შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილის ექსტრაქტით (თავი მეხუთე)


26-01-2018, 22:22
ავტორი Anano Magradze
ნანახია 395

სიძულვილის ექსტრაქტით (თავი მეხუთე)

-ვააა! ლუ, როგორ ხარ? -მეკითხება ეკა დეიდა როგორც კი კარებს მიღებს. ეკა, ლიკას ასაკის არის, მაგრამ თმებში უკვე ჭაღარები შეპარვია და ლამაზ ნაკვთებს მაინც რაღაცნაირად უჩრდილავს. სწორი ცხვირი და ოდნავ უფერული ტუჩები, მოგრძო ნიკაპი და გაცრეცილი ცისფერი თვალები. დარწმუნებული ვარ ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი ქალი იყო.
-კარგად ვარ ეკა დეიდა, თქვენ როგორ ხართ? -ვეკითხები და სახლში მასთან ერთად შევდივარ. პალტოს ვიხდი და საკიდზე ვკიდებ, გაწეწილ თმებს შემოსასვლელის სარკეში ვისწორებ.
-კარგად ვართ, კარგად. -მიღიმის. -ოთახშია, შეხვალ ხო?
-ხოო, კარგი ამბავი მაქვს და უნდა ვახარო დილაუთენია. -ვიღიმი.
-კარგი საყვარელო, შედი. მემგონი ღვიძავს უკვე. -თავს ვუკრავ და დერეფანში მივაბიჯებ -ლუ, რამე ხომ არ გინდა? -ეკა მაყოლებს.
-არა, ეკა დეიდა მადლობა -ვეუბნები და ოთახის კარებს ვაღებ.
თორნიკე საწოლში წევს და თვალები დახუჭული აქვს, ნაცრისფერი თმები უსწორმასწოროდ აყრია, ტუჩები ოდნავ გაღებული აქვს, თვალები კი მაგრად აქვს მოხუჭული. მეღიმება, ბავშობიდან ასე სძინავს, თვალები ისე აქვს დახუჭული თითქოს კოშმარს ხედავდეს.

-თორნიკე! -ვეძახი. რათქმაუნდა არ ესმის, ასე იოლად რომელი ადამიანი გაიღვიძებს არა?! -თორნიკე, გაიღვიძე! -ვეძახი კიდევ ერთხელ, ყურსაც არ იბერტყავს. დრამატულად ვსუნთქავ და მისი საწოლისკენ მივისწრაფი. მომენტალურად საბანს ვხდი და გულში მადლობას ვიხდი რომ გადაწყვიტა სპორტული შარვლით დაეძინა. პრინციპში, იმდენ ჯერ მყავს ტრუსის ამარა ნანახი რომ სირცხვილი არ იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ბავშობაში ერთად რამდენჯერ გვიბანავია! მოგონებებზე მეცინება.

თორნიკე საწოლში გვერდს იცვლის და ცალ თვალს უკმაყოფილოდ ახელს. მოჭუტული თვალით მაკვირდება და ღმუილით რგავს თავს ბალიშში.

-მე მეგონა დილის ფერია იყო და აქ ქაჯი არ დამიხვდა! -ბურტყუნებს ბალიშიდან თავამოუღებლად.
-ქაჯს გაჩვენებ შენ! -ვეუბნები და საწოლზე ვწვები, ხელებს თმებზე ვუჭერ და თავს ვაწევინებ.
-ააააუუ! მეტკინა!... -აპროტესტებს ხმამაღლა.
-მეტის ღირსიც ხარ! -ვეუბნები. თორნიკე კიდევ რაღაცეებს ბუტბუტებს სანამ საწოლიზე წამოჯდება და ინტერესით მაკვირდება.
-ამ დილა უთენია რამ გამოგიყვანა აქეთ?
-რაღაც უნდა შემოგთავაზო. -ვეუბნები ღიმილით და ეშმაკური თვალებით.
-რა?
-რა და, ჩემი სკოლა ხომ იცი? -თავს მიქნევს. -კარნავალს მართავენ, ხოდა, მეც ვიფიქრე ჩემი თოკუშა ამდენი ხანია სახლშია, გამოვიყვან ცოტა ხანი თქო. -ვეუბნები სიცილით -თან მაინც არავინ მყავს მეწყვილეობა რომ ვთხოვო -ვამატებ ბოლოს.
-მწარე... -ჩურჩულებს. -გოგო, რანაირად გამოგყვები?!
-რატო რა გჭირს?
-ყავარჯნებით რომ ვარ ეხლა შეამჩნიე?!
-მერე რა კაცო! ეგ არაფერი, მთავარია სიარული შეგიძლია და ყავარჯნებიც წამოიღე, +2ზეც თქვეს რაღაც მგონი... მარა დაგიზუსტებ -სიცილით ვუჩეჩავ თმებს. უცნაურად საყვარლად მიყურებს, წამწამებს ქვემოდან ყავისფერი თვალებით. თეთრ სახეზე ღიმილი ესახება. თორნიკე უდაოდ უსაყვარლესია როცა იღიმის.
-წამოხვალ?
-ვიფიქრებ -მეუბნება. გახარებული საწოლიდან ვდგები და ხტუნვას ვიწყებ, მისი „დავფიქრდები" თანახმა ვარ-ს ნიშნავს. თვითონაც იცინის, გრძელ ფეხებს საწილიდან წევს და გვერდზე დადებულ ყავარჯენს იღებს. მოულოდნელად სიცილს ვწყვეტ და სევდიანი ვადევნებ თვალს როგორ დგება ყავარჯენზე დაყრდნობით. მზერას მტყორცნის, მეც ვიღიმი, ვცდილობ ყველანაირად დავმალო ჩემი სინანული. ვიცი როგორ არ უყვარს.
-ანუ წამოხვალ! -ვეუბნები და ხტუნვას განვაგრძობ, მიცინის. ბუნებრივია ხტუნვაში ძალიანაც რომ უნდოდეს ვერ ამყვება.
-წამოვალ აბა, მარტო ხომ არ გაგიშვებ?! -გაჯგიმოლი მიდგება წინ.
-აი, ჩემი თორნიკე! -თმებს ისევ ვუჩეჩავ.

ჯიბეში ტელეფონი მირეკავს. ეკრანს ვაკვირდები, უცხო ნომერია. გაკვირვებული ვარ, ვფიქრობ ავიღო თუ არა, საბოლოოდ მაინც ვპასუხობ.

-გისმენთ?
-რაიყო გოგო რა ხმა გაქ! -ნინიკოს ხმას მაშინვე ვცნობ. მისი ხმის ტემბრი, (ასე რომ ჰგავს დილა უთენია მომკივან შაშვებს), ჩემთვის ფრიად ნაცნობია.
-ვისი ნომრით მირეკავ?
-გიუშასი, ანგარიშზე მე არ მაქვს და... -მრავლისთქმელად ამბობს. მეღიმება, მე ხომ ვიცი ერთმანეთთან კორპორაციული გვაქვს, უბრალოდ უნდოდა გიუშას ტელეფონში ჩემი ნომერი ყოფილიყო, ჩემსაში კიდევ გიოსი. მაინც, რა ჭკვიანი დაქალი მყავს! (ნინიკო რომ გნახავ კარგად უნდა ჩაგკოცნო!)

-ხოო? -ვიცინი, დარწმუნებული ვარ სულელურად გაბადრული სახით ზის და იცინის თავისთვის მარტო. -მოხდა რამე?
-კი, დღეს ჩემთან ამოდი, მაკუნა ამბობს რაღაც უნდა ვთხოვოო, მთელი დილაა ტვინი წაგვიღო მთელს ოჯახს და მაიკოც დაიღალა, უთხარი ლუს ამოვიდეს თორე შენი და არ გვაცოცხლებს-ო.
-რა პრობლემაა, მაგრამ რა უნდა?
-არ ვიცი არა. მარტო ლუ-ს ვეტყვიო გაიძახის.
-აჰა... და ისიც მანდ იქნება?
-არვიცი, შეიძლება. მალე თუ მოხვალ მოუსწრებ. -ყურმილის მეორე მხარეს იცინის და მითიშავს.

თორნიკე ისევ საწოლზე წამომჯდარა და თავის ტელეფონში ათვალიერებს რაღაცას. ტელეფონის შუქი ისედაც გაფითრებულ სახეს კიდევ უფრო თეთრის შესახედაობას აძლევს და ყავისფერ თვალებს უბრწყინავს.

-ნინაჩკა იყო? -მეკითხება თავის აუწევლად.
-სვა ვინ იქნებოდა!
-მაგას რონახავ გადაეცი, თორნიკე ნაწყენია შენზე თქო.
-რატო კაცო?
-რატო კი არა, რამდენი ხანია არც კი მოვუკითხივარ, ბოლოს აქ როდის იყო ეგეც კი დამავიწყდა!
-გადავცემ აუცილებლად -ვეუბნები.

უხერხულად ვდგავარ კარებში, ზუსტად ისე როგორც საავადმყოფოს კარებთან ვიდექი, უამრავი ხალხით თავშემორტყმული, ნინიკო ჩემს გვერდზე იდგა და მხარზე ხელს მისმევდა, მაშინ ეკა არეული თვალებით, სკამზე იჯდა გაუნძრევლად და რაღაცას ბუტბუტებდა. ისეთი უხერხული იყო, ყველანაირად ვცდილობდი ცრემლები დამემალა, მაგრამ არ გამომდიოდა. ნინიკოს ისტერიკული ტირილი აუვარდა ექიმი რომ გამოვიდა. მე უფრო ძლიერად ვიყავი. გვერდით დავუდექი და ვაწყნარებდი, ერთი სული მქონდა გამეგო როგორ იქნებოდა ჩემი საუკეთესო მეგობარი...



***

-იცოდე, შარვალ-კოსტუმის ჩაცმა არ დაგავიწყდეს, თორე შემომაკვდები! -ვეუბნები თორნიკეს და კიბეებზე ჩამოვრბივარ.

ვცდილობ რაც შეიძლება სწრაფად მივიდე ნინიკოს სახლში რომ გიუშა იქ დამხვდეს. უცნაურია არა? გოგოებს ყოველთვის ისეთი ბიჭები უყვარდებათ, საპასუხოდ იგივე გრძნობა რომ არ აქვთ, რატომ?! ეს ალბათ იმის ბრალია რომ ჩვენ, ქალებს, დაუოკებელი წყურვილი გვაქვს ვუყვარდეთ და გვიყვარდეს! გვიყვარდეს ჩვენი საკუთარი, საოცარი, ძლიერი სიყვარულით და გვინდა პასუხადაც იგივე მივიღოთ. ალბათ ქალის ცნობიერებაშია ასე ჩადებული, თუ მას შეაყვარებ თავს ვისაც არ უყვარხარ, მუდამ ეყვარები! ეყვარები, ისეთი საოცარი, ძლიერი სიყვარულით შენ რომ გიყვარს!

ტაქსი გავაჩერე და ნინიკოს სახლის მისამართი ვუკარნახე, გზაში ფანჯარა ჩამოვწიე რომ ჩემი წინასწარი აღტაცება დამეცხრო. ცივმა ჰაერმა ჩემი ისედაც გაწეწილი თმები, უარესად ამიჩეჩა. ვინანე და ისევ ავწიე.

სადარბაზოში ავდივარ და გონებაში ვიმეორებ რას ვეტყვი გიუშას იქ თუ დამხვდება ალბათ... ალბათ კი არა გამარჯობათი დავიწყებ. მერე ის მკითხავს როგორ ხარო, მე ვეტყვი „კარგად შენ როგორ ხარ?" .... დაიცა კაცო, მივიდე ჯერ იქამდე!

კარზე რომ დავაკაკუნე, ცივ ლითონთან შეხეიბისთანავე თითები გამეყინა და სიცივის გრძნობა მთელს სხეულში ჩამეღვარა. ხელები ჯიბეში ჩავიწყვე და ადგილზე მოძრაობა დავიწყე რომ გავმთბარიყავი.

ზუსტად იმ დროს მეორედ, რომ უნდა დამეკაკუნებინა კარები გაიღო და გიუშა გამოვიდა, თან უკან იყურებოდა და თუ არ ვცდები მაიკოს რაღაცაზე ელაპარაკებოდა. მე ვერ შემამჩნია და ამიტომ დამეჯახა. ზუსტად იმ დროს როდესაც ჩვენი სხეულის კონტაქტი მოხდა დაბლა ჩამომხედა, მე კიდე წამწამებიდან ავცქეროდი. მოკაშკაშე ცისფერი თვალები ჩემთვის მოეპყრო და მაკვირდებოდა, თან სავსე ტუჩები ორად გაპობოდა. არვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ დავინახე რომ ლოყები ოდნავ, სულ ოდნავ მაგრამ მაინც შეეფაკლა.

გულის ცემა ამიჩქარდა და რომ მომშორდა სიცივის ტალღამ ელექტროობასავით დამიარა სხეულში.

-ბოდიში ლუ, ვერ დაგინახე -თავისი ჩვეული, ბოხი ხმით მომიბოდიშა გიუშამ და მხრებზე ხელები დამადო, თან ამოწმებდა კარგად ვიყავი თუ არა. ამოვისუნთქე, ვერც კი შევამჩნიე მთელი ამ დროის განმავლობაში სუნთქვას თუ ვიკავებდი. -ხო კარგად ხარ? -ლოყაზე ხელი დამადო. მეგონა გული წამივიდოდა, სხეულზე მოულოდნელად ცივმა ოფლმა დამასხა. მისი ხელი ჩემს ლოყაზე ისეთი თბილი და სასიამოვნო იყო წამიერად თვალები დავხუჭე, მინდოდა ეს გრძნობა დამემახსოვრებინა. თვალებს ვახელ, მომჩერებია. პირდაპირ თვალებში მიყურებს. მის გუგებში საკუთარ ხატებას ვხედავ, პატარა შეშინებულ, აწითლებულ გოგოს.
-კი, კარგად ვარ -ვეუბნები ხრიწიანი ხმით და ყელს ვიწმენდ. ჩემი ლოყიდან ხელს იღებს და მინდა ვთხოვო რომ დააბრუნოს მაგრამ ასე არ ვიქცევი, პირს მაგრად ვმუწავ.
-კარგი აბა წავედი მე -ამბობს და იხრება, თვალები მიფართოვდება, მგონია რომ უნდა მაკოცოს,სუნთქვას მაგრად ვიკავებ და თავისდა უნდებურად ტუჩები სულ პატარაზე ორად მეყოფა... ის კი ოდნავ სველ კოცნას მიტოვებს ლოყაზე.

გაოგნებული ვუყურებ როგორ ჩადის კიბეებზე და თვალები მიწყლიანდება.

„სულელო გოგო რატომ ტირი?!"

თვალებს ვიწმენდ და კარზე მაგრად ვაბრახუნებ. ვცდილობ ბოლო ხუთ წუთში მომხდარი გონებიდან ამოვიგდო, ვცდილობ არ ვიფიქრო გეგუჩაძის რბილ ტუჩებზე რომელიც ჩემს კანს შეეხო, ვცდილობ არ ვიფიქრო მის გამოხედვაზე... ვცდილობ მასზე არ ვიფიქრო.

რამოდენიმე წუთში ნინიკო კარებს მიღებს.

-სად იყავი აქამდე ერთი საათია ვაკაკუნებ! -ვეუბნები გაყინული და შიგნით შევდივარ, ტანში სითბო მივლის (მთლად ისეთი არა გიუშას შეხებისას რომ დამიარა!). პალტოს ვიხდი და ნინიკოს ვაძლევ.
-ბოდიში! არ მესმოდა, მაკოს კარაოკე აქვს ჩართული და სიმღერას ცდილობს. -იცინის ნინიკო.

ოთახში ოდნავ დაბნეული მივყვები, რატომღაც ჩემი ყველა ფიქრი კვლავ გიორგის გარშემო ტრიალებს. (ნეტა რატომ?) თავიდან ვერ ვიგდებ მის კოცნას. ნეტავ რამ მაფიქრებინა, რაც გავიფიქრე?.. ისე მიყურებდა! შეიძლება მასაც მოვწონვარ?!

"გაჩერდი ლუ, გაჩერდი! "
-ლუ? -ნინიკო სახესთან ხელს მიფრიალებს რომ გამომაფხიზლოს. მოძრაობა შემიწყვეტია და ისევ კართან ვდგავარ. -კარგად ხარ?
-კი, კარგად ვარ.

ოთახში რომ შევდივარ სიცილი მიტყდება და გიორგის ამბავიც მაშინვე მავიწყდება. მაკო, ოთხი წლის ყველაზე საყვარელი ბავშვი, ნინიკოს ქუსლიანებში ჩამძვრალა, ხელში დიდი მიკროფონი უჭირავს და ცდილობს ეკრანზე გამოსახულ ტექსტს აყვეს, სინამდვილეში კი თავისი პატარა საყვარელი ხმით კნავის. თმები წინ ჩამოუშლია და ცალ თცალს უფარავს, მეორე კი საოცრად აქვს დაჭყეტილი. მაკო ნინიკოს ასლია.

-მაკუნა! -ვეძახი სიცილით. მაკო ჩემსკენ იხედება და ქუსლიანებიდან დაბლა ხტება. შიშველი ტერფების ტყაპუნით მორბის და ზედ მახტება.
-ლუ! -ყურში ჩამყვირის მაკო და თან პატარა თითებით ისე მეპოტინება თითქოს მისი საყრდენი ბოძი ვიყო. ხელს თუ გამიშვებს დავარდება...

მაკო ყოველთვის ძალიან მიყვარდა. დაბადების წუთიდან დღემდე და ალბათ ბოლომდე ძალიან მეყვარება. მახსოვს ნინიკოს ხელი როგორ მეჭირა როდესაც დედამისმა სამშობიაროდან გამოწერილი მაკუნა პირველად მოიყვანა სახლში. პატარა მაშინ პირველად ავიყვანე ხელში. ჩვილებს როგორც სჩვევიათ ისე მიჭერდა თავის ციცქნა ხელს, ცერა თითზე. მაშინ პატარა ქერა თმები აქა-იქ ჰქონდა ამოსული და დახუჭული თვალები ნაოჭებად დარჩენოდა. მას შემდეგ მაკოს გაზრდას ვუყურებ, ოთხი წლის არის. უკვე დიდი ქერა თმები წელამდე აქვს დაშვებული, დიდი ცისფერი თვალებში მუდამ ბედნიერების ნაპერწკლები უბრწყინავს. ახლა დედამისს გამუდმებით სთხოვს რომ მოვლილ გრძელ ფრჩხილებზე წითელი მანიკური წაუსვას. ხშირად შემოიპარება ხოლმე ოთახში დიდები რომ საუბრობენ, ყავას მოითხოვს, ფეხს ფეხზე გადაიდებს და გვისმენს. თითქოს მართლა ესმოდეს რამე. შემდეგ მიეძინება ხოლმე და დილამდე აღარ იღვიძებს.

მაკო ჯერ მე მიყურებს, შემდეგ ნინიკოს, მერე ისევ მე. დამნაშავესავით თვალებს აწვრილებს და ტუჩებს ბერავს და ყურში „ჩუმად" მჩურჩულებს.

-აუ, დუ! გაბიდეთ მატლოები ცემს ოთაგში.

მეცინება და თავს ვუქნევ. ნინიკოც იცინის, მე ყავას გავიკეთებო ამბობს და სამზარეულოში გადის. მაკო დაბლა ხტება და თავის ოთახში მიიპარება. მეც უკან მივყვები.

-მაკუნა აბა მითხარი რა მოხდა? -ნაზად ვეუბნები და მის პატარა საწოლზე ფეხმოკეცილი ვჯდები, ისიც ჩემს წინ თავსდება.
-რამოთხდა და... -ქერა დალალებს აწვალებს. -მიდნა ლომ ნინიკოს დაბა... -ჩერდება, სიტყვას იხსენებს და მერე აგრძელებს -...დების დგის საცუქარი გავუკეთო. მაგლამ ალ ვიცი ლა ვაცუქო. -ამბობს და თან თავს ბალიშში მალავს.
-ბც დადა მე... მაგრნ შენჰდ -გაურკვეველ სიტყვებს ამბობს ბალიშიდან.
-მაკუნა არ მესმის. ამოყავი თავი და ისე თქვი -ვეუბნები წყნარად და ხელს მხარზე ვუსმევ.
-ლა და მე ბისი დაიკო ვალ, სენ კიდე მეგობალი. -მეუბნება და თვალებს ხრის რომ არ შემომხედოს. -მე უნდა ბიცოდე ლა ვუკიდო... -საწყლად ოხრავს და მიყურებს -მთელი გამე ვიფიქლე და ველაფელი მოვიფიქლე! ლავქნა პატალა ვალ ძელ!

გულიანად მეცინება, ამ დროს კი მაკო ნაწყენი მიყურებს. -ლატომ დამცინი?

-არ დაგცინი, ისეთი საყვარელი ხარ მეცინება.
-ანუ დამცინი!
-არა მაკუნა, არ დაგცინი.
-იცოდე გაგებუტები!
-არ გამებუტო რა! გეხვეწები! -მოჩვენებით ცრემლებს ვიწმენდ -თორემ ცუდ ხასიათზე ვიქნები მთელი დღე!
-მალთლა?
-კი, მართლა!
-კაგი, მასინ გაპატიებ. -საყვარლად იცინის და მეხუტება. გული მითბება და მაგრად ვიკრავ მკერდზე.
-კარგი, მაკუ, რაც შეეხება საჩუქარს... ჩემი აზრით ნინიკოს ყველაფერი გაუხარდება შენგან. არ აქვს მნიშვნელობა რას აჩუქებ. ყველანაირი საჩუქარი გულს გაუთბობს. წერილი, რომ მიწერო და გაუფერადო იცი როგორ გაუხარდება?... ხომ იცი ყველაზე ძალიან უყვარხარ!
-მალთლა? წელილი გაუქალდება?
-კი მაკუნა! გაუხარდება ძალიან.

მაკო კიდევ ერთხელ მეხუტება და საწოლიდან ხტება. კარებთან ჩერდება და სახეს აბრუნებს. საჩვენებელი თითი პატარა ტუჩებთან მიაქვს და არ უთხრაო მანიშნებს. მერე ისევ სიცილით ებადრება სახე და ოთახიდან გარბის. ვარდისფერი ფრიალა კაბა კი უკან ლანდივით მიჰყვება.

საწოლიდან ვდგები და უკან მივყვები, მაინც რა არის არა ბავშობა?... უდარდელი და ტკბილი, ვარდისფერი ფერებით შელამაზბული...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent