შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წიგნების მაღაზიაში (თავი 2)


27-01-2018, 19:48
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 343

წიგნების მაღაზიაში (თავი 2)

-შეხვედრილვარ ყველაზე საინტერესო ადამიანს ?
-კი..
-ვინ იყო ?
-ვისაც ყველაზე ნაკლებად ვაინტერესებდი..
-და ყველაზე მეტად ვის აინტერესებდი ?
-ვინც ოდნავად არ იყო საინტერესო.


-შენი დედააააც მო......-გვერდზე გაიხედა და გადააფურთხა გოგამ, ლილის ხმა არ გაუცია, უბრალოდ აუჩქარა ნაბიჯს და გაეცალა. ცხოვრებაში პირველად აკადრეს მსგავსი რამ და თანაც ვინ ? ე. წ შეყვარებულმა. თავს დამცირებულად გრძნობდა, თუმცა კმაყოფილება სჯაბნიდა განცდილს, უკვე დარწმუნებული იყო, რომ სამუდამოდ უნდა დაშორებოდა გოგას; ნახევრად მელოტსა და მუდამ მუშტზე შემყურე ახალგაზრდას, რომლის რომანტიკის მწვერვალს ტყეში ზასაობა წარმოადგენდა.
ხშირად სჯობს, იყო მარტო, ვიდრე მასთან, ვინც არ გიყვარს; სჯობს იყო პრინციპული და უბედური, ვიდრე უპრინციპო და მაინც უბედური.
აი, სწორედ ამ დღის შეგინებას, რომელიც მოჰყვა ტყეში მეტად საორჭოფო საკითხზე შეკამათებას, გულისხმობდა გოგა, როცა ერთადერთ დანაშაულზე დებდა თავს.
-რა იდიოტია, ტიპიური ქართველი !-საწოლზე დაეშვა და თვალები დახუჭა ლილიმ. აღნიშნულის გახსენებაზე მხოლოდ ეცინებოდა, მეტი არაფერი. სხვა რა გრძნობა უნდა გამოეწვია გოგასნაირ უგრძნობ ბიჭს, რომელმაც საუბრისას სკაბრეზის პირდაპირი წარმართვისა და „ს“ მეტი არაფერი იცოდა.
ლიტერატურა აკეთილშობილებს“-გაახსენდა იმ დღევანდელი დასკვნა, როცა პირველად შეაღო კარი ამ უკანასკნელის საუფლოში. ხელებით ოცდაათ გრადუსიანი კუთხე შექმნა და ფიქრებს მიეცა:
„შეადარეთ გოგა და ის ბიჭი... მათი მზერაც კი როგორი განსხვავებულია, ერთი მხეცი, ნატურალიზმის გადმონაშთი თანამედროვეობაში, მეორე კი მეგზაურის თვალებით ანათებს, იმ მეგზაურით, რომელსაც ყველა დროში, სივრცესა და სამყაროში შეუცურავს ჰარმონიით შეერთებული ფიცრების ნავით..“
ცდება, ვისაც სჯერა, მხოლოდ გალაღებულ, უდარდელ ადამიანებს აწუხებთ რომანტიკული სურათების ვიზუალიზაცია, ან სასიამოვნოდ მძაფრი გრძნობების ციებ-ცხელებაო.. ეს ისაა, რაც ყველას თან სდევს და იმდენად რეალიზდება, რამდენადაც თანახვედრებ გულისა და სულის კარს გონების მრისხანე კარიბჭეს.

სახეზე წყალი შეისხა, ახლა ჰომ მაინც იყო ერწმუნა, ყველაფერი თავიდან არ იწყება, ადამიანებიც არ განიცდიან დაბალი იერარქიის სულიერებისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს; უბრალოდ ისინი უნდა გავუშვათ ჩვენს ცხოვრებიდან და გავაგრძელოთ გზა, რომელიც ახალგაზრდებს გრძლად მიგვაჩნია, მიუხედავად არაერთი მარცხისა და დაცემისა.
-ეს შენ ხარ, საშინელი ადამიანი.. -საკუთარ თავს სარკეში დაუწყო ლაპარაკი, თუმცა რატომ იყო საშინელი ? იმიტომ, რომ შეუყვარდა ?
თითქოს რაღაც უარყოფითს მოეცვა მთელი მისი არსება, თითქოს მარწუხებს მიღმა იმალებოდა და თან ვერა, თითქოს არაფერი უნდოდა, მაგრამ თან ყველაფერი. ფანჯარა გამოაღო, ცას ახედა და ისევ ის გაახსენდა, ბიჭი, რომელიც მასზე საერთოდ არ ფიქრობდა, ადამიანი, რომლისთვისაც ლილი უბრალო მომსახურე პერსონალი იყო, მეტი არაფერი.
რა უცნაურია სამყარო ! ნეტავ რამდენ ადამიანს უყვარდება შეუფერებლად და თანაც „არასწორი“ ადამინი. თუმცა გულის დასაჭურისება რომ შეიძლებოდეს, განა გამოვიყენებდით ამ შესაძლებლობას ?
მთელი სამუშაო დღე სული და სხეულის თანხვედრის ამაო მცდელობებისგან შედგებოდა, გულს ფიქრი სანთელის გარშემო მოფარფატე ფარვანასავით ლევდა, გონება კი ახალი იდეებისგან დუღდა. არა, რამე უნდა მოეფიქრებინა. მთელი არსებით გრძნობდა ცხოვრების მთავარ მიზანს, სხვა ნებისმიერ მიზანთა განმსაზღვრელს-სიყვარულს.

-ვააა, ეს კაბა გხატავს ძააან..-ნინეს კომპლიმენტმა უაზროდ გაიჟღერა, ლილის ყურადღებაც არ მიუქცევია, უფრო სწორედ ვერ მიუქცევია. გონებით, გულით და მთელი არსებით ყურადღება იმ მაგიდისკენ მიემართა, სადაც უცნობი იჯდა ჩვეულ მდგომარეობაში, მაგრამ მეტად აფორიაქებულიყო, სახეც ოდნავ შესწითლდებოდა, რაც ლილიმ, რა საკვირველია, შენიშნა. მართალია, მთელი 10 წუთი მოანდომა მასთან მიახლოებას, მაგრამ მაინც შეძლო და ღიმილით მიმართა :
-დღეს ხასიათზე არ ხართ ?-ცოტა ხანში კი ინანა კითხვა, თუმცა უკვე გვიანი იყო;
-მშვენივრად ვარ-ცივად უპასუხა უცნობმა ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს ლილისთვის, რომელიც ნათქვამმა ძლიერ აანერვიულა და ააკანკალა; გოგას გინება ამასთან შედარებით ყვავილები იყო, გული იმდენად ჩაწყდა, ლამის იყო იმედის უკანასკნელი ძაფიც კი გასწყვეტოდა.
მაგრამ იმედი ბოლოს კვდებაო, ჰომ გაგიგონიათ ? იგი ცოცხლობს მინიმუმ მანამ, სანამ ჩვენი, ადამიანების, გული ფეთქვას შეწყვეტს...

გოგა აღარ გამოჩენილა რამდენიმე დღე, არც დაურეკავს, თუმცა გასაკვირი არც იყო, ალბათ ახალი კონცერტების ორგანიზებით იყო დაკავებული. როგორ ღრმად რომანტიკული გასეირნება ტყეში ლილისთან ერთად ან როგორ დაეყოლიებინა მამიდამისი და ლილი ერთდროულად, ერთი წასვლაზე, მეორე კი სტუმრობაზე.
ლილის დაბრუნება ისე უნდოდა, როგორც არასდროს, სპორტული ინტერესს კიდევ უფრო უმძაფრებდა ლილის სიტყვები, რით ვერ დამთავრდა ეგ შენი სპორტული მარათონიო. ამას კიდევ ემატებოდა გოგონას სიცივე და ლამის იყო „ფიზიოლოგიურ ჭკუას“ კონტროლი საბოლოოდ დაეკარგა და უკიდურესი ზომების მიღებაზე ეფიქრა.
გეგმა გეგმაზე მოდიოდა, აბა, რა იცოდა, რომ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, მეორე დაშორების შემდეგ ლილის მისი იმდენად ეშინოდა, ლამის იყო დანით ხელში წასულიყო მასთან ნახევრადდაძალებულ შეხვედრაზე, რა იცოდა, რომ მთელი კვირა ძილს უფრთხობდა გოგონას მისი კოშმრად ქცეული სახე და პირუტყვული გამოხედვა.. არც იცოდა, თუმცა ეს ის შემთხვევააა, როცა ცოდნა და არცოდნა თანაბარ ღირებულებას ატარებსს.
-თამარა მამი, არ მიდიხარ ეთერა ბებიის დიდედის დეიდის დაბადების დღეზე ? -მამიდის მოსამზადებელ ფუსფუსს ინტერესით შეხედა.
-შემწვარი კარტოშკა და ხორცი ქვაბზე დგას, თუ რამე მოგინდა, ფული მაცივრის თავზეა-მოჭარბებული მზრუნველობით გადაუსვა უთმო თავზე ხელი ძმიშვილს-რა ქოჩორა მყავდი ერთ დროს, სულ ქალებმა დაგაცვინეს ...-ჩიფჩიფით დაამატა და ღიმილნარევი გამომეტყველებით კარებისკენ წავიდა.
ახლა შემდეგი, ანუ რიგით მეორე, გეგმას სჭირდებოდა შემუშავება.

***
კითხვა ახალი დაწყებული ჰქონდა, როცა ხმამაღალი სიმღერის ხმამ ქარიშხალივით ამოხეთქა ეზოდან, ვიღაც ნამდვილად გაგიჟებულაო, აივნისკენ წავიდა, რომ ენახა, რა ხდებოდა, იქნებ ეთხოვა, რომ ცოტა ჩაეწიათ თი ამოს სულელური ჟღერისთვის. რამდენად მოსაწონი იყო გემოვბნებაზეა დამოკიდებული, თუმცა ლილისთვის ამაზე ამაზრზენი არაფერი იყო-ეს ხომ გოგას სიყვარულის ჰიმს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, არ უფიქრია, რამე სიუპრიზს მიმზადებსო.
აივნის მოაჯირზე ოდნავ გადაიხარა, თუმცა ხუთი წამი არ იყო გასული, როცა სახლში შემოვარდა და კარებიც დაკეტა. ეს ყველაფერი უკვე ინსტინქტის დონეზე ხდებოდა. იმდენად ძაგდა გოგას თითოეული ქმედება, ლამის იყო კაცთა მთელი მოდგმა შეეძულებინა, რა საკვირველია, იმ იდუმალი ბიჭის გარდა, რომელიც ყოველ ოთხშაბათს მის სამსახურში გაყვითლებული და ახალი „ტკიცინა“ წიგნების ფურცლებს შლიდა, მაგრამ ჰარმონიულად ისე კი არა, როგორც გოგა, მოვალეობის მოხდის მიზნით გამოცდის წინა დღეს 30 წუთით რომ ჩახედავდა წიგნს და თან ვინ იცის რომელ მორიგ გასართობზე ფიქრობდა.
-როდის ჩაეთრევა თავის მასივში !-ლამის იყო ეყვირა, თუმცა არ შეიძლებოდა, სანახაობას ვერ მოუწყობდა მეზობლებს, ისედაც უმრავლესობა გარყვნილ, უზნეო გოგოდ აღიქვამდა; მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ მარტო ცხოვრობრება ამჯობინა დიდ სასახლეში მშობლებთან განცხრომაში ყოფნას. ყველამ როდი იცის დამოუკიდებლობის ფასი....
-ლილი, ჩემო ლამაზო, პატარავ !-გოგა ნელ-ნელა ხმას უწევდა. არა, ეს პატარა რა საშინელი სიტყვაა, თითქოს ამით თავიანთ უპირატესობას უსვამენ ხაზსო, გაიფიქრა გოგონამ, რომელიც ცოტა ხანს მღელვარებას მოეცვა, მაგრამ მალევე ძალაუნებურად გათავისუფლდა მძიმე ფიქრებისგან. იმ წამს მხოლოდ ერთადერთი რამ აინტერესებდა- რას აკეთებდა ის უცნობი...
-ლილი.... გამოიხედე, ქალო...-გოგას ლამის იყო ხმა ჩაწყდომოდა, მაგრამ ლილის გული იმ წუთებში მას კი არა, ბომბის ჩამოგდებასაც კი დააიგნორებდა.

***
ლაშა მოწყენილი სახით იწვა საწოლზე, ჭერს მიშტერებოდა და რაზე ფიქრობდა, ვინ იცის. გრძნობდა, რომ საშინლად მოსწოლოდა დაღლილობა, გარემო ფორიაქი, ამაო ფაციფუცი და ამ ყოველივეს ფონზე მაღალი იდეალებისკენ სწრაფვა.
ერთ კვირაში მისი პირველი ბეჭდური რომანის პრეზენტაცია იყო, მაგრამ თითქოს ესეც არ აღელვებდა, ზოგადად არ ჩვეოდა ნერვიულობა, არც ჭირვეული იყო, დეპრესიის შესახებ საერთოდ არაფერი ესმოდა, მაგრამ მაინც რაღაც მძიმედ აწვებოდა, რასაც თვითონაც ვერ ხვდებოდა, ვერ ხვდებოდა და ეს კიდევ უფრო უმძიმებდა გულს.
რაღაც მუსიკის ხმა გაისმა, უფრო სწორედ, ტელეფონის ზუმერის. ცალი ხელი გადასწია და დაბალი ხმით უპასუხა.
-ჰო.
-რა ჰო ?-გაჟღერა გოგონას ნაზმა ხმამ.
-რა იყო ?
-შენ კარგად ხარ, ლაშა ?
-კი, კესო, კარგად, რა მიჭირს..
-ხმაზე არ გეტყობა. გამო, სადმე ვჭამოთ, მომშივდა..
-დიეტა ?
-რას მკბენ, ისედაც მომეშხამა ხასიათი.
-ჰმმ.
-ბიჭო, დიეტაზე რომ ვარ მაგიტო უნდა ვჭამო, ნერვები დავიწყნარო, სანამ გადავდგი ყველაფერი.
-არ მშია, ნუნუკას დაურეკე, ან ბაიას, ან თამოს.. რა ვიცი, ახლააა.
-შენ გიჭირს ცოტა ?
-ნუ მეჭირვეულებიი ახლა, რა .
-რა წაიკითხე ასეთი..
ტელეფონი საწოლის მეორე მხარეს ისროლა ისე, რომ არც კი გაუთიშავს. ზოგადად არ იყო ასეთი ცივი, უხალისო, მაგრამ მომენტებში ვერავის მიხვდებოდა, რა ემართებოდა, თითქოს სამყაროში მარტო უნდოდა ყოფნა, ყველას დანახვა, ყველაზე საყვარელი არსების, დედისაც კი, არ სურდა. ალბათ ხელოვნებაში ჩაშვების შემდეგ ასე ხდება ხოლმე, სულ თუ არა პერიოდულად მაინც სცილდები ყველას და ყველაფერს.
-დე, არ ივახშმებ-დაღლილმა ჭაღარა შერეულმა დედამ შემოუღო კარი.
-არ მშია, დე.
-გაწითლებული ხარ.
-ერთ კვირაში პრეზენტაცია მაქვს, ცოტას ვნერვიულობ-მოკლედ მოიშორა ზედმეტი კითხვები. აბა, როგორ აეხსნა ის, რაც თვითონაც კი არ ესმოდა ?!
თინა, მართალია, არ იცნობდა შვილის ნერვიულობას, თუმცა ამჯერად ძალით თუ უნებლიეთ დაუჯერა ლაშას, დაუჯერა და მარტოობის უფლება მისცა, თუმცა ბიჭი მარტო მაინც ვერ იყო, ახალი იდეები მოსვენებას არ აძლევდნენ, მსგავს მდგომარეობაში იყო ლილიც, თუმცა მისი მიზეზი ნაცნობი იყო, შესაძლოა, უფრო რთული ან მარტივიც კი, მაგრამ მაინც ნაცნობი.
ბოლო დროს იმდენად გამოცვლილიყო გოგონა, მშობელი დედაც კი ვერ იცნობდა, საკუთარი ნებით გადაეწყვიტა სწავლის დაწყება, თებერვლის შუა რიცხვებში გეგმავდა ეროვნული გამოცდების ჩაბარებას, რომელიც ივლისში იწყებოდა, თუმცა კონკრეტული გეგმა არ გააჩნდა, აბსტრაქციებს მოეცვა თავიდან ბოლომდე.

***
გოგა იმედგაცრუებული იყო და იმდენად გაკვირვებული, სახეზე ყველაფერი ეტყობოდა, აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა, უბრალოდ აიღო ქურთუკი, გაიცვა, კარები გააღო, ძმაკაცს მანქანა ეთხოვა და ლილის სამსახურისკენ გასწია. არ იცოდა რატომ მიდიოდა, რა აზრი ჰქონდა ამ ქმედებას, თუმცა მოულოდნელი ძალით მიიწევდა სასურველი გოგონასკენ.
აი, კიბეებიც სწრაფად აიარა, იმდენად სწრაფად, როგორც არასდროს და გოგონას წინ გაიჭიმა მომღიმარი, მაგრამ არაფრის მთქმელი სახით.
-ლილი...
-რა გინდა ?-იერიშზე გადავიდა გოგონა.
-ლილი, მისმინეე... ჰო ხვდები, რომ ვერ გელევი ? არ მინდა, დავშორდეთ ?
-როდესმე ერთად ვიყავით ?- ხმას აუწია გოგონამ.
-ქალო, სიყვარულს ან ცოლობას ჰო არ გთხოვ. უბრალო მინდა, ძველებურად ვიყოთ !-ღრმად ამოისუნთქა და კმაყოფილი გამომეტყველებით მიაჩერდა ლილის, რომელიც პასუხის ღირსადაც არ თვლიდან ბიჭს, გულში ეცინებოდა და საკუთარ თავს დასცინოდა : „ეს რა სულელი იყავი, ლილ !“
-გოგო, ისევ შეურაცყოფას მაყენებ, არ იცი სიჩუმე რა შეურაცყოფაა.
-შენ მაშინაც შეურაცყოფილად გრძნობდი თავს, საუკუნოვანი განშორების შემდეგ პირდაპირ „მტყლაშა მტყლუშით“ რომ არ აღგანიშნინე ჩვენი თავიდან დაწყება ? ამიტომ საუკეთესო ხერხს მიმართე და იცი, რასაც... ახლაც იმავეს ჰო არ აპირებ ? თუ აპირებ მითხარი და აქედან გავიდეთ...
-გოგო, კიდე ეგ გახსოვს.. არ მაპატიებ ?
-გამეცაალააა, თორემ პატრულს დავუძახებ !
-გოგოოოოო, იცი, როგორ მინდიხარ !
-სანამ თავს ვაკონტროლებ, გაიწიე, მერე პასუხს აღარ ვაგებ საკუთარ თავზე..-დაბალი ხმით უთხრა და ორი ნაბიჯით დაშორდა გოგას.
-ლილი, გთხოვ... ჯერ ასეთ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ. შენს გარეშე არ შემიძლია.

***
-ლიზიკო, მოდი, რა, ჩემთან-დაურეკა დაქალს, რომელზე ახლობელი არავინ ჰყავდა. ეს იყო გოგო, რომელთანაც ბაღიდან ერთად ატარებდა დროს, ანდობდა ნებისმიერ საიდუმლოს, ფიქრს, სურვილს, თუმცა უცნობ სიყვარულზე ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდა ნათქვამი. რატომღაც არ შეეძლო ამაზე საუბარი; ვინ იცის მისი სიამაყისა და პრინციპულობის გამო, თუ უბრალოდ „სიყვარულსა მალვა უნდა“ მიზეზით.
-ჰო იცი, რა მიყვარს ?
-კი, ორ ქილა „ნუტელას“ ამოგიტან, ნაყინსაც. ოღონდ მალე..-სწრაფად ჩაირბინა უბნის მაღაზიაში, თუმცა ორი ნაბიჯი უკან დარჩა, მეცამეტი იყო რიგში, იდგა, იდგა და ისევ იდგა მოლოდინის რეჟიმში.
-ეს რააა , აქ შემოსვლაც აღარ მოგინდება-დაიწუწუნა მოხუცმა ქალმა, რომელსაც ორი ბოთლი ნაბეღლავი ძლივს ეკავა ხელში.
-ქალბატონო, მხოლოდ ერთი მოლარე გვყავს-სალაროდან პასუხმა არ დააყოვნა; როგორი შესანიშნავი იდეააო, გაიფიქრა ლილიმ და გაეღიმა.
„ცხოვრება ირონიის ზღვარზე ვითარდებაა“-გაიფიქრა, ქილა ქილაზე მოათავსა და ცალ ფეხს დაეყრდნო. მარტივად რომ ვთქვათ, ლათინო-ამერიკული ცეკვების სწავლების დროს რომ ასწავლიან, ის მოძრაობა გააკეთეთ ქუჩაში ტრანსპორტის დალოდებისას რომ გადგებათ დასასვენებლადო.
„ნეტავ, რას აკეთებს ახლა ? ლიზიკოს უნდა მოვუყვე ყველაფერი, იქნებ ოდნავ მაინც დამეხმაროსს.“-გრძნობდა, რომ ლამის იყო ჭკუიდან გადასულიყო. ოცდაოთხი საათის განმავლობაში ყოველ ორ წამში გაუვლებდა მასზე ფიქრი და ხშირ შემთხვევაში უგრძელდებოდა კიდეც, მეტიც, ძილშიც კი არ ასვენებდა.
თითქოს ყველაფერი ზღვარს სცდებოდა. ლამის იყო მაჯნუნივით აეღო მიწა და მისით მიეღო ნუგეში, შემდეგ კი საყვარელი ადამიანის საფლავზე დაელია სული, მაგრამ მანამდე ვინ მოკლავდა ბიჭს, რომელიც ყოველ კვირა ერთსა და იმავე დროს კითხულობდა დიდი სიამოვნებით და როგორც ჩანდა, ცხოვრებაც უყვარდა...
ზოგჯერ იმასაც კი გაიელვებდა აზრად, სჯობს, მკვდარი იყოს და ვუყვარდე, ვიდრე ცოცხალი და ასე ცივად მპასუხობდესო.
„დათვლაა ჰო არ დავიწყო, აი, ლიზიკოც მწერს.... არ გადის ეს რიგი, რა !“-გაიფიქრა და დასასვენებელი ფეხი შეცვალა. ცალი ხელის გათავისუფლებასაც აპირებდა, როცა სუნთქვა შეეკრა და გულში რაღაც უცნაურად ჩაწყდა.

____
მიხარია, რომ მოგწონთ. გამიზიარეთ აზრები აქტიურად და 6-6 ქულებიც მოიმატეთ. ყველაფერი მაინტერესებს, რასაც ფიქრობთ ჩემს ახალ ისტორიაზე. დიდი ხანია არაფერი დამიწერია და სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მიკვირს ასე ოპერატიულად და უშუალო კავშირით როგორ ვაგრძელებ წერას.
გელოდებით, ბევრს ნიშნავს თითოეულის აზრი და არ დაგეზაროთ დაკომენტარება ან მოწერა.
გამახსენდა ის განცდა, რაც სიახლის დადებას ახლდა თან და ამისთვის მადლობა თქვენ ! heart_eyes heart_eyesскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.





სად გაწყვიტეეეეეე?! აუუუ მგონი ვიცი რაც ხდება და ცუდადა ვარ უკვეეე :დდდდდ რაც შეეხება ისტორიააას
განსხვავებულია და რეალობასთანაც ახლოსააა❤️❤️მალ-მალე დებ თავებს,მსუყეს და სავსეს რაც კიდევ უფროო მომწონს❤️უკვე იდუმალის სახელიიც ვიციით,მაგრამ ლილეს მიმართ რამეს თუ გრძნობს ეგ არა და იმედია მალე გავიგეეებ :დდდდდ❤️სულ სწრაფი ვარ და :დდდ მოკლედ ველი ახალ თააავს❤️❤️ქაი გოგო ხარ!❤️

 



№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

როგორ მომწონს. განსხვავებულია ძალიან. ♡♡

 



№3 სტუმარი ოფი

რა იყო ეხა ეს ? აქ გაწყვეტა შეიძლებოდაააააააა ?? არა რაა.. გადამრევ შენ ? ამაღამ როგორ დავიძინოო ? არ მომასვენებს ამაზე ფიქრიიიი sweat sweat

 



№4  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

წარსული კვდება...
სად გაწყვიტეეეეეე?! აუუუ მგონი ვიცი რაც ხდება და ცუდადა ვარ უკვეეე :დდდდდ რაც შეეხება ისტორიააას
განსხვავებულია და რეალობასთანაც ახლოსააა❤️❤️მალ-მალე დებ თავებს,მსუყეს და სავსეს რაც კიდევ უფროო მომწონს❤️უკვე იდუმალის სახელიიც ვიციით,მაგრამ ლილეს მიმართ რამეს თუ გრძნობს ეგ არა და იმედია მალე გავიგეეებ :დდდდდ❤️სულ სწრაფი ვარ და :დდდ მოკლედ ველი ახალ თააავს❤️❤️ქაი გოგო ხარ!❤️

არა მგონია, იცოდე. ვცდილობ, წინასსწარ გასაშიფრი არ იყოს ამბავი. მადლობა. მიხარია, რომ მოგწონს heart_eyes
Anuki96
როგორ მომწონს. განსხვავებულია ძალიან. ♡♡

მდლობა heart_eyes
ოფი
რა იყო ეხა ეს ? აქ გაწყვეტა შეიძლებოდაააააააა ?? არა რაა.. გადამრევ შენ ? ამაღამ როგორ დავიძინოო ? არ მომასვენებს ამაზე ფიქრიიიი sweat sweat

შევეცდები, მალე დავდო heart_eyes

 



№5 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian gansxvavebuli da shinaarsiania. Moutmenlad vvelodebi shemdeg tavsss. Carmatebebii

 



№6  offline წევრი barbarebibileishvilii

tavidan megona rogorc daiwke ise vegar gaagrdzelebdi da rogorc bevri motkhroba uazro ikneboda meore tavi magram shevcdi namdvilad kargad agrdzeleb kargad ki ara mshvenivrad
gtkhov rom ase gaagrdzeli ra da aseve saintereso ikos
ubralod ert rchevas mogcem da getkvi rom ar daachkaro movlenebi da sul sul sul cotati zedmetad chans gogos grdznobebi
cudad ar gaigo
da magari gogo khar

 



№7  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

Qeti qimucadze
Zalian gansxvavebuli da shinaarsiania. Moutmenlad vvelodebi shemdeg tavsss. Carmatebebii

დიდი მადლობა heart_eyes
barbarebibileishvilii
tavidan megona rogorc daiwke ise vegar gaagrdzelebdi da rogorc bevri motkhroba uazro ikneboda meore tavi magram shevcdi namdvilad kargad agrdzeleb kargad ki ara mshvenivrad
gtkhov rom ase gaagrdzeli ra da aseve saintereso ikos
ubralod ert rchevas mogcem da getkvi rom ar daachkaro movlenebi da sul sul sul cotati zedmetad chans gogos grdznobebi
cudad ar gaigo
da magari gogo khar

არც ვაპირებ დაჩქარებას.... ჰო, შესაძლოა. რატომ უნდა მეწყინოს :დ უბრალოდ ჩანაფიქრიც ამაში იყო, ვფიქრობ, მაშინ მეზედმეტებოდა ამ გოგო პირით რომ მიდიიოდეს თხრობა, ახლა კი ჩემი მიზანია ცალმხრივი გრძნობის სიმწარის, სევდის, ტკივილის და თან სასიამოვნო სიხარულის ჩვენება. დიდი მადლობა შეფასებისთვის. ძალიან ვაფასებ ასე რომ დაუკვირდი, დაფიქდი და შენი აზრები გადამიყიარე heart_eyes heart_eyes

 



№8  offline მოდერი bla.ell

აუუუ რახდება რას გვაინტრიგეეებjoyველი შემდეგ თავს საყვარელო მალე დაგვიბრუნდი ახალი თავით❤

 



№9  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

bla.ell
აუუუ რახდება რას გვაინტრიგეეებjoyველი შემდეგ თავს საყვარელო მალე დაგვიბრუნდი ახალი თავით❤

დღეს ვერ დავდებ , თუმცა ხვალისთვის შევეცდები, ფინაურებისს პერიოდი მაქვს და მეპატიება . დიდი მადლობა <3

 



№10  offline მოდერი bla.ell

უნდა ვწერო
bla.ell
აუუუ რახდება რას გვაინტრიგეეებjoyველი შემდეგ თავს საყვარელო მალე დაგვიბრუნდი ახალი თავით❤

დღეს ვერ დავდებ , თუმცა ხვალისთვის შევეცდები, ფინაურებისს პერიოდი მაქვს და მეპატიება . დიდი მადლობა <3
კარგი დაველოდებიიი❤წარმატებას გისურვებ საყვარელო❤

 



№11  offline წევრი mirandaa31

მომწონს ძალიან. ეს გოგა მაღიზიანებს. ველოდები ახალს ????????
--------------------
ხელმოწერა

 



№12  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

ჩემო ძვირფასო მკითხველო, დაწერილი მაქვს, მაგრამ ვერ ვდებ, სიახხლეების ატვირთვა დროებით შეჩერებულიაო..

mirandaa31
მომწონს ძალიან. ეს გოგა მაღიზიანებს. ველოდები ახალს ????????

დიდი მადლობა.
დაწერილი მაქვს, მაგრამ ვერ ვდებ, სიახხლეების ატვირთვა დროებით შეჩერებულიაო.. არადა ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრები heart_eyes

 



№13  offline აქტიური მკითხველი Anuki96

როდის გათენდება ხვალინდელი დღე რაა. :( ისე მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები.

 



№14 სტუმარი სტუმარი shalo

cimbilshi ramdenad waval

 



№15  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

სტუმარი shalo
cimbilshi ramdenad waval

მეც მინდა და ვერ გამიგიიია :დ <3

 



№16 სტუმარი სტუმარი shalo

უნდა ვწერო
სტუმარი shalo
cimbilshi ramdenad waval

მეც მინდა და ვერ გამიგიიია :დ <3

ro gaigeb mitxari

 



№17  offline წევრი მოცინარი

ოჰოოოო!
ეს იყო ბომბაააააა
ეს გოგა ძალიან მიშლის 'ნევრებს'! იმ აივნიდანვე გადავასხავდი ბორშს, რომლის გაკეთებასაც შევალე ნახევარი დღე -_-
ლაშა არის სიხარული! აი, სულ ორიოდე სიტყვა თქვა, მაგრამ მე უკვე ვგიჟდები <3 თუნდაც იმიტომ მომწონს რომ ბოლოს წაკითხული 10 ისტორიიდან ელემენტარულად, ზრდილობიანია.
ლილი კი რაღაცნაირია. არ მომწონს თქო კი ვთქვი მაგრამ... არ ვიცი რა სიტყვა შეეფერება. რაღაცნაირია რა :D
საოცარი ისტორიაა <3

 



№18  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

მოცინარი
ოჰოოოო!
ეს იყო ბომბაააააა
ეს გოგა ძალიან მიშლის 'ნევრებს'! იმ აივნიდანვე გადავასხავდი ბორშს, რომლის გაკეთებასაც შევალე ნახევარი დღე -_-
ლაშა არის სიხარული! აი, სულ ორიოდე სიტყვა თქვა, მაგრამ მე უკვე ვგიჟდები <3 თუნდაც იმიტომ მომწონს რომ ბოლოს წაკითხული 10 ისტორიიდან ელემენტარულად, ზრდილობიანია.
ლილი კი რაღაცნაირია. არ მომწონს თქო კი ვთქვი მაგრამ... არ ვიცი რა სიტყვა შეეფერება. რაღაცნაირია რა :D
საოცარი ისტორიაა <3

დიდი მადლობა, შემდეგი თავიც დევს უკვე, შეგიძლია უკეთ გაიცნო ლაშა...
გოგას სახით მინდა 21-ე საუკუნის ბიჭის ერთგვარი ტიპი დავხატო...
ლაშა მეც ძალიან მომწონს, მეშინია მეც არ შემიყვარდეს. მერე მე და ლილის ერთად არ მოგვიწიოს რამე სისულელის გაკეთება smile smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent