
ინეს გაკეთებული სუპი ჭამა ინამ. თავიდან, ცოტა ეჭვისთვალით დაყნოსა, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა ფრანკოს გავლენა და მიუხედავად იმისა, რომ მთლად ფრანკოს დონე არ იყო, მაინც არაუშავდა.
ქრისტიანომ დაურეკა ინას რამდენჯერმე. სულ ხელისკანკალით გაუთიშა. მერე ინეს ურეკავდა.
- ვეღარ ვითმენ, უნდა ავიღო - თითქოს ნებართვას სთხოვდა ინე ინას.
- რაც გინდა, ის ქენი. მე რატომ მეკითხები? - ისე გაიხედა ინამ კედლისკენ, გეგონება მისთვის სულ ერთი ყოფილიყო - ხმამაღალზე ჩართე - ჩაიჩურჩულა თავისთვის.
- ქრისტიანოს ხმის გაგონება გინდა?
- არა, მაინტერესებს, რას გეტყვის - იმართლა თავი. თუმცა მართლა მისი ხმის გაგონება სურდა.
- გისმენ ქრის. - უპასუხა ინემ.
- სად დაიკარგე? ან ფრანკოს რატომ არ პასუხობ ზარებზე?
- იმიტომ, რომ არ მცალია და თან შენზე გაბრაზებული ვარ.
- ფრანკომ რაღა დაგიშავა?
- მე რა ვიცი, იქნებ შენ მირეკავ ფრანკოს ნომრით? - შეიცხადა ინემ.
- ნუ გაჯიქდები ხოლმე. - ამოიოხრა ქრისტიანომ - ინაც არ იღებს ტელეფონს.
- ინაზე მე რატომ მელაპარაკები? და საერთოდ, გგონია, რომ ჩემთანაა? მე რა ვიცი, ინა სადაა - ანერვიულდა ინე.
- ზედმეტი მოგდის. მსგავსი არაფერი უკითხავს - ჩურჩულით გადასძახა ინამ.
- რეები თქვი? - დაეჭვდა ქრისტიანო.
- არაფერი.
- არა, ამ წამს თქვი, ინა ჩემთან არ არისო და ასეთ რამეებს სრულიად მოულოდნელად მაშინ წამოაყრანტალებ ხოლმე, როცა იმ ტყუილის უარყოფა გინდა, რომელშიც არც კი გამოუჭერიხარ არავის.
- დახედე ამას, როგორ კარგად გიცნობს - გაეცინა ინას ჩუმად.
- რეებს ამბობ კაცო. ინაზე რატო მელაპარაკები? - ზურგით შეტრიალდა ინე გოგონასგან. აბნევდა მისი ჩუმი სისინა კომენტარები.
- ჩვენ ორივემ ვიცით, რაც მოხდა და ინას მანქანა სადაცაა დაფიქსირებული. არტურო დაკითხეს, თქვა, რომ ინა ღამე ჩემთან დარჩა და დილით წავიდაო.
- კი მაგრამ, არტურო ხომ არ გვყავდა გაფრთხილებული? - მოულოდნელად წამოსცდა ინეს.
- რაზე უნდა გყოლოდა გაფრთხილებული? - ჰკითხა ქრისტიანომ.
- დაივიწყე! ეტყობა, ინა არტუროს საყვარელია.
- მოკლავ და ტავსაც მოვიკლავ მაგ სიტყვების გამო - თქვა ინამ და ბალიში ესროლა ინეს.
- ვისი ხმაა? - დაეჭვებით იკითხა ქრისტიანომ - ჩემს თვალწინ რომ იკოცნაონ, ინას და არტუროს საყვარლობას მაინც არ დავიჯერებ! - თქვა მტკიცედ კაცმა.
- მაშინ ნახვამდის - გაუთიშა ინემ და ინას შეხედა გაოგნებულმა - არტუროს უთხვამს, რომ ინამ ღამე ჩემთან გაათენა და სახლში დილას წავიდაო. ფაქოტბრივად, ალიბი გაქვს, მაგრამ არტურომ თავისი ნებით რატომ დაგიცვა?
- ვერ გეტყვი. შენსავით არაპროგნოზირებადია ეტყობა. როდის გადაგარჩენს, კაცმა არ იცის.
- მაგასთან იყავი ასული და რა გინდოდა იმ ღამეს?
- რა ვიცი. ინა ვარ, რას გაიგებ. თან არტურომდე ავედი მაგის სახლში, სიგნალიზაცია გამოვურთე და მეტი ეფექტისთვის შინ დავხვდი, როცა მოვიდა.
- წინაზე მის სახლში შეიჭერი და ფეხში ესროლე, ახლა ჩუმად შეიპარე და იმის მაგივრად რომ ეჩივლა, ალიბი გაგიმზადა? რაღაცაშია საქმე. - ჩაფიქრდა ინე.
- ჰო, ჩემთან თავს დამნაშავედ გრძნობს. პირველმა მან დაიწყო ეს უზნეი ბრძოლა. ჩემს სახლში შემოიპარა და საბუთები მომპარა.
- რა საბუთები?
- რაღაც საბუთები... მერე დააბრუნა. ან ალბათ ვინმეს დააბრუნებინა, აბა ამხელა კაცი ხომ არ იძრომიალებდა.
- მე არ ვყოფილვარ. მოუქნელი ვარ.
- ვიცი. შენ ყნოსთვის გიცნობდი ან დაბინძურებული აურით მივხვდებოდი, რომ ჩემთან იყავი.
- ამას ამბობს გოგო, რომელიც სიკვდილისგან ვიხსენი... ვინ მექაჩებოდა ხელებზე? ეხმარე იმ დამპალს და მერე მიეგდე სისხლიანი სტეიკივით.
- ჰო, მაგრამ მაინც გადამარჩინე, რადგან შენ ჩემით სუნთქავ ინე.
- კი, რა თქმა უნდა, უშენოდ მზე არ მზეობს - გველურად გაუღიმა გოგონას. - განსაკუთრებით, იმის შემდეგ, რაც ქრისტიანოს შეაყვარე თავი. ოჰ, როგორ მინდა მოგვარდე და გაგაწიწკნო ეგ თმები, მაგრამ ჩემზე სუსტებს ვერ ვეჩხუბები - თავი გააკანტურა ქალმა.
- რა ვქნა ინე, გარტყმაში არ ვიყავი თუ ვუყვარდი და სრულიად მოულოდნელად ცოლობას მთხოვდა.
- რა გთხოვა? - გაგიჟებული ინე უახლოეს სკამზე ჩამოჯდა და იმედი ჰქონდა, რომ ინას ნათქვამი მოესმა.
- ჰო. დეპრესია მქონდა, არავის ვიკარებდი. მოულოდნელად ეგ შენი ქრისტიანო დამადგა, აღფრთოვანებული და აღელვებული იყო ჩემი ნახვით, როგორც ყოველთვის. აქამდეც შევატყე, რომ როცა ვუახლოვდებოდი ან ველაპარაკებოდი, სუნთქვა უჩქარდებოდა და ზოგჯერ ძალითაც ვმოქმედებდი ხოლმე მასზე, რათა მერე მაგის რეაქციებს გავემხიარულებინე. მოკლედ, იმ დღეს ვილაპარაკეთ და უცებ მთხოვა, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი.
- მერე შენ?
- რა მერე მე? ხედავ სადმე საქორწინო ბეჭედს?
- მადლობა ღმერთს, არა. - შვებით ამოისუნთქა ინემ - ერთმანეთს დაანაკუწებდით, ვერ აიტანდით. თან ახლა სიყვარულის პირველ პერიოდშია ეგ ეგეთი კანფეტი, თორემ მერე ეს ოჯახური ცხოვრება მობეზრდებოდა, სხვებთან გიღალატებდა, ბავშვს საცვლებს არ გამოუცვლიდა და დაეყუდებოდი სახლში, როგორც ნამდვილი დიასახლისი.
- ეგეთი არ არის - გაეცინა ინას.
- ნუ მასწავლი როგორია ჩემი საუკეთესო მეგობარი.
- შენ ახლა ტიპური კაცი აღწერე, რომელიც ძალიან ძალიან მრავლადაა. ქრისტიანო კი გამორჩეულია, ყველას მსგავსი არ არის და შესაბამისად, ძალიან საყვარელი, ერთგულია. ამიტომ მოკეტე შენი საძაგელი პირი და რამე ტკბილი მომიტანე.
- მეზობლისგან ვისესხებ კაკაოს და ფქვილს და ნამცხვარს გაგიკეთებ.
- არ ღირს, მოკვდება - მოესმათ ფრანკოს ხმა. ორივენი ადგილზე გაშეშდნენ. ფრანკოს ნაბიჯებს კიდევ ერთი, დინჯი და ქარიზმატული ნაბიჯების ხმა შეუერთდა. ყოველი შემთხვევისთვის, ინა ფიქრობდა, რომ დინჯი და ქარიზმატული ნაბიჯები ჰქონდა ქრისტიანოს. გოგონამ სასწრაფოდ საბანი გადაიფარა.
- ფრანკო? - გაგიჟდა ინე. ფრანკოს ქრისტიანოც შემოჰყვა.
- ინე, ვინ წევს შენს საწოლში? - თვალები დაუწვრილდა ფრანკოს.
- ააა, არავინ - აბლუყუნდა დაბნეული ქალი.
ქრისტიანო უსიტყვოდ მივიდა და საბანი გადახადა ინას. რეაქცია არ ჰქონია, თითქოს იცოდა, ვინც დახვდებოდა.
- მთელი ეს ტყუილები იმაზე, რომ ინას ვერ იტანდი - ამოთქვა სახეალეწილმა ფრანკომ. - ეს ყველაფერი იმისთვის მოიგონე, რათა თქვენი ურთიერთობა დაგეფარათ...
- რა სისულელეებს ამბობ - გადაირია ინე.
- მე იმიტო აღარ მეკარები, რომ ეს შეგიყვარდა. ყველაფერი გასაგებია... მშვიდობით - აღმოხდა ფრანკოს და ცერემონიულად წავიდა. შოკირებული ინე უკან დაედევნა.
- ახლა რასაც ვხედავ, რეალურია თუ ჰალუცინაციები დამეწყო ტკივილგამაყუჩებლისგან? - ჰკითხა პირდაღებულმა ინამ ქრისტიანოს.
- მასხარაა და მაიმუნობს რაღაცას. იმ სულელმა ქალმაც დაიჯერა - გაეცინა ქრისტიანოს. მერე გაანალიზა, რომ ინამ ტკივილგამაყუჩებელი ახსენა და შეშფოთებული დააცქერდა გადახვეულ მკერდზე.
- არ ინერვიულო, უკვე კარგად ვარ - გაეღიმა ინას.
- რა დაგემართა? - საწოლზე ჩამოუჯდა ქრისტიანო გოგონას და ისე შეუთვალიერა ყველაფერი, გეგონება კიდე სხვაგანაც ეძებდა ნაჭრილობევს.
- გრძელი ამბავია, მოგიყვებით მე და ინე - ჩაილაპარაკა ინამ და ქრისტიანოს მიაჩერდა. პატარა სიცხიან ბავშვს რომ მხოლოდ დედის დანახვა ახარებს, ზუსტად ისე გრძნობდა თავს, როდესაც კაცს უცქერდა. მკლავზე მიეფერა ინა ქრისტიანოს და თავი ჩამოადო. - საიდან მიხვდი, რომ აქ ვიყავი?
- შენი ჩურჩული გავიგე ტელეფონში - გოგონას თმაზე აკოცა ქრისტიანომ. - და ძალიან არარეალურად ჟღერდა შენი და არტუროს რომანი.
- მიხარია, რომ არ დაიჯერე.
- გაგიგონიათ ასეთი რამე? - გაგიჟებული, სირბილისგან სახეწაშლილი შემოვარდა ინე უკან - მეც როგორ დავიჯერე ამ იდიოტის სისულელე, მთელი ეზო მარბენინა იმის მტკიცებაში, რომ ინასთან არ ვწოლილვარ. ეს ყველაფერი კი მეზობლებსაც ესმოდათ. დამპალოოო! - მიაძახა სიცილისგან აწითლებულ ფრანკოს. скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

ვაიმე, ძალიან მაგარი თავი იყო joy
არა, ეს ძმები უკვე ჩემი ფავორიტი პერსონაჟები არიან heart_eyes
ქრისტიანოსნაირი კაცი მეც მინდა და შეგიკვეთავ გეთაყვა relaxed
ინესა და ინას დიალოგები მაგიჟებს ხოლმე, იმის მიუხედავად ,რომ დაძაბული სიტუაცია დამხვედროდა და მენერვიულა, სიცილისგან მოვკვდი joy
დომენიკო და ინა მაგარი წყვილი იქნებოდა ვერაფერს იტყვი joy
ანა,
მაგარი ხარ! (კვადრატში) heart_eyes
შემდეგ თავს მოუთმენლად ველი kissing_heart

№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

როგოოოტ ველოდებოოოდიიიი!! ♥♥♥♥
სიხარულიისგან მეცხრე ცაზეე ვაარ♥♥♥
რაქაი საჩუქარი გამიკეთე დაბდღეზე ქალაუ:დ♥♥♥♥
არა აი ვგიჟდებიი მე ამათზე და რაგავაკეთოო! ♥♥♥
რა თბილობა და საყვარლობა თავი იყო♥♥♥
ინე და ინა უფრო მომწინს ერთმანეთში და მომკალი :დდდდდ ვგიჟდები მაგ ორზე ♥♥♥
პატარა იყო! არ მეყო! უფრო დიდი მინდა! აი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე :დ ♥♥♥
იცოდეე ამაზე ნაკლებიი თავი არ დამანახოო ! ♥♥♥
სასწაულიი და უტკბილესი ახალი თავი♥♥♥
აი შენ კიდე განსაკუთრებული და საოცარი რომ ხარ გეცოდინება :დ ♥♥♥
ჰოდა ვგიჟდები შენზე ! და ამ ისტორიაზ! და შენს სხვა ისტორიებზეც:დდ ♥♥♥
წარმატებებუიი და გელუუ მთელიი გულით და სულიით♥♥♥

№3  offline წევრი ლილიკო

ვაიმე რამდენი ვიცინე რა კარგი თავია თითქოს დაწყნარდაო ყველაფერი მაგრამ... ფრანკოს იუმორი მომეწონა. ძალიან ბეცრი ვიცინე იმ მომენტზე ფრანკო ინეს რომ აბრაზებდა. ძალიან გამიხარდი ამ ისტორიით.<3 <3 <3

№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

TeddyBear
ვაიმე, ძალიან მაგარი თავი იყო joy
არა, ეს ძმები უკვე ჩემი ფავორიტი პერსონაჟები არიან heart_eyes
ქრისტიანოსნაირი კაცი მეც მინდა და შეგიკვეთავ გეთაყვა relaxed
ინესა და ინას დიალოგები მაგიჟებს ხოლმე, იმის მიუხედავად ,რომ დაძაბული სიტუაცია დამხვედროდა და მენერვიულა, სიცილისგან მოვკვდი joy
დომენიკო და ინა მაგარი წყვილი იქნებოდა ვერაფერს იტყვი joy
ანა,
მაგარი ხარ! (კვადრატში) heart_eyes
შემდეგ თავს მოუთმენლად ველი kissing_heart

გაიხარე <3

ტკბილიწიწაკა
როგოოოტ ველოდებოოოდიიიი!! ♥♥♥♥
სიხარულიისგან მეცხრე ცაზეე ვაარ♥♥♥
რაქაი საჩუქარი გამიკეთე დაბდღეზე ქალაუ:დ♥♥♥♥
არა აი ვგიჟდებიი მე ამათზე და რაგავაკეთოო! ♥♥♥
რა თბილობა და საყვარლობა თავი იყო♥♥♥
ინე და ინა უფრო მომწინს ერთმანეთში და მომკალი :დდდდდ ვგიჟდები მაგ ორზე ♥♥♥
პატარა იყო! არ მეყო! უფრო დიდი მინდა! აი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე :დ ♥♥♥
იცოდეე ამაზე ნაკლებიი თავი არ დამანახოო ! ♥♥♥
სასწაულიი და უტკბილესი ახალი თავი♥♥♥
აი შენ კიდე განსაკუთრებული და საოცარი რომ ხარ გეცოდინება :დ ♥♥♥
ჰოდა ვგიჟდები შენზე ! და ამ ისტორიაზ! და შენს სხვა ისტორიებზეც:დდ ♥♥♥
წარმატებებუიი და გელუუ მთელიი გულით და სულიით♥♥♥

ვაიმეეე, გილოცავ დაბადების დღეეეს <3 ყველაფერ საუკეთესოს გისრუვებ და რა თქმა უნდა, ყველაფერ საუკეტესოში, ჩემი ისტორიებიც შედის smiling_imp
მადლობა როგორც ყოველთვის, გულთბილი შეფასებისთვის კარგო <3

ლილიკო
ვაიმე რამდენი ვიცინე რა კარგი თავია თითქოს დაწყნარდაო ყველაფერი მაგრამ... ფრანკოს იუმორი მომეწონა. ძალიან ბეცრი ვიცინე იმ მომენტზე ფრანკო ინეს რომ აბრაზებდა. ძალიან გამიხარდი ამ ისტორიით.<3 <3 <3

დიდი დიდი მადლობაა <3

№5 სტუმარი Katie

მოწოდების სიმაღლეზე როგორც ყოველთვის ;) <3 ჩემგან ამ ისტორიას https://m.youtube.com/watch?v=ITz2a_80-rs <3

№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Katie
მოწოდების სიმაღლეზე როგორც ყოველთვის ;) <3 ჩემგან ამ ისტორიას https://m.youtube.com/watch?v=ITz2a_80-rs <3

დიდი მადლობა და ისტორიამაც მადლობაოოო <3

№7 სტუმარი იანა

აუ რა კაია...მაგრამ მალე დამთავრდა

№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

იანა
აუ რა კაია...მაგრამ მალე დამთავრდა

მადლობაა, მალე დავდებ

№9 სტუმარი Diana

ვაიმე ეს რა იყო joy მომასულიერეთ ვინმემ laughing აი უსაყვარლესი და უტკბილესი თავი იყო scream მომწონს შენი იუმორის გრძნობა. ნუ საუკეთესო რომ ხარ ეს ისედაც იცი. ასეთი საყვარლობა არ წამიკითხავს არასოდეს. საერთოდ რამეს რომ ვკითხულობ თვალწინ მიდგება ყველაფერი და ფრანკოს სიტყვებზე ბოლოს გადავბჟირდი joy სულმოუთქმელად ველი 11 თავს და არ დააგვიანო რა. no_mouth

№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Diana
ვაიმე ეს რა იყო joy მომასულიერეთ ვინმემ laughing აი უსაყვარლესი და უტკბილესი თავი იყო scream მომწონს შენი იუმორის გრძნობა. ნუ საუკეთესო რომ ხარ ეს ისედაც იცი. ასეთი საყვარლობა არ წამიკითხავს არასოდეს. საერთოდ რამეს რომ ვკითხულობ თვალწინ მიდგება ყველაფერი და ფრანკოს სიტყვებზე ბოლოს გადავბჟირდი joy სულმოუთქმელად ველი 11 თავს და არ დააგვიანო რა. no_mouth

ვაიჰ, ძალიან გამახარე დიანა <3 მადლობააა

№11 სტუმარი ani

მალე დადე ახალი ტავი რააა... უმაგრესი ხარ და ისტორიაც მაგრად მომწონს ტან ყველა მაგრად მომეწონა

№12  offline წევრი თინათინი88

ამ ისტორიას არ წყვეტ ხო?

№13  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

თინათინი88
ამ ისტორიას არ წყვეტ ხო?

მხოლოდ დროებით.
ani
მალე დადე ახალი ტავი რააა... უმაგრესი ხარ და ისტორიაც მაგრად მომწონს ტან ყველა მაგრად მომეწონა

დროებით შევწვიტე ამის წერა, მაგრამ დიდი დიდი მადლობა შეფასებითვის.
აუცილებლად დავწერ ბოლომდე <3

№14 სტუმარი Ani

Dzaan magari istotia aris,vcem tqvens gadawyvetilebas pativs magram mteli gulit velodebi gagrdzelenas... umagresi gogo xar

№15  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Ani
Dzaan magari istotia aris,vcem tqvens gadawyvetilebas pativs magram mteli gulit velodebi gagrdzelenas... umagresi gogo xar

დიდი დიდი მადლობა <3 ვეცდები, ძალიან არ გალოდინოთ

№16  offline წევრი CRAZY GIRL 2

ენ ჯეიინნ!.. მაგიჟებ შენ მე! ❤
იცოდე მალე თუ არ დადებ შემდეგ თავს, ადამიანის სიცოცხლე იქნება შენს კისერზეე ????

№17  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

CRAZY GIRL 2
ენ ჯეიინნ!.. მაგიჟებ შენ მე! ❤
იცოდე მალე თუ არ დადებ შემდეგ თავს, ადამიანის სიცოცხლე იქნება შენს კისერზეე ????

ვეცდები აუცილებლად ვეცდები, რომ ესეც გვაგრძელო

№18 სტუმარი Ani

En jeini ra cakaleli xaaaat.. mec velodebiii, ai umagresi xar,da awi sanam axal istorias ar daasruleb manam ar wavikitxav tonem lodini ar mexerxeba, ar gamebuto xo. Martla magrad momwons yvela istoria(

№19  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Ani
En jeini ra cakaleli xaaaat.. mec velodebiii, ai umagresi xar,da awi sanam axal istorias ar daasruleb manam ar wavikitxav tonem lodini ar mexerxeba, ar gamebuto xo. Martla magrad momwons yvela istoria(

არგებუტები, პირიქით, მიხარია რომ კითხულობ <3

№20  offline წევრი სალანდერი

ესე იგი ენ ჯეინ
მე რომ ჩემს დროს იმაზე მეტად ვუფრთხილდები ვიდრე საჭიროა ეგ ხომ ნაცნობი ფაქტია, ლოდინს რომ ვერ ვიტან და შავი ჭირივით მეზიზღება ესეც... ამიტომ დავტოვე ეს ერთადერთი ისტორია წაუკითხავი ვიცოდი რომ ჯერ არ გააგრძელებდი მაგრამ მაინც არ მომითმინა გულმა და აი ესეც ისე შემომამთავრდა ვერც გავიგე! ქება დიდებას აღარ დაგიწყებ ისედაც მშვენივრად იცი ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ!
უბრალოდ მინდა რაღაც გითხრა კი არა და გთხოვო...
სრული უფლება გაქვს დააგდო ტემპი და ნელა წერო ოღონდ არ დააგდო ის დონე რომელზეც ხარ ასული...
შენი მოთხრობების ხარისხი არ დაიწიოს და თუ გინდა წლობით დაველოდები ახალ თავს...

P.s. ზემოთ წარმოთქმულის და მიხედვით გამოვიტანე დასკვნა რომ როგორც მწერალი და მკითხველი საუკეთესო დუეტი ვართ
შენ სადისტი და მე მაზოხისტი :დ მოლოდინიც მსიამოვნებს რომ ვიცი რა მელოდება ❤ და ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო იმედგაცრუებას ვერ ავიტან შენგან ...❤❤

№21  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სალანდერი

სად იყავი ამდენ ხანს ჩემო მეორე ნახევარო?

№22  offline წევრი სალანდერი

ენ ჯეინი

გეძებდი :დ
ვინც ეძებს პოულობსო და აი :დ

ვიპოვნე სადისტი :დ

№23  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მე მაზოხისტი :დდდ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent