შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკანდალური დღიური (ნაწილი 8)


27-01-2018, 04:11
ავტორი სალანდერი
ნანახია 322

სკანდალური დღიური (ნაწილი 8)

ალექსი აბებს უყურებს თუმცა რეაქცია არ აქვს...
-განყოფილებაში მოგიწევთ წამოსვლა ამბობს ერთ-ერთი პოლიციელი და ალექსს ხელს კიდებს
ის ჯერ ერთ პოლიციელს უტრიალებს ხელებს შემდეგ მეორეს და თითო თითოჯერ ურტყამს ორივე გონწასული ეცემა ასფალტზე შემდეგ მე მკიდებს ხელს და სანამ გონზე მოსვლას მოვასწრებ უკვე მანქანაში ვზივართ...
-ეს რა ჯანდაბა იყო? ვეკითხები და თვალებზე ხელს ვიფარებ
-გეფიცები აბები ჩემი არ იყო!
-აბებზე არ გეუბნები! პოლიციელები? ისინი მოკალი? ვხვდები თან და თან როგორ ვუწევ ხმას... რა იყო ეს?
-ილ გოპ პილ სა! ანუ ერთი დარტყმით გათიშვა! არავინ მომიკლავს რამდენიმე წუთში მოვლენ გონზე ამბობს უდარდელად...
-შენ ნორმალური ხარ? ხვდები რამხელა პრობლემა შეგექმნება პოლიციასთან?უკვე ვყვირი
-დამშვიდდი კარგი? ახლა სახლში მიგიყვან და ყველაფერი კარგად იქნება... მათ ჩემი დაჭერის უფლებას ვერ მივცემდი! ამ აბების გამო იცი რამდენი ხნით ჩამაყუდებდნენ? მე კიდევ სამი დღე დამრჩა ბრძოლამდე...
ალექსმა მანქანა ეზოში შეიყვანა...
-ახლა ყურადღებით მისმინე! მე მანქანას წავიყვან შენ კი პოლიციაში დარეკავ და მოუყვები რაც მოხდა...
ეტყვი რომ წარმოდგენა არ გქონდა აბებზე მერე მოუყვები როგორ დავარტყი პოლიციელს მანქანაში რომ ძალით ჩაგსვი და სახლთან დაგტოვე შენი მანქანა კი წავიყვანე! პრობლემები არ შეგექმნება გესმის? მაქსიმუმ რამდენჯერმე დაგიბარონ პოლიციაში და ჩვენება ჩამოგართვან...
-და შენ?
-მე იმ ნაბი*ვარ მურათს ვიპოვი და ფეხებით დავკიდებ... ეს აბები მაგის ჩადებულია! ასე ბინძურად უნდოდა თავიდან მოვეშორებინე! ანაბელ! ხომ გჯერა რომ აბები ჩემი არ არის? მეკითხება და თვალებში მიყურებს!
-ჰო ვპასუხობ და მთლიანად ვკანკალებ!
-ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება ახლა კი წადი ის იდიოტები მალე მოვლენ გონს და მანქანის ძებნას დაიწყებენ!
-არ დაიწყებენ... ახლა დავრეკავ და არ დაიწყებენ!
-მგონი ემოციური შოკი გაქვს... კარგი წამოდი სახლში შეგიყვან და მერე წავალ მეუბნება და მანქანიდან გადადის კარს მიღებს ხელს მკიდებს და სახლისკენ მივყავარ ჩემს ოთახთან ჩერდება
-ახლა კი უნდა წავიდე! თავს გაუფრთხილდი და არაფერზე ინერვიულო!
-ალექს აბები ჩემია ვეუბნები როგორც კი ზურგს მაქცევს... ის მურათს არ ჩაუდია!
-ამას იმიტომ მეუბნები რომ არ გინდა მასთან წასვლით თავი საფრთხეში ჩავიგდო ხო? წამიერად ჩერდება
-დარჩი გთხოვ ყველაფერს აგიხსნი!
-პოლიცია მალე აქ იქნება!
-არ იქნება! ვპასუხობ და ტელეფონზე ვრეკავ...
-ვინ არის ის ავადმყოფი ანაბელ? რაში გაყავი თავი? სად ხარ მითხარი, მოვდივარ! მიყვირის დემე ყურმილს იქედან...
-ყველაფერი კარგადაა დემე!
-რა არის კარგად? ორი საუკეთესო პოლიციელი კინაღამ მომიკლა იმ ავადმყოფმა!
-უბრალოდ დაივიწყე და მაპატიე კარგი? ისე არ გამოვიდა როგორც მინდოდა!
-ანაბელ ამის გამო შეიძლებოდა სერიოზული პრობლემები შემქმნოდა ხვდები?
-ჰო ვხვდები და გპირდები რომ აღარ განმეორდება!
-აბები?
-საკუთარი ხელით გადავყრი! ბიჭები ხომ კარგად არიან?
-რა კარგად ერთი ახლა მოვიდა გონს და მაშინვე მე დამირეკა მეორე ჯერ კიდევ არაა აზრზე ნორმალურად მოსული!
-კარგად იქნებიან... და მაპატიე რომ შარში კინაღამ გაგხვიე!
-მასთან ფრთხილად იყავი კარგი? მაფრთხილებს!
-ყველაფერი კარგადაა! ტელეფონს ვთიშავ და ალექსისა და ძიძას გაოცებულ სახეს ვაწყდები!
-ძიძა ყველაფერი კარგადაა შეგიძლია წახვიდე ვეუბნები და ისიც უსიტყვოდ მემორჩილება!
-ეს რას ნიშნავს? მეკითხება ალექსი და ჩემს ოთახში შესვლას მასწრებს!
-აბები ჩემი იყო! უკან მივყვები
-ანაბელ რატომ მეუბნები ამას?
-ალექს! მართლა ჩემი იყო ის შენს ჯიბეში მე ჩავყარე მერე კი ჩემს მეგობარ პოლიციელს ვთხოვე დაჭერის სცენა გაეთამაშებინა ის არ გააფორმებდა შენს ნარკოტიკს და რამდენიმე კვირაში გარეთ გამოგიყვანდი ამით კი ბრძოლას გადარჩებოდი! ვაყრი ტირილ-ტირილით!
-შენ გოგო ნორმალური ხარ? თვალებში ცეცხლი ენთება და ვხვდები რამდენად გაბრაზებულია!
-ალექს გეფიცები არ ვიცოდი რატომ იყო ის ბრძოლა შენთვის ასე მნიშვნელოვანი (ცრემლები მცვივა)
-მოგკლავ ღმერთს გეფიცები საკუთარი ხელით მოგკლავ ყვირის! ჩემკენ გაცოფებული მოდის იმდენად შეშლილი თვალები აქვს ვხვდები რომ მართლა შეუძლია ამის გაკეთება, ნელ ნელა უკან ვიხევ და კარადას ვეჯახები! ის ჩემს წინ დგას და მუშტს მთელი ძალით იქნევს ჩემს მაგივრად კარადის სარკეს ურტყამს და ხელიდან სისხლი სდის!
-ალექს რას აკეთებ? ღმერთო! მომეცი შეგიხვიო! მისკენ მივდივარ მაგრამ ხელს მკრავს!
-არ შემეხო! არ მომეკარო, თორე არ გაცოცხლებ!
-ალექს გთხოვ!
-რას მთხოვ გოგო? რას მთხოვ? ეს ეს როგორ? ამას როგორ მიკეთებდი? ამას როგორ აკეთებდი ამის დედაც! ბოლო ხმაზე ყვირის და ირგვლივ ყველაფერს ლეწავს!
-გთხოვ! გემუდარები მომეცი უფლება ხელი შეგიხვიო!
ოთახში ლევანი შემოდის და ალექსის შეშლილი სახე და დალეწილი ნივთები აშკარად აშფოთებს!
-ყველაფერი რიგზეა დაგვტოვე! ვეუბნები თუმცა არ მემორჩილება
-ახლა მარტო ვერ დაგტოვებთ თუ გინდათ სამსახურიდან დამითხოვეთ მაგრამ მარტო ვერ დაგტოვებთ! ჩემკენ მოდის!
-და აქ რომ ხარ რას გააკეთებ რო? შენი აზრით მისი მოკვლა თუ მომინდება შენ შემაჩერებ? ის ჩემსკენ მოდის და ლევანი შუაში გვიდგება
-ალექს უკან დაიწიე გთხოვ!
-მიდი და გამაჩერე ყვირის და ლევანს ხელს კრავს
-გაიწიე ვთხოვ ლევანს!
-ის ახლა ვერ აზროვნებს და შეიძლება რამე დაგიშავოთ!
-წადი შენი! მისი მოკვლა თუ მომინდება შენ ვერ გამაჩერებ!
-ასე ფიქრობ? მაშინ მოდი და გავარკვიოთ ვის რა შეუძლია საჩხუბრად ემზადება ლევანი!
-არა გთხოვთ! ღმერთო არა! ალექს! ლევან! ვყვირი და შუაში ამჯერად მე ვდგები!
ალექსი ისევ ხელს მკრავს და ამაზე გაბრაზებული ლევანი ხელს იქნევს დასარტყმელად! ალექსი იცილებს ლევანი ზედიზედ რამდენჯერმე იქნევს ხელს მაგრამ ალექსს არცერთი არ ხვდება, ლევანი ძალიან ბრაზდება და გამეტებით იწყებს მუშტების ქნევას თუმცა დარტყმის მიყენებას ვერაფრით ახერხებს! ალექსი მის დარტყმებსაც ისევე მშვიდად იგერიებს როგორც ჩემი და ძიძას კივილს აიგნორებს, ბოლოს ჰაერში ხტება და ისე სწრაფად ურტყამს ფეხს რომ მოძრაობის დაფიქსირებას ვერ ვასწრებ და ლევანიც ისევე ეცემა იატაკზე როგორც ორი პოლიციელი რამდენიმე წუთის წინ!
-ღმერთო რას აკეთებ! ეს რა ჯანდაბაა! ვყვირი
-ტიმიო სამ ჯუნგ ჩაგი ანუ ფეხის სამმაგი დარტყმა! მექანიკურად რობოტივით მპასუხობს ალექსი შემდეგ კი თითქოს გონზე მოდის
-სასწრაფოში სწრაფად სასწრაფოში დარეკეთ ამბობს!
ძიძა სასწრაფოს იძახებს და ლევანი რეანომობილით საავადმყოფოში მიჰყავთ! ალექსი ფეხზე დგება და ოთახიდან გადის უკან მივყვები ცრემლები მასაც ჩემსავით სცვივა (ეს პირველი შემთხვევაა როცა ატირებულს ვხედავ)
-გთხოვ მომეცი უფლება ხელი შეგიხვიო ვეუბნები და მის წინ მუხლებზე ვდგები ისიც მუხლებზე ეცემა
-კიდევ ერთი "პირველად" ჩვენი შეხვედრიდან ვეუბნები და ცრემლებზე ვანიშნებ! ახლოს იწევა და თმაზე ხელს ფრთხილად მისვამს
_დღეს გადამირჩი მაგრამ თუ კიდევ
გადამეღობები გზაზე არ გაცოცხლებ! უხეშად მაყრის ფეხზე დგება და სახლიდან მიდის! მისი მოტოციკლის ხმა ისმის და ვხვდები ეზოდან როგორ გადის! ძიძა მიახლოვდება!
-მე საავდამყოფოში წავალ ლევანის ოჯახის წევრებს უკვე დავურეკე და მიდიან! შენ ხომ კარგად ხარ ჩემო გოგო? მეკითხება და ცდილობს ფეხზე წამომაყენოს!
-ჩემი ბრალია ძიძა! ყველაფერი ჩემი ბრალია! ვყვირი ბოლო ხმაზე და ვგრძნობ ნერვული შეტევა როგორ მეწყება! რამდენიმე წუთი ვერაფრით ვმშვიდდები იატაკზე დაჩოქილი ბოლო ხმაზე ვბღავი და საკუთარ დაბადებას ვწყევლი შემდეგ ანკა მახსენდება მას შეუძლია ალექსის დამშვიდება!
-ტელეფონი მომიტანე ვამბობ და ძიძა ბრძანებას მაშინვე ასრულებს!
-ანკა ამ წუთში მოდი ჩემთან! ჩავყვირი როგორც კი ტელეფონს ხსნის!
-ნამტირალები ხარ? რა ხმა გაქვს?
-ამ წუთში მეთქი ძალიან მჭირდები!
-მოვდივარ ათ წუთში მანდ ვარ!
ანკა მალე მოდის მე ჭიშკართან ვხვდები და ალექსის სახლისკენ მიმავალ გზაზე ყველაფერს ვუყვები!
-ხომ გაგაფრთხილე ანაბელ ხომ გაგაფრთხილე მეუბნება! და თავს აქნევს!
-მიდი შენც მეჩხუბე!
-როგორ გეჩხუბო? ისედაც ადამიანის სახე გაქვს დაკარგული!
ალექსის ფანჯარაში შუქი ანთია!
-მადლობა ღმერთს! რომ შეხვალ კარი ღია დატოვე და ხელი მაშინვე შეუხვიე მე ჯერ არ დავენახები! ვაფრთხილებ ანკას სანამ კიბეზე ავდივართ!
კარზე დაკაკუნებას ვაპირებთ თუმცა ღიაა ამიტომ წინ ანკა შედის მე კი უკან ვჩერდები და ყურს ვუგდებ!
-როგორ ხარ? ისმის ანკას ხმა!
-კარგად! პასუხობს სავარაუდოდ ალექსი თუმცა მის ხმას არ გავს!
-ღმერთო რას გავხარ ალექს სულ სისხლიანი ხარ მარლა სად გაქვს ხელი უნდა შეგიხვიო ანკა კარადაში იწყებს ძებნას გული ვეღარ მითმენს და შევდივარ თვალებით ვანიშნებ სად დევს სამედიცინო იარაღები და ჩემსკენ ზურგით მჯდომ ალექსს ვხედავ!
-რა გააკეთე?
ეუბნება ანკა და მის ხელს ფრთხილად ეხება!
-მე რა გავაკეთე? თუ იმან რა გააკეთა?
ალექსი სიგარეტს ეწევა!
-მან შეცდომა დაუშვა მაგრამ შენი გადარჩენა უნდოდა!
-ვინ თხოვა?
-ალექს მორჩი რაა შენ ვერ ხვდები? მისთვის მნიშვნელოვანი ხარ ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზე იყო და მერე უცებ უცხადებ რომ შეიძლება მოგკლან რა რეაქციას ელოდი მისგან?
-მან თავიდანვე იცოდა ამის შესახებ!
-მაგრამ თავიდან ასეთი მნიშვნელოვანი არ იყავი მისთვის!
-შენ ანაბელს ამართლებ? აქ მან გამოგიშვა არა?
-ჯერ ერთი არავის ვამართლებ! მერე მეორე მან მითხრა რაც მოხდა მაგრამ მე არავის ჭკუაზე არ დავდივარ და მესამე შენ ჩემთვისაც მნიშვნელოვანი ხარ და არჩევანის წინაშე რომ ვმდგარიყავი მეც ისევე მოვიქცეოდი როგორც ანაბელი მოიქცა!
ალექსი დუმს!
-შენთვის არაფერს ნიშნავს ის? ეკითხება ანკა და თვალებში უყურებს!
პასუხი არ ისმის!
-რას გააკეთებდი მის ადგილას შენ რომ ყოფილიყავი და ანაბელს სიკვდილი ემუქრებოდეს? ანკა არ ეშვება...
-მე არ ვეცდებოდი მის შეცვლას! მშვიდად პასუხობს და ეს უკვე გავს ალექსის ხმას
-მას შენი შეცვლა კი არა გადარჩენა უნდა!
-გვიანია! უკვე მეტისმეტად ვარ ჩაფლული!
-არ გტკივა? ეკითხება და ხელის გადახვევას იწყებს!
-არა!
-რას აპირებ ალექს? რას უპირებ ანაბელს!
-აღარ მგონია ჩემი ნახვა მოუნდეს და ორივესთვის ასე აჯობებს!
-და თუ მომინდება? მხარზე ვეხები!
-შეიძლებოდა მომეკალი! მპასუხობს ისე რომ ზედაც არ მიყურებს!
-დიდ მადლს მოისხამდი! ისევ ცრემლები მცვივა!
-მე კინაღამ მოგკალით ჯერ შენ შემდეგ კი ლევანი!
-გპატიობ!
-რატომ?
-იმიტომ რატომაც შენ მაპატიე ის სისულელე რომელიც ჩავიდინე!
-ლევანი კარგადაა?
-არ ვიცი ძიძას დავურეკავ ვეუბნები და ტელეფონზე ვრეკავ!
-ძიძა ლევანი როგორ არის?
-ტვინის შერყევა აქვს თუმცა საშიში არაფერია, კარგად იქნება! ალექსი?
-კარგადაა! კარგი მოგვიანებით დაგირეკავ!
-კარგადაა? დამნაშავე ბავშვივით მიყურებს!
-ტვინის შერყევა აქვს!
-როგორ მარტივად გამომძვრალა ეგ ნაბი*ვარი (იღიმის) დარტყმის სიძლიერეზე მეტი უნდა ვივარჯიშო!
-მე დაგტოვებთ ოღონდ დამპირდით რომ ერთმანეთს არ დახოცავთ გაიღიმა ანკამ!
-ესეც წაიყვანე სახლში!
-შენთან სალაპარაკო მაქვს ვპასუხობ და ანკა ოთახიდან მანამ გადის სანამ კიდევ მოვასწრებთ ხმის ამოღებას!
-შენს ცხოვრებას დაუბრუნდი ანაბელ! ფეხზე დგება ალექსი...
-რომელ ცხოვრებას? შენ რომ თავდაყირა დამიყენე იმას?
-ბარი ბარში ვართ! შენც ზუსტად იგივე გაუკეთე ჩემსას!
-მაგ ხელით როგორ აპირებ ბრძოლას?
-თავიდან არ დაიწყო და ჭკუიდან არ ამწიო ახლა!
-დამშვიდდი არაფერს ვიწყებ! მინდა იცოდე რომ შენს გვერდით ვიქნები!
-ჩემს გვერდით?
-ჰო ალექს დღევანდელი დღე უკვე დაღამდა თუმცა წინ კიდევ ორი დღე გაქვს კარგად მოემზადები და აუცილებლად გაიმარჯვებ! მამაშენის და ჩემს გამო!
მასთან მივდივარ და ვეხუტები!
-როცა ამ ბრძოლას მოიგებ შემდეგ ყველაფერი ისე იქნება როგორც მე ვიტყვი გაიგე? არავითარი ბრძოლები და არავითარი რბოლები!
-ამაზე მაშინ ვილაპარაკოთ როცა ყველაფერი ჩაივლის ახლა წამოდი ლევანი ვნახოთ!
ალექსის მოტოციკლზე ვსხდებით და საავადმყოფოში მივდივართ
-მადლობა ღმერთს ყველა კარგად ხართ! წინ მოდის და ორივეს გვეხვევა ძიძა...
ლევანის პალატაში შევდივართ
-როგორ ხარ? ეკითხება ალექსი და ეშმაკურად უღიმის
-რამდენიმე კოპი და ტვინის შერყევა მაქვს შენგან მეტს ველოდი მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად ვერ ხარ დასცინის ლევანი!
-გამშველებელს მეტი ხვდებაო არ გაგიგია?
-გამიგია მაგრამ ამისთვის პასუხს გაგებინებ იცოდე! მოზრდილ კოპზე ანიშნებს რომელიც გადახვეულ თავზეც მარტივად ემჩნევა!
-კარგი კარგი დაისვენე და რომ გამოჯანმრთელდები ერთხელ კიდევ მოგდებ! ემშვიდობება და პალატიდან გადის ალექსი მე რამდენიმე წუთით კიდევ ვრჩები!
აბა წავიდეთ სახლში? ლევანს ხვალ გამოწერენ! ამბობს ძიძა როგორც კი გარეთ გამოსულებს გვხედავს!
მე და ალექსი მოტოციკლით ვბრუნდებით ძიძა ტაქსით...
-აქ დარჩი კარგი? ეს თხოვნა მაინც შემისრულე! ვეუბნები ალექსს როგორც კი ვაცნობიერებ რომ წასვლას აპირებს...
უსიტყვოდ შედის თავის ოთახში და ძალაგამოცლილი ეშვება საწოლზე!
-უკვე გვიანია კარგად გამოიძინე დილით ვარჯიშს უნდა შეუდგე! ვეუბნები შუბლზე ვკოცნი და მარტო დარჩენის საშუალებას ვაძლევ!
გარეთ გამოსულს მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებს გონებაში! "ორი დღე" მხოლოდ ორი დღე დარჩა მოსამზადებლად!скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი Mari-Mariami.16

ვაიმეეე, ჩემი სიყვარულებიიიი, ჩემი სიხარულებიიი, ჩემი გადარეულებიიი ❤❤❤ როგორ მიყვარან რომ იცოდეთთ ❤❤❤

ვგიჟდები ამ ისტორიაზე, ყველაზე საყვარელი, თბილი და რავიცი ძალიან მაგარი ისტორიააა ❤❤❤
--------------------
"One choise can transform you" M.G

 



№2 წევრი სალანდერი

Mari-Mariami.16
Mari-Mariami.16

ძალიან ძალიან დიდი მადლობაა ❤
ჩემთვის ბევრს ნიშნავს ასეთი კარგი განწყობა ❤

 



№3 სტუმარი manana

საოცარია ....., ამ ისტორიისათვის წუხელ 3 სთ-ზეც კი შემოვიხედე საიტზე, ამ დილით რომ ვნახე ძალიან გამიხარდი, ვერ წარმოიდგენ როგორ მომწონს, წარმატებები.

 



№4 წევრი სალანდერი

manana
manana

უღრმესი მადლობა ❤
მეც ძალიან მიხარიხართ თითოეული მკითხველი ❤

 



№5 სტუმარი სტუმარი ქეთი

რომ მიგვაჩვიე ყოველ დილით ახალ თავს :დდ სად არის მეცხრე თავი:დდ

 



№6 წევრი სალანდერი

სტუმარი ქეთი
სტუმარი ქეთი

გამარჯობა ქეთი
როგორც ყოველთვის ღამით გვიან გავგზავნე ახალი თავი :დ
ადმინი აგვიანებს დადებას :დ
მე პუნქტუალურობას ვინარჩუნებ :დ

 



№7 სტუმარი სტუმარი ქეთი

სალანდერი
სტუმარი ქეთი
სტუმარი ქეთი

გამარჯობა ქეთი
როგორც ყოველთვის ღამით გვიან გავგზავნე ახალი თავი :დ
ადმინი აგვიანებს დადებას :დ
მე პუნქტუალურობას ვინარჩუნებ :დ

ვიცი რომ არ აგვიანებ და იმიტომ გამიკვირდა :დდ ბევრჯერ შევამოწმე და რომ არ იყო დადებული ვიფიქრე ჰო კარგად არის ნეტავთქო :დდ

 



№8 წევრი სალანდერი

სტუმარი ქეთი
სტუმარი ქეთი

დილით ხუთის ნახევარზე გავგზავნე და სავარაუდოდ მალე დაიდება :დ
ხვალ დილით ბოლო ნაწილსაც დავდებ დასასრულს მივუახლოვდით ❤

 



№9 სტუმარი სტუმარი ქეთი

სალანდერი
სტუმარი ქეთი
სტუმარი ქეთი

დილით ხუთის ნახევარზე გავგზავნე და სავარაუდოდ მალე დაიდება :დ
ხვალ დილით ბოლო ნაწილსაც დავდებ დასასრულს მივუახლოვდით ❤
აუ ასე მალე :(( ვერ შეველევი ალექსს :დდ

 



№10 წევრი სალანდერი

სტუმარი ქეთი
სტუმარი ქეთი

დაიდო ახალი თავი ❤
ხვალ დავდებ ბოლოს! უაზროდ გაწელვას აზრიანად დასრულება სჯობს ❤
კიდევ უფრო საინტერესო პერსონაჟებით დავბრუნდები როგორც კი მუზა მეწვევა :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent