შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ვარდი (თავი მეორე)


27-01-2018, 17:06
ავტორი ლათინო
ნანახია 717

თეთრი ვარდი (თავი მეორე)

მესამე დღეს სალომე საავადმყოფოდან გამოწერეს.ყველანი მასთან და მიასთან ავიდნენ,ცოტა გავერთოთო.ყველა იქ იყო დემეტრეს გარდა იმ საუბრის შემდეგ აღარც გამოჩენილა.
-დ..დემეტრე სად არის? სალომემ როგორც იქნა გაბედა კითხვის დასმა რომელიც უკვე ორი დღეა აწუხებს.
-ა დემეტრე თავის შეყვარებულთან,ქეთასთან ერთად დასასვენებლად წავიდა..რაიყო,რამე გინდოდა?
-არაა,არაფერი! უბრალოდ ვიკითხე...
რაღაც იგრძნო ამ დროს სალომემ...თავადაც არ იცის რა,მაგრამ ფაქტი სახეზეა სახე მოეღუშა.მთელი საღამო ბავშვები რა თემაზე აღარ ლაპარაკობდნენ და ხალისობდნენ,ის კი ერთი ორ სიტყვას თუ იტყოდა,როცა უშუალოდ მას ეხებოდნენ.
-ჰეი გოგონი! რა გჭირს? მთელი საღამოა მოწყენილი ხარ? რაიყო ტო ჩვენი მოსვლა გეწყინა? ეს თორნიკე იყო.
-ვაიმე თორნიკე! მეწყინა არა ის! უბრალოდ დავიღალე და რა ვქნა.რო დაგეჯერებიათ ჩემთვის და 2დღე იქ არ გამოგეკეტეთ ახლა არ ვიქნებოდი დაღლილი.
-აუ ეს კიდე თავისას იძახის ე! ჯერ ერთი არავის გამოუკეტიხარ,უბრალოდ დაგაწვინეს და მეორე ეს იმიტომ გააკეთეს რომ გჭირდებოდა!
-კაი გიო კაი! გავიგე რაც გასაგები იყო!
-მაინც რა გაიგე?
-ის გავიგე რომ წამლების გარეშე ვეღარ ვიცხოვრებ! ვერც იმ თეთრხალათიანი ადამიანების,რომლებიც ისე მიყურებენ როგორც ერთ საცოდავ ,ცხოვრება დამახინჯებულ გოგოს! თუმცა სხვანაირად როგორ შემომხედავენ? მე ხომ ასეთი ვარ!ისიც გავიგე რომ ჩემი ცხოვრებიდან ის ტკივილი არასოდეს გაქრება!გავიგე რომ იმ წყეულ ღამეს ვერ დავივიწყებ! გავიგე ისიც რომ ტკივილთან ერთად უნდა ვიცხოვრო! გავიგე! გესმის? გავიგე!
-მომბეზრდა სალომე!უკვე მომბეზრდა! შენი ასეთ მდგომარეობაში ყურება მომბეზრდა! ვერ გიყურებ როგორ ინადგურებ ცხოვრებას! გავიგეთ რომ გტკივა,მაგრამ შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი,რომელსაც ასეთი რამ დაემართა! არიან გოგონები,რომლებმაც ამას გაუძლეს,იმიტომ რომ მათ ცხოვრებას თავი არ დაუხარეს! იბრძოლეს იმისთვის რომ თავიანთი ნაგავი ცხოვრება შეეცვალათ! შენში კი ამის ჟინს ვერ ვხედავ! ზოგჯერ მგონია რომ გსიამოვნებს ასეთ დღეში რომ ხარ! ხმას ვეღარ აკონტროლებდა გიორგი და ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
-ჰო სუსტი ვარ! სუსტი ვარ ამისთვის! ვერ გავუძლებ ამხელა ტვირთს,ვერ შევეჭიდები ამხელა გოლიათივით პრობლემას რომ დავამარცხო! იმიტომ რომ ძალა არ მეყოფა! დავმარცხდები! მერე კი უფრო მეტად მეტკინება გესმის? სწორედ ამიტომ!
სალომემ მანქანის გასაღებს ხელი დაავლო,ქურთუკი აიღო და სახლიდან გავარდა! ყურადღება არ მიუქცევია არც გიორგის ღრიალისთვის და არც თაკოს სად მიდიხიარ-ისთვის,ისე ჩაჯდა მანქანაში და გზას გაუყვა კახეთისკენ.ყვარლის ტბასთან სასტუმროში ნომერი აიღო და იქ დაბინავდა.საღამოს სასეირნოდ გამოვიდა,როცა დაიღალა ტბასთან ჩავიდა და იქვე ფილებზე ჩამოჯდა.თვალი ჰორიზონტს გაუსწორა და ჩაფიქრდა.
-ჰეეი ლამაზო! გაისმა ვიღაცის საზარელი ხმა. სალომე შეხტა,მერე კი მამაკაცს ახედა,აშკარად მთვრალი იყო.
-აქ რას აკეთებ გოგონი?კვლავ ის ამაზრზენი ხმა.
-თავი დამანებე! ცდილობდა შიში არ დასტყობოდა ხმაში.მაგრამ ეს ძალიან რთული იყო.
-არ გინდა გავერთოთ? წამომყევი!ხელი ჩაავლო სალომეს და ფეხზე წამოაყენა.სალომე შეწინააღმდეგებას ცდილობდა,მაგრამ ისევ ის ღამე გაახსენდა და ძალა დაკარგა.
-მე შენიიი! შე ნაბი*ვარო! ხელი გაუშვი გოგოს!
სწრაფად მივარდა მამაკაცს ბიჭი და სალომეს ხელი გამოგლიჯა,მერე კვლავ მამაკაცს მიუბრუნდა,მისი პერანგის საყელოები მუჭში მოიქცი და თავი პირდაპირ ცხვირში უთავაზა.კაცმა წონასწორობა ვეღარ შეიკავა და ფილებზე გაიშოტა,რამდენიმე მუშტი ისევ მიიღო სახეში და მერე გაითიშა. ბიჭი ისევ ჩაკუზულ გოგონას მიუბრუნდა,რომელსაც თავი ხელებში ჩაერგო და ერთიანად ცახცახებდა.
-გოგონა! შემომხედე!
ღმერთო ეს ხმა! რა ძალიან ნაცნობი ხმა იყო სალომესთვის,თავი სასწრაფოდ ასწია და დემეტრეს თვალებს რომ წააწყდა ხმამაღლა აზლუქუნდა და ბიჭს მიეკრო. დემეტრე თავიდან გაოგნებული იყო სალომეს დანახვით,თუმცა გონს მალევე მოეგო და მანაც ხელები მაგრად მოუჭირა გოგონას,ნიშნად იმისა რომ ნუ გეშინია,მე შენს გვერდით ვარო.
-დ..დ..დემეტრეე!სლუკუნით დაუძახა ბიჭს.
-დამშვიდდი სალომე! დამშვიდდი,მე შენთან ვარ! ნუღარ ტირი გთხოვ! აღარ გამეორდება გპირდები! შენს დაცვას შევძლებ გპირდები სალომე!
-შემეშინდა! ძალიან შემეშინდა! მე..მე მეგონა რომ ისევ ..
-ჩშშ! ეგ აღარ გაიმეორო! მე შენს გვერდით ვიქნები! არავის მივცემ უფლებას რომ შეგეხოს გპირდები!
სალომემ თავი ასწია, დემეტრეს თვალებში ჩააშტერდა ცრემლიანი თვალებით,ერთხანს ასე უყურეს ერთმანეთს,მერე კი თავი კვლავ დემეტრეს გულზე მოაკალათა.
-შენ აქ..კიმაგრამ შენ ხო...უკვე დამშვიდებული,მაგრამ მაინც აფორიაქებული ლუღლუღებდა სალომე.
-ქეთასთან ერთად ვიყავი კი.
-იყავი?
-ჰო!
-ანუ?
-გამზრდრლი დეიდა გაუხდა ავად და მასთან წავიდა.მე დავრჩი იმიტომ რომ დამპირდა ხვალ ჩამოვალო.
-აა გასაგებია.
-ერთი წუთით..ქეთა მირეკავს.
-უპასუხე,რატომ ალოდინებ.მაგრამ გთხოვ არ წახვიდე რა..ყურებზე ხელს ავიფარებ და არ მოგისმენთ,მაგრამ არ წახვიდე რა...
ამაზე დემეტრეს გაეცინა და თავი დაუქნია,შემდეგ კი ტელეფონს უპასუხა.
-ალო!
-ალოო საყვარელო როგორ ხარ? რას შვები მოიწყინე? გპირდები გამოვასწორებ...დემეტრეე!
-გისმენ ქეთა!
-ხვალ ვერ,მაგრამ ზეგ ჩამოვალ და ხო არ გეწყინება?
-ქეთა ნუ სულელობ! რატომ რამე სერიოზულია? ქეთა თუ საჭიროა ჩამოვალ!
-არა არაფერი ისეთი! უბრალოდ ერთი დღე დატოვეს საავადმყოფოში კონტროლის ქვეშ და მარტოს ვერ დავტოვებ.
კარგი..შენ რას შვები დრო როგორ გაგყავს?
- რავიცი მანამდე არაფერს არ ვაკეთებდი,მერე საღამოს სასეირნოდ გამოვედი და ჩემს მეგობარს შევხვდი შემთხვევით.ახლაც ჩემს გვერდითაა. დემეტრემ სალომეს გახედა,სალომე კი ჰორიზონტს მიშტერებოდა და ჩაფიქრებულიყო.
-მეგობარს?
-ჰო თუ დარჩება ზეგ გაგაცნობ.
-რა ჰქვია?
-სალომე.
-გოგოა თუ ბიჭი?
-სალომე ჰქვია თქო და შემახსენე ერთი რომელ ვაჟკაცს ჰქვია სალომე
-აა უი ხო.სულ გადამეღალა ტვინი! ძალიან კარგი,იმედია შევძლებ რომ ზეგ გავიცნო.
-ვნახოთ.
-კარგი გათიშე ახლა,უხერხულია!
-კარგი აბა კარგად.
-მიყვარხარ!
-მეც.
-სალომე ბოდიში..დიდხანს გაგვიგრძელდა.
-არა არაფერია! გაუღიმა გოგონამ.
-ასე ვიჯდეთ? თუ გავისეირნოთ?
-რავი როგროც გინდა.
-მაშინ წამოდი!
ორივენი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და თავდახრილი მიუყვებოდა გზას.ხმას არცერთი იღებდა,ღამის იდუმალ ხმებს უსმენდნენ და ფიქრობდნენ.
ბოლოს დემტრემ დაარვია ეს სიჩუმე.
-ისე აქ რა გინდოდა?
-გიოსთან მომივიდა ჩხუბი და წამოვედი.
-რატომ რაზე იჩხუბეთ?
-როგორც ყოველთვის იმ ღამის გამო.მითხრა რომ მე არ ვცდილობ ჩემი ცხოვრების შეცვლას...რომ მსიამოვნებს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა..
გოგონას თცალები ცრემლით აევსო და ცას ახედა.ვარსკვლევებიც თითქოს მის ტკივილს იზიარებდნენ და ნიშნად იმისა ჩვენც შენთან ვართო ციმციმი დაიწყეს.
დმეტრემ თავი ჩახარა..ვერაფერს ამბობდა.ან კი რა ჰქონდა სათქმელი?!
-ნეტავ იცოდე როგორ მიჭირს! ნეტავ ვინმეს ჩემი ტკვილის მართლა ესმოდეს.ნეტავ ვინმეს მართლა შეეძლოს იმის გაგება თუ რას ვგრძნობ მე...ნეტავ ესმოდეთ! ნეტავ ესმოდეთ რომ მე მათი სიბრალული არ მჭირდება..ვისაც არ უნდა ჩავხედო თვალებში,ვისაც არ უნდა შევხედო ყველასგან სიბრალულს ვგრძნობ...ამიტომ არ მინდა საზოგადოებასთან ურთიერთობა.არ მინდა რომ ვინმეს ვეცოდებოდე..არ მინდა არაა!
-სალომე....
-დემეტრე გთხოვ! ჩემთან თუ გინდა რომ ურთიერთობა გააგრძელო არ ჩადენილი დანაშაულის გამო პატიებას ნუ მთხოვ!
-კარგი...შეიძლება რაღაც გკითხო?
-გისმენ!
-გიყვარდა ან გიყვარს ვინმე? ისე გეკითხები.
-მიყვარდა!
-წარსულში?
-ჰოო! იმ ღამის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვნახე და იქ დავასრულეთ ყველაფერი...მანამდე გავიცანით ერთმანეთი ერთმანეთი შეგვიყვარდა...ნუ მე მეგონა რომ შეგვიყვარდა,სინამდვილეში მხოლოდ მე შემყვარებია...როდესაც გაიგო რა დამემართა მითხრა შენთან ერთად ვეღარ ვიქნებიო..აი ასე უბრალოდ ადგა და წავიდა..ამის მერე უარესად გავხდი..ც ვცადე,თუმცა იმდენად სუსტი ვარ რომ ესეც ვერ შევძელი.უკვე ყველანი უძლურნი იყვნენ,ამიტომაც ფსიქიატრიულში დამაწვინეს...ორი წელი იქ ვიწექი,როგორღაც გამოვკეთდი...დამიჯერე ახლა ჩემი მდგომარეობა მაშინდელთან შედარებით არაფერია...ამის შემდეგ დავკარგე ყველას მიმართ ნდობა,სიყვარულზე ხომ საუბარი არ მაქვს. ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაიფრუტუნა,მაგრამ დემეტრემ მაინც გაიგო.დემეტრემ ტელეფონის ეკრანი აანთო და საათს დახედა.
-ძალიან ლამაზია!
-რა?
-როგორც მივხვდი ეგ ქეთაა და ძალიან ლამაზია თქო.
-აა ჰო!
-ძალიან გიყვარს ხო?
-ჰო!
-კარგი,უკვე გვიანია,აცივდა კიდეც! მე ჩემს ნომერში ავალ რა!
-კარგი!
როგორც გაირკვა ნომრები ერთმანეთის გვერდით ჰონდათ.
სალომე როგორც კი ოთახში შევიდა ნივთები აიღო და სააბაზონოში შევიდა.ცხელმა წყალმა დაღლა სულ დაავიწყა,თუმცა მაინც დასძინებლად დაწვა.ვერადა ვერ მოისვენა,ხან ერთ მხარეს გადაბრუნდებოდა ხანაც მეორე,მაგრამ მაინც ვერ მოეწყო კომფორტულად.ამიტომ ადგომა გადაწყვიტა,გრძელი ხალათი მოიცვა და აივანზე გავიდა.სვარძელზე ჩამოჯდა,ფეხები მოაჯირზე შემოაწყო და თვალი ისევ ჰორიზონტს გაუშტერა. ჰორიზონტზე ყურება მას ძალიან ამშვიდებს.როგორ უყვარს ჰორიზნტის სიღრმე,რომელიც არასდროს მთავრდება,უსასრულობამდეა.ისიც უყვარს ჰორიზონტზე მზის სხივები თამაშს რომ დაიწყებენ,ან ღამით ვარსკვლავები რო გამოჩნდებიან და ციმციმს იწყებენ ... ღმერთო! რა მშვიდი ღამე იყო ვერც კი აგიღწერთ...
-სალომე?
მეორე აივნიდან მოესმა ხმა.ახლა არც შემხტარა და არც შეშინებია,მშვიდად მიატრიალა თავი ბიჭისკენ და გაუღიმა,საპასუხოდაც ღიმილი მიიღო.
-გისმენ დემეტრე.
-ამ შუაღამით რატომ არ გძინავს?
-ვერ დავიძინე...შენ?
-იგივე მიზეზით! ორივეს ჩაეცინა.
-არ გინდა რამე მომიყვე?უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი...
-რატომაც არა...ერთი წუთით!
-რას აკეთებ?
-მოიცა რაა!
დემტრე ეთი აივნიდან მეორეზე გადაძვრა..გდაძვრა კი არა გადაფოფხდა.სალომე კი მთელ ხმაზე კისკისებდა.დემეტრესაც გაეცონა ბოლოს,მერე სავარძელზე დასხდნენ.
-აბა გისმენ! რა გაინტერესებს?
-შენით რო მომიყვე არა?!
-რავი თაკოზე რაც არ უნდა მოგიყვე ყველაფერი გეცოდინება...ჩემზე რა მოგიყვე რავიცი..
-შენზე და ქეთაზე მომიყევი...როგორც ვხვდები ძალიან გენატრება,მასზე მომიყევი ცოტა დამშვიდდები.
-კარგი..ქეთა სკოლაში გავიცანი...მე მეათე კლასში ვიყავი,ის მერვეში.ხან მისი დაქალების გაშველება მიწევდა,ხანაც მისი დაჭერა როცა ისევ მისი დაქალი ზურგიდან ხელს კრავდა და პირდაპირ მე დამეჯახებოდა.რამდენჯერმე სკოლის გარეთაც შევხვდით ერთმანეთს.მაშინვე ვცნობდი,დარწმუნებული ვარ ისიც,თავს ჩახრიდა და ნაბიჯს აუჩქარებდა ჩემს დანახვაზე ან თვალს ამარიდებდა და სულ სხვა მიმართულებით იხედებოდა.იმის მერე შესვენებებზე სულ უკან დავყვებოდი.ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი თვითონ მას.ნელნელა დავუახლოვდი ,მერე მასაც შევუყვარდი,გრძნიბებში პირველი ტრადიციის მიხედვით მე გამოვუტყდი,მერე ის...ამის შემდეგ კი სულ ერთად ვართ...
-ძალიან მაგარი ისტორიაა ! ღიმილით ითხრა სალომემ..
-ახლა შენზე მომიყევი რამე..
მთელი ღამე ლაპარაკში გაატარეს,ინფორმაციები გაცვალეს და ერთმანეთიც უკეთესად გაიცნეს.ბევრიც იცინეს...დილით 6საათზე კი დემეტრე ისევ თავის აივანზე გადაფოფხდა,სალომემ კი ისევ სიცილით გააცილა,შემდეგ კი ოთახში დაბრუნდა და ბედნიერმა დაიძინა....
დილით თაკოს ზარმა გააღვიძა.
-სალომე! სალომე დემტრე სადაა?
-ბატონო?! დაიბნა სალომე.
-დემეტრე სადაა?
-თავის ნომერში ალბათ.
-სასწრაფოდ გადი მის ნომერში და ნახე ხო კარგადაა!
-დემეტრეს ნომერში რატომ უნდა შევიდე?
-სალომე დროზე!
სწრაფად წამოხტა საწოლიდან და სწრაფადვე მოიწესრიგა თავი.გარეთ გავიდა და დემეტრეს კარებზე რამდენჯერმე დაუკაკუნა,მაგრამ პასუხად ვერაფერი რომ ვერ მიიღო ცოტა ანერვიულდა.თავში ერთმა იდეამ ვაუელვა და სასწრაფოდოთახში დაბრუნდა,აივანზე გავიდა და იქედან დემეტრეს აივანზე გადაძვრა,აივნის კარები შეგლიჯა და დანახულმა გააშეშა.
-დემეტრეე!ამოიხრიალა გოგონამ.დემეტრემ კი ღმუილის მსგავსი ბგერები გამოსცა...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

რატო მეფიქრება რო დემეტრე იმ ღამის მერე ნარკოტიკზე გახდა დამოკიდებული?!

 


№2 სტუმარი nini

gaagrdzeele koveldge dade ver velevi

 


№3  offline მოდერი ლათინო

ხვალ არამგონია დადება მოვახერხო :/ წინასწარ ბოდიში და მადლობა ♥♥♥

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

რა საინტერესოდ ვითარდება მოვლენები,
ამის არ დასრულებას აპირებდი???
არც კი იფიქრო მსგავსი რამ

 


№5  offline მოდერი ლათინო

terooo
რა საინტერესოდ ვითარდება მოვლენები,
ამის არ დასრულებას აპირებდი???
არც კი იფიქრო მსგავსი რამ

ღმერთო ჩემო! ნეტავ იცოდე როგორ მახარებ!:)))ძალიან მიხარია რომ მოგწონს,აი უზომოდ! მადლობის მეტი თუ რამე მეთქმის არ ვიცი :)))♥♥♥

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

ლათინო
terooo
რა საინტერესოდ ვითარდება მოვლენები,
ამის არ დასრულებას აპირებდი???
არც კი იფიქრო მსგავსი რამ

ღმერთო ჩემო! ნეტავ იცოდე როგორ მახარებ!:)))ძალიან მიხარია რომ მოგწონს,აი უზომოდ! მადლობის მეტი თუ რამე მეთქმის არ ვიცი :)))♥♥♥

უბრალოდ რასაც წერ ჯერ თავად მიიღე სიამოვნება და მერე მიანიჭებ უფრო მეტად სხვებს

 


№7  offline წევრი მოცინარი

ვაიმე!
ვაიმეეე.
ვაიმე.
ტეტუ
ახლა დაახლოებით ვხვდები რაც მოუვიდა სალომეს... :(
დემეტრე კიდევ ძალიან საყვარელია.. ♡
დემეტრეს და ქეთას წყვილი მესაყვარელა(თუ მესაყვარლა? :დ) ძალიან, არადა ბოლოს სალომესთან დარჩება ხო დემეტრე?
დაა რა მოუვიდა დემეტრეს? ვინმემ დაჭრა, ნარკოტიკი მიიღო თავი მოიკლა... კაი გადავესვი ძაან ფანტაზიებში :დ წავეწავე შემდეგი წავიკიტხო, ნარკოტიკისავითაა, რო დაიწყებ მერე ვსოო :დ ¤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent